Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა?


Posted by: nimrodel 11 Dec 2017, 11:26
ნაწილობრივ პოლიტიკურია მოდერ, თუ ეკონომიკა თავზე გვენგრევა, ვინ რას იმუშავებს. დაწერეთ ვინ რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა და თუ საიდუმლო არაა სად. უბრალოდ სტატისტიკა მინდა

მე 20 ვარ და ვერადავერ გავაანალიზე რომ საერთოდ უნდა ვიმუშავო, იმენნა ვერ წარმომიდგენია და აზრსაც ვერ ვხედავ მუშაობაში.
ცვეტში იმ აზროვნებით ვცხოვრობ რომ სანამ მშობლები მინახავენ, მანამდე არ მაქვს აბიზალოვკა yes.gif

ვიცი, რომ ვცდები უბრალოდ ისე მაქ ჩანერგილი ვერ ვერევი

facepalm.gif

Posted by: zura73 11 Dec 2017, 11:28
Nimrodel
არ დაიწყო გაუბედურდები

Posted by: narmonana 11 Dec 2017, 11:30
Nimrodel
დაიწყებ მუშაობას და მთელი შენი სიცოცხლე მერე.ყოოველდღე უნდა იარო სამსახურში,აღარც სეირნობა,აღარც კომპთან ჯდომა.
ყოველდღე სამსახურშI უნდა იარო......

ააარა გმადლობთ

Posted by: Melano 11 Dec 2017, 11:31
17,
სკოლის დამთავრების შემდეგ

ინსტიტუტში სწავლის პერიოდშიც ვმუშაობდი

Posted by: Lucky_Checker 11 Dec 2017, 11:31
17. მამაჩემის სამშენებლო ფირმაში, თბილისში კორპუსის სახურავებს ვაკეთებდი. პადსობნიკად ვმუშაობდი, ვირის მუშად biggrin.gif

Posted by: sandroia 11 Dec 2017, 11:31
18-ისამ დავიწყე და გართობაც არ მომიკლია

Posted by: ROLIKA_24 11 Dec 2017, 11:32
გაძლიერებული ნეპოტიზმის შემხედვარე 23 წლის ასაკში ძლივს

Posted by: dega 11 Dec 2017, 11:33

18 წლის მესამე კურსზე ვიყავი და მანქანათმშენებლობის ქარხანაში ვმუშაობდი ..................
დირექტორზე მეტი ხელფასი მქონდა
.........................................
დამპალი სსრ კავშირი

Posted by: fenrirhowls 11 Dec 2017, 11:34
18 წლისამ.

ბავშვებს ვამზადებდი მათემატიკაში და საქართველოს ნაკრების თამაშებზე ვიყავი Steward


Posted by: Saturn 11 Dec 2017, 11:34
QUOTE
რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა?

14 წლის ასაკში გამოვიმუშავე პირველად მცირე თანხა და შემდეგშიც ვმუშაობდი პერიოდულად სწავლის დროს. სისტემატიურად 22 წლიდან.

dega
QUOTE
18 წლის მესამე კურსზე ვიყავი და მანქანათმშენებლობის ქარხანაში ვმუშაობდი ..................
დირექტორზე მეტი ხელფასი მქონდა
.........................................
დამპალი სსრ კავშირი

გჯერა ახლა შენ რომ დირექტორზე მეტი შემოსავალი გქონდა? biggrin.gif

Posted by: iceman 11 Dec 2017, 11:35
მე-7 კლასში - სახერხში. ჯერ უბრალო დამხმარედ, შემდეგ ლიბიოტჩიკადsmile.gif უფ, კაი დრო იყო

Posted by: nimrodel 11 Dec 2017, 11:36
dega
დეგა მანქანა გყაავს? საცოლე მყავს ოზურგეთში და მატარებლებით მარშუტკებით და პაპუტნით სიარული მაგრადარმინდა
საახალწლოდ უეჭველი წახვალ ვიცი და გამოგყვები კაცურად
თან გზაში არ მოვიწყენთ, ვიჯდეთ და პოლიტიკაზე ვიბაზროთ

მეც ვერ ვიტან კაპიტალიზმს

Posted by: mouravi 11 Dec 2017, 11:38
Nimrodel
შენ ეტყობა თემის სათაური შეგეშალა biggrin.gif
პირდაპირ გეკითხა, მანქანა ვის გყავთ და გურიაში ვინ მიდიხართ საახალწლოდთქო
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: iase 11 Dec 2017, 11:38
17 და იმის შემდეგ სუ ვმუშაობ
...................

Posted by: ტერა 11 Dec 2017, 11:38
ისე, რომ ოჯახს ვარჩენდი, 22.


#გაბრწყინება41

Posted by: Giorgijee 11 Dec 2017, 11:42
სად უნდა იმუშაო , ფაბრიკა ქარხნები არაა მოსპეს ყველაფერი, რა დილომიც შეიძლება გქონდეს იქ კიდე მცირე ადგილებია და იქაც მამაძაღლებები

verc aitad daiwyeb mushaobas
...

ისე კაი ბიჭები არ მუშაობენ wink.gif

Posted by: mouravi 11 Dec 2017, 11:42
Saturn
QUOTE
გჯერა ახლა შენ რომ დირექტორზე მეტი შემოსავალი გქონდა?

შენ ასწავლე ეხლაbiggrin.gif
ყოველ ხელფასზე 50 მანეთს სესხულობდა მუშებისგან.
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dega 11 Dec 2017, 11:43
Nimrodel
QUOTE
ვიჯდეთ და პოლიტიკაზე ვიბაზროთ

ხოვრებაში არასდროს მისაუბრია პოლიტიკაზე
სერიოზულად yes.gif

Posted by: Desmond Miles 11 Dec 2017, 11:45
15-დან 20 წლამდე, ზაფხულობით თურქეთში, ჩაის კრეფაზე, ისე, სატელიტურ ანტენებს ვამონტაჟებდი.
21 წლიდან სამშენებლო მასალების კომპანიაში. 26 გავხდბი მალე.

Posted by: no_one 11 Dec 2017, 11:47
QUOTE
დირექტორზე მეტი ხელფასი მქონდა

საწყალი დირექტორი biggrin.gif არც იპარავდა ალბათ არაფერს

Nimrodel
23 - მშობლებს თუ აქვტ საშუალება რომ "შეგინახონ" სწავლის პერიოდში, შეგიზლია თავს უფლება მისცე თუმცა რაც ადრე მით უკეთესი შენივე კეთილდღეობისთვის!

Posted by: nimrodel 11 Dec 2017, 11:47
QUOTE
ხოვრებაში არასდროს მისაუბრია პოლიტიკაზე
სერიოზულად


QUOTE
ყველაზე აქტიური პოლიტიკა
77065 პოსტი ამ განყოფილებაში
( 92% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )


drug.gif

Posted by: shaqro telavski 11 Dec 2017, 11:49
QUOTE
17,
სკოლის დამთავრების შემდეგ

ინსტიტუტში სწავლის პერიოდშიც ვმუშაობდი


Posted by: no_one 11 Dec 2017, 11:51
ბიო, სადაა სპილოევნა? ყველა ვისაც არ ეზარება მისი საპატიო ტროლის ადგილის დაკავებას ლამობს და... biggrin.gif

Posted by: jmm75 11 Dec 2017, 11:52
მე 16 წლის ვიყავი, რომ დავიწყე.
dega
QUOTE
18 წლის მესამე კურსზე ვიყავი და მანქანათმშენებლობის ქარხანაში ვმუშაობდი ..................
დირექტორზე მეტი ხელფასი მქონდა

სულიკო კორღალიძე გეცოდინებათ. თუ არ ვცდები მაგ ქარხანაში იყო.

Posted by: IVDIT 11 Dec 2017, 11:52
QUOTE
17,
სკოლის დამთავრების შემდეგ

yes.gif

1987 ელმავალმშენებელი

Posted by: nodarie 11 Dec 2017, 11:53
12 წლის ასაკში პურის გაყიდვით დავიწყე და სკოლის დამთავრებამდე პატარა სამუშაობი იყო, მათ შორის ყანები, თხილები და ა.შ. საკუთარი სოფლის საქმიანობენი. 18 წლის ასაკში TSU-ში ჩავაბარე, სამუშაო ვერ ვიპოვე და მაგ მიზეხით ზაფხულში თურქეთში ვიმუშავე თხილებში, შემდეგ სარემონტო სამუშაოებზე სკოლაში ვიმუშავე, სკოლის შემდეგ სახაჭაპურეში ვიმუშავე 1 წელი, შემდეგ ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში კომსულტანტი ვიყავი, შემდეგ ონლაინ ჰიპერმარკეტში 1 წელი მენეჯერი ვიყავი და ახლა საკუთარი ბიზნესი მაქვს.
პარალელურად ბლოგერი ვარ 5 წელია უკვე, ეს არის ჩემი საყვარელი საქმიანობა, რამაც ჩემი ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ხშირად ქუჩაში ისეთი ხალხი მესალმება დიდი სიყვარულით, რომლებიც არასდროს მინახავს.
ასე რომ, დაიწყე მინიმალურით, პირდაპირ კაბინეტში არავინ დაგსვამს! იბრძოლე, იშრომე და აუცილებლად მიაღწევ სასურველს.

Posted by: otokarcobra 11 Dec 2017, 11:54
QUOTE (Giorgijee @ 11 Dec 2017, 11:42 )
სად უნდა იმუშაო , ფაბრიკა ქარხნები არაა მოსპეს ყველაფერი, რა დილომიც შეიძლება გქონდეს იქ კიდე მცირე ადგილებია და იქაც მამაძაღლებები

verc aitad daiwyeb mushaobas

ეგრეც არაა, ახალგაზრდებმა ხელობა არ იცის არავინ....არის საწარმოები ხალხი ჭირდებათ და ვერ შოულობენ, დელტა მაგალითად......

თეთრ წყაროში კრედოს ვაკანსია აქ გგმოცხადებული კრედიტ ოფიცერზე და ადგილობრივი კადრი უნდათ.....4 თვეში ერთი სივი შეუვიდათ.....

ბევრი რაღაცაა ერთამენთზე გადაბმული

Posted by: mettalmag 11 Dec 2017, 11:55
13 ის ვიყავი და რადიოში, 4 წელი მანდ ვიმუშავე, ხელფასი მეორეხარისხოვანი იყო უფრო და რათქმაუნდა კაპიკები, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამიტომ იყო მეორეხარისხოვანი.
იმის შემდეგ ბევრი სამსახური შევიცვალე, ტექნიკური განხრით წავედი და უნივერსტეტზეც ვთქვი უარი, დროის უქონლობის გამო. მხოლოდ დიპლომისათვის კიდევ არ მიღირირდა მამაძაღლობები. უდიპლომობას კიდევ ხელი არ შეუშლია ჩემ სფეროში ლექციები მეკითხა უკრაინასა და ესტონეთში.
ახლა ვმუშაობ საკუთარ თავზე, საკუთარი დროითა და განრიგით, მყავს რამოდენიმე ადამიანი დასაქმებულიდ ა ყველა ბედნიერად გრზნობს თავს.
მორალი არის ის, რომ გვიანი არ არის არასოდეს. მთავარია სიზარმაცეს სძლიო თუ არის ასეთი საერთოდ და საკუთარი თავის განვითარებაზე იზრუნო, არ გაჩერდე დიდი ხნით ერთსა დ აიმავე პოზიციაზე და სულ ახალი ამბიციები და მოთხოვნები წაუყენო საკუთარ თავს, ჯანსაღი რათქმაუნდა.

Posted by: fermina 11 Dec 2017, 11:55
სტუდენტობის დროს, მოსწავლეები მყავდა. მე-3 კურსიდან როგორც მახსოვს.

QUOTE
ისე, რომ ოჯახს ვარჩენდი, 22.


23 smile.gif

Posted by: ბრაზილია 11 Dec 2017, 11:56
narmonana
QUOTE
დაიწყებ მუშაობას და მთელი შენი სიცოცხლე მერე.ყოოველდღე უნდა იარო სამსახურში,აღარც სეირნობა,აღარც კომპთან ჯდომა.
ყოველდღე სამსახურშI უნდა იარო......


შაბათ-კვირას + დღესასწაულებზე დასვენება და
წელიწადში ერთხელ შვებულება უცხო ხილია?


Posted by: HurricaneKat. 11 Dec 2017, 11:57
ეხლაც მშობლები მინახავენ მაგრამ მაინც
19 წლის, 'ნაცნობობით', კერძო სექტორში
იგივე პროფესია/მიმართულებას მივყვები 10 წლის შემდეგაც

Nimrodel
ოფისს და კაბინეტს ნუ დაუწყებ ძებნას თავიდანვე
ცოტა უნდა იწვალო

Posted by: Desmond Miles 11 Dec 2017, 12:05
otokarcobra
QUOTE
ეგრეც არაა, ახალგაზრდებმა ხელობა არ იცის არავინ


+1

მარმარილოს დაჭრაზე ვეძებ ადამიანს.
ტვირთმზიდით მიტანილი ქვა, შეაგდე დაზგაზე, კომპიუტერული ლაზერი გაასწორე და მიუშვი, ყველაფერს ავტომატურად აკეთებს. ვერ ვნახე. smile.gif
1400 - 1600 ლარი სტაბილურად გამოდის ხელფასი.
* * *
QUOTE
დაიწყებ მუშაობას და მთელი შენი სიცოცხლე მერე.ყოოველდღე უნდა იარო სამსახურში,აღარც სეირნობა,აღარც კომპთან ჯდომა.
ყოველდღე სამსახურშI უნდა იარო......


1-ს გამოვაკლებდი მხოლოდ.

მთელი დღე კომპთან ვზივარ. სხვა ყველაფერი დავიწყებული მაქ, აგერ უკვე მე-6 წელი დაიწყო. :დდ

Posted by: Giorgijee 11 Dec 2017, 12:05
QUOTE
ეგრეც არაა, ახალგაზრდებმა ხელობა არ იცის არავინ....არის საწარმოები ხალხი ჭირდებათ და ვერ შოულობენ, დელტა მაგალითად......

თეთრ წყაროში კრედოს ვაკანსია აქ გგმოცხადებული კრედიტ ოფიცერზე და ადგილობრივი კადრი უნდათ.....4 თვეში ერთი სივი შეუვიდათ.....

ბევრი რაღაცაა ერთამენთზე გადაბმული


მიგრაცია არ იქმენა სამუშაოები , არ არი სათანადო რესურსი ხალხის , პოპულაცია ქვემოთ მიექანება

მთელი რაიონი თბილისშია ჩამოსული მაგ სამსახურს იმიტორო აქაც გამონახავს


ხელობა უნდა ასწავლონ თვითონ დამსაქმებელმაც.. აბა 10 და 15 წლიან სამუშაო სტაჟს როითხოვენ ხოლმე სასაცილოა

Posted by: Nemiroff 11 Dec 2017, 12:11
Nimrodel
მუშაობა დაიწყე მარა არ დაოჯახდე wink.gif

Posted by: Votren 11 Dec 2017, 12:12
პირველი ხელფასი ეგრეთწოდებულ "ყამირზე" ავიღე სტუდენტობისას 20 წლის ასაკში, როსლავლი "ავაშენეთ":...

იქ აღებულ 40 მანათს, საკუთარი დანაზოგი(სტიპენდიებიდან) დავამატეთ ბიჭებმა და ლესელიძეში დავისვენეთ ზღვაზე 1 კვირით, ესეც თქვენ ცუდი სუსურუკუsmile.gif)))

Posted by: Desmond Miles 11 Dec 2017, 12:14
Votren
დაბადების თარიღი 5 January 1956

ვაა, 5 იანვარიანელი smile.gif

ერთად ხომ არ აგვეღნიშნა. smile.gif

Posted by: Pupdate 11 Dec 2017, 12:15
ბუნდოვნად მახსოვს ბავშვობა smile.gif 17 დან 18 სწამდე კერძო სექტორში. 18 დან 19 მდე ჯარში. 19 დან დღემდე სსიპ - ში.

Posted by: siml11 11 Dec 2017, 12:16
15
......................................

Posted by: Ambitious_Person 11 Dec 2017, 12:16
პირველი ოფიციალნა სამსახური 21 წლის ყმაწვილი ვიყავი


ქე სრულდება 7 წელი მალე



იმედია 10 წელში შევძლებ იმდენს რომ მერე აღარ მომიწიოს მუშაობა


კარგი აზრია საოფისე ფართების ყიდვა ან კარგ კომპანიაში დაბანდება

Posted by: Votren 11 Dec 2017, 12:18
Ambitious_Person
QUOTE
კარგი აზრია საოფისე ფართების ყიდვა ან კარგ კომპანიაში დაბანდება


ბიტკოინი იყიდე

Posted by: siml11 11 Dec 2017, 12:25
15 წლის ვიყავი მახსოვს, ყველაზე პატარა ვიყავი სამუშაოზე, ვერაფერზე რო ვერ ვპატიჟებდი შეყვარებულს ნერვები მეშლებოდა და მაგიტომ დავიწყე მუშაობა biggrin.gif

Posted by: idallgo 11 Dec 2017, 12:38
მუშაობა 27 წლისამ დავიწყე. პირველი ხელფასი 28-ის ვხდებოდი რომ ავიღე. biggrin.gif მანამდე ვსწავლობდი smile.gif.

Posted by: grafinia79 11 Dec 2017, 12:41
22 წლიდან, თბილავიამშენში smile.gif)))

Posted by: AKREATON 11 Dec 2017, 12:42
მესამე კურსი
ანუ 18 გამოდის

Posted by: Did_Giorgi 11 Dec 2017, 12:44
21 წლიდან, ბანკში - გაერთიანებულ ქართულ ბანკში biggrin.gif

Posted by: Rati03 11 Dec 2017, 12:48
19 წლის, ბანკში (სათაო ოფისში, ფინანსებში) მგონი ძალიან ადრე იყო

Posted by: Ahmed 11 Dec 2017, 13:08
14 წლის ვიყავი ..ავეჯის ცეხში

Posted by: ბიჭური 11 Dec 2017, 13:36
17

--------------------------------------------------------------------

Posted by: Patton 11 Dec 2017, 13:44
პირველი ხელფასი 19 წლისამ ავიღე, მაღლივში ვიყავი გამოცდებზე დამკვირვებლად (მე-2 კურსზე ვიყავ მგონებ).

Posted by: sims77 11 Dec 2017, 13:47
სკოლის დამთავრების შემდეგ სამსახურის გარეშე არ ვყოფილვარ
მისაღები გამოცდების ზაფხულს და ჯარს თუ არ ჩავთვლით

Posted by: chele23 11 Dec 2017, 13:49
ოფიციალურ სამსახურს რაც შეეხება 19 წლის ვიყავი.. სამი წელი ვიმუშავე მანდ, სანამ "პირსისხლიანმა" მიგვაკეტა : ))


არაოფიციალური, ანუ უბრალოდ ფულს ვშოულობდი 13 - 14 წლის.

Posted by: W-G1 11 Dec 2017, 13:50
პირველი ფულის შოვნა 18 მარა მუშაობა 19.

Posted by: levani169 11 Dec 2017, 14:26
Desmond Miles
QUOTE
მარმარილოს დაჭრაზე ვეძებ ადამიანს.
ტვირთმზიდით მიტანილი ქვა, შეაგდე დაზგაზე, კომპიუტერული ლაზერი გაასწორე და მიუშვი, ყველაფერს ავტომატურად აკეთებს. ვერ ვნახე. smile.gif
1400 - 1600 ლარი სტაბილურად გამოდის ხელფასი.
* * *

სად ეძებ,მონღოლეთის სტეპებში? biggrin.gif (გარანტირებული 1500-ზე ნაკლები არ გადამიხადო და მე ვშვრავ მაგ საქმეს)

Posted by: dega 11 Dec 2017, 14:37
no_one
QUOTE
საწყალი დირექტორი  არც იპარავდა ალბათ არაფერს

რათქმაუნდა არ იპარავდა
ევროპელი არ იყო და არ ჭირდებოდა მუშაზე 1000 ჯერ მეტი ხელფასი yes.gif
მაგას თქვენ ვერ წარმოიდგენთ
Nimrodel
მერე ეგ რა შუაშია
ეს აქ ხდება და არა "გარეთ" smile.gif

Posted by: eddie153 11 Dec 2017, 14:38
პირველად ფული 16 წლისამ გამოვიმუშავე საწყობში ტვირთი როცა ჩამოდიოდა დაცლაში ვეხმარებოდი

სტაბილური სამსახური 20 წლიდან

Posted by: OGG 11 Dec 2017, 14:56
მე-5 კურსზე, განათლების სამინისტროში. მაშინ დამწვარი იყო და კოჯრის ქუჩაზე ვიყავით შეხიზნულები.

Posted by: Character 11 Dec 2017, 15:04
Nimrodel
QUOTE
მე 20 ვარ და ვერადავერ გავაანალიზე რომ საერთოდ უნდა ვიმუშავო, იმენნა ვერ წარმომიდგენია და აზრსაც ვერ ვხედავ მუშაობაში.

1995 -ში 15 წლისამ ბრტყელ სახურავებზე მე და მამაჩემი ვაგებდით ტოლს , გიდროიზოლს , დღეში 5 ლარი მხვდებოდა smile.gif

Posted by: ignorant 11 Dec 2017, 15:08
13 წლის ასაკში, კარიერში პერიოდულად.

18 წლის ასაკში საქ-ენერგოში, რეგულარულად (2 წლით).

მერე 10-11 წელი უმუშევარი.

Posted by: ბოშეტუნმაი 11 Dec 2017, 15:11
ბაღი დავამთავრე თუ არა ეგრევე დაივწყეო დაიერება მალე biggrin.gif

23 ის ვიყავი სამინისტროში სერიოზული სამსახური რომ დავიწყე, 5 წელი ზარიდან ზარამდე, 31 დეკემბერს ღამის 11 სთ-მდე მუშაობა ჩვეული ამბავი იყო. დღეს სსიპ ში ვარ ჯიგრულად smile.gif

Posted by: an12 11 Dec 2017, 15:11
21 წლის მერე ვმუშაობ... დავამთავრე თუ არა უნივერსიტეტი...
მართლაც საშინელებაა ყოველდღე სამსახურში სიარული...იქაც კომპიუტერთან ვზივარ, მარა მაინც sad.gif

Posted by: Gianni 11 Dec 2017, 15:12
19 ის, ექთნად....

მუშაობა რა...ხელფასს არავინ მაძLევდა....პროსტა ვპახაობდი biggrin.gif

Posted by: qariana 11 Dec 2017, 15:12
QUOTE (Character @ 11 Dec 2017, 15:04 )
Nimrodel
QUOTE
მე 20 ვარ და ვერადავერ გავაანალიზე რომ საერთოდ უნდა ვიმუშავო, იმენნა ვერ წარმომიდგენია და აზრსაც ვერ ვხედავ მუშაობაში.


ტიპიური მილენიალი ხარ














yes.gif














Posted by: AraGviani 11 Dec 2017, 15:12
18 წლისამ დავიწყე და ვმუშაობ იმის მერე რამდენიმე ადგილას. smile.gif

Posted by: tozi777 11 Dec 2017, 15:14
QUOTE (mettalmag @ 11 Dec 2017, 11:55 )
13 ის ვიყავი და რადიოში, 4 წელი მანდ ვიმუშავე, ხელფასი მეორეხარისხოვანი იყო უფრო და რათქმაუნდა კაპიკები, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამიტომ იყო მეორეხარისხოვანი.
იმის შემდეგ ბევრი სამსახური შევიცვალე, ტექნიკური განხრით წავედი და უნივერსტეტზეც ვთქვი უარი, დროის უქონლობის გამო. მხოლოდ დიპლომისათვის კიდევ არ მიღირირდა მამაძაღლობები. უდიპლომობას კიდევ ხელი არ შეუშლია ჩემ სფეროში ლექციები მეკითხა უკრაინასა და ესტონეთში.
ახლა ვმუშაობ საკუთარ თავზე, საკუთარი დროითა და განრიგით, მყავს რამოდენიმე ადამიანი დასაქმებულიდ ა ყველა ბედნიერად გრზნობს თავს.
მორალი არის ის, რომ გვიანი არ არის არასოდეს. მთავარია სიზარმაცეს სძლიო თუ არის ასეთი საერთოდ და საკუთარი თავის განვითარებაზე იზრუნო, არ გაჩერდე დიდი ხნით ერთსა დ აიმავე პოზიციაზე და სულ ახალი ამბიციები და მოთხოვნები წაუყენო საკუთარ თავს, ჯანსაღი რათქმაუნდა.

QUOTE
მყავს რამოდენიმე ადამიანი დასაქმებულიდ ა ყველა ბედნიერად გრზნობს თავს.


up.gif ყოჩაღ თუ რეალურად ასეა.

QUOTE
მთავარია სიზარმაცეს სძლიო თუ არის ასეთი საერთოდ და საკუთარი თავის განვითარებაზე იზრუნო, არ გაჩერდე დიდი ხნით ერთსა დ აიმავე პოზიციაზე და სულ ახალი ამბიციები და მოთხოვნები წაუყენო საკუთარ თავს,



ბევრი up.gif

Posted by: no_one 11 Dec 2017, 15:32
dega
QUOTE
რათქმაუნდა არ იპარავდა
ევროპელი არ იყო და არ ჭირდებოდა მუშაზე 1000 ჯერ მეტი ხელფასი yes.gif
მაგას თქვენ ვერ წარმოიდგენთ

აი პირდაპირ ვხედავ როგორ არ სჭირდებოდა! ცოლიც ეგრე ეუვნებოდა ალბატ - "რაში გჭირდებაო". იქნებ ეხლაც არ სჭირდებათ და ტყუილად აქვთ? არა, ტყუილად რომ აქვთ ეგ ვიცით, მაგრამ იქნებ ბატონ არჩილსაც ცაუდეს 386.000 ლარი და რეალურად სულაც არ სჭირდებოდა და საერთოდაც არც კი იცოდა, ჰა? biggrin.gif

დეგა, მოკლედ ერთი იმ მეფის ამბავმა გამახალისა დღეს არკაში გამსვლელეიბს პირში რომ აძლევდა და მერე შენმა ლირიულმა მოგონებამ უმწიკვლო საბჭოტა ჩინოსნებზე რომლებსაც ფულიც კი არ უნდოდა თ :დ აბა რა, ფული რაა, ხელის ჭუჭყია...

Posted by: lasho1993 11 Dec 2017, 15:42
18 წლიან დავიწყე... 250 ლარზე ვმუშქობდი... ახლა 1200 ლარამდე მაქვს, მაგრამ ისე გაძვირდა ყველაფერი ოჯახის შენქხვაზე ზედმეტიქ საუბარი ამ თანხით...

Posted by: ibo 11 Dec 2017, 15:45
18 წლისამ 2002ში მგონი, პირველი სამსახურიდან წინ და უკან სიარულის მერე 10 ლარი ავიღე მარტო ხელფასი და მერე აღარ მივსულვარ lol.gif
მეორე სამსახურში კვირაში 6 დღე დაპრესილ მაკულატურას ვტვირთავდი, თვეში 60-70$ის ექვივალენტი ლარებში...
მესამე სამსახურში დღეში 6 ლარი, აქაც ვირული სამუშაო
მეოთხე სამსახურში ღამის სმენაში 12-15 ლარი
მერე მოვშორდი მანდაობას


Posted by: კალამი 11 Dec 2017, 15:46
13 წლისა ვიყავი ქუჩაში რო დავიწყე კარიერა, 15 წლისამ ესკობართან ვმუშაობდი და ბარიგობა დავიწყე

Posted by: Code_49 11 Dec 2017, 15:51
16 წლის თეატრში, ჯერ მეთერთმეტე კლასში ვსწავობდი და სკოლის მერე საღამოს თეატრში ვმუშაობდი... 450 გელა მქონდა ხელფასი და თავი კაცი მეგონა... 10 წლის წინ არ იყო ცოტა 450 გელა

Posted by: Katutu 11 Dec 2017, 16:00
18-19, სკოლის დამთავრების შემდეგ
ორში ერთად: გამყიდველი ღვინის მაღაზიაში+უმცროსი მარკეტოლოგი სსანგ იონგში

Posted by: PANTALONE 11 Dec 2017, 16:04
საკმაოდ გვიან დავიწყე მუშაობა/

ბევრ ადგილას ვიმუშავე

და ეხლა მძულს მუშაობა/

ყველგან ჭკუასუსტი უფროსობა იყო/
გამოცდილებაც კი ვერ მივიღე ვერსად წესიერი/



Posted by: Desmond Miles 11 Dec 2017, 16:11
QUOTE (levani169 @ 11 Dec 2017, 14:26 )
Desmond Miles
QUOTE
მარმარილოს დაჭრაზე ვეძებ ადამიანს.
ტვირთმზიდით მიტანილი ქვა, შეაგდე დაზგაზე, კომპიუტერული ლაზერი გაასწორე და მიუშვი, ყველაფერს ავტომატურად აკეთებს. ვერ ვნახე. smile.gif
1400 - 1600 ლარი სტაბილურად გამოდის ხელფასი.
* * *

სად ეძებ,მონღოლეთის სტეპებში? biggrin.gif (გარანტირებული 1500-ზე ნაკლები არ გადამიხადო და მე ვშვრავ მაგ საქმეს)

თბილისში მეგობარო, თბილისში. :დ

Posted by: emmasnow 11 Dec 2017, 16:39
15-16 წლის ასაკში ერთერთი ღვინის ქარხანაში.. სამოგზაუროდ მინდოდა წასვლა და ფულს ვაგროვებდი.. ბოლოს ბათუმში კარგად დავისვენე givi.gif

Nimrodel

ცოლის მოყვანა თუ გინდა მოიყვანე.. ოღონდ ჯერ მუშაობა დაიწყე

ადრე მოიყვან ინანებ ჯერ რა მეჩქარებოდაო და გვიან მოიყვან და ინანებ რატო დავაგვიანეო drug.gif

Posted by: zura73 11 Dec 2017, 16:39
აბა ვინაა ყველაზე მაგადი მუშა? )
ვის დაუცურდა არსებულ შრომითხელშეკრულებაზე ფეხი?
ამდენი წარმატებული ერთად ვუაფშე რა
საქართუელო ბრწყუინავს
მარა დეგას კომუნიზმს ვერ უღუნამს
დავეწიოთ და გავასწუროთ დეგაის კომანუიზმუსს
მარა კაპიტალის დაქირავებაშია,მარა მაინც არა სტყდება
დეგა დაბლოკილი ხარ პმ-ში არ შემაგინო )




Posted by: qutaturi 11 Dec 2017, 16:40
17 წლის ასაკიდან

........................................

Posted by: andamat3 11 Dec 2017, 16:46
17 წლის ასაკიდან - მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის პირველ კურსზე ჩავირიცხე, მუდმივად მყავდა კერძო მოსწავლეები.

Posted by: _Sergi_ 11 Dec 2017, 16:50
17 წლის, ერთ-ერთ გაზეთს ვაკაბადონებდი, 500 ლარამდე გამომდიოდა ხელფასი smile.gif

Posted by: ucelo 11 Dec 2017, 16:55
17 დავიწყე და დღემდე ვმუშაობ უწყვეტი სტაჟით. ისე, ბენდუს მადლმა, ვიღას ჭირდება ეგ სტაჟი

Posted by: ბესიკის26 11 Dec 2017, 17:04
Nimrodel
QUOTE
 რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა?

შEნ მაგალითად არ გამოგადგება...13 წლისამ გამოვიმუშავე პირველი 114 მანეთი ...ყუთებს ვჭედდი 1 თვე...
არ მღებულობდნენ 14 ის არ ხარო...გავუტრაკე კადრების უფროსს გაზეთში , სადაც განცხადება გაქვთ დროებით -სეზონურ სამუშაოზე...ასაკობრივი შეზღუდვა არ გიწერიათ ...ასე რომ მიმიღეო...გაუკვირდა ასეთი მონდომება და მიმიღო...
17 წლისა უკვე 300 კგ ურიკებს ვათრევდი ქარხანაში...კი , ხელფასი გპი დამთავრებულ ინჟინერზე 2 -ჯერ მეტი მქონდა ...სწორედ ამიტომ მოუხან სსრკ-ს დამაარსებელი ...განათლება რომ არ ფასდებოდა...

70 იან წლეებში თხოვნა წავიდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობიდან გპი -ს სტუდენტთა მიღება გავანახევროთო=ვერ ვასაქმებთო...იმათმა გააორმაგეთ , ქართველი ინჟინერი ციმბირში წავიდეს და იმუშაოსო...

საზღვაო ქვეყანაში კი უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის გახსნის ნება არ მოგვცეს...ლოგიკა ქონდათ წმინდა დერჟავული...დიდა ფხოდი მაგათი...
მასე არაა , dega ? biggrin.gif

Posted by: kea 11 Dec 2017, 17:24
Nimrodel
QUOTE
ცვეტში იმ აზროვნებით ვცხოვრობ რომ სანამ მშობლები მინახავენ, მანამდე არ მაქვს აბიზალოვკა 


მეც მასე ვიყავი. შენ ჯვარი გეწეროს და 19 წლის რო გავხდი და რო შემოასვენეს მამაჩემი ოთხმა მხარზე გადებული, იმ დროიდან მოყოლებული გადავარდნილი ვმუშაობ. ასე რომ ნუ იღებს იმას რაც ღმერთმა გიბოძა ისე თითქოს დაბადებიდანვე დიმსახურე.

Posted by: luiji 11 Dec 2017, 17:37
14 ელევატორით ხორბალს ვტვირთავდით მე და ჩემი კლასელი, სკოლის მერე. ერთი მანქანის დატვირთვა თითოს სამი მანეთი გვხვდებოდა.

Posted by: BabeRock 11 Dec 2017, 17:38
15 დან წყვეტებით, ბოლო შვიდი წელია თითქმის უწყვეტად

Posted by: DavidBrent 11 Dec 2017, 18:01
18 წლის სტუდენტობის პერიოდში, ბნელ 90 იანებში კუპონებზე დამრჩა პირველი სიგარეტის ფული

Posted by: Primrose 11 Dec 2017, 18:02
18 წლის ვიყავი, ვმუშაობდი და კაი მაყუთსაც ვაკეთებდი, სტიპენდიაც მქონდა.

საბჭოთა კავშირი იყო...

Posted by: JaqenHghar 11 Dec 2017, 18:07
14



თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო!

Posted by: Icewinds 11 Dec 2017, 18:38
22 წლიდან დავიწყე მუშაობა, როგორც კი ბაკალავრიატი დავასრულე, ერთერთ ბანკში.

Posted by: amsona69 11 Dec 2017, 18:43
27წლიდან და ახლა ვხვდები რო ქაქი ვჭამე.ადრე უნდა დამეწყო

Posted by: Frankens†ein 11 Dec 2017, 18:49
QUOTE
რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა?

19...
მაგრად გამიმართლა, რომ ყველაზე საჭირო წლებში ფინანსურად დამოუკიდებელი ვიყავი და დამოუკიდებელ ადამიანად ჩამომაყალიბა ამან...
თორე 30 წელი რო სხვაზე ხარ დამოკიდებული, მერე მილიონიც რო იშოვო, გვიანია უკვე...

Posted by: babsi 11 Dec 2017, 18:50
20 მაღაზიაში გამყიდველად, და თან ვეწავლობდი

Posted by: dzuku71 11 Dec 2017, 18:54
Nimrodel
QUOTE
რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა?

მუდმივი სამუშაო 17 წლის და დროებითი ზაფხულის არდადეგებზე 14-15 წლის ხის ყუთებს ვაკთებდით(უსტად არ მახსოვს რამდენს გვიხდიდნენ, მაგრამ ის კი კარგად მახსოვს საპირველსექტემბროდ ჩემი საკუთარი ფულით ვიშმოტკებოდი ებრაელებში.

Posted by: RedShark 11 Dec 2017, 18:55
18...
გამწვანების სამსახურში, სიმბოლური ხელფასით... სამაგიეროდ ხეები დავრგე ბევრი biggrin.gif

Posted by: korbulone 11 Dec 2017, 19:04
Nimrodel
QUOTE
მე 20 ვარ და ვერადავერ გავაანალიზე რომ საერთოდ უნდა ვიმუშავო, იმენნა ვერ წარმომიდგენია და აზრსაც ვერ ვხედავ მუშაობაში.
ცვეტში იმ აზროვნებით ვცხოვრობ რომ სანამ მშობლები მინახავენ, მანამდე არ მაქვს აბიზალოვკა 

ვიცი, რომ ვცდები უბრალოდ ისე მაქ ჩანერგილი ვერ ვერევი

კარგია, რომ ხვდები, რომ ცდები smile.gif

სტუდენტობის დროს (ბნელი 90-იანები) მამაჩემი რომ ფულს მაძლევდა, ვერ ვხარჯავდი და რაღაც დროის შემდეგ უკან ვუბრუნებდი. ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა და ყოველთვის ყველასთან ამბობდა ხოლმე. ვერ ვხარჯავდი იმიტომ, რომ არ იყო ამის საშუალება. ერთადერთი, რაც გვისწორდებოდა, სადმე ბუნებაში წასვლა და დალევა. დალევას ბევრი ფული არ უნდოდა. ასე რომ, ფული არ იხარჯებოდა smile.gif

მოკლედ, სულ ასე არ გაგრძელებულა. მამაჩემი მეუბნებოდა, სამსახურს გიშოვიო, მაგრამ მაგრად მეკიდა. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, არც მაშინ დავიწყე მუშაობა და ჯარში წავედი (ჩემი ნებით). ვიფიქრე, ცოტას წავივარჯიშებ და ჯანზე მოვალ თქო, მაგრამ მეორე დილით "პადიომ" რომ დაიძახა სერჯანტმა, მაშIნ მივხვდი, რომ დარხეული მქონდა. დილის ძIლი ყოველთვის წმინდა იყო ჩემთვის smile.gif თუმცა, მომდევნო "პადიომ"-ებზე აღარ ავმდგარვარ, ისე ვიმსახურე ორი წელი (ნუ, ბოლო ერთ თვეს თუ არ ჩავთვლით. ძაან გაამკაცრეს და მაგ პონტში smile.gif).
სანამ ჯარს დავამთავრებდი 9 თვით ადრე, მამა გარდამეცვალა და მთელი ოჯახი (არც თუ მცირერიცხოვანი) ჩემს კისერზე აღმოჩნდა. ანუ, წინა ღამეს დავიძინე და მეორე დღეს უკვე ოჯახის უფროსი ვიყავი, რომ გავიღვიძე. დავიწყე სამსახურზე ზრუნვა. ანუ, ჯარს რომ მოვრჩებოდი, მუშაობა უნდა დამეწყო. ჩემი ძმის ნათლიას სახლში მივაკითხე. რომელიც ერთ-ერთ ძალოვან უწყებაში იყო შეფი. ამან, ხვალ დილით პირდაპირ სამსახურში მოდი ჩემთანო. მეთქი შენ გაიხარე... მივედი დილით. ტიპი გაიწელა, რაღაცეებს მიედ-მოედო და მითხრა, ერთი 5 სანტიმეტრით მაღალი რომ ყოფილიყავი, აგიყვანდიო. აბა ასე როგორ უნდა აგიყვანოო. მეთქი, კალათბურთის ნაკრებში ცენტრს თუ ეძებთ, მაგისთვის არ მოვსულვარ. რამე სხვა სამსახური მინდა თქო. შენ რა ენა გქონია, სულ მამაშენს დამგვანებიხარო, მაგრამ მაინც ვერაფერი მომიძებნა. მოკლედ, გარდა იმისა, რომ ჩემი ძმის ნათლია იყო, ჩვენი ოჯახის ვალიც ჰქონდა ტიპს. ანუ, ბაბუაჩემმა ფული ასესხა, რომელიც არ დააბრუნა და მეთქი მუშაობას მაინც დამაწყებინებს. არაფერი გამოვიდა. და მაშინ გადავწყვიტე, რომ არასოდეს არავისთვის მეთხოვა სამსახური და სულ რომ მიმტანად დამეწყო მუშაობა, ეგ მერჩივნა, სხვისი ვალის დადებას და მერე იმის წამოძახებას - "მუშაობა მე დაგაწყებინე" და ბლა ბლა ბლა. მიმტანად არ დამიწყია, მაგრამ დაივწყე ბარმენად მუშაობა (უკვე 26 წლის ვიყავი). სანამ მუშაობას დავიწყებდი, მანამდე კურსები გავიარე და პირველი, რაც იმ გამოცდილმა ბარმენმა მითხრა იყო შემდეგი - "კარგი ბარმენი ისაა, ვინც ყველაზე მეტს იპარავს. თან ისე, რომ ვერავინ ხვდება". აი, მაშინვე მივხვდი, რომ ვერასოდეს დადგებოდა ჩემგან კარგი ბარმენი.

ცოტა ხანი ვიმუშავე ბარმენად. მერე, იმავე ბარში ჯერ დაცვაში გადავედი, მერე მენეჯერად, მერე იგივე სასტავმა, ვისთანაც ვმუშაობდი, თავიანთ სხვა კომპანიაში გადამიყვანეს. მალე იმ კომპანიის სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გავხდი. იმავე ტიპის მეორე სააქციო საზოგადოების დირექტორი გავხდი და ეს ყველაფერი ჩემი ბარის "სტოიკასთან" დებიუტიდან 4-5 წელში მოხდა. ახლა სხვაგან ვარ. მაქვს ნორმალური სამსახური, ნორმალური ანაზღაურებით და უკეთესი გეგმები smile.gif

QUOTE
მე 20 ვარ და ვერადავერ გავაანალიზე რომ საერთოდ უნდა ვიმუშავო, იმენნა ვერ წარმომიდგენია და აზრსაც ვერ ვხედავ მუშაობაში.
ცვეტში იმ აზროვნებით ვცხოვრობ რომ სანამ მშობლები მინახავენ, მანამდე არ მაქვს აბიზალოვკა

ვერც მე ვაანალიზებდი. მუშაობა არის ნარკოტიკი. განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ საქმეს აკეთებ, რომელიც მოგწონს. ძალიან კარგი ასაკი გაქვს მუშაობის დასაწყებად და დაიწყე. ნულიდან დაიწყე. ბევრ ადამიანს გაიცნობ და წინ წახვალ. სახლში ჯდომაც მოგბეზრდება და სინდისიც შეგაწუხებს, მშობლების კისერზე ჯდომის გამო. ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს მშობლები, მაგრამ სულ მაგათ იმედზე არ უნდა იყო.
მოკლედ, იმუშავე smile.gif

Posted by: ibo 11 Dec 2017, 19:23
QUOTE
"კარგი ბარმენი ისაა, ვინც ყველაზე მეტს იპარავს. თან ისე, რომ ვერავინ ხვდება". აი, მაშინვე მივხვდი, რომ ვერასოდეს დადგებოდა ჩემგან კარგი ბარმენი.

givi.gif
მასე ვიმუშავე მეც ერთი დღე დისტრიბუციაში, ვადაგასული პროდუქცია უნდა გამესაღებინა... მეორე დღეს აღარ მივედი...

Posted by: vadagasuli 11 Dec 2017, 19:25
Nimrodel
ჩემი ერთი მეგობარი მეტყოდა ხოლმე, ნუ ჩქარობ გაზრდასო
ახლა როცა გავიზარდე, ვხვდები, მართალს მეუბნებოდა თურმე
თუ საშუალება გაქვს ისწავლე, რაც შეიძლება მეტი მიიღე ცხოვრებისგან. ეძებე ის, რისი გაკეთებაც გინდა, რომ 25-30 წლისამ არ აღმოაჩინო, რომ თურმე საქმე, რომელსაც აკეთებ ტვირთად გაწევს მხრებზე.

Posted by: Frankens†ein 11 Dec 2017, 19:36
QUOTE
"კარგი ბარმენი ისაა, ვინც ყველაზე მეტს იპარავს. თან ისე, რომ ვერავინ ხვდება"

მასეა.
ჩემი ნაცნობი მუშაობდა ბარმენად და 50 ლიტრიანი კასრიდან ხო უნდა ამოვიდეს 100 კათხა ლუდი და 120 ამოყავდა მინიმუმ biggrin.gif
ეგ კიდე მოსულა, ბოლომდე ვერ გადაავსებს და ქაფი რაც მიხის, ის რჩება კიდეც...
მაგრამ ზოგი ნაგლია, HB-ში ლიტრიანი კათხებით რო უკვეთავ ლუდს მინ. 30% ქაფი მოაქვთ, ეს 30% კიდე 300 გრამია...
ხო და ეგეთს უნდა გაატანო ეგეთი კათხები უკან, რო მოხვდნენ და ნორმალურად დაასხან...
ზიგი დედამო$$$ულია საერთოდ და რო ხედავს რო ბევრი დალიე, 2-3 კათხას ზედმეტს გაპარებს.
ეგ ბევრი ცუდის რამის ღირსია, სიტუაციას გააჩნია...

Posted by: maxvili 11 Dec 2017, 19:39
13 თუ 14 წლისა.სოფლის ხილის ჩამბარებელ პუნქტში ,ზაფხულობით...200-300 მანეთს თვეში.
მერე სკოლის დამთავრებამდე ბებიაჩემს ვეხმარებოდი ბუღალტერიის წარმოებაში და არაოფიციალურად მაძლევდა ას მანეთს
biggrin.gif


Posted by: karlsoni 11 Dec 2017, 19:44
Nimrodel
QUOTE
ნაწილობრივ პოლიტიკურია მოდერ, თუ ეკონომიკა თავზე გვენგრევა, ვინ რას იმუშავებს. დაწერეთ ვინ რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა და თუ საიდუმლო არაა სად. უბრალოდ სტატისტიკა მინდა

მე 20 ვარ და ვერადავერ გავაანალიზე რომ საერთოდ უნდა ვიმუშავო, იმენნა ვერ წარმომიდგენია და აზრსაც ვერ ვხედავ მუშაობაში.
ცვეტში იმ აზროვნებით ვცხოვრობ რომ სანამ მშობლები მინახავენ, მანამდე არ მაქვს აბიზალოვკა yes.gif

ვიცი, რომ ვცდები უბრალოდ ისე მაქ ჩანერგილი ვერ ვერევი

შენხელა რომ ვიყავი. . . .
ვმუშაობდი მიწაზე + საქონელი . . . .
ვსწავლობდი დაუსწრებელზე (უნივერსიტეტში). . . .
დამოუკიდებლად ვსწავლობდი ინგლისურს. . . .
ვსწავლობდი აიკიდოს. . . . .
(90-იანები, დენი არ იყო, საჭმელი არ იყო, პერსპექტივა არ იყო, არაფერი არ იყო. . . . .).
რომ დავამთავრე და სამსახურში მუშაობა რომ დავიწყე, 70-ლარი მქონდა ხელფასი. . . .
იმ სამსახურში 3 წელი ვიმუშავე.
მერეც, ასე 3-4 წელი არ მქონია ნორმალური ხელფასი. . . .
მორჩი წუწუნს და იმუშავე.

Posted by: Lilith 11 Dec 2017, 19:47
korbulone
up.gif

მეორე კურსზე ვიყავი, მაშინ მამაჩემმა სადღაც თავის სტუდენტობის დროინდელი მეგობარი ნახა, ის ერთერთ ბანკში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე "მუშაობდა" და მამაჩემს უთხრა წამოდი ჩემთან, შენნაირი ადამიანი მჭირდებაო. ხოდა მამაჩემმა მე ვერაო და ჩემნაირი თუ გინდა აგერ ჩემი ბიჭი წაიყვანეო gigi.gif ხოდა იმანაც წამიყვანა. წამიყვანა და IT დეპარტამენტში სტაჟირებაზე გამაფორმეს. თან მეუბნება, შენ უნდა იყო ჩემი თვალები და ყურები მაგ დეპარტამენტშიო. ნუ მე მეორე კურსზე ვარ, თან მაგარი პიონერა ბავშვი ვიყავი ყოველთვის და ამიტომ აზრზე ვერ მოვედი რა უნდოდა, მაგრამ კარგითქო. მერე, კაი ხნის მერე, მივხვდი რომ ამას და ამ დეპარტამენტის უფროს-თანამშრომლებთან ვერ ჰქონდა მთლად დალაგებული ურთიერთობა, ეს არაფრის გარტყმაში არ იყო და სულ ეგონა რო აგოიმებდნენ ნუ ისინიც მამენტ აგოიმებდნენ, ოღონდ ისევ საქმე რომ წინ წასულიყო მაგიტომ, თორე იმაზე მეტს არ იპარავდნენ, ვიდრე სხვები, რაც (ესეც კაი ხნის მერე) საკმაოდ მიღებული პრაქტიკა იყო მაგ პერიოდში. ხოდა მე მაგრად მეკიდა ის მამაჩემის მეგობარი. კი, შეიძლება სხვანაირი ტიპი რო ვყოფილიყავი და გამომეყენებინა ეს სიტუაცია, დღეს ბევრად უკეთეს პირობებშI მეცხოვრა, მაგრამ როგორიც ვიყავი იმის შესაბამისად ვიქცეოდი, ვისთანაც ვმუშაობდი და ვინც რეალურად მასწავლიდა რაღაცეებს იმისი მხარე დავიჭირე და არასოდეს მინანია ამის შესახებ.


ხელფასებზე რახან ჩამოვარდა ლაპარაკი - 8 თვე უხელფასო სტაჟირებაზე ვიყავი. მერე დამინიშნეს 70 ლარი და ეგ მქონდა თითქმის 1 წელი, მერე მომიმატეს 140 თუ 160 ლარამდე. ორი წლის მერე 300 ლარზე ავედი smile.gif

Posted by: FLEA_ 11 Dec 2017, 19:54
15 წლისა. ფაბრიკაში ზეწრებს ვკერავდი . პირველი ხელფასით ვიყიდე ჩეხური მძივები და ხის მოლბერტი ,რომელიც მეზობლის ბავშვს ვაჩუქე. ხატავდა და მოლბერტზე ოცნებობდა .
ის მძივები კი გამომადგა მერე მაგრად . როცა გამიჭირდა კაი ფასად გავყიდე .

Posted by: bouma 11 Dec 2017, 19:54
QUOTE
გჯერა ახლა შენ რომ დირექტორზე მეტი შემოსავალი გქონდა? 


ხელფასიო კაცო განა შემოსავალიო yes.gif

Posted by: kalekalebind 11 Dec 2017, 19:59
QUOTE
ხო და ეგეთს უნდა გაატანო ეგეთი კათხები უკან, რო მოხვდნენ და ნორმალურად დაასხან...
ზიგი დედამო$$$ულია საერთოდ და რო ხედავს რო ბევრი დალიე, 2-3 კათხას ზედმეტს გაპარებს.

სიმთვრალე უკიდურეს მწვავე გაჭირვებას გავს.კი გამიგია ხშირად,ცუდი სიმთვრალე აქვსო,მაგრამ მაგას ვერ გავიზიარებ და დავადასტურებ ვერანაირად.ჩემი აზრით, შენი ნამდვილი ბუნება და ზნე მაგ დროს იჩენს თავს შეულამაზებლად. ყველაზე მეტად ვერ ვიტან, გვარიან სიმთვრალეში,კაი ჩამძღარები ძველ გრეხებს რომ წამოაძახებენ ხოლმე 1მანეთს... კაცის მკვლელი მყავს ნაცნობი,და მიხარია,რომ მას ვიცნობ და მისით ვამაყობ...აქ სულ სხვა რამეს ვგულისხმობ,გვერდიდან როგორც ჩანს..

Posted by: tox-rex7010 11 Dec 2017, 20:02
21 სამ. კაროჩე ხელფასი ჩემ თავზე ძლივს მყოფნის ცოლშვილი რო მყავდეს შანსია არაა ვერ ვარჩენდი. რო წამოვიდე უკეთესიც არ ჩანს რამე.

Posted by: druncha 11 Dec 2017, 20:04
15 წლიდან ბაბუაჩემს ვეხმარებოდი ზაფხულობით მშენებლობაზე. დასასვენებელ ფულს კი ვაგროვებდი. მუდმივ სამსახურში 19 წლიდან და იმის მერე, ფაქტიურად, არ გავჩერებულვარ.

Posted by: devcom 11 Dec 2017, 20:07
dega
QUOTE
რათქმაუნდა არ იპარავდა
ევროპელი არ იყო და არ ჭირდებოდა მუშაზე 1000 ჯერ მეტი ხელფასი 



როდის მორჩები დემაგოგიას. ყველ ავისაც მანქანა ყავდა მოპარული იყო. მე მაგნიტაფონი მქონდა ნაციონალ პანასონიკი და რადგან მაღაზიაში არ იყიდებიდა მოპარული იყო

ეს თემა სხვაზეა

მეოთხე კურსზე დავიწყე მუშაობა. მაშინ აირია ქვეყანა და იძულებული გავხდი. ჩემთვის ხელფასი რომ გადაეხადათ, ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს თურმე


Posted by: korbulone 11 Dec 2017, 20:08
Frankens†ein
QUOTE
მაგრამ ზოგი ნაგლია, HB-ში ლიტრიანი კათხებით რო უკვეთავ ლუდს მინ. 30% ქაფი მოაქვთ, ეს 30% კიდე 300 გრამია...


წვენზეც იგივე მაფიაა. უკვეთავ წვენს და მოაქვთ ყინულებით სავსე ჭიქა. რეალურად წვენი კი არა, წვენით დასველებული ყინულები გამოდის. ამიტომ, ყინულებს ვუკვეთავ ცალკე და წვენს ცალკე. ლუდს რაც შეეხება. ერთხელ ეგეთი აქაფებული მომიტანეს და ხელი არ მოვკიდე. თან, მიმტანი გავაფრთხილე, სანამ ქაფი ბოლომდე არ ჩავა, ასე იდება თქო. თან მიყურებდნენ. ნახევარი ჭიქა გამოვიდა. გავატანე და შევავსებინე.

ანგარიშში რაოდენობას რომ ამატებენ, ეგ ცალკე დედააფეთქებულობაა. სულ ცხვირში უნდა ურტყა ეგეთ ახვრებს.

Posted by: dega 11 Dec 2017, 21:07
devcom
QUOTE
როდის მორჩები დემაგოგიას. ყველ ავისაც მანქანა ყავდა მოპარული იყო

რახან ასე ტყუილებში გაიზარდე
იმას არ ნიშნავს რომ სიმართლეს ამბობ
დემაგოგები სხვაგან ეძებე
ხო ბიჯო
ის მოპარულები იყო და
დღეს ოფლით ნაყიდია
სხვას ეკამათე ვინმეს მაგ ტყუილებით
ჩემთან არ გაგივა

Posted by: AZIURI_PAROSANA 11 Dec 2017, 21:27
devcom
QUOTE
ყველ ავისაც მანქანა ყავდა მოპარული იყო.


შენ არ ვიცი სად იზრდებოდი მარა ჩვენ ნაყიდი გვქონდა ნოლშესწი

Posted by: Zorro555 11 Dec 2017, 21:30
22 წლისამ,
2003 წლის 6 ნოემბერს, შპს ,,საქართველოს რკინიგზაში''. 2003 წლის 5 დეკემბერს ავიღე პირველი ხელფასი ზუსტად 101 ლარი და 00 თეთრი. biggrin.gif
მამაჩემი დამეხმარა,
ისევ მშობლის ყოვლისშემძლე ხელი ... smile.gif

ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური სასწავლებლის ( ,,გპი'' -ის ) დამთავრებიდან წლინახევრი სახლში ჯდომის შემდეგ. givi.gif

Posted by: alex_noza 11 Dec 2017, 21:33
15 წლის ვიყავი, უბნის საკაბელო ტვ-ში ვმუშაობდი, სკოლის მერე

Posted by: T-72 Sim1 11 Dec 2017, 21:36
15 წლისამ

12 რო ვიყავი გულის ოპერაცია მქონდა გაკეთებული...

smile.gif

Posted by: baqari1001 11 Dec 2017, 21:44
20 წლისამ საქართველოს ბანკში ოპერატორად
და ფინანსურად დამოუკიდებელი რომ ხარ მაგას არაფერი ჯობია

მანამდეც მქონდა პატარ-პატარა პადრაბოდკები, მაგრამ წესიერი არაფერი

Posted by: Misley 11 Dec 2017, 21:55
15 წლისამ , 16ის ვხდებოდი 2 თვეში მახსოვს , დღემდე მაგ სფეროში ვმუშაობ ...

Posted by: Zorro555 11 Dec 2017, 21:57
QUOTE (korbulone @ 11 Dec 2017, 19:04 )
Nimrodel
ბევრ ადამიანს გაიცნობ და წინ წახვალ.

ეგ მართლა ასეა, თანდათან დავრწმუნდი ცხოვრებისეული გამოცდილებით. yes.gif
რაც მეტ მეტ ადამინს იცნობ, მით მეტი შანსი გაქვს უკეთესი სამსახური იშოვო, მათი დახმარებით.
თუმცა რა ,,ბაგაჟის'' დაატრებ თავით ამასაც მნიშვნელობა აქვს, კარგი სამსახურითვის.
თუ კარგი ცოდნა და კარგი სანაცნობო გყავს, კარგი სამსახური გარანტირებულია.

ამდენ ხანს ვერ ვაანალიზებდი მაგას მე თუ არა
ჯერ კიდე 800 წლის წინ თქვა შოთა რუსთაველმა:

ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერიაო.

Posted by: d2d4 11 Dec 2017, 22:01
რაც აზროვნება დავიწყე, მას შემდეგ სულ ვმუშაობ.

Posted by: sulo 11 Dec 2017, 23:53
12 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა.... მათემატიკის რეპეტიტორად...
ასევე სამეცნიერო დისპუტებშიც აქტიურად ჩამრთეს იგივე ასაკში....
smile.gif

ყველა ჩემი საქმე ჩემი გასართობიც არის.... ანუ ვერთობი ინტენსიურად და თან ამაში ფულს მიხდიან....smile.gif

Posted by: gioshka 12 Dec 2017, 00:23
ნახევარი წლის წინ, 19 წლისამ, ბიზნეს ანალიტიკოსად.

ერთ-ერთ პატარა კომპანიაშია, თუმცა განვითარებადში და სტაბილური და კარგი ხელფასით ჩემ ასაკთან და გამოცდილებასთან შედარებით

Posted by: Infini 12 Dec 2017, 01:10
ბესიკის26
საზღვაო სასწავლებელი 1944 წლიდან ფუნქციონირებს ბათუმში, ნუ უფრო ადრიდანაც მარა მაშინ ტექნიკუმი იყო 1992 წლიდან აკადემია დაარქვეს და როგორც ვიცი თავიდანვე ამზადებდა საზღვაო საინჟინრო სპეციალისტებს.

Posted by: ბესიკის26 12 Dec 2017, 09:29
Infini
QUOTE
საზღვაო სასწავლებელი 1944 წლიდან ფუნქციონირებს ბათუმში

აბა , მე რა დავწერე?
ტექნიკუმის და კოლეჯის დონის ზემოთ , ანუ უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის ნებას არ გვაძლევდა მოსკოვი ...

მაშინდელი რესურსებით რომ გახსნილიყო , დღეს სერიოზული წინსვლა იქნებოდა ბევრ სფეროში...

შტამპავდნენ მეტალურგებს , ავტოინჟინრებს , ფიზიკოს-ქიმიკოსებს , პედაგოგებს და როცა დამოუკიდებლები გავხდით...შეგვრჩა ხელში უამრავი "განათლებული " უმეშევარი...და საზღვაო საქმეში სპეცების გარეშე დავრჩით

Posted by: რასტრელი 12 Dec 2017, 10:40
აქ რო გიყურებთ ბავშვობა არ გქონიათ არც ერთს smile.gif

3 წლის ასაკიდან ვმღეროდი და ფულს.მიხდიდნენ ბაბუები და ბებიები smile.gif

Posted by: AIX-500 12 Dec 2017, 10:47
14 წლისამ კომპიუტერულ ფირმაში და მას მერე 19მა წელმა განვლო, მხოლო 6 თვიანი წყვეტა მაქვს სტაჟში, ისიც ბიძციხეში ყოფნისას.

Posted by: fito 12 Dec 2017, 10:47
givi.gif ისე რა იყოთ ლამის აკვნიდან პირდაპირ მუშაობა დაიწყენ

არასდროს მიმუშავია

Posted by: AIX-500 12 Dec 2017, 10:51
fito
რო არასდროს გიმუშავია მაგიტომაც ვერ ხვდევი მაგას, და თან იმ დროში არ გიცხოვრია.

Posted by: koba1973 12 Dec 2017, 11:00
QUOTE
ეგ მართლა ასეა, თანდათან დავრწმუნდი ცხოვრებისეული გამოცდილებით. 
რაც მეტ მეტ ადამინს იცნობ, მით მეტი შანსი გაქვს უკეთესი სამსახური იშოვო, მათი დახმარებით.
თუმცა რა ,,ბაგაჟის'' დაატრებ თავით ამასაც მნიშვნელობა აქვს, კარგი სამსახურითვის.
თუ კარგი ცოდნა და კარგი სანაცნობო გყავს, კარგი სამსახური გარანტირებულია.

+1
თითქოს არსაიდან გამოჩნდა მეორე სამსახური. თვეში მხოლოდ რამდენიმე დღეს მართმევს და ერთი მაღაზიის კონსულტანტის ხელფასს მაძლევენ. თუმცა ყველა ვერ შეძლებდა, პროფესიული განათლება და გამოცდილება ჭირდება.

Posted by: არმეძებო 12 Dec 2017, 11:02
უბანში ხმა გავარდა,რაღაც ღვინის ქარხანაში ბოთლებზე ეტიკეტების მიმკვრელები ჭირდებათო,ხოდა მთელი უბნის ახალგაზრდობა მანდ დავსაქმდით,ღვინო იყო ერთი ჩამოსხმის ფალსიფიცირებული სლეობა,მხოლოდ ეტიკეტები იყო სხვადასხვა, ძაან მურტალი 90-იანების პერიოდის ამბავს ვყვები,ხოდა რამოდენიმე ლოთი ბირჟავიკიც წამოგვყვა,თან მუშაობდნენ თან, წრუპავდნენ და იყვნენ ბედნიერად,მერე იმ ცარიელ ბოთლებს ტეხავდნენ,ვითომ გაუტყდათ,ხელფასი ავიღეთ სამი თვის მერე,გძეტა 50 ლარი,ისიც ძლივს ავახიეთ თორე არ გვაძლევდა,მაგის მერე უცხოეთში წავედი და იქ ვიმუშავე ორი წელი,მერე ჩამოვედი და ძმაკაცის ძმამ დამაწყებინა კერძო კომპანიის დაცვაში მუშაობა,ხელფასს დოლარებში ვიღებდით,მერე ეგ კომპანია დაიხურა და დასრულდა ჩემი გულაობა,ნუ პრინციპში მაშინ ისეთი დრო ვატარე,რომ ეტყობა ზევიდან გადაწყვიტეს ამას ეყოფაო და მერე წამოვიდა რუტინა და იმის მერე აღარ გამიხარია,ბევრი ჩავარდნაც იყო და ბევრი სიმწარეც,მაგრამ ახალგაზრდობის საუკეთესო წლები მართლა საუკეთესოდ გავატარე,იყო ღამის თენება,უცბად პახოდში წასვლები,ღამე ნარიყალაზე ასვლები,პესკებზე ქეიფები,ყოველდღე ახალი შთაბეჭდილებები,ახალი გოგოებიsmile.gif)
უი,ასაკი დამავიწყდა,14 წლის ვიყავი პირველად რომ მუშაობა დავიწყე.

Posted by: nimrodel 12 Dec 2017, 11:04
ჰეჰ სიამოვნებით წავიკითხე მთელი თემა
ყოჩაღ თქვენს მონდომებას, შრომისმოყვარეობას და გაძლებას

Posted by: ბეჟანბეჟანი 12 Dec 2017, 11:26
QUOTE
17,
სკოლის დამთავრების შემდეგ

ინსტიტუტში სწავლის პერიოდშიც ვმუშაობდი


Posted by: No Regrets 12 Dec 2017, 11:32
15 წლიდან ....................................

Posted by: Tamouae 12 Dec 2017, 11:38
საუკეთესო ნიშნებით დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გავიარე უმარავ ადგილას სტაჟირება. და დიდი მადლობებით გამაცილეს ყველა ადგილიდან, როგორ ხდება ხოლმე მერე ნაცნობობა, რომ გჭირდება.
საქართველოში სამსახურს ვეძებდი 10 წელიწადი. სამწუხაროდ ვერავინ დაინახა ჩემი პოტენციალი და მონდომება. დღეს გააერთიანებულ საემიეროებში ვმუშაობ. დუბაის პირველ ბანკში.
გული მწყდება საქართველო, რომ კარგავს განათლებულ და მიზანდასახულ ადამიანებს. მეპოტიზმს ვერ გაცდა მათი შეგნება. არასოდეს არაფერი გამოსულა მანდ და არც გამოვა უახლოესი მილიონი წელიწადი. უკან და უკან წავა ეგ ქვეყანა რაც არ უნდა ვეცადოთ და ვიყვიროთ, მანამ სანამ ყველა სტრუქტურას განთლებული და თავის საქმის მცოდნე პირი არ ჩაუდგება სათავეში.

Posted by: The Good 12 Dec 2017, 11:47
dega
QUOTE
მანქანათმშენებლობის ქარხანაში ვმუშაობდი


რომელში? ბეემვეში თუ კაზში? შინმოუსვლელს რომ უშვებდა?

QUOTE
დირექტორზე მეტი ხელფასი მქონდა

QUOTE
დამპალი სსრ კავშირი


მართლა უდამპლესი ქვეყანა თუ არ იყო სსრკ, როგორ შეიძლება ყურპანტყურა ახალგაზრდა მოატყუო რომ
დირექტორზე მეტი გაქვს შემოსავალიო და ამ დროს დირექტორი კორუფციით მდიდრდებოდეს.

მე მაინც არ ვიცოდე, განსაკუთრებით გურიაში, რომ საწარმოების და მეურნეობის დირექტორები რა მაყუთს იჯიბავდნენ. რამდენიმე ვიცი
დღესაც კი იმ დროს დაგროვილი ქონებით უდგიათ სული მათ და მათ ნაყიდდიპლომიან ნაგრამს.

Posted by: RadioShack 12 Dec 2017, 11:57
QUOTE (narmonana @ 11 Dec 2017, 11:30 )
Nimrodel
დაიწყებ მუშაობას და მთელი შენი სიცოცხლე მერე.ყოოველდღე უნდა იარო სამსახურში,აღარც სეირნობა,აღარც კომპთან ჯდომა.
ყოველდღე სამსახურშI უნდა იარო......

ააარა გმადლობთ

რასამბობ პირიქით biggrin.gif


მთელი ჩემი სიცოცხლე ჯერ სკოლაში დავდიოდი ყოველდღე, სახლში მოვდიოდი საშინაო დავალებებს ვაკეთებდი, ცალკე მუსიკაო ცალკე სპორტიო
მერე უნივერსიტეტში 7 წელი ყოველდღე დავდიოდი, მერე მაღლივში გამოცდებიო და მთელი ამბები
კიდევ 6 თვე კოლეჯში ვსწავლობდი იქ ხო საერთოდ დილიდან დაღამებამდე სწავლა და სწავლა იყო არც თამაში არც სეირნობა


ეხლა კი დავიწყე მუშაობა და აგერ ფორუმზეც შემოვდივარ, 4 დღეში ერთხელ ვმუშაობ და დანარჩენი 3 დღე სრული თავისუფლებამაქვს, ამ ოფისშიც კომპთან ვზივარ კომფორტულად და თუდავიღალე ტახტზე წამოვწვები წავუძინებ ან მუსიკას მოვუსმენ

ასე რომ გააჩნია სამსახურს wink.gif და გააჩნია პროფესიას, ზოგ პროფესიაში სწავლის ძირი მწარე არის, ზოგან პირიქით

Posted by: meruemi 12 Dec 2017, 11:58
15
--------------------------------------

Posted by: sicxe 12 Dec 2017, 12:08
18 წლიდან ვმუშაობ და დღემდე რამდენიმე დღე მაქვს უმუშევრად გატარებული, შვებულებას არ ვგულისხმობ.
ამ ხნის მანძილზე 3 ავტომობილი გამოვიცვალე, მეტი ვერაფერი შევქმენი, პლუს სიგარეტი, ასე რომ მუშაობა დიდი არაფერი შეღავათი არაა, სხვა შემოსავალი თუ გაქვს სამსახურში დროს კარგავ მეტი არაფერია,
ე.წ. ,,ჩალიჩი" ბევრად უკეთესია

Posted by: ibo 12 Dec 2017, 12:24
sulo
QUOTE
ასევე სამეცნიერო დისპუტებშიც აქტიურად ჩამრთეს იგივე ასაკში....

ეს ნამეტანი ადრე ხო არაა? smile.gif თუ ოჯახის წევრი გყავდა მათემატიკოსი და ისე ჩაგრთო გასართობად ეგ სხვა საქმეა და რეალურად 12 წლისამ მათემატიკაში მეცნიერული განხრით ვერ ვხვდები რა თემაზე უნდა იმუშაო...

რასტრელი
QUOTE
3 წლის ასაკიდან ვმღეროდი და ფულს.მიხდიდნენ ბაბუები და ბებიები 

ყველას კარგი სმენა და ხმა ვერ ექნება biggrin.gif

Posted by: levani169 12 Dec 2017, 14:55
QUOTE (Desmond Miles @ 11 Dec 2017, 16:11 )
QUOTE (levani169 @ 11 Dec 2017, 14:26 )
Desmond Miles
QUOTE
მარმარილოს დაჭრაზე ვეძებ ადამიანს.
ტვირთმზიდით მიტანილი ქვა, შეაგდე დაზგაზე, კომპიუტერული ლაზერი გაასწორე და მიუშვი, ყველაფერს ავტომატურად აკეთებს. ვერ ვნახე. smile.gif
1400 - 1600 ლარი სტაბილურად გამოდის ხელფასი.
* * *

სად ეძებ,მონღოლეთის სტეპებში? biggrin.gif (გარანტირებული 1500-ზე ნაკლები არ გადამიხადო და მე ვშვრავ მაგ საქმეს)

თბილისში მეგობარო, თბილისში. :დ

ხოდა აგრ მიპოვე და ეგაა,მოვრიგდეთ (სიტყვაზე გიჭერ) 1500 და "ატხოდი" კიდევ?!

Posted by: =ლაშა= 12 Dec 2017, 14:59
11 წლიდან.ვაჟაზე..ამბროლაურის ასახვევში ..ვაჭრობდი biggrin.gif
მოვიდა მიშა..და აყარა გარე ვაჭრობა ესე დასრულდა გარე..მერე შიდა ვაჭრობაში გადავედი

Posted by: Hooligan11 12 Dec 2017, 15:01
17 წლიდან,,

პირველი ხელფასი - დაახლოებით 30 ლარი smile.gif

Posted by: maldini 12 Dec 2017, 15:05
42 წლიდან ....
პირველი ხელფასი 1000 ლარი...

Posted by: Desmond Miles 12 Dec 2017, 15:11
levani169
QUOTE
ხოდა აგრ მიპოვე და ეგაა,მოვრიგდეთ (სიტყვაზე გიჭერ) 1500 და "ატხოდი" კიდევ?!


საშუალოდ გამოსდით ეგ ხელფასი - მეთქი.
გამომუშავებაზეა და არა მოჭრილი.

თუ ხარ დაინტერესებული, მოგწერ ვაკანსიის ლინკს. კონკრეტულად ეგ თემა (აყვანა-გაშვება) მე არ მეხება.

Posted by: Trump 12 Dec 2017, 15:11
ცხადია ამას მუშაობას ვერ დაარქმევ, მაგამ 15 წლის ვიყავი,ოდესაც ინტუიცია და ერუდიციაში კროსვორდების მიტანა დავიწყე, ზოგჯერ 30 ლარს ავიღებდი ხანაც 12-20 ლარს.. ძალიან მიხაროდა, როდესაც კუთხეში მიმჯდარი ბიძა დამინახავდა ხოლმე და მკითხავდა ჰა რამდენ სიტყვიანი გქონდა? მეც +ვუპასუხებდი , ჩავიდებდი ფულს და სწრაფად ამოვივლიდი ნიკოლაძის ქუჩას.


ისე კი 23 დან

Posted by: The Good 12 Dec 2017, 15:28
ლაშა2012
QUOTE
1 წლიდან.ვაჟაზე..ამბროლაურის ასახვევში ..ვაჭრობდი 
მოვიდა მიშა..და აყარა გარე ვაჭრობა ესე დასრულდა გარე..მერე შიდა ვაჭრობაში გადავედი


დაგიტერორა ხო ბიზმესი მაგ პირსისხლიანმა biggrin.gif

Posted by: levani169 12 Dec 2017, 15:35
Desmond Miles
QUOTE

თუ ხარ დაინტერესებული, მოგწერ ვაკანსიის ლინკს. კონკრეტულად ეგ თემა (აყვანა-გაშვება) მე არ მეხება.

რა აზრი აქვს,მაგისტრი მე არ ვარ,სამი უცხო ენა მე არ ვიცი,კომპიუტერის პროგრამები და ბაყვებიანი ნაშა კიდევ,ამიტომ არც ამიყვანენ კარგად იცი!
ასე რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება თურმე არაა მხოლოდ სამუშაოს მაძიებელზე თემა ხო?

Posted by: Desmond Miles 12 Dec 2017, 15:57
QUOTE (levani169 @ 12 Dec 2017, 15:35 )
Desmond Miles
QUOTE

თუ ხარ დაინტერესებული, მოგწერ ვაკანსიის ლინკს. კონკრეტულად ეგ თემა (აყვანა-გაშვება) მე არ მეხება.

რა აზრი აქვს,მაგისტრი მე არ ვარ,სამი უცხო ენა მე არ ვიცი,კომპიუტერის პროგრამები და ბაყვებიანი ნაშა კიდევ,ამიტომ არც ამიყვანენ კარგად იცი!
ასე რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება თურმე არაა მხოლოდ სამუშაოს მაძიებელზე თემა ხო?

ჩამოთვლილთაგან არცერთს არ ვითხოვთ. smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 12 Dec 2017, 15:59
10-11 წლის ვიყავი , ეკლესიის მშენებლობაზე რო ვიმუშავე და პირველი ხახვი და პური გამოვიმუშავე yes.gif

Posted by: maxvili 12 Dec 2017, 16:04
ყველა დავწერთ ვინ,როდის, როგორ და მერე...
მოდი,შრომის კოდექსზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა...

Posted by: FJ70 12 Dec 2017, 16:09
16 წლიდან

პირველი ხელფასი, 30 საბჭოთა მანეთი

Posted by: ukimerioni-61 12 Dec 2017, 16:14
QUOTE
რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა?


მე-3 კურსზე საკონსტრუქტორო ბიუროში, ხელფასი 40 მანეთი (ხელზე) + სტიპენდია 65 მანეთი.

უნის შემდეგ ლაბორანტად კათედრაზე, ხელფასი 80 მანეთი - საშემოსავლო და სოციალურები (აღარ მახსოვს რამდენი იყო)

Posted by: Desmond Miles 12 Dec 2017, 16:14
QUOTE (maxvili @ 12 Dec 2017, 16:04 )
ყველა დავწერთ ვინ,როდის, როგორ და მერე...
მოდი,შრომის კოდექსზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა...

54 საათი კვირაში....

ეს ჩვენი რეალობაა...

Posted by: Choncxis mzera 12 Dec 2017, 16:16
21 წლის ვიყავი (ან ოცის) მოსწავლეები რომ ავიყვანე ბავშვები

Posted by: =ლაშა= 12 Dec 2017, 17:10
The Good
არა მამენტ მაგ მომენტის დამსახურებაა რო ეხლა გარეთ არ ვაჭრობ biggrin.gif

Posted by: NikaGeorgiaX 12 Dec 2017, 17:19
ჯერ არ დამიწყია
არც ვაპირებ



AIX-500
QUOTE
ისიც ბიძციხეში ყოფნისას.

ნაციხარები რატო გვარიგებენ ჭკუას თან ნაციანლები

Posted by: kotcio 12 Dec 2017, 22:25
21 წლის, 120 მანეთი მქონდა, კვლევითში, პრემია მგონი ერთხელ მოგვცეს

Posted by: AIX-500 12 Dec 2017, 22:32
NikaGeorgiaX
აი ეს თემა მაინც რო არ გააპოლიტიზიროთ არა? ანალები მოდი სხვაგან მოიკითხე კაი? და მე 19 წლის წინ მუშაობა რომ დავიწყე მაშინ ნაცები არ იყვნენ კიდევ, ხოდა გულზე თუ სკდები სხვა საქმეა და მე აქ არავისთვის ჭკუა არ დამირიგებია, და რომც დამერიგებინა წაადგებოდა ვინმეს.

Posted by: GEORGEXIII 12 Dec 2017, 22:43
12წლისს ვიყავი საიტებზე ოფლოუდერად დავიწყე და biggrin.gif ლაშა მებონია იყო 53წლის კაცი ის მასწავლიდა სიახლე როგორ გამეფორმებინა... მერე 15-16წლის ასაკში საკუთარ ვარეზ საიტებზე ფოტო ჰოსტინგებზე და ტორენტებზე გადავეი მარა მალევე მივატოვე.

17წლის ასაკში უკვე ბილაინის ტექნიკურ ოფფისში სერვერის ზედამხედველად დავიწყე მუშაობა.

კაროჩე 18წლიდან უკვე შევუბერე და შევუბერე biggrin.gif

Posted by: dega 12 Dec 2017, 22:49
თუ კი მუშაობ იმისთვის რომ იცხოვრო , მაშინ რაღას იკლავ თავს მუშაობით

Posted by: power light 12 Dec 2017, 23:00
20 წლის. "სტროიკაზე" მუშად, არმატურას ვქსოვდი. ლაგუნა-ვერეს ზევიდან ბეტონის სიმახინჯე კორპუსი რომ გადმოჰყურებს, მაგის საძირკველი ჩემი მოქსოვილია არმატურით. მერე ნელ-ნელა დაიწყო წინსვლა და ახლა ასეთუისე ბედს არ ვუჩივი.

Posted by: Infini 12 Dec 2017, 23:16
power light
აგაშენა ღმერთმა რომელი არმატურაა კარგი გეცოდინება შენ დამაკვალიანე

Posted by: andamat3 12 Dec 2017, 23:35
QUOTE
ყველა დავწერთ ვინ,როდის, როგორ და მერე...
მოდი,შრომის კოდექსზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა...


ეგეთი რამ არსებობს საქართველოში? (კერძო სტრუქტურებს ვგულისხმობ) biggrin.gif

Posted by: chemisaqartvelo 12 Dec 2017, 23:47
17 წლისამ დავიწყე რუსთავის მეტალურგიაში.

16 მილიონი მქონდა ხელფასი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: FOOTBALLFAN2017 13 Dec 2017, 00:53
ყველა 20 წლის ასაკში როგორ იწყებთ მუშაობს
უნივერსიტეტის დამთავრების მერე ეგრევე smile.gif

Posted by: HauntTheDemonAway 13 Dec 2017, 04:41
23 წლისამ 200 ლარზე
----------------------------------

Posted by: devcom 13 Dec 2017, 07:51
AZIURI_PAROSANA
QUOTE
შენ არ ვიცი სად იზრდებოდი მარა ჩვენ ნაყიდი გვქონდა ნოლშესწი

რა ფასში იყიდე უკაცრავად?

ნუ მაბოლებ

ზუსტად ვიცი სახელმწიფო ფასი 3 000 მანეთი და რეალურად 12ღირდა

ქვეყანაში სადაც მარილს ვერ იყიდდი, შენ მანქანა იყიდე?


ვის რამდენი გადაუხადე ქრთამი?

ამას ვგულისხმობ მოპარვაში თორე ჩემი მანქანა მოიპარეო არმითქვია

Posted by: koba1973 13 Dec 2017, 08:44
devcom
მაშინ ქურდობა არარსებობდა. ისედაც ერგებოდათ სამსახურიდან ეგ წვრილმანები რასაც წაპნიდნენ. ქონება ხომ საერთო სახალხო იყო, ხოდა იღებდნენ თავის წილს.

QUOTE
ზუსტად ვიცი სახელმწიფო ფასი 3 000 მანეთი და რეალურად 12ღირდა

როგორც მახსოვს უფრო მეტი ღირდა. გაზეთებში ლატარიის ცხრილებიდან ვამბობ, თორემ ჩემი ოჯახი მანქანას ვერ იყიდდა - მაგდენს ვერ იპარავდნენ.

Posted by: Ar-Pharazôn 13 Dec 2017, 09:05
31ის ვარ და არ დამიწყია საერთოდ

სტაჟირებაზე 'მიმუშავია' ისტორიის მუზეუმში, რადგან ერთადერთი რაც მაინტერესებდა ეგ იყო (უხელფასოდ, ბუნებრივია)

მეტი არაფერი

Posted by: Roofus 13 Dec 2017, 09:26
17 წლის. ინტერნეტ კაფეში. 5-7 ლარი მრჩებოდა სმენაზე. სიგარეტი 0.5-1ლ ღირდა და პური 0.50 თეთრი. ყოველი მესამე დღე 24 საათიანი სმენა.

Posted by: Chtulhu_Phtagn 13 Dec 2017, 09:33
QUOTE
18 წლის მესამე კურსზე ვიყავი და მანქანათმშენებლობის ქარხანაში ვმუშაობდი ..................
დირექტორზე მეტი ხელფასი მქონდა


იმიტომაც შექმენით მანქანათმშენებლობის ინდუსტრია და ისეთი ფლაგმანები როგორიცაა ნოლძევიტი და არმატა

თემას რაც შეეხება 22 სლისამ დავიწყე 2012-ში და 200 ლარი მქონდა ხელფასი

სკოლის არდადეგებზე მამაჩემს დავყვებოდი სტროიკაზე, ეგ არ ითვლება

Posted by: dega 13 Dec 2017, 10:25
QUOTE
ზუსტად ვიცი სახელმწიფო ფასი 3 000 მანეთი და რეალურად 12ღირდა

ქვეყანაში სადაც მარილს ვერ იყიდდი, შენ მანქანა იყიდე?

lol.gif lol.gif

Posted by: _thunderstorm_ 13 Dec 2017, 10:52
20 წლიდან უწყვეტი სტაჟი მაქვს...
რა ხეირი მერე ? biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 13 Dec 2017, 11:08
_thunderstorm_
ეე ეგაა უბედურება მაგდენი მუშაობის მერე ხეირი რომ არაა...

Posted by: AZIURI_PAROSANA 13 Dec 2017, 11:24
QUOTE (devcom @ 13 Dec 2017, 07:51 )
AZIURI_PAROSANA
QUOTE
შენ არ ვიცი სად იზრდებოდი მარა ჩვენ ნაყიდი გვქონდა ნოლშესწი

რა ფასში იყიდე უკაცრავად?

ნუ მაბოლებ

ზუსტად ვიცი სახელმწიფო ფასი 3 000 მანეთი და რეალურად 12ღირდა

ქვეყანაში სადაც მარილს ვერ იყიდდი, შენ მანქანა იყიდე?


ვის რამდენი გადაუხადე ქრთამი?

ამას ვგულისხმობ მოპარვაში თორე ჩემი მანქანა მოიპარეო არმითქვია

5-8 ათასი
ჩემი ოჯახი მუშაობდა მაშინ კარგ ადგილებში და კარგი ხელფასებიც ჰქონდათ ჩემო ლამაზო
ქურდი არავინ იყო yes.gif

Posted by: koba1973 13 Dec 2017, 11:38
არც ჩემი ცოლის პაპა ყოფილა ქურდი. ჩემი სიმამრი ჯარიდან რომ ჩამოსულა გარაჟში სულ ახალი 011 დაუხვედრებია მამამისს, თვითონ თვეების 01 ქონია. წელიწადზე მეტს მანქანას არ იჩერებდაო, გაყიდდა აქაურ ფასში, წავიდოდა რუსეთში, იყიდდა თავის ფასს + პატარა მაღარიჩი, დატვირთავდა მოტოციკლ "მურავეის" დეფიციტური დეტალებით და ჩამოვიდოდა. აბა ეხლა ეს ქურდობა ხომ არ არის.

Posted by: TikitaLomos 13 Dec 2017, 11:44
პირველი ფული 16ისამ ვიშოვე. ინგლისურში ვამეცადინე ერაყში წამსვლელი ჯარისკაცები biggrin.gif 50-50 ლარს მიხდიდნენ თვეში და ძალიან გემრიელად მახსენდება.
სამსახური 20 წლისამ დავიწყე, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე ეგრევე. იქედან მოყოლებული სულ ვმუშაობ, მაგრამ საკუთარი თავის რჩენას მაინც ვერ ვახერხებდი, თვის მეორე ნახევარში ოჯახს მივადგებოდი ხოლმე.

ნორმალურშემოსავლიანი, ჩემი მოსაწონი სამსახური ერთი წელია რაც მაქვს. საჭიროების შემთხვევაში ოჯახის რჩენასაც გავქაჩავ. 27ის ვარ.


Posted by: elchi 13 Dec 2017, 11:57
პირველი ხელფასი 12 წლისამ მივიღე.
თბილისელი ბიჭი, სოფელში ხილის მტვირთავად ვმუშაობდი ზაფხულში.
მერე 16 წლისა სტუდენტი გავხდი და სახლში ვთქვი, რომ ჩემთვის ერთი კაპიკი აღარ მოეცათ.
წავედი და ქარხანაში დავიწყე მუშაობა, თან საღამოს დასწრებულზე გადავიტანე საბუთები.
4 წლის შემდეგ კათედრაზე დავიწყე მუშაობა, თან ვსწავლობდი, თან სხვას ვასწავლიდი.
იმის მერე, ძალიან ბევრი ხალხი დგას ჩემს ზურგს უკან, რომლებსაც ჩემი იმედი აქვთ.
არ მეზარება შრომა.
ახლა, მაქვს ჩემი სამშენებლო კომპანია, აბსოლუტურად ყველა ხელსაწყო და ტრანსპორტი, ასევე ყველა "საჩიტირეკიაო" აღჭურვილობა.
ავაშენე ულამაზესი სახლი თავის ეზო-კარით, გავულამაზე ცხოვრება ჩემს მეუღლეს.

P.S.ერთია რომ არ მოგვეცა საშუალება მაგ დახატულ ქვეყანაში გვეცხოვრა.

Posted by: Desmond Miles 13 Dec 2017, 12:02
QUOTE (FOOTBALLFAN2017 @ 13 Dec 2017, 00:53 )
ყველა 20 წლის ასაკში როგორ იწყებთ მუშაობს
უნივერსიტეტის დამთავრების მერე ეგრევე smile.gif

მესამე კურსზე დავიწყე მუშაობა.. 2 წელი ნახევარ განაკვეთზე ვიყავი. 3 დღეს ვმუშაობდი, 4 დღე - უნივერსიტეტი.

Posted by: UNEEK 13 Dec 2017, 12:27
16 წლის.
იყო საჭირო სტაჟი, უმაღლესში ჩაბარებისთვის.
ქიმიურ ქარხანაში - ხელფასი ასი მანეთი.
ტელეგრეიკა, კერზის ჩექმები/ტანკისტის ქუდი უფასო. აგრეთვე უფასო ლანჩი მუშათა სასადილოში,
ხორციანი სუფი, ჩაი და პავიდლოიანი პური.

პარალელურად მომზადება ფიზიკა/მათემატიკაში.
რეპეტიტორი 500 მანეთი ღირდა. შედეგი უზარმაზარი.


Posted by: levani169 13 Dec 2017, 13:07
სიმართლეს კი არც ერთი არ წერთ იმაზე თუ "როგორ მოხვდით მანდა" იმ პირველ სამუშაოზე,რა(ვინ) ძალამ მოგისროლათ მაშინ როდესაც ტოტალური უმუშევრობაა და იყო,ერთ დამლაგებლის ადგილას ასი კონკურსანტია და თქვენ ასე უცბად დაიწყეთ სამსახურები,თქვენით მიაღწიეთ ცხოვრებაში და საქმეში წარმატებას? lol.gif lol.gif lol.gif
ერთადერთი აგერ დეგასი მჯერა რომ მაშინ მართლა საჭირო იყო მუშა და შეეძლო უპრობლემოდ დასაქმებულიყო დანარჩენებმა ხელახლა მოიფიქრეთ ლეგენდები,მასე ადვილად ჩავარდებით დაკითხვაზე! biggrin.gif

Posted by: UNEEK 13 Dec 2017, 13:11
levani169
რო მუშაობდა ხო მარა
დირექტორზე მეტი ხელფასი საიდან ქონდა?
საწყობიდან თუ გამოქონდა ღამის შუქზე და აპრადალებდა ტავარს შეილება lol.gif

Posted by: niktagva 13 Dec 2017, 13:25
devcom
QUOTE
ზუსტად ვიცი სახელმწიფო ფასი 3 000 მანეთი

ზუსტად ვიცი, რომ არ იცი.
ზუსტად 5500 მანე|თი ღირდა ყველანაირი სახის ჟიგული.
QUOTE
რეალურად 12ღირდა

ქაჯები 25-საც იძლეოდნენ.

Posted by: koba1973 13 Dec 2017, 13:30
levani169
QUOTE
ერთადერთი აგერ დეგასი მჯერა რომ მაშინ მართლა საჭირო იყო მუშა და შეეძლო უპრობლემოდ დასაქმებულიყო

სარფიანი სამუშაო რომ გეშოვა მაშინაც იყო ფული და კაცი საჭირო. ისე მუშის ადგილი ბევრი იყო მაგრამ "ლევი" რომ გეშოვა ისეთ ადგილს ვინ მოგცემდა მუქთად!

Posted by: sandrikia 13 Dec 2017, 13:46
18 წლის ვიყავი რომ დავიწყე მუშაობა...

Posted by: AIX-500 13 Dec 2017, 13:52
AZIURI_PAROSANA
QUOTE
5-8 ათასი
ჩემი ოჯახი მუშაობდა მაშინ კარგ ადგილებში და კარგი ხელფასებიც ჰქონდათ ჩემო ლამაზო
ქურდი არავინ იყო

ამიტომაც ხარ ქოცი და ვერ ხვდები ვერაფერს, შენ რომ კაცმა გკითხოს უშუქობაც არ იყო ალბათ, იმიტომ რომ სახლში გენერატორი და კომერციული დენი გექნებოდათ.

აი ეგეთი ხალხი ვისაც ეძიკას დროს საკუთარი ადგილი ქონდა მომთბარი და ირგვლივ ყველაფერი ეკიდა დღეს ქოცმმართველობაშია და სძაგს მიშა, იმიტომ რომ მიშას დროს ლუკმას ვერ ყლაპავდნენ რადგანაც კორუბციის და მაქინაციების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.

Posted by: GEORGEXIII 13 Dec 2017, 13:54
მუშაობ აქ მუშაობ და იმაზე ფიქრობ ფული სად იშოვო

Posted by: iliax 13 Dec 2017, 14:15
ადამიანმა უნდა იმუშაოს ცოტა და ეფექტურად დანარჩენისთვის ავტომატიზირებული სისტემები არსებობს და ეს სფერო ყოველდღიურად იხვეწება.

მუშაობა მეათე კლასის ბოლოს დავიწყე ზაფხულში, კომპების აწყობა და პროგრამების ჩაწერა მევალებოდა biggrin.gif 2 თვეში ამოვწურე ჩემი თავი მაგ მიმართულებით. მას მერე კლასიკური გაგებით არ მიმუშავია მაგრამ გაშვებული მაქვს ათამდე წარმატებული პროექტი და ერთი ორი წარუმატებელი sad.gif დილით სამსახურში მისვლის და უკან წამოსვლის დრო წავიდა. სიახლეები დანერგეთ საართველოში ყველა სფეროში შეგიძლია კონკურენტუნარიანი იყო და არაფრის მოგონება არ გჭირდება უბრალოდ უნდა გადმოიღო ტექნოლოგიები დასავლეთიდან პირდაპირ! ახლა როგორ არის საქმე?

ჯერ რაღაცა ხდება, შემდეგ ამ რაღაცას თარგმნიან და ყიდულობენ რუსები, მერე ნერგავენ და მხოლოდ პოზიტიური ფიდფექის შემდეგ ხვდება ქართულ ცნობიერებაში, საბოლოოდ გამოდის რომ რაც არ არის რუსეთში არ არის არც საქართველოში. ეს უნდა შეიცვალოს და ეს უნდა გააკეთოთ თქვენ იმის მაგივრად რომ ყავის დასალევად მიდიოდეთ პრობკით გატენილ ქალაქში, რათა შეასრულოთ ის საქმე რომელსაც სახლის კომპიდანაც გააკეთებდით.

Posted by: AZIURI_PAROSANA 13 Dec 2017, 14:25
AIX-500
ვგიჟდები როცა ადამიანს ყველაფრის პოლიტიზაცია შეუძლია yes.gif

Posted by: AUTOCRAT 13 Dec 2017, 14:38
QUOTE
შენ არ ვიცი სად იზრდებოდი მარა ჩვენ ნაყიდი გვქონდა ნოლშესწი

მაგარი ანეგტოტი გამახსენდა მაგაზე

Posted by: fujita 13 Dec 2017, 17:57
10 კლასი რომ დავამთავრე და მე-11 რომ გადავდიოდი იმ ზაფხულიდან რომ დავიწყე მუშაობა, ვმუშაობ და ვმუშობ
ინტერიერის რემონტზე

Posted by: laxxa 13 Dec 2017, 19:23
შრომა აუცილებელია ჯერ ფულს იშოვი ანუ საკუთარი გექნება და მერე იმას რაც დღეს უკვე მობეზრებული გაქვს ანუ გართობა ახლობლები უფრო იშვიათად მოგიწევს და სიამოვნებასაც უფრო მეტს მიიღებ . ნაშრომი ფული სულ სხვაა ადვილად ვერ დახარჯავ და ისწავლი ფულის ყადრს .

Posted by: ZVIADICH 13 Dec 2017, 22:13

niktagva
QUOTE
ზუსტად 5500 მანე|თი ღირდა ყველანაირი სახის ჟიგული.

no.gif

2106-ის ფასი 9100 მანეთი იყო.
შავ ბაზარზე 11000-დან 15000-მდე. მდგომარეობის მიხედვით
* * *

14 წლიდან. 61-ე პროფტექნიკუმში სწავლისას.
რუსთავში მე-12-ე მიკრორაიონი რომ შენდებოდა ჩვენი ჯგუფი
ლიფტების მონტაჟზე ვმუშაობდით. პირველი ხელფასით ,ზუსტად აღარ მახსოვს,
22 თუ 25 მანეთით ბრაიტნერები ვიყიდე. ფეხბურთის ბუცები.
იმის მერე ვმუშაობ და ვმუშაობ. ძალიან ბევრგან ვარ ნამუშევარი.
ოფიციალური შვებულება არასდროს მქონია facepalm.gif

მაგრამ, რა????

ვარ,რაა...
boli.gif

Posted by: sulo 13 Dec 2017, 23:14
ჩემს ახლობლებს მარწყვის ბიზნესი ჰქონდათ საბჭოთა დროს... ანუ შრომობდნენ ოღონდ ჭკუით...
ერთი წლის მოსავალი 4 ათასი მანეთი გახლდათ...

ჟიგულის ფულის დაგროვება არ გაუჭირდებოდათ როგორც ხვდებით...
და თან პარვის გარეშე...
ეგ არის ეს ბიზნესიც უკანონოდ იყო საბჭოეთში...smile.gif

ისე ეს თემა ძალიან მომეწონა..
"ზარმაცი" ქართველების მშვენიერი მაგალითია...

გამოდის მთელი ფორუმი ბავშვობიდან შრომობს და ამითი ამაყობს კიდეც.

ვამაყობ თქვენით მეგობრებო!!!!!!

Posted by: druncha 13 Dec 2017, 23:39
levani169
QUOTE
სიმართლეს კი არც ერთი არ წერთ იმაზე თუ "როგორ მოხვდით მანდა" იმ პირველ სამუშაოზე,რა(ვინ) ძალამ მოგისროლათ მაშინ როდესაც ტოტალური უმუშევრობაა და იყო,ერთ დამლაგებლის ადგილას ასი კონკურსანტია და თქვენ ასე უცბად დაიწყეთ სამსახურები,თქვენით მიაღწიეთ ცხოვრებაში და საქმეში წარმატებას?

განცხადება ვნახე გაზეთში. მივედი, შემამოწმეს ორი კვირა და დამიტოვეს. არანაირი ნაცნობობა, არანაირი დახმარება. ვინც ვიყავით კოლექტივში, ყველა მასე მოვხვდით.

Posted by: zuziko 14 Dec 2017, 00:10
18 წლისამ დავიწყე პირველი ბიზნესი, არ აღმოვჩნდი მზად ამისთვის და ყველაფერი დრამატულად დამთავრდა. 22 წლის საჯარო სამსახურში წავედი და ვნანობ, ისევ ბიზნესს უნდა გავყოლოდი, კი დავბრუნდი ისევ მაგრამ ბევრი დრო დავლარგე.

Posted by: devcom 14 Dec 2017, 01:22
koba1973
QUOTE
წელიწადზე მეტს მანქანას არ იჩერებდაო



QUOTE
ზუსტად 5500 მანე|თი ღირდა ყველანაირი სახის ჟიგული.

ყველანაირი ჟიგული როგორ ღირდა ერტიდაიგივე ფასი?


01 და 06 06 ის ძრავით? ამას ამტკიცებ? ჩემს პასუხში ციფრები სულ არ არის მნიშვნელოვანი

QUOTE
წავიდოდა რუსეთში, იყიდდა თავის ფასს + პატარა მაღარიჩი, დატვირთავდა მოტოციკლ "მურავეის" დეფიციტური დეტალებით და ჩამოვიდოდა. აბა ეხლა ეს ქურდობა ხომ არ არის.

სპეკულიანტი ერქვა ეგეთ ტიპს და დასჯადი იყო

თემას დაუბრუნდით
* * *
levani169
QUOTE

QUOTE
სიმართლეს კი არც ერთი არ წერთ იმაზე თუ "როგორ მოხვდით მანდა" იმ პირველ სამუშაოზე,რა(ვინ) ძალამ მოგისროლათ მაშინ როდესაც ტოტალური უმუშევრობაა და იყო,ერთ დამლაგებლის ადგილას ასი კონკურსანტია და თქვენ ასე უცბად დაიწყეთ სამსახურები,თქვენით მიაღწიეთ ცხოვრებაში და საქმეში წარმატებას?


მეც გაზეტის განცხადებიტ მივედი პირველ სამსახურში

ჩემტვის ნორმალური ხელფასი რომ შეეთავაზებინათ, ყველა თანამშრომელი გაუშვეს

მე-5 სამინისტროში ვმუშაბ და უამრავ უცხოელთან მიმუშავია
რსად დიპლომიც კი არმოუთხოვიათ

ისეტი რამ ვიცი, რაც ყველას სჭირდება smile.gifდღევანდელსამყაროში

აბა იურისტი ექიმი და ბიზნესი ვედრო მანეთია

Posted by: Infini 14 Dec 2017, 01:37
ყოჩაღ ფორუმო უმუშევარი კაცი სანთლით გახდა საძებნი ეს რა დრო დაგვიდგა ა

Posted by: nodarie 14 Dec 2017, 11:32
აქ ვიღაცამ როგორ დაიწყეთ მუშაობა თავიდანო და მე როგორ დავიწყე მოვყვები biggrin.gif

12 წლის ვიყავი, სოფელში ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა სოფლის საქმიამობებსაც ვაკეთებდი, ხოდა ამ დროს მამაჩემი ქალაქში პურის მცხობელად მუშაობდა, ქალაქი არ იყო ჩემი სოფლიდან შორს და ვუთხარი გამოაგზავნე პურები და აქეთ სოფელში გავყიდი მეთქი, ჯერ ცოტა გამოაგზავნა, ჩემი კლასელიც ავიყოლიე და ბავშვის საგორიალებელი კალიასკით დაგვქონდა ყოველ დილით და საღამოს სამ სოფელში. ქალაქიდან კიდევ 9 საათზე ერთ კომპანიას დაჰქონდა პურები და მაგათვის რომ გაგვეწია კონკურენცია დილის 7 საათიდან ვიწყებდით პურის დარიგებას და 10-ის ნახევარზე სკოლაშიც ვასწრებდით მისვლას.
ნუ ასე ვიმუშავე კაი ხანი და შემდეგ ქალაქში გადავედი საცხოვრებლად, სტუდენტობის დროს თბილისში გადმოვედი და უფრო სერიოზულ რაღაცეებზე ვიფიქრე, ხოდა ასე წვალებით მოვედი დღემდე. დღეს ბევრმა ფორუმელმა იცის რას ვაკეთებ და ბევრს გამოვადექი კიდეც! wink.gif

Posted by: koba1973 14 Dec 2017, 12:15
devcom
QUOTE

ზუსტად 5500 მანე|თი ღირდა ყველანაირი სახის ჟიგული.

ეს მე არ დამიწერია, მე ცხრაათასზე ზემოთ ღირდა მახსოვს, თუმცა ზუსტად რამდენი არ მახსოვს.

QUOTE

QUOTE
წავიდოდა რუსეთში, იყიდდა თავის ფასს + პატარა მაღარიჩი, დატვირთავდა მოტოციკლ "მურავეის" დეფიციტური დეტალებით და ჩამოვიდოდა. აბა ეხლა ეს ქურდობა ხომ არ არის.

სპეკულიანტი ერქვა ეგეთ ტიპს და დასჯადი იყო

ნამდვილად.

QUOTE
ჩემს ახლობლებს მარწყვის ბიზნესი ჰქონდათ საბჭოთა დროს... ანუ შრომობდნენ ოღონდ ჭკუით...
ერთი წლის მოსავალი 4 ათასი მანეთი გახლდათ...

ეს საქმიანობაც აკრძალული იყო. ყოველგვარი ბიზნესი და კერძო საქმიანობა აკრძალული იყო. ჩემი მეზობელი "ჟეშტიანჩიკობდა", ფინგანი დაადგა, ხელსაწყოები ჩამოართვეს და მგონი რაღაც სასამართლოც ქონდა.

ეხლა ვინც ამბობს მაშინ კარგად ვცხოვრობდიო ყურადღებას არ აქცევს ამ ამბებს რადგან ეხლა დანაშაულად არ ითვლება ეგ ამბები. ნუთუ არ გაინტერესებთ რატომ ცხოვრობდა მწონავი და საწყობის გამგე ინჟინერზე კარგად?

Posted by: dega 14 Dec 2017, 12:23
არა რა
ქურდობით ყიდულობდნენ მანქანებსო ლეგენდები რა მაგარია

lol.gif

Posted by: Desmond Miles 14 Dec 2017, 12:47
devcom
QUOTE
ისეტი რამ ვიცი, რაც ყველას სჭირდება


შეიძლება გკითხოთ, რა პროფესიის ბრძანდებით? smile.gif

Posted by: SaNi 14 Dec 2017, 12:51
20

Posted by: რეკეტი 14 Dec 2017, 12:58
7 წლიდან ვმუშაობ , 8-ის რომ გავხდი უკვე ჟიგული მყავდა, 13 წლისას რეინჯი ვიყიდე, 18 წლის რომ გავხდი ჩემ თავს უფლება მივეცი და პორშე კაიანზე გადავედი

ახლა ახალი ლექსუსით დავდივარ და მანქანიდან ვპოსტავ, საჭესთან ვარ, სახლში რომ მივალ უფრო დაწვრილებით მოგიყვებით





Posted by: niktagva 14 Dec 2017, 13:04
ZVIADICH
QUOTE
2106-ის ფასი 9100 მანეთი იყო.
შავ ბაზარზე 11000-დან 15000-მდე. მდგომარეობის მიხედვით

მე კომუნისტებისდროინდელი ფასი დავდე. 90-იან წლებამდე.

QUOTE
2106

ამ წელს რუსების გამოშვებული ჟიგული რატომ უნდა იყიდო?

აააა, როგორც ანტიკვარიატი, არა? biggrin.gif

Posted by: B l a c k J a c k 14 Dec 2017, 13:05
18 წლიდან. პირველი სამუშაო ბიზნეს მომსახურეობის შეთავაზება, პოტენციურ კლიენტთა ბაზის მომზადება და ფლაერების დარიგება იყო.
მერე პროგრამირება, მერე აიტი და წავიდა ლიწინ-ლიწინით :დ

Posted by: koba1973 14 Dec 2017, 13:14
niktagva
QUOTE

QUOTE
2106

ამ წელს რუსების გამოშვებული ჟიგული რატომ უნდა იყიდო?

აააა, როგორც ანტიკვარიატი, არა?

ხუმრობთ თუ 2106 მართლა წელი გგონიათ?
"ნოლშესტი" მასე აღინიშნება.

Posted by: niktagva 14 Dec 2017, 13:18
koba1973
QUOTE
"ნოლშესტი" მასე აღინიშნება.

მართლა?
1970 წლიდან 90-მდე 7 ჟიგული მყავს გამოცვლილი.

Posted by: idallgo 14 Dec 2017, 14:57
წაიკითხავს ამ თემას ვიღაც საშუალო რგოლის იმბეცილოიდი ქოცჩინოვნიკი და ნახავს რო ყველა სკოლის ასაკიდან მუშაობს და ყველა წარმატებულია. მერე ზემდგომებს წარუდგენს ანგარიშს და ისინიც იტყვიან 5% კი არა საერთოდ გაქრა ქვეყანაში უმუშევრობაო. ჯკუა დაუშლით თუ პაპაჩემი ერმილე? smile.gif

Posted by: Infini 16 Dec 2017, 01:09
nodarie
ყოჩაღ შენ ძმაო აი მესმის შრომისმოყვარეობა და რას საქმიანობ თუ საიდუმლო სფეროს არ წარმოადგენს გაგვიმხილე.

Posted by: ევროპელი... 16 Dec 2017, 12:54
11 წლიდან საკუთარ ფულს გამოვიმუშავებდი. ნუ მერა ჯიგრულად მაძლევდა ჩემი ძმა ვითომ საქმის კეთებისთვი. მერე მივხვდი შრომას მაჩვევდა biggrin.gif საკუთარი კომპანია ქონდა კანადაში და თავისუფალ დროს მეც მივყავდი ხოლმე ისეთ სისულელეებს მავალებდა საკანცელარიო ნივთები მომაწოდე ან კალამი და ა.შ და ამაში კაი თანხასაც მჩუქნიდა biggrin.gif ეხლა მე გადმომაბარა ეს კომპანი და ახლა ჩემ შვილს ვუშვრები იგივეს შრომის ფასი ბავშობიდან უნდა იცოდეს

Posted by: baqari1001 16 Dec 2017, 14:43
zuziko
QUOTE
18 წლისამ დავიწყე პირველი ბიზნესი, არ აღმოვჩნდი მზად ამისთვის და ყველაფერი დრამატულად დამთავრდა. 22 წლის საჯარო სამსახურში წავედი და ვნანობ, ისევ ბიზნესს უნდა გავყოლოდი, კი დავბრუნდი ისევ მაგრამ ბევრი დრო დავლარგე.

ჩემი დაწერილი მეგონა უცბად smile.gif
უბრალოდ საჯარო სამსახურის მაგივრად ბანკში წავედი

Posted by: djadbe 16 Dec 2017, 14:58
პირველად პირველი ფული კარგად მახსოვს 10 წლისამ გამოვიმუშავე ფერადი ლითონი ჩავაბარეთ მეგობრებმა , შემდგომში ეტაპი ძნელი იყო ძალიან ისევ მეგორებთან ერთად 16 წლისები ლიმონათებს ვცდილიდით ტრაილერიდან საწყობში ტრაილერზე 100 ლარს გვიხდიდა დღემდე არ ვსვავ იმ ფირმის ლიმონათს :-D. შემდგომი ეტაპი 20 წლიდან ფოტოშოპის სამყარო იყო ძალიან ადვილი და მოსაბეზრებელი, შემდგომი 22 წლის ასაკში დავიწყე მცირე ძალიან მცირე ბიზნესი ახლა 3 მი მაღაზია მაქვს და ამ პერიოდისთვის საკმაოდ წარმატებული სვლა აქვს, ამჟამად 27 წლის ვარ .

Posted by: _მანის_ქაშიო? 16 Dec 2017, 21:00
18 ვიყვი სერიოზული სამსახური ნუ რესტორანში ვმუშაობდიgivi.gif
200ლარი თვეში და საჭმელი უფასო...

2 თვე გავქაჩე და შემდეგ წამოვედი. შემდეგ ვმუშაობდი არასამთოვრობებში და ასეე სახელმწიფო დაწესებულებებში...
ზუსტად 3 წელია მაქვს ჩემი ბიზნესი და არასოდეს ვიმუშავებ სხვის კომპანიაში!

თუმცა,მუშაობამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა! ერთადერთი ეგ შემრჩა მეტი არაფერი up.gif
და ვფიქრობ ეგ მაყუთზე უკეთესი რამეა

Posted by: devcom 2 Jul 2018, 18:58
ოცნების პანორამა დავდგი

Posted by: sanfol 3 Jul 2018, 00:47
_მანის_ქაშიო?
რა ბიზნესი გაქვს არ დაწერ?

Posted by: Dr.Kostava 3 Jul 2018, 00:59
18...............................

Posted by: PAINKILLER 3 Jul 2018, 01:12
21-იდან სტაბილური სამსახური მაქვს ჩემი სპეციალობით, ისე 14 წლისას უკვე მქონდა საკუთარი შრომისგან მიღებული შემოსავალი (მცირე მაგრამ საკუთარი smile.gif )




Posted by: Sie`Hermine 3 Jul 2018, 01:34
19 წლის ვიყავი, იმის მერე ერთი ათი ადგილი გამოვიცვალე სტაჟირებიან-პრაქტიკებიანად
მაინც არ მაქვს ისეთი სამსახური მე რომ მინდა

Posted by: SR-71 3 Jul 2018, 05:13
QUOTE (PAINKILLER @ 3 Jul 2018, 01:12 )
21-იდან სტაბილური სამსახური მაქვს ჩემი სპეციალობით, ისე 14 წლისას უკვე მქონდა საკუთარი შრომისგან მიღებული შემოსავალი (მცირე მაგრამ საკუთარი smile.gif )

__________________________________________

Posted by: trojanhorse 3 Jul 2018, 10:35
19 წლის ვიყავი smile.gif მართლაც ეგრეა უბრალო სამუშაოში იძირები კაცი ჭაობია მაგრამ ფული ისე რომ არ მოდის და რაც უფრო ადრე მიეჩვევი მაინც ჩემი აზრით ჯობია რომ მერე არ გაგიჭირდეს

Posted by: Dr.Kostava 3 Jul 2018, 11:49
სამსახური სტრესია რომლისთვისაც გვიხდიან...კორტიზოლის დიდი დოზები, აი რა არის სამსახური...

Posted by: tavtologia88 3 Jul 2018, 12:57
უფროსმა დავიწყე, ასე 20 - 22 წლისამ. შეიძლება უფრო დიდიც ვიყავი

Posted by: assassin23 6 Jul 2018, 12:12
15 წლის ასაკიდან და ეხლა დავფიქრდი საზღვარგარეთ წასვლაზე და იმაზე მეტის მიღება ვიდრე ჩვენს ქვეყანაშია შესაძლებელი
პ.ს. რა თქმა უნდა დროებით

Posted by: maiako_mao 6 Jul 2018, 12:41

lol.gif lol.gif 24 წლამდე ვსწავლობდი და მერე როგორც იქნა დავსაქმდი. 32 ლარი მქონდა ხელფასი, მაგას რა დამავიწყებს biggrin.gif აქ რასაც გადავხედე დიდ ხანს გაგრძლებულა ჩემი ბავშვობა popcorn.gif სამაგიეროდ, მას მერე უწყვეტობა მაქვს შრომის წიგნაკში... chest.gif

Posted by: ia-viola 6 Jul 2018, 14:15
ჩემი პროფესით 22-23 წლის ასაკში.

თუმცა, იქამდე რუსთავეილს თეტრი ვმუშაობდი. იდალური სამუშაო იყო სტუდენტისთვის, რომ აღარაფრი ვთქვა სპექტაკლებზე დასწრებაზე.
მახსოვს პირველი ხელფასი - 50 ლარი ავიღე. და იმ პირველი ხელფასით 49 ლარიანი წიგნი ვიყიდე - პროფესიული. 1 ლარი გზის ფულად დამრჩა. ჯერ კიდევ მაშინ, 50 თ ღირდა მარშუტკები.

Posted by: sandroEVO 6 Jul 2018, 14:54
19 წლის ვიყავი, პირველი ხელფასი 2400 ევრო ავიღე 1 თვეში, სამახსოვრო სურათიც მაქვს.

Posted by: Beroname 6 Jul 2018, 16:16
ოფიციალურად 18-19

მანამდე ხის ცეხში მაპახავებდა მამაჩემი gigi.gif

Posted by: ia-viola 6 Jul 2018, 16:48
sandroEVO
QUOTE
19 წლის ვიყავი, პირველი ხელფასი 2400 ევრო ავიღე 1 თვეში, სამახსოვრო სურათიც მაქვს.


სად მუშაოდი ასეთ ადგილას?

მაგდენი ფული ერთად ახლაც არ მაქვს ნანახი.
biggrin.gif lol.gif

თუმცა რა მაცინებს, სასაცილოდ მაქვს საქმე?
vis.gif facepalm.gif

Posted by: რასტრელი 6 Jul 2018, 17:57
16 წლის, ელექტრომექანიკოსად. 64 მანეთი პირველი ხელფასი D

Posted by: zigmundi32 6 Jul 2018, 18:12
Nimrodel
QUOTE
ვერადავერ გავაანალიზე რომ საერთოდ უნდა ვიმუშავო, იმენნა ვერ წარმომიდგენია და აზრსაც ვერ ვხედავ მუშაობაში.
ცვეტში იმ აზროვნებით ვცხოვრობ რომ სანამ მშობლები მინახავენ, მანამდე არ მაქვს აბიზალოვკა 

ტიპს უტრაკებს მამამისი როდემდე გარჩინოო, ტრაკი გაანძრიეო
ეს ეუბნება მაცალე ცოტახანი აგერ შვილები წამოიზრდებიან მალეო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kote91 6 Jul 2018, 19:54
19დან

2კურსზე როგორც კი გადავედი

Posted by: FbAccs 7 Jul 2018, 00:30
15 წლიდან, ყოველ ზაფხულზე, სკოლის არდადეგებზე ვმუშაობდი და ჩემი ფული მქონდა, ძირითადად შავ მუშად მშენებლობაზე და ა.შ, ვყიდდი facebook ექაუნთებს და გვერდებს, 17 წლის ასაკში, 2016 წელს პირველი დანაზოგი პირველი 1000$ მოვაგროვე და პირველი მანქანა ვიყიდე, აბიტურიენტობის ჟამს ახლობელთან ერთად უძრავი ქონების აგენტობასაც ვითავსებდი (მანქანას საწვავი და მოვლა სჭირდებოდა)
ახლა სადაცაა 19 წლის გავხდები, საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობ, ჩემთვის არც თუ ისე ცუდი ხელფასით... აგერ 3 თვიანი გამოსაცდელი ვადაც ამოვწურე და დაზღვევაც ავიღე biggrin.gif თან ვსწავლობ ჩემს მომავალ პროფესიას რომლითაც მერე კარგი კარიერის გაკეთებას ვაპირებ და ვერ ვიტან 40 წლის ბავშვებს რომლებიც ისევ მშობლის კისერზე არიან.

P.S. მთავარია მონდომება და მუშაობა ყოველთვის, ყველა ასაკში შეიძლება
P.P.S. თუ ვინმე უმუშევარი, ინგლისურის კარგად მცოდნე (საუბარი რომ შეეძლოს) ახალგაზრდა კითხულობს ამას, შემიძლია ერთი კარგი ვაკანსიის შემოთავაზება. უმრავლესობა სტუდენტები ვართ, სწავლას მარტივად ვუწყობთ სამუშაოს.

Posted by: gobisha 7 Jul 2018, 08:39
საერთოდ არ მიმუშნავია




ჩაცუცქული ბიჭი ვარ


და სად უნდა ვიმუშაო ?

Posted by: klubnika 7 Jul 2018, 09:12
22 წლიდან ვმუშაობ
7 წელია უკვე
მესამე სამსახურია
პირველში 4 წელი ვიყავი , მეორეში ერთი და ორი წელია აქ ვარ :პ

Posted by: ku123 7 Jul 2018, 16:10
.................................................................

Posted by: ნათია_ბათია 7 Jul 2018, 16:44
smile.gif ეჰ..

17 წლიდან არაპროფესიით..
20 წლიდან პროფესიით. პირველი ხელფასი მქონდა 200 თუ 300 ლარი smile.gif მაგრამ ყველაზე გემრიელი იყო smile.gif

Posted by: ku123 7 Jul 2018, 18:08
..........................................................

Posted by: _Pablo_ 7 Jul 2018, 19:35
მუშაობის რა გითხრათ და 10წლის ვიყავი ბაზარის ზეთით მომარაგება რომ დავიწყე, რამოდენიმე თვეში ყველა ტოჩკა ჩემი იყო და მშობლებს რომ არ გამოვეჭირე კაი კუში მქონდა დაგროვილი biggrin.gif
ფული, თოფი და მოპედი ჩამომართვეს, რამე რუმეები კი შემრჩა მაგრამ ძირითადი კუში ამახიეს facepalm.gif

Posted by: operageo 7 Jul 2018, 21:51
15 წლის ასაკში, ბენზინგასამართ სადგურზე "ზაპრავშიკად" )))) ხურდებს მაძლევდნენ ბენზინი ღირდა თუ სწორედ მახსოვს 35 თეთრი

Posted by: sandroEVO 7 Jul 2018, 23:30
ia-viola
QUOTE
სად მუშაოდი ასეთ ადგილას?


გერმანიის პატარა სოფელში

Posted by: Gio100 8 Jul 2018, 09:50
16-17 წლის, ზეინკალ-ამწყობის მოსწავლე. 200 მანეთამდე
გამოვიმუშავე პირველივე თვეს... smile.gif 1985 წელი, ჯიქიას ქუჩა,
გაერთიანება "ელვა", აი მაგთის ოფისი, რომ არის დღეს...

Posted by: MePilmene 8 Jul 2018, 18:10
ესე 25 წლის ასაკში დავიწყე, ნუ სტაბილურად, თორე მანამდეც ვმუშაობდი ფართ თაიმ ხოლმე პერიოდულად

Posted by: maklareni 8 Sep 2018, 20:20
17 წლისამ დავიწყე პირველად მუშაობა, ხელფასი 200 ლარი smile.gif მერე ემატებოდა ნელა ნელა მას მერე გავიდა უკვე 10 წელი biggrin.gif

Posted by: ladusha2 8 Sep 2018, 22:58
თინეიჯერობიდან ფროფესიონალი სპორცმენი ვიყავი და ცოტ ცოტას მაქედან გამოვიმუშავებდი , თინეიჯერობის ასაკის მერრე შევიცვალე ფროფესია და დღემდე ვმუშაობsmile.gif

Posted by: execution 9 Sep 2018, 04:42
ჩემი პროფესიით ახლა, 21 წლისამ

ისე რამდენიმე წლის წინ, ზუსტად არ მახსოვს

Posted by: ☣♉Anubis♉☣ 9 Sep 2018, 04:48
14...

____________________________


facepalm.gif

Posted by: ramona 9 Sep 2018, 08:30
23
---------------------------------

Posted by: Nome 9 Sep 2018, 14:06
19
-----------------------------

Posted by: OLALA69 9 Sep 2018, 14:11
.....................................16
.

..



.
...





Posted by: Heart_of_Darkness 10 Sep 2018, 22:55
15 წლის ვიყავი, ლიტერატურული ესეების კონკურსში გავიმარჯვე.
პრიზად მერგო 100ლარი,
ვიყიდე ორი წიგნი ხელოვნებაზე, ერთი მეგობარს ვაჩუქე, მეორე ახლაც მაქვს.
იმავე წელს, განცხადებებს ვაკრობდი ლიფტებში და სადარბაზოებში,
შეგროვებული თანხით წიგნებს ვყიდულობდი.
რა კარგი ბავშვი ვიყავი, ენთუზიაზმიანი, ინტერესიანი...

Posted by: ramona 10 Sep 2018, 23:00
Heart_of_Darkness
ყოჩაღ შენ ზმაო. შემოგევლე. მიყვარს მშრომელი ახალგაზრდები

Posted by: SkitterZ 11 Sep 2018, 00:56
17


10 წელი გავიდა, პრიზი მაინც გადმომცენ რამე cry.gif

Posted by: Cypher 11 Sep 2018, 02:49
20 biggrin.gif

8 წელი გასულა ამის დედაც, ჯეკ! biggrin.gif

Posted by: Future> 12 Sep 2018, 15:01
მუშის დამხმარე ვიყავი პირველად summer job -ზე biggrin.gif

ისე ვერ ვახერხებდი სწავლასთან ერთად მუშაობას დღის განაკვეთზე. ლექციები ძალიან საინტერესო იყო და გაცდენად არ ღირდა 200 ლარიანი სამსახური yes.gif

არადა მაშინ ძალიან მინდოდა მემუშავა

მერე ღამის სამსახურთან ერთად მაგისტრატურაც მოვრჩი პლუს სტაჟირება ჩემი განხრით.

მთავარია უსაქმურად არ იჯდეთ ახალგაზრდები და ყველა ეტაპზე რაღაცას სწავლობდეთ.



Posted by: ჯიმ"მორისონი 12 Sep 2018, 17:19
15 წლის რომ ვიყავი
user.gif

ყველაზე ცუდად მახსენდება ფილებს რომ ვათრევდი
mad.gif

Posted by: fork 12 Sep 2018, 18:17
19 წლის ვიყავი...

ანუ უკვე ცამეტი წელია ოფლი გამდის ტრ...ში.
ნუ ორი წელი გამოვაკლოთ:2013-14 წლებში ვიუქმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

Posted by: ramona 12 Sep 2018, 19:30
fork
მოგიგროვდა რამე თანხა ამ ხნის განმავლობაში?

Posted by: კუსლარხევი 12 Sep 2018, 19:47
20 წლიდან .

Posted by: ramona 12 Sep 2018, 20:07
კუსლარხევი
სად ასე ადრე თუ საიდუმლო არაა??????

Posted by: Zuno 25 Mar 2023, 21:28
https://geodezia.ge/ მინდა რო გავაკეთო, ეგეთ სამუშაოს თუ დავიწყებ კარგი იქნება.

Posted by: Nketia1983 25 Mar 2023, 21:42
გვიან დავიწეყ საკმაოდ დ აიმის მერედაც ხსირად ვრ უმუშევარ

Posted by: benito- 26 Mar 2023, 11:21
ოფიციალურად
25 დან

არც მიფიქრია სამსახურზე.
პროსტა მერე ბორბალი უკუღმა წატრიალდა და მაგიტომ მომიწია ესე გვიან.

მამენტ უნდა ითქვას რო ჩვენ თაობას არ ქონდა დიდი პრასვეტი. 2007 ში უნი დავამთავრე მერე სამხედრო ბილეთის არქონა. მიშამ სამხედრო კათედრები გააუქმა და 11 დან კი ვმუშაობ.

დღეს მეტი შანსია სტუდენტებისთვის.
მაშინ სად იყო ესე ხო არ ღადაობ

Posted by: Distortion 26 Mar 2023, 13:44
ოფიციალურად 18 წლიდან.

Posted by: ტუკო 26 Mar 2023, 16:24
1995 დან, 21 ის ვიყავი
მანამდე რავი სწავლას მიქონდა მთელი დრო
რომც არ წაეღო არაფერი სამსახურები არ იყო იმ დროს

Posted by: chele23 26 Mar 2023, 19:01
19 წლიდან...

2005 წელი იყო..



---------------------

Posted by: theodous 26 Mar 2023, 20:27
21
......................................................................

Posted by: ninicool 27 Mar 2023, 12:29
60 წლის ვიყავი და 5 წელიწადში პენსიამაც მომიწია

მანამდე ქმრები უზრუნველმყოფდნენ მატერიალურად

Posted by: Zorro555 27 Mar 2023, 13:25
22 წლიდან. .

Posted by: aabbaa 20 Apr 2023, 21:32
15 წლიდან..

NGO Ში..
ახლა ახალგაზრდებს უფრო მეტი Შანსი აქვᲗ.არის პროგრამები საინტერესო სადაც ᲨეუᲫლიაᲗ დაიწყონ რამდენიმე Თვიანი კონტრაქტებიᲗ.

Posted by: Giorgijee 22 Apr 2023, 13:07
27წ ვიყავ დაცვის სამსახურში, 1დღე ვიმუშავე და წამოვედი

Posted by: Florbelle 19 May 2023, 03:47
27-ის ვიყავი, ზუსტად 1 წელი გავძელი და წამოვედი, ეხლაც უმუშევარი ვარ. რაც უფრო ადრე იქნება პირველი მერე ყველას აყავხარ უკვე და პირიქით, უნივერსიტეტის დედა მ*****ნ მე მაგან ამირია ცხოვრება, არ ჩააბაროთ პირდაპირ მუშაობა დაიწყეთ ახალგაზრდებმა

Posted by: evgena 22 May 2023, 21:15
97-ში, 14 წლის ვიყავი, გაზეთებით ვამარაგებდი პრესის ჯიხურებს და მეტროებში გამყიდველებს.
100 ლარი მქონდა თვეში smile.gif

Posted by: Universe´ 22 May 2023, 23:41
23

:/
არადა მთელი ცხოვრება უსაქმური ვარ და რანაირად...

Posted by: giorgipr 23 May 2023, 12:13
16 წლის ვიყავი რომ დავიწყე დამხმარედ მუშაობა smile.gif

Posted by: Daთa 27 May 2023, 02:31
QUOTE
 რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა?

ის კი მახსოვს რომ 2007-ში დავიწყე, მაგრამ აი რამდენი წლის ვიყავი ეგ აღარ მახსოვს old.gif

Posted by: მაისი 27 May 2023, 17:46
2007 ში დავიწყე , მარა ფულის ყადრი არ ვიცოდი.

Posted by: perelman 27 May 2023, 18:21
შარშან დავიწყე, მიდის ნელნელა, იმედია დავწინაურდები.

Posted by: ელექტროხულიგანი 3 Jul 2023, 02:23
16 წლის ასაკში, 2003-ში, თსუ-ში ჩაბარების წელს.

Posted by: LeONy 12 Jul 2023, 21:42
17 ...................................



Posted by: Mercyful 16 Jul 2023, 17:59
შარშანწინ დავიწყე რესპუბლიკელების დამკვირვებლად, 300 ლარს მაძლევდნენ, მაგრამ დავანებე თავი, სირები გამოდგნენ.

Posted by: Frankens†ein 17 Jul 2023, 22:22
მუშაობის დდშვც biggrin.gif

Posted by: დავით_IV_აღმაშენებელი 17 Jul 2023, 22:39
16 წლის რო გავხდი მაშინ დავიწყე მუშაობა
ეგრევე მეფის თანამდებობა მერგო facepalm.gif


Posted by: Frankens†ein 18 Jul 2023, 10:42
QUOTE (დავით_IV_აღმაშენებელი @ 17 Jul 2023, 22:39 )
16 წლის რო გავხდი მაშინ დავიწყე მუშაობა
ეგრევე მეფის თანამდებობა მერგო facepalm.gif

დაიწყე არა, დაგსვეს თანამდებობაზე, ნეპოტიზმით yes.gif
კობა ნაყოფია რო იყო პარლამენტარი და 20 წლის შვილი მადნეულის დირექტორად ყავდა დანიშნული და 50,000 ქონდა თვეში ხელფასი, მაგ პონტში biggrin.gif

Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 19 Jul 2023, 18:43
ჯარს თუ არ ჩავთვლით რომელიც კონტრაკტზე ვიყავი და ომიც მოვიარე საერთოდ არ მიმუშავაია არსად და სურვილიც ისე რა

Posted by: Rati03 7 Sep 2023, 23:45
19 წლის დავიწყე, მეოთხე კურსის ბოლოს...

ბანკის ფინ. დეპარტამენტში

Posted by: DeeJee 8 Sep 2023, 05:14
არასოდეს მიმუშავაი სტუდენტობის მერე ჯარში ვიყავი კონტრაქტზე მაგი მაინც არ მეთველბა.

Posted by: T-72 Sim1 8 Sep 2023, 20:46
15
.........................|


:/

Posted by: John Jolie 19 Oct 2023, 00:26
23 წლისამ. უნის დამთავრებიდან 6-იოდე თვეში

Posted by: Barbarita0077 9 Jan 2024, 13:29
21 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა და მას მერე ხან ვმუშაობ და ხან არა

Posted by: marimari11 9 Jan 2024, 20:46
22 წლის ვიყავი პირველად რომ დავიწყე მუშაობა 2016 წელს.

ახლა ვფიქრობ და რა ბედნიერი ვიყავი, იმის ფუფუნება რომ მქონდა სტუდენტობისას არ მემუშავა.

Posted by: ჰელგა 15 Jan 2024, 11:39
QUOTE (nimrodel @ 11 Dec 2017, 11:26 )
ნაწილობრივ პოლიტიკურია მოდერ, თუ ეკონომიკა თავზე გვენგრევა, ვინ რას იმუშავებს. დაწერეთ ვინ რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა და თუ საიდუმლო არაა სად. უბრალოდ სტატისტიკა მინდა

მე 20 ვარ და ვერადავერ გავაანალიზე რომ საერთოდ უნდა ვიმუშავო, იმენნა ვერ წარმომიდგენია და აზრსაც ვერ ვხედავ მუშაობაში.
ცვეტში იმ აზროვნებით ვცხოვრობ რომ სანამ მშობლები მინახავენ, მანამდე არ მაქვს აბიზალოვკა  yes.gif

ვიცი, რომ ვცდები უბრალოდ ისე მაქ ჩანერგილი ვერ ვერევი

facepalm.gif



17

ყოჩაღ მე yes.gif







Posted by: Sniki 15 Jan 2024, 11:42
23 ის

ეჰ რა უცებ გავიდა 10 წელი

Posted by: meruemi 15 Jan 2024, 12:05
მე 11 კლასში…………………………………………………………..

Posted by: GEORGEXIII 15 Jan 2024, 13:28
17 წლიდან ვმუშაობ გაუჩერებლად. მარა მაინც არაფერი გამოდის.

Posted by: Beroname 16 Jan 2024, 11:06
13 წლიდან ხის ცეხში მამაჩემთან ზაფხულობით...15 წლის რომ ვიყავით მე და ჩემი მეგობარი დინამოზე სკამებს ვამონტაჟებდით...18 წლიდან დაიწყო და დაიწყო...


Posted by: ukimerioni-61 16 Jan 2024, 15:33
მე-2 კურსიდან, საკონსტრუქტორო ბიუროში, ხელფასი ხელზე თვეში 40 მანეთი

Posted by: Z-owner 16 Jan 2024, 16:50
17 წლიდან.




30 ვერცხლი, კი არა, 30 სიმბოლო.

Posted by: chele23 16 Jan 2024, 20:58
ოფიციალურ სამსახურში 19 წლიდან... თუმცა, ფინანსურად ვალების გარდა არაფერი მომემატა biggrin.gif

Posted by: neocyberman 16 Jan 2024, 21:08
20 წლიდან
....................................

Posted by: Saturnus 16 Jan 2024, 21:24
neocyberman

და ბოლოს როდის გქონდა სამსახური?

Posted by: neocyberman 16 Jan 2024, 21:42
Saturnus
მე ეხლაც ითველბა რომ ვმუშოაბ
ინდმეწარმედ

Posted by: Saturnus 16 Jan 2024, 21:45
neocyberman

QUOTE
მე ეხლაც ითველბა რომ ვმუშოაბ
ინდმეწარმედ


ითვლება რას ნიშნავს? ინდმეწარმედ დარეგისტრირებული რო ხარ ეგ მუშაობაა?

Posted by: neocyberman 16 Jan 2024, 21:49
Saturnus
შეკვეთებს გაზაფხულიდნა ველი,ახალი ვარ ჯრ ამ მხრივ


მამანე 2020 წლამდ ევმუშაბდი ,2020 ლწს მერე აღრა მიმუვია

Posted by: °iki° 17 Jan 2024, 09:50
QUOTE
რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა?

ჯერაც არ დამიწყია :/



Posted by: fork 17 Jan 2024, 17:05
QUOTE
რა ასაკში დაიწყეთ მუშაობა?

21!

მინიმუმ 13-14 წელია რაც წაკუზული ვარ!

Posted by: Mamu72 18 Jan 2024, 00:24
user posted image

maxati.gif vis.gif mg.gif

Posted by: Nanik11 11 Mar 2024, 11:44
ჩემი პირველი სამსახური იყო 18 წლის ასაკში და პრინციპში, არ გავჩერებულვარ მას შემდეგ.

Posted by: irakli.s 14 Mar 2024, 14:21
22 წლის ასაკიდან დავიწყე სამსახური. გამოვიცვალე 4 სამსახური. ანაზღაურებით არ ვარ უკმაყოფილო, მაგრამ ას საუკუნეში მგონია ადამიანმა ისეთი რაიმე უნდა მოიფიქრო, რომ სახლიდან წყნარად, მშვიდად გამოიმუშაო ფული და იყო თავისუფალი. მგონია თავისუფლება ბევრ ბედნიერებას მოიტანს.

Posted by: PartizanMinsk 15 Mar 2024, 18:36
15 წლის ვიყავი როცა თბილისის ერთი მაგარი ტუსოვკების ბარში ვმუშაობდი და დღემდე მაქვს მათთან კავშირი ისე მიყვარს, როგორც მშობლიური ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ვაკეთებ love.gif

Posted by: IirinOK 16 Mar 2024, 00:47
მუშაობას რომ მორჩებით მერე სახლში წადით





მოფსით და დაიძინეთ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)