forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ავტოსამრეცხაო/ავტოსამრეცხაოების ბიზნესი, ბიზნესი
Mr_Gigi
Sumptuous Minded


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1284
წევრი No.: 140904
რეგისტრ.: 28-December 11

  გამოგზავნილია: 26 Feb 2017, 01:58  #50016909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით!

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, თუ რა შეიძლება იყოს დღევანდელ თბილისში სხვა ბიზნესებთან შედარებით უფრო მომგებიანი (შედარებით დაბალი კაპიტალით, რა თქმა უნდა), მივედი დასკვნამდე, რომ ეს არის ავტოსამრეცხაო, ანუ მოიკა.

რას ფიქრობთ თქვენ?

ვინმეს ხომ არ გაქვთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება, როგორ რჩება მოგება და ასე შემდეგ.

ის კი ვიცი და ლოგიკურიცაა, რომ 3-4 ბოქსიანი ავტოსამრეცხაო, თუ კარგ ადგილზეა (მოსახლეობაც რომ იყოს და მოძრაობაც), პლიუს ნორმალური ფასები, კარგ მოგებას დატოვებს, მაგრამ იქნებ უფრო კონკრეტულად მითხრათ ამ ბიზნესის შესახებ რამე-რუმეები 2kiss.gif


--------------------
Graphic & UI/UX Designer.
giorgi ---
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1108
წევრი No.: 104959
რეგისტრ.: 15-November 09

გამოგზავნილია: 26 Feb 2017, 02:58  #50017095      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Have an A one day wink.gif


----------------------------------


--------------------
შეშფოთებული
Mr_Gigi
Sumptuous Minded


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1284
წევრი No.: 140904
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 26 Feb 2017, 03:08  #50017119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giorgi ---
შეგიძლია რაიმე ინფორმაცია გამიზიარო ამ ბიზნესთან დაკავშირებით?
chana87
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 177252
რეგისტრ.: 27-November 13

გამოგზავნილია: 16 Feb 2018, 13:53  #52195701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ავტოსამრეცხაოში რომ ტილოების საწური აქვთ ხო არ იცით სად შევიძინო და რა ღირს
ladusha2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1352
წევრი No.: 118061
რეგისტრ.: 6-July 10

გამოგზავნილია: 17 Feb 2018, 00:36  #52199603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chana87
რო ჩაივლი მოიკასთან იკითხე ,ისე ელიავაზე იქნება 100 %პრო
Evo_PoWeR
Mystique Arom


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14529
წევრი No.: 76942
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 26 Feb 2018, 16:07  #52256236      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mr_Gigi
გეთანხმები, ძალიან მაგრად მუშაობს smile.gif მაგალითად ამბოლის სამრეცხაო უნივერსიტეტის ქუჩაზე, იმდენ ფულს წერს დღეში რომ რავი... როცა არ უნდა მივიდე, სულ მინიმუმ 3-4 მანქანა ელოდება და ასეა მთელი დღის განმავლობაში.

თუმცა აქ ერთი პრობლემაა: მიწა, ფართი. ეხლანდელ ბაზარზე, მიწის ყიდვა უფრო ძვირიი დაგიჯდება ვიდრე კერძო ან საცხოვრებელი ფართის. თუ შენ იმის პრობლემას მოაგვარებ რომ ნორმალურ ადგილას იშოვო მიწა/ფართი და შეღავათიან ფასში მოხდეს ეს ყველაფერი, მაშინ მთავარი საქმის 70 % ( თუ მეტი არა) უკვე გაკეთებული გაქვს და ძირითადი ხარჯიც გაწეული გაქვს wink.gif


--------------------
გიჟი ინვალიდი პარკერა :ყეს:
ramms01
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 53
წევრი No.: 203026
რეგისტრ.: 29-May 15

გამოგზავნილია: 27 Feb 2018, 12:40  #52261050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მშვენიერი ბიზნესია,
ერთი ბოქსი საშუალო ადგილზე, საშუალო დატვირთვით დაახლოებით 100 ლარამდე აკეთებს. მცირე კაპიტალისთვის კარგი ვარიანტია 2 ბოქსი პლუს ვულკანიზაცია, ეს ორი საქმე ავსებს ერთმანეთს რა, ტიპი ხან რისთვის მოდის ხან რისთვის ხო ხვდები.
მე ვუკეთებ ბუღალტერიას ეგეთ ფირმას და ორი ბოქსით პლუს ვულკანიზაცია პატრონს დღეში რჩება სუფთა ფულით საშუალოდ 60-120 ლარამდე.
ნუ მეტიც შეიძლება დაგრჩეს პროსტა მაშინ თანამშრომლებს უნდა დააკლო და ეგ სტრატეგია წარმატებას არ მოგიტანს არცერთ ვარიანტში....
B/S
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2194
წევრი No.: 107199
რეგისტრ.: 23-December 09

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 16:14  #52268545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ჯდება ერთი ბოქსი მიახლოებით თუ შეგიძლიათ რომ თქვათ, მიწის გარეშე.
Beroname
ბერო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4681
წევრი No.: 25726
რეგისტრ.: 16-November 06

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 16:39  #52268686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადგილი გინდა კარგი.

მთავარი პრობლემა ეგ არის მაგ საქმეში.
კერხერი 2კ ღირს მგონი.


This post has been edited by Beroname on 28 Feb 2018, 16:40


--------------------
L is for LOVE, baby
O is for ONLY you that I do
V is for loving VIRTUALLY everything that you are
E is for loving almost EVERYTHING that you do
R is for RAPE me
M is for MURDER me
A is for ANSWERING all of my prayers
N is for KNOWING your loverman's going to be the answer to all of yours
bugler
Slightly Important Person


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2949
წევრი No.: 59933
რეგისტრ.: 2-May 08

გამოგზავნილია: 1 Mar 2018, 01:20  #52271612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ძალიან მაგარი ადგილი გჭირდება...
მართალს გეუბნებიან - მთავარი ამ საქმეში ადგილია.

2 ვარიანტია:

1. ან ძალიან კარგი, სუპერ-მოძრავი + ადვილად რომ შემოდიოდნენ მანქანები ეგეთი ადგილი გინდა და მოსაცდელი ოთახიც, სიცივეების დროს (მე და ვისაც ვიცნობ, სხვა უბანში წავალთ გასარეცხად ზამთარში და ბენზინს დავხარჯავთ, ვიდრე ტრაკი ვიყინოთ ქუჩაში ლოდინით)

2. ნახო ისეთი ადგილი, უბანზე რომ იმუშავოს, გარაჟივით რამე..


პირველ ვარიანტში შეგიძლია დაიქირავო მრეცხავები და ამუშავო.. მეორე ვარიანტში ანუ როცა არ გაქვს სუპერ-ადგილი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თვითონ თუ რეცხავ და "სამ ტანცუიუ სამ პაიუ" სამრეცხაო გაქვს..

წყალი იხარჯება ბევრი და ნუ დენიც საკმაოდ + ქირა + მრეცხავებს ან 40% უნდა მისცე ან 30-35% + ჭამის ფული დღიურად..
არ მესმის რატომ მაგრამ რეცხვის ფასები უბნებად არის და სიტყვაზე გლდანში უფრო ნაკლები ღIრს გარეცხვა.. თითქოს გლდანში ცოტა მანქანაა ან ნაკლები ფული აქვთ ვიდრე პლეხანოვზე (პლეხანოვზე ვცხოვრობ და სულაც არ ვთვლი, რომ რადგან აქ მაქვს სახლი, ამიტომ ვინმე გლდანელზე მეტი მაქვს შემოსავალი)

მოკლედ.. დღეში 10 მანქანა უნდა გყავდეს გარანტირებებული, რომ ღირდეს.
ჩემი ძმის ცოლის ძმამ გააკეთა და ჩემი ძმაც დაასაქმა, ერთად სცადეს რამოდენიმე ადგილას და ბოლოს ჩემი ძმა რეცხავდა თვითონ და მაინც ვერ ღირდა (ნუ დროც უნდა და რეკლამაც, რომ ხალხი შეეჩვიოს.. მაგრამ მაინც..)

ასეა ჩემი დაკვირვებით ამ კონკრეტულ "მეწარმეებზე" smile.gif და სხვა ალბათ თავის აზრსაც გაგიზიარებს.. მაგრამ ამ პერიოდშI რასაც ვარკვევდი სხვადასხვა წყაროებიდან, ყველა ერთს მეუბნებოდა - ძალიან კარგი ადგილი თუ არ გაქვს და თან თუ თვითონ არ აპირებ მრეცხავად დადგე, არც კი იფიქროო და კი გაგვიმართლა ჩვენ ამ რჩევამ smile.gif

უი ხო.. ან იქ უნდა იყო სულ ან ვინმე გყავდეს ადგილზე შენიანი, რომ არ იმაიმუნონ მრეცხავებმა.. ან კამერები უნდა დააყენო და სულ აკონტროლო smile.gif
+ კარგი მრეცხავის შოვნაც ძალიან რთულია..

იმედია არ შეგაშინე.. უბრალოდ ყველა მინუსი ჩამოვწერე, რომ გაითვალისწინო smile.gif

ladusha2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1352
წევრი No.: 118061
რეგისტრ.: 6-July 10

გამოგზავნილია: 1 Mar 2018, 11:35  #52272862      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bugler
ანუ ფაფის ჭამა არცერთი ბიზნესი არა , არც ესა გამონაკლისი. თუ კარგ ადგილს იპოვი და სწორი მენეჯმენტი გექნება - შესაბამისად ფულიც გექნებაsmile.gif
რა მარტივია წინადადების დაწერა და საქმის დაწყება კი ურთულესია- ანუ პირველი ნაბიჯები
B/S
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2194
წევრი No.: 107199
რეგისტრ.: 23-December 09

გამოგზავნილია: 1 Mar 2018, 13:24  #52273500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bugler
კარგი პასუხია, მადლობა.

ადგილი ვფიქრობ რომ კარგია. ადგილის საშიშროებაზე არ ვნერვიულობ , ჩემი აზრით ძალიან კარგი ადგილია, მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმე მეტრში კონკურენტი არის საკმაოდ მოდერნიზებული მრავალფუნქციური და ა.შ. არის საკიტხები რაც ჩემსას იმასთან შედარებით პლიუსები აქვს. კაციც მყავს, მამაჩემი იქნება სულ იქ , ტექნიკურადაც გავმართავ და ნუ სერვისებიც შემიძLია შევთავაზო მომხარებელს , მაგრამ აქ რაც მაფერხებს არის ის რომ არანაირი შეხება არ მქონია სამრეცხაოსთან და არც საახლობლოშI მოიძებნება ვინმე ვისაც შეხება ქონდა, ამიტომ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება , რამდენად ღირს სამრეცხაოს გაკეთება, ადვილი მოსაძებნია მრეცხავი თუარა, ნუადვილი თუარა , საერთოდ შესაძლებელია თუარა, უფრო ტექნიკური მხარე მაინტერსებს ფინანსების მხრივ მაგრამ ძნელია ამის დადგენა, ვისაც უკვე ქონია მან უკეთ იცის მაგ საქმეში ყვლაფერი და მე კდიე ვერ ვიპოვნე :/


ანუს აორიენტაციოდ მაინც რომ დავადგინო მიახლოებით, რა თანხები დამიჯდება უფრო ადვილი გასაწყვეტი იქნება შესაძლებელია თუარა სამრეცხაოს გახსნა. სიტყვაზე თითო ბოქსი რა ჯდება და ა.შ

This post has been edited by B/S on 1 Mar 2018, 13:25
bugler
Slightly Important Person


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2949
წევრი No.: 59933
რეგისტრ.: 2-May 08

გამოგზავნილია: 2 Mar 2018, 06:08  #52278485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
B/S

ჰო, ასე რთულია დაგითვალო.. მე ვერ ვარ კომპეტენტური.. მაგრამ ძვირი არ ჯდება ძალიან, როგორც ვიცი.. ადგილზ დაგჭირდება საკანალიზაციო სისტემის მოწყობა (თუ არ არის) ანუ წყალი უნდა გაედინებოდეს კანალიზაციაში..

ნუ დანარჩენი, უხეშად რომ დათვალო:
კერხერი (აქ სიმძლავრეებზეა.. ცოტა უნდა წაიკითხო ნეტში იქნება ინფო რომელიც გაწყობს) 2 000 დოლარამდე (ჩემი აზრით)
ქაფის აპარატი (ეს მგონი კერხერსაც უმაგრდება)
მტვერსასრუტი

შამპუნები რაღაც სპეციალურ ფირმას მოაქვს მგონი.. მაგასაც გაარკვევ მარტივად..

ჩემი აზრით ადგილის გარდა 5 ათასს არ უნდა გადასცდე..

გადასახადს იხდი ფიქსირებულს თვეში 100 ლარს თითო ბოქსზე ( აი, ზუსტად ამის გამო ხსნის ყველა სამრეცხაოს, თონეს ან სილამაზის სალონსsmile.gif )

ჰო.. და მთავარი ადგილის შემდეგ, უკვე მუშაობისას არის ის, რომ კაააარგად რეცხოთ და ყველა კლიენტი წავიდეს ძააალიან(!) კმაყოფილი smile.gif ყველა საქმეში ასეა, რომ კარგად უნდა მოემსახურო და ყველა ასე ამბობს და ცდილობს.. მაგრამ ამ საქმეში ეს სასიცოცხლოა.. უამმრავ მანქანიანს ვიცნობ და ყველასგან გამიგია და მინახავს, რომ ერთხელ რამე სამრეცხაოზე ლაქა თუ დაუტოვეს ან კარგად ვერ გაუმშრალეს, იქ აღარ მიიყვანს (ნუ თუ სხვა გამოსავალი არ აქვს)
ამიტომ მრეცხავებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მაგაზეც გაწამდნენ ჩემები.. 4-5 თვე წვალობდნენ ამუშავებას და ათასი განცხადებაც ედოთ და მრეცხავი ვერ იშოვეს.. არ ვიცი ცუდად ეძებდნენ თუ ყველა მრეცხავი დაკავებულია.. ვერ გეტყვი..

მაგრამ გეტყვი, რომ ადგილი თუ გაქვს, ღირს გარისკო და სცადო.. პლიუსები რაც ახსენე კონკურენტთან ეგაც და თან ეცადე მეტი ყურადღებით და სისწრაფით მოემსახურო და გადმოიბირებ ხალხს ნელნელა..

ისე.. მაიმარკეტზე კერხერები და მტვერსასრუტები ქირავდება კიდეც.. მართალია ძვირია ძალიან საქირავებლად (ჩემივე აზრით) მაგრამ ნუ შეიძლება თავიდან სცადო ქირაობა და თუ ნახავ, რომ მიდის საქმე მერე იყიდო. smile.gif

ან კიდევ ერთი ვარიანტი.. თუ იპოვნი მრეცხავს, რომელსაც აქვს აპარატურა.. კერხერი და დანარჩენი წვრილმანები.. შეუთანხმდე და ერთად სცადოთ.. ანუ მისცე ადგილი (მოწყობილი) და იმან იმუშავოს და მისცე 50% 40-ის მაგივრად..
ნუ მოლაპარაკებაზეა ეგაც რა.. წესით ეგეთი თუ ნახე ვინმე, კი უნდა უღიდეს იმასაც ქირაობას, ეგრე მუშაობა და შენც დატესტავ.. თუ გაქაჩეთ და 1 მრეცხავი ვერ ეყო მერე ორივე შეთანხმდებით და აიყვანთ სხვა მრეცხავსაც..

ჩემი სამეგობრო რომელ სამრეცხაოსაც არის შეჩვეული.. ჩვეულებრივი პატარა სამრეცხაოა 2 ბოქსით მაგრამ ვინც მივიყვანე, ყველა შეეჩვია იმის გამო, რომ სწრაფად რეცხავენ და მალე და კარგად ამშრალებენ.. 3 ტიპი დგას სულ და 2 ბოქსი აქვთ და რიგია თუ მარტო შენ ხარ, მაინც სამივე თანაბრად მუშაობს.. სიტყვაზე 1 აკერხერებს მეორე სხვა მანქანას ქაფავს.. რომელიც გაირეცხება მერე უცებ 2-3 მივარდება და ამშრალებენ.. ამიტომ სწრაფად და კარგად გამოდის და თავიდან რომ 1 ბოქსი ჰქონდათ მინჯღრეული (უბრალოდ გადაღობილი) ახლა 2 ბოქსი აქვთ + მოსაცდელი ოთახი სადაც რაღაცეებიც იყიდება.. ტუალეტი და ტელევიზორი და კამერები და ამბები smile.gif
აი, მაგასთან ახლოს გალფის სამრეცხაოც არის მაგრად მოწყობილი.. მაგრამ იქ 1 ტიპი დგას და ზომბივით გემსახურება (ნუ ადრე ასე იყო) და ამიტომ არ ყავს ხალხი smile.gif

მოკლედ.. მგონი ყველა ნიუანსი გავიხსენე, რაც ვიცოდი smile.gif
B/S
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2194
წევრი No.: 107199
რეგისტრ.: 23-December 09

გამოგზავნილია: 2 Mar 2018, 11:59  #52279276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bugler
გაიხარე , დიდი მადლობა smile.gif) ნამდვილად დამეხმარება ეს ინფორმაცია ! ;*
bugler
Slightly Important Person


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2949
წევრი No.: 59933
რეგისტრ.: 2-May 08

გამოგზავნილია: 3 Mar 2018, 14:34  #52285212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
B/S

არაფერს..

წარმატებები wink.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0354 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]