Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > განყოფილების მოქმედი კანონმდებლობა


Posted by: Mr-President 22 Feb 2008, 13:44
თბილისის ფორუმზე (Forum.GE - http://forum.ge) არსებულ განყოფილებაში http://forum.ge/?showforum=41 და ქვე-განყოფილებაში http://forum.ge/?showforum=62 მოქმედი წესები წარმოადგენს ამ ფორუმის http://forum.ge/rules.html განუყოფელ ნაწილს.


1. თემის გახსნა:


თემის გახსნა შეუძლია ნებისმიერ იუზერს, თუ:

user posted image 1.1. თემა შესაბამისობაში იქნება "ბიზნესისა და ეკონომიკის" განყოფილებასთან; ასეთი ან მისი მსგავსი შინაარსის თემა მოცემულ განყოფილებაში გახსნილი/განხილული არ არის, ან იგივე საკითხის განხილვა შეუძლებელია შემდეგ თემებში: http://forum.ge/?f=41&showtopic=33707004 ან http://forum.ge/?f=41&showtopic=33823905;

user posted image 1.2. თემის სათაური გადმოცემულია გასაგებად და არ არის ორაზროვანი;

user posted image 1.3. თემის სათაური არ შეიცავს შეურაცხმყოფელ სიტყვებს;

user posted image 1.4. თემის სათაური შეიცავს უტყუარ(უკვე არსებულ) ინფორმაციას;

user posted image 1.5. სასტიკად იკრძალება VS თემების გახსნა, რაც მხოლოდ უსაფუძვლო კამათს იწვევს (რომელია ყველაზე პროგრესირებადი კომპანია(ბანკი); კომპანიაI VS კომპანიაII; კომპანიაI-ის პროდუქცია უფრო მაგარია, თუ კომპანიაII-ის და მსგავსი თემები).

2. პოსტის გაკეთება:

ნებისმიერ იუზერს შეუძლია დაპოსტოს "ბიზნესისა და ეკონომიკის" განყოფილებაში გახსნილ ნებისმიერი თემაში, თუ:

user posted image 2.1. წერილში გადმოცემული აზრი შეესაბამება და პასუხობს თემის სათაურს (ნებისმიერი OFF, მხოლოდ სმაილები, მხოლოდ დაქვოთილი ციტატა ან მათი კომბინაციები დაუშვებელია). ასევე იკრძალება ერთი კომპანიის(ბანკის) თემაში, სხვა რომელიმე კომპანიის(ბანკის) პროდუქტზე საუბარი და მისი გაპიარება. OFF ტოპიკები დასაშვებია მხოლოდ არა-მნიშვნელოვან თემებში (მაგალითად: კურიოზები საქმიან ცხოვრებაში, აქ შეგვიძლია განვიტვირთოთ და მსგავს თემებში);

user posted image 2.2. წერილში არ არის გამოყენებული ზოგადად შეურაცხმყოფელი სიტყვები;

user posted image 2.3. წერილში არ არის გამოყენებული შეურაცხმყოფელი სიტყვები და მიმართვები ორგანიზაციებისა და კომპანიების, ასევე მათი დამფუძნებლების მისამართით;

user posted image 2.4. წერილში არ არის გამოყენებული შეურაცხმყოფელი სიტყვები და უტაქტო მიმართვები სხვა იუზერების(თანამპოსტველების) მისამართით.

შენიშვნა: შეურაცხმყოფელში იგულისხმება ყველანაირი ბილწი სიტყვა როგორც სიმბოლოებით, ასევე მათ გარეშე. აქვე მოგიყვანთ მაგალითს: (ამა და ამ კომპანიის დირექტორი მათხოვარია; ეს ბანკი Yლეა; შე YLეო; გააJვი და მსგავსი შინაარსის სიტყვები).

დასაშვებია: ამ კომპანიას ბანძი მომსახურება აქვს, ბანძი კომპანიაა, მაჩვური სერვისია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უმიზეზოდ დაწერილი ასეთი მიმართვები დასჯადია!

ასევე დასჯადია, თუ აღმოჩნდება, რომ იუზერმა ცილი დასწამა რომელიმე კომპანიას ან მის თანამშრომელს, ანუ სპეციალურად და მიზანმიმართულად მოიხსენია რომელიმე კომპანია ან ამ კომპანიის თანამშრომელი ცუდად.

Posted by: Mr-President 22 Feb 2008, 14:52

3. სანქციები და მათი გასაჩივრება:


user posted image 3.1. ნებისმიერი ზემოთ მოცემული(1 და 2 თავებში) წესის დარღვევა გამოიწვევს სანქციის ამოქმედებას: სიტყვიერ გაფრთხილებას, ვორნს ან ბანს;

user posted image 3.2. გაკეთდება პრეტენზიებისა და შენიშვნების თემა ( http://forum.ge/?f=41&showtopic=33824381 ), სადაც იუზერებს ექნებათ საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა განყოფილებაში არსებული მდგომარეობისა და სიტუაციის შესახებ, ექნებათ გარკვეული წინადადებები და შეთავაზებები მოდერატორებთან. ამ თემაშივე შეეძლებათ იუზერებს გაასაჩივრონ მიღებული სასჯელები. თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მაშინ შეუძლიათ გახსნან თემა http://forum.ge/?showforum=33-ში;

user posted image 3.3. გაკეთდება ასევე სასჯელების თემაც ( http://forum.ge/?f=41&showtopic=33824369 ), სადაც აღირიცხება თითოეულ იუზერის მიმართ ამოქმედებული სანქციის ფორმა(სიტყვიერი გაფრთხილება, ვორნი, ბანი), სანქციის გაცემის თარიღი, მიზეზი და მტკიცებულება; იგივე შეიძლება ჩაწერილ იქნას იუზერის ვორნ-ლოგში;

user posted image 3.4. მოდერატორები უფლებას იტოვებენ თავად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ დარღვევის სიმძიმის შესახებ და თავადვე განსაზღვრონ მისანიჭებელი სანქციის ფორმა;

user posted image 3.5. გაითვალისწინეთ, რომ განყოფილების წესები წარმოადგენს ამ ფორუმის წესების განუყოფელ ნაწილს. აქედან გამომდინარე მოდერატორები იტოვებენ უფლებას, რომ იუზერს მიანიჭონ ვორნი ან ბანი ფორუმის საერთო წესებში არსებული აკრძალვების გამოც.
რამოდენიმე მაგალითი:
ა) თვითმოდერირება, რაც გულისხმობს მოდერატორის მიერ დახურული თემის გახსნას;
ბ) რეკლამირება;
გ) წესების დამრღვევ გზავნილზე გამოპასუხება;

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ფორუმის წესები.


4. გარდამავალი დებულებები:

user posted image 4.1. ამ წესების ნებისმიერი პუნქტი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს;

user posted image 4.2. ამ წესების რომელიმე პუნქტის ცვლილება ან გაუქმება, არ იწვევს სხვა პუნქტების ბათილობას;

user posted image 4.3. წესებში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში თემის აღწერის პუნქტში მითითებული იქნება განახლების თარიღი.



ამ წესების დაპოსტვის თარიღი ავტომატურად ნიშნავს ამ წესების ამოქმედებას. ამის შემდეგ გაკეთებული ნებისმიერი პოსტი და გახსნილი თემა გასამართლდება ამავე წესებით.

Posted by: Mr-President 20 Jul 2009, 21:54
სანამ თემას გახსნით, გადახედეთ http://forum.ge/?f=41&showtopic=33824390

Warning:


არ გახსნათ თემები:
1. ვაკეთებ რემონტს
2. ვყიდი სახლს
3. ვაქირავებ ფართს
4. გთავაზობთ დასვენებას
5. რა სახელი დავარქვა ბუტკას

და ა.შ.


თუ გაქვს იდეა, მაშინ ==> http://forum.ge/?f=41&showtopic=33993008 >>>> http://forum.ge/?f=41&showtopic=34378365

თუ გაქვს ფული და არ იცი, რა გააკეთო, მაშინ ==> http://forum.ge/?f=41&showtopic=33993007 >>>>> http://forum.ge/?showtopic=34378364&st=0&#entry30647628

თუ გაქვს ბიზნესი და ყიდი ან აქირავებ ბიზნესს, მაშინ ==> http://forum.ge/?f=41&showtopic=33993009

ეძებ პარტნიორს?  ==> http://forum.ge/?f=41&showtopic=33741854

რამე ვერ გაიგე? ==> http://forum.ge/?f=41&showtopic=33824381

სხვა თემა გინდა? ==> http://forum.ge/?f=41&showtopic=33824390


გმადლობთ თანამშრომლობისთვის spy.gif  



ველი შენიშვნებს და წინადადებებს! spy.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)