იცით რა მიკვირს ხალხო? აი აქ წერთ რომ წაღვერი ძალიან მაგარია, ბუყბუყაზე გიჟდებით, ზოგს მთელი ბავშვობა იქ აქვს გატარებული და ასე შემდეგ... მაგრამ ყოველ წელს ისე დაბინძურებული მხვდება იქაურობა, რომ გული აგერევა
რა პირუტყვი უნდა იყო ადამიანი, რომ ბუყბუყაზე იჯდე, წყალი სვა და პლასმასის ბოთლი შიგ ჩააგდო, ან საჭმელი მიირთვა და ნასუფრალი იქვე მიყარო
ქაღალდები დაყარო და სემიჩკა იფურთხო
ქალაქის დასუფთავების სამსახური რომ დადიოდეს, ერთ დღეში იმდენ ჯარიმას გამოწერდა, ლონდონში 5 წელიწადში რომ წერენ ალბათ
არადა ვისზე ნაკლები სილამაზეა წაღვერში, ან რით არ ჯობია მაქაური მჟავე წყლები რუსეთის კურორტებს.
საწყენია, როცა ხედავ, როგორი ღორია ადამიანი
ერთი თხოვნა მექნება ყველასთან, ხალხო გავუფრთხილდეთ ჩვენს სიმდიდრეს !!!!!
პ.ს. არავის არ ვაბრალებ კონკრეტულად, თუ ვინმე თავის თავზე მიიღებს შენიშვნას, პრეტენზიები ნუ ექნება, უბრალოდ გამოასწოროს.... უცებ გამახსენდა მოყვარეს პირში უზრახეო...
This post has been edited by mond on 16 Jul 2007, 11:55
რაც არ მკლავს მაძლიერებს. ვკვდები..