forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (96) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს ავიაცია, VI - ნაწილი
lato123
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 67
წევრი No.: 195407
რეგისტრ.: 18-December 14

გამოგზავნილია: 9 Apr 2015, 13:29  #44270567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ისე ... bis.gif wink.gif
http://b.pix.ge/s/w33qf.jpg
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8441
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 15 Apr 2015, 15:18  #44321531      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა, მოსკოვის გარდა, 7 სხვა ქალაქშიც აღდგა
13:00 15.04.2015
რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა, მოსკოვის გარდა, 7 სხვა ქალაქშიც აღდგა
რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმება შედგა. კონსულტაციები უკვე დასრულდა ორ ქვეყანას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე - ფრენის სიხშირეებზე, გეოგრაფიული არეალის გაფართოებაზე და ა.შ.
თბილისი-მოსკოვის გარდა შეთანხმება შედგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლების თაობაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებს შორისაც. კონსულტაციების შედეგად, რეგულარული ფრენები შესრულდება ასევე ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში მოქმედი ხელშეკრულების დანართში განსაზღვრულ პუნქტებს შორისაც. კერძოდ, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ რუსეთის 7 ქალაქში - მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი. ხოლო რუსულ კომპანიებს - თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.
მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ფრენის სიხშირეები თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე განისაზღვრა - ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე თითოეული მხრიდან, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე - 21 სიხშირე. რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს სხვა ზემოთჩამოთვლილ ქალაქებს შორის, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სიხშირეები იქნება შეუზღუდავი, როგორც ეს იყო ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე.
როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს შეწყვეტილ იქნა ცალმხრივად და 2010 წლიდან ქვეყნებს შორის ხორციელდებოდა მხოლოდ ჩარტერული რეისები. 2014 წლის 27 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა, თუმცა, მხოლოდ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით.
2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისში, თბილისში ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შემდეგ, რომლებსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენელი, გაგრძელდა დამატებითი ტექნიკური კონსულტაციები შესაბამის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სამინისტროს ინფორმაციით, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ მონაცემების თანახმად, 2014 წლის ნოემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, სულ მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ითგაიზარდა. აღნიშნული ზრდა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წლის განმავლობაში ეს პერიოდი გამოირჩევა მგზავრთნაკადის ყველაზე დაბალი აქტივობით, ხოლო ზაფხულის სეზონზე, რომელიც მგზავრთნაკადის მაღალი აქტივობით გამოირჩევა, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება.
სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ზემოაღნიშნული მოლაპარაკებების შედეგია, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს" უკვე მიეცა შესაძლებლობა, 2015 წლის 10 აპრილს დაეწყო რეისების შესრულება თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან კი ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების განხორციელებას თბილისი-სამარას მიმართულებითაც.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ წარმოებული დაძაბული და ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია - მომხმარებელებს საშუალება მიეცემათ, თავისუფლად დაგეგმონ მგზავრობა და ისარგებლონ ამ მიმართულებებით შექმნილი კონკურენტული გარემოთი, ასევე აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადის ზრდას.

http://commersant.ge/?m=5&news_id=20951&cat_id=18,22


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
პაწა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2279
წევრი No.: 61903
რეგისტრ.: 21-May 08

გამოგზავნილია: 22 Apr 2015, 23:07  #44389581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის სურვილი ბერძნულმა ავიაკომპანია ELLINAIR–მა გამოთქვა. ავიაკომპანიამ 2015 წლის 7 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართა განაცხადით, რომლის მიხედვითაც ELLINAIR-ს სურს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება საქართველოსა და საბერძნეთს შორის, სალონიკი - თბილისის საჰაერო ხაზზე. ავიაკომპანია რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას 2015 წლის 8 ივნისიდან გეგმავს, კვირაში 1 სიხშირით.

2015 წლის ზაფხულის სეზონიდან საქართველოს ავიაბაზარზე, ზამთრის სეზონზე შესვენების შემდეგ, დაბრუნდა ისრაელის ავიაკომპანია „ISRAIR“. ავიაკომპანიამ პირველი ფრენა მ.წ. 2 აპრილს თელ-ავივსა და თბილისს შორის შეასრულა. ხსენებული ფრენა განხორციელდა A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც 174 მგზავრს იტევს. აღსანიშნავია, რომ 2 აპრილის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა 162 მგზავრი, რომელთაგან ყველა ტურისტია. ამ მომენტისთვის ავიაკომპანია „ISRAIR“ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს კვირაში 2 სიხშირით, თუმცა, კომპანია სიხშირეების გაზრდას გეგმავს - კვირაში 4 სიხშირემდე.

http://commersant.ge/?m=5&news_id=21277&cat_id=18

--------------------------

ქართულ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ივნისიდან დაიწყება. ქართულმა მხარემ უკვე აწარმოა პირდაპირი მოლაპარაკებები "რიანეართან", "იზიჯეტსა" და "ეარბერლინთან".

ამის შესახებ ავიამიმართულებების განვითარების ფორუმზე Routes Europe 2015–ზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი სტენდით წარდგა.

მოლაპარაკებათა მიზანი ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიამიმართულებების დამატება და არსებული რეისების გაფართოებაა. პირისპირ შეხვედრების გარდა, გაიმართა სხვა ღონისძიებები, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, ივნისიდან დაიწყება საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა.

„ნაწილ კომპანიებთან თითქმის ბოლო ეტაპზეა მოლაპარაკებები. ეს დაუსრულებელი პროცესია, რადგან ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია შემოვიდეს და მეტი ფრენა განხორციელდეს. მუდმივი მუშაობის რეჟიმში ვართ... უახლოეს პერიოდში აქტიურად ვიხილავთ საქართველოში Air Berlin-ს”, – განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა "აიბიზნესთან" საუბარში. თუმცა კონკრეტული ვადები, როდის შემოვლენ ახალი კომპანიები, მინისტრს არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის შესახებ გასულ თვეს განაცხადა. ტურიზმის წახალისების გეგმად, ეკონომიკის მინისტრმა დაბალ ბიუჯეტიანი, ე.წ. ლოუ ქოსთერის ტიპის ავიახაზების შემოყვანა დაასახელა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს იზი ჯეტსა, ეარ ბერლინთან და რაინ ეართან.

http://commersant.ge/?m=5&news_id=21184&cat_id=6
smalpira
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 164319
რეგისტრ.: 26-March 13

გამოგზავნილია: 25 Apr 2015, 12:46  #44414444      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაა ეს რა მაგარი ნიუსია!!!
იმედია ლაპარაკი ლაპარაკად არ დარჩება.
პაწა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2279
წევრი No.: 61903
რეგისტრ.: 21-May 08

გამოგზავნილია: 25 Apr 2015, 15:21  #44415615      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასეთი დამაიდებელი ნიუსი კარგა ხანია არ ყოფილა... ქუთაისიდან ეინდჰოვენში 15 ევროდ რომ ჩაფრინდები, ან თბილისიდან ბაზელში (იზიჯეტით) გადაჯდომის გარეშე, თან, იმედია, შემოდგომიდან ჩვენთვისაც უვიზოდ...
მერე გინდა ნატოში შევიდეთ და გინდა ევრაზიულ კავშირში, სულ მეკიდება smile.gif
* * *
user posted image
ELLINAIR-ზე უკვე არის თბილისი და მთელი აგვისტო 123 ევრო ღირს ბილეთები
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8441
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 26 Apr 2015, 01:49  #44420383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
smalpira
პაწა
და ავიაკომპანიები რო არ ადასტურებენ?

ავიაკომპანიების ნაწილი საქართველოში შემოსვლას არ ადასტურებს

საქართველოს მთავრობა ივნისიდან საქართველოში უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლას აანონსებს. თავად ავიაკომპანიები კი აცხადებენ, რომ საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ავიამიმართულებების განვითარების ფორუმზე Routes Europe 2015-ზე, სადაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი სტენდით წარდგა, ცნობილი გახდა, რომ ქართულმა მხარემ უკვე აწარმოა პირდაპირი მოლაპარაკებები "რიანეართან", "იზიჯეტსა" და "ეარბერლინთან".
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, ნაწილ კომპანიებთან თითქმის ბოლო ეტაპზეა მოლაპარაკებები. მისი თქმით, ეს დაუსრულებელი პროცესია, რადგან მთავრობის მიზანია, რაც შეიძლება მეტი კომპანია შემოვიდეს და მეტი ფრენა განხორციელდეს.
ავიაკომპანია „ეარ ბერლინი" „კომერსანტისთვის" გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მათივე თქმით, კომპანია ყოველთვის დაინტერესებულია განიხილოს ახალი მიმართულებები."ეარ ბერლინში" აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა შეიძლება იყოს დაინტერესებული „ეარბერლინის" ბაზარზე შემოყვანით თუმცა კომპანიას ჯერ საბოლოო გადაწყვეტულება მიღებული არ აქვს. კომპანია რესტრუქტურიზაციის ფაზაშია და სიფრთხილით უყურებს არსებულ ქსელსა და ცდილობს მისი ეფექტურობის ზრდას.
ავიაკომპანია „იზიჯეტში" კი აცხადებენ, რომ უყურებენ ახალ შესაძლებლობებს ქსელის გაფართოებისთვის თუმცა ჯერჯერობით გეგმები საქართველოში ან საქართველოდან ფრენების შესახებ არ აქვთ. ავიაკომპანიების ბაზარზე შემოსვლის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პირველად პარლამენტში ვიზიტისას განაცხადა.

http://commersant.ge/index.php?m=5&news_id...37&cat_id=18,22
პაწა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2279
წევრი No.: 61903
რეგისტრ.: 21-May 08

გამოგზავნილია: 26 Apr 2015, 14:33  #44422799      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vatman შესცემდნენ ბოლომდე ჟურნალისტები (სამივეს) და თუ გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული - რას დაგიდასტურებენ, ქართველები ხომ არ არიან, რომ წინასწარ რამეზე ილაპარაკონ...
იზიჯეტმა 6 წლის განმავლობაში ფრენის შემდეგ, სტამბული ამოიღო ქსელიდან. ყველაზე რეალური რეგიონალური რაინეარი იქნება. მაგათაც ოფიციალურად მაყუთი უნდა გაუმაზო, აბა ისე რატომ გატარებს 5 ევროდ
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8441
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 26 Apr 2015, 17:58  #44424305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პაწა
მე მგონი მაინც ელოდებიან ვიზას გაგვიუქმებენ თუ არა. უვიზო მიმოსვლა რო იყოს ამ ავიაკომპანიებზე დიდი მოთხოვნა იქნება. უფრო თამამად იყიდის ხალხი ბილეთებს.
აბა იყიდე იაფიანი ბილეთი და ბრახ რომელიმე საელჩომ უარი გითხრა... user.gif
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8441
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 27 Apr 2015, 10:51  #44429596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Emirates, რეისი EK226 სან ფრანცისკო - დუბაი , ბორტი A6-EEU , 25.04.2015
მდებარეობა: თეთრი-წყაროს თავზე biggrin.gif

user posted image



მიმაგრებული სურათი
A6_EEU_Emirates_Airbus_A380_800_PlanespottersNet_526087.jpg
da_to
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12727
წევრი No.: 53050
რეგისტრ.: 11-February 08

გამოგზავნილია: 27 Apr 2015, 11:17  #44429776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vatman
QUOTE
Emirates, რეისი EK226 სან ფრანცისკო - დუბაი , ბორტი A6-EEU , 25.04.2015


დასაწყისი მომეწონა biggrin.gif მერე აღარ biggrin.gif


ძაან მაგარი კომპანიაა, ამის პირველი კლასით ფრენა იფ იფ biggrin.gif





ავარიული დაშვება ... თურქეთში, თურქიშიო წერენ და სხვა ლოგო აგვს ბორტს ვერ გავიგე.

vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8441
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 27 Apr 2015, 13:41  #44430947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
da_to
QUOTE
ავარიული დაშვება ... თურქეთში, თურქიშიო წერენ და სხვა ლოგო აგვს ბორტს ვერ გავიგე.

თუ არ ვცდები მილანი-სტამბული დაჯდა ავარიულად გუშინწინ

QUOTE
ძაან მაგარი კომპანიაა, ამის პირველი კლასით ფრენა იფ იფ

user.gif
იმედია ოდესმე შევძლებ biggrin.gif

ისე დუბაიდან სან-ფრანცისკოში ჩრდილო პოლუსის გავლით დაფრინას
და ზოგადად თეთრიწყაროს თავზე დერეფანია, ერთდროეულად 2-3 თვითმფრინავია
flyer
FLÜGGÅƎNK∂€ČHIŒβØL∫ÊN


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14675
წევრი No.: 2171
რეგისტრ.: 12-May 03

გამოგზავნილია: 27 Apr 2015, 18:05  #44433517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · msn
da_to
QUOTE
სხვა ლოგო აგვს ბორტს ვერ გავიგე.

სთარ ალიანსის წევრებს ყველას აქვთ რამდენიმე ბორტი იმენნა სთარ ალიანსის ლივერებში


--------------------
Si Deus pro nobis, quis contra nos?
http://www.flickr.com/photos/flyergeorge/
giat
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4774
წევრი No.: 201423
რეგისტრ.: 23-April 15

გამოგზავნილია: 27 Apr 2015, 22:33  #44435818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im · aim · yim · msn
დაინიჰნა რეისი
ბატუმი- ტელ-ავივი


--------------------
Yvelaferi warmavalia am cxovrebashi mxolod ertiuia is rom movedit araferi mogvitania
da wavalt da araferuia wasagebui
carielu moveduit da caruieli wavalt
da imas ityvian rom rogori kacurui kacuc aq viuavit albat iMac asetebui wavalt
benito777
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11297
წევრი No.: 113960
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 28 Apr 2015, 03:46  #44438013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vatman
QUOTE
Emirates, რეისი EK226 სან ფრანცისკო - დუბაი , ბორტი A6-EEU , 25.04.2015
მდებარეობა: თეთრი-წყაროს თავზე



რა აპარატით გადაიღე ეგ სურათი?
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8441
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 28 Apr 2015, 10:09  #44438594      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
benito777
QUOTE
რა აპარატით გადაიღე ეგ სურათი?

მე არ გადამიღია, თანამშრომელმა გადაიღო smile.gif
ფოტოაპარატი იყო Nikon coolpix P530
და თუ არ ვცდები 42X ზუმით გადაიღო
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (96) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0395 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]