Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ხ ა შ ი - სად და როდის


Posted by: masai11 1 Oct 2019, 05:33
ხინკალს აქვს თავისი თემა, ბურგერსაც და "დაჟე" სუშისაც (თუ სუშსაც), ხოლო ისეთი მწვავედ აქტუალური და მაკურნებელი კერძი, როგორიცაა ხაში დაგვრჩა უთემოდ yes.gif

გამოვასწოროთ "სიტვაცია" და აჰა,

სად მზადდება კარგი ხაში თბილისში, მის ახლო შემოგარენში, მთელს საქართველოში?
რომელი საათიდან იწყება პაციენტების მიღება და რომელ საათამდე მკურნალობენ, ესეც საჭირო ინფორმაციაა.

გავაზიაროთ საკუთარი გამოცდილება, დავეხმაროთ ხალხს yes.gif

Posted by: vasovaso92 1 Oct 2019, 10:03
ხაში კაია მარა ბევრი ნიორი კუჭს ტკენს boli.gif

Posted by: Darkstalker 10 Oct 2019, 07:02
ზარმაცების ხაში ქსნის ქუჩაზე, დაბლა რო ჩადიხარ სანაპიროზე, აგერ წლებია უკვე გემო არ იცვლება. ერთი დიდი ჩლიქია ქოთანში და 6-7 "პირსახოცი". 24/7-ზე. up.gif


QUOTE
ნიორი

ძალიან მაგარი რამეა, ყველაფერს უხდება მგონი. ამ დილით ხაჭაპურს დავადე ვიჩინის ნაჭერი და ერთი კბილი ნიორი გავკბიჩე ტკბილ ჩაისთან ერთად. უგემრიელესია. biggrin.gif ერთიც უნდა გავიმეორო მაინც სახლში ვარ დღეს.

Posted by: thug 10 Oct 2019, 07:05
QUOTE
ნიორი გავკბიჩე ტკბილ ჩაისთან ერთად


user posted image

Posted by: Darkstalker 10 Oct 2019, 07:29
thug
თქვენი ამერიკული გარლიკი არ ვარგა არაფერში tongue.gif

ქართული მთის ნიორი და კარტოფილი love.gif

Posted by: Perfecto_77 25 Oct 2019, 12:50
ზახარიჩის ხაშიც კაი იყო bis.gif

ახლა არ ვიცი რა ხდება

Posted by: Frankens†ein 14 Nov 2019, 07:54
QUOTE (Darkstalker @ 10 Oct 2019, 07:02 )
ზარმაცების ხაში ქსნის ქუჩაზე, დაბლა რო ჩადიხარ სანაპიროზე, აგერ წლებია უკვე გემო არ იცვლება. ერთი დიდი ჩლიქია ქოთანში და 6-7 "პირსახოცი".  24/7-ზე. up.gif



ცნობილი "ზარმაცების ხაში"...
სისუფთავის მხრივ 1/10 შეიძლება დაეწეროს შეფასება.
თვითონ ხაშის გემოს/ვიზუალს - 3/10...

Posted by: Besa 14 Nov 2019, 10:04
ბორჯომში რომ შედიხარ, რუსთაველის ქუჩაზე იყო, ხის, პატარა სახაშე.
შანსი არ იყო არ შევსულიყავი.
მოაშთეს.
ზარმაცები დიდი ვერაფერი, მაგრამ სხვა უკეთესი არ ვიცი
სახლში მომზადებულს გეახლებით ძირითადად


Posted by: Frankens†ein 14 Nov 2019, 11:31
Besa
QUOTE
სახლში მომზადებულს გეახლებით ძირითადად

მაგას არაფერი ჯობს.
კახეთში რო ჩავდივარ ხოლმე სტუმრად, იქ იციან კარგი ხაში.
თან ძალიან მიყვარს.

QUOTE
ზარმაცები დიდი ვერაფერი, მაგრამ სხვა უკეთესი არ ვიცი

ბოლო დროს ისეთ პახმელიაზე იშვიათად ვარ ხოლმე ხაში რო მჭირდებოდეს, მაგრამ თუ მაინც მაგ დღეში ვარ, ლუდის მოედანში აქვთ ძალიან კარგი ხაში, ბელიაშვილზე.

წლების წინ ზარმაცების საკმაოდ ხშირი სტუმარი ვიყავი, ტერიტორიულადაც ახლოს ვცხოვრობ და ადრე ხშირადაც ვსვამდი და პახმელიაზეც ხშირად გამოვდიოდი ხაშით.
24 საათიანი იყო და ღამითაც შეგეძლო მისულიყავი პახმელიის პრევენციის მიზნით biggrin.gif
თან თავისებური პეწიც აქვს, ვინტაჟური სახაშეა.
თუმცა მაშინ რასაც ყურადღებას არ ვაქცევდი და დღეს ვაქცევ, არის სისუფთავის დაცვის ნორმების საშინელი უგულებელყოფა.
სახალხო კონტროლი თუ რაღაცა როა, მანდ რო შევიდეს, კაი მასალა დახვდებათ სიუჟეტისთვის.

დავიწყოთ იმით, რომ მაგიდაზე გადასაფარებლები არ არის და დანა-ჩანგალი მაგიდაზევე დევს, ყოველგვარი თეფშის თუ ხელსახოცის გარეშე.
სამარილე ძველებური სამარილეებია და ნებისმიერ მაგიდაზე მდგარ სამარილეში წინა სტუმრების ნათითურები ჩანს აშკარად.
პახმელიაზე აკანკალებული ხელით ხაშის ჭამისას ბევრს ექცევა წვნიანი მაგიდაზე, რასაც გაშავებული ჭუჭყიანი ტილოთი გადაწმენდავს მიმტანი უცბად და ახალ დანა-ჩანგალ-კოვზსაც ეგრევე დევს მაგ ჭუჭყიანი ტილოთი გადაწმენდილ ხაშიან მაგიდაზე.
სამზარეულოში არ შემიხედია, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ იქ უარესი ხდება.
და ასეთ სახაშეში, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი დადის და დიდი ოდენობით ხაშის დამზადევა უწევთ, თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ წესიერად არც ასუფთავებენ სახაშე მასალას.
არადა ვისაც სახლში გაუკეთებია ხაში, კი იცის როგორი გასუფთავება სჭირდება.

ლუდის მოედნის ხაში რომ შეადარო ზარმაცებისას, ვიზუალურადაც შეატყობ განსხვავებას.
გაქათქათებულ-გაკრიალებულია ლუდის მოედნის.
სამზარეულოც მოწესრიგებული აქვთ, ზარმაცების სამზარეულოსგან განსხვავებით, გარედენაც ჩანს რომ სისუფთავე მაგრად კიდიათ.

Posted by: Perfecto_77 14 Nov 2019, 12:29
Frankens†ein
QUOTE
სახალხო კონტროლი თუ რაღაცა როა, მანდ რო შევიდეს, კაი მასალა დახვდებათ სიუჟეტისთვის.


იყო შესული სახალხო კონტროლი და ჩემდა გასაკვირად ძალიან დადებითი შეფასებაც მიცეს ზარმაცებს.

რაც მთავარია სამზარეულო და მასალა სუფთა და კარგი იყო.


* * *
აგერ, ა, შენ ხარ ჩემი ბატონი


Posted by: Frankens†ein 14 Nov 2019, 12:48
Perfecto_77
QUOTE
იყო შესული სახალხო კონტროლი და ჩემდა გასაკვირად ძალიან დადებითი შეფასებაც მიცეს ზარმაცებს.

ზარმაცებს თუ კარგი შეფასება მისცეს, აფერისტები ყოფილან ეგენიც.
გამოდის რომ ზოგს წინასწარ აფრთხილებენ და ფულსაც შოულობენ მაგით.

რაც ზემოთ დავწერე, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, არაერთხელ.
QUOTE
დავიწყოთ იმით, რომ მაგიდაზე გადასაფარებლები არ არის და დანა-ჩანგალი მაგიდაზევე დევს, ყოველგვარი თეფშის თუ ხელსახოცის გარეშე.
სამარილე ძველებური სამარილეებია და ნებისმიერ მაგიდაზე მდგარ სამარილეში წინა სტუმრების ნათითურები ჩანს აშკარად.
პახმელიაზე აკანკალებული ხელით ხაშის ჭამისას ბევრს ექცევა წვნიანი მაგიდაზე, რასაც გაშავებული ჭუჭყიანი ტილოთი გადაწმენდავს მიმტანი უცბად და ახალ დანა-ჩანგალ-კოვზსაც ეგრევე დევს მაგ ჭუჭყიანი ტილოთი გადაწმენდილ ხაშიან მაგიდაზე

ბოლოს ვინმე იყო მანდ?
დაწეროს მასეა თუ არა...


გადავავლე თვალ;ი ვიდეოს და რეკლამაა biggrin.gif

Posted by: Perfecto_77 14 Nov 2019, 13:26
Frankens†ein
QUOTE
დავიწყოთ იმით, რომ მაგიდაზე გადასაფარებლები არ არის და დანა-ჩანგალი მაგიდაზევე დევს, ყოველგვარი თეფშის თუ ხელსახოცის გარეშე.

ეს ბევრგააა ასე, რა პრობლემაა. გადასაფარებელი სადაცაა, რა გარანტია გაქვს რო ძაან სუფთა გადასაფარებლებია biggrin.gif

QUOTE
ნებისმიერ მაგიდაზე მდგარ სამარილეში წინა სტუმრების ნათითურები ჩანს აშკარად.

ეგეც ბევრგანაა ეგრე.

QUOTE
პახმელიაზე აკანკალებული ხელით ხაშის ჭამისას ბევრს ექცევა წვნიანი მაგიდაზე, რასაც გაშავებული ჭუჭყიანი ტილოთი გადაწმენდავს მიმტანი უცბად და ახალ დანა-ჩანგალ-კოვზსაც ეგრევე დევს მაგ ჭუჭყიანი ტილოთი გადაწმენდილ ხაშიან მაგიდაზე

თეფშზე დაადებინე შენც ეგრევე biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 14 Nov 2019, 15:00
Perfecto_77
QUOTE
ეს ბევრგააა ასე, რა პრობლემაა. გადასაფარებელი სადაცაა, რა გარანტია გაქვს რო ძაან სუფთა გადასაფარებლებია

დანა-ჩანგალი გადასაფარებლებზეც არ უნდა იყოს.
მითუმეტეს მრავალჯერადი ტილოთი გადაწმენდილ ხაშიან მაგიდაზე.
საბედნიეროდ, არის ბევრი კვების პუნქტი, სადაც იცავენ სისუფთავის წესებს.
გადასაფარებლის პლუსი ის არის, რომ ვიღაცამ რაღაც თუ დააწუწა, ტილოთი ვერ გადაწმენ და უნდა გამოცვალო და გარეცხო.
QUOTE
თეფშზე დაადებინე შენც ეგრევე

წინასწარვე დევს უკვე, მაგიდაზე.
კი შეგიძლია მოატანინო ახალი დანა-ჩანგალი, მაგრამ სადაც ეგეთი მიდგომა აქვთ, რა გარანტიაა, რომ ის ახალი დანა-ჩანგალიც ეგრე არ ეყარა.
QUOTE
ეგეც ბევრგანაა ეგრე.

ხო და მე პირადად ეგეთ ობიექტებში აღარ დავდივარ, როცა არჩევანის საშუალება არის.
თუ არ არის არჩევანის საშუალება, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩვენი იმუნიტეტი შეჩვეულია მსგავს უსუფთაობას.

მაგ სახალხო კონტროლის რეიდს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ წინასწარ ყავდათ ინფორმირებულები და მგონია, რომ ფულს აკეთებენ მაგ საქმით.
ფულის აღებაზე ვერ დავადებ ხელს, შეიძლება არც აუღიათ, მაგრამ წინასწარ რო ყავდათ ინფორმირებული, მაგაში ეჭვი არ მეპარება.

Posted by: Besa 14 Nov 2019, 16:29
Frankens†ein
QUOTE
ბოლო დროს ისეთ პახმელიაზე იშვიათად ვარ ხოლმე ხაში რო მჭირდებოდეს, მაგრამ თუ მაინც მაგ დღეში ვარ, ლუდის მოედანში აქვთ ძალიან კარგი ხაში, ბელიაშვილზე.


კი ვიცი, მაგრამ მანდაც და ბევრგან დილით 7 საათზე ვერ მიხვალ.
გინდა არ გინდა მანდ მივდივარ ისიც თანამეინახეებთან ერთად.

ხაშერიაში აჯიკიან ხაშს მოგართმევენ და გეტყვიან რომ ეს მათი საფირმო ხაშია facepalm.gif

Posted by: Perfecto_77 15 Nov 2019, 11:55
Frankens†ein
სამზარეულოში კი ქვთ სისუფთავე, მაგრამ ხელის დასაბანად შევედი ერთხელ და მაინდამაინც სისუფთავე ვერ იყო biggrin.gif

დანა-ჩანგალზე რასაც ამბობ, სწორი ხარ, განა არ ხარ სწორი მარა სანამ კულტურას და ჰიგიენის სტანდარტებს შემოვიტანთ ქვეყანაში, მოგვიწევს იმის ატანა, რაც შენ აღწერე biggrin.gif

QUOTE
მაგ სახალხო კონტროლის რეიდს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ წინასწარ ყავდათ ინფორმირებულები და მგონია, რომ ფულს აკეთებენ მაგ საქმით.
ფულის აღებაზე ვერ დავადებ ხელს, შეიძლება არც აუღიათ, მაგრამ წინასწარ რო ყავდათ ინფორმირებული, მაგაში ეჭვი არ მეპარება.

არამგონია ეგრე იყოს.. მე რაც ვნახე 99% შემთხვევებში უკიდურესად კრიტიკულები არიან და ვიღას აფრთხილებენ აბა წინასწარ biggrin.gif


Posted by: Frankens†ein 15 Nov 2019, 12:33
Perfecto_77
QUOTE
დანა-ჩანგალზე რასაც ამბობ, სწორი ხარ, განა არ ხარ სწორი მარა სანამ კულტურას და ჰიგიენის სტანდარტებს შემოვიტანთ ქვეყანაში, მოგვიწევს იმის ატანა, რაც შენ აღწერე

თბილისს გარეთ მოგიწევს, მაგრამ თბილისში საკმაოდ ბევრი კვების პუნქტია უკვე, სადაც დაცულია ელემენტარული სტანდარტები.
მარილი რო ღია სამარილეში არ უნდა იყოს და ცხიმიანი ნათითურები არ უნდა ეტყობოდეს, ეგ ელემენტარული სტანდარტის უგულებელყოფაც აღარაა...
და ხის მაგიდაზე წვნიანი რო დაიღვრება, მრავალჯერადი ტილოთი არ უნდა გაამშრალო, მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის.
და მითუმეტეს დანა-ჩანგალი არ უნდა დადო მასე გადაწმენდილ მაგიდაზე.
სპეციალურ შალითებში თუ არ იქნება, როგორც ბევრგანაა უკვე, მინიმუმ თეფშებზე უნდა დააწყო.

საბედნიეროდ არის იმხელა არჩევანი, რომ აღარ ისარგებლო ეგეთი დუქნებით, მკვიდრდება ნელ-ნელა სტანდარტები ჩვენთანაც...

და რო აღარ ისარგებლებ, მოუწევთ თვითონაც რომ შეცვალონ მიდგომა.


ერთ მაგალითს გავიხსენებ,
ჩემი სამსახურიდან გამომდინარე მიწევდა ხოლმე რესტორნების შიდა სამზარეულოების დათვალიერებაც, დაზღვევას რომ აპირებდნენ.
რო მენახა სახანძრო ან სხვა უსაფრთხოების წესები რამდენად იყო დაცული.
და ერთ-ერთ კვების პუნქტში, სადაც არაერთხელ ვარ ნამყოფი და საკმაოდ გემრიელი საჭმელი ქონდა, სამზარეულოში შევედი.
და საშინელება დამხვდა smile.gif ჭუჭყიანი კედლები, მაგიდები მოუწესრიგებელი, სხვადასხვა ნარჩენები ეყარა, ტილოები გაშავებული, კონდიცირება საშინელი, ქვაბები გამურული, ყურადღება მიიქცია ხორცის ფარშმა, რომელიც 90-იანებში რო წითელი ტაშტები იყო, იმაში იდო და თავღია იდგა იქვე სკამზე...
მოკლედ კინაღამ ცუდად გავხდი biggrin.gif
იმის შემდეგ რაღა შემიყვანდა მანდ.



Posted by: max-14 19 Nov 2019, 13:41
user posted image
ხაში კარგია,მთავარია სუფთად იყოს მომზადებული.......

Posted by: DEME_GAMOUSHVI 2 Jan 2020, 15:31
თქვენ თუ სამკურნალოდ მიდიხართ და ჭაჭის ჭიქის და მათლაფის იქითაც რამეს არჩევთ - არ ყოფილხართ სამკურნალოები და რაღას იკლავთ თავს ნივრიანი წვნიანის ჭამით თავს? biggrin.gif



ფხიზელზე შანსი არაა ეგ გლეხების საკვები მივირთვა, დაჟე მაზიანზე

ღომს შევჭამ, მაგას არა gigi.gif

ხაში პროსტა გამთენიის რიტუალია smile.gif

Posted by: soccer28 4 Jan 2020, 17:32
უფ ხაში გაასწორებდა ახლა.......................

Posted by: masai11 16 Mar 2020, 19:39
user posted imageაუ, ეს ახლა ყველანაირად და ყველაფერზე უკეთესი წამალი იქნება რა ....


Posted by: max-14 18 Mar 2020, 21:33
ასეთ ამინდში მისწრებაა ხაში..............

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)