Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ქათმის ფერმა


Posted by: M43DL0 4 Jul 2009, 00:35
მოკლედ მაინტერესებს ყველაფერი ქათმის ფერმასთან დაკავშირებით

1. რომელი ჯიშის ქათამია ყველაზე კარგი კვერცის დების მხრივ და რა ღირს
2. როგორ შეიძლება კვერცხების გასაღება.
3. რა ტიპის ინსპექცია უნდა ჩატარდეს რომ კვერცხის ბაზარზე გატანა შევძლო

სულ ესაა დასაწყისისთვის

Posted by: miseva 4 Jul 2009, 03:24
QUOTE (M43DL0 @ 4 Jul 2009, 00:35 )


სულ ესაა დასაწყისისთვის


რაღა დასაწყისისთვის ბზ გეგმა მეტი კი არაფერია biggrin.gif

პ.ს. რაც ვიცი ხვალე დავწერ ეხა დაღლილი ვარ მეძინება smile.gif

Posted by: M43DL0 4 Jul 2009, 03:25
miseva
სად ბიზნეს გეგმა და სად ის რაც ვიკითხე
biggrin.gif
QUOTE
2. როგორ შეიძლება კვერცხების გასაღება.
3. რა ტიპის ინსპექცია უნდა ჩატარდეს რომ კვერცხის ბაზარზე გატანა შევძლო

აი ეს ორი მაინტერესებს ძირითადად
ქათმებზე გავიგე უკვე

Posted by: დავი 4 Jul 2009, 12:38
M43DL0

QUOTE
ქათმებზე გავიგე უკვე


დაწერე რა რა გაიგე

Posted by: Woodrow 4 Jul 2009, 14:16
მეც მაინტერსებს.დაწერე რა : ))


.........

Posted by: GraZ BEN 4 Jul 2009, 14:21
ლეჰგრონის ქათამია ყველაზე კარგი
უნდა დაიწყო სადღაც 15,000 ქათმით, მაგრამ გასაღების გზებზე უნდა იფიქროთ
თუ რამეა და აკეთებთ ბევრნი, გირჩევნიათ შეამხანაგდეთ რეალიზაციის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ რეალიზაციის მიზნით. ანუ ერთი დისტრიბუციის არხი უნდა შექმნათ რა

Posted by: დავი 5 Jul 2009, 12:21
QUOTE
ლეჰგრონის ქათამია ყველაზე კარგი


ფასი თუ იცით ამ ქათმების?

კვერცხი როგორ გასაღდება? (სად იბარებენ?)

QUOTE
3. რა ტიპის ინსპექცია უნდა ჩატარდეს რომ კვერცხის ბაზარზე გატანა შევძლო



Posted by: Mesaplave 5 Jul 2009, 14:26
უაზრო ლაპარაკი ჩვენ ქვეყანას მიიყვანს ისევ წარუმატებელ და მოტყუებულ ბიზნესმენებთან..

შეეშვით იმ საქმეს რაც თქვენი სფერო არაა.
M43DL0
არ გეწყინოს, მაგრამ როცა არც ის სფერო იცი რა ბიზნესიც გინდა და არც ბიზნეს გეგმის აუცილებლობა არ გადარდებს ისევ შენთვის ჯობია შეეშვა მაგ საქმეს.

ვიღაცამ გაავრცელა, რომ ეხლა მსოფლიოში კრიზისია და სოფლის მეურნებოა გადაარჩესო, ტყუილია ეგ, ყველა მაგ ბიზნესში მიდის ჭარბი პროდუქცია, რომ გასაღდეს მოგიწევს ფასის დაგდება, ფასის დაგდება რო მოგიწევს ხარჯი მაინც არ დაიწევს წახვალ ზარალში + ამას მაგ ბიზნესში არის უკვე ხალხი და შენ ნიშას მანდ არავინ მოგცემს ეგრე მარტივად 15 ათას ქათამს, რომ იყიდი ერთI პროვკატორი უნდა ,რომ ჯემელას ქათმებს დაავადება აქვთ ქათმის გრიპი ესა ისა და მოგიწევს 15 ათასივეს დაკვლა და მიწაში ჩამარხვა, ასე რომ wink.gif მითუმეტეს თუ გამოცდილება არ გაქ შეეშვა ჯობს wink.gif

Posted by: M43DL0 5 Jul 2009, 20:38
Mesaplave
QUOTE
არ გეწყინოს, მაგრამ როცა არც ის სფერო იცი რა ბიზნესიც გინდა და არც ბიზნეს გეგმის აუცილებლობა არ გადარდებს ისევ შენთვის ჯობია შეეშვა მაგ საქმეს.

რა ბიზნეს გეგმა , ჯერ იდეას არ გაცდენია და სხვა
მასწავლე ეხლა შენ მე რა
lol.gif
QUOTE
ვიღაცამ გაავრცელა, რომ ეხლა მსოფლიოში კრიზისია და სოფლის მეურნებოა გადაარჩესო, ტყუილია ეგ, ყველა მაგ ბიზნესში მიდის ჭარბი პროდუქცია, რომ გასაღდეს მოგიწევს ფასის დაგდება, ფასის დაგდება რო მოგიწევს ხარჯი მაინც არ დაიწევს წახვალ ზარალში + ამას მაგ ბიზნესში არის უკვე ხალხი და შენ ნიშას მანდ არავინ მოგცემს ეგრე მარტივად 15 ათას ქათამს, რომ იყიდი ერთI პროვკატორი უნდა ,რომ ჯემელას ქათმებს დაავადება აქვთ ქათმის გრიპი ესა ისა და მოგიწევს 15 ათასივეს დაკვლა და მიწაში ჩამარხვა, ასე რომ  მითუმეტეს თუ გამოცდილება არ გაქ შეეშვა ჯობს

და ესეც კიდევ ერთი მაგის დამადასტურებელი რომ არ იცი რას წერ და ვის წერ wink.gif
ჯერ ნიშა მქონდა გასაღების და მერე იდეა wink.gif ასე რომ შენს გარდა სხვასაც ესმის რაღაც და არანაკლებ wink.gif

Posted by: turqeti22 5 Jul 2009, 20:47
M43DL0
თუ დაგაინტერესებს დიდი კვერცხის ინკუპატორები არის ....

კაი ფასში დაგათრევინებთ.

Posted by: Mesaplave 5 Jul 2009, 22:42
M43DL0
QUOTE
რა ბიზნეს გეგმა , ჯერ იდეას არ გაცდენია და სხვა მასწავლე ეხლა შენ მე რა

ხოდა იდეა, რომ გაქვს აქ კი არ უნდა იკითხო ქათამი რა ღირს და ვალოდია რამდენად მომყიდისო მაგისთვის დგება ბიზნეს გეგმა თავიდან იკვლევ ავსებს გეგმას და თU მიიყვანე ბოლომდე მერე გადახედავ და ნახავ ეს ამდენი ღირს თურქული ამდენი და აკეთებ დასკვნას.
QUOTE
ჯერ ნიშა მქონდა გასაღების და მერე იდეაასე რომ შენს გარდა სხვასაც ესმის რაღაც და არანაკლებ

ოკ წარმატებები, smile.gif აბა შენ იცი

Posted by: NITSA_144 5 Jul 2009, 22:44
QUOTE
M43DL0

QUOTE
რა ბიზნეს გეგმა , ჯერ იდეას არ გაცდენია და სხვა მასწავლე ეხლა შენ მე რა


ხოდა იდეა, რომ გაქვს აქ კი არ უნდა იკითხო ქათამი რა ღირს და ვალოდია რამდენად მომყიდისო მაგისთვის დგება ბიზნეს გეგმა



lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: M43DL0 5 Jul 2009, 23:35
Mesaplave
ხოო კაი , მაგარი ხარ lol.gif

* * *
ფუ ბლიად
SUCKართველოა რა
ამ ბიზნეს უყურებს რომელიღაც დიიიდი დიიიიდი ბობოლა როჟა რა
რომელიც არ უშვებს არავის ბაზარზე, ბაზარზე კი არა ქათმებს არ შემოგატანინებო. საბაჟოზე გაგიტრაკებენო და არ შეგატანინებენო. ვიტამინების შემოტანაზეც ნუ იოცნებებო და ა.შ.
ერთი სიტყვით დედა მიხერხილი ამბები ხდება ამ სფეროში რა

Posted by: maferi2 6 Jul 2009, 23:02
ლეგჰორნის გარდა კვერცხისმდები ჯიშებია მინორკა , როდ იალენდი სუსეკსი და სხვა. და ვინმემ იც\ის ლეგჰორნი სად იყიდება?

Posted by: M43DL0 7 Jul 2009, 01:38
maferi2
ჩვენებური პირობებისთვის დიდი შანსია ლეგჰორნი არც გამოგადგეს, 70% არ გამოგადგება, შეუქმენი იგივე პირობები, იგივე საჭმელ-ვიტამინები და მაშინ შეიძლება

Posted by: maferi2 7 Jul 2009, 02:03
რატომ ნაზია? ჩვეულებრივი ქათმები მადგება და ამას რა მოუვა?

Posted by: Kalenike 7 Jul 2009, 13:33
QUOTE
ლეგჰორნის გარდა კვერცხისმდები ჯიშებია მინორკა , როდ იალენდი სუსეკსი და სხვა. და ვინმემ იც\ის ლეგჰორნი სად იყიდება?

მინორკა არ გამიგია და როდ აილენდი, და სუსეკსი არიან მეხორცე-მეკვერცხული მიმდინარეობის (დაახლოებით 210-230 კვერცხია წელიწადში), მათი კომერციული მიზნით გამოყენება არა მგონია სწორი არჩევანი იყოს.
ან მეხორცე უნდა გაუშვა ან მეკვერცხე, ორივე ერთად არ გამოვა.
სად იყიდება არ ვიცი

Posted by: bancala 8 Jul 2009, 16:58
turqeti22
რამდენკვერცხიანია და რა ჯდება??

Posted by: დავი 10 Jul 2009, 15:21
არავინ იცით პუნქტები სადაც კვერცხს ჩაიბარებენ?

Posted by: turqeti22 11 Jul 2009, 13:14
bancala
QUOTE
turqeti22
რამდენკვერცხიანია და რა ჯდება??

90 000 კვერცხიანია პასს მეტყვიან ...

4 ცალია

Posted by: დავი 15 Aug 2009, 19:53
პატარძეულს რა ჯიშის ქათმები ყავს? და კოდამ მომწერა 1 დღიანი წიწილები შემოგვყავს საზღვარგარეთიდანო და მიზეზს ვერ მეტყვით? აქ რატომ ვერ ახდენენ გამრავლებას?

Posted by: დავი 17 Aug 2009, 21:18
QUOTE
პატარძეულს რა ჯიშის ქათმები ყავს? და კოდამ მომწერა 1 დღიანი წიწილები შემოგვყავს საზღვარგარეთიდანო და მიზეზს ვერ მეტყვით? აქ რატომ ვერ ახდენენ გამრავლებას?


არავინ იცით?

Posted by: fanqari 20 Aug 2009, 16:53
QUOTE
პატარძეულს რა ჯიშის ქათმები ყავს? და კოდამ მომწერა 1 დღიანი წიწილები შემოგვყავს საზღვარგარეთიდანო და მიზეზს ვერ მეტყვით? აქ რატომ ვერ ახდენენ გამრავლებას?



პატარძეულს არ ვიცი რა ჯიში ყავს, მაგრამ კოდას ყავს კროსის ჯიში და საერთოდ საქართველოში მეკვეცხულების მწარმოებლების აბსოლუტურ უმრავლესობა ჰყავს კროსი, რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ ჯიშებს არ გამიგია რომ ვინმეს ჰყავდეს. იმიტომ რომ ახალი ჯიშის შემოყვანა და მომრავლება არის ურთულესი საქმე, მარტივი მიზეზის გამო ამას უნდა მთელი მეურნეობა+ ლაბორატორია+ სამეცნიერო ცენტრი და ა.შ.
თემის ავტორს არ ეწყინოს მაგრამ ურთულესი და ძალიან ძვირი საქმისთვის მოუკიდია ხელი და გეტყვით რატომ,

ავიღოთ როგორც ზემოთ იყო ნათქვამი 15000 ფრთაზე,

1. გინდათ შენობა და მოწყობილობები(ძალიან მნიშვნელოვანია ზომები და მისი მოწყობა)
2. უნდა იყიდოთ 16000-17000 წიწილა 1 -დღიანი, რომელიც უნდა გაზადოთ 100-120 დღიანამდე , რომ კვერცხის დედა დაიწყოს, რასაც სჭირდება
3. მხოლოდ საკვებისათის მინიმუმ 70000 ლარი
4. ხელფასები და წამლები
5. კარგი ვეტერინარი და მცოდნე მომვლელები (ძალიან რთული საქმეა, გაიკითხავთ და 1000 კაცს იპოვი მაგრამ შეიძლება ვარგოდეს მაქედან)
6. ელექტროენერგია და გაზი
7. სხვა წვრილმანი ხარჯები


რისკები
1. დაავადებები, შეიძლება ისე დაემართოს დღეში 100 ცალი მოკვდეს
2. არ გამოდგეს წიწილა, ანუ ქონდეს ძალიან დაბალი პროდუქტიულობა. ეს იმ პირობებში როცა ამდენი თანხა დახარჯული გაქვთ, თან გაითვალიწინეთ, რომ ეს ქათმები 12-16 თვის შემდეგ აღარ ვარგიან, თან მისი ხორცად გაყიდვაც გაგიჭირდებათ იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ხორცი აქვს.

საერთოდ არ ვლაპარაკობ დისტრიბუციაზე, იმიტომ რომ რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ამ საქმეში ყველაზე ადვილი დისტრიბუციაა.

საერთოდ ქათმის ბიზნესში ყველაზე მომგებიანი სფერო არის მეკვერცხული მიმართულება, მაგრამ ეს არის იმ ხალხისთვის ვინც იცის ეს საქმე, ვინც დამწყებია ჯობია 1000 წიწილით დაიწყოს.

შესაძლებელია ასევე თეთრიწყაროში უკვე 90 დღიანი დედლების ყიდვა, მაგრამ ფასი შესაბამისად მაღალი აქვს და როგორი პროდუქტიულობა ექმება კაცმა არ იცის.


ეხლა რატომ არის განსაკუთრებით რთული საუკეთესო ამერიკული და ინგლისური ჯიშის მეკვერცხულის მოშენება.

კვერცხი დიდი ხნის მგზავრობას ვერ იტანს შესაბამისად უნდა ჩამოიტანოთ თვითმფრინავით პირდაპირ ამერიკიდან და ალბათ წეარმოგიდგენიათ როგორ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ასეთ ხარჯებს გასწევს კომპანია, რომელიც იმუშავებს დიდ მოცულობაზე და შესაბამისად შემდგომში აპირებს რომ თვითონ გამოჩეკოს ადგილზე წიწილა, რასაც დამატებით სჭირდება ლაბორატორია და ა.შ.

ისე საუკეთესო ჯიშები ჰყავთ ამერიკელებს და ებრაელებს.
თურქებიც მაგრები არიან, მაგალითად "ქუბარდის" ჯიშის მეხორცული ქათმის წარმოებაში მეორე ადგილზე არიან მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ

Posted by: დავი 20 Aug 2009, 17:44
fanqari

QUOTE
შესაძლებელია ასევე თეთრიწყაროში უკვე 90 დღიანი დედლების ყიდვა, მაგრამ ფასი შესაბამისად მაღალი აქვს და როგორი პროდუქტიულობა ექმება კაცმა არ იცის.


კროსის ჯიშის ქათმები იყიდება აქ? დაახლოებით ფასი ხო არ იცი?

QUOTE
კოდამ მომწერა 1 დღიანი წიწილები შემოგვყავს საზღვარგარეთიდანო და მიზეზს ვერ მეტყვით? აქ რატომ ვერ ახდენენ გამრავლებას?


ამაზე ხო არ იცი პასუხი?

Posted by: Thugboy 23 Aug 2009, 01:49
QUOTE (fanqari @ 20 Aug 2009, 16:53 )
მაგალითად "ქუბარდის" ჯიშის მეხორცული ქათმის წარმოებაში მეორე ადგილზე არიან მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ

სად შეიძლება ეს ჯიში იყიდოს კაცმა და დაახლოებით რა ფასში?

Posted by: fanqari 25 Aug 2009, 16:10
QUOTE
QUOTEშესაძლებელია ასევე თეთრიწყაროში უკვე 90 დღიანი დედლების ყიდვა, მაგრამ ფასი შესაბამისად მაღალი აქვს და როგორი პროდუქტიულობა ექმება კაცმა არ იცის.



კროსის ჯიშის ქათმები იყიდება აქ? დაახლოებით ფასი ხო არ იცი?


დიახ იყიდება და ღირს წიწილა 1,4-1,5 ლარი. უნდა შეუკვეთო და 21 დღის შემდეგ ჩაგაბარებენ 1 დღის წიწილას, მაგ. მიდი კოდაში და მათვე აქვთ ინკუბატორი სადაც ჩეკავენ წიწილებს.

QUOTE
QUOTE (fanqari @ 20 Aug 2009, 16:53 ) მაგალითად "ქუბარდის" ჯიშის მეხორცული ქათმის წარმოებაში მეორე ადგილზე არიან მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ

სად შეიძლება ეს ჯიში იყიდოს კაცმა და დაახლოებით რა ფასში?


ეს შეგიძლია იყიდო აქაც მაგრამ ზუსტად სად არ ვიცი, რაც შეეხება თურქეთს, ინეტში მოძებნე უამრავი ფაბრიკებია და შეგიძლია გაიგო ინფორმაცია, როგორც ვიცი კვერცხი ღირს 40 ცენტი.

Posted by: M43DL0 25 Aug 2009, 16:35
მე დავიწყე ეხლა ამ სფეროში რავიცი
თავიდან 600 ცალი მოვიყვანე და შემდეგ ვაპირებ გაზრდას, მაინტერესებს ეს 600 ცალი როგორ გაამართლებს და ა.შ.
უკეთესია თუ ცოტატით დაიწყებ რა
1 თვისები არიან უკვე და ჯერ მხოლოდ 8 მოკვდა

Posted by: fanqari 25 Aug 2009, 17:35
QUOTE
1 თვისები არიან უკვე და ჯერ მხოლოდ 8 მოკვდა


ერთ თვიანი წიწილისათვის მართლა ცოტაა,
წარმატებებს გისურვებ.

Posted by: დავი 25 Aug 2009, 19:11
fanqari

მადლობა ინფორმაციისთვის

M43DL0
QUOTE
მე დავიწყე ეხლა ამ სფეროში რავიცი
თავიდან 600 ცალი მოვიყვანე და შემდეგ ვაპირებ გაზრდას, მაინტერესებს ეს 600 ცალი როგორ გაამართლებს და ა.შ.
უკეთესია თუ ცოტატით დაიწყებ რა


მეც ვაპირებ ოღონდ ცოტა უფრო ნაკლებით დავიწყებ პირველ ეტაპზე და მერე მოვუმატებ, შენ რა ჯიშის ქათმები იყიდე? და სად?

Posted by: 4l2m 25 Aug 2009, 20:09
M43DL0
QUOTE
მოკლედ მაინტერესებს ყველაფერი ქათმის ფერმასთან დაკავშირებით

1. რომელი ჯიშის ქათამია ყველაზე კარგი კვერცის დების მხრივ და რა ღირს
2. როგორ შეიძლება კვერცხების გასაღება.
3. რა ტიპის ინსპექცია უნდა ჩატარდეს რომ კვერცხის ბაზარზე გატანა შევძლო

კარგი გადაწყვეტილება მიგიღია რომ ამ სფეროთი დაინტერესდი. მაქვს რამოდენიმე ბიზნესი და ბედი ამ სფეროშიც ვცადე. მე 5 თვის წინ დავიწყე ეგ ბიზნესი, სამწუხაროდ თავი უნდა დავანებო. სამაგიეროდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. როგორც ვხედავ აქ ვინც დაპოსტა არავის ჰქონია ამ საკითხთან შეხება და ტყუილად ნერვებს ნუ აიშლი. თუ დაგაინტერესებს შემიძლია ეგ ჩემი მინი ფერმაც გაჩვენო და ნახავ თუ როგორ მუშაობს.
ქათმის ბიზნესი იყოფა ორ ნაწილად.
1. იქონიო ქათმის ფერმა და იმუშავო ხორცზე:
2. იქონიო ქათმის ფერმა და იმუშავო კვერცხზე;
ორივე სპეციფიკურია და ახასიათებთ თავისებურებანი. პირველს რამოდენიმე ასეული ქათმით ვერ დაიწყებ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრდები, ხოლო მეორე შეგიძლია 200-300 ქათმითაც დაიწყო. მე პირადად ქათამს კვერცხზე ვამუშავებდი. უნდა შეიძინო სპეციალური ჯიშის ქათამი, რომელიც თურქეთიდან შემოდის და ძალიან ძნელია მისი შეძენა. თუმცა ვიცი რომ გორშიც აწარმოებენ მას, მაგრამ ასე ადვილად ვერ შეიძენ. ასევე გაძნელებულია საკვებში სპეციალური მუნარევის შოვნაც, რომელიც უკრაინიდან შემოდის, მაგრამ თავისუფალ გაყიდვაში არ არის. იგი ქათმის დიდ ფერმებს შემოაქვთ და შენ არ მოგყიდიან. კვერცხზე მომუშავე ქათმის გალიაც განსხვავდება ხორცზე მომუშავე ქათმის გალიასგან და არც ეგ იშოვება ადვილად. ყველაზე გადამწყვეტი და საბედისწერო მაგ ბიზნესში მაინც ქათმის ასაკია. თუ ქათამს იყიდი დარწმუნებული უნდა იყო, რომ ქათამი ახალგაზრდაა და არ არის დაბერებული. ქათამი არ უნდა იყოს გამოფიტული. რათქმაუნდა ქათამს გარეგნულად დაბერება არ ეტყობა და ამაში ცდებიან ხოლმე ხშირად. თბითონ გალიები უნდა იყოს ბნელ, დახურულ ოთახში სადაც საშუალო ტემპერატურა უნდა იყოს. ასევე წყლის მარაგიც საჭირო უნდა გქონდეს. აუცილებლად უნდა გყავდეს კარგი და დაუზარელი ვეტერინარი. საკვების ასარევად აუცილებლად უნდა შეიძინო მცირე ზომის ამრევი (ხელის 'ბეტონომეშალკა'), თორემ საკვების რაოდენობა საკმაოდ დიდია და მისი მორევა შრომატევადია.
რაც შეეხება გასაღებას მინიმუმ ყოველ მეორე დღეს მაინც უნდა გაიტანო კვერცხი. საბითუმო ჩაბარების პუნქტში (ვაგზალზე მდებარეობს) ახლა კვერცხის ფასი 11 თეთრიდან 18-20 თეთრამდე მერყეობს, თუმცა ფასები მუდმივად იცვლება. კიდევ ერთი პრობლემაა კვერცხის მარკირება. კანონით თითოეულ კვერცხს ბეჭედი უნდა ჰქონდეს დარტყმული, ხოლო ბეჭდის დასარტყამი მოწყობილობა საკმაოდ ძვირი ღირს.
სასაუბრო ბევრია და ყველაფერს აქ ვერ მოყვები

Posted by: დავი 25 Aug 2009, 21:04
4l2m

QUOTE
საბითუმო ჩაბარების პუნქტში (ვაგზალზე მდებარეობს)


თუ შეგიძლია ზუსტი მისამართი დაწერე რა ან PMში მომწერე

QUOTE
კანონით თითოეულ კვერცხს ბეჭედი უნდა ჰქონდეს დარტყმული, ხოლო ბეჭდის დასარტყამი მოწყობილობა საკმაოდ ძვირი ღირს.


დაახლოებით თუ იცი ფასი და შენ თუ გაქვს შეძენილი?

Posted by: M43DL0 26 Aug 2009, 02:56
fanqari
QUOTE
ერთ თვიანი წიწილისათვის მართლა ცოტაა,
წარმატებებს გისურვებ.

ვიცი ხომ ეს და მეც გამიკვირდა ძალიან, მხოლოდ 8 აქედან 3 ც სხვა რაღაც პრობლემის გამო
4l2m
QUOTE
2. იქონიო ქათმის ფერმა და იმუშავო კვერცხზე;

მე აი ამაზე ვაკეთებ აქცენტს და კიდევ სხვა რაღაც მაქვს ჩანაფიქრში, 80/20 ზე გამოდის ჩემი გათვლებით მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვი ჯერ smile.gif თუ გამომივიდა და გამიმართლა ცოტა თრიქს სხვასაც ვასწავლი smile.gif
მაგიტომ მოვიყვანე ცოტა რომ მინდა რამე სხვა ხერხი გამოვძებნო და არა ერთ გათელილ გზას მივყვე

შენ ხომ არ ხარ დაინტერესებული მაგ ბეჭედის და მეკვერცხული ქათმის გალიების გაყიდვით?

Posted by: დავი 26 Aug 2009, 12:11
M43DL0

რა ჯიშის ქათმები იყიდე და სად ვერ მეტყვი?

Posted by: Koala 26 Aug 2009, 16:10
თუ დაინტერესდება ვინმე, მაქვს 10 000 ქაათამზე გათვლილი შენობა ნაგებობები, და 90 000 ცალ კვერცხიანი ინკუბატორი. (თბილისიდან 80 კოლომეტრშია)
ვაპირებ გავაქირავო

მიზეზი: ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, ობიექტი ცდება ტყუილა

Posted by: დავი 26 Aug 2009, 16:12
Koala

ფასი დაწერე აბა და ტერიტორია სად მდებარეობს ზუსტად, ან PMში მომწერე

Posted by: Koala 26 Aug 2009, 16:18
კახეთშია, ცენტრალურ ტრასადან 50 მეტრში, კარგი, ასფალტიანი გზაა wink.gif
PM მოგწერე

Posted by: 4l2m 27 Aug 2009, 04:57
დავი
QUOTE
თუ შეგიძლია ზუსტი მისამართი დაწერე რა ან PMში მომწერე

კიბატონო პმ-ში მოგწერ
QUOTE
დაახლოებით თუ იცი ფასი და შენ თუ გაქვს შეძენილი?

არა მე ვერ შევიძინე ვინაიდან გეტყვი რომ ეგ აპარატი ცალკე არ იყიდება (ჩემი ინფორმაციით). ეგ აპარატი ქარხნული დანადგარის კომპლექტშია, ხოლო შენ კი კუსტარული გალიები გექნება და ვინაიდან ქათმების მცირე რაოდენობა გყავს. ხოლო თუ დიდ წარმოებას ფიქრობ, მაშინ მაგ დანადგარში უდიდესი ფული უნდა ჩადო

M43DL0
QUOTE
მე აი ამაზე ვაკეთებ აქცენტს და კიდევ სხვა რაღაც მაქვს ჩანაფიქრში, 80/20 ზე გამოდის ჩემი გათვლებით მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვი ჯერ

მე 600 ქათმით დავიწყე. ყველაზე კარგ შემთხვევაში 450-დან 480 კვერცხამდე ავდიოდი დღეში. მაგრამ რაც უფრო მეტია ამოღების პროცენტი, მით უფრო მალე 'გაფუჭდება' ქათამი. იდეაში ქათამმა 2 წელი უნდა გაქაჩოს.
QUOTE
შენ ხომ არ ხარ დაინტერესებული მაგ ბეჭედის და მეკვერცხული ქათმის გალიების გაყიდვით?

600 ქათამზე ბეჭდის დასატყამ აპარატს ვერ დააყენებ. ბეჭედს კონვეიერის ბოლოს ლაზერი არტყამს, ხოლო შენ კი 400 კვერცხზე არანაირი კონვეიერი არ გაქვს.
მე ახლა ქათმები დავკალი და ხორცად ჩავაბარე გავაჩერე ეგ წარმოება. ამას ორი მიზეზი ჰქონდა:
1. ქათამი გამომადგა რესურსდაცლილი;
2. ბიზნესის დაწყების პერიოდი ვერ შევარჩიე;
ახლა გამზადებული შენობა თავისი გალიებით, მიყვანილი ელექტროენერგიით, 12 ტონიანი წყლის ბაკით, საკვების ამრევით, ჰაერის ვენტილატორებით, რკინის კარებით, ერთი ავტომობილით და მომსახურე პერსონალით უქმედ მაქვს გაჩერებული. მინდა ასე 5-6 ათასი ლარი მოვიგდო ხელთ, ახალგაზრდა ქათამი შევიძინო და ისევ გავაგრძელო ეს ბიზნესი. ახლა ამ ბიზნესის დაწყების საუკეთესო პერიოდი მოდის და თუ ამ დღეებში ფული ვერ ვიშოვნე, მაშინ უეჭველად ყველაფერს გავყიდი. მის ფასი სადღაც 5000 ლარი იქნება

პ.ს.
რჩევას მოგცემთ ყველას ვისაც ეს ბიზნესი აინტერესებს. ამ ბიზნესის დაყვინთვის პერიოდი მაისში იწყება და სექტემბრამდე გასტანს. ამ პერიოდში ქათამი დაკრუხებას იწყებს და კვერცხის წარმოებაც იკლება. ჩაბარების საბითუმო ფასიც 10 თეთრამდე ვარდება.
მაგრამ თუ წარმოება ააწყეთ ძალიან მომგებიანი ბიზნესია



Posted by: დავი 27 Aug 2009, 11:13
4l2m

QUOTE
თუ შეგიძლია ზუსტი მისამართი დაწერე რა ან PMში მომწერე


კიბატონო პმ-ში მოგწერ


კაი, ველოდები PMს დიდი მადლობა

Posted by: M43DL0 27 Aug 2009, 11:52
4l2m
QUOTE
ე 600 ქათმით დავიწყე. ყველაზე კარგ შემთხვევაში 450-დან 480 კვერცხამდე ავდიოდი დღეში. მაგრამ რაც უფრო მეტია ამოღების პროცენტი, მით უფრო მალე 'გაფუჭდება' ქათამი. იდეაში ქათამმა 2 წელი უნდა გაქაჩოს.

მეც ეგრე მაქვს მაგრამ მინდა 15000-20,000 მდე ავიდე რა
მერე უკვე დამჭირდება ის ბეჭდის დასარტყმელი აპარატი
Koala
ზუსტად რა ადგილას? მე სართიჭალაში მაქვს და შენც ახლოს უნდა გქონდეს

Posted by: alalo 27 Aug 2009, 13:14
................................................................................................................................................

Posted by: 4l2m 27 Aug 2009, 23:12
დავი
QUOTE
კაი, ველოდები PMს დიდი მადლობა

მოგწერე უკვე
M43DL0
QUOTE
მეც ეგრე მაქვს მაგრამ მინდა 15000-20,000 მდე ავიდე რა
მერე უკვე დამჭირდება ის ბეჭდის დასარტყმელი აპარატი

კი, მაგ შემთხვევაში აუცილებლად, ოღონდ ძვირი სიამოვნებაა

Posted by: M43DL0 29 Aug 2009, 17:09
მაგ ბეჭდის დასარტყმელ აპარატს რაიმე ცნობა არ უნდა?
სანეპის სადგური ხომ აღარ არის, დავიჯერო არავინ გიმოწმებს იმ კვერცხს?

Posted by: 4l2m 29 Aug 2009, 19:00
M43DL0
QUOTE
მაგ ბეჭდის დასარტყმელ აპარატს რაიმე ცნობა არ უნდა?

არა ცნობების და უაზრო შემწუხებლების ეპოქა ეძიკას გაყვა უკან

QUOTE
სანეპის სადგური ხომ აღარ არის, დავიჯერო არავინ გიმოწმებს იმ კვერცხს?

რამდენ ატას კვერცხს დადებს შენი ქათამი, იმდენი სანეპიდსადგურში რომ ირბინო და ანალიზები აკეთებინო, მაშინ შენი ფერმისთვის ვეღარც კი მოიცლი. ნებისმიერი მეწარმე ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოები რეაგირებას მოახდენენ. მეწარმეს კანონის დარღვევის უნდა ეშინოდეს. მის ინტერესშია რომ ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს ბაზარს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯება იგი. აი ბეჭედიც იმას ემსახურება რომ 'გაფუჭებული' კვერცხის მეწარმე ადვილად იპოვონ და კანონის დარღვევაზე პასუხი აგებინონ.

Posted by: oushen 29 Aug 2009, 19:52
ბეჭედი შეგიძლიათ 25-ლარად დაამზადოთ და თითეულ კვერცხ ხელით დაუსვად რა საჭიროა, სპეციალური დანადგარი, 400 და თუგინდ 4 და 5 ყუთ კვერცხს ხელით 2 კაცი 1 საათში დაუსვავს ბეჭედს
* * *
კვერცხის ბიზნესში ჩართვამდე გაითვალისწინეთ რომ საქართველოს შიდა ბაზარი თითქმის 100%-ით გაჯერებულია, ''კოდას", ''დილას" და "სავანეთი"-ს მიერ, ასევე ყველა რეგიონში არის პატარ პატარა ფერმები (7000 დან 15 000 ქათმამდე), ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ ისინი აწარმოებენ ადგილზე საკუთარ საკვებს, პრემიქსის ნაზავიდან 70% ადგილობრივი ნაზავია, 30% შემოაქვთ, თქვენ კი პრემიქსის ჩამოტანა ან ადგილზე ყიდვა მოგიწევთ, რაც წარმოებული კვერცხის ღირებულების 60-70% მოითხოვს, შესაბამისად ფასნამატი დიდ მწარმოებლებს მეტი აქვთ და შეუძლიად ლავირება გასაყიდი ფასის და კიდე მრავალი პრობლემა რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში მოვამზადებ და მოგაწოდებთ.. ყველაფერი ზემოდ ნათქვამის მიუხედავად თქვენ წვრილ ფერმერებს მაინც გაქვთ ერთი არც თუ მცირე უპირატესობა მათ პროდუქციასთ რითაც თქვენი პროდუქცია უფრო კონკურენტ უნარიანია ვიდრე მათი.. ეს არის ბაზარზე კვერცხის ყოველდღიური მიწოდება, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე "დიეტური" კვერცხის არსებობას, ყველა დიდი მწარმოებელი კვერცხს ჯერ ათავსებს საწყობში სადაც ის ატარებს მინიმუმ 10 დან 15 დღეს და უფრო მეტსაც და მერე ხვდება დახლებზე, რაც განპირობებულია სადისტრიბუციო ქსელის დიდი მოცულობით.. შესაბამისად მხოლოდ მცირე მწარმოებლებს შეუძლიად მიაწოდონ ბაზარს დიეტური (3 დღემდე) კვერცხი...

Posted by: 4l2m 30 Aug 2009, 18:20
oushen
QUOTE
ბეჭედი შეგიძლიათ 25-ლარად დაამზადოთ და თითეულ კვერცხ ხელით დაუსვად რა საჭიროა, სპეციალური დანადგარი, 400 და თუგინდ 4 და 5 ყუთ კვერცხს ხელით 2 კაცი 1 საათში დაუსვავს ბეჭედს

კაცი ამბობს ფერმა 10 000 ქათამზე მსურს რომ გავაკეთოო.
QUOTE
კვერცხის ბიზნესში ჩართვამდე გაითვალისწინეთ რომ საქართველოს შიდა ბაზარი თითქმის 100%-ით გაჯერებულია,

შემ კვერცხი მოიტანე და გასაღების პრობლემა არ იქნება

Posted by: Koala 31 Aug 2009, 10:52
10 000 იანი გალიები გაწყობილია და ინკუბატორია 90 000 ზე
ქირით თუ უნდა ვინმეს PM მომწეროს



Posted by: დავი 2 Sep 2009, 14:06
http://koda.ge/images/000_0060.jpg

ასეთ გალიებს სად ვიყიდი? და დაახლოებით ფასი ხო არ იცით?

Posted by: Koala 2 Sep 2009, 15:22
დავი

ზუსტად ესეთებია ჩემი, რუსეთიდან არის თავის დროზე ჩამოტანილი. ეხლა თუ იშოვი, ალბათ ვინმე თუ დაშლის თავის ფერმას
ახალი საქართველოში არ იქნება. ფერმერებში გაიკითხე, გაზეთში დაწერე განცხადება

Posted by: დავი 2 Sep 2009, 15:38
Koala

QUOTE
ზუსტად ესეთებია ჩემი, რუსეთიდან არის თავის დროზე ჩამოტანილი. ეხლა თუ იშოვი, ალბათ ვინმე თუ დაშლის თავის ფერმას
ახალი საქართველოში არ იქნება. ფერმერებში გაიკითხე, გაზეთში დაწერე განცხადება


შენ მარტო გალიებს არ გაყიდი?

Posted by: Koala 2 Sep 2009, 15:51
დავი

არა, მერე ცარიელი ბლოკები და შენობები დამრჩება biggrin.gif

Posted by: დავი 2 Sep 2009, 16:07
Koala

QUOTE
არა, მერე ცარიელი ბლოკები და შენობები დამრჩება


biggrin.gif კაი, მადლობა

Posted by: 4l2m 3 Sep 2009, 00:50
დავი
QUOTE
ასეთ გალიებს სად ვიყიდი? და დაახლოებით ფასი ხო არ იცით?

ოდნავ განსხვავებული, მაგრამ იგივე პრინციპით მომუშავე გალია რომ იყოს, ოღონდ 600 ქათამზე?

Posted by: დავი 3 Sep 2009, 01:09
4l2m

QUOTE
ოდნავ განსხვავებული, მაგრამ იგივე პრინციპით მომუშავე გალია რომ იყოს, ოღონდ 600 ქათამზე?


ფასს გააჩნია, 600 ქათამზე მაწყობს ნაკლებიც ამ ეტაპზე

Posted by: Georgian Banker 3 Sep 2009, 12:08
QUOTE (დავი @ 2 Sep 2009, 14:06 )
http://koda.ge/images/000_0060.jpg

ასეთ გალიებს სად ვიყიდი? და დაახლოებით ფასი ხო არ იცით?

ეგ არის თურქული გალიები გალია ერთ ქათამზე გადაანგარიშებული უნდა ჯდებოდეს მგონი $3.75. თუმცა შეგიძლია შეიძინო უკრაინაშიც. ეგ 4 იარუსიანი გალიებია. შენ შეგიძლია იყიდო 3 იარუსიანი რაც უფრო იაფია. გარდა მაგისა აქ შეგიძლია ეგენი იყიდო. მაგ კოდას აქვს ძველი დანადგარები და მისგან შეგიძლია გამოისყიდო, გარეცხავ, გაღებავ და ამუშავებ. ეგ იაფი ვარიანტია. მგონი გამარჯვებას ჰქონდა კიდევ მასეთი გალიები. ისე აქ ყიდვა ჯობია

Posted by: დავი 3 Sep 2009, 13:00
Georgian Banker

დიდი მადლობა, მივწერ კოდას


Posted by: 4l2m 4 Sep 2009, 00:31
დავი
QUOTE
ფასს გააჩნია, 600 ქათამზე მაწყობს ნაკლებიც ამ ეტაპზე

გალიებში 8-10 ქათამი ეტევა. მე 4 ლარი დამიჯდა 600 ქათამზე 2400 ლარი დაგიჯდება. ცალკე ფასად დაგიჯდება მძლავრი ვენტილატორები, საკვების სულ ახალთახალი ამრევი და 12 ტონიანი წყლის ავზიც..

Posted by: დავი 4 Sep 2009, 00:36
4l2m

QUOTE
გალიებში 8-10 ქათამი ეტევა. მე 4 ლარი დამიჯდა 600 ქათამზე 2400 ლარი დაგიჯდება. ცალკე ფასად დაგიჯდება მძლავრი ვენტილატორები, საკვების სულ ახალთახალი ამრევი და 12 ტონიანი წყლის ავზიც..


მე მარტო გალიები მჭირდება ამ ეტაპზე 4 ლარი მიღირს 1 გალია, შენ სად იყიდე? საქართველოში? პირადად შენ ხო არ ყიდი?

Posted by: 4l2m 4 Sep 2009, 19:07
დავი
QUOTE
პირადად შენ ხო არ ყიდი?

კი ვყიდი. 600 ქათამზეა

Posted by: დავი 4 Sep 2009, 19:29
4l2m

QUOTE
კი ვყიდი. 600 ქათამზეა


ცალობით არ გაყიდი?

Posted by: 4l2m 4 Sep 2009, 21:48
დავი
QUOTE
ცალობით არ გაყიდი?

რამდენი გალია გინდა?

Posted by: დავი 4 Sep 2009, 21:56
4l2m

QUOTE
რამდენი გალია გინდა?


50 ქათამზე დაახლოებით, რა დაჯდება?

Posted by: 4l2m 4 Sep 2009, 22:29
დავი
QUOTE
50 ქათამზე დაახლოებით, რა დაჯდება?

ე.ი. 5 გალია?

Posted by: დავი 4 Sep 2009, 22:36
4l2m

QUOTE
ე.ი. 5 გალია?


კი შეიძლება 10იც 5 უეჭველი მინდა, გაყიდი? თუ გაყიდი ფასი პმში მომწერე

Posted by: 4l2m 4 Sep 2009, 22:43
დავი
QUOTE
კი შეიძლება 10იც 5 უეჭველი მინდა, გაყიდი? თუ გაყიდი ფასი პმში მომწერე

მაგ კითხვას რომ სვამ ეგ იმას ნიშნავს რომ მაგ საქმის არაფერი იცი. არ გეწყინოს, მეგობრულად გეუბნები. გალიები ისეა მოწყობილი რომ ასე ვერ დაანაწილებ.

Posted by: დავი 4 Sep 2009, 22:49
4l2m

QUOTE
მაგ კითხვას რომ სვამ ეგ იმას ნიშნავს რომ მაგ საქმის არაფერი იცი. არ გეწყინოს, მეგობრულად გეუბნები. გალიები ისეა მოწყობილი რომ ასე ვერ დაანაწილებ


უი ბოდიში, მე მეგონა თითოეული გალია ცალკე იყო, ბოდიში

Posted by: 4l2m 4 Sep 2009, 22:51
დავი
QUOTE
უი ბოდიში, მე მეგონა თითოეული გალია ცალკე იყო, ბოდიში

სკლინტის მოწყობილობა ისეა რომ ერთდროულად ყველას წმენდს. ვერ დაყობ. იქნებ სჯობდა რომ კარგად შეგესცავლა ეგ ბიზნესი

Posted by: Mr_Zum 7 Sep 2009, 17:08
ეჰჰ, რა დრო იყო "კოდაში" რომ ვმუშაობდი biggrin.gif

კვერცხის გასაღების საუკეთესო საშუალებაა დისტრიბუცია. თავისით არავინ მოვა კვერცხის საყიდლად. წარმოების მოცულობიდან გამომდინარე, ყიდულობ სატვირთო "ფორდ ტრანზიტებს", აკრავ კომპანიის ლოგოს, შტატში იყვან მძღოლს და დისტრიბუტორს და "ჰაიდა პაშოლ, მაგაზინ ნაშოლ"

Posted by: 4l2m 8 Sep 2009, 01:39
QUOTE
ეჰჰ, რა დრო იყო "კოდაში" რომ ვმუშაობდი

კვერცხის გასაღების საუკეთესო საშუალებაა დისტრიბუცია. თავისით არავინ მოვა კვერცხის საყიდლად. წარმოების მოცულობიდან გამომდინარე, ყიდულობ სატვირთო "ფორდ ტრანზიტებს", აკრავ კომპანიის ლოგოს, შტატში იყვან მძღოლს და დისტრიბუტორს და "ჰაიდა პაშოლ, მაგაზინ ნაშოლ"

ხო მაგაზე ამბობენ კვერცხები მეფობენ და არა მეფენიო.

Posted by: MrPenguin 8 Sep 2009, 04:28
და თითონ რომ გაასახო სხვა და სხვა მაგაზიებში ცოტა იაფად ? არ აიგებენ რო ?

Posted by: fanqari 8 Sep 2009, 15:05
ვისაც ქათმის გალიები უნდათ დაურეკეთ ამ კაცს 899155216, სახელად ქვია ალმასა(თათარია),
თავიდან მაგარ ფასს მოგიხევთ მარა ევაჭრეთ მაქსიმალურად.
აქვს როგროც კვერცხის მდებელი ქათმის ასევე მეხორცული ჯიშის ქათმის გაიები

პ.ს. მეხორცული ჯიშის ქათმისათვის გალიას არ გირჩევთ, ჯობია ისევ იატაკზე გაზარდოთ,

Posted by: prologic 8 Sep 2009, 23:27


QUOTE
პ.ს. მეხორცული ჯიშის ქათმისათვის გალიას არ გირჩევთ, ჯობია ისევ იატაკზე გაზარდოთ,



+
ნაფოტი დაუფინეთ ოღონდ, კომფორტულად გრძნობენ თავს ვარიები.

Posted by: 4l2m 10 Sep 2009, 00:31
fanqari
QUOTE
მეხორცული ჯიშის ქათმისათვის გალიას არ გირჩევთ, ჯობია ისევ იატაკზე გაზარდოთ

წარმოდგენა თუ გაქვს ორ სამ დღეში რა მოხდება მაგ ოთახში?

Posted by: prologic 11 Sep 2009, 15:30
4l2m
QUOTE
წარმოდგენა თუ გაქვს ორ სამ დღეში რა მოხდება მაგ ოთახში?



და რა უნდა მოხდეს? ვენტილატორებს აყენებ,სუნი გადის, შემდეგი პარტიისათვის ხვეტავ, დეზინფექციას უკეთებ,ახალ ნაფოტს დაყრი და მორჩა,შეუშვი ახალი პარტია.

Posted by: 4l2m 11 Sep 2009, 23:29
prologic
QUOTE
და რა უნდა მოხდეს? ვენტილატორებს აყენებ,სუნი გადის, შემდეგი პარტიისათვის ხვეტავ, დეზინფექციას უკეთებ,ახალ ნაფოტს დაყრი და მორჩა,შეუშვი ახალი პარტია

სკლინტს ბოლომდე ვერ ამოიყვან იატაკიდან, რომელსაც სოკო და ჭიაუბედურება უჩნდება. რა ვენტილატორი გაიტანს მერე მაგ სუნს იქიდან? მასეც რომ იყოს როგორც შენ წერ ყოველდღე მაგდენ წვალებას აწი დადგი გალია და ამ პრობლემას აერიდები კიდეც

Posted by: M43DL0 13 Sep 2009, 16:34
კოდას რა ჯიშის ქათამი ყავს? მეკვერცხული
და რა ღირს თითო წიწილა?

Posted by: დავი 13 Sep 2009, 18:45
M43DL0

QUOTE
და რა ღირს თითო წიწილა?


მე მითხრეს წიწილებს არ ვყიდითო ქათმებს ვყიდითო და მაქსიმუმ 5 ლარი ღირსო 2-3 ლარიდან 5 ლარამდეო

და შემოდგომის ბოლოსკენ გავყიდითო, ახლა არ ვიცი რამე თუ შეიცვალა მე 2 კვირის წინ მომწერეს ეს

Posted by: M43DL0 13 Sep 2009, 22:54
დავი
მეკვერცხული ეგ?
ვინმემ ხომ არ იცის საიდან შემოყავს კოდას ქათმები და წიწილას რამდენად ვიყიდი ?

Posted by: დავი 13 Sep 2009, 23:23
M43DL0

QUOTE
მეკვერცხული ეგ?


კი, მე მეკვერცხული მითხრეს


* * *
M43DL0

თუ კოდასთან რამე გაინტერესებს მეილზე დაუკავშირდი და აუცილებლად გიპასუხებენ

Info@koda.ge ეს არის მეილი

Posted by: M43DL0 16 Sep 2009, 13:35
ვიღაცამ დაწერა წიწილები 1.5 ლარი ღირსო კოდაში და რავიცი

Posted by: დავი 16 Sep 2009, 13:49
M43DL0

QUOTE
ვიღაცამ დაწერა წიწილები 1.5 ლარი ღირსო კოდაში და რავიცი


ხო მეც ეგრე ვიცოდი მაგრამ რომ მივწერე მითხრა წიწილები ჩვენ თვითონ შემოგვყავს და არ ვყიდითო

Posted by: M43DL0 16 Sep 2009, 14:39
დავი
მდას...
სად შეიძლება ვიშოვოთ წიწილები ნეტავ

Posted by: დავი 16 Sep 2009, 15:26
M43DL0

QUOTE
მდას...
სად შეიძლება ვიშოვოთ წიწილები ნეტავ


მე პატარძეულში მითხრეს იყიდებაო ალბათ მომავალ კვირას წავალ და დავაზუსტებ, ასევე ნორიოს მეფრინველეობა ყიდის ოღონდ არ ვიცი წიწილებს თუ ქათმებს, თეთრიწყაროშიც იყიდებაო

Posted by: M43DL0 16 Sep 2009, 19:03
დავი
ნორიო და პატარძეული მეც გავიგე, მაგრამ რა ჯიშის ქათმებს ყიდიან ეგაა გასარკვევი...

აი ეს საიტი ნახე, ლეგჰორნი ყავთ...
მაგრამ საინტერესოა საქართველოში როგორ გამოაგზავნიან
http://www.mcmurrayhatchery.com/product/pearl_white_leghorn.html

Posted by: დავი 16 Sep 2009, 19:36
M43DL0

QUOTE
ნორიო და პატარძეული მეც გავიგე, მაგრამ რა ჯიშის ქათმებს ყიდიან ეგაა გასარკვევი...


პატარძეულზე მითხრეს იგივე ჯიშის ქათმებია რაც კოდას ყავსო ოღონდ არ ვიცი რამდენად სწორი ინფორმაციაა, ვეცდები გავარკვიო

QUOTE
აი ეს საიტი ნახე, ლეგჰორნი ყავთ...
მაგრამ საინტერესოა საქართველოში როგორ გამოაგზავნიან
http://www.mcmurrayhatchery.com/product/pe...te_leghorn.html


მე უცხოეთიდან ჩამომაქვს რაღაც ნივთები (ძირითადად ipod) usa2georgiaს საშუალებით მაგრამ ცხოველებისა და ფრინველების შემოყვანა აკრძალულია, მგონი ჯობია აქ, ადგილზე ყიდვა, მაგრამ მხოლოდ წიწილის, ქათამს არამგონია ვინმე ყიდდეს თუ რესურსდაცლილი არ არის

Posted by: M43DL0 16 Sep 2009, 19:46
დავი
QUOTE
ქათამს არამგონია ვინმე ყიდდეს თუ რესურსდაცლილი არ არის

აი ამაშია საქმე და პრობლემა ზუსტად რა


Posted by: atuna1985 17 Sep 2009, 22:54
გამარჯობათ, თუ არ გეზარებათ იქნებ რამოდენიმე სიტყვით დაწეროთ ქათმის ფერმაზე ოღონდ ხორცის განხრით smile.gif

Posted by: iko-iko 9 Oct 2009, 17:33
დაანებეთ ამ ჯიშების ძებნას თავი. იყიდეთ კროსები რომლებიც ასე მრავლადაა თუნდაც იგივე თურქეთიდან რო ჩამოყავთ. (კროსი და ჯიში რადიკალურად განსხვავებული მცნებებია და კროსი იმისთვისაა მოგონილი რო ნებისმიერი ხალასი ჯიშის ქატამზე მეტ კვერცხს დებს. არის კროსები რომლებიც 320-345 კვერცხს დებს) კვერცხიდან ჩალიჩს ისევ დღეღამიანი წიწილა ჩამოიყვანოთ ჯობია რადგან მაგ შემთხვევაში წიწილა გადარჩეულია და მხოლოდ დედლებია, ასევე აცრილებია მარეკის დაავადებაზე. რაც შეეხება მის გამოზრდას საკმაოდ სპეციფიკურია და კარგი ტექნოლოგი ან მისი კონსულტაციები გჭირდებათ. თუ ქათამს რამე დააკელი ან ზედმეტი მოუვიდა ის შემდგომში კვერცხს არ დადებს და წავიდა ზარალიიიიიიი. ქათამი გამოზრდის პერიოდში არც კახექსიამდე უნდა მივიდეს და არც უნდა გადასუქდეს რადგან ორივეს შემთხვევაში კვერცხდებას დაერხა. საკვებიც არაა პრობლემა დაამზადებინებ ან შენთვითონ დაამზადებ, ამ უკანასკნელისთვის დამატებითი დანადგარები და საკვები კომპონენტები დაგჭირდება. თუ ფული გაქ პრობლემა არაფერი არაა. ამ საქმეში ექსპერიმენტები ნამდვილად არ გამოგადგებათ, უნდა დაეყრდნოთ წლების მანძილზე მეცნიერულ საფუძვლებზე შექმნილ ტექნოლოგიას და არაფერს ტექნოლოგიის გარდა, ასევე სწორად გატარებული ვეტერინარული ღონისძიებებია საჭირო რო ტექნოლოგიის პროცესი და ვეტერინარული ღონისძიებების პრინციპები არ ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. ამ ყველაფერს შექმნი არაა პრობლემა, სათანადო სპეციალისტები ბევრი გვყავს თუ ზოოტექნიკოსები თუ ვეტერინარები მთავარია ბაზარი, უნდა მოიკიდო ფეხი და დაამკვიდრო საკუთარი პროდუქცია რაღაც პერიმეტრზე მაინც თორე კონკურენცია საკმაოდ ძლიერია საქართველოში. (მგონი ერთადერთი პროდუქტია კვერცხი რომელიც საკმარისი იწარმოება ადგილზე და არსაიდან არ შემოედინება) წარმატებებს გისურვებ. თუ ყველაფერს სწორად გათვლი და გაითვალისწინებ საკმაოდ სწრაფი საქმეა.
* * *
atuna1985


მეკვერცხულთან შედარებით უფრო სწრაფი და უფრო ნაკლებ პრობლემური ტექნოლოგიური პროცესია თუმცა ეს არ ნიშნავს რო 2*2=4 სირთულეები ამაშიც ბევრია და ტექნოლოგიის დარღვევა საბედისწეროა ნებისმიერ შემთხვევაში. შენ კონკრეტული კითხვები დასვი რა გაინტერესებს და კოსულტაციას გაგიწევ. საკმაო გამოცდილება მაქ მეფრინველეობაში. როგორც კვერცხზე ისევე აქაც სათანადო ბაზარია საჭირო რო ნორმალურ ფასში გაყიდო პროდუქცია თორე ბროილერი საკმაოზე სწრაფი საქმეა და რო მქონოდა იმის გარანტია რო ქათამს გავყიდი უპრობლემოდ, სათანადო ვადაში და სათანადო ფასად პირადად მე მაგ საქმეს არ გადავუხვევდი არაფრის დიდებით.

მოკლედ ბევრი რო არ გავაჯაზო მითხარი რეები გაინტერესებს ბროილერის ხორცის წარმოებაში და გეტყვი, პრობლემა არაა.

Posted by: ZIGNET 9 Oct 2009, 23:46
სალამი ყველას!!!
მოკლედ მამაჩემია ზოოტექნიკოსი- ძალიან დიდი ხანი მუშაობდა გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკაში, ეხლა უმუშევარია. ვინც ამ დარგში მოღვაწეობთ-იქნებ გამოგადგეთ მისი გამოცდილება და ცოდნა, თან მამას დაასაქმებდით-წვალობს, სახლში ვერ ჩერდება.

Posted by: M43DL0 10 Oct 2009, 01:34
iko-iko
სად ვიშოვოთ ეგ კრონსი გაგვაგებინე რა
ZIGNET
მქონდეს აწყობილი და მართლა დავასაქმებდი რა, გულზე მომხვდა შენი პოსტი sad.gif

400 ვარია მყავს გასაყიდი, 1 თვეში კვერცხის დებას დაიწყებენ, ვინმეს ხომ არ უნდა? ან მითხარით სად შეიძლება გავყიდო

Posted by: ZIGNET 10 Oct 2009, 19:27
M43DL0

გაიხარე! წარმატებებს გისურვებ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: M43DL0 11 Oct 2009, 19:35
QUOTE
400 ვარია მყავს გასაყიდი, 1 თვეში კვერცხის დებას დაიწყებენ, ვინმეს ხომ არ უნდა? ან მითხარით სად შეიძლება გავყიდო


Posted by: iko-iko 12 Oct 2009, 09:45
M43DL0


კროსების რეპროდუქცია საქართველოში არ ხდება (ჯერ პატარები ვართ სამაგისოდ keh.gif ) შეკვეთა უნდა მისცეთ საზღვარგარეთ. ყველაზე ახლოს კი თურქეთია. დაძებნეთ ინეტში მაგის მეტი რაარის. აბა ANADOLU ცადე მგონი მაგ ფირმას ყავდა მეკვერცხული კროსები. ყველაზე კაი ვარიანტია რომელიმე აქაურ მეფრინველეობას მიეტმასნო და გამოართვა. მე ვიცი ერთი პერიოდი პატარძეულის ფაბრიკა ყიდდა უკვე 60 დღიან ქათამს რომელსაც მთელი ყველაფერი გამოვლილი ქონდა აცრებიან ტექნოლოგიიანად (სხვათაშორის ძალიან მცოდნე სპეციალისტები არიან) რომელსაც ვერ მოგატყუებთ ფასს მარა თუ სწორად მახსოვს 6-7 ლარად ყიდდნენ.
თქვენთვის ჯობია გამოზრდილი რადგან მეკვერცხული კროსის გამოზრდის ტექნოლოგია საკმაოდ რთულია და მცირე რაოდენობისთვის უფრო გაჭირდება. თუ გამოზრდილს იშოვი მცირე მეურნეობისთვის ოპტიმალური ვარიანტია. მარტო სპეც საკვები უნდა აჭამო ცოტა პირობა შეუქმნა და კრიფო კვერცხი.

Posted by: დავი 13 Oct 2009, 19:23
QUOTE
რთი პერიოდი პატარძეულის ფაბრიკა ყიდდა უკვე 60 დღიან ქათამს რომელსაც მთელი ყველაფერი გამოვლილი ქონდა აცრებიან ტექნოლოგიიანად (სხვათაშორის ძალიან მცოდნე სპეციალისტები არიან) რომელსაც ვერ მოგატყუებთ ფასს მარა თუ სწორად მახსოვს 6-7 ლარად ყიდდნენ.


მე როგორც გავიგე ახლაც ყიდისო (რამდენად ზუსტია წყარო არ ვიცი)

iko-iko
QUOTE
მარტო სპეც საკვები უნდა აჭამო ცოტა პირობა შეუქმნა და კრიფო კვერცხი.


ხორბალი და სიმინდი მაქვს დიდი რაოდენობით და არ წავა? აუცილებლად სპეც საკვებია საჭირო?

Posted by: M43DL0 13 Oct 2009, 22:25
ისე რა მაინტერესებს, ვის უნდა დავუკავშირდე კვერცხის რეალიზაციისთვის? მაგალითად დღეში 3000 კვერცხი რომ მქონდეს ვის უნდა მივყიდო? არ მინდა მე პირდაპირ გავიდე ბაზარზე რა, არიან დილერები?

Posted by: gvido 15 Oct 2009, 14:52
როგორც ამ თემაში ნაწერებიდან წავიკითხე აუცილებელია კვერცხს ბეჭედი ერტყას.
ამ პრობლემას მცირე ფერმერები როგორ ჭრიან?
და ღირს ბეჭდის სარტყამი მანქანა?
და კვერცხებს რა ფასად აბარებენ?

Posted by: დავი 15 Oct 2009, 20:59
QUOTE
როგორც ამ თემაში ნაწერებიდან წავიკითხე აუცილებელია კვერცხს ბეჭედი ერტყას.
ამ პრობლემას მცირე ფერმერები როგორ ჭრიან?


მცირე რაოდენობით თუ აწარმოებ კვერცხს არ არის საჭირო ბეჭედი მე როგორც ვიცი

QUOTE
და ღირს ბეჭდის სარტყამი მანქანა?


საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მცირე რაოდენობით წარმოების შემთხვევაში არ ღირს, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული

QUOTE
და კვერცხებს რა ფასად აბარებენ?


ეს ალბათ უფრო პერიოდზე იქნება დამოკიდუებული

Posted by: iko-iko 16 Oct 2009, 10:07
დავი
QUOTE
მე როგორც გავიგე ახლაც ყიდისო (რამდენად ზუსტია წყარო არ ვიცი)

ნამდვილად არ ვიცი ამწუთას ყიდის თუ არა, სამწუხაროდ დიდიხანია რაც მეფრინველეებთან და მეფრინველეობასთან შეხვედრა არ მქონია. ადრე წელიწადი არ გავიდოდა რო არ შევკრებილიყავით სხვადასხვა მიზეზების გამო. სამწუხაროდ არც მათი რეკვიზიტები მაქ ამწუთას.

QUOTE
ხორბალი და სიმინდი მაქვს დიდი რაოდენობით და არ წავა? აუცილებლად სპეც საკვებია საჭირო?

მეკვერცხულში სიმინდი არ გამოგადგება, უფრო ხორბალი შეგიძლია საკვების დასამზადებლად, თუ ცოტა ქერს წაახმარ უფრო უკეთესი შედეგბი გექნება. იმ შემთხვევაში თუ საკუთარი ძალებით დაამზადებ საკვებს მაშინ უნდა შეიძინო სათანადო ცილოვან-ვიტამინოვანი დანამატი ე.წ. "პრემიქსი" (სინამდვილეში პრემიქსი სხვა რამეა, მაგრამ დღეს ყველა მასე ეძახის) რომელსაც შენთვითონ შეურევ დაღერღილ ხორბალთან ერთად, აქვე შეურევ კალციუმის დანამატს და შენი სპეც საკვებიც მზადაა. ამას დასჭირდება წისქვილი და სპეციალური საკვების შემრევი რომელიც დაღერღილ ხორბალს, პრემიქსს ცარცს და სხვადასხვა დანამატებს ერთმანეთში შეურევს თანაბრად. წისქვილი უნდა იყოს სათანადო ბადით რომელიც განსაზღვრავს დაფქვილობის სიმსხოს რადგან დიდი ფრინველისთვის წვრილდ დაფქვილი მასა არ გამოდგება და პირიქით.
რაც შეეხება სიმინდს ის მეხორცული ფრინველის გამოსაზრდელად შეუცვლელია, ოღონდ უმჯობესია სიმინდი იყოს საფურაჟე ანუ ყვითელი რომელშიც მეტია პროტეინიც და კაროტინიც.

თუ დაგჭირდება პრემიქსის შეძენა და სათანადო კონსულტაცია მაშინ პმ-ში მოგცემ ერთი კაცის ტელეფონს და დაუკავშირდი, თვითონ გეტყვის რა და როგორ უნდა გააკეთო.
* * *
gvido
კვერცხების ჩაბარება არ ვიცი როგორ ხდება ბაზარში, ძირითადად ყველა მეფრინველეობის ფაბრიკას აქვს თავისი საწყობი და დისტრიბუცია, მცირე მეწარმეები ალბათ შედარებით უფრო მეტს წვალობენ რეალიზაციაში.
QUOTE
და ღირს ბეჭდის სარტყამი მანქანა?

ამას აკეთებს კვერცხის პრინტერი რომელშიც შედის მთლიანი კვერცხის ლატოკი და 30-ვე კვერცხი ერთად იბეჭდება ჭავლური პრინტერის მეშვეობით. არის პრინტერები კიდევ არა მონტირებული რომელიც სუპერმარკეტის სკანერივით უნდა გეჭიროს ხელში და სათითაო კვერცხს უტარო დასაბეჭდად, ეს კვერცხისთვის არ გამოგადგება რადგან საწვალებელია და აპარატი მაინც ძალიან ძვირი ღირს. ინეტში დაძებნე და ფასებს ნახავ. ყველაზე კაი გამოსავალი კი ისაა რო დაამზადებინო მამაპაპური ბეჭედი და რომელიმე არატოქსიური საღებავით დაჯდე და უტყაპუნო კვერცხებს ოღონდ ძალები უნდა მოზომო რო არ დაამტვრიო კვერცხები biggrin.gif გააჩნია შენ რა უნდა მიაბეჭდო კვერცხს, თუ ფაბრიკიდან გამოსვლის დღეა მაშინ ციფრები უნდა ეცვლებოდეს და თუ მარტო ფირმის სახელი და კატეგორია უნდა დაბეჭდო მაშინ მცირეწარმოებისთვის არც ღირს ძვირფასი პრინტერის ყიდვა რადგან ბეჭედი დაგჭირდება სულ 2-3ცალი რაც ასე 60 ლარამდე დაგიჯდება.

Posted by: 4l2m 29 Oct 2009, 00:27
M43DL0
QUOTE
400 ვარია მყავს გასაყიდი, 1 თვეში კვერცხის დებას დაიწყებენ, ვინმეს ხომ არ უნდა? ან მითხარით სად შეიძლება გავყიდო

მე გალიები მაქვს, შენ ვარიები გყავს. ერთობლივი ფერმა ხომ არ დავაარსოთ?

Posted by: Nuna 31 Oct 2009, 22:14
გამარჯობა, შემთხვევით ხომ არ იცით სად მზადდება კვერცხის ჩასადები პლასტმასის ან მუყაოს ე.წ მარკეტები ? (პატარა ყუთები, სადაც 10 კვერცხი იდება, ან ნაკლები), თუ იცით რამე ფირმა, ან კომპეტენტური პირი ვინც დამაკვალიანებს, გთხოვთ მომწეროთ, წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: bugler 31 Oct 2009, 23:24
Nuna

მე ვცდილობდი მაგის გარკვევას და ჩემი მოძიებული ინფორმაციით თურქეთში ამზადებენ PVC ანუ პლასტმასის ყუთებს და მუყაოსგან ვერ გეტყვი, მგონი საქართველოშიც არის წარმოება.

Posted by: Nuna 1 Nov 2009, 23:21
შემთხვევით ხომ არ იცით სად მზადდება კვერცხის ჩასადები პლასტმასის ან მუყაოს ე.წ მარკეტები ? (პატარა ყუთები, სადაც 10 კვერცხი იდება, ან ნაკლები), თუ იცით რამე ფირმა, ან კომპეტენტური პირი ვინც დამაკვალიანებს, გთხოვთ მომწეროთ, წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: M43DL0 2 Nov 2009, 02:09
4l2m
QUOTE
მე გალიები მაქვს, შენ ვარიები გყავს. ერთობლივი ფერმა ხომ არ დავაარსოთ?

როგორი გალიები გაქვს და რამდენზეა?

Posted by: iko-iko 2 Nov 2009, 13:27
Nuna

ზუსტი მისამართი არ ვიცი მარა, ლილოს დასახლებაში სანამ მიხვალ გზიდან ხელმარჯვნივ ჩანს ერთი დიდი საწარმო სადაც ნებისმიერი ზომის, ფორმის, პოლიგრაფიითურთ და ყველაფრით ამზადებენ მუყაოს ყუთებს.

Posted by: Nuna 4 Nov 2009, 18:00
iko-iko
გაიხარე დიდი მადლობა, იქნებ სხვამ ვინმემ კიდე რამე იცოდესსსსსსსსსსსსსსსს smile.gif

Posted by: iko-iko 6 Nov 2009, 15:12
Nuna
PM ნახე მანდ მოგწერე რეკვიზიტები ლილოს დასახლებაში რო გეუბნებოდი საწარმოს.

Posted by: Nuna 6 Nov 2009, 15:55
iko-iko
დავრეკეთ მანდ და მარტო ფირფიტების ჩასადებ ყუთებს ამზადებენ მანდ, ჩვენ პაატარა ყუთEბი გვინდა, პლასტმასის, ე.წ მარკეტები, რომლებშიც 6 ან 10 კვერცხი იდება მარტო, კოდას და დილას აქვთ მასეთი მარკეტები და ვერ მივაგენით ვერსადდ ")

Posted by: iko-iko 6 Nov 2009, 16:58
პლასტმასის ერთჯერად ჭიქებს, თეფშებს და რაღაცეებს ამზადებენ sad.gif ზუსტად არ ვიცი მარა როგორც ამიხსნეს აეროპორტის გზაზე, ლილოსკენ მეორე გზა რო მისდევს მარჯვნივ სადღაც მანდაა საქმიანი ეზოებივით რაღაცრუღაცეები და მოკლედ მაგ ადგილას არის ერთერთი ძალიან თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი პოლიმერების ცეხი. თუ მაგის რეკვიზიტებიც მოვიპოვე არ დაგზარდები, მარამ დავკარგე მგონი sad.gif . ისე თუ დრო გაქვს და მანქანაც გყავს უნდა დაიარო ორხევის ხიდიდან მოყოლებული მაგ საქმიანი ეზოები და ვინმეს მაინც ეცოდინება.

Posted by: დავი 6 Nov 2009, 18:59
Nuna

ასეთები გინდა ხო?

http://koda.ge/images/Picture%20094.jpg

Posted by: Nuna 6 Nov 2009, 19:32
კიიიიიიიი, მასეთები მინდა და ჯერჯერობით ვერ მივაგენი მაგ ფირმას, ვინც ამზადებს sad.gif

Posted by: M43DL0 6 Nov 2009, 21:21
Nuna
საქართველოშI არ ვიცი მაგრამ უამრავი კომპანია თურქეთში რომელსაც დაუკვეთავ

Posted by: giorgiste 8 Nov 2009, 16:54
ხალხო თუ შეგძლიათ დამეხ,არეთ. სადმე ხომ არ გეგულებათ წიწილის ან დიდი ქათმის საწყურებლები.
ქათამი არის ნახერხზე და იმისთვის გვჭირდება ბანკების მაგივრად.
ზუსტად არ ვიცი როგორა თუ არ ვცდები ერთი მთლიანი სისტემაა ზიარ ჭურჭლის პრინციპზე.
ვინმეს ხომ არ გაქვთ გასაყიდი? ან ხო არ იცით სად მზადდება ??

Posted by: M43DL0 9 Nov 2009, 23:36
giorgiste
ოდნავ მაღალზე დადეთ რომ არ ჩაიყაროს ნახერხი და ეგაა...

Posted by: giorgiste 10 Nov 2009, 21:22
არც ეგრე მარტივადაა საქმე biggrin.gif ზაან საწვალებელია მალე იცლება ხოლმე და თან ხშირად იღვრება.
ყოველდღე რეცხვა უნდა ბანკებს.

Posted by: 4l2m 22 Nov 2009, 05:16
M43DL0
QUOTE
როგორი გალიები გაქვს და რამდენზეა?

მაქვს ქარხნული წესით დამზადებული სტანდარტული გალიები 3 სართულად. სასმელი წყლის მიწოდების სისტემით. ასევე სკლინტის გაწმენდის მექანიზმით. სულ გათვლილია 600 ქათამზე. ეს მინი ფერმა გამზადებული მაქვს სამუშაოდ. ვამუშავებდი კიდეც და კარგი მოგებაც შემოქონდა. უბრალოდ ახალგაზრდა ქათამზე ვერ ვირბინე რომ მეშოვნა.
აი ეს არის რაც ჩანს სურათზე
user posted image

Posted by: gvido 22 Nov 2009, 11:27
4l2m
ეგეთი გალიები რა ღირს?

Posted by: 4l2m 22 Nov 2009, 18:49
gvido
QUOTE
ეგეთი გალიები რა ღირს?

მე 600 ქათამზე 2200 ლარი დამიჯდა მოტანის და მონტაჟის გარეშე

Posted by: 4l2m 2 Dec 2009, 22:43
-----------------------უპ---------------------------------------------------------

Posted by: M43DL0 2 Dec 2009, 23:02
4l2m
გაუმარჯოს
და ეხლა რას ითხოვ? რა გჭირდება რომ აამუშავო და რა პირობებით?

Posted by: 4l2m 3 Dec 2009, 10:05
M43DL0
QUOTE
და ეხლა რას ითხოვ? რა გჭირდება რომ აამუშავო და რა პირობებით?

გაუმარჯოს.
ახლა ახალგაზრდა ქათამია საჭირო მხოლოდ. არადა მინიფერმა გამზადებულია თავის მომსახურე პერსონალისთვის. თანახმა ვარ ამ ფერმის 50%-ში მოწილე ჩავსვა

Posted by: giorgiste 3 Dec 2009, 17:02
ხალხო არავის გეგულებათ რომ მიმასწავლით?????? eek.gif

Posted by: 4l2m 3 Dec 2009, 22:41
giorgiste
QUOTE
ხალხო არავის გეგულებათ რომ მიმასწავლით

კი გვეგულება და მიგასწავლით კიდეც

Posted by: giorgiste 3 Dec 2009, 23:31


მადლს იზავ wink.gif
2kiss.gif

Posted by: M43DL0 4 Dec 2009, 01:12
4l2m
QUOTE
გაუმარჯოს.
ახლა ახალგაზრდა ქათამია საჭირო მხოლოდ. არადა მინიფერმა გამზადებულია თავის მომსახურე პერსონალისთვის. თანახმა ვარ ამ ფერმის 50%-ში მოწილე ჩავსვა

600 ქათამი? ახალგაზრდაში რას გულისხმობ? წიწილას თუ უკვე ვარია?

Posted by: 4l2m 4 Dec 2009, 23:56
M43DL0
QUOTE
600 ქათამი? ახალგაზრდაში რას გულისხმობ? წიწილას თუ უკვე ვარია?

უკვე კვერცხლისმდებლად გამოყვანილ ქათამს, რომელიც მინიმუ 2 წელი დადებს კვერცხსgiorgiste
QUOTE
მადლს იზავ

მე მაქვს

Posted by: დავი 5 Dec 2009, 17:59
QUOTE
უკვე კვერცხლისმდებლად გამოყვანილ ქათამს, რომელიც მინიმუ 2 წელი დადებს კვერცხს


არამგონია ვინმემ ასეთი ქათამი გაყიდოს, თუ ვინმე გაყიდის ქათამს რესურსდაცლილი იქნება, რომელმაც მაქსიმუმ 1 წელი დადოს კვერცხი და მორჩა, მგონი ჯობია ვარიის ყიდვა

Posted by: giorgiste 5 Dec 2009, 22:49


შეგიძლია ამიხსნა დაახლოებით როგორი გაქვს?

Posted by: 4l2m 6 Dec 2009, 04:16
დავი
QUOTE
არამგონია ვინმემ ასეთი ქათამი გაყიდოს,

გაყიდვით არა, მაგრამ როდესაც ვინმე ახალი ქატმის შემოყვანას დააპირებს მას უნდა შეუამხანაგდე.
QUOTE
თუ ვინმე გაყიდის ქათამს რესურსდაცლილი იქნება, რომელმაც მაქსიმუმ 1 წელი დადოს კვერცხი და მორჩა,

აგაშენა ღმერთმა. მაგ ფერმას 600 ქათამზე რომ ვამუშავებდი თვეში მინიმუმ 800 ლარი მოგება შემოჰქონდა. თუ ქათამი 1 წლის განმავლობაში დადებს კვერცხს, მაშინ მოგებამ 10 ათასს ლარს უნდა მიარწიოს. მე კი მანდ 5500 ლარი მაქვს ჩადებული. უბრალოდ ახლა საფინანსო რესურსები აღარ მაქვს, ვინაიდან კიდევ სხვა ბიზნესი მაქვს უფრო სერიოზული და ფინანსები იქ გადავისროლე, ხოლო სამუსაოდ გამზადებული ფერმა კი დაკონსერვებული მაქვს.


QUOTE
მგონი ჯობია ვარიის ყიდვა

შენ მხედველობაში გაქვს ხორცზე რომ ვამუშავო?
giorgiste
QUOTE
შეგიძლია ამიხსნა დაახლოებით როგორი გაქვს?

600 ქათამზეა. სურათი ხომ დავდე აქ

http://forum.ge/?showtopic=33986628&view=findpost&p=16580690

Posted by: giorgiste 6 Dec 2009, 12:02
no.gif მე საწყურებლებზე მაქ ლაპარაკი
yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: 4l2m 6 Dec 2009, 13:25
giorgiste
QUOTE
მე საწყურებლებზე მაქ ლაპარაკი

ცენტრალიზებულია და ყოველ გალიაში 'კლაპნები' აყენია

Posted by: დავი 6 Dec 2009, 15:00
4l2m
QUOTE
მგონი ჯობია ვარიის ყიდვა

შენ მხედველობაში გაქვს ხორცზე რომ ვამუშავო?


არა არა მე ვფიქრობ კვერცხზე მუშაობა უფრო მარტივი და მომგებიანია. მგონი ჯობიამეთქი რომ ქათმის ყიდვას პატარა ვარიები იყიდო და გაზარდო, იმაში მაინც იქნები დარწმუნებული რომ რესურსდაცლილი არ იქნება და რამოდენიმე თვეში კვერცხის დებას არ შეწყვეტს

Posted by: gvido 6 Dec 2009, 22:46
ქათმის ფერმას რამე განსაკუთრებული შენობა უნდა?
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს (შესანახი საწყობი და ა.შ.)? დიდი შენობა უნდა (ვთქვათ 1000ქათმიანს)?
გათბობა და განათება ხო საჭიროა?

Posted by: 4l2m 8 Dec 2009, 04:10
დავი
QUOTE
არა არა მე ვფიქრობ კვერცხზე მუშაობა უფრო მარტივი და მომგებიანია. მგონი ჯობიამეთქი რომ ქათმის ყიდვას პატარა ვარიები იყიდო და გაზარდო, იმაში მაინც იქნები დარწმუნებული რომ რესურსდაცლილი არ იქნება და რამოდენიმე თვეში კვერცხის დებას არ შეწყვეტს

ეგ საუკეთესო გამოსავალაია, მაგრამ კვერცხის მდები ქათმის გამოყვანა ადვილი საქმე არ არის
gvido
QUOTE
ქათმის ფერმას რამე განსაკუთრებული შენობა უნდა?
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს (შესანახი საწყობი და ა.შ.)? დიდი შენობა უნდა (ვთქვათ 1000ქათმიანს)?
გათბობა და განათება ხო საჭიროა?

1. სითბო;
2. ბნელი ოთახი;
3. სისუფთავე. (სკლინტი არ უნდა რჩებოდეს სოკო რომ არ გაჩნდეს);
4. შესასვლელში ნახერხი;
5. მძლავრი ვენტილატორები;
6. სასმელი წყლის მიწოდების ორგანიზებული სისტემა;
8. ქათამი აუცილებლად უნდა იჯდეს სპეციფიკურ გალიაში;
ამ ნორმატივების დაცვაა აუცილებელია.

Posted by: Niako 8 Dec 2009, 04:56
QUOTE (M43DL0 @ 6 Jul 2009, 21:38 )
maferi2
ჩვენებური პირობებისთვის დიდი შანსია ლეგჰორნი არც გამოგადგეს, 70% არ გამოგადგება, შეუქმენი იგივე პირობები, იგივე საჭმელ-ვიტამინები და მაშინ შეიძლება

აქ რეალურად ვერავინ ვერაფერს გირჩევთ მაგ საქმეში,ჯობია
ლიტერატურა წაიკითხო,თუ სურვილი გაქს.

Posted by: gvido 8 Dec 2009, 11:45
4l2m
QUOTE
1. სითბო;
2. ბნელი ოთახი;
3. სისუფთავე. (სკლინტი არ უნდა რჩებოდეს სოკო რომ არ გაჩნდეს);
4. შესასვლელში ნახერხი; 5. მძლავრი ვენტილატორები;
6. სასმელი წყლის მიწოდების ორგანიზებული სისტემა;
8. ქათამი აუცილებლად უნდა იჯდეს სპეციფიკურ გალიაში;
ამ ნორმატივების დაცვაა აუცილებელია.

დიდი მადლობა smile.gif

და საჭმელიც (ქერი) რო იმავე ოთახში ინახებოდეს ეგ ხო შეიძლება? რამე პრობლემას ხო არ შექმნის?

Posted by: 4l2m 8 Dec 2009, 19:37
gvido
QUOTE
და საჭმელიც (ქერი) რო იმავე ოთახში ინახებოდეს ეგ ხო შეიძლება? რამე პრობლემას ხო არ შექმნის?

პრინციპში რატომაც არა, მთავარია ნესტი არ აიღოს

Posted by: gvido 8 Dec 2009, 19:42
4l2m
თქვენ სპეციალურად ააშენეთ შენობა?
მაგალითად სტანდარტული 600ქათმიან გალიებს რამდენი კვადრატული შენობა უნდა რომ საჭმელიც დაეტიოს?

Posted by: 4l2m 9 Dec 2009, 01:48
gvido
QUOTE
თქვენ სპეციალურად ააშენეთ შენობა?

არა ძველი ფერმის შენობა იყო და ის ვიქირავე.
QUOTE
მაგალითად სტანდარტული 600ქათმიან გალიებს რამდენი კვადრატული შენობა უნდა რომ საჭმელიც დაეტიოს?

სურათი ხომ დავდე ზემოთ. მე გალიები 3 სართულად მაქვს გაკეთებული. 50-60 კვადრატული შენობა საკმარისია. აუცილებლად უნდა იქონიო საკვებისთვის შემრევი, თორემ საკვების არევა გაგიჭირდება

Posted by: gvido 9 Dec 2009, 10:38
4l2m
გასაგებია smile.gif
დიდი მადლობა

Posted by: mamalo 9 Dec 2009, 11:37
4l2m
QUOTE
ახლა ახალგაზრდა ქათამია საჭირო მხოლოდ. არადა მინიფერმა გამზადებულია თავის მომსახურე პერსონალისთვის. თანახმა ვარ ამ ფერმის 50%-ში მოწილე ჩავსვა


და რამდენი გჭირდება რომ აამუშავო? ანუ 50% რა ღირს? და რამდენ ხანში აამუშავებ და რამდენ ხანში მოიტანს მოგებას?

Posted by: 4l2m 9 Dec 2009, 21:34
gvido
QUOTE
გასაგებია
დიდი მადლობა

არაა პრობლემა. თუ მომავალშიც რაიმე შეკითხვა გაგიჩნდება შემომეხმიანე.
mamalo
QUOTE
და რამდენი გჭირდება რომ აამუშავო?

ქათმის ფასი 8 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. ფერმა გამზადებულია 600 ქათმის ასამუსავებლად. ანუ საჭიროა 5-6 ათასი ლარი.
QUOTE
და რამდენ ხანში აამუშავებ

ფერმა მზადაა, მუსაობდა კიდეც და იმ დღესვე ამუსავდება როგორც კი ქათამს ჩასვამ. პირველ კვერცხს კი მაქსიმალურად 15-20 დღეში მოგცემს
QUOTE
რამდენ ხანში მოიტანს მოგებას?

ვინაიდან ფულის ჩადება სხვა აღარფერშია ჩასადები მოგებას პირველივე თვიდან დაიწყებს. აქამდე მოგება თვეში 800 ლარი შემოჰქნდა.
წილში შემოსვლა იურიდიულად იქნება დადასტურებული, ანუ შ.პ.ს.-ს 50%-ის მფლობელი იურიდიულად გახდები

Posted by: დავი 9 Dec 2009, 22:16
4l2m
QUOTE
შ.პ.ს.-ს 50%-ის მფლობელი იურიდიულად გახდები


შენ შ.პ.ს. ხარ? და ფერმას თუ გააკეთებ აუცილებელია მისი რეგისტაცია?

Posted by: gvido 9 Dec 2009, 23:40
დავი
თუ გინდა ინდ მეწარმედ გაფორმდი შენი ნებაა.
უბრალოდ გადასახადების გადახდა მოგიწევს. ისე კანონდარღვევა გამოგივა

Posted by: 4l2m 10 Dec 2009, 04:12
დავი
QUOTE
შენ შ.პ.ს. ხარ?

კი შ.პ.ს.-ც მაქვს რათქმაუნდა.
QUOTE
და ფერმას თუ გააკეთებ აუცილებელია მისი რეგისტაცია?

სამეწარმეო საქმიანობის ლეგალიზაცია საჭიროა.

Posted by: დავი 10 Dec 2009, 14:52
gvido
4l2m

დიდი მადლობა

Posted by: A S T U 11 Dec 2009, 00:09
4l2m
QUOTE
2. ბნელი ოთახი;

კვერცხს ხომ დღისით დებენ ქათმები და ბნელ ოთახში რატომ უნდა იყვნენ?

Posted by: Did_Giorgi 11 Dec 2009, 01:21
A S T U
QUOTE
კვერცხს ხომ დღისით დებენ ქათმები და ბნელ ოთახში რატომ უნდა იყვნენ?

ბნელში იგულისხმება უფანჯრო ოთახი
განათება ხელოვნურია
და უფრო ხშირად ''გათენება-დაღამებით'' შეიძლება 3 დღეში 4 კვერცხი დადოს.
ანუ სხვა რიტმზე გადაგყავს და ინსტინქტურად....

Posted by: დავი 11 Dec 2009, 02:25
სოფელში, ეზოში რომ მქონდეს შენობა რომელშიც დაახლოებით 100-200 ქათამი იქნება, ანუ მინი ფერმა, მაინც აუცილებელი იქნება ფერმის რეგისტრაცია? კანონდარღვევა გამოდის?

Posted by: Beqa B 11 Dec 2009, 22:46
რა უნდა გკითხოთ:
როცა საქმე ეხება მეფერმერეობას, მაშინ ეს მუშები როგორ უნდა განაგო? ხელფას უნიშნავთ? წილში გაგყავთ?


Posted by: A S T U 12 Dec 2009, 00:45
Did_Giorgi
QUOTE
და უფრო ხშირად ''გათენება-დაღამებით'' შეიძლება 3 დღეში 4 კვერცხი დადოს

ეს აზრადაც არ მომსვლია. ყველაფერს თავისი მიდგომა სჭირდება smile.gif
დავი
QUOTE
სოფელში, ეზოში რომ მქონდეს შენობა რომელშიც დაახლოებით 100-200 ქათამი იქნება, ანუ მინი ფერმა, მაინც აუცილებელი იქნება ფერმის რეგისტრაცია? კანონდარღვევა გამოდის?

ჩემი აზრით თუნდაც 500 ქათამი გყავდეს, რეგისტრაცია არ უნდა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კვერცხს და ხორცს არ ყიდი. მაგრამ ამდენი ქათამი ოჯახისთვის ხო არ გეყოლება? ანუ უნდა გაყიდო, ე.ი. დაარეგისტრირო.
რეგისტრაცია იმ შემთხვევაში არ დაგჭირდება, თუ ნაცნობობით ჩააბარებ სადმე მაღაზიაში, მაგრამ ეს
QUOTE
კანონდარღვევა გამოდის

მე ასე ვფიქრობ smile.gif

Posted by: დავი 12 Dec 2009, 02:53
A S T U

QUOTE
ჩემი აზრით თუნდაც 500 ქათამი გყავდეს, რეგისტრაცია არ უნდა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კვერცხს და ხორცს არ ყიდი. მაგრამ ამდენი ქათამი ოჯახისთვის ხო არ გეყოლება? ანუ უნდა გაყიდო, ე.ი. დაარეგისტრირო.რეგისტრაცია იმ შემთხვევაში არ დაგჭირდება, თუ ნაცნობობით ჩააბარებ სადმე მაღაზიაში, მაგრამ ეს QUOTEკანონდარღვევა გამოდის

მე ასე ვფიქრობ


ხო ნუ მყავს რამოდენიმე ადამიანი რომლებიც მიიღებენ კვერცხს ყველაფრის გარეშე და მგონი გამოვა უპრობლემოდ, მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: 4l2m 12 Dec 2009, 06:53
A S T U
QUOTE
კვერცხს ხომ დღისით დებენ ქათმები და ბნელ ოთახში რატომ უნდა იყვნენ?

Did_Giorgi
ინსტრუქცია მასეთი მოყვება მაქ ქათმებს lol.gif
Did_Giorgi
QUOTE
და უფრო ხშირად ''გათენება-დაღამებით'' შეიძლება 3 დღეში 4 კვერცხი დადოს.

რეებს ამბობ კაცო? თითო ქათამმა რომ დღეში 4 კვერცხი დადოს თვეში 120 კვერცხი გამოდის, ხოლო წელიწადში 1300-1400. ჯერ ერთი ამით შენ მილიონერი გამხდარხარ და მეორეც საწყალ ქათმებს სწორი ნაწლავი დაუსკდებათ bis.gif
თუ დღიურ წარმადობას 80-85%-ს მიაღწია კარგი ქათამი გყოლია და რეჟიმი მართებულად შეგირჩევია. მე მყავდა 600 ქათამი და დღეში 420-450 კვერცხს ვიღებდი. თვეში 800-1000 ლარი მოგება მრჩებოდა. სამწუხაროდ ქათამი აღარ მყავს ეს ბიზნესი რომ გავაგრძელო და ახლა გამზადებული ფერმა მაქვს დაკონსერვებული

დავი
QUOTE
ანუ მინი ფერმა, მაინც აუცილებელი იქნება ფერმის რეგისტრაცია? კანონდარღვევა გამოდის?

წესით ყოველნაირ კომერციულ საქმიანობას ლეგიტიმაცია სჭირდება. გადასახადი მოგების 12% გექნება
Beqa B
QUOTE
ეს მუშები როგორ უნდა განაგო? ხელფას უნიშნავთ? წილში გაგყავთ?

ან ერთი და ან მეორე. თუ წილში გყავს მაშინ წილს ისინი შემოსავლიდან 12%-იანი დაბეგვრის შემდეგ დარჩენილი თანხის შესაბამისად მიიღებენ, ხოლო თუ მათ როგორც თანამშრომლებს აიყვან, მაში მათი ხელფასი უნდა დაბეგრო და ისე გადაუხადო. ამ შემთხვევაში უნდა გააკეთო ან შ.პ.ს., ან ინდმეწარმე უნდა გახდე. ეს პრობლემას არ წარმოადგენს რეგისტრაცია უფასოა და სულ რამოდენიმე საათში კეთდება.
დავი
QUOTE
ხო ნუ მყავს რამოდენიმე ადამიანი რომლებიც მიიღებენ კვერცხს ყველაფრის გარეშე და მგონი გამოვა უპრობლემოდ,

ნწუ, თუ შენ ამ ხალხს 100 კვერცხს მიცემ, მაშინ ამ 100 კვერცხიდან სახელმწიფოს 12%, ანუ 12 კვერცხის საფასური უნდა გადაუხადო

Posted by: დავი 12 Dec 2009, 12:02
4l2m

QUOTE
წესით ყოველნაირ კომერციულ საქმიანობას ლეგიტიმაცია სჭირდება. გადასახადი მოგების 12% გექნება


QUOTE
ნწუ, თუ შენ ამ ხალხს 100 კვერცხს მიცემ, მაშინ ამ 100 კვერცხიდან სახელმწიფოს 12%, ანუ 12 კვერცხის საფასური უნდა გადაუხადო


მადლობა, ე.ი. ინდ მეწარმე მაინც უნდა ვიყო

Posted by: gvido 12 Dec 2009, 12:42
4l2m
QUOTE
420-450 კვერცხს ვიღებდი

ბეჭედს როგორ არტყავდი smile.gif

როგორც ვიცი საჭიროა ბეჭდის დარტყმა

Posted by: A S T U 12 Dec 2009, 12:54
4l2m
QUOTE
რეებს ამბობ კაცო? თითო ქათამმა რომ დღეში 4 კვერცხი დადოს თვეში 120 კვერცხი გამოდის

სხვა რაღაც უწერია დიდგიორგის, თითო ქათამი ერთ დღეში კი არა, სამ დღეში დადებს 4 კვერცხს.

Posted by: gvido 12 Dec 2009, 13:17
A S T U
ანუ გამოდის 100%+ არის კვერცხდება ქათმის biggrin.gif
ეგ რამდენად მართალია არ ვიცი smile.gif

Posted by: Beqa B 12 Dec 2009, 15:25
4l2m
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, და შენ რამდენ კაციანი დასაქმება გაქვს?
მე ძალიან უნდობლობით ვუყურებ დაქირავებულ მუშებს, იმიტომ რომ მამაჩემს ქონდა ხის საამქრო, ძალიან დიდი საწარმო იყო დაახლოებით 50 კაცი მუშაობდა, მამაჩემს უწევდა ხის მოტანა სვანეთიდან, როცა სვანეთში მიდოდა, დაახლოებით 3-4 დღით, ამ დროს მუშები ვითომ დავიანთ საქმეს აკეთებდნენ, და ხან ხის ფიცრებს იპარავდნენ ხან რას მაიმუნობნდენ ხან რას... ნუ ბოლოს მამაჩემა გაიყიდა ეს ბიზნესი, კიდე სხვა პრობლემები შეეხო, სახელმწიფო არ უწყობდა ხელს, ხის ჩამოტანაში...
ეს მაგალითი იმიტომ დავწერე, რომ უფრო ნათლად ამეხსნა რისი კითხვა მინდოდა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ,,აკონტოლო დაქირავებული მუშები''
P.S. ისე ''ბრიგადირზე'' რა აზრის ხართ? რომ ხელფასი დაუნიშნო და აკონტოლებს ყველაფერს.

Posted by: 4l2m 13 Dec 2009, 07:57
დავი
QUOTE
მადლობა, ე.ი. ინდ მეწარმე მაინც უნდა ვიყო

წესით და კანონით მასეა
gvido
QUOTE
ბეჭედს როგორ არტყავდი

როგორც ვიცი საჭიროა ბეჭდის დარტყმა

კი საჭიროა და ბეჭედს კონვეიერის ბოლოს მანქანა ურტყამს. რათმაუნდა 600 ქათამს კონვეირეი არ სჭირდება და ბეჭედსაც ვერ დაარტყამ

A S T U
QUOTE
თითო ქათამი ერთ დღეში კი არა, სამ დღეში დადებს 4 კვერცხს.

თუ ასე იქნება გაკოტრდები
gvido
QUOTE
ანუ გამოდის 100%+ არის კვერცხდება ქათმის

ვერ გავიგე
Beqa B
QUOTE
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, და შენ რამდენ კაციანი დასაქმება გაქვს?

4. ერთ ოჯახს მოვურიგდი. ცოლ-ქმარია და მათი ვაჟი მეუღლესთან ერთად
QUOTE
მე ძალიან უნდობლობით ვუყურებ დაქირავებულ მუშებს

მეც და მე ერტი რამ მოვიფიქრე. მთელი ოჯახი 'პოლნი' წილში ჩავსვი
QUOTE
ხან ხის ფიცრებს იპარავდნენ ხან რას მაიმუნობნდენ ხან რას

QUOTE
ეს მაგალითი იმიტომ დავწერე, რომ უფრო ნათლად ამეხსნა რისი კითხვა მინდოდა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ,,აკონტოლო დაქირავებული მუშები''

რათმქუნდა 'ამოუვსები ხვრელი' ნებისმიერი ბიზნესს აქვს, მაგრამ ბიზნეს გეგმაში ესეც უნდა გაითვალისწინო. ყველა ბიზნესში მასე არ არის? როდესაც ბიზნესპარტნიორს ირჩევ არჩევაში შეცდომა არ უნდა დაუშვა. ამიტომაც მუშების აყვანას 'პოლნი წილში' ჩასმა სჯობს და ასეთი ფორმულა შევთავაზე:
მე მათ ვუთხარი: თქვენ არ გაქვთ ფული. მე და ჩემსა პარტნიორს შეგვიძლია ბანკიდან ავიღოთ სესხი. ამ ჩვემი საერთო ფულით, გავაკეთოთ ფერმა, თქვენ ამუშავეთ ეს ფერმა და გავისტუმროთ ეს სესხი. ამის შემდეგ პირველი სამი თვე მოგების ერთი მესამედი თქვენ აიღეთ, ხოლო 2 მესამედს კი მე და ჩემი პარტნიორი. 3 თვის შემდეგ კი 50% თქვენ და 50% კი მე და ჩემს პარტნიორს, ხოლო შემდგომი 3 თვის შემდეგ კი 75% თქვენ და 25% კი ჩვენ. შემდგომი 3 თვის შემდეგ კი 90% თქვენ და 10% კი ჩვენთქო. ამ შეთავაზებამ გაამართლა და მთელი ოჯახი დიდი შემართებით მოეკიდა საქმეს
QUOTE
P.S. ისე ''ბრიგადირზე'' რა აზრის ხართ? რომ ხელფასი დაუნიშნო და აკონტოლებს ყველაფერს

600 ქათმიან ფერმაში ბრიგადირი ზედმეტი ტვირთია. ანალოგიურ სქემებზე დიდი ფერმების შემთხვევაში უნდა იფიქრო

Posted by: Beqa B 13 Dec 2009, 12:46
QUOTE (4l2m @ 13 Dec 2009, 07:57 )
დავი
QUOTE
. 3 თვის შემდეგ კი 50% თქვენ და 50% კი მე და ჩემს პარტნიორს, ხოლო შემდგომი 3 თვის შემდეგ კი 75% თქვენ და 25% კი ჩვენ. შემდგომი 3 თვის შემდეგ კი 90% თქვენ და 10% კი ჩვენთქო. ამ შეთავაზებამ გაამართლა და მთელი ოჯახი დიდი შემართებით მოეკიდა საქმეს


მომწეონა ეს ფორმულა, მაგრამ რომ გამოვითვალე 50/50 ზე არ გამოდის, თქვენ უფრო წაგებული რჩებით, ეგრე უნდა იყოს? spy.gif

Posted by: gvido 13 Dec 2009, 13:36
4l2m
QUOTE
ანუ გამოდის 100%+ არის კვერცხდება ქათმის

ვერ გავიგე

თუ ქათამი 3 დღეში 4 კვერცხს დადებს ეგ ხო არის დღეში 100%ზე მეტი კვერცხდება. ეგ ვუთხარი.

გამოდის შენ ფერმაში ხელით არტყავდი ხო ბეჭედს? smile.gif
არ ტყდება ბეჭედი მაგ დროს biggrin.gif

Posted by: Beqa B 13 Dec 2009, 16:43
4l2m
მე ასე გამომივიდა, შეიძლება ვცდები.
თუ მოგება თვეში შეადგენს 1000 ლარს, მაშინ:
ფერმერების შემოსავალი. თქვენი შემოსავალი.
I თვე_1/3=333.3 ------------ I თვე_2/3=600
II თვე_50%=500 ------------ II თვე_50%=500
III თვე_75%=750 ------------ III თვე_25%=400
IV თვე_90%=900 ----------- IV თვე_10%=100
=============== ------------ ===============
2483 ლარი ------------------- 1600 (1600/2=800 თქვენ და თქვენს პარტნიორს)
ცუდი არაა, მაგრამ მაგათ მეტი რომ რჩებათ...

Posted by: stratus 13 Dec 2009, 20:48
რა ქათამი რის კვერცხი,ამ საქმეს რამდენი ხანია უზიან და ვინ რას გახეირებთ,ერთი ქართველი ჩამოვიდა რუსეთიდან,თითქმის 100.000$ ჩადო ამ საქმეში და ეხლა ინფარქტი ურტყამს გაქანებას არ აძლევენ

Posted by: Beqa B 13 Dec 2009, 21:33
stratus
სად 100 000 $ იანი ინვესტიცია, და სად 600 ქათმიანი ფერმა რომელიც მოგებას ტოვებს 800 ლარს, ასეთ ფერმას არავინ არ შეეხება, და როცა კონკურენციას გაუწევ კოდას და სხვა მნიშვნელოვან დიდ საწარმოებს...
ისე უფრო დაწვრილებით რომ დაწერო დიდად დამავალებ smile.gif
წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: 4l2m 13 Dec 2009, 23:24
Beqa B
QUOTE
მომეწონა ეს ფორმულა, მაგრამ რომ გამოვითვალე 50/50 ზე არ გამოდის, თქვენ უფრო წაგებული რჩებით, ეგრე უნდა იყოს?

QUOTE
თუ მოგება თვეში შეადგენს 1000 ლარს, მაშინ:
ფერმერების შემოსავალი. თქვენი შემოსავალი.
I თვე_1/3=333.3 ------------ I თვე_2/3=600
II თვე_50%=500 ------------ II თვე_50%=500
III თვე_75%=750 ------------ III თვე_25%=400
IV თვე_90%=900 ----------- IV თვე_10%=100
=============== ------------ ===============
2483 ლარი ------------------- 1600 (1600/2=800 თქვენ და თქვენს პარტნიორს)
ცუდი არაა, მაგრამ მაგათ მეტი რომ რჩებათ...

არა არასწორად დაითვალე. შენ მხოლოდ თითო თითო თვეზე გათვალე. პირველი სამი თვე მას მხოლოდ ერთი მესამედი რჩება. სამი თვის განმავლობაში და არა ერთი თვის. ანუ პირველ 3 თვეს 1800 თუ დარჩება, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კი 1500 ლარი და ა.შ.
stratus
QUOTE
რა ქათამი რის კვერცხი,ამ საქმეს რამდენი ხანია უზიან და ვინ რას გახეირებთ,ერთი ქართველი ჩამოვიდა რუსეთიდან,თითქმის 100.000$ ჩადო ამ საქმეში და ეხლა ინფარქტი ურტყამს გაქანებას არ აძლევენ

ისე თუ იცი დღეში მაგალითად ქალაქ თბილისი რამდენ ათასს კვერცხს მოიხმარს?
Beqa B
QUOTE
სად 600 ქათმიანი ფერმა რომელიც მოგებას ტოვებს 800 ლარს, ასეთ ფერმას არავინ არ შეეხება,

up.gif დღეში 450 კვერცხი თბილისის ბაზრისთვის სამარცხვინო რაოდენობაა. 450 კვერცხს ყოველდღიურად ერთი პატარა მაღაზია ჩაიბარებს
gvido
QUOTE
თუ ქათამი 3 დღეში 4 კვერცხს დადებს ეგ ხო არის დღეში 100%ზე მეტი კვერცხდება. ეგ ვუთხარი.

ვერა, ქათამი 3 დღეში 4 კვერცხს ვერანაირად ვერ მოგცემს. პირიქით, ერთმა ქათამმა 4 დღეში რომ 3 კვრცხი მოგცეს კარგ წარმადობად ჩაგეთვლება
QUOTE
გამოდის შენ ფერმაში ხელით არტყავდი ხო ბეჭედს?
არ ტყდება ბეჭედი მაგ დროს

ყოველდღე 450 კვერცხს ბეჭედირომ არტყა გაგიჟდება კაცი. საერთოდ არ ვატყამდი

Posted by: დავი 14 Dec 2009, 00:05
4l2m

ქათმებს ძირითადად რას აჭმევდი? და დაახლოებით რა რაოდენობით თითოეულ ქათამზე?

Posted by: Beqa B 14 Dec 2009, 00:45
QUOTE (4l2m @ 13 Dec 2009, 23:24 )

QUOTE

[ისე თუ იცი დღეში მაგალითად ქალაქ თბილისი რამდენ ათასს კვერცხს მოიხმარს?


ეგ არ ვიცი თბილისი რამდენს მოიხმარს, მაგრამ ადამინაი მთელი ცხოვრების მანძლიზე საშუალოდ 35 000 ცალს მოიხმარს gigi.gif
წყარო: National Geographic

Posted by: 4l2m 15 Dec 2009, 20:46
დავი
QUOTE
ქათმებს ძირითადად რას აჭმევდი?

600 ქათამს დღეში 70 კილო საკვები სჭირდება. 5კგ, ქატო, ხოლო დანარჩენი 65 კილო ნახევარი სიმინდი და ნახევარი ხორბალია.
Beqa B
QUOTE
ეგ არ ვიცი თბილისი რამდენს მოიხმარს, მაგრამ ადამინაი მთელი ცხოვრების მანძლიზე საშუალოდ 35 000 ცალს მოიხმარს 
წყარო: National Geographic

საქართველოში დღეში 30-35 ათასი კვერცხი იჭმევა

Posted by: დავი 15 Dec 2009, 21:28
4l2m

QUOTE
600 ქათამს დღეში 70 კილო საკვები სჭირდება. 5კგ, ქატო, ხოლო დანარჩენი 65 კილო ნახევარი სიმინდი და ნახევარი ხორბალია


მადლობა და პრემიქს თუ ურევდი საკვებში?

Posted by: 4l2m 16 Dec 2009, 23:00
დავი
QUOTE
მადლობა და პრემიქს თუ ურევდი საკვებში?

ოი, მაგის შოვნამ გამიშრო სისხლი.
ასევე სულ ახალთახალი ბეტონის ელექტრომიქსერი ვიყიდე, თორემ საკვების არევა ძალიან დიდ ენერგიას გართმევს

Posted by: gvido 17 Dec 2009, 03:00
QUOTE
600 ქათამს დღეში 70 კილო საკვები სჭირდება. 5კგ, ქატო, ხოლო დანარჩენი 65 კილო ნახევარი სიმინდი და ნახევარი ხორბალია.

აკი კვერცხის მდებელ ქათამს ქერი უნდაო ?!
მგონი წინა გვერდებზე ეწერა რავი

Posted by: დავი 17 Dec 2009, 21:22
gvido

QUOTE
აკი კვერცხის მდებელ ქათამს ქერი უნდაო ?! მგონი წინა გვერდებზე ეწერა რავი


კვერცხისმდებელს ქერი, ხორბალი. სიმინდი, არ აქვს მგონი მნიშვნელობა

ხორცზე ვიცი რომ სიმინდი ძალიან კარგია

Posted by: 4l2m 17 Dec 2009, 21:24
gvido
QUOTE
აკი კვერცხის მდებელ ქათამს ქერი უნდაო ?!

მაპატიე 5 კგ ქატოს მაგივრად 5 კგ ქერი უნდა დამეწერა

Posted by: ambassador 17 Dec 2009, 21:31
4l2m
QUOTE
მაპატიე 5 კგ ქატოს მაგივრად 5 კგ ქერი უნდა დამეწერა

ხო და ამ კვებას მგონი საგანგებო კონტროლი სჭირდება. როგორც ვიცი როდესაც სუქდება ქათამი, წყვეტს კვერცხის დებას, ალბად ქათმის ასაკიც არის აქ გასათვალისწინებელი!

Posted by: 4l2m 17 Dec 2009, 23:25
ambassador
QUOTE
ხო და ამ კვებას მგონი საგანგებო კონტროლი სჭირდება

რათქმაუნდა. ამ ყველაფერს ვეტერინარი აკონტროლებს და მის რეკომენდაციებს უნდა დაუგდო ყური
QUOTE
ალბად ქათმის ასაკიც არის აქ გასათვალისწინებელი!

თუ გაგიმართლა ქათამი 3 წელს მოგცემს კვერცხს, მაგრამ ყველაფერს სიფრთხილე სჭიდება

Posted by: gvido 18 Dec 2009, 00:09
4l2m
ანუ დაახლოებით 40-50 ლარამდე ხო გჭირდებოდა დღეში მაგ 600ქათმის გამოკვება?

Posted by: 4l2m 18 Dec 2009, 20:09
gvido
QUOTE
ანუ დაახლოებით 40-50 ლარამდე ხო გჭირდებოდა დღეში მაგ 600ქათმის გამოკვება?

ალბათ კი, თუმცა თუ ბითუმად ყიდულობ საკვებს მაშინ სხვაგვარად უნდა იანგარიშო

Posted by: gvido 27 Dec 2009, 00:15
QUOTE (4l2m @ 22 Nov 2009, 04:16 )
M43DL0
QUOTE
როგორი გალიები გაქვს და რამდენზეა?

მაქვს ქარხნული წესით დამზადებული სტანდარტული გალიები 3 სართულად. სასმელი წყლის მიწოდების სისტემით. ასევე სკლინტის გაწმენდის მექანიზმით. სულ გათვლილია 600 ქათამზე. ეს მინი ფერმა გამზადებული მაქვს სამუშაოდ. ვამუშავებდი კიდეც და კარგი მოგებაც შემოქონდა. უბრალოდ ახალგაზრდა ქათამზე ვერ ვირბინე რომ მეშოვნა.
აი ეს არის რაც ჩანს სურათზე
user posted image


ამ სურათზე რომ ჩანს გალიები
რა გაბარიტებისაა? სიმაღლე სიგანე და სიგრძე.
რამდენი ქათამი ჩანს დაახლოებით სურათზე.

600 ქათამი არ ჩანს მანდ biggrin.gif კიდევ ბევრი დევს? ეგეთი გალია?

Posted by: 4l2m 27 Dec 2009, 07:40
gvido
QUOTE
ამ სურათზე რომ ჩანს გალიები
რა გაბარიტებისაა? სიმაღლე სიგანე და სიგრძე.
რამდენი ქათამი ჩანს დაახლოებით სურათზე.

600 ქათამი არ ჩანს მანდ  კიდევ ბევრი დევს? ეგეთი გალია?

მეორე მხარე არ ჩანს მანდ. 600 ქათამი ეტევა მეტქი და ტყუილი რატომ უნდა გითხრა? ბოლობოლო ვინმე თუ მოინდომებს ნახვას და ადგილზე მივა ხომ ნახავს რაც არის?

Posted by: gvido 27 Dec 2009, 11:45
4l2m
არა ეგ კი არ მითქვამს იტყუები თქო biggrin.gif რას ამბობ smile.gif
უბრალოდ მაგ სურათზე რო ჩანს რამდენი ქათამი ეტევა თქო smile.gif და რა გაბარიტების გალიაა თქო

Posted by: 4l2m 27 Dec 2009, 21:36
gvido
QUOTE
უბრალოდ მაგ სურათზე რო ჩანს რამდენი ქათამი ეტევა თქო  და რა გაბარიტების გალიაა თქო

მანდ გალიების მხოლოდ ერთი რიგი ჩანს, ხოლო მეორე რიგი კი მაგ გალიების უკანაა. გაზომვით სიმართლე რომ გითხრა არასოდეს გამიზომია. უბრალოდ ეს არ დამჭირვებია და იმიტომ. ეს ფერმა ახლა დაკონსერვებული მაქვს სოფელ მარტყოფში. მეტრო სამგორიდან 20 წუთის სავალზე

Posted by: 4l2m 3 Jan 2010, 22:05
აბა ფერმა 3000 ლარად იყიდება, ოღონდ ქათმების გარეშე

Posted by: gvido 4 Jan 2010, 11:26
4l2m
QUOTE
აბა ფერმა 3000 ლარად იყიდება, ოღონდ ქათმების გარეშე

რა შედის მაგ 3000-ში?

Posted by: 4l2m 4 Jan 2010, 21:31
gvido
QUOTE
რა შედის მაგ 3000-ში?

გალიები გათვლილი 600 ქათამზე. სასმელი წყლის მიწოდების სისტემით და დასუფთავების მექანიკური საწმენდით. ჰაერის ორი მძლავრი გამწოვი, ნახევარკუბიანი ელექტრომიქსერი საკვების ასარევად.

Posted by: iko-iko 18 Jan 2010, 13:56
4l2m

მეგობარო მარტო გალიებს არ გაყიდი? თუ გაყიდი დამიპიემე რა.

Posted by: 4l2m 23 Jan 2010, 23:17
iko-iko
QUOTE
მეგობარო მარტო გალიებს არ გაყიდი?

გავყიდი

Posted by: დავი 1 Feb 2010, 21:39
4l2m

შენ კროსის ჯიშის ქათმები გყავდა?

შემოვიარე მთელი მეფრინველეობები და წიწილებს არავინ ყიდის sad.gif

Posted by: 4l2m 6 Feb 2010, 05:55
დავი
QUOTE
შემოვიარე მთელი მეფრინველეობები და წიწილებს არავინ ყიდის

კი ადვილი არ არის. თურქეთიდან უნდა ჩამოიყვანო.

Posted by: დავი 6 Feb 2010, 10:56
4l2m

QUOTE
კი ადვილი არ არის. თურქეთიდან უნდა ჩამოიყვანო.


ხო ვერ მიმასწავლიდი ფირმას ვინც ჩამომიყვანს თურქეთიდან და რა დამიჯდება?

Posted by: 4l2m 7 Feb 2010, 02:09
დავი
QUOTE
ხო ვერ მიმასწავლიდი ფირმას ვინც ჩამომიყვანს თურქეთიდან და რა დამიჯდება?

არავინ ჩამოგიყვანს. ყველა ფერმა თვითონ ჩადის იქ, ქირაობს მანქანას და მოყავს. თუ გაგიმართლა, საქმე ჩააწყე შესაძლოა ამ პარტიიდან რარაც რაოდენობა გიწილადოს და ისიც 11 ლარად.
მე მეზარება ამ ყველაფრის დევნა და მიტომ ვყიდი ამ მინი ფერმას ასე იაფად

Posted by: დავი 7 Feb 2010, 02:36
4l2m

QUOTE
არავინ ჩამოგიყვანს. ყველა ფერმა თვითონ ჩადის იქ, ქირაობს მანქანას და მოყავს. თუ გაგიმართლა, საქმე ჩააწყე შესაძლოა ამ პარტიიდან რარაც რაოდენობა გიწილადოს და ისიც 11 ლარად. მე მეზარება ამ ყველაფრის დევნა და მიტომ ვყიდი ამ მინი ფერმას ასე იაფად


და დიდი ქათმები რომ ვიყიდო აქ და მერე მათი დადებული კვერცხით ინკუპატორში გამოვიყვანო წიწილები არ შეიძლება? რას მირჩევ?

Posted by: Beqa B 7 Feb 2010, 03:48
4l2m
ნანახი მაქვს, ელექტრო ინკუპატორი, რომელშიც თუ არ ვცდები 400 ამდე წიწილა იჩეკებოდა, და შენ რომ გამოგეყენებინა ეს ინკუპატორი, შენი ქათმების გასამრავლებლად?
ვიცი რომ წიწილა უფრო საპრობლემოა მაგრამ ხარჯებს ხომ მნიშვნელოვნად შეამცირებს?

Posted by: 4l2m 7 Feb 2010, 03:58
დავი
QUOTE
და დიდი ქათმები რომ ვიყიდო აქ და მერე მათი დადებული კვერცხით ინკუპატორში გამოვიყვანო წიწილები არ შეიძლება? რას მირჩევ

Beqa B
QUOTE
შენ რომ გამოგეყენებინა ეს ინკუპატორი, შენი ქათმების გასამრავლებლად?

მეგობრებო შეგახსენებთ რომ საუბარი აქ ეხება კვერცხისმდებელ ქათმებს და კუსტარულად ინკუბატორით ადგილზე კვერცხილმდებელ ქათამს ვერ გამოიყვანთ

Posted by: Kalenike 7 Feb 2010, 12:11
QUOTE
ქათმის ფერმა, მაინტერესებს ყველაფერი

აქ მივამატებ ჩემს კითხვას თემის ავტორის ნებართვით:

სად ვიშოვო გალიები? ვინ ამზადებს და რამდენად?

Posted by: 4l2m 7 Feb 2010, 20:16
Kalenike
QUOTE
სად ვიშოვო გალიები? ვინ ამზადებს და რამდენად?

ამჟამად 600 ქათამზე ქარხნული მეთოდით დამზადებული გალიებია გასაყიდად. ფასი 2000 ლარი. თუ უფრო მეტი რაოდენობა გსურს, მაშინ ქათმის ფერმებს უნდა მიაკითხო, იქნებ გაყიდონ

Posted by: დავი 7 Feb 2010, 20:49
4l2m
QUOTE
მეგობრებო შეგახსენებთ რომ საუბარი აქ ეხება კვერცხისმდებელ ქათმებს და კუსტარულად ინკუბატორით ადგილზე კვერცხილმდებელ ქათამს ვერ გამოიყვანთ


სხვაობა დიდი იქნება? ინკუბატორით გამოყვანილ ქათამსა და თურქეთიდან შემოყვანილს შორის?

ინკუბატორით არანაირად არ ღირს?

Posted by: Beqa B 7 Feb 2010, 20:55
4l2m
ერთი კითხვა მაქვს:
ქათამს მამალი თუ არ ჩინჩლავს ისე კვერცხს ხომ არ დებს, და ეს შენი ქათმები დღეში რამოდენიმე კვერცხს რომ დებენ ეგ როგორ?
ბოდიში ცოტა უაზრო კითხვა გამომივიდა.
http://www.radikal.ru

Posted by: Did_Giorgi 7 Feb 2010, 23:53
Beqa B
QUOTE
ქათამს მამალი თუ არ ჩინჩლავს ისე კვერცხს ხომ არ დებს

lol.gif
ეგ ვინ გითხრა? smile.gif
უბრალოდ მასეთი კვერცხიდან წიწილა არ იჩეკება თორემ დადებით დადებს კვერცხს ნამდვილად yes.gif

Posted by: A S T U 8 Feb 2010, 01:59
4l2m
QUOTE

მეგობრებო შეგახსენებთ რომ საუბარი აქ ეხება კვერცხისმდებელ ქათმებს და კუსტარულად ინკუბატორით ადგილზე კვერცხილმდებელ ქათამს ვერ გამოიყვანთ

რატომ?
რა პრობლემას შეიძლება წააწყდე?

Posted by: Beqa B 8 Feb 2010, 02:02
Did_Giorgi
givi.gif
---------------------

Posted by: Koala 9 Feb 2010, 11:04
ვყიდი ან ვაქირავებ ქათმის ფერმებს + ინკუბატოტს 3200 კვ.მ (შენობა 930 კვ.მ)

Posted by: 4l2m 10 Feb 2010, 00:13
დავი
QUOTE
სხვაობა დიდი იქნება? ინკუბატორით გამოყვანილ ქათამსა და თურქეთიდან შემოყვანილს შორის?

სხვანაირი ქათამი კვერცხს არ დადებს
Beqa B
QUOTE
ქათამს მამალი თუ არ ჩინჩლავს ისე კვერცხს ხომ არ დებს, და ეს შენი ქათმები დღეში რამოდენიმე კვერცხს რომ დებენ ეგ როგორ?
ბოდიში ცოტა უაზრო კითხვა გამომივიდა.

lol.gif მიტომ არის სპეციალური ჯიში რომ სექსი და მამალი არ უნდა. საჭმელში სპეციალურ წამალს ურევ და დაჩინჩვლა აღარ სჭირდება

A S T U
QUOTE
რა პრობლემას შეიძლება წააწყდე?

კვერცხს ყოველდღე არ დადებს

Posted by: iko-iko 10 Feb 2010, 11:00
დავი
QUOTE
სხვაობა დიდი იქნება? ინკუბატორით გამოყვანილ ქათამსა და თურქეთიდან შემოყვანილს შორის?

ინკუბატორით არანაირად არ ღირს?


სხვაობა დიდი იქნება! ნებისმიერ შემთხვევაში აქ გამოყვანილი ქათამი იქნება დაბალი მეკვერცხულობის. მე წინა პოსტებში ავხსენი თუ რა სხვაობაა კროსებსა და ჯიშებს შორის და მოკლედ ისევ განვმარტავ რომ ჯიში არის ამ შემთხვევაში ქათმის ისეთი პოპულაცია რომელიც თავის თაობას მუდმივად გადასცემს იმ ნიშანთვისებებს რაც აქვს მშობლის ფორმებს, ამ შემთხვევაში მეკვერცხულობას შეცვეხოთ, მეკვერცხული ჯიშები განა არ არსებობს, მაგრამ მას უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ მასიური კვერცხის წარმოებისთვის რადგან არარენტაბელურია. აქვს დიდი მასა, ხარჯავს ბევრ საკვებს და აქვს შედარებით დაბალი მეკვერცხულობა 180-220 კვერცხი წელიწადში ეს როდესაც კარგი ჯიშია.
კროსი კი ეს არის კონკრეტული ჯიშის ხაზების, ან რამოოდენიმე ჯიშის ისეთი სელექციური ნაჯვარი რომლის დროსაც საბოლოო თაობა მიიღება კონკრეტული მიმართულების პროდუქტიულობით და ახასიათებს ძალიან მაღალი პროდუქტიულობა მინიმალური საკვები დანახარჯებით. მაგალითად არსებობს მეხორცული კროსები (ბროილერი) და მეკვერცხული კროსები. ორივე შემთხვევაში მათი ნებისმიერი სახის ნაჯვარით ეს კროსები კარგავს თავისი პროდუქტიულობის იმ დონეს რაც ქონდა საბოლოო ჰიბრიდს.
აქედან დასკვნა: თუ ჩვენ ავიყვანთ იმ მეკვერცხულ ქათამს რომელიც ყავთ "დილაში", "კოდაში", "კუმისში", "პატარძეულში" და მათ მივუშვებთ მამალთან ისინი ჩეულებრივ განაყოფიერდებიან და მათი განაყოფიერებული კვერცხიდან მივიღებთ ჩვეულებრივად წიწილებს, მაგრამ ეს წიწილები უკვე იქნებიან არა იმ პროდუქტიულობის რომელიც ქონდა მათ მშობლებს რადგან აქ წავიდა გენეტიკური დათიშვა და კროსი გადაიხარა ან ერთი წინაპრისკენ ან მეორის ან მესამის და ა.შ. ანუ იმ ხაზებისა და ჯიშებისკენ რომლისგანაც მიღებულია საბოლოო კროსი, ამ უკანასკნელებს აქვთ შედარებით ნაკლები პროდუქტიულობა.

ვერავინ ვერ გეტყვის რო შენს მიერ გამოყვანილი ქათმები კვერცხს არ დადებს მარა იმ კვერცხზე დაგეხარჯება იმდენი ენერგია და საკვები რო კომერციული მიზნებისთვის ნამდვილად არ გამოგადგება ხოლო თუ უბრალოდ მუღამი გაქვს რო სახში ირბინოს მაშინ საკუთარი კვერცხის გოგლიმოგლით და ყიყლიყოთი ჩაიკოკლოზინებ პირს.
* * *
4l2m
QUOTE


მიტომ არის სპეციალური ჯიში რომ სექსი და მამალი არ უნდა. საჭმელში სპეციალურ წამალს ურევ და დაჩინჩვლა აღარ სჭირდება

წამალი არ ხსნის მაგ პრობლემას. ნებისმიერი ქათამი დადებს უმამლოდ კვერცხს, მაგრამ იქნება გაუნაყოფიერებელი და ინკუბაციისთვის უვარგისი, სასურსათო კვერცხი კი სულაც არარის საჭირო რო იყოს განაყოფიერებული და მეკვერცხული მიმართულების ფაბრიკებში მამლის გასაზრდელად ხარჯებს არ იღებენ, მითუმეტეს დედლების დასაჩინჩლად მათ შენახვას აზრი არ აქვს, ზედმეტი ხარჯია.
დალოცვილმა იაპონელებმა მოიგონეს ერთი მეთოდი რომლის მიხედვითაც წიწილას გამოჩეკვიდან 12-24 საათში კლოაკაზე ეტყობა დედალია თუ მამალი, მერე ეს ნიშანი ქრება, ამ მეთოდით მეკვერცხული წიწილა ირჩევა ინკუბატორშივე და გასაზრდელად მიდის მარტო დედალი ხოლო მამლებს არ გაუმართლათ! მათ იყენებენ წიწილის ფქვილის მოსამზადებლად.

Posted by: დავი 10 Feb 2010, 17:13
მამალი კროსის შოვნა შეუძლებელია? რამე ალტერნატივა არსებობს თურქეთის გარდა წიწილების შოვნის? ფერმებთან არაფერი გამომივიდა, ბებერ ქათმებს მტენიდნენ მარტო

Posted by: 4l2m 10 Feb 2010, 20:03
iko-iko
QUOTE
წამალი არ ხსნის მაგ პრობლემას. ნებისმიერი ქათამი დადებს უმამლოდ კვერცხს, მაგრამ იქნება გაუნაყოფიერებელი და ინკუბაციისთვის უვარგისი, სასურსათო კვერცხი კი სულაც არარის საჭირო რო იყოს განაყოფიერებული და მეკვერცხული მიმართულების ფაბრიკებში მამლის გასაზრდელად ხარჯებს არ იღებენ, მითუმეტეს დედლების დასაჩინჩლად მათ შენახვას აზრი არ აქვს, ზედმეტი ხარჯია.
დალოცვილმა იაპონელებმა მოიგონეს ერთი მეთოდი რომლის მიხედვითაც წიწილას გამოჩეკვიდან 12-24 საათში კლოაკაზე ეტყობა დედალია თუ მამალი, მერე ეს ნიშანი ქრება, ამ მეთოდით მეკვერცხული წიწილა ირჩევა ინკუბატორშივე და გასაზრდელად მიდის მარტო დედალი ხოლო მამლებს არ გაუმართლათ! მათ იყენებენ წიწილის ფქვილის მოსამზადებლად.

ქათმების ფერმა კი მქონდა და მუსაობდა კიდეც და მგონი ცოტა რამ მეც გამეგება ამ საქმეში

Posted by: iko-iko 11 Feb 2010, 09:49
4l2m
შეურაწყოფა არ მომიყენებია, მე საზოგადოებას განვუმარტე რო წამალი სექსს არ ცვლის wink.gif tuk.gif
* * *
დავი
QUOTE
მამალი კროსის შოვნა შეუძლებელია? რამე ალტერნატივა არსებობს თურქეთის გარდა წიწილების შოვნის? ფერმებთან არაფერი გამომივიდა, ბებერ ქათმებს მტენიდნენ მარტო

ფერმები არ ყიდიან ახალგაზრდა ქათამს რადგან თვითონ საკმაოდ ძვირი უჯდებათ და ქათმის გაყიდვას ურჩევნიათ კვერცხზე ამუშაონ, მაგ მიზნით ჩამოყავთ სწორედ წიწილი თურქეთიდან ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან.
მამალი კროსი როგორც ზემოთ ავღნიშნე ნადგურდება, რომც იშოვო აზრი არააქვს რადგან უკვე საბოლოო კროსის რეპროდუქციით მიიღებ დათიშულ ფორმებს რომელსაც დაკარგული ექნება კარგი კვერცხმდებლობა. მაგის შოვნას ჯობია ერთი წლის ქათამი იყიდო ისევ ფერმიდან და ჩაუტარო ხელოვნური განგური. 2 თვეში კვლავ დაიწყებს კვერცხდებას. რათქმაუნდა ნაკლებს მარა თუ სხვა გზა არაა? . . . . ადგილობრივი ქათმების კვერცხდებას კი აჯობებს და
* * *
ზონალურში კარგი ფრინველი შემოყავდათ ადრე, წითელი ქათამი "ჰაიფა" და "ჰაისექსის" დღეს მაგ ფრინველში საკმაოდ კარგ პერსპექტივას ვხედავ, იძლევა შედარებით მაღალი წონის და ფერად კვერცხს, კარგი გასავალი აქვს ხოლმე. თან ნაკლავიც უფრო მაღალი წონა გამოდის და თავისუფლად იყიდება, არავის გეგულებათ ეგ კროსები სადმე? სეზონგამოვლილსაც ვიყიდდი.

Posted by: დავი 11 Feb 2010, 14:24
iko-iko

და თურქეთიდან წიწილა რომ შემოვიყვანო შეიძლება ეს ისე გავაკეთო რომ პირადად არ მომიწიოს ჩასვლა თურქეთში? ანუ შესაძლებელია ფირმამ ან ვინმე კერძო პირმა ჩამოიყვანოს და მისგან ვიყიდო?

თურქეთიდან ჩამოყვანა წიწილის რა დამიჯდება?

Posted by: 4l2m 11 Feb 2010, 19:38
iko-iko
QUOTE
შეურაწყოფა არ მომიყენებია, მე საზოგადოებას განვუმარტე რო წამალი სექსს არ ცვლის

არა ამას არ გაბრალებ რომ შეურაცხმყოფა მომაყენე მეთქი, უბრალოდ მე მყავდა კვერცხისმდებელი ქათამი თუ წამალს დავაკლებდი ეს იმწუთასვე აისახებოდა კვერცხისდებაში
დავი
QUOTE
თურქეთიდან ჩამოიყვან წიწილის რა დამიჯდება?

პატარა პარტიას ვერ წამოიყვან, წამგებიანია, ხოლო ნაცნობი გჭირდება დიდ ფერმაში, რომელიც პატარა პარტიას შენც გიწილადებს

Posted by: დავი 11 Feb 2010, 22:44
4l2m

QUOTE
პატარა პარტიას ვერ წამოიყვან, წამგებიანია


500 მაქსიმუმ 600 ვფიქრობ მეტს ვერ დავტევ შენობაში

QUOTE
ნაცნობი გჭირდება დიდ ფერმაში, რომელიც პატარა პარტიას შენც გიწილადებს


აი ეგ მაქ პრობლემა sad.gif

QUOTE
თუ წამალს დავაკლებდი ეს იმწუთასვე აისახებოდა კვერცხისდებაში


რა წამალია? შეგიძლია სახელი დამიწერო?


და კიდევ ერთი მაინტერესებს ჩვეულებრივი ქათმებით რომ გაკეთდეს ფერმა წამგებიანი იქნება?

Posted by: Beqa B 11 Feb 2010, 23:07
QUOTE
და კიდევ ერთი მაინტერესებს ჩვეულებრივი ქათმებით რომ გაკეთდეს ფერმა წამგებიანი იქნება?

ჩემი აზრით,ჩვეულებრივი ქათმებით გამოვა, მაგრამ ეგ ბიზნესი იქნება მიმართული არა მეკვერცხეობაზე არამედ, ქათმის ხორცად გაყიდვაზე... და ჩინური ქათმებია მაგისთვის კარგი yes.gif
კიდევ რა უნდა მეთქვა, როცა მეფრმერეობას ეწევი და სუქებაზე და ხორცად გაყიდვაზე გაქვს ორიენტაცია, ჯობს 1-2 ჰეკტარი გქონდეს სამდე და რომ დათესო ქათმების ''საკენკი''
რავი ეს ყველაზე ადვილიც არის და არც რეალიზაცია იქნება რთული.
p.s. არ გამომითვლია რომელი უფრო იაფი ჯდება, ქათმის ხორცად გაყიდვა თუ ქათმის კვერცხების...
რას იტყვით?

Posted by: A S T U 12 Feb 2010, 00:52
Beqa B
QUOTE
ჯობს 1-2 ჰეკტარი გქონდეს სამდე და რომ დათესო ქათმების ''საკენკი''

დაახლოებით რამდენის აღება შეიძლება ამ ფართობიდან (ხორბლის, ქერის)?
და ეს საკმარისი იქნება 500 ქათმისათვის?

Posted by: Beqa B 12 Feb 2010, 14:26
A S T U
კი, მეორე სეზონამდე უნდა გეყოს წესით...

Posted by: iko-iko 12 Feb 2010, 15:06
დავი
QUOTE
პატარა პარტიას ვერ წამოიყვან, წამგებიანია, ხოლო ნაცნობი გჭირდება დიდ ფერმაში, რომელიც პატარა პარტიას შენც გიწილადებს

ვეთანხმები ამ კაცს, როგორმე უნდა ნახო ვინმე და სთხოვო რო შენი წიწილაც ჩატვირთოს თავის პარტიაში 400-500 წიწილა შესაბამისად 4-5 ყუთია და ასეთ პარტიას მემგონი თვითონ ისინიც არ გაყიდიან, თან თუ გაყიდეს შეიძლება საკმაოდ ცუდი წიწილა ანუ გადანარჩევიდან დარჩენილი წიწილა მოგცენ. ჩვენ როდესაც 14000-იანი პარტიები შემოგვყავდა კარგები გვიგზავნეს და როგორც კი 6000-იანი პარტია წამოვიყვანეთ მაშინ იმდენი ცუდი ერია რო კინაღამ უკან გავაგზავნეთ.

რაც შეეხება ჩვეულებრივი ქათმების ფერმას მაშინ ჭრელი ფრინველი უნდა იყიდო ადგილობრივი. თუ რათქმაუნდა ისევ მეკვერცხულს გულისხმობ. ოღონდ ამ შემთხვევაში კვერცხი უნდა გაყიდო ძვირად ანუ სოფლის კვერცხის პონტში. მაგალითად თუ ფაბრიკის ღირს 30 თეთრი შენ მინიმუმ 40-50 თეთრად უნდა გაყიდო ხოლო ინტენსიური კვერცხდებისას რომელიც ეხლა გაზაფხულზე პიკს მიაღწევს კვერცხი ყველგან გაიაფდება რადგან რეალიზაცია უჭირთ და შენც შესაბამისად უნდა გააიაფო. ამ შემთხვევაში ნახავ გარკვეულ მოგებას.
ადგილობრივი ქათამი კვერცხის საწარმოებლად იმიტომ არ ვარგა რო სქესმწიფე ასაკს აღწევს საკმაოდ გვიან. შედარებისთვის თუ კროსული ჰიბრიდული ფრინველი კვერცხდებას იწყებს მე-5 თვეზე, ადგილობრივს ზოგჯერ წელიწადიც არ ყოფნის ხოლმე და კიდევ; კვერცხდების პერიოდშიც თუ კროსები დღეღამეში მოიხმარს 90-110 გრამ კომბინირებულ საკვებს ადგილობრივს ცოტა მეტი ჭირდება, თუმცა ადგილობრივს კარგი ის აქვს, რომ მას შედაგებით იაფფასიანი საკვები ჭირდება.
მოკლედ რო ვთქვათ და გარკვევით ადგილობრივი ქათმის კვერცხის თვითღირებულება საკმაოდ ძვირია ხოლო კროსების საკმაოდ იაფი.
* * *
Beqa B
QUOTE
p.s. არ გამომითვლია რომელი უფრო იაფი ჯდება, ქათმის ხორცად გაყიდვა თუ ქათმის კვერცხების...
რას იტყვით?

მე მეკვერცხულის ფანი ვარ სუპერია საქმეში მარა რეალიზაცია მეხორცულისა უფრო ჯობია, შედარებით უფრო მოთხოვნადია ე.წ. "ნოზაძის ქათამი" არცევანი მეწარმეზეა ვის როგორ და რისი პირობები უფრო აქვს.

Posted by: დავი 12 Feb 2010, 15:17
iko-iko

დიდი მადლობა ინფორმაციისტვის, გავიტვალისწინებ აუცილებლად

QUOTE
მოკლედ რო ვთქვათ და გარკვევით ადგილობრივი ქათმის კვერცხის თვითღირებულება საკმაოდ ძვირია ხოლო კროსების საკმაოდ იაფი.


და გასარების ბაზარი როგორია ე.წ. სოფლის კვერცხის?

Posted by: Kalenike 12 Feb 2010, 15:28
4l2m
QUOTE
ამჟამად 600 ქათამზე ქარხნული მეთოდით დამზადებული გალიებია გასაყიდად. ფასი 2000 ლარი. თუ უფრო მეტი რაოდენობა გსურს, მაშინ ქათმის ფერმებს უნდა მიაკითხო, იქნებ გაყიდონ

არა რაის 600, 300ზე მინდა მაქსიმუმ სოფლისთვის თან რომ იშლებოდეს ისეთი- ადვილი გადასატანად

Posted by: iko-iko 12 Feb 2010, 15:31
როგორია და არის საზოგადოების ნაწილი რომელსაც არ უნდა ფაბრიკის კვერცხი იმ მიზეზით რო შედარებით მეტი არაბუნებრივი კომპონენტია მათი საკვები ბიო სტიმულატორებისა და ანტიბიოტიკების სახით. ეს ხალხი არჩევს გადაიხადოს ძვირი და იყიდოს სოფლის, ანუ ადგილობრივი ქათმის კვერცხი რომელსაც პრემიქსის და მასში არსებული სტიმულატორების გარეშეც შეუძლია მოგცეს კვერცხი, თან თუ ეს ქათმები მიიღებენ გარკვეული რაოდენობის ბუნებრივ კაროტინს ბალახის ან ბალახის ფქვილის სახით საგრძნობლად განსხვავებული გემო აქვს ფაბრიკის კვერცხისგან და ყვითრის სიყვითლეც არა ხელოვნურად მიღებული საღებავის არამედ უკვე ბუნებრივად A ვიტამინით და მისი პროვიტამინი "კაროტინი"-თ იქნება გაჯერებული. მოკლედ შეძლებული უბანი უნდა აირჩიო და გააბაზრო რო ნატურ-პროდუქტი გაქვს.
* * *
ზემოთ ნახსენები ბალახის ფქვილი გასათვალისწინებელია რო არ აურიოთ თივის ფქვილში, ზოგს ეგ გონია არადა სულ სხვა რამეა და საქართველოში მაგას არავინ არ ამზადებს ამიტომ რაც შეიძლება მეტი ბალახი უნდა მიიღოს დედალაააამ. ბალახი პატარა ფართობზე რო დათესო მაგალითად იონჯა ან სამყურა ან მათი ნარევი ქათმებს ყელში ამოუვათ. ჩვენთან მორწყვის შემთხვევაში წელიწადში 5-6 თიბვა შეგიძლია მიიღო.

Posted by: დავი 12 Feb 2010, 15:34
iko-iko

მე ნავთლუღის ბაზარში მყავდა ერთი პიროვნება ვინც მითხრა დღეში მინიმუმ 500 კვერცხს მივიღებო, ფაბრიკულს, და ასეთივეს მოძებნა სოფლის კვერცხზე და ნავთლუღში გასაღება რამდენად რეალურია?

Posted by: 4l2m 12 Feb 2010, 19:28
დავი
QUOTE
500 მაქსიმუმ 600 ვფიქრობ მეტს ვერ დავტევ შენობაში

მეც 600 მყავდა და ზუსტად 600 ქათამზე გამზადებული ფერმა მაქვს გასაყიდი.
QUOTE
რა წამალია? შეგიძლია სახელი დამიწერო?

პრემიქსი
85 კილო საკვაბში 15 კილო პრემიქსი სჭირედბა

QUOTE
და კიდევ ერთი მაინტერესებს ჩვეულებრივი ქათმებით რომ გაკეთდეს ფერმა წამგებიანი იქნება?

გალია ორივესთვის ერთია. შენ უნდა გადაწყვიტო, ხორცზე გინდა რომ ამუშავო თუ კვერცხზე?

Kalenike
QUOTE
რა რაის 600, 300ზე მინდა მაქსიმუმ სოფლისთვის თან რომ იშლებოდეს ისეთი- ადვილი გადასატანად

მე რომ გალიები მაქვს იშლება, ტრანსპორტირებაც ადვილია და შეგიძლია ადგილზეც ააწყო. ოღონდ მე 600 ქათამზე მაქვს
დავი
QUOTE
ასეთივეს მოძებნა სოფლის კვერცხზე და ნავთლუღში გასაღება რამდენად რეალურია?

თქვენ კვერცხი გქონდეთ გასაყიდად, თორემ ჩამბარებელი თავზე საყრელია

Posted by: დავი 12 Feb 2010, 21:02
4l2m
QUOTE
მეც 600 მყავდა და ზუსტად 600 ქათამზე გამზადებული ფერმა მაქვს გასაყიდი.


მე თოვლმა შემიშალა ხელი თორემ დავასრულებდი შენობას, გალიებიც მოგვარდა, მხოლოდ ქათმების პრობლემაა

QUOTE
პრემიქსი 85 კილო საკვაბში 15 კილო პრემიქსი სჭირედბა


ხო ეგ ვიცი, მე რამე სხვა მეგონა

QUOTE
გალია ორივესთვის ერთია. შენ უნდა გადაწყვიტო, ხორცზე გინდა რომ ამუშავო თუ კვერცხზე?


კვერცხზე, და ეგ მაინტერესებს ჩვეულებრივი ქათმით თუ ვნახავ მოგებას smile.gif

QUOTE
თქვენ კვერცხი გქონდეთ გასაყიდად, თორემ ჩამბარებელი თავზე საყრელია


ფაბრიკულის კი და სოფლის კვერცხზეს ასევე დიდი მოთხოვნაა? არ ვიცი ეს

Posted by: 4l2m 13 Feb 2010, 01:40
დავი
QUOTE
კვერცხზე, და ეგ მაინტერესებს ჩვეულებრივი ქათმით თუ ვნახავ მოგებას

ეგ არითმეტიკის გადასაწყვეტია
სოფლის კვერცხზე უფრო მეტი მოთხოვნაა და ფასიც მაღალია. შენ საკუთარ შვილს რომელი კვერცხის ერბოკვერცხს აჭმევ, სოფლისას, ანუ ნატურალური კვერცხისა თუ ქიმიისგან გაკეთებული კვერცხის?

Posted by: დავი 13 Feb 2010, 03:06
4l2m
QUOTE
ეგ არითმეტიკის გადასაწყვეტია სოფლის კვერცხზე უფრო მეტი მოთხოვნაა და ფასიც მაღალია. შენ საკუთარ შვილს რომელი კვერცხის ერბოკვერცხს აჭმევ, სოფლისას, ანუ ნატურალური კვერცხისა თუ ქიმიისგან გაკეთებული კვერცხის?


ნატურალურს რა თქმა უნდა, გასაგებია ყველაფერი, ძალიან დიდი მადლობა ყველას ინფორმაციული დახმარებისთვის

Posted by: 4l2m 13 Feb 2010, 17:39
დავი
QUOTE
ძალიან დიდი მადლობა ყველას ინფორმაციული დახმარებისთვის

მზად ვარ შემდგომშიც გემსახუროთ.

Posted by: Kalenike 13 Feb 2010, 20:16
4l2m
QUOTE
მე რომ გალიები მაქვს იშლება, ტრანსპორტირებაც ადვილია და შეგიძლია ადგილზეც ააწყო. ოღონდ მე 600 ქათამზე მაქვს

ადინოჩკებია ხო? თუ როგორ?
არა, 600 ქათმისთვის ბევრია ნამდვილად, სად წავიღო ამდენი კვერცხი biggrin.gif

Posted by: 4l2m 14 Feb 2010, 00:53
Kalenike
QUOTE
ადინოჩკებია ხო? თუ როგორ?

ასაწყობი გალიებია და თითო გალიაში 8-9 ქათამი ეტევა.
QUOTE
არა, 600 ქათმისთვის ბევრია ნამდვილად, სად წავიღო ამდენი კვერცხი

ნებისმიერი მაღაზია ჩაიბარებს

Posted by: დავი 18 Feb 2010, 17:07
600 სოფლის ქათამიდან დაახლოებით რამდენ კვერცხს ავიღებ დღეში? და ჩაბარების ფასი დაახოლებით რამდენი იქნება?

Posted by: iko-iko 18 Feb 2010, 17:47
დავი
ძმობილო მასე ვერ იტყვი დღეში რამდენს აიღებ რადგან ე.წ. ჩვენი აბორიგენული სოფლის ქათამი დებს დაახლოებით 120 დან 180 კვერცხამდე და დამოკიდებულია მათი მოვლა შენახვის პირობებზე, დღეღამეში დღის სინათლის გავლენაზე, აუცლილებელია ხელოვნური განათება ჩაერთოს რათა მოხდეს ქათმის ფიზიოლოგიური გაღიზიანება შესაბამისი სინათლის რეჟიმით და კვერცხი დაითვლება ბოლოს რამდენი გექნება ფაქტიურად. ანუ დღეში მოჭრით რო თქვა რო ამდენი და ამდენი გექნება მასე არ იქნება.
როდესაც ქათმის ერთი ასაკობრივი ჯგუფი იწყებს კვერცხდებას მაშინ დღეში კვერცხის რაოდენობა თავისთავად ცოტაა მერე ნელნელა იმატებს აღწევს პიკს და კვლავ ვარდება. ამრიგად ფრინველის მიერ დადებული კვერცხის რაოდენობა პროცენტულად მერყეობს და ქმნის გარკვეულ მრუდს თუ წარმოვიდგენთ გრაფიკულად. შენ მთავარია თითოეულ ქათამზე გამოგივიდეს კარგი მაჩვენებელი საბოლოოდ ანუ საშუალოდ თითო ქათამი რამდენს დაგიდებს. თუ დასვავ ქათამს მე არ დაგზადები, კაი საქმეში ხელისმომართვა მიყვარს და შენც გაგიწევ კონსულტაციას. თუ დაინტერესდები სკაიპ მისამართსაც მოგცემ და დაგელაპარაკები რო ცივი გონებით არ იმოქმედო.

Posted by: დავი 18 Feb 2010, 18:04
iko-iko

ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად დამჭირდება კონსულტაცია და მოგმართავ უახლოეს მომავალში, მანამდე თუ 1-2 კითხვაზე მოპასუხებ დიდი მადლობელი დაგრჩები:

დღეში რამდენი კილო საკვები დაჭირდება 600 ქათამს? და პრემიქსის გამოყენება თუ შეიძლება სოფლის ქათამთან და ამით თუ გაუმჯობესდება მისი კვერცხდება?

Posted by: iko-iko 19 Feb 2010, 09:02
სოფლის ქათამთან პრემიქსის გამოყენება ურიგო არ იქნება რადგან ე.წ. პრემიქსი არის ცილოვან-ვიტამინოვანი დანამატი და კვერცხდებაზე მოქმედებს დადებითად. უკვე ზრდასრულ 600 ქათამს დღეში ესაჭიროება დაახლოებით 65-75 კგ საკვები. ცილებით დაბალანსებული საკვების გამოყენებისას ადგილობრივი ქათამი თავის საშუალოზე მეტ კვერცხს დადებს, ანუ თუ დებს 120 დან 180 მდე, დაბალანსებული საკვებით და სათანადო სინათლის ინტენსივობისა და ხანგრძლივობით შეიძლება ეს მაჩვენებელი გაიზადროს 150-დან 220-მდე.

Posted by: 4l2m 19 Feb 2010, 19:24
დავი
QUOTE
600 სოფლის ქათამიდან დაახლოებით რამდენ კვერცხს ავიღებ დღეში? და ჩაბარების ფასი დაახოლებით რამდენი იქნება?

iko-iko
QUOTE
ძმობილო მასე ვერ იტყვი დღეში რამდენს აიღებ

როგორ ვერ იტყვი. უნდა თუ ქათამი ახალგაზრდაა და ყველა კაკნონზომიერება დაცული გექნება, მაშინ დღეში 400-დან 480 კვერცხამდე უნდა იანგარიშო
QUOTE
და ჩაბარების ფასი დაახოლებით რამდენი იქნება?

კვერცხის ზომას გააჩნია. ყოფილა შემთხვევა, რომ 23-24 თეთრადაც ჩაუბარებიათ და ზაფხულში 11 თეთრამდეც დაცემულა
QUOTE
დღეში რამდენი კილო საკვები დაჭირდება 600 ქათამს?

წინა პოსტებში ხომ დაგეწერე?

Posted by: დავი 19 Feb 2010, 20:29
4l2m

QUOTE
წინა პოსტებში ხომ დაგეწერე?


კი მაგრამ სოფლის ქათამს იქნებ სხვა რაოდენობის საკვები ჭირდება, მაგალითად პრემიქსი სულ არ არის სავალდებულო სოფლის ქათამზე


ხო კიდევ ერთი კითხვა სოფლის კვერცხი რამდენხანს გაძლებს გაუფუჭებლად? და როგორ პირობებში უნდა შევინახო რომ არ გაფუჭდეს? მაგალითად 1 კვირა რომ დავაგროვო კვერცხი და მერე ჩამოვიტანო თბილისში ჩასაბარებლად

Posted by: 4l2m 20 Feb 2010, 00:43
დავი
QUOTE
კი მაგრამ სოფლის ქათამს იქნებ სხვა რაოდენობის საკვები ჭირდება, მაგალითად პრემიქსი სულ არ არის სავალდებულო სოფლის ქათამზე

მე მგონი აქამდე კვერცხის მდებელ ქათამზე ვსაუბრობდით
QUOTE
ხო კიდევ ერთი კითხვა სოფლის კვერცხი რამდენხანს გაძლებს გაუფუჭებლად? და როგორ პირობებში უნდა შევინახო რომ არ გაფუჭდეს? მაგალითად 1 კვირა რომ დავაგროვო კვერცხი და მერე ჩამოვიტანო თბილისში ჩასაბარებლად

ტემპერატურაზეა დამოკიდებული

Posted by: *shotia* 20 Feb 2010, 22:42
მე მაქვს ფერადი (სოფლის) ქათმების ფერმა, 3000 ცალი მყავდა, ახლა მყავს 1200 ცალი. მაგ ქათამს რომ პრემიქსიანი საჭმელი აჭამო, 1-2 ად იზარალებ, თან ერთი ძაან რთული პრობლემა აქვთ, კანიბალიზმი ჰქვია. ვერ გააჩერებ გალიებში. ერთმანეთს დაჭამენ, მე მყავს გაშვებული 6000 კვადრატულ მეტრზე. შემოგობილია სეტკით.

Posted by: Beqa B 20 Feb 2010, 23:55
*shotia*
1) 3000 დან 1200 მდე როგორ ჩამოვიდა, რა იყო მიზეზი?
2) 1-2 ად იზარალებ იმიტომ რომ ერტმანეთს დაჭამენ?
3) მერე 6000 კვადრატულლ მეტრზე როგორ იჭერ, ან კვერცხებს როგორ კრიფავ?
4) რა ჯიშის ქათმებია?
5) 1 ქათამი 1 გალიაში რომ გააჩერო?
6) საშუალოდ დღეში რამდენი კვერცხს დებს 1200 შენი ''უპრემიქსო'' ქათამი?
7) 6000 მეტრი სეტკით შემოხობვა რა დაგიჯდა?
ამ კითხვეზე პასუხისთვის ზინასარ დიდი მადლობა.

Posted by: Did_Giorgi 21 Feb 2010, 00:40
Beqa B
QUOTE
3000 დან 1200 მდე როგორ ჩამოვიდა, რა იყო მიზეზი?

ეტყობა აღარ განაახლა თაობა
QUOTE
მერე 6000 კვადრატულლ მეტრზე როგორ იჭერ, ან კვერცხებს როგორ კრიფავ?

biggrin.gif
საბუდარში აგროვებს wink.gif
QUOTE
6000 მეტრი სეტკით შემოხობვა რა დაგიჯდა?

QUOTE
1 ქათამი 1 გალიაში რომ გააჩერო?

წესით შემორობვა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ქათამზე ერთი გალია IMHO
QUOTE
საშუალოდ დღეში რამდენი კვერცხს დებს 1200 შენი ''უპრემიქსო'' ქათამი?

ეს უკვე კითხვაა
ჩემი აზრით ასე 800 კვერცხამდე დადებენ yes.gif

Posted by: A S T U 21 Feb 2010, 00:42
Did_Giorgi
QUOTE
წესით შემორობვა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ქათამზე ერთი გალია IMHO

ეს კი მაგრამ მტაცებლებისგან როგორ შეიძლება დაიცვა ფრინველი 6000 კვ მეტრზე?

Posted by: Did_Giorgi 21 Feb 2010, 00:49
A S T U
QUOTE
ეს კი მაგრამ მტაცებლებისგან როგორ შეიძლება დაიცვა ფრინველი 6000 კვ მეტრზე?

ეგ არ ვიცი
სამაგიეროდ ფერმაში კონდენციონერი რომ გაითიშოს 2 საათით, ყველა ქათამი დაიხოცება smile.gif
ყველგან არსებობს თავისებური რისკი.

ისე კვერცხის ეხლანდელი ფასი რეალურად მიგაჩნიათ თქვენ?
ცოტა ძვირი ხომ არაა, ანუ ოლიგოპოლიის სუნი არ ასდის ამ ამბავს?

Posted by: დავი 21 Feb 2010, 02:09
*shotia*
QUOTE
მე მაქვს ფერადი (სოფლის) ქათმების ფერმა, 3000 ცალი მყავდა, ახლა მყავს 1200 ცალი. მაგ ქათამს რომ პრემიქსიანი საჭმელი აჭამო, 1-2 ად იზარალებ, თან ერთი ძაან რთული პრობლემა აქვთ, კანიბალიზმი ჰქვია. ვერ გააჩერებ გალიებში. ერთმანეთს დაჭამენ, მე მყავს გაშვებული 6000 კვადრატულ მეტრზე. შემოგობილია სეტკით.


კვერცხის რეალიზაციასთან თუ შეგქმნია პრობლემა? მაღაზიებში აბარებ თუ რამე სხვა გზა გაქვს ნაპოვი?

Posted by: GURAMI2 21 Feb 2010, 13:14
ვინმემ ხომ არ იცით 200 კვერცხიანი ინკუპატორი თუ იყიდება სადმე?

Posted by: bachuki1 21 Feb 2010, 15:06
ბიზნესმენების საყურადღებოდ:ინფორმაცია ვაჟა ბიწაძე არის აფერისტი,მოღვაწეობს უკრაინიდან ზეთის და კომბიკორმის ჩამოტანაზე.სხემა შემდეგნაირი აქვს ,გთავაზობთ ფირმას 50/50%,საწყისი თანხას 40 000 ათასის ფარგლებში შესაძლო პარტნიორს ადებინებს,შემდეგ შედის "დავერიაში" აგზავნის ვაგონს,კოზირი აქვს დემპინგური ფასი,მეორე,მაქსიმუმ მესამე ვაგონზე იწყებს გადაგდების პროცესს,ათასგვარი მეთოდებით,მე პირადად დამაბოლა იმით რომ თვეში მინიმუმ 3-4 ვაგონს მპირდებოდა,მაგრამ ერთი წლის განმავლობაში სულ 3 ვაგონი გამოაგზავნა,შემდეგ შარი მომდო ,ცუდად იმუშავეო.ეხლა გამოვარკვიე,იქ უკრაინაში გახსნილი აქვს ფირმა და დოკუმენტაციის საშუალებებით და დაპირებებით იქაც ატყუებს პარტნიორებს,უკრაინულ ფირმას ადგილობრივ რეზიდენტზე აფორმებს.მისი ფიშკაა დაბალი ფასი პროდუკტზე,ამაზე იგებს რადგანაც ბოლოში გადაგდება აქვს ჩაფიქრებული.მე ამჟამად სასამართლოში ვუჩივლე,მაგრამ საბუთებით მაინც გადაგდებული ვრჩები 7 000 ფარგლებში,20 000-17 000 ვიბრუნებ,მაგრამ რამდენი დრო დასჭირდა ამას,ჩემი ფული კი ბიწაძემ ატრიალა,მაგარია არა? პლიუს ამას თავისი ინტრიგით ტრუსიკის მეგობარი დამაკარგვინა
მალე დავდებ ფორუმზე ბიწაძის სურათს და ყველა კორდინატს რაც ვიცი.ჩემი კორდინატები ფორუმზე არის პროფილში

Posted by: iko-iko 22 Feb 2010, 10:58
QUOTE
ვერ გააჩერებ გალიებში


მართალია. რადგან ეგ ქათამი გალიის არაა და მაგიტომაც არის მისი კვერცხი არარენტაბელური. რაც შეეხება პრემიქსისი გამოყენებას გარეთ სეირანულ პირობებშიც კი მას ცილოვანი დანამატი მაინც ჭირდება ოღონდ ძალიან უმნიშვნელო.
ჩვეულებრივ პირობებში სოფლის ქათამი ცილებს იღებს სხვადასხვა ჭიაღუის ჭამით და სხვადასხვა მცენარეების საშუალებით კი ბევრ ვიტამინს, კაროტინს მიკრო და მაკრო ელემენტებს და ამიტომაცაა რო სოფლის პირობებში 40-50 ცალი ამართლებს მარა როდესაც უკვე მთელი ეზო დატვირთულია და იქ იმყოფება ბევრი ქათამი, მაშინ იქ აღარც ჭია და აღარც მცენარე არ ჩერდება და ქათამიც ვერ ითვისებ იმ მარგ ნივთიერებებს რაც ესაჭიროება, ამიტომ პრემიქსი მისთვისაც აუცილებელია ოღონდ არა იმ რაოდენობის რაც ჭირდება ფაბრიკის მეკვერცხულ კროსებ. ეს იმიტომ, რომ ადგილობრივი ქათმის პოპულაციებს მომმნელებელი სისტემა უფრო მეტად აქვს განვითარებული და უხეშ ცილასაც შედარებით იოლად ითვისებს და მარცვლოვან კონცენტრატში სულაც მცენარეული ცილის დანამატიც რო დაემატოთ მათ შროტების და კოპტონის სახით სრულიად საკმარისია, უბრალოდ თუ არ არის ამ სახის დანამატები ამიტომაც ვუმატებთ ხოლმე პრემიქსს.
შედარებისთვის რომ ავიღოთ მეკვერცხულ კროსებს ნაწლავების სიგრძე გაცილებით მოკლე აქვთ ვიდრე ადგილობრივ პოპულაციებს, ამიტომაც ხელო0ვნურად გამოყვანილი კროსი მიზანმიმართულია რაც შეიძლება იოლად მოსანელებელი საკვები შეითვისოს რათა არ დაეკარგოს დრო უხეში საკვების მონელებაზე და ეს მარგი ნივთიერებები სწრაფად გამოიყენოს კვერცხის პროდუცირებისთვის. სოფლის ქათამი კი შედარებით უხეშ საკვებს უფრო მეტად შეითვისებს სამაგიეროდ მონელების ციკლი უფრო ხანგრძლივია და უფრო დიდხანსაც ანდომებს კვერცხის პროდუცირებას.
ბროილერს კიდევ უფრო მოკლე საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს და საერთოდ ვერ ინელებს იმ საკვებს რასაც მეკვერცხული და ადგილობრივი ჯიშები. ბროილერის წიწილა რო დასვა ქერზე ძალიან მალე გახდება და საბოლოოდ მივიღებთ ან კახექსიურ ქათამს ან მკვდარს, რადგან ქერში არსებული უჯრედანის მონელებაში ბროილერს პირიქით ენერგია ეხარჯება და შეიძლება ითქვას რო მას ვერ შეითვისებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. სამაგიეროდ მაღალხარისხიანი საკვების შეთვისებაში ბროილერი ძაან მაგარია და თევზისა და ხორცის ფქვილისგან ასევე სიმინდის ღერღილისგან ისე სწრაფად იღებს საკვებ ნივთიერებებს რო 1 თვეში კაი დედალას ასწრებს წონაში smile.gif
სოფლის ქათამი კიდე ბროილერის საჭმელს სრულფასოვნად ვერ ინელებს, გააფუჭებს და მასში არსებული ცილების დიდ ნაწილს მოსკლინტავს ტრანზიტული მეთოდით biggrin.gif იმიტომ, რომ არ ჭირდება ამდენი ცილა მის ცხოველმყოფელობას, მას არააქვს ასეთი სწრაფი მეტაბოლიზმი და ორგანიზმი ამ ზედმეტ ცილებს არ ითვისებს.

* * *
QUOTE
თან ერთი ძაან რთული პრობლემა აქვთ, კანიბალიზმი ჰქვია

კანიბალიზმი ვეტერინარული თვალსაზრისით განიხილება როგორც დაავადება და ნებისმიერი მეკვერცხული ქათმის გამოზრდის პერიოდში დიდ პრობლემას წარმოადგენს, საამისოდ ყველა ფრინველს აქვს გამოზრდის თავისებურება და ტექნოლოგია, რომლისგან გადახვევაც გამოიწვევს კანიბალიზმის გამწვავებას. სათანადო გამოზრდის პირობებში კანიბალიზმი მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. მე ბევრჯერ მქონდა საფრინველეში კანიბალიზმის შემთხვევები, თითქმის ყველა პარტიას ემართება მარა კარგი გამოზრდის ტექნოლოგიით, სათანადოდ დაბალანსებული საკვებით და კანიბალიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროული გატარებით ყოველთვის მინიმუმამდე დაგვყავდა.
* * *
Beqa B
QUOTE
3) მერე 6000 კვადრატულლ მეტრზე როგორ იჭერ, ან კვერცხებს როგორ კრიფავ?

ქათამმა თვითონ იცის სად უნდა დადოს კვერცხი თუ მას საბუდარს მოუწყობ.
* * *
QUOTE
1-2 ად იზარალებ იმიტომ რომ ერტმანეთს დაჭამენ?

ძვირი დაგიჯდება და იმიტომ. როგორც ზემოთ ავღნიშნე სოფლის ქათამი იმიტოა კარგი რო ცოტაოდენი როდესაც დარბის ეზოში ითვისებს სხვადასხცვა რაღაცეებს და დებს შედარებით იაფიან კვერცხ, როდესაც საქმე მიდგება ასეთი კვერცხის წარმოებაზე მაშინ საქმე სხვაგვარადაა, როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე სოფლის ქათამი ნორალურ საკვებს ყოველთვის გადახარჯავს და დაგიჯდება ძვირი. ამ გარემოებას ისიც ამცირებს, რომ როდესაც მეკვერცხული ჩამოგყავს ის არის გადარჩეული და არის მარტო დედლები, შენ ინკუბატორიდან როდესავ გამოიყვან წიწილებს და გამოზრდი ერთი 4 თვე ვერ მიხვდები დედალი რომელია და მამალი რომელი. აქედან გამომდინარე ამ ხნის მანძილზე ზრდი არასასარგებლო ფრინველის ჯგუფს, შესაბამისად დასმული ფრინველის 50% მეკვერცხულობისთვის უვარგისია და ხორცათაც რო გაყიდო ასეთ მამლაყინწებში ფასს ვერ აიღებ რადგან 4 თვის ადგილობრივი მამალი არის ცარიელა ძვალი და არააქვს სასურსათო სახე, გაყიდვით კი გაიყიდება მარა უფრო ძვირი გიზის ის მამლაყინწა ვიდრე ყიდი.
* * *
QUOTE
ეს კი მაგრამ მტაცებლებისგან როგორ შეიძლება დაიცვა ფრინველი 6000 კვ მეტრზე?

როდესაც ასეთი ეზობრივი შენახვა გაქვს და აქვე მტაცებელი ფრინველის პრობლემაა მაშინ უნდა იყოლიო რამოდენიმე ციცარი და ეგ პრობლემაც მოიხსნება, ციცარი ასევე მოხსნის ქვეწარმავლების პრობლემასაც. (ოღონდ ფრთები უნდა დააჭრა რო არ დაგეკარგოს).
რაც შეეხება ორფეხა მტაცებელს როცა კარგადაა შემოღობილი მაშინ შიგნით მელა ტურა და მგელი ვერ შეაღწევს. ყველაზე საშიში მაინც ორფეხა მტაცებელია wink.gif

Posted by: A S T U 23 Feb 2010, 00:48
iko-iko
QUOTE
კანიბალიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროული გატარებით ყოველთვის მინიმუმამდე დაგვყავდა.

ამ ღონისძიებებში რა იგულისხმება?
QUOTE
რაც შეეხება ოTხფეხა მტაცებელს როცა კარგადაა შემოღობილი მაშინ შიგნით მელა ტურა და მგელი ვერ შეაღწევს

მე უფრო ოთხფეხა ვიგულისხმე.
თუ კაპიტალურად არ შემოღობე მელა მაინც გაძვრება

QUOTE
ყველაზე საშიში მაინც ორფეხა მტაცებელია 

biggrin.gif

Posted by: iko-iko 23 Feb 2010, 16:17
A S T U
QUOTE
ამ ღონისძიებებში რა იგულისხმება?


ამ ღონისძიებებში იგულისხმება დაბალი ინტენსივობის წითელი განათება (ამ დროს ფრინველი სხვა ფრინველზე ვეღად ამჩნევს სისხლის კვალს), ასევე მიკროელემენტების და ვიტამინების კომპლექსის ჩართვა, ქვეშსაფენის შემთხვევაში მცირე დოზებით შეგვაქვს მარცვალი ქვეშსაფენზე პირდაპირ რათა ქათამმა მარცვალს დაუწყოს ძებნა და არა თანამოძმეს. ოღონდ ეს უნდა მოხდეს მცირე დოზებით თორე თუ ქათამი ამ მარცვლით გადაასუქე შედეგი მაინც არ გექნება კვერცხდების. ზრდასრულ ქათამს კი უკვე ისეთი რაციონი ექნება რო აქ კანიბალიზმის პრობლემა იხსნება, მთავარია გამოზრდა გაიაროს კარგად.

Posted by: *shotia* 23 Feb 2010, 17:05
არ ვიცი როგორ განახოთ ფერმის სურათები, ბევრი მაქვს გადაგებული. მოკლედ ეხლა რა ხდება რაა.... სოფლებში მოვაგროვე, ჩავიბარე, 4300 ცალი შინაური კვერცხი, ჩვეულებრივი სოფლის კვერცხი, შევაწყობინე თელავის ინკუბატორში. (გამოჩეკილ წიწილაზე 0.3 ლარი), აპრილის დასაწყისში გამოვიყვანე წიწილები. მერე 100 კვადრადრატულ, კარგად მოწყობილ შენობაში, დაბლა ნახერხზე, გავუშვი და გავზარდე 1 თვემდე მანდ რაა, კონსულტაციებს მოვლაზე და აცრებზე მიწევდა ვეტერინარი, შემდეგ .... აი სოფლის საქათმე ხომ გინახავთ სუყველას, აი მასეთი, ოგონდ დიდი ფერმააა, (180 კვადრატული, შიგნიდან სულ ქანდარებია და საბუდრები, 6000 კვადრატი(60/100 ჰექტარი), არაა ძაან დიდი ტერიტორია 60 მეტრი ას მეტრზეა სულ) და მანდ გავუშვი. საჭმელი მქონდა ჩემი, იმ წელს ავიღე 40 ტონა ხორბალი, და მაგას ვაჭმევდი, თან კალიას და ბალახსაც ჭამდნენ გაშვებულები რომ იყვნენ, სადაც საქამე ავაშენე მანდ ბევრი კალია იცოდა ხოლმე, დილდილობით რომ გამოუშვებდი ხოლმე ზაფხულში ერთი ნადირობა მიდიოდა ეზოში შემოსულ კალიებზე, ეხლა რა პრობლემა შემექმნა: ერთმანეთს ჭამდნენ, ძვლებსღა ტოვებდნენ, დგეში 5-6 ცალი კვდებოდა მასე, შემდეგ ერთმა სასოფლოს პროფესორმა მასწავლა სისხლი აჭამეო (პრემიქსი ძვირი დაგიჯდებაო) და მასე ვშვრებოდი, დგეში 60 კილო საქონლის სისხლს ვურევდი საჭმელში და მაგას ვაჭმევდი ერთი 2 თვე. 200-250 კილოს ჭამდნენ საჭმელს. გაყიდავას რაც შეეხება კიდევ, თელავის რესტორნები იყვანდნენ 7-8 ლარებში ცოცხლებს, სატაბაკეებს, მაგრამ მასე არ გამოდიოდა არაფერი, ბევრს ვერ ვყიდდი, საკვირაო ბაზრობები თუ გაგიგიათ "აფენი", "კაბალი", ''იორმუღალო'', აი მანდ ვყიდდი მე თვითონ, მანქანით მიმყავდა და საშუალოდ 10 ლარებში ვყიდდი მამლებს მარტო, დედლები არ დამიყიდია, ამჟამათ 1200 ცალი მყავს და არ ვყიდი, დგეში დებენ 300 ცალ კვერცხს (ცოტა ხანში ''ალბათ'' 800 ცალამდე ავლენ) კვერცხს ვაბარებ თელავის ერთ რიგით სუპერმარკეტში, ყოვლგვარი პრობლემის გარეშე, 5 ცალი 1 ლარი. ეხლა გითხრათ რას ვაჭმევ: წისქვილებში რომ ფქვავენ ხოლმე ტაროიან სიმინდს ღორებისთვის, აი მეწისქვილეებმა იციან ესეთი რამ: სპეციალურად აქვთ წისქვილი ისე, რომ აბნევენ დაბლა ნაღერღს, რავი ნახევარი ტაროს ნამტვრევებია ნახევარი სიმინდებია biggrin.gif. 1 მეშოკს ვყიდულობ 5 ლარად, დგეში ვუყრი 3 მეშოკს(პირდაპირ ეზოში, დილით და შუადგის მერე) იაფი მიჯდება რაა. ეხლა მე რა დედლებიც მყავს მაგის გაყიდვა არი ყველაზე ადვილი, ახალგაზრდა შინაური დედლები, თან კაი ყვითლები, თითოს 12-15 ლარად დაგტაცებენ თბილისელი ვაჭრები, 1 კვირაში გაყიდი. რაც შეეხება კიდე დაბუდებას, როგორც კი შებინდდება არც ერთი არ რჩება გარეთ, სუყველანი საქათმეში მიდიან თავისით, მერე კიდე კარები დაეკეტებათ რაა. ეს ის რაც ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენთვის, ახლა რა მინდა გთხოვოთ(ვინც ამ საქმეში ერკვევით იმათ გამეცით პასუხი), მე მინდა შემოვიყვანო სუფთა ჯიშის ქათმები ''Rhode Island Red'', ''barred playmouth rock'', ...... , აი სასელექციო მეურნეობებიდან, ოგონდ უნდა იყოს ნამდვილად სუფთა ჯიშები, ნებისმიერ თანხას გადავიხდი, ოგონდ სასელექციოდ გამოსადექი ნამდვილი ძირძველი შინაური ქათმის ჯიშები რომ იყოს.

Posted by: iko-iko 24 Feb 2010, 09:16
QUOTE
ახლა რა მინდა გთხოვოთ(ვინც ამ საქმეში ერკვევით იმათ გამეცით პასუხი), მე მინდა შემოვიყვანო სუფთა ჯიშის ქათმები ''Rhode Island Red'', ''barred playmouth rock'', ...... , აი სასელექციო მეურნეობებიდან, ოგონდ უნდა იყოს ნამდვილად სუფთა ჯიშები, ნებისმიერ თანხას გადავიხდი, ოგონდ სასელექციოდ გამოსადექი ნამდვილი ძირძველი შინაური ქათმის ჯიშები რომ იყოს.


სათხოვარი ვერ გავიგე რა გაქვს, შეკითხვა არ დაგისვამს. შენ საუბარი გაქვს როდაილენდსა და პლიმუტროკზე, ამ ჯიშებს ძირითადში იყენებენ სხვადასხვა კროსების გამოსაყვანად. შენ რა მიზნებისთვის გჭირდება?
ზურა მიხაილოვიჩი შენი ახლობელი ხომ არარის, ფერმაში ხომ არ დადიოდა შენთან?, მე მეკითხებოდა რაღაც აცრებზე და კანიბალიზმზე თელაველი ბიჭია და ფერადი ქათამი უზის ბლომადო.

Posted by: *shotia* 24 Feb 2010, 12:12
(სათხოვარი ის არის რომ შესაძლებელია თუ არა სასელექციოდ ვარგისი სუფთა ჯიშის ქათმის საინკუბაციო კვერცხის შემოთანა და როგორ ხდება ეს) ხო ზურა ჩემი ძმაკაცია, მაგას შემოევლოს ჩემი თავი biggrin.gif სასელექციო მეურნეობის მოწყობას ვაპირებთ, free range egg სისტემის ფერმის აშენებას ვფიქრობ ამ ზაფხულს http://www.chickandegg.com/ ამ სისტემაზეა ლაპარაკი. ასეთ მეურნეობებში იყენებენ ისეთ კროსებს როგორიცაა red star, red sex-link, black sex-link და არის კიდევ რამდენიმე ასეთი გამოყვანილი ქათმები, რომლებიც გამოსადექია ასეთი მეურნეობებისთვის, ამ კროსების გამოყვანა სრულიად შესაძლებელია საქართველოშიც. ფიზიკურად არ არსებობს სასელექციო ქათმები. ეხლა ერთი 8 ჰექტარი მიწა მინდა მოვამზადო ამ საქმისთვის, 8 ჰექტარი სჭირდება 8000 ცალ free range (pastured poultry) (თავისუფლად გაშვებული, საძოვრის ქათმები)
* * *
http://images1.fanpop.com/images/photos/1400000/Free-Range-Chicken-Farm-chicken-1413665-800-533.jpg
* * *
http://pasturedpoultry.org/images/eggmobile.jpg
* * *
http://www.youtube.com/watch?v=hM9hF_bwIXM&NR=1
* * *
შეიძლება (red star, red sex-link, black sex-link ) კროსების შემოყვანა უფრო იაფი დაჯდეს. ყველაფერი ჯერ კიდევ გასარკვევია.

Posted by: iko-iko 24 Feb 2010, 13:03
ზურა ჩემი ბიძაშვილია smile.gif ჩემო ძმაო *shotia* ეგ ფრინველი შენ რო შემოიყვანო მაშინ უნდა აწარმოო სასელექციო მუშაობა და ფრინველი უნდა დაყო ჯგუფებად და ხაზებად უნდა მოხდეს ღრმა სელექცია რათა მისცე ჯგუფებს გარკვეული მიმართულება და აწარმოო ხაზები, ჰეტეროზისები, ჰიბრიდები და კროსები. ამ საქმეს ბევრი მილიონი ჭირდება და ზუსტად იცი რო ამ მეურნეობას გაუძღვები? ეგ საქმე ძლიერი სახელმწიფოებისთვისაა ხელმისაწვდომი რადგან ძალიან დიდი წარმოებაა ამისთვის საჭირო უამრავი ჯგუფი და უამრავი ხაზი და ჰიბრიდი მოიყრის თავს სანამ შენ საბოლოო კროსს მიიღებ. მე მივესალმები ასეთ მეურნეობას საქართველოში მაგრამ კიდევ გეუბნები რაც შენ განიზრახე ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გენეტიკოს სელექციონერი ვინ გყავს როგორ აპირებ სელექციის წარმოებას?
* * *
შენ თუ გინდა რო აწარმოო ბროილერის კვერცხი მაშინ უკვე მზა ორხაზიანი სადედე და ასევე სამამე კროსები უნდა შემოიყვანო რომლთა საბოლოო თაობა უკვე ბროილერია, ანუ გექნება უკვე ბროილერის კვერცხი. მე პირადად ვმუშაობდი სწორედ ასეთ მეურნეობაში სადაც შემოყვანილი გვყავდა ასეთი უკვე მზა ორხაზიანი კროსები და ვიღებდით ბროილერის კვერცხს. თურქეთიდან მაშინ ეგ წიწილია (24 საათიანი) შემოვიყვანეთ ცალი დაახლოებით 3,5 $,

Posted by: *shotia* 24 Feb 2010, 13:27
ძაან მიყვარს ზურიკო, კაი კაცია. მადლობა საინტერესო იმფორმაციისთვის ძმაო, არ ცოდნა არ ცოდვაო ხო გაგიგია. მაგალითად ასეთ მეურნეობებში (free range egg) ბევრი ფერმა იყენებს ასეთ კროსს ''red sex-link'' სქესი ირკვევა ფერებით (დედალი წითელია, მამალი თეთრი) მამლებს მაშინვე ანადგურებენ. მე რომ აქ მოვაწყო ასეთი მეურნეობა: ფერმა თავის ორმაგი გასადევრით. შემოგობილი, საჩრდილობელი ხეებით და ყველაფერი საჭირო ატრიბუტით, შევძლევ თუ არა რომ შემოვიყვანო წიწილა ან შემოვიტანო საინკუბაციო კვერცხი, აი ამ ჯიშის რაა რომელსაც ძირითადად იყენებენ თავისუფლად გაშვებული ქათმების მეურნეობებში
* * *
აი ეგ გამოყვანილი ქათმები (red star, red sex-link, black sex-link ) დებენ ისეთ კვერცხებს, აი ჩვენთან სოფლის კვერცხს რომ ეძახიან. ძალიან ბევრი ლიტერატურა მაქვს ნათარგმნი და წაკითხული free range (თავისუფლად გაშვებული) მეურნეობების შესახებ. მაგალითად ბრიტანეთში კვერცხის 30% ასეთ მეურნეობებში იწარმოება, სტანდარტი არის 1 ჰექტარზე 1000 ფრთა. ევროპაში არის მეურნეობები რომელსაც 1 ჰექტარზე 2500 ფრთა ჰყავთ, http://www.attra.ncat.org/livestock.html#Poultry აი ამ საიტზე არის რეგულირებები და სტანდარტები free range egg წარმოებაზე. ძირითადად ასეთი ფერმები აწარმოებენ ორგანულ კვერცხს. აჭმევენ ორგანული მეთოდით მოყვანილ საკენკს, იზრდება კვერცხის თვითგირებულება მაგრამ ასევე იზრდება კვერცხის ფასიც.

Posted by: WOO 24 Feb 2010, 14:06
არ დახოცოთ რა ქათმები ცოდოები არიან sad.gif mo.gif

Posted by: იტალიელი 24 Feb 2010, 14:07
QUOTE (WOO @ 24 Feb 2010, 14:06 )
არ დახოცოთ რა ქათმები ცოდოები არიან sad.gif mo.gif

lol.gif lol.gif




----------------------

Posted by: iko-iko 24 Feb 2010, 14:29
იდეა ნამდვილად არაა ურიგო, მართლაც კარგია და გარკვეული რენტაბელობის დონე ექნება. შენს შემთხვევაში უნდა ჩამოიყვანო უკვე მზა და სქესზე გადარჩეული კროსი. ოღონდ შედარებით ძვირი დაგიჯდება რადგან მასეთი ფრინველი საკმაოდ ძვირი ღირს სამაგიეროდ კარგი ზოოტექნიური მონაცემები აქვს. კვერცხი უფრო ძვირად უნდა გაყიდო, ძვირი დაგიჯდება წარმოება და მიტო. მოკლედ თუ მაღალი მეკვერცხულობის ფრინველი უნდა დასვა შემოიყვანე კროსი თუ არადა მაშინ რომელიმე უფრო მეკვერცხული მიმართულების ჯიში და ჯიშის შემთხვევაში კი შეიძლება რო შენივე აღწარმოება გქონდეს. თუ ერთდღიანი წიწილის სქესზე გადარჩევას ისწავლი გამოზრდი მარტო დედლებს და დროს არ დაკარგავ მამლებზე.
ასეთი აღწარმოების შემთხვევაში კი უნდა გაითვალისწინო რო ფრინველს რადგან შენთვითონ გამოჩეკავ და თანაც ხანგრძლივად უნდა ამუშაო მაშინ საჭიროა ინკუბატორშივე მარეკის დაავადებაზე აცრა, თუ არ ვცდები ეს პრეპარატი ჩვენთან რეგისტრირებული არაა და არ შემოდის, მოგიწევს ან დაურეგისტრირებლის შემოტანა ჩუმად ნუ პირადი გამოყენებისთვის ცოტაოდენის რა. ასევე გამოზრდის პერიოდში უნდა დამუშავდეს ნიუკასლის დაავადებაზე, ინფექციურ ბურსიტზე (გამბორო), ინფ. ლარინგოტრაქეიტზე, ინფ. ბრონქიტზე, ყვავილზე, კვერცხდების შემცირების სინდრომზე. ესენი უნდა დაიცვა ყველაფერი რო ზარალი არ ნახო, თორე ფრინველის გამოზრდაზე გაწეული ხარჯები წავა ჰაერში.

Posted by: *shotia* 24 Feb 2010, 14:59
http://stellamacaroni.files.wordpress.com/2008/03/red_sex_link_group.jpg თეთრები არიან მამლები, წითლები არიან დედლები. რამდენადაც ვიცი, ასეთ (''free range organic egg'') წარმოებაში ძირითადად ამ გამოყვანილ ქათმებს იყენებენ. ამჯამად ვმუშაობ იმაზე რომ ფერმის და გასადევრის დიზაინები და კონსტრუქციები შევისწავლო რაა. ორმაგი გასადევარი ყოფილა ძალიან კარგი, ფაქტიურად ვერ აქრობს ქათამი ბალახს. მიწაზე ითესება რაღაც ბალახის ჯიში (10 წლიანი, სპეციალურად თესავენ ქათმებისთვის და ინდაურებისთვის). ასევე საჭიროა საჩრდილობელი ხეების დარგვა (მაგრამ ზოგ მასეთი ფერმის სურათში ვერ ვნახე ხეები ეზოში და ძალიან გამიკვირდა, რადგან ზაფხულში ქათამი მზეზე ვერ ჩერდება, ჩემს ფერმაში სპეციალურად პალატკებს ვჭიმავდი ხოლმე რომ ეზოში შეფარებულიყვნენ) კიდევ ის რომ 350 მეტრზე შორს არ მიდის ქათამი ფერმიდან, ასევე საბუდრები უნდა მოეწყოს ცენტრალური კვერცხის შემგროვებელი მექანიზმით, არ უნდა დაისვაროს კვერცხი და რავი ძალიან ბეევრი წვრილმანია .......... აი ამ ამბავზე ვმუშაობ ეხლა. მე თუ გავრისკავ და ფულს ჩავდებ ამ საქმეში არ უნდა გადავარდე. ასეთი კაპიტალური და დალაგებული ფერმის არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობა მექნება ორგანული კვერცხის ლიცენზიის აღების.

Posted by: iko-iko 24 Feb 2010, 15:32
QUOTE
ასეთი კაპიტალური და დალაგებული ფერმის არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობა მექნება ორგანული კვერცხის ლიცენზიის აღების.

პრობლემა ნამდვილად არაა როდესაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზეა ლაპარაკი მომხმარებელი ყოველთვის უხვად გეყოლება up.gif
* * *
მე თუ რაიმეში დახმარებას შევძლებ შეგიძლია ზურას უთხრა და დაგაკავშირებს ჩემთან ან დამიპიემე არაა პრობლემა, რაღაცეები ცოტ-ცოტა მესმის და კონსულტაციების სახით შემიძლია დაგეხმარო. თან შენ საკუთარი საკვებწარმოება გექნება და უფრო იაფი დაგიჯდება კვერცხი რაც წარმატების ერთერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.

P.S. ვერ ვიცლი თორე ფერადი ფრინველის იდეები მეც მაწუხებს და დამატებითი შემოსავლისთვის მინდა რამე გავაკეთო, უბრალოდ საკმარისი დრო და ადგილი არ მაქვს smile.gif თუ უმუშევარი დავრჩები კიდევ და არ დავიკარგები
wink.gif მერე კი ნამდვილად მოვკიდებ მაგ საქმეს ხელს. სულერთია ნებისმიერი მიმართულების მეფრინველეობა შემიძლია გავქაჩო საჩემოდ
* * *
АДЛЕРСКАЯ СЕРЕБРИСТАЯ მინდოდა რო დამეთრია, მეხორცულ-მეკვერცხული მიმართულება აქვს მაგ ფრინველს უბრალოდ ცოტა ნაკლები კვერცხდება ახასიათებს მარა სამაგიეროდ ძალიან კარგია ეზობრივი შენახვისას და კვერცხიც ფერადი აქვს და დიდი წონის. ეხლა რო 0 კატეგორია არტყია ხოლმე კვერცხს მაგ კვერცხზე გაცილებით დიდებს დებენ და როგორც სოფლის კვერცხი საკმაოდ ძვირად გაიყიდება.

Posted by: *shotia* 24 Feb 2010, 16:52
მადლობა ძმაო, თუ დამჭირდება დახმარება შეგეხმიანები. АДЛЕРСКАЯ СЕРЕБРИСТАЯ ვნახე და საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს. თან მაგ "შინაური" ქათმის დედლებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა, რესტორნები 18-20 ლარებში იბარებენ. მაგალითად Rhode Island Red-ს აქვს შესანიშნავი მონაცემები http://en.wikipedia.org/wiki/Rhode_Island_Red დედლები 2.9 კგ. კვერცხმდებლობა 250-300 კვერცხი წელიწადში, მაგრამ მაგ ქათმების ფერმას ვერ მივაგენი ინტერნეტში, დიდი რაოდენობით (400ზე მეტი) არ ჰყავთ. საერთოდაც ბევრ საიტზე მაგ ქათამზე წერია Non Industrial (არა ინდუსტრიული). მე რა ნაჯვარი ქათმებიც ვახსენე წეღან, ეგ ქათმები მინახავს 16 000 ფრთა http://www.bbc.co.uk/jersey/content/images/2005/04/11/hens_over_fence_470_470x300.jpg თან დებენ ჩვეულებრივი ''შინაურ'' კვერცხებს წონით 55-62 გრამი.

Posted by: iko-iko 24 Feb 2010, 17:07
QUOTE
დებენ ჩვეულებრივი ''შინაურ'' კვერცხებს წონით 55-62 გრამი.

მაგარი წონის კვერცხია, მე მაგალითად რო მქონდეს საშუალება მასეთი წონის კვერცხის ყიდვის ამწუთას 35 თეთრსაც გადავიხდიდი ხოლმე, მაგ წონის კვერცხი თან შინაურიიიი up.gif ძაან მაგარია

Posted by: *shotia* 24 Feb 2010, 17:27
აი მაგალითად მე ეხლა რა ქათმებიც მყავს, ეგ ხომ არის გადაჯიშებულ გადაგვარებული აი რაც კი ჯიში არსებობს ქათმის, ალბათ ყველა ჯიშის გადაგვარებულ ქათამს წააწყდები. ზოგი ღია ყავისფერ კვერცხებს დებენ, ზოგი მუქ ყავისფერს, მოცისფრო კვერცხებიც ურევია, ზოგი ძაან პატარა კვერცხებია და ზოგს იმხელა კვერცხებს ვპოულობ რო რავი რაა. ალბათ 65 გრამიც რომ გამოვა

Posted by: A S T U 27 Feb 2010, 00:07
*shotia*
iko-iko
ფრიად საინტერესოა თქვენი დისკუსია smile.gif

*shotia*
შეგიძლია შენი მინიფერმის სურათები გვაჩვენო?
iko-iko
რას ვერ ვხვდები იცი, უბრალდ კვერცხიმდებელი ჯიში რო იყიდო (არა კროსი) და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია აწარმოო არარენტაბელური იქნება?

Posted by: Princess-coco 27 Feb 2010, 00:26
WOO
QUOTE
არ დახოცოთ რა ქათმები ცოდოები არიან sad.gif mo.gif

ნამდვილად ცოდოები არიან, მაგრამ ვეგეტარიანელი ხარ?

Posted by: WOO 27 Feb 2010, 00:39
QUOTE (Princess-coco @ 27 Feb 2010, 00:26 )
WOO
QUOTE
არ დახოცოთ რა ქათმები ცოდოები არიან sad.gif mo.gif

ნამდვილად ცოდოები არიან, მაგრამ ვეგეტარიანელი ხარ?

biggrin.gif არა sad.gif ხო ეხლა მეთვითონ ვჭამ და თქვენ გეუბნებით ნუ ხოცავთთქო მარა ხო რა არმინდა რო ვჭამო ცოტახანი არც ვჭამდი ხორცს და მერე დამავიწყდა და შემთხვევით შევჭამე და მერე ისევ დავიწყე user.gif მარა ქათმის ხორცს იშვიათად ვჭამ ძაან მარა რამნიშვნელობა აქ ამას მაინც ხო ვჭამ mo.gif

Posted by: Did_Giorgi 27 Feb 2010, 02:31
WOO
QUOTE
ნუ ხოცავთ

აბა პინგვინები ვჭამოთ?? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: *shotia* 27 Feb 2010, 12:29
(არ ვიცი როგორ დავდო სურათები) ჩვეულებრივი ჯიშის გაქაჩვა ძალიან მინდა, უფრო ძვირადაც გაიყიდება კვერცხი და ხორცი, 2 წლიან დედლებს 20 ლარზე ნაკლებად არ გაყიდი რესტორნებში. მაგრამ ეხლა რაშია საქმე, მე არ მინახავს და არ წამიკითხავს რომ ესე ჰყავდეთ დიდი რაოდენობით (8000+) კვერცხმდებელი ''ჯიში'' ევროპაში ან ამერიკაში ან სადმე..., ყველგან არის ნაჯვარი და გამოყვანილი ქათმები. ჩვეულებრივი ჯიშებიც შესაძლებელია გამოდგეს მაგ საქმისთვის, შეიძლება არ გამოდგეს. ვინმეს თუ აქვს იმფორმაცია რომ სადმე ფერმაში ჰყავდეთ ''ჯიში'' დიდი რაოდენობით, მეც სიამოვნებით მოვისმენდი. მე რა გამოყვანილი ქათმებიც ვახსენე ზემოთ კვერცხმდებლობა აქვთ (250-300), ოღონდ ჩვეულებრივ ''შინაური ქათმის'' კვერცხს დებენ. კიდევ რა აქვს კარგი ამ სისტემას: 8-15% მდე საკვებს იღებს საძოვრიდან, თან კვერცხს სულ სხვა გემოს აძლევს და გულს უყვითლებს ბალახი.

Posted by: A S T U 28 Feb 2010, 15:24
*shotia*
QUOTE
(არ ვიცი როგორ დავდო სურათები)

1) Add Reply-ს გვერდით preview Post -ს დააჭირე, და გადაგიყვანს მეორე გვერდზე. იქ
დააწვები Обзор-ს და ამოირჩევ ფოტოს. შემდეგ აწვები Add Reply-ს. მაგრამ ამ ხერხით მხოლოდ 100კბ-ზე ნაკლები მოცულობის სურათის დამატება შეიძლება.

2) თუ სურათის მოცულობა 100 კბ-ზე მეტია შედიხარ www.radikal.ru ზე. იქ ატვირთე სურათი და მეორე ლინკი ჩასვი ტექსტის საწერ ჩარჩოში.
დააჭირე Add Reply-ს

ველოდებით სურათებს

Posted by: *shotia* 28 Feb 2010, 20:39
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: iko-iko 1 Mar 2010, 09:46
*shotia*
ბარაქა მოგცეს ღმერთმა, ძალიან კარგი ფერმაა. ერთს გეტყვი რო მაგხელა ფრინველისთვის ეგ საწყურებლები აღარ გამოგადგება, ყოველთვის წააქცევენ. ღარები ან ავტომატები გამოიყენე, არც დააასველებენ მანდაურობას და მწყურვალებიც არ დარჩებიან, უკეთესია ავტომატი რადგან ღარიდან მაინც ასველებენ ხოლმე აქეთიქით. სამაგიეროდ ღარი უფრო იაფი დაგიჯდება.
* * *
A S T U
QUOTE
რას ვერ ვხვდები იცი, უბრალდ კვერცხიმდებელი ჯიში რო იყიდო (არა კროსი) და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია აწარმოო არარენტაბელური იქნება?


რენტაბელობის გარკვეული დონე ყოველთვის ექნება ყველა ქათამს, უბრალოდ ჩვენთან არაა დაინტერესება ხალხში რო რომელიმე ჯიში შეინარჩუნონ, ყველაფერი გადაჯიშებულია. სხვა ქვეყნებში კი ჯიშებს დიდ პატივს ცემენ და სხვა ჯიშებთან ან არ აჯვარებე ან იმისთვის აჯვარებენ რო ერთჯერადად გამოიყენონ ეს ნაჯვარი გარკვეული მიზნებისთვის (ან უფრო მაღალი ცოცხალი მასა, ან კვერცხდება).
რო შემოიყვანო ნორმალური მეკვერცხული ჯიში ძაანაც მომგებიანი იქნება, უბრალოდ როცა ლაპარაკია დიდი რაოდენობის პროდუქციაზე, მაშინ კონკურენცია გაჭირდება რადგან კროსისგან მიღებული კვერცხი ყოველთვის გაცილებით იაფი უჯდება მეწარმეს და ფასით ჩაგიგდებს საქმეს. ამიტომ თუ ჯიშზეა ლაპარაკი და ეკოპროდუქტზე, მაშინ ჯობია მცირე წარმოება გქონდეს რო გარკვეული რაოდენობის მომხმარებელზე იმუშაო ანუ იმათზე ვინც არ შეხედავს სიიაფეს და გადაიხდის გემრიელ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტში.
* * *
სხვათაშორის აქვე მინდა ვთქვა. რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობის და გემოს კვერცხს დებს ფრინველი რომელიც იკვებება სხვადასხვა ბალახებით, არ იჭყიპება ხელოვნური დანდამტებით და ბუნებრივად მრავალფეროვან საკვებს იღებს . ფაბრიკის კვერცხს ნამდვილად არაფრის გემო არააქვს შინაური ქათმის კვერცხთან შედარებით. ორგანიზმისთვის სარგებელზე აღარ ვიძახი, ფაბრიკის კვერცხში ვიტამინების რაოდენობა ძალიან მცირეა რასაც ვერ იტყვი შინაურზე. ბავშვს მაგაზე კარგი და გემრიელი რა კვერცხი უნდა აჭამო.
* * *
*shotia*
გაანგარიშება თუ გააკეთე რა საკვები გაგეხარჯა ერთი ფრთის გამოსაზრდელად? ან კილოგრამ წონამატზე რა რაოდენობა დაგეხარჯა??
ამ საკითხზე ბევრი ვერაფერი მაქვს მოძიებული და ძალიან მაინტერესებს. საამისოდ უძველესი ლიტერატურა მჭირდება და ჯერ ვერ მოვიცალე რო ბიბლიოთეკებში ვიქექო.

Posted by: *shotia* 1 Mar 2010, 10:54
ავტომატური საწყურებლები მინდოდა მეშოვა და ვერ ვიშოვე, ხოო სულ აქცევდნენ. ბანკა ნახევარზე რომ დაიცლებოდა მაშინვე აქცევდნენ, ეხლა რაგაც ჭურჭელი მოვუფიქრე და იმაში სვავენ,
ყველაფერი დათვლილი მაქვს, 2 თვემდე ერთმა წიწილამ ჭამა 1.4 კგ. წიწილა წონით გახდა 0.6-0.8 კგ. მოკლედ 2 თვემდე ჭამენ ძალიან უმნიშვნელოს და მერე უმატებენ უცბათ. კაროჩე შარშან მე და ჩემმა მეგობარმა 1 თვემდე დავზარდეთ 1000 ცალი წიწილა და მარტის დასაწყისისთვის მარშუტკით წავიყვანეთ ''იორმუღალოს'' საკვირაო ბაზარზე, სუმთელი გავყიდეთ (2 ლარებში). მაშინ დავითვალეთ და ერთი წიწილა გაყიდვამდე თავის ყველაფრიანად დაგვიჯდა ყველაზე მაქსიმუმ 1 ლარი. 1000 ლარი იყო სუფთა მოგება იმ ერთ თვეში, 100%-მოგება ჩადებული თანხის, 1 თვეში. 100% იყო მცირე რაოდენობაზე და ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ყველაფერი ჩვენ ვიყავით გამზრდელებიც და გამყოდველებიც.
6 თვემდე რომ დაზარდო 10 კილო უნდა საჭმელი, ეზოში გაშვებული ქათამი მასიურად კვერხის დებას დაიწყებს 6 თვისა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადრეულ გაზაფხულზე იქნება გამოჩეკილი (თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში უკვე უნდა იყოს გამოჩეკილი) ადრეული წიწილა კარგიც იზრდება, როცა გრილა (მარტი-აპრილი) დახურულში იქნბიან სითბოში და პრემიქსიან საჭმელს აჭმევ ხოლო მაისში გამოუშვი თავისუფლად, ბალახიც წამოსულია და ათასგვარი ჭია-ღუა ელოდება ქათმებს, მთავარია გასადევარი იყოს (350 მეტრზე შორს არ მიდის ქათამი შენობიდან)
ამ წელს თავს ვიკავებ დიდი რაოდენობით წიწილების გამოყვანისგან (ფინანსური მდგომარეობის გამო) 25 ჰექტარზე ვთესავ სიმინდს და ძალიან ბევრი ხარჯები მიმდის. შემოდგომაზე საშუალოდ 200 ტონა სიმინდს ველოდები და მაშინ კი უკვე შეიძლება რამეზე ვიფიქრო სერიოზულად.
სოფლის მეურნეობა ისეთი რამ არის რომ თუ მე თვითონ იქ არ ვარ იქ ჩემი არაფერია. ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და ძალიან დიდ ცოდნას, რომ მართლა ფული იშოვოს კაცმა და არ ერქვას იმ საქმეს ''ტილაობა''.
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: iko-iko 1 Mar 2010, 11:03
*shotia*
QUOTE
სოფლის მეურნეობა ისეთი რამ არის რომ თუ მე თვითონ იქ არ ვარ იქ ჩემი არაფერია. ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და ძალიან დიდ ცოდნას, რომ მართლა ფული იშოვოს კაცმა და არ ერქვას იმ საქმეს ''ტილაობა''.

100% გეთანხმები, არასდროს არ გამოგივა ის საქმე სადაც შენთვიითონ არ ხარ. ეგ საკითხი ხუთიანზე ვიცი wink.gif
QUOTE
შემოდგომაზე საშუალოდ 200 ტონა სიმინდს ველოდები და მაშინ კი უკვე შეიძლება რამეზე ვიფიქრო სერიოზულად.

ღმერთმა ბარაქა მოგცეს, ძალიან მინდა რო საქმე წინ წაგივიდეს. მინდა რო ჩემი სფეროს ადამიანები ბევრი მეგულებოდეს smile.gif

Posted by: ვეგა 1 Mar 2010, 11:27
გამარჯობა*shotia*
QUOTE
25 ჰექტარზე ვთესავ სიმინდს და ძალიან ბევრი ხარჯები მიმდის. შემოდგომაზე საშუალოდ 200 ტონა სიმინდს ველოდები

შენ ალბათ ამერიკულ სიმინდს რომ ეძახიან იმის დათესვას აპირებ, კარგი გადაწყვეტილებაა რაგდან ამინდზე ნაკლებ დამოკიდებულია და შრომაც სხვა კულტურებთან შედარებით ნაკლები ჭირდება, შენ მეტად იქნები გარკვეული მაგ საქმეში და იქნებ რისკებთან დაკავშირებით გვესაუბრო, საშუალოდ რა ჯდება 1 ჰ და რა მოგება შეიძლება მოგვცეს, მე ვიცი ჩემი მეგობრისგან რომ 1 ჰექტარმა საშუალოდ 1000ლარის მოგება უნდა მოგცეს რათქმაუნდა პასის მიხედვით თუ იმ წელს რა იქნება

მართალია თემა სხვა საკითხს ეხება მაგრამ მგონი სხვისთვისაც საინტერესო იქნება ან იქნებ ამ თემაში გამცე პასუხი:


http://forum.ge/?f=41&showtopic=33871254

Posted by: *shotia* 1 Mar 2010, 12:18
(აქ გიპასუხებ) მე სადაც ვთესავ ''ამერიკულ'' სიმინდს ის ადგილი არის თელავიდან 1 კილომეტრში. (ადგილს გააჩნია სად იქნება, თუ დასახლებული ადგილიდან შორს არის ძალიან ყველაფერი გაცილებით ძვირი დაჯდება)
1 ჰექტრის ხარჯები:
მოხვნა დამიჯდა - 80 ლარი
შემდეგ უნდა კულტივაცია რომ დასათესად მოამზადოს მიწა - 40 ლარი (მოხვნის ნახევარი ჯდება)
სათესლე სიმინდი ჯდება - 241 ლარი
დათესვა ჯდება 1 ჰექტარი - 70 ლარი (უნდა დაითესოს ახალი სათესით, რადგან ყველა ძველი სათესი მწყობრიდან არის გამოსული და ცუდად დათესავს)
დათესვისას გვარჯილა უნდა 2 მეშოკი - 60 ლარი
შემდეგ კულტივაცია ჯდება (პლანებს შორის მიწის გაფხვიერება) - 35 ლარი
შემდეგ უნდა გვარჯილა 5 მეშოკი - 150 ლარი
გვარჯილის მოყრა ტრაქტორით - 20 ლარი
შემდეგ ბალახის საწინააღმდეგოდ შეწამვლა - 80 ლარი
შემდეგ უნდა მიწის მიყრა (ტრაქტორი დადის პლანებს შორის და მიწას აყრის სიმინდს) - 40 ლარი
შემდეგ უნდა დაელოდო მოსავალს და სჭირდება ყარაულობა რომ საქონელმა არ გააფუჭოს და არ მოიპარონ სიმინდი (როცა შემოვა) - ეგეც ჰექტარზე 50 ლარი ვიანგარიშოთ
შემდეგ უნდა სიმინდის კომბაინი - 200 ლარი ჰექტარი (მარცვალს იღებ) (აქ მასე ჯდება)
შემდეგ გინდა საშრობი სადაც დაყრი სიმინდს გასაშრობად (თხლად იყრება, და არევა უნდა ლაფატკით)
>>>>>> 1 ჰექტარი დაჯდება საშუალოდ 1066 ლარი
>>>>>> მოსავალი რა მოვა ეგ დამოკიდებულია მიწაზე და რა თქმა უნდა ამინდზე. საშუალოდ 6-10 ტონა მარცვალი უნდა აიღო
>>>>>> ამჟამად თელავში 0.4 ლარად გაყიდი უპრობლემოდ სიმინდს, მაგაზე ძვერად ვერ გაყიდი (ჩემმა შინაურმა 50 ტონა გაყიდა 1 თვეში 0.4 თეთრად) შემდეგ წლებში რა
იქნება არ ვიცი.
კონსულტაციას მიწევს აგრონომი რომლისგანაც ვყიდულობ სათესლე სიმინდს და ის გარკვეულად პასუხისმგებლობას იღებს რომ მომეხმაროს და ყურადღება მომაქციოს. მაგალითად თბილისელ ტიპებს ეთესათ 240 ჰექტარზე (მგონი პატარძეულისკენ) და ჰექტარზე 2 ტონაც ვერ აიღეს და მაგრად იზარალეს, თან მაგათ ყველაფერი ძაან ძვირი დაუჯდათ. ამ საქმის ზერელედ მიდგომა არ შეიძლება, ზედ უნდა გადაყვე, თუ გინდა რომ კარგი მოსავალი აიღო.

Posted by: A S T U 1 Mar 2010, 17:51
iko-iko
QUOTE
ჯობია მცირე წარმოება გქონდეს რო გარკვეული რაოდენობის მომხმარებელზე იმუშაო ანუ იმათზე ვინც არ შეხედავს სიიაფეს და გადაიხდის გემრიელ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტში.

გაიხარე, გასაგებია smile.gif
*shotia*
მომეწონა up.gif

Posted by: *shotia* 1 Mar 2010, 18:55
iko-iko
თუ შეგიძლია მითხრა სრულფასოვანი საკვები როგორ შევადგინო წიწილების, რა რამდენი % სჭირდება. 2-3 თვემდე რომ დავზარდო სატაბაკეებად, ვარიკა რომ გამოვიდეს ძაან ყვითელი და ბუმბული არ დააცალონ ერთმანეთს (ერთმანეთს წიწკნიან საშინლად და ვერ იყიდება მასეთი წიწილა)
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
iko-iko
ნახე რაა რა საშინელებაა, ასეთებს სანამ ბუმბული არ ამოუვიდათ ვერ დავყიდე
* * *
მითუმეტეს რომ გამოშვებულები იყვნენ და ასე უქნეს ერთმანეთს
* * *
და როგორი საჭმელი უნდა გავუკეთო რომ არ დაპუტონ ერთმანეთი და ძაან ყვითლები გამოვიდნენ დაკლულები, და თან შენობაში მყავდეს გამოუშვებად. მე როგორც ვიცი კვადრატულზე 15 კილო ქათამი უნდა იყოს მაქსიმუმ, ესეიგი 0.8-0.9 კილოიანები 17 ცალი კვადრატზე.

Posted by: iko-iko 2 Mar 2010, 08:58
*shotia*
QUOTE
მე როგორც ვიცი კვადრატულზე 15 კილო ქათამი უნდა იყოს მაქსიმუმ, ესეიგი 0.8-0.9 კილოიანები 17 ცალი კვადრატზე.

ეგ ნორმატივები ბროილერთან დგას ახლოს და არამგონია ჩვენი ფერადისთვის გამოდგეს. ნამდვილად არ ვიცი, მე მეკვერცხულის ვიცი რო კვადრატზე 4 ცალი მაქსიმუმ როდესაც დახურულ შენობაში გყავს. ეგ ჩვენი ქათმები 10 ცალი რო დასვა სახორცედ მეტი არც დაჭირდება ალბათ, ეგრე რო აქვთ ბუმბული იმის ბრალია რო არასრულფასოვან საკვებს იღებენ და თანაც პროტეინი აქვთ ალბათ დაბალი. სრულფასოვანი საკვებისთვის ბევრი კომპონენტი და შესაბამისი რეცეპტია საჭირო. მე ვიცი რამოდენიმე მიმართულების ფრინველისთვის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების რეცეპტები მარა ნორმები აქ გამოზრდის ტექნოლოგიაზეა და არა სუქებისა. შენ სუქების ტექნოლოგია გინდა. მე ერთ ძლიერ ზოოტექნიკოსს ვიცნობ (მე ვეტრინარი ვარ, ნუ ზოოტექნიაშიც ღრმად ვარ ჩახედული მარა მაინც არ ვარ ზოოტექნიკოსი) და მას ვკითხავ ჩვეულებრივი ფერადისთვის რომელი რეცეპტი უფრო უპრიანი იქნება და შესაბამისად რა ნორმები ესაჭიროება. ბუმბულს იაოლად ამოვიყვანთ 2-3 პროცენტ ქატოს ჩავრთავთ საკვებში და იოლად შეიბუმბლება.
მოკლედ ბევრი რო არ გავაჭრიალო რეცეპტს მოგაწვდი wink.gif
* * *
ხო მართლა, მანამდე კონკრეტული ასაკი მითხარი რო შენი ფრინველის ასაკისთვის შევადგინო რეცეპტი და ულუფა. თან არ დაგავიწყდეს რა ულუფებსაც მოგცემ გამოზრდის ტექნოლოგიისთვის უვარგისი იქნება, რადგან მეკვერცხულობისთვის ასე გამოზრდილი არ ივარგებს. მეკვერცხულის გამოზრდას სპეციფიკური ტექნოლოგია აქვს და მკაცრად განსაზღვრული რეცეპტი და ულუფები ჭირდება რათა არ მოხდეს გადასუქება, არ მოხდეს დროზე ადრე მომწიფება და ა.შ. თორე მერე ეს ყველაფერი კვერცხმდებლობაზე აისახება. რო გაგიხარდება უი რა მალე დადეს კვერცხიო აი მაშინაა ცუდი, იმიტომ რო გამყოლი კვერცხმდებლობა არ ექნება და ასევე კვერცხის მასა ექნება დაბალი. ეს უკანასკნელი გამოწვეული იქნება არასრულფასოვნად ჩამოყალიბებული საკვერცხეების დატვირთვით და ფრინველის ფიზიოლოგიური ნორმების დარღვევით. wink.gif ხო იცი ყველაფერს თავისი დრო აქვს wink.gif
* * *
კაკრაზ გუშინ ვადგენდი ულუფებს და თავი გამისკდა ამდენი კომპონენტი სად ვიშოვნოთქო sad.gif მარა მიახლოებითი მაინც უნდა გაკეთდეს რო სრულფასოვანი თუ არა სრულფასოვანთან ახლოს მაინც იყოს.

Posted by: *shotia* 3 Mar 2010, 22:37
iko-iko
ახლა უკვე ამოუვიდა ყველას, ეხლა რაც მყავს, ჯანზე არიან, თოვლში, ყინვაში, წვიმაში დარბიან არაფერი არ მოსდით...
მე მაინტერესებს აი 2-3 თვემდე რომ გავზარდო სატაბაკეთ, ჩემ ინტერესშია რომ მარტო კარგად გაიზარდონ და გასუქდნენ ძალიან. ძალიან მსუქანი ტაბაკები ძაან ''ხადავოია''. მარტო სიმინდი და პრემიქსი არ გამოვა არაა??? თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ერთმანეთი არ უნდა დაპუტონ.

Posted by: *shotia* 12 Apr 2010, 13:06
iko-iko
საცდელად მინდა დავზარდო სატაბაკეთ ერთი 100 ცალი 2-3 თვემდე მაქსიმუმ (5 კვირისები უკვე უნდა გამოვუშვა ბალახზე). ყველაზე დიდი პრობლემა მექმნება რომ პუტავენ ერთმანეთს, მარტო პრემიქსი და სიმინდი რომ ვცადო? მემგონი სიმსუქნის ამბავში ყველაზე კარგი იქნება smile.gif საჭმლის ულუფა როგორ შევუდგინო? სამივე თვის განმავლობაში ერთი და იგივე საჭმელი არ გამოვა მემგონი. პრემიქსი რა დოზა მივცე და როგორ შევუმცირო ბალახზე გამოშვებისას? (1 ცალი 4 კვადრატულზე უნდა გავუშვა) და რომელი პრემიქსი ჯობია?? მადლობა წინასწარ.

Posted by: iko-iko 12 Apr 2010, 13:51
ჯობია ე.წ. 30%-იანი გამოიყენო რადგან ეგენი დაბალანსებულია როგორც ცხოველური ასევე მცენარეული პროტეინებით და უფრო სრულყოფილი გამოვა. მოკლედ პირველი 10 დღე დასვი ჩვეულებრივად 30 %-ზე (70 კგ. სიმინდი და 30 კგ. პრემიქსი). 10 დღის მერე ჩამოიყვანე 25 %-ზე, 10 Dრის მერე ჩამოიყვანე 20% და მასე ამყოფე დაკვლამდე თუ გინდა რო კარგი ტაბაკები გამოვიდეს. რაც შეეხება კვების ნორმებს საკვები უნდა ედგას მუდმივად რათა არ დაკბინონ და დაპუტონ ერთმანეთი. ბალახი დაკეპილი მიეცი და რასაც შეჭამს შეჭამს რაც არადა ააცალე, მერე დოზირებასაც დაამუღამებ.
თუ კარგ ფასებში გაყიდი ტაბაკებს მოგება გექნება თუ ფასი ვერ გაქაჩე არ გინდა მასე გამოზრდა, მაგას ჯობია გაუშვა ბროილერი და 1 თვეში მიაკლა, კაკრაზ მაგ ტაბაკა რო იქნება 100-120 დღის ასაკში იგივე წონას ბროილერი მიაღწევს 30-35 დღის ასაკში.
* * *
ოღონდ გახსოვდეს მასე ადგილობრივი ქათმის გამოზრდა გამოგადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 3 თვეში დაკვლას აპირებ, თუ დასატოვებლად გინდა მაშინ მითხარი და სხვანაირი კვება უნდა შეურჩიო.

Posted by: Librarian 12 Apr 2010, 14:17
ისე არაბებზე არავის არ უცდია ქათმის კვერცხის არ ხორცის მიყიდვა?

Posted by: *shotia* 12 Apr 2010, 18:07
იკო-იკო
დიდი მადლობა.
პროდუქტი იმ დროს უნდა გქონდეს როცა ბევრი არ არის და მოთხოვნა აგემატება მიწოდებას. აი მაგალითად მარტი, აპრილი, მაისი არის ფერადი ქათმის ტაბაკის კრიზისი, შემდეგ თვეებში კი ბევრია ვარია. თბილისში საკმაოდ ბევრი ''კარგი'' რესტორანი სადაც კლიენტმა უნდა გადაიხადოს კაცზე მინიმუმ 50 ლარი საერთოდ არ წვავს ბროილერს. მე ვთანამშრომლობ რესტორან ფაეტონთან და მომმარაგებლისგან ვიცი რომ ''გადამხდელ'' კლიენტს რომ მუხრანის ქათამი შევუწვათ ან მოვუხარშოთო ის აგარ მოვაო რესტორანში. მოკლეთ ყველაფერს თავის კლიენტი ყავს რაა, სოფლის ქათამსაც და ბროილერსაც. ჩემგან მიჰქონდათ ხოლმე ნავთლუხის და დიღმის ბაზრის ხალხს და სხვათაშორის ერთ კვირაში 500 ცალზე მეტი წაიყვანეს 8 ლარებში ცოცხლები. დღეს მირეკავენ და ცოცხლებში 9 ლარებს გადაგიხდითო და შესაწველი ვარიები მომიგროვეო.(შესაწველი: 1 კილომდე ცოცხალი) ფიზიკურად არ არის ახლა. 2 თვისები უკვე შეიწვებიან პრემიქსით გაზრდილები. მე მყავდა ერთი მამალი 3 თვისა 2.2 კილო გამოვიდა. შავი მამალი იყო რაგაცა. ერთ ტიპს მივყიდე და მერე მითხრა დავკალითო, მეზობლებს დასდევდაო საკბენლად :სა: ძაან დიდი გაიზარდაო biggrin.gif მოკლეთ ჯიშზეა რაა, რა გაიზრდება, გადაჯიშებულია სასტიკად ეს ჩვენი ქათმები sad.gif

Posted by: iko-iko 13 Apr 2010, 09:25
*shotia*
მაშინ იმ კვებაზე დასვი რაც მე გითხარი და თან ბალახიც ბევრი მიაშველე რო ბუნებრივი კაროტინები და ვიტამინები აკრიფოს, გემრიელი და კარგი ტაბაკები გამოგივა.
QUOTE
გადაჯიშებულია სასტიკად ეს ჩვენი ქათმები 

მართალი ხარ. საერთოდ ვერ მიხვდები რა ქათმებია ჩვენთან sad.gif

Posted by: *shotia* 13 Apr 2010, 14:58
iko-iko
საცდელად გავზრდი ერთ 100 ცალს. და ყველაფერს დავითვლი, რა გამოვა და რამდენი ხარჯი წავა. და თუ რამე კითხვა გამიჩნდება კიდევ შეგეხმიანები. დიდი მადლობა.

Posted by: iko-iko 14 Apr 2010, 13:43
*shotia*
QUOTE
თუ რამე კითხვა გამიჩნდება კიდევ შეგეხმიანები. დიდი მადლობა.

მოხარული ვიქნები ყოველთვს, თუ ვინმეს რამეს დავეხმარები.

Posted by: iko-iko 16 Apr 2010, 15:38
*shotia*
შენ ინკუბატორი თუ გაქვს? ან ხომ არ იცი ვინმე ყიდდეს? თუ ვინმე შეიგულო მითხარი რა ინკუბატორია, რა მდგომარეობაშია და რამდენად გაყიდის.

Posted by: *shotia* 16 Apr 2010, 16:42
iko-iko
მე არ მაქვს. თელავში ყიდიდნენ ვიღაცეები. სტანდარტული 15000-იანი ინკუბატორი იყო. მაგრამ კვერცხის ჩასალაგებლები ეკლდა (რკინის სეტკის რომ არის)... 3 ფაზიანი გენერატორი მოყვებოდა. 2000 $ ღირდა. არ მგონია გაეყიდათ, გაგიგებ თუ გინდა. ის რკინის ლატოკები ცოტა ძნელი საშოვნელია.

Posted by: datokor 16 Apr 2010, 17:48
iko-iko
ქათმის ფერმა გაქვს?! ინკუპატორების ტიპები ვიცი ჩინელები თუ გინდა ჩამოგიტანთ! smile.gif

შენ ეტყობა მეცხოველეობა-მეფრინველეობა კარგად გაქვს შესწავლილი!

Posted by: iko-iko 16 Apr 2010, 18:21
datokor
ჯერ ფასები და ინკუბატორის სიდიდეები მაინტერესებს. ასევე რითი იქნება დაკომპლექტებული ისიც მაინტერესებს. მაგალითად ლატოკები, საჩეკი კარადა, რამდენი საინკუბაციო შკაფი და ა.შ. მოკლედ ინფო მინდა ინკუბატორის შესახებ და ფასი. მერე უნდა შევარჩიო რომელი უფრო ხელსაყრელი იქნება და ყიდვა მინდა
*shotia*
QUOTE
მე არ მაქვს. თელავში ყიდიდნენ ვიღაცეები. სტანდარტული 15000-იანი ინკუბატორი იყო. მაგრამ კვერცხის ჩასალაგებლები ეკლდა (რკინის სეტკის რომ არის)... 3 ფაზიანი გენერატორი მოყვებოდა. 2000 $ ღირდა. არ მგონია გაეყიდათ, გაგიგებ თუ გინდა. ის რკინის ლატოკები ცოტა ძნელი საშოვნელია.

მაინც გამიგე თუ კიდევ აქვთ და რა მდგომარეობაშია კარგი? თუ რათქმაუნდა არ შეწუხდები.

Posted by: datokor 18 Apr 2010, 12:36
iko-iko
მე ვიცი ქარხენბი ვინც აკეთებენ მაგ ინკუპატორებს, შენ მითხარი რამდენ კვერცხზე გინდა და რა სპეციფიკაციებით და მე გაგიეგბ. ისე ძველი შემოთავაზებები მაქვს და იმას გამოგიგზავნი თუ გინდა.

ისე თუ გეჩქარება მოიცდი სანამ ჩამოვა ჩინეთიდან?

იხვზე და ბატზე რას იტყვი ისე, მათი ხორციც ისევე როგორც კურდღლის ძალიან იშვიათია ბაზარზე, არადა ძალიან გემრიელია შემწვარიც და მოხარშულიც და სასარგებლოც ამასთან!

Posted by: iko-iko 19 Apr 2010, 11:36
datokor
QUOTE
ისე თუ გეჩქარება მოიცდი სანამ ჩამოვა ჩინეთიდან?

არა ნამდვილად არ მეჩქარება, მე დაახლოებით მინდა იმ ზომების რაც იყო კომუნისტური უნივერსალი 45000 კვერცხზე იყო და 7000-იანი საჩეკი ქონდა, აი ეგეთი მაწყობს.მაგაზე დიდი აღარ მინდა შეიძლება ცოტა მცირე, არ ვიცი უბრალოდ სხვა მწარმოებლები რა რესურსისას უშვებენ. ნუ მინიმუმ 30000 და 25000-ც მაცყობს.

QUOTE
იხვზე და ბატზე რას იტყვი ისე, მათი ხორციც ისევე როგორც კურდღლის ძალიან იშვიათია ბაზარზე, არადა ძალიან გემრიელია შემწვარიც და მოხარშულიც და სასარგებლოც ამასთან!

არვიცი ბაზარი როგორ მოითხოვს მაგას და . . . . რავი აბა. წარმოება პრობლემა კიარაა, ნუ იხვი უფრო ადვილია. ბატს ცოტა სხვანაირი სპეციფიკა აქვს. არც ეგაა პრობლემა უბრალოდ ნამეტანი სეზონურია .
* * *
QUOTE
ისე ძველი შემოთავაზებები მაქვს და იმას გამოგიგზავნი თუ გინდა.

მომეცი ძველები რო აღარ გაწვალო ახლების ძიებაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

Posted by: *shotia* 19 Apr 2010, 14:50
iko-iko
იმ ინკუბატორზე გაგიგე და კაპიკად არ ვარგაო, რაღაცა ხლამიაო ესე მითხრეს sad.gif

Posted by: iko-iko 19 Apr 2010, 15:26
*shotia*
დიდი მადლობა ძმობილო. კარგი კაცი ხარ.

Posted by: datokor 3 May 2010, 12:07
iko-iko
ჩინეთიდან თუ გინდა ინკუპატორის ჩამოტანა, შემიძლია დაგეხმარო!

Posted by: Koala 4 May 2010, 22:47
ფრინველთან დაკავშირებით - მაქვს ყველაფერი, ფერმა 10 000 ქათამზე გაწყობილი ქარხნული გალიებით, საკვებურებით, ავტომატური (მოტორით) გამწმენდით, თბილისთან ახლოს. შენობა 1000 კვ. მეტრი. ასევე მუშა მდგომარეობაში ინკუბატორი, თავის მუშა პერსონალით, ეხლა მოქმედია. ინკუბატორის წარმადობა 45 000 წიწილის გამოჩეკვა 21 დღეში. ამჟამად მუშაობს ფერმა სოფლების (რაიონის) მოთხოვნის და მიხედვით არასრული დატვირთვით. ქათმებს არ ვზრდი რადგან არც გამოცდილება მაქვს, არც სურვილი, არც საკმარისი თანხა მაგ საქმის წამოსაწყებად. მე ძირითად თბილისში ვსაქმიანობ, თან მეტად განსხვავებული პროფესიით. შენობას გარს ერტყმის ეზო, სულ ფართი 3300 კვ. მეტრი.

მინდა ამ ობიექტის ან გაქირავება ან გაყიდვა. დაინტერესებულ პირებს შემომეხმიანონ PM ში და მივაწვდი ფოტო და ვიდეო მასალას. ან ჩავიყვან და დავათვალიერებინებთ

Posted by: datokor 5 May 2010, 18:28
ინკუბატორი ვისაც უნდა:
არის ჩინეთში FOB Qingdao port - ღირს 4000$-მდე თუ გსურთ შემიძლია დაგეხმაროთ!

YZTIE-28 Microcomputer-Automatic Incubator
Total capacity for eggs: 22528 for eggs of chickens, black-bone chickens, pigeons, earth chickens, mountain chickens, partridges;
19200 for layer, meat chicken, wild duck;
16128 for eggs of mandarin ducks, turkeys, peacocks, ducks;
9216 for eggs of middle geese, geese, wide geese;
56576 for quail, each kind of bird's egg
Working voltage: 220V
Electric power: 3600W
Precision of temperature measurement≤±0.1℃
Size of the equipment: 4.00*1.76*2.30(m)


* * *
Koala
რატომ ყიდი ფერმას?! არ აქვს მოგება?!

Posted by: ksovreli 10 May 2010, 17:56
4l2m
M43DL0
რა ასაკის ხალხი ხართ დამიწერეთ ერთი რა!

Posted by: bachuki1 11 May 2010, 09:06
სოფლის მეურნეობაში დილეტანტი ვარ.კითხვა მაქვს:ბიოგომუსის წარმოების ბიზნესი თუ ღირს?

Posted by: Koala 12 May 2010, 15:38
QUOTE (datokor @ 5 May 2010, 17:28 )

* * *
Koala
რატომ ყიდი ფერმას?! არ აქვს მოგება?!

არ არის ეგ ჩემი ჰობი, არა არც მიმუშავებია. სხვა ბიზნესში მინდა რომ ჩავდო თანხა როცა გავყიდი

Posted by: *shotia* 17 May 2010, 10:04
iko-iko
რა მაინტერესებს იციი??
1) ფერად ვარიებს სულ რომ ეყაროთ საჭმელი ცუდად ხომ არ იმოქმედებს სახსრებზე? ანუ სტანდარტულად რასაც აჭმევენ ხოლმე დგეში 3 ჯერ, იმაზე ბევრად მეტს შეჭამეენ?? ჩემთვის გაცილებით მარტივია რომ სულ ეყაროთ.
.............. მოკლეთ ასეა საქმე: პრემიქსით გაზრდილ, დაბერილ ვარიებს ეტყობათ(ჯიჯლიბო დიდი ქათმებივით უხდებათ და ხორცზეც ეტყობათ, მომხმარებელს უნდა სოფლის, ბალახზე გაზრდილი ვარიები, პრემიქსით გაზრდილები რომ უნდოდეთ ბროილერსაც იყიდიდნენ, თან მე უნდა ჩავაბარო (9-12 ლარად ცოცხალი, (800-1200 გრ))
2) 40 დგემდე უნდა გავზარდო პრემიქსით რომ ჯანზე მოვიდნენ, შემდეგ რა შეიძლება? იონჯის ფქვილი მაქვს და ახალი სისხლი მაქვს ბოინიდან, დღეში 60-100 ლიტრამდე. (ესენი ძალიან იაფად) როგორ შეიძლება რომ შევურიო სიმინდთან, რა %? (იგივე შედეგს ხომ არ გამოიღებს რასაც პრემიქსით გაზრდილები??)
3) ხო არ იცი როგორ ხდება ცოცხალი სისხლის გაშრობა??? რომ სისხლის ფქვილი მივიღო. მასე გაცილებით მარტივი იქნება ჩემთვის, რადგან შარშან ჩემი მუშები მოკვდნენ სისხლის ზელვით სიმინდის ფქვილში (შარშან 200 კილოზე 60 ლიტრ სისხლს ვარევინებდი) ახლა მინდა მკაცრად დავიცვა საჭმლის ულუფა.
ამ ფორუმზე შენზე კარგად ვერავინ ვერაფერს მირჩევს, დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: iko-iko 17 May 2010, 10:45
*shotia*
სულ რომ ეყაროთ საჭმელი იმაზე მეტს მაინც ვერ შეჭამენ რაც უნდა ჭამონ, მე მაგალითად ადგილობრივი ფერადი დედლები მყავდა მასე ქერი ეყარათ მუდმივად და დანარჩენს ბალახის, კენჭის, და სხვა დანარჩენის სახით ცალკე ჯამებში ვუყრიდი ხოლმე.

თუ პრემიქსი ასე მოქმედებს მაშინ მოგიწევს ისევ დროის გამოყენება ამ ყველაფრისთვის sad.gif მიუშვი ჩვეულებრივ როგორც სოფლის წიწილა, აჭამე ყველაფერი, რათქმაუნდა დასაწყისში პრემიქსი მაინც აუცილებელია. ძველები პრემიქსის ნაცვლად მოხარშულ კვერცხს აძლევდნენ ხოლმე, შენ პირდაპირ პრემიქსით შეგიძლია რათქმაუნდა და მერე მარცვალი, ბალახი, სისხლი ძაან მაგარია,

რაც შეეხება სისხლის ფქვილს ამას შენ ოჯახის პირობებში ვერანაირად ვერ დაამზადებ რადგან მაგას საკმაოდ დიდი საამქრო ჭირდება, საშრობი დოლურები, ციკლონური კასკადები და მთელი ამბები. მოკლედ დაივიწყე.

საერთოდ სისხლის ფქვილი ძალიან მაღალშეთვისებადი პროდუქტია და ფრინველის კვებაში გამოიყნება როგორც საკვები დანამატი მხოლოდ 1 ან ყველაზე MAX 2%. თვითონ სისხლის შემთხვევაში არვიცი, მოვიძიებ კილო სისხლიდან ფქვილის გამოსავალი რამდენია და გეტყვი. ჩემი ვარაუდით ალბათ 7-8% სისხლი უნდა დაუმატო საკვებ ნაზავში.
* * *
ხო მართლა, დამავიწყდა გამეფრთხილებინე. თუ მუდმივად გინდა რო საკვები ეყაროს მაშინ ავტოსაკვებურები გინდა, რამდენსაც შეჭამენ რო დაემატოს თვითონ, თორე შენ რო გაშლილ საკვებურში ბევრი ჩაუყარო ძალიან დააბინძურებენ და ცუუუდი შედეგები მოყვება მაგას.

Posted by: *shotia* 17 May 2010, 10:50
iko-iko
დიდი მადლობა, თუ შეგიძლია ახალი სისხლზე გამიგე რამდენი % შეიძლება სიმინდტან ერთად, 40 დღიდან.

Posted by: iko-iko 17 May 2010, 11:14
მოკლედ ეხლა რაც მოვიძიე: სისხლის ფქვილის მაგივრად ეგრე უნდა მისცე რა როგორც გითხარი ყველაზეე დიდი 8-10 % უნდა მიცე სუფთა სისხლი მარა მაგდენიც არ უნდა სადღაც 5-7 %

Posted by: *shotia* 17 May 2010, 11:42
iko-iko
სიმინდს და სისხლს მასე შევურევ, შერეული გამოდის პედიგრივით, სიმინდის ნაღერღი იშრობს სისხლს და გრანულებივით არის. რამდენ ხანს შეიძლება შენახვა მასე შერეულის? მასე რომ შეერიოს და 1 დღე გაიშალოს და მერე მეშოკებში ჩაიყაროს რამდენი ხანი შეიძლება შენახვა?
..იონჯის ფქვილს საერთოდ არ შევურევ, მემგონი რაც მინდორში ბალახია ის საკმარისი იქნება რომ მიიღოს ფრინველმა. ახალი ბალახზე გაზრდილი ხომ უფრო გემრიელს ხდის ფრინველის ხორცს?? თუ არა აქვს მნიშვნელობა ახალ ბალახს შეჭამს თუ ნაფქვავ იონჯას??

Posted by: iko-iko 17 May 2010, 11:46
სისხლი ძალიან მალფუჭებადია და სამწუხაროდ ვერ შეინახება, ძალიან მალე გაგიფუჭდება და ჯობია ეგრევე მიცემის წინ შეურიო ხოლმე ისიც ახალი სისხლი.

ნაფქვავი შენ ალბათ გაქვს თივის ფქვილი და არა იონჯის ფქვილი smile.gif ამიტომ ჯობია რო მიცე დაკებილი იონჯა, თუ იონჯის ფქვილი გაქვს მაშინ ეგ ჯობია. გახსოვს რო გავნმარტე თივის ფქვილსა და იონჯის ფქვილს შორის რა სხვაობები იყო?? აი მაგას ვგულისხმობ.

Posted by: *shotia* 17 May 2010, 11:51
იონჯის ფქვილი მაქვს, სიმინდზე სისხლი 8-10 % და იონჯის ფქვილი რამდენი უნდა??

Posted by: iko-iko 17 May 2010, 12:13
იონჯის ფქვილს როგორ ამზადებ? ისე 3-4%

Posted by: *shotia* 17 May 2010, 12:22
იონჯის გამხმარი პრესი ტარდება წისქვილში, 1 პრესიდან 1 მეშოკამდე გამოდის (30-35 კგ)
1 კილო მაქსიმუმ 15-20 თეთრი ჯდება. 1 პრესი 5 ლარი ღირს, დაფქვა 1 ლარი.

Posted by: დავი 17 May 2010, 15:40
4 თვის სოფლის ფერადი ქათმის (ბალახზე გაზრდილი) ღირებულება დაახლოებით რა არის? და ხო არ იცით სად ჩაიბარებენ?

Posted by: iko-iko 17 May 2010, 16:00
*shotia*
QUOTE
იონჯის გამხმარი პრესი ტარდება წისქვილში, 1 პრესიდან 1 მეშოკამდე გამოდის (30-35 კგ)
1 კილო მაქსიმუმ 15-20 თეთრი ჯდება. 1 პრესი 5 ლარი ღირს, დაფქვა 1 ლარი.


ჩემო კარგო, უწინ დავპოსტე რა განსხვავება იყო ბალახის ფქვილსა და თივის ფქვილს შორის, შენ გქონია თივის ფქვილი და არა ბალახის ფქვილი, ეგ არაფერში არ გამოგადგება, მითუმეტეს ქათმებში. მაგის მიცემას ჯობია ნედლი იონჯის მიცემა, დაუკეპე და ისე მიეცი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებებს აიღებენ. თივის ფქვილი კი ქათმისთვის იგივეა როგორც ნახერხი მისცე sad.gif სამწუხაროდ ასეა.

Posted by: ProbeN 17 May 2010, 17:09
QUOTE
ჩემო კარგო, უწინ დავპოსტე რა განსხვავება იყო ბალახის ფქვილსა და თივის ფქვილს შორის, შენ გქონია თივის ფქვილი და არა ბალახის ფქვილი, ეგ არაფერში არ გამოგადგება, მითუმეტეს ქათმებში. მაგის მიცემას ჯობია ნედლი იონჯის მიცემა, დაუკეპე და ისე მიეცი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებებს აიღებენ. თივის ფქვილი კი ქათმისთვის იგივეა როგორც ნახერხი მისცე sad.gif სამწუხაროდ ასეა.

მართალია

Posted by: *shotia* 17 May 2010, 18:10
დავი
პერიოდს გააჩნია, ზაფხულში იაფია 8-9 ლარი. გაზაფხულზე მარტი აპროლი მაისი არის კრიზისი და 11-12 ლარად გაყიდი ''ზაპროსტა'' 800-900 გრამიან სატაბაკეებს, 2-3-4 თვისები იქნებიან, ამ გაზაფხულზე მყავდა 1300 ცალი და მასე გავყიდე იმიტომ რომ მოთხოვნა არის ძალიან დიდი და ფიზიკურად არ არსებობს მაგ დროს.''იანვრის ვარიები'' jump.gif ახლაც კრიზისია, ყოველდღე მირეკავენ ხან დიღმის ბაზრიდან და ხან რესტორნებიდან რომ ხომ არ მყავს. სოფლის წიწილა რესტორანში 23-25 ლარი ღირს როცა ბროილერი 13-15 ლარი. მე ვამარაგებდი რესტორან ფაეტონს, იქ ბროილერს საერთოდ არ აკეთებენ, მაგრამ ფასებიც შესაბამისია.
დავი
დიღმის ბაზარში მიდი და იქ დაელაპარაკე გადამყიდველებს, კაი ფასებს გადაიხდიან.
* * *
iko-iko
იონჯის საკუწი მინდა, სამაძელკა გაკეთდება მემგონი smile.gif

Posted by: დავი 17 May 2010, 18:48
*shotia*

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, ძალიან დამეხმარე, გაიხარე

Posted by: Brigadir 17 May 2010, 23:09
გამარჯობათ ,
რამოდემიმე შეკითხვა მაქვს მცოდნე ხალხთან,
რა ჯდება 1 კგ ქათმის საჭმელი (არვიცი აქვს თუ არა მნიშვნელობა სახორცედ თუ საკვერცხედ მე მაინტერესებს სახორცედ)
იყიდება თუ არა ეს საჭმელი აქ ადგილზე თუ შემოტანაა საჭირო თუ როგორც ზემოთ ეწერა ეგ ადგილზევე კეთდება...
თუ თქვენ არ იცით იქნებ იცნობდეთ ვინმეს ვისაც ქათმის საჭმელთან აქვს შეხება.,,

და კიდევ თუ არის საქართელოში ისეთი დანადგარი რომელიც ქათამს ჭრის ნაჭრება აი თეთრი ხორცი ცალკე, ბარკლები ცალკე და ა.შ.. (მგონი უნდა იყოს IMHO) და თუ არის რომელ ფირმას აქვს და თუ შეიძლება მანდ მიტანა და დაჭრა

წინასწარ მადლობას გიხდით smile.gif

Posted by: iko-iko 18 May 2010, 09:56
Brigadir


ფრინველის საკვებს ფერმები ძირითადად თვითონ ამზადებენ ადგილზე, თუმცა არის ფირმა მგონი "დოგანი" ქვია მარნეულში, ეტყვი ფრინველის ასაკს, რაოდენობას და დაგიმზადებენ თვითონ. ფასები არ ვიცი. თუ დაინტერესდები მაგითი შემიძლია ერთ იქაურ თანამშრომელს ვკითხო. თუ პატარა ფერმა გაქვს ასევე შეგიძლია შენთვითონ მოაწყო პატარა წისქვილი და შემრევი და ხელით მოახდინო კომპონენტების აწონვა და შერევა. ძნელი ნამდვილად არაა რადგან ე.წ. პრემიქსი უკვე ისეა დაბალანსებული რო რო შეურევ იმ დადგენილ %-ს იქ უკვე თითქმის ყველაფერი დაბალანსებულია smile.gif პრემიქსებთანაც შემიძლია მიგასწავლო თუ მანდაც დაინტერესდები smile.gif სხვა კონსულტაციებსაც გაგიწევ რაც შემეძლება.

რაც შეეხება ქათმის დაჭრა-დახარისხებას მაგის დანადგარს ვერ გეტყვი. სხვა ფირმა რომელსაც ეგ ხაზი ექნება თავის სასაკლაოში გარწმუნებ არ შეგიშვებს და სწორიცაა smile.gif თუ შეგიშვა მაშინ საქმის გააააგებაში არ ყოფილა და არამგონია ეგ უკანასკნელი ჭირდეს რომელიმე მოწინავე მეფრინველეობის ფერმას.

Posted by: Brigadir 18 May 2010, 20:24
iko-iko

გაიხარე! smile.gif
თუ გაქვს ნომერი ან რაიმე კოორდინატი აი მაგ დოგანის და პრემიქსის დიდი მადლობელი დაგრჩები yes.gif user.gif

Posted by: iko-iko 19 May 2010, 09:29
Brigadir
მოკლედ პრემიქსები იყიდება მატროსოვის ქუჩაზე, ნავთლუღის ბაზრამდე არმისული ჩადის ქუჩა, აი ქალთა კოლონია როა, ჩადიხარ ბოლომდე და შედიხარ ყოფილი зооветснаб-ში. იქ არის სასტავები რამდენიმე. თუ რეკომენდაციაზეა საქმე ყველაზე ეფექტური პრემიქსები ჩამოქონდა დავითნიძე პაატას, იქ ორი პაატაა და გვარით იმიტომ დავასახელე. ისე ყველა პრემიქსი პრემიქსია ქათამს ყველა გაზრდის და შენ ვისთანაც გაგიხარდება იმასთან მიდი.

დოგანის ტელეფონს მოვიძიებ და გეტყვი PM

Posted by: Brigadir 19 May 2010, 11:55
გაიხარე iko-iko
ისე შენ ამ საქმეში ხომ არ მუშაობ ან ადრე ხო არ მუშაობდი?

Posted by: iko-iko 19 May 2010, 13:39
Brigadir
ადრე ვმუშაობდი, ეხლა უბრალოდ ცოდნის გაღრმავების მიზნით მკაცრად ვადევნებ თვალყურს სიახლეებს, ახალ ლიტერატურას ვქექავ და მოკლედ რო ვთქვათ არ მინდა ჩემი პროფესიის ეს სფერო შემოვდო თაროზე smile.gif
* * *
ეხლაც ვმუშაობ პროფესიით, მაგრამ არა ამ განხრით სამწუხაროდ.
* * *
Brigadir
დოგანის ტელ. ნომერი მოგწერე PM. მანდ მოლაპარაკებაზე ყოფილა თუ გინდა ადგილზე დაგახვედრებენ შენს შეკვეთას და თუ გინდა თბილისში ჩამოგიტანენ. მეხორცულის ფასები ვარირებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

ისე ის პაატა რო გითხარი მაგას ქონია თურმე 10% პრემიქსი და ეხლა ელოდება ამერიკულ სოიოს შროტს რომელიც ძალიან ეფექტურია და სანთლით საძებარი კომპონენტი. ე.წ. 10%იანი პრემიქსის, სოიოს შროტის და ხორბლის ან/და სიმინდის კომბინაციით გამოდის შედარებით უფრო იაფიანი საკვები ვიდრე დოგანი დაგიმზადებს და ვიდრე 30%-იანით გამოდის. არჩევანი თქვენს ხელთაა.

Posted by: tim-b79 23 May 2010, 17:09
4l2m და Koala კიდე თუ ყიდით? და რა ფასში?

Posted by: ksovreli 4 Jun 2010, 10:34
აუ რა მაინტერესებს ვისაც გქონდათ ფერმა სკლინტს რას უშვრებოდით ყრიდით?

Posted by: iko-iko 4 Jun 2010, 12:16
ksovreli
გაყიდე ბიძია სკლინტი ძვირფასი რამეა. ჩვენ მაგალითად აზერები მოგვყავდა ვისაც უნდოდა სკლინტი, თვითონვე გამოქონდათ ცეხიდან და ფულსაც კი ტოვებდნენ.

Posted by: giorgiste 3 Aug 2010, 00:35
ერთი თხოვნა მაქვს. ვისაც ქათამთან გაქვთ შეხება იქნებ იცოდეთ საიტები საიდანაც შესაძლებელი იქნება ვაქცინების გამოწერა დიდად მადლობელი დაგრჩებით.
და კიდევ იქნებ გქონდეთ რაიმე ლიტერატურა რაც უშუალოდ ქათამს და მის დაავადებებს ეხება.

Posted by: datosia 19 Aug 2010, 13:48
ინკუბატორის ყიდვა მინდა, ოღონდ დიდის არა, ხომ არ გეგულებათ სადმე?

Posted by: iko-iko 3 Sep 2010, 11:53
ავიდა თემა ზემოთ თორე ჩაკვდა. დადეთ ახალი შემოთავაზებები, სიახლეები, შეკითხვები, პასუხები

Posted by: broileri 777 15 Sep 2010, 16:10
გამარჯობათ ბროილერის გაზრდა მინდა და მგონი მოვაგენი ხალხს ვისაც შეუძლია დამაკვალიანოს. თუ არ დაზარდებით იქნებ გამომეხმაუროდ. მაინტერესებს რა პირობებია საჩირო გასაზრდელად. გამოდგება თუარა ის შენობა სადაც მე ვფიქრობ გაზრდას.დიდი მადლობა ცინასცარ. თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი დახმარების .მოგცერთ მერე კონკრეტულად რეები მაინტერესებს

Posted by: iko-iko 15 Sep 2010, 17:14
სად უნდა გაზარდო, რა ფართობი გაქვს ამისთვის?

Posted by: broileri007 17 Sep 2010, 11:20
სოფელში სახში ოტახებში ვერაა?
* * *
პირობები რო შევუქმნა. არ ვხმარობ მაინც პირველსართულს სამი ოთახია

Posted by: iko-iko 17 Sep 2010, 14:53
broileri007
QUOTE
სოფელში სახში ოტახებში ვერაა?

როგორ ვერა მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან ჯერერთი, რომ ფართი ცოტა იქნება, მეორე იმიტომ, რომ ვენტილაციის პრობლემა შეგექმნება ასაკის ზრდასთან ერთად, მესამი ის, რომ იატაკი რისი გაქვს? ფრინველი უნდა დასვა ღრმა საფენზე და პარტიას რო მორჩები მერე უნდა გაირეცხოს თავიდან-ბოლომდე, ანუ კედლებიც და იატაკიც. გარეცხვის მერე უნდა დაამუშაო სადეზინფექციო ხსნარებით და სახლი მაგისთვის არის გათვლილი?

Posted by: broileri007 17 Sep 2010, 15:35
ხის დზველებური პოლია
ოთახია 40კვადრატამდე
სუნიმაინტერესებს როგორ გავაქრო
* * *
კარგი სავენტილიაციო სისტემა ვერ შველის სუნს?
* * *
კარგი სავენტილიაციო სისტემა ვერ შველის სუნს?
* * *
კარგი სავენტილიაციო სისტემა ვერ შველის სუნს?
* * *
iko-iko
40 კვადრატზე 2 გამჭოვი ვინტილიატორი ვერ უშველის

Posted by: banker 17 Sep 2010, 17:49
ძლივს ვიპოვე შესაბამისი თემა bis.gif

აქ როგორც ჩანს ერკვევით ქათმის ფერმის საკითხებში და ესეთი რამე მაინტერესებს:

მართალია, რომ შავი დედლები უფრო მეტ კვერცხს დებენო? სოფელში მაქვს პატარა ფერმასავით და იმისთვის მინდა კვერცხის მდებელი ქათმების ყიდვა, არ მინდა რომ შემეშალოს რამე...
გამოცდილო ხალხო, დამეხმარეთ რა, პლზ... user.gif

Posted by: iko-iko 17 Sep 2010, 19:31
broileri007
QUOTE
ხის დზველებური პოლია

არ გამოგადგება, ჩათვალე რო კოქციდიოზი მოუშორებელი სენი იქნება აგიხსნი რატომ: მოკლედ რომ გითხრა ყოველი ახალი პარტიის დასმისას, დასუფთავების შემდეგ საფრინველეს ჭირდება გარეცხვა, ზემოთაც ვთქვი კედლებისაც და იატაკისაც (ნუ მანამდე ჭერი უნდა ჩამოიხვეტოს ყოველგვარი მტვერისა და აბლაბუდებისაგან) ხის იატაკი ვერ მოირეცხება, მანდ რო გამდინარე წყალი მიუშვა, დაალბო და მერე მორეცხო იატაკს საერთოდ გააფუჭებ და მეორეც იატაკი შეინარჩუნებს მაღალ ტენიანობას რაც ეიმერიების იგივე კოქციდიების (კოქციდიოზის აღმძვრელის) განვითარების იდიალური პირობაა და ფრინველის დაავადება გარდაუვალი იქნება. სახლის კედლებსაც ვერ ჩამორეცხავ სუ გააფუჭებ.
QUOTE
კარგი სავენტილიაციო სისტემა ვერ შველის სუნს?

კარგი სავენტილაციო სისტემა სუნს ვერ გააქრობს, ქვეშსაფენში (ნახერხი) სკლინტის დაგროვებისას მიმდინარეობს ბიოლოგიური რეაქცია, სკლინტში არსებული ცილები განიცდიან დაშლას და შედეგად მუდმივად და ინტენსიურად გამოიყოფა მძიმე აირი-ამიაკი, ამიაკი ჰარზე მძიმეა და გროვდება სწორედ ფრინველის სიმაღლეზე, ამიტომ გამწოვი ვენტილატორი მაგრდება იატაკიდან 40 სმ-ს სიმაღლეზე (თითქმის ფრინველის დონეზე) ვენტილატორი ჰაერს ქაჩავს გარეთ ხოლო სუფთა ჰაერი უნდა შემოდიოდეს ჭერში ჩაშენებული შახტებიდან (სახლის შემთხვევაში ამას ვერ შეძლებ). სწორად დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემის შემთხვევაშიც სპეციფიკური სუნის გაქრობა შეუძლებელია.
კომერციული მიზნებისთვის სახლის საფრინველედ გადაკეთება არ გამოგადგება, ხოლო ისე ჰობისთვის და სახლისთვის გაზრდი რამდენიმე ასეულს smile.gif ხოლო სახლი როგორ გაუძლებს ამას ვერ გეტყვი.

Posted by: broileri007 17 Sep 2010, 19:50
მოკლედ მინდა ერთ ოთახში რომელიჩ არის დაახლოვებით 40 კვ.მ ერთი ორი გაზრდა 400 ფრთა ან 300 გავძAღდო და თუ გაამართლა მერე ვიპიქრებ უკვე ცალკე შენობაზე
* * *
ორჯერ რომ გამოვუცვალო ნახერხი ერთ დასმაზე ვენტილიაციაც გავაკეთო?
* * *
iko-iko
ან ნახერხის ქვემოთ სქელი ცელოპანი ან რამე სქელი კარდონი რო დავუპინე და 20 დგეშI ერთხელ ნახერხიანად გამოვცვალო ვერა მაინც?

Posted by: iko-iko 17 Sep 2010, 20:23
400 ფრთას თავისუფლად გაზრდი.
QUOTE
ორჯერ რომ გამოვუცვალო ნახერხი ერთ დასმაზე ვენტილიაციაც გავაკეთო?

ვენტილაცია ამ შემთხვევაში შეგიძლია ბუნებრივი გამოიყენო რადგან ცოტა ფრინველი იქნება, მარა გაუჭირდება. რაც შეეხება ნახერხის გამოცვლას არ გირჩევ რადგან ფრინველს დიდი სტრესში ჩააგდებ და ზრდას გააჩერებ, ღრმასაფენზე გამოზრდისას უნდა ამატო მშრალ-მშრალი ნახერხი დროდადრო.
QUOTE
ან ნახერხის ქვემოთ სქელი ცელოპანი ან რამე სქელი კარდონი რო დავუპინე და 20 დგეშI ერთხელ ნახერხიანად გამოვცვალო ვერა მაინც?

მაგას ჯობია ისევ ის ხის იატაკი იყოს რადგან ცელოფანი უარესად ჩახუთავს და უფრო მეტი ტენი დაგროვდება ქვეშსაფენზე, ცელოფანი საერთოდ არ სუნთქავს, არგინდა, იყოს ის იატაკი ისევ. იატაკზე სანამ ნახერხს გაშლი მანამდე ჩამქრალი კირი გაშალე 1 მ2/0,5 კილოგრამი, მერე კი ნახერხი დაყარე.
* * *
banker
როგორც ჩანს ადგილობრივი ქათამი გინდა შენ. შავი დედლები როგორ გითხრა კარგ პირობებში კარგი მეკვერცხულები არიან, მარა საშუალო კვერცხდება ჩვენი ადგილობრი ჯიშებისა არ აღემატება 160 ცალს, ნუ თუ ზოოტექნიური მიდგომა გექნება შეიძლება 220-მდეც ავიდეს. ჩვენში გავრცელებულია არგილობრი ქათმის რამდენიმე პოპულაცია: მეგრულა (რუხი ჭრელი ქათმებია), ჩალისფერი (უფრო კარგი ტანმოსულებია), თუშური (შავი-შაააავი ქათმებია), ყელტიტველა. არის კიდევ ჩრდილოკავკასიური პოპულაციებიც მარა ნაკლებადსაინტერესოა. ამ ჩამოთვლილთაგან ჩემი გამოცდილებით უკეთესი მეკვერცხულობა მაინც მეგრულას და თუშურს ქონდათ, თუმცა ჩვენ ეს პოპულაციები გვყავდა ფერმის პირობებში და მაღალდონეზე დაბალანსებულ საკვებს ვაჭმევდით. რაც შეეხება სოფლის პირობებს იქ მეკვერცხულობა დაბალია და გამძლეობით მაინც თუშური გამოირჩევა აი ზუსტად ის შენ რომელსაც იძახი. ყელტიტველა ცუდი კიარარის, ეგეც საკაიფო მეკვერცხულია. მოკლედ-თითქმის ყველა ერთი პროდუქტიულობით ხასიათდება რა, ფერი შეგიძლია შენს გემოვნებაზე შეარჩიო smile.gif
* * *
იქ რო ვწერ 160 ცალს არ აღემატებათქო არ გეგონოს რო ყველა 160 ცალს დადებს, ზოგი შეილება ვერ აცდეს 80-ს ხოლო ზოგი ავიდეს 300-მდეც, აქ საშუალოზეა ლაპარაკი, თან თანაბარ შინაურ პირობებში.

Posted by: broileri007 18 Sep 2010, 13:57
ანუ შენ გინდა თქვა რო გამცოვი რო დავუყენო კარგი შეიდზლება?iko-iko

* * *
კირი ძვირი ღირს? იშოვება?
iko-iko

Posted by: Koala 18 Sep 2010, 21:03
მაქვს გამზადებული ფერმა, 10-12000 ბროილერზეა გათვლილი გალიები. ქარხნული. ავტომატური სკლინტის განტანი.ვენტილაცია, ინკუბატორიც გვერძეა 45000 კვერცხიანია.
ვეძებ ან ბიზნეს პარტნიორს ან გავაქირავებ. შენობაა 960 კვ.მეტრი. მოიცავს საცხოვრებელ სახლსაც. მიწა არტყია ფერმას 2000 კვადრატული გარშემო. ამჟამად გაჩერებულია ფერმა. სეზონურად მხოლოდ ინკუბატორს ვამუშავებ ხოლმე. ვინმე თუ დაინტერესდებით შემომეხმიანეთ smile.gif

Posted by: broileri007 18 Sep 2010, 21:29
სადარის ფერმა ტერიტორიულად ? ყველაპერი გამართულია ბოლომდე?
* * *
წყლის და დენის პრობლემა არარის? ზუსტად რაადგილასარის?
Koala

Posted by: iko-iko 19 Sep 2010, 15:06
broileri007
შეიძლება და გაიზრდება კიდევაც წიწილა, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს კომერციული მიზნებისთვის არ გამოგადგება, გაწვალდები.
QUOTE
კირი ძვირი ღირს? იშოვება?

კირი არაღირს მემგონი ძვირი, არ შეგეშალოს ქვეშ დასაყრელად ჩამქრალი კირი უნდა იყიდო, ხოლო სადეზინფექციოდ იყენებენ ჩაუმქრალ კირს რომლითაც ამზადებენ ახალჩამქრალი კირის სუსპენზიას.

Posted by: Beqa B 11 Nov 2010, 21:31
ხელოვნური ინკუპატორის შეძენა მინდა და სადმე მიმასწავლით? პატარა მინდა 50-60 იანი

Posted by: iko-iko 12 Nov 2010, 10:11
Beqa B
ისე მე რაც მინახავს მაგ ზომის ინკუბატორები არცერთს არააქვს ავტომატური ბრუნი და საკმაოდ არაკომფორტულია იმისთვის ვინც იყენებს. 2-3 ინდაური რო დააჯინო ჯობია wink.gif

ადრე მქონდა ქუთაისში წარმოებული 100 კვერცხიანი ინკუბატორი რომელსაც ქონდა "ავტომატური ბრუნი" მარა გამოშვების დღიდან არ უმუშავია ავტომატურად რადგან ავტომატური უწოდეს ამწყობ საამქროში biggrin.gif, არადა ღილაკით უნდა გებრუნებინა აქეთ-იქეთ და ღამე მაღვიძარას დაყენება და ღილაკზე თითის მიჭერა არ ითვლება ავტომატიზაციაში.

არა, არ მინდა იმედები გაგიცრუო რადგან უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზარზე არის ინკუბატორები 300-500 კვერცხიანები რომელიც სრული ავტომატიზაციითაა და მხოლოდ ოპერატორული დაკვირვება იქნება საკმარისი რეჟიმზე. ამავდროულად ჩეკვაც შიგნითვე არის შესაძლებელი. ინეტით დაძებნე უკრაინის ბაზარზე და დაუკავშირდი იქნებ არ დაგიჯდეს ძვირი, ჩემი აზრით შესაძლებელი იქნება რო გამოაგზავნინო. ჩვენთან რაც მაქვს ნანახი მხოლოდ ბრუნის გარეშე, ეგენიც რამოდენიმე ვეტ. აფთიაქში ვნახე, ერთი ვნახე ნავთლუღში ზუსტად მახსოვს, მარა იქ აღარაა ის აფთიაქი sad.gif დიდუბეში იქნება საინტერესო მემგონი იქ ვინმეს ექნება.

Posted by: Beqa B 12 Nov 2010, 16:22
iko-iko
გაიხარე. დიდი მადლობა. და ინდაურებზე კარგი იდეა იყო biggrin.gif
ესეიგი მე მინდა სოფელში გავაკეთო ქათმის ბიზნესი 300-400 ქათამზე, და კვეცხებზე იქნება უფრო ყურადღება გამახვილებული.
რამე რჩევას ხომ ვერ მომცემდი ხარჯების შესამცირებლად?
ანუ გალიები როგორ გავაკეთო? კვება, მოვლასთან დაკავშირებით და ა.შ.

Posted by: tete_tete 12 Nov 2010, 21:59
QUOTE (Beqa B @ 12 Nov 2010, 16:22 )
iko-iko
გაიხარე. დიდი მადლობა. და ინდაურებზე კარგი იდეა იყო biggrin.gif
ესეიგი მე მინდა სოფელში გავაკეთო ქათმის ბიზნესი 300-400 ქათამზე, და კვეცხებზე იქნება უფრო ყურადღება გამახვილებული.
რამე რჩევას ხომ ვერ მომცემდი ხარჯების შესამცირებლად?
ანუ გალიები როგორ გავაკეთო? კვება, მოვლასთან დაკავშირებით და ა.შ.

300-400 ცოტაა ზარალზე წახვალ. თუ გაინტერესებს ვიცი ინკუბატორებს ვინც აკეთებს ფონიჭალაში მუშაობს ის კაცი, 15 000 -ზე ნაკლები არ უნდა გააკეთო სხვათა შორის მისი რჩევა იყო, მოიკლედ ზოგი გაგიტყდება , ზოგი დაგეხოცება, ზოგის კვერცხს ჩადებ და ზოგსაც წიწიწლად გაასაღებ... თითო კვერცხი რომ დაუდო სოფელში მოსახლეს 20 თეთრია... მოკლედ დაჩოთქილია და 300-400 ცოტაა.. ვინც მოუვლის იმას თანხა ხომ უნდა გადაუხადო? და ა.შ smile.gif

Posted by: Beqa B 13 Nov 2010, 14:25
tete_tete
QUOTE
თითო კვერცხი რომ დაუდო სოფელში მოსახლეს 20 თეთრია... მოკლედ დაჩოთქილია და 300-400 ცოტაა..

ეს ვერ მივხვდი? სოფელში დადება რას ნიშნავს? და დაჩოთქილიც რას ნიშნავს ვერ გავიგე...
რაც შეეხება 15 000 ძაან ბევრია, მაგდენი მარტო წიწილა რომ იყიდო 15 000 * 1.5=22500 ლარია + ამას კვება რამდენი დაგიჯდება და ან სად დაატევ?
მე რავი ასეთი რამე მაქვს მოფიქრებული:
ესეიგი სოფელში მაქვს უფუქნქციო დიდი გარაჟი. ეს გარაჟი მდებარეობს რათქმაუნდა სახლის გვერდით და უზრუნველყოფილია წყლით და განათებით. კიდე ის დადებითი მხარეები არის რომ ახლობელს ხის საამქრო აქვს და ( ტემპერატურის შესანარჩუნებლად) ნახერხს მომცემს N რაოდენობით smile.gif
ესევე 1-2 ახალგაზრდას ვიცნობ ვისაც შეუძლია ამ საქმეს ხელი მოჰკიდოს smile.gif
ეხლა რაც შეეხება რაოდენობას და ხარჯებს:
მინდა დავიწყო 300 ფრთით.
და გალიასაც გავაკეტებინებ 500-იანს.
საკვებიც არ მექნება ბევრი საყიდი რადგან რაოდენობა იქნება ცოტა ფრინველების, და მერე მოგების მიღებისას რეინვესტირებას დავიწყებ. შევიძენ ინკუპატორს (კუსტარულს ალბათ, იაფად რომ გამოვიდე. და რაოდენობით 50-100-იანს)



QUOTE
.. ვინც მოუვლის იმას თანხა ხომ უნდა გადაუხადო? და ა.შ 

აქ ძალიან საინტერესო რამე მაქვს მოფიქრებული- 50%/50%-ზე (მოგების)
და დაინტერესებულიც იქნება რა უფრო და თუ უნდა მერე მარტო იმუშავებს და თუ უნდა ვინმეს მოიხმარიებს.

Posted by: GAGNIDZE 13 Nov 2010, 14:46
Leghorn და Rhode Island Resds ეს ჯიშები არის აქ? როგორც ვიცი ესენია ყველაზე პროდუქტიული კვერცხის წარმოების მხრივ "leyerebi " 300მდე წელიწადში... მაგრამ რა ღირს ამ ჯიშების წიწილები არ ვიცი smile.gif) განსაკუთრებული ხასიათებიც ქონიათ მოვლაც სხვაგვარი დაჭირდება ალბათ... ძაან აგრესიულები ყოფილან და ჭამენ ერთმანეთს...
აქ რომლები ყავთ რომელია გამართლებული ვინ იცის?
500-1000თ რომ დაიწყო ოღონდ ავტომატიზირებული დანადგარების გარეშე რათქმაუნდა biggrin.gif

Posted by: Beqa B 13 Nov 2010, 16:25
GAGNIDZE
QUOTE
Leghorn და Rhode Island Resds ეს ჯიშები არის აქ? როგორც ვიცი ესენია ყველაზე პროდუქტიული კვერცხის წარმოების მხრივ "leyerebi " 300მდე წელიწადში... მაგრამ რა ღირს ამ ჯიშების წიწილები არ ვიცი ) განსაკუთრებული ხასიათებიც ქონიათ მოვლაც სხვაგვარი დაჭირდება ალბათ... ძაან აგრესიულები ყოფილან და ჭამენ ერთმანეთს...

კვერცი მდებელი ჯიშებია ეს თუ?
QUOTE
500-1000თ რომ დაიწყო ოღონდ ავტომატიზირებული დანადგარების გარეშე რათქმაუნდა 

მეითხები თუ მირჩევ?
თუ მეკითხები 1000 ბევრია, ბევრი საჩმელი უნდა და ა.შ. მე მაქვს 300-400 ზე გათვლილი კვერცის მდებლებადაც და ნუ წიწილების გასამრავლებლად. თან 300 ქათამი დღეში საშუალოდ 150 კვერცს დადებს რაც პირველ ეტაპზე მაკმაყოფილებს და მერე გავფართოვდები თუ მომეწონა.

Posted by: GAGNIDZE 13 Nov 2010, 17:21
QUOTE
კვერცი მდებელი ჯიშებია ეს თუ?

კი კვერცხის მდებლებია თან ყველაზე კარგები ნუ რრაღაც ლიტერატურებს გადავავლე თვალი და ყველა აღიარებს რავიცი... მაგრამ ვერ გაამრავლებო უნდა იყიდო წიწილები ერთი სიტყვით
მე მაქვს 300-400 ზე გათვლილი კვერცის მდებლებადაც და ნუ წიწილების გასამრავლებლად.
მეც 500 მაქ გეგმაში ვნახოთ რა.. მაგრამ მარტო კვერცხის პონტში მეხორცე ჯიშები არ მინდა 500 და 1000-თ ემი აზრით ვერ გახვალ მოგებაზე დიდი რაოდენობა გინდა და დიდ რაოდენობას კაი ტექნიკური ხაზიც უნდა... კვერცხის მდებელი ქათამი უფრო კარგი ვარიანტია ნუ ვნახოთ ჯერ არ გადამიჭყვეტია სანამ არ გავერკვევი ამ საქმის სპეციფიკაში და მოსალოდნელ რისკებში...

Posted by: *shotia* 13 Nov 2010, 19:37
Beqa B
GAGNIDZE
iko-iko
საქართველოში არ არსებობს ჯიშები.. გადაგვარებულია.. უცხოეთიდან შემოყვანის ან საინკუბაციო კვერცხის შემოტანის ამბავი მაინტერესებს?? ვის უნდა მივმართო? ასეთი რამ შესაძლებელიაა??

Posted by: broileri007 29 Nov 2010, 22:13
[QUOTE]კი თურქეთიდან შემოქვთ კვერცხი. და ვაბსე ესე დზაან თუ ხართ ჩართული ამ სპეროში მოიპოვეთ ინპორმაცია კვერცხისმდებელი ჯისშის ,,, რესტარტზე,,, თუ გაგიგიათ ეგეთი რამ და იყიდე რესურს ამოცურული ქათამი 1.5ლარად და ხუთი თვე დგეში სამ სუპერ კატეგორიას დებს. თან აგარაა დზნელი მაგ რეცეპის მოდზებნა თურქეტში უკვე ბევრი ფაბრიკა იყენებს და აგარ მალავენ . ისე არც აქაური პაბრიკები აკლებენ

* * *
[QUOTE]თუ ვინმეს გაქვთ დიდი პერმა შემიდზლია გაგიგოთ გააჩნია პირობას არაპერი დიდი პირობა არ უნდა სიბნელე ერთი ორი აბიგლუკოზა და ეგაა გდზეტა20 დგეში იმხელა კვერცხს დებს რო იდაური გეგონებათ

Posted by: iko-iko 1 Dec 2010, 10:21
broileri007
ხელოვნური განგური ქვია მაგ საქმეს. კვერცხი კი ჩვეულებრივია. ზედმეტი 80%-იანი არ უნდა მიცე თორე მერე ქთმუკები პერიტონიტებით დაგეხოცება wink.gif

Posted by: lasha123456 13 Dec 2010, 12:47
ძალიან მაინტერესებს ბროილერის(თერთრი) ინდაურების შესახებ ყველაფერი, სად სეიძლება წიწილების შეძნა, როგორ იზრდებიან და ზოგადად ყველაფერი, დიდი მადლობა წინასწარ ინფორმაციისთვის

Posted by: 4l1ia 13 Dec 2010, 21:13
შვილი ეკითხება კახელს:
- მამიი, ალტერნატივა რა არიო.
- აი შვილო, წარმოიდგინე კრუხი თავისი წიწილებით. უცბად დაუბერა ქარმა, ატყდა ჭექა ქუხილი, დაასხა წვიმამ, წამოვიდა ნიაღვარი და დაახჩო წიწილები.
- ეგ კარგი, მაგრამ ალტერნატივა რა შუაშიაო.
- ალტერნატივა, შვილო, არი იხვი, იხვებ წყლისა არ ეშინინთო.
hi-hi !

Posted by: bagha 21 Dec 2010, 15:15
მინდა დავიწყო ქათმის ბიზნესი და მინდა ვიყიდო გალიები,ხო არავინ იცით სად და რამდენად იყიდება გალიები ან თუ იცით ვინმე ვინც შეძლებს შეკრას გალია?გთხოვთ თუ ვინმემ რამე იცით დაწერეთ

Posted by: olive oly 13 Jan 2011, 12:33
გამარჯობა,
სოფლის სახლისათვის მინდა ორი დედლისა და ერთი მამლის შეძენა,
ხომ ვერ მიმასწავლით ჯიშს, რომელიც იქნება თეთრი ფერისა და იმ კატეგორიის, რომელიც კვერცხისა და ხორცისათვის თანაბრად გამოიყენება? და სად შევიძინო? წიწილების შეძენა არ მინდა, უკვე "მდებელ" მდგომარეობაში არ იყიდება?

Posted by: iko-iko 13 Jan 2011, 14:56
olive oly
ყველაზე კარგი არის "ადლერსკი სერებრისტი" არის საერთო გამოყენების ჯიში და შენ მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს wink.gif თეთრია, კვერცხებსაც დებს და სახორცედაც მაგადია.

ასეთი საერთო გამოყენების ქათმები ჩვენთან ჯიშებად ნაკლებად ყავს ვინმეს უბრალოდ ფერად ქათმებში უნდა შეარჩიო. რომელიმე მიმსგავსებული-თეთრი ფერის კარგი დედლები უნდა გადაარჩიო. შოვნით სუფთა ჯიშს ჩვენთან ვერ იშოვი.

Posted by: olive oly 13 Jan 2011, 17:36
iko-iko

დიდი მადლობა. სამწუხაროა, რომ ჯიშებს აქ ვერ ვიშოვი :/ რომელიმე ფერმა არ მომყიდის, ალბათ, ჰო?

Posted by: iko-iko 13 Jan 2011, 20:54
olive oly
მოგყიდის მარა უკვე 1 წელი რო ნამუშევარია ან წუნდებული როა ისეთს მოგყიდის, თანაც ფერმებს საერთოგამოყენების ქათმები არ ყავთ. ისინი კონკრეტულ მიმართულების კროსებს იყენებენ. მაგალითად თუ მეხორცული მიმართულება აქვს ფერმას მაშინ ის ქათამი მხოლოდ სახორცედ ვარგა, ხოლო მეკვერცხული კი მხოლოდ მეკვერცხულად. მეკვერცხულს რო დაკლავ ხორცი აქვს ძალიან უხარისხო.

ისევ გირჩევნია როგორც გითხარი სოფლის ფერადი ქათმებიდან აარჩიო თეთრი ფერები ან ჩალისფერები. არის საერთოგამოყენების როგორც მეკვერცხული ასევე მეხორცული. შინაურ პირობებში ეგენი უფრო ამართლებს.

Posted by: gigibuba 14 Jan 2011, 20:50
ვინც ხართ ქათმის ფერმის ბიზნესში ჩართული რას იყენებთ ძირითად საკვებად და როგორ ახორციელებთ საკვები რესურსების შესყიდვას (საკუთარი წარმოება, საბითუმო ბაზარი, გლეხებისგან შესყიდვა, იმპორტი და ა.შ)

რა დონეზეა დაავადებები გავრცელებული ქათმის ფერმებში და როგორი ტექნოლოგიებია საქართველოში მათი კონტროლისათვის?

Posted by: xado-l 26 Jan 2011, 16:51
მე მინდა,რა დავიწყო მეხორცე ქათმების ბიზნესი.იქნებ დამაკვალიანოთ რა როგორ გავაკეთო.

Posted by: dmum23 26 Jan 2011, 17:11
1 დღის წიწილა რა ღირს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: iko-iko 26 Jan 2011, 20:01
xado-l
QUOTE
მე მინდა,რა დავიწყო მეხორცე ქათმების ბიზნესი.იქნებ დამაკვალიანოთ რა როგორ გავაკეთო.


месецов через два. помогу генацвале yes.gif თუმცა თუ რაიმე სახით ძირითადი მონახაზი გჭირდება ხვალისთვის დავპოსტავ ხერხემალივით რამეს. არც ეგაა პრობლემა

Posted by: iko-iko 3 Feb 2011, 12:00
QUOTE
*სჰოტია*
1)პრემიქზე მაინტერესებს თუ რომელი ჯობია და სად ვიყიდო ხარისხიანი?
2) ულუფის შედგენა მინდა (პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, ქერი, ქატო, კოპტონი და ა.შ) როგორი პროპორციით ავიღო ზრდის სხვადასხვა პერიოდში.
3)სინათლე რამდენი ხანი უნდა ენთოთ წიწილებს?
დიდი მადლობა წინასწარ.


შოთას გაუმარჯოს. პრემიქსი ეხლა არ ვიცი ვის რა ხარისხის შემოაქვს მარა ადრე როგორც გითხარი ნავთლუღში ზოოვეტმომარაგებაში ჩადი მატროსოვზე, იქ იკითხე. პმ-ი ნახე ნაწილს იქაც მოგწერ.
პრემიქსი ყოველთვის 30%-იანი ჯობია 10%-იანს. ამიტომ იყიდე 30%-იანი და პირველი 10 დღე დასვი საკვებზე სადაც დაღერღილი სიმინდი იქნება 70 % და პრემიქსი 30%.

შემდეგ 10 დღე დასვი 20% პრემიქსი, 40%სიმინდი, 40% ხორბალი.

მერე უკვე 10% პრემიქსი და 45-45% სიმინდი და ხორბალი. ეს ორ თვემდე, თუ მერე კიდევ შეინახავ სიმინდი, ხორბალი და ქერი 30-30% და 10% პრემიქსი (პრემიქსს ყველგან ვგულისხმობ 30%-იანს)

შენ როგორც ვხვდები ისევ ვარიების გამოსაზრდელად გინდა ეს ხო?

რაც შეეხება განათებას პირველი სამი დღე 24 საათიანი უნდა ქონდეს, მესამე დღიდან უკვე უნდა დაუწო შუქის ჩაქრობა თითო საათის მატებით და 1 კვირისათვის 20 საათიანი რეჟიმი უნდა შეადგინოს. ორიკვირის ასაკიდან დაიყვანე 16 საათამდე. 3 კვირიდან 14 საათამდე. ერთი თვიდან დღის ხანგრძლივობა საკმარისია 10 საათიანი.

კვერცხდების დაწყებისთვის თუ გინდა მერე უკვე სხვანაირ რეჟიმზე უნდა დასვა და თუ დაგჭირდება მერე გეტყვი.

Posted by: ksovreli 5 Feb 2011, 22:51
ერთ ჩაინიკ კითხვაზე მიპასუხეთ რა
1 ქათამს დღეში რამდენი ლარის საჭმელი ჭირდება საშუალოდ

Posted by: iko-iko 6 Feb 2011, 18:18
ქათამს გააჩნია. ჩვენებურ ფერად ქათამს დღეში ჭირდება 100-120 გრამი კონცენტრატი (ზომასაც გააჩნია biggrin.gif ) ეხლანდელი ფასით ზრდასრული ჩვენებური ქათმის კომბი საკვები 1 ლარი ღირს ანუ სადღაც 10-12 თეთრი დაჭირდება ერთ ქათამს. ფრინველის პროდუქტიულობის ტიპის მიხედვით კომბი. საკვების ფასი ძალიან მერყეობს. მეკვერცხული კროსისა უფრო ძვირი დაგიჯდება და ბროილერისა კიდევ უფრო ძვირი! ეს იმიტომ, რომ სხვადასხვა კომპონენტები სხვადასხვა რაოდენობით ერევა. ამ კომპონენტების თანაფარდობა დამოკიდებულია ასევე ფრინველის ასაკზეც.

თუ 20 თეთრს გაატან და ეტყვი წადი ჭამეო ხურდას აღარ მოგიტან.

Posted by: Koala 27 Feb 2011, 13:44
გამარჯობა

ქათმის ფერმა მაქვს კარგი ობიექტია, ვინმე ხომ არ დაინტერესდებით რომ გავზარდოთ ქათამი. ამ სფეროში ვერ ვერკვევი
შენობა არის 950 კვ.მ , მიწა 2000 კვ.მ, გალიები 10 000 ქათამზე, ინკუბატორი 45 000 კვერცხზე.

ინკუბატორი ყოველწლიურად მუშაობს, სეზონურად. ფერმა გაჩერებულია ამჟამად
თუ ვინმე დაინტერესდება ან თუ იცით ვინმე ვინც შეიძლება დაინტერესდეს დამიკავშირდით PM

Posted by: GURAMI2 27 Feb 2011, 14:39
რა მაინტერესებს ეხლა სიმიდნდი რო გაძვირდა მაინც ღირს ქათმის მოშენება? ტოვებს მოგებას? დღევანდელ პირობებში რა ჯდება 1 კგ ქათმის გაზრდა ოღონდ 1 კგ დაკლული წონა რომ გამოვიდეს?

Posted by: AGAMEMNON 12 Mar 2011, 13:28
გამარჯობათ.
ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება,თბილისში არის სადმე ადგილი სადაც ცოცხლად იყიდება ქათმები?აი მაგალითად კარგი ჯანმრთელი მამალი რომ ვიყიდო? და კარგი იქნება ფასებშიც თუ გამარკვევთ მცოდნე ხალხი smile.gif
მადლობა

Posted by: iko-iko 12 Mar 2011, 17:17
GURAMI2
ქათმის გაზრდა კვლავ ღირს! შემოტანილი სიმინდი 80 თეთრად არის და მთელი ფერმერები პრაქტიკულად მხოლოდ 10 თეთრით გაძვირებული სიმინდით სარგებლობენ ისიც იმიტომ, რომ უკრაინაშივე არის ძვირი სიმინდი. ჩვენთან ხო ყველაფერს უაზრო ფასი აქვს. 1,5 ლარი ღირს სიმინდი, თუ ამ სიმინდს გამოიყენებ მაშინ გარანტიას გაძლევ რო არაფერი არ დაგრჩება, პირიქით.

რაც შეეხება რა დაგიჯდება მაგაზე ზუსტ პასუხს ვერ მოგცემ რადგან მაგას მხოლოდ ის თუ გეტყვის ვისაც ბროილერი უზის.
* * *
AGAMEMNON
თბილისში დიღმის ცხოველთა ბაზარზე იყიდება მამლებიც და დედლებიც იმდენი რამდენიც გაგიხარდება, ფასები არ ვიცი, თუ ვინმეს აქვს იმ ბაზართან შეხება იქნებ დაგეხმარონ.

Posted by: AGAMEMNON 12 Mar 2011, 19:15
iko-iko
დიდი მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: iko-iko 14 Mar 2011, 10:16
AGAMEMNON
იუ არ ველკომ smile.gif

Posted by: upfir 17 Mar 2011, 21:16
ksovreli
წყალიც უნდა იანგარიშო. ნუ რა თქმა უნდა, თუ მუქთია წყალი და რამდენიმე ათასზე მეტი ქათამი არაა გასაზრდელი, შეიძლება არ იანგარიშო. მაგ. ჯიშიანი ბროილერი დღეში 450 გრ. წყალს სვამს საშუალოდ.
* * *
olive oly
QUOTE
დიდი მადლობა. სამწუხაროა, რომ ჯიშებს აქ ვერ ვიშოვი :/ რომელიმე ფერმა არ მომყიდის, ალბათ, ჰო?


მეხორცული ჯიშისწიწილები იქნება იაფად შემდეგი წლიდან. თავისი საკვებით, თუ გინდა. ოღონდ უნდა გაისამდე დაიცადო.

Posted by: iko-iko 18 Mar 2011, 14:54
upfir
QUOTE
მეხორცული ჯიშისწიწილები იქნება იაფად შემდეგი წლიდან

სუფთა ხაზების შემოყვანას აპირებთ?

Posted by: upfir 20 Mar 2011, 00:53
iko-iko
დიახ, სავარაუდოდ ROSS 308

Posted by: iko-iko 20 Mar 2011, 14:35
upfir

ზუსტად ROSS 308 სადედე გუნდში ვმუშაობდი ზოოვეტში რო ფერმა იყო. მერე სამწუხაროდ ფერმა დაიხურა და სხვები შემოვიდნენ, სანამ ახლები მოვიდოდნენ უკვე სხვაგან გადავედი სამუშაოდ,სადაც დღემდე შემოვრჩი. არადა მერჩივნა ისევ მეურნეობაში მემუშავა.

Posted by: gigibuba 20 Mar 2011, 14:53
iko-iko
შესაძლებელია რომ ბროილერის ტიპის ქათმების რაციონი იყოს: პრემიქსი და სიმინდი მხოლოდ? ამ შემთხვევაში რა დოზირებები იქნება რეკომენდირებული?

Posted by: iko-iko 20 Mar 2011, 17:52
gigibuba
ჩვენთან პრემიქსს რასაც ეძახიან იმითი შესაძლებელია. ყველა მასე ეძახის და დარჩა სახელიც ასეთი - "პრემიქსი" სინამდვილეში პრემიქსი სხვა რამეა.
მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო შესაძლებელია და მისი ე.წ. დოზირებები დამოიდებულია იმაზე თუ მოცემული პრემიქსი რამდენად კონცენტრირებულია,ზოგიერთი არის მაღალპროტეინოვანი და მხოლოდ 10% ერევა. ჩვენში მას ასეც ეძახიან 10-%იანი პრეიმიქსი. ზოგიერთი შედარებით დაბალპროტეინოვანი კონცენტრატებია და 30% ერევა.

მხოლოდ პრემიქსი და სიმინდი საკმარისი იმიტომაა, რომ ამ პრემიქსებში წინასწარი "უნივერსალური" გაანგარიშებით შედის ის კონცენრატები რაც ბროილერს ჭირდება რაციონში. ესენია სხვადასხვა ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ცილოვანი კონცენტრატები +ვიტამინები, ამინომჟავები, ფერმენტები, მიკრო და მაკრო ელემენტები და ა.შ.

ფერმერულ მეურნეობებში როგორც წესი რაციონს ცოტა სხვა პრინციპით ადგენენ, მათ შემოაქვთ ცალკეული კომპონენტები და შემდეგ ტექნოლოგი ყველა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური ჯგუფისთვის ადგენს სათანადო რეცეპტს. ეს რათქმაუნდა უფრო ეფექტურია. თუმცა ვინც რამდენიმე ათასს ზრდის იმისთვის ეს უკანასკნელი ხელმისაწვდომი არაა.


Posted by: iko-iko 28 Mar 2011, 11:26
მოიწყინა ამ თემამ, არადა ეზო-კარობრივ მეურნეობაში ეხლა აქტიურდება ქათამი და მალე პიკს მიაღწევს. წამოვა ახალი კრუხ-წიწილა

Posted by: geoeg 3 Apr 2011, 19:10
რა ხდება, რა სიჩუმეა, გაწყდა ქათამი?

Posted by: iko-iko 4 Apr 2011, 19:39
geoeg
იმისთანა სურათი დადე აწი ვინღა ამოიღებს ხმას? alk.gif

Posted by: gigibuba 5 Apr 2011, 00:09
იმპორტი ქათმის წიწილების თუ ნებადართულია იცით ვინმენ, საჭიროა რაიმე დოკუმენტაცია?

Posted by: katanka 13 Apr 2011, 02:13
მოკლედ კეთილო და მცოდნე ხალხო წავიკითხე რა ეს ოცდახუთივე გვერდი მაინც მინდა დავსვა ასეთი კონკრეტული მიზანმიმართული შეკითხვა biggrin.gif... მინდა 500 ფრთის ყიდვა და გაზრდა ხორცისათვის და არა კვერცხისსადებად, ჯერ მაინტერესებს ღირს თუ არა საერთოდ ამდენით დაწყება მაინც? მერე რომელი ჯიშია მაგისთვის კარგი? ბროილერი? მერე პირველი დღიდან მაქსიმუმ 40 დღემდე როგორ წარვმართო მათი კვება?

Posted by: *shotia* 13 Apr 2011, 13:30
katanka
ჩემი რჩევა იქნება რომ ჯერ გაიყდვა ისწავლო. სხვისი იყიდე და გაყიდე, ხოლო შემდეგ იფიქრე წარმოებაზე. 500 შეიძლება გაზარდო მაგრამ აღმოჩნდეს რომ ვერა ყიდი ან თუ ყიდი იმ ფასად რომ არაფერი გრჩება. უბრალოდ სცადე რამდენად შეძლებ გაყიდვას.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მე მაქვს ბიზნეს იდეა და ეხლა ვაპირებ ბიზნეს გეგმის შედგენას ეკოლოგიურად სუფთა სოფლის ვარიების წარმოებაზე (თავისუფლად ბალახზე გაშვებული და ყოველგვარი ზრდის სტიმულატორების, შხამების გარეშე, როგორც ზრდიან სოფელში :_)). გამოცდილება მაქვს რამდენიმე წლიანი და დაინტერესების შემთხვევაში ვაპირებ ინვესტორთან ერთად დავიწყო ეს საქმე. ინვესტიცია სჭირდება 120 000 ლარი ინფრასტრუქტურაში ხოლო 25 000 წარმოებისთვის საბრუნავი თანხა.
წლიურად მოხდება 30 ტონა ხორცის წარმოება. წლიური სუფთა მოგება სავარაუდოდ იქნება 140-150 ათასი ლარი.

Posted by: geoeg 13 Apr 2011, 14:44
*shotia*
QUOTE
მე მაქვს ბიზნეს იდეა და ეხლა ვაპირებ ბიზნეს გეგმის შედგენას ეკოლოგიურად სუფთა სოფლის ვარიების წარმოებაზე (თავისუფლად ბალახზე გაშვებული და ყოველგვარი ზრდის სტიმულატორების, შხამების გარეშე, როგორც ზრდიან სოფელში :_)). გამოცდილება მაქვს რამდენიმე წლიანი და დაინტერესების შემთხვევაში ვაპირებ ინვესტორთან ერთად დავიწყო ეს საქმე. ინვესტიცია სჭირდება 120 000 ლარი ინფრასტრუქტურაში ხოლო 25 000 წარმოებისთვის საბრუნავი თანხა. წლიურად მოხდება 30 ტონა ხორცის წარმოება. წლიური სუფთა მოგება სავარაუდოდ იქნება 140-150 ათასი ლარი. 

სად აპირებ 30 ტონა ხორცის გაყიდვას? არა მგონია მუხრანის "არა ეკოლოგიურად სუფთა" ქათამს გაუწიო კონკურენცია.
წარმატებები

Posted by: katanka 13 Apr 2011, 18:08
*shotia*

დიდი მადლობა რჩევისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ იქიდან გამომდინარე რომ არანაირი გამოცდილება არ მაქ smile.gif.. ეგ იდეა შესანიშნავია ჩემი აზრით ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენ ინგლისი ან საფრანგეთი არ ვართ ჩვენთანაც თავისთავად ყველას უნდა ნატურალური საკვები მიირთვას მაგრამ შესაძლებლობა მაგის ძალიან ცოტას აქ და რავიცი... მე 50 კვ/მ ფართი მაქ და იქ ვაპირებ.. უბრალოდ მინდა ვცადო პირდაპირ გეტყვით 20 წლის ვრ და ამ საქმეში გამოუცდელი თქვენი საუბრები წავიკითხე და ვიცი რომ მცოდნე ხალხი ხართ თქვენი ნებისმიერი რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

Posted by: giorgiste 13 Apr 2011, 18:13
QUOTE
*shotia*

დიდი მადლობა რჩევისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ იქიდან გამომდინარე რომ არანაირი გამოცდილება არ მაქ .. ეგ იდეა შესანიშნავია ჩემი აზრით ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენ ინგლისი ან საფრანგეთი არ ვართ ჩვენთანაც თავისთავად ყველას უნდა ნატურალური საკვები მიირთვას მაგრამ შესაძლებლობა მაგის ძალიან ცოტას აქ და რავიცი... მე 50 კვ/მ ფართი მაქ და იქ ვაპირებ.. უბრალოდ მინდა ვცადო პირდაპირ გეტყვით 20 წლის ვრ და ამ საქმეში გამოუცდელი თქვენი საუბრები წავიკითხე და ვიცი რომ მცოდნე ხალხი ხართ თქვენი ნებისმიერი რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ქათმის გაშვებას ნახერხზე აპირებ?

Posted by: *shotia* 13 Apr 2011, 18:43
მუხრანის სულ სხვა არის. 30 ტონა არის დღეში 82 კგ, რაც არაფერი არ არის ბაზრისთვის. ეხლა მე მაქვს წარმოება და კგ ხორცს 12-13 ლარად ვყიდი. კიდევ გაიზრდება ფასი ივლის-აგვისტომდე. ერთი ცუდი აქვს ამ საქმეს: ძაან ძნელია წარმოება, შენობაში ვერ გაზრდი, და დიდი ტერიტორია და ინფრასტრუქტურა უნდათ სპეციალურად ფერადი ქათმისთვის. ბროილერი წლიური წარმოება გალიურ შენახვაზე შეიძლება იყოს კვადრატულზე (200-260 კგ), ანუ 30 ტონას აწარმოებ 120 კვ/მ-ზე. ხოლო ფერადი ქათმის free range სისტემით 30 ტონა ხორცის მიღებისთვის გვჭირდება 15 000 - 25000 კვ/მ. თავისუფალი ტერიტორია. ხოლო 800-900 კვ/მ დახურული ტერიტორია.
ამ წარმადობის ფერმის შექმნის შემდეგ დღეში გასაყიდი იქნება 100 ფრთა. ბაზარზე ისეთი კარგი და დეფიციტური პროდუქტი შევა რომ კლიენტები თვითონ მოგვძებნიან. ოღონდ უნდა იყოს მაქსიმალურად ალალად გაკეთებული საქმე და არავითარი ქათმების გასაბერი კომბიკორმა არ უნდა აჭამო. ისე უნდა გაიზარდოს როგორც სოფლებში ზრდიან ოჯახისთვის.
ეს რესტორნებში:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ჩვენ ფორუმზე (მშობელთა კლუბში):
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://startup.ge/?p=490
დიღომში ნავთუღში და ასე შემდეგ გაურკვევლი წარმოშობის პროდუქტია და საშინელ ანტისანიტარიაში ხდება ვაჭრობა.
მიწა მაქვს და წარმოება შემიძლია. ასე რომ დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ.

Posted by: geoeg 13 Apr 2011, 18:56
*shotia*
ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
ზამთარში რა უნდა აჭამო და სად უნდა გყავდეს?
მარტო ბალახზე გაგიჭირდება გაზრდა.

ზევით რომ ფასებია მაგათ იმედზე არ იყო, ეგენი მაგ ფასად რომ ყიდიან, შენგან კაპიკებად უნდათ.

Posted by: *shotia* 13 Apr 2011, 19:00
b]geoeg[/b]
სოფელში როგორც ხდება და ხდებოდა. თუ თოვლია ’საქათმეში’ თუ კაი ამინდია გარეთ. ეგ ყველაფერი ნაცადი მაქვს და თუ ამ თემას გადახედავთ ნახავთ ჩემ ძველ პოსტებს. დღევანდელ წარმოებაზეც დავყრი სურათებს.
QUOTE
ასე რომ დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ.


Posted by: geoeg 13 Apr 2011, 19:14
*shotia*
უცებ ვერ მივხვდი რომ შენ იყავი, ნანახი მაქვს შენი სურათები და მაგრად მომეწონა. დაყარე რამე ახალი სურათები.
საკვებიც ხომ უნდა მიაშველო სიმინდი, ხორბალი?
100% ვორნი მაქვს და ძაან გვიან გვიან ვპოსტავ smile.gif

შენი ქათმების სურათები დაჟე შენახული მაქვსsmile.gif

Posted by: *shotia* 13 Apr 2011, 19:28
QUOTE
საკვებიც ხომ უნდა მიაშველო სიმინდი, ხორბალი?

კიი აუცილებლად და ყოველგვარი ზრდის სტიმულატორების გარეშე, ბოლოსდაბოლოს უნდა გენდნენ და ბავშვებს აჭამონ და სიფრთხილეა საჭირო და ნდობის გამართლება.
+ ბალახის (იონჯა, სამყურა) უნდა მიშველდეს სეზონზე მწვანე მასად. ხოლო ზამთარისთვის უნდა გაშრეს და დაიფქვას. კიდევ არსებობს ბუნებრივი კომპონენტები საჭმილთვის რომელიც ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯამრთელობას.
iko-iko-სთან გავდივარ ხოლმე კონსულტაციებს.

Posted by: geoeg 13 Apr 2011, 19:37
*shotia*
QUOTE
ავტომატური საწყურებლები მინდოდა მეშოვა და ვერ ვიშოვე, ხოო სულ აქცევდნენ. ბანკა ნახევარზე რომ დაიცლებოდა მაშინვე აქცევდნენ, ეხლა რაგაც ჭურჭელი მოვუფიქრე და იმაში სვავენ,

აქ წერ ავტომატური საწყურებლები ვერ ვიშოვეო. მე უკრაინაში ვცხოვრობ თუ გინდა გაგიგებ სად იყიდება და თუ დაგაინტერესებს გიყიდი და გამოგიგზავნი. არ მგონია ძვირი ღირდეს.

Posted by: *shotia* 13 Apr 2011, 19:54
geoeg
დიდი მადლობა, გაიხარე. ჯერ არ მინდა, მე თვითონ მაქვს გაკეთებული და პრაქტიკულია. როცა დიდი წარმოება იქნება მერე კი დამჭირდება.

Posted by: geoeg 13 Apr 2011, 19:59
*shotia*
აი ესეთზე ვიძახი. სისტემა ნიპელsmile.gif 2$ ღირს ერთი ცალი და გათვლილია 10 ქათამზე.

Posted by: *shotia* 13 Apr 2011, 20:43
geoeg
კარგი რამეა. ეს პატარა წიწილებისთვისაც არის და ქათმებისთვისააც??

Posted by: geoeg 13 Apr 2011, 20:54
*shotia*
QUOTE
კარგი რამეა. ეს პატარა წიწილებისთვისაც არის და ქათმებისთვისააც??

კი სხვა და სხვა გამტარიანობისაა. აქვთ კიდევ ინკუბატორები 70-80 კვერცხზე მემგონი 90-100$ ღირს.

Posted by: katanka 13 Apr 2011, 22:07
QUOTE (giorgiste @ 13 Apr 2011, 18:13 )
QUOTE
*shotia*

დიდი მადლობა რჩევისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ იქიდან გამომდინარე რომ არანაირი გამოცდილება არ მაქ .. ეგ იდეა შესანიშნავია ჩემი აზრით ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენ ინგლისი ან საფრანგეთი არ ვართ ჩვენთანაც თავისთავად ყველას უნდა ნატურალური საკვები მიირთვას მაგრამ შესაძლებლობა მაგის ძალიან ცოტას აქ და რავიცი... მე 50 კვ/მ ფართი მაქ და იქ ვაპირებ.. უბრალოდ მინდა ვცადო პირდაპირ გეტყვით 20 წლის ვრ და ამ საქმეში გამოუცდელი თქვენი საუბრები წავიკითხე და ვიცი რომ მცოდნე ხალხი ხართ თქვენი ნებისმიერი რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ქათმის გაშვებას ნახერხზე აპირებ?

კი თავიდან და მერე გალიებში ვაპირებ გადაყვანას
* * *
QUOTE (katanka @ 13 Apr 2011, 02:13 )
მოკლედ კეთილო და მცოდნე ხალხო წავიკითხე რა ეს ოცდახუთივე გვერდი მაინც მინდა დავსვა ასეთი კონკრეტული მიზანმიმართული შეკითხვა biggrin.gif... მინდა 500 ფრთის ყიდვა და გაზრდა ხორცისათვის და არა კვერცხისსადებად, ჯერ მაინტერესებს ღირს თუ არა საერთოდ ამდენით დაწყება მაინც? მერე რომელი ჯიშია მაგისთვის კარგი? ბროილერი? მერე პირველი დღიდან მაქსიმუმ 40 დღემდე როგორ წარვმართო მათი კვება?

იქნებ ვინმე დამეხმაროთ არავინ იციით?

Posted by: iko-iko 17 Apr 2011, 15:58
katanka
QUOTE
ჯერ მაინტერესებს ღირს თუ არა საერთოდ ამდენით დაწყება მაინც?

მაგას ჩვენ ვერ გეტყვით ეგ შენთვითონ უნდა განსაზღვრო, თუ შენთვითონ გააკეთებ ყველაფერს და ვინმეს არ დაიქირავებ მაშინ საცდელად ღირს. თუმცა ყოველთვის არის ერთი მაგრამ: თავისდროზე რეალიზაციას შეძლებ? სპეციალისტის გარეშე აცრებს ჩაუტარებ? ვინც ასე ცოტ-ცოტას ზრდის ხოლმე თვითონვე უტარებენ ყველაფერს ისე გლეხური გაგებით, ეფექტზურობისას ვერ მოგახსენებთ smile.gif მქონია შემთხვევები როდესაც ჩვენი საწარმოს კვერცხს ბრალდებოდა წიწილების დახოცვა მაგრამ რო მივსულვართ მძიმე სურათი დაგვხვედრია, მქონია შემთხვევები როდესაც უპრობლემოდ იზრდებოდა წიწილა ისევ ისე-გლეხური გაგებით.
QUOTE
მერე რომელი ჯიშია მაგისთვის კარგი? ბროილერი?

რათქმაუნდა ბროილერი!!
QUOTE
მერე პირველი დღიდან მაქსიმუმ 40 დღემდე როგორ წარვმართო მათი კვება

შენ სათანადო ფასებად საკვების შეძენა თქვი თორე მაგას ძალიან მარტივად გადაჭრი, სადაც პრემიქსს შეიძენ თვითონ გეტყვიან რამდენი უნდა მიცე სტარტისთვის, ზრდისთვის და ფინიშისთვის. თუ არ გეტყვიან ფორუმს თვალყურს ვადევნებ ხოლმე და მე გეტყვი. მანამდე დანარჩენი მოამზადე, პირობები და კვლავ პირობები თუ პირობები არ გექნება მაშინ არც კი იფიქრო.
QUOTE
კი თავიდან და მერე გალიებში ვაპირებ გადაყვანას

ჩამოყალიბდი წიწილა სად უნდა გამოზარდო, თუ გალიებში გამოზრდას აპირებ მაშინ რატო სვავ ფრინველს იატაკზე? თუ იატაკზე აპირებ გამოზრდას მაშინ გალიებში რაღაზე გადაგყავს? ხელოვნურად ისეთ სტრესს შექმნი რომელიც 2-3 დღე ჩამოგიტოვებს ფრინველს და რა საჭიროა?
გალიების შემთხვევაში თავიდან ფრინველს სვავენ შუა გალიაში ყველა სართულისას, მანამდე სანამ "საფერფლეებში" დალევს წყალს და დაბლა ექნება დაყრილი საკვები, აქ უფენენ ქაღალდს ფეხი სანამ ჩამოუყალიბდება ეგეც შენი იატაკი. როგორც კი გალიის საწყურებელსა და საკვებურს მიწვდებიან მაშინვე გადაანაწილებენ ფრინველს სამივე სართულზე, ფრინველი გალიას უკვე მიჩვეულია და სტრესიც აღარააქვს.
ეს რჩევები იმის მიხედვით რაც შენმა კონკრეტულმა გათვლებმა მოითხოვა. კარგად გათვალე ყველაფერი, კონკრეტულად ჩამოყალიბდი რა გინდა და დასვი შეკითხვები, აქვე გაგცემ პასუხებს. ზოგადად მეფრინველეობაზე ლაპარაკი შენ არ გაწყობს რადგან ეგ ძაააან შორს გაგვიყვანს. შენ გინდა კონკრეტული ქმედებები 500 ფრთა ბროილერთან მიმართებაში.

Posted by: katanka 18 Apr 2011, 23:42
iko-iko

დიდი მადლობა! ჯერ ფიქრის რეჯიმში ვარ ასე რომ ვთქვათ ამ ყველაფრის მერე ხოდა თუ გადავწყვიტე მერე კიდევ დამჭირდება შენი კონსულტაციები უეჭველი smile.gif

Posted by: iko-iko 19 Apr 2011, 09:56
katanka
ყოველთვის მზად ვარ დაგეხმაროთ smile.gif
* * *
geoeg
QUOTE
აი ესეთზე ვიძახი. სისტემა ნიპელ 2$ ღირს ერთი ცალი და გათვლილია 10 ქათამზე.

სხვათაშორის ეგ სისტემა ძალიან კარგია რადგან არ ხდება გარეგანი დაბინძურება და მინიმუმამდეა დაყვანილი წყლის ღრმა საფენზე დაღვრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

Posted by: kokicha64 1 May 2011, 21:34
გამარჯობა.

საინკუბაციო კვერცხის შემოტანას ვფიქრობ და ხომ არიცის ვინმემ დიდ პრობლემებთან ხომ არიქნება დაკავშირებული? ტრანსპორტირება,განბაჟება? შემდეგ რამდენი პროცენტი იქნება დანაკარგი გამოჩეკვას ვგულისხმობ?

Posted by: iko-iko 3 May 2011, 10:45
kokicha64
QUOTE
რამდენი პროცენტი იქნება დანაკარგი გამოჩეკვას ვგულისხმობ?

გამოჩეკვის პროცენტი რამდენი იქნება ვერ გეტყვი მაგრამ შემოტანილი კვერცხიდან 80 % თუ მიიღე მაშინ ძალიან მაგარია. თუ 70%-ს ქვევით მიიღე მაშინ ძალიან ცუდია.

Posted by: kokicha64 11 Jun 2011, 20:12
iko-iko
ფორუმს რომ გადავხედე ბევრ საკითხში,რაც სოფლის მეურნეობას ეხება
გაქვთ გარკვეული გამოცდილება და ცოდნა.
საინკუბაციო კვერცხის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული
კითხვები მაქვს და პრაქტიკული დახმარებაც დამჭირდება.
უკრაინიდან თვითმფრინავით მინდა ჩამოვიტანო კვერცხი.(სახმელეთო საზღვარი არგაგვაჩნია ხოლო გემი აგვიანებს).როგორი შეფუთვაა საჭირო? ტემპერატურა როგორ დავიჭირო? სიმაღლეზე წნევის ცვალებადობა როგორ იმოქმედებს?თუ არსებობს საერთოდ ეგეთი გზით კვერცხის ტრანსპორტირების გამოცდილება?

Posted by: iko-iko 12 Jun 2011, 18:09
kokicha64
თუ გადაწყვეტილი გაქვთ კვერცხის თვითმფრინავით გადმოზიდვა თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ერთერთი გამოცდილი მეთოდია საინკუბაციო კვერცხის ამ გზით გადაზიდვა. ტრანსპორტირების პირობები ისეთივე უნდა იყოს როგორიც შენახვისას, ტემპერატურას და ტენიანობას ვგულისხმობ. შეფუთხვა კი ჩვეულებრივ, ლატოკებში და ყუთებში. მთავარია გადამზიდავ კომპანიას უნდა მიუთითოთ თქვენი მოთხოვნა და უთხრათ, რომ კვერცხი საინკუბაციოა და ესაჭიროება სპეც. პირობა. (გაუთბობ საბარგულში არ უნდა ჩაიდოს რომ არ გაიყინოს).

წიწილების გადაზიდვაც საკმაოდ გავცელებულია ამ გზით.

Posted by: iko-iko 5 Jul 2011, 12:26
UP---------------UP---------------UP---------------UP---------------UP

Posted by: acho__1 5 Jul 2011, 17:04
iko-iko
ჩამოყვანილი წიწილების რამდენი პროცენტი კვდება ”ზრდასრულ” ასაკამდე მიღწევამდე?

Posted by: iko-iko 5 Jul 2011, 17:53
ჩამოყვანილ წიწილებში რას გულისხმობ. ბროილერისთვის 2-3% ნორმაა დაკვლის ასაკამდე.

Posted by: acho__1 5 Jul 2011, 17:58
iko-iko
QUOTE
ჩამოყვანილ წიწილებში რას გულისხმობ

კვერცხისმდებლები რომ ჩამოყავთ თურქეთიდან, თუ არ ვცდებო 1-2 დღიანი წიწილები
"ზრდასრულში" კიდევ კვერცხის დების დაწყებას ვგულისხმობ

Posted by: iko-iko 5 Jul 2011, 19:30
მანდაც ეგრეა რა სადღაც 2%-მდე დასასვებია თუ კონდიციური წიწილაა.

Posted by: iko-iko 14 Jul 2011, 17:28
UP----------------------------------------------UP

Posted by: anushka_anushka 15 Jul 2011, 22:15
ახალი ყვითელიsmile.gif))))))))))))))))

Posted by: avto_G 23 Jul 2011, 14:51
გამარჯობათ აბა დილეტანტი და დამწყები მოგესალმებატ და ბევრი მომაბეზრებელი კიტხვით მოდის smile.gif
მაქვს 3000 კვადრატული მიწა სახლით ურთ რომელიც არ არის გამოკენებაში გადავყვიტე ქათმის მინი ფერმის გაკეტება გლეხურ ვარიანთსი არანაირი გალიები მალიები როგორც სოპელში ზდიან უფრო მეკვერცხულებას მინდა მივაქვე მაგრამ ვარიების გაყიდვა და სახორცედაცქატტმების შეიდზლება ოგონდ არამრტო ქატმები ფრინველები ინდაურეი ბატი იხვი მაგრამ 90 % ქათმები ქათმების გაშვება მინდა გარეთ ანუ ეზოში ეხა ვაკეთებ ეზოს შემოგობვას სადზირკველით სეტკიტ ნორმალურად რომ არაფერი არ შემოვიდეს როგორცც გავიგე ქორი მორი და ეგეთი რაგაცები ციცირის საქმეა ანუ მაგ საკიტს რამოდენიმე ციცირი მომიგვარებს
ცოტა რაოდენებით უკვე მგკავს 400 ფრთა აქედან 350 ქათამი ვარია წიწილა თავიდან სურვილი მქონდა სოფლებიდან მომეგროვებინა ქათმები მაგრამ მაინც ინკუბატორიდან ვიკიდე ბოლოს 250 1 თვიანი წიწილა რამოდენიმე მომიკვდა ერთი ხორბალ ვუკრიდი და ვერ გადამუშავა კინაგაამ გასკდა იმდენი ქონდა ნაჭამი მეორე პირკით შიმშილით რადგან ერთ ადგილას ვყრიდი და დაჩაგრეს ეხა პრემიქს ვაჩმევ ანუ სიმინდ ხორბალის ნაქვავაში გარეულ 10 % პრემიქს ჯერეჯერობით არიან ნორმალურად არ უჩივიან არაფერს
საქათმის აშენება ესა ჩემი პირველი საკითზი რაც უნდა გავაკეთო აქ ერთი ფორუმელი სურათები ვნახე მაგრად მომექონა სეტკით ქონდა გაკეთებული საქათმე და დზაან დამაინტერესა თუ შIედზლება რომ სადირკველში ჩავასხა შიგნით ჩავაყოლო სეტკა გადავხურო და ბრეზენტიტ გავუკეთო კედლები ან რა ვარიანტია
* * *
კიდე ერთი როგორც ვუყურე ჯობია გამოაჩეკინო და შენ გაზარდო უფრო იაფი ჯდება კვერცხის მდებელობაძე თუ მიკვან არც რესურს გამოცლილი იქნება და არ მქონია 6 თვემდე გაზრდა იმდენი დაჯდეს რაც რმ იკიდო დიღმის ბაზარში ან სადმე
ეხლა მარნეულის მხარეს მოვიარე უმეტესობას აგარ კავს წიწილები ერთი კაცია მაგანაც ბოლო პარტია არისო სეზონი მორჩაო ეს სეზონის მორჩენა რას ნიშნავს ეხა მე რომ გავმოჩეკინო ინკუპატორში აქ გაიზდებიან გინდ ეხა ან ნებისმიერ თვეს რამე დაშავდება

Posted by: iko-iko 23 Jul 2011, 21:22
avto_G
ნელანელა ყველაფერზე გაგცემ პასუხ, ცოტა დავლაგდები. ამწუთას კი რასაც გადავხედე გავაკეთებ რამოდენიმე შენიშვნას და მოგცემ რამოდენიმე რჩევას (პოსტში კითხვები ბევრია და ბევრი ტექნოლოგიური საკითხებია რასაც გაანგარიშებები უნდა და მოგაწვდი თბილი პურივით ორშაბათიდან)
QUOTE
არამრტო ქატმები ფრინველები ინდაურეი ბატი იხვი მაგრამ 90 % ქათმები ქათმების გაშვება მინდა გარეთ ანუ ეზოში

წყალმცურავ ფრინველებთან ერთად ანუ ბატთან და იხვთან ერთად არ შეიძლება რო გყავდეს ქათმები, ინდააურები, ციცრები და სხვა. ეს ვეტერინარული თვალსაზრისით ძალიან გაუმართავია, რადგან წყალმცურავები ბუნებრივად არიან ისეთი დაავადების რეზერვუარები (მტარებლები მაგრამ თვითონ არ ემართებათ) რომელიც ქათმებში და ქათმისებრთა ოჯახის ფრინველებში იწვევს სიკვდილიანობას.
QUOTE
400 ფრთა აქედან 350 ქათამი ვარია წიწილა

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები უნდა გყავდეს ერთმანეთისგან გამოყოფილი, ამის ძალიან ბევრი და ძალიან საფუძვლიანი მიზეზი არსებობს.
QUOTE
რადგან ერთ ადგილას ვყრიდი და დაჩაგრეს ეხა პრემიქს ვაჩმევ ანუ სიმინდ ხორბალის ნაქვავაში გარეულ 10 % პრემიქს ჯერეჯერობით არიან ნორმალურად არ უჩივიან არაფერს

საკვები ფრონტი უნდა იყოს ყოველთვის განსაზღვრული ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ასევე ეს არის ერთერთი მიზეზი, რომ ასაკობრივი ჯგუფები უნდა იყოს გამოყოფილი.
პრემიქსს რომელს აძლევ 10%-იანს თუ 30%-იანს და რა ასაკისებს აძლევ, არ დაღუპო ქათამი. wink.gif
QUOTE
კიდე ერთი როგორც ვუყურე ჯობია გამოაჩეკინო და შენ გაზარდო უფრო იაფი ჯდება კვერცხის მდებელობაძე თუ მიკვან არც რესურს გამოცლილი იქნება და არ მქონია 6 თვემდე გაზრდა იმდენი დაჯდეს რაც რმ იკიდო დიღმის ბაზარში ან სადმე

რათქმაუნდა.
QUOTE
ეს სეზონის მორჩენა რას ნიშნავს

ადგილობრივი ფერადი ქათმების პროდუქტიულობა სეზონურია, მართალია ეხლა სეზონი უკვე მორჩა.
QUOTE
ეხა მე რომ გავმოჩეკინო ინკუპატორში აქ გაიზდებიან გინდ ეხა ან ნებისმიერ თვეს რამე დაშავდება

არაფერიც არ დაშავდება, მარა ეხლა კვერცხდების სეზონი მორჩენილია და საკმარისი რაოდენობის კვერცხი ვერ გროვდება ხოლმე ინკუბატორისთვის, დიდხანს კი საინკუბაციო კვერცხის შენახვა არ შეიძლება.

მოკლედ ნელნელა რაღაცეებში გაგარკვევ, ბევრიც დავწერეთ ამ თემაში, გადახედე კარგი ინფოები დევს. ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და ცოდნასთან ერთად გამოცდილებასაც მიიღებ.

ხო აქვე გეტყვი რო შენი წიწილები სასწრაფო წესით დასამუშავებელია რიგ დაავადებებზე (ვაქცინაციები გაქვს ჩასატარებელი)

Posted by: avto_G 24 Jul 2011, 00:48
QUOTE (iko-iko @ 23 Jul 2011, 21:22 )

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები უნდა გყავდეს ერთმანეთისგან გამოყოფილი, ამის ძალიან ბევრი და ძალიან საფუძვლიანი მიზეზი არსებობს.
QUOTE
რადგან ერთ ადგილას ვყრიდი და დაჩაგრეს ეხა პრემიქს ვაჩმევ ანუ სიმინდ ხორბალის ნაქვავაში გარეულ 10 % პრემიქს ჯერეჯერობით არიან ნორმალურად არ უჩივიან არაფერს

საკვები ფრონტი უნდა იყოს ყოველთვის განსაზღვრული ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ასევე ეს არის ერთერთი მიზეზი, რომ ასაკობრივი ჯგუფები უნდა იყოს გამოყოფილი.
პრემიქსს რომელს აძლევ 10%-იანს თუ 30%-იანს და რა ასაკისებს აძლევ, არ დაღუპო ქათამი. wink.gif

ვაიმე smile.gif მითხარი აბა რა ასაკზე რომელი უნდა და რა დოზით სანამ მომიკვდნენ smile.gif ყველას ერთი და იგივეს ვუყრი რომელი პრემიქსია არ ვიცი იქვე მირევენ სადაც ვყიდულობ ინდაურებიც მაგას ჭამენ

თან დღეს 30 ცალი 2 კვირის ბროილერეიც შევამატე კოლექციას

Posted by: bagha 24 Jul 2011, 23:26
iko-iko ერთი შეკითხვა მაქვს შენთან სატაბაკედ რომელი ვარია ჯობია დედალი თუ მამალი?

Posted by: iko-iko 25 Jul 2011, 10:33
bagha
ვარიების ერთი ასაკის ჯგუფში მამალს უფრო მეტი წონა აქვს ვიდრე დედალს, შესაბამისად ტაბაკა უფრო კონდიციური მამლისაა, თორე როგორც ასეთი გემოში ტაბაკებში დიდი სხვაობა არაა. ზრდასრულებში კი როგორც წესი დედალი უფრო ცხიმიანია ხოლმე, მამალი კი მჭლეა და შედარებით მუქი ხორცი აქვს. გემოვნებაზე არ დაობენ ტაბაკა სულერთია ხოლო ზრდასრული მე მამალი მირჩევნია, უმრავლესობას კი დედალი.
* * *
avto_G
QUOTE
ვაიმემითხარი აბა რა ასაკზე რომელი უნდა და რა დოზით სანამ მომიკვდნენყველას ერთი და იგივეს ვუყრი რომელი პრემიქსია არ ვიცი იქვე მირევენ სადაც ვყიდულობ ინდაურებიც მაგას ჭამენ

თან დღეს 30 ცალი 2 კვირის ბროილერეიც შევამატე კოლექციას

ნამეტანი ნუ აურევ ერთმანეთში ამ ბროილერებს და ფერადებს. ბროილერს კი უნდა მიცე საკვებში პრემიქსის ის რაოდენობა რაც პრემიქსზეა მითითებული მარა ფერადებს მაგდენი არ ჭირდებათ. რო გითხრა რომელს რა დოზა უნდა მისცე პირველ რიგში უნდა მითხრა რა პრემიქსს აძლევ, რამდენ %-იანია. მიდი სადაც პრემიქსს ყიდულობ და იკითხე. მერე გამოაცალკევე ყველა ასაკის წიწილები ერთმანეთისგან, დაწერე რა რამდენი გყავს და მერე ვიმსჯელოთ. ასე ერთიდაიგივე საჭმელით ყველაფერი რო გაზარდო მასეთი რამე არარსებობს ჯერჯერობით.

Posted by: bagha 25 Jul 2011, 11:28
iko-iko გაიხარეე,მეც მასე ვფიქრობდი მაგრამ გამოცდილი ადამიანის აზრი სულ სხვაა biggrin.gif

Posted by: avto_G 26 Jul 2011, 21:50
iko-iko
დავანაწილები ქათმები smile.gif
ესეგი 220 დაახლოებით ერთი თვისები არიან 200 გრამია თითო
50 ცალი 2 თვიდან 3 თვემდე ეგენი 400-600 გრამამდე არიან
30 ცალი 2 კვირის ბროილერი
10 ცალი უკვე კვერცხის მდებელი
15 ერთი თვის ინდაური
15 ცალი ორი თვის ინდაური

Posted by: wayfarer 27 Jul 2011, 00:56
ნორიო და პატარძეული მეც გავიგე, მაგრამ რა ჯიშის ქათმებს ყიდიან ეგაა გასარკვევი.

Posted by: iko-iko 27 Jul 2011, 13:09
avto_G
QUOTE
ესეგი 220 დაახლოებით ერთი თვისები არიან 200 გრამია თითო

ე.ი. მაგ ერთი თვისებს უნდა მისცე პრემიქსი 20% და დანარჩენი დაღერღილი მარცვალი ოღონდ ლაპარაკი მაქვს 30%-იან პრემიქსზეზე. იმ შემთხვევაში თუ პრემიქსი არის ე.წ. 10%-იანი მაშინ უნდა მივცეთ 3-4%. ამიტომ გითხარი პირველრიგში დამიზუსტე რომელ პრემიქსს ხმარობ ათპროცენტიანს თუ ოცდაათიანს.
დასმის სიმჭიდროვე შენობაში ამ ასაკისთვის შეგიძლია გქონდეს 7-10 ფრთა/მ2 (ოღონდ ზრდადასრულებულებში უნდა შეამცირო 4 ფრთა/მ2-მდე) ამ პერიოდისთვის თითოეულ ფრთაზე უნდა მოდიოდეს საკვების ფრონტი 2-4 სმ. ხოლო საწყურებლის ფრონტი კი 1 სმ.
QUOTE
50 ცალი 2 თვიდან 3 თვემდე ეგენი 400-600 გრამამდე არიან

რაც შეეხება 2-3 თვიანებს საკვებიში შეურიე 10% პრემიქსი; დასმის სიმჭიდროვე 4 ფრთა/მ2; კვების ფრონტი - 4-8 სმ/ფრთაზე; საწყურებლის ფრონტი - 2სმ/ფრთაზე.
QUOTE
10 ცალი უკვე კვერცხის მდებელი

საკვებში 10% პრემიქსი ან სსასურველია სპეციალური მეკვერცხულის კონცენტრატი იმდენი რაც მითითებულია კვერცხდების პერიოდისთვის; დასმის სიმჭიდროვე 3 ფრთა/მ2; საკვების ფრონტი - 10 სმ; საწყურებლის ფრონტი 2 სმ.

QUOTE
15 ერთი თვის ინდაური
15 ცალი ორი თვის ინდაური

საკვებში მათაც 10% პრემიქსი ჩაურთე, დასმის სიმჭიდროვე 1ფრთა/მ2; კვების ფრონტი 10 სმ/ფრთაზე; საწყურებლის ფრონტი 4სმ/ფრთაზე.

ბროილერები სხვა თემაა, აჭამე საკვებში 30% პრემიქსი და სანამ არ გახდება შენთვის სასურველი დასაკლავი წონის მანამდე მასე გყავდეს. მერე კი დანა გალესე. დასმის სიმჭიდროვე 15 ფრთა/მ2; საკავების ფრონტი 10სმ; საწურებელი 2 სმ.

Posted by: avto_G 27 Jul 2011, 17:18
iko-iko
გასაგებია რომელი პრემიქსი ჯობია ვიკიდო სავარაუდოდ მე 30 % ვხმარობ ისე თU სწორედ მახსოვს ორიეს ერთი ფასი აქვს და რა განსხვავებია მაგ პრემიქსებს შორის იმიტომ რომ 10 % თუ ვიკიდი ბევრად ნაკლები ხარჯი იქნება მათი გამოკვება
როცა ავწონე რაგაც დზაან პატარები არიან ასკათან შედარებით როგორც მე ვფიქრობ და ცოტა რომ ცავასუქო ეს პატარებზე მაქ საუბარი და 2 თვიანებზე რამე რომ შევურიო ან რომელი მარცვალი ჯობია ჯერჯერობით ცოტ ცოტას ვყიუდობ საჩმელს რადგან ვერ გავიგე მაინც რომელს მივაწვე სიმიდის და ხორბის გარდა სხვა რამეც რომ შევირიო ხოლმე ან რა დოზებით შევიურო იმისთვის რომ ცოტა მოსუქდნენ
კიდე დზველი პურის გამოკენება თუ შეიდზლება რამეში და წისქვილის ატხოდების წისქვილშI იგულისხმება ფქვილის ქარხანაში რაც რჩება ატხოდი რადგან შესადზლებელია ამეების შოვნა

es sackurebis da sakveburebis fronti ras niSnavs წყალე ბანკებს ვხმარობ და რამდენი ცალი უნდა

Posted by: iko-iko 27 Jul 2011, 20:48
avto_G
QUOTE
გასაგებია რომელი პრემიქსი ჯობია ვიკიდო სავარაუდოდ მე 30 % ვხმარობ ისე თU სწორედ მახსოვს ორიეს ერთი ფასი აქვს და რა განსხვავებია მაგ პრემიქსებს შორის იმიტომ რომ 10 % თუ ვიკიდი ბევრად ნაკლები ხარჯი იქნება მათი გამოკვება

მაგათში სხვაობა ისაა, რომ 10%-იანი შეიცავს უფრო დიდი რაოდენობით მონელებად პროტეინს, მაგრამ სუ ცხოველური წარმოშობისას 10%-იან პრემიქსს მაგ შემთხვევაში შენით უნდა დაუმატო დანარჩენი მცენარეული პროტეინის წყარო.

30%-იანი შეიცავს შედარებით ნაკლებ პროტეინს სამაგიეროდ უკვე დაბალანსებულია მცენარეულის და ცხოველურის თანაფარდობით, ამიტომაც ეძლევა უფრო მეტი.

QUOTE
როცა ავწონე რაგაც დზაან პატარები არიან ასკათან შედარებით როგორც მე ვფიქრობ და ცოტა რომ ცავასუქო ეს პატარებზე მაქ საუბარი და 2 თვიანებზე რამე რომ შევურიო ან რომელი მარცვალი ჯობია ჯერჯერობით ცოტ ცოტას ვყიუდობ საჩმელს რადგან ვერ გავიგე მაინც რომელს მივაწვე სიმიდის და ხორბის გარდა სხვა რამეც რომ შევირიო ხოლმე ან რა დოზებით შევიურო იმისთვის რომ ცოტა მოსუქდნენ

მარცვალი შეგიძლია გამოიყენო მარტო სიმინდიც, მარტო ხორბალიც ან შერეული, სიმინდში უფრო მეტი ენერგია და პროტეინია შესაბამისად ცოტა მოსასუქებლად ეგ ჯობია, მარა არ უნდა გადაასუქო მეკვერცხულობისთვის თუ გინდა, ჯობია რო შერეული მარცვალი მისცე და კვერცხდებას რო დაიწყებს აუცილებლად უნდა ჩართო ქერი.

QUOTE
კიდე დზველი პურის გამოკენება თუ შეიდზლება რამეში და წისქვილის ატხოდების წისქვილშI იგულისხმება ფქვილის ქარხანაში რაც რჩება ატხოდი რადგან შესადზლებელია ამეების შოვნა

რათქმაუნდა შეიძლება, მარა ეს არ ნიშნავს რო სულ ანარჩენებზე დასვა, ანარჩენები უნდა შეურიო ერთერთი საკვები დანამატის სახით მაგალითად 5%.

QUOTE
es sackurebis da sakveburebis fronti ras niSnavs წყალე ბანკებს ვხმარობ და რამდენი ცალი უნდა

ეგ საწყურებლები თუ არ ვცდები ერთი ცალი გათვლილია 50 ფრთაზე, მაგრამ შენს შემთხვევაში ეგ საწყურებლები სასწრაფოდაა მოსაშორებელი რაგან ფრინველი უკვე დიდია და ხშირად გადააბრუნებენ, დაბლა დაქცეული ყოველი წვეთი წყალი ქმნის ეიმერიოზის დიდ საფრთხეს. სასწრაფოდ შეცვალე საწყურებლები რაიმე ღარით ან მისთანა რამეთი.

ქვეშსაფენად რას ხმარობ საქათმეში?

Posted by: VoK 28 Jul 2011, 18:39
QUOTE
1)პრემიქზე მაინტერესებს თუ რომელი ჯობია და სად ვიყიდო ხარისხიანი?

მიდი თამარ მეფის 4-ში ..
ბელგიური პრემიქსი აქვთ, საუკეთესო ხარისხის...

Posted by: avto_G 8 Aug 2011, 13:14
iko-iko
ფერმა ვიქირავე და იქ გადავიყვანე ქვევით ბეტონი ასხია და ნახერხი დავუყარე დზაან ბევრი საკვებური დავუდგი სულ აქვთ პასტაიანათ საჩმელი სიმინს პრემიქს და კალცს ვურევს საკვებში პრემიქს მოყვება ეს კალცი კარგი არისო მითხრეს ვეტერინარიც ვიპოვე დზლივს პატარებს ბანკებს უვუდგავ და დიდებს გამდინარე წყალი აქვთ პლასმასი ტრუბები გადის და ზედა მხარეე გადაჭრილი აქვთ რაგაც დაავადება აიკიდეს ამ დაქცეული წყლის გამო განავალი სისხლიანი ქონდათ ეხა მივეიცი რაგაც წამლები ალბათ ეშველებათ
როგორ ჩავასუქო კიდე რამე რომ მივცე არ შეიდზლება პურს ვულბობ ხოლმე წყალსი დიებს ორ სამ დღეში ერთხელ მაგრად ჭამენ და რამე კიდე რომ მივცე არ შეიდზლება და შUქი უნდათ ქათმებს სულ რომ შუქი ქონდეთ ჩართული ხომ უფრო მეტს შეჭამენ


ეხა მინდა ერთი 1000 ცალი გამოვაჩეკინო და 1 დღის წიწილებს რა პირობები შევუქმნა რომ არაფერი დაემართოთ რამდენზე უნდა გავუთბო ოთახი ან ვაპშე გავუთბო რა მივცე როგორ იქნებ დამაკვალიანოთ

Posted by: iko-iko 8 Aug 2011, 13:51
avto_G
კოქციდიოზი აუკიდებიათ შენს ქათმებს. თუ სწორი დიაგნოზი გაქვს და შესაბამისი მკურნალობა მაშინ ეშველება თუარადა ოი ოი ოი.

1000 წიწილას რო იძახი რისი უნდა გამოაჩეკინო ფერადის თუ ბროილერის? ასე ფორუმიდან დაკვალიანებულზე ცოტაარიყოს ძნელი საქმეა, გამოზრდის დროს რო გაგიჩნდეს ერთი ორი შეკითხვა კიდე ხო მარა მთელი პროცესის აქ დაწერა შეუძლებელია wink.gif

Posted by: avto_G 8 Aug 2011, 16:52
ორივე მინა მაგრამ ჯერ ფერადი ბროილერზე ცოტა რაგაც ვიცი

ინკუპატორზე ხომ არ იცით რამე 10 000 $ გირს 45000 ცალიანიო ისე ინტერნეტში არის 500 ცალიანი 1000 ლარი
უბრალოს რამოდენიმე ინკუპატორში მიტხრეს სეზონი აგარ არის და ვეგარ გამოგიჩეკავთო და ვერ გავიგე რას ქვია სეზონი არ გაიზდება მოკვდება თუ რა არის

Posted by: iko-iko 8 Aug 2011, 17:52
avto_G
არა ინკუბატორის ფასებს და ა.შ. ვერ გეტყვი, აზრზე არ ვარ. 10 000 დოლარს თუ უნივერსალში გეუბნებიან მაშინ ძვირია, მაგ ფასად ჩემის აზრით სულ ახალს ჩამოიტან და არ გაგაწვალებს მაინც.

QUOTE
რამოდენიმე ინკუპატორში მიტხრეს სეზონი აგარ არის და ვეგარ გამოგიჩეკავთო და ვერ გავიგე რას ქვია სეზონი არ გაიზდება მოკვდება თუ რა არის

არა მოკვდებას და არ გაიზრდებას არ ნიშნავს. სეზონის დამთავრებას ეძახიან ჩვენებური ფერადებისთვის იმიტომ რომ, ფერადებს ანუ ადგილობრივ ქათმებს ახასიათებთ კვერცხდების სეზონურობა და ყველაზე ინტენსიურად კვერცხდება იწყება იანვრიდან გაზაფხულამდე, მერე კლებულობს და თანაც სიცხის გამო ჩეკვაც უხარისხოა. რაც უფრო ადრეა გამოჩეკილი წიწილა მით უფრო დიდი ხვდება ზამთარს და არ უჭირს ზამთრის გადატანა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადგილობრივი ფერადი ქათმის კვერცხი ინკუბატორებში მიაქვთ ხოლმე გაზაფხულზე, ამიტომაც ასეთი ინკუბატორები მუშაობენ სეზონურად. ეხლა იმ ინკუბატორშიკმა შენი კვერცხი რო ჩაალაგოს გამოსაჩეკად არ აწყობს რადგან სხვას ვეღარ ჩადებს იმასთან ერთად, ვერ დატვირთავს ინკუბატორს ბოლომდე, შესაბამისად შენი 1000 კვერცხით ხარჯებსაც კი ვერ დაფარავს wink.gif ერთი კვერცხის გამოჩეკვაში თუ გადაუხდი 2 ლარს შეიძლება გამოგიჩეკოს. biggrin.gif

Posted by: Zichi 9 Aug 2011, 05:41

Posted by: AltF4 16 Aug 2011, 17:56
ვაპირებ ბროილერის ფერმის გაკეთებას. ვისაც აქვს ამ ბიზნესთან ან მის დანადგარებთან შეხება მომაწოდეთ ინფორაცია.
ვაპირებ გალიებში გამოზრდას, წიწილები მომყავს საჩეკიდან 1 დღის.
ვიწყებ 500 ფრთით. საკვები: პრემიქსი+სიმინდი. მაქვს 4 გალია, 3 სართულით, თითო სართულზე 2 განყოფილება, თითო განყოფილებაში 20 ბროილერი (ანუ 20 ბროილერს შეუძლია ერთდროულად ჭამოს).
მაინტერესებს სპეცფიური მომენტები, ვაპირებ მოვიშორო 30-40 დღეში.


Posted by: nokiaaa 16 Aug 2011, 20:43
კაი აზრია ძMა მარა ერთი რჩევა მექნება, მაგდენით ნუ დაიწყებ პირველს მაინც, დაიწყე 100 ფრთით, გიფსოთი გადატიხრე რომ სითბო დაიჭირო. საშუალოდ 6 დან 6.5 ლარამდე დაგიჯდება ერთი ფრთა
რამდენად ყიდულობ წიწილებს და სად?

Posted by: Beqa B 17 Aug 2011, 00:15
AltF4
http://forum.ge/?f=41&showtopic=33986628
არის ფორუმზე ეს თემა, და სხვათაშორის სრულიად ამომწურავად არის გარჩეული ყველა საკითხი, ამ ბიზნესის მქონე და პროფესიონალი პირებისაგან.

თანაც შენ ყველაფერი გარკვეული და მომზადებული გქონია, და სწორადაც აგირჩევია რომ უკვე გამოჩეკილი ქათმები მოგყავს, ნაკლებას სარისკოა.

მაგრამ უნდა ჩამოყალიბდე ქათმები ხორცად გინდა თუ კვერცხისთვის, ყველა კვერცხს არჩევს, მაგრამ გარკვეული რაოდენობის შემდეგ ლიცენზია და შემდეგ კვერცხების დაბეჭდვა გჭირდება.

ბოლო და მთავარი, რეალიზაციის პრობლემაა მოსაგვარებელი...

დანარჩენი თემას გადახედე და მანდ არის ბევრი სასარგებლო რჩევა + წყარო, თანაც გამოცდილი ხალხისაგან.
წარმატებები!

Posted by: ushuaia 17 Aug 2011, 00:26
დზვირია საკმაოდ .......................................

Posted by: AltF4 17 Aug 2011, 10:43
QUOTE (Beqa B @ 17 Aug 2011, 00:15 )
AltF4
http://forum.ge/?f=41&showtopic=33986628
არის ფორუმზე ეს თემა, და სხვათაშორის სრულიად ამომწურავად არის გარჩეული ყველა საკითხი, ამ ბიზნესის მქონე და პროფესიონალი პირებისაგან.

თანაც შენ ყველაფერი გარკვეული და მომზადებული გქონია, და სწორადაც აგირჩევია რომ უკვე გამოჩეკილი ქათმები მოგყავს, ნაკლებას სარისკოა.

მაგრამ უნდა ჩამოყალიბდე ქათმები ხორცად გინდა თუ კვერცხისთვის, ყველა კვერცხს არჩევს, მაგრამ გარკვეული რაოდენობის შემდეგ ლიცენზია და შემდეგ კვერცხების დაბეჭდვა გჭირდება.

ბოლო და მთავარი, რეალიზაციის პრობლემაა მოსაგვარებელი...

დანარჩენი თემას გადახედე და მანდ არის ბევრი სასარგებლო რჩევა + წყარო, თანაც გამოცდილი ხალხისაგან.
წარმატებები!

კი ეგ ვნახე ფორუმზე და წავიკითხე ქათმების ფერმასთან დაკავშირებით და მანდ არ არის საუბარი კონკრეტულად ბროილერზე, მე კი ბროილერი მყავს და ხორცზე ვმუშაობ, კვერცხზე არა, 30–35 დღეში მინდა მოვიშორო.
მაინტერესებს რაიმე განსაკუთრებული თუ ჭირდება ბროილერს, ან საკვების დოზები, 15 დღის შემდეგ ფართი რამდენი, ნიუანსები მაინტერესებს რა, იმ ადამიანისგან რომელსაც გამოცდილება აქვს ბროილერთან და არა ტაბაკასთან, მანდ სულ სხვა სიტუაციაა და 3 თვე უნდა ელოდო და სხვა რეჟიმი ჭირდება
თუ გალიებში ვიწყებ გამოზრდას ბოლომდე მანდ უნდა ვიყოლიო ან თუ იატაკზე გავუშვებ ამ შემთხვევაშიც არ უნდა შევუცვალო მდებარეობა? და სად ჯობია, გალიებში თუ იატაკზე?
თუ იატაკზე მყავს და ნახერხს დავყრი, ის ნახერხი უნდა ვცვალო გარკვეულ პერიოდში თუ უბრალოდ ზემოდან ვამატო? რომელი ჯობია?
ასეთი სისტემა რომ დავნერგო: ჯერ 1 დღიანი წიწილები გალიებში და გარკვეული დროის შემდეგ გადავიყვანო იატაკზე?
ბროილერს განათება 24 საათიანი ჭირდება? რადგან მუდმივად ჭამონ?
შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ მაინც მაინტერესებს სსადღაც ფორუმზე წავაწყდი რომ კარგი იქნება მუსიკის ჩართვა givi.gif ანუ მუდამ რომ ფხიზლად იყვნენ და ეს მიზანშეწონილია? smile.gif)))

Posted by: AltF4 18 Aug 2011, 17:24
მაინტერესებს რაიმე განსაკუთრებული თუ ჭირდება ბროილერს, ან საკვების დოზები, 15 დღის შემდეგ ფართი რამდენი, ნიუანსები მაინტერესებს რა, იმ ადამიანისგან რომელსაც გამოცდილება აქვს ბროილერთან და არა ტაბაკასთან, მანდ სულ სხვა სიტუაციაა და 3 თვე უნდა ელოდო და სხვა რეჟიმი ჭირდება

თუ გალიებში ვიწყებ გამოზრდას ბოლომდე მანდ უნდა ვიყოლიო ან

თუ იატაკზე გავუშვებ ამ შემთხვევაშიც არ უნდა შევუცვალო მდებარეობა? და სად ჯობია, გალიებში თუ იატაკზე?

თუ იატაკზე მყავს და ნახერხს დავყრი, ის ნახერხი უნდა ვცვალო გარკვეულ პერიოდში თუ უბრალოდ ზემოდან ვამატო? რომელი ჯობია?

ასეთი სისტემა რომ დავნერგო: ჯერ 1 დღიანი წიწილები გალიებში და გარკვეული დროის შემდეგ გადავიყვანო იატაკზე?

ბროილერს განათება 24 საათიანი ჭირდება? რადგან მუდმივად ჭამონ?

შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ მაინც მაინტერესებს სსადღაც ფორუმზე წავაწყდი რომ კარგი იქნება მუსიკის ჩართვა givi.gif ანუ მუდამ რომ ფხიზლად იყვნენ და ეს მიზანშეწონილია? smile.gif)))

Posted by: avto_G 19 Aug 2011, 19:08
ბროილერის კილომდე მიკვანა ანუ სუფტა ხორცი რომ კილო იკოს ცოცხალი წონა 1.4 დახხლოებით რამდენი საკვები უნდა როგორც გავიგე რასაც ცჰამს ნახევარს იმატებსო და მართალია

Posted by: AltF4 22 Aug 2011, 15:57
UP---------------------------------UP-------------------------------UP

Posted by: iko-iko 22 Aug 2011, 17:00
AltF4
QUOTE
მაინტერესებს რაიმე განსაკუთრებული თუ ჭირდება ბროილერს, ან საკვების დოზები

საკვები უნდა ქონდეს მუდმივი, რაც შეეხება შემადგენლობას მიხვალ და იყიდი პრემიქსს რომელსაც გადაურევ სიმინდში ან ხორბალში და მორჩა, სიმინდი-70%, პრემიქსი-30%. არის კიდევ სხვანაირი პრემიქსებიც, ამ შემთხვევაში სოიოს შროტიც უნდა შეიძინო და ისე შეურიო, სადაც იყიდი იქვე გეტყვიან როგორ.
QUOTE
15 დღის შემდეგ ფართი რამდენი

15-20 ფრთა/მ2 გააჩნია რა წონებამდე გაზრდი.
QUOTE
თუ გალიებში ვიწყებ გამოზრდას ბოლომდე მანდ უნდა ვიყოლიო

კი ბოლომდე გალიებში უნდა იყოლიო.
QUOTE
თუ იატაკზე გავუშვებ ამ შემთხვევაშიც არ უნდა შევუცვალო მდებარეობა?

არა რათქმაუნდა, ქათამი სტრესში არ უნდა ჩააგდო, ძალიან მოქმედბ წონამატზე და საერთო მდგრადობაზე.
QUOTE
და სად ჯობია, გალიებში თუ იატაკზე?

გალიებში ნაკლები დანახარჯებით (სამაგიეროდ გალიების ფასი, მათი მოვლა ერთერთი ნაკლია) უფრო მეტი წონამატი აქვს, სამაგიეროდ ხორცის ხარისხი მოიკოჭლებს და მსოფლიოში უფრო იატაკზე გამოზრდას ანიჭებენ უპირატესობას, ძალიან მარტივია.
QUOTE
ასეთი სისტემა რომ დავნერგო: ჯერ 1 დღიანი წიწილები გალიებში და გარკვეული დროის შემდეგ გადავიყვანო იატაკზე?

არა. პირდაპირ იატაკზე.
QUOTE
თუ იატაკზე მყავს და ნახერხს დავყრი, ის ნახერხი უნდა ვცვალო გარკვეულ პერიოდში თუ უბრალოდ ზემოდან ვამატო?

ნახერხს ყრი ერთხელ და უმატებ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში (თუ დასველდა ან სულ შეჭამეს)
QUOTE
ბროილერს განათება 24 საათიანი ჭირდება? რადგან მუდმივად ჭამონ?

ძირითადად 24 საათიანზე ყავთ ხოლმე უფრო ნაკლებად საწვალებელია, ისე ცვალებადი განათება უფრო ეფექტურია, ამას უკვე რეჟიმები აქვს ასაკების და მიხედვით.
QUOTE
შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ მაინც მაინტერესებს სსადღაც ფორუმზე წავაწყდი რომ კარგი იქნება მუსიკის ჩართვა givi.gif ანუ მუდამ რომ ფხიზლად იყვნენ და ეს მიზანშეწონილია? smile.gif)))

ისეთივე დიდი სისულელეა როგორც ფერადი განათება biggrin.gif

Posted by: avto_G 23 Aug 2011, 18:23
დაკლულის რამდენი ხანი აქვს ვადა და რამდენი გრადუსი უნდა მაქსიმუმ ?

Posted by: lote 31 Aug 2011, 14:22
გამარჯობათ

აქ როგორჩ გავიგე უმეტესობას ან ქათმის ფერმა გაქვთ ან ფერმის გაკეთებას აპირებთ, და მინდა შემოგთავაზოთ თუ სურვილი გექნებათ,

ქათმის საკვები თუ ვინმეს გინდათ ახალი ყვითელი სიმინდი ამერიკული ჯიშები რომა არის, დაახლოებით 40 ტონამდე გვაქვს გასაყიდი

თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ მომწეროთ

Posted by: avto_G 31 Aug 2011, 23:07
lote
ფასი?/???????????????????????????????????/

Posted by: lote 1 Sep 2011, 14:22
ფასი არ ვიცი სიმართლე გითხრა მამაცჩემს აკვს და თუ დაგაინტერესებს ნომერს მოგწერ პმ ში და შეგიზლია დაუკავშირდე.

Posted by: bagha 2 Sep 2011, 15:08
მერე აქაც დადე ფასი იქნებ ვინმეს უნდოდეს

Posted by: lote 3 Sep 2011, 10:08
ფასი როგორც ვიცი 90 თეთრი ან 1 ლარია, სიმინდი არის დასავლეთში თერჯოლაში , ფასი დამოკიდებულია რაოდენობაზე

Posted by: iko-iko 19 Oct 2011, 13:06
ერთი რამე მაკვირვებს ამ თემაში მონიშნული ვარ, მთელი განყი გადავაბრუნე და ვერ ვიპოვე. იქნებ UP-ის მერე დავინახო კვლავ. რატო ხდება ასე?

Posted by: rastafari 19 Oct 2011, 13:34
QUOTE
ამ თემაში მონიშნული ვარ, მთელი განყი გადავაბრუნე და ვერ ვიპოვე.

იგივე მჭირს მეცsmile.gif

Posted by: gio020 4 Nov 2011, 02:42
გამარჯობათ გადავხედე 29ვე გვერდს მაგრამ მაგრამ ჩემ კითხვაზე პასუხი ვერსად ვერ ვნახე მაინც. მაინტერესებს თუ შეიდზლება ქათმის მხოლოდ ქატოზე გაზრდა და რომელი ჯიშის თუ არ შეიდზლება რატო? მოკვდება თუ ვერ გაიზრდება? ვაპირებ ქათმების ფერმის გაკეთებას მაგრამ ჯერ ვერ ვერკვევი კარგად ამ სფეროში და თქვენა ნებისმიერი რჩევა ძალიან წამადგება და გავითვალისწინებ. წინასწარ მადლობა

Posted by: iko-iko 4 Nov 2011, 11:39
gio020
QUOTE
მაინტერესებს თუ შეიდზლება ქათმის მხოლოდ ქატოზე გაზრდა და რომელი ჯიშის თუ არ შეიდზლება რატო?

biggrin.gif ერთმნიშვნელოვნად არა. იმიტომ რომ ქატო არის როგორც საკვების ერთერთი კომპონენტი ანუ ერთერთი დანამატი და არა თვით საკვები.

ადამიანს დაბადებიდან მარტო მჭადით გაზრდი? ვერ გაზრდი! ასევეა ქათამი.

რახამ ქათამი ქატოს ჭამს ეს იმას არ ნიშნავს რო შეგვიძლია მარტო ქატოთი გავზარდოთ ის და მოვაცემინოთ პროდუქტი. მასე ქათამი ბალახსაც ჭამს და ქტოზე იაფია, მარა ძროხასავით ბალახზე ვერ გაიზრდება. სხვათაშორის ქათამი კენჭებსაც კენკავს ეს მოსანელებლად ჭირდება მარა ეს იმას არ ნიშნავს რო კენჭით გავზრდით.

ქატო შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე თვიდან 2% და შემდგომში ცოტათი მეტი. დანარჩენ შემთხვევაში არც მოკლავს და არც დატოვებს.

Posted by: gio020 4 Nov 2011, 13:48
iko-iko
თქვენ გეტყობათ სოფლის მეურნეობაში კარგად ერკვევით, რჩევას ხო ვერ მომცემთ მარტო ქატოზე რა ცხოველის გაზრდა შეიძლება? ცოტა თემიდან გადავუხვიე მაგრამ გთხოვთ არ შევიმჩნიოთ smile.gif

Posted by: iko-iko 4 Nov 2011, 14:08
gio020
ნწუ მარტო ქატოზე ერთადერთი მსხვილფეხას თუ გამოკვებავ რათქმაუნდა ბალახი და თივა შედის მათ რაციონში აუცილებლად. რავი როგორ გითხრა ვერაფერსაც ვერ გაზრდი.

ნუ კი გაზრდი მარა ვაი იმ გაზრდას biggrin.gif მოსახლეობა ღორებს სუ ქატოზე არ ზრდის. შენც შეგიძლია ღორი გაზარდო მარა გეუბნები რო თუ სერიოზულ მეცხოველეობას გინდა რო ხელი მოკიდო ჩამოაყალიბო ღორების სადედე გუნდა, გქონდეს აღწარმოება, გამოზარდო გოჭები და შემდგომში ასუქო მარტო ქატოთი ვერაფერს ვერ გახვალ. ისე სახლისთვის თუ გინდა რამდენიმე ღოს კი გაზრდი დაკვლამდე.

Posted by: gio020 4 Nov 2011, 21:08
სერიოზულად მინდა მაგრამ ჩემი პლიუსი (თუ შეიძლება ასე ითქვას) ისაა რო ქატო დზნ იაფად მექნება და მეც ვცდილობ რო ჩემი პლიუსი კარგად გამოვიყენო smile.gif თქვენი აზრით ქატოთი გაზრდლ დვარნიაშკა ღორს 6 თვეში რა წონა ექნება?

Posted by: avto_G 5 Nov 2011, 12:50
თუ ვინმეს ბროილერის ფერმისთვის რაიმე საიტერესო აქვს გასაყიდი შემეხმინაეთ

Posted by: Zura67 6 Nov 2011, 16:41
ჯჰგ

------------------------------------------------------------------------------

Posted by: gio020 17 Nov 2011, 02:50
მაინტერესებს დღეს-დღეისობით საქართველოში რომელი ტიპის ქათმების მოშენება ღირს მეკვერცხეულის თუ მეხორცის, ლაპარაკი მაქ დიდი რაოდენობის ქათმებზე მაგალითად 10000 ფრთაზე და არის თუ არა ფრინველის გრიპი საშიში ფერმაში გაზრდილი ქათმისთვის. მადლობა წინასწარ

Posted by: ZVR 17 Nov 2011, 23:01
პარდონ... ერთი ჩაინიკური კითხვა:

QUOTE
10000 ფრთა

ეს 5 000 ქათამი იგულისხმება? boli.gif

Posted by: gio020 17 Nov 2011, 23:06
უი შემეშალა 20000 უნდა დამეწერა smile.gif)

Posted by: ZVR 17 Nov 2011, 23:11
gio020
QUOTE
უი შემეშალა 20000 უნდა დამეწერა

მე სერიოზულად ვიკითხე... biggrin.gif

QUOTE
უი შემეშალა 20000 უნდა დამეწერა

ანუ 10 000-ი ქათამი? spy.gif

Posted by: gio020 17 Nov 2011, 23:41
მეც სერიოზულად გიპასუხე ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს ერთ-ერთი ვარიანტი ქათმებია , 10000 ქათამი ბევრია ძაან?

Posted by: avto_G 17 Nov 2011, 23:42

gio020
რისი ბაზარიც გაქ ..........................

Posted by: ZVR 18 Nov 2011, 02:10
gio020
QUOTE
მეც სერიოზულად გიპასუხე ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს ერთ-ერთი ვარიანტი ქათმებია , 10000 ქათამი ბევრია ძაან?

ბიჯოოო... იტოგში მივხვდი მარა იმას გეკითხებოდი - 2 ფრთა 1 ქათამს თუ უდრიდა... biggrin.gif


ეტოგში ბარემ თემაა და ალბათ დაინტერესებული პირები ნახავენ....

კორმი რო იყოს საქართველოში შემოტანილი უმაღლესი ხარისხის... შეიძენდით ?!

თუ ვინმე ყიდულობს... დაწერეთ რა ფასებში... რათქმაუნდა დაიტოვეთ მარჟა სავაჭრო... yes.gif

Posted by: iko-iko 18 Nov 2011, 06:51
ZVR
QUOTE
ეს 5 000 ქათამი იგულისხმება?

biggrin.gif მმმმაგარი კითხვა იყო.

Posted by: ushuaia 18 Nov 2011, 09:16
lol.gif lol.gif lol.gif ფრთა არა კურტუმო...........

Posted by: iko-iko 18 Nov 2011, 10:28
gio020
QUOTE
მაინტერესებს დღეს-დღეისობით საქართველოში რომელი ტიპის ქათმების მოშენება ღირს მეკვერცხეულის თუ მეხორცის, ლაპარაკი მაქ დიდი რაოდენობის ქათმებზე მაგალითად 10000 ფრთაზე და არის თუ არა ფრინველის გრიპი საშიში ფერმაში გაზრდილი ქათმისთვის. მადლობა წინასწარ

ორივე მომგებიანია, ოჯახური ბიზნესისთვის 10000 ფრთა ნორმალური რაოდენობაა მარა თუ ამ რაოდენობაზე დაქირავებული მუშა ხელი გეყოლება მაშინ ეს რაოდენობა ძალიან ცოტაა. 20000 კიდე არაუშავს. ეს ეხება მეკვერცხულსაც და მეხორცულსაც.
QUOTE
არის თუ არა ფრინველის გრიპი საშიში

მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? თუ ამის საშიშროება შეიქმნება და რუსეთის ბიოკომბინატები წარმატებით ამზადებენ ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს, გამოხმაურების მიხედვით საკმაოდ ეფექტურია.

Posted by: ushuaia 18 Nov 2011, 11:48
ორგულიანი კვერცხებიდან წიწილები იჩეკებაა????

Posted by: gio020 18 Nov 2011, 13:39
ხო მაგრამ დიდ რაოდენობაზე გასაღების პრობლემა ჩნდება, ჩემი აზრით მეხორცეული ქათმის რეალიზაცია უფრო ადვილი იქნება. თქვენი აზრით რომელი უფრო მოთხოვნადია ბაზარზე?


Posted by: ushuaia 18 Nov 2011, 13:47
ხორცი უფრო მოთხოვნადია და თბილიში მუხრანია ლიდერი გაყიდვებში

Posted by: kobaboss 29 Nov 2011, 01:07
გაყიდე უკვე ალბათ? მაინრტერესებს


Posted by: avto_G 29 Nov 2011, 01:49
QUOTE (iko-iko @ 18 Nov 2011, 10:28 )
gio020
QUOTE
მაინტერესებს დღეს-დღეისობით საქართველოში რომელი ტიპის ქათმების მოშენება ღირს მეკვერცხეულის თუ მეხორცის, ლაპარაკი მაქ დიდი რაოდენობის ქათმებზე მაგალითად 10000 ფრთაზე და არის თუ არა ფრინველის გრიპი საშიში ფერმაში გაზრდილი ქათმისთვის. მადლობა წინასწარ

ორივე მომგებიანია, ოჯახური ბიზნესისთვის 10000 ფრთა ნორმალური რაოდენობაა მარა თუ ამ რაოდენობაზე დაქირავებული მუშა ხელი გეყოლება მაშინ ეს რაოდენობა ძალიან ცოტაა. 20000 კიდე არაუშავს. ეს ეხება მეკვერცხულსაც და მეხორცულსაც.
QUOTE
არის თუ არა ფრინველის გრიპი საშიში

მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? თუ ამის საშიშროება შეიქმნება და რუსეთის ბიოკომბინატები წარმატებით ამზადებენ ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს, გამოხმაურების მიხედვით საკმაოდ ეფექტურია.

ეხუმრები მაგ რაოდენობას
1000 ქათამი ჯდება 4000 +
მერე ტერიტორია მოვლა ყურადღება როგორც შვილს ისე უნდა უარო მითუმტეს პირველი კვირა საჩირო ტემპერატურა ყურადღება რომ ერთმანაეთი არ გაჭყლიტონ წლის და საჩმლის დასხმა
ეს ხომ ჩვეულებრივი სოფლის კათამი არ არის რომ უთხრა ხომ გაგაჩინე ეხა თავი ირჩინიეო

შენ არ გესწავლება ნამდვილად მაგრამ

Posted by: VoK 6 Dec 2011, 11:23
ვისაც ქათმის ფერმა აქვს და ან ამ ბიზნესის დაწება უნდა, აუცილებლად დაგჭირდებათ ფერადი ქათმის, ან ბროილერის გამოზრდის თანამედროვე პროგრამები, ხარისხიანი საკვები (პრემიქსი), თანამედროვე ვაქცინები და მედიკამენტები.
თუ დაინტერესდით ესტუმრეთ კომპანია ინვეტის საიტ www.invet.ge -ს და ყველა ამ და სხვა კითხვებზე პასუხს მიიღებთ.

პ.ს. ფეისბუქის უზერებმა შეგიძლიათ დაალაიქოთ საიტის ფეიქბუქ ჩანართი და პერიოდულად მიიღებთ კომპანიაში არსებულ სიახლეებზე ინფორმაციას.

Posted by: davita1985 7 Dec 2011, 20:57
რომელია მეკვერცხეული ქათმის ჯიში??? და კიდევ რა მაინტერესებს ჩვეულებრივ სოფლის ქათამს სიმინდთან ერთად რა უნდა ვაჭამო რომ კვერცხის დება არ შეწყვიტონ???

Posted by: levangvalia 19 Dec 2011, 15:19
AltF4

რა ქენი იყიდე ბოლოს ქათმები თუ არა?
მეც მინდა ამ საქმის დაწყება ადგილიც მაქვს გაკეთებული.
მეც მინდა ასე 30-40 დგეში გავყიდო და მაინტერესებს როგორ იყიდება, ხალხი თუ ყიდულობს ბროილერის ქათმებს?

Posted by: levangvalia 19 Dec 2011, 15:28
iko-iko
მეც მინდა ამ საქმის დაწყება ადგილიც მაქვს გაკეთებული.
მინდა ვიყიდო ბროილერის ქათმები და ასე 30-40 დგეში გავყიდო . ხომ ევერ მეტყვით სად შეიძლება ვიყიდო წიწილები. და მაინტერესებს როგორ იყიდება, ხალხი თუ ყიდულობს ბროილერის ქათმებს?

Posted by: iko-iko 19 Dec 2011, 17:34
levangvalia
ხალხი ყიდულობს რათქმაუნდა. ერთი ვიცი მარტო რო ზოოვეტთან არის შესაბამისი ფერმა საიდანაც შეგიძლია წამოიყვანო წიწილა.

p.s. წელიწადნახევარში კი იქნება მსხვილი მომწოდებელი ფირმა წიწილისაც და საკვებისაც.

Posted by: nokiaaa 19 Dec 2011, 17:47
levangvalia
მაგის მეტი რა იყიდება, სოფელ კოდაშიცაა, სოფელ სააკაძეშიც, სოფელ გამარჯვებაში (ლილოს თავზე, ახალი "გეზი" რომ აშენდა მანდ) 2 კაცი აწარმოებს, კიდე სოფელ ახალ სამგორში (რუსთავის მაღლა)
შენ რომელი უფრო გაწყობს ადგილმდებარეობით და ფასით არჩევანი ბევრია. ეს აქეთ მხარეს რაცაა ვიცი და მუხრანისკენაცაა მემგონი

Posted by: gigibuba 19 Dec 2011, 19:01
იმისათვის რომ ბროილერი მიიღო 30-35 დღეში უნდა დაიცვა ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელიც მოიცავს წარმოების პროცესში:
1) კვება-ძირითადად კვებას უცხოეთში ახორციელებენ სიმინდით და დანამატებით (10%), დოზირების გაზრდა ხორციელდება ზრდის პერიოდის მიხედვით, ანუ რაც იზრდება მით მეტად ეზრდება დოზირება, ამის მოძებნა ადვილია ინტერნეტში, არის რესურსები სადაც დეტალურად აღწერილია კვების შესახებ ინფორმაცია;
2) ბროილერს ძირითადად ათავსებენ იატაკზე, უყრიან ნახერხს, რადგან ზრდის პერიოდი არ არის გრძელვადიანი შესაბამისად ნახერხის გამოცვლა და დამატება არ არის საჭირო
3) უნდა იყოს ვენტილაციის სისტემა ჩართული და გათბობის სისტემა რადგან პატარა წიწილებს ჭირდებათ სითბო
4) განათებას რაც შეეხება -მაგალითად აშშ-ში საერთოდ განათების გარეშე ზრდიან, ამ შემთხვევაში ქათამი არ მოძრაობს და უფრო სწრაფად იმატებს მასას, მაგრამ ძვლის აგებულებას დეგრადირებულია (კომერციული მიზნებისთვის კარგია მაგრამ არ არის ძალიან ჰუმანური smile.gif
5) ინტერნეტში მოიძიე აგრეთვე პრევენციული დაავადებების მკურნალობის სისტემა ანუ ის წამლები რასაც აძლევენ ზრდის პერიოდში, რომელიც შეგიძლია წყლის მიწოდების სისტემას შეურიო
6) წყლის მიწოდება ხორციელდება სპეციალური შლანგებით და დასალევი თეფშებით, რომელიც არ ღირს ძვირი
7) საკვების მიწოდებისათვის შეგიძლია დააყენო გრძელი პლასტმასის მილი სადაც ჩაყრი ამ საკვებს
8) ზოგადად 10% კვდება ზრდის პროცესში და დროულად უნდა მოაშორო მკვდარი ქათმები
9) უნდა იყიდო სპეციალური ბროილერის ჯიშის წიწილა ან კვერცხი

Posted by: levangvalia 19 Dec 2011, 20:44
მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის!
ხომ ვერ მეტყვი სად შემიძლია ვიყიდო წიწილა ან კვერცხი?
* * *
და რა ღირს ერთი წიწილა ან კვერცდხი?
* * *
gigibuba
ან საკვები პროდუქტი სად ვიყიდო?

Posted by: davita1985 19 Dec 2011, 20:59
QUOTE
რომელია მეკვერცხეული ქათმის ჯიში??? და კიდევ რა მაინტერესებს ჩვეულებრივ სოფლის ქათამს სიმინდთან ერთად რა უნდა ვაჭამო რომ კვერცხის დება არ შეწყვიტონ???


Posted by: levangvalia 19 Dec 2011, 22:04
nokiaaa
მარტვილისკენ ან ქუთაისისენ ხომ არ იცით ვინმე ვინც ყიდის ბროილერის წიწილებს?

Posted by: nokiaaa 20 Dec 2011, 11:08
QUOTE
9) უნდა იყიდო სპეციალური ბროილერის ჯიშის წიწილა ან კვერცხი


ხო მარა კვერცხს ეს სად გამოჩეკავს, ინკუბატორი უნდა

levangvalia
არა მაქეთ არ ვიცი მარა უეჭველი რომ არი ეგ ნაღდი ვიცი wink.gif აქეთ ფასი 1.20 --- მაქსიმუმ 1.5 და მერყეობს ამდროისთვის

Posted by: kalakala 21 Dec 2011, 16:28
საახალწლოდ ერთი რარაც მომივიდა თავში...

მოკლედ მყავს მარშუტკა სატვირთო და მინდა პაწა მაყუთი გავაკეთო...

ლეგჰორნის ან ბროილერის ქათმები რო წამოვიყვანო მარშუტკით,ასე 300-400 და სოფლებში გავყიდო,გამოვა რამე? სად შემიძლია ვიყიდო ზრდასრული,დასაკლავად გამზადებული ქათმები და რა ფასად? დეტალურად მინდა რა გთხოვთ ვინც ერკვევით

Posted by: iko-iko 21 Dec 2011, 16:42
kalakala
მუხრანი, გამარჯვება, კუმისი, კოდა, დილა. მინი საბროილეროები დაიარე. ბროილერის ხორცი დაკლული და გაპუტული, ნახევრადგაშიგნული საბაზრო ფასი 5 ლარი ღირს, თავისთავად ცხადია ცოცხალზე უფრო იაფად მოელაპარაკები მებროილერებს, მე მაგალითად გირჩევ დილით ადრე დაიარე დეზერტირების მიმდებარე ეტრიტორია, მინიავტობუსებით ეზიდებიან დაკლულ ქათმებს, ეგენი მოლაპარაკებაში არიან გლეხებთან ვინც ზრდიან ქათამს და მოელაპარაკე ცოცხალზე, მოგამარაგებს უპრობლემოდ. ან ჩადი სოფელ გამარჯვებაში და იკითხე ვის ყავს ბროილერითქო და ყველა მეორე ჭიშკარში ზრდიან 1500 დან 5000 მდე ფრთას.

Posted by: kalakala 21 Dec 2011, 16:54
iko-iko
QUOTE
ნახევრადგაშიგნული საბაზრო ფასი 5 ლარი ღირს,

ვა...ეგრე იაფია ტო?

კაია...ცოცხალს 7-8 ლარად გავასარებ მე...თან რუსთაველი ვარ და გამარჯვებაც აქვეა...კაი მითხარი ...სპასიბა...ჯიგარი ხარ wink.gif

Posted by: iko-iko 21 Dec 2011, 17:07
kalakala
არ შეგეშალოს 5 ლარი გითხარი 1-კილოგრამზე, ერთი ფრთა ქათამი დაკლული დაახლოებით 1,5 კილოა. ცოცხალი სადღაც 1,8-1,9 კგ გამოდის მასეთი ქათამი. ამის მიხედვით სავარაუდო ფასი გეცოდინება და ივაჭრებ smile.gif

Posted by: kalakala 21 Dec 2011, 17:16
iko-iko
QUOTE
არ შეგეშალოს 5 ლარი გითხარი 1-კილოგრამზე, ერთი ფრთა ქათამი დაკლული დაახლოებით 1,5 კილოა. ცოცხალი სადღაც 1,8-1,9 კგ გამოდის მასეთი ქათამი. ამის მიხედვით სავარაუდო ფასი გეცოდინება და ივაჭრებ

ხო კანეშნა wink.gif

Posted by: rastafari 22 Dec 2011, 01:04
QUOTE
iko-iko
Crazy Member

***** ჯგუფი: Registered
წერილები: 1111
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

ჩაიფიქრე biggrin.gif

Posted by: iko-iko 22 Dec 2011, 13:05
QUOTE (rastafari @ 22 Dec 2011, 01:04 )
QUOTE
iko-iko
Crazy Member

***** ჯგუფი: Registered
წერილები: 1111
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

ჩაიფიქრე biggrin.gif

ვააა ყურადღება არც მიმიქცევია smile.gif ჩავიფიქე

Posted by: s@h@a@k@o 26 Dec 2011, 21:51
გამარჯობათ ერთ კვადრატულ მეტრზე რამდენი ფრთა ბროილერი დაეტევა გასაზრდელად?

Posted by: nokiaaa 26 Dec 2011, 22:42
QUOTE
მე მაგალითად გირჩევ დილით ადრე დაიარე დეზერტირების მიმდებარე ეტრიტორია, მინიავტობუსებით ეზიდებიან დაკლულ ქათმებს, ეგენი მოლაპარაკებაში არიან გლეხებთან ვინც ზრდიან ქათამს და მოელაპარაკე ცოცხალზე, მოგამარაგებს უპრობლემოდ


ესენი ხომ ეგრე უფრო მეტ ფასში მიაყიდიან smile.gif
მიდი გამარჯვებაში როგორც გითხრა ამ კაცმა, ან თუ რუსთაველი ხარ ზემოთ ახალ სამგორშიც ადი მანდვეა ბარემ smile.gif მარა გამარჯვებაში უფრო ბევრია კიარადა აუარებაა biggrin.gif

Posted by: iko-iko 27 Dec 2011, 10:46
s@h@a@k@o
QUOTE
გამარჯობათ ერთ კვადრატულ მეტრზე რამდენი ფრთა ბროილერი დაეტევა გასაზრდელად?

გააჩნია პირობებს, დასაკლავ წონას, კროსს და ა.შ. ვარირებს 12 დან 22 მდე

Posted by: tazo171 29 Dec 2011, 15:39
გამარჯობათ, მაინტერესებს როგორ ავაწყო ინკუპატორისთვის ტერმო დაჩიკი ან სად შეიძლება იაფად ვიშოვო, წინასწარ მადლობა.

Posted by: SaIrMe 10 Jan 2012, 14:56
QUOTE
გამარჯობათ, მაინტერესებს როგორ ავაწყო ინკუპატორისთვის ტერმო დაჩიკი ან სად შეიძლება იაფად ვიშოვო, წინასწარ მადლობა.

მშრალ ხიდზე, ჭაღარა რუსის კაცი ყიდდა ადრე სახელი დამავიწყდა. მგონი 30-ლარად. ისე ელიავაზე არის თერმორეგულატორები 60--150ლარის ფარგლებში.
QUOTE
მაინტერესებს როგორ ავაწყო ინკუპატორისთვის ტერმო დაჩიკი

термодатчик для инкубатора მიეცი გუგლში ამოგიყრის სქემებს.[quote]მაინტერესებს როგორ ავაწყო

* * *
გამარჯობათ. მაინტერესებს 25კვმ-ზე სიმაღლე 210 სმ. რამდენი1.5კგ-დან--2კგ-მდე ბროილერის ჯიშის ქათამი შეიძლება გაიზარდოს:
1.იატაკზე და რა ჯობია იატაკად?
2.გალიაში. რამდენი გალია დაჭირდებათ და რა ღირს გალია?
3.რა ღირს წიწილი ამჟამად და სად იყიდება?
4. რამდენი გრადუსი უნდა იყოს შენობაში ზრდის ეტაპებზე და რით ჯობია გათბობა, გასათბობად გაზი თუ გამოდგება მაგალითად გამათბობელი კარმა. განათება რამდენი ვატია საჭირო და რა ტიპის ნათურები ჭირდება?
5.გაულესავი კედლები თუ გამოდგება?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: SaIrMe 17 Jan 2012, 09:41
იქნებ მიპასუხოთ ვინმემ თუ იცით, ძალიან გთხოვთ ან მიმასწავლოთ სად გამცემენ კითხვებზე პასუხს.

Posted by: iko-iko 17 Jan 2012, 10:15
SaIrMe
იმ შეკითხვებზე გაგცემ პასუხს რომელიც ამ თემაში არ დამიპოსტავს

QUOTE
5.გაულესავი კედლები თუ გამოდგება?

არა


QUOTE
და რით ჯობია გათბობა

ამას ჩვენ გვეკითხები? საიდან უნდა გითხრათ, შენ რაც უფრო იაფი დაგიჯდება და რაც უფრო ეფექტური იქნება ის ჯობია.

QUOTE
მაინტერესებს 25კვმ-ზე სიმაღლე 210 სმ. რამდენი1.5კგ-დან--2კგ-მდე ბროილერის ჯიშის ქათამი შეიძლება გაიზარდოს:

ამ შეკითხვაზე პასუხი ამ თემაში რამდენიმეჯერ დევს, მათ შორის ამ გვერდზეც. შენს შემთხვევაში სადღაც 15-20 ფრთა.

QUOTE
1.იატაკზე და რა ჯობია იატაკად?
2.გალიაში. რამდენი გალია დაჭირდებათ და რა ღირს გალია?

წინა პოსტებში ბევრი გვაქვს ნალაპარაკები ქვეშსაფენზე და გალიებზე, წაიკითხე ეს ტემა თავიდან ბოლომდე ბევრს ისწავლი და რაც ვერ ნახო მერე იკითხე.

Posted by: SaIrMe 18 Jan 2012, 16:10
მადლობთ . გადავავლე თვალი წინა პოსტებს, გავარკვიე ბევრი რამ.

Posted by: UFolk 18 Jan 2012, 16:49
user posted image

Posted by: SaIrMe 18 Jan 2012, 22:41
კედლების გალესვას მირჩევნია თუ ივარგებს თაბაშირი-მუყაო გავაკრა, უფრო იაფი დამიჯდება

Posted by: iko-iko 19 Jan 2012, 13:51
SaIrMe
რანაირად არ ივარგებს. კედლებს იმიტომ უნდა გალესვა რო გაირეცხოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს. თაბაშირ-მუყაოს კი ვერ მიასხავ წყლის ნაკადს.

კედელი უნდა გალესო ცემენტის ხსნარით.

Posted by: SaIrMe 21 Jan 2012, 22:55
მადლობთ. გასაგებია. განათება თუ ივარგებს ძველი რუსული დღის განათება, რომ არის დროსელზე ცოტას ზუზუნებს და უარყოფითად ხო არ იმოქმედებს.

Posted by: Delta-8 1 Feb 2012, 17:06
მეც მაინტერესებს ეს საქმე და თემაც გავხსენი და მერე ვნახე აქ რამდენი დაგიწერიათ

Posted by: tutanhamon 1 Feb 2012, 20:58
SaIrMe
QUOTE
მადლობთ. გასაგებია. განათება თუ ივარგებს ძველი რუსული დღის განათება, რომ არის დროსელზე ცოტას ზუზუნებს და უარყოფითად ხო არ იმოქმედებს.


ზუსტად მაგეებს ხმარობდნენ წლებია ფაბრიკებში , შენ ქათმების კაკანში თუ გაიგებ მაგის ზუზუნს ყოჩაღ შენ!

Posted by: SaIrMe 2 Feb 2012, 13:11
მადლობთ. მე კი არა ქათმებმა არ გაიგონ lol.gif

Posted by: iko-iko 2 Feb 2012, 21:10
SaIrMe
რუტინულ ხმაურს ჩვეულებრივ ეგუება ფრინველი და სტრესებს არ იწვევს. ასე რომ შეგიძლია თავისუფლად გამოიყენო, მარა სად იშოვე ეს ძველი დროსელებიანი ნათებები biggrin.gif

Posted by: SaIrMe 3 Feb 2012, 10:54
სამსახურიდან . რემონტს აკეთებდნენ. უნდა გადაეყარათ დამენანა გადასაყრელად და რამოდენიმე შევინახე, თუ გამოდგება თავიდან გამოვიყენებდი.

Posted by: iko-iko 3 Feb 2012, 22:14
SaIrMe
გამოდგება როგორ არა. შენ ფერმა და ქათამი თქვი და განატება თავისუფლად გამოდგება.

Posted by: ushuaia 7 Feb 2012, 00:57
ბრამას ჯიშის წიწილები სად იყიდებააა,,,,,,,,,,,,,

Posted by: iko-iko 8 Feb 2012, 17:33
QUOTE
ბრამას ჯიშის წიწილები სად იყიდებააა,,,,,,,,,,,,,

სად? საქართველოში? მეეჭვება.

Posted by: ushuaia 8 Feb 2012, 20:52
ადრე იყო ვიღაც ყიდდა,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: temo27 9 Feb 2012, 22:52
M43DL0
maferi2
M43DL0
NITSA_144
Mesaplave
turqeti22
ფერმის გახნას ლიცენზია სჭირდება? თუ მარტო შპს და ეგაა...

Posted by: bigmisha 6 Mar 2012, 00:05
QUOTE
ფერმის გახნას ლიცენზია სჭირდება? თუ მარტო შპს და ეგაა...

ისე ეს საკითხი მეც მიანტერესევს

Posted by: ushuaia 6 Mar 2012, 18:11
წიწილების შეღებვა როგორ შეიძლება იცის ვინმეემ>>???
http://www.myvideo.ge/?video_id=1454798

Posted by: iko-iko 6 Mar 2012, 21:21
ღებავენ საღებავებით გამოჩეკვის შემდეგ. რათქმაუნდა ბუმბულის ცვლასტან ერთად ფერსაც იცვლიან.

Posted by: ushuaia 7 Mar 2012, 16:46
ჰო მაგრამ პულივიზატორით სპეციალური საღებავია თU რა??????

Posted by: iko-iko 7 Mar 2012, 17:29
QUOTE
ჰო მაგრამ პულივიზატორით სპეციალური საღებავია თU რა??????

წიწილებს ყრიან ტაშტსი, ასხავენ საღებავს და ურევენ.

Posted by: ushuaia 7 Mar 2012, 19:34
რომელ საღებავს??................................ უნდა ვცადო

Posted by: giorgi75119 11 Mar 2012, 17:54
QUOTE
წიწილებს ყრიან ტაშტსი, ასხავენ საღებავს და ურევენ.


wow.gif

Posted by: leva1990 11 Mar 2012, 19:55
მეკვერცხული ჯიშის ქათმების ყიდვა მინდა და არ იცით სად იყიდება და რა ღირს???

Posted by: iko-iko 11 Mar 2012, 22:26
QUOTE
რომელ საღებავს??................................ უნდა ვცადო

მაგდენი კი აღარ ვიცი ნაღდად

Posted by: gvido 16 Mar 2012, 00:09
გამარჯობა
სად შეიძლება საწიწილე კვერცხების შესყიდვა თბილისში და მიახლოებითი ფასი ხომ არ იცით?

Posted by: iko-iko 16 Mar 2012, 10:02
ზოოვეტში არის მეფრინველეობის ფერმა და მანდ იკითხე. სააკაძეშიც იგივე ტიპის არის და იქ წასვლა არ გინდა პირდაპირ ზოოვეტყში მიდი.

Posted by: senkistan37 16 Mar 2012, 17:12
gvido

ჯერ ის თქვი სახორცე თუ საკვერცხე ჯიშის ქათმის წიწილები გინდა, დიდ საფრინველეებს დაუმეგობრდი
და ყველაფერში იაფად გამოხვალ

Posted by: iko-iko 16 Mar 2012, 21:50
მომავალ წელს მოგაწვდით ყველას მეხორცული ფრინველის ერთდღიან წიწილებს, საკვებს ან საინკუბაციო კვერცხს. ანდა სულაც დაკლულ წიწილებს wink.gif

Posted by: dzleviskedeli 16 Mar 2012, 23:31
QUOTE
მომავალ წელს მოგაწვდით ყველას მეხორცული ფრინველის ერთდღიან წიწილებს, საკვებს ან საინკუბაციო კვერცხს. ანდა სულაც დაკლულ წიწილებს



მაგარიაააა !!!!

Posted by: gvido 17 Mar 2012, 19:33
iko-iko
QUOTE
ზოოვეტში არის მეფრინველეობის ფერმა

ზოოვეტი სად? ფონიჭალისკენ?
senkistan37
QUOTE
ჯერ ის თქვი სახორცე თუ საკვერცხე ჯიშის ქათმის წიწილები

ერთიც და მეორეც პატარა რაოდენობით ოღონდ.

Posted by: iko-iko 17 Mar 2012, 21:33
კი ფონიჭალისკენ ოღონდ ფონიჭალას უნდა გასცდე და მერე ზევით

Posted by: nika5 19 Mar 2012, 22:56
ქათმის ფერმის რა მოგახსენოთ, მაგრამ...

თბილისში, ნაკვეთში მოვიყვანე ქათმები - 4 დედალი და ერთი მამალი;
ვიფიქრე, ნატურალური კვერცხი მექნება ბავშვებისთვის...

ახლა მინდა გკითხოთ: ქათამი რო მოკრუხდეს და წიწილები გამოჩეკოს რამდენი კვერცხი უნდა შევუგროვო
და რა პირობები შევუქმნა, რამდენ ხანში გამოჩეკს და ა.შ. - ძირითადი რაღაცეები იქნებ მასწავლოთ,

მადლობა წინასწარ,

Posted by: nika5 21 Mar 2012, 20:31
ასდფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფ

პური რომ ვაჭამო შეიძლება?

Posted by: cfc 21 Mar 2012, 21:17
QUOTE


ახლა მინდა გკითხოთ: ქათამი რო მოკრუხდეს და წიწილები გამოჩეკოს რამდენი კვერცხი უნდა შევუგროვო
და რა პირობები შევუქმნა, რამდენ ხანში გამოჩეკს და ა.შ. - ძირითადი რაღაცეები იქნებ მასწავლოთ,


20 25 კვერცხი არის ოპტიმალური რაოდენობა...
21 დღეში გამოჩეკს წიწილებს...
კვერცხი უნდა იყოს აუცილებლად ისეთი დედლის რომელსაც გვერდით მამალი ყავს biggrin.gif

Posted by: iko-iko 22 Mar 2012, 10:05
nika5
QUOTE
პური რომ ვაჭამო შეიძლება?

კი შეიძლება ოღონდ ცარიელა პური არ შეიძლება, პური მიეცი როგორც საკვები დანამატის სახით.

Posted by: nika5 22 Mar 2012, 20:51
cfc
iko-iko
მადლობები

Posted by: ushuaia 22 Mar 2012, 21:02
ბრამას ყიდის ვინმეე......................

Posted by: iko-iko 22 Mar 2012, 22:13
QUOTE
ბრამას ყიდის ვინმეე......................

მეეჭვება საქართველოში ეგ ჯიში ვინმეს ყავდეს. თუ ყავთ ალბათ ძაან მოყვარულებს თუ ეყოლებათ.

Posted by: ushuaia 22 Mar 2012, 22:32
ეჰ ცუდია ...........................................................

Posted by: Marti 23 Mar 2012, 21:48
1. ინკუპატორებს ვინ აწყობს იაფად ხომ ვერ მეტყვით ან რომ იყიდებოდეს? მინიმუმ 1000 კვერცხიანი
2. ზოოვეტის გარდა საწიწილე კვერცხები სად იყიდება რო ერთ აღებაზე მინიმუმ 1000 ცალი ავიღო?

Posted by: gio020 13 Apr 2012, 01:06
ეს თემა რაგაც ძაან ჩაკვდა და UP. ეხლა რა მაინტერესებს ჩვეულებრივი სოფლის ქათმის წიწილები რო ვიყიდო და გაუშვა მინდორში. გაქაჩავენ? ვიცი რო ძნელი მოსავლელი
არაა ეს დვარნიაშკა ქათმები. რას მეტყვით? ძნელი გასაზრდელები იქნებიან ასე 30-40 დღემდე? smile.gif

Posted by: iko-iko 13 Apr 2012, 09:30
gio020
მცდარი ინფორმაცია გაქვს. ე.წ. დვარნიაშკა ქათმებიც საკმაოდ ძნელი გასაზრდელია და გადარჩენის პროცენტი ძალიან დაბალია თუ ხელს არ შეუწყობ.

Posted by: gio020 14 Apr 2012, 04:22
iko-iko
გადავხედე 35ვე გვერდს და ყველგან კაი რჩევებს აძლევთ ხალხს, მეც ძაან წამადგება და გავითვალისწინებ თუ რამეს მირჩევთ.
ხოდა ვთქვა ეხლა ვაპირებ 10000 კვერცხის შეგროვებას(ფერადი ქათმების) და გამოჩეკას ინკუბატორში, ერთ თვემდე გაზრდას შენობაში (220 კვ.მ) შემდეგ გავუშვებ 2 ჰა შემოღობილ მიწის ნაკვეთზე და 2თვისებს უკვე დავკლავ და გავყიდი. ეხლა რამდენიმე კითხვა რაც მაწუხებს.

1. არ მაქ პრაკტიკული გამოცდილება ამ საქმეში, მარტო ის ვიცი რაც ამ თემაში წავიკითხე და წიგნებში. ანუ თეორიული ცოდნა მაქ პრაკტიკული არა შეიძლება ვიპიქრო ამ საქმეზე?
2. ძაან მაშინებს დაავადებები მითუმეტეს მიწაზე ვუშვებ. სწორი მოვლის შემთხვევაში რამდენია პროცენტულად შანსი რო რამე დავადება შეხვდეთ და ერ დღეს ყველა მკვდარი ვიპოვნო?
3.10000 კვერცხიდან დაახლოებით რამდენი წიწილა მიაღწევს ერთ თვემდე?
4.კვერცხების ყიდვა ჯობს თუ ერთი თვის წიწილების?
5.მე ვფიქრობ რო ვაჭამო სიმინდი და ცოტა პრემიქსი, ამ ჯიშისთვის კაი იქნება?
6.220 კვადრატულზე და შემდეგ 2ჰა-ზე დაეტევა ის წიწილები რომლებიც 10000 კვერცხიდან გამოიჩეკება?
7. თქვენ ვეტერინარი ხართ მუშაობთ თქვენი პროფესიით? კაი ვეტერინარი ხო არ იცით?
8. რა აცრები ჭირდება წიწილას 2 თვემდე?
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: chveniferma 16 Apr 2012, 14:50
გამარჯობა . ძალიან სასიამოვნოა რომ დაინტერესებულთა რიცხვი სოფლის მეურნეობით დღითი -დღე იზრდება http://1tv.ge/videos/tvshow/118 https://www.facebook.com/chveniferma შემოგვიერთდით !თუ თქვენ გაქვთ ფერმა,გამოცდილება და გსურთ თქვენი ცოდნა სხვებს გაუზიაროთ .ან მხოლოდ სურვილი არსებობს ბიზნესი წამოიწყოთ სოფლის მეურნების კუთხით და სათანადო ინფორმაცია , ცოდნა და გამოცდილება არ გაგაჩნიათ გაგვიზიარეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ,კითხვები და არა მარტო სიტყვებით არამედ რეალურად ერთად გავაკეთოთ ჩვენი ფერმა.. ვეცდებით რომ ჩვენს გადაცემაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვას პასუხი გავცეთ ..,წარმატებებს გისურვებთ ! მჯერა რომ ერთად ყველა სიძნელეს გავართმევთ თავს .პ.ს. მერწმუნეთ, სწორად დაგეგმვის შემთხვევაში საკმოდ სერიოზული და სტაბილური შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
ხვავი და ბარაქა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!
* * *

Posted by: nika5 18 Apr 2012, 12:11
ქათმის კვერცხი რომ გემრიელი იყოს - სახლის ეზოს პირობებში რითი უნდა ვკვებოთ და რითი არა,
იქნებ მირჩიოთ

Posted by: iko-iko 19 Apr 2012, 22:09
gio020
მოკლედ ამოვისვათ ტუჩების კუთხეებში თითები და დავიწყოთ.
QUOTE
გადავხედე 35ვე გვერდს და ყველგან კაი რჩევებს აძლევთ ხალხს, მეც ძაან წამადგება და გავითვალისწინებ თუ რამეს მირჩევთ.
ხოდა ვთქვა ეხლა ვაპირებ 10000 კვერცხის შეგროვებას(ფერადი ქათმების) და გამოჩეკას ინკუბატორში, ერთ თვემდე გაზრდას შენობაში (220 კვ.მ) შემდეგ გავუშვებ 2 ჰა შემოღობილ მიწის ნაკვეთზე და 2თვისებს უკვე დავკლავ და გავყიდი. ეხლა რამდენიმე კითხვა რაც მაწუხებს.

დავიწყოთ იქიდან რო 2 თვისებს ვერ დაკლავ განა იმიტომ რომ არ მოკვდებიან wink.gif არამედ იმიტომ რომ ძაან პატარები იქნებიან და ვერ გაიყიდება. ფერადს შედარებით დიდი ხანი სჭირდება დასაკლავ წონამდე რო მივიდეს.
მერე 10 000 კვერცხიდან ისეთი რაოდენობა უნდა გამოიჩეკოს რო შენს მითითებულ შენობაში ამდენის დასმა არ შეიძლება.
QUOTE
1. არ მაქ პრაკტიკული გამოცდილება ამ საქმეში, მარტო ის ვიცი რაც ამ თემაში წავიკითხე და წიგნებში. ანუ თეორიული ცოდნა მაქ პრაკტიკული არა შეიძლება ვიპიქრო ამ საქმეზე?

თუ ალღო გაქვს შესაბამისად წაკითხვა არ გეზარება და ა.შ. ინეტი გატენილია ინფორმაციით ეს იმ შემთხვევაში თუ წიგნი ვერ იშოვნე. თან ცოტა მცოდნეებსაც უნდა დაელაპარაკო, კონსულტაციები აიღო და დაუჯერო.
QUOTE
2. ძაან მაშინებს დაავადებები მითუმეტეს მიწაზე ვუშვებ. სწორი მოვლის შემთხვევაში რამდენია პროცენტულად შანსი რო რამე დავადება შეხვდეთ და ერ დღეს ყველა მკვდარი ვიპოვნო?

რაცარუნდა სწორედ მოუარო ფრინველის დაავადების შანსი არის 100%-იანი, არააქვს მნიშვნელობა შენობაშია თუ გარეთ. ნუ გარეთ უფრო მალე აიკიდებენ ყველაფერსვიდრე შიგნით.
QUOTE
3.10000 კვერცხიდან დაახლოებით რამდენი წიწილა მიაღწევს ერთ თვემდე?

დამოკიდებულია ჩეკვის %ზე, მერე მოვლა-შენახვაზე, პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, პირობებზე და ა.შ. ყველაფერი მერყეობს ისეთი დიდი ვარიაციით რო ვერ გეტყვი რამდენი მიაღწევს 1 თვემდე

QUOTE
4.კვერცხების ყიდვა ჯობს თუ ერთი თვის წიწილების?

მე რატო მეკითხები მაგას? smile.gif კომერციას შენ აპირებ შესაბამისად უნდა დაითვალო რომელი ჯობია.
QUOTE
5.მე ვფიქრობ რო ვაჭამო სიმინდი და ცოტა პრემიქსი, ამ ჯიშისთვის კაი იქნება?

ერთმნიშვნელოვნად კი, უნდა დაიცვა პროპორციები.
QUOTE
6.220 კვადრატულზე და შემდეგ 2ჰა-ზე დაეტევა ის წიწილები რომლებიც 10000 კვერცხიდან გამოიჩეკება?

2 ჰექტარზე კი მარა შენობაში არა.

QUOTE
7. თქვენ ვეტერინარი ხართ მუშაობთ თქვენი პროფესიით? კაი ვეტერინარი ხო არ იცით?

მე ვეტერინარი ვარ და ვმუშაობ პროფესიით, მეფრინველეობის ვეტერინარი სპეციალისტები ყველა დაკავებულია wink.gif
QUOTE
8. რა აცრები ჭირდება წიწილას 2 თვემდე?

ნიუკასლის დაავადება, ინფექციური ბრონქიტი, ინფექციური ბურსიტი, კოქციდიოზი, ინფექციური ლარინგოტრაქეიტი, ყვავილი, სალმონელოზი. აქ გავჩერდები თორე ძალიან დიდი ჩამონათვალია.
QUOTE
მადლობა წინასწარ

არაფერს :hi:

Posted by: gelenjeri 19 Apr 2012, 23:58
ვყიდი ქათმის ინკუბატორს , ქათმის საპუტს , დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ პმ ში

Posted by: gio020 20 Apr 2012, 15:21


QUOTE
4.კვერცხების ყიდვა ჯობს თუ ერთი თვის წიწილების?

მე რატო მეკითხები მაგას? smile.gif კომერციას შენ აპირებ შესაბამისად უნდა დაითვალო რომელი ჯობია.

იმიტო რო დასაწყისისთვის თუ ძნელია პატარა წიწილების გაზრდა მოზრდილებს ვიყიდიდი უფრო ურისკო იქნებადთქო.

და რამდენი ფერადი წიწილას დასმა შეიძლება 1კვ.მ-ზე ? და თუ იცით რამდენ კგ საკვებს შეჩამს ერთი წიწილა 3 თვემდე? საკვებში ვგულისხმობ სიმინდს და პრემიქსს
* * *
და კიდევ ნახერხზე უნდა იყონ მე როგორც ვიცი და ვინტილატორები რა სიმაღლეზე უნდა დაყენდეს წიწილების შემთხვევაში? smile.gif

Posted by: terrax 26 Apr 2012, 23:54
გაუმარჯოს ყველას ერთი კიტხვა მაქ ! ინკუპატორიდან ამოყვანილი წიწილა რა ტემპერატურაზე უნდა გყავდეს ? ახალი გამოჩეკილი ? ან რაშI ჯობია ჩავსვა ? და რითი შეილება პირველი ერთი კვირა გამოვკვებო ?

Posted by: iko-iko 1 May 2012, 17:13
gio020
QUOTE
იმიტო რო დასაწყისისთვის თუ ძნელია პატარა წიწილების გაზრდა მოზრდილებს ვიყიდიდი უფრო ურისკო იქნებადთქო.

ურისკო და ძვირი. თუ სულ ურისკო გინდა მაშინ უკვე გაზრდილი უნდა იყიდო wink.gif ეს ცუდი ხუმრობით მაგრამ საერთოდ ყველაფერი რისკებთან არის დაკავშირებული. რისკები რო დაბლა დაწიო აუცილებლად გინდა კარგი ვეტერინარი ექიმ ის კოსულტაციები და არამარტო კონსულტაციები, მისი ჩარევაა საჭირო, უნდა შეარჩიო ასევე სწორი რაციონი და მოვლა-შენახვის პირობები.

QUOTE
და რამდენი ფერადი წიწილას დასმა შეიძლება 1კვ.მ-ზე ?

სხვადასხვა ასაკებში სულ სხვადახსვაა. მოყოლებული 25 ფრთიდან ზრდასრულამდე 4 ფრთა მ2.-მდე.

QUOTE
და თუ იცით რამდენ კგ საკვებს შეჩამს ერთი წიწილა 3 თვემდე? საკვებში ვგულისხმობ სიმინდს და პრემიქსს

ნუ შენს შემტხვევაში ძნელი სათქმელია დაახლოებით კი 5-6 კგ-ს ფარგლებში.


QUOTE
და კიდევ ნახერხზე უნდა იყონ მე როგორც ვიცი და ვინტილატორები რა სიმაღლეზე უნდა დაყენდეს წიწილების შემთხვევაში? 

ვენტილაციის ტიპს გააჩნია სად უნდა გაიწოვოს და სად მიიღოს, ბევრნაირია ძალიან.

Posted by: დავი 4 May 2012, 19:20
გამარჯობა

ფრანგული ჯიშის ფერად ბროილერზე რა აზრის ხართ? როგორც ვიცი ადვილი მოსავლელია და თან 1 თვის ასაკში 1კგს აღწევს

საცდელად ვაპირებ 200-300 ცალის ყიდვას, რას მირჩევთ?

Posted by: iko-iko 5 May 2012, 17:17
დავი
1 თვის ასაკში 1 კგ. ბროილერისთვის ბევრი ვერაფერია. კროსის სახელი მითხარი რომელი კროსია.

Posted by: gio020 5 May 2012, 18:37
iko-iko
მადლობა რჩევებისთვის

Posted by: დავი 5 May 2012, 20:01
iko-iko

QUOTE
1 თვის ასაკში 1 კგ. ბროილერისთვის ბევრი ვერაფერია. კროსის სახელი მითხარი რომელი კროსია.


არ ვიცი რომელია, აი ასეთია http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=2357103

ბიძაჩემს ყავს და ახლა ველაპარაკე ერთი თვისები გავყიდეო 8-8 ლარადო, ადვილი მოსავლელიაო

Posted by: sonex2009 6 May 2012, 13:38
გამარჯობათ, ვაპირებ ქათმის ფერმის გაკეთებას როგორც მითხრეს მომგებიანია, თან მინდა ღორებიც ვიყოლია საჭმელი რჩებაო მიხრეს ღორებისთვისაცო, მირჩიეთ ღირს ამ საქმეს შევეჭიდო და ჩავდო ფული ??

Posted by: davita1985 6 May 2012, 19:45
ბროილერის წიწილების ყიდვა სად შეიძლება მცხეთასთან ახლოს???

Posted by: giorgiste 6 May 2012, 20:33
QUOTE
გამარჯობათ, ვაპირებ ქათმის ფერმის გაკეთებას როგორც მითხრეს მომგებიანია, თან მინდა ღორებიც ვიყოლია საჭმელი რჩებაო მიხრეს ღორებისთვისაცო, მირჩიეთ ღირს ამ საქმეს შევეჭიდო და ჩავდო ფული ??

ძალიან რისკიანი საქმეა თუ კარდაგ არ იცი გაგიჭირდება თან 24 საათი შიგ უნდა იჯდე

Posted by: დავი 7 May 2012, 17:22
უნიდასზე რა აზრის ხართ? რამდენად გაამართლებს ფერად ბროილერზე ეს ვიტამინი? და საერთოდ რამდენად ეფექტურია?

Posted by: belaz26 31 May 2012, 10:46
ვაპირებ შევიძონო ფერადი ბროილერი, ვისგანაც ვყიდულობ მითხრა რომ იზრდება როგორც სოფლის ქათამის პირობებში ე.ი. შემიძლია გავუშვა ეზოში ტავიდან კი დაჭირდება ტემპერატურის და კვები რაციონის დაცვა
იცით რა მაინტერესებს სადაც უნდა გავზარდო თავიდან იმ ოთახში მყავდა ჩვეულებრივი სოფლის წიწილები (ვიყიდე ქულები და გავზარდე 1 თვე და გავყიდე)
1.აუცილებელია დეზინფექცია ოთახის? თუმცა არანაირი დაავადება არ ქონიათ წინა პარტიის წიწილებს
2. და მაინტერესებს რომ მოვიძიო რესტორნები სადაც მივყიდი გაზრდილ წიწილებს თუ დამჭირდება რაიმე საბუთი?

* * *
სოფელ დიღომში იყიდება ფერადი ბროილერი
* * *
და მცხეთასთან არც ისე შორსაა, ოგონდ წინასწარ უნადა ჩაეწერო დიდი რიგი აქვს

Posted by: ushuaia 31 May 2012, 11:09
ბრამას წიწილებს ვინ ყიდიის???..............................

Posted by: belaz26 31 May 2012, 14:17
QUOTE
ბრამას წიწილებს ვინ ყიდიის???...

mymarket.ge არის განცხადებები და იქ შეგიზლია იყიდო

Posted by: Koala 31 May 2012, 21:54
მოგესალმებით,

თუ ვინმეს ქონია შეხება შინაური ფრინველის (ბროილერი) გამოზრდასთან, ან კვერცხმდებელი ქათმის მოშენებასთან. ან თუ ვინმეს ახლობელი არის ამ საქმიანობით დაკავებული. მინდა ობიექტის შეფასება. (საბოლოოდ გაყიდვა).თქვენვე იქნებ მირჩიოთ თუ სად შეიძლება ამდაგვარი ობიექტის კლიენტის მოძიება. უძრავი ქონების რამოდენიმე ცნობილ კომპანიას მივმართე და ვერ გამცეს პასუხი.სტატისტიკაში არ ქონიათ ესეთი ობიექტი გასაყიდად (ორიენტირებულები არიან ძირითადად მხოლოდ საცხოვრებელ და საოფისე ფართებზე) ფერმის შესახებ: არის თბილისისან არც ისე შორს, ერთი საათის სავალზე, კახეთში. მუშაობისთვის გამართული, ქარხნული გალიებით, ინკუბატორით. ამჟამად ფერმა მუშაობს, იჯარით მაქვს გაცემული. ინკუბატორი ჩეკავს 45000 კვერცხს ერთ ბრუნზე, გალიებია 900 კვადრატულ შენობაში გადანაწილებული, ავტომატური ნაგვის გატანით უზრუნველყოფილი. საცხოვრებელი და სასაწყობე შენობებით. წინასწარ მადლობა...




Posted by: iko-iko 31 May 2012, 22:50
QUOTE
ushuaia
Super Crazy Member



ჯგუფი: Members
წერილები: 5555
წევრი No.: 129371
რეგისტრ.: 29-March 11

რა ციფრი გაქვს დასმულიიი, ჩაიფიქრე.

Posted by: givi 1313 1 Jun 2012, 20:32
მარკეტინგზე დაწერეთ მეტი რამ რა თუ შეგიძლიათ მე მყავს 1500 ამდე ბრილერი ასე 2.5 კილომდე გაიზრდებიან და მერე უნდა გავყიდო და 500 ცჰვეულებრივი სახლის ავყიდი დაკლულსაც და დაუკველსაც და დამეხმარეტ რა მარკეტინგთან დაკავშირებით და ასე 1 თვეში მზად მეყოლება მსურველებმა და მომხმარეებმა დაკავშირება შეგეძლებატ სკაიპი givi gugulashvili ტელეპონის ნომერი 598166746 და ასევე ფეისბუქზე გივი გუგულასჰვილი

* * *
ბროილერებს ვყიდი 1500 და 500 ჩვეულებრივი 2.5 კილოგრამები არინ მსურველებმა 598166746

Posted by: giorgiste 1 Jun 2012, 22:37
QUOTE
2.5 კილოგრამები

თუ 2.5კგ არიან შენი ქათმები რაღას ელოდები დაკალე ან ცოცხლად გაყიდე თორე მაგრა აუვარდებათ წონა ღორებივით გახდებიან, არ გაზარალონ

Posted by: givi 1313 2 Jun 2012, 17:53
ვყიდი მაგრამ არ იყიდებიან! და მაგას ჩალიცჰი უნდა თერჯოლელი ვარ და ეგრე იოლად არ იყიდება აქ
და რაიცი აბა

Posted by: giorgiste 2 Jun 2012, 21:58
QUOTE
ვყიდი მაგრამ არ იყიდებიან! და მაგას ჩალიცჰი უნდა თერჯოლელი ვარ და ეგრე იოლად არ იყიდება აქ
და რაიცი აბა

შენ თუ კილოს 8 ლარად ყიდი არიცი რო არ გაგეყიდება თან თერჯოლაში, თითქმის მაგის ნახევარია დღეს ბაზარში ჩასაბარებელი ფასი

Posted by: givi 1313 2 Jun 2012, 22:11
აბა? როგორ გავყიდო 1 რამდენად ჩავაბარებინო?

Posted by: giorgiste 2 Jun 2012, 22:37
რამდენად და მიდი ბაზარში დილით როცა სხვებსაც მოაქვთ ქათამი კითხე ზუსტი ჩასაბარებელი ფასი ვაჭრებმა რომ არ მოგატყუონ, მერე მიდი ვაჭრებთან და აიღე ზაკაზი. ეგ არის და ეგ

Posted by: MOXISI 11 Jun 2012, 19:22
გალიების ყიდვა მინდა ბროილერისთვის თუ ვინმემ იცით დაწერეთ . გმადლობთ გულისხმიერებისთვის!

Posted by: Baby Boo 12 Jun 2012, 19:43
სამი და ერთი კვირის წიწილები გვყავს. აძლევენ პრემიქს. ერთი 3 კვირის წიწილა დაიღუპა გაურკვეველი მიზეზებით. ხომ ვერ მირჩევთ რა შეიძლება მივცეთ კიდევ დამატებით.

Posted by: bagha 21 Jun 2012, 13:10
მოგესალმებით ყველას,იცით რა მაინტერესებს მყავს სოფლის წიწილები რომლებიც გაშვებულები მყვანან შემოღობილ ადგილას და იკვებებიან როგორც ბალახით ასევე ხორბლით. სექრემბერში იქნებიან 4 თვისები,მინდა სატაბაკედ ჩავაბარო,ხომ არავინ იცით ვინ ჩაიბარებს და რამდენად?დიღმის ბაზრობის გარდა,იმიტო რო იქ ვნახე და ყავთ გამხდარი ტაბაკები 8-9 ლარებში თვითონვე ყიდიან.მადლობა წინასწარ

Posted by: lado1977 21 Jun 2012, 23:41
bagha
მაინც რა ფასად გინდა რომ გაყიდო? რამდენი წიწილა გყავს?

Posted by: Koala 22 Jun 2012, 00:13
ვეძებ საქმის მცოდნეს, ქათმების მომრავლება მინდა, მაქვს ყველა საჭირო პირობა! http://forum.ge/?f=106&showtopic=34404974

Posted by: bagha 22 Jun 2012, 13:44
lado1977
რაც უფრო ძვირად გავყიდი ჩემთვის კარგი იქნება.მყავს 50 გასაყიდი თუ ფასი მეტი იქნება კიდევ გავყიდი.მოთხოვნას გააჩნია მე რო ვიცოდე სექტემბერში რა ფასში გავყიდი შემიძლია 500 წიწილა გავზარდო.

Posted by: დავი 22 Jun 2012, 15:52
ყველაზე კაი ხარისხის პრემიქსი რომელია შეგიძლიათ მითხრათ? და სად ვიყიდი?

რაღაც ჰოლანდიური პრემიქსს ვიყენებდი აქამდე და უკმაყოფილო ვარ

Posted by: nika5 22 Jun 2012, 21:00
ნაკვეთში მყავს 5 ც ქათამი და ბავშვებისთვის მიმაქვს ხოლმე ახალი კვერცხი... ეს დღეებია აღმოვაჩინე,
რომ რაღაც ჭამს ქათმის კვერცხებს, თანაც, მთლიანად (ჩემი აზრით) მიაქვს მოშორებით და იქ ჭამს... ცოტა ნაჭუჭი
რჩება ხოლმე და ამით გავიგე. მანამდე ერთი კატა კი დავინახე და ვითომ კატა იქნება?,
თუ დედოფალა თუ რაღაცა ასი სახელი რო აქვს?

მირჩიეთ, ხაფანგი დავუგო? საწამლავი დავუყარო თუ სხვა რამე ვარიანტიც არსებობს?

მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,

Posted by: lado1977 22 Jun 2012, 21:50
bagha
კი გასაგებია თქვენი მხრიდან wink.gif მაგრამ მყიდველი რაც უფრო იაფად იშოვის ის აწყობს wink.gif ფასს გააჩნია მე პირადად ჩემთვის მინდა სექტემბრის ბოლოს 40-50 ცალი

Posted by: bagha 23 Jun 2012, 09:04
lado1977
მესმის შენი ეგ ეგრეა ყოველთვის მაგრამ გააჩნია ხარისხს მე წინაზეც დავწერე არის დიღმის ბაზარზე გამხდრები 8-9 ლარებში.თუ იაფად გინდა მაშინ მანდ უნდა იყიდო.მე ბალახზე მყავს გაშვებული და ხორბალს ვაჭმევ და საუკეთესო ტაბაკები იქნებიან სექტემბერში და მე მაგ ფასში არ გავყიდი.ძმა შენ თუ გინდა დამითოვე შენი ნომერი პირადში და მე შეგეხმიანები როცა გაყიდვას დავაპირებ წაგიყვან განახებ თუ მოგეწონება და ფასშიც შევთანხმდებით ხო კაი თუ არადა არაა

Posted by: lado1977 23 Jun 2012, 16:48
bagha
გასაგებია, მე სატაბაკედ არ მინდა უბრალოდ ცჰემტვის მინდა, დიღმის ბაზარში არისო გამხდრები 8-9ლარად მაგას ხომ გადამყიდველი ყიდის? ესეიგი ვიღაცამ უფრო იაფადაც ჩააბარა wink.gif და შენ გადამყიდველი რამდენადაც ყიდის ის ფასიც თუ არ გაწყობს ჩემი აზრით გაგიჭირდება გასაგება. გმერთმა ხელი მოგიმართოს და ორმაგ ფასში გაგაყიდინოს smile.gif

Posted by: nika5 23 Jun 2012, 17:13
ნაკვეთში მყავს 5 ც ქათამი და ბავშვებისთვის მიმაქვს ხოლმე ახალი კვერცხი... ეს დღეებია აღმოვაჩინე,
რომ რაღაც ჭამს ქათმის კვერცხებს, თანაც, მთლიანად (ჩემი აზრით) მიაქვს მოშორებით და იქ ჭამს... ცოტა ნაჭუჭი
რჩება ხოლმე და ამით გავიგე. მანამდე ერთი კატა კი დავინახე და ვითომ კატა იქნება?,
თუ დედოფალა თუ რაღაცა ასი სახელი რო აქვს?

მირჩიეთ, ხაფანგი დავუგო? საწამლავი დავუყარო თუ სხვა რამე ვარიანტიც არსებობს?

მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,

Posted by: bagha 24 Jun 2012, 23:41
შენთვის თუ გინდა და მითუმეტეს გასაზრდელად მაშინ აზრი არ აქვს რომელს იყიდი პრემიქსით გაზრდილს თუ ბალახზე გაზრდილს.მაშინ იყიდე დიღმის ბაზრობიდან იაფი არის და შენ ეგ გაწყობს.მე ძმა კიდევ სატაბაკედ უნდა გავყიდო და ტაბაკას ფასი ძვირიაა.რესტორან კოლხეთს სოფლის წიწილის ტაბაკა 40 ლარად აქვს და მე 8 ლარად ჩავაბაროო?გადახედე ამ თემაში მიმოწერებს და ნახავ 2 წლის უკან ადამიანები ყიდდნენ 8-9 ლარებში,იმის მერე ყველაფერი გაძვირდა,როგორც საკვები წიწილებისთვის ისე ყველაფერი.მე ძვირად უნდა გავყიდო,გამოჩნდებიან ადამიანები რომლებმაც ისიან ნაღდი ტაბაკას ფასი და ისინი იყიდიან.ღმერთმა ხელი მოგიმართოს და უფრო იაფშიც გეყიდოოს

Posted by: iko-iko 25 Jun 2012, 14:40
nika5
ვერ მოგსვლია კარგი ამბავი. სანამ არ აღმოაჩენ რა გპარავს კვერცხს მანამდე ვერაფერს ვერ დაგეგმავ, პირველრიგში უნდა აღმოაჩინო ვინ არის ის შათლახი. არარის გამორიცხული რო შეინივე ქათამი იყოს.

Posted by: kakob 25 Jun 2012, 17:43
nika5


/ მიაქვს მოშორებით და იქ ჭამს... ცოტა ნაჭუჭი
რჩება ხოლმე /

კაჭკაჭმა იცის ეგრე

Posted by: nika5 25 Jun 2012, 22:29
iko-iko
QUOTE
არარის გამორიცხული რო შეინივე ქათამი იყოს.

ალბათ, ეს იხუმრე, თუმცა, არ ვიცი... მიუხედავად ყველაფრისა, ჩემივე ქათამი ვერ იქნება,
გალიის ტერიტორიის გარეთ ვნახე ნაჭუჭები და ყვითელი ფერის ლაქები რამდენჯერმე...
მოკლედ ძაან დავძაბე დეტექტივის სიუჟეტი... vik.gif

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ადრე თუ 4 კვერცხის ნაცვლად 2 ან 1 მაინც მხვდებოდა, ბოლო სამი დღეა, საერთოდ აღარ მხვდება კვერცხი...
თუმცა შეჭმული კვერცხის კვალიც აღარ მინახავს... შეიძლება, რომ ყველას ერთად შეეწყვიტა კვერცხი დადება?! ეხლა ეს უფრო მაინტერესებს...

კიდევ ერთი მტკიცებულება: მაღაზიის თეთრი კვერცხი დავუდე საბუდარში გუშინ (თან შპრიცით საწამლავი შევუშვი კვერცხში) და დღეს ხელუხლებელი დამხვდაidea.gif
მოკლედ, არ შევყარე ქვეყანა ოთხი კვერცხის გულისთვის?!

kakob
კაჭკაჭები იქ მართლა არიან ხოლმე, მაგრამ კაჭკაჭს შეუძლია კვერცხის მთლიანად წაღება? ცოტა ნაჭუჭი სადაც კვერცხს წაიღებს იქ რჩება, თორე საბუდარში კი არა.

Posted by: iko-iko 25 Jun 2012, 23:22
კაჭკაჭი კვერცხს ძირითადად ხვრიტავს, უკეთებს პატარა ნახვრეტს და იქიდან სვსვს ხოლმე შიგთავსს ოღონდ ჯერ ადგილზე აკეთებს ამას მერე კი როცა შეამსუბუქებს შეიძლება წაიღოს კიდევაც.

შენ ეგ მითხარი დაცვენილი ბუმბულები ხომ არ გაჩნდა შენი ქათმების ადგილსამყოფელში?

Posted by: nika5 26 Jun 2012, 09:30
iko-iko
თუ თითო-ოროლა ითვლება - კი ...????

Posted by: laliko 27 Jun 2012, 12:43
--------------------------------

ვიშოვე უკვე წიწილების საკვები. ისე ან ვაქცინაცია ან რამე არ უნდა წიწილებს?

Posted by: mister2000 29 Jun 2012, 11:41
მოკლედ სად შეიძლება იმერეთში მეკვერცხული ჯიშის ქათმის ან წიწილის შეძენა თუ ვინმემ იცით ეგებ მომწეროთ

Posted by: bagha 29 Jun 2012, 19:09
მოგესალმებით ყველას,იცით რა მაინტერესებს მყავს სოფლის წიწილები რომლებიც გაშვებულები მყვანან შემოღობილ ადგილას და იკვებებიან როგორც ბალახით ასევე ხორბლით. სექრემბერში იქნებიან 4 თვისები,მინდა სატაბაკედ ჩავაბარო,ხომ არავინ იცით ვინ ჩაიბარებს და რამდენად?დიღმის ბაზრობის გარდა,იმიტო რო იქ ვნახე და ყავთ გამხდარი ტაბაკები 8-9 ლარებში თვითონვე ყიდიან.მადლობა წინასწარ.ამას უკვე მეორედ ვწერ და დავიჯერო აქ ეს არავინ იცის??

Posted by: narcoTOURIST 24 Jul 2012, 22:17
დღეს ჩემმა ძაღლმა მეზობლის 3 წიწილა დაახრჩო sad.gif
მოკლედ მინდა ვუყიდო
სად შეიძლება ვიყიდო თბილისში 3 წიწილა და რა ღირს?

Posted by: iko-iko 25 Jul 2012, 01:56
დიღმის ბაზარში იყიდება მარა ფასებს ვერ გეტყვი.

Posted by: MOXISI 29 Jul 2012, 12:43
QUOTE (nika5 @ 23 Jun 2012, 17:13 )
ნაკვეთში მყავს 5 ც ქათამი და ბავშვებისთვის მიმაქვს ხოლმე ახალი კვერცხი... ეს დღეებია აღმოვაჩინე,
რომ რაღაც ჭამს ქათმის კვერცხებს, თანაც, მთლიანად (ჩემი აზრით) მიაქვს მოშორებით და იქ ჭამს... ცოტა ნაჭუჭი
რჩება ხოლმე და ამით გავიგე. მანამდე ერთი კატა კი დავინახე და ვითომ კატა იქნება?,
თუ დედოფალა თუ რაღაცა ასი სახელი რო აქვს?

მირჩიეთ, ხაფანგი დავუგო? საწამლავი დავუყარო თუ სხვა რამე ვარიანტიც არსებობს?

მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,

თრითინაა ეგ ვირიშვილი და ქათმებიც არ გაგიფუჭოს წმინდა სეტკით შეღობე და ვეღარ შეძვრება
war.gif

Posted by: nika5 30 Jul 2012, 14:39
MOXISI
QUOTE
თრითინაა ეგ ვირიშვილი და ქათმებიც არ გაგიფუჭოს წმინდა სეტკით შეღობე და ვეღარ შეძვრება


მადლობა გამოხმაურებისთვის...

რაც ხაფანგი დავუგე, ზუსტად იმის მერე აღარ გამოჩენილა ის "ვირიშვილი"...
ჯერჯერობით მშვიდობაა საქათმეშიც...

Posted by: iko-iko 3 Aug 2012, 14:08
რამდენიმე ადგილას ინფექციურმა ბრონქიტმა იჩინა თავი, გირჩევთ თუ გყავთ არაიმუნური ფრინველი აცრათ თავისდროზე. ყურადღება მიაქციეთ ფრინველის შენახვის პირობებს, განსაკუთრებით მოზარდისას. არის რიგი ინფექციები რომელიც გარდაუვალია რადგან ბუნებაში გადამტანების ძალიან დიდი ჩამონათვალი, არის იყო და იქნება.

Posted by: qori 28 Aug 2012, 18:03
ერთი დილეტანტური შეკითხვა მაქვს:
ბროილერის ქათამი რომ კვერცხს დადებს და გამოიჩეკება ისეთივე ბროილერი გამოვა? თუ ბროილერის მამლები არ იშოვება ან დედლებთან ერთად არ ყიდიან? რატომ უნდა იყიდო წიწილა და რატომ არ შეიძლება ბროილერის ქათამი რომ გავზარდო და მერე იმის კვერცხით გამოიჩეკოს? (და ისეთივე ზრდის ტემპი ქონდეს)

და კიდე ერთი. სახლის პირობებში რომ გავზარდო ოჯახისთვის ყველანაირი პრემიქსებისა და ვიტამინების გარეშე, ისეთივე გემრიელი გამოვა როგორიც სოფლის დედალია? თუ ბროილერს ვერანაირად ვერ ექნება სოფლის დედლის ნაირი გემო როგორი პირობაც არ უნდა შეუქმნა და რითიც არ უნდა გამოვკვებო? უფრო მაინტერესებს ფერადი ბროილერი.

Posted by: iko-iko 28 Aug 2012, 20:45
qori
QUOTE
ბროილერის ქათამი რომ კვერცხს დადებს და გამოიჩეკება ისეთივე ბროილერი გამოვა?

არავითარ შემთხვევაში, რადგან ბროილერი არის ჰიბრიდული ფრინველი და შემდეგ თაობებში გენეტიკური ნიშანთვისებები არ გააჩნია, წავა დათიშვა და დედისეული ფორმებიდან რომელიმე ხაზის ნიშანთვისებები გამოყვებათ, ისიც არაწესიერად, ზოგს რომელი ხაზის და ზოგსაც რომელი.

QUOTE
და კიდე ერთი. სახლის პირობებში რომ გავზარდო ოჯახისთვის ყველანაირი პრემიქსებისა და ვიტამინების გარეშე, ისეთივე გემრიელი გამოვა როგორიც სოფლის დედალია?

ჩემი პირადი შეხედულებით უფრო გემრიელიც გამოდის თუ ის გავზარდეთ თავისუფალი შენახვით და არ გავჭყიპეთ პროტეინებით და ამინომჟავებით, შედეგი მოდის ერთი ორად გვიან, სამაგიეროდ ვიღებთ მომწიფებულ და გემრიელ ხორცს!
* * *
აქვე დავამატებდი, რომ ხორცის გემო დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე; შენახვის ტიპზე, ჯიშზე, ასაკზე, ყველაზე უმთავრესი კი საკვებია.
ყველაზე გემრიელი გამოდის თავისუფალი შენახვის ტიპის ქათმის ხორცი რადგან ქათამს აქვს საკვების მრავალფეროვნების ხელმისაწვდომობა.

Posted by: qori 29 Aug 2012, 00:20
iko-iko
დიდი მადლობა...........

Posted by: davita1985 6 Oct 2012, 16:45
მუხრანში ქათმის ფერმაში ქათამი მასიურად გაწყდაო და მაინტერესებს სიმართლეს რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია??

Posted by: nika5 6 Oct 2012, 19:30
QUOTE
QUOTE
თრითინაა ეგ ვირიშვილი და ქათმებიც არ გაგიფუჭოს წმინდა სეტკით შეღობე და ვეღარ შეძვრება




მადლობა გამოხმაურებისთვის...

რაც ხაფანგი დავუგე, ზუსტად იმის მერე აღარ გამოჩენილა ის "ვირიშვილი"...
ჯერჯერობით მშვიდობაა საქათმეშიც...


აგვისტო-სექტემბერში ჩემი ხაფანგის ნადავლი - ორი კატა და ერთი კვერნა...

Posted by: m@lish 19 Oct 2012, 02:54
გამარჯობათ.

იქნებ ვინმემ მითხრათ ბროილერის წიწილა რა ღირს და სად შეიძლება შეძენა. დაახლოებით 200- 300 ცალი რომ ვიყიდოთ.

Posted by: giorgiste 21 Oct 2012, 01:29
m@lish
1.4 დან 1.5 ლარამდე. 1.5 ღირს ჭირზე და კიდევ რაღაც დაავადებებზე აცრილი. ფონიჭალაშია ინკუბატორი

Posted by: mister2000 24 Oct 2012, 00:36
მაინტერესებს იმერეთში სად იყიდება (რაიონი) სიმინდი ყველაზე იაფად , ვიტამინები და წამლები ქათმებისათს (საბითუმო) თუ ვინმე იცით გამიზიარეთ ინფორმაცია

Posted by: ikaragua 27 Oct 2012, 16:23
მეხორცული ქათმების გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია სად ვნახო?

კვადრატულ მეტრზე რამდენი წიწილა ეტევა?

ტემპერატურა რამდენი უნდა იყოს და უნდა იცვალოს თუ არა დროის მიხედვით?

Posted by: m@lish 7 Nov 2012, 00:36
giorgiste
QUOTE
1.4 დან 1.5 ლარამდე. 1.5 ღირს ჭირზე და კიდევ რაღაც დაავადებებზე აცრილი. ფონიჭალაშია ინკუბატორი


ფონიჭალაში რა ადგილზეა, ხომ არ იცი. ან საკონტაქტო ტელეპონი ხომ არ გაქ?

Posted by: giorgiste 7 Nov 2012, 12:13
QUOTE
ფონიჭალაში რა ადგილზეა, ხომ არ იცი. ან საკონტაქტო ტელეპონი ხომ არ გაქ?

თუ იცი ადრე კოკო რო იყო ფაბრიკა, იქ არიან, ნომერი არ მაქვს. ხო კიდევ თელეთშიც არის.

Posted by: tevdore 1 Dec 2012, 14:27
ხვალ, ზეგ საზღვარი თუ გაიხსნა და ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან სუფრის კვერცხმა დაიწყო შემოსვლა...ადგილობრივ მეფრინველეობას რა ეშველებ???????????გიფიქრიათ ვინმეს? და ერთი კიდევ კვერცხის ფასი 30-(ნაკლებიც)
თეთრია დაახლოებით და მაგის თვითღირებულება რამდენია იცით ვინმემ?

Posted by: dzleviskedeli 1 Dec 2012, 15:06
tevdore

რისი თქმა გინდა?ჩვენებს ერხევათ?

Posted by: qori 1 Dec 2012, 16:18
გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს.
თბილისში სახლის ეზოში მყავს გაშვებული ქათმები უკვე 1 კვირაა 9 დედალი და 1 მამალი. მანამდე სულ დამწყვდეულები იყვნენ და იქნებიან ეგრე 8 თვისები და ერთიც დედალი უკვე რომელიც მაჩუქეს და მანამდე დებდა კვერცხს და რაც მე მყავს (2- 3 თვე) საერთოდ აღარ დაუდია იმ დედალსაც.

თუ იცით ვინმემ რა გავაკეთო ისეთი რომ კვერცხის დება დაიწყონ. ვაჭმევ სიმინდს და საჭმლის ნარჩენებს.

Posted by: dzleviskedeli 1 Dec 2012, 16:25
qori

შენი უზერნეიმიდან გამომდინარე კვერცხი კი არა ცოცხლები რომ არიან ეგეც მიკვირს smile.gif

Posted by: qori 1 Dec 2012, 22:02
biggrin.gif ეგ კი მაგრამ ჯერ კვერცხი და მერე შემწვარ - მოხრაკული დედალა.
სერიოზულად კი მართლა მინდა დახმარება

Posted by: tevdore 1 Dec 2012, 22:13
dzleviskedeli
თუ დაიწყო ბელორუსიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან კვერცხის იმპორტი.....დაერხევათ აბა რა.........მოსაფიქრებელია რაღაც თორემ ეგ დაირგი დაიძირება...

Posted by: iko-iko 2 Dec 2012, 20:42
qori
საქათმეში დაკიდე ნათურა და გაუხანგრძლივე სინათლით სტიმულირება 16 საათამდე. თუ განგურში არიან მაშინ გვიან დაიწყებენ კვერცხდებას თუ განგურგამოვლილები არიან აღუდგებათ კვერცხდება ასე 1 თვეში შეიძლება მანამდეც. ასე შორიდან ვერ გეტყვი.


Posted by: qori 4 Dec 2012, 14:53
iko-iko
მადლობა
და განგური რას ნიშნავს?
იმის ბრალი ხომ არ შეიძლება იყოს სიმინდს რო ჭამენ და არა ქერს და ხორბალს?

Posted by: iko-iko 5 Dec 2012, 18:40
განგური არის ფრინველის ფიზიოლოგიური მდგომარეობა რომლის დროსაც ის იცვლის ბუმბულის საფარველს.

Posted by: anamch 6 Dec 2012, 08:09
iko-iko
qori


სასწაული თუ გინდა ამის საკითხვად კი არადა თემის გასახსნელად შემოვედი..
მოკლედ მაჩუქეს 4 ცალი შავი დედალი... მითხრეს კვერცხისმდებლები არიანოო,, კი არადა დებდნენ რომ მომიყვანეს..

ახლა პირი შეკრა ოთხივემ..
რას არ ვპირდები.. ოქროს სარაისაც... მაგრამ-არაოო!
dzleviskedeli
QUOTE
qori

შენი უზერნეიმიდან გამომდინარე კვერცხი კი არა ცოცხლები რომ არიან ეგეც მიკვირს

lol.gif lol.gif lol.gif

ცარცი ვაჭამოო?

Posted by: pitershow 6 Dec 2012, 10:20
anamch
დაკალი და ჩახოხბილი გააკეთე biggrin.gif

Posted by: anamch 6 Dec 2012, 11:24
pitershow
QUOTE
დაკალი და ჩახოხბილი გააკეთე

ოოოუუფფფ
ნწუ ჩემს ეზოში სისხლი არ დაიღვრვრებააა..სიბერით მოკვდებიაან საწყლები..
მართლა რა მეშველება ,,ამხელა მეურნეობის გამრთვა მინდა და როგორ უნდა დავკლა ის რასაც ჩემი ხელიდან უნდა ვაჭამო?

მაგარ შარში ვარ!

Posted by: MOXISI 6 Dec 2012, 14:10
QUOTE (anamch @ 6 Dec 2012, 11:24 )
pitershow
QUOTE
დაკალი და ჩახოხბილი გააკეთე

ოოოუუფფფ
ნწუ ჩემს ეზოში სისხლი არ დაიღვრვრებააა..სიბერით მოკვდებიაან საწყლები..
მართლა რა მეშველება ,,ამხელა მეურნეობის გამრთვა მინდა და როგორ უნდა დავკლა ის რასაც ჩემი ხელიდან უნდა ვაჭამო?

მაგარ შარში ვარ!



დანები დაურიგე და ერთმანეთს დახოცავენ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: anamch 7 Dec 2012, 09:45
QUOTE
დანები დაურიგე და ერთმანეთს დახოცავენ

კე
მასე ვიზამ-სხვა გზას არ მიტოვებენ!

Posted by: iko-iko 8 Dec 2012, 21:57
anamch
QUOTE
iko-iko
qori


სასწაული თუ გინდა ამის საკითხვად კი არადა თემის გასახსნელად შემოვედი..
მოკლედ მაჩუქეს 4 ცალი შავი დედალი... მითხრეს კვერცხისმდებლები არიანოო,, კი არადა დებდნენ რომ მომიყვანეს..

ახლა პირი შეკრა ოთხივემ..
რას არ ვპირდები.. ოქროს სარაისაც... მაგრამ-არაოო!


smile.gif კვერცხისმდებელი ქათამი კარგია

დვაიწყოთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ქათამი რომელიც კვერცხს დებს და გადაიტანს რაიმე სახის სტრესს ხშირ შემთხვევაში წყვეტს კვერცხდებას, ასე რომ შენთან კვერცხის აღარდადება შეიძLება ამ მოვლენას მივაწეროთ,

ეხლა თან ისეთი სეზონია რომ ძირითადად მთელი ფერადი ქათამი წყვეტს კვერცხდებას იმ მიზეზით რო ცივა და დღის სინათლის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა,

ფერადი ქათამი კვერცხდებას განაახლებს იანვრიდან როდესაც სინათლით სტიმულირება ხანგრძლივდება. ნუ აუცილებლად იანვარში დაიწყებსთქო ვერ გეტყვი მარა 20 30 დედალი თუ გყავს იანვარში უკვე ჩნდება ხოლმე პირველი კვერცხები.

თუ გინდა რო გარემო პირობებზე არ იყო დამოკიდებული მაშინ სულ სხვა პირობების შექმნა მოგიწევს და კვერცხიც უფრო ბევრი გექნება მაგრამ 4 ქათმისთვის არ გირჩევ.

Posted by: nika5 10 Dec 2012, 19:40
iko-iko
QUOTE
საქათმეში დაკიდე ნათურა და გაუხანგრძლივე სინათლით სტიმულირება 16 საათამდე. თუ განგურში არიან მაშინ გვიან დაიწყებენ კვერცხდებას თუ განგურგამოვლილები არიან აღუდგებათ კვერცხდება ასე 1 თვეში შეიძლება მანამდეც. ასე შორიდან ვერ გეტყვი.


შუქი მთელი ღამე რომ დავუტოვო, შეიძლება?

Posted by: iko-iko 10 Dec 2012, 20:50
nika5
QUOTE
შუქი მთელი ღამე რომ დავუტოვო, შეიძლება?


სასურველი ნამდვილად არარის და თანაც უშედეგოა 16 საათზე მეტის გახანგრძლივება. უარესს გააკეთებ, ქატამს გამოფიტავ ფიზიოლოგიურად.

Posted by: nika5 10 Dec 2012, 22:00
iko-iko
მადლობა, გასაგებია

Posted by: dato12 22 Dec 2012, 22:06
გამარჯობათ რამოდენიმე შეკითხვა მაქვს, უკეთესი რომელია

1) ყიდულობ ინკუბატორს, ყიდულობ კვერცხებს,გამოიჩეკებიან, გავზრდი 35-40 დღემდე და დავკლავ,გავყიდი

2) კვერცხისმდებელ ქათმებს ვყიდულობ და კვერცხებს გავყიდი., მაღაზიებში ჩავაბარებ ასევე კვერცხებით მოვამარაგებ სხვა ფერმებს.

საქართველოში რომელი უფრო გამოდგება გაიყიდება: ქათმის ხორცი თუ კვერცხები?

Posted by: dato12 25 Dec 2012, 13:25
iko-iko
შენ რომელს მირჩევ

გამარჯობათ რამოდენიმე შეკითხვა მაქვს, უკეთესი რომელია

1) ყიდულობ ინკუბატორს, ყიდულობ კვერცხებს,გამოიჩეკებიან, გავზრდი 35-40 დღემდე და დავკლავ,გავყიდი

2) კვერცხისმდებელ ქათმებს ვყიდულობ და კვერცხებს გავყიდი., მაღაზიებში ჩავაბარებ ასევე კვერცხებით მოვამარაგებ სხვა ფერმებს.

საქართველოში რომელი უფრო გამოდგება გაიყიდება: ქათმის ხორცი თუ კვერცხები?

Posted by: rastafari 25 Dec 2012, 14:29
dato12
QUOTE
საქართველოში რომელი უფრო გამოდგება გაიყიდება: ქათმის ხორცი თუ კვერცხები?

ორივე

Posted by: iko-iko 25 Dec 2012, 14:39

dato12
ორივე კარგად მუშაობს, შენ მთავარია შენი სპეციფიკა გაარკვიო რომელი გირჩევნია.

rastafari
QUOTE
ორივე

ვეთანხმები 100%

Posted by: iorkezi7777 5 Jan 2013, 14:59
ვინმემ ხომ არ იცის ბროლიერის კვერცხს სად ვიყიდი?

Posted by: anamch 9 Jan 2013, 22:43
მოკლედ
ღორის სახლი თითქმის მზადაა

ინკუბატორი მინდაა . 500 დან 100 კვერცხამდეე...
მეტს ვერ გავქაჩავ..

ლინქები მომეციტ რაა ?
პლზ!

Posted by: senkistan37 11 Jan 2013, 13:34
ინკუბატორსა დაკვერცხებზე ჩალიჩს ჯობია ახალგამოჩეკილი წიწილებზე იჩალიჩო, ბევრ რისკებს გამორიცხავ შენი საქმიანობიდან

Posted by: iko-iko 11 Jan 2013, 13:52
anamch
ალიბაბადან გამოაგზავნინე, ჩინური პატარა ინკუბატორები ძალიან ბევრნაირია.
* * *
აი რას ერჩი ახლა ამას? ოჯახური ბიზნესისთვის ძალიან მისაღები უნდა იყოს, ალბათ 1000$-მდე დაჯდება აქ მოტანილი.

http://www.alibaba.com/product-gs/524067368/small_poultry_hatchery_machine.html?s=p

Posted by: zukka2007 11 Jan 2013, 17:32
http://www.2dan1.com/?fun=2&ref=34959 დღეში 20თ-დან 20ლარამდე.დარეგისტრირდით ))მე უკვე გამოვიტანე))წარმატებები

Posted by: iorkezi7777 11 Jan 2013, 21:08
QUOTE (senkistan37 @ 11 Jan 2013, 13:34 )
ინკუბატორსა დაკვერცხებზე ჩალიჩს ჯობია ახალგამოჩეკილი წიწილებზე იჩალიჩო, ბევრ რისკებს გამორიცხავ შენი საქმიანობიდან

ახალ გამოჩეკილების ყიდვის შემთხვევაში არაა რისკები? რისკები ყოველთვის ყველა საქმეშია უბრალოდ პრევენციაა საჭირო ჩემი აზრით.
* * *
QUOTE (iko-iko @ 11 Jan 2013, 13:52 )
anamch
ალიბაბადან გამოაგზავნინე, ჩინური პატარა ინკუბატორები ძალიან ბევრნაირია.
* * *
აი რას ერჩი ახლა ამას? ოჯახური ბიზნესისთვის ძალიან მისაღები უნდა იყოს, ალბათ 1000$-მდე დაჯდება აქ მოტანილი.

http://www.alibaba.com/product-gs/524067368/small_poultry_hatchery_machine.html?s=p

ჩემა ახლობელმა იყიდა 100 კვერცხიანი HOVA BATOR ის ინკუბატორი 400 დოლარი დაუჯდა აქ ჩამოტანილი და მაგარი სატუტი რაგაცაა.

Posted by: iko-iko 11 Jan 2013, 21:35
აი კარგი ინკუბატორი ეს არის მაგრამ ძალიან დიდი საფრინველეებისთვისაა გათვლილი
http://www.hatchtech.nl/hatchtech/index.php

ესეც პანორამული ტური
http://www.hatchbrood.nl/hatchbrood/tour_uk/fullscreen.html
* * *
ესეც უკრაინის ერტერთი მწარმოებელი, ზომები აყრადაყრაზე.
http://megatehprom.uaprom.net/

Posted by: senkistan37 12 Jan 2013, 13:26
iorkezi7777
QUOTE
ახალ გამოჩეკილების ყიდვის შემთხვევაში არაა რისკები? რისკები ყოველთვის ყველა საქმეშია უბრალოდ პრევენციაა საჭირო ჩემი აზრით.


მთელი ციკლიდან რაც კვერცხიდან ზრდასულ ფრინველამდე მიმდინარეობს ყველა ნაბიჯზე არსებობს დიდი რისკები, იმიტომ რომ "ცოცხალი" ბიზნესია,
ხშირია გამოცდილ ფერმებშიც დიდი ზარალი ენახათ სულ მცირედი შეცდომის თუ უყურადღებობის გამო, ამ ზარალს დიდი ფერმები ადვილად იტანენ,
მიმუშავია მაგ სფეროში და გირჩევ ეგ პირველი ციკლი (ინკუბატორი) გამოტოვო და წიწილიდან დაიწყო რომლის ხარისხზეც გამყიდველს მოსთხოვ გარანტიებს, მაგაზე კარგი პრევენცია მაგ ამბავში არ არსებობს. კეთილი სურვილებით smile.gif


Posted by: babala 15 Jan 2013, 22:43
გამარჯობათ.
რამდენიმე რამ მაინტერესებს და იქნებ დამეხმაროთ.
1. რა ჯიშის ქათამი იშოვება ადვილად საქართველოში ყოველ დღე კვერცხის მდებელი.
2. სად შეიძლება ამ ქათმების შოვნა.
3. რა ასაკის უნდა შევიძინო ასე 500 დედალი მკვერცხის მდებელი რო მყავდეს.
4. რა ასაკის ხდება უკვე ქათამი წამგებიანია და დაკვლა ჯობია.

* * *
QUOTE
გამარჯობათ.
რამდენიმე რამ მაინტერესებს და იქნებ დამეხმაროთ.
1. რა ჯიშის ქათამი იშოვება ადვილად საქართველოში ყოველ დღე კვერცხის მდებელი.
2. სად შეიძლება ამ ქათმების შოვნა.
3. რა ასაკის უნდა შევიძინო ასე 500 დედალი მკვერცხის მდებელი რო მყავდეს.
4. რა ასაკის ხდება უკვე ქათამი წამგებიანია და დაკვლა ჯობია.

ვერავინ ვერ მიპასუხებს??????

Posted by: senkistan37 17 Jan 2013, 23:02
babala

1. ჰაილაინი, ფაბრიკები ყიდიან ხოლმე როცა დიდი წარმოებისთვის არარენტაბელური ხდება (17-18 თვისებს)
როცა კვერცხმდებლობა 70%-ს ჩამოსცდება.
2. დაუკავშირდით 09-ზე გაიგებთ ნომერს, იკითხეთ როდის იწყებენ ქათმის გაყიდვას, ფასები და ა.შ.
3. დაელაპარაკე, სანამ გაყიდვის პერიოდი არ მოუწევს უფრო ადრე ალბათ არ მოგცემენ.
4. რასაც ფაბრიკები აჭმევენ იმ საკვებს შენ ვერ დაამზადებ, იმიტომ რომ 14-17 კომპონენტი შედის შემადგენლობაში,
შეიძლება ეგეც მოგყიდონ, ყველაფერი მოლაპარაკების ამბავია, იმ საკვების დახმარებით დებს მაგდენ კვერცხს,
სხვაგან როცა მოხდება გადაყვანა ტუ პირობები არ იქნა სათანადო შეიძლება საერთოდ შეწყვიტოს კვერცხისდება,
ყველა ნიუანსი უნდა გათვალო, თუ არ დაგზარდებიან და აგიხსნიან კაი იქნება შენ სთხოვე მაინც.
წარმატებები.

Posted by: babala 18 Jan 2013, 01:26
senkistan37
და ისეთი ქათმები არ იშივება საქართველოში რომელსაც არ სჩირდება ასეთი განსაკუთრებული კვებაა? განსაკუთრებული პირობების შექმნა დ.ა.შ

Posted by: senkistan37 18 Jan 2013, 09:33
babala

QUOTE
და ისეთი ქათმები არ იშივება საქართველოში რომელსაც არ სჩირდება ასეთი განსაკუთრებული კვებაა? განსაკუთრებული პირობების შექმნა დ.ა.შ


როგორ არა ეგეთებიც არის ოქროს კვერცხებს რომ დებენ მარა საქართველოს კლიმატს ვერ ეგუებიან smile.gif

სპეციალურ ჯიშებს მაგალითად ჰაილაინი როცა პიკშია 96% აქვს კვერცხმდებლობა, ჩვეულებრივ სოფლის ქათამს რომელიც ეზოშია
გაშვებული და დღეში ერთხელ აჭმევენ მაქსიმუმ 35-40%, ეხლა შენით გადაწყვიტე smile.gif

Posted by: babala 20 Jan 2013, 20:21
senkistan37
ანუ ესე გამოდის როო სოფლის ქათამი მაქსიმუმ კარგად რო აჩამო დხე გამოშვებით დებს კვერცხს ხოო? თუ სწორად გავიგე ანუ ერთ დხეს დადებს მეორე დღეს ჩააგდებს

Posted by: senkistan37 20 Jan 2013, 22:29
babala

კი სწორედ გაიგე, თან მთელი წლის განმავლობაში არ დებს, ხოლო გამოყვანილი ჯიშები შესაბამისი პირობების დაცვის შემთხვევაში
(გალიაში ფრინველის რაოდენობა, ვენტილაცია, კვების რაციონის მართებულად შერჩევა, ვაქცინაცია, განათების რეჟიმი,
დეზინფექცია და ა.შ.) მიიღებთ საჭირო შედეგს, თუ ამას დავუმატებთ სწორ მენეჯმენტსა და აწყობილ სარეალიზაციო ქსელს,
სადაც ეს უკანასკნელი საუბედუროდ წარმოადგენს მთავარს მთელ ამ პროცესში და არა წარმოება smile.gif , მივიღებთ კიდევ ერთ წარმატებულ ბიზნესმენს smile.gif
წარმატებები!

Posted by: Koala 27 Jan 2013, 21:38
იყიდება ქათმის ფერმა, ინკუბატორით, გამოსაზრდელი,ქარხნული გალიებით,გამართული.თბილისთან ახლოს.

Posted by: rastafari 28 Jan 2013, 21:40
senkistan37
iko-iko
ქათამი რომ გაიზარდოს 40 დღემდე, რა სახის საკვები უნდა და რამდენი?

Posted by: LSoso 29 Jan 2013, 23:20
http://forum.ge/?f=72&showtopic=34302631&st=0

Posted by: iko-iko 30 Jan 2013, 22:36
rastafari
QUOTE
senkistan37
iko-iko
ქათამი რომ გაიზარდოს 40 დღემდე, რა სახის საკვები უნდა და რამდენი?

40 დრემდე ბროილერმა უნდა შეჭამოს დაახლოეით4 კგ-მდე. მიზანია 3879 გრ.
ამ დროს უნდა იყოს ცოცხალი მასით 2,3 კგ (სქესგაურჩეველი გამოზრდის შემთხვევაში ეს არის საშუალო წონა)
საკვები: სიმინდი, ხორბალი, სოიოს ან მზესუმზირის შროტი, პრემიქსი.

Posted by: rastafari 30 Jan 2013, 22:45
iko-iko
მადლობა.
რა შემადგენლობით უნდა იყვეს ხომ ვერ მეტყვი, პროცენტულად.
ანუ, რამდენი სიმინდი, რამდენი ხორბალი და ა.შ. ?

Posted by: qet1234 31 Jan 2013, 11:54
გამარჯობათ გადავათვალიერრე წინა პოსტები. ე.ი ვაპირებ ამ ბიზნესის დაწყებას და მაქვს კითხვები

1. სად შეიძლება შევიძინო გალიები რომლებსაც აქვთ ყველა საჭირო ინბენტარი,
2. სად შეიძლება ბროილერის ტიპის ქათამი ვიყიდო იაფად(მისამართი ან ტეელეფონი მჭირდება)
3. თავიდან რამდენი ქათმით უნდა დავიწყო
4.რამდენად მომგებიანი ბიზნესია
5.მიახლოებით რა თანხა მჭირდება რომ კარგად ავაწყო ყველაფერი
6.სად შეიძლება ქათმის ფერმის ქირაობა. მე არ მაქვს მიწწა . ასეევე შეიძლება მიწის ქირაობაცდდა მე ავაშენებ ფერმას.


თუ ვინმეს შეგიძლიათ ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი გამცეთ ძალიან გამახარებთ მადობა წინასწარ.. სერიოზულ ბიზნესს ვვიწყებ და მჭირდება კონსულტაციები

პ.ს მაინტერესებს სსაბაზრო ფასები აბსოლიტურად ყველაფრისთვის მაგ. ბროილერის ქათმის,კვერცხის,რას ჭამს და რა ღირს მისი საჭმელი... დანარჩენ დაავადებებზე დაველაპარაკები ზოოვეტს

Posted by: iko-iko 31 Jan 2013, 14:30
rastafari
ძირიტადად სამი სხვადასხვა ასაკობრივი საჭიროების საკვები არის ხოლმე. სტარტერი გროუერი და ფინიშერი. სახლის პირობებში მათი სწორად დამზადება თითქმის შეუძლებელია, კუსტალურად კი ძალიან მარტივია. მიდიხარ და ყიდულობ ე.წ. "პრემიქსს" ცილოვან ვიტამინოვან დანამატს და ამატებ თავიდან 35%-ს მერე 30-ს და ბოლოსკენ 25-ს მორჩა. ძირითადად მასე ამზადებენ ხოლმე სახლის პირობებში. ამ 30%-იან პრემიქსში უკვე წინასწარ არის შერეული ის კონცენტრატები როგორტიცაა შროტები და სხვადასხვა ცხოველური ფქვილები ასევე სუფთა სახის პრემიქსიც ანუ ვიტამინების და ამინომჟავების კომპლექსი.

სადაც ამ პრემიქსს იყიდი იქვე დაგაკვალიანებენ.

Posted by: rastafari 31 Jan 2013, 14:36
QUOTE (iko-iko @ 31 Jan 2013, 14:30 )
rastafari
ძირიტადად სამი სხვადასხვა ასაკობრივი საჭიროების საკვები არის ხოლმე. სტარტერი გროუერი და ფინიშერი. სახლის პირობებში მათი სწორად დამზადება თითქმის შეუძლებელია, კუსტალურად კი ძალიან მარტივია. მიდიხარ და ყიდულობ ე.წ. "პრემიქსს" ცილოვან ვიტამინოვან დანამატს და ამატებ თავიდან 35%-ს მერე 30-ს და ბოლოსკენ 25-ს მორჩა. ძირითადად მასე ამზადებენ ხოლმე სახლის პირობებში. ამ 30%-იან პრემიქსში უკვე წინასწარ არის შერეული ის კონცენტრატები როგორტიცაა შროტები და სხვადასხვა ცხოველური ფქვილები ასევე სუფთა სახის პრემიქსიც ანუ ვიტამინების და ამინომჟავების კომპლექსი.

სადაც ამ პრემიქსს იყიდი იქვე დაგაკვალიანებენ.

ანუ, სიმინდს ურევ 30%_ან პრემიქს და სხვა არაფერი აღარ უნდა?
სიმინდი მსხვილად დაფქვილი ხო?

Posted by: iko-iko 31 Jan 2013, 15:24
კი მასეა 70% სიმინდს + 30% პრემიქსი და მორჩა.

სადაც ამ პრემიქსებს ყიდიან ყველა გეტყვის როგორ უნდა გამოიყენა.

არის კიდევ 10%-იანი პრემიქსები რომელსაც აუცილებლად ერთერთი შროტი სჭირდება. როგორც წესი ვისაც მასეთი პრემიქსი აქვს შროტებიც თავად აქვთ ხოლმე და ისინიც თვითონვე გეტყვიან ამ მოდელს.

Posted by: rastafari 31 Jan 2013, 15:27
iko-iko
გაიხარე, დიდი მადლობა.

Posted by: sham 31 Jan 2013, 15:35
anamch
QUOTE
ახლა პირი შეკრა ოთხივემ..

პირი შეკრა თუ ტრაკი ? biggrin.gif

Posted by: rastafari 31 Jan 2013, 15:56
*shotia*
ეს კაცი სად წავიდა, ბევრი საინტერესო რამე იცოდა ქათამთან დაკავშირებით.
* * *
iko-iko
40 დღიანი ბროილერები 2.3 კგ_იანები უნდა იყვნენ?
ის თუ იცი დაკლული გასუფთავებული რამდენ პროცენტზე დადის?

Posted by: giorgiste 31 Jan 2013, 16:12
QUOTE
2.3 კგ

ეს არის იდიალური ვარიანტი, სამწუხაროდ ხშირად არ ხდება ხოლმე

Posted by: rastafari 31 Jan 2013, 16:20
giorgiste
მინიმუმ რამდენი კილო უნდა გახდეს რომ ნორმალურად ჩაითვალოს?

Posted by: qet1234 31 Jan 2013, 17:54
გამარჯობათ გადავათვალიერრე წინა პოსტები. ე.ი ვაპირებ ამ ბიზნესის დაწყებას და მაქვს კითხვები

1. სად შეიძლება შევიძინო გალიები რომლებსაც აქვთ ყველა საჭირო ინბენტარი,
2. სად შეიძლება ბროილერის ტიპის ქათამი ვიყიდო იაფად(მისამართი ან ტეელეფონი მჭირდება)
3. თავიდან რამდენი ქათმით უნდა დავიწყო
4.რამდენად მომგებიანი ბიზნესია
5.მიახლოებით რა თანხა მჭირდება რომ კარგად ავაწყო ყველაფერი
6.სად შეიძლება ქათმის ფერმის ქირაობა. მე არ მაქვს მიწწა . ასეევე შეიძლება მიწის ქირაობაცდდა მე ავაშენებ ფერმას.


თუ ვინმეს შეგიძლიათ ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი გამცეთ ძალიან გამახარებთ მადობა წინასწარ.. სერიოზულ ბიზნესს ვვიწყებ და მჭირდება კონსულტაციები

პ.ს მაინტერესებს სსაბაზრო ფასები აბსოლიტურად ყველაფრისთვის მაგ. ბროილერის ქათმის,კვერცხის,რას ჭამს და რა ღირს მისი საჭმელი... დანარჩენ დაავადებებზე დაველაპარაკები

Posted by: rastafari 31 Jan 2013, 18:10
qet1234
დაელაპარაკე ამ კაცს, იქნებ მოგაქირავოს.
http://forum.ge/?showtopic=33986628&view=findpost&p=34929291

Posted by: JOOJ55 13 Feb 2013, 13:49
მოსკოვის პროსპექტის ბოლოში მაქვს 6000კვმ ფართი.თავისი შენობებით.ეზოში პატარა არხიც მოედინება.ეხლა ვაპირებ პატარა ფერმა გავაკეთო.ღორები,ქათმები,კურდღლები და კვატები.ოჯახის პონტში მშვენივრად მეყოფა...თუ ვინმეს სურვილი გექნებათ შეგიძლიათ შემომიერთდეთ...

Posted by: varianeli 19 Feb 2013, 14:38
ჩემთან სოფელში ორ ვარიანტზე ვფიქრობ - საქონლის ფერმა თუ ქათმის...
რადგანაც საძოვარია ცოტა, უფრო ქათამზე სეიძლება გავაკეთო არჩევანი...იმედია კარგ საჭირო ინფორმაციას ამოვიკითხავ თქვენი წინა პოსტებიდან.

Posted by: VoK 22 Feb 2013, 17:23
rastafari
კომპანია ინვეტი...
http://www.invet.ge/
ბროილერის და ჭრელი ქათმის გამოზრდის პროგრამები, ბოლო თაობის ფრანგული წარმოების http://www.ceva.com/ ვაქცინები და ადგილობრივი სპეცრეცეპტურით დამზადებული პრემიქსი...

თამარ მეფის 4
არ ინანებთ...

Posted by: ushuaia 22 Feb 2013, 17:29
ბრამას რამოდენიმე წიწილი მინდა ყიდის ვინმეე

Posted by: lacoste716 4 Mar 2013, 19:59
იქნებ მიმასწავლოდ სად ვიყიდი სახორცე ქათმებს და რომელი ჯიში ჯობია.
თუ ვინმეს გაქვთ ფერმა და ყიდით ასეთ ქათმებს შემეხმიანეთ PM ში

Posted by: davita33d 10 Mar 2013, 15:02
ტუ შეიძლება რომ ქათამს საკვებად ნაწლავი მიცე მოხარშულ და გატარებულ მდგომარეობაში?
ცხოველური საკვების პონტში, ნაწლავი მსხვილფეხა ცხოველების

Posted by: ushuaia 25 Mar 2013, 21:48
არაა ბრამაა........................................???

Posted by: s@h@a@k@o 14 Apr 2013, 23:04
გასაყიდია სოფლის წიწილები ერთი თვის ასაკის თუ ვინმეა მსურველი პმ ში მომწერეთ.

Posted by: mishken 17 Apr 2013, 19:13
სახორცე ჯიშის ქათმისთვის ვეძებ გალიებს ,თუ ვინმემ რამე ინფორმაცია იცით რო ყიდიდნენ იქნებ ნომერი დაწეროთ,ან ვინმე აწყობდეს, ნებისმიერი რაოდენობის ქათმისთვის .წინასწარ გმადლობთ.

Posted by: mishken 20 Apr 2013, 21:01
ქართველები არ ხართ ? !?!!!!
,ვინმემ დაწერეთ რამე ქათმის ფერმა მინდა გავაკეთო

Posted by: stephanozi 20 Apr 2013, 21:13
mishken
მაი მარკეტზე ნახე იქ იყო ამასწინად

Posted by: mishken 21 Apr 2013, 00:34
გადატრიალებული მაქ მაიმარკეტი მაგრამ ვერ ვნახე რეალური ვერაფერი. იქნებ ვინმე დამეხმაროს ფორუმზე

Posted by: GEOBRANDI 21 Apr 2013, 13:27
მოგესალმებით ყველას,

ეხლა წავიკითხე თქვენი პოსტი, ეს ის სფეროა სადაც ბოლო 7 წელი ვმუშაობ და პარტნიორებთან ერთად მაქვხ ბიზნესი სადაც ვეხმარებით მეფრინველეობის ფაბრიკებს კონსულტაციით და ვამარაგებთ საკვებით..

მოკლედ თემა საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ სანამ ვინმე ამ ბიზნესს დაიწყებს ვურჩევ ბევრ საკითხს მიაქციოს ყურადღება მაგალითად, ფერმის მოწყობა, ბიოუსაფრთხოება, ვეტერინარია, წყლის სისტემის მართვა და რა თქმა უნდა კვება, სასაუბრო ძალიან ბევრია და გამიჭირდება ყველაფრის ერთ პოსტში დაწერა..ასე რომ თუ გაინტერესებთ PM ში მომწერეთ და შევხვდეთ

Posted by: stephanozi 21 Apr 2013, 14:05
mishken
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=4019398 აჰა და დაურეკე. 900 ცოტა კი არის მარა შეიძლება დაგაკვალიანოს.

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3864620 ესეც ნახე იქნებ რამეში გამოგადგეს.

Posted by: leva1990 21 Apr 2013, 18:20
მეკვერცხული ქათმების ყიდვა სად შეიძლება და კვება როგორია მათვის საჭირო კომპეტენტურმა პირმა მიპასუხოს რა....

Posted by: GEOBRANDI 21 Apr 2013, 20:55
QUOTE
მეკვერცხული ქათმების ყიდვა სად შეიძლება და კვება როგორია მათვის საჭირო კომპეტენტურმა პირმა მიპასუხოს რა....


მეკვერცხული ქათმის ჯიში რომელიც საქართველოში და თითქმის მთელ კავკასიაში პოპულარულია არის LOMANN-ი. პირველ რიგში საჭიროა გაარკვიოთ რა რაოდენობა გინდათ. ამ ჯიშის წიწილა (ან 100 დღის ქათამი რომელიც უფრო პოპულარულია წვრილ ფერმერებში) შემოდის ძირითადად თურქეთიდან, არის ასეთი მომწოდებელი ჰასტავუკი. მაგრამ ერთ მანქანში დაახლოებით 12,000 ქათამი ეტევა და ფასები დღეისათვის დაახლოებით 12-13 ლარის ფარგლებშია ერთ 100 დღიან ქათამზე რომელიც 40 დღის შემდეგ იწყებს კვერცხისდებას და შემდგომი 60 კვირის განმავლოვაში დებს კვერცხს მაღალი პროდუქტიულობით დაახლოებით 85% საშუალოდ. ეს ახალი ქათამია, საჭიაროებს მაღალ საწყის ინვესტიციას, თუმცა პროდუქქტიულობაც მაღალი აქვს.

არსებობს სხვა ვარიანტიც, შედარებით იაფი თუმცა დაბალპროდუქტიული, მისაღები წვრილი ფერმებისათვის, კერძოდ ისინი ყიდულობენ ე.წ. 80 კვირის მეორად ქათამს მსხვილი ფერმებიდან (ფასი დაახლოებით 3-3,5 ლარია ერთი ქათმის თუ არ ვცდები) და შედარებით დაბალი აქვთ კვერცხდებაც სადღაც 60-65%-ის ფარგლებში, თუმცა საჭიროებს დაბალ ინვესტიციას, და რაოდენობაც არ არის შემოსაზღვრული იმიტომ რომ ტრანსპორტირება ხდება ქვეყნის შიგნით და ამ მხრივ აქვს თავისი უპირატესობა.

მოკლედ არჩევანი თქვენზეაsmile.gif)

საკვები - ეს მთელი მეცნიერებაა, მარტივად ვერ დაგიწერთ. მე თვითონ ამ ბიზნესში ვარ, ჩვენ ვართ მსოფლიოში ცხოველტა და ფრინველთა კვების სფეროში უმსხვილესი ჰოლანდიური ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში და ვამზადებთ და ვყიდით საკვებს მეფრინველეებზე, მეღორეებზე და მესაქნლეებზე (ძალიან ცოტას ამ უკანასკნელზე, იმიტომ რომ ცოტაა კომერციული წარმოებები). ასე რომ PM-ში მომწერეთ თუ დაგაინტერესათ და შევხვდეთ.

Posted by: stephanozi 21 Apr 2013, 23:30
GEOBRANDI
თქვენი კომპანიის სახელი? ფონიჭალიდან ხო არ პოსტავთ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: GEOBRANDI 21 Apr 2013, 23:42
ფონიწალიდან არა სახლიდან..მაგრამ იქიდანაც შემიძლია..სამუშAო დღეებში

Posted by: stephanozi 22 Apr 2013, 11:04
QUOTE
ფონიწალიდან არა სახლიდან..მაგრამ იქიდანაც შემიძლია..სამუშAო დღეებში

გასაგებია biggrin.gif biggrin.gif

Posted by: mishken 22 Apr 2013, 20:19
ფონიჭალაში რა ადგილას არის ფერმა? მეც ფონიჭალიდან ვარ

Posted by: stephanozi 22 Apr 2013, 23:18
QUOTE
ფონიჭალაში რა ადგილას არის ფერმა? მეც ფონიჭალიდან ვარ

ფერმა არ არის საწყობი და იფისი აქვთ

Posted by: davita33d 22 Apr 2013, 23:18
QUOTE
მეკვერცხული ქათმის ჯიში რომელიც საქართველოში და თითქმის მთელ კავკასიაში პოპულარულია არის LOMANN-ი.

რატომ კროსი და არა რაიმე სუფთა ჯიშის მეკვერცხული ქათამი მაგალითად ლეგორნი ან რუსული თეთრი რომლებიც ტავადაც შეგიძლია მოამრავლო და არც საწყისი დიდი კაპიტალი დაგჭირდება და არც სხვისი გამოფიტული ქათმების ყიდვა

Posted by: ushuaia 22 Apr 2013, 23:21
ბრამას არ ყიდიიით.................................

Posted by: davita33d 22 Apr 2013, 23:24
სკრაში ყავთ ბრამები კარგი, MYMAღKEთძEჩ ბლომადაა

Posted by: mishken 23 Apr 2013, 00:50
davita33d სად შეიძლება შეძენა მაგ მეკვერცხული ქათმის წიწილების ?
რა მაინტერესებს ეგ მეკვერცხული რომ გავუშვა გალიაში მამალტან ერტად .კვერცხი საინკუბაციო როგორ უნდა მივიღო? რომ მოვაგროოვო კვერცხი და გამოვაჩეკინო რამდენად შესაძლებელია?

Posted by: china123 23 Apr 2013, 10:15
მოგესალმებით ყველას,

მჭირდება თქვენი რჩევები და გთხოვთ არ დაიზაროთ და დამაკვალიანოთ...

ვცხოვრობ კერძო სახლში თბილისში,დაახლოებით 500 კვ.მ. ეზოთი,გადავწყვიტე ქათმები ვიყოლიო,ვფიქრობ სადღაც 100 ქათმით რომ დავიწყო,მაგრამ როგორ უნდა მოვაწყო ეს დიდი საქათმე,ავაშენო თუ ზემოთ გალიებზე რომ საუბრობდნენ ისინი ვიყიდო?

რა ჯიშის ქათმებია უფრო ხელსაყრელი ამ პირობებისთვის?და სად შეიძლება მათი შეძენა...

საკვებზე და სხვა დეტალებზე მერე გკითხავთ...

წინასწარ მადლობა

Posted by: stephanozi 23 Apr 2013, 13:45
china123
დიდმა საფრინველემ არამგონია ქალაქში გაამართლოს, რადგან სუნი იქნება საკმაოდ ცუდი მითუმეტეს ზაფხულში.

Posted by: china123 23 Apr 2013, 14:48
100-200 ქათამი რამდენად დიდია არ ვიცი....

Posted by: sham 23 Apr 2013, 14:57
QUOTE
100-200 ქათამი რამდენად დიდია არ ვიცი....

იმდენი ნამდვილად არის, რომ ვფიქრობ მეზობლებს შეაწუხებ smile.gif

ან მაქსიმალურად სისუფთავე და დღეში ორჯერ წმენდა და რეცხვა ....

Posted by: ushuaia 23 Apr 2013, 15:01
ძნელია რაა....................................................

Posted by: china123 23 Apr 2013, 16:06
გასაგებია,მადლობა......


...................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

Posted by: s@h@a@k@o 23 Apr 2013, 21:41
წიწილებს გაუჭირდა რეალიზაცია სად მირცჰევთ წაყვანას რომელ ბაზარზე უფრო გაიყიდება?რო ცჰავაბარო?

Posted by: ushuaia 23 Apr 2013, 21:47
ქუთაისი..................................................................

Posted by: mishken 24 Apr 2013, 22:03
1.რა წიწილები გყავს გასაყიდი?
2.რამდენი დღის არის?
3.რამდენად ყიდი თითოს?

Posted by: doxa91 25 Apr 2013, 13:56
გამარჯობათ ))) მე მაქვს სათბური რომელიც არაა გადახურული ანუ შუშის გარეშეა ..... ხო და მომივიდა ასეთი იდეა რომ ეს სათბური ამოვაშენო ბლოკით და გადავხურო .... და მერე მინდა ქათმების ყიდვა და ფერმის გაკეთება..... რას იტყვით ასეთი სათბური თუ გამოდგება ფერმისთვის )))) დიდი სათბურია და თან იმასსაც ვფიქრობ ორ ნაწილად გავყოთქო და მეორე ნაწილში სხვა რამე მოვაშენო, თუნდაც კურდღელი...... იქნებ მირჩიოთ რამე?

Posted by: ushuaia 25 Apr 2013, 16:33
doxa91
შეიძლება თავისუფლად............

Posted by: stephanozi 25 Apr 2013, 17:47
doxa91
ისა და სიმაღლე რამდენი აქვს. ანუ ჰაერიზაციის პრობლემა ხო არ გექნება?

Posted by: doxa91 25 Apr 2013, 17:59
QUOTE (stephanozi @ 25 Apr 2013, 17:47 )
doxa91
ისა და სიმაღლე რამდენი აქვს. ანუ ჰაერიზაციის პრობლემა ხო არ გექნება?

1.80 სიმაღლე და ერთი ბლოკის ადგილს დავტოვებ ანუ ერთ გაყოლებას და იქ საჰაეროს გავაკეთებ...... მასალა მაქვს ყველაფერი.... სახურავიც და ბლოკიც...... ესეიგი ღირს გაკეთება.. მაგრამ ისიც მითხრეს რომ სუნი იცის ცუდიო ქათამმაო და დასახლებულ პუნკტში არ ივარგებსო........ მართლა მასეა?

Posted by: LSoso 25 Apr 2013, 23:52
QUOTE (doxa91 @ 25 Apr 2013, 17:59 )
მართლა მასეა?

yes.gif
.....
....................................................

Posted by: doxa91 26 Apr 2013, 00:30
QUOTE (LSoso @ 25 Apr 2013, 23:52 )
QUOTE (doxa91 @ 25 Apr 2013, 17:59 )
მართლა მასეა?

yes.gif
.....
....................................................

ანუ სხვა ადგილი უნდა მოვნახო (((((((((( ფუ ამის

Posted by: mishken 26 Apr 2013, 16:15
თუ ყოველდღე გამოწმინდავ სკლინთს და იქვე არ გააჩერებ სუნი მხოლოდ ზაფხულში შეიძლება დადგეს

Posted by: stephanozi 26 Apr 2013, 16:32
1.8 მეტრი რაღაც მეპატარავება. ალბათ ნახერხზე გინდა გაუშვა ხო? მგონია, რომ დაგისველდება

Posted by: doxa91 26 Apr 2013, 16:42
დავიჯერო მასეთი საშინელი სუნი აქვს ? რომ ვერ გაუძლებენ ?? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
QUOTE (stephanozi @ 26 Apr 2013, 16:32 )
1.8 მეტრი რაღაც მეპატარავება. ალბათ ნახერხზე გინდა გაუშვა ხო? მგონია, რომ დაგისველდება

არაა პატარა 1.8 გვერდი აქვს.... მთლიანად 2.5-ია
* * *
QUOTE (stephanozi @ 26 Apr 2013, 16:32 )
1.8 მეტრი რაღაც მეპატარავება. ალბათ ნახერხზე გინდა გაუშვა ხო? მგონია, რომ დაგისველდება

1.8 გვედი აქვს და მთლიანად 2.5-ია და არ ეყოფა სიმაღლე? და დასველება რას ნიშნავს ?

Posted by: stephanozi 26 Apr 2013, 21:45
QUOTE
დასველება რას ნიშნავს ?

იმას, რომ ნახერხი დანესტიანდება და ფრინველი დაგიავადდება.

Posted by: vermi_cana 7 May 2013, 00:02
დახმარება ჭირდება, ახლობელმა რაიონიდან მთხოვა ამბის გაგება, ქათმები რომლებიც კვერცხს დებს არის ძალიან თხელ ნაჭურჭიანი.
ხოდა აინტერესებს, რა საკვები (და ან დანამატი) უნდა მიცეს, რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს?

მადლობა ყველას წინასწარ დახმარებისათვის.

Posted by: ushuaia 8 May 2013, 21:36
ბრაამას ყიდის ვინმეეე..............................

Posted by: G_E_O 9 May 2013, 19:49
გამარჯობათ
ქათმის ფერმის პროექტი ხო არ იცით სად მოვიძიო ?

Posted by: Koala 11 May 2013, 12:41
მაქვს ქარხნული წარმოების გალიები, უჟანგავი, სკლინტის ელექტრო მოტორით გატანის შესაძლებლობით. 4 ხაზი მაქვს. ერთ ხაზში ეტევა 1200- 1500 ქათამი. ანუ სულ 6000 ქათმის ფარგლებში. ფერმას ვყიდი, მაგრამ გალიებზე უფრო ბევრი მირეკავს ხოლმე. ცალკე რომ გავყიდო ეს გალიები რა ფასი აქვს ვინმემ ხომ არ იცით. (მეხორცული ჯიშისთვის არის, კვერცხის ჩამოსაგორებელი ამას არ აქვს) http://gancxadebebi.ge/Ka/განცხ

Posted by: Koala 14 May 2013, 00:07
დეტალური ინფორმაცია http://forum.ge/?f=92&showtopic=34529902

Posted by: ambergi 26 May 2013, 15:10
გამარჯობათ, იქნებ ვინმემ მითხრათ სად შეიძლება წიწილების ყიდვა? ეზოსთვის მინდა ასე 10-15 ცალი. ქათმის მაგნატობას არ ვაპირებ :-)))

Posted by: vasoberika 27 May 2013, 21:51
მოგესალმებით, მყავს 2 ციცარი ვითომ დედალ მამალი, 1 წლისები არიან უკვე თითქმის და არ მინახია რომ სადმე კვერცხი დაედოს დედალს, არც მამალის "ვაჟკაცობას" შევსწრებივარ... თუ იცით ხალხო რამე ციცრების შესახებ დამეხმარეთ რა, მაინტერესებს რა ასაკიდან დებენ კვერცხს და მამალი რა როდის პეპლავს დედალს, შესაძლებელია რომ ღამით მოხდეს რამე?

Posted by: rastafari 27 May 2013, 22:18
QUOTE (vasoberika @ 27 May 2013, 21:51 )
მოგესალმებით, მყავს 2 ციცარი ვითომ დედალ მამალი, 1 წლისები არიან უკვე თითქმის და არ მინახია რომ სადმე კვერცხი დაედოს დედალს, არც მამალის "ვაჟკაცობას" შევსწრებივარ... თუ იცით ხალხო რამე ციცრების შესახებ დამეხმარეთ რა, მაინტერესებს რა ასაკიდან დებენ კვერცხს და მამალი რა როდის პეპლავს დედალს, შესაძლებელია რომ ღამით მოხდეს რამე?

ლგტბ-ები ხომ არ არიან, ხომ იცი რა დროა.

Posted by: maransky 28 May 2013, 07:57
rastafari
არაფრით დაგანახებს ციცარი კვერცხზე სად დებს და სად ზის. არ ინერვიულო, ისე და იმ დროს გამოიყვანს წიწილებს, სულ რომ არ ელი...

Posted by: iorkezi7777 7 Jun 2013, 13:50
ვინმემ ხოარ იცით აი ერთ დგიან წიწილს რო ეძახიან და აცრას რო უტარებენ რა აცრაა და როგორ უტარდება და სად ვიყიდი? ძალიან გთხოვთ პასუხი არ დაიზაროთ! წინასწარ დიდი მადლობა!

Posted by: mishken 10 Jun 2013, 22:43
ნათლუღში მიდი ზოომაღაზიებში და იქ გეტყვიან ,უტხარი რისტვის გინდადა ყველაპერს გეტყვიან, მიდი 3 აფთიაქში დაიწერე ვინ რას გირჩევს და ბოლოს გადაწყვიტე ,თან ფასებშიც გაერკვევი
* * *
ბიჭებო ლაბრადორის ლეკვები მყავს დედალ მამალი ,ვინმე ხომ არ დაინტერესდება დიდი ჯიშის ქათამზე რომ გაცვალს? 598211066 ჩემი ნომერია

Posted by: iko-iko 11 Jun 2013, 07:33
iorkezi7777
QUOTE
ვინმემ ხოარ იცით აი ერთ დგიან წიწილს რო ეძახიან და აცრას რო უტარებენ რა აცრაა და როგორ უტარდება და სად ვიყიდი? ძალიან გთხოვთ პასუხი არ დაიზაროთ! წინასწარ დიდი მადლობა!

პირველივე დღეს ფრინველს უტარდება ნიუკასლის და ინფექციური ბრონქიტის საწ. აცრა, რომელიც უნდა გაუმეორო 10 დღეში მერე თვეში ერთხელ, მანამ სანამ ინაქტივირებული ვაქცინით ან ე.წ. H შტამით არ აცრი, ამის მერე ცრი წელიწადში ერთხელ. ოღონდ თუ ცრი H შტამის ვაქცინით მაშინ პირველი აცრა უტარდება 4 თვის ასაკში ოღონდ ნახევარი დოზა, მერე 4 თვეში უმეორდება იგივე H ვაქცინა და უტარდება უკვე წელიწადში ერთხელ.
თუბევრი ქათამი გყავს ვაქცინაციის სხვანაირი მოდელი გინდა ანუ კიდევ 6-7 ინფექცია უნდა ჩართო, თუ 500-ზე ცოტა გყავს მაშინ უკვე აზრი არააქვ (ვაქცინები 1000დოზიანებია და ძვირია, განსაკუთრებით ინაქტივატი სუსპენზიები)

Posted by: ushuaia 13 Jun 2013, 16:10
599702369
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=4_32&product_id=4340257&p=6


40 კილომდე იზრდებააა

Posted by: bubut 15 Jun 2013, 16:11

http://pulsemoney.net/p148447 10000000%ianiaaa dges gamovitane 50 dolari 2 kvirashii. Gaiare registracia mere shignit ro sheva chawere saxeli gvari da qvemot samjer gaimeore paroli mere dabla daawkape sbrosit. Upro qvemot sami wertili roa mand araperi ar unda . zemot naxe zarabotat da iq daawkape mere qvemot gagixsnis saitebs lurjad , erterts daawkape da daiwkebs shignit drois atvlas 30 29 28 … daelode chamovides 0 ze da daewereba mandve lurjad podverdit magasac dawkape da amoagdebs mimatebas chawere ras udris swori pasuxi da mieci enteri.ese unda gaaketo kvela kovel dge umjopbesia dila sagamos mere zemot naxe vashi finansi da iq grovdeba sheni puli
Aseve segidzlia moiwvio megobrebi da imatganac procenti gemateba, amistvis sachiroa zemot ro weria referari imis qvemot mocemuli linki daakopiro da gaugzavno ro daregistrirdes isic.

Posted by: iorkezi7777 10 Jul 2013, 00:32
QUOTE (iko-iko @ 11 Jun 2013, 07:33 )
iorkezi7777
QUOTE
ვინმემ ხოარ იცით აი ერთ დგიან წიწილს რო ეძახიან და აცრას რო უტარებენ რა აცრაა და როგორ უტარდება და სად ვიყიდი? ძალიან გთხოვთ პასუხი არ დაიზაროთ! წინასწარ დიდი მადლობა!

პირველივე დღეს ფრინველს უტარდება ნიუკასლის და ინფექციური ბრონქიტის საწ. აცრა, რომელიც უნდა გაუმეორო 10 დღეში მერე თვეში ერთხელ, მანამ სანამ ინაქტივირებული ვაქცინით ან ე.წ. H შტამით არ აცრი, ამის მერე ცრი წელიწადში ერთხელ. ოღონდ თუ ცრი H შტამის ვაქცინით მაშინ პირველი აცრა უტარდება 4 თვის ასაკში ოღონდ ნახევარი დოზა, მერე 4 თვეში უმეორდება იგივე H ვაქცინა და უტარდება უკვე წელიწადში ერთხელ.
თუბევრი ქათამი გყავს ვაქცინაციის სხვანაირი მოდელი გინდა ანუ კიდევ 6-7 ინფექცია უნდა ჩართო, თუ 500-ზე ცოტა გყავს მაშინ უკვე აზრი არააქვ (ვაქცინები 1000დოზიანებია და ძვირია, განსაკუთრებით ინაქტივატი სუსპენზიები)

აი მაგ წამლების შეძენა ნებისმიერ ვეტ აფთიაქშიაშესაძლებელი?

Posted by: oops 12 Jul 2013, 19:15
http://forum.ge/?f=57&showtopic=34552197 თუ ვინმე გალიებს ეძებთ, დაგაინტერესებთ...

Posted by: stephanozi 17 Jul 2013, 18:40
იყიდება 2 15000 იანი ინკუბატორი და 2 საჩეკი, უხმარ მდგომარეობაში. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ მომწერეთ.

Posted by: levaniali 23 Jul 2013, 13:16
ბეჭედი სად შეიძლება შევიძინო? არავი არ იცის .. ხელით დაარტყი და მალე მორჩები არაა.. დანადგარი მინდა რომელიც დაარტყამს ბეჭედს და დააწერს თარიღს . ან ჩამოტანა საიდან შეიძლება ან აქ სად იყიდება ხო არ იცით ვინმემ?

Posted by: Makaterinaa 15 Aug 2013, 21:00
სალამი ყველას,

მოკლედ, მაინტერესებს ფერადი წიწილის მოვლასთან დაკავშირებით ყველაფერი და კიდევ იქნებ მირჩიოთ , რომელი ჯიშის წიწილების გაზრდაა ყველაზე ხელსაყრელი ?

Posted by: salve777 19 Aug 2013, 16:22
მეც იგივე მაინტერესებს რაც Makaterinaa ს


Posted by: udzila1 28 Oct 2013, 16:44
თუ იცით სად და როგორ შეიძლება რომ შევუკვეთო ქათმის გამოსაყვანი იკუბატორი?

Posted by: stephanozi 31 Oct 2013, 12:13
http://forum.ge/?showtopic=34588054&st=0&#entry38558058 აბა დაესიეთ smile.gif)

Posted by: Koala 1 Nov 2013, 20:38
ვყიდი , http://forum.ge/?f=92&showtopic=34589034

Posted by: Koala 2 Nov 2013, 22:13
$3000 ვაძლევ ვინც გამაყიდინებს http://www.youtube.com/watch?v=oRwEPyvm6ac

Posted by: mixail1985 9 Nov 2013, 18:39
gamarjobat. bolnisidan maqvs aqtiuri kiri wamogebuli vici rom galiebs uketeben dezinfeqcias kirit. me bocvrebistvis mchirdeba xis da tutiis shereuli galiebi maqvs da ramdenprocentiani xsnari gavaketo?

Posted by: iko-iko 9 Nov 2013, 19:49
mixail1985
5%-იანი ახალჩამქრალი რძე საკმარისია

Posted by: mixail1985 9 Nov 2013, 20:28
axal chamqrali araa es iko iko.mgoni rom gavxsni ert saatshi chaqreba ara? sheni rchevebi maqvs bocvrebshi wakitxuli da axla davsvi iq erti kitxva da shegizlia imazec rom mipasuxo? winaswar madloba

Posted by: iko-iko 10 Nov 2013, 09:50
mixail1985
ახალჩამქრალში ვიგულისხმე ის რომ დეზინფექცისთვის გამოსაყენებელი კირის რძე მზადდება უშუალოდ პროცედურის დაწყების წინ, ანუ წყალში ჩაყრი პროპორციით 95ლ წყალში:5კგ ჩაუმქრალი კირი, ჩაქრებათუარა რზე მზადაა და ასეთ მომზადებულს ქვია ახალჩამქრალი კირის რძე. ამ ხსნარით კი შეგიძლია უკვე შეუდგე შეთეთრებას, აქვს ჩვეულებრივი მადეზინფიცირებელი ეფექტიც. გაითვალისწინე შეთეთრების პროცესში შენობა ნორმალურად უნდა ნიადებოდეს თორე სუნთქვა გაგიჭირდება.

Posted by: mixail1985 24 Nov 2013, 20:32
bocvrebis fermashi mirchies qatmebis gashveba da sashualo jishebs vin yidit da ramdenad?

Posted by: mixail1985 26 Nov 2013, 20:15
aravis gyavt sopelshi gasazrdeli qatmebi?

Posted by: vaizeri 15 Jan 2014, 08:53
QUOTE
aravis gyavt sopelshi gasazrdeli qatmebi?

მაგის მეტი რა არის.. რამდენი გნებავთ და რა ასაკის?

Posted by: ლაბარნა 15 Jan 2014, 15:58
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, საპატრიარქო შინაური ფრინველის მოშენების მსურველებს 500 ლარით დაეხმარება.

"ხალხმა არ უნდა იფიქროს, ხელისუფლება როდის მისცემს ხელფასს, როდის შეუქმნის პირობებს, ადამიანმა თვითონ უნდა იფიქროს შრომაზე და უნდა დასაქმდეს. მე გამიგია, რომ ყველაზე მარტივი და იოლი მეფრინველეობის განვითარებაა. შვედეთში გავიცანი ადამიანი, რომელიც 4 კვირის განმავლობაში ზრდიდა წიწილებს, მან მითხრა, რომ მხოლოდ 3-4 ქათამი ეხოცებოდა 100-დან. მოდით, ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ვისაც საკუთარი ეზო აქვს, მოვაშენოთ ქათმები და 4 კვირის განმავლობაში გავზარდოთ, ვნახოთ, როგორი შედეგი გვექნება. ბიზნესის საწყის 500 ლარს საპატრიარქოში ჩვენ თვითონ გადმოგცემთ", - ბრძანა უწმინდესმა.

წყარო: http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=12645

Posted by: mixail1985 15 Jan 2014, 19:16
QUOTE
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, საპატრიარქო შინაური ფრინველის მოშენების მსურველებს 500 ლარით დაეხმარება.

"ხალხმა არ უნდა იფიქროს, ხელისუფლება როდის მისცემს ხელფასს, როდის შეუქმნის პირობებს, ადამიანმა თვითონ უნდა იფიქროს შრომაზე და უნდა დასაქმდეს. მე გამიგია, რომ ყველაზე მარტივი და იოლი მეფრინველეობის განვითარებაა. შვედეთში გავიცანი ადამიანი, რომელიც 4 კვირის განმავლობაში ზრდიდა წიწილებს, მან მითხრა, რომ მხოლოდ 3-4 ქათამი ეხოცებოდა 100-დან. მოდით, ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ვისაც საკუთარი ეზო აქვს, მოვაშენოთ ქათმები და 4 კვირის განმავლობაში გავზარდოთ, ვნახოთ, როგორი შედეგი გვექნება. ბიზნესის საწყის 500 ლარს საპატრიარქოში ჩვენ თვითონ გადმოგცემთ", - ბრძანა უწმინდესმა.

მშვენიერი იდეაა, თუმცა მე მეკურდღლეობით ვარ დაკავებული და ზუსტად ჩემთვისაა საჭირო ქათამი, მაგრამ თუ რაოდენობა შეზღუდული იქნება მირჩევნია ის 500 ლარი სხვას შეხვდეს, მას ვისაც ნამდვილად უჭირს და არანაირი წყარო არ აქვს შემოსავლის. აქ არის ხალხი ვინც ამ ბიზნესითაა დაკავებული და არა მგონია რომ ახალბედებისთვის ფჩევა დარიგებები დაინანონ და თავიანთი გამოცდილება არ გაუზიარონ, ყოველ შემთხვევაში მეკურდღლეობაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს რადგან კონკურენციას არ აქვს ადგილი.. ქათმებში ალბად უფრო განვითარებული იქნება კონკურენცია მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ რომ ზემოთქმულის გაკეთება არ გაუჭირდებათ გამოცდილებს.
ისე მე რომელ ქათამს მირჩევდით კურდღლის ნარჩენებით რომ გამოიკვებონ? ძირს იყრება ქერი, შვრია, ხორბალი, სიმინდი , ქატო, კოპტონი, სოიოს შროტი და მგონი ქათმის რაციონს მხოლოდ პრემიქსი აკლია

* * *
QUOTE
vaizeri
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 172505
რეგისტრ.: 30-August 13

გამოგზავნილია: 15 Jan 2014, 08:53  #39439369    ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
aravis gyavt sopelshi gasazrdeli qatmebi?

მაგის მეტი რა არის.. რამდენი გნებავთ და რა ასაკის?

მადლობა გამოხმაურებისთვის ჯერ ჯერობით რა რაოდენობაც მჭირდებოდა აქვე სოფელში შევიძინე. თქვენ თუ ამ საქმით ხართ დაკავებული იქნებ პირადში ან თუნდაც ამავე გვერდზე მომწეროთ თქვენი ფასები და ჯიშები

Posted by: oto85 16 Jan 2014, 12:18
კვერცხის მდებელი და მეხორცული ჯიშის წიწილას ან საინკუბაციო კვერცხს საქართველოში სად შევიძენ ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: mixail1985 18 Jan 2014, 15:05
QUOTE
oto85
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 27
წევრი No.: 99234
რეგისტრ.: 6-September 09

გამოგზავნილია: 16 Jan 2014, 12:18  #39454185    ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კვერცხის მდებელი და მეხორცული ჯიშის წიწილას ან საინკუბაციო კვერცხს საქართველოში სად შევიძენ ხომ ვერ მეტყვით?
ზუსტი პასუხი ნაღდად არ ვიცი , არ ვარ მე მაგ საქმეში მაგრამ გაგებული მაქვს რომ რუსტავში ყიდულობენ და ზუსტად სად არის არ ვიცი... შეიძლება 2 დღეში გაგირკვიო ზუსტად

Posted by: iko-iko 18 Jan 2014, 17:58
oto85
QUOTE
კვერცხის მდებელი და მეხორცული ჯიშის წიწილას ან საინკუბაციო კვერცხს საქართველოში სად შევიძენ ხომ ვერ მეტყვით?

მეხორცულის წიწილს იყიდი ზოოვეტში არსებულ მეფრინველეობის ფერმა "საბუდარაში"

მეკვერცხულს ალბათ კუმისის მეფრინველეობაში.

Posted by: oto85 20 Jan 2014, 15:49
მადლობთ

საკონტაქტო ინფორმაციებიც ხომ არ გაქვთ?

Posted by: vaizeri 26 Jan 2014, 18:22
QUOTE
მადლობა გამოხმაურებისთვის ჯერ ჯერობით რა რაოდენობაც მჭირდებოდა აქვე სოფელში შევიძინე. თქვენ თუ ამ საქმით ხართ დაკავებული იქნებ პირადში ან თუნდაც ამავე გვერდზე მომწეროთ თქვენი ფასები და ჯიშები

ამ ეტაპზე ყველა ასაკის გაიყიდა. თებერვლის ბოლოს იქნება გასაყიდი ერთ დგიანი წიწილები 0.80 GEL ადგილობრივი ჯიში.

Posted by: mixo ragbi 9 Feb 2014, 23:05
ძალიან მაინტერესებს ბროილერის(თერთრი) ინდაურების შესახებ ყველაფერი, სად სეიძლება წიწილების შეძნა, როგორ იზრდებიან და ზოგადად ყველაფერი, დიდი მადლობა წინასწარ ინფორმაციისთვის. ეზოში მინდა გასაზრდელათ.

Posted by: Woodrow 6 Mar 2014, 20:47
სალამი! სახლისთვის მინდა ჯიშიანი ვარიები მომავალში კვერხიც რომ მქონდეს და ხორციც სადღაც 15 მდე.ინტერნეტში ვეძებე მაგრამ ვერ მივაგენი განცხადებას ან ძველია.სად შეიძლება ან რომელ ფერმაში ყიდვა? არაკომერციული მიზნებისთვის.

Posted by: ushuaia 7 Mar 2014, 00:12
Woodrow
ბრამას ჯიში გინდაა............>?

Posted by: uno e due 17 Mar 2014, 11:10
გამარჯობათ !! ქათმებს რაღაცა დაავადება დაემართათ სიარული უჭირთ ისე კარგად არიან უბრალოდ ვერ მოძრაობენ, რისი ბრალია ან როგორ ვუმკურნალო მსგავსი შემთხვევა ხომ არ ქონია ვინმეს?

Posted by: iko-iko 17 Mar 2014, 12:07
uno e due
რა ქათამია, ბროილერია?

Posted by: uno e due 17 Mar 2014, 20:16
iko-iko
ეგ არ ვიცი ჩვეულებრივი სოფლის ქათმებია ჭრელი ფერის!

Posted by: iko-iko 20 Mar 2014, 11:38
uno e due
ასეთი ანამნეზით და დისტანციურად დიაგნოზის დასმა ძნელია smile.gif

ვერ დაგეხმარებით.

Posted by: Guruli_ 28 Mar 2014, 10:38
გარჯობათ გადავიკითხე მთელი თემა მაგრამ მაინც რამოდენიმე შეკითხვა მაქვს იმედია დამეხმარებითsmile.gif

1.მაქვს ადგილი გურიაში და ნორმალური შენობა 100კვ
2.ვაპირებ ინკუპატორის ყიდვას http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=5693936 ამნაირის რო მეთვითონ გავამრავლო შემდეგ ქათამი
3.რა ჯდება ერთი ქათმის გამოკვება იმ ასაკში უკვე რო კვერცხის დადეებას დაიწყბეს?
4.რომელი არის უფრო რიალიზებადი კვერცხის დამდები თუ ხორცრად რო გავუშვა?
5.კვერცხის ჩაბარების პუნქტი თუ არსებობს?ან ხორცის?
6.რომელია კვერცხის მდებლებში კარგი ჯიშსი და სად ვიყიდი?ასევე ხორცად გასაშვებშიც იგივე ?

Posted by: Guruli_ 29 Mar 2014, 20:48
ინქებ გამომეხმუროთ ვინმემsmile.gif)))))))))

Posted by: ushuaia 30 Mar 2014, 02:18
პატარძეულში მიდი საგარეჯოსთან და მან ყავთ მაგარი კვერცხისმებლები .......
შეიძინე და გაამრავლე...

Posted by: Guruli_ 30 Mar 2014, 09:27
ushuaia
ფასი რა იქნება საშვალოდ?კვერხისმდებელი წიწილი მირჩევნია ვიყიდო და
* * *
უფუფუფუფუფუფუფუფუფუფუფsmile.gif)))))

აქ აღარ შემოდის არავ ინ

გალიები მინდა იქნებ ვინმეს ქონდეს

Posted by: iko-iko 31 Mar 2014, 17:49
ushuaia
Guruli_
QUOTE
პატარძეულში მიდი საგარეჯოსთან და მან ყავთ მაგარი კვერცხისმებლები .......
შეიძინე და გაამრავლე...

მაპატიეთ, მაგრამ შეიძინე და გაამრავლე არ გამოდის. რადგან მანდ იყიდება არა ჯიში არამედ კროსი და ისიც მხოლოდ დედალი, მხოლოდ დედალი იმიტომ რომ მამალი არ სჭირდებათ და საიდანაც მოყავთ იქვე არის გადარჩეული მხოლოდ დედალი.

წინა პოსტებში უნდა მქონდეს კროსის და ჯიშის განსაზრვრება, გადახედეთ ხელახლა რო აღარ ვწერო.


Posted by: Guruli_ 31 Mar 2014, 19:20
iko-iko
აი მაგ კროს სად ვიყიდი?მეკვერცხული მინდა კვერცხზე რო ვამუშაო ფერმა

Posted by: ushuaia 31 Mar 2014, 19:41
Guruli_
პატარძეულში.................................

Posted by: Guruli_ 31 Mar 2014, 21:40
ushuaia
ფასი ხარო იცი ?

Posted by: ushuaia 31 Mar 2014, 21:45
ფასი არა..............................................

Posted by: iko-iko 1 Apr 2014, 21:52
Guruli_
სწორს გეუბნება ushuaia პატარძეულში იყიდე ფრინველი, თუ კვერცხზე გინდა ამუშაო.

Posted by: ushuaia 1 Apr 2014, 21:59
საკონტაქტოსაც გაიგებ 09 ზე ან ინტერნეტით....................

Posted by: Guruli_ 1 Apr 2014, 22:09
ushuaia
კარგი დავძებნი:_)

Posted by: 1KA_1KA 5 Apr 2014, 17:04
გამარჯობათ.შევიძინე 96 კვერცხიანი ინკუბატორი..აქვე მაქვს სოფელი და მინდა ეს საქმე გავაკეთო,იქნებ რამე გამოვიდეს smile.gif) ეხლა მჭირდება გამოცდილი ხალხის რჩევა..რომელი კვერცხის ჩადება სჯობს? საჯიშე თუ უბრალოდ სოფლის..როდის ჯობია რეალიზაცია?წიწილის თუ მოზრდილის..ყველა რჩევა მისაღებია ეხლა ჩემთვის..მადლობა წინასწარ

Posted by: 1KA_1KA 8 Apr 2014, 13:19
QUOTE
გამარჯობათ.შევიძინე 96 კვერცხიანი ინკუბატორი..აქვე მაქვს სოფელი და მინდა ეს საქმე გავაკეთო,იქნებ რამე გამოვიდეს ) ეხლა მჭირდება გამოცდილი ხალხის რჩევა..რომელი კვერცხის ჩადება სჯობს? საჯიშე თუ უბრალოდ სოფლის..როდის ჯობია რეალიზაცია?წიწილის თუ მოზრდილის..ყველა რჩევა მისაღებია ეხლა ჩემთვის..მადლობა წინასწარ


Posted by: ushuaia 8 Apr 2014, 13:27
1KA_1KA
სოფლის ჯობია და მერე ბაზარში რეალიზებააა

Posted by: iko-iko 9 Apr 2014, 11:23
1KA_1KA
96 კვერცხიანი ინკუბატორი ნამეტნავად პატარაა იმისთვის, რომ საჯიშე კვერცხის ინკუბაცია აწარმოო smile.gif სწორს გეუბნება ushuaia გირჩევნია სოფელში მოაგროვო ნამამლი კვერცხი, ცოტა წამოზარდო და მერე ვარიებად დაყიდო.

ისე ეგ ისეთი რაოდენობა იქნება მემგონი ჯობია შენთვის კრუხის მაგივრად გქონდეს ეგ ინკუბატორი, არა გასაყიდად არამედ საკუთარი ქათმების გასამრავლებლად. თუ რატომ ამასაც მოგახსენებ.

სოფლის კვერცხის მოგროვებისას აზრზე არ ხარ განაყოფიერება კარგია თუ არა, არც ის იცი რამდენი ხნისაა კვერცხი, თუნდაც 3-4 დღის იყოს ისიც არ იცი როგორ ქონდათ შენახული კვერცხი. ყველა ამ გარემოებებიდან გამომდინარე სოფელში მოგროვებულ კვერცხს ჩეკვის პროცენტი დაბალი აქვს. ვფიქრობ ასე 60-65% ზე ზევით არ იქნება გამოჩეკვა.

დასკვნა. თუ 96 კვერცხს მოაგროვებ სოფელში და გამოჩეკვის პროცენტი გექნება 60% მაშინ შენ მიიღებ 57 წიწილს, აქედან ინკუბაციის რეჟიმის, კვერცხის ხარისხის და ფრინველის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით შენარჩუნებასაც თავისი პროცენტი აქვს.

აი ამიტომ გირჩევ, რომ მაგ ზომის ინკუბატორი მხოლოდ შენთვის გქონდეს ოჯახური მეურნეობისთვის წიწილის გამოსაყვანად, კრუხს არ მოაცდენ.

P.S. ისე სად შეიძინე ეგ ინკუბატორი, რომელი ქვეყნის ნაწარმია და რა ღირდა? მეც მინდა სოფელში კრუხების მაგივრად.

Posted by: sham 9 Apr 2014, 12:34
რაღაც ინკუბატორები ჩამოაქვთ, ფასები და სხვა დეტალები არ ვიცი... თუ დაინტერესდებით ნომერს მოგცემთ და დაუკავშირდით ...

Posted by: stephanozi 13 Apr 2014, 13:51
იყიდება ინკუბატორი 45000 კვერცხიანი. არის უხმარი, 5 წელია რაც გვაქვს და სულ ერთხელ არის ჩართული ისიც დამონტაჟების დროს.
ფასი არის 4500$, ძალიან იაფია ჩვენ არ ვიყენებთ და სივრცეის პრობლემა გვაქვს, ამიტომ ვყიდით ასე იაფად!

Posted by: ushuaia 13 Apr 2014, 14:41
stephanozi
ფართი რამდენი უნდაა..................?

Posted by: stephanozi 14 Apr 2014, 20:49
ushuaia
ალბათ 50-60 კვადრატში თავისუფლად ჩატევ. შეიძლება ნაკლებშიც.

Posted by: Koala 22 Apr 2014, 15:17
ვყიდი ინკუბატორს, ფერმას, 45000 კვერცხიანი, ქარხნული უჟანგავი გალიები 10 000 ქათამდე. წისქვილი, დამატებითი ელ. გენერატორი, წყლის სარეზერვო ავზები, საკუთარი ტრანსფორმატორი. შენობა 700 კვადრატი, სულ 3228 მიწა. ან გავცვლი ბინაზე თბილისში..

Posted by: stephanozi 22 Apr 2014, 20:50
Koala
არგნდა ინკუბატორი მოგყიდო. 90 000 იანი გექნება biggrin.gif

Posted by: ushuaia 23 Apr 2014, 02:12
ორმაგი კარგიაა...........................

Posted by: duza1 26 Apr 2014, 09:38
გამარჯობათ

მეხორცული ჯიშის ქათმის გალიის ნახაზი თუ მოგეპოვებათ ვინმეს.
დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: duza1 12 May 2014, 09:32
გამარჯობათ,
გთხოვთ დაწეროთ კონტაქტები სად შეიძლება შევიძინო ფერადი ბროილერის საინკუბაციო კვერცხი. გმადლობთ.

Posted by: sofleli1991 13 May 2014, 07:30
QUOTE (duza1 @ 12 May 2014, 09:32 )
გამარჯობათ,
გთხოვთ დაწეროთ კონტაქტები სად შეიძლება შევიძინო ფერადი ბროილერის საინკუბაციო კვერცხი. გმადლობთ.

მეც მაინტერესებს იქნებ ვინმემ იცოდეთ?

Posted by: besabarsa 21 May 2014, 23:47
ქერი მაქვს დარჩენილი შარშანდელი სუფთა და გამომშრალი მსურველმა დარეკოს 595411410

Posted by: teach&study 9 Jun 2014, 13:14
ჩვეულებრივი სოფლის წიწილები, რომ ვკვებოთ ვიტამინებით (პრიმექსს ეზახიან მგონი), რამდენ ხანში შეიძლება უკვე რომ გასაყიდ კონდიციას მიაღწიონ?

Posted by: buxuxi 25 Jun 2014, 08:00
იქნებ დამეხმაროს ვინმე. მინდა გავაკეთო მეხორცული ქათმის ფერმა. .ძაან ბევრი რამ მაინტერესებს მაგრამ რაც მთავარია, ჩემი შენობა ძალიან ახლოს არის საწარმოო შენობასთან და არის ძალიან ხმაური, თუ შეიძლება ასეთ შენობაში ფერმის მოწყობა?

Posted by: teach&study 28 Jun 2014, 17:12
buxuxi
ორშაბათიდან ვიწყებთ მცირე ზომისას, გამოცდილებას გაგიზიარრებთ რა გამოვა smile.gif

წინა გვერდებზე საინტერესო ინფორმაციებია გადაიკითხე გამოგადგება.

Posted by: teach&study 3 Jul 2014, 13:08
1 თვის წიწილებს გამუდმებით უდგათ სიმინდის ღერღილში არეული პრემიქსი. ყოველდღე სამჯერ მაინც ვუყრით ბალახსაც - ჭინჭარი, ნაცარქათამა, ღიჭა და ა.შ. ძალიან მოსწონთ.. პრობლემა ხომ არ არის ამ სიხშირით ბალახის მიცემა?

Posted by: stephanozi 6 Jul 2014, 17:32
teach&study
teach&study
კამიკაძეები ხართ? მთელი საქართველო მაგას აკეთებს, წელს ფასი 4 ლარს არ აცდენილა და მაინც ამ საქმის გაკეთება გინდათ?

Posted by: teach&study 7 Jul 2014, 09:42
stephanozi
QUOTE
კამიკაძეები ხართ? მთელი საქართველო მაგას აკეთებს, წელს ფასი 4 ლარს არ აცდენილა და მაინც ამ საქმის გაკეთება გინდათ?


არა სხვა გვარი მაქვს biggrin.gif ხუმრობით
გასაგებია, მაგრამ სოფელში რომ გადავსახლდი სხვადასხვა რამეს ვცდილობ..კომბოსტოს ფასი არ აქვს, თან არავის უნდა, რომ აჩუქო მაინც... პამიდორიც არ მოდის, ან ძნელად მოდის და მერე ერთი 30 კილოიანი ყუთი 8-10 ლარი ღირს ხოლმე...

ესეც უნდა ვცადოთ, ბოლოს და ბოლოს ვისწავლით მაგ საქმეს...თუ არადა დავკლავთ და შევჭამთ ან თავის ფასში გავყიდით..აბა სოფელში რომ ცხოვრობ რაღაც ხომ უნდა აკეთო კაცმა?! რისკის გარესე არაფერი გამოდის და...

Posted by: stephanozi 10 Jul 2014, 20:35
teach&study
რისკი კარგად უნდა გათვალო.
გირჩევ კარგად გაიცნო ეს საქმე და გადაწყვეტილება მერე მიიღო,
თუ გინდა მოგყიდი ჩემს ფერმას biggrin.gif

Posted by: teach&study 10 Jul 2014, 23:08
stephanozi
QUOTE
რისკი კარგად უნდა გათვალო.
გირჩევ კარგად გაიცნო ეს საქმე და გადაწყვეტილება მერე მიიღო,
თუ გინდა მოგყიდი ჩემს ფერმას


ისეთი ხარჯი არ გაგვიღია, რომ მერე უძრავი ქონების ან რაიმეს გაყიდვა მოგვიწიოს..მცირედით დავიწყეთ 300 ცოტა მეტი... სასწავლდ...თავის ფასს ხომ მაინც ავიღებთ..
აბა თუ არ სცადა ადამიანმა ვერც დაასკვნის ღირს თუ არა ესა თუ ის საქმე.

არა, ჯერ მასეთი მატერიალური შესაძლებლობა არ მექნება...თან სხვა იმდენი საქმეა ამ პერიოდში, რომ მაგდენს ვეღარ აუვალ smile.gif

მოქ,ედი ფერმა გაქვს? თუ მხოლოდ შენობა?

Posted by: stephanozi 13 Jul 2014, 14:18
teach&study
ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო.
ბევრი ვიცი ამ საქმეში ეხლა საკლ-კარს რო ყიდის.

კი მოქმედია

Posted by: teach&study 13 Jul 2014, 14:45
stephanozi
QUOTE
ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო.
ბევრი ვიცი ამ საქმეში ეხლა საკლ-კარს რო ყიდის.


გეთანხმები -სიფრთხილე ყველაფერშია საჭირო. ზოგადად ყველა სფეროში და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში დიდი ვალის იმედზე ბიზნესის დაწყება უგუნურებაა.

და რატომ გინდა შენი ფერმის გაყიდვა? რამდენი ქათამი გყავს?

Posted by: stephanozi 13 Jul 2014, 15:31
რაც ბიო-ბიო შემოვიდა ბაზარს მაგრა დაერხა, მე და შენ მაგათ კონკურენციას ვერ გავუწევთ. წელს ფასი 4 ლარია ძირითადად 4.5ს არ აცდენილა. ეს ის ფასია ჩადებულ თანხას რო ამოიღებ უკან თუ ქათამი გაზარდე იმ შემთხვევაში ოღონდ.
არადა ეგენი ეხლა იწყებენ. წლის ბოლომდე წარმადობა უნდა გააორმაგონ, კაროჩე ამ ბაზარს მაგრად ერხევა რა.

წლის განმვალობაში სადღაც 30,000 ფრთა ალბათ.

Posted by: teach&study 13 Jul 2014, 19:13
stephanozi
ამასწინ თბილისში ვიყიდე ქათმის ხორცი და მაშინ გავიგე პირველად რომ 'ბიო' ს პროდუქციააო..ვინ არიან რას წარმოადგენენ?
აბა რა უნდა ქნა, ხელს აიღებ მაგ საქმეზე?

Posted by: stephanozi 13 Jul 2014, 19:34
ვინ არიან და ბენდუქიძის დაფინანსებით გაკეთდა ეგ კომპაანია, დიდი ფული ჩადეს და ვითომ გაყინულისთვის უნდა გაეწიათ კონკურენცია მაგრამ პირდაპირ ნედლი ქათმის გაყიდვა დაიწყეს შედარებით იაფად და ჩვენ გვიწევენ ონკურენციას.
არადა აგათ მართლა სადიასთვის რო გაეწიათ კონკურენცია მაგარ საქმეს გააკეთებდნენ აბსოლიტურად ყველასთვის.
რავიცი გაყიდვას ვფიქრობთ, სანამ რამე არ გამოჩნდება ისევ ვიმუშავებთ.

Posted by: teach&study 14 Jul 2014, 09:09
stephanozi
QUOTE
ვინ არიან და ბენდუქიძის დაფინანსებით გაკეთდა ეგ კომპაანია, დიდი ფული ჩადეს და ვითომ გაყინულისთვის უნდა გაეწიათ კონკურენცია მაგრამ პირდაპირ ნედლი ქათმის გაყიდვა დაიწყეს შედარებით იაფად და ჩვენ გვიწევენ ონკურენციას.
არადა აგათ მართლა სადიასთვის რო გაეწიათ კონკურენცია მაგარ საქმეს გააკეთებდნენ აბსოლიტურად ყველასთვის.
რავიცი გაყიდვას ვფიქრობთ, სანამ რამე არ გამოჩნდება ისევ ვიმუშავებთ.


შეიძლება ცოტა ისეთი სეკითხვაა...მერე მხოლოდ ეგ ბიზნესი გქონდათ თუ სხვა რამესაც აკეთებთ? პრინციპში წელიწადში 30 000 ფრთა რომ გყავს სხვა საქმის პარალელურად კეთება ძნელია...
ანუ მოცემული მომენტისათვის იმედით ხართ რომ იქნებ რამე შეიცვალოს და ისევ ეგ საქმე გააგრძელოთ?
არადა მე გამოცდილი ხალხის იმედი მაქვს რომ რჩევები მომცენ და იმ გამოცდილ ხალხს კიდევ ხალისს უკარგავენ რაიმეს კეთების... ეგ კომპანია ალბათ კონსულტაციებში , რომ მივიდე რჩევებისთვის კაი ფულს გადამახდევინებს...



Posted by: teach&study 31 Jul 2014, 10:57
მხოლოდ ეს თემა ჩაკვდა თუ მეფრინველეობაც?

Posted by: ushuaia 31 Jul 2014, 13:48
ორივე...................................................................

Posted by: stephanozi 3 Aug 2014, 19:37
QUOTE
ორივე...................................................................

სამწუხაროდ მართალი ხარ sad.gif

Posted by: _sofa_ 5 Aug 2014, 16:34
გამარჯობათ მგობრებო......პრემიქსი მაქსი-25% იანი, რა დოზებით გადავაზავო ღერღილში თუ არ დაგეზარებათ დამიწერეთ რაა, ზოგმა 1კგ პრემიქსი 2კგ საკვებშიო...10 დღის მერე შეუცვალე დოზებიო მაგრამ აქ უკვე ვეღარ გავიგე რა დოზებით შევცვალო....

Posted by: teach&study 11 Aug 2014, 08:33
მოკლედ იქნებ ვინმემ რჩევა მომცეთ..შეიძლებ დაგვიანებულიც არის, მაგრამ smile.gif
315 ფერადი, სოფლის წიწილა ავიყვანეთ 1 თვიანები (სასწავლო ექსპერიმენტი გავაკეთე), ხოდა კარგად მოვუარტე, საკვები და ვიტამინიც არ დაგვიკლია..2 თვის შემდეგ უკვე სოფლის მოსახლეობამ ყიდვაც დაიწყო საკვერცხედ საყოლიებლად..
ამას წინ სიმინდის ღერღილი გამომელია და ვიფიქრე ერთ დღეს ქატოს ვაჭმევ მეთქი, თან ახლობელმა კვერი დამიკრა კი ჭამენ და პრობლემა არ იქნებაო...
ხოდა რომ დავინახე ჭამდნენ ავდექი და 2, 3 დრესაც ქატო მივეცი...თან ფულს დავზოგავ თქო...
მოკლედ მესამე დრეს უკვე აბუზვა შევამVნიე, რამდენიმე დაიხოცა კიდეც..ხველება დაიწყეს..ზოგს კუჭი დაბერილი ქონდა სითხით...გაყიდვა შევაჩერე, ერთ კლიენტს უკან გამოვართვი ნაყიდი ვარიები...აებუზა და სოფელი მაინც ხომ იცით..არ გამოვიდოდა...
გუშინ წამალი მივეცი..ახლა არ მახსოვს ზუსტად რა ქვია, თეთრ პლასტმასის კონტეინერშია თხევადია და 1 ლიტრ წყალზე 1მგ, ვხსნი. დღეს დილას აშკარად შევატყვე რომ გამოცოცხლდნენ...ზოგი კია აბუზული მაგრამ, გუშინ უმეტესობა ძლივას დაიზლაზნებოდა, დღეს კი ლამის დაფრინავენ...საკვებში ისევ დავამატე პრემიქსი და ისე მივეცი ღერღილი...დღეს მხოლოდ ერთის ხველა მომესმა..აშკარად არის შედეგი

გამოცდილო ხალხო, რას მეტყვით, არის შანსი რომ არ დაიხოცონ?

Posted by: udesa 2 Sep 2014, 21:42
მემწყერეობის ბიზნესის დაწყება ღიირს ? რას მეტყვით ?

Posted by: giogiokakheli 4 Sep 2014, 00:15
ჩემი აზრით თუ ბევრი Gყავს Gჰირს

Posted by: imerely 9 Sep 2014, 16:28
დაკლული ნედლი ან გაყინული ქათმები იაფად სად შეიძლება ვიყიდო???


პარტიაში და არა ცალობით, რა თქმა უნდა

Posted by: udesa 16 Oct 2014, 23:15
giogiokakheli

გარეული მწყერი ყოველდგე დებს კვერცხს ან ისე როგორც ფერმისს მწყერიი? გარეული ჩვეულებრივი ჯიშის

Posted by: udzila1 9 Nov 2014, 12:53
სალამი სახლისთვის მინდა ქათმის მომრაველება 40 ცალის ყიდვას ვფიქრობ და ისე მინდა კვერცხიც მომცეს და დასაკლავადაც ვარგოდეს რა ჯიში ვიყიდო მირჩიეთ

Posted by: nunu1985 11 Nov 2014, 14:57
კვერციდან წიწილებს ჩეკავდა ხოლმე ბებიაჩემი მახსოვს სახლის პირობებში კრუხის გარეშე და ხომ არ იცით რა ტემპერატურა უნდა იდგეს "ინკუპატორში" სადაც გამოიჩეკებიან

Posted by: Tariel 13 Nov 2014, 00:10
nunu1985
37.5 ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია

Posted by: shotiko066599 12 Dec 2014, 22:54
გამარჯობათ ფერმერებო, ბროილერის სრული საკვები გვაქვს, 0 დან დასაკლავ კონდიციამდე მისაყვანად, ტერიტორიულად გორში მაქვს, ფასებსაც ჩამოგიწერთ,
1.პრედსტარტი 1 - კგ 1.9
2.სტარტი 1 - კგ 1.8
3.გროვერი, ფინიში 1 - კგ 1.5

Posted by: stephanozi 12 Dec 2014, 23:31
shotiko066599
დღეები და წონების გრაფიკი დადე აბა

Posted by: shotiko066599 13 Dec 2014, 16:12
0 დან 10 დღის ჩათვლით 295 გრამი პრედსტარტი, საშვალო პასპორტით წონა 290-300 გრამი.
11 დღიდან 22 დღის ჩათვლით, 1 კილო სტარტი, საშვალო წონა 1 კილო,
23 დღიდან 32 დან 35 დღემდე, ფინიში დაჭირდება 1.48 დან 2.03 კილომდე, წონით იქნებიან 1.840 და 2.130 გრამი, დღეების მიხედვით!

Posted by: mirian77 3 Mar 2015, 10:48
================================================================================

Posted by: babala 3 Mar 2015, 12:47
ვინმეს სოფლის ვარიები ხო არ გყავთ გასაყიდიი????

Posted by: giogiokakheli 3 Mar 2015, 14:14
babala
მყმარკეტზე ნახე მანდ იქნება

Posted by: babala 5 Mar 2015, 20:54
სულ ბრამებია რომელსაც 40 ლარს აფასებენ ))) და თითო კვერცხს სამ ლარს

Posted by: ALEX_CARDOU 11 Mar 2015, 19:15
სისხლის ფქვილი თევზის ფქვილი ძვლის ფქვილი

ფრინველების (თოლია ღამურა ქათამი ) სკლინტი "გუანო"


სად შეიძლება ყველაფერი ეს იყიდებოდეს?

Posted by: Dishwasher 10 Apr 2015, 14:03
ძალიან საინტერესო თემაა და ამოვწიოთ რა...

გამოცდილო ხალხო არაფერი გაქვთ გასაზიარებელი დამწყებებისთვის? შეგიძლიათ მაგალითი მეკურდღლეებისგან ( https://forum.ge/?f=106&showtopic=34742276&st=165 ) აიღოთ... biggrin.gif

რას ფიქრობთ ორპინკტონზე, ბრამაზე, ლივენურზე, ჯერსის გიგანტზე,

მე ვაპირებ მოყვანას და იქნებ მირჩიოთ რომელი მოვიყვანო (ან თუ ყაველა კარგია) ან ვისგან?

Posted by: zekota 10 Apr 2015, 20:23
ინკუპატორში გამოსაჩეკი კვერცხის ფასი მაინტერესებ ... (ქათამი)

Posted by: Dishwasher 10 Apr 2015, 22:02
zekota
იმ მცირედან რაც მე ვიცი კვერცხის ფასი დამოკიდებულია ჯიშზე შეიძლება ცალი 50 თეთრიდან იწყებოდეს და 10 ლარამდე ადიოდეს, შენ რა ჯიში გაინტერესებს? მაგის გაგება მაიმარკეტზე ყველაზე ადვილია...

Posted by: zekota 11 Apr 2015, 10:23
ბროლიების მაინტერესებს,,,,,,,(ისე ინკუპატორიც მინდა დავითრიო და სად შეიძლება მოვიძიო.? სადღაც ორას კვერცხამდე რო ეტეოდეს)

Posted by: Tariel 11 Apr 2015, 14:58
zekota
QUOTE
ინკუპატორიც მინდა დავითრიო და სად შეიძლება მოვიძიო.?

შენისითაც შეგიძლია ააწყო, თუ გეხერხება ეგეთი რაღაცები.

Posted by: Dishwasher 11 Apr 2015, 19:12
Tariel

რანაირად?
რამე ნახაზები ან ინსტრუქცია ხომ არ გაქ რომ დადო? ან კარგი ლინკები ხომ არ იცი საიდანაც გადმოვწერთ ნახაზებს და/ან ვიდეოებს, აგვიტვირთე ბარემ თუ გაქ ლინკები...

Posted by: Tariel 11 Apr 2015, 19:23
Dishwasher
4 მთავარი პრინციპი აქვს:
1. ტემპერატურა
2. ტენიანობა
3. კვერცხების გადაბრუნება
4. ჰაერის ვენტილაცია
აქედან ყველაზე მკაცრად ტემპერატურა უნდა აკონტროლო, ამისათვის საჭიროა თერმოსტატი, მე პირადად ამას ვიყენებ,
http://www.amazon.com/Amjimshop-Vovotrade-TM-Thermostat-Temperature/dp/B00N3LHECU/ref=pd_sim_hi_2?ie=UTF8&refRID=1Y70HPK41NKQ3W0KXHHB

Posted by: Dishwasher 12 Apr 2015, 12:39
Tariel

მადლობა და შენ თვითონ თუ გაქ უკვე აწყობილი და რამხელა? შეგიძლია რომ სურათები დადო ხელნაკეთი დასრულებულის?


Posted by: Tariel 12 Apr 2015, 12:57
Dishwasher
QUOTE
შენ თვითონ თუ გაქ უკვე აწყობილი და რამხელა?

კი მაქვს აწყობილი მწყერები გამოვაჩეკინე და ახლა წიწილებს ვაჩეკინებ, ამჯერად 32 კვერცხი ჩავდე, თუმცა მეტის ჩალაგებაც შეიძლებოდა და საერთოდ, გვერცხების რაოდენობა ინკუბატორის (ყუთის) ზომაზეა დამოკიდებული, პრინციპი იგივე რჩება.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Dishwasher 12 Apr 2015, 14:28
ვააა ძაან მაგარია, მოვიხიბლე... smile.gif

აქ კვერცხები ხელით უნდა აბრუნო თუ თვითონ აბრუნებს? შენ ყუთი პენოპლასტისგან გაქვს აწყობილი? ზომები როგორია?
თან მაინტერესებს რითი ათბობ, გამოჩეკვამდე და გამოჩეკვის მერე სულნათურები გაქვს ჩართული თუ რამე სხვით?

Posted by: NNina 12 Apr 2015, 15:00
მირჩიეთ პატარა სახლის ბიზნესი.
რაც უეჭველი იყიდება .და შემოსავლის წყარო შეიძLება გახდეს. რა თქმა უნდა საშუალო შემოსავლებზეა საუბარი.
რამე დანადგარი..ან არ ვიცი.
თუ შეიძლება./.. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: zekota 12 Apr 2015, 15:21
Tariel

უფრო დეტალურად დაგვიხასიათე ,,ისე კი შესაძლებელია ჩვენც ავაწყოთ.მაგრამ კარგად უნდა ყველაფერს აწონ დაწონვა,,
მაგალითად მაინტერესებს იმ ფოტოზე ორი ნათურაა და რამდენი კვერცხი დაეტევა იმ ორი ნათურის ტემპერატურის ხარჯზე.? ან რამდენიანია ეგ ნათურა და რამდენი ხანი უნდა გვენთოს ა შესვენება თუა საჭირო.? ან კვერცხი ერთ ადგილას უნდა იყოს.? თუ საბრუნებელია.?

Posted by: Dishwasher 12 Apr 2015, 15:32
NNina

ჯერ იმაზე უნდა დაფიქრდე და გვითხრა რამდენი დროის და ფულის დახარჯვას აპირებ მაგ პატარა საოჯახო ბიზნესზე? smile.gif
მანდ მეორე ის არის, რომ უეჭველი ვერაფერი ვერ გაიყიდება. გაყიდვას არანაკლები შრომა სჭირდება (და უფრო მომაბეზრებელი) რაც პროდუქციის შექმნას

Tariel
რა ჯიშის მწერია ეგ?

ხომ არ იცით ვინმეს ტეხასური მწყერი ჰყავდეს? ან ხოხბები გასაყიდი?

Posted by: Tariel 12 Apr 2015, 17:49
Dishwasher
QUOTE
აქ კვერცხები ხელით უნდა აბრუნო თუ თვითონ აბრუნებს?

ხელით ვაბრუნებ, დრო არ მაქვს გადასაბრუნებელი რომ გავაკეთო, დღეში 3-ჯერ ვატრიალებ და ყოფნის.
QUOTE
შენ ყუთი პენოპლასტისგან გაქვს აწყობილი? ზომები როგორია?
თან მაინტერესებს რითი ათბობ, გამოჩეკვამდე და გამოჩეკვის მერე სულნათურები გაქვს ჩართული თუ რამე სხვით?

დვერდები მუყაოსი არის და შუაში პენოპლასტი, ზომები დაახლოებით 80სმX50სმX60სმ, ნათურებით ვათბობ გამოჩეკვამდეც და გამოჩეკვის შემდეგაც, ოღონდ თერმოსტატზე შეერთებული მხოლოდ.
zekota
QUOTE
მაგალითად მაინტერესებს იმ ფოტოზე ორი ნათურაა და რამდენი კვერცხი დაეტევა იმ ორი ნათურის ტემპერატურის ხარჯზე.?

ნათურები მიმდევრობით მაქვს ჩართული, არ ჭირდება ამ ზომისას მეტი. ნათურების რაოდენობას რაც შეეხება ყუთის ზომაზე და თბოიზოლაციაზეა დამოკიდებული.
QUOTE
რამდენიანია ეგ ნათურა და რამდენი ხანი უნდა გვენთოს ა შესვენება თუა საჭირო.?

2 ცალი 60 ვატიანი იყო მიმდევრობით შეერთებული, მაგრამ ცოტა დავადიდე და ვეღარ ეყო ამიტომ 2 ცალი 100 ვატიანი დავაყენე, ნათურის ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ტემპერატურა დაიჭირო ერთ დონეზე.
QUOTE
კვერცხი ერთ ადგილას უნდა იყოს.? თუ საბრუნებელია.?

უნდა გადააბრუნო მინიმუმ 3-ჯერ დღეში, მთავარია კენტჯერ გადააბრუნო 3, 5 და ა.შ.

* * *
Dishwasher
QUOTE
რა ჯიშის მწერია ეგ?

არ ვიცი ზუსტად მგონი ფარაონია.

Posted by: NNina 14 Apr 2015, 16:07
Dishwasher
თანხა 3000 ლარი.მეტი არა..
და გაყიდვას ალბათ დისტრიბუტორი მოახერხებს. )

Posted by: zekota 14 Apr 2015, 22:54
Tariel

თერმოსტატზე როგორ აერთებ.? ეგ ვერ გავიგე

Posted by: Tariel 15 Apr 2015, 00:17
zekota
QUOTE
თერმოსტატზე როგორ აერთებ.? ეგ ვერ გავიგე

მიმდევრობით რელესთან, თუ გაქვს თერმოსტატი სურათი დადე და გეტყვი (ვეცდები მაინც) როგორ უნდა შეაერთო.

Posted by: ushuaia 15 Apr 2015, 00:20
მაგარია..............................

Posted by: zekota 15 Apr 2015, 01:52
Tariel

არ მაქვს ჯერ...
ჯერ იზორილებულ ოთახის კეთებას ვგეგმავ და დანარჩენი ნელ ნელა უნდა შევიძინო,,,

შენ თუ გაქვს ,მაჩვენე დასურათებით და მერე რო შევიძენ დავდებ ყველაფერს და მერე უფრო კარგად ამიხსი,როგორც ვფიქრობ

Posted by: Tariel 15 Apr 2015, 16:36
zekota
QUOTE
ჯერ იზორილებულ ოთახის კეთებას ვგეგმავ და დანარჩენი ნელ ნელა უნდა შევიძინო

რამხელას გაკეთებას აპირებ?
QUOTE
შენ თუ გაქვს ,მაჩვენე დასურათებით

რა გაინტერესებს?

Posted by: zekota 15 Apr 2015, 17:43
ოჯახის პირობების პონტში რა,,სადღაც 30 კვერცხი....

მაიტერესებს ტერმოსტატზე შეერთების პროცესი დასურათებითაც საინტერესო იქნება და საერთოდ თუ გაქვს საშვალება შიდა მხარეების ნახვაც მაინტერესებს როგორაა მოწობილი და დაცული ,,,

Posted by: sham 15 Apr 2015, 18:00
რამდენ საკვებს მოიხმარს საშუალოდ ერთი ქათამი და რამდენ კვერცხს დებს წელიწადში საშუალოდ ? (აბორიგენ ჯიშზე ვსაუბრობ ) .

Posted by: uuuu72 30 Apr 2015, 13:49
კვერცის წარმოებისთვის რა პროცედურები და პირობებია საჭირო თუ იცით ? მადლობა წინასწარ

Posted by: datos55 5 May 2015, 15:35
დაგიმზადებთ მაღალი ხარისხის ბიზნეს გეგმას 558 58 66 08

https://www.facebook.com/pages/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90/434941873332423?ref=hl

Posted by: mmkt 10 Jun 2015, 22:47
ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო თეთრი ბროილერის წიწილები?

Posted by: IOSKAMAN 16 Jun 2015, 18:02
mmkt


კასპის რაიონი, სოფელი ნოსტე.

ადი და იკითხე ს ად არის ფერმათქო.

მანდ აქვთ ბროილერის ინკუბატორი.
* * *
ისე რა მაინტერესებს.

კვერცხის მდებელი ჯიშები რომელია?

ქათმის ფერმისთვის რომ გამოდგება ისეთი.
* * *
sham
QUOTE
რამდენ საკვებს მოიხმარს საშუალოდ ერთი ქათამი და რამდენ კვერცხს დებს წელიწადში საშუალოდ ?



120 გრამი საჭმელი უნდა დღეში და 300მდე კვერცხს დ ებს.

Posted by: sham 16 Jun 2015, 18:46
IOSKAMAN
QUOTE
120 გრამი საჭმელი უნდა დღეში და 300მდე კვერცხს დ ებს.


ანუ საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გამოდის . up.gif

Posted by: IOSKAMAN 16 Jun 2015, 18:51
sham

კი გამოდის, თუ გაუძლებ თავიდან smile.gif

და თU იშოვი კვერცხის მდებელ ქათმებს.

მე ვეძებ.

მინდა 500 დან 1000მდე ფრთა
* * *

* * *
ვინმეს ხომ არ გეგულებათ მეკვერცხული ქათმები?

100 ან 120 დღიანები.

Posted by: ushuaia 16 Jun 2015, 23:35
ამერიკული ინდაური სად იყიება 30 კილო რო იზრდებაა.............../?

Posted by: roxdesigner 7 Jul 2015, 12:09
5-6 თვის ქათამს სად ვიყიდი საკვერცხეს ხომ არ იცით
კვერცხის მოწყობამდე რომ იყოს
მინ 400-10000 გთხოვთ ნუ დაიზარებთ თუნდაც რაიმე ინფო ან ნომერი, ან მისამართი

Posted by: bacho-bacho 20 Jul 2015, 01:03
გაუმარჯოს არავინ იცით კვერცხის ბეჭედიი როგორ ვნახო ინტერნეტში რა უნდა ჩავწერო ?

Posted by: bacho-bacho 26 Jul 2015, 14:07
გაუმარჯოს ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვიყიდო სეტკა იაფად .. აი თურქეთიდან რომ შემოდის 20 მეტრიანები რომ არის .შემოგობვა მინდა ქათმების გასაშვებათ

Posted by: from tbilisi 26 Jul 2015, 14:17
bacho-bacho

ქვედა სამგორში, ვარკეთილის მხრიდან რომ მიდიხარ, ხელმარჯვნივ, ფრეგოს კალონკამდე არ მისული, დაყოლებაზე მაღაზიებია და გარეთაც უწყვიათ შეკვრები

Posted by: bacho-bacho 27 Jul 2015, 15:56
გაიხარე ..მივალ ვნახავ იქნება ვნახო იაპად

Posted by: Dishwasher 27 Jul 2015, 16:59
გაუმარჯოს,
ინკუბაპორი ხომ არ გაქვთ ვინმეს გასაყიდი? (არაკუსტარული!!!) ასე 500 კვერცხამდე სრულად ავრომატიზებული.
ან თბილისში ხომ არ არის რამე მაღაზია ინკუპატორებს რომ ყიდიდნენ? ინ რამე ინტერნეტ მაღაზია?

Posted by: მუმლაძე 3 Aug 2015, 17:05
QUOTE
მაღაზია ინკუპატორებს რომ ყიდიდნენ?

ნავთლუღში ავტოსადგურთან კაზინოს თავზე, შესასვლელი უკანა მხრიდან.
* * *
თუ იცით როგორ განვასხვაო კოხინინის წიწილები ბრამისაგან, 1-2 თვის ასაკში.

Posted by: spichuka 26 Oct 2015, 21:58
სახორცე ჯიშებზე დამიწერეთ აბა ყველაფერი თუ არ შეწუხდებით გამოცდილო ხალხო.. სად იყიდება, რა ღირს, რამდენ დღეში უნდა დაიკლას, რა ჯდება შენახვა, მოგება დაახლოებით რამდენია, 10-15კ ლარით საწყის ეტაპზე რამდენად სერიოზული ფერმის გაკეთება შეიძლება ? მოკლედ ველოდები თქვენს რჩევებს wink.gif

Posted by: spichuka 28 Oct 2015, 12:10
QUOTE
სახორცე ჯიშებზე დამიწერეთ აბა ყველაფერი თუ არ შეწუხდებით გამოცდილო ხალხო.. სად იყიდება, რა ღირს, რამდენ დღეში უნდა დაიკლას, რა ჯდება შენახვა, მოგება დაახლოებით რამდენია, 10-15კ ლარით საწყის ეტაპზე რამდენად სერიოზული ფერმის გაკეთება შეიძლება ? მოკლედ ველოდები თქვენს რჩევებს

არის სახლში ვინმე ?

Posted by: advanced_clubber 29 Oct 2015, 17:44
გამარჯობა

ვინმემ ხომ არ იცით გრანულატორის ყიდვა სად და რა ფასად შეიძლება ? და ასევე ბალახის საფქვავის ?

Posted by: iko-iko 30 Oct 2015, 16:53
spichuka

QUOTE
სახორცე ჯიშებზე დამიწერეთ აბა ყველაფერი თუ არ შეწუხდებით გამოცდილო ხალხო..

biggrin.gif ვინც აქ გამოიფინება და იტყვის რო ყველაფერს დავწერო მანახეთ ის კაცი დავასაქმებ! შენ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოგიწევს ერთი ხუთი წელი სწავლა რო მინიმუმი ცოდნა აიღო ხოლო მერე მთელი ცხოვრება უნდა აგროვო გამოცდილება და მაგ საქმის 20% რო შეისწავლო ძეგლს დაგიდგავენ biggrin.gif არ გეწყინოს მარა საქმე ასე იოლად არაა.

ეხლა მოდი კონკრეტულად რა გაინტერესებს ის თქვი. ბროილერი გინდა თუ რამე სხვა მეხორცული მიმართულების ქათამზე გიჭირავს თვალი?
QUOTE
სად იყიდება

თუ ბროილერს კითხულობ მაშინ ორ ადგილს მიგასწავლი 1 თელეთში შპს "როსტერი" ტეკის უკან არის შესასვლელი. გირჩევ მანდ მიხვიდე თან დაგაკვალიანებენ ყველაფერში.
2. შპს "საბუდარა" ძველი ზოოვეტინსტიტუტისკენ

QUOTE
რა ღირს

ფასი არ ვიცი ადგილზე გეტყვიან

QUOTE
რამდენ დღეში უნდა დაიკლას

გააჩნია რა წონის ქატამი გინდა, რაც დიდი მით უფრო გვიან და პირიქით

QUOTE
რა ჯდება შენახვა

მაგას ვერავინ ვერ გეტყვის, დამოკიდებულია რა გიჯდება საკვები, მედიკამენტი, გათბობა, გაგრილება, ქვეშსაფენი, ტექნიკა, მუშა, ენერგია, და ა.შ.

QUOTE
მოგება დაახლოებით რამდენია

ვერც მაგას გეტყვის ვერავინ, მოგება დაითვლება ხარჯების და საბოლოო პროდუქტის სხვაობით, ამისათვის უნდა ჩაატარო წინასწარი კვლევა როგორც ხარჯების ასევე გასაღების ბაზრის იმ მიზნით თუ რა ფასად შეგეძლება გაყიდო გაზრდილი ქათამი.

QUOTE
10-15კ ლარით საწყის ეტაპზე რამდენად სერიოზული ფერმის გაკეთება შეიძლება ?

მაგ თანხით ფერმის აშენება შეუძლებელია

Posted by: spichuka 30 Oct 2015, 20:15
iko-iko
მადლობა..
QUOTE
მაგ თანხით ფერმის აშენება შეუძლებელია

აშენება არა, ფერმას ახლობელი გვაძლევს გამზადებულს.. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ გაქირავებული აქვს, ვიღაც ტიპი ამუშავებს და იმათ მაგივრად შეგვიშვებს რა ჩვენ..

QUOTE
ბროილერი გინდა თუ რამე სხვა მეხორცული მიმართულების ქათამზე გიჭირავს თვალი?

წინა გვერდების კითხვით რა დასკვნაც გამოვიტანე, იდეალური ვარიანტი ბროილერია..

QUOTE
მაგას ვერავინ ვერ გეტყვის, დამოკიდებულია რა გიჯდება საკვები, მედიკამენტი, გათბობა, გაგრილება, ქვეშსაფენი, ტექნიკა, მუშა, ენერგია, და ა.შ.

ანუ რაიმე სტანდარტული კვების რეჟიმი არ აქვს ? რასაც ყველა ხმარობს .. თუ ყველა ინდივიდუალური კვების რაციონით ზრდის და შესაბამისად ხარჯებსაც ვერ გავთვლით ?

Posted by: iko-iko 31 Oct 2015, 11:45
spichuka
QUOTE
ანუ რაიმე სტანდარტული კვების რეჟიმი არ აქვს ? რასაც ყველა ხმარობს .. თუ ყველა ინდივიდუალური კვების რაციონით ზრდის და შესაბამისად ხარჯებსაც ვერ გავთვლით ?

საკვები ნივთიერებების მიმართ მოთხოვნილება სტანდარტიზირებულია და ამის დაცვის გარეშე რათქმაუნდა ვერ გაზრდი წიწილას, მაგრამ რა ნედლეულით დააკომპლექტებ ამ ყველაფერს საწორედ ამაშია საქმე.

ძირითადად ასეთი სქემაა: საბაზისოდ იღებ სიმინდს და უმატებ ცილოვან-ვიტამინოვან დანამატს (პრემიქსს) რომელიც წინასწარ არის დაბალანსებული ყველა საზრდო ნივთიერებებით. შეფარდება სიმინდსა და პრემიქსს შორის არის 70/30 ანუ პრემიქსებია რომელიც 30% ემატება სიმინდს ასეთ პრემიქსებს 30%-იანებს ეძახიან ხოლმე.

არსებობს ასევე 10%-იანი პრემიქსები მაგრამ აქ უკვე სოიოს შროტიც გჭირდება სიმინდთან ერთად.

დამიჯერე მიდი როსტერში და დაგაკვალიანებენ საკვებიან, ვაქცინაციიან, პრეპარატიან, წიწილიანად. აქ რაც არუნდა კითხვები დასვა მე ვერ შევძლებ ყველაფერზე პასუხი გაგცე მაშინ წიგნი უნდა დაგიწერო. აქ დასვი კონკრეტული კითხვები. ასე ზოგად საკითხებზე ძალიან ძნელია ფორუმზე ინფორმაციის მოწოდება.

მე სამწუხაროდ არ მცალია თორე დაგიბარებდი და დაგაკვალიანებდი მაგრამ გაგზავნი ისეთ ხალხთან ვინც თავის საქმეში პროფები არიან ზუსტად იმ სეგმენტში რაც შენ გჭირდება.

Posted by: მუმლაძე 3 Nov 2015, 21:35
QUOTE
მოკლედ ველოდები თქვენს რჩევებს

კონსულტანტი უნდა აიყვანო, ის გეტყვის ყველაფერს როდის რა უნდა გააკეთო სხვანაირად ეგ საქმე არ გამოვა (თუ სერიოზულ ფერმაზე ფიქრობ)

Posted by: iko-iko 20 Nov 2015, 22:15
kakige

QUOTE
გამარჯობა როგორ ხარ? რაღაც შეკითხვა მაქვს და თუ დროს გამონახავ თუ შეძლებ მიპასუხე, ფერადი ბროილერის წიწილები მყავს 1 კვირისები გახდნენ უკვე და პრობლემა აქვთ სკლინტი უკან ახმებათ და შემდეგ სათითაოდ ხელით მოცილება მიწევს რაც ძალიან ძნელია, მემგონი კუჭი აქვთ აშლილი და რა შეიძლება მოუხერხო, და კიდევ მაინტერესებს შემთხვევით ხომ არ იცი "ხარკო" ამის წიწილების სადმე ხომ არ გეგულება რომ ყიდიდნენ


გამარჯობა,
პირველ დღეებში ხშირია ხოლმე სკლინტის მიწებება კლოაკაზე, განსაკუთრებით როცა დეჰიდრირებულია ხოლმე წიწილა და ჯერ კიდევ იკვებება ყვითრით მაშინ ხშირად სკლინტი წებოვანია და ამიტმაც ეწებაბა, თუმცა ხშირია როდესაც კუჭნაწლაური პრობლემაა, შორიდან ძნელია ლაპარაკი.

ტემპერატურა ძაან მაღალი ხომ არ გიჭირავს? ამ დროს ხდება ხოლმე დეჰიდრატაცია და შესაბამისად წებოვანდება სკლინტი. ასევე გადაამოწმე წყალთან წვდომა თავისუფალი უნდა იყოს მაგრამ თუ მაღალია ტემპერატურა წიწილა ითენთება და წყალთან ან არ მიდის ან ძალიან გვიან მიდის, ამიტომ გაუწყლოვნების საშიშროება დგება. ეს ერთერთი საყურადღებო მომენტია

დააკვირდი წიწილის განლაგებას, თუ წიწილა ძალიან გაფანტულია თითქმის თანაბრად ესეიგი ცხელა. ნორმალური ტემპერატურის დროს წიწილა განლაგდება მცირე ჯგუფებად ოღონდ ძალიან არ უნდა ეტმასნებოდეს ერთმანეთს. ხოლო თუ წიწილა ქმნის დიდ ჯგუფებს და ძალიან მიტმასნილები არიან ერთმანეთთან მაშინ უკვე სცივა.

შეეშვი სკლინტის ხელით მოცლას არაა საჭირო, პროფილაქტიკის მიზნით ენროფლოქსაცინი დაალევინე 5 დღის მანძილზე და მერე სასურველია რომელიმე პრობიოტიკი მისცე რომ ჩამოყალიბდეს სწორი მიკროფლორა.

Posted by: kakige 21 Nov 2015, 14:05
QUOTE (iko-iko @ 20 Nov 2015, 22:15 )
kakige

QUOTE
გამარჯობა როგორ ხარ? რაღაც შეკითხვა მაქვს და თუ დროს გამონახავ თუ შეძლებ მიპასუხე, ფერადი ბროილერის წიწილები მყავს 1 კვირისები გახდნენ უკვე და პრობლემა აქვთ სკლინტი უკან ახმებათ და შემდეგ სათითაოდ ხელით მოცილება მიწევს რაც ძალიან ძნელია, მემგონი კუჭი აქვთ აშლილი და რა შეიძლება მოუხერხო, და კიდევ მაინტერესებს შემთხვევით ხომ არ იცი "ხარკო" ამის წიწილების სადმე ხომ არ გეგულება რომ ყიდიდნენ


გამარჯობა,
პირველ დღეებში ხშირია ხოლმე სკლინტის მიწებება კლოაკაზე, განსაკუთრებით როცა დეჰიდრირებულია ხოლმე წიწილა და ჯერ კიდევ იკვებება ყვითრით მაშინ ხშირად სკლინტი წებოვანია და ამიტმაც ეწებაბა, თუმცა ხშირია როდესაც კუჭნაწლაური პრობლემაა, შორიდან ძნელია ლაპარაკი.

ტემპერატურა ძაან მაღალი ხომ არ გიჭირავს? ამ დროს ხდება ხოლმე დეჰიდრატაცია და შესაბამისად წებოვანდება სკლინტი. ასევე გადაამოწმე წყალთან წვდომა თავისუფალი უნდა იყოს მაგრამ თუ მაღალია ტემპერატურა წიწილა ითენთება და წყალთან ან არ მიდის ან ძალიან გვიან მიდის, ამიტომ გაუწყლოვნების საშიშროება დგება. ეს ერთერთი საყურადღებო მომენტია

დააკვირდი წიწილის განლაგებას, თუ წიწილა ძალიან გაფანტულია თითქმის თანაბრად ესეიგი ცხელა. ნორმალური ტემპერატურის დროს წიწილა განლაგდება მცირე ჯგუფებად ოღონდ ძალიან არ უნდა ეტმასნებოდეს ერთმანეთს. ხოლო თუ წიწილა ქმნის დიდ ჯგუფებს და ძალიან მიტმასნილები არიან ერთმანეთთან მაშინ უკვე სცივა.

შეეშვი სკლინტის ხელით მოცლას არაა საჭირო, პროფილაქტიკის მიზნით ენროფლოქსაცინი დაალევინე 5 დღის მანძილზე და მერე სასურველია რომელიმე პრობიოტიკი მისცე რომ ჩამოყალიბდეს სწორი მიკროფლორა.

გამარჯობა, ენროფლოქსაცინი ვიყიდე 10%იანი და 1 გრამს ვხსნი პირველი დღე 1 ლიტრში მეორე დღიდან 1.5ლიტრში, რაც შეეხება ტემპერატურა სიცივის ბრალიაო მითხრეს გაციებულები არიანო, რამდენად მართალია არ ვიცი საკმაოდ კარგი ტემპერატურა მაქვს. ჩიკტონიკს ვასმევდი აქამდე და მედიქუინოლს, ეხლა 5 დღე ენროფლოქსაცინი დავაწყებინე, რაც შეეხება უკანა მხარეს სულ ამომხმარი აქვს ზოგს და სადინარი ამოქოლილია, ხელით ძლივს ვაცლი ბუმბული მოყვება და ეგ თავისით როგორ მოძვრება?

Posted by: iko-iko 22 Nov 2015, 02:51
გაციებული რო იყოს წიწილა სხვა პრობლემებიც დაეწყებოდა მაგალითად წყალმანკები და თან ერთმანეთს გაგუდავდნენ აეხონხლებოდნენ ერთმანეთს. ძირითადად ეგეთი პრობლემა დგება ხოლმე პირველ პერიოდში როდესაც ინკუბატორიდან ფერმამდე დიდი ხანი მგზავრობს წიწილა და დეჰიდრირებულია ან რაღაც მიზეზის გამო ვერ იღებს საკმარის წყალს. თუ ეს ვარიანტი გამორიცხულია მაშინ საკვების ხარისხი უნდა გადაიხედოს. რას აჭმევ?

Posted by: kakige 24 Nov 2015, 20:57
QUOTE (iko-iko @ 22 Nov 2015, 02:51 )
გაციებული რო იყოს წიწილა სხვა პრობლემებიც დაეწყებოდა მაგალითად წყალმანკები და თან ერთმანეთს გაგუდავდნენ აეხონხლებოდნენ ერთმანეთს. ძირითადად ეგეთი პრობლემა დგება ხოლმე პირველ პერიოდში როდესაც ინკუბატორიდან ფერმამდე დიდი ხანი მგზავრობს წიწილა და დეჰიდრირებულია ან რაღაც მიზეზის გამო ვერ იღებს საკმარის წყალს. თუ ეს ვარიანტი გამორიცხულია მაშინ საკვების ხარისხი უნდა გადაიხედოს. რას აჭმევ?

სალამი, აი ამას ვაჭმევ http://agrotrading.ge/uploads/products/201501261548368.chickcare.pdf ჩიქ ქეარ, კი 2 საათამდე იმგზავრეს წიწილებმა,

Posted by: iko-iko 25 Nov 2015, 09:46
kakige
ეხლა როგორ გრძნობენ წიწილები თავს? უკვე საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა და პრობლემა უნდა ალაგებულიყო.

ისე ინტერესისთვის რამდენი გყავს?

Posted by: kakige 25 Nov 2015, 15:18
QUOTE (iko-iko @ 25 Nov 2015, 09:46 )
kakige
ეხლა როგორ გრძნობენ წიწილები თავს? უკვე საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა და პრობლემა უნდა ალაგებულიყო.

ისე ინტერესისთვის რამდენი გყავს?

რავიცი გააქტიურდნენ , ლასოტა უნდა მივცე ეცლა და შემეგ განასუპერვიტი ადე3 ვიტამინი, დღეს გაუგებარი მიზეზის გამო მოკვდა რამდენიმე არადა გამოცოცხლებულები არიან და მოზრდილები, 3000 ცალი მყავს საცდელად ჯერ შემდეგ ბევრს ვაპირებ.

Posted by: iko-iko 26 Nov 2015, 09:30
kakige
QUOTE
დღეს გაუგებარი მიზეზის გამო მოკვდა რამდენიმე

smile.gif გაუგებარი მიზეზები არ არსებობს, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს მაგრამ ეს არის მისაღები მიზეზები. განსაკუთრებით პირველ პერიოდში სანამ ყვითროვანი პერიტონიტებით გამოწვეული პრობლემებია. აწარმოე ყოველდღიური ჩანაწერები და დააკვირდი ხოლმე დინამიკას, ეს ანამნეზის შექმნაში დაგეხმარება რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება გარკვეული ანალიზის გაკეთება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი უნდა შეადარო ჯიშის ე.წ. პასპორტს. ოღონდ თუ თქვენი ფერადი ბროილერი ადგილზე შეჯვარებული რამეა მაშინ მაგის მონაცემებს ვერავინ ვერ მოგცემთ. ამ შემთხვევაში იხელმძღვანელე რომელიმე კომბინირებული ჯიშის ან კროსის სახელმძღვანელოთი, დაახლოებით ერთნაირი იქნება.

QUOTE
ლასოტა უნდა მივცე ეცლა და შემეგ განასუპერვიტი ადე3 ვიტამინი

გეტყობა მიხეილ ჭიჭაღუას ინსტრუქციით სარგებლობ

QUOTE
3000 ცალი მყავს საცდელად ჯერ შემდეგ ბევრს ვაპირებ.

მიხარია რომ დაინტერესებული ხართ ამ სფეროთი. წარმატებებს გისურვებთ.

კითხვების არ მოგერიდოს თუ რამე დაპოსტე და შეძლებისდაგვარად გიპასუხებ.

Posted by: kakige 3 Dec 2015, 16:51
iko-iko
გამარჯობა როგორ ხარ? რაღაც მინდა გკითხო ხარკო< ამ ჯიშზე თუ იცი რამე და ღირს თუ არა მეკვერცხეულ მეხორცეულად გყავდეს? თან არ არის ჰიბრიდი და ისედაც გამრავლება შესაძლებელია ფერმის პირობებში.

Posted by: iko-iko 3 Dec 2015, 18:19
kakige
სსალამი.

ჰარკოზე ააფერი გამიგია მნიშვნელოვანი და გმირული მიღწევები, ღირს თყ არა ეგ შენ უნდა განსაზღვრო მისი მოსალოდნელი შედეგებისგან გამომდინარე. თუ შენ არაინტენსიური მეფრინველეობის პროდუქტებს დამაკმაყოფილებელ ფასში ყიდი მაშინ რატომაც არ ღირს, მაგრამ თუ ამ ქათმის კვერცხი ვერ გაყიდე ფერმისაზე უფრო ძვირად მაშინ გასაგებია რომ არ გიღირს.

პრინციპში ეხლანდელი შენი ფერადი ქათამი გიჩვენებს ამას ყველაფერს თუ მომგებიანად გამოზარდე ეს იმას ნიშნავს რომ ჰარკო შენთვისაა smile.gif


Posted by: iko-iko 25 Dec 2015, 19:38
ძაან მიჩუმდა ეს თემა. აღარ არის ხალხი დაინტერესებული ქათამ-კვერცხითა?

Posted by: Zmuzu 25 Dec 2015, 20:01
დასავლეთში სად შეიძლება შევიძინო ე.წ. ფერადი ბროილერის წიწილები.
სასურველია იმერეთში იყოს. ჯერჯერობით 100 ცალი მინდა, რომ წამოიზრდებიან ეზოში გასაშვებად.

Posted by: qiziyeli 29 Dec 2015, 01:22
"ძაან მიჩუმდა ეს თემა. აღარ არის ხალხი დაინტერესებული ქათამ-კვერცხითა?"

ალბათ მიიღეს უკვე გამოცდილება და აღარ სჭირდებათ ფორუმის რჩევები, ხალხი საქმეშია biggrin.gif
* * *
ხუმრობა იქით იყოს და მე ეხლა შემოვუერთდი ამ თემას, თუმცა ამ საქმეში საკმაო გამოცდილება მაქვს და ვარ დაინტერესებული, კარგი იქნება თუ იაქტიურებთ...
პ.ს. რასაც აქ ვაკვირდები ისევ ქართული სენი მაინც თავისას შვრება, ერთ რაღაცას რომ გაიგებენ ყველა იმ საქმეს მიაწყდება და მერე ისე აფუჭებენ სიტუაციას თვითონაც ვერ სარგებლობენ და სხვასაც საქმეს უფუჭებენ... ბროილერის ბიზნესს ვგულისხმობ... მე დიდი ხნია მსმენია ამ ბიზნესსზე მაგრამ ცხოვრებაში ერთი ბროილერის წიწილიც არ გამიზრდია და არც ვნანობ... smile.gif ეხლა მყავს სადედე გუნდი მეკვერცხული ჯიშის ქათმების, რომლებიც კრემისფერ კვერცხს დებენ და კვირაში სასურსათო კვერცხს 1500 ცალს ისე ვყიდი, საერთოდ არ მაქვს პრობლემა.. 33 თეთრად, საკმაოდ კარგი ფასია.. საინკუბაციოს კი 60 თეთრად.. გირჩევთ ასეთი ორიგინალური და ნაკლებად გავრცელებულ საქმიანობას მიჰყოთ ხელი... ორიენტირებული იყავით სიახლეზე და იშვიათ, მაგრამ მოთხოვნად პროდუქციაზე..

Posted by: iko-iko 29 Dec 2015, 17:00
qiziyeli
რისი სადედე გუნდი გყავს? კერძოდ რა ჯიშის?

Posted by: kakige 30 Dec 2015, 17:19
გამარჯობათ ხალხნო, როგორ მიდის საქმეები ? ერთი ქათმის რაციონი დღეში 120 გრამი არის სტანდარტი ჩემები 250 გრამს ჭამენ რისი ბრალია? biggrin.gif

Posted by: shuma89 31 Dec 2015, 00:38
QUOTE (qiziyeli @ 29 Dec 2015, 01:22 )
"ძაან მიჩუმდა ეს თემა. აღარ არის ხალხი დაინტერესებული ქათამ-კვერცხითა?"

ალბათ მიიღეს უკვე გამოცდილება და აღარ სჭირდებათ ფორუმის რჩევები, ხალხი საქმეშია biggrin.gif
* * *
ხუმრობა იქით იყოს და მე ეხლა შემოვუერთდი ამ თემას, თუმცა ამ საქმეში საკმაო გამოცდილება მაქვს და ვარ დაინტერესებული, კარგი იქნება თუ იაქტიურებთ...
პ.ს. რასაც აქ ვაკვირდები ისევ ქართული სენი მაინც თავისას შვრება, ერთ რაღაცას რომ გაიგებენ ყველა იმ საქმეს მიაწყდება და მერე ისე აფუჭებენ სიტუაციას თვითონაც ვერ სარგებლობენ და სხვასაც საქმეს უფუჭებენ... ბროილერის ბიზნესს ვგულისხმობ... მე დიდი ხნია მსმენია ამ ბიზნესსზე მაგრამ ცხოვრებაში ერთი ბროილერის წიწილიც არ გამიზრდია და არც ვნანობ... smile.gif ეხლა მყავს სადედე გუნდი მეკვერცხული ჯიშის ქათმების, რომლებიც კრემისფერ კვერცხს დებენ და კვირაში სასურსათო კვერცხს 1500 ცალს ისე ვყიდი, საერთოდ არ მაქვს პრობლემა.. 33 თეთრად, საკმაოდ კარგი ფასია.. საინკუბაციოს კი 60 თეთრად.. გირჩევთ ასეთი ორიგინალური და ნაკლებად გავრცელებულ საქმიანობას მიჰყოთ ხელი... ორიენტირებული იყავით სიახლეზე და იშვიათ, მაგრამ მოთხოვნად პროდუქციაზე..

მშვენიერი იდეაა, მომეწონა, თუ საიდუმლო არ არის რა ჯიშია და როგორ უვლი, გალიებში და ბლომად ჭამა ალბათ ხოო? პრემიქსი და რამეე,

მე ვგეგმავ იხვის მოშენებას, არ მინდა პრემიქსით გავასუქო, მინდა ეზოში გაიზარდონ, ანუ აბსოლიტურად ბუნებრივად გაიზარდოს, 3 ჰექტარი მაქვს შემოღობილი, თავისთავად მარტო ბალახზე არ მეყოლება, მაგრამ პრემიქსი და ქიმიური დანამატები არ მინდა გამოვიყენო.

ქათამზე როგორც ვიცი არ ღირს პრემიქსის გარეშე მუშაობა და არც მინდა სახორცე ქაათამი, კვერცხის ამბავზე კარგი აზრია, წელიწადში რამდენს დებს და რამდენ ხანს მუშაობს? მე იმერეთში მაქვს პატარა, ასე ვთქვათ მრავალპროფილიანი ფერმა და ერატერთი პროფილუ მინდა ფრინველის ამბავში დავუმატო.
ველოდები რჩევებს.
მადლობა წინასწარ.

Posted by: qiziyeli 5 Jan 2016, 17:54
არა საიდუმლო ნამდვილად არაფერია, რაც უფრო განვითარდება ეს სფერო მით უკეთესი... მე საუბარი მაქვს გერმანულ ქათამზე, რომელიც აუტოსექსური ჰიბრიდია.. არის თეთრიც და არის წითელიც, სახელწოდება ტინტი (Tint) . უფრო კომერციული დანიშნულების ქათამია, თუმცა სოფლის პირობებსაც კარგად ეგუება.. ეს ჯიში უფრო ხარისხზეა გათვლილი ვაპირებ დრე რაოდენობაზე..

Posted by: cybernation21 14 Jan 2016, 16:05
qiziyeli
სად იშოვე ეგ ქათამი ან კვერცხი?

Posted by: el siete 23 Jan 2016, 00:52
გამარჯობა

საერთოდ ვერ ვერკვევი ქათმებში და თქვენი დახმარება მჭირდება smile.gif

სოფელში მინდა ჩავუყვანო წიწილები რომ გამიზარდონ. ადრე ბროილერი იყო მახსოვს და იმის შემდეგ ბლომად ჯიშებია როგორც ვატყობ. შეგიძლიათ მითხრათ რომელია ისეთი ჯიში ჩვეულებრივად რომ იკვებებოდეს და რაიმე განსაკუთრებული მოვლა არ ჭირდებოდეს, დებდეს ბევრ კვერცხს და იყოს დიდი ქათამი? smile.gif

მადლობა

Posted by: Zmuzu 2 Feb 2016, 14:20
პირადად მე, გალიაში და შენობაში არ მინდა ჩავკეტო. საკმაოდ დიდი ფართი მაქვს სოფელში, დაახლოებით 3000კვ.მ. და გარეთ მინდა გავუშვა, ოღონდ ჯერ არ ვიცი, რომელი ჯიშის ქათამი ჯობია. მე მინდა მეკვერცხულიც იყოს და თუ დამჭირდა ხორცადაც გავყიდო. ანუ, მამლებს ხორცად გავუშვებ.

Posted by: advanced_clubber 4 Feb 2016, 13:31
shuma89

და კვერცხს როგორ ყიდი? ანუ რაღაც წესი ხო არის თარიღი უდნა ეწეროსო და ასე შემდეგ მაგრამ ალბად დიდი ფემებისთვის უფრო სავალდებულოა ეგ... 33 თეთრად ყიდი ... და დღეში ერთი ქათმის კვება რა გიჯდება? უხეში გათვლისთვის...




მე მაინტერესებს ეს სფერო საკმაოდ ვეცდები მთელი თემა გადავიკითხო, იქნებ რაიმე სახის ლიტერატურა თუ გაქვთ ვინმეს... მეფრინველეობაზე რომ დადოთ...

Posted by: qiziyeli 9 Feb 2016, 02:01
Kvercxo kremisferia, gulic sakmaod magali xarisxisaa, rac sashualebas idzleva dabechdvis gareshe gaiyidos agralur bazrebze.. erti kvercxi daaxloebit jdeba 10-15 tetri..

Posted by: magnatichi 12 Feb 2016, 21:59
მოგესალმებით მეგობრებო, მაქვს 5000კვ მიწა შენობით და მსურს მეხორცე ქათმების ბიზნესი წამოვიწყო, ყველა გვერდი გულდასმით წავიკითხე და ბევრი რამ გავიგე ,ყველას დიდი მადლობა, განსაკუთრებით iko-ikos .
თავდაპირველად ვაპირებ 1000 წიწილის ყიდვას შემიძლია ვიყიდო გალია ან გავზარდო იატაკზე მაინტერესებს რომელი უკეთესი იქნება, ვაპირებ ვიყიდო ბროილერის ჯიშის წიწილები და თვე ნახევარში გავყიდო რეალიზაციის პრობლემა არ მაქვს, საკვებს რაც შეეხება პრემიქსითა და სიმინდით ვაპირებ გამოკვებას. მაინტერესებს განსაკუთრებული სითბო როდემდე ჭირდებათ წიწილებს, განათების ამბები წავიკითხე უკვე კვირების მიხედვით. ჯერ-ჯერობით სულ ეს არის. წინასწარ დიდი მადლობა ველი თქვენს გამოხმაურებას...

Posted by: 365 13 Feb 2016, 19:12
გამარჯობათ, რომელ ქათმის ჯიშს მირჩევთ კვერცხისთვის მჭირდება, დაახლოვებით 5 ცალი, ამბობენ თეთრი ლეგორნი კარგიაო და თქვენ რას იტყვით?
და კიდევ როგორ მივხვდე ქათამი უკვე კვერცხს დებს თუ არა?

Posted by: davita74 14 Feb 2016, 14:26
გამარჯობათ, მაინტერესებს გვების რაციონი ქათმებისთვის, არ მინდა რაღაც ჰიბრიდული ჯიში, მინდა რაიმე ისეთი ჯიში სოფლებში რაც ყავთ და ისეთი რომელსაც არ დაჭირდება პრემიქსები , არ მინდა წამლით გავბერო. რა საკვები გამოვიყენო და რაოდენობა დამწირდება დაახლოებით 100 ფრთაზე

Posted by: iko-iko 15 Feb 2016, 17:17
365
უკან მუცლის მხარე დაშვებულია, განიერია და ხელით გასინჯვისას ბოქვენის ძვლები ოთხ თითზე უნდა იყოს გახსნილი. არ გაგეცინოთ მართლაც მასეა/

Posted by: kakige 15 Feb 2016, 22:49
iko-iko
გამარჯობა როგორ ხარ? ტეტრა-ტინტი 7 თვის 60%იანი კვერცხდებითრატომ უნდა იყოს? გამოწუნებულია ვითომ? და 15 ლარი როგორი ფასია ღიირს?

Posted by: 365 16 Feb 2016, 11:46
iko-iko
QUOTE
უკან მუცლის მხარე დაშვებულია, განიერია და ხელით გასინჯვისას ბოქვენის ძვლები ოთხ თითზე უნდა იყოს გახსნილი. არ გაგეცინოთ მართლაც მასეა/

მადლობა პასუხისთვის, და რა ვაჭამო ხომ ვერ მეტყვით? 5 ქათამზე მაინტერესებს თვეში ხარჯი რამდენი მექნება

Posted by: magnatichi 19 Feb 2016, 16:17
QUOTE (iko-iko @ 15 Feb 2016, 17:17 )
365

გამარჯობა, მაინტერესებს შემდეგი რამ, ქათამი როდესაც გაიზრდება და მიაღწევს იმ კონდიციამდე, როდესაც მზად იქნება დასაკლავად, შემდეგ დავკლავთ გავასუფთავებთ ბეწვისგან, ამის შემდეგ აუცილებელია შიგნეულობა გამოვუსუფთავოთ ? და მაინტერესებს მოკლული და გასუფთავებული ქათამი გაყინვის გარეშე რამდენ ხანს ძლებს, სანამ გაფუჭდება.
მადლობა წინასწარ jump.gif

Posted by: iko-iko 19 Feb 2016, 21:57
kakige
QUOTE
გამარჯობა როგორ ხარ? ტეტრა-ტინტი 7 თვის 60%იანი კვერცხდებითრატომ უნდა იყოს? გამოწუნებულია ვითომ?

რა გითხრა რით გაგამხნევო, საერთოდ პროდუქტიულობა იმდენ ფაქტორზე დამოკიდებული რო ვერაფერს ვერ გეტყვი შორიდან.
QUOTE
და 15 ლარი როგორი ფასია ღიირს?

ასაკს გააჩნია თუ გამოზრდილია და გარკვეული პროფილაქტიკა აქვს ჩატარებული ფასი მისაღებია, ნუ რათქმაუნდა შენთვის უნდა იყოს ეკონომიკურად გამართლებული.

365
QUOTE
მადლობა პასუხისთვის, და რა ვაჭამო ხომ ვერ მეტყვით? 5 ქათამზე მაინტერესებს თვეში ხარჯი რამდენი მექნება

ერთ კვრცხმდებელზე 130-150 გრამი იანგარიშე, ქათამსაც გააჩNია მარა საშუალოდ მასე იანგარიშე დღეში და გადაამრავლე მერე იმ ფასზე რაც გიჯდება კომბინირებული საკვები


magnatichi
wow.gif

Posted by: magnatichi 19 Feb 2016, 22:05
QUOTE (iko-iko @ 19 Feb 2016, 21:57 )



magnatichi
wow.gif

ბოლო შეკითხვაზე მიპასუხე თუ შეგიძლია, მადლობა წინასწარ

Posted by: iko-iko 19 Feb 2016, 22:52
magnatichi
რათქმაუნდა უნდა გამოიშიგნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე საათში გადასაგდები გაგიხდება,
რაც შეეხება შენახვას კარგად გაწმენდილ გარეცხილი ქათამი 0-2 გრადუსზე 2 დღე შეინახება

Posted by: magnatichi 20 Feb 2016, 21:52
მეგობრებო მაინტერესებს სად შეიძლება ბროილერის ჯიშის ერთდღიანი წიწილების ყიდვა და რა ღირს თითო? წინასწარ მადლობა

Posted by: iko-iko 22 Feb 2016, 22:51
magnatichi
თელეთში, კერძოდ თელეთის ტეკის უკან არის შპს როსტერი. ამ სფეროში აქვთ ყველანაირი სერვისი.

Posted by: shuma89 23 Feb 2016, 15:35
გამარჯობა კეთილო ხალხო.
მაინტერესებს თქვენი აზრი, იხვი რომ გავიტანო გასუფთავებული ფეხებისა და თავის გარეშე, 1.3 კგ-იანები დაახლოებით და კიდევ 2 კგ-იანები, რა შეიძლება დაედოს ფასი, რომ მომხმარებელი გაჩნდეს?
ნუ მგონი უცხო ხილია ქართული ბაზრისთვის, მაგრამ დაკლული ქათამი და ბარკალი რო იყიდება იმათზე გემრიელი კი იქნება, არანაირი პრემიქსი არ ექნება ნაჭამი, ანუ ნატურალური, ყველანაირი ქიმიური საკვებისგან თავისუფალი იქნება.
თქვენი აზრით რა ფასი შეიძლება დავადო, რომ რეალიზაცია არ გაჭIრდეს?


Posted by: iko-iko 23 Feb 2016, 21:31
shuma89
ჩემი აზრით 8-9 ლარის ფარგლებში 1 კგ ხორცი

Posted by: magnatichi 23 Feb 2016, 21:39
QUOTE (iko-iko @ 22 Feb 2016, 22:51 )
magnatichi
თელეთში, კერძოდ თელეთის ტეკის უკან არის შპს როსტერი. ამ სფეროში აქვთ ყველანაირი სერვისი.

კიდევ ერთი კითხვა მაქვს, როგორც გავიგე წიწილას პირველივე დღეს ცრიან და თითოზე 0,2 თეთრს ანგარიშობენ, მხოლოდ მაგ აცრით შემოიფარგლება?
როგორც გავიგე მეათე მეთორმეტე დღეზე კიდევ ჭირდება აცრა და თუ იცი რა ჯდება ეგ აცრა
მადლობა წინასწარ

Posted by: iko-iko 23 Feb 2016, 22:21
magnatichi
QUOTE
მხოლოდ მაგ აცრით შემოიფარგლება?

არა აუცილებლად ჭირდება კიდევ აცრები ეგ ბიჭები იმ დონეზე დაგაკვალიანებენ რომ გაგაზრდევინებენ ქათამს, ვაქცინებიც აქვთ თვითონვე ერთერთი მოწინავე ფირმის ვაქცინები აქვთ.
QUOTE
როგორც გავიგე მეათე მეთორმეტე დღეზე კიდევ ჭირდება აცრა და თუ იცი რა ჯდება ეგ აცრა

ზუსტად არ ვიცი რა ჯდება მაგრამ ყოველშემთხვევაში ძალიან იაფი ჯდება, არაა ძვირი.

Posted by: magnatichi 23 Feb 2016, 22:25
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის❤️

Posted by: iko-iko 23 Feb 2016, 22:26
magnatichi
QUOTE
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის❤️

პაჟალსტა smile.gif

Posted by: shuma89 24 Feb 2016, 23:57
QUOTE (iko-iko @ 23 Feb 2016, 21:31 )
shuma89
ჩემი აზრით 8-9 ლარის ფარგლებში 1 კგ ხორცი

ზედმეტად ძვირი ხო არ არის?
მე ვფიქრობ ქათამზე იაფი უნდა დავადო რომ გაიყიდოსთქო, თორე ადგება კაცი და ქათამს იყიდის.

Posted by: magnatichi 25 Feb 2016, 19:37
მეგობრებო მაინტერესებს ახალი კანონის შესახებ ყველაფერი.
ვინც არის იცის საუბარია დანართი 2ზე. საბუთი რომლის გარეშეც დაკლულ ქათამს რეალიზაციას ვერ გაუკეთებ.
ბიო-ბიოს და კოდას გარდა აქვს კიდე ვინმეს ეგ საკლავი აპარატი?
და მაგ საბუთის გარეშე თუ ყიდის ვინმე. ჯარიმა 1000 ლარია როგორც ვიცი.
მოკლედ ამ საქმის დაწყება მინდა ძალიან მალე და ერთი ქათმის დაკვლაში 40 თეთრს ითხოვენ თან ტრანსპორტირების ხარჯები და მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს იქნება რამე გზა არსებობს შემოვლითი.
თუ იცით რამე არ დაიზაროთ, მადლობა.

Posted by: kakige 26 Feb 2016, 16:45
magnatichi
გამარჯობა, როგორც ვიცი 1 წლით გადაიწია კანონმა, რაც შეეხება დაკვლას, 10 ცალუთუ გყავს ისედაც გაყიდი და სახლიისთვის ხომ რპობლემა არ არის, რაც შეეხება დიდ რაოდენობას არიან სპეციალური ჯგუპი ქალების 25-30 თეთრამდე არის 1 ქათმის დაკვლა გასუფთავება, ანუ ხარჯი მაინც გაქვს + უნდა ასადილო ეს ხალხი, ასერომ მემგონი 40თეთრი ღირდეს კაი ვარიანტია მიიყვან და თვითონ მიხედავენ არც წყლის ადუღება გინდა და არაფერი.

Posted by: tornike261 27 Feb 2016, 15:24
გამარჯობათ. მაინტერესებს სად და როგო შეიძლება მოხდეს სოფლის კვერცხის რეალიზაცია თბილიში... ??? სად იბარებენ სოფლის კვერცხებს ? და არის თუ არა აუცილებელი რამე საბუთი საჭირო ამ მინი ბიზნეში?

Posted by: wolverine91 9 Mar 2016, 14:42
გამარჯობათ. არავინ იცით ფერმას რა ტიპის ლიცენზია შეიძლება დაჭირდეს?

Posted by: davita74 10 Mar 2016, 02:11
tornike261
tornike261
QUOTE
გამარჯობათ. მაინტერესებს სად და როგო შეიძლება მოხდეს სოფლის კვერცხის რეალიზაცია თბილიში... ??? სად იბარებენ სოფლის კვერცხებს ? და არის თუ არა აუცილებელი რამე საბუთი საჭირო ამ მინი ბიზნეში?

მე ავიღებ მაგ კვერცხს ოგონდ ერთი პირობით; უეცჰველი უნდა იყოს განაყოფიერეული რომ დაიჩეკოს 250 -300 ცალს ავიღებ

Posted by: TheGunner 22 Mar 2016, 23:22
იცი რა მაინტერესებს, ფერმითვის საჭირო ტექნიკის და აღჭურვილობის ყიდვა სად შეიძლება? თურქეთში თუ არის მასეთი ქარხნები ან უკრაინაში? თუ ვინმემ იცით დაწერეთ რა
ძალიან მჭირდება

Posted by: GCHBCH 26 Mar 2016, 18:40
გამარჯობა. დაგეგმილი მაქვს ინკუბატორის გაკეთება. მინდა ბროილერის კვერცხის ჩადება... დავდაპირველად რეალიზაცია რომ გამიიოლდეს და სარეალიზაციო გზები და არეალი გავზარდო მინიმალურით ვაპირებ დაწყებას 1000 კვერცხიანი ინკუბატორით. თითქმის ყველაფერზე მოვიძიე ინფორმაცია ინტერნეტში გარდა კვერცხისა. საინკუბაციო კვერცხი რა ფასშია (როგორც ვიცი 85 თეთრი ღირს) და სად შეიძლება შევიძინო. 1056 კვერცხიან ინკუბატორში 2700 ლარი ბევრია?


ინკუბატორი 1056 სრულიად ახალი, 2014 წლის მოდელი ! კომბინირებული ინკუბატორი და საჩეკი 1056 კვერცხი, სრულიად ავტომატური:წყლის მიწოდების სისტემა,სასტერილიზაციო სისტემა,სატრიალებელი მექანიზმი.ტემპტერატურის და ტენიანობის კონტროლი. ელ.სიმძლავრე: 480ვატ ელ.შესაერთებელი: სტანდარტული (ფაზა/ნოლი) ზომა:1.36X0.77X1.48მ (სიგრძე/სიგანე/სიმაღლე) წონა:150კგ მოყვება სათადარიგო ნაწილები (წყლის და ჰაერის ტენები). გარანტია : 1 წელი .

ამ მონაცემების.
გთხოვთ დაახლოებითი მონახაზი მაინც მითხრათ ამ ბიზნესთან დაკავშირებით...

Posted by: davita74 26 Mar 2016, 23:12
GCHBCH
სად აპირებ ტერიტორიულად ამის გაკეთებას??????

Posted by: GCHBCH 26 Mar 2016, 23:30
თბილისთან ახლოს შეიძლება პატარძეულში

Posted by: davita74 26 Mar 2016, 23:48
GCHBCH
წარმატებებს გისურვებ და რომ გააკეთებ შეგეხმიანები , მაინტერესებს რაღაცეები

Posted by: GCHBCH 26 Mar 2016, 23:53
QUOTE (davita74 @ 26 Mar 2016, 23:48 )
GCHBCH
წარმატებებს გისურვებ და რომ გააკეთებ შეგეხმიანები ,  მაინტერესებს რაღაცეები

დიდი მადლობა მაგრამ გაკეთება ცოტა გამეწელება იმის გამო რომ საქართველოში არ ვარ და სანამ არ ჩამოვალ ხო იცი ნათქვამია ესლი ხოჩეშ სდელატ შტოტა ხარაშო სდელაი სამ ამიტომ ჯერ ვაპირებ მთლიანად შევისწავლო საფუძვლიანად და ალბათ ერთ წელიწადში დავუბრუნდები ჩემ სამშობლოს და აღარ მომიწევს შემოსავლის ძებნა სხვა ქვეყნებში (იმედია გამოვა რამე) smile.gif

Posted by: davita74 27 Mar 2016, 00:19
GCHBCH
ყველაფერი გამოგივა, მთავარია მონდომება wink.gif wink.gif

Posted by: gio7654321 27 Mar 2016, 22:35
iko-iko
გამარჯობა, თქვენი რჩევა მჭირდება. მაქ 3000 კვადრატული კაპიტალურად შემოღობილი მიწა და 400 კვადრატული შენობა. მინდა ფერადი ქათმის ფერმის გაკეთება. კვება მაინტერესებს რაციონი როგორ შევურჩიო? პრემიქსების და ყველანაირი ზედმეტი დანამატის გარეშე . მინდა რო მყავდეს ნატურალურად სუფთა სოფლის ვარიები და 2 მაქსიმუმ 3 თვეში რო დავკლა. ამ ტერიტორიაზე რამდენი ქათმის გამოზრდა შეიძლება? მადლობელი დაგრჩებით თუ დამაკვალიანებთ ამ საკითხში

Posted by: Zmuzu 31 Mar 2016, 12:43
iko-iko
ეზოში გაშვებული ქათამი რომ კვერცხზე ვამუშავო, ანუ, დღისით ეზოში იქნება და ღამით საქათმეში, ეს ვარიანტი თუა გამართლებული საბიზნესოდ? დაახლოებით 200 ქათამს ვგულისხმობ დასაწყისისთვის. 3000 კვ.მ. საკარმიდამო ეზო მაქვს.

Posted by: Seeker 15 Apr 2016, 10:51
რომელი ჯობია ტინტი თუ ლომან ბრაუნი?

სად იყიდება ამ ჯიშის წიწილა ან კვერცხი ინკუპატორისთვის

Posted by: iko-iko 17 Apr 2016, 10:21
gio7654321
QUOTE
პრემიქსების და ყველანაირი ზედმეტი დანამატის გარეშე

ამ ყველაფრის გარეშე დიდი არჩევანი აღარც გრჩება, დაღერღილი მარცვეულით თუ გამოკვებავ. 400 კვადრატულ შენობაში 3 თვემდე გამოზრდი ასე 2000-2500 ფრთას. თუ შენობას მარტო ღამე შესანახად გამოიყენებ მაშინ შეგიძლია ცოტათი კიდევ გაზარდო სიმჭიდროვე.
* * *
Zmuzu
QUOTE
ეზოში გაშვებული ქათამი რომ კვერცხზე ვამუშავო, ანუ, დღისით ეზოში იქნება და ღამით საქათმეში, ეს ვარიანტი თუა გამართლებული საბიზნესოდ? დაახლოებით 200 ქათამს ვგულისხმობ დასაწყისისთვის. 3000 კვ.მ. საკარმიდამო ეზო მაქვს.

დიდი ბიზნესისთვის ეს ვარიანტი რათქმაუნდა ნაკლებ ეფექტურია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია გასაღების ბაზარზე და ფასზე. სამწუხაროდ მე ვერ დაგითვლი რა მოგების მოტანა შეუძლია ამას შენთვის. ეს შენთვითონ უნდა დათვალო რა დაგიჯდება ერთი კვერცხი და რა ფასად შეძლებ რეალიზაციას.

Posted by: gkochlaggg 22 Apr 2016, 00:20
5-6 წელია ქათამს ვზრდი და ბოლო წელიწადნახევარია უკვე ძაან ცუდი სიტუაციაა ბაზარზე, ძაან ბევრმა უცოდინარმა დაიწყო ეს საქმე და თავისი უცოდინრობით ჩვენც გაგვიფუჭა საქმე

Posted by: davita74 24 Apr 2016, 02:50
gkochlaggg
QUOTE
5-6 წელია ქათამს ვზრდი და ბოლო წელიწადნახევარია უკვე ძაან ცუდი სიტუაციაა ბაზარზე, ძაან ბევრმა უცოდინარმა დაიწყო ეს საქმე და თავისი უცოდინრობით ჩვენც გაგვიფუჭა საქმე

რას გულისხმობ საქმის გაფუჭებაში? ფასი გააფუჭა????

Posted by: Zmuzu 28 Apr 2016, 08:42
iko-iko
QUOTE
დიდი ბიზნესისთვის ეს ვარიანტი რათქმაუნდა ნაკლებ ეფექტურია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია გასაღების ბაზარზე და ფასზე. სამწუხაროდ მე ვერ დაგითვლი რა მოგების მოტანა შეუძლია ამას შენთვის. ეს შენთვითონ უნდა დათვალო რა დაგიჯდება ერთი კვერცხი და რა ფასად შეძლებ რეალიზაციას.

ჩემი აზრით, ხარჯი, ბევრად ნაკლები იქნება. ბალახი ზამთარ-ზაფხულ არის. პრობლემა, კვერცხის საქათმეში დადებაზე იქნება.
საინტერესოა, ღამით რომ სინათლე დავუტოვო თუ დადებს?

Posted by: shuma89 28 Apr 2016, 22:16
ჩვეულებრივი სახლის ქათმებს რო ეძახიან ეგენი რომ მოვაშენო, შესაწვავი წიწილის ზომის ანუ 800 გრამი სუფთა ხორცი რო დარჩეს რამდენ თვეში იქნება სავარაუდოდ? ცოცხლად სარეალიზაციოდ ვფიქრობ, დასაკლავი წიწილის ზომის ანუ. რით ვკვებო რა აჯობებს? მინდა ნამდვილი სოფლის წიწილის გემოზე იყოს და არა ქიმიით გაბერილი და აფუებული ცომივით ხორცის ქათამი გამოვიდეს.
კოპტონი 15% სიმინდის ღერღილი 55 %, ხორბლის ღერღილი 25 პროცენტი, დანარჩენი 5% მგონი ცარცი და თევზის ფქვილი უნდა შეურიო სრულფასოვანი რაციონი რომ გამოვიდეს, ამის გარდა 30 000 კვადრატ ეზოში ისეირნებენ smile.gif მგონი ნორმალური კვება გამოუვათ.

Posted by: GURAMI2 29 Apr 2016, 08:59
2 წლის წინ სოფელში წამოვიწყეთ ეს ბიზნესი, თავიდან საცდელად გავაკეთეთ 300 წიწილი გამოვაჩეკინეთ, საკვებად ვიყენებდით პრემიქსებს და მარცვლეულს, თვენახევარი ვაჭმევდით პრემიქს + წყალში ვიტამინებს ვურევდით. საკმაოდ ბევრი პრობლემა გამოჩნდა.
ჩამოვწერ პრობლემებს და იქნებ გამოგადგეთ.
პრემიქსით გაზრდის დროს მისი შეწყვეტა დიდ სტრესში აგდებს, შედეგი გვიან იზრდება და წონას კარგავს.
სისუფთავე უნდა დაიცვათ აუცილებლად. ჩემ შემთხვევაში წყალს საიდანაც სვაავდნენ ხშირად სველდებოდა იატაკი, რამაც კოკციდიოზი გამოიწვია (40-50) ფრთა შეიწირა.
პრემიქსი მაინდამაინც ვერ შველის სოფლის ქათამს. გაზრდით ვერ იზრდებოდნენ 3 3.5 თვე მაინც უნდა 800 გრამზე რო ავიდეს, გასაყიდად დამწყვრეული ვარია არ ვარგა ბიბილო უთეთრდებათ ამიტო უკეთესია რეალიზაციამდე 3 კვირა გარეთ იყოს.

Posted by: Zmuzu 29 Apr 2016, 14:11
GURAMI2
QUOTE
თვენახევარი ვაჭმევდით პრემიქს + წყალში ვიტამინებს ვურევდით. საკმაოდ ბევრი პრობლემა გამოჩნდა.

მე 2-3 კვირა ვაპირებ პრემიქსის მიცემას, სანამ საქათმეს შეეჩვევიან, მერე ღერღილზე და ეზოს ბალახზე გადავიყვან. დროში გაიწელება, მაგრამ სამაგიეროდ ნაკლები წამალი და შესაბამისად, ნაკლები ხარჯი დასჭირდება.
მე უფრო კვერცხის წარმოებაზე ვარ ორიენტირებული.

Posted by: DEPO 4 May 2016, 09:18
ფერადი ბროილერის წიწილები სად ვიყოდო? მინდა ასე 700-800 გრამიანები. 25 ცალი

Posted by: Seeker 10 May 2016, 15:12
ხალხო ჩვენთან ნიპელები რა ღირს? ასეთები მინდა
ამაზონზე 25 ცალი 7$ ღირს

Posted by: ინაველ 18 May 2016, 17:49
ქათმის რა ჯიშებია საქართველოში გავრცელებული?
რამე რესურსი არის ქათმებზე ლოკალურ ნეტში?

Posted by: luka1993luka 28 May 2016, 00:00
მყავს ტინტის ჯიშის წიწილები 12 დღის დაეწყოთ ეგრეთწოდებული კანიბალიზმი თითქმის ყველა დამიავადდა რით უშველო იქნებ დამეხმაროთ ?

Posted by: tornike261 28 May 2016, 17:07
გამარჯობა davita74
მინდა გითხრათ რომ ქათმები არიან მეკვერცხული გერმანული ჯიშის სახელად "ტინტი". წელიწადში დებენ 340-360 კვერცხს. ეხლა 2 თვისები არიან, კვერცხის დებას დაიწყებენ 4 თვის ასაკში.
თუ დაგაინტერესებთ ამ ჯიშის საინკუბაციო კვერცხი შემოგეხმიანებით

Posted by: Vano52 28 May 2016, 17:17
luka1993luka
პრემიქსი მიაყარე ძღომაზე + ვიტამინიანი წყალი, კალციუმი და თევზის ფქვილი, თუ საშუალებაა გაშლილ ადგილზე გაუშვი მჭიდროთ არ გყავდეს

Posted by: luka1993luka 29 May 2016, 10:10
QUOTE (Vano52 @ 28 May 2016, 17:17 )
luka1993luka
პრემიქსი მიაყარე ძღომაზე + ვიტამინიანი წყალი, კალციუმი და თევზის ფქვილი, თუ საშუალებაა გაშლილ ადგილზე გაუშვი მჭიდროთ არ გყავდეს

ყველაფერი ვცადე ვიტამინიც ლიმონმჟავასაც კი ვასმევდი მაგრამ მაინც არშველის სულ გარეთ ვერ გამყავს წვიმებია ეშველება რამე თუ არა ზოგმა მითხრა წითელი ნათურები და წითელი ნაჭრები ჩამოუკიდეო უშველისო აღარ ვიცი რავქნა
* * *
QUOTE (tornike261 @ 28 May 2016, 17:07 )
გამარჯობა davita74
მინდა გითხრათ რომ ქათმები არიან მეკვერცხული გერმანული ჯიშის სახელად "ტინტი". წელიწადში დებენ 340-360 კვერცხს. ეხლა 2 თვისები არიან, კვერცხის დებას დაიწყებენ 4 თვის ასაკში.
თუ დაგაინტერესებთ ამ ჯიშის საინკუბაციო კვერცხი შემოგეხმიანებით

ზუსტად ეგ ტინტის ჯიშის მყავს მეც და 14 დღისები არიან კანიბალიზმი დაემართად ვერმოვარჩინე დავიტანჯე yes.gif

Posted by: Vano52 29 May 2016, 10:23
luka1993luka
აუფ მასე პატარებში კანიბალიზმი არცკი მსმენია,, წითელი ნაჭრები არ ვიცი და მოხარშული კვერცხის გული აურიე ცოტა დაფქულ მარცვლეულში და ეგ აჭამე, ინკუბატორით გამოჩეკე? და რითი კვებავდი აქამდე? აგრესორები გამოარჩიე და ცალკე გაიყვანე რო სუყველა არ გაგიფუჭდეს,

Posted by: luka1993luka 29 May 2016, 10:35
QUOTE (Vano52 @ 29 May 2016, 10:23 )
luka1993luka
აუფ მასე პატარებში კანიბალიზმი არცკი მსმენია,, წითელი ნაჭრები არ ვიცი და მოხარშული კვერცხის გული აურიე ცოტა დაფქულ მარცვლეულში და ეგ აჭამე, ინკუბატორით გამოჩეკე? და რითი კვებავდი აქამდე? აგრესორები გამოარჩიე და ცალკე გაიყვანე რო სუყველა არ გაგიფუჭდეს,

400 წიწილიდან 300 დაკბინეს თავანთი საკვები მომცეს ისე ჰომ არიცი სავარაუდო წონა რაუნდა იყვეს პრემიქსის 13დღის ასაკის წიწილის? ვამუშავებ დაკბენილებს ხსნარით მთელიდგე უკვე დავიღალე

Posted by: Vano52 29 May 2016, 11:15
luka1993luka
მე მაგ დოზებს არასდროს არ ვიცავ, აჭამე იმდენი რამდენსაც დაძლიან, დოზა თვითონ უნდა გამოთვალო რა მადაც აქვთ იმის მიხედვით, მეც ვაპირებ მაგ ჯიშის წიწილების ყიდვას და ძაან პრობლემური კი ყოფილა
* * *
tornike261
luka1993luka
ტინტის წიწილების ყიდვა სადაა შესაძლებელი და სად ყავთ ხარისხიანი წიწილები მიმასწავლეთ რა, ჯიშის სისუფთავეა ჩემთვის მთავარი

Posted by: ramazigeo 1 Jun 2016, 17:00
ჩვენ გვყავს წიწილები მეხორცულ მეკვერცხული სასო SASSO

Posted by: ramazigeo 12 Jun 2016, 10:35
კომპანია „Georgian Parent Stock Company” გთავაზობთ მეკვერცხულ მეხორცულ ფერად წიწილებს სასო (Sasso XL451) . გვყავს 7 ივნისს გამოჩეკილი წიწილები, შემდეგი ჩეკვებია 14 და 24 ივნისს. იქიდეალური ქათამია ოჯახის პირობებში შესანახად. ის მოკლე დროში შესანიშნავად მატულობს წონაში. საგრძნობლად ამტანია ჩვენს კლიმატურ პირობებთან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქათამის ჯიში თანაბრად ეფექტურია როგორც კვერცხის ასევე ხორცის წარმოებისათვის. ამის გამო, როგორც მოსახლეობაში ასევე მეფრინველეობში არის გამოყენებადი. მათგან მიიღება შესანიშნავი ხორცი, რომელსაც არ ყავს თანაბარი სხვა ჯიშებს შორის. 63 დღეში საშუალოდ 2.5 კილომდე აღწევს, ხოლო. 91 დღეში მამალი 4.1 კილო. დედალი 3.1 ერთ-ერთ სურათზე მოცემულია ასაკის ფარდობითი ცხრილი წონასთან . კვერცხისდებას იწყებს მეოთხე თვიდან და წელიწადში იძლევა 230 - 260 კვერცხს. საშუალოდ კვერცხი იწონის 80 გრამს. დაგვიკავშირდით: სკაიპი: lasha120120 ტელეფონი: 599330145 http://cippa.ru/inkubatsionnoe-yajtso/inkubatsionnoe-yajtso-brojlera/ http://www.sasso.fr/sasso-xl44-rustic-broiler-for-organic-red-label-farmer-free-range-backyard-breeding.html

Posted by: tornike261 13 Jun 2016, 12:04
გამარჯობა luka1993luka.
მე მყავდა თავიდან კვერცხის კარობკებში, მაქსიმუმ 1 კარობკაში 30 წიწილა 1 თვემდე. 1 თვის მერე გაუშვი ყველა ერთად. ყოველ მეორე დღეს უცვლიდი ჩაფენილ ქაღალდებს. ასევე ნათურა უნდათ სითბოსთვის 40-50ვ. საკმარისია რომ ერთმანეთს არ ჩაეხუტონ და არ გაგუდონ. მიეცი ბელგიურუ პრემიქსი ან 30%-ნი ბროილერების პრემიქსი... დიდუბეში ვყიდულობდი 1კგ. 2,5-3 ლარი ღირს. 10 კილო სიმინდის ღერღილში შეურიე მაქსიმუმ 3კგ. პრემიკსი (30%). მე პრემიქს ვაძლევდი მეორე დღიდანვე სიმინდის ღერღილში შერეულს.
ჩემებს 10 დრის მერე დაეწყოთ სიკვდილიანობა ყოველ დღე 2-3 წიწილა მიკვდებოდა, წავიყვანე გაკვეთაზე და მითხრეს რომ პრემიქსის ბრალიაო და შეუცვალეო, (ვეტ-აფთიაქში ვყიდულობდი რაგაც 150გ. იყო პაკეტში) გადავიყვანე 30% პრემიქსზე რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე და დრეს დღესდღობით ყველა ჯამრთელია და ეხლა მყავს მარტო სიმინდის ღერღილზე + ვიტამინებს ურევ წყალში პროფილკტიკისთვის 5 დღის განმავლობაში თვეში ერთხელ.
ერთმანეთს თუ კბენენ ეგ საკვების უკმარისობა ჭირთ ალბათ. ეგეთ ასაკში უნდა მიცე ბევრი საკვები რომ მალე წამოიზარდნონ. გადაიყვანე სიმინდის ღერღილზე და მიეცი პრემიქსი 25-30%.
ჯიშიანი წიწილები mymarket -ზე ნახეთ ფრინველების განყოფილებაში smile.gif

Posted by: luka1993luka 14 Jun 2016, 10:12
დამეხმარეთ რაა მყავს 30 დღის ტინტის ჯიშის მეკვერცხული წიწილა იბუზებიან და იხოცებიან რაუშველო ? sad.gif

Posted by: tornike261 14 Jun 2016, 17:44
QUOTE (luka1993luka @ 14 Jun 2016, 10:12 )
დამეხმარეთ რაა მყავს 30 დღის ტინტის ჯიშის მეკვერცხული წიწილა იბუზებიან და იხოცებიან რაუშველო ? sad.gif

პმ -ში მოგწერე ნომერი

Posted by: marituna 17 Jun 2016, 18:03
ჩემი წიწილები 2 დღეა სუულ წივიან.

რას უნდა მიჩიოდნენ? წყალი აქვთ, საჭმელიც, სისუფთავეც, სითბოც..

საკვები ხომ არ მობეზრდათ ერთი და იგივე?? biggrin.gif

Posted by: Vano52 17 Jun 2016, 18:21
marituna
დაუსტვინე ხოლმე ხანდახან,,
ინდაურის ჭუკებს შველოდა და რავი, ან ჟღარუნა რამე დაუკიდე

Posted by: marituna 17 Jun 2016, 18:40
Vano52
მართლა? biggrin.gif


ოკ, ვცდი : )))







Posted by: luka1993luka 28 Jun 2016, 14:59
მოგესალმებით მყავს თეთრი და წითელი ტინტის ჯიშის 35 დღის ისე უბრალოდ სოფელში თუ იცით როგორ განვასხვავო მამლი დედლისგან ანუ ვინც კი დიდია ყველას ბიბილო აქვს და ვერვიგებ მამალია თუ დედალი და კიდევ წელიწადში 300 ქათამა რამდენი კვერცხი უნდა დამიდოს ?

Posted by: The DoctoR 12 Aug 2016, 13:15
მეგობრებო გამარჯობათ

დაახლოებით მინდა ხარჯების გათვლა, რა დამიჯდება ცოცხალი, გასაყიდად მზა წიწილი და კვერცხი, ამიტომ თუ ოდნავ მომცემთ მიმართUლებას, მადლობელი ვიქნები smile.gif

კერძოდ:
1. რომელი ჯიშის ქათამია კარგი წიწილისთვის და კვერცხისთვის? (ცალცალკე ალბათ უკეთესია) და რა ღირს და სად შევიძენ?
2. რა უნდა ვაჭამო. ასევე სად შევიძენ და მე თუ შემიძლია გავაკეთო საჭმელი ფერმაშივე?
3. გამოჩეკვა ჯობია ბიოლოგიურად მოხდეს თუ ინკუბატორში? მომგებიანი რომელია და თან ხარისხობრივად რომელი ჯობს?
4. კიდევ რა მნიშვნელოვანი ასკითხებია, რომლებიც უნდა მოვიძიო და გამოვიკვლიო?

პ.ს. შენობა, აპარატურა და გასაღება ამ მომენტში მნიშვნელოვანი არაა ჩემთვის. მხოლოდ პროცესის ხარჯვითი ნაწილი მაინტესებს. მადლობა smile.gif

Posted by: kakige 19 Sep 2016, 00:07
გამარჯობა
Seeker
ეგეთ ნიპელს(საწყურებელს) 1 ცალს 1 ლარად ჩამოგიტან, მინიმუმ 100 ცალი უნდა იყიდო.
The DoctoR
1) გააჩნია რისთვის გინდა, მე მაგალითად ეხლა სუპერ ჰარკო მყავს და კმაყოფილი ვარ.
2)იყიდება მზა გადარეული საკვები ასევე 30%იანები რომელიც სიმინდის ღერღილში უნდა გადაურიო, რაც შეეხება გაკეთებას შეძლებ დანადგარები დაგჩირდება.
3) თუ მოგებაზე ლაპარაკობ კრუხებს რამდენს გამოაჩეკინებ ვერ ვხვდები, რაც არ უნდა იყოს ჯობია წიწილა იყიდო 1 დღიანი.
4) ძალიან ბევრი რამ ესე ვერ ჩამოწერ პრობლემის წინაშე რომ დადგები მერე გაითვალისწინებ
Vano52
ტინტი არ მიყიდია მაგრამ რაც ჯიშებიც ვიყიდე კმაყოფილი ვარ, დანაკარგი 1% ია მეტი არა. საბუდარა ყოფილი ზოოვეტის წინ , 599 50 22 86 595 45 05 10 აი საკონტაქტო,

Posted by: lexanna 25 Oct 2016, 21:08
სოფლის კვერცხს ვინ ყიდიტ ?

Posted by: G1oba1 5 Nov 2016, 03:32
გამარჯობა, მინდა საცდელად 2 წიწილა გამოვაჩეკინო ინკუპატორს რომელსაც ავაწყობ მე არდუინოს მიკროკონტროლერით, ეხლა მაინტერესებს შემდეგი რაღაცეები და თუ შეძლებთ გამომეხმაურეთ...


1) რა მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა უნდა ეკაოს ინკუპატორს?
2) ვინტილიაცია ანუ ჰაერი უნდა იცვლებოდეს თუ არა?
3) არის თუ არა საჭირო ტენიანობის კონტროლი?
4) კვერცხის ბრუნვა აუცილებელია როცა ინკუპატორით გამოგყავს წიწილები?
(როგორც ამას კრუხი აკეთებს პერიოხულად) და თუ კი რამდენხანში ერთხელ?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: kakige 6 Nov 2016, 15:18
lexanna
მე ვყიდი რამდენი გინდა ? სტაბილურად გინდა თუ ერთჯერადათ
* * *
ვყიდი სუპერ ხარკოს ვარიკებს 80-90 ცალი იქნება 50 დედალი დანარჩენი მამალი სავარაუდოთ, მამლებს უკვე ვკლავ და ვჭამ biggrin.gif 25ივლისს მოვიყვანე საბუდარადან, სიკვდილიანობა 0% ქონდა, სულ ვყიდი ვინც დაინტერესდება პირადში მომწეროს

Posted by: Tariel 6 Nov 2016, 21:11
G1oba1
QUOTE
1) რა მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა უნდა ეკაოს ინკუპატორს?

37.7 ცელსიუსი +-0.5 გრადუსი.
QUOTE
2) ვინტილიაცია ანუ ჰაერი უნდა იცვლებოდეს თუ არა?

უნდა იცვლებოდეს აუცილებლად.
QUOTE
3) არის თუ არა საჭირო ტენიანობის კონტროლი?

რათქმაუნდა საჭიროა, თუმცა დიდი სუზუსტე არაა საჭირო.
QUOTE
4) კვერცხის ბრუნვა აუცილებელია როცა ინკუპატორით გამოგყავს წიწილები?
(როგორც ამას კრუხი აკეთებს პერიოხულად) და თუ კი რამდენხანში ერთხელ?

კვერცხის ბრუნვა აუცილებელია, დღეში მინიმუმ 3-ჯერ.

Posted by: G1oba1 7 Nov 2016, 05:05
Tariel
სპასიბა, რომ გავაკეთებ ვიდეოს დავდებ და შემიფასეთ ან შენიშვნები მომეცით

Posted by: Gam3Master 7 Nov 2016, 22:34
გამარჯობა, მწყერის ფერმის გახსნას ვაპირებ. ვეძებ ნორმალურ ინკუბატორს რომ გამოვწერო. 10000 მწყერის კვერცხი მაინც რომ ეტეოდეს და იქნებ დამაკვალიანოთ საიდან შემიძლია გამოვწერო

Posted by: shuma89 8 Nov 2016, 00:43
G1oba1
თავად წერ არდუინოზე? კვერცხების საბრუნებლად სტეპერ მატორი დაგჭირდება და თან არც ისე სუსტი, ასე 10 ვატიანი მაინც, მე ასე ვფიქრობ რიავიი . . . ან დაბალვატაინიც გამოდგება კბილანა გადაცემით თუ გააკეთებ და დაუგდებ აბაროტს.

ტენიანობის და ტემპერატურისთვის დჰ22 გინდა ალბათ ხოო?

მეც მაქვს მხგავსი იდეები, მაგრამ კოდის წერაში ვერ ვერკვევი ისე, როგორც უნდა, ანუ რო დააყენებ დისპლეიილზე გამოატანინო ტემპერაგურა, ტენიანობა და საათი, რამდენი წუთის წინ გადააბრუნა კვერცხხები.
ასევე რამდენი დღე დარჩა გამოჩეკვამდე, ისე რტც დაგჭირდება ალბათ საათისთვის დდა გექნება უკვე გაათვალიხწინწბული'

Posted by: dolla 8 Nov 2016, 18:22
გამარჯობა,
მაინტერესებს თუ იცით რომელ კომპანიას ჩამოაქვს დანადგარები, რომელიც ქათმის ფერმისთვის არის საჭირო, მაგ: გათბობის და ვენტილაციის სისტემები და ყველაფერი რაც ამ თმეას უკავშირდება.

გთხოვთ დამეხმარეთ.

Posted by: kakige 10 Nov 2016, 08:59
ტეტრა ტინტს არავინ ყიდის 5-8 თვემდე?

Posted by: marikap 30 Nov 2016, 02:01
dolla

გამარჯობა,

მე ვიცნობ ერთ კომპანიას, ვინც ამ საქმეზე მუშაობს და შეუძლია ქათმის ფერმისთვის საჭირო ყველანაირი სისტემების ჩამოტანა.
მაგრამ ყველაფერი მეორადია. უცხოური კომპანიაა.
პირადში მომწერეთ რა გსურთ და როდისთვის.

წარმატებები

Posted by: badri624 5 Dec 2016, 13:24
გამარჯობათ. შეგიძლიათ მითხრათ ფერადი ბროილერის კვერცხის შეძენა სად შეიძლება?

Posted by: ჩეჩა 6 Jan 2017, 12:21
გამარჯობათ. ხომ ვერ დამაკვალიანებთ ვინც ერკევით - ჯიშიანი საინკუბაციო ქათმის კვერცხიდან მსურს წიწილების გამრავლება პატარა საოჯახო მეურნეობისთვის. რა პრობლემები შეიძლება იყოს ინკუბაციის პერიოდში და რომელ ინკუბატორს მირჩევთ, სულ 10-20 კვერცხი მექნება ალბათ და ვინაიდან საკმაო თანხა ღირს მინდა რომ მაქსიმალურად ყველა გამოიჩეკოს.
აი ამ ინკუბატორზე მაგალითად რას იტყოდით, ჩვენთან იყიდება http://www.ipb.ge/product_info.php/cPath/53/products_id/186
ან იქნებ რომელიმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ ან კოორდინატები მომცეთ ვისაც აქვს პატარა ინკუბატორები და გამომიჩეკავს, ფულს გადაუხდი რა თქმა უნდა

Posted by: ინაველ 21 Jan 2017, 03:16
ჩეჩა

20 წიწილის გამოსაჩეკად 299 ლარის გადახდა არ გენანება?
იყიდე წიწილა ან ეგ კვერცხები გამოაჩეკინე ვინმეს - ან კრუხი ეყოლება ან ინკუბატორი ექნება ვინმეს


ისე შენითაც შეგიძლია ააწყო, ადვილია. ინგლისური თუ გესმის აქაა დეტალური ინსტრუქცია ილუსტრაციებითურთ http://www.wikihow.com/Make-a-Simple-Homemade-Incubator-for-Chicks

Posted by: laveraki 22 Jan 2017, 21:56
გამარჯობათ. მაინტერესებს მეკვერცხული ქათმის გალიების შეძენა, სად შეიძლება ყიდვა და რა ღირს.

Posted by: marikap 6 Feb 2017, 14:02
QUOTE (giorgiste @ 8 Nov 2009, 16:54 )
ხალხო თუ შეგძლიათ დამეხ,არეთ. სადმე ხომ არ გეგულებათ წიწილის ან დიდი ქათმის საწყურებლები.
ქათამი არის ნახერხზე და იმისთვის გვჭირდება ბანკების მაგივრად.
ზუსტად არ ვიცი როგორა თუ არ ვცდები ერთი მთლიანი სისტემაა ზიარ ჭურჭლის პრინციპზე.
ვინმეს ხომ არ გაქვთ გასაყიდი? ან ხო არ იცით სად მზადდება ??


მე შემმიძლია მოგაწოდოთ, ჩვენი პარტნიორი კომპანია მუშაობს ამ საქმეზე.
თუ სხვა რამეც გაინტერესებთ ქათმის ფერმასთან დაკავშირებით, დამიკავშირდით.

Posted by: s@h@a@k@o 10 Feb 2017, 23:40
გამარჯობათ, ხომ არავინ იცით სად შეიძლება შევიძინო მეკვერცხული ქათმის გალიისთვის სეტკები,ძირის სეტკა უფრო მაინტერესებს


* * *
ან თვითონ გალიები შეღავათიან ფასად?

Posted by: ინაველ 10 Feb 2017, 23:50
s@h@a@k@o

ბადეები ე.წ. სეტკები ელიავაზეა შუქნიშნიდან ძველი გარაჟისკენ რომ აუხვევ, მაგ აყოლებაზე

Posted by: s@h@a@k@o 11 Feb 2017, 16:10
ინაველ მადლობა, ვნახავ აუცილებლად


Posted by: xFamE 17 Feb 2017, 19:48
გამარჯობათ. ახლობელს აქვს ინკუბატორები 100-500 კვერცხიანები და მთხოვა გამიგეოო მითხრესო საიტიო არისო სდაც ქათმის საკვები, საინკუბაციო კვერცხები და ა.შ. იყიდებაო. მოკლედ ვეძებე გუგლშ ისეთი ვერაფერი ვნახე. Mymarket -ის გარდა თუ არის რამე გვერდი სადაც მსგავსი პროდუქტის ყიდვა არის შესაძლებელი?

Posted by: "დმანისი1" 17 Feb 2017, 22:27
გამარჯობა მეგობრეო ქათამი კვერცხს თუ არ დებს რისი ბრალია 12 ქათმიდან 2-ქათამი მარტო დებს კვერცხს რა მივცე რამე ვიტამინი უნდა? თუ ჯიშის ბრალი იქნება ?

Posted by: Tariel 17 Feb 2017, 23:28
"დმანისი1"
QUOTE
12 ქათმიდან 2-ქათამი მარტო დებს კვერცხს

ტემპერატურა როგორ არის? ხომ არ ცივათ?

Posted by: "დმანისი1" 18 Feb 2017, 00:06
Tariel
სიცივით არამგონია ხის საქათმეა გარედან ეგრედ წოდებული "სტეკლოვატი " აქვს გადაკრული და თითქმის სხვა სეზონზეც იგივე პრობლემა მაქვს ცოტა უკეთესიsad.gif მემგონია ალბათ ვიტამინები აკლიათ სიმინდზე მყავს სულ ზოგჯერ უხალავ და ისე ვაძლევ დმოკლეთ თ ქვენ უკეთ გეცოდინებათ მირჩიეთ როგორ მოვიქცე ????მადლობა წინასწარ

Posted by: Tariel 18 Feb 2017, 13:15
"დმანისი1"
QUOTE
სიცივით არამგონია ხის საქათმეა გარედან ეგრედ წოდებული "სტეკლოვატი " აქვს გადაკრული და თითქმის სხვა სეზონზეც იგივე პრობლემა მაქვს ცოტა უკეთესი მემგონია ალბათ ვიტამინები აკლიათ სიმინდზე მყავს სულ ზოგჯერ უხალავ და ისე ვაძლევ დმოკლეთ თ ქვენ უკეთ გეცოდინებათ მირჩიეთ როგორ მოვიქცე ????

დამწყვრეული გყავს თუ უშვებ ხოლმე? თუ არ უშვებ გარეთ (მიწაზე), მაშინ ვიტამინი აკლია, არ ვიცი ვერ გეტყვი ზუსტად.

Posted by: "დმანისი1" 18 Feb 2017, 22:26
QUOTE
დამწყვრეული გყავს თუ უშვებ ხოლმე? თუ არ უშვებ გარეთ (მიწაზე), მაშინ ვიტამინი აკლია, არ ვიცი ვერ გეტყვი ზუსტად.

არა დამწყვრდეული არ მყავს
გაშვებული მყავს ეზოში
მემგონი სიცივის ბრალიც არის ალბათ იმ ორმაც შეწყვიტა კვერცხის დება biggrin.gif

Posted by: Tariel 18 Feb 2017, 22:32
"დმანისი1"
QUOTE
მემგონი სიცივის ბრალიც არის ალბათ იმ ორმაც შეწყვიტა კვერცხის დება

საერთოდ ზამთარში იშვიათად დებენ კვერცხს, უფრო ზაფხულში დებენ. 35 ქათმიდან 1-2 კვერცხს დებენ biggrin.gif

Posted by: "დმანისი1" 18 Feb 2017, 22:44
Tariel
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif kai momiwevs gazafxulamde erbo kvercxis.gareshe yofna biggrin.gif biggrin.gif

Posted by: s@h@a@k@o 19 Feb 2017, 00:01
"დმანისი1" საკვებს რას აჭმევ?


Posted by: "დმანისი1" 19 Feb 2017, 01:09
s@h@a@k@o
ვაჭმევ თეთრ სიმინდს როგორც ჩვეულებრივს ასევე მოხალულს.

Posted by: ინაველ 19 Feb 2017, 02:29
მეკვერცხული ქათმის 3-4 წიწილა მინდა ოჯახური მეურნეობისვის. სად შეიძლება შეძენა და რომელი ჯიში უნდა შევიძინო?

Posted by: s@h@a@k@o 19 Feb 2017, 21:42
"დმანისი1" ქერი და ხორბალი დაუმატე,კოპტონს თუ იშოვნი კიდევ უკეთესი

Posted by: beerrn 27 Feb 2017, 01:28
გამარჯობათ, მოკლედ ამ სფეროთი დავინტერესდი და საწყის ეტაპზე მინდა 300-400 წიწილის ყიდვა ცოტა მოზდილები რომ იყვენენ და გარკვეულ წონას რომ მიაღწევენ რეალიზაცია მოვახდინო , რომელ ჯიშს მირჩევთ, სად შეიძლება ყიდვა და დაახოებით ღირებულება რა არის, კიდე დეტალებს თუ მეტყვით, ტემპერატურა რამდენი უნდა ა.შ და კიდევ რავიცი რაცაა აუცილებელი თუ მეტყვით მადლობელი ვიქნები, ან რეალიზაცია როგორ ხდება დაახლოებით ფასები როგორია.

Posted by: s@h@a@k@o 28 Feb 2017, 22:12
beerrn
მოზრდილი წიწილი მეყოლება აპრილის ბოლოს და თუ დაინტერესდები მომწერე,ოღონდ სოფლის ქათმის

Posted by: vixn 28 Feb 2017, 22:16
s@h@a@k@o
სად გეყოლება?

Posted by: zura.j 28 Feb 2017, 23:57
მკავს კატამი ტინტი ტავიდან კვერცხის დადება რომ დაიწკეს ნორმალურად მიდიოდა კველაფერი, მერე უცბად შეწკვიტეს დადება ანუ განახევრდა, ხომ ვერ მეტკვიტ რისი ბრალი იკნება, საკვებს ტავის სპეციალურს ვაჭმევ

Posted by: PaleBlueDot 1 Mar 2017, 00:48
ჩემმა ქათმებმა კვერცხის დადებისას კაკანი შეწყვიტეს და რაშია საქმე ? არადა კარგ თესლს მყავდა დაჩვეული , რისია ბრალია ნეტა

Posted by: kenj 1 Mar 2017, 00:55
QUOTE (PaleBlueDot @ 1 Mar 2017, 00:48 )
ჩემმა ქათმებმა კვერცხის დადებისას კაკანი შეწყვიტეს და რაშია საქმე ? არადა კარგ თესლს მყავდა დაჩვეული , რისია ბრალია ნეტა

lol.gif lol.gif

Posted by: PaleBlueDot 4 Mar 2017, 21:15
kenj
აუ სასაცილოა რამე?
მიშველეთ ვინმეემ
ქათმებმა ერთმანეთს დაუწყეს ჩინჩვლააა
რათ მინდა ჰომოსექსუალი ქათმები? ეგეთი ჩემი თავი მეზარებააა
no.gif

Posted by: zura.j 25 Mar 2017, 13:07
ვიყიდი კვერცხმდებელი ტინტის კათამს იკნებ დამაკვალიანოთ საად, ვკითხულობ ყველგან მაგრამ ნოლი, თუ იცით ვინმემ გამომეხმაურეთ

Posted by: basa2 28 Mar 2017, 14:40
მაქვს ერთი ტონა სიმინდი, თბილისში,, ადგილის დაცლა მინდა და ვისაც გაინტერესებთ იაფად მოგყიდით,,, 599 40 41 68

Posted by: iko-iko 28 Mar 2017, 16:26
ინკუბატორიუმი ვინ იცით მომსახურეობას რო სწევდეს?

ანუ კვერცხი მივიტანე, გამოჩეკეს, გადავიხადე, ორივე კმაყოფილი ვართ. ადრე თელეთში ვიცოდი ერთი და აღარ ჩეკავენ მოსახლეობის კვერცხს.

Posted by: shuma89 28 Mar 2017, 17:05
გამაარობა.
პატარები მყავს ჩვეულებრივი სახლის წიწილი, დღეს მივიყვანე სახლში, რა ვაჭამო, რა ობია? გრანულები როა ეგ ვიყიდე და წყალში შესარევი მოყვითალო ფხვნილი კუჭნაწლავისთვისაა კარგიო, სწორად მოვიქეცი?
თუ უკეთესს მირჩევთ რაიმეს კარგს იზამთ, ამათ 3-4 დღე ვაპირებ ვკვებო გრანულებით, მერე დაღერღილი სიმინდი და 10-15 პროცენტი პრემიქსი მინდა რო შევურიო.

Posted by: iko-iko 28 Mar 2017, 17:30
shuma89
სწორად მოქცეულხარ, იმ ყვითელი ფხვნილის დოზები დაიცავი

Posted by: shuma89 28 Mar 2017, 17:35
აი ეგ ნამდვილად არ ვიცი, შეყვითლებამდე უნდა ჩაყაროო, მეტი მაგის დოზირება მართლა არ ვიცი sad.gif ქსა ჰქვია მგონი, დავსერჩავ ერთი გუგლი ბიძიასთან sad.gif

აუუ ესენი რატომღაც მგონია რო არ ჭამენ, რავიიი . . . არ იციან ჭამა ამ ჩემისებმა მგონი sad.gif

Posted by: iko-iko 28 Mar 2017, 17:45
shuma89
ჩიჩახვები შეუმოწმე უნდა ქონდეთ გარკვეული მასა, თუ ჩიჩახვები ცარიელია ან მარტო წყალია მაშინ რაღაცაშია საქმე
* * *
ეს შეყვითლებამდე ჩაყრა რაღაა lol.gif მარგანცოვკა ხომ არ არის რო ფერით განსაზღვრო ხსნარის სიძლიერე. დალოცვილს ეთქვა ლიტრაზე რამდენი უნდა ჩაგეყარა

Posted by: Tariel 28 Mar 2017, 23:34
iko-iko
QUOTE
ინკუბატორიუმი ვინ იცით მომსახურეობას რო სწევდეს?

ანუ კვერცხი მივიტანე, გამოჩეკეს, გადავიხადე, ორივე კმაყოფილი ვართ. ადრე თელეთში ვიცოდი ერთი და აღარ ჩეკავენ მოსახლეობის კვერცხს.

ქარელშია მგონი, თუ გაწყობს.

Posted by: baqari123baqari 29 Mar 2017, 14:23
მცოდნე ხალხო თქვენი რჩევა დარიგება მჭირდება, თვეზე ოდნავ მეტი ხნის წიწილები მყავს, ჩვეულებრივი ფერადი და ტინტის ჯიშის, დაახლოებით 120 ცალამდე, თვის არ იყვნენ კანიბალიზმი დაემართათ (გალიებში მყავს), ძალიან აგრესიული არა მაგრამ მაინც წიწკნიდნენ ერთმანეთს, საკვებს ვაჭმევ 20 %პრემიქსი, 40 % სიმინდი, 40 % ხორბალი, კალცს ვაძლევ (ფხვნილი იყიდება ვეტ-აფთიაქებში), პლუს წყალში ჩიქტონიკი და ად3ე, როგორც კი კანიბალიზმი დაემრთათ მაშინვე დავიწყე საქონლის სისხლის არევაც საკვებში, თითქოს ეხლა აღარ შემიმჩნევია კორტნა, მაგრამ რა მაინტერესებს სულ სისტემატიურად რომ მივცე სისხლი ცუდი ხომ არ არის (ეს კანიბალიზმი დაემართათ დიდებს და ბევრი გამიფუჭეს) და ერთიც ჩვეულებრივი ფერადი ქათამი გალიაში იზამს?

Posted by: iko-iko 29 Mar 2017, 14:27
Tariel
თუ გაქვს ვინმეს კონტაქტი მომწერე პმ-ში. დიდი მადლობელი დაგრჩები თუ ვერ ვნახე უფრო ახლოს ეგეც მაწყობს რაღათქმაუნდა.

Posted by: TORPEDO20 29 Mar 2017, 14:31
QUOTE
ჩემმა ქათმებმა კვერცხის დადებისას კაკანი შეწყვიტეს და რაშია საქმე ? არადა კარგ თესლს მყავდა დაჩვეული , რისია ბრალია ნეტა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: shuma89 29 Mar 2017, 15:38
iko-iko
დაიწყეს ჭამა, ოთხი პატარა იხვიც მყავს, იმათაც ასე ვკვებავ, იმავე საკვებით და იმავე წყლით.

კი არიან ყოჩაღად, ერთს ფეხი აქვს მოტეხილი, მეცოდება და მიმყავს ხოლმე წყალთან და საჭმელს ახლოში ვუყრი რო არ დაიღუპოს შიმშილით sad.gif ცოდოა შიმშილით ხო არ მოვკლავ smile.gif



ისე სულ თეთრი იხვები როა ეგ მყავდა 30 ცალი ყველა ერთნაირად თეთრი იყო, ახლა დავიტოვე ერთი დედალმამალი, მაგის კვერცხიდან 7 ცალიდან გამოვიდა 3 შავი და ოთხი თეთრი, შავი ფერები აქვს შერეული, ვითომ შემიცვალეს? თუ იცის ხოლმე ეგრე?
ირგვლივ სხვა იხვი არ არის იმასთან რო შევარებულიყო.

Posted by: iko-iko 29 Mar 2017, 16:10
shuma89
თუ ჰიპრიდულები იხვები იყო მაშინ მათ შემდგომ თაობაში წავა გენეტიკური დათიშვა და დაიშლებიან იმ ჯიშების ნიშანთვისებებად რომელთაც მათ გამოყვანაში მიიღეს მონაწილეობა, ანუ ამ შემთხვევაში დასაშვებია შავი შეფერილობა გამოჰყოლოდათ. თუ ხალხსჯიშიანი პეკინურები იყო მაშინ შავები არ უნდა გამორეულიყო.

Posted by: Tariel 29 Mar 2017, 23:07
iko-iko
QUOTE
თუ გაქვს ვინმეს

მე აღარ მაქვს.
ადრე მქონდა აწყობილი ჩემი ხელით.
shuma89
QUOTE
ერთს ფეხი აქვს მოტეხილი, მეცოდება და მიმყავს ხოლმე წყალთან და საჭმელს ახლოში ვუყრი რო არ დაიღუპოს შიმშილით

ფეხი მოურჩება თუ მოტეხილია, ერთხელ ქათამს ჩაყვა კარში ფეხი და მოჩენჩხა, თუმცა მალევე შეუხორცდა. war.gif

Posted by: shuma89 30 Mar 2017, 00:16
დახოხავს ცალი ფეხით, წყალთან და საჭმელთან კი მიდის თვითონ, ოღონდ ბევრად ჩქარა სუნთქავს, ვიფიქრე იღლებათქო მაგრამ როცა ძინავთ მაშინაც ბევრად სწრაფად სუნთქავს.
ანთებითი პროცესივით აქვს ალბათ და იმიტო.

ისე იხვები მაგარი ძილისგუდები არიან, სულ ძინავთ, ხმას არ იღებენ, აი წიწილები კი ეგრევე წივიან შუქს რო ვაქრობ, ამ უტვინო იხვებს კი სულ არ აინტერესებთ biggrin.gif

Posted by: kakige 6 Apr 2017, 18:09
iko-iko
გამარჯობა როგორ ხარ? გორში ვიცი არის სხვას ვერ მიგასწავლი.

Posted by: =NASA= 14 Apr 2017, 20:50
გამარჯობა, მეკვერცხული ჯიშის ქათამს ვინ ყიდის? ხომ ვერ მიმასწავლით (ტინტი ან რამე სხვა ჯიში), ბევრი არ მინდა, 10 ცალი მინდა აგარაკისთვის, მალევე, რომ დაიწყონ დება, ან უკვე დებდნენ

Posted by: shuma89 27 Apr 2017, 23:52
http://www.radikal.ru



21 დღის და 1 დღის იხვები ერთად, 940 გრამია დიდი. როგორი შედეგია?

Posted by: Tariel 27 Apr 2017, 23:57
QUOTE
21 დღის და 1 დღის იხვები ერთად, 940 გრამია დიდი. როგორი შედეგია?

ის დიდი 21 დღის არის? მე დედა მეგონა biggrin.gif, კარგი შედეგია ჩემი აზრით.

shuma89
ფეხმოტეხილი როგორ არის? biggrin.gif

Posted by: shuma89 28 Apr 2017, 00:03
QUOTE
ფეხმოტეხილი როგორ არის?


ჩამორჩა ზრდას, 550 არის ის.
1 კვირა ვაჭამე პრემიქსიანი 15 პროცენტიანი სიმინდის ღერღილი, მლიმის მერე მხოლოდ ღერღილზე არიან.
12-14 დღისები უკვე გარეთ გამოვუშვი, ეზოში დადიან ბალახსაც ჭამენ. ნატურალური ხორცი იქნება 1000 პროცენტით.

Posted by: jorjiusi 4 May 2017, 23:13
თუ იცით პრემიქსი samsun-ი 30% იანი 50 კილოიანი ტომრით სად იყიდება იაფად საბითუმო ფასად?

Posted by: shuma89 5 May 2017, 02:15
ჩემი იხვები რეკორდულად იზრდებიან, 1240 გრამი 30 დღეში, ყველაზე პატარა პირველი დღიდან ფეხმოტეხილი 780 გრამია.
ამასობაში 6 ცალი დაემატა და 5 წიწილიც, ათ დღეში კი კიდევ 4 იხვი და 15 ბროილერი. მხოლოდ პრემიქსის 15-20 პროცენტიან ნარევს ვაჭმევ სიმინდის ღერღილთან ერთად, რაიმე დანაკლისი ხო არ დაემართებათ? რაიმე ნივთიერების დანაკლისს ვგულისხმობ, ხო კიდევ ცარცს ( გიფსკარდონის დაფქულ მასას) და უბრალო მდინარის ქვიშას ვურევ 4-6 პროცენტს.

მასწავლეს შაქრის შერევა წყალში,გლუკოზაა და კარგიაო, როგორ მოვიქცე?
და კიდევ, რა წამალი სჭირდება პატარაობიდან რომ ნორმალურად განვითარდნენ იხვებიც და ქათმებიც? ოქსტრა ჰქვია მგონი ყვითელია, ეგ რისთვისაა? კუჭნაწლავისაო მგონი, რამდენად მართალი ვარ?

Posted by: Tariel 5 May 2017, 15:16
shuma89
QUOTE
მხოლოდ პრემიქსის 15-20 პროცენტიან ნარევს ვაჭმევ სიმინდის ღერღილთან ერთად, რაიმე დანაკლისი ხო არ დაემართებათ? რაიმე ნივთიერების დანაკლისს ვგულისხმობ

სიმინდი, ხორბალი და ქერი შეურიე ერთმანეთს და დაფქვი, ყველაზე კარგი ვარიანტია.

Posted by: shuma89 5 May 2017, 17:54
QUOTE (Tariel @ 5 May 2017, 15:16 )
shuma89
QUOTE
მხოლოდ პრემიქსის 15-20 პროცენტიან ნარევს ვაჭმევ სიმინდის ღერღილთან ერთად, რაიმე დანაკლისი ხო არ დაემართებათ? რაიმე ნივთიერების დანაკლისს ვგულისხმობ

სიმინდი, ხორბალი და ქერი შეურიე ერთმანეთს და დაფქვი, ყველაზე კარგი ვარიანტია.

პრემიქსიანს 2 კვირამდე ვაჭმევ, მერე ეზოში ვუშვებ და მარტო. სიმინდის ღერღილს ვაჭმევ.
ამის მერე გავითვალისწინებ და დიდებს უკვე ქერის, ხორბლის და სიმინდის ნარევს მივცემ.

Posted by: ზზუურრაა 12 May 2017, 00:12
ახალგამოჩეკილი წიწილა რა ღის? ინკუბატორი გამომიგზავნეს 91 კვერცხიანი და მაინტერესებს ფასები.

Posted by: shuma89 14 May 2017, 02:59
ზესტაფონში 1 ლარი.
ბროილერიაო რო გეუბნებიან 1.5 ლარი უნდა.
მე ვიყიდე 10 დღეა უკვე, 15 ცალი ბროილერი და მათზე 10 დღით დიდ ასაკიანებს დაეწიენ თითქმის ზრდაში.

Posted by: shuma89 16 May 2017, 21:10
ბროილერის ერთ წიწილს ორი კვირის ასაკში დაემართა თითქოს დამბლა, კისერი აქვს ამოტრიალებული, ანუ ნისკარტი ქვევით აღარ აქვს, ჯერ მარცხნივ ჰქონდა, ანუ მარცხენა მხრიდან ამოატრიალა, ახლა თითქმის მაღლა იხედება, თვალი თავიდან ერთი დახუჭა, ახლა ორივე, ვეღარ ჭამს, ისე კია ჯანიანი წიწილი, არც დასუსტებულა რო ვიჭერ წინააღმდეგობას მიწევს, ამაღამ ალბათ ვეღარ გააღწევს ცოცხალი, შიმშილისგან დაუძლურდება, მეცოდება მაგრად იქნებ არსებობდეს რაიმე საშუალება.
მადლობა ყველას წინასწარ.

ესეც ფოტო, რო შევეხები თვალებსაც ახელს, ვერ სვავს ვერ ჭამს :-(

http://www.radikal.ru

კისერი კარგად დავათვალიერე, მექანიკური ცზიანების არანაირი კვალი არ ეტყობა, არც რაიმე ისეთი აქვს რო სადმე ჩაჰყოლოდა რო ტკენოდა.

Posted by: iko-iko 17 May 2017, 08:40
shuma89
ეს არ არის მექანიკური დაზიანება, მექანიკური მოკლავდა მაგ მდგომარეობამდე. ასეთი სიმპტომებით ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება იყოს დაწყებული ინფექციებით ნერვული გამოვლინებებით, დამთავრებული სოკოვანი ინვაზიებითა და ავიტამინოზებით.

ყველაშემთხვევაში უნდა გადასვა ცალკე აუცილებლად ისე რომ არ ჰქონდეთ ჯსნმრთელებს მასთან შეხება ასევე არ მოხდეს ჯვარედინი დაინფიცირება (ინფექციისგან თავის დასაცავად)

თუ ალიმენტარული დაავადბეაა მაშინ არ გადადის სხვებზე მარა კაცმა არ იცის, ამ შემთხვევაში შეეცადე გაიგო რომელ მხარეს აქვს კისერი მოგრეხილი და გაუსწორე, დროებითია და მაინც მოეგრიხება მარა მაინც, შეჭამს და დალევს და აუცილებლად დაალევინე ვიტამინები დიდი დოზით.

და თუ ფერმა გაქვს და რამდენიმე ათასეულში გამოერია მასეთი წიწილა შენთვითონ მიხვდები რაც უნდა ქნა.

Posted by: shuma89 17 May 2017, 09:25
უჭამია წუხელ, კისერი ისევ ისე აქვს, მაგრამ ჭამა წყალიც დალია, მაგრა მეცოდება.
სულ 15 მყავს, ეს ცალკეა პირველივე დღიდან.
ვიტამინების გარდა რით შეიძლება ვუშველო?

Posted by: iko-iko 17 May 2017, 09:45
shuma89
QUOTE
ვიტამინების გარდა რით შეიძლება ვუშველო?

მაგ მდგომარეობას სხვა ვერაფრით, თუ ავიტამინოზებით გამოწვეული ნერვული გამოვლინებებია მაშინ მხოლოდ ვიტამინები და შეიძლება 1-2 კვირაში გაასწოროს თავი

Posted by: shuma89 17 May 2017, 12:35
სხვა რის გამო შეიძლება იყოს?

. . ..
. . .

Posted by: iko-iko 17 May 2017, 14:35
რამდენიმე ვირუსული ინფექცია რომელსაც გამოვრიცხავ ასეთ პატარა ასაკში თუ რათქმაუნდა შენი წიწილი ბროილერია.

და ალიმენტარული ანუ ვიტამინების დეფიციტი. ეგ შენი ბრალი არ არის, ეგ კვერცხიდანვე მოჰყვება ალიმენტარულად ანუ დედამისი ან რაღაცით ავადმყოფობდა და ვერ ითვისებდა ვიტამინებს და შესაბამისად არ გადასცემდა კვერცხს, ან საკვები ვერ ჰქონდა სათანადოდ დაბალანსებული და ისევ არ ჰყოფნიდა რომ გადაეცა კვერცხისთვის და შესაბამისად ემბრიონისთვის.

ანუ ეგ გამოვლინება მე 99% ვთვლი რომ არის ჩვეულებრივი ავიტამინოზი. თუ მაინდამაინც სოციალურ ცხოველად გინდა გამოზარდო შენი ბროილერის წიწილი, უსწორე კისერი და ასხი პირში ვიტამინები და ბოლოს გაასწორებს კისერს.


Posted by: shuma89 17 May 2017, 15:35
QUOTE
თუ მაინდამაინც სოციალურ ცხოველად გინდა გამოზარდო შენი ბროილერის წიწილი



მეცოდება და ზუსტად ეგრე ვაკეთებ, ვიტამინი ჩავასხი, ჭამით კი ჭამს.
ვიტამინი თავისით გაასწრებინებს?

Posted by: numberone 17 May 2017, 15:36
shuma89 პმ ნახე.............

Posted by: cixelashvili999 22 May 2017, 19:14
გამარჯობათ 90 დგიან ქათამს რამდენად ვიყიდი დაახლოებით

Posted by: Ronaldo9 10 Jun 2017, 18:26
shuma89
მეც ზუსტად თხუთმეტი ცალი მყავს და ზუსტად ერთს დაემართა ეგრე :DDDD


ზოგჯერ ასწორებს თავს მაგრამ ზოგჯერ რომ გადააგდებს ისე დადის, ერთი დრო ისიც ვიფიქრე ცალი თვალით ბრმა ხომ არაათქო.

მაინც ვფიქრობ რომ ღამე ყუთში რომ მყავდა დიდმა წიწილებმა დაჩაგრეს და დააზიანეს

Posted by: vano22 10 Jun 2017, 19:24
ჩემსასაც ქონდა მასე და მე მეგონა კისერი გაუშეშდა მეთქი.. აი ადამიანს რომ მოსდის ხოლმე გვერძე მიტრიალებული კისერი რომ უშეშდებათ ისე.. ხელით ვუსწორებდი და ვუმასაჟებდი ხოლმე და გაუსწორდა ნელნელა

Posted by: shuma89 12 Jun 2017, 22:03
წიწილს და მსგავს სულელ ფრინველს აღარ გავეკარები რაა, მაგათი ჭირია.ი დეედაც . . .
25 წიწილიდან 16 გაიზარდა.
იხვებიდან 21 მყავდა ნაწილნაწილ გამოყვანილები და 18 მყავს, დანარჩენი შევჭზმე :-D ერთიც არ დაღუპულა.


თან გადავყევი ყველა ფრინველს, არცერთს არაფერი მოვაკელი, შედეგი სახეზეა.

ახლა ხოხობი მინდა საცდელად რამდენიმე ცალი სად და რა პასად ვიშოვი ხო არავინ იცის? წამკზრდილი 2 დედალ 1 მამალი ასე 2 თვის მაწყობს რო ეტყობოდეს დედალი რომელია და მამალი რომელია, ან შეიძლება 10 პატარა ვიყიდო ახალგამოჩეკილი და თავად გავზრდი.

მაგათ რამდენიმე ჯიშია დაა რომელს მირჩევთ?

Posted by: iko-iko 13 Jun 2017, 12:26
shuma89
სიმართლე გითხრა ძალიან გვანან ქათმებს, ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან და ფერად ქატამს და ხოხბებს ერთნაირი მოთხოვნები აქვთ ყველაფერზე.

ჩვენში ყველაზე გავრცელებულია ე.წ. სამონადირეო ხოხობი რომელიც ავღანურის და კოლხურის შეჯვარებითაა მიღებული და მთელ მსოფლიოში გამოჰყავთ როგორც ეგზოტიკური ხორცის ასევე სამონადირეო მიზნებისთვის.

არ გინდა ბევრი ფიქრი პირდაპირ ეგ აიყვანე და გაზარდე. მე მყავდა მეგობრებთან ერთად რამდენიმე ოჯახი და ძაან კერკეტები გამოდგნენ, მერე ვოლიერი სტიქიამ დაგვილეწა და ხოხბები გაგვიფრინდნენ შემოგარენში. რაღათქმაუნდა მოსახლეობამ მოინადირა, იმდენი ვაიმონადირე "დაიბადა" მაშინ tongue.gif

Posted by: shuma89 14 Jun 2017, 20:24
ხორცი აქვს მაგარიო, ძნელი საჭმელი, რეზინასავითო, ეგ მართალია?

Posted by: vixn 15 Jun 2017, 02:05
shuma89
გემრიელი ხორცი აქვს, როგორც სოფლის წიწილს, ასი წლის წინ ბებია რომ ზრდიდა.

Posted by: shuma89 16 Jun 2017, 14:16
კარგია, ესეიგი ორშაბათს მივიტან ინკუბატორში პატივცემულ ხოხბის კვერცხებს, 10 ცალი შემპირდნენ კვირას ავიღებ ახლებიაო და ვნახოთ რა გამოვა.
ეგენი დაფრინავენ როგორც ვიცი და რა ასაკიდან უნდათ ჩაკეტვა რო არ გამიფრინდნენ?

Posted by: shuma89 17 Jun 2017, 18:22
აუ, აბრეშუმის წიქილები დამევასა მაგრად, მაგათ რა ჰქვიათ სწორი სახელი?
ვიზუალით მომეწონა ფოტოზე, რეალურადაც ლამაზები არიან?
ხოხობს გალია უნდათ, ესენიც რო ავიღო რამდენიმე ჩვეულებრივ ქათამზე შეჯვარდებიან? თუ არ მიიკარებს ჩვეულებრივის მამალს? აბრეშუმის წიწილზე მაქვს საუბარი.

Posted by: s@h@a@k@o 24 Jun 2017, 16:33
გამარჯობათ ,ტინტის ჯიშის წიწილი სად შეიძლება შევიძინო ხომ ვერ მეტყვით?საბუდარა ვიცი და თან სუფთა სისხლის რომ იყვეს

Posted by: kakige 29 Jun 2017, 14:17
s@h@a@k@o
ერთადერთი მანდ სუფთა ჯიში, მე დაუკავშირდი მაგატ წარმომადგენლებს "ბაბოლნატეტრა" ს და საბუდარა არის 1 წარმომადგენელი საქართველოშიო.

Posted by: udzila1 5 Jul 2017, 19:30
მოგესალმებით ხომ არ იცით კვერცხის ასაღები ფასები კომპანიებსა და ფაბრიკებში

Posted by: s@h@a@k@o 13 Jul 2017, 16:28
kakige
მადლობა, ისევ საბუდარას უნდა მივმართო
* * *
მეკვერცხული ქათმის გალიები ხომ არ იცით სადმე გასაყიდი.ან თუ აგიწყვიათ ვინმეს გამომეხმაურეთ

Posted by: Ronaldo9 19 Jul 2017, 10:05
100 ცალი ბრამას წიწილი ვიყიდე და ყოველ დღე 5-10 ცალი მიკვდება რა ჯანდაბა ვუყო ვერ გავიგე ან რა კლავს საერთოდ


მთელი ცხოვრება სახლში ქათმები მყავდა მაგრამ პრობლემები არასოდეს მქონია


გამიზირეთ გამოცდილება ვისაც გყავთ ეგ

Posted by: ghost471 19 Jul 2017, 23:59
პირველ რიგში სკლინტი რა ფერი აქვთ ის უნდა გაიგო. რას აჭმევ? ვიტამინებს აძლეევ?

Posted by: iko-iko 20 Jul 2017, 08:56
Ronaldo9
ქათმისა და წიწილის სიკვდილის იმდენი მიზეზი არსებობს, რომ ამ ფორუმში სეიძლება ვერ დავატიოთ. უნდა დაწერო სრული ანამნეზი დაწყებული მშობლების ვაქცინაციის პროგრამიდან დასრულებული გარეგანი სურათით.

Posted by: Ronaldo9 21 Jul 2017, 14:12
ghost471
სკლინტი აქვთ წყალივით და ღია ყავისფერი თითქმის ყვითელი და ეგ მგონია მეც


რა უნდა მივცე პრეპარატი?


პრემიქსს ვაჩმევ ღერღილში გადარეულს და ვიტამინებს წყალში გასახსნელს, ასევე რაღაც კუჭის წამალია 50 თეთრი ღირდა 2 ლიტრა წყალში იხსნება მეტი რა ჯანდაბა უნდა ამათ

Posted by: kepi_7_2_7 1 Aug 2017, 10:55
გამარჯობა მეგობრებო
ერთი რაღაც მაინტერესებს იქნებ იცოდეთ და დამეხმაროთ
მოკლედ მაქვს კერძო სახლი, სახლის გვერძე მაქვს საქათმე საკმაოდ მოზრდილი, ერთი მხრიდან სახლის კედელია მეორე გვერდი ბეტონის დიდი ღობეა, საერთოდაც მთელი სახლი საკმაოდ დიდი კედელია და რამის შემოძრომა გადმოძრომა შეუძლებელია. ქათმები ყოველდღე დებდნენ კვერცხს რამოდენიმე თვის უკან ჯერ უკლეს კვერცხის დებას შემდეგ სულ შეწყვიტეს, შემდეგ მითხრეს რო იციან შესვენებაო, მის მერე ხან ერთი მხვდება ხან ორი ხან ისევ საერთოდ არაა, დღეს დილით გავაღე კარები ( მიფარებული მაქვს თხელი დიქტი ) დავინახე რო ორი კვერცხი იდო არ ამიღია ვიფიქრე მერე ავიღებთქო დაახლოებით ნახევარ საათში ქათმების ,, საშინელი" კაკან-კრიახი გავიგე და რო აღარ დაასრულეს გავედი. არცერთი კვერცხი ადგილზე არ იდო ქათმები შეშინებულები ერთ ადგილას იყვნენ მიწებებულები და ძალიან შეშინებულები ჩანდნენ.
უეჭველია კვერცხებს რაღაცა იპარავს ან ჭამს რა შეიძლება იყოს?? გველია ვითომ??

Posted by: Nat_asha 18 Aug 2017, 11:41
გამარჯობათ. მაქვს ეზო, დაახლოებით 200 კვადრატული შემიზლია დავუთმო ქათმებს smile.gif ვცხოვრობ დიღომში და არის ქარიანი ადგილი, მინდა ქართული ჯიშის ქათმები, ეკოლოგიურად სუფთად რომ გავზარდო რომელსაც ჩემ შვილს ვაჭმევ და მეც შევჭამ სიამოვნებით, ანუ გალიის პრინციპით და პრემიქსით გასიებას არ ვუპირებ და რამდენიმე კითხვას დავსვამ და იქნებ მიპასუხოთ,
უფრო iko-iko კომპეტენტური ხარ ამ საკითხში. და რაღაცა რჩევები მომეცი.
1. მაინტერესებს ამ 200 კვადრატულზე რამდენი წიწილის ყოლა შემიძლია დაახლოებით? აი 3-4 თვემდე მივიყვან ხოლმე შესაბრაწ ასაკმდე.
2. ამ ტერიტორიას სეტკით შმოვუღობავ და დავუთესავ მწვანილებს, იონჯას, ჯეჯილს და ეგეთ რაღაცეებს. საკვებად მზესუმზირა კარგია თუ იცი? თუ ეგეთი რამე არასდროს არ გაგიგია და რამე სისულელს ვამბობ biggrin.gif კიდე კვებაზე რაც მაინტერესებს არის ის რომ აი მაგალითად ნაკელი რომ დავაყრევინო და იქ ჭიაყელებს შევუქმნა კარგი პირობები საარსებოდ და ამ ჭიაყელებით ვკვებო დანამატის სახით დაავადებების კერას ხო არ ქმნის?
3. ბებიაჩემი ბავშვობაში წიწილებს ჩაის წყალს ასმევდა და მალმალე უცვლიდა ხოლმე, მასხოვს ამბობდა რომ ჭუჭყიანი არ უნდა იყოს თორემ ავად გახდებიანო და ჩაის წყალს რომ სვამენ ჯანმრთელები იქნებიანო და ეს მართლა ამართლებს?
4. აგრეთვე ბებიაჩემი ყვითელ სამშენებლო ქვიშას მოატანინებდა და უყრიდა ეზოში და იმას ქექავდნენ და ჭამდნენ ეს ქათმები, მაგარი კვერცხი ექნებაო.
ჯერ ამაზე რას მეტყვით რაც დავწერე და მერე კიდევ დავსვამ რაღაცა კითხვას რომელიც მაწუხებს ძალიან . მადლობა წინასწარ

Posted by: cixelashvili999 23 Aug 2017, 01:50
გამარჯობათ დამეხმარეთ გთხოვთ მეკვერცხულიიი ქათმის ყიდვა მინდა 60-90 დღისანებიი რა ღირს?????

Posted by: iko-iko 23 Aug 2017, 09:19
Nat_asha
QUOTE
პრემიქსით გასიებას არ ვუპირებ

პრემიქსით გასიებას რას ეძახი?

QUOTE
1. მაინტერესებს ამ 200 კვადრატულზე რამდენი წიწილის ყოლა შემიძლია დაახლოებით? აი 3-4 თვემდე მივიყვან ხოლმე შესაბრაწ ასაკმდე.

თავისუფალ შენახვასაც გააჩნია რას გულისხმობ. თუ შენ იმ მიწაზე გაჩენილ ჭიაღუის იმედად გინდა რო გაზარდო წიწილა მაშინ ერთი ან ორი წიწილა შეგიძლია გაზარდო. ხოლო თუ კომბინირებული საკვები უნდა აჭამო მაში 15 დან 30 მდე.
QUOTE
2. ამ ტერიტორიას სეტკით შმოვუღობავ და დავუთესავ მწვანილებს, იონჯას, ჯეჯილს და ეგეთ რაღაცეებს. საკვებად მზესუმზირა კარგია თუ იცი?

ამ სისტემაზე ვიძახი რო 15 ქათამი შეგიძლია გააძოვო, ოღონდ ფართის მონაცვლეობა უნდა თორე ასფალტივით გახდიან იქაურობას, ოღონდ ამ გაძოვებაში ის არ იგულისხმება, რომ უსაკვებოდ გაზრდი ქათამს. ყველა ვარიანტში "ხიხია კომბინირებული საკვები" უნდა აჭამო.

QUOTE
საკვებად მზესუმზირა კარგია თუ იცი?

კარგია, მაგრამ ყველაფერი ფარდობითია, სულ მზესუმზირა რომ აჭამო დააჭერინებ წაკვს. ყველაფერს აქვს თავისი ნორმა, მზესუმზირა კარგია კომბინირებული საკვების შემადგენლობაში იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც საჭიროა ამ კულტურისგან შეიყვანო საყუათო ნივთიერებები.
QUOTE
ნაკელი რომ დავაყრევინო და იქ ჭიაყელებს შევუქმნა კარგი პირობები საარსებოდ და ამ ჭიაყელებით ვკვებო დანამატის სახით დაავადებების კერას ხო არ ქმნის?

კი ქმნის, ჰელმინთოზები გარანტირებული გაქვს!!!
QUOTE
3. ბებიაჩემი ბავშვობაში წიწილებს ჩაის წყალს ასმევდა და მალმალე უცვლიდა ხოლმე, მასხოვს ამბობდა რომ ჭუჭყიანი არ უნდა იყოს თორემ ავად გახდებიანო და ჩაის წყალს რომ სვამენ ჯანმრთელები იქნებიანო და ეს მართლა ამართლებს?

boli.gif
QUOTE
4. აგრეთვე ბებიაჩემი ყვითელ სამშენებლო ქვიშას მოატანინებდა და უყრიდა ეზოში და იმას ქექავდნენ და ჭამდნენ ეს ქათმები, მაგარი კვერცხი ექნებაო.
ჯერ ამაზე რას მეტყვით რაც დავწერე და მერე კიდევ დავსვამ რაღაცა კითხვას რომელიც მაწუხებს ძალიან . მადლობა წინასწარ

ქათმისთვის საქექად და ასე ვთქვათ გასაბანებლად, საგუნგლაოდ სილა კარგია, ნაცარი კიდე უკეთესი. კვერცხის ნაჭუჭის გასამაგრებლად კი დაუდგი დაროშილი კირქვა და ქათამმა თვითონ იცის რამდენი უნდა მიაყოლოს საჭმელს და როდის.

ეხლა მე მაქვს ერთი კითხვა შენთან. ბავშვობაში ვიტამინების და მინერალების კომპლექსი რამე არ დაგილევია?

Posted by: Nat_asha 23 Aug 2017, 14:31
QUOTE
ეხლა მე მაქვს ერთი კითხვა შენთან. ბავშვობაში ვიტამინების და მინერალების კომპლექსი რამე არ დაგილევია?

მარტო ის ყვითელი ცევიტამინები რო იყო ბურთულები biggrin.gif
ვიტამინები კი კარგია მაგრამ იმდენად უნდობლობა მაქვს ნაყიდი პროდუქტის მიმართ რომ სულ მგონია ყველაფერი უსარგებლო და ცუდია.... ამიტომ ვფიქრობ რომ ბუნებრივად რომ მივაწოდო უკეთესია, არაკომერციულობისთვის კი გამოდგება, მე ხომ არ ვაპირებ 1000-ობითქათმის ყოლას..
2 დედალი მყავს, მთიდან ჩმოვიყვანე, მარტო სიმინდზე გაზრდილი და კვერცხს დებენ ყოვლედღე, არც შეუწყვეტიათ, საღამოს რომ მოვიყვანე იმ დღესვე დადეს, მეორე დღესაც 2 კვერცხი დამხვდა, იმდენი კვერცხი დამიგროვდა უცებ რომ მეშინია გამიფუჭდება, ყოველდღე კვერცხს ხო არ შევწამ? biggrin.gif lol.gif

Posted by: levani169 23 Aug 2017, 15:23
Nat_asha
QUOTE
ყოველდღე კვერცხს ხო არ შევწამ?

ხოდა ხომ აპირებ ბიზნესის დაწყებას და დატესტე,გაიტანე და სცადე გაყიდო ლარად ცალი რახან ეკოლოგიურად ბიო კვერცხია,არ გაინტერესებს ბაზრის რეაქცია? biggrin.gif

Posted by: Nat_asha 23 Aug 2017, 23:49
levani169
დამცინი ხო? biggrin.gif
საინტერესო ბიზნესია, დავტრენინგდები და შეიძლება გავაკეთო, ოღონდ ბიოს გავაკეთებ თუ გავაკეთე, თუ არადა არ გავაკეთებ. რასაც გავაკეთებ ბიო იქნება, ისე არა
სხვათაშორის ძალიან საინტერესო ინფორმაციებია, აი მაგალითად როგორ არ უნდა გაათელინო ქათმებს ნათესები და ვებო ამავდროულად ბალახით. დასაწყისისთვის რაღაცა ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ მაგ თემაზე თუ იმუშავებ კლიენტი ყავს მაგ ბიო პროდუქტს იმ რაოდენობის რომ გამყიდველი დაკმაყოფილდეს. იმდენის წარმოება მაინც ცოტა რთულია რომ ბუმი დადგეს და რადგანაც სპეციფიურ სეგმენტზე უნდა გახვიდე, კონკურენცისგან განთავისუფლებული ხარ და ეგ ძალიან დიდი პლიუსი შეიძლება იყოს აგრო ბიზნესში, თორემ ქათმის და კვერცხის მეტი რა არის, ცოტა ძნელი იქნება მაგ ბიზნესში ჩაჯდომა დღესდღეობით..

Posted by: kaxaberski66 23 Aug 2017, 23:49
levani169
QUOTE

ხოდა ხომ აპირებ ბიზნესის დაწყებას და დატესტე,გაიტანე და სცადე გაყიდო ლარად ცალი რახან ეკოლოგიურად ბიო კვერცხია,არ გაინტერესებს ბაზრის რეაქცია

კარგი იყო. გამეცინა.
ნატაშა მართალს ამბობს ძირითადად. ზოგს ოქრო რომ მისცე, ვერ გაყიდის, ქვად ექცევა. ზოგი კი ქვას ოქროს ფასში გაჰყიდის. ამას შნო უნდა. ნატაშას ეს თუ შეუძლია, მომავალი გვიჩვენებს.

Posted by: Nat_asha 23 Aug 2017, 23:53
iko-iko
QUOTE
კი ქმნის, ჰელმინთოზები გარანტირებული გაქვს!!!

ჭიაყელის ჭამა იწვევს მაგ ყველაფერს თუ ნაკელი?

Posted by: levani169 24 Aug 2017, 00:54
Nat_asha
QUOTE
დამცინი ხო?

რატომ ფიქრობ მასე,არ დაგცინი??
კვერცხი ხომ დაგიგროვდა და აღარ იცი რა უყო?ხოდა პაწია გიბიძგე რომ ბაზარი მოსინჯო,ნახე რამდენად მოთხოვნადია ჭეშმარიტი ბიო პროდუქტი,გადაიხდიან თუ არა ოთხი ფერმის კვერცხის ფასს ერთ ნატურალურად გამოკვებილ და თიანეთში აღზრდილი ქათმის ბიო კვერცხში თორემ გეგმების დაწყობას რა უნდა,ხალხს ვიცნობ დღეში რომ ას გეგმას აგებენ ოცნებებში! biggrin.gif 2kiss.gif
* * *
kaxaberski66
QUOTE
ზოგს ოქრო რომ მისცე, ვერ გაყიდის, ქვად ექცევა. ზოგი კი ქვას ოქროს ფასში გაჰყიდის. ამას შნო უნდა. ნატაშას ეს თუ შეუძლია, მომავალი გვიჩვენებს.

ხოდა ვისაც გაყიდვებში შნო აქვს და შეუძლია იმათ არ სჭირდებათ არაფრის კეთება მოყვანა,ქვეყანა მზადაა მოთხოვნილი პროდუქცია აწარმოოს და ასეთ იღბლიან გამყიდველებს მიაწოდონ.
აი ჩვენს მილედის კი უნდა არა გაყიდვით არამედ წარმოებით დაიწყოს,თან ეხლავე თავს იმშვიდებს შინა მოხმარებისთვის ხომ მაინც მექნება თუ ვერ გავყიდიო და მერე წუწუნშიც შემოგვიერთდება როგორც ვუყურებ მე ამას! biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: iko-iko 24 Aug 2017, 09:51
Nat_asha
QUOTE
ჭიაყელის ჭამა იწვევს მაგ ყველაფერს თუ ნაკელი?

წვიმის ჭიაყელები არიან სინგამოზის შუალედური მასპინძლები, ხოლო ქატამი საბოლოო. ქათამი ჩაიგემრიელებს ნისკარტს და აიკიდებს სინგამოზს.

Posted by: Ra1nman 26 Aug 2017, 11:49
გამარჯობა
შეიძლება წერია აქ ეს ყველაფერი მაგრამ მე ვერ მივაგენი და შეგიძლიათ მიპასუხოთ?
ერთ ქათამს რამდენი კვადრატული მეტრი სჭირდება?
1 ჰექტარზე რამდენი მეკვერცხულის მოშენება შეიძლება?
გალიები რა ღირს?
რა დამიჯდება ვთქვათ 1000 ქათმისთვის ყველაფრის გაკეთება წყალი,მასალა,გალიები,ფართობი,საჭმელი,?
ან რა მოწყობილობებია საჭირო ქათმის ფერმაში და სად ვიშოვი ამ ყველაფერს?

Posted by: Nat_asha 29 Aug 2017, 17:39
iko-iko
QUOTE
წვიმის ჭიაყელები არიან სინგამოზის შუალედური მასპინძლები, ხოლო ქატამი საბოლოო. ქათამი ჩაიგემრიელებს ნისკარტს და აიკიდებს სინგამოზს.

ეჰ მე კიდე მეგონა რომ ჭიაყელებით ქათმების კარგად დასუქება შეიძლებოდა biggrin.gif

Posted by: cixelashvili999 2 Oct 2017, 00:08
გამარჯობათ ქათამი სად გავყიდოო ცოცხალი?

Posted by: 5nizza 1 Jan 2018, 19:57
ვინმემ ხომ არ იცით ორპინგტონის ქათამი რომ ყავდეს რამდენიმე ხაზი გასაყიდად , საერთოდ ჯიში რომ იყოს დაცული ისე ქათამი - ბრამა - კოხინხინი-ორპინგტონი ყაავს ვინმეს ?

Posted by: tazo1996 11 Jan 2018, 00:31
ფრანგული ფერადი ბროილერის ერთდღიანი წიწილები მინდა დაახლოებით ერთ თვეში. 1000ცალი.ვისაც გყავთ ან იცით ვინმე ვისაც ყავს გამომეხმაურეთ. პირველ რიგში ფასი მაინტერესებს

Posted by: s@h@a@k@o 9 Feb 2018, 19:15
გამარჯობათ მეგობრებო. ფერად კვერცხს სად ჩავაბარებ ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: shuma89 12 Feb 2018, 00:01
აქ არავინ პოსტავს ვისაც ჰყავს და ზრდის ქათამს? მეკვერცხულს მაგალითად, წითელი ბროილერი 200 კვერცხს დებსო წელიწადში და ეგ არ ითვლება მეკვერცხულად ალბათ ხო? ისე რა ფერის კვერცხს დებს? სოფლის ქათამი როგორი ფერისასაც დებს ეგეთს? თუ თეტრს?

Posted by: ChicagoBullls 12 Feb 2018, 14:30
აქ არავინ პოსტავს ვისაც ჰყავს და ზრდის ქათამს? მეკვერცხულს მაგალითად, წითელი ბროილერი 200 კვერცხს დებსო წელიწადში და ეგ არ ითვლება მეკვერცხულად ალბათ ხო? ისე რა ფერის კვერცხს დებს? სოფლის ქათამი როგორი ფერისასაც დებს ეგეთს? თუ თეტრს?

არ ვიცი

Posted by: shuma89 16 Feb 2018, 23:28
წითელი ბროილერი ან თუნდაც თეთრი როგორ მრავლდება იქნებ მითხრათ მცოდნეებმა.

კროსი ჯიშია ხოო? მე ასე ვიცი, ანუ ორი სხვადასხვა ჯიშის შეჯვარების შედეგი.
ხოდა ორივე რო ვიშოვო და თავად ვაწარმოო წიწილი ეგ ამბავი ცუდი არ უნდა იყოს ხოო.

Posted by: vixn 17 Feb 2018, 00:22
shuma89
შენ მაგ საქმე არ გამოგივა, კროსის მისაღებად მთელი კვლევითი ცენტრი 《სულ მცირე 》 მუშაობს, შტამომავლების პრაქტიკული გამოცდით, და კიდევ ბევრი რამ.
კროსი ჯიშის შემადგენლობაში მიღებული ხაზია 《 მარტივი 》, ან ჯიშებს შორის 《 რთული 》, მათი შეჯვარება რას მოგცემს სანამ დაადგენ, ბევრად მეტს დახარჯავ , ვიდრე მოიგებ.

Posted by: shuma89 18 Feb 2018, 22:39
vixn
არ მინდა იდეალური, ისეთი მინდა, რომ გამრავლება შეიძლებოდეს და ყოველთვის ახლის ყიდვა არ დამჭირდეს.

Posted by: GEORGEXIII 18 Feb 2018, 22:55
QUOTE
ქათმის ფერმა, მაინტერესებს ყველაფერი

ძალიან ბევრმა დაიწყო ეს საქმიანობა მარტო ჩემს გარშემო 3-4დისტრიბუტორმა მოკიდა ხელი...


Posted by: shuma89 18 Feb 2018, 23:24
მე შერეულ მეურნეობას ვფიქრობ, 50 კვერცხმადებარი დაახლოებით 200 კვერცხამდე რო ავიდნენ წელიწადში ესაა და ეს.
იხვები პეკინურები მყავს და ვამრავლებ ნელნელა, მაგათ ალბათ 100 ცალიან სადედე გუნდს შევკრავ მაისიდან.
ასევე მინდა ცოტა მწყერიც გალიებში ასე 100-150 ცალი თუ არ გამიჭირდა მოვლა.
2 დედალი და ერთი მამალი ხოხობი მინდა კიდევ ისე მუღამის ამბავში.
3-4 მოზარდი საქონელი სავარაუდოდ დეკეულები, ესენი მომდევნო თვის ბოლოსკენ უნდა მოვიძიო, სავარაუდოდ ძროხად მინდა დავაყენო თუ კარგები ავარჩიე.
ამას დამატებული 3 დედა ღორი ერთის ნაშიერები სახორცედ რო გავზარდო ხოლმე და ორის კიდევ გოჭად გავყიდო.

მოკლედ ოჯახური მეურნეობა შერეული მინდა, ოღონდ ისეთ რამეებს ვეძებ ჯიში რო გაამრავლო და არ დაიჭIრვოს ყოველ წელს ახალი საჯიშეების ყიდვა.

მაქვს საშუალება მიწის ფართობი 7,5 ჰექტარზე მეტი, შენობა (ჯერ პატარა) წყალი ულევად. გაზი, სავარაუდოდ გათბობის ხარჯები ნულისკენ მიახლოებული მექნება ყოველ შემტხვევაში რაც საჭიროა იმაზე 70-80 პროცენტით დაბალი.

Posted by: simoni19 20 Feb 2018, 15:21
გამარჯობა, ინდაურის ფერმასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები, თუ ვინმე ხართ ამ საკითხში ჩახედული, მომგებიანია თუ არა და სად შეიძლება საინკუბაციო კვერცხის შეძენა ან ჭუკის ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: shuma89 20 Feb 2018, 20:39
ტინტი კოხინხინი ხარკო
ამათი მომრავლება შეიძლება სახლის პირობებში? თავისივე მამალთან რო შევაჯვარო?

Posted by: marikap 21 Feb 2018, 16:55
QUOTE (simoni19 @ 20 Feb 2018, 15:21 )
გამარჯობა, ინდაურის ფერმასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები, თუ ვინმე ხართ ამ საკითხში ჩახედული, მომგებიანია თუ არა და სად შეიძლება საინკუბაციო კვერცხის შეძენა ან ჭუკის ხომ ვერ მეტყვით?

simoni19

რაოდენობას გააჩნია, 1 000 ცალს თუ შეუკვეთავთ შეგვიძლია მოგაწოდოთ შვეიცარიიდან. კვერცხი ამერიკული ან ფრანგული იქნება.

ასევე რეცეპტები სწორი კვებისთვის

Posted by: shuma89 21 Feb 2018, 21:45
marikap
და ფასი რა იქნება, რა ჯიში და ასე შემდეგ.

Posted by: simoni19 22 Feb 2018, 16:10
[QUOTE=marikap,21 Feb 2018, 16:55 ] [QUOTE=simoni19,20 Feb 2018, 15:21 ] გამარჯობა, ინდაურის ფერმასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები, თუ ვინმე ხართ ამ საკითხში ჩახედული, მომგებიანია თუ არა და სად შეიძლება საინკუბაციო კვერცხის შეძენა ან ჭუკის ხომ ვერ მეტყვით? [/QUOTE]
simoni19

რაოდენობას გააჩნია, 1 000 ცალს თუ შეუკვეთავთ შეგვიძლია მოგაწოდოთ შვეიცარიიდან. კვერცხი ამერიკული ან ფრანგული იქნება.

ასევე რეცეპტები სწორი კვებისთვის [/QUOT ფასი რა იქნება?
* * *
QUOTE (simoni19 @ 22 Feb 2018, 16:10 )
[QUOTE=marikap,21 Feb 2018, 16:55 ] [QUOTE=simoni19,20 Feb 2018, 15:21 ] გამარჯობა, ინდაურის ფერმასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები, თუ ვინმე ხართ ამ საკითხში ჩახედული, მომგებიანია თუ არა და სად შეიძლება საინკუბაციო კვერცხის შეძენა ან ჭუკის ხომ ვერ მეტყვით? [/QUOTE]
simoni19

რაოდენობას გააჩნია, 1 000 ცალს თუ შეუკვეთავთ შეგვიძლია მოგაწოდოთ შვეიცარიიდან. კვერცხი ამერიკული ან ფრანგული იქნება.

ასევე რეცეპტები სწორი კვებისთვის [/QUOT ფასი რა იქნება?

ფასი მომწერეთ და 1000 ზე ნაკლები რომ იყოს?

Posted by: Pac. 22 Feb 2018, 19:59
ქათმის ფრთების მომწოდებლები სად შეიძლება ვიპოვო ?
ან აქ თუ ხართ ვინმე გამომეხმაურეთ რა

Posted by: marikap 22 Feb 2018, 20:58
shuma89
simoni19

1 ცალი 1,35 ევრო - მძიმე ხაზის ინდაურის კვერცხი

(სელექციებზე არ გავამახვილებ ყურადღებას)
ცოცხალი ინდაურის მასა მამლებში: 17 კვირის - 17 კგ, ხოლო 22 კვირისას - 23 კგ აღწევს
ხოლო დედლებში: 17 კვირის - 11,7 კგ, ხოლო 18 კვირისას - 12,4 კგ


* * *
ხოლო ახალგამოჩეკილი ჭუკი საშუალოდ დედალ-მამალი 2,25 € დაახლოებით
* * *

simoni19

არა 1 000 ნაკლები რთულია, მე თვითონ დიდი რაოდენობის შეკვეთა მომიწევს, საქართველოში არ ვცხოვრობ და მერე მე რა ვუყო ამ კვერცხებს ან ჭუკებს :-(
თუ სერიოზული დაინტერესება იქნება დამიკავშირდით.

Posted by: shuma89 22 Feb 2018, 21:18
1.35 ძალიან ძვირია კვერცხისთვის, რა გამოიჩეკება კიდე ვინ იცის, შეიძლება ნახავარმა არ ივარგოს. დაბრალდება ინკუბატორს.

აი გამოჩეკილი საინტერესო ჩანს.
თეთრებია თუ შავები?
ეგ ფასი აქ ჩამოყვანილისაა? თუ მგზავრობა და განბაჟება უნდა მიემატოს?

Posted by: marikap 22 Feb 2018, 22:11
shuma89

სწორად აღნიშნე, ისე გამოჩეკის წარმადობა 82.8%-ს კი იძლევა მწარმოებელი,

თეთრებია, ხო მგზავრობა და განბაჟება უნდა დაემატოს.
მგზავრობის ხარჯები ჯერ არ გამითვლია, გასარკვევი იქნება რა დაჯდება და თუ ღირს.

ისე ჩემი აზრით ჭუკების შემოყვანა ჯობია,

Posted by: shuma89 22 Feb 2018, 22:42
marikap
თეთრის გაყიდვა ჭირს, ხორციც ნაკლებად გემრიელი აქვს.
თან ჭუკი სასწაულად ძვირი გამოდის. მგზავრობა განბაჟება და ისედაც ძვირს კიდე უფრო აძვირებს.
მერე გაყიდვა ჭირს და აზრი ეკარგება.
მოკლედ მე პას.
აქვე ვიყიდი ორას ცალამდე და ეგ იქნება.

Posted by: marikap 22 Feb 2018, 23:11
shuma89

ხო კარგი, მცირე რაოდენობის შემოყვნა მაინც არ ღირს, ფასი გაიზრდება. თეთრებზე მოთხოვნა არის ევროპაში.
ისე შავებიც და ბრონზეს ფერებიც იგივე კატეგორიაში -მძიმე ხაზის ინდაურის- სელექციად სთავასობენ და ფასიც იგივეა.


* * *
ახალი თემა გავხსენი აგრობიზნესში
https://forum.ge/?f=106&showtopic=35008694
შემოიხედეთ და ბამბუკის რეალიზაციასაც შევუწყოთ ხელი

Posted by: shuma89 23 Feb 2018, 13:48
ქათმის ჯიშებში გარკვეული არის ვინმე აქ?

მაინტერესებს ისეთი ჯიში აი მაგალიტად კვერცხმდებელი ან სახორცე მიმართულების ან ცოტცოტა ორივე რო იყოს, მინდა რომ ვიყიდო და მერე ჩემითვე მოვამრავლო.

ისე რომ ჯიშობრივი თვისებებეი არ დაიკარგოს, აი კროსები როა იმათ რო ამრავლებ იკარგებაო ჯიშობრივი ტვისებებიო და დაბალპროდუქტიული ხდებაო, არ მაქვს პრეტენზია წელიწადში 340 კვერცხზე იყოს 200-220 კმაყოფილი ვიქნები. მთავარია ისეთი ჯიში იყოს, რომ გამრავლდეს და ყოველწელს არ ვირბინო საყიდლად, მერე ან გაამართლებს ან არა ის ჯიში და ასე შემდეგ, ჩემი მინდა მყავდეს, არც სასწაულ პროდუქტიულობაზე მაქს პრეტენზია.
* * *
ამ განცხადებაში ბევრი კარგი წერია, მაგრამ რამდენად სანდოა ვინმემ იცით?
270 კვერცხიო წელიწადში თან წითელი ბროილერისგან მეხორცულ მეკვერცხულისთვის მეტისმეტი ციფრები ხო არაა?
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11445446/


ეს კიდევ რამდენად სანდო არის როგორ შეიძლება გავიგო?
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11526729/

1.5 ლარიო ტინტი ასე იაფებია წიწილი?

Posted by: shuma89 26 Feb 2018, 14:38
QUOTE (shuma89 @ 23 Feb 2018, 13:48 )
ქათმის ჯიშებში გარკვეული არის ვინმე აქ?

მაინტერესებს ისეთი ჯიში აი მაგალიტად კვერცხმდებელი ან სახორცე მიმართულების ან ცოტცოტა ორივე რო იყოს, მინდა რომ ვიყიდო და მერე ჩემითვე მოვამრავლო.

ისე რომ ჯიშობრივი თვისებებეი არ დაიკარგოს, აი კროსები როა იმათ რო ამრავლებ იკარგებაო ჯიშობრივი ტვისებებიო და დაბალპროდუქტიული ხდებაო, არ მაქვს პრეტენზია წელიწადში 340 კვერცხზე იყოს 200-220 კმაყოფილი ვიქნები. მთავარია ისეთი ჯიში იყოს, რომ გამრავლდეს და ყოველწელს არ ვირბინო საყიდლად, მერე ან გაამართლებს ან არა ის ჯიში და ასე შემდეგ, ჩემი მინდა მყავდეს, არც სასწაულ პროდუქტიულობაზე მაქს პრეტენზია.
* * *
ამ განცხადებაში ბევრი კარგი წერია, მაგრამ რამდენად სანდოა ვინმემ იცით?
270 კვერცხიო წელიწადში თან წითელი ბროილერისგან მეხორცულ მეკვერცხულისთვის მეტისმეტი ციფრები ხო არაა?
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11445446/


ეს კიდევ რამდენად სანდო არის როგორ შეიძლება გავიგო?
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11526729/

1.5 ლარიო ტინტი ასე იაფებია წიწილი?

არავინ არაფერი იცის?
ვააახ . .
არადა რამხელა თემაა რამდენი ადამიანი ქატიურობდა და ახლა ყველა გაქრა sad.gif

Posted by: Nat_asha 27 Feb 2018, 11:05
shuma89
არავინ არ იცის აქ როგორც ჩანს. შენ თითონ უნდა გატესტო, საკუთარ გამოცდილებაზე მოგიწევს დაყრდნობა სამწუხაროდ

Posted by: shuma89 27 Feb 2018, 18:03
დედოფლისწყაროში გადარჩეულებს ტინტი არისო მეუბნებიან 2 ლარში, ხაშურში დავრეკე და კვერცხი 5 ლარიო წიწილი 8. შიგ ხო არ გაქვსთქო კინაღამ ვკითხე.

გიჟები არიან რააა . . .

Posted by: vixn 27 Feb 2018, 23:02
shuma89
ხაშურში აგოიმებენ ხალხს, ყურადღება არ მიაქციო.

Posted by: shuma89 28 Feb 2018, 00:32
vixn
ეგ მეც მივხვდი.
100 წიწილისთვის დავთვალე.
დედოფლისწყაროში 2 ლარი უნდა ანუ 200 ლარის წიწილი.
გზა 120 ლარი მიჯდება ჩემი მანქანით. თბილისამდე 180 და მერე 150 კიდევ ესეც 330 თბილისის გავლა უხეშად 20კმ სულ გამომივიდა 700. ანუ 55-60 ლიტრი ბენზინი ესეც ყველაზე ნაგავი რო ჩავასხა გამოვა 110-120 ლარი.
გამოდის რო 100 წიწილი დამიჯდება 220 ლარი.
ხაშურში მარტო წიწილი 800 ლარისააო biggrin.gif
შიგ აქვს ვიღაცააა biggrin.gif

მაგრამ ეგ წიწილები ორივე შემტხვევაში არის ჩამოტანილი კვერცხიდან მერე რო გაიზარდა და იმან დადო კვერცხი და ასე შედეგ.
დედოფლისწყარომ მითხრა, რომ მამლებთან ერთად გალიაში კვებაზე 30 დედლიდან 24 ცალს ვიღებო. მე ვთვლი რომ 20 ცალის მეტს ვერ იღებს (ცპტას ხო მოიტყუებოდა )
გამოვიდა 65 პროცენტიანი მაქსიმუმ 70-იანი კვერცხდება. ჩემთვის სამკარისი მოთხოვნების დაკმაყოფილება გამოდის 250 კვერცხამდე წელიწადში ანუ.
მე გეგმაში მაქვს ორი ცალი 10-10 ცალიანი გალია კვერცდების დროისთვის 16 საათიანი განათებით.
დანარჩენი 80 კიდევ სოფლის პირობებით ოღონდ იმათაც 16 საათიან განათებას მოვუწყობ და საკვებსაც ამ 16 საათის განმავლობაში მივაწოდებ. დილის 4 საათზე უნდა აინთოს შუქი და დახვდებათ საკვები და წყალი როგორც საქათმეში ისევე გალიებში, საქათმიდან კი გამოვუშვებ დილით და გალიებისას კი დავტოვებ.
შედარება კიდევ არც ისე ძნელი უნდა იყოს.

სოფლის პირობებში გაცილებით ნაკლები საკვები დასჭირდებათ ჩემი აზრით, მაგრამ მაინც თუ 200-ზე დაბლა არ წამოვიდნენ კვერცხდებაში მაინც მაწყობს.
მიზანი მაქვს 200-220 კვერცამდე თითოდან ამდენს თუ გამიქაჩავს უკვე კმაყოფილი ვიქნები.

მთავარი ისაა რომ მაგ ჯიშმა, როგორც ვიზუალურად ჩანს და პატრონი ამბობს ტინტმა, თავად ერთმანეთზე შეჯვარებულმა არ დაკარგოს კვერცხდების ფუქნცია, და ისევ ისე უმუშაონ ან მიახლოებულად მაინც როგორც სუფთა ჯიში.


Posted by: shuma89 8 Mar 2018, 22:35
ხალხნო და ჯამაათნო
შპს "საბუდარა" გეცოდინებათ, რამდენად ღირს შევიძინო მათგან წიწილები?
საკონტაქტო ნომერი რაც საიტზე უდევთ ვერ დავუკავშირდი, ხომ ვერ მეტყვით რაიმე სხვა კავშირის საშუალებებს?
ტინტი ან ტეტრა სლ მაინტერესებს, სოფლის პირობებში ეზოშ გასაშვები ვარიანტისთვის.

Posted by: ladusha2 8 Mar 2018, 23:22
shuma89
8 ლარი წიწლაში რაამბავია შემწვარი ქათამი 12 ლარი ღირსsmile.gif))))))

Posted by: shuma89 9 Mar 2018, 03:18
ladusha2
ვისაც დააგოიმებს კი შერჩება ხახვივით 2 ლარიან წიწილში ქათმის ფასი.

Posted by: ladusha2 9 Mar 2018, 13:56
shuma89

გეთანხმები .............smile.gif))))))))))))

Posted by: otana 12 Mar 2018, 18:30
მოგესალმებით ვინ რა ქათმის საკვებს ხმარობთ და რა ფასად ?

Posted by: 5nizza 13 Mar 2018, 00:11
Pac.


ქათმის ფრთა ბრაზილიიდან მომქონდა მე ან თურქეთიდან ორივეგან ძვირია და დელიკატესად ითვლება ჩვენთან კულტურა არ არის და გაყიდვა უჭირდა ამიტომ შევეშვი ბიო-ბიო ჭრის კიდე ფრთას ცალკე .


Posted by: otana 13 Mar 2018, 10:45
მოგესალმებით მეგობრები , პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში .. მინდა შემოგთავაზოთ სიახლე ამერიკულ ვიტამინებზე დამზადებული პრემიქსი,. გვაქვს საწარმო , ასე ვთქვათ საოჯახი ბიზნესი და ვამზადებთ ქათმის ,ღორის, ძროხის ,ინდაურის,იხვის,მწყერის საკვებ დანამატებს ე.წ. პრემიქსს.. თამამად ვიტყვი საქართველოში ყველაზე იაფად. ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ, აბსოლუტურად მცენარეული და ჯანსაღი საკვები, არაანაირი ძვალ ხორცი ან ჩინური მინარევები, ამერიკული სტანდარტებით დამზადებული. ეფექტურია და ხორცი უგემრიელესი გამოდის,.
ფასები: 30 % კონცენტრატი რომელიც 30 კგ პრემიქსი ერევა 70კგ სიმინდში ღირს 52 ლარი 25 კგ ტომარა. მოკლედ ამაზე იაფად ვერ იშოვით მითუმეტეს ბოლო დღეებში მოიმატა ფასებმა სოიოს ფასის ზრდასთან დაკავშირებით. ქათამი გამოდი ყვითელი ულამაზესი და უგემრიეელესიი !!!
* * *
QUOTE (simoni19 @ 22 Feb 2018, 16:10 )
[QUOTE=marikap,21 Feb 2018, 16:55 ] [QUOTE=simoni19,20 Feb 2018, 15:21 ] გამარჯობა, ინდაურის ფერმასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები, თუ ვინმე ხართ ამ საკითხში ჩახედული, მომგებიანია თუ არა და სად შეიძლება საინკუბაციო კვერცხის შეძენა ან ჭუკის ხომ ვერ მეტყვით? [/QUOTE]
simoni19

რაოდენობას გააჩნია, 1 000 ცალს თუ შეუკვეთავთ შეგვიძლია მოგაწოდოთ შვეიცარიიდან. კვერცხი ამერიკული ან ფრანგული იქნება.

ასევე რეცეპტები სწორი კვებისთვის [/QUOT ფასი რა იქნება?
* * *
[QUOTE=simoni19,22 Feb 2018, 16:10 ] [QUOTE=marikap,21 Feb 2018, 16:55 ] [QUOTE=simoni19,20 Feb 2018, 15:21 ] გამარჯობა, ინდაურის ფერმასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები, თუ ვინმე ხართ ამ საკითხში ჩახედული, მომგებიანია თუ არა და სად შეიძლება საინკუბაციო კვერცხის შეძენა ან ჭუკის ხომ ვერ მეტყვით? [/QUOTE]
simoni19

რაოდენობას გააჩნია, 1 000 ცალს თუ შეუკვეთავთ შეგვიძლია მოგაწოდოთ შვეიცარიიდან. კვერცხი ამერიკული ან ფრანგული იქნება.

ასევე რეცეპტები სწორი კვებისთვის [/QUOT ფასი რა იქნება? [/QUOTE]
ფასი მომწერეთ და 1000 ზე ნაკლები რომ იყოს?

პეკინური იხვის კვერცხები მე შემიძლია 1.30 ფასად მოგცეთ

Posted by: winger_11 16 Mar 2018, 10:59
სად შევიძენ მეკვერცხული ჯიშის თერთ კვერცხს რომ დებს ისეთ ქათამს ან წიწილის ამ ეტაპზე 1500 ცალი მინდა

Posted by: shuma89 16 Mar 2018, 12:41
winger_11
sabudara.ge ამ საიტზე შეარჩევ ჯიშს და დაუკავშირდები

მე ვერ დავუკავშირდი სამწუხაროდ
* * *
ინფორმაციას ვეძებ რომელიმე არაჰიბრიდი კვერცხმადებარი ქათმის შესახებ იქნებ ვინმემ იცოდეთ.
ტინტი მითხრეს ჯიში მაგრამ ვერ დავაზუსტე ჰიბრიდია თუ არა, მე მინდა მოვაშენო კვერცხზე სამუშაოდ და თან ისე იყოს, რომ თავად გამრავლდნენ და არ დაკარგონ ჯოშობრივი თვისებები ანუ ყოველ ახალ თაობას არ დასჭირდეს შემოტანილი კვერცხისგან ან სპეციალურად გამოყვანილი ჯიშის მქონე ფერმიდან შეძენა.

ვინმეს თუ გაქვთ უნფირმაცია შემეხმიანეთ

Posted by: vasovski 18 Mar 2018, 02:48
რა ღირს საქართველოში ქათმის ფრთები და რა არჩევანს გვთავაზობს ბაზარი ?

Posted by: shuma89 18 Mar 2018, 10:44
მგონი საერთოდ არ არის, ან ძალიან ცოტა.
ისე შებოლილი ქათმის ფრთა საინტერესო იქნებოდა ძალიან.

* * *
ინფორმაციას ვეძებ რომელიმე არაჰიბრიდი კვერცხმადებარი ქათმის შესახებ იქნებ ვინმემ იცოდეთ.
ტინტი მითხრეს ჯიში მაგრამ ვერ დავაზუსტე ჰიბრიდია თუ არა, მე მინდა მოვაშენო კვერცხზე სამუშაოდ და თან ისე იყოს, რომ თავად გამრავლდნენ და არ დაკარგონ ჯოშობრივი თვისებები ანუ ყოველ ახალ თაობას არ დასჭირდეს შემოტანილი კვერცხისგან ან სპეციალურად გამოყვანილი ჯიშის მქონე ფერმიდან შეძენა.

ვინმეს თუ გაქვთ უნფირმაცია შემეხმიანეთ


Posted by: shuma89 19 Mar 2018, 00:24
ინფორმაციას ვეძებ რომელიმე არაჰიბრიდი კვერცხმადებარი ქათმის შესახებ იქნებ ვინმემ იცოდეთ.
ტინტი მითხრეს ჯიში მაგრამ ვერ დავაზუსტე ჰიბრიდია თუ არა, მე მინდა მოვაშენო კვერცხზე სამუშაოდ და თან ისე იყოს, რომ თავად გამრავლდნენ და არ დაკარგონ ჯოშობრივი თვისებები ანუ ყოველ ახალ თაობას არ დასჭირდეს შემოტანილი კვერცხისგან ან სპეციალურად გამოყვანილი ჯიშის მქონე ფერმიდან შეძენა.

ვინმეს თუ გაქვთ უნფირმაცია შემეხმიანეთ

Posted by: winger_11 19 Mar 2018, 11:59
http://www.ltz.de/ru/layers/cage-housing/lohmann-lsl-extra.php

ამ ჯიშის ქათამზე თუ გსმენიათ რამე?

Posted by: shuma89 19 Mar 2018, 14:07
winger_11
თუ საიდუმლო არ არის რაგომ ეძებ აუცილებლად თეთრკვერცხისმდებელ ქათამს? კრემისფერი რატო არ გინდა?

Posted by: winger_11 19 Mar 2018, 22:48
რეალიზაციის მხრივ უფრო სარფიანია

* * *
გალიებს თუ ვინმე აკეთებს დამაკავშირეთ

Posted by: shuma89 20 Mar 2018, 18:26
winger_11
QUOTE
რეალიზაციის მხრივ უფრო სარფიანია


და ეგ როგორ?
მაღაზიის კვერცხზე 5 თეთრით ძვირია სოფლის, კრემისფერი კვერცხია სოფლის, სხვა რაიმეთი გაირჩევა სოფლის ქათმის კვერცხისგან?



ამ თემაზე ხო არ გაქვს ინფო?

ინფორმაციას ვეძებ რომელიმე არაჰიბრიდი კვერცხმადებარი ქათმის შესახებ იქნებ ვინმემ იცოდეთ.
ტინტი მითხრეს ჯიში მაგრამ ვერ დავაზუსტე ჰიბრიდია თუ არა, მე მინდა მოვაშენო კვერცხზე სამუშაოდ და თან ისე იყოს, რომ თავად გამრავლდნენ და არ დაკარგონ ჯოშობრივი თვისებები ანუ ყოველ ახალ თაობას არ დასჭირდეს შემოტანილი კვერცხისგან ან სპეციალურად გამოყვანილი ჯიშის მქონე ფერმიდან შეძენა.

ვინმეს თუ გაქვთ უნფირმაცია შემეხმიანეთ

Posted by: s@h@a@k@o 23 Mar 2018, 17:26
გამარჯობათ,მაინტერესებს ტინტის სადედე გუნდი რო დავაყენო მისგან წარმოებულ წიწილს იგივე მონაცემები ექნება რაც დედას?

Posted by: shuma89 23 Mar 2018, 22:15
QUOTE (s@h@a@k@o @ 23 Mar 2018, 17:26 )
გამარჯობათ,მაინტერესებს ტინტის სადედე გუნდი რო დავაყენო მისგან წარმოებულ წიწილს იგივე მონაცემები ექნება რაც დედას?

მაგას ვკითხულობ ლამის ერთი თვეა.
მივაკვლიე ერთერთ საჯიშე მეურნეობას.
არ მირჩიეს ტინტი, ჰიბრიდიაო და კარგავსო, ისე 340 დებს წესით, ოღონდ გალიებში, თუ მამალს სხვა ოჯახიდან აიღებ მაშინ შეიძლება 90 პროცენტით შეინარჩუნო ჯიშობრივი თვისებები, არავითარ შემთხვევაში ერთი ბუდის არ უნდა შეაჯვაროო.
მაინც ჰიბრიდია ეგ.
Hb color და super harco მირჩიეს თავად, სისხლს თუ არ აურევო, ანუ სხვა ბუდის მამალს მოიყვან მაშინ თითქმის 100 პროცენტით შეინარჩუნებ ჯიშობრივ თვისებებსო.

Sabudara.ge საიტი ნახე იქაა ჯიშები.

Posted by: gobisha 12 Jun 2018, 16:14
ერთი ქათამი კვირის განმვალობაში რამდენჯერ დობს კვერცხს?

Posted by: shuma89 12 Jun 2018, 23:13
gobisha
გააჩნია.
პროცენტობით ითვლება ეგ.
80 პროცენტის მიღწევაა შინამეურნეობაში შესაძლებელი ჩემი აზრით, ეს კიდე დასაზუსტებელია სად და როგორ.
აი გრუბად რო თქვა ყოველ მეხუთე დღეს გამაზავს, დანარჩენი დებს სულ.
14 საათიანი შუქი უნდა, დღე უნდა იყოს 14 საათი ან ცოტა მეტი, დიდი დროის განმავლობაშI რო იყოს აქტიური ფრინველი, ჭამოს და იფუნქციონეროს ორგანიზმმა კვერცხის წარმოებაზე, ძილი ცოტაც ეყოფათ biggrin.gif

ეს თეორიული ცოდნაა.

კვერცხმადებარი ქათმების შესწავლას ვცდილობ ჯერ თეორიულად, ცოტახანში პრაქტიკაც მექნება.


Posted by: gobisha 13 Jun 2018, 10:50
რეალიზაცია როგორაა ძნელია ან ჩაგძირავენ და რამე ? რამდენად იბარებენ 10ცალს (ერთ შეკვრა კვერცს ) მაღაზიები თუ კარდონის კვერცხის ქაღალდები როა ისე იბარბენ 40 -50 ცალს??

ერთი 200 ქათამი რო გყავდეს და 1200კვერცხი გამოვა 7 დღეში
* * *
გალიები რათ უნდათ , როდის უნდა ჩავსვა დიდ ოთახში ვოლიერში აშვებულები რო იყვნნ???? ან დიდი ვოლიერები გავაკეთო რამდენიმე ცალი სადაც ერთი 20 ცალი დაეტევა

/??

მამალიც იმდენი ჭირდება რამდენი დედალიც თუ უფრო ნაკლები მამალი შეიძლება

Posted by: shuma89 13 Jun 2018, 23:32
gobisha
მამალი რაში ჭირდება, გყოლია ქათამი საერთოდ?


Posted by: Old Rap 14 Jun 2018, 06:09
ანუ უმამლოდ დებს კვერცხს ?
წელიწად ნახევარი ცოცხლობსო ეს თუ კაი მოგება არ იქონიე მაგრა გაგწეწავს https://www.youtube.com/watch?v=LqvqtbDoIPU ესე გალიებში გამოკეტილი უნდა ყავთ სულ


რა ღირს ყველაზე კაი ჯიშის ?


Posted by: shuma89 14 Jun 2018, 16:20
Old Rap
მამალი გასამრავლებლად რომელი გუნდიც გინდა იქ უნდა, 5-6 ცალზე ერთი.

კვერცხისთვის მაინც ჩემი ზარით შენობაში მოწყობილი საბუდრები, დაბლა ნახერხი მაღლა ქანდარა, კარგ ამინდში გაუშვებ გარეთ აჭმევ ბიოლოგიურად სუფთა საკვებს და აწარმოებ ბიოპროდუქტს.

ეკოლოგიურად სუფთა და ბიოლოგიურად სუფთა სხვადასხვა რამაა.
როგორც ვივი კვებაში პროტეინების გასაზრდელად იყენებენ გენმოდიფიცირებულ სოიოს შროტს, მაგ დროს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი კი მიიღება, მაგრამ ბიოლოგიურად სუფთა არაა.

Posted by: Hiraeth 20 Jun 2018, 19:17
აქ ადრე დავწერე რომ ჩემმა ქათმებმა ერთმანეთს დაუწყეს ჩინჩვლა
ჰოდა ვინც ნერვიულობდით
დაგამშვიდებთ, და გეტყვით, რომ ყველაფერი კარგადაა.

არა ჰომოფობიას!!!

Posted by: დავი 7 Feb 2019, 15:40
shuma89

ტინტის ყიდვა თუ გინდა საბუდარაში იყიდე, ბევრად სანდოა, თუ არ ვცდები 1.3 ღირს 1 დღის წიწილი


მე მყავდა ადრე და მერე ჩემმა მეზობლებმა წაიღეს კვერცხი და გამოჩეკეს


ჯობია საბუდარაში მიხვიდე და იქ იყიდო

Posted by: shuma89 7 Feb 2019, 17:02
დავი
QUOTE
ტინტის ყიდვა თუ გინდა საბუდარაში იყიდე, ბევრად სანდოა, თუ არ ვცდები 1.3 ღირს 1 დღის წიწილი

ეგ გავარკვიე უკვე, მადლობა.
QUOTE
მე მყავდა ადრე

შედეგები როგორი ჰქონდათ მერე? რაც ფურცელზე წერია იმას 80 პროიცენტამდე მაინც თუ მიჰყვება რეალობა?
და თუ კარგი იყო რატო აღარ გყავს?
QUOTE
მერე ჩემმა მეზობლებმა წაიღეს კვერცხი და გამოჩეკეს

თავისივე მამალზე აჯვარე ალბათ ხოო? და პირველი მეორე თაობა კი გამოვიდოდა კარგები, მერე შემდეგმა თაობამ რა გააკეთა? ივარგა?
როგორც ვიცი ერთი თაობა ვარგა და მერე სისხლის არევა ხდებაო, და კარგავს ჯიშობვრივ თვისებებსო.

Posted by: დავი 7 Feb 2019, 17:16
shuma89
QUOTE
შედეგები როგორი ჰქონდათ მერე? რაც ფურცელზე წერია იმას 80 პროიცენტამდე მაინც თუ მიჰყვება რეალობა?
და თუ კარგი იყო რატო აღარ გყავს?


მშვენიერი, ჩემი აზრით ერთერთი საუკეთესო ჯიშია მეკვერცხულში

ახლა ვაწესრიგებ ფერმას და მეხორცულს დავიწყებ

მეკვერცხულს თუ დავუბრუნდი ისევ ტინტებს მოვიყვან


QUOTE
თავისივე მამალზე აჯვარე ალბათ ხოო? და პირველი მეორე თაობა კი გამოვიდოდა კარგები, მერე შემდეგმა თაობამ რა გააკეთა? ივარგა?
როგორც ვიცი ერთი თაობა ვარგა და მერე სისხლის არევა ხდებაო, და კარგავს ჯიშობვრივ თვისებებსო.


კი თავისივეზე, შედეგები არ ვიცი რა მიიღეს, მე ვფიქრობ ჯობია იყიდო წიწილი და ის ამუშაო, არ ვიცი შეიძლება ვცდები

Posted by: shuma89 7 Feb 2019, 23:21
ფასებია ძალიან ცუდი კვერცხზე.
რამდენჯერმე რო ვიკითხე ფასები ვაჭრები ყიდდნენ 50 თეთრად და გასაყიდი ფასი გლეხისთვის, ანუ ჩასაბარებელი ფასი 25 თეთრიც არ იყო.
25 თეთრს ვინც ამბობდა ვაჭრები უწუნებდნენ კიდევ, პატარებიაო, ძველებს გავსო და ასე შემდეგ.
მოკლედ ვაჭრებისაა ეს ქვეყანა რაა . . . ხოდა ბევრი წარმოების ნაცვლა ცდილობს ივაჭროს, იყიდე გაყიდე და ეგაა, ცოტა ყიდვისას მოიტყუე ცოტა გაყიდვისას და აშენდები.
მაგრამ მე მაინც მირჩევნია ხანდახან წაგებული მწარმოებელი ვიყო ვიდრე ხშირად მოგებული ვაჭარი smile.gif

საბუდარას უნდა შვეხმიანო თვის ბოლოდან მგონი, ადრე დაგვიდგება გაზაფხული და ცოტას მოვიყვან ალბათ, გადაურჩევლებს, 150 ცალამდე სავარაუდოდ.

Posted by: დავი 8 Feb 2019, 12:03
shuma89

სად აკეთებ ფერმას?

Posted by: shuma89 8 Feb 2019, 12:46
იმერეთში.
ფერმას კი არ ვაკეთებ ჯერ ქალაქში გამოვზრდი, მაქვს პირობების საშუალება, მერე გადავიყვან სოფელში, იქ კი მაქვს ბლომად ადგილი და შენობაც შესაბამისი, შეიძლება ახალი ავაშენო მაგრამ კონსტრუქცია ვერ მოვიფიქრე როგორი აჯობებს, თბოიზოლაცია მინდა კარგი ჰქონდეს და ზაფხულისთვის გაგრილების სისტემაზეც ვფიქრობ, უბრალოდ განიავება კი არა გაგრილება, წყალი არის ბლომად და მინახავს გაგრილების სისტემა წყლით, სველი რადიატორებია ქაღალდის, რომელშიც გაივლის წყალი, ათ გრადუსს აკლებს მინიმუმ და ასე შედის ჰაერი შენობაში. მხოლოდ გამწოვი ვენტილატორის ჩართვით გვარდება ჰაერის პრობლემა. მაინერების გაგრილებაზე იყენებენ ამ მეთოდს და მშვენივრად მუშაობს, გარე ტემპერატურა 40 გრადუსი როცაა შიდა ტემპერატურა 30 გრადუზე მაღლა არ მიდის.

Posted by: shuma89 14 Feb 2019, 00:08
საბუდარაში ნაყიდი ტინტი რო დავსვა, დღის განმავლობაში თბილ ამინდში გარეთ გამოვუშვა ბალახი ჭამონ, მინდორია იდეალური, ეგ ბალახის ამბავი რამე ეკონომიას მომცემს საკვებში? და რამდენად დააზარალებს კვერცხმდებელობის ამბავს? სავარაუდოდ ვიძახი რათქმაუნდა, ისე თუ ვინმეს მსგავსი გამოცდილება აქვს მთლად უკეთესი.
წყლის ამბავს გავაკეთებ გარეთაც, გადახურულ ნამშრალს ასე ვთქვათ და სავებურსაც გარეთ.

სავარაუდოდ იმ ეზოში საქონელიც იქნება, ორად გაიყოფა და ერთ მხარეს როცა საქონელი იქნება მეორე მხარეს მიბდორი მოირწყვება რო ბალახი ზაფხულის ცხელ თვეებშიც ფორმაში იყოს.
ხოდა საქონელთან ერთად 12-13 ათას კვადრატზე მემგონი კარგად იგრძნოვენ თავს, თუ ესეც უარყოფითად მოქმედებს კვერცხდები სპროცესზე?
8-10 სული საქონელი იქნება, მეტი არა. ისივ ალბათ მხოლოდ საღამოთი იქნებიან.

Posted by: zaziki 27 Feb 2019, 22:53
დავი
shuma89

ტინტი მინდა ვიყიდო 150 ცალი და საბუდარა სადაა ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: shuma89 27 Feb 2019, 22:58
FB-ზე ნახე საბუდარა, იქ ნომრებიც უწერიათ და რუკაც კი აქვთ დახაზული, რუსთავის მხარესაა ისე, იმერეთიდან ვაპირებ ჩასვლას და აქეთ თუ ხარ იქნებ ერთად წავიდეთ.

Posted by: zaziki 27 Feb 2019, 23:14
shuma89

გაიხარე, ვნახე ფბ-ზე მაგათი გვერდი და დავურეკავ ხვალ. მაქეთ არ ვარ მარა ეს პოსტი ვნახე მაგათ გვერდზე.

user posted image

თუ რამე გავიგე მოგწერ მერე....




Posted by: shuma89 28 Feb 2019, 12:22
zaziki
კარგი
მადლობა smile.gif

Posted by: cvanca 30 Jul 2019, 11:01
კარგი ხარისხის ქათმის პრემიქსი რომელია და სად ვიყიდით კარგ ფასად?

Posted by: udzila1 5 Aug 2019, 14:18
მოგესალმებით ერთი კითხვა მაქვს

ღირს თუ არა 1 დღიანი წიწილის ყიდვა და გამოზრდა 40 დღემდე სარეალიზაციოდ რამდენად მომგებიანი და სარფიანი საქმეა ვინ იცის რომ დამეხმაროს და დამაკვალიანოს

მადლობა წინასწარ

Posted by: SkitterZ 5 Aug 2019, 14:21
ქათმებს არ ეფერებით ხოლმე ?

Posted by: Estrella 5 Aug 2019, 14:43
SkitterZ
user posted image

Posted by: SkitterZ 5 Aug 2019, 21:15
Estrella
user posted image

Posted by: cvanca 21 Oct 2019, 23:40
45 დღის ქათმები არიან 1800 გრ. მეტი არ იზრდებიან. რა შეიძლები იყოს მიზეზი? პრემიქსი და სიმინდი 30/70 ზე აქვთ, ჰაერი და საჭმელი არ აკლიათ.

Posted by: USER001 22 Oct 2019, 00:51
დავფიქსირდები.

-------------------

Posted by: თორნიკე- 25 Oct 2019, 21:45
თემით დავინტერესდი. დავფიქსირდები.

Posted by: shuma89 25 Nov 2019, 23:23
ქათმის განავალი თუ სკინტი თუ როგორც ეძახიან, ნიადაგში გასატანად გამოსუფთავებისთანავე შეიძლება გამოვიყენოთ, ვენახში მაგალითად, მალინების ძირებში კიდევ და მსგავს კულტურებთან.

Posted by: iko-iko 26 Nov 2019, 15:08
shuma89
QUOTE
ქათმის განავალი თუ სკინტი თუ როგორც ეძახიან, ნიადაგში გასატანად გამოსუფთავებისთანავე შეიძლება გამოვიყენოთ, ვენახში მაგალითად, მალინების ძირებში კიდევ და მსგავს კულტურებთან.

კომპოსტირება ჭირდება მაგ ამბავს სხვანაირად პირდაპირ გამოყენებაში საშიშია

Posted by: shuma89 26 Nov 2019, 18:02
iko-iko

ერთი კითხვაც კიდევ, საქათმე როცა დიდია, 2.5 სიმაღლეში 60 კვადრატი ფართი, კვერცხმადებლებისთვის გალიების გარეშე, დაბლა ბეტონზე დაფენილი მშრალი თივა ან ნამჯა, ქანდარები და საბუდრები ტერასულად, სიცივეში 18 -ზე დაბლა ტემპერატურაზე დავტოვო საქათმეში და სითბოში ეზოში გავუშვა მინდორზე.
მაქვს შეკითხვები ასეთი პირობებისთვის.
1. რამდენი ქათამი, კვერცხმადებარი შეიძლება დაეტიოს 60 კვადრატზე, თითქმის მთელი ზამთარი შენობაში მოუწევთ და ცივ დღეებშიც სხვა დროს.
2. ნამჯა თივა ან ნახერხი, რასაც დავყრი ბეტონის იატაკზე, რო გავიტანო ეგრევე ხეხილის აღში და ჩავბარო მიწაში რა საშიშროებას მომცემს? ფეიხოა ქლიავი კარალიოკი/ხურმა ამათაც საფრთხეს შეუქმნს? ფაქტიურად მულჩადაც შემიძლია დავაფინო და არ ჩავბარო, წვიმა ჩაიტანს მერე თავისთავად ნელნელა.

Posted by: iko-iko 29 Nov 2019, 08:33
shuma89
1 კითხვაზე უფრო მარტივად შემიძლია გიპასუხო. თუ ქათამი სუფთა მეკვერცხული მიმართულებისაა მაშინ 4 ფრთა/კვმ; თუ ქათამი კომბინირებული ჯიშისაა მაშინ 3 ფრთა/კვმ. შესაბამისად 240 და 180 ფრთა.

2 კითხვაზე მთლად ზუსტად ვერ გპასუხობ რადგან ვიცი, რომ ახალი ნაკელი რომელიც გალიური სისტემიდან გამოაქვთ ან საბროილერო საფრინველედან სადაც ახალი სკლინტის დიდი კონცენტრაციაა, აუცილებელია რომ იქნას კომპოსტირებული რო მცენარე არ დაწვას. ანუ ძალიან დიდი კონცენტრაციით ბიომასაა და თან დაუშლელი ცილა რომელიც უნდა დაიშალოს და შეთვისებადი აზოტის ფორმაში გადავიდეს ნაწილობრივ.
მეკვერცხულში შედარებით ხანგრძლივად კი ჩერდება სკლინტი აბსორბენტთან ერთად, მაგრამ რაც არ ვიცი არ ვიცი....

Posted by: shuma89 29 Nov 2019, 12:20
iko-iko
iko-iko
დიდი მადლობა გამოხნაურებისთვის.
ადრე იხვი მყავდა და იმათ მოვლაპატრონობაში კი ვერკვევი, მაგრამ ქათამი ბევრად ფაქიზი არსებაა, სხვა პირობები უნდა და ვცდილობ რესურსი რაც მაქვს შენობა სოფელი ეზო პლიუს საკმარიაად დიდი ფართობის ნაკვეთები 8 ჰექტრამდე როგორმე გამოვიყენო, თან სოფლის მეურნეობა ძალიან მიყვარს, კიდევ რაღაცეები მაქვს თეორია შესასწავლი, გაზაფხულიდან მინდა რაღაცეები პრაქტიკაშიც გავაკეთო.
მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილია მეკვერცხული ქათმის მოვლა იმ პირობებში რაც ზემოთ ჩამოვთვალე.
საქათმედ გამოვიყენო 60 კვადრატიანი ამჟამად არსებული შენობა, დაბლა ბეტონია მთლიანად, კედელი ქვის ბლოკია. შიგნითვე მინდა მყავდეს ცივ დღეებში რადგან კვერცხმდებლობის ამბაში შეფერხება არ შევუქმნა დაბალი გარემოს ტემპერატურით, პლიუს სინათლე დღეღამეში 13-14 საათი, მგონი ნორმალური დროა, თბილ დღეებში ეზოში გავუშვებ 3 ჰექტარია, ნარგავები მაქვს რაღაცეები დარგული ახლები.
ეს პირობები რამდენად მისაღები იქნება სუპერ ხარკოს ან მსგავსი ჯიშისთვის, ან რომელ ჯიშს მირჩევთ სხვას.
მინდა რომ სტანდარტულად როგორც არის სოფლის კვერცხი ეგეთი მივიღო ბაზრობაზე რეალიზაციისთვის, სქელკანიანი და განსხვავებული კრნავ მუქი შეფერილობის და არა მაღაზიის კვერცხივით თეთრი და თხელკანიანი, მაღაზიის კვერცხზე 1.5-ჯერ ძვირად ფასობს სოფლის კვერცხი, პატარა ნიშა მინდა ბაზარზე, ჩემთვის წყნარად ვიქნები, სერიოზული კონკურენტები არ მეყოლება, სტანდარტულად სოფლიდან ჩამოტანილი კვერცხის გარდა.
კვერცხის რეალიზაცია არანაირი პრობლემა არ არის რაიონის ბაზრობაზე.

Posted by: iko-iko 2 Dec 2019, 09:52
shuma89
სუპერ ჰარკო ძალიან კარგი ჯიშია, ოღონდ როგორც გითხარი 1 კვადრატზე სამ ფრთაზე მეტი არ დასვა შენობაში, დიდი ზომის ქათამია . . . .
საშუალო კვერცხმდებლობა აქვს 160-ის ფარგლებში, მეხორცულობაც გადასარევი აქვს.
გაითვალისწინე, რომ კვერცხი მთლად სოფლის ქათმის კვერცხის ფერი არ აქვს. სოფლის ქათამს კრემის ფერი კვერცხი აქვს და სუპერ ჰარკოს ყავისფერი.


Posted by: shuma89 2 Dec 2019, 20:07
მხოლოდ 160 კვერცხი წელიწადში? საკმაოდ ცოტა ჩანს sad.gif

სხვა რა ჯიში შემიძლია მოვიძიო ჩემი პირობებისთვის ადვილად მოსარგები რომ იყოს?
ერთიც მაინტერესებს, ჯიშობრივი მახასიათებლები მესამე თაობაში უკვე იკარგებაო და უკვე მესამე თაობა აღარ ღირსო, ჯობია ახლები ჩამოიყვანოო, როგორ შეიძლება შევინარჩუნო ჯიშობრივი მახასიათებლები? ორი ან სამი გუნდი შემიძლია ვიყოლიო განცალკევებულად საინკუბაციო კვერცხიც რო თავად ვაწარმოო საკუთარი მყავდეს. როგორც ვიცი ერთი სისხლი რო ტრიალებს მაგან იცის ჯიშის გაფუჭება და მწარმოებლურობის დაწევაო.

Posted by: iko-iko 4 Dec 2019, 15:42
shuma89
სუპერ ჰარკო ნამდვილად არაა ცუდი ჯიში უბრალოდ ეს ქათამი პრაქტიკულად წითელი ბროილერის მეხორცულობასთან არის ახლოს და კვერცხმდებლობა ძაან ბევრი არ აქვს მაგრამ როგორც მეხორცულ-მეკვერცხული ჯიშისთვის ძალიან კარგი მახასიათებელია.

რაც შეეხება ჯიშობრივ მახასიათებლებს მართალია, ჯიშის შიგნითა სელექციური ჰიბრიდიზაცია იძლევა საშუალებას კონკრეტული ჯიშისთვის უფრო მაღალი პროდუქტიულობა იქნას მიღებული ამიტომაც მიმარტავენ ჰიბრიდიზაციას, მაგრამ ჰიბრიდული ნიშანთვისება მომდევნო თაობებში იკარგება. ამიტომ თუ მაღალპროდუქტიული ფრინველი გინდა მაშინ ჰიბრიდული უნდა გყავდეს, შესაბამისად ახლების ჩამოყვანა რეკომენდირებულია....

ჯიში უნდა შეარჩიო იმის მიხედვით შენ რა მიმართულებაც გინდა, ფერი, კვერცხის მასა, რაოდენობა, შენახვის ტიპი, ტექნოლოგია და ა.შ.



* * *
shuma89
პრინციპში მე შემიძლია დაგაკავშიროთ უცხოეთში გენეტიკის გამყიდველებს, რომლებიც ყიდიან ძალიან კარგ ჯიშებს და ჰიბრიდებს ბევრი მიმართულებით, ეზოკარობრივი და თავისუფალი შენახვის ტიპის მეფრინველეობისთვის განკუთვნილი ფრინველია.

Posted by: vixn 4 Dec 2019, 19:30
iko-iko
ჩვენთან შესაძლებელია სოფლის ქათმის მსგავსი ჯიშის შეძენა , გაზრდილი კვერცხის დება რომ ქონდეს, ეზოს პირობებში .

Posted by: shuma89 5 Dec 2019, 00:45
QUOTE (iko-iko @ 4 Dec 2019, 15:42 )
shuma89
სუპერ ჰარკო ნამდვილად არაა ცუდი ჯიში უბრალოდ ეს ქათამი პრაქტიკულად წითელი ბროილერის მეხორცულობასთან არის ახლოს და კვერცხმდებლობა ძაან ბევრი არ აქვს მაგრამ როგორც მეხორცულ-მეკვერცხული ჯიშისთვის ძალიან კარგი მახასიათებელია.

რაც შეეხება ჯიშობრივ მახასიათებლებს მართალია, ჯიშის შიგნითა სელექციური ჰიბრიდიზაცია იძლევა საშუალებას კონკრეტული ჯიშისთვის უფრო მაღალი პროდუქტიულობა იქნას მიღებული ამიტომაც მიმარტავენ ჰიბრიდიზაციას, მაგრამ ჰიბრიდული ნიშანთვისება მომდევნო თაობებში იკარგება. ამიტომ თუ მაღალპროდუქტიული ფრინველი გინდა მაშინ ჰიბრიდული უნდა გყავდეს, შესაბამისად ახლების ჩამოყვანა რეკომენდირებულია....

ჯიში უნდა შეარჩიო იმის მიხედვით შენ რა მიმართულებაც გინდა, ფერი, კვერცხის მასა, რაოდენობა, შენახვის ტიპი, ტექნოლოგია და ა.შ.



* * *
shuma89
პრინციპში მე შემიძლია დაგაკავშიროთ უცხოეთში გენეტიკის გამყიდველებს, რომლებიც ყიდიან ძალიან კარგ ჯიშებს და ჰიბრიდებს ბევრი მიმართულებით, ეზოკარობრივი და თავისუფალი შენახვის ტიპის მეფრინველეობისთვის განკუთვნილი ფრინველია.

მე ვეძებ სოფლის ქათმის ფერი კვერცხისმდებელ ჯიშს, ნაწილობრივ ეზოს პირობებში რო მყავდეს, საშუალოდ ამ პირობებში 250-280 კვერცხისდებით, რაც მთავარია მინდა ჯიში და არა ჰიბრიდი, რონელიც მეორე თაობა უკვე განახევრებული კვერცხდებით შემრჩება, მინდა ჯიში, რომელიც თვადვე გავამრავლო და არა უცხოეთიდან ვეზიდო ყოველ მეორე წელს. არც მაინცადამაინც დიდ კვერცხდებას ვითხოვ პრინციპში, 280 უკვე კარგი იქნებოდა ჩემს სიტუაციაში, რაც შეეხება შემოყვანას 100 ქათმისთვის არ მგონია ვინმეს უღირდეს უცხოეთიდან შემოტანა, რუსეთში მაქვს კავშირები შემიძლია იქედან კვერცხის ამბავი გავაკეთო მთავარია ვიცოდე სად ვიყიდო და ვისგან.

Posted by: iko-iko 5 Dec 2019, 13:09
shuma89
წარმატებები....

ეგეთ ჯიშს თუ იშოვი მეც მითხარი, ვიყიდი.

Posted by: shuma89 5 Dec 2019, 14:03
iko-iko
გამრავლების პრობლემის გარდა სხვა პირობების დაკმაყოფილებისთვის რომელიმე ჯიში ვერ შეირჩევა? თუ მეტისმეტი მოვინდომე?

Posted by: iko-iko 5 Dec 2019, 18:15
shuma89
შენ გინდა რომ ქათამმა დადოს მოცისფრო ფერის კვერცხი, როგორსაც სოფლის დედალი დებს, თანაც 250-280 მაინც, მაგრამ ეგეთ ჯიშებს მაგდენი კვერცხის დადება ცოტა უჭირთ, თორე თეთრნაჭუჭიანი და წითელნაჭუჭიანი ჯიშები კი არსებობს მაგრამ ეგენი მაინც ფაბრიკის კვერცხებს გავს.

თან თუ ქათამი გინდა რო დედალის პონტშიც გაიყიდოს როგორც სოფლის დედალი ლეგჰორნი ნაღდად არ გამოგადგება, რო გაპუტავ დამხრჩვალ ყვავს გავს.

თან შენ თუ ხალასჯიშიანი უნდა იყიდო რო ნაღდად იმდენი კვერცხი მიიღო ფასი იგივე ჰიბრიდის აქვს. ჰიბრიდს იმიტომ ეტანება მწარმოებელი რო ვთქვათ იგივე პლიმუტროკი რომ აიღო და ხალასჯიშიანი შეინახო ყველა პონტში მაინც ნაკლებ კვერცხს დადებს ვიდრე იგივე პლიმუტროკის ჯიშშივე წარმოებული ჰიბრიდის.

ანუ აქ როგორი რაღაც არის იცი... მაგალითად იგივე პლიმუტროკი სელექციონერულ რეპროდუქტორებს დაყოფილი ჰყავთ რამდენიმე მიმართულების ელიტურ ხაზად რომელტა საბოლოო შეჯვარებით უკვე იციან რა ნიშანთვისების საბოლოო ჰიბრიდი ეყოლებათ, შესაბამისად საბოლოო ჰიბრიდი ერთი და იგივე ჯიშში შეიძლება გამოიყვანონ როგორც მეკვერცხული ისე მეხორცულიც.

თუ ფასი იგივე უნდა დაგიჯდეს იმ წიწილის რისი აღწარმოებაც გინდა, არ ჯობია ბარემ ისეთში გადაიხადო რომელიც უფრო მაღალპროდუქტიულია?
ეს ყველაფერი ხო დათვლილია და მეწარმეები გიჟები საერთოდ არ არიან ჰიბრიდებს რომ ატრიალებენ....

ხო მართლა კინაღამ დამავიწყდა, ჰიბრიდიზაციას ასევე იმიტომაც აკეთებენ ხოლმე, რომ დედალი და მამალი გაირჩეს გამოჩეკვიდან პირველ დღეს. შესაბამისად თუ შენ სოფლის კვერცხის წარმოება გინდა შეზღუდულ ფართობზე მაშინ რათ გინდა რო მამალიც ზარდო იქამდე სანამ სქესზე არ გაირჩევა? ამიტომ იღებ უკვე სქესზე გადარჩეულ ჰიბრისდ რომელიც იცი რომ 98% დედალია და უშვლიპინებენ სოფლის ფერის კვერცხს.....

Posted by: shuma89 5 Dec 2019, 20:46
დავთმე პოზიციები ჰიბრიდული ქათმის განრავლების თაობაზე, ჩემს დანარჩენ მოთხოვნებს რომელი ჯიში მოერგება?

QUOTE
გამრავლების პრობლემის გარდა სხვა პირობების დაკმაყოფილებისთვის რომელიმე ჯიში ვერ შეირჩევა? თუ მეტისმეტი მოვინდომე?



ანუ ნაწილობრივ საქათმეში უმეტესად გარეთ გამოზრდის შემთხვევაში 280 მდე კვერცხს რო ელი ე ჯიში გამიქაჩავს? არეული ფერის კვერცხები რო იცის სოფლის ქათამმა, ზოგი ოდნავ მუქი ზოგი უფრო ღია ფერისები,
ისე თეთრს რონელიც დებს იმ ჯიშს ეზოში რო გაუშვებ და კვება სხვანაირი ექნება ნაჭუჭის ფერს არ შეუცვლის არ გაამუქებს?

Posted by: iko-iko 5 Dec 2019, 21:30
shuma89
როდაილენდი წითელი კვერცხით, ლეგჰორნი თეთრი კვერცხით, სუსექსი ოდნავ შეფერილი კვერცხით....

კვერცხის ფერი ჯიშთან შეჭიდულია და თუ გინდა ჭარხლით კვებე მაინც იმ ფერს დადებს რასაც დებს...

Posted by: david1900 7 Dec 2019, 17:44
ვამზადებ ქათმის გალიებს ლითონის კარკასით, როგორც მეკვერცხული ისე ბროილერის ჯიშის ქათმებისთვის. წყლის მიწოდების ნიპელის სიტემით და ლითონის პადონებით. ერთსართულიანი გალიის ფასია 80 ლარი. ასევე ვამზადებთ 3-4 სართულიან სტელაჟიან გალიებს, რომელთა ფასია 300-350 ლარი.

Posted by: iko-iko 9 Dec 2019, 14:21
david1900
80 ლარი რისი ფასია კვადრატულის თუ ერთი გალიის?

Posted by: stephanozi 9 Jan 2020, 13:48
david1900
აბა სურათები ჩააგდე. ზომები როგორია? ელექტრო დანები ააქვს?

Posted by: zaziki 12 Jan 2020, 13:14
shuma89

ამ ვიდეოს უყურე, შეიძლება გამოგადგეს...



Posted by: shuma89 13 Jan 2020, 00:10
ლეგჰორნიაო საუკეთესოო, მაგრამ ერთი უზუსტობა შევამჩბიე, 330 კვერცხი წელიწადშიო, მაგრამ ყველა ინტერნეტრესურსში 270-280 წერია მეტი არა, რომელია მართალი ნეტავ? 50 კვერცხის ცდომილება კვერცხდებაში არც ისე ცოტაა მგონი. თეთრი კვერცხი აქვს მგონი ხოო? აი სტანდარტული მაღაზიის კვერცხის ვიდით ალბათ.

Posted by: iko-iko 17 Jan 2020, 09:39
shuma89
QUOTE
მაგრამ ერთი უზუსტობა შევამჩბიე

შენ პრაქტიკაში უნდა ნახო უზუსტობები. smile.gif
კალკულატორზე რო გადაითვლიან და "ბიზნესს" იწყებენ, სპეციალისტის რჩევების და მილიონჯერ დამტკიცებული გამოცდელების გათვალისწინების გარეშე. . . . .

საქართველოში ზოგადად ყველა სფეროში არის ერთი და იგივე პრობლემა, ეს არის ვკითხულობთ რაღაცას ვთქვათ იმ სფეროში რაც არ ვიცით და გვირჩია ვთქვათ პროფესიონალმა რაღაც, გადავითვლით და აღმოჩნდა, ძვირია ან დავფიქრდებით და შედარებით ძნელია. მერე ვიწყებთ კიდე გაკითხვას და კიდე და კიდე და კიდე სანამ იმ პასუხამდე არ მივალთ როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ანუ ეგეთ პონტში იმ პასუხს რომ გვეტყვის ვიღაცა რაც ჩვენ გვაწყობს მერე გვიკმაყოფილდება ეგო და.... -ოჰ გამოგვივა კაცო ასე აკეთებს ყველა და ვიწყებთ ჩვენც. მერე ერთი 20 წელი ჭირდება სანამ საკუთარი გამოცდილებით არ მივხვდებით იმას რომ სპეციალისტმა რაც გვირჩია მართალი ყოფილა.


Posted by: shuma89 17 Jan 2020, 20:06
ლეგჰორნის ჯიშზე რა აზრის ხართ? პრაქტიკაში ხო არ გყოლიათ ვინმეს?
საცდელად რო ვიშოვო 100 წიწილი სადმე ხო არ გეგულებათ ან კვერცხის რუსეთიდან შემოტანა ასე პატარა რაოდენობა რამდენად ღირს? ან კონკრეტულად თუ გაქვთ რჩევები აღნიშნულთან დაკავშირებით, მივიღებ ყველანაირ რჩევას, ჯანსაღ კრიტიკას და პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილების გაზიარებას.

Posted by: iko-iko 20 Jan 2020, 17:55
shuma89
ლეგჰორნის კროსებს თუ გაყიდის აქ ვინმე მხოლოდ გადაბერებულს უკვე ფაბრიკაში ნამუშევარს. ხალას ჯიშს აქ შანსი არაა ვერ იშოვნი, არც სხვაგან იყიდი რადგან ელიტარულ ჯიშებს ფასი ადევს ძროხის.....

მოკლედ ასეთი მაფიაა, რანაირი ჯიშის ქათამიც არ უნდა დაამწყვდიო საქათმეში თუ ხალასი ჯიშია მაგის კვერცხდება ვერ გასცდება 220- 260 ცალს.
ამიტომაა, ვისაც უნდა რომ იყოლიოს ქათამი მეკვერცხული მიმართულების, მაშინ ყიდულობენ კროსს რომელიც უკვე დებს გაცილებით მეტ კვერცხს, იმდენად მეტს რომ ჩვეულებრივ ჯიშებთან სხვაობაში იმ შენ ქათამსაც ყიდულობს და კიდე მოგებასაც გიტოვებს, ბოლოს ქატამიც გრჩება ხურდაში.

მაგიტოა რო ვერ გაერკვიე შენსავე მოყვანილ ციფრებში smile.gif
QUOTE
330 კვერცხი წელიწადშიო, მაგრამ ყველა ინტერნეტრესურსში 270-280 წერია მეტი არა, რომელია მართალი ნეტავ? 50 კვერცხის ცდომილება კვერცხდებაში არც ისე ცოტაა მგონი
ჩვეულებრივ ნებისმიერი ხალასჯიშიანი ქათმის კვერცხდება საშუალოდ 70-100 კვერცხით ნაკლები მაინცაა ვიდრე იგივე ჯიშისგან მიღებული კროსის.

ანუ შენ რომც იშოვო ხალასჯიშიანი ლეგჰორნი იმას გაცილებით ნაკლები კვერცხდება ექნება ვიდრე იგივე ლეგჰორნისგან მიღებულ კროსს. და მოყვები გაუგებრობაში ისიც ლეგჰორნია და მეორეც მაგრამ რადიკალურად განსხვავებული პროდუქტიულობით...

ოღონდ არ მოინდომო ახლა ჯანდაბას იყოს დაბალპროდუქტიული და ხალასჯიშიანი მინდაო, ეგეთი ქათმები 50-70 ევროს ფარგლებში ღირს ერთდღიანი წიწილები. ელიტურ ხაზებს ეძახიან მასეთებს....
ჰიბრიდები კი ღირს 1.1-1.25 ევრო ერთდღიანი. გააჩნია რომელი მანდაც ბევრი სხვაობაა. რა მიმართულების გინდა და ა.შ.

თუ რამე ვერ გაიგე კიდე მკითხე და უფრო გავშლი smile.gif მთლა ნუ გაგიკვირდება, ზოგი არც კითხულობს ისე ეწევა მეფრინველეობას wink.gif

Posted by: shuma89 21 Jan 2020, 00:43
რუსეთდან შემიძლია ჩამოვატანინო მაგრამ რომელი ფერმიდან სჯობს რომელია უფრო სანდო სუფთა ჯიში რო ჰყავდეს ეგ ვერ გავერკვიე ჯერ.
ვიცი რომ ჰიბრიდი ჯობია, მაგრამ მე ეზოში 100 ქათამი რო მყავდეს და შევხედო პროდუქტიულობას ეგ არ დამაქცევს, თუ ვნახავ რომ შეიძლება შემოსავლის წყაროდ ვაქციო არც ეგ დამეზარება, თუ არა და სახლში კვერცხი მაინც მექნება ნატურალური.
თუნდაც მაღაზიის ფასი დამიჯდეს.
მოკლედ მივიღებ რჩევებს რუსეთიდან შემოტანაზე, რომელი მეფრინველეობა ავირჩიო იქნებ დამეხმაროთ.ახლოც რო იყოს აჯობებს რათქმაუნდა, ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ჩვეულებრივი სატვირთოთი, სატვირთო მარშუტკით, ახლოდან მეტი შანსი მაქვს რომ ნორმალური ჩეკვა მივიღო.

Posted by: SkitterZ 21 Jan 2020, 03:48
ქათმების მკვლელებო cry.gif

Posted by: MR_ABCD 21 Jan 2020, 17:45
lol.gif help.gif gigi.gif

Posted by: iko-iko 22 Jan 2020, 10:04
shuma89
რაღა რუსეთში უკვეთავ, მასე მიდი საბუდარაში და მოგცემენ, შეგირჩევენ რამეს. ქვეყანა მიმარტულების წიწილს ყიდიან, თან აგიცრიან ისეთ დაავადებებზე რომელსაც შენ სახლის პირობებში ვერ გაუკეთებ...

სუფთა ჯიში ვერ იქნება იაფიანი ქათამი, რატო არ გჯერა ჩემი? სუფთა ჯიშის ფასები იწყება 40 ევროდან ერთდღიანი წიწილის

Posted by: GEORGEXIII 22 Jan 2020, 10:53
iko-iko
QUOTE
სუფთა ჯიშის ფასები იწყება 40 ევროდან ერთდღიანი წიწილის

ვააა რა ფასი ქონია.

Posted by: shuma89 23 Jan 2020, 23:32
iko-iko
ჯიში მინდა კროსი ჰიბრიდი არა.
თავად რო შევძლო მომრავლება მერე, ორ სხვადასხვა მწარმოებელთან ვიყიდი და შევურევ ხოლმე, ხო ამ წესით ხდება ჯიშის შენარჩუნება? ანუ ლეგჰორნის წიწილი ისევ იმავე პროდუქტიულობის ლეგჰორნი რო გამოვიდეს და არა ისე როგორც ჰიბრიდის შემთხვევაშია.

Posted by: iko-iko 24 Jan 2020, 14:36
shuma89
საქართველოში სუფთა ჯიშებს ვერ შეიძენ. იყიდე რომელიმე კროსი და დაატრიალე და მიიღებ ისევ იმ ჩორტს რაშიც საქართველოში გეტყვიან რო სუფთა ჯიშია. წარმატებები. . . .

Posted by: shuma89 25 Jan 2020, 01:00
არ ვიყიდი საქართველოში, მაგალითად რუსეთიდან შემიძლია ჩამოტანა, მაგრამ რამდენიმე ფერმაა და ნდობის ფაქტორია გასარკვევი, ამიტომ 100-200 რო ავიღო და შევხედო რას იზამს შედეგების მიხედვით ვერ დავადგენ რამდენად სუფთა ჯიშია?

Posted by: RexxaR 25 Jan 2020, 16:49
იმდენად გადაჯერებულიოა ბაზარი დიდი კომპანიებით, რა შანსი აქ დამწებს?

ანუ დიდი სუპერმარკეტები ხო უკვე ღებულობენ დიდი კომპანიიდან ყოველ დღე ათასობით კვერცხს.
კარფურში ფუჭდება იმდენი კვერცხი

შენ რო მიიტანო შენი კვერცხი ჩაიბარებენ? ანუ წარმოება უფრო მეტია ვიდრე მოთხოვნა და კარფურს ისედაც აქ მომარაგება დიდი ფერმებიდანდ ა შენ რო მიხვიდე დღეში 10,000 კვერცხ მოგიტანთო დაიტოვებენ???

Posted by: shuma89 25 Jan 2020, 21:15
მაგიტო მიმიწევს გული სოფლის კვერცხის ბაზრისკენ, შედარებით მარტივია ბაზრობებზე კვერცხის გასაღება, კონკურენტი მარტო გლეხი გყავს დადიდი წარმოება არა. ზესტაფონის ქუთაისის ჭიათურა საჩხერე ხარაგაულის ბაზრობები ვიცი და ნამდვილად ვერ იტყვი მიწოდება მოთხოვნაზე მაღალიაო.

Posted by: iko-iko 27 Jan 2020, 09:54
სახლის კვერცხს აქვს თავისი ნიშა და ყოველტვის ექნება, არ ემუქრება გაუსაღებლობა...

Posted by: Seeker 27 Jan 2020, 11:56
გამარჯობა, ბროილერის შესახებ მაინტერესებს
ფერმერულ მეურნეობებს რომ პრემიქსი ურჩევიათ სწრაფი ზრდისთვის და მოგებისთვის ვიცი
მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ბროილერის გაზრდა ოჯახურ პირობებში პრემიქსების გარეშე
თუ არის კვების რაციონის შესახებ სადმე ინფორმაცია(პრემიქსის გარეშე), რითი უნდა ჩააცვლდეს პრემიქსი
ისეთ საკვებს ვგულისხმობ რომელიც სრულფასოვანი იქნება მაგ ჯიშისთვის, ხელი მიგვიწვდება ქართულ ბაზარზე და გვეცოდინება სად იყიდება და რა ღირს

Posted by: shuma89 27 Jan 2020, 13:52
რუსულ გუგლში ეძებე, დევს სრული ინფო, მაგრამ სავარაუდოდ პრემიქსზე ორჯერ მეტი დაჯდება

Posted by: iko-iko 27 Jan 2020, 14:18
Seeker
პრემიქსზე გაქვთ ძალიან ცუდი წარმოდგენა ზოგადად.
პრემიქსის შემადგენლობაში ტუ ჩაიხედებით აღმოაჩენთ, რომ არის სოიოს ან მზესუმზირის შროტი, და ემატება ვიტამინების+ამინომჟავები. ეს იმ პრემიქსს ვგულისხმობ რასაც ზოგადად ცილოვან ვიტამნოვანი პრემიქსი ქვია.

ბროილერი არის გენეტიკურად ძალიან ძლიერი ინტენსივობით მზარდი ქათამი და მისთვის ჩვეულებრივი ღერღილი საკმარისი და იდეალური არცერთ ვარიანტში არ იქნება

Posted by: Seeker 27 Jan 2020, 14:50
iko-iko
QUOTE
პრემიქსზე გაქვთ ძალიან ცუდი წარმოდგენა ზოგადად.
პრემიქსის შემადგენლობაში ტუ ჩაიხედებით აღმოაჩენთ, რომ არის სოიოს ან მზესუმზირის შროტი, და ემატება ვიტამინების+ამინომჟავები. ეს იმ პრემიქსს ვგულისხმობ რასაც ზოგადად ცილოვან ვიტამნოვანი პრემიქსი ქვია.

ბროილერი არის გენეტიკურად ძალიან ძლიერი ინტენსივობით მზარდი ქათამი და მისთვის ჩვეულებრივი ღერღილი საკმარისი და იდეალური არცერთ ვარიანტში არ იქნება


ნამდვილად ასეა, პრემიქსზე არ მაქვს კარგი წარმოდგენა. ვფიქრობ რომ აქვს ისეთი ტიპის დანამატებიც რომელიც სწრაფად ზრდაზეა ორიენტირებული მაგრამ არა ჯანსაღი.
თუ შეიძლება რომ საკვები რომელიც ჭირდება ბროილერს ჩვენვე დავამზადოთ.
პროცენტულად რომ ვიცოდეთ რამდენი რა შევაზავოთ რომ იყოს სრულფასოვანი საკვები ასაკის მიხედვით
სიმინდის , ხორბლის ღერღილი
მზესუმზირის შროტი
ვთქვათ იონჯის ფქვილი
ძვალხორცის ფქვილი ან თევზის ფქვილი მაგრამ ეს ბოლო სად იყიდება ნამდვილად არ ვიცი
ჩვენივე დამზადებული საკვებით რომ გამოვზარდოთ , სხვანაირად ალბათ აზრიც არ აქვს გავალთ და ვიყიდით უკვე მაღაზიის დახლიდან ქათამს

Posted by: iko-iko 27 Jan 2020, 15:14
Seeker
რასაც შენ წერ ისევ ის კომპონენტები უნდა შეიძინო რაც პრემიქსშია ან მზა კომბინირებულ საკვებში.
რაც შეეხება რეცეპტს ასე მარტივად ხელმოსმითი არ არის. ჯერ ეს ერთი, რომ რეცეპტი უფასო არ არის. თუ რატომ არ არის უფასო ქვემოთ გასაგები იქნება.
მეორეც რეცეპტი მზადდება ცხოველის (ფრინველის) ფიზიოლოგიური მდგომარეობის და მისი მოთხოვნის მიხედვით,
ანუ უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს და მესამეც ყველა იმ კომპონენტს რომელსაც შენ აიღებ და ფიქრობ ჩადო (პრემიქსში ხომ ეს არის პონტში) საკვებში აქვს სულ სხვადასხვა ყუათიანობა და შემადგენლობა. შესაბამისად შროტი, კოპტონი, ძვალხორცი, სიმინდი, ქერი, ხორბალი, ვიტამინოვანი დანამატი, ბალახის ფქვილი და სხვა მრავალი ყოველთვის ერთნაირი შემადგენლობის არ არის. წინასწარ უნდა იცოდე მათი შემადგენლობა წინასწარ რათა შეძლო ეს კომპონენტები ერთმანეთში ისე შეურიო, რომ საბოლოოდ მიიღო იმ კონკრეტული ფიზიოლოგიური პერიოდის და მდგომარეობის ფრინველის სრულფასოვანი რაციონი.

ერთი პარამეტრი გაგექცევა, მეორეს უშლის ხელს, მეორე მესამეს და ა.შ. თუ ინტენსიური ქათმის გამოზრდა გინდა ბაბოს მეთოდით, შეეშვი. მაგისთვის არსებობს სპეციალური ექტენსიური ბროილერი სხვათაშორის საბუდარას უნდა ჰყავდეს წესით, რომელსაც ინტენსიური ზრდა არ აქვს და ასე ხელით შერეულ საკვებს იტანს, იზრდება ნელა და აქვს ბევრად გემრიელი ხორცი ფიზიოლოგიური მწიფობის გამო....

Posted by: Seeker 27 Jan 2020, 18:41
iko-iko
QUOTE
რასაც შენ წერ ისევ ის კომპონენტები უნდა შეიძინო რაც პრემიქსშია ან მზა კომბინირებულ საკვებში.
რაც შეეხება რეცეპტს ასე მარტივად ხელმოსმითი არ არის. ჯერ ეს ერთი, რომ რეცეპტი უფასო არ არის. თუ რატომ არ არის უფასო ქვემოთ გასაგები იქნება.
მეორეც რეცეპტი მზადდება ცხოველის (ფრინველის) ფიზიოლოგიური მდგომარეობის და მისი მოთხოვნის მიხედვით,
ანუ უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს და მესამეც ყველა იმ კომპონენტს რომელსაც შენ აიღებ და ფიქრობ ჩადო (პრემიქსში ხომ ეს არის პონტში) საკვებში აქვს სულ სხვადასხვა ყუათიანობა და შემადგენლობა. შესაბამისად შროტი, კოპტონი, ძვალხორცი, სიმინდი, ქერი, ხორბალი, ვიტამინოვანი დანამატი, ბალახის ფქვილი და სხვა მრავალი ყოველთვის ერთნაირი შემადგენლობის არ არის. წინასწარ უნდა იცოდე მათი შემადგენლობა წინასწარ რათა შეძლო ეს კომპონენტები ერთმანეთში ისე შეურიო, რომ საბოლოოდ მიიღო იმ კონკრეტული ფიზიოლოგიური პერიოდის და მდგომარეობის ფრინველის სრულფასოვანი რაციონი.

ერთი პარამეტრი გაგექცევა, მეორეს უშლის ხელს, მეორე მესამეს და ა.შ. თუ ინტენსიური ქათმის გამოზრდა გინდა ბაბოს მეთოდით, შეეშვი. მაგისთვის არსებობს სპეციალური ექტენსიური ბროილერი სხვათაშორის საბუდარას უნდა ჰყავდეს წესით, რომელსაც ინტენსიური ზრდა არ აქვს და ასე ხელით შერეულ საკვებს იტანს, იზრდება ნელა და აქვს ბევრად გემრიელი ხორცი ფიზიოლოგიური მწიფობის გამო....


იგივე კომპონენტების ყიდვა მომიწევს მაგრამ მე მინდა საკვებში არ შედიოდეს ჰორმონული და გენმოდიფიციდრებული დანამატები. მინდა რომ ხორცი იყოს ეკოლოგიურად სუფთა. სხვა შემთხვევაში სავსეა ბაზარი პრემიქსებითაც და ამ პრემიქს ნაწამი უკვე მზა პროდუქტით ქათმის ხორცითაც.

საკვებში შემადგენლობის განსაზღვრა როგორც ვიცი არაა ძვირი სერვისი. ასაკის მიხედვით ვიცი რომ არის კვების რაციონი.
გასაყიდად რაც გამოდის უმეტესად თვენახევრის წიწილებია რომელიც აღწევს დასაკლავ კონდიციას. ბროილერზე ჩემს შემთხვევაში 3 და 4 თვეც რომ იყოს თანახმა ვარ თუ კი იქნება ჯანსაღი ხორცი.
სოფელში გვაქვს ეზო და გვყავს სხვა ჯიშები რომლებიც გემოვნური თვისებებით მართლაც რომ ძალიან კარგია, რაც არ მომწონს ესაა რომ ზრდის დაბალი ტემპი აქვთ.

მანქანით მოძრაობისას ხშირად რადიოს ვუსმენ ხოლმე, შარშან რაღაც გადაცემა იყო და ზუსტად ეს თემა რომ ძალიან კარგია და გამართლებულია ბროილერის გამოზრდა ოჯახურ პირობებში 2თვემდე აღწევს დასაკლავ კონდიციას..... ყურადრება გაამახვილეს რომ აუცილებელია ძვალხორცის ფქვილი და თევზის ფქვილი იქვე დაამატეს რომ აღმოსავლეთ საქართველოში ძვალხორცის ფქვილის შოვნა მარტივიაო და დასავლეთში თევზის ფქვილისო. მე ვერსად ვერ ვნახე ვეტ აფთიაქებში რაც იყო ან შესაზავებელი პრემიქსია ან უკვე შეზავებული
თუ ვინმემ იცის და გვასწაავლის როგორ უნდა გამოიზარდოს მარტივად და ჯანსაღად კარგი იქნება თუ არადა მაგის წვალებას მაღაზიაში ყიდვა ჯობია smile.gif


Posted by: RexxaR 28 Jan 2020, 14:18
სახლის კვეხცხქ კი აქ ნიშა მარა პატარა ნიშა
პატარა ბაზარია

მასიურ წარმოაბეზ ვერ იქნება სახლის ჯვერცხი


Posted by: დავი 29 Jan 2020, 00:36
ბრამას ქათამზე რა აზრის ხართ? კვერცხისდებაც კარგი აქვს და წონაც, სოფლის პირობებს ადვილად ეგუება

Posted by: iko-iko 29 Jan 2020, 09:32
Seeker
მასე აიღე სიმინდის ღერღილი, ჩაყარე 2-3% ძვალხორცი, 8-10% სოიოს ან მზესუმზირის შროტი, თავიდან ცოტა მეტიც შეგიძლია და ეგაა, გაიზარდოს როცა გაიზრდება smile.gif

მე უბრალოდ იმას გეუბნებით, რომ როდესაც სრულფასოვან რაციონზეა საუბარი მაგის შედგენა ერთი ხელის მოსმით ვერ ხერხდება...

Posted by: LevanTx 24 Feb 2020, 11:30
გამარჯობა
პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ ყველას.

ვაპირებ ბიზნესის წამოწყებას ზაფხულიდან. მივიღებ ყველანაირ რჩევას დამწყებისთვის. გამოცდილება არ მაქვს ამ სფეროში და მინდა ჯერ ინფორმაცია მოვაგროვო რაც შეიძლება ბევრი.

მადლობა წინასწარ
* * *
დავამატებ იმას რომ ვფიქრობ სახორცე ჯიშის მოშენებას.

* * *
რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და მინიმუმ რამდენი ფრთით დაწყებას მირჩევდით.

Posted by: Neo777 26 Feb 2020, 16:28
ფერმის დაზღვევაზე რა ხდება ?

ვინ აზღვევს ?

სად აზღვევს ?

საერთოდ აზღვევენ ?

Posted by: dodij 24 Apr 2020, 23:32
გამარჯობა, კვერცხის მდებელ ჯიშს სად ვიყიდი ეხლა ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: shuma89 24 Apr 2020, 23:37
ლეგჰორნს ვეძებ კვერცხი წიწილი ქათამი, სულერთია. რუსეთში ნუ გამაგზავნით და ევროპაში, საქართველოში ვის შეიძლება ჰქონდეს?

Posted by: gio7654321 28 May 2020, 19:01
iko-iko
სალამი, თუ იცით რამდენი ბროილერის ჯიშის ქათმის გამოზრდა შეიძლება 200კვ-ში? ქვეშსაფენზე

Posted by: Scoorp 29 May 2020, 14:34
კანიბალიზმის დროს რა შეიძლება გაკეთდეს? წავიკითხე რაღაც ინფორმაციები, მაგრამ ყველა სხვადასხვა რამეს წერს
პრემიქსს იღებენ
ვიტამინებსაც
განათებაზეც ვეტყვი რომ შეცვალონ (წითელი განათება უკეთესიაო და მართალია?)
კიდევ რა შეგიძლიათ მირჩიოთ? ბევრნი არ არიან, 35 მგონი
და რამდენიმე მამალი ჩაგრავს დედალს, და მერე სხვა დედლებიც ჩაგრავენ იმ დედლებს sad.gif

Posted by: gio7654321 29 May 2020, 17:47
Scoorp
საქონლის სისხლს ურევენ საკვებში წინაგვერდებზე დაწერეს ამ საქმის მცოდნეებმა ეგ რჩევა
* * *
iko-iko
სად წავიდა ეს კაცი ვინ გაგვცემს ეხლა კითხვებზე პასუხს ))

Posted by: ilia132 29 May 2020, 22:56
თუ იცით საქართველოში არის ისეთი კომპანიები ვინც ფრინველის შემოყვანაზე მუშაობს? საქონლის არის და ქათმებთან რა ხდება?

Posted by: gio7654321 5 Jun 2020, 15:24
ხო არ იცით რა ხდება რეალიზაციის ამბავში? მაგალითად რამდენად ძნელია ბროილერის ქათმის რეალიზაცია და თუ იბარებენ სადმე საბითუმო ფასში?

Posted by: bada_bing 7 Jun 2020, 13:32
კახეთში (კერძოდ თელავის მიდამოებში) ქათმების ფერმა არის სადაც 20-მდე ვარიას ვიყიდი? თუ კერძო ტიპისგან უნდა ვიყიდო? ბაზარში ყიდვა არ მინდა drug.gif
ეზოში ძაან დიდი თუთის ხე მაქვს და სანამ თუთების ჩამოცვენა არ მორჩება ძაან მჭირდებიან ქათმები biggrin.gif

Posted by: Lashantelashante 11 Jun 2020, 19:45
გამარჯობათ რა ჯდება ფერმის აშენება
* * *
მაინტერესებს კვადრატულობის მიხედვით დაახლოებით რა ჯდება ქათმის ფერმის აშენება და რამდენ ფრთაზე იქნება გათვლილი. იქნებ მირჩიოთ ჩინეთიდან როგორ ხდება ასაწყობი ფერმის ყიდვა ან რომელი ფირმა უზრუნველყოფს მომსახურებას რომ მაყიდინოს
* * *
გამარჯობათ რა ჯდება ფერმის აშენება

Posted by: shuma89 11 Jun 2020, 22:37
130 კვადრატი შენობა სახურავი ბეტონი დაბლა ფანჯრები კარები, ამეების ამბავი ჯდება 10000 ლარი
დანარჩენს ვერ გეტყვით.
მე ავაშენე 60 კვადრატი და 5000 დამიჯდა, ახლა 130 კვადრატის მისამატებლად გავაკეთე ხარჯთარიცხვა და 8500 ლარი გამოვიდა ხელობის ფულის გარეშე. ტრუბაკვადრატით შეკრული სახურავის ამბავში, ხის კოჭებით და ფიცრითაც იგივე გამოდის მაინც და რკინა უკეთესია.

Posted by: Lashantelashante 17 Jun 2020, 15:59
გამარჯობათ იქნებ დამეხმაროთ ვაპირებ ქათმის ფერმის აშენებას ვინმეს ხომ არ აქვს გამოცდილება რა სტანდარტებია ან მშენებლების კოორდინატები ვისაც აუშენებია

Posted by: kataxxl 17 Jun 2020, 16:42
მე რაც მაქვს ნანახი როგორ ზრდიან ქათამს ფერმაში ნუუუუ

საერთოდ ასაკძალია მასეთი მოშენება ქათმის


Posted by: Dreamer Man 21 Jun 2020, 16:10
მეგობრებო გამარჯობა,

მე და ჩემი ახლობელი ვაპირებთ ვიქირაოთ ფართი ქათმის ფერმისთვის როილერის ჯიშის და სარეალიზაციოდ გვინდა გატანა

რა ხდება აქ რა ფაქტორები გავითვალისწინოთ და ღირს თუ არა ამ საქმის წამოწყება?

Posted by: gio7654321 27 Jun 2020, 16:47
თუ ვინმე ხართ დაინტერესებული ქათმების ფერმის გაკეთებით შეიძლება დალაპარაკება ერთიან საქმეზე. მაქ კაპიტალურად შემოღობილი ნაკვეთი 3000კვ. შენობებით 200-200 კვადრატული, წყალი დენი არის მიყვანილი. თბილისიდან 40 კმში ბაზალეთის ტბასთან. იდიალური იქნება ქათმის ფერმისთვის. მაქ ცოტა თეორიული ცოდნა ფინანსების მოძიებაც შემიძლია თუ დამჭირდა. მომწერეთ ვისაც გაინტერესებთ და დავილაპარაკოთ.

Posted by: giogiokakheli 10 Jul 2020, 07:31
არავის არ გირჩევთ ამ საქმის წამოწყებას რაც თეთრ ბროილერს ეხება , 2 წლის განმავლობაში ბევრი კლიენტი გამოვიცვალე და ცოცხალის წონის ფასი 3.5 ლარია (საშუალოდ) ხანაც 3 ლარზე დაცემულა , წათამი საშუალოდ 7 ლარის საჭმელს ჭამს 40-45 დღის მანძილზე , 1800-2000 იანებს იბარებენ , არც მეტს და არც ნაკლებს , თუ საკუთარი სიმინდი არ გაქვთ , თუ ქირაობას ან აშენებას აპირებთ არ გირჩევთ

Posted by: beqatsiklauri 15 Aug 2020, 08:25
გამარჯობა, ვარ დაწყები და პირველ რეალიზაციას ვახდენ ეხლა.
ჯერ ჯერობით ვყიდი 350-400 ცალამდე ვარიებს ქართული ჯიშის.
593452090
სად როგორ მირჩევთ გაყიდვას ან როგორ ბარემ ეგეც მითხარით ))))

Posted by: Erovnuli_ligaa 18 Aug 2020, 05:05
1000 წიწილს რაფართი უნდა სავარაუდოთ ???

Posted by: stephanozi 1 Nov 2020, 21:04
მეგობრებო, სასუფრეს მეკვერცხულის კვების რაციონზე რას მეტყვით?
მაგალითად 1000 ცალზე რა რაოდებობის საკვები იქნება საჭირო? ფასებიც თუ გექნებათ მთლად იდიალური alk.gif

Posted by: shuma89 4 Nov 2020, 00:27
Erovnuli_ligaa
კვადრატზე 4-5 ფრთაა მაქსიმუმი როგორც მე ვიცი.

* * *
stephanozi
ზოგადად მეკვერცხულზე კვება არის 110-115 გრამი დღიური ნორმა, მაგ საკვები 28 ლარი ღირს 25 კილოგრამიანი, ანუ 1.12 ლარი 1კგ ფასი.
12,3-12,9 თეთრი უნდ დღეში.
აგროფიდის საკვებზე ვამბობ, ნამდვილად კარგი საკვებია, უბრალოდ მგონია რომ ზედმეტად ფქვილივითაა, უფრო უხეში ანუ მსხვილი ნაღერღი უნდა იყოს ჩემი აზრით.

Posted by: kkaaxxaa 25 Dec 2020, 13:42
მოგესალმებით,
სოფელში მინდა პატარა ფერმა გავაკეთო ქათმის. რატომღაც ავარჩიე სახორცე მიმართულება და კერძოდ თეთღი ბროილერის ჯიში. ამ ეტაპზე მაინტერესებს საშუალოდ რამდენია კვერცხის ფასები. ერთგან დავრეკე და ჯერ არ ვიცითო. მაგრამ 80-90 თეთრი იყო ბოლოსო. ეს როგორი ფასია ბროილერის ჯიშისთვის? დაახლოებით 1000 ცალი კვერცხი მინდა თებერვალში რომ შევიძინო. ინკუბატორი მაგ დროს მექნება.
მე კი ავარჩიე თეთრი ბროილერი, მაგრამ თუ ხართ აქ გამოცდილი, რომელიმე სხვა ჯიშს ხომ არ მირჩევთ ხორცისთვის?

Posted by: GEORGEXIII 18 Aug 2021, 22:31
iko-iko
მეგობარო მჭირდება შენი რჩევაა..

საქმე ისაა რომ ამ სფეროში ჩაინიკი ვარ მარაა გარემოპირობებიდან გამომდინარეე... სესხი და ასე შემდეგ.. ვაპირებ პროექტის და ა.შ დაწერას..

ან რაღაც ფინანსებს მოვუყარო თავი და ჩემი ფერმა გავაკეთო...

ბევრი ვიფიქრეე ძროხა, ღორი.. რავი კურდღელი მარააა....

რატომღაც ქათამი უფრო მიმზიდველი გამოდგა...

მინდა როგორც კვერცმდებელა ქათმების ისე სახორცედ გაყიდვააა...

როგორც პოსტებს გადავავლე თვალი მივხვდი რომ ჰიდრიდული ჯიშის ჯობიააა...

მარაა რავი გამოცდილი ხარ ამ საქმეში და რჩევას დიდისიამოვნებით მივიღებდი...

პირადად მაღაზია მქონდა და ბევრი წვრილ-წვრილი კვერცხის ფირმები შემოდიოდნენ აგერ თუნდავ ნოსტე რომ არის როგორ მახსოვს მინივენით მომადგნენ biggrin.gif თავიდან მაგით დაქონდათ კვერცხები...

მარა ფაქტია განვითარდნენ და აგერ მაღაზიების გახსნაც დაიწყეს...

მინდა რამე მცირე ფერმის პონტში მოვხოდო რადგან ყველასთან შედარებით ნაკლები ადგილი გჭირდება ასე თუ ისე...

Posted by: gio7654321 13 Dec 2021, 17:58
სალამი, მაინტერესებს შენობაში ბაქეტირაზე დასმულ ქათმას სუნი ექნება მეზობლები რომ შეაწუხოს?

Posted by: zekota 2 Jan 2022, 13:35
შენობაში პირდაპირ გალიების გარეშე რო მყავდეს 500-მდე კვერცხისმდებელი ..რა მოხდება? წავა ასე საქმე წინ?

Posted by: dodij 23 May 2023, 10:47
სალამი მეგობრებო, მოკლედ მშენებლობა დავიწყე იქ, სადაც ნალოლიავები ფრინველები მყავს და მიწევს გაყიდვა, არის შემდეგი ფრინველები :

1. ინდაური დედალ მამალი (მამალი არის კანადური)
2. ციცარი 2 დედალი და 1 მამალი (კვერცხს დებენ)
3. ქათამი 22 (ყველა კვერცხის მდებელია, მათ შორის არაუკანა, ლივენური და ა.შ.)

გავყიდი სიმბოლურ ფასში

ვფიქრობ 1 000 ლარს

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)