დღეს, პირველად გადავწყვიტე გამეგო დაახლოებით რამდენი
ფილმი მაქვს ნანახი და შემეფასებინა ყველა ის ფილმი რაც ვნახე.
IMDb ვერ ვიტან გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ
უკეთესი ვერაფერი ვნახე, ამიტომ ამ საიტზე
დავიწყე სამსახურში შევსება ჩემი სიის და 2 საათი ისე გავიდა
ძლივს ავედი 200 ფილმზე
ხვალ გავაგრძელებ)))
ზოგი ფილმის შეფასება მაგრად გამიჭირდა)))
მულტიკებიც მივაყარე სიაში და ანიმებიც
ნუ, რა ### შეფასებებია მანდ და ტოპ 200 ფილმიდან არცეთი
რომ მის ადგილზე არ არის, ეგ ისედაც ვიცოდი, მაგრამ
ძალიან ამეშალა მაინც ნერვები, როდესაც ფელინის რვანახევარი
სადღაც ტრაკში ვნახე
მოქალაქე კეინზე ვიფიქრე დიდი ხანი
მომკალით და არ მიყვარს ეგ ფილმი 8 დავუწერე, ისიც ორჭოფის შემდეგ და კინოში რევოლუციის მოხდენის გამო )))
10 ვატაკე ფელინის რვანახევარს )))
ახლა, ბავშვობაში რაც ვნახე რა გამახსენებინებს, განსაკუთრებით
ბაევიკებს
კაი გასართობია ისე, სადღაც 2000 უნდა ავცდე წესით:დ