ნუ ეხლა, ხან აერთიანებს, ხან ყოფს. გააჩნია ამ რელიგიის ქურუმებს რა ინტერესები აქვთ. თავის დროზე ქრისტიანობამ რომის იმპერიის გაერთიანებას და სხვა ქვეყნების დაპყრობას შეუწყო ხელი, მაგრამ ქრისტიანობა რომ გამაერთიანებელი გამხდარიყო, ბევრი შრომა მოუწიათ, რაც ქრისტიანული ლიტერატურის გადარჩევა-განადგურებაში და ე.წ. ერესის მიმდევრების ფიზიკურ განადგურებაში გამოიხატა.
სხვა შემთხვევებში კი შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა იმისთვის, რომ ერთმანეთის მოსისხლე მტრებად გაეხადათ ხალხი. სრულიად მარტივი და აბსურდული საბაბიც კი საკმარისი აღმოჩნდა: მაგალითად: როგორ გადაეწერათ პიჯვარი, ეცათ თაყვანი ხატებისთვის თუ არა, რამდენი იყო ღმერთი სამი თუ ერთი, ქრისტე ღმერთი იყო თუ ანგელოზი, სულიწმინდა საიდან გამოდიოდა: მამისგან და ძისგან თუ მხოლოდ მამისგან.... ეს უკანასკნელი კამათის საგანი სრულ იდიოტიზმად ჩანს, მაგრამ ამის გულისთვის ტიპები სახეს ახევდნენ ერთმანეთს და ზოგი ახლაც მზადაა ამისთვის. თან გაითვალისწინეთ: ყველა მათგანი ქრისტიანია!
მუსულმანებს სძულთ ყველა ქრისტიანი და იუდეველი, ხოლო მუსულმანებში შიიტებს სძულთ სუნიტები და სუნიტებს შიიტები. ასევე ასეთი წვრილმანების გამო.
blue_velvetშენ კიდე, აერთიანებსო
)