Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ყელის ტკივილი


Posted by: N.G. 4 Feb 2004, 14:14
უკვე მერამდენე დღეს ყელი მტკივა, სტრეპტოციდსაც კი ვღეჭავ იქნებ გამიაროს თქო და არანაირი შედეგი sad.gif
საწუწნი აბები არაფერს მშველის.
იქნებ მირჩIოთ რამე sad.gif

Posted by: forever`s_NEVER 4 Feb 2004, 14:24
N.G.
ყელს სითბო უნდა.
ცხელ ჩაიში (ან რძეში) 1 კოვზი თხის ქონი. ცოტა ამაზრზენი დასალევია, მაგრამ ყველანაირი მედიკამენტის ამაო ცდის მერე, მხოლოდ ამან მიშველა.

Posted by: N.G. 4 Feb 2004, 14:28
forever`s_NEVER
მაკა ნამდვილად ვიცი მაგას ვერ დავლევ sad.gif
რაიმე სხვა არ იცი sad.gif

Posted by: forever`s_NEVER 4 Feb 2004, 15:12
N.G.
ოქეი smile.gif
მაშინ ასე: კარგად მოხარშე 2 კარტოფილი (კანგაუცლელი), 1-2 ხახვი, 2 ვაშლი (ასევე კანგაუცლელი).
ეს ნახარში "სოკი" სვი წყლის ნაცვლად. დრეში სამჯერ. ცუდი დასალევი ნამდვილად არ არის,

Posted by: N.G. 4 Feb 2004, 15:15
forever`s_NEVER
კაცო რეებს მასწავლი უდნა დავიხრჩო?? lol.gif

ესენი ერთად უნდა შევურიო ყველაფერი???
კანგაუცლელი კარტოფილი და ხახვის ნახარშიო და ცუდი დასალევი არ არისო sad.gif

Posted by: forever`s_NEVER 4 Feb 2004, 15:19
N.G.
ვაა!?
ვაშლი ტკბილია თავისი ბუნებით, ხახვში რომ შაქარია, მთელ მსოფლიოს არ აქვს ასეთი მარაგი და კარტოფილის სახამებელი კიდო სასარგებლოა smile.gif
ჟასთ თრაი (ერთად უნდა მოხარშო) yes.gif

კიდევ ერთი რეცეპტი:
საღამოს უმ კარტოფილს ამოუღე გული ისე, რომ შიგ 1-2 კოვზი თაფლი ჩადო. დილას ეს სახამაბელით გაჯერებული თაფლი მიირთვი უზმოზე.

კარაბადინ II yes.gif


* * *
სტრეპტოციდის ღეჭვას არ სჯობია ნატურალური ქმნილებები მიირთვა? fig.gif

Posted by: N.G. 4 Feb 2004, 15:25
forever`s_NEVER
QUOTE
კიდევ ერთი რეცეპტი:
საღამოს უმ კარტოფილს ამოუღე გული ისე, რომ შიგ 1-2 კოვზი თაფლი ჩადო. დილას ეს სახამაბელით გაჯერებული თაფლი მიირთვი უზმოზე.

ამას გავაკეთებ 2kiss.gif

Posted by: tikusha 4 Feb 2004, 21:46
forever`s_NEVER
QUOTE
საღამოს უმ კარტოფილს ამოუღე გული ისე, რომ შიგ 1-2 კოვზი თაფლი ჩადო. დილას ეს სახამაბელით გაჯერებული თაფლი მიირთვი უზმოზე.

ეგ რა კარგი რეცეპტია

თაფლი კარგი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ სახამებლით გაჯერებული ნამდვილად არა smile.gif

Posted by: Natosha 4 Feb 2004, 21:53
forever`s_NEVER
QUOTE
საღამოს უმ კარტოფილს ამოუღე გული ისე, რომ შიგ 1-2 კოვზი თაფლი ჩადო. დილას ეს სახამაბელით გაჯერებული თაფლი მიირთვი უზმოზე.

მართლა მაგარია.. smile.gif ისე კი ცხელ კარაქიან რძესაც სვამენ ხოლმე...

Posted by: tikusha 4 Feb 2004, 22:00
Natosha
აუ, რძე დავლიო კაი ჯანდაბას, მაგრამ კარაქიანი რა უბედურებაა

Posted by: Doct0rIN 5 Feb 2004, 00:35
N.G.
საკაიფოდ თბილ 100მლ რძეს + 100მლ ბროჯომი + 2 კოვზი ნატურალური თაფლი. ცხელი უნდა იყოს იმ ტემპერატურამდე რამდენიც გესიამვნება და ნელ-ნელა დალიე.
თუ არ გაგიარა შოთა ჯაფარიძესთან წადი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 თუ 10 სართულზეა. smile.gif

Posted by: NAVARA 9 Feb 2004, 14:56
გაფილტრული ნავთის წასმა შველის 100%
არც ისე საზიზღარი შეგრძნებაა. მთავარია ნავთი კრგად იყოს გაფილტრული.

Posted by: Natosha 9 Feb 2004, 19:23
NAVARA
QUOTE
გაფილტრული ნავთის წასმა შველის 100%

ბავშვობაში მისმევდნენ გლანდებზე საავიაციო ნავთს... sad.gif
N.G.
კიდევ გტკივა?

Posted by: N.G. 10 Feb 2004, 15:34
NAVARA
Doct0rIN
forever`s_NEVER
Natosha
სპასო ხალხლებო smile.gif

Posted by: sharlot 10 Feb 2004, 18:19
ერთი თვეა ჩემი დილა დოქტორ ტაისით იწყება sad.gif(((

QUOTE
გაფილტრული ნავთის წასმა შველის 100%

გაფილტრული კი არა საავიაციო, და უნდა წაისვა მართლა, ან თაფლთან ერთად უნდა შეჭამო ყელში დასველებით.

ჩემს ბეზობელს ვიღაცამ ასწავლა და დედა-შვილი ცუდად იყვნენ, საავიაციო ნავთი არ ქონდათ, არც თაფლი, ხოდა მიუშახუნეს ერთმანეთს ჭიქები და ხუხეს ნავთი. 2 დღე პირქვე ეყარნენ puke.gif

Posted by: tikusha 10 Feb 2004, 22:05
sharlot
QUOTE
ხოდა მიუშახუნეს ერთმანეთს ჭიქები და ხუხეს ნავთი. 2 დღე პირქვე ეყარნენ 

ზოგი რა უდონოა

Posted by: dewid 10 Feb 2004, 23:23
აუ მე მტკივა ყელი ოღონდ ნავთის დალევა ნაღდად არ მინდა სხვა რამე უკეთესი არ იცით?

Posted by: zviangi 17 Feb 2004, 06:30
N.G.
შენი გლანდები სადაა? smile.gif

Posted by: Natosha 19 Feb 2004, 19:04
N.G.
ნიი.. ბოლოს და ბოლოს რა გიშველა? help ხალხო ცუდად ვარ... ყელი მტკივა( ჩასუნთქვისას ისეთი გრძნობა მაქვს გეგონება ყელში დანას მისმევენ, და თუ ღრმად ჩავისუნთქე ხველება მეწყება), სიცხე მაქვს, მამცივნებს...

Posted by: tazo200X 19 Feb 2004, 19:21
Natosha
sad.gif((((რა მოგივიდა გოგო ჰა:(რძე დალიე კარაქით და მოგეშვება..როგორ ხარ?

Posted by: Natosha 19 Feb 2004, 19:31
tazo2004
აუუ... მაგას ვერ დავლევ sad.gif ცოცხალი ვარ smile.gif

Posted by: tazo200X 19 Feb 2004, 19:33
Natosha
ჩემზე არ ითქმის..მაგარი ნიტო ვარ იმენნო დღეს რა..რომ დავაგვიანე სასჯელს ავირტყავ..

Posted by: Natosha 19 Feb 2004, 19:34
tazo2004
წამო იქით თემაში smile.gif(ჩვენ რომ ვიცით... ჭორბიურო და რამე smile.gif )

Posted by: zviangi 24 Feb 2004, 07:06
Natosha
კიდე თუ კტკივა ალოე გახეხე,გაცურე და თაფლში აურიე და ჩამე
გეთ ველ სუნ smile.gif

Posted by: Natosha 24 Feb 2004, 12:21
zviangi
QUOTE
გეთ ველ სუნ

smile.gif დიდი მადლობა smile.gif გადამიარა ყელის ტკივილმა უკვე, მაგრამ მაინც ძაააალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: zviangi 24 Feb 2004, 23:17
Natosha
უ ველქამ smile.gif

Posted by: Don Tera 25 Feb 2004, 01:56
zviangi
ექიმო, ექიმო... და ლუმინალი არ უშველის? ჰა? smile.gif

Posted by: zviangi 25 Feb 2004, 08:31
Don_Tera
QUOTE
ექიმო, ექიმო... და ლუმინალი არ უშველის? ჰა? 

ეგ კაცებისაა biggrin.gif

Posted by: Guess`Who 25 Feb 2004, 08:46
ოო მაგათ ბროწეულის წვენები შველით gigi.gif

Posted by: Don Tera 25 Feb 2004, 18:26
zviangi
Guess`Who
QUOTE
ეგ კაცებისაა

QUOTE
ოო მაგათ ბროწეულის წვენები შველით

spy.gif ოყნით არა?!

Posted by: zviangi 26 Feb 2004, 01:25
QUOTE
ოყნით არა?!

ქე გცოდნია biggrin.gif

Posted by: Serioznaia-krasotka77 31 Aug 2005, 16:36
ყელი მტკივა და ........მაქ ჩახლეჩილი.
რძე და ლიმნიანი ჩაი გასაგებია, მაგრამ წამლები დამიწერეთ რა აქ.

ექიმთან წასვლა ან მისი მოყვანა მეზარება, 2 დღეა თბილისში ჩამოვედი და რა დროს ეგაა

Posted by: W6W 31 Aug 2005, 16:58
Serioznaia-krasotka77
თუ არ იცი ყელი რისგან გტკივა,წამლების ასე უპრაკონოდ დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი.მიდი ექიმთან

Posted by: DOLPHIN 31 Aug 2005, 17:19
Serioznaia-krasotka77

არ არის აუცილებელი, რომ ყელის ტკივილის გამო ექიმს ეახლო, ან წამლები ყლაპო! user posted image
(რა თქმა უნდა დიდ ხანს თუ არ გაგიგრძელდა, რაც იმედია, გამორიცხულია.)
რადგანაც ახალი ჩამოსული ხარ, ჰაერის გამოცვლისა და ადაპტაციის ბრალი იქნება. დალიე ერთი ჭიქა არაყი, მერე კი ლიმონი მიაყოლე ერთი ნაჭერი (სასურველია თაფლით). დღეში სამჯერ-ოთხჯერ და მეორე დღეს ჩიტივით იჭიკჭიკებ! user posted image დამიჯერე, საკუთარ თავზე გამომიცდია!

Posted by: Serioznaia-krasotka77 31 Aug 2005, 17:59
W6W
როგორ არ ვიცი ვიცი რისგანაც

სადაც ვისვენებდი საღამოობით მაგრა ციოდა იქ

DOLPHIN
გაიხარე




წამლების დასახელება თუ შეუძლია ვინმეს დაწერეთ, გავეცნოთ პროდუქციას
მე ისეთი ბალტუშკა ადამიანი ვარ არაა გასაკვირი რომ ყელი ჩემი სუსტი წერტილია


იმდენი რაღაცა დავწერეთ მგონი ჯობია შეგახსენოთ რომ თემა გაიხსნა წამლების დასასახელებლად smile.gif
წამლები დავასახელოთ წამლები
ნეოანგინი იდიოტობაა, აბა შემდეგი

Posted by: Beliar 31 Aug 2005, 18:04
აუ მეც როგორ გავცივი ამ ზაფხულში რა! sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: Rainbow89 31 Aug 2005, 19:00
Serioznaia-krasotka77


კაცმა ხომ გითხრა რაც უნდა ქნა ქენი და ეგაა რადა მეორე დღეს მართლა კარგად იქნება ყველაფერი ან კიდე ვაფშე არაფერი არც გააკეთო არც დალიო და მაქსიმუმ ერთ კვირაში ყველაფერი რიგზე იქნება

Posted by: Dido 1 Sep 2005, 10:57
Serioznaia-krasotka77
ყელისტკივილის კარგი წამალია შალფეი ცე ვიტამინით

Posted by: Serioznaia-krasotka77 1 Sep 2005, 12:03
Dido
Dido

Dido



რა არის ყველა უჯრაში ჩემს ნიკს რომ იმეორებენ ისედაც გავიგებთ smile.gif biggrin.gif













პს.ისე მე ერთადერთი ფორუმელი არ ვარ პმ ში ყველა გაციებას უჩივის





და მე რაც შემეხება ახლობლების დაჟინებით ვსვამ ლაზოლვანს რომელიც სულაც სხვა შემთხვევისთვისაა გამოსაყენებელი და არა ყელის ტკივილზე

Posted by: Dido 1 Sep 2005, 14:27
QUOTE
Dido
Dido

Dido



რა არის ყველა უჯრაში ჩემს ნიკს რომ იმეორებენ ისედაც გავიგებთ 

spy.gif boli.gif ეტყობა არ მოგწონს შენი ნიკი და თვალში გხვდება biggrin.gif ნიჩვო baby.gif

Posted by: Serioznaia-krasotka77 1 Sep 2005, 22:17
Dido

აბა რა თავიდან რომ ვირჩევდე კი არ დავწერდი


ჩემი სახელით არ დამარეგისტრირა





არა მაგაზე არაა უბრალოდ უაზრობააა , ჩემი თემაა და ისედაც იასნია რომ მე მომმართავენ yes.gif
რაღად უნდა გამეორება ან სხვამ რომ წაიკითხოს გრეხია? smile.gif

Posted by: sharlot 10 May 2006, 13:09
მოკლედ, წლები მაწუხებდა ყელსი ტკივილი ,დაბალი სიცხეები გადაბმულად და ამოვიჭერი ის საშინელი გლანდები 5 თუ 6 წლსი შემდეგ. და არიქა, ამოვისუნთქე თქო რომ ვიფიქრე თურმე სად ხარ. ცოტა ხანი შემეშვა და ახლა ისევ შემომეპარა. ზამთრის შემდეგ კი გადაბმულად მტკივა ყელი და დაბალი სიცხე მაქვს ყოველ დღე. მივედი ამ ხეჩინაშვილთან და მერე კი ვინანე რა მიმიყვანა თქო. დიაგნოზი კატარი და წამალი სოდიანი წყალი. FუF.
ის ეჭვი რომ ისევ გლანდები უგულველყოფილია.

ახლა ამდენი რისთვისა ვწერე. შემიბრაეთ და ვინემ კარგი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის მისამართი მითხარით.

Posted by: daitio 10 May 2006, 13:24
ვაკე. მე-9 საავადმყოფო
პაატა ქაცარავა

Posted by: sharlot 10 May 2006, 13:25
QUOTE
ვაკე. მე-9 საავადმყოფო
პაატა ქაცარავა

მშვენიერი, ეგ ერთი.

სხვა?

მე-9 საავადმყოფო ხეჩინაშვილის კლინიკას რომ ეძახიან?

მანდ კიდევ სუხიაშვილი მითხრეს, როგორია?

Posted by: apachi 10 May 2006, 13:25
sharlot
შესაწყალოო...
რაფერ ხარ რა გაგჭირვებია??
დაბერდით ტუ რაია მეც შენს დღეშI არ...
ყველაფერი არა მარა სასტიკ ტკივილს განვიცდი წელის არეში sad.gif

Posted by: kala 10 May 2006, 13:42
sharlot
ყელი თუ გკვივა ORBIT-ს მენტოლიანი კამფეტი დაწუწნე ცოტა მოგეშვება
ყელ-ყურის სპეციალისთს გაესინჯე............... rolleyes.gif

Posted by: ancho 10 May 2006, 14:22
მეცხრეში ხუჯაძე, მესამე სართულზე. კარგი ექიმიაო. smile.gif

Posted by: pudelblack 11 May 2006, 02:37
ყელი მტკივა კი არა უფრომეტად მკაწრის,ყურებში ზუმილი გამდის ( ეს ეხლა დამეწყო)
მტელი თვე მცივა ვიყინები არადა ხალხი უკვე შორტიკებში დადისsad.gif ხოდა დღეს მდურარეში ვიბანავე
მაგრამ საშველი არაფერი .მემგონი დედის ხელი მინდა ან უკვე მკდარი ვარ ვერ მივმხდარვარtongue.gif

ისე თვალებიც მეწვის სულ და რავიცი მემგონი ბებიაჩემი არ კვნესოდა ამდენს მე რომ ვკვნესი.ბეჭებზე მასაჟი მინდა და ვერ მივსულვარ მცივა რა და ეხლა იგ გაიხადე არ გინდა (ისე კაცი დამზილავდა ) მაგრამ მაინც მცივა ყივინები ეხლაც გაყინული მაქვს თითები.ხო მაჯა მტკივა ისევ არდა 4 წლის წინ გიპსში მქონდა ანთება გაქვსო და ეხლა ისევ ისე თუ მექნა ტავსაც მოვიკლავ.34 კვირა გიპპსი როგორია:8
ხოდა მოკლედ ვიწუწუნე კარაგადsad.gif

Posted by: the_lizard_king 12 May 2006, 00:35
ზევახ გვეტაძე ''ლეჩ-კომბინატი''

Posted by: ბაჩუკი 12 May 2006, 20:04
მიქეილ გაბრიელი... ეცადე სამოთხეში მოხვდე,თუ უკვე გვიანი არაა lol.gif

Posted by: PFU 12 May 2006, 21:07
შოთა ჯაფარიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყელყურის განყოფილება...........

Posted by: Kost@ 15 May 2006, 19:24
sharlot
QUOTE
ვაკე. მე-9 საავადმყოფო

მერაბ ადამია

Posted by: BaBajanka 13 Aug 2006, 01:03
მომიტევეთ თუ ასეთი თემა არსებობს, მაგრამ ეჭვი მეპარება.
სერჩს მე ვერ ვამუშავებ, თუ არ მუშაობს?? spy.gif ვერასდროს ვერ ვიყენებ და მერე ბოდიშებს ვიხდი smile.gif

მოკლედ როგორი დამემართა. ექიმთან ვერ წავალ, თუმცა ვიცი, რომ ესაა ყველაზე კარგი გამოსავალი.

უკვე ერთ კვირაზე მეტია ყელი მტკივა მარჯვენა მხარეს ყურისკენ მიმართულებით და თან ყრუდ კი არა, მაგრად, ნერწყვს ვერ ვყლაპავ და მოკლედ ჩვეულებრივად, როგორც ძლიერმა ყელის ტკივილმა იცის.. cry.gif

მაგრამ სულ კი არა, ხანდახან. spy.gif ნუ აი დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ. და თან ეგრევე მეწყება, შესავლების და შეპარვების გარეშე.

სხვა არაფერი არ მაწუხებს და ვერც დავამუღამე, კონკრეტულად რამეზე იწყება თუ არა. ჩაიზე მეგონა, მაგრამ ეგეც არაა. მოკლედ არ ვიცი.

მსგავსი არაფერი გამიგია. არსებობს რამე მსგავსი, თუ რამე მოდერნია? spy.gif

გთხოვთ რა მიპასუხოთ. მორჩენის იმედი აღარ მაქვს რატომღაც, 1,5 თვე მოვითმენ ჩამოსვლამდე მაგრამ სიმსივნე ხომ არ არის? cry.gif

Posted by: ლლევ 13 Aug 2006, 01:05
BaBajanka
აუფ რა არი არ ვიცი მაგრამ მეც ძალიან მაინტერესებს. ერთ ჩემს მეგობარს მსგავსი რამ სჭირდა და ისიც ვერ იგებდა ხოლმე. ასე რომ გიერთდები კითხვაში


Posted by: the_lizard_king 13 Aug 2006, 02:11
BaBajanka
და ექიმთან რატომ ვერ წახვალ? smile.gif

Posted by: BaBajanka 13 Aug 2006, 13:55
the_lizard_king

იმიტომ, რომ საზღვარგარეთ ვარ, ჩვენი დაზღვევა მაგის გადამხდელი არ არის, 80 $-ის ზემოთ იხდიან (ან არ იხდიან, რავი) , ერთხელ უკვე ვიყავი ექიმთან ცისტიტზე smile.gif და გამწეწეს, და მაგდენი 80 $ უკვე უკვე ფიზიკურად აღარ გამაჩნია. რომ მოვკვდე, განწირული ვარ smile.gif

Posted by: mzletamzle 14 Aug 2006, 01:32
კონდიციონერის ქვეშ ხომ არ გიწევს მუშაობა? გაციებული ხომ არ იყავი სანამ ყელის ტკივილი დაგეწყებოდა?

Posted by: BaBajanka 14 Aug 2006, 11:37
mzletamzle


არა, კონდიციონერი თვალით არ მინახავს კარგა ხანია, არც ვენტილატორი, აქ ისეთი სიცივეებია, ევროპა იწვის, მაგრამ აქ ჯემპრებით დავდივართ.

გაციებული რა ვიცი, ყელი რომ ამტკივდა, მაგიტომ ვიფიქრე, რომ გაციებული ვარ-მეთქი და ახლა ეჭვი მეპარება, ვერ გავიგე გაციებული ვიყავი თუ არ ვიყავი. cry.gif

გუშინ 5-ჯერ მტკიდა ყელი , დღეს ჯერ 10-ის ნახევარია და ერთხელ უკვე მტკივა. ეჰ რა ვიცი, კი არ მცირდება, იზრდება ყელის ტკივილთა რაოდენობა. smile.gif რა გავაკეთო არ ვიცი sad.gif


Posted by: mzletamzle 15 Aug 2006, 00:04
რა ვიცი, რა ვიცი. მე მტკიოდა ყელი 3-4 თვის განმავლობაში, მაგრამ უფრო ყრუ ტკივილი იყო, მშრალი ტკივილი. სამსახურში კონდიციონერი თავზე მიფრიალებდა და იმის ბრალი იყო, ალბათ. ყოველშემთხვევისათვის, სითხეები დალიე ბლომად (კაფეინი, სიგარეტი, კოკაკოლას, ფანტას და ესეთ რამეებს ერიდე), წყალი განსაკუთრებით. შეიძლება დიჰიდრებული ხარ და მაგან იცის ყელის ტკივილი. უარესს შემთხვევაში, ინფექცია შეიძლება იყოს და მაშინ ანტიბიოტიკი გინდა. თუ უბრალო გაცივებაა, მაშინ თვითონ უნდა გადავიდეს, ხელს თუ შეუწყობ.

Posted by: webdesign 15 Aug 2006, 19:10
თაფლი შველის ყელის ტკივილს! თაფლი შველის პირის ღრუში არსებულ გამონაყარს, ასევე, მე ყელის ტკივილი აღარ ვისი ამას რომ ვხმარობ.

Posted by: alva 16 Aug 2006, 17:27
BaBajanka
შეიძლება ყელი სულაც არ იყოს და ყური იყოს, ეს სამი ხომ გაერთიანებულია ერთმანეთთან. ცადე შემდეგი: თბილი სამედიცინო სპირტი პიპეტკით ჩაიწვეთე ყურში, მერე ბამბა ჩაიდე და გააჩერე ასე 2-4 წუთი, ყურადღება მიაქციე რომ ცხელი არ იყოს რამე არ დაიზიანო, და რაც მთავარია ამ დროის მანძილზე შეიხვიე თბილად

Posted by: BaBajanka 16 Aug 2006, 18:33
ხო, აი ყურისკენ ურტყამს. წეღან სარკეში ვნახე და ის მხარე, რომელიც მტკივა, მოთეთრო ფერისაა უფრო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყელი უფრო მტკივა, ვიდრე ყური.
შეიძლება ეს რომ გლანდი იყოს? თუ სხვა სიმპტომები აქვს?

რა არის ეს რა უბედურებაა, სანამ ვეწეოდი, ყელს არ შევუწუხებივა, დავანებე და გაგიჟდა. ხო არ დამეწყო ისე, ვფიქრობ smile.gif

Posted by: anamch 17 Aug 2006, 13:29
მოკლედ ტუ სითეთრეს შემაჩნევ კიდეებზე (გლანდები ამოჭრილი გაქვს?) გაიკეთე სოდიანი წლის სავლები - აიღე ერთი კოვზი სოდა და 2 წვეთი იოდი გახსენი თბილ წყალსი და იკეთე მისი სავლები...... კიდევ თუ არ გეზარება დაახვიე ბამბა და 5% იოდით დაასაველე და მიმოუსვი შეთეთრებ ულ ადგილებზე .....

მე ეს მშველის!!!

Posted by: Sh0 15 May 2007, 10:18
მოკლედ არც მტკივა

უბრალოდ რაღაცნაირი უსიამოვნო გრძნობაა ყელში, თითქოს მინდა დავახველო კარგად და ვერ ვახველებ biggrin.gif ხოდა
ტრავისილის ტაბლეტები ვიყიდე
გვირილის რაღაცა გამოვივლე ყელში

რავი ნუ არ მშველის... ის გრძნობა არ მაქვს როცა ცივდები, თავიდან რომ გეფხანება ვითომ გლანდები)) არა... უბრალოდ ყელი მაქ აი თითქოს გუშIნ ბევრი ვიყვირე და ჩახლეჩილივით smile.gif

რა იცით ეფექტური? smile.gif

Posted by: tat 15 May 2007, 11:23
მე პირადად სახალხო სიბრძნეების არ მჯეროდა მარა ძალიან ამმტკივდა და არაფერმა არ მიშველა დავიჯერე ამ რეცეპტს და მიშველა.........გაგაეცინება მარა სინჯე აბა:
ერთი სუფრის კოვზი უკაცრავად და ქინძის თესლი ჩაყარე ერთ ღვინის ჭიქა წყალში ადუღე 2 წუთი----გამოივლე რომ შეგრილდება ყელი.....საოცრად ეფექტური აღმოჩნდაsmile.gif

Posted by: Sh0 15 May 2007, 11:25
tat
spy.gif
QUOTE
ქინძის თესლი

უკრცრავად და , ეგ სად ვიშოვო gigi.gif

Posted by: tat 15 May 2007, 11:44
Sho
აი სუნელებს სადაც ყიდიან-ოღონდ დაფქვილი არ იყიდო-იმენნა მწვან-თAმბაქოსფერი შარიკებია და ის. თუ ვაჟAს ძეგლთAნ ცხოვრობ იქ კუთხეში რომ დევნილების ფარდულია( ჩურჩხელები და ჩირები უკიდიათ) იმათგან ვიყიდე

Posted by: Sh0 15 May 2007, 11:47
tat 2kiss.gif
biggrin.gif საინტერესოაა
სულ რომ არ გტკიოდეს მაინც უნდა ცადო კაცმა ესეთი რამ biggrin.gif

პ.ს. ხალხო თუ რამე მომივიდა tat-ს ბრალია ესეიგი დაუბარეთ ჩემებს biggrin.gif

Posted by: tat 15 May 2007, 12:08
Sho
QUOTE
პ.ს. ხალხო თუ რამე მომივიდა tat-ს ბრალია ესეიგი დაუბარეთ ჩემებს

აბა უყურე aba.gif მე სად გამოწმო რომ იმენნა ქინძის თესლს მოხარშავ?..............
ხო კსტაწი-იმას იმედია მიხვდი რომ უნდა გადაწურო და არა ქინძები ახტუნავო პოპკორნივით ხორხშიsmile.gif

ისე ერთხელ გერმანიაში ანგინა დამემართა და 2 ტონა ნაყინი მაჭამეს..............

Posted by: Sh0 15 May 2007, 12:11
tat
QUOTE
აბა უყურემე სად გამოწმო რომ იმენნა ქინძის თესლს მოხარშავ?..............

მე ხომ გენდე, ხოდა შენც მენდე biggrin.gif

QUOTE
ხო კსტაწი-იმას იმედია მიხვდი რომ უნდა გადაწურო და არა ქინძები ახტუნავო პოპკორნივით ხორხში

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: Sh0 15 May 2007, 12:12
ორჯერ დეიპოსტა .

Posted by: ratom86 15 May 2007, 21:38
ყელი მტკივა მე ახლაsad.gifsad.gif



sad.gif

Posted by: Sh0 16 May 2007, 10:29
ratom86
sad.gif

tat
კაკლები ვერ ვიშოვე გუშინ, და დაფქვილით გავაკეთე....ცოტათი მიშველა ეგრევე კი.. ძილის წინ ვქენი
და ახლა გავიღვIძე და ისევ საშინლად მაქვს ჩახრენწილივით.....
დღეს იმ კაკლებიანად ვცდი

რამე ეფექტური არავინ იცით?

Posted by: Shо 18 May 2007, 00:46
აუუუ გავაკეეთეეეეsmile.gif

პირველად რო ვქენი ცოტა დაფქვილი ქინძი ვქენი
დამეორედ მთLიანი კოვზი ჩავყარე
და იმმენა მიშველაsmile.gif))))))))))))))))))

Posted by: revolucioneri 30 Nov 2007, 16:23
სხვისი არ ვიცი და მე სუფთა თაფლი მშველის ყელზე, რაც ეს წავიკიტხე , ყელის ტკივილი არ ვიცი, ღამე ერთ კოვზს ჩავუშვებ და მაქვს მთელი ღამე, დილას, არაფერი მახსოვს. ცადეთ თქვენც.

Posted by: makartkela 4 Dec 2007, 21:42
რა ხდება მაისიდან ნოემბარამდე არავის ტკიოდა ყელიიი? rolleyes.gif


მე მეხუთე დღეა ვხრიალეეებ ...ხმა საერთოდ არ მაქვს... ძალინ კარგი აღმოჩნდა სეპტოლეტე.

Posted by: mtvareuli 26 Jan 2008, 21:17
QUOTE
ყელის ტკივილი

მესამე დღეა მტკივა..... დილით ნერწყვს ძლივს ვყლაპავდი....

ეხლა თავიც ამტკივდა და მგონი სიცხეც მაქვს.....

წავედი, გამოვიძინო მაინც.... mo.gif

Posted by: (e)kaa 13 Nov 2008, 18:45
ხველამ და ყელის ტკივილმა გამიარა, მაგრამ სამი დღეა, ვერ ვლაპარაკობ. შაბათამდე თუ არ დამიბრუნდა ხმა, საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდები.
იქნებ მირჩიოთ რამე. mo.gif (ოღონდ გვირილის ნაყენი არა, რა user.gif)

Posted by: ზვიოსსული 4 May 2009, 15:15
ყოვეელ დილით 2 კვირის განმავლოიბაში
მტკივა ყორყია თუ ყელია
ნერყვის ყლაპვის დროს რომ ტკივილია

საკმარისია წყალი დავლიო
რაიმე წავილუკმო და ვსიო
მეორე დილამდე ფაფუ ტკივილი


რა ჯანდააბაა და როგორ მოვიშორო?

Posted by: Toxic:) 4 May 2009, 16:17
გაციებული გაქვს, რამეს რომ მიირთმევ მერე უბრალოდ ვეღარ გრძნობ, მეც მაქვს ხოლმე ეგრე, იყიდე ამოქსიკლავი და გამოივლე ყელში (არ დალიო უბრალოდ გამოივლე), დღეში 3ჯერ ან 4ჯერ , ერთი ბანკა ორი დღე გეყოფა და გიშველის, მაგაზე უკეთესი საშუალება ყელისთვის არ არსებობს

Posted by: ზვიოსსული 5 May 2009, 11:39
Toxic:)
მადლობა
უფრო ამისთვის
http://forum.ge/?act=ST&f=15&t=33963439
smile.gif

Posted by: gigaloz 26 Oct 2009, 09:45
ყელის ტკივილი როგორ მოვირჩინო ქიმიური წამლების გარეშე??? ყლაპვის დროს არ მიშლის უბრალოდ დილით რო ვიღვიძებ მაგრად მტკივა მერე ნელნელა ცხრება ტკივილი სითხეებს რომ ვიღებ მაგრამ დილას ისევ საშინელი ტკივილია, სხვა სიმპრომები არ მაქვს, შეილება პატარა სიცხე მაგრამ არ გამიზომია baby.gif ქიმიური წამლები ამ ეტაპზე არ მინდა მივიღო და დამეხმარეთ როგორ მოვირჩინო წამლების გარეშე??? წინასწარ დიდი მადლობა!

Posted by: rock in rose 26 Oct 2009, 17:33
gigaloz

მე მაგ დროს სალბის ნახარშს ვივილებ ხოლმე ყელში, იყიდება ეგ მცენარე აფთიაქებში, 1 სუფრის კოვზ სალბის ფოთლებს დაასხავ 1 ჭიქა წყალს და წამოადუღებ, რომ შეგრილდება გამოივლე და ერთი პატარა ყლუპიც დალიე მაგ ნახარშის, ეგრევე შვებას იგრძნობ, მასე გააკეთე 5-6 ჯერ დღეში და ორ დღში მართლა გაგივლის ყელის ტკივილი
რამდენჯერაც წამლებით ვცადე ყელის პრობლემების მკურნალობა, შედეგი არ მქონდა, თან გემოც არ მომწონს მაგათი gigi.gif აი სალბი მართლა ეფექტურია

Posted by: gigaloz 27 Oct 2009, 08:39
QUOTE (rock in rose @ 26 Oct 2009, 17:33 )
gigaloz

მე მაგ დროს სალბის ნახარშს ვივილებ ხოლმე ყელში, იყიდება ეგ მცენარე აფთიაქებში, 1 სუფრის კოვზ სალბის ფოთლებს დაასხავ 1 ჭიქა წყალს და წამოადუღებ, რომ შეგრილდება გამოივლე და ერთი პატარა ყლუპიც დალიე მაგ ნახარშის, ეგრევე შვებას იგრძნობ, მასე გააკეთე 5-6 ჯერ დღეში და ორ დღში მართლა გაგივლის ყელის ტკივილი
რამდენჯერაც წამლებით ვცადე ყელის პრობლემების მკურნალობა, შედეგი არ მქონდა, თან გემოც არ მომწონს მაგათი gigi.gif აი სალბი მართლა ეფექტურია

სალბი ისაა ხო შალფეის რო ეძახიან რუსულად? user.gif

Posted by: aseaisea 27 Oct 2009, 11:45
ვკითხულობდი ახლა ამ პოსტებს და ვეღარ მოვითმინე რომ არ დამეწერა. მთელი ზაფხული მქონდა ყელში უსიამოვნო შეგრძნება და თითქოს მიჭერდა, კატარი იყო და დილით საშინლად მტკიოდა. რამდენიმე ყელყურთან ვიყავი და მათ შორის ხუჯაძესთან. წარმოიდგინეთ თან ნერვოზი მაქვს აკიდებული და თან ეს ყელი და ხუჯაძე ერთ წამიანი გასინჯვის შედეგად ეგრევე ასკვნის რომ გლანდები მაქვს ამოსაჭრელი... ბოდიში თუ ანტირეკლამას ვაკეთებ მაგრამ თავში ავარდნილ ხალხს ვერ ვიტან მაგრამ თავში ავარდნილი ექიმი უკვე საშიშია.
ხოდა მივედი მერე მიშა ჯაშთან და მთელი სამი თვე რომ ვერ მომარჩინეს ამ კაცმა მკურნალობა დამინიშნა 10 დღიანი და ამოვისუნთქე. დამამშვიდა და ზუსტად ამიხსნა ყველაფერი რაც მჭირდა.
გაუმარჯოს მიშა ჯაშს!!! ტელეფონს პმ-ში მოგწერთ თუ გინდათ.

Posted by: rock in rose 27 Oct 2009, 16:42
gigaloz

QUOTE
სალბი ისაა ხო შალფეის რო ეძახიან რუსულად?


კი რუსულად შალფეი ქვია yes.gif

Posted by: Barklai 27 Oct 2009, 17:10
საშინლად მტკივა ყელი, კვირას გავცივდი. ნეო ანგინი და ა.შ. ყველაფერი ვცადე. თაფლიანი რძეც დვლიე sad.gif ვგრძნობ რომ ხმა მიმდის, რაც დაუშვებელია, მირჩევთ რამეს?

Posted by: rock in rose 27 Oct 2009, 21:23
Barklai

იგივეს გირჩევ რაც წინა პოსტში დავწერე, გამოივლე სალბის ნახარში, შედეგს ძალიან მალე ნახავ

ისე ძალიან ბევრი საშუალება ვიცი ყელის ტკივილის დროს, მაგრამ ეს სალბი საუკეთესოა, ასევე შეგიძლია ლიმონი გამოწურო და თბილ წყალში დააზავო, მერე ყელში გამოივლე

Posted by: Barklai 27 Oct 2009, 21:28
rock in rose

დიდი მადლობა. smile.gif)
ლიმონი მაქვს, ახლავე გამოვივლებ.
სალბს ხვალ ვიყიდი.

Posted by: rock in rose 27 Oct 2009, 21:32
Barklai

QUOTE
rock in rose

დიდი მადლობა. ) ლიმონი მაქვს, ახლავე გამოვივლებ.სალბს ხვალ ვიყიდი.


შეგიძლია ასევე თბილ წყალში(დაახლოებით 50გრ წყალი) გააზავო ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ამდენივე სოდა და რამენიმე წვეთი იოდი
ესეც ძალიან ეფექტურია

QUOTE
დიდი მადლობა. )


არაფრის wink.gif

Posted by: lgogokhia 27 Oct 2009, 21:44
Toxic:)
QUOTE
იყიდე ამოქსიკლავი და გამოივლე ყელში

რა სისულელეა და როგორ შეიძლება... ყველა ვარიანტში ექიმთან უნდა მიხვიდე და ანტიბიოტიკი მან უნდა გამოწეროს..

თბილისში ერთ დროს იყიდებოდა ევკალიპტის საწუწნი კანფეტები.. ყველაზე ეფექტური ეგ იყო ჩემთვის...

Posted by: gigaloz 28 Oct 2009, 09:10
rock in rose

გაიხარე დიდი მადლობა! მაგრამ რაც შენ მირჩიე იმის მერე მაგას ვშვები მაგრამ ყელის ტკივილი არ მანებებს თავს sad.gif ხო და დღეს დილით ჩირქი დამიგროვდა უკვე ყელში sad.gif

ხალხო ახლა რამე ეგეთი ვირუსი ხო არ დადის, იმიტომ რომ ნაღდად ვიცი არ გავციებულვარ წინა დღით, უბრალოდ დილით გავიღვიძე და ყელი მტკიოდა საშინლად sad.gif

ხალხო რა უშველო მითხარიიიიიით ძალიან გთხოვთ cry.gif

Posted by: rock in rose 28 Oct 2009, 18:47
gigaloz

QUOTE
გაიხარე დიდი მადლობა!


არაფრის რისი მადლობა smile.gif

QUOTE
ო და დღეს დილით ჩირქი დამიგროვდა უკვე ყელში


უი თუ ასეა საქმე მაშინ სასწრაფოდ ყელ-ყურთან მიდი და გაესინჯე yes.gif

Posted by: gigaloz 29 Oct 2009, 18:08
rock in rose

აზიმაკი დამინიშნა + სეპტოლიტე და ცოტა უკეთ ვარ smile.gif

პ.ს. ძალიან ყურადღებიანი ხარ გაიხარე 2kiss.gif

Posted by: Barklai 29 Oct 2009, 18:11
rock in rose
QUOTE
შეგიძლია ასევე თბილ წყალში(დაახლოებით 50გრ წყალი) გააზავო ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ამდენივე სოდა და რამენიმე წვეთი იოდი
ესეც ძალიან ეფექტურია


ეგ ვიცი. იოდინოლს ვივლებ, იგივე შემადგენლობა აქვს

QUOTE
ძალიან ყურადღებიანი ხარ


მართლაც smile.gif

Posted by: kriketi-1985 29 Oct 2009, 21:43
სამი დღე მტკიოდა ყელი, ჯირკვლები, საფეთქლებიც და კისერსაც ნორმალურად ვერ ვატრიალებდი, მოკლედ, ვცივდებოდი და მალინის ჩაიმ მიშველა, მალინის მურაბა ცხელ წყალში გახსენით და რაც უფრო ცხელს დალევთ (როგორც შეძლებთ), მით უფრო კარგი, ამის გარდა სხვა არანაირი წამალი არ მიმიღია და ახლა კი ვარ ჯანმრთელად! smile.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 10 Nov 2009, 04:18
მე დამემართა ესეთ რამ გუშინ დილით გავიღვიძე და მტკიოდა ყელი ნერწყვის ყლაპვის დროს მარა წყალი ჭამა სიგარეტი და გამიარა დღეს დილით უკვე ტიკივილმა გამაღვიძა და ეხლაც მაგრა მტკივა მარჯვენა მხარეს მარტო მარცხნივ არა და თუთქოს გამობერილიც მაქო, ცივის მიდემა მსიამოვნებს გარედან, და კიდე ნერწყვის გამოყოფა გახშირდა უზომოდ. ერთი 500% ით.

რა შეიძლება იყოს?

რაღაც საწუწნი აბები როა ისნი დავწუწნე არ მიშველა ჩაის ვსვავ თბლის ლიმნიანს დღეს მთელი დღეა მარა საშინლად მტკივა კისერის მოძრაობის დროს ლაპრაკის დროს სიცილის დროს, გაციებული არ ვარ.

Posted by: ana1962 10 Nov 2009, 06:29
კომბოსტოს ფოტოლზე ტაუსვიტ ტაფლი დაიდეტ კელზე და სჰეიხვიეტ საგაოს,დილიტ მოიხსენიტ და ტბილი ტკლიტ გაისუფტავედ.ამას ტუ გააკეტებტ ორი სამი გამე დალიან სჰველის დაცჰირქებულ კელს და საერტოდ კელის ტკივილს.ლიმონიანი ცჰაი ტაფლიტ. კარგია ტკლაპიც. ჯანმრტელობას გისურვებტ.

Posted by: iako24 10 Nov 2009, 16:26
მეც ძალიან მტკივა ყელი და არაფერმა მიშველა, დილიდან ეგრე გავიღვიძე. ერთმა მასწავლა წყალი, ძმარი და არაყი, ერთი-ერთზე უნდა დაასხა კომპრესს და ყელი იმით შეიკრა. ვნახოთ აბა!

Posted by: MAGIC_WOMAN 12 Nov 2009, 12:26
QUOTE
რაც უფრო ცხელს დალევთ

no.gif ცხელის დალევა ყელს ნამდვილად არ უხდება და მალინაც მდუღარეში არ უნდა გახსნა თორემ კარგავს თავის თვისებებს 3-4 წუთი უნდა აცალოთ და მერე.....
ძალიან ცხელისგან კი ყელს დააზიანებთ და ამის მიზეზია ხშირი ფარინგიტი.....

Posted by: aseaisea 12 Nov 2009, 17:19
ხო მეც რომ ვიყავი ექიმთან, თითქოს შვება გვრის ერთბაშად ცხელის დალევა მაგრამ უფრო აღიზიანებს სინამდვილეში.. ლიმონს ვჭამდი მუდამ და ძაან კარგია და მალინაც თბილი, მაგრამ კატარი რომ მქონდა მაშინ ლიმონი არ შეიძლებიდა, მხოლოდ ტრახისანის სიროფი, არც ანტიბიოტიკია და თან ჯანმრთელ უჯრედებს აღადგენს. ვოტ ტაკ

Posted by: just smile19 12 Nov 2009, 17:38
თუ ჩირქი გაქვთ ცხელი არ დალიოთ არც გამოივლოთ


არც სპრეპტოციტი გიშველით


ანტიბიოტიკი დალიეთ და პირველივე დღესვე შეგისუსტდებათ ტკივილი


საწუწნი აბები ჩემი აზრით უარესს შვრება უფრო აშრობს ლორწოვანს

Posted by: Satevari 20 Dec 2009, 23:47
ყელის ტკივილს რა შველის ყველაზე კარგად?

Posted by: E-36 21 Dec 2009, 10:11
ფალიმინტი ტაბლეტი საწუწნი...

იოდინოლი სავლები...

ორასეპტი სპრეი...

Posted by: anarxisti 21 Dec 2009, 10:42
QUOTE (Satevari @ 20 Dec 2009, 23:47 )
ყელის ტკივილს რა შველის ყველაზე კარგად?

ექიმის ნახვა, ყელში ჩახედვით.
თვითმკურნალობას მძიმე გართულებები შეიძლება მოჰყვეს


Posted by: gast 21 Dec 2009, 13:23
ყელის ტკივილის უებარი წამალია სუფთა თაფლი, და საერტოდ თაფლი შველის პირის ღრუში ყველანაირ ანთებებს, ღრძილებს, გამონაყარს, რაც ეს წავიკიტხე და ამას ვაკეტებ არასოდეს ყელი არარ მტკენია.

კიდევ სტაფილოს წვენი+წყალი+თაფლი სასუნთქ ორგანოებზე პენიცილინივით მოქმედებს, ანუ სულ ასუფთავებს სასუნთქ ორგანოებს და ხველებას სპობს.
თავად ცადეთ და ნახავთ.

Posted by: (Mirone)()(Elect) 21 Dec 2009, 13:32
декатилен უძლიერესი წამალია ყელის smile.gif გირჩევთ

Posted by: unknown lady 21 Dec 2009, 14:03
Satevari
QUOTE
ყელის ტკივილს რა შველის ყველაზე კარგად?



შეგიძლია იოდი (10 წვეთი), გლიცერინი(1 ჩაის კოვზი), სოდა, მარილი და ანადუღარი წყალი( 1 ჩაის ჭიქა) გახსნა ერთმანეთში და გამოივლო

Posted by: lgogokhia 21 Dec 2009, 14:19
gast
QUOTE
პენიცილინივით მოქმედებს, ანუ სულ ასუფთავებს სასუნთქ ორგანოებს და ხველებას სპობს.

ანუ პენიცილინი ასუფთავებს სასუნთქ გზებს და ხველის საწინააღმდეგო საშუალებაა?

Posted by: _qaloba_ 21 Dec 2009, 14:32
Satevari


ტუხტის სიროფი იყიდე , მე ძალიან მიშველა და ძალიან ეფექტურია , კარგი გემო აქვს და მალეც მომცა შედეგი


Posted by: aseaisea 21 Dec 2009, 16:05
ტრახისანის სიროფი, არ არის ანტიბიოტიკი, შესაბამისად არ კლავს ჯანმრთელ უჯრედებს, მხოლოდ აღადგენს. და კიდევ მიშა ჯაში, ძაან მაგარი ექიმია, bis.gif

Posted by: tevdore 23 Dec 2009, 22:22
QUOTE
декатилен უძლიერესი წამალია ყელის

+1

Posted by: herbe 25 Dec 2009, 14:39
სულ მტკივა ყელი ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით დილაობით sad.gif

Posted by: Miss secret 29 Dec 2009, 12:21
ამ ბოლო დროს ხშირად მიცივდება ყელი, ერთ მართლაც კარგი საშუალება მასწავლეს - ერთ ჭიქა თბილ წყალში ჩაასხით ერთი სუფრის კოვზი ძმარი და გამოივლეთ პერიოდულად დღის განმავლობაში 2-3ჯერ.....შედეგი მართლაც კარგი აქვს smile.gif

Posted by: Future> 29 Dec 2009, 13:09
ვისაც ყელი გტკივათ აქ რაც დაიწერა ის აკეთეთ... (თაფლი, ევკკალიფტის და სოდიანი სავლები იოდით დღეში 3-3-ჯერ)

ხოდა თუ ამან 1კვირის განმავლობაში არ გიშველათ ისევ ისე გტკივათ ყელი. გაქვთ დაბალი სიცხე მაშინ ჩემი აზრით უმჯობესი იქნება ანალიზებზე წახვიდეეთ...

Posted by: gast 29 Dec 2009, 17:01
lgogokhia
QUOTE
ანუ პენიცილინი ასუფთავებს სასუნთქ გზებს და ხველის საწინააღმდეგო საშუალებაა?

ბოდიშით და თქვენ წაკითხულის შინაარსის გადმოცემა გიჭირთ? biggrin.gif
მე ვთქვი
QUOTE
კიდევ სტაფილოს წვენი+წყალი+თაფლი სასუნთქ ორგანოებზე პენიცილინივით მოქმედებს, ანუ სულ ასუფთავებს სასუნთქ ორგანოებს და ხველებას სპობს.

ანუ ეს რეცეპტი ისეთი ძლიერია სასუნთქ ორგანმოებზე პენიცილინივით მოქმედებს მეტქი, ანუ მაგარი გამწმენდია, ასე წერია იმ წიგნში და რაც მე უკვე გამოვცადე მასეა.

Posted by: FCB-87 10 Apr 2010, 23:24
დიდი ბოდიში ტუ ცუდ ადგილას გავხსენი თემა.
ე.ი 2 დღეა ნერწყვს რო ვყლაპავ საშინლად მტკივა ყელი. sad.gif

სტრეპსილსი მივიღე უკვე მაგრამ არ უშველა
რამე საშუალება არააა sad.gif help.gif

Posted by: Mrs Raycher 10 Apr 2010, 23:28
რამე ანტიბიოტიკი დალიე და გიშველის, მე ეგ საწუწნი აბები არ მშველის და როცა ყელი მტკივდება ანტობიოტიკს ვსვამ..

აფთიაქში იკითხე და მოგცემენ.

Posted by: FCB-87 10 Apr 2010, 23:31
QUOTE (Mrs Raycher @ 10 Apr 2010, 23:28 )
რამე ანტიბიოტიკი დალიე და გიშველის, მე ეგ საწუწნი აბები არ მშველის და როცა ყელი მტკივდება ანტობიოტიკს ვსვამ..

აფთიაქში იკითხე და მოგცემენ.

კარგი დავლევ ეხლავე რამეს sad.gif. მადლობა

Posted by: Bella Moretta9 10 Apr 2010, 23:38
ეგრევე არ გიშველის, რამდენიმე დღე უნდა სვა და აალაგებს ანთებით პროცესს

Posted by: Natuka NGN 10 Apr 2010, 23:38
FCB-87
მოიცადე, მოიცადე, რას ქვია ანტიბიოტიკი მიიღო. რა იცი, იქნებ ვირუსული გაქვს და სულ არ გჭირდება, აიღე სავლებები და ივლე ყოველ 30 წუთში, ევკალიპრის ნაყენი, გვირილის და იოდინოლის. სიცხე გაქვს? ანტიბიოტიკი არც იფიქრო ექიმის გარეშე.

Posted by: FCB-87 10 Apr 2010, 23:42
რავი ოჯახში ტითქმის ყველას ასე აქ ყელი, მგონი ვირუსია რაღაცა ;((. ცუდად ვარ

Posted by: Thandrus 11 Apr 2010, 00:01
FCB-87

სიცხე გაქვს?

ანტიბიოტიკს ნუ დალევ... ისე კი, თბილი ჩაი, ან რამე ასეთი. რაღაც ვირუსული უნდა იყოს ალბათ, მეც ასე მაქვს რამდენიმე დღეა და მომაბეზრა უკვე თავი. ალბათ მალე გაივლის.

P.S.

ანალოგიური თემა არსებობს და იმას ვუერთებ.

Posted by: tamuna_mpt 6 May 2010, 18:44
ვინმემ მიშველეთ..ძალიან მტკივაა და არაფერი არ მშველის : ((
ნერწყვს ვერ ვყლაპავ.. დღეს ჩაიც ვერ დავლიე ისე მტკივა : (( სოდიან წყალსაც ვივლები შედეგი 0.
პლიუს ამას სიცხე, თავის ტკივილი .

გამაყუჩებლებს ვერ ვსვამ თითქმის ვერაფერს.. ანალგინს და მსგავს რაღაცეებს ცუდად მხდის.

სოდიანი წყლის გარდა რა შეიძლება გამოვივლო?

Posted by: just smile19 6 May 2010, 20:50
tamuna_mpt


გლანდები გაქვს?

Posted by: tamuna_mpt 6 May 2010, 20:59
just smile19
კი მაგრამ ამოსაჭრელი არ არისო. ძალიან იშვიათად ვხდები ავად და ეხლა რა დამემართა არვიცი. 12 წლის მერე 38 სიცხე არ მქონია მაქსიმუმ 37.3 მქონდეს და დღეს ამიწია 38 ზე.

Posted by: just smile19 6 May 2010, 21:19
tamuna_mpt


ანგინა გაქვს ჩემი აზრით user.gif

ჩაიხედე აბა გლანდები როგორ გაქვს?



Posted by: rock in rose 6 May 2010, 21:25
tamuna_mpt


უცებ რაც შეგიძლია გააკეთო იმას გირჩევ:

თბილ სოდიან წყალს შეურიე ერთი ჩის კოვზი მარილი და რეამდენიმე წვეთი იოდი, დღეში 5-6 ჯერ გამოივლე

ან

მცენარე სალბი მოადუღე(უებარია, ყველა აფთიაქში იყიდება სალბის ფოთლები) და ეგეც 5-6 ჯერ გამოივლე თბილი

ან არყის კომპრესი გაიკეთე ყელზე, მაგან მიშველა 2 დღის წინ რომ მახრჩობდა ყელი, ახურებს ხახასა და ხორხს და ტკივილი მალე ქრება, დღეში ორჯერ გაიკეთე ეგ კომპრესი და 2 დღეში გაგივლის ყელის ტკივილი, თუ რამე სასწაული არაა


წამლებიდან დოქტორ ტაისის საწუწნმა აბებმა მიშველა ყველაზე კარგად, სხვებიც გამოცდილი მაქვს, მაგრამ დადებითი ეფექტი ყველაზე მეტად ამას ჰქონდა user.gif

Posted by: just smile19 6 May 2010, 21:28
rock in rose


თუ ანგინა აქვს ეგ არ უშველის. თან ანგინის დროს ცხელი არაა რეკომენდებული. ანტიბიოტიკი უფრო უშველის (IMHO) user.gif

Posted by: rock in rose 6 May 2010, 21:42
just smile19

თუ არ აქვს ეგებ დაეხმაროს

smile.gif

ან სხვას გამოადგება ეს რჩევები

Posted by: tamuna_mpt 6 May 2010, 22:53
just smile19
rock in rose
სავლები გავიკეთე და ცოტა თითქოს მიშველა.. ეხლა პირველად უნდა ვჭამო..
სიცხე კიდე მაინც ამდის.. დამწევი დავლიე და იმის მაგივრად რომ დაეგდო 5 ხაზით ამიწია.

ანტიბიოტიკები ძალიან არ მიყვარს ამიტომ ჯობია ხვალამდე მოვიცადო.. იმედი მაქვს რომ უკეთ გავხდები .

მადლობა რჩევებისთვის
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: anano9 7 May 2010, 09:23
რა საშინელებაა ეს ყელის ტკივილი sad.gif დავიტანჯე უკვე 5 დღეა,რა არ დავლიე თხის ქონიც კი მარა მაინც საშინლად მაქვს,ჯერ თავიდან სიცხეები მქონდა და შემდეგ დამიტოვა ყელის ტკივილი,გლანდები მაქვს მაგრამ ამოსაჭრელი არა,იქნებ დამეეხმაროდ რა ჯანდაბის წამალლი დავლიო რომ გამიაროს sad.gif

Posted by: ravi_shen 7 May 2010, 15:15
ეს რაღაც ახალი ვირუსია ?

ყელის ტკივილი და სურდო :|

ჩემ გარშემო ძალიან ბევრია ცუდათ

მე ალერგიულ ფონს ვაბრალებ მეც ასე ვარ მაგრამ მე ალერგიაც მავქვს და უფრო ეგ მგონია და იმათ რა დაემართათ არ ვიცი\\

უკვე ორი კვირაა არაფერი შველით

Posted by: Luka211 29 May 2010, 15:06
მოკლედ ყელი მტიკვა უკვე 6 ე დგეა სიცხე აღარ მაქ მაგრამ მაინც მტკივა რაღაც წამლები დავლიე არ მიშველა,ყველაზე კაი წამალი რომელია ყელისთვის?

Posted by: Thandrus 29 May 2010, 15:10
Luka211

გაგივლის, ნელ-ნელა.

Posted by: Luka211 29 May 2010, 15:17
ყელის ტკივილზე მოწევა შეიძლება?
* * *
უპუპუპ და კიდე
ნერწყვს რო ვყლაპავ ტკივილი ყურებზეც გადადის და ესეთი შეგრძნება მაქ თითქოს დაგუგებული მაქ ყურებიო რატოო?
* * *
უპუპუპ და კიდე
ნერწყვს რო ვყლაპავ ტკივილი ყურებზეც გადადის და ესეთი შეგრძნება მაქ თითქოს დაგუგებული მაქ ყურებიო რატოო?

Posted by: **LEONI** 29 May 2010, 22:42
QUOTE
ყელის ტკივილზე მოწევა შეიძლება?

მოწევამ შეიძლება უფრო გაგიღიზიანოს.

QUOTE
ნერწყვს რო ვყლაპავ ტკივილი ყურებზეც გადადის და ესეთი შეგრძნება მაქ თითქოს დაგუგებული მაქ ყურებიო რატოო?

ანუ ანთებითი პროცესია და ჯობია ექიმს მიაკითხო სანამ უფრო არ გაგიღიზიანდა

Posted by: JERICHO 29 May 2010, 23:25
ყური მტკივა და რა ვქნა მირჩიეთ, სახლში არ მინდა თქმა

Posted by: Luka211 29 May 2010, 23:50
user posted image
ამ ადგილების ტკივილიც დამეწყო cry.gif
ყურები მაქ დაგუბებულისავით კიდე

Posted by: **LEONI** 29 May 2010, 23:51
JERICHO
მარტო გტკივა თუ რამე სხვა სიმპტომებიც გაქვს? მაგალითად გამონადენი ყურიდან ან რამე..

Posted by: just smile19 29 May 2010, 23:56
Luka211

გლანდები გაქვს??

Posted by: JERICHO 30 May 2010, 08:42
**LEONI**

გადამიარა უკვე biggrin.gif მომკალით გუშინ ფორუმზე ყურისტკივილით, უბრალოდ ცოტა წყალი მქონდა შესული მდინარეზე ვიყავი და

Posted by: Luka211 30 May 2010, 09:45
ხალხო 1 ღერი რო მოვწიო გამიაუარესებს? sad.gif(

Posted by: tevdore 30 May 2010, 18:41
QUOTE
წამლებიდან დოქტორ ტაისის საწუწნმა აბებმა მიშველა ყველაზე კარგად, სხვებიც გამოცდილი მაქვს,


აუ ვინმემ მირჩიეთ რა.............
ყველაზე კარგი(ეფექტური) წამალი რომელია ყელის ტკივილის დროს?
არც ეგ მშველის არც სეპტოლეტე, დეკატილენი, ბიოპაროქსი.........დავიღალე რა...

Posted by: tamuna_mpt 30 May 2010, 19:00
Luka211
QUOTE
ნერწყვს რო ვყლაპავ ტკივილი ყურებზეც გადადის და ესეთი შეგრძნება მაქ თითქოს დაგუგებული მაქ ყურებიო რატოო?


აი ზუუუსტად ეგრე მქონდა. საშინელი შეგრძნებააა : (( ძლივს მესმოდა ისეთი დაგუბებული მქონდა ყურები და მტკიოდა.
. რაღაც ვირუსი მქონდა მაღალი სიცხეებით და საშინელი ყელის ტკივილი. თითქმის 2 კვირა ვიყავი ეგრე.. და ბოლომდე ჯერ კიდე არ გამიარა დილაობით ცოტა მაწუხებს მაინც ყელი. ანტიბიოტიკებაც კი არ მიშველა.. ეხლა ნელნელა თავისით გამდის.

Posted by: Luka211 30 May 2010, 21:57
ერიტრომიცინზე ვიზავარ და მშველის და მიხარია baby.gif

Posted by: rock in rose 30 May 2010, 22:25
tevdore
QUOTE
ყველაზე კარგი(ეფექტური) წამალი რომელია ყელის ტკივილის დროს?
არც ეგ მშველის არც სეპტოლეტე, დეკატილენი, ბიოპაროქსი.........დავიღალე რა...


დოქტორ ტაისის ყელის საწუწნი აბები ან მედიფონი

მე ესენი მშველის, მეტი არაფერი

Posted by: just smile19 30 May 2010, 22:31
Luka211


გლანდები გაქვს? იმ სურათზე სადაც ამბობ მტკივაო, სახსრები გტკივა ანუ? მენჯ-ბარძაყის

Posted by: Luka211 30 May 2010, 22:33
QUOTE (just smile19 @ 30 May 2010, 22:31 )
Luka211


გლანდები გაქვს? იმ სურათზე სადაც ამბობ მტკივაო, სახსრები გტკივა ანუ? მენჯ-ბარძაყის

კი მაქვს ეგ ადგილიც ნელა ნელა მიშუშდება

Posted by: just smile19 30 May 2010, 22:42
Luka211

გლანდებზე ჩაახედე ექიმს? როგორ გაქვს? სახსრები რომ გტკივა და თან ყურები მაგის ბრალი შეიძლება იყოს და ანტიბიოტიკის სმა ცოტა ხანს გაგიჩერებს. თან დიდხანს არ შეიძლება

Posted by: tevdore 31 May 2010, 19:25
QUOTE
დოქტორ ტაისის ყელის საწუწნი აბები ან მედიფონი


ვცდი......... smile.gif

Posted by: datmeni 31 May 2010, 22:30
მოკლედ და რაღა მოკლედ, მთელი გამოკვლევები ჩავიტარე ყელის გამო...შეგრძნება მაქვს ყელში ბურთის გაჩხერის, ყოველთვის არა,გრძელდება უკვე მე-6 თვეა, არანაირად არ მტკივა-არასდროს, მაქვს მხოლოდ არაკომფორტული შეგრძნება ყელში და ხან მკერდზე სიმძიმე, ყველაფერი რაც კი ჩავიტარე - ნორმაზეა-(სისხლი,რენტგენი,ბარიუმის ხსნარი,ყელის ექიმი,ენდოკრინოლოგიური)...მიაწერეს ნერვოზს, დამინიშნეს რაღაც ნერვოზზის წამლები დავლიე მაგრამ არაფერი ...იქნებ მირჩიოს ვინმემ რამე დავიღალე ამდენი ანალიზებით და გამოკვლევებით...არავის ქონია ასეთი შემთხვევა ???

Posted by: Luka211 8 Jun 2010, 10:19
ყელი მტკივა 25 მაისის მერე უკვე აღარ შემიძლია ხან მარჯვენა მხარე ხან მარცხენა ეხლა მარცხენა მხარე მტკივა და ნერწყვის გადაყვლაპისას ყურზეც გადადის ტკივილი,მთქნარებაზეც კი მტკივა

Posted by: rock in rose 8 Jun 2010, 20:15
Luka211

დიდ ხანი გამოდის რაც გტკივა, ექიმთან ხარ მისასვლელი სხვას ვერაფერს გეტყვიან აქ...

ისე მკურნალობდი მაგაზე?

Posted by: Luka211 10 Jun 2010, 16:15
rock in rose
მოკლედ ერიტრომიცინს რო ვსვადი გამიარა რა თან რო ვსვავდი წამალს ვეწეოდი და მოწევა ყელის ტკივილის დროს როგორც ვიცი ცუდია ხოდა გამიარა 1-2 დღე მერე ცივი ნაყინი ვჭამე და ამატკია ისევ ეხლა ტფუ ტფუ კარგათ მაქ აღარც ვეწევი და ცივსაც არ ვეკარები

Posted by: ALATRISTE 10 Jun 2010, 18:11
ყელის ტკივილისას გამოივლე "ტრახისანი" სითხე ნახე ინსტრუქცია და მაგის მიხედვით.... ყველაზე მაგარი წამალია.... მალევე მოგირჩება, არ შეჯდეთ ოღონდ ნარკომანებივით biggrin.gif პერიოდულად ექიმიც ინახულეთ gigi.gif

ხო ისე, სიმშრალის საშუალება თუ იცით ვინმემ?

Posted by: aseaisea 10 Jun 2010, 18:21
სიმშრალეზეც კარგია ტრახისანის სავლები, ასევე კარგია იოდინოლის სავლები, ან ლუგოლი გლიცერინით და ქაცვის ზეთი. კიდე ბეტადინის სავლები. მარჯანიშვლის მოედანზე რომ ძველი აფთიაქია იქ ამზადებენ ასეთ სავლებებს და იქ ვყიდულობ ხოლმე. სულ სიმშრალის პრობლემა მაქვს და დამტანჯა უკვე sad.gif

Posted by: ALATRISTE 12 Jun 2010, 15:33
aseaisea
ტრახისანი ვიცი მაგრამ სიმშრალეზე არ მიშველა, გლანდები ამოჭრილი მაქვს და იმის მერე დამეწყო ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სილით მქონდეს ყელი გავსებული.
QUOTE
ლუგოლი გლიცერინით და ქაცვის ზეთი. კიდე ბეტადინის სავლები.

ამათ მოვსინჯავ აბა იქნებ მიშველოს...

Posted by: **LEONI** 12 Jun 2010, 16:04
ALATRISTE
მე ძალიან სწრაფად მშველის ხოლმე მედიფონის ტაბლეტები,შენც სცადე აბა... smile.gif

Posted by: ALATRISTE 14 Jun 2010, 15:39
**LEONI**
გაიხარე, ვსინჯავ ეხლა, ისე არი ხო ყველა აფთიაქში თუ საძებარია?

Posted by: rock in rose 14 Jun 2010, 16:17
ALATRISTE
QUOTE
გაიხარე, ვსინჯავ ეხლა, ისე არი ხო ყველა აფთიაქში თუ საძებარია?


მედიფონი მართლაც კარგია smile.gif კი ყველა აფთიაქში აქვთ

Posted by: Ibiza-La-Pineda 14 Jun 2010, 16:36
სოდიან წყალში ჩააწვეთეთ ორი წვეთი იოდი და გამოივლეთ დღეში 3-4 ჯერ ,და პლიუს მაგას ერიტორმიცინი დაღეჭეთ,მწარე კი არის მარა მაგრად შველის

Posted by: ALATRISTE 14 Jun 2010, 19:25
rock in rose
მადლობთ რჩევისთვის.
Ibiza-La-Pineda
QUOTE
სოდიან წყალში ჩააწვეთეთ ორი წვეთი იოდი და გამოივლეთ დღეში 3-4 ჯერ ,და პლიუს მაგას ერიტორმიცინი დაღეჭეთ,მწარე კი არის მარა მაგრად შველის

რამდენჯერ მაქვს გაკეთებული ეგ ძველი მეთოდი და რაც მე ერითრომიცინი მიყლაპია, ის რომ მქონდეს საშუალო ზომის აფთიაქს გავხსნიდი ერითრომიცინის გაყიდვით თან 4-5 წელი გავქაჩავდი biggrin.gif biggrin.gif
მაინც დიდი მადლობა დახმარებისთვის. up.gif

Posted by: Alice_In_Wonderland 7 Jul 2010, 11:42
ცივმა წყალმა ხმა წამართვა და რა ვქნა, ერთ კვირაზე მეტია არ დამიბრუნდა sad.gif ყელიც მტკივა sad.gif

Posted by: just smile19 7 Jul 2010, 12:11
Alice_In_Wonderland


სტრეპტოციტი ჩაღეჭე
მეზიზღება მეც მაგრამ ყველაზე მეტად ეგ მშველოდა ხოლმე

Posted by: River Jack 7 Jul 2010, 21:02
მე, რომ მომკლა, სტრეპტოციდს ვერ დავღეჭავ. მაგას მირჩევნია, ყელი მტკიოდეს...
1. სცადეთ ფარინგოსეპტი - საწუწნი აბებია ანტიმიკრობული მოქმედების. შოკოლადის გემო აქვს ))
2. ივლეთ სალბის და გვირილის სასიამოვნოდ თბილი (არა ცხელი) ნაყენი ხშირ-ხშირად.
თუ არ გიშველათ, მიბრძანდით ყელ-ყურთან - შესაძლოა, ყელიდან ნაცხის აღება და მიკრობებზე გამოკვლევა დაგჭირდეთ.

Posted by: paradise_seeker 9 Jul 2010, 12:20
მეზობელმა იმდენი მეძახა შენ ჩაგიწყდა ეგ ხმაო, რომ მართლა ჩამიწყდა sad.gif

Posted by: just smile19 9 Jul 2010, 14:22
River Jack
QUOTE
მე, რომ მომკლა, სტრეპტოციდს ვერ დავღეჭავ. მაგას მირჩევნია, ყელი მტკიოდეს...



მეც ასე ვარ biggrin.gif

გლანდების ამოჭრა ვარჩიე ყოველ დღე სტრეპტოციტის ღეჭვას biggrin.gif

Posted by: rock in rose 9 Jul 2010, 20:05
QUOTE
მე, რომ მომკლა, სტრეპტოციდს ვერ დავღეჭავ


მეც

და საერთოდ ვინმეს შველის სტრეპტოციდი? მე რატომღაც მგონია, რომ არა user.gif

Posted by: just smile19 9 Jul 2010, 20:10
rock in rose
QUOTE
და საერთოდ ვინმეს შველის სტრეპტოციდი? მე რატომღაც მგონია, რომ არა




კი კი მე სხვა წამლებზე მეტად მშველოდა ზოგჯერ

მაგრამ არ შემიძLია რააააააა Fუ

Posted by: Lazva 31 Aug 2010, 00:27
რამოდენიმე დღის წინ მოვყევი წვიმაში და ალბათ მაშინ გავცივდი.
მეორე დღეს ყელი ოდნავ მტკიოდა და მსუბუქუ სურდო მქონდა.
გუშინ დილით ცოტა უფრო მეტად მტკიოდა და სურდოც გაძლიერდა, მაგრამ დღის განმავლობაში ყველაფერმა გამიარა და მეგონა მოვრჩი.

დღეს დილით 6 საათზე გამაღვიძა არაადამინურმა ყელის ტკივილმა cry.gif მაქ სურდო, სულ მაცემინებს.

მტკივა გლანდების ადგილი( არა და ამოჭრილი მაქ) და ყურები. შეიძლება ითქვას ყელი არც მტკივა აი ზუსტად გლანდების ადგილი მტკივა და ყლაპვის დროს ეს ტკივილი ამდის ყურებში help.gif help.gif

არასდროს არ მქონია არც ყურის ტკივილი და არც ყელის(ესეთი)
4 წელია სიცხე არ მქონია. ჰა ჰა ზამთარში ოდნავ თუ ტამომტკივდებოდა ყელი ან სურდო მექნებოდა.

რა ჯანდაბა მჭირს? რომელი წამალი დავლიო?

P>შ> ყელი გაწითლებული არ მაქ, ტკივილი კიდე არი მწყველი cry.gif

Posted by: MAIN KAMPF 31 Aug 2010, 00:34
ექიმთან მიბრძანდი, ხვალ ალბათ. ეხლა დალიე ორი ტაბლეტი' პანადოლი'და ტანტუმ-ვერდეს საწუწნი აბები, ან აეროზოლი შეისხურე ყელში

Posted by: Feel_For_You 31 Aug 2010, 00:36
iazva
შემოგიტიათ მიკრობებმა?
შეუტიე შენც sa.gif

Posted by: Lazva 31 Aug 2010, 00:42
MAIN KAMPF
თუ გადავრჩი ხვალამდე cry.gif

Feel_For_You
QUOTE
შემოგიტიათ მიკრობებმა?

შემიტიეს კი არა გადამიარეს, შემჭამეს, ხრამში გადამახდეს weep.gif

Posted by: Natuka NGN 31 Aug 2010, 10:51
iazva
რატომ არ გიყვართ განყოფილების გზამკვლევის გამოყენება? http://forum.ge/?act=ST&f=43&t=33564702
არის უზარმაზარი თემა ამაზე. იქნებ იქ უფრო ნახოთ რჩევა.
ცოტა ხანში თემებს შევაერთებ.

Posted by: reziko17 12 Sep 2010, 01:55
ყელშI მაქვს საშIნელი შეგრძნება. თითქოს მარცხენა მხარეს რაღაცა მეჭედება თუ რაღაც მსგავსი და ვიხრჩობი ისეთი ხველება მეწყება. ყელის სიმშრალით მგონია გამოწვეული. თან გაციებულიც ვარ თან ასეთი ხველება აშკარად რაღაც მაქვს რა შეიძლება იყოს. სანამ ექიმთან მივალ რამე მიშველეთ რა რაშეიძლება ვიღონო.

Posted by: Fallen Angie 12 Sep 2010, 04:30
iazva
აუ აი ზუსტად ეგრე ვარ.
1 კვირაა ეგრე მტკივა, მაგრამ ამ ღამეს რო მტკიოდა ისე რავიცი ჯერ არ მტკენია.
ნერწყვს ვყლაპავდი თუ არა ეგრევე ყური მისკდებოდა მეგონა, თან ცალ მხარეს.
ნიმესილი დავლიე და გამიარა, ეს ნიმესილი რო არ არსებობდეს რა მეშველებოდა მე საერთოდ არ ვიცი.

Posted by: refraqtori 12 Sep 2010, 23:19
QUOTE
Natuka NGN
ჩემს ახლობელსაც ასე დაეწყო, ახლა ფრონტიტ–სინუსიტი აქვს. სად შეაერთებთ თემას? მგონე ყველაფერი ეს რაღაც ვირუსია, უამრავი ხალხი უჩივის. იქყება ყელის ტკივილით და მცხიკება, მცხიკება გაუთავებლად,მერე ყურის, მერე თავის. რა არის ნეტავ? გადამდებია?

Posted by: ME 17 Oct 2010, 12:08
მოკლედ
ესეთი რაღაც მჭირს მეორე წელია უკვე

ჩვეულებრივი გაციება ფაქტობრივად აღარ ვიცი რა არის,

მეწყება ოდნავი ყელის ტკივილით, სიცხე არ მაქვს, მერე თითქოს ყელში შრება გლანდები თუ რაღაც და გამუდმებით ინსტინქტურად ვყლაპავ ნერწყვს,
შარშან დამტანჯა 1 კვირა გაგრძელდა მგონი, ღამე დაძინება აღარ მინდოდა, კუჭი მევსებოდა ნერწყვით და მერე გულისრევა

რა არი ეს ხომ არ იცით? რითი ვერბძოლო აქტიურად? თორე ეხლაც მეწყება და ნამდვილად არ მინდა იგივეს გავლა

ვივლებ იოდინოლს, ვსვამ ვიტამინ ცს, ვივლებ ცხელ (1 კოვზი სოდა, 1 კოვზი მარილი, რამდენიმე წვეთი იოდი, რამდენიმე წვეთი გლიცერინი) მარა არ მშველის

Posted by: rock in rose 17 Oct 2010, 16:25
ME

ტანტუმ ვერდე ან ორონორმი იხმარეთ(სპრეია), ან მედიფონის ტაბლეტები ჩაწუწნეთ, სიმშრალის დროს საუკეთესო გამოსავალია, ასევე როცა იგრძნობთ რომ ყელი გიშრებათ, თბილი წყალი გამოვილეთ, შეგიძლიათ სალბის ფოთლების ნახარშიც გამოივლოთ (მისი გამხმარი ფოთლები აფთიაქებში იყიდება)

სიცხეც ხომ არ გაქვთ ხოლმე?

Posted by: just smile19 17 Oct 2010, 16:30
rock in rose
QUOTE
ორონორმი



ეს შევისხი ერთხელ და ისე გამიბუჟა მეგონა ლორწოვანი შემიშუპდა ნერწყვს ვერარ ვყლაპავდი biggrin.gif
ცოტაც და პანიკა დამეწყებოდა biggrin.gif

Posted by: ME 18 Oct 2010, 01:09
rock in rose
დიდი მადლობა პასუხისთვის

წეღან დავიძინე და ისევ გამეღვიძა გულის რევის შეგრძნებით და ისევ კუჭი სავსე მაქვს ნერწყვით ყელი მშრალი და ინსტინქტური ნერწყვის ყლაპვა,

მთელი დღეა იოდინოლს და ზემოთ რაც დავწერე იმას ვივლებ, პლიუს ც ვიტამინს ვსვამ და რამდენიმე სტრეპტოციტიც, მეტი აღარ ვიცი რა ვქნა, პლიუს ცხელ სითხეს ვსვამ შეძლებისდაგვარად მარა არ მშველის,

სიცხე არ მაქვს, ეჭვი მაქვს რაღაცა ვირუსია ხოლმე, თორე ზოგადად ჯანმრთელი ადამიანი ვარ და იმუნიტეტსაც არ ვუჩივი, ეხლა ცოტა ხანი შევხედავ, თუ ისევ ვერ დავიძინე ტანტუმ ვორდს ვიყიდი და მივისხამ ეგება მიშველოს

Posted by: rock in rose 18 Oct 2010, 21:12
ME

QUOTE
დიდი მადლობა პასუხისთვის


არაფრის smile.gif

QUOTE
წეღან დავიძინე და ისევ გამეღვიძა გულის რევის შეგრძნებით და ისევ კუჭი სავსე მაქვს ნერწყვით ყელი მშრალი და ინსტინქტური ნერწყვის ყლაპვა,


იცით, მგონია რომ აქ უკვე ყელის პრობლემა არ უნდა იყოს

QUOTE
მთელი დღეა იოდინოლს და ზემოთ რაც დავწერე იმას ვივლებ, პლიუს ც ვიტამინს ვსვამ და რამდენიმე სტრეპტოციტიც, მეტი აღარ ვიცი რა ვქნა, პლიუს ცხელ სითხეს ვსვამ შეძლებისდაგვარად მარა არ მშველის,


აი ესეც საეჭვოა, ამდენმა მკურნალობამ თუ შედეგი არ გამოიღო აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს


ახლა როგორ ხართ? ისევ ისე? ცოტა მაინც არ გამოსწორდა მდგომარეობა?


Posted by: just smile19 19 Oct 2010, 01:47
ME


ამდენ წვალებას არ სჯობს ექიმმა დაგისვას დიაგნოზი?

Posted by: Natuka NGN 19 Oct 2010, 02:59
ME
არ გინდა არც იოდინოლი და მით უმეტეს არც სოდიანი წყალი იოდით. ჰგავს ფარინგიტს, მაგრა, შესაძლოა იყოს ვირუსისგან გამოწვეული გაღიზიანება ან აბქტერიული, ნაცხი უნდა. ერთი სიტყვით, გამოივლე მხოლოდ ვაშლის ძმრის ნაყენი, 200 გრ წყალი + 1 ჩ.კ ვაშლის ძმარი. იყიდება მაღაზიებში. კიდევ, ევკალიპტის ნაყენი. იყიდება ფოთლები აფთიაქებში. არანაირი იოდინოლი და სოდა კიდევ. smile.gif და ქაცვის ზეთი ჩაიწვეთე ცხვირში ისე რომ ყელში გადავიდეს. წამლებს აზრი არა აქვს...რაც შეეხება ნერწყვდებას. ვერ მივხვდი, გიგროვდება იმიტომ რომ ყელი "დაისველო" თუ თავად გროვდება. სინტერესო იქნება ინახოს ციტომეგალოვირუსი და ეპშტეინ-ბარის მატარებელი ხომ არ ხარ.
* * *
just smile19
QUOTE
ამდენ წვალებას არ სჯობს ექიმმა დაგისვას დიაგნოზი?

8 წელი დიაგნოზი ვერ დამისვეს მე-9-ში biggrin.gif
რაც ემ ინჰალაციები მიკეთეს და წამლები მაყლაპეს biggrin.gif

Posted by: aseaisea 19 Oct 2010, 10:16
ჩემი გამოცდილებით ყელის პრობლემებს დიდად ვერ შველიან თუ ქრონიკულშია გადასული. ამიტომ ჯობია დროზე გაიკეთო ანალიზები რაც ნატუკამ გითხრა, მე თავის დროზე რომ გამეკეთებინა ყველაფერი ახლა არ მექნებოდა ქრონიკული სიმშრალე. ისე ჩამოვწერ ყელის წამლებს, მაგ საკითხში სპეცი ვარ biggrin.gif
ტკივილისას ტანტუმ ვერდე, მედიფონი, ევკალიპტის სავლები.
სიმშრალისას ტრახისანის სავლები ან ორონორმი, მედიფონი, ევკალიპტი, გვირილას თბილი სავლები, ქაცვის ან ზეითუნის ზეთის სავლებები.
ნებისმიერი ყელის ტკივილისას საჭიროა დიეტა, კერძოდ ცხარე და მწარე და ტკბილი არ უნდა მივიღოთ, ლორწოვანს აღიზიანებს, ასევე სითხე უნდა დავლიოთ თბილი სახით, ცხელი პირიქით ცუდია.

Posted by: just smile19 19 Oct 2010, 11:59
Natuka NGN
QUOTE
8 წელი დიაგნოზი ვერ დამისვეს მე-9-ში
რაც ემ ინჰალაციები მიკეთეს და წამლები მაყლაპეს



მე როცა გლანდები მაწუხებდა ვიფიქრე იქნებ ჯერ მკურნალობამ მიშველოს მეთქი მარა ექიმმა ტყუილად იწვალებ ათასი გამოვლება და გამორეცხვა დაგჭირდება ცოტა ხანს გაგივლის და მერე ისევ ამოჭრა დაგჭირდებაო biggrin.gif
უბრალოდ ის ექიმი ჩემი ლექტორი იყო და გულახდილად მითXრა biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 19 Oct 2010, 12:23
just smile19
ამოჭრილი ამქვს გლანდები 3 წლის ასაკში smile.gif მაგარმ ე.წ. ჩირქის საცობები კარგა ხანს მქონდა უკვე დიდობაში... smile.gif

Posted by: just smile19 19 Oct 2010, 12:30
Natuka NGN


არა მე უბრალოდ ჩემი მაგალითი მოვიყვანე
ყველაზე მეტად ყელში პრობლემას ვერ ვიტან
გამოვლებები და გამოწმენდები

Posted by: Natuka NGN 19 Oct 2010, 12:34
just smile19
QUOTE
გამოვლებები და გამოწმენდები

ეჰ, ნუ მახსენებ sad.gif

Posted by: semss07 20 Oct 2010, 05:25
1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენი 200 გრამ თბილ წყალში და გამოივლე,ბოლო გამოვლება გადაყლაპე,ამას სრულყოფილი გამოვლება ქვია.კაია ამას ყოველ საათაში თუ გაიმეორებთ.ნუ დღეში 8-ჯერ.მეორე დღეს ყელი აღარ გეტკიება

Posted by: ლუნა 5 Nov 2010, 02:54
მე-7 დღეა ვმკურნალობ ყელის ტკივილს მაგრამ არანაერი შედეგი არ არის..
ყელში ღიტინის შეგრძნება მაქვს და ხველა მიტყდება ლამის დახრჩობამდე.. სურდო არ მაქვს.. მხოლოდ ყელი.. დავიტანჯე უკვე..
არც ყელის წამალი და არც ანტიბიოტიკი არ მშველის..

Posted by: E N J I 6 Nov 2010, 20:07
აუუ ნაყინს შევჭამ თუ არა ეგრევე ყელი მტკივდება. ექიმმა მითხრა ქრონიკული ტონზილიტი გაქვსო და ეს რა ჯანდაბას ნიშნავს ნეტა baby.gif

Posted by: ლუნა 8 Nov 2010, 20:35
QUOTE
მე-7 დღეა ვმკურნალობ ყელის ტკივილს მაგრამ არანაერი შედეგი არ არის..
ყელში ღიტინის შეგრძნება მაქვს და ხველა მიტყდება ლამის დახრჩობამდე.. სურდო არ მაქვს.. მხოლოდ ყელი.. დავიტანჯე უკვე..
არც ყელის წამალი და არც ანტიბიოტიკი არ მშველის..

ექიმს ფილტვები გავასინჯე და მადლობა ღმერთს სუფთა აღმოჩნდა.. მითხრა ეს რომ გაციება იყოს ანტიბიოტიკები გიშველიდაო..
ვირუსმა იცის ასეო..

Posted by: radiohead_lover 8 Nov 2010, 22:25
ყელი მტკივა, ჩირკვლების ადგილას, ნერწყვის გადაყლაპვისას მტკივა და რა ვქნა? :|

Posted by: კახა251 9 Nov 2010, 14:04
მოკლედ ესეტი რამე მჯირს მუდამ მექავება ყელი და რო ვიქავებ ენის მეშვებით ყელი მტკივდება იმ დგეს თუ არა მეორე Dღეს მაინც და ზუსტად ის ადგილი მტკივა ხოლმე სადაც მექვება... sad.gif მიშველით? sad.gif

Posted by: pranchikelazgvidan 4 Dec 2010, 23:17
მიშველეეთ!

2003 წელს გავიკეთე ოპერაცია ხერხემალზე, რის შემდეგაც დამისუსტდა ყელი. მაქვს კატარი. ღამე წყალი რომ არ დავლიო, დავიხრჩობი. ეხლა, ოქტომბრის თვიდან კვირაში ორჯერ ისე ამტკივდება ყელი რომ რომ ძალასაც კი მაცლის. მაქვს ჩირქოვანი წერტილები,დღეს ექიმმა მითხრა ამოსაჭრელიაო, მაგრამ 43 წლის ასკში ცოტა რთული გადასატანიაო, თან კატარი უფრო გაგიმწვავდებაო.
მეც მგონია, რომ ოპერაცია გამოსავალი არა არის.
არ ვიცი რა ვქნა.
წეღან ვიღაცამ მიშა ჯაში ახსენა, მიშველაო, ხომ არ გაგიგიათ ვინ არის? და სად ზის?
დამეხმარეთ! არ მინდა ოპერაცია არა!
* * *
just smile19

კატარი მაქვს, თან გლანდები ჩირქოვანი, ოპერაცია არ მინდა. რამე მეთოდი ხომ არ იცი? გმადლობთ წინასწარ

Posted by: კახა251 4 Dec 2010, 23:29
forever`s_NEVER
შენ შამანი ხო არ ხარ ? biggrin.gif

Posted by: ArxeoptericS 4 Dec 2010, 23:54
იქნებ აქ უფრო ვინმე კვალიფიციური ექიმი იყოს ან ჩემი პრობლემის მსგავსი პაციენტი და რამე მირჩიოთ...

ძალიან სუსტი ყელი მაქვს, ცხოვრებაში თავი არასდროს არ მტკივდება უმიზეზოდ, 1 ბოთლი ცივი ლუდი მატკიებს ყელს, მიჩნდება მცირე რაოდენობით ნახველი და სუსტი თავის ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს...

2 ბოთლი : ხველება, თავის ტკივილი, ფიზ დატვირთვის დროს თავის ტკივილი და პულსაციის შეგრძნება თავში, ბევრი ნახველი და სუსტი დაღლილობა

3 ბოთლი: დაბალი სიცხე, მოთენთილობა, ხველება, თავის გამუდმებული ტკივილი, სურდო და ასე შემდეგ

4 ბოთლი: სიცხე 38-39-40-ის ფარგლებში, ლოგინად უნდა ჩავწვე მოკლედ biggrin.gif

ნაყინი არ მიჭამია წლებია უკვე დავიტანჯე, ექმიმმა შემხედა და მითხრა ქრონიკული ფარინგიტი(ყელის ლორწოვანი გარსის ანთება) მიხედვა და კონტროლი უნდაო, ვერაფერს ვერ უშველიო, არ არის რამე ხერხი ამის დაძლევის?


Posted by: player124 5 Dec 2010, 21:31
აუუ ვინმე დამეხმარეთ რაა
ყელი მტკივა. თითქოს რაღაც მაქვს გაჩხერილიო, ტკივილს ვერ დავარქმევ მარა უსიამოვნო შეგრძნებაა. ყანყრატო თუ რაღაც როა მანდ

Posted by: forever`s_NEVER 6 Dec 2010, 09:25
QUOTE (kaxa251 @ 4 Dec 2010, 23:29 )
forever`s_NEVER
შენ შამანი ხო არ ხარ ? biggrin.gif

ვიყავი. 2004-ში biggrin.gif

Posted by: aseaisea 6 Dec 2010, 12:12
QUOTE
pranchikelazgvidan

კატარი მეც მაქვს, მუდმივი კონტროლი უნდა. მგონი დავწერე ადრე აქ რა შველის. რავი მე ყველაზე მეტად ტრახისანმა მიშველა, ცხვირით სუნთქვა უნდა იყოს მოწესრიგებული, მერე იმუნიტეტი ამაღლდეს, მე ამაზე მიშველა თაფლი+დინდგლი+მტვერი+რძე;
კიდე ეპშტეინის ვირუსია თუ რაღაც ჯანდაბა, ეგ იწვევს ყელის პრობლემებს;

ისე მეც ოპერაციის მერე დამეწყო კატარი sad.gif

Posted by: player124 6 Dec 2010, 19:14
QUOTE
აუუ ვინმე დამეხმარეთ რაა
ყელი მტკივა. თითქოს რაღაც მაქვს გაჩხერილიო, ტკივილს ვერ დავარქმევ მარა უსიამოვნო შეგრძნებაა. ყანყრატო თუ რაღაც როა მანდ


Posted by: pawking 11 Dec 2010, 02:58
ყელი მტკივა ძალიან მაგრად და მიშველეთ რაა sad.gif((( რამე მირჩიეთ, რამე შინაურული, გაციების ფონზე მაქვს ტკივილი.
რა ვქნა რას ვეცეე?

Posted by: Natuka NGN 11 Dec 2010, 03:27
pawking
ვაშლის ძმარი გაქვს? ერთი ჩაის კოვზი 200 გრამ თბილ წყალშI და გამოივლე. ან ევკალიპტის ნაყენი გააკეთე. ერტი მაღაზიებში იყიდება, მეორე აფთიაქებში... ამ დროს სავლებებზე უკეთესი არაფერი არაა.

Posted by: pawking 11 Dec 2010, 13:00
Natuka NGN
QUOTE
ვაშლის ძმარი გაქვს? ერთი ჩაის კოვზი 200 გრამ თბილ წყალშI და გამოივლე. ან ევკალიპტის ნაყენი გააკეთე. ერტი მაღაზიებში იყიდება, მეორე აფთიაქებში... ამ დროს სავლებებზე უკეთესი არაფერი არაა

დიდი მადლობა ნატუკა, დღეს აუცილებლად ვცდი მაგას თორე წამლები მართლა არ მშველის, არადა ყოველდღე უფრო და უფრო მტკივა sad.gif
მადლობა კიდევ ერთხელ.

Posted by: Natuka NGN 11 Dec 2010, 13:31
pawking
რა არის იცი? ასე თუ გირთულდება, შეიLძება არა უბრალო ანგინა და არის მონონუკლეოზი, სისხლის საერთო კაინც უნდა აგიკეთო და ნახო ცვლილებები ხომ არაა. თუ აბქტერიული ანგინაა, ეს რაც გითხარი ძლაინ დაგეხმარება, თუ მონონუკლეოზი, ნაწილობტივ დაგეხმარება, მაგრამ ანტივირუსულების შეშევლება გინდა, მაგალითად ეხინაცის ნაყენის. დოქტორ ტაისს აქვს საკმაოდ კარგი.

Posted by: pawking 11 Dec 2010, 13:53
Natuka NGN
QUOTE
რა არის იცი? ასე თუ გირთულდება, შეიLძება არა უბრალო ანგინა და არის მონონუკლეოზი, სისხლის საერთო კაინც უნდა აგიკეთო და ნახო ცვლილებები ხომ არაა. თუ აბქტერიული ანგინაა, ეს რაც გითხარი ძლაინ დაგეხმარება, თუ მონონუკლეოზი, ნაწილობტივ დაგეხმარება, მაგრამ ანტივირუსულების შეშევლება გინდა, მაგალითად ეხინაცის ნაყენის. დოქტორ ტაისს აქვს საკმაოდ კარგი.

ამასთან ერთად მაქვს ლორწოვანი ნახველის გამოყოფა. ეხლა ვიყავი აფთიაქში და ევკალიპტი არ ქონდათ და ბოლოს ევკალიპტის საწუწნი აბები ვიყიდე დროებით სანამ სხვა აფთიაქში ვნახავ. დღეს გავაკეთებ მაგას და თუ შედეგი არ მექნება მერე ექიმთან წავალ. smile.gif

Posted by: drozera 27 May 2011, 10:51
გუშინ დილიდან ყელში მაქვს რაღაც, არ ვიცი როგორ დავარქვა, თითქოს რაღაც მაქვს გამოსული და მიშლის ყლაპვაში, და შეგრძნება მაქვს რომ მისივდება და ყელში მიჭერს. არ ვიცი ავხსენი თუ არა კარგად, თან დაბალი სიცხე მაქვს მგონი, სამსახურში ვარ და ვერ ვიზომავ, იქნებ დამეხმაროთ?

Posted by: Argishi 31 May 2011, 18:26
გამარჯობათ, დიდი ხანია მაწუხებს ყელის და პირის ღრუს სიმშრალე რომელიც ძირითადად ვლინდება ღამით, ძილის განმავლობაში. ნერწყვის გამოყოფა სრულიად ნორმალური მაქ, მაგრამ როგორც ავღნიშნე ძილის დროს ყელი შრება და მეღვიძება.

ეს პრობლემა დიდი ხანია მაწუხებს, აქამდე სპეციალურ dry mouth კბილის პასტას ვიყენებდი და ასევე ძილის წინ ლისტერინის მსგავსი ხსნარით ვივლებდი რომელიც dry mouth-ის არის განკუთვნილი.

ექიმთან არასოდეს მივსულვარ, ჩემით ვხვდები რომ ანთებითი კერაა ყელში, მაქ გლანდები, ზოგჯჯერ გლანდზე მიჩდნება ყვითელი წერტილი/წერტილები (ერთი ან ორი), ალბათ ესაა მიზეზი.

არ მინდა ექიმთან მისვლა, მსურს რამენაირად ჩემით მოვიგვარო ეს პრობლემა.

რითი შეგიძლიათ დახმარება? ამჟამად გვირილის ნაყენს ვივლებ :-)

Posted by: rock in rose 31 May 2011, 18:56
Argishi

QUOTE
ზოგჯჯერ გლანდზე მიჩდნება ყვითელი წერტილი/წერტილები (ერთი ან ორი), ალბათ ესაა მიზეზი.


ამ პრობლემას სერიოზულად უნდა მიხედო, არ შეიძლება ასე ხშირად დაჩირქება

QUOTE
არ მინდა ექიმთან მისვლა, მსურს რამენაირად ჩემით მოვიგვარო ეს პრობლემა.


ისეთ რაღაცას ამბობ, რომ აქ ვერავინ დაგეხმარება თვითმკურნალობაში, ექიმთან მოგიწევს მისვლა

Posted by: Natuka NGN 31 May 2011, 19:20
http://forum.ge/?act=ST&f=43&t=33564702
http://forum.ge/?act=ST&f=43&t=33699244
ვუერთებ ყელის ტკივილის თემას

Posted by: kiss sky 31 May 2011, 20:17
Argishi

აუცილებლად სერიოზულად უნდა მიხედო გლანდებს, რადგან მისმა პრობლემამ სხვა უფრო სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, რისგანაც ღმერთმა
დაგიფაროს.
ოტორინოლარინგოლოგი გეტყვის რა მკურნალობა დაგჭირდება. smile.gif smile.gif აბა შენ იცი! smile.gif smile.gif

Posted by: irakliii 8 Nov 2011, 01:37
ყელი მეწვოდა სარკეში ჩავიხედე წითელი მაქვს საშინლად, ღრმად ყელში რო ჩავიხედავ ენის ჩაყოლებაზე ხორმეტივით რო ჩანს ეგ რა არის, ყველას აქვს ეგ? biggrin.gif ის ზეედა ვიცი ეგ ყველას აქვს რა ქვია მაგას არ მახსოვს

Posted by: duosi 8 Nov 2011, 13:09
ერთ რაღაცას გირჩევთ თუ გააკეთებთ თუ არა და უნდა დაელოდოთ სანამ წამლები რამეს იზავს.
ალბათ ყელში გექნებათ ჩირქი, უმჯობესია ჩაის კოვზით შეხვიდეთ ყელში და ჩირქი მოიწმინდოთ. შედეგი გექნებათ მაშინვე.

Posted by: irakliii 8 Nov 2011, 18:45
QUOTE
ღრმად ყელში რო ჩავიხედავ ენის ჩაყოლებაზე ხორმეტივით რო ჩანს


ხორხრსარქველია ეგ?

ამაზე ვამბობდი user.gif


Posted by: solomoni84 9 Nov 2011, 18:28
გული ამიჩქარდა, არასასიამოვნი სანახავია

Posted by: irakliii 9 Nov 2011, 18:55
solomoni84

ვიდეოზე ამბობ? მე რეაქცია 0 მქონდა biggrin.gif ისე თქვენც ხედავთ სარკეში მაგ ხორხსარქველს? ადრე არასდროს არ მინახავს და გამიკვირდა user.gif

Posted by: rock in rose 9 Nov 2011, 21:13
irakliii

არა, ეგ არის სასის ნაქი.

ხორხსარქველი პირის ღრუში ასე არ ჩანს biggrin.gif

Posted by: irakliii 9 Nov 2011, 23:59
rock in rose

ზემოთ როა მაგაზე არ ვამბობ ენის ქვემოთ რო ჩანს

ხორხსარქველია yes.gif ინგლისურად არის epiglottis

ადრე არასდროს არ შემიმჩნევია, ნორმალურია ეგ არ უნდა ჩანდეს ხო? user.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: rock in rose 10 Nov 2011, 16:43
irakliii

ხორხსარქველი მასე ზემოთ არაა, ნორმაში რა თქმა უნდა. შეიძლება ეგაა, მაგრამ ადგილმდებარეობა აქვს შეცვლილი

Posted by: irakliii 10 Nov 2011, 20:33
rock in rose

მე მაინც ხორხსარქველი მგონია სხვა რა უნდა იყოს, მე მასე ძაან არ მაქვს ამოწეული ოდნავ ჩანს, ადგილი როგრ უნდა შეეცვალა user.gif ყელის ექიმთან მივიდე? ისე არ მაწუხებს

Posted by: rock in rose 10 Nov 2011, 20:57
irakliii

ექიმთან უნდა მიხვიდე, ალბათ საშიში არაფერია, უბრალოდ ნახოს რა არის user.gif

Posted by: vaxushta1 11 Nov 2011, 18:27
მე ხშირად მტკივა ძალიან ყელი... სიწითლე არ მაქვს და რისი ბრალი იქნება??? რაღაც საწუწნებს ვწუწნი, მაგრამ არ მშველის...

Posted by: kobaxa555 14 Nov 2011, 13:47
მაგისთვის ძველი უებარი წამალი არის რამეზე დაახვიეთ ბამბა დაასველეთ ნავთში ხო ნავთში და ყელში მოისვით ეგრევე შველის დამიჯერეთ

Posted by: avatar11 14 Nov 2011, 19:20
მაგ ყელის ტკივილის წამალი არი ჯიგარო გლანდების ოპერაცია!!!! არც ნავთი უნდა და არც ხახვი და თხის ქონი!!!!!!!!!!!!!!!!დაისვენებ ერთხელ და სამუდამოდ!!!! bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: rezi-rezi 15 Nov 2011, 11:49
ყელის ტკივილი მაწუხებს, რა აგარ დავლიე და რა აგარ ვცასე და ბოლოს ისევ ძველ ტრადიციებს მივყევი ხოდა ტყლაპი და ლიმონი მოვცხე და ჩიტივით ვარ

Posted by: ketrini 17 Nov 2011, 10:56
მე ყოველ დილით მტკივა ყელი, ისე ძალიან რომ ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირს.მერე წყალს ვსვამ და ნელ ნელა მიქრება. ვინემ კარგი ექიმი მირჩიეთ რაააააა

Posted by: Utopian 14 Jan 2012, 21:11
QUOTE (Future> @ 29 Dec 2009, 13:09 )
ვისაც ყელი გტკივათ  აქ რაც დაიწერა ის აკეთეთ... (თაფლი, ევკკალიფტის და სოდიანი სავლები იოდით დღეში 3-3-ჯერ)

ხოდა  თუ ამან 1კვირის განმავლობაში არ გიშველათ ისევ ისე გტკივათ ყელი. გაქვთ დაბალი სიცხე მაშინ ჩემი აზრით უმჯობესი იქნება ანალიზებზე წახვიდეეთ...

დილით ვერ მითხარი? user.gif

Posted by: Future> 14 Jan 2012, 22:29
QUOTE
დილით ვერ მითხარი? user.gif

user.gif

ლიმონიც კარგია და ჩაი სვი :sun:

გაგივლის 2kiss.gif

Posted by: Utopian 14 Jan 2012, 23:13
Future>
ხო, გვირილის ჩაი მოვადუღე ლიმნით
იმედია ძალიან ცუდი გემო არ აქვს

მერე იოდინოლს გამოვივლებ ისევ და ძილის წინ თაფლი
ხვალ ევკალიპტის ნაყენსაც გავაკეთებ
მეტი რაღა ვქნა biggrin.gif

საწუწნი აბები არ მშველის
სიროფებს ვერ ვყლაპავ :შ

Posted by: Future> 14 Jan 2012, 23:40
Utopian
QUOTE
ხო, გვირილის ჩაი მოვადუღე ლიმნით იმედია ძალიან ცუდი გემო არ აქვს

მერე იოდინოლს გამოვივლებ ისევ და ძილის წინ თაფლი ხვალ ევკალიპტის ნაყენსაც გავაკეთებ მეტი რაღა ვქნა biggrin.gif

საწუწნი აბები არ მშველის სიროფებს ვერ ვყლაპავ :შ 

უჰუ

გვირილა კარგია, გამოვლება up.gif

სოდაც ცადე, დილით აუცილებლათ თაფლი და ლიმონი
ევკალიპტი კარგია
საწუწნი არ გინდა///

მოკლედ 3 დღეშI ბნოლომდე უკეთ უნდა გახდე. სამშაბათამდე, უნდა გახდე!!!

Posted by: Utopian 14 Jan 2012, 23:50
Future>
QUOTE
გვირილა კარგია, გამოვლება

მე დავლიე :|

სოდაზე გულიმერევა
user.gif

რა 3 დღე :|
ზეგ უნდა წავიდეთ :|



რა უნდა გავაკეთო რო ესე მალ-მალე არ მტკივდებოდეს ყელი არ ვიცი რა sad.gif

Posted by: Future> 15 Jan 2012, 00:20
Utopian
იმუნიტეტი

თაფლი და ლიმონი ყოველ დილა საღამოს თითოთითო კოვზი უნდა მიიღო, გაგიძლიერებს დამიჯერე, შენ კი თუ მოგინდება ვიცი რომ არ დაგეზარება..

2kiss.gif

QUOTE
სოდაზე გულიმერევა

დილით სცადე :hug:

Posted by: Utopian 15 Jan 2012, 00:27
Future>
ჰო, ლიმონს და თაფლს დავიწყებ ისევ
დედაჩემმაც ეგ მითხრა

2kiss.gif

Posted by: anabuka 16 Jan 2012, 02:07
Utopian
ძალიან შველის სალბიც. უნდა დაასხა ცხელი წყალი და დააყენო,მერე კი თბილი უნდა გამოივლო ყელში wink.gif

Posted by: nikush83 16 Jan 2012, 14:53
QUOTE (Utopian @ 14 Jan 2012, 21:11 )
QUOTE (Future> @ 29 Dec 2009, 13:09 )
ვისაც ყელი გტკივათ  აქ რაც დაიწერა ის აკეთეთ... (თაფლი, ევკკალიფტის და სოდიანი სავლები იოდით დღეში 3-3-ჯერ)

ხოდა  თუ ამან 1კვირის განმავლობაში არ გიშველათ ისევ ისე გტკივათ ყელი. გაქვთ დაბალი სიცხე მაშინ ჩემი აზრით უმჯობესი იქნება ანალიზებზე წახვიდეეთ...


სოდისანი, იოდის სავლები და სტრეპსილსის ეგრეტწოდებული კანფეტები კაია მაგრამ - დააკვირდით სტრეპსილსის შემდეგ ყელში თუ უფრო მეტ სიმშრალეს გრძნობთ ვიდრე მიღებამდე, დადებითი შედეგი კი 0 -ია, ეს არის სოკოს ნიშნები. ანუ სოკო გაქვთ და აუცილებლად ექიმთან უნდა წახვიდეთ, სოკოს დროს აკრძალულია სტრეპსილსები და იოდი სოდიანი . ნისტსტინს გამოგიწერს ექიმი კიდე 3 სახის წამალს. შედეგი 1 დღის მერე გამოჩნდება.

Posted by: Utopian 16 Jan 2012, 16:40
anabuka
nikush83
დიდი მადლობა რჩევებისთვის :*

სიმშრალეზე არ ვიცოდი
გავითვალისწინებ : ))

Posted by: beka331 27 Mar 2012, 18:28
ბენეტი up.gif

გუშინ ნერწყვს ძლივს ვყლაპავდი, დღეს თითქმის არ მტკივა bis.gif

Posted by: rock in rose 27 Mar 2012, 18:48
შემოდგომა-ზამთარი ისე გავიდა ყელი საერთოდ არ მტკიებია, სასწაულია user.gif

Posted by: T-E-0 28 Mar 2012, 11:20
გამარჯობათ. 1 კვირის წინ დამემართა ვირუსი, მქონდა სიცხეები, 1-2 დღე 38, მერე უკვე 37. ცხვირიდან დენა არ მქონია.

ახლა სიცხეები აღარ მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ამტკივდა ყელი, ისე რომ ვერაფრით ვერ ვირჩენ sad.gif ძალიან შევწუხდი უკვე. თან ვმუშაობ და ძალიან მიშლის ხელს.

ვივლებ სოდიან წყალს, იოდინოლს, სტრეპსილსაც, მაგრამ არ მშველის, მტკივა ისევ ისე. ნერწყვის ყლაპვა მიჭირს. სურდომაც ბოლომდე არ გამიარა, ხმა ისევ შეცვლილი მაქვს, ცოტა ცხვირში ვლაპარაკობ და მაქვს ასევე ხველა, აი თითქოს ფილტვებიდან ვახველებ.

ექიმთან ჯერ ვერ მივდივარ. მირჩიეთ რა ყელის ტკივილს რა ვუშველო? დღეს ვაპირებ ვიყიდო ევკალიპტი და ასევე იოდინოლი, რომ ბინტით მოვისვა იმ ადგილებში სადაც მტკივა, თითქოს ცოტა თეთრი ნადებიც შევნიშნე. გლდანები ამოჭრილი მაქვს, მაგრამ მტკივა აი ზუსტად გლდანების ადგილას, უფრო ზემოთ რა. მირჩიეთ რა რამე

Posted by: Natuka NGN 28 Mar 2012, 12:09
T-E-0
კოშმაირა მეც ვერ გამოვედი. დეკატილენი, ძლიანკარგი საწუწნი აბია, მაგრამმონონუკლეოზი არ იყოს.

Posted by: T-E-0 28 Mar 2012, 12:56
QUOTE (Natuka NGN @ 28 Mar 2012, 11:09 )
T-E-0
კოშმაირა მეც ვერ გამოვედი. დეკატილენი, ძლიანკარგი საწუწნი აბია, მაგრამმონონუკლეოზი არ იყოს.

მადლობა ნატუკა, ისევ შენ თუ გამოჩნდები ხოლმე 2kiss.gif

მონონუკლეოზი მაშინვე ყელის ტკივილით იწყება. ჩემს შემთხვევაში კი საინტერესო ისაა, რომ როდესაც საწოლიდან ავდექი და მეგონა რომ ვირუსი დავამარცხე, ზუსტად მაშინ დამეწყო ყელის ტკივილი, მანამდე არ მაწუხებდა. მოკლედ მქონდა სიცხეები ყელის ტკივილის გარეშე, ახლა სიცხეები აღარ მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ყელი მტკივა და მახველებს.

მოკლედ მხოლოდ ამის გამო მეზარება ოჯახის ექიმთან მისვლა. ვიყიდი ევკალიპტს, ვაშლის ძმარსაც, შენი რჩევის მიხედვით, კიდევ იოდინოლს, სეპტოლეტეს მაძალებს კიდევ ჩემი დეიდაშვილი, მე მაგან მიშველაო. თანამშრომლემა პოლიდექსა მირჩია. არ ვიცი, რაიმე ანტიბიოტიკი თუ არ მივაშველე, მარტო ეს სავლებები მიშველის? ეს პოლიდექსა ანტიბიოტიკია. დეკატილინსაც ვიკიტხავ.

ვაიმე ახლა გადავხედე კიდევ მონონუკლეოზს და ბევრი კლინიკური ნიშანი ემთხვევა sad.gif

Posted by: gio020 30 Mar 2012, 16:16
ყელი მტკივა ძააან, ორი დღეა ვერ ვეწევი და ძაან მძღნერ ხასიათზე ვარ. რა შველის ასეთ შემთხვევას?

Posted by: Jonatahn_smith 4 Apr 2012, 18:08
gio020

QUOTE
ყელი მტკივა ძააან, ორი დღეა ვერ ვეწევი და ძაან მძღნერ ხასიათზე ვარ. რა შველის ასეთ შემთხვევას?


ბოყინი, რაც შეიძლება ბევრჯერ დააბოყინე

Posted by: tamuna_mpt 4 Apr 2012, 20:28
რაღაც ვირუსია საშინელი. 3 დღე 39 ზე ზემოთ სიცხე მქონდა.. გუშინ კარგად ვიყავი ..დღეს წავედი სამსახურში და ...
ისევ მაღალი სიცხე პლიუს საშინელი ყელის ტკივილი. ვერ ვჭამ ვერ ვლაპარაკობ.. რა დავლიოო? sad.gif((

Posted by: Jonatahn_smith 5 Apr 2012, 11:19
tamuna_mpt
QUOTE
რაღაც ვირუსია საშინელი. 3 დღე 39 ზე ზემოთ სიცხე მქონდა.. გუშინ კარგად ვიყავი ..დღეს წავედი სამსახურში და ...
ისევ მაღალი სიცხე პლიუს საშინელი ყელის ტკივილი. ვერ ვჭამ ვერ ვლაპარაკობ.. რა დავლიოო


ვირუსს არანაირი ანტიბიოტიკი არ შველის.
უნდა ეცადო რომ არ გაირთულო
რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღე.. სითხეს გამოჰყავს ვირუსი ორგანიზმიდან

Posted by: tamuna_mpt 5 Apr 2012, 12:30
Jonatahn_smith
არა არა ანტიბიოტიკების დიდი მტერი ვარ.
ვეცდები ბევრი სითხე მივიღო.. დიდი მადლობა რჩევისთვის : ))

Posted by: Qetucha 9 Apr 2012, 17:54
მგონი მეც მტიკვდება ყელი დღეს რაც გავიღვიძე ესე ვარ ნერწყვს რო ვყლაპავ არ მსიამოვნებს ცალ მხარეზე
ტკივილით არ მტკივა ის ადგილი იმედია ხვალ ესე არ ვიქნები და ის ვირუსი არ იქნება რასაც თქვენ წერთ ყელის ტკივილით იწყებაო
შალფეის აბიც გავწუწნე მერე სტრეპტოციდიც ჩავღეჭე იმედია მეშველება სანამ დროა და არ ავიკიდებ ვირუსს.სიცხეც ავიზომე მაგრამ არ მაქ სიცხე
ისე ჩემ ბევრ ნაცობს თუ ახლობელს შეეყარა ეგ ვირუსი
ჩემი ნაცნობის ბავშვს კაი ხანი ვერ დაუგდეს სიცხე 40 მდე ასდიოდა და ყელი ქონდა შესიებული საავადმყოფოში დააწვინეს სახლის პირობებში რო ვერ დაუგდეს ტემპერატურა და ცოტა ხანი იწვა და ეხლა კარგათაა მგონი და სახშია ისევ. დღეს ის ჩაი ვერ ვიშოვე რასაც მე ვსვავ სხვა ჩაის ვერ ვსვავ ის თუ ვერ დავლიე
და ჩაის ნაცვლათ ცხელი ყავა დავლიე ისეთი ცხელი რო ცოტათი ენა დავიწვი biggrin.gif
არადა არ მიყვარს ყავა მაგრამ სხვა გზა რო არ ქმონდა იმიტომ დავლიე ისე ჩაი რო მეშოვა რომელიც მიყვარს მოვკვდებოდი ლიმნიანი ჩაის სმით დაველოდები ერთი ხვალ როგორ ვიქნები და მერე თუ არ მომეწონა ჩემი თავი ექიმთან მივალ

Posted by: Dirty 7 Oct 2012, 12:14
იმუნიტეტის დაქვეითების დროს რომ გაქვს ყელის ტკვილი სახიფათოა ძაან? და ანტიბიოტიკებით უნდა მკურნალობა აუცილებლად თუ რამე სხვა გზაცაა?

Posted by: S m b d y 7 Oct 2012, 19:11
მე ჩვეულებრივი ტემპერატურის წყალიც კი მატკიებს ყელს და ეს გლანდების ამბავია ვითომ?

Posted by: nokiia 14 Oct 2012, 15:26
პივა ითვლება მაგ სითხეებში??? )))))))))))))))))))
* * *
3 დღეა სტროგად 38 მაქ სიცხე ყელი მტკივა ზოგჯერ ისე ვარ შეიძლება წავიქცე ხოლმე პარაცეტამოლიც არ მიგდებს სიცხეს არადა ცხენის დოზას ვსვამ უკვე და ეს სითხეეებიც აგარ შემიძლია რას მირჩევთ???

Posted by: freeandhappy 25 Dec 2012, 13:26
irakliii

QUOTE
ისე თქვენც ხედავთ სარკეში მაგ ხორხსარქველს?

სარკეში ვერა მაგრამ , თითით კი, რამოდენიმეჯერ საჭმელი დამადგა გულზე და მაგ დროს sad.gif
rock in rose
რამდენი წელია მაინტერესებს ეს ჯანდაბა რა არის
http://forum.ge/?showtopic=33564702&view=findpost&p=28241732

Posted by: rock in rose 25 Dec 2012, 18:48
freeandhappy

შენ ხედავ მაგ ანატომიურ წარმონაქმნს სარკეში?

QUOTE
რამოდენიმეჯერ საჭმელი დამადგა გულზე და მაგ დროს


ასე ყველას აქვს

Posted by: freeandhappy 25 Dec 2012, 22:09
rock in rose
QUOTE
შენ ხედავ მაგ ანატომიურ წარმონაქმნს სარკეში?

სარკეში არა, მაგრამ ხელით კი შევხებივარ, და ყოველთვის ნერვებს მიშლიდა, როცა ვნერვიულობ უფრო ზემოთ ამოდის მაგრამ ისე არა რომ
სარკეში დავინახო. რატომღაც ვუკავშირებდი უჰაერობას, რომ ხელს მიშლიდა. მერე მეგონა ყლაპვა რომ მიჭირდა მაგის ბრალი იყო,
QUOTE
ასე ყველას აქვს

ეს?
QUOTE
რამოდენიმეჯერ საჭმელი დამადგა გულზე და მაგ დროს

თუ ქანი?

Posted by: irakliii 26 Dec 2012, 00:37
freeandhappy

თავიდან რო დავინახე მაგარ იზმენებში ჩავარდი მეთქი რა არის არ მქონდა ნანახი, ეხლა პირს რო ვაღებ ეგრევე არ ჩანს ცოტა ღრმად რო ჩავიხედავ მაშინ,

მერე გადავქექე ინტერნეტი და ზოგს ძაან მაგრად აქვს ამოწეული, ძირითადად პატარა ასაკის ბავშვებში არისო ეგ გავრცელებული, რისი ბრალია ეგ ზომაში რო იზრდება ეგ ვერ გავარკვიე, ექიმთანაც არ მივსულვარ რავი.


ისე არ მაწუხებს არანაირად არც მიცდება ხოლმე და არაფერი, ისე არ ვიცი საშიში ხო არ არის რამე.


rock in rose
QUOTE
შენ ხედავ მაგ ანატომიურ წარმონაქმნს სარკეში?


რა ანატომიური წარმონაქმნი კაცო ხორხსარქველია ეგა biggrin.gif

აი რო მოძრაობს ამ ვიდეოში ეგ არის


Posted by: freeandhappy 26 Dec 2012, 11:08
irakliii
QUOTE
თავიდან რო დავინახე მაგარ იზმენებში ჩავარდი მეთქი რა არის არ მქონდა ნანახი, ეხლა პირს რო ვაღებ ეგრევე არ ჩანს ცოტა ღრმად რო ჩავიხედავ მაშინ,

მერე გადავქექე ინტერნეტი და ზოგს ძაან მაგრად აქვს ამოწეული, ძირითადად პატარა ასაკის ბავშვებში არისო ეგ გავრცელებული, რისი ბრალია ეგ ზომაში რო იზრდება ეგ ვერ გავარკვიე, ექიმთანაც არ მივსულვარ რავი.


ისე არ მაწუხებს არანაირად არც მიცდება ხოლმე და არაფერი, ისე არ ვიცი საშიში ხო არ არის რამე


მე მაწუხებს, მითუმეტეს რაც შიშები დამეწყო და მემგონი საყლაპავი ვიწროვდება ნერვიულობის ფონზე, და ყლაპვა მიჭირს, ახლა სუნთქვა, მაგრამ სამსახურში კონდიცირებას და ორ ქსეროქსის აპარატს ვაბრალი. არ ნიავდება საერთოდ.

Posted by: rock in rose 26 Dec 2012, 15:46
irakliii
QUOTE
რა ანატომიური წარმონაქმნი კაცო ხორხსარქველია ეგა


და ხორხსარქველი არაა ანატომიური წარმონაქმნი? biggrin.gif

ხორხსარქველს თუ შენ ასე პირის გაღებით ხედავ მაშინ არ ვიცი, ისე კი ნორმაში მასე არ ჩანს

Posted by: freeandhappy 26 Dec 2012, 16:55
rock in rose
QUOTE
ხორხსარქველი
ზარმაცი, პრობლემურია ? გუშინ ვათვალიერებდი და გული გამისკდა ერთ ქალს რაღაც უაზრობა ჭირდა თავი ბოლო ვერ გავიგე
დივერტიკულიც ჩანდა. როცა ჭამ როცა სავსეა გადაყლაპვა გიჭირს და უკან ამოდის საჭმელი.

Posted by: ბურსა 26 Dec 2012, 21:47
forever`s_NEVER
QUOTE
ყელს სითბო უნდა.
ცხელ ჩაიში (ან რძეში) 1 კოვზი თხის ქონი. ცოტა ამაზრზენი დასალევია, მაგრამ ყველანაირი მედიკამენტის ამაო ცდის მერე, მხოლოდ ამან მიშველა.

ყელის ტკივილის დროს ძალიან ცხელი არ შეიძლება. კარგია სპირტის კომპრესიც,თბილი სოდიანი წყლის გამოვლება დღეში რამდენიმეჯერ.

Posted by: irakliii 27 Dec 2012, 02:22
rock in rose
წარმონაქმნი ცუდად ჟღერს რაღაც biggrin.gif

პირს რო ვაღებ პირდაპირ კი არ ჩანს ღრმად რო ჩავიხედავ თავი ჩანს ოდნავ.

რავი არ მაწუხებს რო მოვხვდები ექიმთან ვეტყვი მაინც საინტერესოა რას მეტყვის.

Posted by: ბურსა 27 Dec 2012, 19:02
QUOTE
მაგისთვის ძველი უებარი წამალი არის რამეზე დაახვიეთ ბამბა დაასველეთ ნავთში ხო ნავთში და ყელში მოისვით ეგრევე შველის დამიჯერეთ

არ გააკეთოთ ეს!!!!! ერთ ბავშვს ნავთისგან ნეიროინტოქსიაცია დაემართა,რადგან გლანდები ფარულად დაჩირქებული ჰქონდა და დაზიანებული ადგილებიდან ინფექცია შეიჭრა!!!
* * *
რა ნავთი ხალხო, რა ხალხური... როგორ შეიძლება.

Posted by: Solveig 27 Dec 2012, 19:19
QUOTE
გლდანები ამოჭრილი მაქვს, მაგრამ მტკივა აი ზუსტად გლდანების ადგილას,



დიღომში რა მდგომარეობაა ნეტავ? საბურთალოზე?


ნავთი, თხის ქონი და ასე შემდეგ, სისულელეა. ნავთი-განსაკუთრებით. ათასი მინარევია შიგ. მაგის პირში ჩაკარება როგორ შეიძლება.


ყველაზე კარგი არის თბილი ნაყენები- გვირილა, ევკალიპტი, სალბი...რასაც სუსტი, მაგრამ მაინც ანტისეპტიკური მოქმედება აქვს. ასევე, სოდიანი წყალი, იოდის წვეთებით..

2 დღეზე მეტხანს თუ გაგრძელდა ყელის ტკივილი, აჯობებს, რომ ექიმს მიაკითხოს კაცმა.

Posted by: irakliii 28 Dec 2012, 05:42
ბურსა
QUOTE
რა ნავთი ხალხო, რა ხალხური... როგორ შეიძლება.

შენ დალიე ნავთი და ცეცხლიო წყევლა მაიც არ გაუგიათ ? givi.gif
* * *
freeandhappy
QUOTE
სარკეში არა, მაგრამ ხელით კი შევხებივარ, და ყოველთვის ნერვებს მიშლიდა, როცა ვნერვიულობ უფრო ზემოთ ამოდის მაგრამ ისე არა რომ
სარკეში დავინახო. რატომღაც ვუკავშირებდი უჰაერობას, რომ ხელს მიშლიდა. მერე მეგონა ყლაპვა რომ მიჭირდა მაგის ბრალი იყო,


ენა უნდა დაწიო ძაან დაბლა და ღრმად ჩაიხედო და დაინახავ ალბათ სადაც ხელით ეხები გამოჩნდება კიდეც, ადრე კოვზის გარეშე ვერ ნახულობდნენ ექიმები ყელი წითელი მქონდა თუ არა ეხლა იმხელაზე ვაღებ ხორხსარქველსაც კი ვხედავ biggrin.gif რა მეხორხსარქველება ამ დილაუთენია facepalm.gif

Posted by: NAVARA 28 Dec 2012, 07:01
Solveig
QUOTE
ნავთი, თხის ქონი და ასე შემდეგ, სისულელეა. ნავთი-განსაკუთრებით. ათასი მინარევია შიგ. მაგის პირში ჩაკარება როგორ შეიძლება.


ყველაზე კარგი არის თბილი ნაყენები- გვირილა, ევკალიპტი, სალბი...რასაც სუსტი, მაგრამ მაინც ანტისეპტიკური მოქმედება აქვს. ასევე, სოდიანი წყალი, იოდის წვეთებით..

2 დღეზე მეტხანს თუ გაგრძელდა ყელის ტკივილი, აჯობებს, რომ ექიმს მიაკითხოს კაცმა.
დაჯექი. ორი.

ნავთი არის ყელის ტკივილის ყველაზე ეფექტური წამალი. სრაზუ ხსნის ტკივილს. არაერთი ათეული(!) შემთხვევა ვიცი პრაქტიკაში ნავთით რომ მოიცილეს ყელისტკივილი ყოველგვარი გართულებების გარეშე.

ქიმიურ მინარევებს და მიკრობებს რაც შეეხება 21-ე საუკუნეში ქალაქში მცხოვრები ადამიანი ამაზე არ უნდა წუწუნებდეს. საკვებიდან დაწყებული ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით დამთავრებული პრაქტიკულად ყველაფერი ისეთი დოზით შეიცავს საწამლავს, ნავთი ამათთან შედარებით დისტილატია.

ბურსა
QUOTE
არ გააკეთოთ ეს!!!!! ერთ ბავშვს ნავთისგან ნეიროინტოქსიაცია დაემართა,რადგან გლანდები ფარულად დაჩირქებული ჰქონდა და დაზიანებული ადგილებიდან ინფექცია შეიჭრა!!!
სისულელეა.ასეთი დასკვნები მარტო მედიცინის მუშაკებს შეუძლიათ გააკეთონ. ნავთის რეცეპტს ვერ გამოწერენ და ხომ უნდა გაწეწონ პაციენტი როგორმე. ტაქშტა იასნია უკვე რა ნეიროინტოქსიკაცია დაემართა იმ ბავშვს.

Posted by: freeandhappy 28 Dec 2012, 11:56
irakliii
QUOTE
ენა უნდა დაწიო ძაან დაბლა და ღრმად ჩაიხედო და დაინახავ ალბათ სადაც ხელით ეხები გამოჩნდება კიდეც, ადრე კოვზის გარეშე ვერ ნახულობდნენ ექიმები ყელი წითელი მქონდა თუ არა ეხლა იმხელაზე ვაღებ ხორხსარქველსაც კი ვხედავ  რა მეხორხსარქველება ამ დილაუთენია 

არა რად მინდა : )) დავიწყებასაც მისცემია biggrin.gif

Posted by: Solveig 28 Dec 2012, 12:06
NAVARA

ზრდილობას მოუხმე.
* * *
QUOTE
საკვებიდან დაწყებული ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით დამთავრებული პრაქტიკულად ყველაფერი ისეთი დოზით შეიცავს საწამლავს, ნავთი ამათთან შედარებით დისტილატია.

facepalm.gif


Posted by: ბურსა 30 Dec 2012, 18:40
QUOTE
სისულელეა.ასეთი დასკვნები მარტო მედიცინის მუშაკებს შეუძლიათ გააკეთონ. ნავთის რეცეპტს ვერ გამოწერენ და ხომ უნდა გაწეწონ პაციენტი როგორმე. ტაქშტა იასნია უკვე რა ნეიროინტოქსიკაცია დაემართა იმ ბავშვს.

ის ბავშვი ამის გამო კინაღამ დაბრმავდა. არ არის ეს ასაგდები , დაჩირქებული ნუშურა ჯირკვლების ლორწოვანი დაზიანებული იყო და იქედან შეიჭრა ინფექცია,ნავთი ხო სტერილური არ არის, არ შეიიძლება ასე. რაც არ იცი,ან კომპეტენტური არ ხარ,ნუ ამბობ. შეიძლება ვინმემ დაგიჯეროს და მერე შენ უშველი? ხოლო ვიღაცას რო წაუსვეს და არაფერი მოსვლია,ეს ნიშნავს ,რომ ლორწოვანი დაზიანებული არ იყო. სულაც არა ვარ ექიმი. ამას რა ექიმობა უნდა.

Posted by: Annabelle Lee 13 Jan 2013, 18:28
აუ.

ტონზილიტი მქონდა, მკურნალობა დამინიშნეს - გვირილას ვივლებდი, ტონზილოტრენს, დეკატილენს და მერე ისმიჟენს ვსვამდი. თითქოს მომირჩა, იშვიათად მტკიოდა ხოლმე. ახლა ცოტათი გავცივდი, ჯერ ოდნავ მტკიოდა, გვირილას ვივლებდი მაგრამ უფრო გამირთულდა და სიცხე მომცა, ღამე ვეღარ ვიძინებ.
არ იკურნება თუ რა ჯანდაბაა? გლანდების ამოჭრა უშველის რამეს?
cry.gif

Posted by: Yomarbazi 23 Jan 2013, 15:55
გამარჯობათ.
დღეს დილით გავიღვიძე და ყელში უკან რაღაც რომ არის ჩამოშვერილი ეგ მაქვს გაორმაგებული ზომის
რა შეიძლება იყოს და რამდენად საშიშია?

Posted by: lado 123 24 Jan 2013, 14:44
გამარჯობათ. ყელი მტკივა ისე რომ ყლაპვა მიჭირს, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, თან ვგრძნობ რომ მარჯვენა მხარეს ჯირკვალი გადიდებულია. და ტკივილი ყლაპვის დროს ყურზეც გადადის. მაინტერესებს რამე საგანგაშოა თუ თავისით გაივლის

Posted by: Universe 24 Jan 2013, 16:20
Yomarbazi
ყელი გაქვს გაციებული ალბათ. რამე სავლები გამოივლე (მგონი გვირილის კარგია, არ ვიცი ზუსტან ინტერნეტში მოძებნე)

lado 123
აფთიაქში იკითხე, გირჩევენ რამე წამალს, ან საწუწნ აბებს (მე ამას ვიღებ საწუწნი აბებია და მშველის dobendan strepsils მანდ იყიდება თუ არა არ ვიცი)
თავისით გაივლის ალბათ, მაგრამ რომ მიხედო ჯობია მანც

Posted by: giangio 8 Nov 2013, 12:53
ლაპარაკის დროს და პატარა დაძაბვაზე მეწყება ყელში აუტანელი ღიტინი და ხველება, იქნებ მირჩიოთ რაიმე, წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: lilumasho 12 Nov 2014, 15:13
გამარჯობა გოგოებო საავიაციო ნავთი სად ვიყიდოოო ??? ბავშვისთვის მინდა მადლობაააააა

Posted by: 死海. 14 Nov 2014, 05:33
lilumasho
არ შეიძლება!

Posted by: Only Me 28 Nov 2014, 22:29
გამარჯობა, იქნებ რამე იცოდეთ..

მამაჩემი იყო ყურის ექიმთან, მანამდე უთხრეს რომ ხმა გაქვს ჩახლეჩილი და მიხედეო..რო გვითხრა ეგ ჩვენ არ შეგვშინებია იმიტო რო სულ ასეთი ხმა ქონდა ბოხი რაღაცნაირი.. ჰოდა ახლა ჩახედეს ყელში რაღაც კისტააო უთხრა ექიმმა და მიხედეო..
დედაჩემიც გაყვა და დედაჩემს უთხრეს რომ კისტააო..ან რა კისტა შეიძლება იყოს და ან თუ შეიძლება სიმსივნის გარდა რამე ეგრე ჩანდეს მანდ იქნებ მიპასუხოთ sad.gif

Posted by: elosha23 29 Nov 2014, 23:40
გამარჯობათ \
ექიმმებმა დამიდგინეს ალერგიული ბრონხიტი
2 თვეა ესე ვარ რამდენთან არ ვიხავი ვიმკურნალე და მაინც იგივე მჭირს მშრალი ხველა

Posted by: perchatki 4 May 2015, 19:34
ეხა რახდება სიცხე მქონდა 2 დღე , ეხა გავიზომე 36 და 9 არტყამს ###ი მტკივა ხოდა ვსვავ ამ წამლებს და სიროფებს მარა ს ხვა რა ვქნა დავიღალე წოლითაც ყელის ტკივილს რა ვუშველო ყელიდან მოდის სიცხე

Posted by: SerIouS 4 May 2015, 20:44
გლანდები გაქვს ხო? biggrin.gif
თუგინდა ყელის ტკივილს დაემშვიდობო შემოგვიერთდი გლანდების თემაში.
თუ დაჩირქებულია და ანთებაა მოგიწევს სუპერ-ანტიბიოტიკების ყლაპვა,
იაფიანი წამლები არ შველის გართულებულ ყელის ტკივილს.

Posted by: perchatki 4 May 2015, 22:44
QUOTE (SerIouS @ 4 May 2015, 20:44 )
გლანდები გაქვს ხო? biggrin.gif
თუგინდა ყელის ტკივილს დაემშვიდობო შემოგვიერთდი გლანდების თემაში.
თუ დაჩირქებულია და ანთებაა მოგიწევს სუპერ-ანტიბიოტიკების ყლაპვა,
იაფიანი წამლები არ შველის გართულებულ ყელის ტკივილს.

გლანდები მაქ ხო gigi.gif მარა ისე მტკივა ხელი ნერწყვსაც ვერ ვყლაპავ რამე ადვილი საშვალებააააააა მითხარით

Posted by: SerIouS 5 May 2015, 14:23
QUOTE (perchatki @ 4 May 2015, 22:44 )
QUOTE (SerIouS @ 4 May 2015, 20:44 )
გლანდები გაქვს ხო?  biggrin.gif
თუგინდა ყელის ტკივილს დაემშვიდობო შემოგვიერთდი გლანდების თემაში.
თუ დაჩირქებულია და ანთებაა მოგიწევს სუპერ-ანტიბიოტიკების ყლაპვა,
იაფიანი წამლები არ შველის გართულებულ ყელის ტკივილს.

გლანდები მაქ ხო gigi.gif მარა ისე მტკივა ხელი ნერწყვსაც ვერ ვყლაპავ რამე ადვილი საშვალებააააააა მითხარით

გამოაღე ფანჯარა და სკუპ cry.gif ადვილია

Posted by: perchatki 5 May 2015, 15:16
QUOTE (SerIouS @ 5 May 2015, 14:23 )
QUOTE (perchatki @ 4 May 2015, 22:44 )
QUOTE (SerIouS @ 4 May 2015, 20:44 )
გლანდები გაქვს ხო?  biggrin.gif
თუგინდა ყელის ტკივილს დაემშვიდობო შემოგვიერთდი გლანდების თემაში.
თუ დაჩირქებულია და ანთებაა მოგიწევს სუპერ-ანტიბიოტიკების ყლაპვა,
იაფიანი წამლები არ შველის გართულებულ ყელის ტკივილს.

გლანდები მაქ ხო gigi.gif მარა ისე მტკივა ხელი ნერწყვსაც ვერ ვყლაპავ რამე ადვილი საშვალებააააააა მითხარით

გამოაღე ფანჯარა და სკუპ cry.gif ადვილია

აღარ მტკივა ურაა რააღAც მწვანე კაბლებს ვწუწნი ეხა და გადის ნელნელა gigi.gif gigi.gif

Posted by: perchatki 6 May 2015, 17:11
აუ დამეხმარეთ ვისაც გესმით ცოტა რამე მაინც რა .. ყელის ტკივილმა გამიარა მარა აი ნერწყ ვის გადაყლაპვა მიცჰირს ყელი არ მტკივა
აი სურათზე როა შავათ მონიშნული ის ადგილები მტკივა და რისი ბრალია ან როგორ ვუშველო ?

Posted by: SerIouS 6 May 2015, 22:18
QUOTE (perchatki @ 6 May 2015, 17:11 )
აუ დამეხმარეთ ვისაც გესმით ცოტა რამე მაინც რა .. ყელის ტკივილმა გამიარა მარა აი ნერწყ ვის გადაყლაპვა მიცჰირს ყელი არ მტკივა
აი სურათზე როა შავათ მონიშნული ის ადგილები მტკივა და რისი ბრალია ან როგორ ვუშველო ?

მანდ არის ზუსტად გლანდები ანუ ჯირკვლები

ჯირყვლები უნდა მიიჯირყვნოს

Posted by: despeler 2 Jun 2015, 08:00
10 წელია (თუ მეტი არა) გამოწერილი მაქვს ყელის ტკივილი, დაახლოებით 2 თვეში ერთხელ, რომელიც გრძელდება 4-5 დღე და შემდეგ გადადის ძლიერ გრიპში და მიგუბდება ყურებიც. ეს ყელის ტკივლი გამოიხატება ნერწყვის ყლაპვისას, აქვს ნადებიც. ასევე მაქვს მუდმივი გრიპი და სურდო. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? გლანდები?

Posted by: CurvaFiesole 3 Jul 2015, 01:17
user.gif sad.gif

Posted by: SerIouS 6 Jul 2015, 01:03
QUOTE (despeler @ 2 Jun 2015, 08:00 )
10 წელია (თუ მეტი არა) გამოწერილი მაქვს ყელის ტკივილი, დაახლოებით 2 თვეში ერთხელ, რომელიც გრძელდება 4-5 დღე და შემდეგ გადადის ძლიერ გრიპში და მიგუბდება ყურებიც. ეს ყელის ტკივლი გამოიხატება ნერწყვის ყლაპვისას, აქვს ნადებიც. ასევე მაქვს მუდმივი გრიპი და სურდო. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? გლანდები?

ამას რო წაიკითხავ 10 წუთში გებულობ ისეთი ექიმის კოორდინატებს ვინც გლანდების ოპერაციას აკეთებს,
30 წუთში მიდიხარ მასთან და ის გეუბნება დანარჩენ პასუხს.

Posted by: Desert 17 Jan 2016, 00:53
1 თვეა დაახლოებით რაც ყელს ვუჩივი, მოკლედ ყელის დასაწყისში ისეთი შეგძნება მაქ თითქოს რაგაცა არის გაჩხერილი,
აი ტირილი რო მოუნდება ადამიანს და ტირილს იკავებს, ალბათ ყველას გამოგიცდიათ ეგ მომენტი აი მასეთი შეგრძნება მაქ სულ
ხველა: იშვიათად ცამომახველებს
ნახველი: ეგაც იშვიათად
ტკივილი: არა
ნერწყვი თითქოს გასქელებულია და გადაყლაპვა მიჭირს
სიგარეტს რო მოვწევ ხოლმე მაშინ უფრო იმატებს სიმპტომები

თეთრ ხალათს ვერ ვიტან და იქნება თქვენ დამეხმაროთ

Posted by: little___mermaid 20 Jan 2016, 12:07
Desert
ნევროზმა იცის მსგავსი შეგრძნებები. მე უძილობის დროს მემართება ხოლმე.

Posted by: Desert 2 Feb 2016, 11:46
little___mermaid
QUOTE
ნევროზმა იცის მსგავსი შეგრძნებები. მე უძილობის დროს მემართება ხოლმე.

უძილობა მართლა არ მაკლია ღამე გვიან მიწევს ხოლმე დაძინება, ეხლა ყელის სიმშრალეც დაემატა ჩემ სიმპტომებს

Posted by: pilo772 4 Feb 2016, 11:40
მძIმე გრიპის საბოლოო ნარჩენად დამრჩა ანგინა, მაგრად მტკივა ყელი ახლაც, მაგრამ დღეს ერი უბედურება შევნიშნე. სისხლები მომდის ყელიდან რო ვირეცხავ ყელს sad.gif
რა ვქნა ისევ ექიმთან მივიდე ამის გამო? sad.gif თუ ანგინამ იცის მასე, დაჩირქებული ბუშტულები გაქვსო კი მითხრა ექიმმა და, ისინი დასკდნენ თუ რაშია ჩემი საქმე?

Posted by: Natuka NGN 4 Feb 2016, 14:33
pilo772
ისვე გტკივა? რამე აეროზოლი გამოგიწეროს, თუ ჭრილობებია მასე როგორ შეიძლება? სავლებიც საჭიროა, ოღონდ სოდა არა უფრო გამოაშრობს ლორწოვანს. არის ზეთებიც. ერთი სიტყვით, დასადგენია ეს სისხლი ყელიდან მოდის ნამდვილად? გახველებდა?

Posted by: pilo772 4 Feb 2016, 18:08
Natuka NGN
QUOTE
ისვე გტკივა? რამე აეროზოლი გამოგიწეროს, თუ ჭრილობებია მასე როგორ შეიძლება? სავლებიც საჭიროა, ოღონდ სოდა არა უფრო გამოაშრობს ლორწოვანს. არის ზეთებიც. ერთი სიტყვით, დასადგენია ეს სისხლი ყელიდან მოდის ნამდვილად? გახველებდა?

ხველებით ახლაც მახველებს, ეგ შევამოწმე, მაშIნვე, ხველებისგან არ მაქვს ეს სისხლი.

ისე ეგ სისხლიც ერ ჯერადია. მის მერე აღარც გამოსულა რა ვიცი sad.gif

აეროზოლიც გამომიწერეს ისე ანგინოვაგი ქვია. შვება მომცა. იმდენად მჭრელი ტკივილი აღარ მაქვს.

Posted by: Soundgarden 5 Feb 2016, 04:04
ნაცხის ანალიზი ყელიდან და ნაცხის ანალიზი ხახიდან ერთი და იგივეა?

Posted by: Waffen_ss 8 Feb 2016, 00:16
წელი არ გავა ზამთარში ყელისგან რომ არ გავცივდე, დანარჩენ სეზონებზე ხშირად ნახველი მაქვს მაგრამ სიცხეს არ მაძლევს, რა მოვუხერხო? მაინდამაინც გლანდების ოპერაციაა საჭირო თუ არის სხვა რამე გამოსავალი?

Posted by: Topiary 22 Feb 2016, 17:25
მაქვს სიცხეები 37, 37,1, 37,2, 37,3 ყელი მაქვს ძაან წითელი, არც მტკივა არაფერი... არც სუნთქვა მიჭირს... რა ვქნა sad.gif

Posted by: API-TERAPEVTI 28 Feb 2016, 16:34
QUOTE (N.G. @ 4 Feb 2004, 14:14 )
უკვე მერამდენე დღეს ყელი მტკივა, სტრეპტოციდსაც კი ვღეჭავ იქნებ გამიაროს თქო და არანაირი შედეგი sad.gif
საწუწნი აბები არაფერს მშველის.
იქნებ მირჩIოთ რამე sad.gif

https://www.facebook.com/apiterapevti აქ ნახე დრაჯე შალფეით ძალიან ეფექტურია და ბუნებრივია იმუნიტეტზეც წაგადგება
* * *
QUOTE (Topiary @ 22 Feb 2016, 17:25 )
მაქვს სიცხეები 37, 37,1, 37,2, 37,3 ყელი მაქვს ძაან წითელი, არც მტკივა არაფერი... არც სუნთქვა მიჭირს... რა ვქნა sad.gif

მიიღე დიდი რაოდენობით სითხე სასურველია წყალი და თბილი ნაყენები გვირილის ამ ლინკზე წაიკითხე შალფეი საკმაოთ კარგი რამა და არც ძვირი არა იმუნიტეტზეც წაგადგება https://www.facebook.com/apiterapevti თუ ვირუსის საწკისი ეტაპია გაგიძლიერბს იმუნიტეტს და აგილაგებს სიმპტომებს
* * *
QUOTE (pilo772 @ 4 Feb 2016, 11:40 )
მძIმე გრიპის საბოლოო ნარჩენად დამრჩა ანგინა, მაგრად მტკივა ყელი ახლაც, მაგრამ დღეს ერი უბედურება შევნიშნე. სისხლები მომდის ყელიდან რო ვირეცხავ ყელს sad.gif
რა ვქნა ისევ ექიმთან მივიდე ამის გამო? sad.gif თუ ანგინამ იცის მასე, დაჩირქებული ბუშტულები გაქვსო კი მითხრა ექიმმა და, ისინი დასკდნენ თუ რაშია ჩემი საქმე?

გაკეთებული გექნება შენ გლანდების ოპერაცია და ხახაზე გადადის ანთებითი პროცესი უნდა იხმარო საწოწნი ტაბლეტები რომ ალაგდეს და სავლები ძირტკბილა ან შალფეიც დაგეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში https://www.facebook.com/apiterapevti

Posted by: field 9 Mar 2016, 16:16
ცალ მხარეს მაქვს ყელში გლანდი თუ რაღაც რო ქვია ოდნავ შესიებული, ასევე ცალ მხარეს ყბის ქვეშ მტკივა ხელის დადებით და ისეც ყრუდ, რაღაც ჯირკვალი როა ეგ ადგილი, ყურზეც გადადის ხოლმე ტკივილი, ყელიც ცოტათი მტკივა, და ნერწყვი მაქ კიდე, რა ვქნა? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 29 Apr 2016, 12:15
ბოლო ორი დღეა, ყელის ტკივილი მაქვს საშინელი.

არ ვიცი რა ჰქვია ამ ადგილს, ამოტომ ფოტოზე მოვნიშნე შავად.

წინა რამდენიმე დღე მსუბუქი ყელის ტკივილი მქონდა, მაგრამ გუშინ დილიდან ამტკივდა და დღეს უფრო გამიძლიერდა. თან მხოლოდ მარცხენა მხარეს. ნერწყვის გადაყლაპვის ან ნებისმიერი სხვა სახის მოძრაობის დროს, თუნდაც ენის გამოძრავებისას საშინლად მტკივა. დღეს უკვე თავის გამოძრავებაზეც დამეწყო ტკივილი. შესიებული არ მაქვს, მგონი. ყოველ შემთხვევაში თვალით ვერ ვამჩნევ, მაგრამ შეგრძნება კი მაქვს ეგეთი sad.gif

რისი ბრალი შეიძლება იყოს? წავიდე ექიმთან თუ სახლის პირობებშიც შეიძლება მკურნალობა?

ბოდიში, თუ თემა არასწორად გავხსენი.
* * *
?????¿????????????????????????????!??
* * *
არავინ დარჩა ამ განყოფილებაში? :დ

Posted by: Topiary 7 Aug 2016, 15:26
3-4 დღე მტკიოდა ყელი ოდნავ, ყლაპვის დროს მარჯვენა მხარეს...

საერთოდ გაცივებული რო ვარ სიგარეტის მოთხოვნილებაც არ მაქ, გუშინ და დღეს ეგრე ვარ sad.gif ოდნავ ვოფლიანობ, გუშინ ერითრომიცინი დავლიე ღამე, დღეს დილითაც, სავლებებს ვიკეთებ ძაან ხშირად (თბილ წყალში 1 კოვზი სოდა) და ჩაის ვსვამ ბევრს... (სეპტოლეტეს სპრეისაც ვისხამ)

რამეს ხომ ვერ მირჩევდით, დღეს მივდივარ ბათუმში და ცოტახანი მაინც გავერთო.. sad.gif

Posted by: sophka 7 Aug 2016, 15:33
გვირილის ან ევკალიპტის ნაყენი გამოივლე 5-6-ჯერ დღეში, ფაგიო შეგიძლია გამოივლო ან ჩაისხა : ))) ექიმთან მიხვიდე ისე სჯობს...

Posted by: Topiary 7 Aug 2016, 16:29
sophka
QUOTE
გვირილის ან ევკალიპტის ნაყენი გამოივლე 5-6-ჯერ დღეში, ფაგიო შეგიძლია გამოივლო ან ჩაისხა : ))) ექიმთან მიხვიდე ისე სჯობს...



ექიმთან მისვლა რა საჭიროა ყელის ტკივილის გამო? :/ ყოველ "უშნო" გაკუებაზე ექიმთან ხო არ ვირბენ?

უბრალოდ მაქსიმუმ 2-3 დღეში მინდა რო გამოვჯანმრთელდე...

Posted by: sophka 7 Aug 2016, 18:20
ჰოდა გააკეთეთ ის რაც გითხარით, სპრეიც შეისხურეთ რაც გაქვთ და გამოჯანმრთელებას გისურვებთ : ))))

Posted by: Natuka NGN 8 Aug 2016, 00:07
Topiary
არის თემა ყელის ტკივილზე: https://forum.ge/?f=43&showtopic=33564702&st=285

შეიძლება არ იყოს უბრალოდ ყელის ტკივილი და გჭირდეს მონონუკლეოზი.

იმედი მაქვს ახლა კარგად ხარ. თემა ერთდება.

Posted by: Alisaka 8 Nov 2016, 09:56
გამარჯობათ.ორი დღეა,ან სამი,მაწუხებს ყელის ტკივილი,უფრო სწორად,ისეთი ტკივილი არაა,როგორც ,მაგალითად,გაციებისას.. მტკივა საყლაპავთან,ხმა შემიცვალა ოდნავ,ყლაპა მიჭირს და ამას პლუს ტკივილი გადავიდა კისერზე,რა შემიძლია გავაკეთო?თუიცით ვინმემ..

Posted by: zaza1993 27 Nov 2016, 15:05
1 კვირაა ყელი მტკივა, და ყელისკენ მაქვს რაღაც მუწუკისავით. გამონაყარიც მაქვს პირის ღრუშიც და ენაზეც, ნადებიც მაქვს. მოკლედ მირჩიეთ რამე თორემ მერხევა ნელ-ნელა biggrin.gif

Posted by: Soundgarden 28 Dec 2016, 05:33
მწვავე ფარინგიტის ფონზე ყელში ჩირქოვანი გამონაყარია მთელი ყელი ჩასისხლული კაპილარებითაა სავსე. სიცხე 37.3 ან საერთოდ არ მაქვს. ნუშურა ჯირკვლები ამოჭრილი მაქვს. პირველი შემთხვევა არ არის ბაქტერიოფაგშიც დავთესე და სათანადო მკურნალობაც გავიარე ანტიბიოტიკოთერაპიით რამოდენიმეჯერ ექიმის დანიშნულებით+ იმუნოსტიმიც ვსვი. ჰექსასპრეის ვისხურებ დიდი ვერაფერი. ვგრძნობ სისუსტეს მსუბუქ თავის ტკივილს, მაქვს ღებინების შეგრძნება პახოდუ მახველებს. სამსახურშიც 2 დღეა არ გავსულვარ biggrin.gif . არ გაატაროთ თემა რა. იქნებ დროებითი რჩევებიც მომცეთ კარგი ექიმიც მირჩიოთ მადლობა...

Posted by: SkitterZ 28 Dec 2016, 13:31
Soundgarden
თუ ანტიბიოტიკმა გიშველა და სიცხე აღარ გაქვს და ყელიც ჩაგიცხრა
QUOTE
ვგრძნობ სისუსტეს მსუბუქ თავის ტკივილს, მაქვს ღებინების შეგრძნება პახოდუ მახველებს

ეს ჩვეულებრივი პოსტვირუსული სიმპტომებია და საშიში არის.

Posted by: Soundgarden 28 Dec 2016, 21:37
მშველის მაგრამ აუდიტორიის წინაშე პატარა სიტყვით გამოსვლა ან ცივი ჰაერის ზედმეტად შესუნთქვა და ეგრევე ხელახლა მეწყება მთელი ამბები მკურნალობის შემდეგ.

Posted by: SkitterZ 29 Dec 2016, 02:56
Soundgarden
რამდენი ხანი გავიდა მკურნალობიდან? ორგანიზმია დასუსტებული და კარგად უნდა გამოშუშდე smile.gif

Posted by: საკურა. 30 Dec 2016, 20:21
ვირუსი მაქვს და მეორე დღეა ყელი ისე მტკივა,სითხესაც კი ვერ ვსვამ...
დორიტრიცინის მიღება დავიწყე....რამე უფრო ეფექტური არაფერი იცით?

Posted by: Go Ahead Eagles 3 Jan 2017, 00:11
5 დღეა უკვე ყელი მტკივა
ტემპერატურა არ მაქვს, ხველა ხანდახან, სურდოც ცოტა მაქცვს. ყელი მტკივა აი რავიცი ძალიან. ყლაპვა მიჭირს ვგრძნობ სიმშრალეს.
ეს დღეები დაახლოებით 4ნაიირ საწუწნი აბი მოვსინჯე დღესი 6-7 მაინც ვწუწნიდი. დღეს შესასხურებელი ვცადე, პლუს ამას თაფლი ლიმონი და სავლებებიც ვიხმარე მარა მაინც მტკივა აი წვის შეგრძნება მაქვს საშინელი
გლანდები ამოჭრილი მაქვს ბავშვობაში.
რისი ბრალი შეიძლებვა იყოს? ხვალ კი ვაპირებ ექიმთან მისვლას მაგრამ...

Posted by: Don_417 4 Jan 2017, 16:26
თუ იცით ვინმემ, გრიპზე და ფიტვების ანთებაზე არის ფორუმზე რაიმე თემა?
სასტიკად ცუდად ვარ, სიცხე მაქ 10 დღეა და სახლიდან ვერ გავდივარ რომ ფილტვებზე გავესინჯო.
ფილტვების ანთებას რომ შველის რამე ეგეთი წამალი-საწუალება თუ არსებობს რომ დავლიო ექიმის გარეშე?


Posted by: Grlfona 25 May 2019, 01:55
ეს ღიტინი ყელში რა შემაწუხებელია ხშირად მაქვს ძაან თითქოს რო გექავება შიგნით

Posted by: sandrobandro 15 Dec 2019, 11:08
ამოვწევ ამ თემას, იქნებ ვინმემ მიპასუხოს. მოკლედ წელიწადში 1 ხელ კაი გაციება/ვირუსი გამოწერილი მაქვს. წინა წელსაც ისეთი ვირუსი მქონდა რო გადასხმების გაკეთება მომიწია, მაგან მიშველა მარტო.

ეხლაც ავიკიდე ვირუსი, რომელიც რათქმაუნდა დაიწყო ყელის ტკივილით (გლანდები არ მაქვს ამოჭრილი) ხანდახან საცობებიც მივარდება რკალებიდან. 1 კვირაა ცუდათ ვარ, პირველი 3 დღე მეგონა ჩვეულებრივი გაციება, დამეწყო ყელის ტკივილით, ძალიან ბევრი სითხე მივიღე, ასევე 2 დღე ვსვავდი ნოლ-გრიპის ტაბლეტებს, გაციების დროს ეგ მოქმედებს ჩემზე ყველაზე ეფექტურად, ნუ ყელის საწუწნი წამლები ისა ესა ამას აღარ ჩამოვთვლი. 2 დღიანი ყელის ტკივილის მერე, ზოგადათ მესამე დღეს ცხვირში ვიჭედები და მეოთხე დღეს უკვე კარგათ ვარ ხოლმე.....მარა ამ შემთხვევაში სხვანაირად მოხდა, 3-ე დღეს თითქოს ყელის ტკივილმა დაიწყო მინელება, მარა ეხლა აგერ უკვე 6-ე დღეა ყელი მტკივა საშინლად, გლანდები გაწითლებული და დასიებული მაქვს, საცობები არ ჩანს, მიჭერითაც არ ამოვარდა....მარა გადავიდა თვალზე დილით რო გავიღვიძე უკვე მეორე დღეა ლორწო მაქ თვალზე, არის რაღაც ინფექციური ვირუსი, ყელის ტკივილიც საშინელი რომელიც არ გადის. ვაპირებ ანტიბიოტიკის დალევას, რომელია ყველაზე ოპტიმალური, თუ ექიმს მივმართო?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)