#61032870 · 19 Feb 2024, 00:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მშვენივრად დაიწყო მე-5 სეზონი, მონატრებული ვიყავი ფარგოს, განსაკუთრებით მე-4 სეზონის ნაგვის მერე, ეს ნაღდი ფარგო იყო
სადღაც ნახევრის მერე უკვე ფარგოს მუღამმა მოიკლო მაგრამ კაი საყურებელი იყო მაინც
ბოლო სერია კი სერიოზულ კონკურენციას უწევს ნარუტოს, ერთი ისღა დააკლდა მოკლული პერსონაჟები მაგიურად გაეცოცხლებინა მუნკს/მუნჩს და მერე ჩადენილი ცოდვების გააზრებისგან სასოწარკვეთილს თავი მოეკლა. არადა, ყველაზე ფარგო პერსონაჟი ეგ იყო
ზოგადად, სახეს არ კარგავენ ხოლმე ფარგოს პერსონაჟები, როგორც გაცნობენ დასაწყისში, იმ "ტიპობას" ინარჩუნებენ ბოლო წუთამდე, ყველა ქცევასა და დიალოგში, მაგიტომ მიყვარს ეს სერიალი და მაგიტომ იყო ძაან ამოვარდნილი ფარგოს კონტექსტიდან ბოლო სერია
მთლიანობაში მშვენივრად გავერთე და 1-3 სეზონების დონის მოლოდინი არც მქონია, არცაა საჭირო შედარება
This post has been edited by tokuna11 on 19 Feb 2024, 00:26
|