forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) 1 2 [3]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლიტერატურა, რელიგიებზე
George Bush
მე ♥ ნავთობი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3447
წევრი No.: 179528
რეგისტრ.: 9-January 14

გამოგზავნილია: 18 May 2018, 12:13  #52737078      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ძალიან საღი აზრია. ბიბლიაში არსად წერია რომ კაცი მოკვდა და სული სადმე წავიდა.

>ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.
>აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.

>რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
>რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც,


--------------------
"I couldn't imagine somebody like Osama bin Laden understanding the joy of Hanukkah."© George Bush
"You know, one of the hardest parts of my job is to connect Iraq to the war on terror."© George Bush
"გონებრივი განვითარებით ზანგები ადამიანებს ბევრად ჩამორჩებიან"© giorgi1104
"...ღვაწლი!..."© დაისი
world-miracle
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 422
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17

გამოგზავნილია: 18 May 2018, 14:54  #52738102      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
George Bush
QUOTE
განუტევა სული.

კი. სული განუტევა ანუ მოკვდა. აბრაამიც შეერთო თავის მკვდარ წინაპრებს.

QUOTE
მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,

სწორედაც. ხორცით მოკვდა და როდესაც აღდგა, აღდგა სულში, სულიერ სხეულში, რომლითაც ამაღლდა კიდეც.

QUOTE
რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც,

საპყრობილეში სულები ვინ არიან კარგად ხსნის სახარება იქვე. პეტრე მოციქულმა ეს სულები გააიგივა იმ ანგელოზებთან, „რომლებიც ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს“ (1 პეტ. 3:20). პეტრემ თქვა, რომ ეს სულიერი ქმნილებები იყვნენ ისინი, რომლებიც სატანას ამბოხებაში შეუერთდნენ. იუდას წიგნი მოიხსენიებს „ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო, უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში ინახავს გასამართლების დიდი დღისათვის“ (იუდ. 6).
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28558
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 18 May 2018, 14:57  #52738126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
George Bush
QUOTE
ბიბლიაში არსად წერია რომ კაცი მოკვდა და სული სადმე წავიდა.

ესეც:
საქმ. 7:59
სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: "უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
George Bush
მე ♥ ნავთობი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3447
წევრი No.: 179528
რეგისტრ.: 9-January 14

გამოგზავნილია: 19 May 2018, 01:02  #52741104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კი. სული განუტევა ანუ მოკვდა. აბრაამიც შეერთო თავის მკვდარ წინაპრებს.

კი, და ახლა ღმერთთან არიან biggrin.gif იმ ღმერთთან, რომელიც "არის ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა." და არა "იყო ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა."
QUOTE
სწორედაც. ხორცით მოკვდა და როდესაც აღდგა, აღდგა სულში, სულიერ სხეულში, რომლითაც ამაღლდა კიდეც.

გნოსტიკური სისულელე biggrin.gif აღდგომისას აღდგა განახლებული მატერიალური სხეულით, რომელითაც თევზი შეჭამა და სხეულით, რომლის ჭრილობებსაც თომა მოციქული შეეხო biggrin.gif
QUOTE
საპყრობილეში სულები ვინ არიან კარგად ხსნის სახარება იქვე. პეტრე მოციქულმა ეს სულები გააიგივა იმ ანგელოზებთან, „რომლებიც ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს“ (1 პეტ. 3:20). პეტრემ თქვა, რომ ეს სულიერი ქმნილებები იყვნენ ისინი, რომლებიც სატანას ამბოხებაში შეუერთდნენ. იუდას წიგნი მოიხსენიებს „ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო, უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში ინახავს გასამართლების დიდი დღისათვის“ (იუდ. 6).

სრული უაზრობა თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ეშმაკები არ ცხოვნდებიან. biggrin.gif "რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ - აბრაამის მოდგმას. " (ებრ. 2;16), ასე რომ მათთვის ქადაგებას საერთოდ არ ჰქონდა აზრი
გარდა ამისა შენს მიერ მოყვანილი ციტატა აბსოლუტურად არაფერ კავშირშია ანგელოზებთან. ეს წინადადება მხოლოდ გამოყოფს განსაკუთრებით იმ ხალხს, რომლებიც ნოეს დროს ცხოვრობდნენ. მეტი არაფერი.
Which sometime were disobedient.--The absence of the definite article here in the Greek (contrary to St. Peter's usage in participial sentences--e.g., 1Peter 1:5; 1Peter 1:7; 1Peter 1:10; 1Peter 1:17) makes it possible to think that the spirits mentioned in this verse are not co-extensive with those in prison. It is, literally, to men who once upon a time were disobedient. Our Lord preached to the whole class of spirits in prison, of all times and races; and then, to magnify the bounty of this act, St. Peter instances a particular group of them, who were the most marked criminals of any, and whose case suggested a useful application. He has a reason for using the word "disobedient." It would not describe all sinners, but those who had heard and been convinced by the word of God, but refused to accept it. (See Note on 1Peter 3:2.) This was the case with those to whom Noah preached (2Peter 2:5); and, in spite of their "disobedience," Christ, after His innocent and sacrificial death, went in spirit and preached a gospel to them. Now, let it be recollected that St. Peter's object through the whole of this section is to encourage the Hebrew Christians to be ready, through a good conscience, for a brave martyrdom, if need be. They are to think how their deaths, like Christ's, may bring their persecutors to God.
world-miracle
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 422
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17

გამოგზავნილია: 19 May 2018, 12:19  #52742202      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
George Bush
QUOTE
ი, და ახლა ღმერთთან არიან  იმ ღმერთთან, რომელიც "არის ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა." და არა "იყო ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა."

,,ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა" (ინ. 3:13)
,,დავითი არ ასულა ზეცაში, მაგრამ თავად ამბობს: „იეჰოვამ უთხრა ჩემს უფალს, იჯექი ჩემ მარჯვნივ," (სქ.2:34)
,,რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე, ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა"

იესო ჯერ არ იყო ზეცაში ასული მაშინ, როდესაც ელაპარაკებოდა ნიკოდემეს. ცხადია, მანამდე ადამიანთაგან არავინ წასულა ზეცაში სიკვდილის შემდეგ. თავად იესომ თქვა, რომ იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ „ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია“ (მათე 11:11). მოციქულმა პეტრემ განმარტა, რომ თვით ერთგული მეფე დავითიც კი არ წასულა ზეცაში და ის თავის სამარხში იყო (საქმეები 2:29, 34). არსებობს მიზეზი, რის გამოც არ წასულან ზეცაში დავითი, იოანე ნათლისმცემელი და ღვთის სხვა ერთგული მსახურები, რომლებიც იესოს ზეცად ამაღლებამდე დაიხოცნენ. ისინი დაიხოცნენ მანამ, სანამ იესო შესაძლებელს გახდიდა იმას, რომ ადამიანები აღმდგარიყვნენ ზეციერი ცხოვრებისთვის. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ იესომ, როგორც წინამორბედმა, ‘გახსნა ახალი და ცოცხალი გზა’ ზეცაში.

QUOTE
გნოსტიკური სისულელე  აღდგომისას აღდგა განახლებული მატერიალური სხეულით, რომელითაც თევზი შეჭამა და სხეულით, რომლის ჭრილობებსაც თომა მოციქული შეეხო 

აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში იესო თავის მოწაფეებს სხვადასხვა სხეულში ეცხადებოდა ისევე, როგორც ძველად ანგელოზები ეცხადებოდნენ ადამიანებს ფიზიკურ სხეულში. ანგელოზების მსგავსად, მას შეეძლო სურვილისამებრ ხორცის შესხმა და კვლავ სულიერი სხეულის დაბრუნება. იესო ფიზიკურ სხეულში ხალხს იმიტომ ევლინებოდა, რომ თავისი აღდგომა დაემტკიცებინა.
მას შეეძლო გაევლო კედელში, გაუჩინარებულიყო მოულოდნელად რაც ბიოლოგიური სხეულისთვის შეუძლებელია. გარდა ამისა მას ვერ სცნობდნენ ზოგჯერ, ქალებს მებაღე ეგონათ ხოლო ემაუსის გზაზე რომ დაემგზავრა მოწაფეებს სააერთოდ ვერ იცნეს მთელი გზა. გარკვევით წერია რომ ის აღდგა სულიერ სხეულში. ფიზიკური სხეულით ამაღლებაც შეუძლებელია.


QUOTE
გარდა ამისა შენს მიერ მოყვანილი ციტატა აბსოლუტურად არაფერ კავშირშია ანგელოზებთან. ეს წინადადება მხოლოდ გამოყოფს განსაკუთრებით იმ ხალხს, რომლებიც ნოეს დროს ცხოვრობდნენ. მეტი არაფერი.

არაფერს არ გამოყოფს, ეს არის ერთი წინადადებ.
,,და წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებს, რომლებიც ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს, სანამ კიდობანი შენდებოდა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული გადაურჩა წყალს."
რა არის აქ გასაყოფი. პირდაპირ წერია ვისაც უქადაგა. და ეს ქადაგება არ მომხდარა ხსნის მიზნით, არამედ განაჩენის გაცხადების მიზნით.
* * *
QUOTE
It is, literally, to men who once upon a time were disobedient

? საიდან ასეთი დასკვნა
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 2 [3]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0228 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]