სამშობლო: დიდი ბრიტანეთი, კანადა.
FCI-ის კლასიფიკაციის მიხედვით: ჯგუფი 8_რეტრივერები, სპანიელები, წყლის ძაღლები
სექცია 1_რეტრივერები
იდეალური სიმაღლე მინდაოში: ხვადი_65-57 სმ. ძუ_54-56სმ.
სტანდარტში იდეალური წონა მითითებული არ არის.
სტანდარტის ნომერი: 122
ჯიშის წარმოშობის ისტორია:
ლაბრადორის წარმოშობის ისტორია ბურუსითაა მოცული. იმის შესახებ, თუ როგორ მოევლინა სამყაროს ეს ჯიში, უამრავი გადმოცემა და ლეგენდაა შემორჩენილი.
მაგალითად, რომანტიკული ლეგენდა ძაღლისა და წავის სიყვარულის შესახებ, რომლის შედეგად გაჩნდნენ ლეკვები წყალგაუმტარი, ყვითელი ბეწვით, მომრგვალებული კუდითა და წყლისადმი დიდი სიყვარულით.
დადგენილია, რომ ლაბრადორები წარმოშობით კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან არიან და რომ მისი უშუალო წინაპრები სენტ-ჯონსის წყლის ძაღლები იყვნენ, რომლების ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ეხმარებოდნენ მეთევზეებს. თვითონ სენტ-ჯონსის ძაღლის წარმოშობის შესახებ კი წერილობითი დოკუმენტაცია შემონახული არ არის. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ ამის შესახებ.
მე-15 საუკუნეში მეთევზეები და მკვლევარები ზღვის უზარმაზარ სივრცეებს დაუღალავად სერავდნენ, რათა ჯერ კიდევ გამოუკვლეველი და ნაყოფიერი მიწები აღმოეჩინათ. ერთ-ერთი ასეთი იტალიელი მეზღვაური და მკვლევარი ჯონ კაბოტი იყო, რომელმაც 1497 წელს ნიუფაუნდლენდის კუნძული აღმოაჩინა. აღმოჩენის შემდეგ კუნძულს ხშირად სტუმრობდნენ პორტუგალიელი, ფრანგი, ინგლისელი და ესპანელი მეთევზეები. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ნიუფაუნდლენდის კუნძულზე ევროპელების მისვლამდე ძაღლები არ ყავდათ ან თუ ყავდათ, იმდენად მცირე რაოდენობით, რომ მათ შესახებ დოკუმენტური ისტორია არ არსებობს. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ სენტ-ჯონსის წყლის ძაღლი კუნძულზე მეთევზეების მიერ ჩაყვანილი ისეთი ჯიშების შეჯვარებით გაჩნდა, როგორიცაა შავი სანტ ჰუბერტის ძაღლი (St. Hubert's hound) საფრანგეთიდან, წყლის ძაღლი პორტუგალიიდან, ძველევროპული პოინტერები და ა.შ.
სენტ-ჯონსის წყლის ძაღლი ბევრი თანამედროვე რეტრივერის წინაპარია, მათ შორის: ჩესაპიკ-ბეის რეტრივერის (Chesapeake Bay Retriever), ოქროსფერი რეტრივერის და რა თქმა უნდა, ლაბრადორ რეტრივერის. ის, აგრეთვე, ნიუფაუნდლენდის წინაპრადაც ითვლება. საშუალო ზომის, მტკიცე აგებულების, ძლიერი სენტ ჯონსის წყლის ძაღლი თავისი გარეგნობით უფრო თანამედროვე ინგლისური ტიპის ლაბრადორს გავდა. მას შავი ფერის ბეწვი ქონდა თეთრი ლაქებით მკერდზე, დრუნჩსა და თათებზე. თანამედროვე ლაბრადორებს დღესაც უჩნდებათ ხოლმე ლეკვები თეთრი ლაქების მსგავსი განლაგებით თავინთი გადაშენებული წინაპრების სახსოვრად.
სენტ ჯონსის წყლის ძაღლს აღწერენ, როგორც ინტელექტულურ, ადამიანზე ორიენტირებულ და შესანიშნავ სამომსახურეო ძაღლს. მას ნიუფაუნდლედერი მეთევზეები აქტიურად იყენებდნენ თევზის ჭერის დროს: იმ დროს ანკესის კაუჭებს ჯერ კიდევ ვერ ამზადებდნენ სათანადოდ, ამიტომ სრულიად შესაძლებელი იყო, რომ მოზრდილ თევზს კაუჭისთვის თავი დაეღწია. ამ პრობლემას ძაღლის საშუალებით წყვეტდნენ: მას თოკების მეშვეობით გემბანიდან ზღვაში უშვებდნენ, ის თევზს იჭერდა და შემდეგ მას თევზთან ერთად ზემოთ სწევდნენ. ძაღლებს იყენებდნენ სანაპიროზე ბადეებით თევზაობისასაც.
1780 წელს კუნძულის გუბერნატორმა რიჩარდ ედვარდსმა გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც ერთ ოჯახს მხოლოდ ერთი ძაღლის ყოლის უფლება ეძლეოდა, რადგანაც ჩათვალეს, რომ ძაღლები საფრთხეს წარმოადგენდნენ კუნძულზე ცხვრის მზარდი პოპულაციისათვის.
ლაბრადორების ზუსტი, დასაბუთებული ისტორია მათი ინგლისში მოხვედრის შემდეგ იწყება. უფრო, ზუსტად, გრაფ მალსბერი მეორის მიერ 1823 1ნ 1824წელს ამ ძაღლების შეძენით. ამ გრაფის სამფლობელო ჰერნის დაბლობზე მდებარეობდა და ხშირად იტბორებოდა მდინარის მიერ. მდინარის ნაპირებზე კი უამრავი ფრინველი ცხოვრობდა. ერთ დღეს გრაფი ქალაქ პულში იმყოფებოდა (ეს ქალაქი აქტიურად ვაჭრობდა ნიუფაუნდლენდთან). მან ყურადღება მიაქცია თევზმჭერი ფლოტილიის ძაღლებს. ის აღაფრთოვანა იმან, თუ როგორი მოხერხებით იჭერდნენ ძაღლები თევზებს.
”ასეთი ძაღლები მშვენივრად გაართმევენ თავს ფრინველის მოძებნასა და მოტანას ჩემ საგრაფოში, იქაც ხომ საკმარისზე მეტი წყალია.” გაიფიქრა გრაფმა.
მან 4 ძაღლი შეიძინა და ”პატარა ნიუფანდლენდების” გამრავლებას მიჰყო ხელი. მალე მეზობლად მცხოვრებმა მონადირეებმაც დაიწყეს ამ ძაღლების შეძენა და გამრავლება.
გრაფმა მალსბერი მესამემ რამდენიმე ძაღლი ნიუფაუნდლენდიდან ჩამოიყვანა და დააარსა ძაღლსაშენი. მოგვიანებით, სახელწოდება ”პატარა ნიუფაუნდლენდი” საბოლოოდ შეიცვალა სახელწოდებით ”ლაბრადორი”.
მოგვიანებით, სხვა არისტოკრატებმაც დააფასეს ამ ძაღლების ღირსება. განსაკუთრებით გაიზარდა ლაბრადორების პოპულარობა სავალე გამოცდებისა და ჯიშის ენთუზიასტი თაყვანისმცემლების წყალობით.
ლორდმა კნასტსფორდმა, ჰოლანდ ჰაიბერტმა, ძაღლსაშენ «Munden»-ის მეპატრონემ (სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად აღიარეს ლაბრადორი, როგორც დამოუკიდებელი ჯიში კინოლოგიურმა კლუბებმა 1903 წელს) თავისი ძაღლი Munden Singel პირველად გაიყვანა გამოფენაზე. ეს იყო პირველი ლაბრადორი, რომელმაც გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.
ძალიან მალე, ინგლისელებმა ლაბრადორები შეიყვარეს, არა მხოლოდ, როგორც სამომსახურეო, არამედ, როგორც შესანიშნავი ძაღლი-კომპანიონი.
გულმოდგინე სელექციის წყალობით გამოყვანილ იქნა მშვენიერი მონადირე ძაღლი რბილი ხასიათით, ადვილად წვრთნადი, მაღალი ინტელექტით. ძაღლი, რომელსაც პატარა ბავშვებიც კი შეიძლება ანდო.
კანადელები თვლიან, რომ ლაბრადორი მათი ჯიშია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჯიშმა ბრიტანეთში მიაღწია თავის სრულყოფას და სწორედ ამ ქვეყნიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში.
დღეს უკვე მეფეები და პრეზიდენტებიც კი პატივად თვლიან ყავდეთ ეს საოცრად მეგობრული და ერთგული ძაღლი.
ხასიათი :
[
ლაბრადორი ჭკვიანი, ერთგული სამომსახურეო ძაღლია, რომელიც ცდილობს გამოადგეს თავის პატრონს. ის მრავალ ისეთ თვისებას ფლობს, რომელიც ადამიანებს იზიდავს. შესანიშნავად გრძნობს თავს ბავშვების გარემოცვაში, უყვარს მათთან ერთად თამაში და დამთმობია მათ მიმართ. არ არის აგრესიული სხვა ცხოველების მიმართ, განსაკუთრებით, თუ მათ გარემოცვაში იზრდება.
ლაბრადორი ძალიან ცნობისმოყვარე ძაღლია და მოსწონს გარემომცველი სამყაროს შესწავლა, ამას თუ დავუმატებთ მათ სიყვარულს საკვებისადმი, ჩვენ მივიღებთ ძაღლს, რომელსაც ხეტიალისადმი აქვს მიდრეკილება. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ლაბრადორი უცებ გაქრება ხოლმე პატრონის მხედველობის არედან: ის ან მადისაღმძვრელ სუნს მიყვება, ან ვინმე ნაცნობის შეასაგებებლად გარბის, ან, უბრალოდ, გარემოს სწავლობს რამე საინტერესოს აღმოსაჩენად. ამ ცნობისმოყვარეობის და აგრეთვე, ჯიშის პოპულარულობის გამო ლაბრადორი იმ ძაღლთა რიცხვში შედის, რომლებიც ყველაზე ხშირად იკარგებიან და მერე ვეღარ პოულობენ, რადგანაც ადვილად ეგუებიან ახალ პატრონს. სწორედ ამიტომ სასურველია, რომ ყველა ძაღლს ქონდეს მიკროჩიპი ან ჟეტონი მაინც თქვენი კოორდინატებით, რაც მის პოვნას გაგიადვილებთ.
ლაბრადორი საკმაოდ ენერგიული ჯიშია. ის მუშაობისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. მიუხედავად დიდი ზომისა, ყოველდღიური სეირნობისა და ვარჯიშის პირობებში ადვილად ეგუებიან ცხოვრებას კორპუსის ბინაში. ჯიში საჭიროებს დასწავლას ადრეული ასაკიდანვე, რათა მისი დაუშრეტელი ენერგია სწორი მიმართულებით იქნეს წარმართული. ასე თავიდან ავიცილებთ მის დესტრუქციულ ქცევას სახლში. ლაბრადორები, როგორც წესი, გვიან მწიფდებიან. მათთვის იშვიათი არ არის ლეკვური ენთუზიაზმისა და ენერგიის შემონახვა 3 წლის ასაკამდე. ზოგიერთი პატრონისათვის ეს, შესაძლოა პრობლემაც აღმოჩნდეს. ეს კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ უნდა დაიწყოთ ლეკვის წვრთნა ადრეული ასაკიდანვე: სანამ პატარაა, უფრო ადვილად შეძლებთ აკონტროლოთ მისი ქცევა, ვიდრე მაშინ, როცა თქვენი ძაღლი უკვე დიდი და ძლიერი გახდება, ენერგია და ენთუზიაზმი კი ისევ პატარა ლეკვის დარჩება. მნიშვნელოვანია, რომ წვრთნა მხიარული და საინტერესო იყოს, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯიში მაღალ ინტელექტს ფლობს და საკმაოდ სწრაფად იწვრთნება, მას შეიძლება ადვილად მოწყინდეს ერთფეროვანი სავარჯიშოები. ლაბრადორი ვერ ეგუება ზედმეტ სიმკაცრეს და ფიზიკურ მეთოდით დასჯას. ასეთ შემთხვევაში ლეკვმა, შესაძლოა, საერთოდ შეწყვიტოს თქვენი ბრძანებების შესრულება.
ლაბრადორს არავინ იყენებს, როგორც მცველ ძაღლს, თუმცა ისინი კარგი დარაჯები არიან და პატრონს ყოველთვის ხმამაღალი ყეფით ამცნობენ უცხო არსების მოახლოვებას. ლაბრადორებს არ აქვთ მიდრეკილება ხანგრძლივი და უაზრო ყეფისკენ, თუმცა თავიანთ ემოციებს ხშირად გამოხატავენ ხმამაღალი ყეფით.
ლაბრადორებს ძალიან უყვართ ჭამა, რის გამოც სიმსუქნისადმი აქვთ მიდრეკილება. იმის გამო, რომ განურჩევლად ყველაფერს პირში იყრიან, ხშირად ხდებიან მოწამვლის მსხვერპლები. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ლეკვობის პერიოდში, პატრონმა უზრუნველყოს ყოველგვარი შხამქიმიკატების და ლეკვის სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ნივთების უსაფრთხო ადგილას შენახვა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ მკაცრად კონტროლდებოდეს საკვების რაოდენობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
გრუმინგი:
ლაბრადორებს ბეწვის ცვლის მკვეთრად გამოხატული სეზონურობა ახასიათებთ: განგური გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქვთ. განასკუთრებით, ზომიერი კლიმატის ქვეყნებში. ამ ჯიშის ძაღლების პატრონები თანხმდებიან, რომ ამ დროს მან, შესაძლოა, თითქმის მთელი ბეწვი იატაკზე დაყაროს. შედარებით უფრო თბილი კლიმატის ქვეყნებში ლაბრადორი მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იცვლის ბეწვს. ამის გამო, ის, შესაძლოა, პრობლემა გახდეს მათთვის, ვისაც ცხოველის ბეწვზე ალერგია აქვს ან სახლის იდეალური სისუფთავის მანიითაა შეპყრობილი. ბეწვის ცვენის შედარებით შეჩერება შესაძლებელია ძაღლის რეგულარული ვარცხნით.
ჯანმრთელობა:[SIZE=7][COLOR=red]
ისე, როგორ ჯიშთა უმრავლესობას, ლაბრადორ რეტრივერსაც ახასიათებს გარკვეული მემკვიდრული დაავადებები. სამწუხაროდ, ჯიშის დიდი პოპულარობის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ძაღლის გამრავლებას და ასე ფულის შოვნას. მათ წარმოდგენა არ აქვთ ძაღლის გენეტიკაზე, ამიტომ ყურადღებას არ აქცევენ ძაღლისათვის შესაფერისი პარტნიორის ძებნას. ისინი ცდილობენ ლეკვები სწრაფად (ასე მათი შენახვის ხარჯებს ამცირებენ) და ძვირად გაყიდონ. ამან გამოიწვია ის, რომ დღეისათვის, ლაბრადორთა საკმაოდ დიდ ნაწილს ან ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს, ამ ფსიქიკა არ აქვთ სტანდარტის შესაბამისი.
ლაბრადორის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10-12 წელია. ქვემოთ ჩამოთვლილი ის დაავადებები, რომლებიც შედარებით ხშირად გვხვდება ჯიშის წარმომადგენლებში: მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, მუხლის სახსრის დისპლაზია, კვირისტავის ამოვარდნილობა, ბადურის პროგრესირებადი ატროფია, კატარაქტა, თვალის რქოვანას დისტროფია, ბადურას დისპლაზია, მემკვიდრეობითი მიოპათია, აუტოიმუნური დაავადებები, სიყრუე, ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული კოლაფსი.
შობს, დაახლოვებით, 6-9 ლეკვს (უფრო ხშირად, შვიდს).
სტანდარტი:
1903 წელს ინგლისი კენელ კლუბმა ლაბრადორ რეტრივერი დამოუკიდებელ ჯიშად აღიარა და მისი სტანდარტი დაამტკიცა. რა არის ჯიშის სტანდარტი? ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც დაწვრილებით აღწერს ძაღლის ჯიშს. თავისი მნიშვნელობით ეს კინოლოგებისათვის იგივეა რაც კოონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი ერთად აღებული. FCI (საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია, რომელშიც ევროპის ქვეყნების კინოლოგიურ ფედერაციათა უმეტესობაა გაწევრიანებული) ყოველი ჯიშისათვის ცნობს სტანდარტს, რომელსაც ჯიშის სამშობლოში იღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ იმისათვის, რათა, გქონდეთ საგვარეულო ნუსხა და წარმატებით გამოხვიდეთ გამოფენებზე, ევროპული ლაბრადორი ინგლისური სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს. არ არსებობს ცალკე ინგლისური და ცალკე ევროპული სტანდარტი_ეს ერთი, საერთო სტანდარტია. ამერიკული სტანდარტის შესაბამისი ლაბრადორი ევროპაში ისეთივე პარადოქსია, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში ინგლისური საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით მარჯვენამხრივ მოძრავი ავტომობილი. FCI-ში არსებობს სტანდარტების კომისია. სტანდარტის სხვა ენაზე თარგმნისას ყოველთვის ხდება ყოველი სიტყვის შემოწმება, რადგანაც სტანდარტში, ისე, როგორც კანონში, ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია. სტანდარტებს ერთი სქემით ქმნიან. ის შეიცავს ისეთ პუნქტებს, როგორიცაა ზოგადი შთაბეჭდილება, ხასიათი/ტემპერამენტი, თავი (კბილებისა და თანკბილვის ჩათვლით), კისერი, კორპუსი, კიდურები, ბეწვი და ა.შ. ანუ ძაღლის გარეგნობა დეტალურადაა რეგლამენტირებული.
ქვემოთ მოყვანილია ლაბრადორ რეტრივერის სტანდარტი თანდართული კომენტარებით.
ზოგადი შთაბეჭდილება: მტკიცე აგებულების, კომპაქტური, ძალიან აქტიური, თავის ქალას ნაწილში ფართო თავით, ღრმა მკერდითა და განვითარებული ნეკნებით, ფართო და ძლიერი წელით და უკანა კიდურებით.
მტკიცე აგებულება ნიშნავს კარგად განვითარებულ ჩონჩხს, რაც პრაქტიკულად, გულისხმობს მსხვილ თათებს. კომპაქტურობაში მოისაზრება არაგაჭიმული, სწორი ფორმატი (ანუ, სხეული შეესაბამება პროპორციას_ ზურგი:წელი:გავა_2:1:1). განვითრებული ნეკნები გულისხმობს მომრგვალებულ ნეკნებს. ჯიშის თავისებურებაა ის, რომ ნეკნები ხერხემალს არა კუთხით, არამედ ჰორიზონტალურად უერთდება, რის გამოც ქმნიან ”მომრგვალებულ თაღს”.
ფართო და ძლიერ უკანა კიდურები და წელი_ ლაბრადორებზე ხშირად ამბობენ, რომ ისინი მსუქნები არიან. სინამდვილეში, ისინი მსუქნები კი არ არინ, უბრალოდ, მათი აგებულება განსხვავდება სხვა ჯიშების აგებულებისაგან. მაგ. მეძებრებში მხრის სარტყელი უფრო კარგადაა განვითარებული, ვიდრე_უკანა ნაწილი, როცა ლაბრადორს მხრის სარტყელზე უკეთ უკანა ნაწილი აქვს განვითარებული.
ქცევა და ტემპერამენტი: კარგი ხასიათის, ძალიან მოქნილი. აქვს შესანიშნავი ყნოსვა, მსუბუქი ჩაჭერა ნანადირევის მოტანისას, ძალიან უყვარს წყალი. ადვილად ადაპტირდება, ერთგული კომპანიონია. ჭკვიანი და დამჯერეა, აქვს ძლიერი სურვი გააკეთოს რაღაც სასიამოვნო. მეგობრულია, არ ახასიათებს არც აგრესია და არც მშიშრობა.
ჭკვიანი და დამჯერეა, აქვს ძლიერი სურვი გააკეთოს რაღაც სასიამოვნო_ლაბრადორის თვალებში უნდა იკითხებოდეს სიმპატია, მეგობრული ნდობა, სიმშვიდე და კარგი განწყობა. ძაღლი თავდაჯერებულია და სურვილი აქვს გამოადგეს პატრონს. ეს ყველაფერი ქმნის დამახასიათებელ, ლაბრადორისეულ გამოხედვას. ასეთი გამოხედვის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ფერიც.
არ ახასიათებს არც აგრესია და არც მშიშრობა_ნამდვილი ლაბრადორი არ უნდა იყოს არც მშიშარა და არც_აგრესიული. ოღონდ ნუ აურევთ მშიშრობას ახალგაზრდულ გაუბედავობაში პირველი გამოფენის დროს, ზედმეტად აქტიურ ტემპერამენტს კი_აგრესიულობაში. ჭეშმარიტად აგრესიული ძაღლი აუცილებლად იხსნება გამოფენიდანაც და გამრავლებიდანაც.
შავი ლაბრადორი
ჩალისფერი ლაბრადორი
შოკოლადისფერი ლაბრადორი
* * *
P.S - ჩემი პირველი თემაა და ნუ გამაკრიტიკებთ
This post has been edited by ultrasboy on 9 Jun 2013, 19:01