აგერ სხვა ფორუმზეა თემა და ნახე ყველაფერი წერია!
http://forum.internet.ge/viewtopic.php?t=1...=asc&highlight= * * *
საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონი 1831 წელს შეიქმნა...
მაშინ საფრანგეთს საკმაოდ ბევრი კოლონიები ჰქონდა აფრიკის ტერიტორიაზე და არა მარტო იქ...
ამიტომ იქ მუდმივი აჯანყებების გამო საფრანგეთში შეიქმნა ჯარი რომელიც დაკომპლექტებული იყო არა ფრანგი ადამიანებით ძირითადად იმ კატეგორიით რომლებიც მრავალი დანაშაულისთვის ემალებოდა მართლმსაჯულებას ასევე ომში გამოცდილი ადამიანებით რომლებიც პურის ფულს ვერ შოულობდნენ...
იქ შესვლისას უცვლიდნენ სახელს გვარს და ხდებოდა ადამიანი მეომარი რომელსაც არც სახელი ჰქონდა არც გვარი და არც ეროვნება ...
ანუ მისი სიკვდილის შემთხვევაში სადაც მოკვდებოდა იქვე იხრწნებოდა...
ერთი სიტყვით საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონი იყო კრიმინალების მკვლელთა და ყველანაირად გადაგვარებული ადამიანთა თავშესაფარი იქ მისულ მძებნენ ჟანდარმერიასა და ნებისმიერ პოლიციურ და არა მარტო მათ ლეგიონისადმიანსტრაცია უმალავდა იქ მყოფ ძებნილ ყველაზე საშინელ დამნაშავესაც კი...
მაგრამ დღესდღეობით სიტუაცია შეიცვალა ...
ლეგიონში მოხვედრისთვის საჭიროა რომ ნასამართლევი არ იყო...
რადაგან ინტერპოლიდან ამოწმებენ ამ მთავარ მოთხოვნას...
ლეგიონში მოსახვედრად საჭიროა საფრანგეთში ჩასვლა რადაგან ლეგიონი თავის თავზე არ იღებს შენს იქამდე ჩაყვანას...
საფრანგეთში ჩასვლისთანავე შენ ნებისმიერ ჟანდარმთან მისვლისას საჭიროა მხოლოდ ორი სიტყვის თქმა "LEGION ETRANGERE" და ჩათვალე რომ "მეშოკში" ხარ...
ანუ ნებისმიერი ჟანდარმი ვალდებულია ლეგიონის გადამბირებელ პუნქტამდე მიგიყვანოს ან ტაქსს გაგაყოლოს...
მისი გადამბირებელი პუნქტები კი ძალიან ბევრ ქალაქშია ...
პარიზში...
ნიცაში...
ნანტში...
სტარსბურგი...
ლიონი...
და სხვაგან...
მაგრამ ძირითადად არის 2 მთავარი პუნქტი...
პარიზში და ობანში...
ეს უკანასკნელი ყველაზე მთავარი პუნქტია რადაგან თითქმის ყველა ლეკრუტი იქ ხვდება ...
ობანი მდებარეობს მარსელიდან 10-15 კილომეტრში...
კანდიდატები უნდა იყონ 17 დან 40 წლამდე...
აუცილებელი არაა ფრანგულის ცოდნა რუსულიც ქაჩავს...
მაგრამ თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო მაშინ აუცილებლად უკეთესია რომ ძალიან ბევრი ენა იცოდე მათ შOრის ფრანგული აუცილებელია
--------------------------------------------------------------------------------
საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონს დღესდღეობით შემორჩა 10-მდე ძირითადი ბაზა...
1)
1 პოლკი...
დაარსდა 1831 წელს...
ქალაქი ობანი...
ესაა ძირითადად ლეგიონის შტაბ კორპუსი...
აქაა ყველა ადმინისტრაციული სამსახური მათ შორის ლეგიონის უშიშროების სამსახური იგივე "გესტაპო" რომელიც კანდიდატთა საქმეებს არკვევს...
პოლკის დანიშნულებაა ...
რეკრუტებთან მუშაობა და ლეგიონის ტრადიციების დაცვა...
2)
4 პოლკი...
მისი დისლოცირების ადგილია დანჟუ. კასტელნოდარი...
მისი დაარსების ადგილია მაროკკო (აფრიკა)
აქაა ლეგიონერთა აკადემია სადაცაა ოფიცერთა და სერჟანტთა სკოლები...
3)
1-ჯავსან სატანკო პოლკი...
პოლკის დანიშნულება...
დაზვერვა და ბრძოლა ტანკებთან...
დისლოცირების ადგილი ქ.ორანჟე...
4)
2-მოტომსროლელი პოლკი...
დაარსდა 1841 წელს...
დისლოცირების ადგილი ქ.ნიმი...
შედგება მე-4 ,მე-5 ბატალიონისა და 1 ქვეითი პოლკისგან...
მისი დანიშნულებაა ბრძოლა ტანკებთან და ქვეითებთან...
5)
მე-6 საინჟინრო გამნაღმველთა პოლკი...
დაარსდა 1984 წელს...
6)
მე-2 სადესანტო საპარაშუტო პოლკი...
დაარსდა 1955 წელს
დისლოცირების ადგილია ქ სალვი- კ.კორსიკა...
ამ პოლკის შემადგენლობაში შედიან (CRAP) ესაა ძირითადად ლეგიონის სპეც დანაყოფი აქ ხვდებიან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი რომლებიც ძირითადად ცხელ წერტილებში იგზავნებიან...
"COMMANDOS DE RECHERCHE ET D' ACTION DANS LA PROFONDEUR"...(CRAP)
შედგებიან მხოლოდ ოფიცრებისა და კაპრალებისგან...
7)
მე-3 მოტომსროლელი პოლკი...
დაარსდა 1915 წელს ...
შედგება 1და მე-2 პოლკებისგან...
დისლოცირებულია ფორჟეს ყაზარმებში კურუ-ში საფრანგეთის გვიანაში( სამხ.ამერიკა)...
მის დანიშნულებაშია ამ ტერიტორიაზე არსებული კოსმოსური ცენტრის კონტროლი ...
8.)
მე-5 პოლკი...
მისი ადგილმდებარეობაა ინდოჩინეთში...
კუნძულ მურუროაზე...
წყნარი ოკეანე...
დაარსდა 1930წელს...
9)
მე-13 ნახევარ ბრიგადა...
დაარსდა1940 წელს სიდი-ბელ-აბესში...
დღესდღეობით დისლოცირებულია მონკლერში...ჯიბუტი (აფრიკა)
ლეგიონში დაქირავებულ მებრძოლად მსახურის მსურველი ვალდებულია თავისი ფინანსებით ჩავიდეს საფრანგეთში და გამოცხადდეს ერთერთ ნებისმიერ დამქირავებელ პუნქტში...
ფრანგული ენის აუცილებლობა არაა საჭირო რადგან რუსულიც ქაჩავს თუმცა იქ ასწავლიან ...
ისე კი თუ პატარა ამოსუნთქვა მაინც გსურს რაც უფრო მეტი ენა იცი მით მეტი შანსია წინსვლისა...
წესით როგორც თვით საფრანგეთის ლეგიონის რეკლამატორები ამბობენ 3 წელიწადში ლეგიონერი ხდება საფრანგეთის მოქალაქე ან ორმაგი მოქალაქე (სურვილისდა მიხედვით)
15 წლის შემდეგ კი გადის პენსიაში და ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი სახის კუპიურით გადაერიცხება მისიკუთვნილი პენსია...
ასევე მსახურის დროს დაშავებულები და დასახიჩრებული ლეგიონერებისთვის არსებობს შესაბამისი თავშესაფრები სადაც ვეტერან და დასხიჩრებულლეგიონერებს სიკვდილამდე ინახავენ და უვლიან...
ასევე არის შესაბამისი ტერიტორიები სადაც სახლდებიან ვეტერანი პენსიონერი ლეგიონერები და მევენახეობას და სხვა მიწათმოქმედებას მისდევენ...
პირველი კონტრაქტი 5 წლიანია შემდეგ კი შეგიძლია გააგრძელო 3-1 წლით და ასე შემდეგ...
კონტრაქტის დასრულების შემდეგ ასევე შეგიძლია ლეგიონერმა იმსახურო საფრანგეთის ჟანდარმერიაში და შესაბამის სტრუქტურებში...(რა ვიცი ასე ამბობენ...)
ხო ახლა როგორ მოვხვდეთ და რა იქნება...
ერთი სიტყვით ჩადიხარ საფრანგეთში და მიდიხარ ერთერთ დამქირავებელ პუნქტში ეს რათქმა უნდა მხოლოდ საფრანგეთშია რადგან არ შეიძლება სხვა ქვეყანაში სხვა ქვეყნის სამხედრო დამქირავებელი პუნქტის გახსნა...
მიდიხარ ტაქსისტთან ან ჟანდარმთან და ეტყვი სულ 2 სიტყვას...
LEGION ETRANGERE...
ეს ორი სიტყვა სრულიად საკმარისია რომ შენ უახლოეს დამქირავებელ პუნქტში აღმოჩნდე იმისთვის რომ უსახელო ჯარისკაცთა არმიაში მოხვდე...
გადიხარ ფიზიკურ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო ტესტებს და მისი საბოლოო შედეგებისმიხედვით განაწილებენ შესაბამის დანაყოფებში მანამდე კი...
როდესაც აბარებენ ტესტებს ეძლევათ მწვანე ბერეტები და ფორმებიასწავლიან ლეგიონერის ღირსების კოდექსს
LEGIO PATRIA NOSTRA
და აწერინებენ კონტრაქტს ხელს და ხდებიან ვოლონტიორები...(მგონი სწორად მახსოვს)...
3-თვე სამ თვენახევრის მანძილზე შეუძლია ვოლონტიორს კონტრაქტის დარღვევა...
შემდეგ კი...
ცუდად იქნება მისი საქმე...
სავალდებულო საბრძოლო წვრთნების გავლის შემდეგ მათი კონტრაქტები ძალაში შედის და ლეგიონერის წოდება მინიჭებული დაქირავებულის პირადი საქმეები ლეგიონის არქივში ინახება...
მას ეძლევა ხელფასი უზრუნველყოფილია უფასო ნამდვილად კარგი კვებით, საქართველოს არმიისგან განსხვავებულად უფასო სამედიცინო დაზღვევით და საცხოვრებელით...
ხელფასი ყველა დანაყოფში სხვადასხვა გვარია თავისი დანიშნულებისდა მიხედვით...
დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთის არმიის გამოჩენილი ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი. დაბადების ადგილის მიხედვით მე-19 საუკუნის გამოჩენილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, გენერალ ივანე ამილახვრის (1829-1905) შვილიშვილი იყო...
მისი მამა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასევე სამხედრო მოღვაწე გიორგი ამილახვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისთანავე...
1921 წლამდე დიმიტრი ამილახვარი სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში...
1922 წლიდან მისი ოჯახი დასახლდა პარიზში, სადაც 1926 წელს ამილახვარმა წარჩინებით დაამთავრა სან-სირის ცნობილი სამხედრო სასწავლებელი, რომელიც ითვლება საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სამხედრო სკოლად...
იმავე წელს დაიწყო მისი არც თუ ხანგრძლივი (16-წლიანი), მაგრამ სახელოვანი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში...
1926-1940 წლებში
სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის დასრულებისთანავე ლეიტენანტი დიმიტრი ამილახვარი განამწესეს უცხოური ლეგიონის იმ ბრიგადაში, რომელიც განლაგებული იყო ჩრდილოეთ აფრიკაში...
აქ მან მოიხვეჭა უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცრის სახელი...
მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში...
აქ მსახურობდა ამილახვარი II მსოფლიო ომის დაწყებამდე...
ომის დაწყებისთანავე იგი ჩაირიცხა სიდი-ბელ-აბესში (ალჟირი) შექმნილ მე-13 ნახევარბრიგადაში...
1934 წელს ლეიტენანტი ამილახვარი დაინიშნა აგადირის ზემდეგთა პროფესიული მომზადების სკოლის უფროსად...
1940 წლის მაის-ივნისში ამილახვარი იყო ნარვიკის ცნობილი ბრძოლის აქტიური მონაწილე, რისთვისაც სარდლობამ საბრძოლო ჯვრით დააჯილდოვა...
გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის ,,თავისუფალი საფრანგეთის,, არმიას...
1940-1942
,,თავისუფალი საფრანგეთის,, არმიის ჩამოყალიბებისთანავე ამილახვარი განამწესეს ერიტრეაში...
აქ მან თავი ისახელა ქ. მასაუს აღებისას (1941 წლის 7 აპრილი). აქ მან და მისმა შენაერთმა ხელთ იგდეს იტალიის რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი და რამდენიმე ათეული ტყვე...
ამისთვის მან კიდევ ერთხელ დაიმსახურა მაღალი სამხედრო ჯილდო...
ამის შემდეგ ამილახვარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სირიის კამპანიაში და ხელმძღვანელობდა ქ. დამასკოს აღებას...
ამისათვის საფრანგეთის პროფაშისტურმა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა...
1941 წლის მაისის დამლევს ქართველ ოფიცერს მიენიჭა უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის (კოლონელის) სამხედრო წოდება... იმავდროულად იგი დაინიშნა ნახევარბრიგადის მეთაურად...
ამილახვრის ნახევარბრიგადამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანელი გენერლის ე. რომელის არმიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში...
კერძოდ, მან უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია რომელის არმიას ბირ-ჰაკეიმის 15-დღიან ბრძოლაში, რომელიც სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ,,უდაბნოს ვერდენად,, არის სახელდებული (1942 წლის 26 მაისი - 10 ივნისი)...
ამისთვის გენერალმა დე გოლმა ამილახვარი მხედრული წარჩინების უმაღლესი ნიშნით, - ,,გათავისუფლების ჯვრით,, დააჯილდოვა...
ამილახვარი გმირულად დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს...
იგი დიდი პატივით იქნა დაკრძალული ლიბიის უდაბნოში...
სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით კოლონელი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა ,,საპატიო ლეგიონი,,-ს უმაღლესი ორდენით...
გარდა ამისა, მისი სახელი მიენიჭა სან-სირის სამხედრო აკადემიის 1954-1956 წლების გამოშვებას...
,,საფრანგეთის მთავრობამ ცნობილი სამხედრო სასწავლებლის,- სან-სირის 1954-56 წლის გამოშვებას დაარქვა დ. (ბასზორკა) ამილახვრის სახელობის გამოშვება...
ცნობილია, რომ ასეთი პატივი ენიჭებათ მხოლოდ უაღრესად დამსახურებულ და სახელმოხვეჭილ მხედრებს...
აი ასეთი ცნობილი ადამიანებიც გვყავს ბრატ საქართველოს
მოკლედ სედით და ნახეთ რა...