საინტერესო საკითხია ...
რაღაც რომ მოხდა დაღესტანში ვიცოდი . პრეზიდენტად რუსის დანიშვნაზე არ მქონდა ინფო .
ისეთი ერი არ არსებობს რომელიც ბოლომდე დაცულია სხვა დიდ ერთან ასიმილაციისგან , მითუმეტეს თუ ამ ერს საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნია.
იმიერკავკასიის დასავლეთი ნაწილი უკვე შეეხო რუსიფიკაციის ბუნებრივ ფორმებს. სლავური მოსახლეობაც დასავლეთ იმიერკავკასიაში ბლომად არის წარმოდგენილი.
ჩემის აზრით , ყველაფერი მორჩენილი მაინც არაა . რუსეთში ძნელად ხდება ხოლმე ძალაუფლების გადაცემ-გადაბარებ-ჩამოგდებ-რევოლუციობანა
ასე მოხდება პუტინის შემთხვევაშიც
ამ ყველაფრის გამო ვფიქრობ 1 ომის მსგავსი კიდევ მოხდება მთების მეორე მხარეს
არ ვიცი ისლამისტური სახე ექნება ამ ომს , გავლენების გადანაწილების სახე , თუ ნაციონალური სეპარატიზმი მაგრამ მგონია ჯერ მორჩენილი არაა ყველაფერი.
აფხაზები - მათი გადარჩენა სამწუხაროდ შეუძლებელია . ხშირად ამბობენ ხოლმე ჩვენთან , აფხაზების გადარჩენა მხოლოდ ქართულ სივრცეშია შესაძლებელიო
მე არ მგონია თუნდაც ''ქართულმა სივრცემ'' გადაარჩინოს ისინი (დროს გაუხანგრძლივებს ალბათ სიცოცხლისას). ძალიან ბევრი ღონისძიება უნდა გატარტეს რომ აფხაზი გადარჩეს , ამ ღონისძიებებს არავინ გაატარებს ...
ოსები(ჩრდ.) - არ ვიცი როგორ ჟღეს მაგრამ , თუ ოდესმე ჩრდ.კავკასია განთავისუფლდა , ყველაზე მეტი მზადყოფნა სახელმწიფოს შესაქმნელად ექსნება ოსეთს .
დიდი პრობლემების წინაშე დადგება რა თქმა უნდა , თუმცა ისლამისტურ ფანატიზმს რომ გამოაკლებ ამ პრობლემებს მაინც დიდი შეღავათია
დღეს ოსები ყველაზე მეტად ემხრობიან რუსეთის კავკასიაში ყოფას .
ძურძუკნივაინახეთი - ჯერ გაგრძელდება ჩეჩნეთის მიშვება თავის გემოზე , ლეზგინკები , კადიროვცები , მეჩეთები , ვნახოთ სადამდე მივა ეს ყველაფერი ...
რუსეთის წაფახფახების შემთხვევაში ისლამისტები გამოვლენ დღის შუქზე კალაშებით ხელში.
ლეკსა დაღესტნისა - ეს იმდენად ჭრელია , იმდენი შესაძლო დაპირისპირების კერაა ,ვერავინ გაიგებს რა მოხდება , ვისი აზრი გახდება დომინანტური.
საბოლოოდ ყველა დალევს ვოდკას
დაველოდოთ პუტინის დაღზევების ხანას ,
შეიძლება ამ მომენტმა ცოტა დროში გაწელოს გარუსება...