#58044482 · 23 Jun 2021, 13:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისის ანძის რეაბილიტაციას Kass Tower Georgia განახორციელებს. ინფორმაცია დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გააჟღერა.
„თბილისის ანძასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია და ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. 1 წელი დასჭირდება კომპანიას, რომ დეტალური პროექტირება გააკეთოს, ხოლო შემდგომ 2 წელი ექნება პროექტის განხორციელებისთვის. ჯამური ინვესტიციის მოცულობა დამოკიდებული იქნება დეტალურ პროექტირებაზე, თუმცა აქ გათვალისწინებულია არანაკლებ 4 მლნ დოლარის ინვესტიცია. ჩვენი ვარაუდით, იქნება 6-7 მლნ დოლარი. არსებობს პროექტი, კონცეპტი, გავლილია დეტალურად და ახლა უნდა გაკეთდეს დეტალური პროექტირება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
რა უნდათ ამ ანძისგან დაანებონ თავი რაღაცა უბედურებას დამართებენ
|