https://play.google.com/store/apps/details?...eAYa1sQGZk7joCgეს არის ონლაინ თამაში როგორც ანდროიდისთვის ისე აიოუესისთვის. შექმნილია რუსული კომპანიის - Pixonic-ის მიერ
თამაში მულტიპლეიერის სახისაა სადაც 6v6 ბრძოლები იმართება რამდენიმე სახის საბრძოლო ადგილზე
თამაშს აქვს 24 სხვადასხვა სახის რობოტი, რომლებსაც სხვადასხვა მონაცემები და შესაძლებლობები აქვთ. ისინი განსხვავდებიან ვიზუალურად, აქვთ სხვადასხვა სიმძლავრის ჯავშანი (სიცოცხლე) და მოძრაობის სიჩქარე, ზოგს გააჩნია განსაკუთრებული შესაძლებლობა, მაგალითად შეუძლია ახტეს, გააკეთოს აჩქარება, ჰქონდეს შესაძლო ზიანისგან დაცული მხარე...
ასევე ხელმისაწვდომია 20-ზე მეტი სახეობის იარაღი. ეს შეიძლება იყოს ტყვიამფრქვევი, რაკეტმტყორცნი და ა.შ.
რობოტები და იარაღები იყოფიან მსუბუქ, საშუალო და მძიმე სახის კლასებად. შესაძლებელია რობოტების და იარაღების განსხვავებული კომბინაციების გაკეთება
ასევე შესაძლებელია რობოტების და იარაღების გაუმჯობესება მათი დონის აწევით