იტოგში, მთლიანობაში მაგარი სმარტია რა! რაც წინა წლები ჩააგდეს ამ წელს უნდა ამოიღონ, თუ არადა არ ყოფილა ამათი საშველი.
მოკლე მიმოხილვა და შედარება რომ გავაკეთოთ S7 Edge-თან:
1) დიზაინი: პირადად მე უკანა მხარე არ დამევასა მაგრამ რეალში შეიძლება ვაფშე მაგარადაც დაჯდეს ხელში, მარტო იუთუბით ვერ განსაზღვრავ ვერაფერს. თან დიზაინი გემოვნების ამბავია ამ შემთხვევაში -სადაც- გამოკვეთილად მახინჯობა არაფერი არ აქვს სადაც გემოვნებაც უძლურია
S7-თან შედარება: დიზაინი დიზაინია რა, ზოგს S7-ს უკანა მხარე არ ევასება, ზოგს არც M10-ის დაევასება. ასე რომ - ნეიტრალური პოზიცია.
2) ეკრანი: 2K გაფართოება, ფერებზე პპიზე და რამეზე სისულელეა საუბარი, მშვენიერი ეკრანია.
S7-თან შედარება: ვერ იტყვი რომლის ეკრანი ჯობია, ამოლედიც უმაღლეს დონეზეა დახვეწილი მაქსიმალურად, ასე რომ ვის ლსდ ევასება და ვის ამოლედი ეს სხვა თემაა - აქაც ნეირალური პოზიცია.
3) ჩიპსეტი: სნეპ820 - მაღალი დონის პერფორმანსი, გეიმინგი და ა.შ. ცუდს ვერ იტყვი ვერაფერს ამ ჩიპსეტზე, ანტუტუშიც 150კ-ს ააცილა M10-მა.
S7-თან შედარება: პერფორმანსში Exynos 8 და Snap 820 - ს შუა სხვაოაბს რეალურ ხმარებაში ვერავინ შეატყობს. გეიმინგში ცოტა უკეთესი fps უჭირავს ადრენოს, ანუ ჯობია, ანტუტუშიც გაფრინდა ქულებით. რაც შეეხება ენერგოეფექტურობას Exynos უფრო ენერგოეფექტურია, მულტიტასკინგში/მულტიქორში ექსინოსის უპირატესობაა და სინგლტასკინგში/სინგლქორში კი სნეპის (ქაღალდზე/ტესტებში დაწერილ ციფრებზე დაყრდნობით) - აქაც ვერავინ შეატყობს სხვაობას ამ ორ კომპონენტში, ასე რომ - აქაც ნეიტრალური პოზიცია.
4)User Interface/Soft: Sense - აქ სიახლეს არც არაფერს არ ველოდი, რადგანაც წინა მოდელებშიც იდეალურად იყო სენსი, და ძალიან სწრაფი ასე რომ no comment. Soft - პროსტო ერთი ის ფაქტია რომ გაასტოკეს სისტემა კიდევ უფრო, ამოაცალეს აპლიკაციები, ფუნქციური დატვირთვებიც არაფერი დამატებია რასაც ვუყურე.
S7-თან შედარება: ახალი Touchwiz/Samsung's Soft vs Sence/HTC's soft. Touchwiz-იც სუპერია წელს. მაქსიმალურად დახვეწეს და შეამსუბუქეს, თან ფუნქციური დატვირთვაც არ დაუკარგეს შეძლებისდაგვარად.
იტოგში სისწრაფის მხრივ ორივე ლანჩერი სახეს იხევს. სადღაც შეიძლება 0.001 მეასედი წამით მალე ხსნიდეს რამე აპლიკაციას სენსი რაც შეუმჩნეველი იქნება , ამავე დროს თაჩვიზის / სამსუნგის სოფტის პლიუსი კი ისაა რომ უფრო მრავალ ფუნქციურია და თავისი ფიშკები აქვს როგროც ყოველთვის. ორივეს აქვს თავის პლიუსი - მე პირადად მრავალ ფუნქციურობა და ფიშკები მირჩევნია უმნიშვნელო სისწრაფეს რომელიც შეიძლება პრაქტიკაში საერთოდ ვერ შევამჩნიო.
5)კამერა:აი ეს კი აღსანიშნავია, ეღირსა HTC-ს ნორმალური კამერა. რამოდენიმე შედარებები გაკეთდა რაც ვნახე და საკაიფოა.
S7-თან შედარება: ჯერჯერობით რა შედარებებიც ვნახე ფოტოგადაღებაზე, ზოგან S7 ჯობს, ზოგან M10. დუალ პიქსელი და 1.7 მაინც იძლევა სხვაობას ჩემი აზრით და ცოტათი ჯობია S7. უკეთ ვნახავთ მერე სხვადასხვა განხილვებში.
პროფესიონალების შეფასება კი Dxomark-ზე საერთო ქულა ერთნაირი აქვთ ზუსტად - 88. დეტალებში ზოგან ის ჯობია ზოგან ეს, მთლიანობაში უპრიტასება არც ერთს არ მიანიჭეს. - ამ ეტაპზე აქაც ნეიტრალური პოზიცია.
ხოლო ვიდეო გადაღების საერთო შეფასებაში 2 ქულით ნაკლები დაუწერეს M10-ს, ანუ S7 ჯობია აქ. სტაბილიზაციაში და ფოკუსში მიცეს დაბალი შეფასება M10-ს.
P.S. კამერა განსახილველი არც არის მე თუ მკითხავ, უკვე ყველა ბრენდმა ჭკუა ისწავლა კამერის მხრივ და ყველა ფლაგმანს უდევს იმ დონის კამერა რომ თითოეული ჩვენთაგანი სრულიად და მაღალ დონეზე დააკმაყოფილოს ვიდეო/ფოტო გადაღებით.
6) ელემენტი: - ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სმარტფონში დღესდღეობით. ჯერჯერობით არ ვიცით, ტესტები არ დადებულა. მე ეჭვი მაქვს რომ დიდ შედეგს ვერ აჩევენებს, იმიტომ რომ ვინც ცადა 2K სპენზე ყველა ბრენდის ელემენტის მაჩვენებელი უკან წავიდა, მაგრამ დაველოდოთ.
S7-თან შედარება: სიმართლე გითხრათ S7 Edge-ვით ვერ იქნება ამის ელემენტი იასნია, მაგრამ იმედი მაქვს საკმაოდ კარგ შედეგს დადებს M10-იც.
7)
ფასი/მარკეტინგი: ნუ 700$ კატასტროფული ფასია ჩემი აზრით, იმიტომ კი არა რომ ეს სმარტი არ იმსახურებს ან რამე არ უვარგა, პროსტო იმიტომ რომ სუსტი მარკეტინგის ფონზე, სამსუნგის ბაზარზე გამყარებული ადგილის ფონზე, ძალიან გაუჭირდება ამხელა ფასით კონკურენციის გაწევა.
S7-თან შედარება: ასე თუ ისე ფლაგმანებში დღეს ბაზარზე სამსუნგი "აწესებს" ფასებს და წელს კაი ფასში დასვა თავისი ფლაგმანები...მარტივია, გამოუშვებ სმარტს, დაადებ ფასს სამსუნგის ფლაგმანზე ძვირს და არ იყიდება. ეჭვი მაქვს M10 თავიდან "ჩაისვრის" გაყიდვებში თუ 2K დაადეს, შემდეგ მინუსში წასვლა არ ენდომებათ და დააკლებენ ფასს საკმაოდ. რაც ყველასთვის კაია მთლიანობაში, მერე სამსუნგიც დააკლებს ცოტას. მარკეტინგულ მხარეში სამსუნგთან თავიდანვე წააგებს ეს მოდელი მე ესე მგონია.
თან ამოსუნთქვას და ნორმალურად გაყიდვებს არ აცდიან სხვა ბრენდებს
M10 შემოვა, გაყიდვები დაიწყება და მალევე უკვე Note 6 უწევს. ძალიან ბევრი თუნდაც იმიტომ დატორმუზდება M10-ის ყიდვაზე რომ რაღა დარჩა მალე ნოუთიც გამოდის და ბარემ მაგასაც ვნახავო და ა.შ. თან გადმოწიეს ნოუთ6-ის ანონსი ივლისში :X
8) საუნდი: ნუ ეს ბოლოსკენ იმიტომ მოვიტოვე რომ, დარწმუნებული ვარ ისევ ტოპ საუნდი ექნება. ასე რომ ამ კატეგორიაში არ ველოდები "სიახლეს" .
S7-თან შედარება: აჯობებს ამაში M10.
მთლიანობაში მინდა რაღაც წარმატებას მიაღწიოს წელს ამ ბრენდმა, კაი მოდელია M10. პროსტო ფასზე ღორდებიან და ვაფშე უკან არ წაუვიდეთ საქმე. პახოდუ G5-ს ჩაეწილებიან გაყიდვებში
ამ ეტაპზე მე ისევ S7 Edge-ზე ვაკეთებ არჩევანს, ვამჯობინებ მარტივი მიზეზის გამო, სამსუნგის სოფტის/ფიშკების უპირატესობის და ელემენტის უძლიერესი ოპტიმიზაციის გამო.
M10-ზე წყალგაუმტარობის არქონა კიდე არ წარმოადგენს პრობლემას რა
ამდენი S7-ზე არ დამიწერია ბლინ
This post has been edited by BeCooL on 13 Apr 2016, 02:24