#52256463 · 26 Feb 2018, 16:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მივბანდალდით სადარბაზოს კარებთან და გავჩერდით. "ტაბლეტკა" ვის ჰქონდა, აღარ მახსოვდა. მივაყუდე ქალი კედელზე და ჯიბეები მოვიქექე. ვერ ვნახე. ახლა ქალს დავუწყე შმონვა. რაებს ჩალიჩობო-მეკითხება გაკვირვებული. "ტაბლეტკას" ვეძებ-მეთქი. აა, ჩანთაში უნდა მქონდესო-ძლივს წაილუღლუღა. მართლაც იქ აღმოჩნდა. გავაღე-შევედით სადარბაზოში. (შევედით რა, შევიტანე ჩანთიანა).ბუდკაში ჟღალთმიან და სქელტუჩა კონსერჟს თავი მაგიდაზე დაედო და მთვრალი ჰუსარივით ხვრინავდა. იქვე, რაფაზე გამწკრივებულმა, შეშინებული ზღარბებივით აჯაგრულმა კაკტუსებმა პატრონის უხიაგი ხასიათი შემახსენეს. მივხვდი, რომ "სტალინიკის" ძველმოდური ლიფტის კარი, ძალიან ფრთხილად, უხმაუროდ, წინასწარ უნდა გამეღო, თორემ რკინის კარების ჯახუნზე მეგერა აუცილებლად გაიღვიძებდა და ერთ ამბავს ატეხდა ამ კეთილშობილი სახლის "ზოგიერთ" მობინადრეთა უკიდურესად ამორალური ქცევისა და ზნედაცემულობის შესახებ. ამდენს ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი. კისერზე ჩამოკიდებული ქალი ისევ კედელზე მივაყუდე, ხელი გავუშვი და რამდენიმე წამი დავიცადე. დავრწმუნდი, რომ საკმაოდ მყარად იდგა და არ დაცურდებოდა. ლიფთტან ფეხაკრეფით მივედი. კაბინა საწყის წერტილში იყო გაჩერებული, მარა ახლაღა დავინახე რკინის ბადეზე აკრული თეთრი ფურცელი: "ლიფტი არ მუშაობს". დავბრუნდი უკან. ქალს თვალებზე ჩამოფხატული ქუდი ავუწიე და ცოტა შევანჯღრიე. განახვნა სანთლის ქუთუთონი და მომაპყრო უარსკვლავთ სადარი თოლნი მისნი... ანუ, უაზროდ მომაშტერდა. მე ტუჩებზე მივიდე თითი და მერე კოსერჟზე ვანიშნე. ვერაფერს მიხვდა, დახუჭა ისევ თვალები და ცხვირით მკერდში ჩამერჭო. მე მოვკიდე მარცხენა მაჯაში ხელი, თვითონ მარჯვენა მუხლზე დავიჩოქე, მეორე ხელი მოვხვიე მუხლებს ქვემოთ და "წისქვილზე" წამოვიღე. ცოტა მემძიმე ბეჭებზე, მაგრამ კიბეებს, ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ მტკიცე ნაბიჯით ავუყევი...კონსერჟი ხვრინავდა და ალბათ ბრაზილიის უდაბნო ესიზმრებოდა ჯაგარა სუკულენტებით გაძეძგილი ...
--------------------
სტუფიდ ჩეხ რეპაბლიკ, შოუ მი იორ ხუი, იორ ლეხ ვალენსა, შოუ მე მანი (ფულს წაგლიჯავთ ხელიდან) სექს ვონტ? ხომ და სექს იორ ფაზერ, მაზერ, სისტერ, ბრაზერ, თიჩერ. დეგენერატ, მათხოვარი, ჯორჯია ვუმენ დონტ ბაი. კოკოიტი ფანდარასტ.(C)masha
|