ახალი თემის ახსნა არ მინდოდა, მარგრამ ზოგადი კითხვების თემა არაა როგორც ჩანს განყოფილებაში და იძულებული გავხდი გამეხსნა.
გადავიდეთ საქმეზე.
ფრჩხილების მოჭრის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში მაქვს საშინელი შეგრძნება. თითების დაბოლოებები მიხდება ძალიან მრძნობიარე. განსაკუთრებით პრიალა ქსოვილებთან შეხებისას. რაღაცნაირი შეგრძნებაა არც ვიცი რას შევადარო. ზოგიერთი დანის თეფშზე გასმის ხმას რომ ვერ იტანს ალბათ დაახლოებით ეგეთი(ეგ არ მოქმედებს ჩემზე).
ინტერნეტში ვეძებე აღმოჩნდა რომ სხვებსაც აწუხებთ, მაგრამ რისი ბრალია არსად წერია.
რამე მარტივი საშუალება ხომ არ არსებობს ეს შეგრძნება რომ მოვიცილო. ფრჩხილების გელი ან რამე.