8. დავასახელოთ სხეულის რომელიმე ნაწილი: ხელი ფეხი, ცხვირი, პირი. ბავშვთან ერთად ჩვენც მივიტანით თითი წარმოთქმულ ორგანოსთან, როდესაც პატარა ცოტათი გავარჯიშდება, ჩვენ ცრუ მოძრაობები გავაკეთოთ, ბავშვს ავუხსნათ, რომ თვითონ სწორად გააკეთოს.
9. ,,აკრძალული მოძრაობა,, ბავშვს ვაჩვენოთ სხვადასხვა მოზრაობა ხელებით, ფეხებით , თავით... ერთი მოზრაობა, მაგ: ხელის აწევა აკრძალულია, თუ ბავშვი იმეორებს აკრძალულ მოძრაობას, ვარდება თამაშიდან.
10. ,,დაიმახსოვრე და გაიმეორე,, დავუსახელოთ რამდენიმე რიცხვი ან საგანი და მოსმენილი სიტყვები გაიმეოროს თანმიმდევრობით. მაგ: 1, 5, 9, 12 ან ჭიქა, კოვზი, ფეხსაცმელი . სიტყვათა რაოდენობას თანდათანობით ვზრდით.
11. ვთხოვოთ გაიმეოროს ცხოველთა მოძრაობები და ხმა.
როგორ დადის და რას ამბობს ძაღლი?
12.,,მოქმედებათა თანმიმდევრობა,, დაუსახეთ პატარას მოქმედებები, რომლებიც თანმიმდევრულად უნდა გააკეთოს. მაგ: ..მიდი კარადასთან, აიღე წიგნი, დადე მაგიდაზე და გადაშალე,, დაიწყეთ მარტივიდან და გაართულეთ.
13. ,, ფრინავს თუ არა,, თუ დასახელებული საგანი ფრინავს, ხელით გააკეთოს მოძრაობა, თითქოს მიფრინავს. დანარჩენ სიტყვებზე ხელი დაუშვას. მაგ: თვითმფრინავი, ყვავი, ქუდი, კოვზი, თოჯინა, ბეღურა...
14.,,ვის რა უYვარს, დაასახელეთ მცენარე, ადამიანი ან რომელიმე ცხოველი და სთხოვეთ გიპასუხოთ, რა უყვართ მათ.
15. ,,ერთი სიტყვით,, დაუსახელეთ საგნები, და სთხოვეთ დაასახელოს რა ჰქვიათ მათ ერთAდ. მაგ: ქუდი, წინდა შარვალი, კაბა _ტანსაცმელია, ვაშლი, ფორთოხალი, ბანანი_ხილია,... ბოსტნეული... ტრანსპირტი... გარეული და შინაური ცხოველები...ფრინველები, ჭურჭელი...
16. ,,იპოვე ზედმეტი სიტყვა ან საგანი,, დაუსახელეთ ან დაუწყვეთ საგნები მაგ: ვაშლი, ატამი, ჭიქა,მსხალი. დასვით კითხვა: რა არის ზედმეტი? თეფში, კოვზი, ვაშლი, ჩანგალი...
17.,,აღწერა,, დაახასიათოს როგორი შეიზლება იყოს: ადამიანი, ხე, ბუჩქი, მანქანა, რომელიმე ცხოველი...
18.,, ანტონიმები,, დაასახელეთ : დიდი, მაღალი , ძველი... უნდა გიპასუხოთ: პატარა, დაბალი, ახალი...
19. დაასახელეთ სიტყვის პირველი მარცვალი და გააგრძელოს სიტყვა. მაგ დო-დოლი, სკა-სკამი, ტე-ტელევიზორი, ტელეფონი...
20.ნივთების ან სულიერი არსებების შედარება. მაგ: რა აქვთ საერტო პეპელას და ბუზს? ორივე დაფრინავს, ორივეს აქვს თავი, ფეხები... რით განსხვავდებიან?
მოხევეBABACAარა უშავს, ჩემიც მასე იყო, წელს შევიდა სკოლაში და მშვენივრად ითვისებს ახლა ყველა საგანს.
საქართველოში არ ვარ და არაფერი ვიცი წრეების შესახებ.
წარმატებები თქვენს ბაიებს