Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > სააღდგომო სუფრა


Posted by: August 20 Jan 2007, 18:12
auau-ს მიერ გახსნილ თემაში გადმოტანილია შესაბამისი პოსტები http://forum.ge/?f=82&showtopic=33695527&st=0 -ის თემიდან yes.gif

აღდგომაზე პასკას პოლონელებიც აკეთებენ, მხოლოდ ის რასაც აქ პასკას ეძახიან განსხვავდება ჩვენებური პასკისაგან. აი, პოლონური პასკები ასეთია:
user posted image

პასკა I

500გრ წმინდა ხაჭო (3Xგატარებული მანქანაში). 5 კვერცხის გული, 200გრ შაქრის პუდრი, 100 -150 გრ კარაქი, 1/2 ჭიქა ტკბილი არაჟანი, 50 - 50 გრ ქიშმიში, ნიგოზი, ნუში და ფორთოხლის დაშაქრული კანი, 1 სირჩა კონიაკი, 1/2 ფილა მაგარი შოკოლადი გასაფორმებლად.

ხაჭო გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში; ქიშმიში გავრეცხოთ და დავასხათ კონიაკი და როცა დაიბერებიან გადაციტამოთ საცერზე, რათა დაიწუროს. ქვაბში გათეთრებამდე ავთქვიფოთ კვერცხიოს გულები შაქართან ერთად. ბოლოს დავუმატოთ არაჟანი. ქვაბი ნელ ცეცხლზე დავდგათ და ვურიოთ. გავაცხელოთ, მაგრამ არ ავადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ. ნიშები მოვხალოთ კანი კავაცალოთ, რამდენიმე გადავინახოთ დანარჩენები დავჭრათ.ნიგოზი და ფორთოხლის კანიც წვრილად დავჭრათ (ცოტაოდენი ესენიც გადავინახოთ ). ხაჭო, არაჯან იანი კვერცხის გული, კარაქი, ცუკატები და ვანილი ძალიან მონდომებით ავურიოთ. გადავიტანოთ სველ მარლა ჩაფენილ საცერში. მარლის ბოლოები შევკრათ. დავადოთ პატარა თეფში და რაიმე სიმძიმით მსუბუქად დავწნეხოთ. ასე გავაჩეროთ რამოდენიმე საათი და გადავიტანოთ ლანგარზე. მოვრთოთ ნიგვზებით, ნუშითა და ფორთოხლის კანებით. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.

user posted image

პასკა II

მასალად საჭიროა:

1კგცხიმიანი ან ნახევრად ცხიმიანი ხაჭო, 5 კვერცხის გული, 200 გრ კარაქი, 1/4 ლ ტკბილი არაჟანი, 300 გრ შაქარი, 2 პაკეთი ვანილის შაქარი, 250 გრ ცუკატები (ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, ლეღვისა და გარგარის ჩირები).

ნუშს მდუღარე გადავასხათ, დავჭრათ. საკმაოდ წვრილად დავჭრათ ნიგოზი, ლეღვისა და გარგარის ჩირები.

ხაჭო ხორცის საკეპ მანქანაში სამჯერ გავატაროთ ან მიქსერით მაგრად ავთქვიფოთ. კვერცხის გული და შაქატი ორთქლზე ავთქვიფოთ. ცოტა რომ გაგრილდება დავამატოთ კარაქი და ფუმფულა მასად ავთქვიფოთ. თქვეფას ვაგრძელებთ და ვუმატებღ ხაჭოსა და არაჟანს. ერთგვ აროვანი და გლუვი მასა უნდა მივიღოთ. დავუმატოთ ცუკატები და კარგად მოვურიოთ. მოვაგუნდაოთ და ჩავდოთ ნაჭრის ტომსიკაში. თავი მოვუკრათ, დავდოთ დაფაზე და დავადოთ სიმძიმე - დავწნეხოთ. ამ სახით დავტოვოთ სიცივეში 24 საათის განმავლობაში. ამგვარი პასკის დამზადება ლამაზ ფორმებშიც შეიძლება.

user posted image

პასკა III

მასალად საჭიროა:

2 ლ რძე, 250 გრ არაჟანი (მჟავე და სქელი), 250 გრ კარაქი, 6 კვერცხის გული, 1 - 1,5 ჭიქა შაქრის პუდრი, 3 პაკეტი ვანილის შაქარი, ვანილის ესენცია, ცუკატები, კაკაო, ბისკვიტი.

რძეში შეურიოთ არაჟანი, კვერცხის გულები, ვანილის შაქარი და ავადუღოთ. მიღებული ხაჭო გადავწუროთ და გავაცივოთ. კარაქი, შაქარი და ხაჭო ავთქვიფოთ, დავუმატოთ ესენცია და ცუკატები. პასკის ერთ ნაწილს დავუმატოთ კაკაო. ტორტსადებზე დავდოთ ბისკვიტი, რომელზეც ეს კაკაოიანი პასკა მოვათავსოთ. ზემოდან დავადოთ პასკის II ნაწილი (კაკაოს გარეშე). მოვასხათ შოკოლადის სოუსი ან მინანქარი.

Posted by: Solveig 20 Jan 2007, 22:08
ხაჭოიანი პასკა უკრაინაში გავსინჯე პირველად და..რა ვიცი, დიდი არაფერი არაა. შეიძლება იმიტომ, რომ მე პასკას სხვანაირ რამეს ვუძაXი.

კარგი პასკა უნდა იყოს მშრალი, აფუებული, ყვითელი, ტკბილი და მიხაკ-დარიჩინის გამო უნდა იგრძნობოდეს. ასეთი პასკა გამომივიდა პირველად და უკანასკნელად შარშანწინ (შარშან აქ არ ვყოფილვარ სააღდგომოდ). წელს კიდევ უნდა ვცადო.
თავზე რომ ათქვეფილი ცილით ამინანქრებენ და მძივებს აყრიან, არ მომწონს რატომღაც. ჩვეულებრივ, დაფქული შაქრით მორთული მირჩევნია.

Posted by: August 20 Jan 2007, 23:04
QUOTE (Solveig @ 20 Jan 2007, 21:08 )
ხაჭოიანი პასკა უკრაინაში გავსინჯე პირველად და..რა ვიცი, დიდი არაფერი არაა. შეიძლება იმიტომ, რომ მე პასკას სხვანაირ რამეს ვუძაXი.

კარგი პასკა უნდა იყოს მშრალი, აფუებული, ყვითელი, ტკბილი და მიხაკ-დარიჩინის გამო უნდა იგრძნობოდეს. ასეთი პასკა გამომივიდა პირველად და უკანასკნელად შარშანწინ (შარშან აქ არ ვყოფილვარ სააღდგომოდ). წელს კიდევ უნდა ვცადო.
თავზე რომ ათქვეფილი ცილით ამინანქრებენ და მძივებს აყრიან, არ მომწონს რატომღაც. ჩვეულებრივ, დაფქული შაქრით მორთული მირჩევნია.

Solveig, ეგეთიცა აქვთ, მაგრამ მაგას, რუსებივით ( help.gif რომელიმე პოლონელმა, რომ გამიგოს ეს რა ვთქვი ცოცხალი ვერ გავასწრებ gigi.gif ), კულიჩს ეძახიან. შარშან იტალიიდან ჩამოგვიტანეს პასკა - ზღაპრულად გემრიელი იყო.

radiology, ორიოდე თვე დარჩა. წელს 8 აპრილს ჩვენ და კათოლიკებს აღდგომა ერთადა გვაქვს.

რაც ყველაზე უფრო არ მომწონს კათოლიკების ეგ ეკლესიაში ჭრელა-ჭრულა ფერებია. აგერ II სურათზე მარჯვენა კუთხეში რომ ჭრელი "ცოცხი" ჩანს ეგაა ამათი "ბზა". და არის მერე კონკურსები ვინ უდრო დიდს და ჭრელს დაამზადებს.
კვერცხის არ იყოს. რას არ ახატავენ ზედ.


Posted by: auau 30 Mar 2007, 10:51
აბა კულინარებო, დავფაცურდეთ სააღდგომოდ. რამე განსაკუთრებული ვის რა გაქვთ?მე აღმოვაჩინე "კულიჩი სტალინისთვის."
1.5 ჭიქა რძე + 1.5 სუფრის კოვზი საფუარი 10-15 წთ იდგეს თბილად მერე 500გ ფქვილთან შეიზილოს და დადგეს თბილ ადგილას. ორჯერ როცა ამოვა, დავუმატებთ ამ ნაერთს :
2 - 3 ჭიქა შაქარი+ 6 კვერცხის გული + კარდამონი, მარილი, მუსკატი, 300 გ დამდნარი კარაქი + 6 ათქვეფილი ცილა. მოვზილოთ ცომი ახლიდან.700 გრამამდე იმატებს დაახლოებით ფქვილს.ასე ვერ გაზომავ. ორჯერ როცა ამოვა ცომი, შევურიოთ 150 გ ქიშმიში, 50 გ ნუში და კიდევ დავდოთ თბილად. მერე ზეთიანი ხელებით ქაღალდჩაფენილ ფორმებში ჩავდოთ და ცოტა ვაცალოთ ამოსასვლელად მერე ღუმელში გამოვაცხოთ.
მე ვცადე და კარგი მადა ჰქონია სტალინს. yes.gif

Posted by: xashlama 30 Mar 2007, 20:27
სააღდგომო სუფრას უხდება ბატკნის ჩაქაფული, ტარხუნა, შაშხი, მოხარშული ხბოს ხორცი, ჭანარი, პასკა და წითელი კვერცხები.
ღვინო ააააააააააააუცილებლად ძალიან კარგი!

Posted by: ShadowCat 30 Mar 2007, 21:35
აღდგომაზე ალბათ დედისთან წავალთ და მისეულ პასკას გეახლებით wink.gif

============

ესეც "საკონდიტრო ნაწარმის" თემიდან წამოღებული 2 სააღდგომო რეცეპტი:

КУЛИЧ (პასკა)
© Deiko

В 1 1/2 стаканах теплого молока растворить дрожжи, добавить половину взятой муки, размешать, чтобы не было комков, накрыть и поставить опару в теплое место. Когда объем опары увеличится вдвое, добавить в нее соль, яичные желтки (один желток оставить для смазки), стертые с сахаром и ванилином, масло, все это перемешать, добавить взбитые в пену яичные белки и остальную муку. Тесто должно быть не очень густым, но хорошо вымешенным и свободно отставать от стенок посуды и веселки.
Тесто накрыть и поставить в теплое место. Когда оно поднимется и увеличится в объеме в два раза, добавить изюм (промытый и просушенный), цукаты, нарезанные кубиками, и миндаль, очищенный от кожицы и мелко нарубленный; все это смешать с тестом, которое разложить в формы. Для получения более пышного кулича форму надо заполнить на 1/3 высоты, для более плотного - на 1/2 высоты.
Формы подготовить так: дно покрыть кружком белой, промасленной с двух сторон бумаги, бока смазать маслом и обсыпать мукой или толчеными сухарями. Заполненные тестом формы поставить в теплое место и накрыть полотенцем. Когда тесто поднимется на 3/4 высоты формы, смазать верх взбитым яйцом и поставить в духовой шкаф (не очень жаркий) на 50-60 минут. Во время выпечки форму с куличом надо очень осторожно поворачивать, но не трясти.
Чтобы верх кулича не подгорел, после того как он зарумянился, надо накрыть его кружком бумаги, смоченной водой. Готовность кулича узнают, воткнув в него тонкую лучинку: если вынутая лучинка сухая - кулич готов, а если на лучинке будет тесто - кулич сырой.
После охлаждения кулич можно покрыть глазурью и украсить цукатами, ягодами из варенья, шоколадными фигурками и т. п.

На 1 кг муки - 1 1/2 стакана молока, 6 яиц, 300 г масла или маргарина, 1 1/2 - 2 стакана сахара, 40-50 г дрожжей, 3/4 чайной ложки соли, 150 г изюма, 50 г цукатов, 50 г миндаля, 1/2 порошка ванилина или 5-6 -измельченных зерен кардамона в порошке.

შენიშვნა: 1 კგ-დან ორი ცოტა მოზრდილი პასკა გამომივიდა, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება რომ მართლაც საშუალო ზომის გააკეთო, თორემ დიდი ხანი უნდება გამოცხობას და შეიძლება ზედმეტად გაშრეს. იმის შესამოწმებლად მზად არის თუ არა - მართლაც ხის ჯოხი არის საუკეთესო საშუალება.
პირველად როცა დადგავ ცომს ასაფუვებლად, მაინც და მაინც რბილი არ იქნება და დანარჩენი ინგრედიენტების დამატებისას შეიძლება ცოტა გაგიჭირდება ცომის მოზელვა, მაგრამ არ შეგეშინდეს...
ცომი საკმაოდ დიდი ხანი უნდა ზილო, მანამ სანამ ადვილად არ მოშორდება ხელებს და ჰაერის ბუშტუკები არ გაჩნდება.
წარმატებები!


* * *
პასკა
© BEKO

მე ღამით ვზელ. დილით კიდევ ვაცხობ
მოზელას მაქსიმუმ 15 წუთს ვანდომებ, ცხობას კი უნდა დიდი დრო, მაგრამ იმდენად გემრიელია, მიღირს

1ლ რძე.
10 კვერცხი
1კგ შაქარი.
0,5 კგ კარაქი.
3 სუფრის კოვზი საფუარი.
ქიშმიში გემოვნებით.
ვანილი, მუსკატი, ილი, მიხაკი, ლიმონის ესენცია ან ცედრა.

რძეში გახსნი საფუარს, ცოტა შაქარს, და ცოტა ფქვილს. დააყენებ ნახევარი საათით.
გააკეთებ გოგლიმოგლს, ჩაასხამ გამდნარ კარაქს. და შეურევ ამოსულ მასას. დაუმატებ ფქვილს და მოზელ ნაზ ცომს. რომ ამოვა, მერე შეურევ ქიშმიშს და სუნელებს.

გამოცხობის წინ აუცილებელია ფორმებში გავაჩეროთ ცომი. ფორმებში თავიდან უნდა ამოფუვდეს.

ცხვება ნელ ცეცხლზე. სულ ცოტა 40 წუთი. გააჩნია, რამხელა პასკებს აცხობთ, პატარებს 40 წუთი ყოფნის დიდებს ერთი საათი მაინც უნდა.

პ.ს. უი, მართლა, მარილი დამვიწყნია. მარილი უნდა პასკის ცომს.


Posted by: chxebiani 31 Mar 2007, 00:56
ახალი წლისგან განსხვავები სააღდგომოდ არ მიყვარს ათასნაირი ნამცხვრისა და სხვადასხვა სახის ტკბილეულის მომზადება,

თუნდაც იმიტომ, რომ პასკის მომზადებას საოცრად დიდი დრო მიაქვს... პასკა კი ძააააალიან მიყვარს. smile.gif თან თითქოს არც უხდება აღდგომას ათასი სახის ნუგბარი. smile.gif
საოცრად სადა და ამასთან ლამაზი დღესასწაულია. აი, კვერცხების შეღებვა კი მიყვარს სხვადასხვა ფერად.
შარშან დედაჩემმა ძალიან ლამაზი კვერცხზე გადასაკრავები მოიტანა, რომლებზეც ბიბლიური სიუჟეტებია გამოსახული, არც ბევრ შრომას მოითხოვს:
ვდებთ გადასაკრავში უკვე მოხარშულ და წითლად შეღებილ კვერცხს და ზემოდან მანამდე ვასხავთ მდუღარეს, სანამ გარშემო არ გადაეკვრება . smile.gif
ძალიან ლამაზია და ეფექტურიც.

ბატკნის ჩაქაფაული მიყვარს ააააუცილებლად ახალი ტყემლით, სხვანაირად არა. smile.gif

შაშხით კი ვამაყობთ მთელი ოჯახი biggrin.gif - ბებიაჩემისეული რეცეპტით დამზადებულ-შებოლილი შაშხი აივნის კუთხეში ჩამოკიდული იწონებს თავს და ჩემი ძვირფასი ბიძა ვაშლი და შაქარასავით შესცქერს საამურ ნაჭერს. gigi.gif

ეჰ, როდოს დადგება აღდგომა?!... smile.gif




Posted by: August 31 Mar 2007, 11:38
აქ არის რეცეპტი, რომლითაც ჩვენს ოჯახში სულ ცოტა 3 საუკუნეში საუკეთესო პასკებს ვაცხობთ

http://mamuli.net/qartlosi/bpg/publications_list.asp?vjob=vsub,55

Posted by: kudracha 31 Mar 2007, 13:15
auau
QUOTE
მოვზილოთ ცომი ახლიდან.700 გრამამდე იმატებს დაახლოებით ფქვილს.

ანუ მოზელვის პროცესში დავამატოთ 700 გრამი ხო?

ეს რაა? კარდამონი,

Posted by: August 31 Mar 2007, 13:41
kudracha, კარდამონი ქართულად არის ილი.

Posted by: mainc 31 Mar 2007, 15:35
BadbadGirl

QUOTE
მე თბილისში არ ვარ,

არ ვიცოდი....no.gif rolleyes.gif
QUOTE
ქართველებისათვის ტრადიციული სააღდგომო კერძი მინდა


სააღდგომოდ ქართველებსაც და სხვებსაც სააღდგომო კვერცხები გვაქვს,მაგრამ ეგ სხვებსაც ექნებათ..... smile.gif
ამიტომ რამე ქართული იყოს, ნუ იქნება მაინცდამაინც სააღდგომო....... wink.gif
ხაჭაპური....... წიწილა შქმერულად........ ან გემრიელ ბაჟეში ჩაწყობილი (საცივს რომ წააგავს..)......tongue.gif
ან რამე ნამცხვარი.....ქართული რეცეპტების მეტი რაა..... wink.gif

Posted by: August 31 Mar 2007, 16:05
მე შარშან ჩამომიტანე რომიდან იტალიური პასკა. ჯვრის ფორმა ჰქონდა და ნუშებით იყო "მორთული" ზღაპარი!!! უგემრიელესი!!!
მაგრამ ჩვენი მაინც სხვაა, ალბათ იმიტომ რომ ტრადიციულია და მშობლიური. დედას და ბებიას მახსენებს!
ჩვენს ოჯახში სულ ცოტა 3 საუკუნეში საუკეთესო პასკებს ვაცხობთ

http://mamuli.net/qartlosi/bpg/publication...sp?vjob=vsub,55

თუმცა მე უკვე ამის ნახევარს ვაცხობ ხოლმე და შეიძლება პასკაზე უფრო იმ საწითელპარასკევო სამზადისის და ფუსფუსის გახსენება მიყვარს ჩემი ბავშვობიდან რომ მომყვება. ათასნაირი საღებავები და ნახატის თარგები იყიდება, მაგრამ მე მაინც მხოლოდ ხახვის ნაფრცქვენებით ვღებავ კვერცხებს (აქ ენდრო არ იშოვება)...
სხვათა შორის წელს ჩვენ და კათოლიკებს აღდგომა ერთდროულადა გვაქვს.


Posted by: miau 1 Apr 2007, 14:39
საკონდიტროში გამომცხვარ საუკეთესო პასკასაც კი რატომღაც აკლია ხოლმე სანელები, რაც პასკისთვის (პირადად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) უმნიშვნელოვანესია და მისი გემოს განმსაზღვრელია, ამიტომ, მიუხედავად დიდი შრომისა, მაინც ვარჩევთ ხოლმე, რომ მე და დედაჩემმა შინ გამოვაცხოთთ იგი smile.gif

Posted by: auau 1 Apr 2007, 21:00
kudracha
[quote]ანუ მოზელვის პროცესში დავამატოთ 700 გრამი ხო?

ნამდსვილად მასეა. ფქვილს გააჩნია, ზოგი უფრო მეტი უნდა, ზოგი ნაკლები.მე მზეკაბანით ვაცხობ. ფქვილკომბინატში ვყიდულობ ტომრით და ძალიან კმაყოფილი ვარ. ცომი უნდა იყოს ისეთი, როგორც ხაჭაპურის. მოზელვაში მიხვდები.
* * *
Breaky
მე სამშაბათიდან ვიწყებ პასკების თადარიგს. ერთი რაც ვიცი, შენც მოგიწევს დეგუსტაციაზე დასწრება. მაგარი შრომაა, მაგრამ ღირს! მე ძალიან მიყვარს. miau თუ დაიმსახურებს, იმასაც ვაჭმევ!
2kiss.gif

Posted by: tata-naka 2 Apr 2007, 14:31
Breaky
მე 2 მიკრორაიონი, პლატო. მარჯვენა მხარეს, სადაც ვატიკანის საელჩოა, მანამდე არის panetteria.

დაპირებისამებრ პასკის რეცეპტი.

1კგ ხაჭოს (ჩემი აზრით ნიკორას ხაჭო კარგი იქნება ამ შემთხვევაში) გავქნით საცერში, ბლენდერი და მიქცერი არ იხმაროთ.
400გრ კარაქი ასევე გავქნათ საცერში
10 ცალი მოხარშული კვერცხის გული, ანალოგიურად გავქნათ
შემდეგ მიღებულ მასას ვუმატებთ თითო თითო ჭიქა მოხალულ და დაჭრილ თხილსა და ნუშს.
ასევე ვუმატებთ თუ გაქვთ საზამთროს მურბას, კუბიკებად დაჭრილს (სიროფი კარგათ გადაწურეთ მანამდე)
ასევე ძალიან უხდება ფერადი ჩირები რომ იყიდება, მარაკუიასი და ა.შ., ასევე კუბიკებად დაჭრილი
შაქრის პუდრა, ვანილი და კარიცა გემოვნებით

შემდეგ ვიღებთ ლამაზი ფორმის ჯამებს და ვაფენთ ნამიან მარლას. მიღებულ მასას კარგად ვტენით ამ ფორფებში და ერთი საათით მაცივრში (საყინულე არ უნდა)
შემდეგ გამოვიღებთ და მარლით ადვილად ამოვიღებთ ფორმებიდან
ზემოდან ვისაც გსურთ მოასხავთ გამდნარ შოკოლადს და შეგიძლიათ გააფორმოთ კიდევაც როგორც მოგეწონებათ
.


Posted by: Breaky 2 Apr 2007, 14:35
tata-naka
დიდი მადლობა. დაახლოებით როდის ყიდულობთ ხოლმე? ხუთშაბათს რომ მივიდე, გვიან ხომ არ იქნება? რიგები ხომ არაა ხოლმე?

QUOTE
დაპირებისამებრ პასკის რეცეპტი.

ძალიან საინტერესეო რაღაცაა, პირველად გავიგე და მომინდა biggrin.gif

Posted by: tu-tuna 2 Apr 2007, 14:49
QUOTE (tata-naka @ 2 Apr 2007, 14:31 )
400გრ კარაქი ასევე გავქნათ საცერში
10 ცალი მოხარშული კვერცხის გული, ანალოგიურად გავქნათ

კარაქი ცივი ალბათ ხო? და კვერცხი საცერში როგორ? მიქსერით ხო არ ჯობია?

QUOTE
ასევე კუბიკებად დაჭრილი
შაქრის პუდრა

ეს როგორ? spy.gif

Posted by: tata-naka 2 Apr 2007, 15:51
Breaky
არა გვიან არ იქნება, სულ აქვთ, ხუთშაბათს კაიაsmile.gif
QUOTE
ძალიან საინტერესეო რაღაცაა, პირველად გავიგე და მომინდა 

ხო, საბერძნეთში აკეთებენ ხოლმე
b]tu-tuna[/b] მოხარშული კვერცხის გულზეა საუბარი, გასაქნელად არ იქნება ძნელი, მეც პირველად ვაკეთებ წელსsmile.gif

ხო და კუბიკებად დაჭრილი ჩირები, ესეთი მოგრძო ფორმა აქვთ და ადვილად დაჭრი კუბიკებად, ან სულაც დაჭრილებიც იყიდება. შაქრის პუდრა, ვანილი და კარიცა კი გემოვნებით, როგორც გინდა

Posted by: Breaky 2 Apr 2007, 16:31
tata-naka
მაგ პასკას, საზამთროს მურაბა თუ არ მაქვს, საერთოდ მურაბა რომ არ ვუქნა, დაშავდება რამე? თუ აუცილბლად უნდა რაიმე მურაბა????

Posted by: tata-naka 2 Apr 2007, 16:55
Breaky
არა სხვა არცერთი მურაბა არ უნდა.
მაშინ ჩირები გაუკეთე მხოლოდ, ანანასის ჩირიც იყიდება და ის მოუხდება

Posted by: Breaky 2 Apr 2007, 17:06
tata-naka
QUOTE
არა სხვა არცერთი მურაბა არ უნდა.

ძალიან კარგი!!! გამეხარდა,ა რ მიყვარს მურაბები...

QUOTE
მაშინ ჩირები გაუკეთე მხოლოდ, ანანასის ჩირიც იყიდება და ის მოუხდება

კაი, გავითვალისწინებ.

ამ დღეებში ბაზარში თუ მოვახრეხე გავლა, ვიყიდი ნუშსაც, თხილსაც, ჩირებსაც და გავაკეთებ აუცილებლად!!!!
გამდნარ შოკოლადსაც აუცილებლად მოვასხავ, გემრიელი იქნება.
მერე გაგაგებინებ.

Posted by: ShadowCat 2 Apr 2007, 17:07
Breaky
აუ, მაგ ზავედენიაში მაგარი პიცა აქვთ - გუშინ შევსანსლე biggrin.gif
პასკების რა გითხრათ, მარა საკონდიტრო ნაწარმი მაგარია up.gif

პ.ს. პასკა მურაბით ან ჩირით??? eek.gif
მე პირველად მესმის baby.gif

Posted by: Breaky 2 Apr 2007, 17:09
ShadowCat
QUOTE
პასკა მურაბით ან ჩირით??? eek.gif მე პირველად მესმის


მარტო ეგ გაგიკვირდა??? ხაჭოთიც და მოხარშული კვერცხითაც.
თან ფქვილიც არ უნდა და არც გამოცხობა biggrin.gif მაგარია!!!
ბერძნული სააღდგომო დესერტია ეტყობა...

Posted by: tata-naka 2 Apr 2007, 17:10
http://www.cooking-book.ru/library/obryady/paskha/paskha_paskha.shtml

ამ ლინკის ქვეშ ნახავთ ისე სხვადასხვა ვარიანს
და ესეც ფოტო

Posted by: tu-tuna 2 Apr 2007, 17:19
QUOTE (tata-naka @ 2 Apr 2007, 15:51 )
მოხარშული კვერცხის გულზეა საუბარი, გასაქნელად არ იქნება ძნელი

აააა smile.gif რახანც მოხარშულზეა ლაპარაკი მაშინ ჰო smile.gif! და ისე ნუშთან დაკავშირებითაც ერთი შეკითხვა მაქვს - კანიანად უნდა მოვხალო თუ კანგაცლილი? ერთხელ ვეცადე კანი გამეცალა - კექსს ვაცხობდი - მდუღარე წყლის მეშვეობით მოვაცალე კანი, მაგრამ მერე რაღაც ვერ იყო კაი ხრაშუნა როცა ტაფაზე გამოვაშრე. ამ პასკის შემთხვევაში როგორ უნდა "დავამუშავო" ნუში?

ისე დედაჩემს დავეხმარები კულიჩების გამოცხობაში + მაგ ცომიდან ნიგვზიან რულეტებს ვაკეთებთ ძაან გემრიელი გამოდის, და მე კიდე ჩემით ამ პასკას გავაკეთებ wink.gif, ვნახოთ რა გამოვა.

Posted by: tata-naka 2 Apr 2007, 17:22
საერთოდ კანგაცლილიო, მაგრამ მე მაგის თავი არ მაქვს

Posted by: Dancer 3 Apr 2007, 10:47
მოვიდა აღდგომა ყველას ოჯახში იქნება პასკა. ვისაც გაქვთ სურვილი რომ სახლში გამოაცხოთ და სხვაგან არ იყიდოთ გთავაზობთ უგემრიელესი პასკის რეცეპტს


15 კვერცხი და 1,5 შაქრის ფხვნილი ავურიუთ, გავაკეთოთ გოგლი მოგლი, დავამატოთ 300 გრ გამდნარი თბილი ერბო და 200 გრ გამდნარი თბილი კარაქი. ყველაფერი ეს კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ 200 გრ არაჟანი და 0,5 ლ მაწონი.
ცალკე გავაკეთოთ: 3-4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი გავხსნათ 1ჭ თბილ წყალში. დავასხათ 1 ლ თბილი რძე, ცოტა მარილი, 1 სუპრის კოვზი შაქრის ფხვნილი, იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი. დავდგათ თბილ ადგილას აფუებამდე.
მომზადებული მასა ჩავასხათ გამზადებულ ცომში და დავიწყოთ ცომის ზელა. ზელის დროს ვაყაროთ ფქვილი. სასურველია ვზილოთ 1 სთ. დროდადრო ხელი უნდა ვასველოთ ზეთში. ცომი მზადაა მაშინ, როცა ხელზე აღარ გვეკრობა. ცომის გამზადებამდე 10-15 წუთით ადრე მას ვამატებთ 1 ჩაის კოვზ ვანილს, 1 ჩაის კოვზ გასრესილ მუსკატის კაკალს, 5 ც მიხაკს, 10 ც გახეხილ ილის, ორ ქერქიანად გატარებულ ლიმონს. სასურველია 500 გ ქიშმიშიც,ამის შემდეგ ვაგრძელებთ ზელას.
გამზადებულ ცომს ვფუთავთ და ვდგამთ თბილ ადგილას. როცა ცომი კარგად ამოვა, ვათავსებთ კარაქწასმულ ფორმებში.
თითოეულ ფორმაში ვათავსებთ ცომის ნაწილს ისე რომ ფორმა ნახევრად შეივსოს. შეგვიძლია მოვრთოთ ნუშით ან მიწის თხილით. გამზადებულ ფორმას ვათავსებთ თბილ ადგილას.
ფორმამ ცომი ტომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე რომელზეც კარაქია წასმული ვაყრით მანანის ბურღულს. როცა ფორმაში ცომი კარგად ამოვა, ვდგამთ ღუმელში და ვაცხობთ საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე. როცა შევნიშნავთ რომ ზედაპირი კარგად შეწითლდა, გადმოვდგამთ. პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ვდგამთ მის ძირს ცივ წყალში და ნელი მოძრაობით ამოგვაქვს ფორმიდან. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა. smile.gif

Posted by: Breaky 4 Apr 2007, 14:02
miau
QUOTE
Dancer

ძალიან კაგი რეცეპტი გიწერია, მე და auau ვაპირებთ აუცილებლად გავაკეთოთ.


ეგ დედაჩემის რეცეპტია!!! და მართლა უგემრიელესი პასკები გამოდის up.gif
* * *
tata-naka
August

მოკლდ, დღეს ვიყიდე თხილიც, ნუშიც და ჩირებიც(კუბიკებად დაჭრილი აოსრტი ვიყიდე). კვერცხი, კორიცა, შაქარი, კარაქი მაქვს, ხაჭოს და შოკოლადსაც ვიყიდი. ხოდა პასხა უნდა გავაკეთო აუცილებლად. მერე გაგაგებინებთ.
ისე, რა ძვირი ყოფილა ჩირებიც, თხილიც და ნუში ხომ საერთოდ, ეს უკანასკნელი 250 გრამზე მეტი ვერ ვიყიდე.

Posted by: miau 4 Apr 2007, 15:28
Breaky
QUOTE
მოკლდ, დღეს ვიყიდე თხილიც, ნუშიც და ჩირებიც(კუბიკებად დაჭრილი აოსრტი ვიყიდე). კვერცხი, კორიცა, შაქარი, კარაქი მაქვს, ხაჭოს და შოკოლადსაც ვიყიდი. ხოდა პასხა უნდა გავაკეთო აუცილებლად. მერე გაგაგებინებთ.
ისე, რა ძვირი ყოფილა ჩირებიც, თხილიც და ნუში ხომ საერთოდ, ეს უკანასკნელი 250 გრამზე მეტი ვერ ვიყიდე.


ჰო, ძალიან ძვირია sad.gif

ნუში მგონი სახლში უნდა მქონდეს... ხაჭო მინდა კარგი ვიყიდო... დანარჩენი პრობლემა არ არის. smile.gif

იმდენი პასკის გაკეთება გვიწევს, არ ვიცი მოვასწრებ თუ არა ამის გაკეთებასაც, მაგრამ მინდა. smile.gif

Posted by: tata-naka 4 Apr 2007, 15:43
ისე კვერცხებთან დაკავშირებით თუ გაქვთ რამე იდეები?
მე ყოველთვის წითლად ვღებავ და არ მიყვარს ფერად ფერადები, მაგრამ წელს რამე გაფორმებით მინდა გავაკეთო, ისეც წითლბი მაგრამ უზორებით.
სურათზე არც არისმ მომწონს, მაგრამ მაგას ვერ გავაკეთებ და თქვენ თუ რამე იდეა დაგებადათ გამიზიარეთ რაააა
* * *
ან იქნებ სადმე გინახავთ მაღაზიაში რამე ტრაფარეტები გამყადებული მაგ.?

Posted by: miau 4 Apr 2007, 15:54
tata-naka

რაც შეეხება კვერცხის შეღებვას - იყიდება სპეციალური ლამაზი გადასაკრავები ბაზრობაზე, მასში ჩადებ კვერცხს, დაასხამ მდუღარე წყალს და გადასაკრავი გადაეტკიცება კვერცხს, ძალიან ლამაზია. smile.gif
შეგიძლია ასევე ენდროში ჩასაწყობად რომ მოანზადებ კვერცხს, ზედ დაადე კამის ან ოხრახუშის ფოთლები და რომ შეიღებება ზედ ფოთლები ეხატება. smile.gif


Posted by: miau 4 Apr 2007, 16:29
tata-naka

კი, ჩვენ დღეს საღამოს ვიწყებთ, ხვალ ვაცხობთ, ზეგ პასკა "ისვენებს" და კვირას უკვე გიხაროდენ! tongue.gif smile.gif
შარშან დედაჩემმა აკურთხებინა. smile.gif


Posted by: August 4 Apr 2007, 16:53
miau, მე ვიწყებ ხვალ, დიდ ხუთშაბათს, წითელ პარასკევს ვაცხობ და პასკა დიდი შაბათს "ისვენებს".

Posted by: BaBajanka 4 Apr 2007, 16:54
არც დედია და არც ენდრო givi.gif
მომიწევს გადავღებო აქაური აკვარელებით biggrin.gif
ჯეჯილის გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ ხორბლის შოვნა გაჭიანურდა და მერე გვიანი იყო...

კიდევ კარგი ქართველი ნათესავები მყავს აქ, რომლებიც იზრუნებენ ყველაფერზე, მე კი მათთან წავალ სტუმრად.

ისე მე მიყვარს კვერცხზე უსწორმასწოროდ რომ დაახვევ ძაფებს და ისე მოხარშავ, ნაკაწრებივით აქვს და ძალიან ლამაზია... love.gif

Posted by: tata-naka 4 Apr 2007, 16:57
BaBajanka
QUOTE
კვერცხზე უსწორმასწოროდ რომ დაახვევ ძაფებს და ისე მოხარშავ

ხო ეგეც იდეაა

Posted by: BaBajanka 4 Apr 2007, 17:02
tata-naka

არ ვიცი იცი თუ არა, მამაპაპური მეთოდია, კვერცხებზე აკრავენ სასურველ ფიგურებს, უზორებს და მერე "კოლგოტკაში" biggrin.gif ათავსებენ, მჭიდროდ რომ იყოს კვერცხი და ისე ხარშავენ. ერთი ფეხი ჩულქი გეყოფა ერთ 20 კვერცხე ალბათ biggrin.gif

ადრე მინახია, ჩემი მეზობელი აკეთებდა ხოლმე, ოხრახუშის ფოთოლს აკრავდა და მერე კვერცხები კანადის დროშებივით ჰქონდა givi.gif

Posted by: August 4 Apr 2007, 17:24
Breaky
miau
არ ინანებთ!
შარშან, რომ გავაკეთე თბილისიდან გამოგზავნილი თეთრი ბლის და სამოთხის ვაშლის მურაბა მქონდა. გადასარევად მოუხდა!
მე საერთოდ არ ვყრი ხოლმე ლიმონის და ფორთოხლის ქერქებს. ვჭრი და შაქარში ვინახავ.
წვენს (ვაჟინს) ხომ გადასარევი არომატით იძლევა და მერე თავად ქერქებს ცუკატებად ვიყენებ .
ჩემი ქმარ-შვილი ისეთი "გარყვნილები" არიან, რომ ორი კვირა ზედიზედ კექსი მაინც თუ არ გამოვუცხვე ეგრევე ცხვირებს ჩამოუშვებენ. ჰო და აი, მაგ კექსებისთვის არის მისწრება ის დაჭრილი კანები.
წელს თბილისური მურაბები არა მაქვს, ამიტომ ამ ქერქებს გამოვიყენებ და კიდევ პაწია კოლოფებში იყიდება კანდიზირებული ალუბლები იმას თეთრი ბლის და სამოთხის ვაშლის ნაცვლად.

Posted by: Vika 4 Apr 2007, 17:31
მე იტალიურ პანეტონეს ვყიდულობ ხოლმე, იგივე კულიჩია.

Posted by: djindjidrinji 4 Apr 2007, 21:19
Vika
QUOTE
მე იტალიურ პანეტონეს ვყიდულობ ხოლმე, იგივე კულიჩია.


love.gif მარა ონი ტაიატ ნა გლაზახ რა. ჰაეროვანია მარა, ჰაერი აშკარად ცომზე მეტია biggrin.gif

Posted by: Vika 4 Apr 2007, 21:32
djindjidrinji
ჯინჯ, არა და ყუთზე კალორიები აწერია და 1/14 ნაწილში 300 კკალ თუ რაღაცა. ძალიან მსუქანი ჰაერი გამოდის biggrin.gif

Posted by: Breaky 4 Apr 2007, 21:56
Vika
djindjidrinji

მეც მინდა იტალიური პასკაააა!!!!!!
ზეგ უნდა მოვიარო აქაური მაღაზიები და იმედია, სადმე ვიშოვი. ყოველთვის ვაგვიანებ ხოლმე, 2-3 წელია,
როცა სადაც არ მივედი, ყველგან მითხრეს, გაგვითავდაოოო user.gif

Posted by: August 4 Apr 2007, 22:37
აუ, რა კარგია წელს ერთად რომ გვაქვს აღდგომა!
აღარ ვაცხობ პასკას!!!
ეს წუთია დავბრუნდი სუპერმარკეტიდან და 3 ცალი იტალიური პასკა მოვიტანე! 1 არის პანდორო დი ვერონა და 2 ცალი პანეტონე.
ასე რომ გავაკეთებ ვაშლის ჩემ პეროგს, შოკოლადის ტორტს (თეთრი და შავი(მწარე) შოკოლადები და მოსართავი რამე რუმეებიც უკვე მოვიტანე), ატმის სერნიკს და პოლონურ პასკას (I ან II ვარიანტს).

ჰო, მინდოდა წელს მაინც ცხოვრებაში ერთხელ მეც შემეღება ჭრელა ჭრულა კვერცხები. ავიღე კიდევაც ფაბერჟეს (10 ცალი) და ხალხური (ესეც 10 ცალი) ორნამენტები. სალაროში რომ მოვედი ყველაფერი ნორმალურად იყო და მაინც და მაინც ამ საღებავებზე არ აღმოჩნდა შტრიხკოდი. სხვა აიღეო მოლარემ, მაგრამ მე ამაში ზებუნებრივი ნიშანი დავინახე wink.gif ასე, რომ წელასც ხახვის ფურცლებში ვღებავ კვერცხებს!

Posted by: ShadowCat 4 Apr 2007, 22:40
Vika
QUOTE
ძალიან მსუქანი ჰაერი გამოდის

lol.gif lol.gif
აი, მაგას შეჭამ და იტყვიან შენზე, ჰაერი ასუქებსო biggrin.gif

Posted by: Vika 4 Apr 2007, 22:51
August
QUOTE
ასე, რომ წელასც ხახვის ფურცლებში ვღებავ კვერცხებს!

აგვისტო, მეც ხახვის ფურცლებში ვღებავ და აქაური ხალხი ექსტაზშია, ასეთი ფერი როგორ გამოგდისო, არ იციან biggrin.gif . სუპერმაკეტში ხახვის სტენდთან მოვაგროვებ ხოლმე ფურცლებს და მიმაქვს, გამყიდველს მგონი გიჟი ვგონივარ. biggrin.gif
* * *
ShadowCat
მე ტკბილეულის ყურებითან ვსუქდები, ტაკ ჩტო ეტო დელო პროპაშეე biggrin.gif

Posted by: August 4 Apr 2007, 22:59
Vika,
აქც ეგრეა და თან მე ჩემ ქმარს ვუშვებდი ხოლმე, მაგრამ შარშან კატეგორიული უარი მტკიცა: ხალხს დასაბმელი გიჟი ვგონივარო. ასე რომ წელს უკვე იანვრიდან სახლში ვაგროვებ ხახვის ფურცლებს.
მართალი ხარ! ტყემლით, ტოესც ხახვის ფოთლით მაინც სხვაა! lol.gif

აქ აღდგომაზე ყვითელ ფერს მიაქვს ყველაფერი და მეც გადავწყვიტე ეს სერნიკი გავაკეთო:
user posted image

ატმის სერნიკი ცივად
http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=5229584

Posted by: tu-tuna 5 Apr 2007, 10:18
QUOTE (tata-naka @ 4 Apr 2007, 15:43 )
ისე კვერცხებთან დაკავშირებით თუ გაქვთ რამე იდეები?

გუდვილში შევიძინე ფერად-ფერადი საღებავები, იდეაში პატარა ქალბატონის გულისგასახარებლად, მაგრამ მგონი მასზე უფრო მე ვხალისობ smile.gif! მე ძაან მიყვარს ფერაფ-ფერადები, თან ზოგი ისეთი საღებავია რომ რამდენიმე "აწენოკი" გამოდის თან "პერლამუტროვი" smile.gif! ერთიც საერთოდ ფერადში იღებება და მერე ფლომასტერი მოყვება რომლითაც რაღაცეებს ახატავ wink.gif! და კიდე ერთია სტიკერები აქვს ბაჭიების და კიდევ რაღაცარაღაცეების! მოკლედ ვიხალისებთ ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი პატარა ქალბატონი რომელიც მოუთმენლად ელის smile.gif!

კულიჩებს შაბათს ვაცხობთ ხოლმე და არც ერთხელ არ გვიკურთხია smile.gif- იქნებ წელს მოვაბათ თავი?!? პასკას რაც შეეხება, წელს ფორუმზე დადებული რეცეპტებისა და ლინკების ხათრით ვაპირებ გავაკეთო. გუშინ ხაჭო ვიყიდე და ნაჭერში სიმძიმის ქვეშ მოვათავსე რათა ამომშრალიყო. დღეს გავაგრძელებ wink.gif! და ისე რეცეპტს რაც შეეხება დამატებით ინტერნეტში მოვიძიე და გახეხილი შოკოლადით, ცუკატებით, ნუშითა და ქიშმიშით ვაპირებ.

Posted by: tata-naka 5 Apr 2007, 10:44
კულიჩების კურთხევას რაც შეეხება და კვერცხებისა კიდევ, უბრალოდ მიგაქვთ თუ დღე არის რამე კონკრეტული, როდესაც აკურთხებინებენ, თორემ მამაომ ყველა პასკა ცალ-ცალკე რომ აკურთხოს???
რამე ინფო გააქვთ ამასთან დაკავშირებით?

Posted by: miau 5 Apr 2007, 13:02
Breaky
QUOTE
მეც მინდა იტალიური პასკაააა!!!!!!



იტალიური პასკა დაჯე ჩვენ უბრალო მაღაზიაში იყიდება და შენსკენ როგორ არ არის? smile.gif

ისე, სიმრთლე რომ ვთქვა, იტალიურზე მეტად შინ გამომცხვარი ბევრ სანელ-სუნელიანი "მსუქანი" პასკის ნაჭერი მირჩევნია მნა...მნა... smile.gif

Posted by: tat 5 Apr 2007, 13:21
აუ გაიხარეთ ვინც ხაჭოს პასკების რეცეპტები დადეთ!!!!!!!!!!! 2kiss.gif 2kiss.gif

მაარ ეტყობა ფორუმელებმა დეფიციტი შექმნეს-ფერადი ჩირები გუშინწინ გუდვილში არ დამხვდა და სხვაგან სად არის ხოლმე?

Posted by: Breaky 5 Apr 2007, 13:24
tat
QUOTE
იტალიური პასკა დაჯე ჩვენ უბრალო მაღაზიაში იყიდება და შენსკენ როგორ არ არის? smile.gif


ვიყიდეეეეეეეეეე bis.gif bis.gif

tat
QUOTE
ეტყობა ფორუმელებმა დეფიციტი შექმნეს-ფერადი ჩირები გუშინწინ გუდვილში არ დამხვდა

lol.gif lol.gif

QUOTE
სხვაგან სად არის ხოლმე?

მე გუშინ ვიყიდე დეზერტირების ბაზარში yes.gif

Posted by: tata-naka 5 Apr 2007, 14:23
Breaky
პანეტერიაში იყიდე?
და ჩირების ამბავი როგორ არის? დარჩა ჩემთვისაც?smile.gifsmile.gif

Posted by: Breaky 5 Apr 2007, 14:27
tata-naka
QUOTE
პანეტერიაში იყიდე?


არა, აქვე მარჯანიშვილზე "აკვავიტეში" შევიარე სულ სხვა რაღაცისთვის და რომ დვინახე, ვეცი და ვიყიდე givi.gif

QUOTE
და ჩირების ამბავი როგორ არის? დარჩა ჩემთვისაც?

უფ კიი, დეზერტირები სავსეა ჩირებით. უი, გუშინ რომ ვყიდულობდი, თან ვწუწუნებდი, რა არის, რა ძვირია, ერთ
დღეში გინდათ გამდიდრდეთთქო - ერთმა გამყიდველმა მითხრა: იცი შენ დღეს ერთმა 30კილო ჩირი წაიღო და ფასზე არც უწუწუნიაო lol.gif
იმედია მასეთი ტონობით მყიდველები ბევრი არ იქნებიან და დარჩება შენთვისაც biggrin.gif

Posted by: kudracha 5 Apr 2007, 14:41
ჩემთანაც იყიდება ნახალოვკაშუ სუპერმარკეტში. წითელ ყუთში დევს, საკმაოდ მოზრდილი ჩანს. 11 ლარი ღირს

Posted by: tat 5 Apr 2007, 16:14
Breaky
QUOTE
გუშინ ვიყიდე დეზერტირების ბაზარში 

2kiss.gif

Posted by: Vicki 5 Apr 2007, 17:48
ეზ იუჟვალ, პასკას ბიგ-ბენში ვიყიდი. თუ ვინმემ იცით, უკეთესი სად იყიდება, მასწავლეთ პლზ smile.gif
კვერცხებს კი შევღებავ.

Posted by: Atena 5 Apr 2007, 19:42
მიუხედავად იმისა , რომ პანეტონეს სიამოვნებით გეახლებით, მაინც არ დავარღვიე ტრადიცია და თავად გამოვაცხვე პასკა..ვნახოთ ვისი აჯობებს ჩემი თუ ადრიას (ჩემი იტალიელი მეგობრის )...wink.gif

Posted by: auau 5 Apr 2007, 23:50
Breaky
მე და მიაუ გავლურჯდით კულიჩების ცხობით.რა გითხრა და კაი რამეა მართლა!
კიდევ საფუარიანი ცომის კალათები დავაცხეთ თავისი ვარდებით და ჩემმა შვილმა აფერადა და აფერადა საღებავებით.
კალათებში პასკას და კვერცხებს ჩავაწყობთ .ისეთ ხასიათზე ვარ, რომ არა თვალის პრობლემა, კიდევ რაღაცას მოვიგონებდი. 2kiss.gif

Posted by: Solveig 6 Apr 2007, 00:31
QUOTE
ხაჭოს პასკების

არ მიყვარს. ეგ რა პასკაა.


შარშანწინ გამოვაცხე პასკა (ცხოვრებაში პირველად) და ძალიან კარგიც გამოვიდა!
შარშან უკრაინაში შევხვდი აღდგომას და სულ არ მომეწონა იქაური პასკა..არც მუსკატი ჰქონდა, არც მიხაკ-დარიჩინი. ჩვეულებრივი ტკბილი კულიჩი იყო. თან არ მიყვარს, თავზე რომ შაქრის ჭიქურს უსვამენ და ფერადი შაქრის ბურთულებს აყრიან, იქ კი სწორედ ასეთები ჰყვარებიათ smile.gif ისე აქებდნენ-ნახე რა პასკა გვაქვსო..გულში გავიფიქრე-თქვენ ჩვენებური არ გიჭამიათ მეთქი, მაგრამ რაღას ვიზამდი smile.gif

ვიყიდე უჭიქურო და თან 3 ცალი. ღმერთს სამება უყვარსო-გამყიდველმა ქალმა და ძალით მაყიდინა biggrin.gif

წელს გამოვაცხობ, აუცილებლად ..იმედია, გამომივა..

Posted by: miau 6 Apr 2007, 01:02
ისეთი საყვარელი პასკუნიები მაქვს სახლშიიიიიი, ვუყურებ და ვესიყვარულები gigi.gif

შრომა უნდა, მაგრამ ღირს! :მალე დადგეს აღდგომა: სმაილიკი smile.gif

Posted by: maiko_27 6 Apr 2007, 15:07
August
Vika

მეც მასწავლეთ რა ხახვის ფურცლებით შეღებვა?!შარშან გავაკეთე და ძაან ლამაზი წითელი გამოვიდა,მაგრამ დამავიწყდა როგორ უნდა.არ დაგეზაროთ რა,საღამომდე იქნება მომწეროთ?! წინასწარ მადლობა 2kiss.gif

Posted by: TT+ 6 Apr 2007, 15:19
აუ პასკა როგორ მიყვააააააააარს
უძალიანმაგრესაად

Posted by: BadbadGirl 6 Apr 2007, 16:23
მოკლეთ გუშინ ბევრი ძებნი შემდეგ ვიპოვე კულიჩიsmile.gif
მაგრამ ვერ ვნახე საღებავები კვერცხის შესაღებად.
დღეს მოვხარშე კვერცხები , 10 დან 7 დამისკდა, დანარჩენი სამი კი წითელი ფანქრით გავაფერადე.

იმედია ჩემი კულიჩი გემრიელია.

Posted by: maiko_27 6 Apr 2007, 16:29
მასწავლეთ ვინმემ ხახვით კვერცხის შეღებვა რააა...

Posted by: Vika 6 Apr 2007, 16:42
maiko_27
წითელი ან ყავისფერი ხახვის ფურცლები და კვერცხი ქვაბში ჩადე, ცივი წყალი დაასხი და ხარშე რამოდენიმე საათი. smile.gif

მე გუშინ ვიყიდე 1 ცალი ხახვი.

Posted by: maiko_27 6 Apr 2007, 16:51
Vika

გაიხარე,დიიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: August 6 Apr 2007, 17:09
Vika, რას ამბობ!
რამოდენიმე საათი კვერცხი როგორ უნდა ხარშო?

მე ვაგროვებ ხოლმე ხახვის ნაფრცქვენებს. მერე წითელ პარასკევს, ანუ ამ დილით ჩავყარე ქვაბში ეს ნაფრცქვენები და დავასხი წყალი. ვხარშე დაახლოებით 1 სთ.
გადავწურე. ფურცლები გადავყარე. თვითონ სითხე კი გავაცივე.
დავამატე 1 ს.კოვზი მარილი და ცოტა ძმარი.
გარეცხილი კვერცხები ჩავდევი და ვხარშე ჩვეულებრივად დაახლოებით 10 წთ.

ზღაპრული ფერის გამოდის!
როგორც ჩემმა ქმარმა აღნიშნა ნატურალური ქართული ფერია! თანაც თვითონ კვერცხსაც ძალიან კარგ გემოს აძლევს (მარილის, ძმრის და ხახვის არომატი ნაჭუჭშიც აღწევს). მაგიტომაცაა აღდგომის კვერცხები ძალიან გემრიელი!

maiko_27, გაიქეცი ახლა სუპრე მარკეტში და მოაგროვე ერთი ორი მუჭა ხახვის ნაფრცქვენი.

კვერცხებს რომ ამოიღებ ცივი წყალი დაასხი და ისე გააცივე (ჭამისას კანი ადვილად მოძვრება)

Posted by: Vika 6 Apr 2007, 17:17
August
მარილს და ძმარს მეც დავამატებ. ისე მეც გუშინ მოვხარშე ფოთლები, დღეს კი კვერცხს მოვხარშავ. საერთოდ ერთად ვაკეთებ ხოლმე.

კიდევ ეს ტრიუკი გეცოდინებათ: კვერცხი როცა მოიხარშება და გაცივდება, ზეთით გააპრიალეთ.


August
QUOTE
რამოდენიმე საათი კვერცხი როგორ უნდა ხარშო?

ჩემი გამოცდილებიდან 1 საათი არაა საკმარისი კარგი ფერისთვის.

Posted by: August 6 Apr 2007, 17:19
Vika, კი ზეთით მეც ვაპრიალებ ხოლმე.

გააჩნია რამდენი ნაფრცქვენისგან აკეთებ "საღებავს". მე ახლი წლიდან ვაგროვე ეს ნაფრცქვენები და ძალიან კონცენტრიებული სითხე მქონდა.
მართლა კარგი ფერი გამოვიდა.

Posted by: Vika 6 Apr 2007, 17:33
August
QUOTE
გააჩნია რამდენი ნაფრცქვენისგან აკეთებ "საღებავს".

უჰუ, ტოჟე ვერნო.

Posted by: August 6 Apr 2007, 19:47
ესეც ჩემი კვერცხები.
user posted image
აქ თბილისივით ბევრის შეღებვა არ მჭირდება, რადგან სასაფლაოზე არ მიმაქვს cry.gif
20 ცალზე 2 გამიტყდა cry.gif და ისიც ამოღების დროს.
ჯერ არ გამიპრიალებია. ეს უმცროსი ბიჭის "მოვალეობაა" lol.gif

Posted by: Vika 6 Apr 2007, 20:15
August
ძალიან მაგარია!
რა კარგი დასადები გაქვს, მეც მინდა biggrin.gif

კიდევ მინდა დამემატებინა, რომ მოხარშულ კვერცს თითქმის არ ვჭამ, მაგიტომაც ვხარშავ დო პოტერი პულ'სა biggrin.gif, ძალიან მუქი რომ გამოვიდეს.

Posted by: BadbadGirl 6 Apr 2007, 21:01
QUOTE
August ძალიან მაგარია!

მართლა რა ლამაზი კვერცხებიაsmile.gif
ჩემი სამი კვერცხი კი საშინლად გამოიყურება, ფანქრით გაფერადებული რა იქნება sad.gif მაგრამ სამაგიეოდ ცითელია smile.gif

Posted by: Doloress 6 Apr 2007, 21:38
ეს პირველი აღდგომაა, რომელსაც ჩემს "საკუთარ" ოჯახთან ერთად ვხვდები. smile.gif
კვერცხებიც პირველად შევღებე და სანამ შეიღებებოდა, კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით user.gif
ისეთი არ გამომივიდა, როგორც დედაჩემს, მაგრამ მაინც ლამაზია, თან ჩემია. user.gif

კარგი პასკები სად იყიდება, ხომ არ იცით?! baby.gif
პასკას ნამდვილად ვერ გამოვაცხობ..... smile.gif

Posted by: Breaky 6 Apr 2007, 21:52
dolores
QUOTE
კარგი პასკები სად იყიდება, ხომ არ იცით?!


ბატონებში და ნუცუბიძის მე-2 პლატოზე, პანეტერეაში. ასევე იტალიური პასკაც ყველა ძაან კაია.

Posted by: Doloress 6 Apr 2007, 21:58
Breaky
QUOTE
ბატონებში და ნუცუბიძის მე-2 პლატოზე, პანეტერეაში. ასევე იტალიური პასკაც ყველა ძაან კაია.

ქართული მინდა, ჩვენი, მამა-პაპური, ერბოს და რძის ფხვნილის ყუთებში გამომცხვარი biggrin.gif

Posted by: Breaky 6 Apr 2007, 22:03
dolores
QUOTE
ქართული მინდა, ჩვენი, მამა-პაპური, ერბოს და რძის ფხვნილის ყუთებში გამომცხვარი


ხოდა მაგაზე დაგიწერე:

QUOTE
ბატონებში და ნუცუბიძის მე-2 პლატოზე, პანეტერეაში


Posted by: Solveig 7 Apr 2007, 00:20
მოკლედ, შევღებე კვერცხი. 12 კარგად შეიღება, 3-გასკდა. მართალია, მზე უკვე ჩასული იყო, მაგრამ რა ვქნა-სამსახურში ვიყავი...

ახლა პასკის ცომს ვდარაჯობ. 2-ჯერ ამოვიყვანე უკვე. ცოტა ხანში ფორმებში გადავიტან და მერე ოოო...იმედია არ ჩამივარდება cry.gif

Posted by: BadbadGirl 7 Apr 2007, 00:23
ხალხო როგორ მოახერხეთ კვერცხის მასე კარგად შეღება?
მე რატო არ გამომართლა? ჩემი კვერცხების 70% დასკდა, 20%დაიბზარა და მხოლოდ 10% დარჩა მთლიანი sad.gif ანუ ერთი ცალი sad.gif sad.gif

მე რატომ არ გამომივიდა არაფერი?

Posted by: ILG 7 Apr 2007, 00:42
BadbadGirl
ჩემიც დაიბზარა
მაგრამ მგონი იმიტომ რომ საკმარისად არ დავაცადე მაცივრიდან გამოღებულს
და მაგიტომ
და ამდენი არ უნდა გაგსკდომოდა

August
ჩემებსაც ეგეთი ფერი აქვს
ხვალ დავდებ სურათს პირველად ჩემი შეღებული კვერცხების
მეც ხახვის ფურცლები შევაგროვე დღეს ტესკოში biggrin.gif
და სახლშიც მქონდა ცოტა

და ვისაც ხახვის ფურცლები არ გქონდათ, იყიდებოდა food colouring და მაგითიც შეიძლებოდა შეღებვა smile.gif

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე პანეტონე ვერ ვიპოვე.
დიდი სუპერმარკეტებში არ იყო. გავსებულია იქურობა მარტო შოკოლადის კურდღლებით
იქნებ ვინმემ იცით რატომ აქვთ დასავლეთში კურდღლის ფორმის შოკოლადები?
აქაურმა ვერც ერთმა ვერ მიპასუხა
აშკარად ეტყობათ რომ იციან რას და რატომ აკეთებენ biggrin.gif

ოთახში წითელი კვერცხები რომ დევს, მაინც რაღაც სხვანაირი განწყობა მაქვს smile.gif

Posted by: Vika 7 Apr 2007, 00:48
BadbadGirl
იქნება ცხელ წყალში ჩადე და მალევე ადუღდა? თავიდან არ გინდა სცადო?

ILG
აი რას წერენ:
Пасхальный заяц - неизменный персонаж Пасхи. Легенда о его «принадлежности» к этому празднику родилась в Германии. Причина – пасхальные яйца. Из-за яркой окраски и магической силы, приписываемой пасхальным яйцам, их, разумеется, не могли снести обычные куры. Поэтому в разных землях Германии первоначально существовали различные поверья: в Гессене яйца несла лиса, в Саксонии - петух, в Эльзасе - аист, в Баварии - кукушка. Тогда же начал нести яйца и заяц. Постепенно он вытеснил всех своих «конкурентов» и утвердился по всей Германии.

http://newwoman.ru/xoz20b.html

Posted by: ILG 7 Apr 2007, 00:55
Vika
QUOTE
Тогда же начал нести яйца и заяц.

გასაგებია smile.gif

მაგრამ მე რაღაც ძაან artificial მგონია და გული არ მიმიწევს რომ ვიყიდო smile.gif
შოკოლადი რომ არის მხოლოდ მაგის გამო
თორემ ჩემთვის არანაირი სააღდგომო დატვირთვა არა აქვს

და შეიძლება რომ კვერცხი შაბათსაც შეიღებოს ნეტა?

Posted by: Vika 7 Apr 2007, 00:58
ILG
QUOTE
და შეიძლება რომ კვერცხი შაბათსაც შეიღებოს ნეტა?

არ ვიცი, მე როცა მაქვს დრო, მაშინ ვღებავ. ზოგჯერ კვირა დღესაც biggrin.gif
-----------------------------------



ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!
გავედი მე.
ჰაჰ, ჩვენთან თოვს, ვოტ ეტო და..

Posted by: BadbadGirl 7 Apr 2007, 01:05
Vika
ცივ წყალში ჩავდე, + მაცივრიდან ახალი გამოღებული იყო, + წყალი ძალიან მალე ადუღდა.

მოხარშული კვერცხის მომხმარებლები არ ვართ ოჯახში და შესაამისად ძალიან იშვიათAდ ვხარშავ, არ ვიცოდი ასე თუ დაემართებოდათ. თავიდან არ ვცდი, სამი კვერცხი სრულიად საკმარისია, smile.gif

სად ხარ რომ თოვს?

Posted by: Solveig 7 Apr 2007, 01:08
Vika
QUOTE
Пасхальный заяц - неизменный персонаж Пасхи.

რამდენადაც ვიცი, მანდ ხალხური ტრადიციაა. ჯერ ერტი, აღდგომა ხალხურ წარმოდგენებში ასოცირდებოდა სიცოცხლესთან, ნაყოფიერებასთან (კვერცხიც ხომ სიცოცხლის სიმბოლოა), კურდღელი კი სიცოცხლისუნარიანი და ნაყოფიერი ცხოველია. გერმანიაში ბატონყმობის დროს გლეხებს ევალებოდათ ფეოდალისათვის სააღდგომო საჩუქარი მიერთმიათ და ამ საჩუქარში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ცოცხალი ბოცვერი. გარდა ამისა, ასევე გერმანიაშია ტრადიცია-თითქოს ეს სააღდგომო კურდღელი ბავშვებს ჩუქნის საჩუქრებს (ვითომ დილით ბალიშქვეშ პოულობენ). მოკლედ, მე ასე წამიკითხავს და რამდენად სწორია, არ ვიცი.

Posted by: ლილიანი 7 Apr 2007, 01:57
dolores
QUOTE
კარგი პასკები სად იყიდება, ხომ არ იცით?! baby.gif პასკას ნამდვილად ვერ გამოვაცხობ..... smile.gif

ვეცემიი შენზეეე!!! 2kiss.gif
ძალიან კარგი პასკები აქვს "ბელა"-ს აი თბილისში ძალიან ხოდში რომ იყო ერთი პერიოდი მგის ტორტები smile.gif
კაროცე ვერაზეც აქვს მაღაზია საბურთალოს ბაზართანაც . ფლიაშვილზეც ბარაქას გვერდით smile.gif

Posted by: maknatuna 7 Apr 2007, 02:30
Solveig
QUOTE
მოკლედ, შევღებე კვერცხი. 12 კარგად შეიღება, 3-გასკდა. მართალია, მზე უკვე ჩასული იყო, მაგრამ რა ვქნა-სამსახურში ვიყავი...

მეც ასე ვიცოდი რომ მზის ჩასვლამდე უნდა შეღებილიყო კვერცხი,მაგრამ დღეს ეკლესიაში მოძღვარმა თქვა რომ 2 საათამდე უნდა შეიღებოს.

Posted by: ShadowCat 7 Apr 2007, 03:41
ILG
QUOTE
მეც ხახვის ფურცლები შევაგროვე დღეს ტესკოში

UK-ში ხარ? user.gif

Posted by: Vicki 7 Apr 2007, 11:15
Vika
ძველი ავატარი 2kiss.gif

Breaky
QUOTE
ბატონებში

ვიყიდე და ძალიან მომეწონა smile.gif

BadbadGirl
QUOTE
ხალხო როგორ მოახერხეთ კვერცხის მასე კარგად შეღება?

როგორც მასწავლეს, ენდროს ტოტები(თუ ფესვები) რომ იყიდება, რეცხავ, ამტვრევ, აშრობ და ჩეჩქვავ, შემდეგ ყრი ცივ წყალში და ადუღებ, (თუ გინდა ძალიან მუქი წითელი რომ გამოვიდეს, ამატებ ხახვის ფოთლებს). ყველაფერი ერთად იხარშება 20-30 წუთი. შემდეგ აცივებ და სრულად რომ გაცივდება აწყობ კვერცხებს, რომლებიც ძალიან მალე ღებულობენ ფერს. ასე ვაკეთებ და ძალიან წითელი და მუქი გამოდის smile.gif

Posted by: Doloress 7 Apr 2007, 13:04
ლილიანი
QUOTE
ძალიან კარგი პასკები აქვს "ბელა"-ს აი თბილისში ძალიან ხოდში რომ იყო ერთი პერიოდი მგის ტორტები
კაროცე ვერაზეც აქვს მაღაზია საბურთალოს ბაზართანაც . ფლიაშვილზეც ბარაქას გვერდით 

ვიცი "ბელა". დღეს მივდივართ მე და მიჟი სასეირნოდ და თუ მოვხვდით მაქეთ, შევივლი wink.gif

QUOTE
ვეცემიი შენზეეე!!!

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: tatariani 7 Apr 2007, 13:34
QUOTE
ძალიან კარგი პასკები


ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. პასკა რასაც ჩვენ ვეძახით არასწორია. შესაბამისი სახელი აქვს. კულიჩი ან სააღდგომო კექსი. პასკა ტკბილი არანაირად არააა.. ანუ რასაც ჩვენ მივირთმევთ გახლავთ კულიჩი.

Posted by: August 7 Apr 2007, 14:52
tatariani,ფეჩქიც არა სწორი, მაგრამ მთელი გურია -სამეგრელო ასე ეძახის. lol.gif
არ გეწყინოს! კარგ ხასიათზე ვარ.

ხაჭოს პასკაც ძააან, ძაააან მაგარი გამოვიდა! bis.gif
ჩემი კარალევსკი პეროგი გავაკეთე (მამაჩემს უყვარდა ძალიან) და შოკოლადის ტორტი.
ეს ყველაფერი უკვე მაცივარშია ბადრიჯანთან და სალათასთან ერთად.
ახლა ცოტას სულს მოვითქვამ და ხორცეულს შევუდგები.
იქნებ შემაგვიანდეს აქ შემოხედვა და ამიტომ
user posted image
ყველას წინასწარ გილოცავთ უფლის ბრწყინვალე აღდგომას.
"ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავებსა შინათა
სიცოცხლის მიმნიჭებელი!"
2kiss.gif

Posted by: Solveig 7 Apr 2007, 16:27
QUOTE (maknatuna @ 7 Apr 2007, 01:30 )
Solveig
QUOTE
მოკლედ, შევღებე კვერცხი. 12 კარგად შეიღება, 3-გასკდა. მართალია, მზე უკვე ჩასული იყო, მაგრამ რა ვქნა-სამსახურში ვიყავი...

მეც ასე ვიცოდი რომ მზის ჩასვლამდე უნდა შეღებილიყო კვერცხი,მაგრამ დღეს ეკლესიაში მოძღვარმა თქვა რომ 2 საათამდე უნდა შეიღებოს.

ალბათ დღის ჰო? წესით ეგრეცაა-გამთენიისას აცვეს ჯვარს და მეცხრე ჟამი ალბათ სადღაც მაგ დროისათვის უწევს.

Posted by: miau 7 Apr 2007, 20:10
ხარების მადლი შეგეწიოთ კულინარიელებო! 2kiss.gif
BadbadGirl
QUOTE
ხალხო როგორ მოახერხეთ კვერცხის მასე კარგად შეღება?
მე რატო არ გამომართლა? ჩემი კვერცხების 70% დასკდა, 20%დაიბზარა და მხოლოდ 10% დარჩა მთლიანი  ანუ ერთი ცალი 

მე რატომ არ გამომივიდა არაფერი?


ორი ვარიანტია - 1. ძალიან ცივი, მაცივრიდან გამოღებული კვერცხი პირდაპირ ცხელ წყალში ჩაყრის შემთხვევაში სკდება.
2. სკდება ძველი კვერცხი, ყოველ შემთხვევაში ახალთ-ახალი კვერცხი არ სკდება. sad.gif
საღებავს რაც შეეხება - ხახვის ნაფცქვენებთან ერთად აუცილრბრლია ენდროც, წინააღმდეგ შემთხვევაში კვერცხი ხასხასა წითელი არ იქნება. smile.gif
ILG
QUOTE
მეც ხახვის ფურცლები შევაგროვე დღეს ტესკოში


პრაღაში ხომ არ ხარ? smile.gif

Posted by: ILG 7 Apr 2007, 23:13
miau
QUOTE
პრაღაში ხომ არ ხარ?

UK smile.gif


გილოცავთ ხარების დღესასწაულს დაგვიანებით smile.gif

აი ჩემი ხახვის ფოთლებით შეღებილი კვერცხები
ცოტა ფერები არეულია, მაგრამ ალბათ მოსალოდნელიცაა ხახვის ფოთლებში ჩალაგებულისთვის

Posted by: auau 8 Apr 2007, 09:54
ქრისტე აღსდგა! bis.gif
ყველას გილოცავთ!

Posted by: kamala 8 Apr 2007, 11:17
აღსდგა ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავთ






Posted by: Breaky 9 Apr 2007, 13:00
ჩემი ხაჭოს პასკები უუუუგემრიელესი გამოვიდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: August 9 Apr 2007, 13:35
Breaky, 2kiss.gif

ჩემიც!!!.....

Posted by: killer 9 Apr 2007, 13:46
მე მომავალ კვირას გავაკეთებ ხაჭოს პასკებს smile.gif

Posted by: asiko 9 Apr 2007, 13:55
August
QUOTE
ასე რომ გავაკეთებ ვაშლის ჩემ პეროგს, შოკოლადის ტორტს (თეთრი და შავი(მწარე) შოკოლადები და მოსართავი რამე რუმეებიც უკვე მოვიტანე), ატმის სერნიკს და პოლონურ პასკას (I ან II ვარიანტს).


5 სახეობის მარტო დესერტი?? გიჟი ხარ. biggrin.gif

პ.ს. პასკების ატანა არ მაქვს. კულიჩი მულიჩი- იგივე. ამ ხალხს კიდე რა პასკომანია აუტყდა ვერ გავიგე. შაბათს იყო მაგარი, პასკებით დადიოდა ყველა. smile.gif

Posted by: August 9 Apr 2007, 14:22
asiko,
ეჰ, ჩემო კარგო, კიდევ 3 დიდი "ჟარონა" ხაჭაპურიც wink.gif
და ამ დილით რომ ვნახე ჩემს 3 "ვეშაპს" მხოლოდ და მხოლოდ ხაჭაპურის რამდენიმე ნაჭერი, იტალიური პასკის (3 ცალი 500 გრ-იანები მქონდა ნაყიდი) ნახევარი და 2 კვერცხი გადარჩენიათ.
მაგრამ მგონი მთელი ეზო კი "დააპურეს" wink.gif
ძალიან მიხარია, რადგან იმაზე უკეთესი საკურთხი ჩემი მიცვალებულებისათვის არ მეგულება რაც ახალგაზრდებმა გულიანად მიირთვეს.

Posted by: maknatuna 9 Apr 2007, 20:23
Solveig
QUOTE
ალბათ დღის ჰო?

კი, დღის 2 საათამდე. მომავალ წელს შევეცდები, ყველა წესის დაცვით შევღებო კვერცხებიsmile.gif

Posted by: Vika 9 Apr 2007, 20:33
ესეც ჩემები:



Posted by: Dr_Zuzumbo 23 Mar 2008, 22:17
შეღებილი კვერცხების გარდა, სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი, მთავარი ატრიბუტი არის "პასექი", რომლის სახელსაც ჩვენთან, შეცდომით, "კულიჩს" უწოდებენ.

რადგან ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც დღეს ზეიმობს მაცხოვრის აღდგომის დღეს, ამიტომ ჩვენც დღეს მოგვიწია აღნიშვნა.

სურათზე ჩვენი სააღდგომო "პასექი", რომლის მრავალნაირი რეცეპტის მოძიება რუსულ კულინარულ საითებზეც შეგიძლიათ. ვისაც არ გიგემნიათ, აუცილებლად იგემეთ- მისი გაკეთებაც არაა ძალიან ძნელი.

Posted by: Solveig 23 Mar 2008, 22:36
QUOTE
ჩვენთან, შეცდომით, "კულიჩს" უწოდებენ.

ჩემს სანაცნობოში ყველა პასკას ეძახის და...

ემიგრაციაში უნდა ვცადო პასკის გაკეთება, მაგრამ არ ვიცი, როგორი გამომივა..

Posted by: Dr_Zuzumbo 23 Mar 2008, 22:44
QUOTE (Solveig @ 23 Mar 2008, 22:36 )
QUOTE
ჩვენთან, შეცდომით, "კულიჩს" უწოდებენ.

ჩემს სანაცნობოში ყველა პასკას ეძახის და...

ემიგრაციაში უნდა ვცადო პასკის გაკეთება, მაგრამ არ ვიცი, როგორი გამომივა..

საქართველოში ამას ეძახდენ "პასკას". უმრავლესობა ალბათ ახლაც ასე უწოდებს. არადა შეცდომაა "პასკა" არის რძის ნაწარმისაგან დამზადებული ნუგბარი, რომლის სურათიც პირველ პოსტში დავდე

Posted by: gabarzgaleba 23 Mar 2008, 22:48
Dr_Zuzumbo
QUOTE
სურათზე ჩვენი სააღდგომო "პასექი", რომლის მრავალნაირი რეცეპტის მოძიება რუსულ კულინარულ საითებზეც შეგიძლიათ. ვისაც არ გიგემნიათ, აუცილებლად იგემეთ- მისი გაკეთებაც არაა ძალიან ძნელი.


QUOTE
საქართველოში ამას ეძახდენ "პასკას". უმრავლესობა ალბათ ახლაც ასე უწოდებს. არადა შეცდომაა "პასკა" არის რძის ნაწარმისაგან დამზადებული ნუგბარი, რომლის სურათიც პირველ პოსტში დავდე


შეგვარგეთ რა მშობლიური ტრადიციები ბატონო ჩემო biggrin.gif wink.gif

Posted by: Johnnie Walker 24 Mar 2008, 03:00
Solveig
QUOTE
ემიგრაციაში უნდა ვცადო

:მიყურადებისსმაილიკი:
რაო...? ვერ გავიგე? smile.gif biggrin.gif
Dr_Zuzumbo
QUOTE
შეცდომაა "პასკა" არის რძის ნაწარმისაგან დამზადებული ნუგბარი, რომლის სურათიც პირველ პოსტში დავდე

იქნებ გვეშლება კიდეც, მაგრამ ჩვენთან პასკა სხვა რამე არის, = ის, რასაც თქვენ "კულიჩს" უწოდებთ smile.gif

Posted by: irmakuna 24 Mar 2008, 05:35



QUOTE
შეგვარგეთ რა მშობლიური ტრადიციები ბატონო ჩემო


yes.gif


მე მენატრება აღდგომა საქართველოში.

user posted image

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Mar 2008, 10:57
QUOTE (Johnnie Walker @ 24 Mar 2008, 03:00 )
იქნებ გვეშლება კიდეც, მაგრამ ჩვენთან პასკა სხვა რამე არის, = ის, რასაც თქვენ "კულიჩს" უწოდებთ smile.gif



"ვაბშეტო" მე, რასაც "კულიჩი"(რუსულად ასე ჰქვია) ვუწოდე და საქართველოში რატომღაც "პასკას" რომ ეძახიან, არის იტალიური სააღდგომო ნამცხვარი, პანეტონნე http://en.wikipedia.org/wiki/Panettone
"პასკა" სხვა არაფერია, თუ არა რუსული Пасха http://www.tarelochka.com/recept/r8047.html
რა თქმა უნდა ეს ნუგბარიც არაა რუსული, როგორც "კულიჩი"- "პასკის" სამშობლო რამდენადაც ვიცი საბერძნეთი უნდა იყოს.

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Mar 2008, 11:46
Dr_Zuzumbo
ამ პეცეპტში
творог - 1кг
- яйцо - 5 шт.
- сливочное масло - 200г
- сахар - 2-3 стакана
- сметана - 2 стакана
- миндаль (очищенный) и изюм (без косточек) - 1/4 стакана
- ванилин - по вкусу

Протереть через сито творог и сливочное масло, добавить сметану, тщательно перемешать, поставить посуду на плиту и довести массу до кипения при непрерывном помешивании деревянной лопаточкой, чтобы масса не пригорела. Тотчас снять с огня и по возможности быстро охладить, также непрерывно помешивая. В остывшую массу добавить сахар, изюм, миндаль, ванилин, все перемешать, положить в пасочницу, плотно вминая массу, сверху положить блюдце, небольшой груз и поставить в холодильник на сутки.
არ წერია, ის 5 კვერცხი როდის უნდა დავუმატოთ rolleyes.gif და შემთხვევით ხომ არ იცით?

Posted by: annak 24 Mar 2008, 13:20
QUOTE
ურათზე ჩვენი სააღდგომო "პასექი",

აუცილებლად გავაკეთებ, რაშიც მასას ჩავასხავთ(მაცივარში შედებისას) წინასწარ ცხიმი ხომ არ უნდა წავუსვათ? თუ იცით?

Posted by: (c)TG 24 Mar 2008, 15:09
დედაჩემი პასქას აკეთებს თავისი რუსი თანამშრომლის რეცეპტით, რომელსაც "კულიჩ" აწერია biggrin.gif უგემრიელესი გამოდის

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Mar 2008, 15:17
QUOTE (annak @ 24 Mar 2008, 13:20 )
QUOTE
ურათზე ჩვენი სააღდგომო "პასექი",

აუცილებლად გავაკეთებ, რაშიც მასას ჩავასხავთ(მაცივარში შედებისას) წინასწარ ცხიმი ხომ არ უნდა წავუსვათ? თუ იცით?

არა, ფორმას ცხიმის წასმა არ უდა, წინასწარ დასველებული მარლა ჩაუფინეთ. ფორმას რა თქმა უნდა ქვეშ ხვრელი უნდა ჰქონდეს, რათა ზედმეტი სითხე გამოიდევნოს. საუკეთესოა, სპეციალურად "პასექისათვის" დამზადებული ხის, პირამიდისმაგვარი ფორმა, მარა მაგის გაკეთებას კარგი დახელოვნებული დურგალი უნდა.

P.S.
აჰა, დურგალი თუ ვინმე შემოდის აქ, მშვენიერი ბიზნეს იდეაა gigi.gif

Posted by: annak 24 Mar 2008, 15:18
პასკის რეცეპტი დედაჩემმაც ძალიან კარგი იცის მაგრამ ძალიან შრომატევადია.
ერთხელ აპრილში აღდგომას წაიღო რაჭაში ჩემმა დამ და ერთი ცალი დარჩათ ბეღელში.
აგვისტოში რომ ჩავედით , დაგვხვდა არანაირი ცვლილება, ოდნავ უფრო გამომშრალი იყო მხოლოდ. ცოტა ხანი ფიქრის შემდეგ გავჭერით და მივირთვით, მშვენიერი გემო ქონდა, სუნი ფანტასტიური.
სპეციალური ფორმები გვაქვს სახლში პასკისთვის, ძალიან კარგი იმაში ვცდი თუ მანამდე რამე უფრო შესაფერისი ვერ ვიშოვე.

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Mar 2008, 15:19
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 24 Mar 2008, 11:46 )
არ წერია, ის 5 კვერცხი როდის უნდა დავუმატოთ rolleyes.gif და შემთხვევით ხომ არ იცით?

კვერცხი ემატებას მას შემდეგ, როცა არაჟანს შეურევთ- ამ დროს მასა იმდენად გაგრილდება, რომ კვერცხები, შეთქვეფისას აღარ აიჭრებიან

Posted by: (c)TG 24 Mar 2008, 15:21
annak
დარჩენილი (თუ დარჩა, რა თქმა უნდა) პასკა ღუმელში გამომშრალი გიჭამია? მნიაა მნიაა
ვიპოვი დედაჩემის პასკა/კულიჩის რეცეპტს და დავდებ. იქნებ სხვებმაც დადოთ და ცოტა მარტივი აღმოჩნდეს, ჩვენს რეცეპტს ბევრი ჩალიჩი უნდა

Posted by: annak 24 Mar 2008, 15:25
©TG
QUOTE
პასკა ღუმელში გამომშრალი გიჭამია? მნიაა მნიაა

არ მიჭამია, წელს ვცდი. რაღაც გადამიყვარდა თითქოს ადრე უზომო რაოდენობით ვჭამდი პასკასაც და კვერცხსაც ეხლა რაღაც "ინტერესი" დავკარგე.
დედაჩემის რეცეპტს დავდებ, ძალიან დიდია, მაგრამ მაინც.
წელსაც გამოაცხობს ალბათ და ვისაც სურვილი გექნებათ გაგასინჯებთ.

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Mar 2008, 19:40
Dr_Zuzumbo
გმადლობთ smile.gif
annak
QUOTE
ერთხელ აპრილში აღდგომას წაიღო რაჭაში ჩემმა დამ და ერთი ცალი დარჩათ ბეღელში.
აგვისტოში რომ ჩავედით , დაგვხვდა არანაირი ცვლილება, ოდნავ უფრო გამომშრალი იყო მხოლოდ. ცოტა ხანი ფიქრის შემდეგ გავჭერით და მივირთვით, მშვენიერი გემო ქონდა, სუნი ფანტასტიური.

ძველ პასკაზე ვგიჟდები smile.gif

Posted by: anakatrin 24 Mar 2008, 21:25
QUOTE
შეგვარგეთ რა მშობლიური ტრადიციები ბატონო ჩემო
მე მენატრება აღდგომა საქართველოში

მეც ძალიან მენატრება აღდგომა საქართველოში.ჩვენს პასკას და წითელ კვერცხს რაღაც სხვანაირად გემრიელი გემო აქვს smile.gif

QUOTE
ჩვენს რეცეპტს ბევრი ჩალიჩი უნდა

შარშან გავაკეთე პირველად პასკა,ქართული რეცეპტი(ლომიძის)რომაა იმით,თან ვნატრობდი ღმერთო,არ ჩამივარდეს და კარგი გამოვიდესთქო,უგემრიელესი გამომივიდა bis.gif ალბათ ძალიან გულით რომ მინდოდა იმიტომ smile.gif არც ჩამივარდა,ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო.უბრალოდ ძაან საწვალებელია და ან გამოვა და ან არა

გერმანული და ბერძნული პასკებიც გამისინჯავს და ძაან გემრიელია.ცომში ურევენ ოთხკუთხედად დაკუწულ ფორთოხლის კანს smile.gif

Posted by: gabarzgaleba 24 Mar 2008, 21:26
რა ვქნათ ეხა, ფინური ვიკიპედიის მიხედვით ვაკეთოთ სააღდგომო კერძები? biggrin.gif

Posted by: (c)TG 24 Mar 2008, 23:01
anakatrin
QUOTE
გერმანული და ბერძნული პასკებიც გამისინჯავს და ძაან გემრიელია.ცომში ურევენ ოთხკუთხედად დაკუწულ ფორთოხლის კანს

იტალიური ვჭამე ფერად-ფერადი ჩირებით, პატარებად იყო დაკუწული და ცომში ჩამცხვარი და უგემრიელესი იყო, მაგრამ პასკად ვერ აღვიქვი, გემრიელი კექსივით იყო რა, ჩაიზე მისატანებელი

Posted by: Breaky 24 Mar 2008, 23:07
მე შარშან გავაკეთე ხაჭოთი, ფერადი ჩირებით, ნაირ-ნაირი თხილებით და მოხარშული კვერცხის გულებით
ბერძნული პასკები და იმდენად მოგვეწონა, რომ წელსაც გავაკეთებ ალბათ.

Posted by: Dr_Zuzumbo 25 Mar 2008, 00:12
აუუ, რამდენჯერ უნდა გაიმეორეს კაცმა, რომ რასაც საქართველოში "პასკას" უწოდებენ, სინამდვილეშუ არის იტალიური "პანელოტტე"- უკიდურეს შემთხვევაში რუსული "კულიჩი"

თუმცა თქვენი ნებაა, აღარ შეგაწუხებთ ამ, "საზიზღარ" ფინეთიდან და შეგიძლიათ თუნდაც პონჩიკი უწოდოთ.

P.S.
ისე, ფინური ვიკიპედიის ხსენება არ გვინდა, თორემ პასკა, ფინურად რას ნიშნავს, ის რომ ვთქვა, ჭამის მადას ცოტა ხნით წაგიხდენთ gigi.gif

Posted by: BAUSHKE_ 25 Mar 2008, 00:27
Dr_Zuzumbo

მე მაგას კექსს ვეძახი :S, და სულ არაფერი არ შავდება, არც მცხვენია biggrin.gif
ეგ იტალიური პანელოტე თუ პანეტონე კიდევ სულ არაფრით ან თითქმის არაფრით განსხვავდება იმ "პასკებისგან " , რომლებიც
თბილიში იყიდება. აი, სახლში გაკეთებული მართლა გემრიელია.

მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ თქვენ მე მგონი სულ სხვა რაღაცაზე ლაპარაკობთ.
მოკლედ, დავიბენი. sad.gif

Posted by: (c)TG 25 Mar 2008, 00:36
ვერ გავიგე, ანუ პასკას რომ ვეძახით, გევშლება და ამის მერე პანელოტე უნდა დავუძახოთ და სწორი იქნება? spy.gif ანუ სააღდგომო ნამცხვარი (გინდა პასკა, გინდა კულიჩი ან პანელოტე) იტალიელების გამოგონებაა და სახელიც იტალიელები რასაც ეძახიან, ის უნდა დავუძახოთ?! იმედია სწორად ვერ გავიგე.....................


და რატომ?

მაგალითად არც დედაჩემის პასკის რეცეპტი, არც სხვა ახლობლების რეცეპტები საერთოდ არ გვანან პანელოტეს რეცეპტს. ჩვენ ვაცხობთ პასკას და იტალიელები პანელოტეს

Posted by: BAUSHKE_ 25 Mar 2008, 00:38
©TG

ჩვენ კიდევ ერთხელ მივდივართ სახელების პირობითობის ფილოსოფიურ საკითხამდე...
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: (c)TG 25 Mar 2008, 00:42
BAUSHKE_
QUOTE
ჩვენ კიდევ ერთხელ მივდივართ სახელების პირობითობის ფილოსოფიურ საკითხამდე...

yes.gif


შემარგეთ პასკის ჭამა biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 25 Mar 2008, 00:48
Dr_Zuzumbo
QUOTE
აუუ, რამდენჯერ უნდა გაიმეორეს კაცმა, რომ რასაც საქართველოში "პასკას" უწოდებენ, სინამდვილეშუ არის იტალიური "პანელოტტე"- უკიდურეს შემთხვევაში რუსული "კულიჩი"


ორი ახალი განმარტებითი ლექსიკონი მზადდება საქართველოში. კარგად ვიცნობ ორივეს რედკოლეგიას და შევთავაზებ, რომ პასკის ნაცვლად პანელოტე ჩაწერონ biggrin.gif (სხვათა შორის უკრაინაშიც, საქართველოშიც და სხვაგანაც პასკას იმას ეძახიან რასაც ბავშვობიდან პასკად ვიცნობთ, ის რომ პასკა ეტიმოლოგიურად თქვენ მიერ ჩაკარტიჩკებულ პასექს უკავშირდება, ბევრს არაფერს ნიშნავს. აღდგომას გილოცავთ)

ნიკალაც პასკას ეძახდა მემგონი

user posted image


Posted by: Dr_Zuzumbo 25 Mar 2008, 00:49
QUOTE (©TG @ 25 Mar 2008, 00:36 )
ვერ გავიგე, ანუ პასკას რომ ვეძახით, გევშლება და ამის მერე პანელოტე უნდა დავუძახოთ და სწორი იქნება? spy.gif ანუ სააღდგომო ნამცხვარი (გინდა პასკა, გინდა კულიჩი ან პანელოტე) იტალიელების გამოგონებაა და სახელიც იტალიელები რასაც ეძახიან, ის უნდა დავუძახოთ?! იმედია სწორად ვერ გავიგე.....................


და რატომ?

მაგალითად არც დედაჩემის პასკის რეცეპტი, არც სხვა ახლობლების რეცეპტები საერთოდ არ გვანან პანელოტეს რეცეპტს. ჩვენ ვაცხობთ პასკას და იტალიელები პანელოტეს

საკამათოდ არ გამიხსნია ეს თემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ- თუ გინდა პონჩიკი უძახეთ, მაგრამ იმას, რასაც "პასკას" უწოდებთ, არც ქართული ნამცხვარია და არც "პასკა" ჰქვია.
"პასკა" არის ბერძნების სააღდგომო სუფრიდან მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში გავრცელებული ნუგბარი, რომელიც ხაჭოთი, კარაქით, კვერცხით, არაჟანით და ქიშმიშ-ცუკატებით მზადდება.


მორჩა, მე დავამთავრე ამ თემაში პოსტვა.


* * *
QUOTE (gabarzgaleba @ 25 Mar 2008, 00:48 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
აუუ, რამდენჯერ უნდა გაიმეორეს კაცმა, რომ რასაც საქართველოში "პასკას" უწოდებენ, სინამდვილეშუ არის იტალიური "პანელოტტე"- უკიდურეს შემთხვევაში რუსული "კულიჩი"


ორი ახალი განმარტებითი ლექსიკონი მზადდება საქართველოში. კარგად ვიცნობ ორივეს რედკოლეგიას და შევთავაზებ, რომ პასკის ნაცვლად პანელოტე ჩაწერონ biggrin.gif (სხვათა შორის უკრაინაშიც, საქართველოშიც და სხვაგანაც პასკას იმას ეძახიან რასაც ბავშვობიდან პასკად ვიცნობთ, ის რომ პასკა ეტიმოლოგიურად თქვენ მიერ ჩაკარტიჩკებულ პასექს უკავშირდება, ბევრს არაფერს ნიშნავს. აღდგომას გილოცავთ)

ნიკალაც პასკას ეძახდა მემგონი

user posted image

კეე, რუსები ფანქარს "კარანდაშს" უწოდებენ, არადა, კარანდაში არის ფანქრების ცნობილი ფაბრიკის შვეიცარული ბრენდი. პრადალჟაიტე ვ ტომჟე დუხე
gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: BAUSHKE_ 25 Mar 2008, 00:51
gabarzgaleba

მოკლედ გაირკვა. ამდენი ხანია ამ თემას ვუტრიალებ და როგორც იქნა გავარკვიე.
პასკა.

biggrin.gif

Posted by: kanonika 25 Mar 2008, 00:56
კატლეტის და პართი ფრიკადილიების ამბავივით არის, ანუ კოტლეტი გერმანიაში ძვლიანი რაღაცაა, ანუ ჩვენ რომ კიევურს ვეძახთ და აი ის კატლელი, პატარა ზომის მხოლოდ, არის ფართი ფრიკადილი

Posted by: (c)TG 25 Mar 2008, 00:56
არც მე ვკამათობ, უბრალოდ გავაპროტესტე, პანელოტეს არ დავუძახებ პასკასთქო
QUOTE
ნიკალაც პასკას ეძახდა მემგონი

ალბათ
და ნიკალამდეც არა მგონია პანელოტე დაეძახათ biggrin.gif

ოკ

ველოდებით რეცეპტებს ვისაც წერა არ გეზარებათ, მე კიდევ პასკისთვის მიხაკ-დარიჩინ, ჯავზის კაკალს და ქიშმიშს მოვიმარაგებ ბრეიქის სუნელების კაცთან

Posted by: Dr_Zuzumbo 25 Mar 2008, 00:58
QUOTE (BAUSHKE_ @ 25 Mar 2008, 00:27 )
ეგ იტალიური პანელოტე თუ პანეტონე კიდევ სულ არაფრით ან თითქმის არაფრით განსხვავდება იმ "პასკებისგან " , რომლებიც
თბილიში იყიდება. აი, სახლში გაკეთებული მართლა გემრიელია.

იმას რასაც თქვენ აცხობთ არის რუსული "კულიჩი". აგერაა მრავალნაირი რეცეპტი და შეგიძლიათ აირჩიოთ
http://www.gotovim.ru/library/obryady/paskha/paskha_kulich.shtml

Posted by: BAUSHKE_ 25 Mar 2008, 01:04
Dr_Zuzumbo

smile.gif ეგ კარანდაშების ბრენდი მეც ვიცი.
ეხლა უკვე ჩნდება კითხვა, კარანდაში ადრე გაჩნდა თუ ბრენდი ...

Posted by: gabarzgaleba 25 Mar 2008, 01:14
Dr_Zuzumbo
QUOTE
იმას რასაც თქვენ აცხობთ არის რუსული "კულიჩი". აგერაა მრავალნაირი რეცეპტი და შეგიძლიათ აირჩიოთ
http://www.gotovim.ru/library/obryady/pask...ha_kulich.shtml


მოკლედ არაფერი ჭრის ამ ჩრდილოელებთან... biggrin.gif არ ვაცხობთ ეგეთებს საქართველოში მე ვიყო ხამსა, არა... არც მაგ შაქრიან სიროპეპს თუ სირობებს ვასხამთ ზედ და არც ფერად-ფერად რამეებს ვაყრით, რეცეპტებიც განსხვავდება... უბრალოდ დამიჯერეთ (ვიცი, რო ეს წარმოუდგენლად ძნელია biggrin.gif), პასკის შემთხვევაში ტრადიციაა გადამწყვეტი და არა ლექსიკოლოგია. ასე რომ, ყველამ თავის პასკას მიხედოს smile.gif ანუ არაა მაგისთვის საჭირო მთაწმინდიდან გადმოდგომა და მეორე პირის მავლობითი რიცხვის ნაცვალსახელის ხშირი გამოყენება. givi.gif

Posted by: kanonika 25 Mar 2008, 10:02
კარგით ხალხნო,

კაცმა დაგიწერათ რას რა ქვია, და ტქვენ კიდევ გინდათ უთხრათ რომ ჩვენ ამას ესე ვეძახით.

ამას წინათ მსკოვში ჩემი ნაცნობი შემხვდა, ნუ აფხაზი, ხოდა მთელი საღამო მიმტკიცებდა აჩმაზე "აჭარული ხაჭაპურიაო: და აჭარულზე ეტო "ხაჩაპურ ლოდოჩკაო", იმერულზე და მეგრულზე ჯერ არ მოუფიქრებიათ სახელი.

ხოდა რა მოხდა თუ ჩვენც კულიჩს ვეზახით პასკას, ფიროსმანს მგონი ორივე უხატია, უბრალოდ რას რას ეძახდა, ეგ არ ვიცით, მაგრამ მეც ვიცი რომ ხაჭოტი გაკეთებულ პუდინგს (ისე აგებულებით ეს ტკბილეულობა პუდინგს გავს) სააღდგომო ნამცხვარს, ნუგბარს და ა.შ. მოკლედ ტკბილის აღმინიშვნელ ტერმინებს ეძახდნენ. ხოლო ბეზეწასმულ ნამცხვარს პასკას, მათ შორის მალაკნებიც, რომლებისგანაც ბებიაჩემი ყიდულობდა ხოლმე პასკას.

რაც შეეხება კულიჩს, ეს კულიჩი მალაკნებთამ ფორმიტაც და გემოთიც ცოტა განსხვავებულია, ანუ მასში იმდენი დარიჩინი და ჯავზი არ იგრძნობა (ან საერთოდ არ არის), როგორც პასკაში. არ ვიცი ინტერნეტში რა რეცეპტები დევს და თავად არასდროს გამიკეთებია, მაგრამ ვიცი რომ პასკაში რამდენიმე სახის "პრიანოწები" იხმარება, ხოლო კულიჩი ჩვეულებრივი პეროგია, ზოგჯერ პოვიდლო მოსმული (ეგეთიც გვიყიდია ისევ მოლაკნებისგან, ან მათი შთამომავლებისგან).

Posted by: marmed 26 Mar 2008, 00:22
ე.ი გადავწყვიტე დამეწერა ეს რეცეპტი, მე ძალიან მომწონს.

მასალა:
2 კგ. ფქვილი
6 ცალი კვერცხი
1 ლიტრი რძე
300 გრ. კარაქი
დროჟი ერთი შეკვრა
ვანილი, მარილი, მუსკატის კაკალი 2 ცალი და ილი 6 ცალი

მომზადების წესი:


ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსნით დროჟს, დაამატებთ შაქარს და ფქვილს, იმდენს რამდენსაც შეიზელს (ნუ ვიზუალურად რომ შეხედავთ მიხვდებით) და დადებთ ცომს სითბოში. შემდეგ აკეტებთ კვერცხის გულისა და შაქრისგან გოგლიმოგლს, რომელსაც უმატებთ გამდნარ კარაქსდა + მარილსდა ვანილი (გემოვნებით) ამ ყველაფერს უმატებთ ცალკე ათქვეფილ ცილას, (რომელიც აუცილებლად დაგრჩებოდათ გოგლიმოგლის მომზადების შემდეგ) + მუსკატის კაკალი + დარჩენილი რზე და ფქვილი, ურევთ ხის კოვზით მანამ, სანამ კოვზს ცომი ადვილად არ მოსცილდება. ცომის ამოსვლის შემდეგ მასას ანაწილებთ ცხიმწასმულ ფორმაში (ნუ რაშიც გადაწყვეტთ გამოცხობას) და აჩერებთ ცოტა ხანს, რათა ამოფუვდეს, შემდეგ შედებთ ღუმელში და აცხობთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 45 წუთი.


ზევით დამავიწყდა დამეწერა, ქიშმიშის შერევა შეიძლება როცა ცომი ამოვა.

biggrin.gif:D:D










Posted by: gabarzgaleba 26 Mar 2008, 01:48
მემგონი სჯობს ეს კლასიკური თემა ამოვატივტივოთ, აქ ვილაპარაკოთ ტრადიციებზეც, პასკა-კულიჩ-პასექ-პანეტონე (კიდე რაო, რა თქვეს?) და სხვა რამეებზეც. ენდროს ხარისხზე, ჯიშებზე, ქათმის, ბატის, ციცრის, ინდაურის, სირაქლემას, მწყერის, ფარშევანგის კვერცხებზე. გავაგრძელოთ ქალბატონი აუგუსტის მიერ წამოწყებული საქმე და ვისაუბროთ სააღდგომო ტრადიციებზე, ფინურიდან დაწყებული (ჩემი ქედისმოხრა ფინეთს) - კოპტურითა და იაპონურით დამთავრებული. smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Mar 2008, 01:56
gabarzgaleba
ჩემს თვალში მოდერატორი ხარ biggrin.gif
* * *
სხვა რა დამრჩენია, შევაერთებ და თან გავასუფთავებ smile.gif

Posted by: gabarzgaleba 26 Mar 2008, 02:11
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩემს თვალში მოდერატორი ხარ


რას მევესწარი, მოდერატორის თვალში მოდერატორი გავხდი, აქამდე ყველა მოდერატორი "ხადიაჩი" ვორნლოგს ხედავდა ჩემში, ახლაც მაქვს ბეჭებზე ერთი biggrin.gif

Posted by: minerva 26 Mar 2008, 03:17
პასკა მინდა, ნეტა გამომიგზავნის ვინმე?! (რიტორიკული შეკითხვა) rolleyes.gif

gabarzgaleba
QUOTE
აქამდე ყველა მოდერატორი "ხადიაჩი" ვორნლოგს ხედავდა ჩემში, ახლაც მაქვს ბეჭებზე ერთი 


შენა და ბეჭებზე ვორნმა gabarzgaleba იცის?biggrin.gif
მგონი ნიკის საიდუმლო იხსნება smile.gif


Posted by: annak 26 Mar 2008, 10:24
Breaky
QUOTE
მოხარშული კვერცხის გულებით
ბერძნული პასკები

ამის რეცეპტი დადე რა?

Posted by: tos-ka 26 Mar 2008, 11:45
auau
QUOTE
კიდევ საფუარიანი ცომის კალათები დავაცხეთ თავისი ვარდებით და ჩემმა შვილმა აფერადა და აფერადა საღებავებით.
კალათებში პასკას და კვერცხებს ჩავაწყობთ .ისეთ ხასიათზე ვარ, რომ არა თვალის პრობლემა, კიდევ რაღაცას მოვიგონებდი.


წელს როგორ გვაქვს საქმე?

Posted by: Breaky 26 Mar 2008, 11:52
annak
QUOTE
ამის რეცეპტი დადე რა?


მეც ფორუმიდან ვისწავლე biggrin.gif
რამდენიმე ვარიანტის რეცეპტი დევს, მე აი ეს გავაკეთე: http://forum.ge/?showtopic=33724761&view=findpost&p=5221384
და ალბათ წელსაც მაგას გავაკეთებ. ძალიან ადვილია და უგემრიელესი.
* * *
აი გარეგნულად ასე გამოიყურება დაახლოებით: http://forum.ge/?showtopic=33724761&view=findpost&p=4612735
მანდვე დევს სხვა რეცეპტებიც.

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Mar 2008, 20:19
gabarzgaleba
,,ურჩი უზერი ვიყავი, ბეჭზედ ვორნები მეხატა... ,, biggrin.gif
* * *


Breaky
მეც გავაკეთებ მაგას წელს აუცილებლად smile.gif

Posted by: auau 26 Mar 2008, 20:56
tos-ka
QUOTE
წელს როგორ გვაქვს საქმე?

გააჩნია როგორ მოიქცევიან მეზობლები IX სართულზე!
WOMAN IN LOVE
კალათები კეთდება უბრალო საფუვრიანი ცომით. მეტალის ჯამი ამოაბრუნე,წაუსვი ცხიმი, მერე ზემოდან დაწანი ცომის "ლენტები" და გამოაცხე. ასე თავდაყირა ჯამზე. ჯამს რომ ამოაცლი, დაგრჩება დაბრაწული კალათა. მერე იღებ საკვებ საღებავებს და ფუნჯით ღებავ მწვანე და ყავისფერ ფერებში. აშრობ და არის ძალიან ლამაზი.
ვინც კარგად მოიქცევა, გამოვუცხობ!

Posted by: xachapuridze 27 Mar 2008, 00:39
" ჩვენს საერთოდ გაუხარელ ცხოვრებაში აღდგომა იყო ყველაზე ბედნიერი დღესასწაული. სააღდგომოდ იშვიათად რომ ბავშვებისათვის რაიმე არ ეყიდათ - ან ხალათი, ან შარვალი, ან ფეხსაცმელი. დიდ სიხარულს გვანიჭებდა სააღდგომო მზადებაც. კერძოდ, პასკის ცხობა - ეს იყო დიდი ზეიმი, ერთი დიდი და წმინდა რიტუალი.
გვქონდა ღუმელი(ფურნე), რომელშიც სააღდგომოდ პასკას აცხობდნენ ხოლმე. ამისთანა ღუმელი მთელ სვანეთისუბანში ჩვენს გარდა ჰქონდა კიდევ ერთ რუსის ქალს, ირინეს. და მთელი უბანი, ვისაც პასკის გამოცხობა უნდოდა, აღდგომის წინა ღამეს აცხობდა ან ჩვენთან, ან ირინესთან. ალბათ რაღაც ქირასაც გვიხდიდნენ ამაში.
პასკას სჭირდებოდა სპეციალური ფქვილი ორი სახისა. სააღდგომოდ მაღაზიებში გამოიტანდნენ ხოლმე გასაყიდად თეთრ ტომსიკებში დაფასოებულს. ზოგზე წითლად, ზოგზე ლურჯად დაბეჭდილი იყო ექვსი ნოლი (რას ნიშნავდა, არ ვიცი) და კიდევ რაღაც ტექსტი. ერთ-ერთ მათგანს "კრუპჩატკას" ეძახდნენ( ეს რუსული სიტყვა გამტკიცულ ფქვილს ნიშნავს. ქართულად ამ ფქვილს განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით "პიპკი" ჰქვია) და ძალიან წმინდა იყო, მეორე - უფრო მსხვილად დაფქული. ამის გარდა, მოგეხსენებათ, პასკისთვის საჭირო იყო ბევრი სხვა რამ.
თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა პასკის ცომის "დამუშავება"; ჯერ იყო კვერცხის თქვეფა, ცალკე - ცილის, ცალკე - გულის (სათანადო პროპორციით) და დიდი გოგლიმოგლის კეთება, აგრეთვე სხვადასხვა წვრილი სამუშაო. შემდეგ იწყებოდა ძირითადი საქმე - ცომის ზელა. მახსოვს მამაჩემი, წელამდე გაშიშვლებული, უკვე კარგად მოზელილ ცომს, რომელსაც მუქი მოწითალო- ყავისფერი გადაჰკრავდა მიხაკ-დარიჩინისგან, იღებდა როფიდან და პატარა სიმაღლიდან გაუშვებდა ხელს და ცომი კვლავ ვარდებოდა როფში. ასე მეორდებოდა დიდხანს. შემდეგ ცომს "დაასვენებდნენ". ბოლოს, ცომი კონდიციამდე რომ მივიდოდა, გუნდებად ანაწილებდნენ სხვადასხვა ზომის ფორმებში და გამოსაცხობად მზად იყო.
1928 წლამდე (პირველი ხუთწლედის დაწყებამდე), ე.წ. "ნეპის" პერიოდში, ყველაფერი, რაც პასკას სჭირდებოდა, ადვილად იშოვებოდა. აქედან მოყოლებული კი ყველაფერი უცბად გაწყდა და მხოლოდ შეძლებული ხალხი თუ ახერხებდა საჭირო მასალის შოვნას და პასკის გამოცხობას. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ყველა ვეღარ გამოაცხობდა, სასტიკად აიკრძალა ეს საქმე ანტირელიგიური მოსაზრებით.
პასკა ამაღლებამდე(40 დღე!) ინახებოდა თითქმის ისეთივე ახალი, როგორიც აღდგომას იყო; რა უნარჩუნებდა ამ სიახლეს, არ ვიცი.მაღაზიებში რომ კულიჩებს გამოყრიან ხოლმე სააღდგომოდ, ხომ მახინჯი იმიტაციაა პასკისა. არც ის მითხრას ვინმემ,აქა-იქ ოჯახებში რომ აცხობენ დახელოვნებული დიასახლისები გაზის ქურაზე, ის პასკა იყოს. ნეტავი თუა სადმე ვინმესთან შენარჩუნებული პასკის რეცეპტი?"
მიხეილ ჭაბაშვილი "მოგონებები"

Posted by: August 27 Mar 2008, 03:06
QUOTE
ნეტავი თუა სადმე ვინმესთან შენარჩუნებული პასკის რეცეპტი?"


ჩემი რეცეპტია XIX საუკუნის ... ჯერ კიდევ ბებიას დედა აცხობდა იმ რეცეპტით

QUOTE
ერთ-ერთ მათგანს "კრუპჩატკას" ეძახდნენ


Крупчатка - состоит из однородных мелких крупинок светло-кремового цвета. В ней почти нет отрубей. Она богата клейковиной и обладает высокими хлебопекарными свойствами. Крупчатка вырабатывается из особых сортов пшеницы и отличается более крупным размером отдельных частиц. Эту муку целесообразно использовать для дрожжевого теста с высоким содержанием сахара и жира для таких изделий, как куличи, сдоба и др. Для несдобного дрожжевого теста крупчатка малопригодна, так как тесто из нее плохо подходит, а готовые изделия имеют плохую пористость и быстро черствеют.
http://www.cook-talk.com/forum/index.php?showtopic=2413
პოლონურადაც კრუპჩატკა ჰქვია და ასე გამოიყურება

Posted by: gabarzgaleba 27 Mar 2008, 03:17
xachapuridze
QUOTE
" ჩვენს საერთოდ გაუხარელ ცხოვრებაში აღდგომა იყო ყველაზე ბედნიერი დღესასწაული. სააღდგომოდ იშვიათად რომ ბავშვებისათვის რაიმე არ ეყიდათ - ან ხალათი, ან შარვალი, ან ფეხსაცმელი. დიდ სიხარულს გვანიჭებდა სააღდგომო მზადებაც. კერძოდ, პასკის ცხობა - ეს იყო დიდი ზეიმი, ერთი დიდი და წმინდა რიტუალი.
გვქონდა ღუმელი(ფურნე), რომელშიც სააღდგომოდ პასკას აცხობდნენ ხოლმე. ამისთანა ღუმელი მთელ სვანეთისუბანში ჩვენს გარდა ჰქონდა კიდევ ერთ რუსის ქალს, ირინეს. და მთელი უბანი, ვისაც პასკის გამოცხობა უნდოდა, აღდგომის წინა ღამეს აცხობდა ან ჩვენთან, ან ირინესთან. ალბათ რაღაც ქირასაც გვიხდიდნენ ამაში.
პასკას სჭირდებოდა სპეციალური ფქვილი ორი სახისა. სააღდგომოდ მაღაზიებში გამოიტანდნენ ხოლმე გასაყიდად თეთრ ტომსიკებში დაფასოებულს. ზოგზე წითლად, ზოგზე ლურჯად დაბეჭდილი იყო ექვსი ნოლი (რას ნიშნავდა, არ ვიცი) და კიდევ რაღაც ტექსტი. ერთ-ერთ მათგანს "კრუპჩატკას" ეძახდნენ( ეს რუსული სიტყვა გამტკიცულ ფქვილს ნიშნავს. ქართულად ამ ფქვილს განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით "პიპკი" ჰქვია) და ძალიან წმინდა იყო, მეორე - უფრო მსხვილად დაფქული. ამის გარდა, მოგეხსენებათ, პასკისთვის საჭირო იყო ბევრი სხვა რამ.
თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა პასკის ცომის "დამუშავება"; ჯერ იყო კვერცხის თქვეფა, ცალკე - ცილის, ცალკე - გულის (სათანადო პროპორციით) და დიდი გოგლიმოგლის კეთება, აგრეთვე სხვადასხვა წვრილი სამუშაო. შემდეგ იწყებოდა ძირითადი საქმე - ცომის ზელა. მახსოვს მამაჩემი, წელამდე გაშიშვლებული, უკვე კარგად მოზელილ ცომს, რომელსაც მუქი მოწითალო- ყავისფერი გადაჰკრავდა მიხაკ-დარიჩინისგან, იღებდა როფიდან და პატარა სიმაღლიდან გაუშვებდა ხელს და ცომი კვლავ ვარდებოდა როფში. ასე მეორდებოდა დიდხანს. შემდეგ ცომს "დაასვენებდნენ". ბოლოს, ცომი კონდიციამდე რომ მივიდოდა, გუნდებად ანაწილებდნენ სხვადასხვა ზომის ფორმებში და გამოსაცხობად მზად იყო.
1928 წლამდე (პირველი ხუთწლედის დაწყებამდე), ე.წ. "ნეპის" პერიოდში, ყველაფერი, რაც პასკას სჭირდებოდა, ადვილად იშოვებოდა. აქედან მოყოლებული კი ყველაფერი უცბად გაწყდა და მხოლოდ შეძლებული ხალხი თუ ახერხებდა საჭირო მასალის შოვნას და პასკის გამოცხობას. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ყველა ვეღარ გამოაცხობდა, სასტიკად აიკრძალა ეს საქმე ანტირელიგიური მოსაზრებით.
პასკა ამაღლებამდე(40 დღე!) ინახებოდა თითქმის ისეთივე ახალი, როგორიც აღდგომას იყო; რა უნარჩუნებდა ამ სიახლეს, არ ვიცი.მაღაზიებში რომ კულიჩებს გამოყრიან ხოლმე სააღდგომოდ, ხომ მახინჯი იმიტაციაა პასკისა. არც ის მითხრას ვინმემ,აქა-იქ ოჯახებში რომ აცხობენ დახელოვნებული დიასახლისები გაზის ქურაზე, ის პასკა იყოს. ნეტავი თუა სადმე ვინმესთან შენარჩუნებული პასკის რეცეპტი?"
მიხეილ ჭაბაშვილი "მოგონებები"


ძაან მაგარია. და ყველაფერ ამის მიუხედავად მაინც ხაჭაპურიძე დაირქვი?! smile.gif

Posted by: tata-naka 27 Mar 2008, 09:23
auau
რაო რაო? რა კალათები? მეც მინდა, სად არის რეცეპტი? ბავშვები გავახარო

Posted by: masha 27 Mar 2008, 09:41
QUOTE
"პასკა" არის ბერძნების სააღდგომო სუფრიდან მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში გავრცელებული ნუგბარი, რომელიც ხაჭოთი, კარაქით, კვერცხით, არაჟანით და ქიშმიშ-ცუკატებით მზადდება.



მეც ეგრე ვიცი, დ ერთხელ ეგ "პასკა" გავაკეთე კიდევაც (ოღონდ სპეც, "პასოჩნიცა" არ მქონდა და არ გამოვიდა ლამაზი), თან ახლა გაკვირვებული ვიხსენებ, რომ ბებიაჩემი "სააღდგომო ნამცხვარს" ყოველთვის კულიჩს ეძახდა.

Posted by: tos-ka 27 Mar 2008, 11:11
auau
QUOTE
გააჩნია როგორ მოიქცევიან მეზობლები IX სართულზე!


პირობას ვდებთ, ჭკვიანად ვიქნებით smile.gif
კალათის გამოცხობის ტექნოლოგიას მივხვდი, მაგრამ საფუვრიანი ცომით არ მინდა. ახლა თავს ვიმტვრევ, ფხვიერი (ალბათ ტარტალეტკის) ცომი როგორ გადავაკეთო, რომ კალათა გამოცხვეს და თან მასში ჩადებული კვერცხებისა და კულიჩის სიმძიმის გამო არ გატყდეს. თუ რამე იდეას მომაწოდებთ, მადლობელი დაგრჩებით smile.gif
მე უკვე მოვიმარაგე საინტერესო რეცეპტები სააღდგომოდ. აუცილებლად გავაკეთებ "ПАСХА"-ს ეს გადაწყვეტილია smile.gif

Posted by: auau 28 Mar 2008, 13:52
tos-ka
QUOTE
მაგრამ საფუვრიანი ცომით არ მინდა. ახლა თავს ვიმტვრევ, ფხვიერი (ალბათ ტარტალეტკის) ცომი როგორ გადავაკეთო, რომ კალათა გამოცხვეს და თან მასში ჩადებული კვერცხებისა და კულიჩის სიმძიმის გამო არ გატყდეს.

ეეეჰ, რომ იცოდე,რამდენი ვიჩალიჩეთ, მაგრამ საფუვრიანი ცომი ერთადერთი ვარიანტია.

Posted by: August 28 Mar 2008, 15:59
auau
კალათზე გამახსენდა Vol au vent ქართულად მგონი ქარწაღებული (?!) იქნება.

მოკლედ ბუდესავითაა და ამოტენილია რამე გემრიელი და ხორციანი (უფრო ქათმის) ან სოკოს სატენით.
ცომი ფენოვანია.
2 ვარიანტია.
I - ერთი როცა ტაფაზე ვაფენთ პირველ გაბრტყელებულ ფენას და მასზე მწყობრად ეწყობა დაახლოებით 9-10 სმ დიამეტრიანი რგოლები, რომლის შიგა სივრცე ივსება სატენით ... გამოცხობის შემდეგ სატანადოდ იჭრება
II - გაბრტყელებულ ცომს ვჭრით ჩაის ლამბაქის ზომის წრეებად. ამათ ერთ ნახევარს გულს ამოვაჭრით მაგალითად ჩაის ფინჯანით.
მთლიან რგოლზე ვდებთ რგოლს მერე გულსართს და ზემოდან კიდევ იმ ამოჭრილ ნაწილს სახურავად ვადებთ

ნუ დანარჩენს აღარ ვწერ ... ფენოვანი ცომის და კვერცხის გულის გადასმას რაც ეხება

Posted by: August 28 Mar 2008, 16:12
გულსართი შეიძლება ხორცის, ბოსტნეულის, ზღვის პროდუქტების ... მე ტკბილიც გამიკეთებია ...

ფურშეტ-პიკნიკებისთვის ძალიან მოხერხებული და ეფექტურია

მზას ასეთი სახე ექნება

Posted by: allegro 28 Mar 2008, 16:32
ეს ძალიან გემრიელი პასკის რეცეპტია, გირჩევთ ყველას.
.
Пасха со сгущенным молоком
1,25 кг творога
300 г сливочного масла
250 г сметаны
400 г сгущенного молока или сливок
1/2 стакана сахара
1 стакан изюма
щепотка ванилина

Творог протереть через сито, добавить протертое через сито сливочное масло и сахарный песок (лучше мелкий). Творог, масло, сахарный песок и ванилин тщательно растереть, добавить сметану, сгущенное молоко или сливки, вымытый просушенный изюм. Массу тщательно перемешать, положить в пасочницу, застеленную марлей, сверху наложить гнет и поставить в холодильник.
tongue.gif
* * *

* * *

Posted by: kanonika 28 Mar 2008, 16:46
August
up.gif

აქაც შემოიღეს ალა-ფურშეტებზე და გააეროვნულეს კიდევ, ანუ შიგნით ტრადიციული საკმაზებიან-გიგვზიანი ფხალეულობ, ასევე ქართმის ფილესგან მომზადებული სხვადასხვა ტიპის სალათებიდა რა ვიცი კიდევ რა არ უდევს, მას წინათ კრევეტებიანიც კი გავსინჯე, კარგი რამ არის

Posted by: BEKO 28 Mar 2008, 16:52
xachapuridze
გაიხარე up.gif
QUOTE
მახსოვს მამაჩემი, წელამდე გაშიშვლებული, უკვე კარგად მოზელილ ცომს, რომელსაც მუქი მოწითალო- ყავისფერი გადაჰკრავდა მიხაკ-დარიჩინისგან, იღებდა როფიდან და პატარა სიმაღლიდან გაუშვებდა ხელს და ცომი კვლავ ვარდებოდა როფში. ასე მეორდებოდა დიდხანს. შემდეგ ცომს "დაასვენებდნენ". ბოლოს, ცომი კონდიციამდე რომ მივიდოდა, გუნდებად ანაწილებდნენ სხვადასხვა ზომის ფორმებში და გამოსაცხობად მზად იყო.

ამას წავკითხებ ჩემ პატიოსან ქმარს, და იმედია, უფრო დიდი ენთუზიაზმით მოზელს პასკის ცომსsmile.gif

Posted by: allegro 28 Mar 2008, 16:59
ჩემ შვილს არ უყვარს ქიშმიში , ამიტომ ვუკეთებ უქიშმიშო კულიჩს
Кулич по-польски
1,5 кг муки, 1 стакан молока, 2 стакана сливок, 50 г свежих дрожжей, 10 яиц, 800 г сахара.

1,5 кг муки
1 стакан молока
2 стакана сливок
50 г свежих дрожжей
10 яиц
800 г сахара

Стакан горячего молока, горячие сливки и муку тщательно размешать, дать массе остыть до температуры парного молока. Добавить разведенные в небольшом количестве молока вспенившиеся дрожжи и два яйца, перемешать и, прикрыв тесто салфеткой, поставить в теплое место для брожения. Когда тесто поднимется, добавить оставшиеся желтки, растертые добела с одной половиной сахара, и белки, взбитые с другой половиной сахара в густую пену. Массу осторожно перемешать (сверху вниз), добавив оставшуюся муку, и дать тесту подняться вторично. Тесто для кулича должно быть очень хорошо вымешано. Для этого тесто вывалить на стол или доску и бить до тех пор, пока на поверхности не появятся пузыри. Затем положить в смазанную маслом и подпыленную мукой форму, заполнив ее до половины. Дать тесту еще раз подняться. Выпекать до готовности при температуре 180°С. baby.gif

Posted by: gabarzgaleba 28 Mar 2008, 20:23
BEKO
QUOTE
ამას წავკითხებ ჩემ პატიოსან ქმარს, და იმედია, უფრო დიდი ენთუზიაზმით მოზელს პასკის ცომს


დაანებე მაგ კაცს თავი, ისიც ეყოფა რაც ხინკლის ცომი აქვს ნაზელი biggrin.gif

Posted by: Harriet 28 Mar 2008, 21:41
August
QUOTE
კალათზე გამახსენდა Vol au vent ქართულად მგონი ქარწაღებული (?!) იქნება.

რუსულ ვარიანტში Волованы აზრადაც არ მომსვლია საიდან მოდიოდა.

Posted by: tos-ka 30 Mar 2008, 18:57
auau
QUOTE
ეეეჰ, რომ იცოდე,რამდენი ვიჩალიჩეთ, მაგრამ საფუვრიანი ცომი ერთადერთი ვარიანტია.


ოკ, ველოსიპედის ხელახლა გამოგონებას აღარ შევუდგები მაშინ და შოკოლადის კალათებს გავაკეთებ

Posted by: allegro 7 Apr 2008, 23:19
Полезная информация :: Куличи, пасхи, крашеные яйца


Тесто для кулича должно быть очень хорошо вымешано. Для этого тесто вываливают на стол или доску и бьют его хорошенько до тех пор, пока в нем не появятся пузыри и оно не начнет легко отставать от рук, посуды или стола.

Тесто для куличей не любит сквозняков, но зато любит тепло.

Тесто не должно быть жидким, иначе куличи расплывутся и получатся плоскими, но и не должно быть густым - куличи будут слишком тяжелыми и невкусными, быстро зачерствеют. Тесто должно быть такой плотности, чтобы его можно было разрезать ножом. При этом тесто не должно прилипать к ножу, чтобы, когда вы будете делить тесто, вам не приходилось подсыпать муку.

Форму для кулича, смазанную маслом и обсыпанную толчеными сухарями, заполняют тестом до половины, дают тесту подняться до 3/4 высоты формы, а затем уже выпекают кулич.

Считается, что кулич поднялся, когда поверхность покрывается сплошными пузырями, и от прикосновения тесто "заходит ходуном".

Чтобы кулич поднялся ровно, в середину втыкают лучину, с которой и ставят в печь. В конце выпекания лучину вынимают. Если к ней прилипло тесто, значит, кулич еще сырой.

После того, как тесто для кулича поднимется в форме, нельзя допускать резких движений, иначе тесто осядет.

Куличи из сдобного теста лучше выпекать в небольших формах.

Выпекать куличи лучше в увлажненной духовке; для этого в нижнюю часть духовки помещают емкость с горячей водой.

Куличи выпекают при температуре 180 градусов до готовности. Продолжительность выпекания кулича зависит от его размера.

Готовые куличи можно украсить глазурью, посыпать орехами или просто сахарной пудрой.

Для приготовления пасхи используют только самый свежий творог, густую некислую сметану и густые сливки повышенной жирности.

Чтобы пасха получилась однородная, творог обязательно протирают через сито, добавляют остальные продукты и тщательно вымешивают.

Перед тем, как положить творожную массу в пасочницу, пасочницу обязательно застилают тонкой тканью (кисеей, марлей или полотняной салфеткой) без складок.

Когда творожная масса уложена в пасочницу, сверху обязательно кладется дощечка и накладывается гнет. Затем пасха выносится на холод.

Пасхи лучше делать в маленьких формочках, потому что невареные пасхи быстро портятся.

Если у Вас пасочницы маленьких размеров, можно приготовить несколько пасох по разным рецептам, а, следовательно, разного вкуса.

Творог для приготовления пасхи можно сделать из топленого молока (молоко предварительно затапливают в духовке в течение нескольких часов). Тогда пасха будет иметь розовый цвет.

Вместо того, чтобы протирать творог через сито, его можно дважды пропустить через мясорубку.

Чтобы удалить из сметаны излишнюю влагу, сметану помещают в холщевый мешок, отжимают и помещают на несколько часов под пресс.

Чтобы пасочница застелилась марлей без складок, марля должна быть чуть влажной.

Пасху следует не менее 12 часов держать в холоде под гнетом.

Если в пасху кладут изюм, то его нужно промыть, перебрать и хорошенько просушить на салфетке.

Пряные добавки для пасхи нужно мелко смолоть в кофемолке и просеять через ситечко.

Ядра миндаля легко очистятся, если их залить кипятком и оставить на 15-20 минут. Затем ядра необходимо просушить и измельчить.

Для того, чтобы яйца при крашении не трескались, сварите их обычным способом, а потом горячими опускайте в краску и варите до тех пор, пока они не окрасятся.

После окрашивания яйца (вытертые насухо) нужно протереть тряпочкой, смазанной растительным маслом, тогда они будут блестящими.

Отвар сушеной крапивы и шпинат окрашивают яйца в зеленый цвет, отвар скорлупы грецкого ореха и луковая шелуха - в желтый, отвар свеклы - в розовый. Фиолетовую окраску дают цветы ольхи, красный цвет приобретут яйца, сваренные с корой вишни или свеклой. Бронзовый цвет придает пасхальным яйцам кора дуба, золотой - шафран или желтая резеда.

Окрашивая яйца луковой шелухой, нужно помнить: чтобы получить светло-желтую окраску, нужно опустить яйца в кипящий луковый раствор всего на несколько мгновений, поэтому яйца следует предварительно сварить. А вот красно-коричневый цвет получится, если сварить их прямо в бульоне из луковой шелухи.

Если вы хотите, чтобы пасхальные яйуа получились рябыми, перед окрашиванием нанесите на них пятнышки подсолнечного масла.

Крапинки можно сделать, нанося на яйца лак для ногтей. А еще лучше обвязать яйца кусочками красящейся материи, обмотать белыми нитками и в таком виде сварить.

Перед окраской, яйца нужно вымыть дочиста, вытереть, а затем уже красить.

Чтобы яйца не лопались, воду нужно сильно посолить. Если вы вынули яйца из холодильника, нужно дать им немного полежать при комнатной температуре и только затем варить, залив холодной водой.

Не забудьте приготовить к Пасхе блюдо с пророщенным овсом. Для этого за неделю до праздника нужно насыпать горсть овса на плоскую тарелку, смочить его и поставить на батарею, прикрыв мокрой тряпочкой. Через неделю на блюде вырастет "зеленая лужайка", на которой цветные пасхальные яйца будут смотреться просто сказочно.





Posted by: miau 8 Apr 2008, 18:29
allegro
QUOTE
Кулич по-польски
1,5 кг муки, 1 стакан молока, 2 стакана сливок, 50 г свежих дрожжей, 10 яиц, 800 г сахара.


საინტერესო რეცეპტია, ამას დამატებული სანელები და ქიშმიში, იფ, იფ... smile.gif

Posted by: killer 9 Apr 2008, 13:27
August-ის დადებული პასკის რეცეპტიდან ხომ არ გიცდიათ რომელიმეს გაკეთება? განსაკუთრებით პირველი ვარიანტი მაინტერესებს
http://forum.ge/?showtopic=33724761&view=findpost&p=4612735 აი აქ რომ დევს, პირველი.

Posted by: auau 9 Apr 2008, 13:33
killer
ეგ პასკა ხაჭოთი, სულ მინდა გავაკეთო, მაგრამ ამ უზარმაზარი ოჯახისთვის რომ დავიწყებ კულიჩების ცხობას, მაგისთვის დრო აღარ მრჩება. წელს tos-ka შემპირდა, რომ გააკეთებს და გამასინჯებს.
ისე, allegro-ს უწერია სადღაც კარგი რეცეპტი. თუ არა და ლინკები მაქვს კარგი

Posted by: August 9 Apr 2008, 15:19
killer,
მე თუ მენდობი ძალიან კარგი რამეა! არ ინანებ!

Posted by: Anie 9 Apr 2008, 15:34
სად იყიდება ყველაზე გემრიელი პასკა? rolleyes.gif და რა ღირს?

Posted by: tos-ka 9 Apr 2008, 21:34
killer
auau
QUOTE
წელს tos-ka შემპირდა, რომ გააკეთებს და გამასინჯებს


კალათები ხომ მოვსინჯე? "пасха"-ც იქნება, აუცილებლად და კიდევ რაღაც-რაღაცეები. ჰო, მართლა დღეს "დოლარ სთორი"-ში შევიარე და . . . (რაც დამემართებოდა ხო იცით smile.gif ) იქ კი საკმაოდ სოლიდური თანხა დავტოვე, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად ისეთი ჭურჭელი ვიყიდე (სოიოს სოუსიც და ა.შ.), რომელიც "пасха"-ს გასაკეთებლად გამომადგება. სურათებს აუცილებლად გამოვფენ, ჩემი ვარაუდით ყველაფერი 26 აპრილს მზად უნდა იყოს.
p.s. შოკოლად ისევ ვერ მივაგენი sad.gif იქნებ დამეხმაროთ, გადასადნობი შოკოლადი მინდა, წონით რომ იყიდება
* * *
sad.gif ლაიმა დამავიწყდაააააა და ქოქოსის რძეც eek.gif
Anie
ყველაზე გემრიელი სახლში გაკეთებული პასკაა, ძვირფასო smile.gif
ისე მე პანეტერიას გირჩევდი ან იფქლისას (იმედია წელს არ გააფუჭებენ). პანეტერიაში იტალიური რეცეპტით გაკეთებულ კულიჩსაც შეიძენთ, თუ გაინტერესებთ, და ჯეჯილიც აქვთ ხოლმე გასაყიდად

Posted by: killer 9 Apr 2008, 23:30
August
პირადად შენ თუ გაგიკეთებია, მაგას ვკითხულობ smile.gif

Posted by: August 10 Apr 2008, 00:09
killer,
შარშან და შარშანწინ გავაკეთე. II დღეს უკვე აღარ იყო.

დასაწნეხ ჭურჭელში მარლა უნდა ჩაუფინო და მერე იმ მარლის ბოლოებს რომ ამოწევ ადვილად ამოვა.
თუ ვნახე სადმე სურათი დავდებ.

Posted by: tos-ka 10 Apr 2008, 00:17
August
დოლბანდს კი ჩავუფენ, მაგრამ ნასვრეტებიანი ფორმა ჯობია თუ უნასვრეტებოც შეიძლება?

Posted by: August 10 Apr 2008, 00:38
tos-ka
მე შარშანწინ საერთოდ თუშფანანგში გავაკეთე მეგონა "წყალი" გაუვა მეთქი. სინამდვილეში "წვენს" ცოტას უშვებს... მთავარია, რომ დაიპრესოს.
აი, აქ ნახეთ სურათებიცაა
http://www.say7.info/cook/recipe/547-Paskha-tvorozhnaya.html
მე იმ ჩემი პოლონური რეცეპტით გავაკეთე, მაგრამ სპეციალურად კი ვიყიდე ნახვრეტიანი ყვავილის ქოთანი wink.gif

Posted by: tos-ka 10 Apr 2008, 00:43
August
მადლობა. მე დღეს მქონდა ვოიაჟი პასკას ჭურჭელის შესაძენად. ვიყიდე, თქვენ რომ გამოფინეთ პასკა, დაახლოებით ისეთი ფორმები. არის ნაჩვრეტებიანიც და უნაჩვრეტოც. ვინაიდან რამოდენიმეს გაკეთება მიწევს, ყველა ფორმას ავითვისებ, ვნახოთ რა გამოვა. მე ვფიქრობ, რომ ნაჩვრეტებიანი ფორმა უფრო პრაქტიკული უნდა იყოს
მე ქოთნებს გადავრჩი givi.gif

Posted by: August 10 Apr 2008, 00:48
ჰო კიდევ ბარემ ამასაც დავწერ.
ბზა მოგეხსენებათ ზალიან ნელ მზარდი მცენარეა.
ყოველ წელიწადს ბზის გაჩანაგებას აჯობებს ქოთნის ბზა შეიძინოთ.
მე აქ ბზას რომ ვერ ვშოულობდი ამით მივედი ამ მეთოდამდე.
საყვავილე მაღაზიაში ვიყიდე ბზის ნერგი და ჩავრგე ქოთანში. ჰო და მაქვს ჩემი ბზა.
ბზობაზე ნაკურთხ წყალს ვაპკურებ lol.gif
და ვრთავ პაწია სააღდგომო მოსართავებით... ნაძვისხესავით lol.gif იმ I სურათხე კუთხეში მოსჩანს.
ძალიან ლამაზია მქვანე ბზაზე ყვითელი სათამაშოებია კურდღლები, კვერცხები და ა.შ.
ძირშიც ვულაგებ ხოლმე წითელ კვერცხებს...

Posted by: killer 10 Apr 2008, 09:35
August
ოკ მადლობა smile.gif

Posted by: Anie 10 Apr 2008, 11:43
tos-ka


გმადლობ! (ისე იფქლის პური საუკეთესოა) yes.gif ( შავი განსაკუთრებით ) tongue.gif

Posted by: annak 10 Apr 2008, 12:21
August
რამდენ ხანში ერთხელ უნდა მორწყვა ბზას?
ვყიდულობ ხოლმე ქოთანში დარგულს მაგრამ მალე ხმება.
(მე სამ დღეში ერთხელ ვუსხავდი წყალს)

Posted by: August 10 Apr 2008, 12:22
tos-ka
QUOTE
რამოდენიმეს გაკეთება მიწევს


მე ორის გაკეთებას ვაპირებ.
ერთი - ჩემთვის რადგან კვების აგატსტონის მეთოდზე ვარ გადასული და ჩემს მენიუში შაქარი ავკრძალე, ამიტომ უნდა ვცადო უშაქრო მხოლოდ შავი ქლიავის, გარგარის, ლეღვის ჩირით და თხილ-ნიგოზებით... მოგახსენებთ რა გამოვა.

მეორეს კი, როგორიც რეცეპტშია ისეთს, ამ ჩემს კაცებს გავუკეთებ.

Posted by: Breaky 10 Apr 2008, 12:27
მე შარშან მრგვალ ჯამებში გავაკეთე ხაჭოს პასკები, ხოდა არ გამოუშვია არანაირი სითხე,
საკმაოდ მშრალი იყო.
აუ, მახსენდება გემო და ძალიან მინდება ხოლმე. გავაკეთო ისევ bis.gif

Posted by: August 10 Apr 2008, 12:32
annak,

ამის ქოთანს თავისი ჯამი აქვს და იმ ჯამში ცოტა წყალი სულ არის ... თუ დაშრა ისევ ვუსხამ მიწა ნესტიანი უნდა ჰქონდეს. და კიდევ თხევად სასუქსაც ვუსხამ ხოლმე პერიოდულად.
ან იქნებ ნაკურთხი წყალი wink.gif შველის?
ვხუმრობ ... რადგან ნაკურთხი წყალი ( ტექნოლოგიურად) გამოხდილი წყალია მაგას ხომ მხოლოდ ბზობაზე ვაპკურებ ხოლმე.

ახლა ხორბალი მაქვს ჩათესილი და დღე -დღეზე უნდა ამობიბინდეს.
ძალიან უხდება სათამაშოებით მორთული ბზა მის ძირში მწვანე ბალახებში ჩაგორებული წითელი კვერცხებით სააღდგომო სუფრას

Posted by: auau 10 Apr 2008, 13:16
tos-ka
QUOTE
კალათები ხომ მოვსინჯე?

შენს საჩვენებელ ეგზემპლიარს, გამომცხვარ კალათას სანდრომ წირვა გამოუყვანა. ჯერ თავზე დაიმხო, მერე შეჭამა!
თუ დამაცალეს, საგაზაფხულო მინდორსაც გავაკეთებ.

Posted by: tos-ka 10 Apr 2008, 13:48
Anie
გასინჯული და დადეგუსტატორებული რომ მაქვს, მიტომ გირჩიე. smile.gif
ისე, პასკა მაინც პანეტერიასი ჯობია, თუ წელს რაღაც ახალი არ მოიგონეს იფქლში. თუ რამეს მოვკარი ყური, აუცილებლად შეგატყობინებთ

August
ჩვენთან ხაჭოს პასკა საკმაოდ უცხო ხილია და გასინჯვის მოსურნეების რიგი დამიდგა rolleyes.gif smile.gif ორს დიდი ზომისას გავაკეთებ და პატარებს რამდენზეც ჭურჭელი მეყოფა. სამწუხაროდ საზამთროს მურაბა უკვე შემიჭამეს, ამიტომ თეთრი ბლის მურაბა (ნიგვზიანი გულებით) გადავმალე საგულდაგულოდ smile.gif

auau
შეარგოს! სააღდგომოდ კიდევ გავუკეთებ, უფრო გემრიელს!

Posted by: auau 10 Apr 2008, 15:45
აი, გამოსაცხობად კი მხოლოდ "მზეკაბანის"ფქვილს გირჩევთ და თუ რატომ, ამაზე ექსპერტი გიპასუხებთ.

მე პირადად სხვა ფქვილს არ ვხმარობ. ბაქლავა სხვა რამით არ გამოდის. ტორტის ბისკვიტისთვისაც შეუცვლელია, მაგრამ ბაზრობაძე თურმე ფალსიფიცირებულს ყიდიან. არ ვიცი, მგონი რაღაც ნიშანი უნდა ჰქონდეს და თუ ეს ასეა, ვინც ეგ იცის, გვასწავლოს, როგორ არ მოვტყუვდეთ

Posted by: August 17 Apr 2008, 18:37
ვიწყებ სააღდგომო სამზადისს, ანუ მენიუს შედგენას.
ძალიან მინდა შარშანდელი შეცდომა არ გავიმეორო, როცა თავკონტროლი wink.gif არ გავუწიე, და ყველაფერი აგატსტონის მეთოდიკას მოვარგო ... ანუ შაქრი და ტკბილეული გამოვრიცხო, კარტოფილი (უკიდურესი "მუნდირში"), ბრინჯი და რაც მთავარია თეთრი ფქვილი...

პასკა კულიჩს რომ არაფერი ეშველება ეგ ვიცი,
არც ხაჭაპურს... ფქვილის გამო თორემ ცხიმად მე კარგახანია ყველაფერში ზეთს ვხმარობ.

ხაჭოს პასკის გაკეთებას უშაქროდ ვაპირებ მხოლოდ ჩირებით ... ყოველშემთხვევაში ერთს ჩემთვის ... ვნახოთ რა გამომივა...

გავაკეთებ იმ თევზის რულეტს თევზეულობაში რომ დავპოსტე და კარტოფილის ალადების ნაცვლად "ჰერკულესი" მაქვს გადაწყვეტილი.

ფხალეული ისედაც კარგად ჯდება

აი, ტკბილეულობაში მიჭირს და რამე დიაბეტური ტკბილეული ხომ არ იცით ფქვილიც რომ არ უნდა ისეთი? ჩირები მოჟნა.

არადა 12 კგ მაქვს დაკლებული ... პროცესი კარგად ვითარდება და მენანება ... გახდომა მანქანა wink.gif არ არის II და III სიჩქარე გაცილებით ნაკლები აქვს და მე ისედაც II სიჩქარეში ვარ, თუ ასაკს გავითვალისწინებთ საერთოდ III გამოდის ...

პამაგიტე კტო ჩემ მოჟეტ ... ხრისტა რადი lol.gif

Posted by: auau 17 Apr 2008, 21:06
August
QUOTE
დიაბეტური ტკბილეული

ფრუქტოზაზე დამზადებული წავა?

Posted by: kanonika 17 Apr 2008, 21:20
August
თაფლი ვერ ქაჩავს?











***********************************************

Posted by: auau 18 Apr 2008, 11:04
August
უქოლესტერინო კარქი შეიძლება?

ერთი რაღაც შემიძლია შემოგთავაზო:
ტკბილი ჩირები გავატაროთ მანქანაში, დავნამოთ კონიაკით, შევაზილოთ ცოტა უქოლესტერინო კარაქი, გატარებული ნიგოზი და ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში.

შაქარი არ გეჭმევა, თორემ ბრინჯის ფქვილზე კეთდება "შეკერლამა":
1კგ ბრინჯი დაიფქვას წმინდად, + 500გ შაქარი(იქნებ ფრუქტოზით ან ჩირებით შეიცვალოს) + კარაქი და ვანილი იმდენი, რომ ცომივით მოიზილოს. ზელა დიდხანს უნდა, რომ გაერთნაირდეს. მერე ბურთულებად ვაკეთებტ, შეიძლება ნიგვზის ან ნუშის შერევაც, და მივირთმევთ. user posted image

ალბათ ქოქოსიც არ აწყენდა, რა ვიცი, უნდა ვცადო!

Posted by: August 18 Apr 2008, 14:31
auau,
kanonika,
დიდი მადლობა ... დახმარების სურვილისთვის.

საქმეც ეგაა რომ კარაქი გამორიცხულია მაგრამ იქნებ ატქვეფილი დაბალცხიმიანი არაჯანით გამოვიდეს ან კვერცხის გულით.

ფრუქტოზა და თაფლი მცირე დოზით შეიძლება. შოკოლადი ( 70%-ს ზემოთ) და კაკაო შეიძლება ... ესენციები მაქვს ყველა შესაძლო არომატის

თეთრი ბრინჯი კი არა, მაგრამ ველური, ყავისფერი ბრინჯი შეიძლება და იმას დავფქვავა.

auau, მოკლედ გაჭირვების ტალკვესი ხარ!!!

ახლა მეც მივაგენი საით ვიაზროვნო
ხვალ გავალ სუპერმარკეტში "დაზვერვაზე" ...

მაკარონის ნაწარმი al dente შეიძლება და ხაჭაპურს lasagne-თი შევცვლი აჩმას სტილში გავაკეთებ
ჰო და ე მაგ სენს ფარშით კი აი, ამ "მაკარონებს" ამოვტენი და ხაჭო+ კაკაოს ბურთებს ამოვუდებ გვერდით მწარე შოკოლადითაც "მოვწუწავ" ...
თქვენ გაიხარეთ!



Posted by: August 18 Apr 2008, 14:44
უი, უი "ფახლავა" შეძლება ( lol.gif როგორ გავთავხედდი!!!) მაგ lasagne-ით .. Primo Gusto შეიძლება

Posted by: n_j 19 Apr 2008, 10:28
სააღდგომოდ ვაკეთებ პასკას(თუ კულიჩს)August-ის რეცეპტით რომელიც იმ ქართულ-პოლონურ საიტზე წავიკითხე,ალBათ გემრიელი იქნება, თუმცა 4 კგ ფქვილით ძალიან ბევრი ხომ არ გამოვა?თუ გამოვა და ეგ არაფერი დარწმუნებული ვარ შეიჭმევა...

dancer-ის რეცეპტიც მომეწონა თითქმის იგივენაირია მცირე განსხვავებით, მგრამ ფქვილის რაოდენობა მითითებული არ არის და ამიტომ გადავიფიქრე, პირველად ვაცხობ და მირჩევნია ზუსტი რეცეპტი მქონდეს

Posted by: August 20 Apr 2008, 19:09
გავაკეთე "ნამცხვარი" (საცდელი ცხობა).

ვიყიდე სპეციალური უშაქრო "ხლებეცი" ( ჟიტნი და სრულმარცვლოვანი).
დავფქვი + არაქისის კარაქი კარგად მოვზილე.
დავამატე კვერცხი, იოგურტი, სოდა +ძმარი, და გამოვაცხვე.

ხაჭოს + შემწვარი მსხალი კრემის ნავცლად. შავი შოკოლადის მინანქარზეც 2 ნაჭერი შემწვარი მსხალი წამოვასკუპე.

ძალიან, ძალიან ლამაზია და გემრიელიც, მიუხედავად იმისა რომ გრამი შაქარი არა აქვს ...

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Apr 2008, 19:14
August
ნება მიბოძეთ(და აქ ალბათ სხვებიც დამეთანხმებიან), კულინარიის პროფესორის წოდება მოგანიჭოთ ჰონორის კაუზა smile.gif

Posted by: August 20 Apr 2008, 21:33
WOMAN IN LOVE,
2kiss.gif

auau-სთან ერთად...
ეეჰ, ჩვენს ასაკში ... სულ რომ, როგორც პოლონელები ამბობენ, "ორივე ხელი მარცხენა"-ც რომ გვქონოდა რაღაცას მაინც ვისწავლიდით

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Apr 2008, 22:22
August
და
auau
კულინარიის სრული პროფესორები!!!

Posted by: tos-ka 21 Apr 2008, 11:18
n_j
QUOTE
4 კგ ფქვილით ძალიან ბევრი ხომ არ გამოვა?


ეგ ძალიან ბევრია, თუ საკონდიტრო საამქრო არ გაქვს. wink.gif
1 კგ-იანი რეცეპტითაც ბევრი კულიჩი გამოდის თან თუ სახლში და, შესაბამისად, სხვადასხვა ზომის ფორმებით აცხობ

აი ჩემი რეცეპტი
კვერცხი 9-10 ცალი
მარგარინი 200 გრ
კარაქი 200 გრ
შაქარი 1 კგ
ფქვილი 1 კგ
საფუარი 2-3 ს/კ
რძე 1 ლ
არაჟანი 1ჩ/ჭ
ზეთი - ხელის დასასველებლად
ქიშმიში, მიხაკ-დარიჩინი, მუსკატი . . .
სანამ ცომის მოზელას დაიწყებ, საფუარი გახსენი 1ჩ/ჭ თბილ რძეში, გააჩერე 15-20 წუთი, მერე მოაყარე ცოტა შაქარი და ფქვილი მოუკიდე, ისე რომ არაჟანის სისქის მასა მიიღო. ეს მასა შეფუთე და თბილ ადგილას მოათავსე (მალე ამოფუვდება).
შემდეგ მოზილე ცომი (ქიშმიში ბოოლოს ემატება) და ჩაამატე წინასწარ მომზადებული მასა. გადაზილე ზეთიანი ხელებით და დადგი ამოსაფუებლად. კულიჩის ცომი რამოდენიმეჯერ უნდა ამოფუვდეს. ბოლო ჩაზელაზე დაამატე ქიშმიში (მე წინასწარ თბილ ზეთში ვყრი. August-ამ გვირჩია წინასწარ კონიაკში ჩადეთო. ესეც გემრიელი იქნება) და გადაანაწილე ფორმებში. (ფორმა 2/3-ზე უნდა შეავსო) დააცალე ამოფუება და მერე შედგი ღუმელში გამოსაცხობად.


თუ გინდა ფქვილის ნაწარმი ფაფუკი გამოგივიდეს - სანამ ცომის ზელას დაიწყებ, აუცილებლად რამოდენიმეჯერ გადაცერი წმინდა საცერით

WOMAN IN LOVE
QUOTE
August
და
auau
კულინარიის სრული პროფესორები!!!


+
სრული ჭეშმარიტებაა

Posted by: annak 21 Apr 2008, 11:42
QUOTE
August
და
auau
კულინარიის სრული პროფესორები!!!

ჭეშმარიტებაა!!
ხვალ დავდებ დედაჩემის პასკის რეცეპტს.
და ვისაც თავი და განსაკუთრებით ხელები არ გენანებათ გამოაცხვეთ.
ღირს!
ჩვენ წელს არ ვაპირებთ, თუ დედაჩემმა ბოლო მომენტში არ გადაიფიქრა (რაც მოსალოდნელია).

Posted by: August 21 Apr 2008, 12:40
დღეისათვის ის რეცეპტი რა თქმა უნდა ბევრია კი არა ძალიანაც ბევრია, მაგრამ როგორც გითხარით ის ჯერ კიდევ ბებიაჩემის დედის რეცეპტია და მაშინ აღდგომა სულ სხვა მასშტაბების დღესასწაული იყო. ბებიასგან ვიცი, რომ სულ ცოტა 150 კვერცხს ვღებავდითო წითლად. პასკების ჩამოსადები სპეციალური გრძელი ტაბლა ჰქონდათ (ეს მეც მახსოვს). ყველა მიცვალებული სახელზე ცალკე ცხვებოდა პასკა... აუცილებლად აგზავნიდნენ პასკებს, წითელ კივერცხებს, შავ ღვინოს და სხვა რამეებსაც ეკლესიაში, საიდანაც ის ხელმოკლე ოჯახებს ურიგდებოდა ... არავინ უნდა დარჩენილიყო ამ დღეს მშიერი ან პასკა-წითელი კვერცხის გარეშე.

დღეს მე 20 კვერცხს ვღებავ და ესეც ბევრია ...
პროპორციის დაცვით შეიძლება 2-ად გაყოთ ან თუნდაც 4-ად ...

პასკას აუცილებლას სჭირდება ნამდვილი ზაფრანა (შაფრანი), რომელმაც პასკას არომატთან ერთად სიყვითლეც უნდა მისცეს... ილი (კარდამონი)-ც ასევე აუცილებელია.

Posted by: gabarzgaleba 22 Apr 2008, 00:19
მეგობრებო, როგორც სანდო წყაროებიდან ვიცით, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ნინო ბურჯანაძე პასკის გამოცხობას ჰლამობს წლევანდელი აღდგომისთვის. ძლივს მოიცალა ქალმა ოჯახისთვის, პასკისთვის, ქიშმიშისთვის და რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხის ფქვილისთვის biggrin.gif

Posted by: kanonika 22 Apr 2008, 00:31
August
ჩემი დიდი პაპა კიდევ ამ დღეს ქვევრს თავს ხდიდა და საზედაშე ღვინოს იღებდა სააღდგომოდ
* * *
gabarzgaleba
კულინარიის გამყოფილებაში ხომ არ მოგვეწვია, აბა აქ ეჩვენებინა რა ქალია chest.gif

Posted by: gabarzgaleba 22 Apr 2008, 00:46
kanonika
QUOTE
კულინარიის გამყოფილებაში ხომ არ მოგვეწვია, აბა აქ ეჩვენებინა რა ქალია


ლიჩნა მე ნაღდად შევიკედლებდი, უკვე მეცოდება.

QUOTE
ჩემი დიდი პაპა კიდევ ამ დღეს ქვევრს თავს ხდიდა და საზედაშე ღვინოს იღებდა სააღდგომოდ


ბაბუაჩემი ვალიკოც ეგრე იქცეოდა, განსაკუთრებული ცოლიკოურის ჭური ჰქონდა სააღდგომოდ, სამხრეთისკენ დაფერდებული ვენახის, რიონის ანარეკლზე დამწიფებული ყურძნიდან დაწურული.

Posted by: kanonika 22 Apr 2008, 00:51
QUOTE
სამხრეთისკენ დაფერდებული ვენახის, რიონის ანარეკლზე დამწიფებული ყურძნიდან დაწურული.

პაპაჩემს ე.ი. ალაზნის ანარეკლზე დამწიფებული ყურძნისგან ქონდა? და ჩრდილოეთისკენ თითქმის დაფერდებული ადგილებიდან?

თუ რა უნდა ალაზანზე ფერდობს?

QUOTE
უკვე მეცოდება

yes.gif

კიდევ დიდხანს გაუძლოთ

Posted by: annak 22 Apr 2008, 11:12
kanonika
QUOTE
კიდევ დიდხანს გაუძლოთ

საინტერესოა სპეციალურად შეარჩია მომენტი თუ მართლა სპონტანური ნაბიჯი იყო?
ისე ცუდი ხელი არ ექნება, მაგრამ რაღაც არ მინდა გემო გავუსინჯო მის ნახელავს.

Posted by: tos-ka 22 Apr 2008, 16:46
annak
სად არის პასკის რეცეპტი?


* * *
n_j
QUOTE
პირველად ვაცხობ და მირჩევნია ზუსტი რეცეპტი მქონდეს


რადგან პირველად აცხობ, ალბათ ეს რჩევა ზედმეტი არ იქნება (გამოცდილმა და კულიჩების ოსტატმა მირჩია მეც)
1. აუცილებლად გამოიყენე მარგარინი -ის კარაქზე უფრო მსუბუქია (1/1-ზე კარაქი და მარგარინი)
2. კულიჩის ცომი უფრო მძიმეა და საფუარიც მეტი ჭირდება. 1 კგ ფქვილზე 20-25 გრ ფხვიერი საფუარი გაითვალისწინე
3. არ დაიზარო, ცომი კარგად მოზილე. თითქმის 1 საათი ჭირდება
4. ქიშმიში სულ ბოლოს ჩაამატე და პირდაპირ ფორმებში გადაიტანე, რომ იქ ამოფუვდეს.
5. გაითვალისწინე, რომ კულიჩი ღუმელშიც "ამოდის". ამიტომ თუ კიდეებამდე ამოფუვდა, ჯობია ისევ ჩაზილო, თორემ "ქუდიანი" კულიჩები გამოგივა

Posted by: n_j 22 Apr 2008, 21:10
tos-ka
დიდი მადლობა რჩევისთვის, სწორედ დღეს ვაპირებდი მეკითხა რამე ხრიკები და კულინარიული ხერხები ხომ არ არსებობს-თქო კარგი პასკის გამოსაცხობად, რადგან რამდენიმე ადამიანმა, ვისთანაც ჩემი განზრახვა გავამხილე, გაოცებით მითხრა :იცი ეგ რა ძნელიაო?
მოკლეთ სიამოვნებით მივიღებ რჩევებს

Posted by: August 23 Apr 2008, 12:52
ვიპოვე მაგრამ რა ვიპოვე!
ტრუფელის ტორტი - უშაქრო, გამოცხობის გარეშე... ფუმფულა და სადღესასწაულო!
ვისაც უნდა შეუძლია შაქარიც გამოიყენოს, მაგრამ კლასიკაში - უშაქროა!

400 გრ. შავი მწარე შოკოლადი, 280 - 290 მლ. სქელი არაჟანი, 75 გრ. უმარილო კარაქი (მე აქ არაქისის კარაქს ვიხმარ) და ცოტაც ფორმის გასაცხიმად, 7 კვერცხის ცილა, 100 გრ, ნიგოზი, ნაწილი დეკორაციისათვის, 5 ჩ.კ კაკაო ზემოდან მოსაყრელად.

მსუბუქად მდუღარე წლის ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად ვურიოთ და მერე გავაცივოთ.
ცალ-ცალკე ჯამებში კარგად ავთქვიფოთ არაჟანი და კვერცხის ცილა. ფრთხილად გადავურიოთ ერთმანეთში. მიღებული მასის 3 კოვზს ვუმატებთ გადადნობილ შოკოლადს და ვურევთ... შემდეგ მთელ მასას გადავიტანთ და ერთად ავურევთ. დავამატებთ დაჭრილ და ოდნავ მოხალულ ნიგოზს.
გადაგვაქვს გაცხიმულ ფორმაში და მთელი ღამით ვდგამთ მაცივარში.
საცერით მოვაყრით კაკაოს გატანის წინ. მოვრთავთ ნიგვზებით.

ეს იყო ორიგინალური კლასიკური რეცეპტი რომელსაც მგონი არ აწყენდა გარკვეული აქცენტის შემატება ... მაგადითად მწიკვი ჩილის, ჯავზის და ა.შ. დამატებით

ამას კარგი კონიაკი და გრეტა გარბო უნდა გრძელ მუნდშტუკში გარჭობილი სიგარეტით lol.gif

Posted by: annak 23 Apr 2008, 13:00
August
QUOTE
ვიპოვე მაგრამ რა ვიპოვე!
ტრუფელის ტორტი - უშაქრო, გამოცხობის გარეშე... ფუმფულა და სადღესასწაულო!

ვინც ეძებს ის აუცილებლად პოულობს. yes.gif
მოკლედ თქვენ მე სამზარეულოში დამაბრუნეთ 2kiss.gif

Posted by: Doloress 23 Apr 2008, 13:05
მე არ მიყვარს ხოლმე ღრეობები აღდგომას. მარტო კვერცი და პასკა. და ხილი.

"გოგლი-მოგლიში" იქნება ძალიან მაგარი პასკები, ლესელიძეზე. თან ნორმალურ ფასად.. yes.gif მე წინასწარ შევუკვეთე მანდ ერთი 30 ცალი ჩემებისთვის tongue.gif

Posted by: tos-ka 23 Apr 2008, 13:13
August
QUOTE
ტრუფელის ტორტი - უშაქრო, გამოცხობის გარეშე... ფუმფულა და სადღესასწაულო


რაღა დაგიმალოთ და ამას ჰქვია სულზე მიუსწროო! yes.gif
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა რეცეპტებისთვის

Posted by: (c)TG 23 Apr 2008, 13:16
Doloress
QUOTE
"გოგლი-მოგლიში" იქნება ძალიან მაგარი პასკები, ლესელიძეზე. თან ნორმალურ ფასად..  მე წინასწარ შევუკვეთე მანდ ერთი 30 ცალი ჩემებისთვის 

წინაწარ უნდა შეუკვეთო? გავვარდე ხვალვე............ თუ ბევრს გამოაცხობენ და გაყიდიან? საიდან იცი, რომ მართლა გემრიელი იქნება

Posted by: annak 23 Apr 2008, 13:28
tos-ka
QUOTE
სად არის პასკის რეცეპტი?

gigi.gif
იქნება!

Posted by: Doloress 23 Apr 2008, 13:50
©TG
QUOTE
წინაწარ უნდა შეუკვეთო? გავვარდე ხვალვე............ თუ ბევრს გამოაცხობენ და გაყიდიან?

გაყიდიან, მაგრამ როგორც ვიცი ნორმალურ ფასს ადებენ და შეიძლება რიგი იყოს. შეიძლება არც იყო... არ ვიცი baby.gif

QUOTE
საიდან იცი, რომ მართლა გემრიელი იქნება

გავსინჯე tongue.gif
მე არ მიყვარს პასკა მაინცდამაინც, ერთ ნაჭერს ვჭამ ხოლმე, იმიტომ რომ მჭრალია რაღაცნაირი. ეგ ისეთი კაი იყო, რომ 3 ნაჭერი ვჭამე.
მოკლედ, მე ძალიან მომეწონდა და რა ვიცი,.... war.gif


Posted by: radiology 23 Apr 2008, 17:59
პანეტერიის პასკები იცით ვინმემ როგორია???
იძახიან კარგია და ხო არ გაგისინჯავთ???

Posted by: waiter 23 Apr 2008, 18:17
radiology
QUOTE
პანეტერიის პასკები იცით ვინმემ როგორია???
იძახიან კარგია და ხო არ გაგისინჯავთ???

კი, მე სულ მანდ ვუკვეთავდი. გემრიელია, მაგრამ ახლა რაც გუდვილში დაიწყეს გამოცხობა, მანდ ვყიდულობთ, თითქოს უკეთესია.
პანეტერიის კაია, ფაფუკი, მაგრამ არა რაიმე განსაკუთრებული

Posted by: (c)TG 23 Apr 2008, 18:28
Doloress
QUOTE
მე არ მიყვარს პასკა მაინცდამაინც, ერთ ნაჭერს ვჭამ ხოლმე, იმიტომ რომ მჭრალია რაღაცნაირი. ეგ ისეთი კაი იყო, რომ 3 ნაჭერი ვჭამე.

ოკ დამეჯერა lol.gif ისეთი არგუმენტი მოიყვანე
ხვალ გავიქცევი იქნებ ჩავეკვეხო რიგში სანამ დამასწრებენ

Posted by: tos-ka 23 Apr 2008, 18:57
radiology
პანეტერიაში მართლაც ძალიან კარგი პასკები აქვთ, გემრიელი. "ჩვენებურსაც" აცხობენ და იტალიურს რომ ეძახიან, იმ რეცეპტითაც. ყველა აქ გამომცხვარია, ჩამოტანილი არ არის!


Posted by: Doloress 23 Apr 2008, 19:58
©TG
QUOTE
ოკ დამეჯერა  ისეთი არგუმენტი მოიყვანე
ხვალ გავიქცევი იქნებ ჩავეკვეხო რიგში სანამ დამასწრებენ

biggrin.gif
დღეს ვიყავი(ჩვენი ობიექტია გოგლი-მოგლი), ჩემთვის მინდოდა მიმეცა შეკვეთა, ხოდა დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი - ძალიან კარგი რეცეპტით აკეთებენ, ყველაფერს ვუკეთEბთ, რაც საჭიროაო. მე ძალიან იაფად ვიღEბ, თვითღირებულება რაც არის იმ ფასად. war.gif

ფასი - 800 გრამიანი 9 ლარი.

ხოდა ისა, იქ არის პატარა ნაჭრები გასასინჯად. თუ მარხვაზე ხარ, ვინმე წაიყვანე და გაასინჯე wink.gif

რიგი აღარ იქნება, ერთი დიდი შეკვეთა ქონდათ და ის გააუქმეს და ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ.

Posted by: ikebana 23 Apr 2008, 20:22
Doloress
QUOTE
"გოგლი-მოგლიში" იქნება ძალიან მაგარი პასკები, ლესელიძეზე. თან ნორმალურ ფასად.. yes.gif მე წინასწარ შევუკვეთე მანდ ერთი 30 ცალი ჩემებისთვის tongue.gif


წინასწარ უნდა? უნდა მივიდე და ისე თუ ტელეფონითაც სეიძლება?

* * *
Doloress
QUOTE
ფასი - 800 გრამიანი 9 ლარი.

ეს გასაყიდი ფასია თუ შენ იღებ მაგ ფასად?

Posted by: Doloress 23 Apr 2008, 20:59
ikebana
ეგ გასაყიდი ფასია, მე მაგის მესამედს ვიხდი war.gif

ის შეკვეთა რახან გააუქმეს, აღარ იქნება რიგი, თუ გინდა დარეკე წინასწარ, მაგრამ არამგონია, რიგი იყოს. tongue.gif

იმ კვირაში დაგესხმები თავს, ქვედა მაინც გავაკეთოთ 2kiss.gif

Posted by: ikebana 23 Apr 2008, 21:05
Doloress
ოკ მივაკითხავ ხვალ-ზეგ მაშინ.


QUOTE
იმ კვირაში დაგესხმები თავს, ქვედა მაინც გავაკეთოთ

რამდენი ხანია ეგერ მაშინებ tongue.gif

Posted by: Keso 23 Apr 2008, 21:25
Doloress


სად არის ეს გოგლი მოგლი თუ რაც არის?

Posted by: Doloress 23 Apr 2008, 22:17
Keso
ლესელიძის #25
შემოიხედე გენაცვალეს ოდნავ ზემოთ.

Posted by: fiesta_eterna 23 Apr 2008, 22:19
ახლა ვნახე რეკლამა, გამოსულა სააღდგომო კვერცხის შესაღები ფხვნილი ,,კეპტანსი", ბერძნული, რომლის 1 პაკეთი ( პატარა პაკეტი იყო) თურმე 50 კვერცხს ღებავს. სად იყიდება ვინმემ თუ იცის და არის თუ არა უსაფრთხო, ბუნებრივი საღებავი?

Posted by: kanonika 23 Apr 2008, 22:41
fiesta_eterna
უსაფრთხო, რა ნაჭუჭს ხომ არ ჭამ? მაგრამ მე მიანც ენდროს ვარჩევ, სულ სხვა ფერი აქვს.


Posted by: fiesta_eterna 23 Apr 2008, 23:28
kanonika
QUOTE
უსაფრთხო, რა ნაჭუჭს ხომ არ ჭამ?

ნაჭუჭს თუ არ ჭამ მაშინ შეღებე ციანიდით და ნახავ თუ არ მოგწამლავს.... ეგ რა შუაშია? ზუსტადაც უსაფრთხო და ბუნებრივი უნდა იყოს საღებავი, რომ არ მოგწამლოს! რამე ახალი და გაუგებარი ვთქვი? spy.gif
* * *
QUOTE (August @ 6 Apr 2007, 17:19 )
Vika, კი ზეთით მეც ვაპრიალებ ხოლმე.

გააჩნია რამდენი ნაფრცქვენისგან აკეთებ "საღებავს". მე ახლი წლიდან ვაგროვე ეს ნაფრცქვენები და ძალიან კონცენტრიებული სითხე მქონდა.
მართლა კარგი ფერი გამოვიდა.

მარტო ხახვის ნაფცქვენები უნდა თუ გატარებულ ენდროს ფხვნილს რომ ყიდიან, ისიც უნდა დავამატოთ?

Posted by: (c)TG 24 Apr 2008, 02:35
Doloress
QUOTE
ფასი - 800 გრამიანი 9 ლარი.

ეხლა ისღა დამრჩა საფიქრალი, 800 გრ რამხელაა lol.gif თუ გემრიელია ხვალვე მივქრივარ. რა კარგი გოგო ხარ, რომ ინფო მოგვაწოდე და ხვალ ტვინს აღარ გავუბურღავ გოგლი-მოგლის გამყიდველებს

P.S. ეგეთი სასარგებლო რამე-რუმეები გვიტხარი ხოლმე სად რა არის გემრიელი და იაფად და მერე რემონტზე მოგეხმარებით სად/რა/როგორ/რა ფასად wink.gif

Posted by: kanonika 24 Apr 2008, 07:12
fiesta_eterna
QUOTE
ნაჭუჭს თუ არ ჭამ მაშინ შეღებე ციანიდით და ნახავ თუ არ მოგწამლავს.... ეგ რა შუაშია? ზუსტადაც უსაფრთხო და ბუნებრივი უნდა იყოს საღებავი, რომ არ მოგწამლოს! რამე ახალი და გაუგებარი ვთქვი? 



QUOTE
ახლა ვნახე რეკლამა, გამოსულა სააღდგომო კვერცხის შესაღები ფხვნილი ,,კეპტანსი", ბერძნული, რომლის 1 პაკეთი ( პატარა პაკეტი იყო) თურმე 50 კვერცხს ღებავს.


რა ვიცი, თუ ქსელშია ჩაშვებული, ბერძნულია და თან არეკლამებენ, კალიუმის ციანიდი რატომ უნდა იყოს?

Posted by: annak 24 Apr 2008, 10:00
პასკა
კვერცხი-25-30 ცალი
შაქარი-1.5 კგ -ზე ცოტა მეტი
ერბო-800გრამი
რძე-1ლ ან5 ჩ/ჭ
ფქვილი 4 კგ.
წინასწარ 1 დღით ადრე უნდა დაყენდეს სურნელოვანი ნაყენი
:სპირტში ჩავყაროთ ზაფრანა, ყვითელი კოჭი, მიხაკ-დარიჩინი, ილი, მუსკატის კაკალი(გახეხილი) და დავდგათ თავდახურული მეორე დღემდე..
პასკის ცომის მოზელამდე საათით ადრე უნდა დავაყენოთ აპარა. 3-4 ცალი დროჟი ე.ი. 150-200გრამი ჩავფხვნათ 2 ჩ/ჭ თბილ რძEში.
დავამატოთ 1 ჩ/კ შაქარი, ცოტა მარილი და ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ სგუშონკის სისქის მასა. კარგად რომ ამოვა შეგვიძლია დავიწყოთ ცომის მოზელა.
25-30 კვერცხის ცილას კარგად ავთქვეფავთ. გულს ცალკე ავთქვეფთ 1,5 კგ შაქართან და თანდათანობით შევურევთ გათქვეფილო ცილას. (ცილის თქვეფისას ჩავყაროთ ცოტა მარილი) გოგლიმოგლი რომ გათეთრდება ვუმატებთ რძეს, ამოყვანილ საფუარს, მერე ფქვილს და წინა დღით მომზადებულ ნაყენს. (ნაყენის ნაცვლად შეშაძლოა გამოვიყენოთ ლიმონის ესენციაც) ცომის ზელისას შევურიოთ ფქვილში ამოსვრილი ქიშმიში.
ცომს სჭირდება დიდხანს ზელა (დაახლოებით 3 საათი)ცომს ვდებთ დიდ ემალირებულ ქვაბში და ვფუთავთ. ცომის ამოსვლის შEმდეგ (დაახ. 5-6 საათი) შეიძლება მისი ჩაბრუნება. 3-4 შემდეგ მეორედ უნდა ჩაბრუნდეს. მესამედ რომ ამოვა ჩავდოთ ფორმებში.
ფორმების ძირში და გვერდებზე ვაფენთ კალკის ქაღალდს, წავუსვავთ ცოტა ცხიმს და ჩავდებთ ცომს ფორმის მეთხედამდე. ფორმებში გავაჩერებთ 5-6 საათი და მერე ვაცხობთ. გაზქურა არ უნდა იყოს ძალიან ცხელი ზემოდან ვაფარებთ ქაღალდს ცხვება 40-45 წუთი.

Posted by: Doloress 24 Apr 2008, 10:12
fiesta_eterna
QUOTE
ნაჭუჭს თუ არ ჭამ მაშინ შეღებე ციანიდით და ნახავ თუ არ მოგწამლავს....

givi.gif

©TG
QUOTE
ეხლა ისღა დამრჩა საფიქრალი, 800 გრ რამხელაა

biggrin.gif საშუალო. ნუ თითქმის ერთი კილი რაა...

QUOTE
თუ გემრიელია ხვალვე მივქრივარ. რა კარგი გოგო ხარ, რომ ინფო მოგვაწოდე და ხვალ ტვინს აღარ გავუბურღავ გოგლი-მოგლის გამყიდველებს

გაუბურღე და მერე მითხარი, როგორ მოგემსახურებიან wink.gif
QUOTE
P.S. ეგეთი სასარგებლო რამე-რუმეები გვიტხარი ხოლმე სად რა არის გემრიელი და იაფად და მერე რემონტზე მოგეხმარებით სად/რა/როგორ/რა ფასად

biggrin.gif
თუ მივაღწევ რემონტამდე, კი....

Posted by: mtvareuli 24 Apr 2008, 11:31
მე და დედაჩემმა გავაკეთეთ დღეს პასკები და ძააალიან მიხარია, მგონი კარგები გამოვიდა jump.gif

bis.gif

Posted by: n_j 24 Apr 2008, 14:00
სასწრაფოდ მჭირდება რჩევა

პასკა რომ გამოვაცხო ემალის ქვაბში შეიძლება? ქვაბი ხო არ გაფუჭდება?
QUOTE
ახლა ვნახე რეკლამა, გამოსულა სააღდგომო კვერცხის შესაღები ფხვნილი ,,კეპტანსი", ბერძნული, რომლის 1 პაკეთი ( პატარა პაკეტი იყო) თურმე 50 კვერცხს ღებავს.

ენდროთი შეღებილს არაფერი ჯობია, ჯერ ერთი ბუნებრივია, მეორეც უგემრიელესია, სხვა გემო აქვს ვიდრე უბრალოდ მოხარსულს

Posted by: tos-ka 24 Apr 2008, 14:01
ემალის ქვაბში არ შეიძლება. არ გამოცხვება smile.gif

ალუმინის ქვაბი ან "სგუშონკის" ყუთები დაგჭირდება

Posted by: n_j 24 Apr 2008, 14:16
tos-ka
დიდი მადლობა

PM-ში მთელი რომანი მოგწერე და რომ დავამთავრე წამესალა რაღაცას დავაჭირე არასწორად

Posted by: tos-ka 24 Apr 2008, 16:16
n_j
ყველა წერილი მივიღე, არ ინერვიულო, თორემ პასკის ცომი გაგებუტება smile.gif

Posted by: n_j 24 Apr 2008, 16:26
QUOTE
ყველა წერილი მივიღე, არ ინერვიულო, თორემ პასკის ცომი გაგებუტება 

იუ ეს რა მითხარი!

გადასარევ ხასიათზე ვარ, გადასარევ ხასიათზე ვარ! bis.gif biggrin.gif smile.gif

Posted by: tos-ka 24 Apr 2008, 16:57
n_j
QUOTE
გადასარევ ხასიათზე ვარ, გადასარევ ხასიათზე ვარ!   


ეს კარგია! ჰო და ჩემი ცომიც ძალიან მხიარული დამხვდება! wink.gif
უკვე "მომახსენეს" იმფრა გადარეულა სიხარულით, რომ სამჯერ ჩავზილეთ, დროზე მოდიო
ჩემს სამსახურში კი სულაც არ ენაღვლებათ! sad.gif

Posted by: Vika 24 Apr 2008, 19:25
fiesta_eterna
QUOTE
მარტო ხახვის ნაფცქვენები უნდა თუ გატარებულ ენდროს ფხვნილს რომ ყიდიან, ისიც უნდა დავამატოთ?

იმჰო, ან ერთი ან მეორე, ორივე ერთად არ მიცდია. სხვებს უფრო ეცოდინება.

Posted by: n_j 24 Apr 2008, 20:41
annak
შენი რეცეპტი ერთი ქალის ჯანმრთელობას შეიწირავს ნამდვილად, სამი საათი ზელვა რა ამბავია


ეს კი ჩემი სიხარულები, ჩემი გოჭუნები! ჩემი პირველი ,,შებრძოლება"პასკასთან

Posted by: chupa82 24 Apr 2008, 21:34
სააღდგომო სუფრის გასაფორმებლად ძალიან ლამაზია.

Posted by: ikebana 24 Apr 2008, 21:55
Doloress
ვიყიდე გოგლი-მოგლიში პასკები. ნუ მე არ გამისინჯავს, მაგრამ ოჯახში აღფრთოვანდნენ biggrin.gif

მანქანაში კიდე ისეთი სუნი დადგა სულ ელეთ-მელეთი მომდიოდა. rolleyes.gif
თან ახალი გამომცვარი იყო და სულ თბილ-თბილი.


მადლობა პატრულს.... კირადა დოლორესს tongue.gif

Posted by: Doloress 24 Apr 2008, 22:05
ikebana
QUOTE
ვიყიდე გოგლი-მოგლიში პასკები. ნუ მე არ გამისინჯავს, მაგრამ ოჯახში აღფრთოვანდნენ

მანქანაში კიდე ისეთი სუნი დადგა სულ ელეთ-მელეთი მომდიოდა. 
თან ახალი გამომცვარი იყო და სულ თბილ-თბილი.


მადლობა პატრულს.... კირადა დოლორესს 

მართლა?

მიხარია! jump.gif

bis.gif

Posted by: tos-ka 24 Apr 2008, 22:54
n_j
QUOTE
ეს კი ჩემი სიხარულები, ჩემი გოჭუნები! ჩემი პირველი ,,შებრძოლება"პასკასთან


ყოჩაღ! შესანიშნავად ჩააბარე გამოცდა, მომილოცავს!

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Apr 2008, 23:01
n_j
tos-ka
ჩემი ოცნებაა ოდესმე სახლში გამოვაცხო ლამაზი და გემრიელი პასკები smile.gif

Posted by: babilina1983 24 Apr 2008, 23:15
ცხვრის ხორცის ჩაქაფული როგორ კეთდება, იქნებ მითხრას ვინმემ?

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Apr 2008, 10:00
babilina1983
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416491

Posted by: tos-ka 25 Apr 2008, 10:38
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩემი ოცნებაა ოდესმე სახლში გამოვაცხო ლამაზი და გემრიელი პასკები 


ძნელი სულაც არ არის. უბრალოდ დრო და განწყობა უნდა გქონდეს, რომ პასკის ცომს ელოლიავო

Posted by: n_j 25 Apr 2008, 10:38
tos-ka
QUOTE
ყოჩაღ! შესანიშნავად ჩააბარე გამოცდა, მომილოცავს!

გმადლობ smile.gif

საღამოს გამოვაცხვე და ღAმე გასაციებლად დავტოვე დილით კი ქერქი ცოდა მიმხმარ-გამაგრებულივით დამხვდა, ეხლა პარკებში ჩავალაგე იმედია დარბილდება

Posted by: auau 25 Apr 2008, 12:52
ორი დღე ვაცხე პასკები და ძალიან კარგი გამოვიდა.არც ძნელი არ ყოფილა.
3 ჭიქა თბილი რძე + 80 გ საფუარის ფხვნილი დავდგათ თბილად 15 წთ, შემდეგ + 2 ს/კ შაქარი და კოვზით მოვზილოთ სქელი არაჟნის სისქის ცომი. დავდგათ ასაფუებლად.

11-12 კვერცხი + 5 ჭიქა შაქარი მიქსერით გავთქვიფოთ. დავუმატოთ დაფქვილი ფორთოხლის ცედრა, ილი, 2 ცალი მუსკატი, ცოტა მარილი, ვანილი, 1 ს/კ ზაფრანა.დავიწყოთ ცომის მოზელა. თანდათან შევაზილოთ 300გ მარგარინი და 400გ კარაქი ძალიან დარბილებული სახით, არაჟანივით დავარბილოთ. მოვზილოთ კარგი ცომი, მოვაყაროთ ფქვილი და თბილ ადგილას დავდგათ.

როცა ამოვა, ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და შევაზილოთ 500 გ ქიშმიში.
მეორედ რომ ამოვა, გადავზილოთ და ფორმებში გავანაწილოთ.
ფორმებს წავუსვათ ცხიმი და ძირზე ჩავუფინოთ ცხიმწასმული ქაღალდეები.

Posted by: Solveig 25 Apr 2008, 22:53
მოკლედ, ხვალ უნდა მოვზილო პასკის ცომი...ჩაზელა-გადაზელის გარეშე...უნდა ვცადო რა, ჯანდაბას, აბა აქ პასკა სად ვიშოვო! დავდგამ დილით და საღამოს იმედია, დამხვდება ამოსული...

არადა, ბოლო წლებში 2 აღდგომას მე გამოვაცხვე პასკა და ძალიან კარგი გამომივიდა ორივეჯერ...

Posted by: Doloress 25 Apr 2008, 23:25
©TG
QUOTE
უი რატომ არ ვიცოდი რომ იქ იყავი, გაგიცნობდი ;D
დაახლოებით 2 საათზე სადღაც

ხო, მაგ დროს ვიყავი ზუსტად. შუა მაგიდაზე იჯექით. მე გვერდით კუთხეში ვიჯექი, ორ ქალთან ერთად. ერთი გოგლი-მოგლის მენეჯერია, მეორე შემოიხედე გენაცვალესი tongue.gif

QUOTE
თორემ დღემდე გოგლი-მოგლის კაფე მეგონებოდა და არც შევიხედავდი

კაფეა, მა რა ჯანდაბაა biggrin.gif

გემრიელი საჭმელები აქვთ, მე ძაან მიყვარს მანდ. სოკოს წვნიანი და რაღაცეები აქვთ კარგი yes.gif

Posted by: ikebana 25 Apr 2008, 23:27
Doloress
QUOTE
მიკლედ კიდევ ერთხელ გრან მერსი რომ მიმასწავლე თორემ დღემდე გოგლი-მოგლის კაფე მეგონებოდა და არც შევიხედავდი

ეს ნიშნავს იმას რომ მენეჯმენტი მოისუსტებს თქვენსკენ tongue.gif

რატომ არ ვიცოდით აქამდე რომ ასეთი გადასარევი ნამცხვრები აქვთ? და საერთოდ რას წარმოადგენდა ეს "გოგლი-მოგლი". ასეთი კაფე არ უნდა იყოს ცარიელი.

მოიცა გახსნილდეს. შტურმით ავიღებ biggrin.gif

Posted by: (c)TG 25 Apr 2008, 23:31
Doloress
QUOTE
ხო, მაგ დროს ვიყავი ზუსტად. შუა მაგიდაზე იჯექით. მე გვერდით კუთხეში ვიჯექი, ორ ქალთან ერთად. ერთი გოგლი-მოგლის მენეჯერია, მეორე შემოიხედე გენაცვალესი

ყავისფერი ხო არ გეცვა? თვალი მიმოვავლე ზერელედ

ikebana
QUOTE
ეს ნიშნავს იმას რომ მენეჯმენტი მოისუსტებს თქვენსკენ

მენეჯმენტი არ ვიცი და ეს 2 სათაური გოგლი-მოგლი არ მომწონს (ისედაც არ მიყვარს). რამე უფრო აპეტიტნი ვერ დაარქვეს?! სანამ აგატსტონის მტანჯველ პირველ ფაზაზე შევჯდები, მეც უნდა დავლაშქრო = შევისხა ფერ-ხორცი და მერე კილოგრამების ქაუნთდაუნი..............

Posted by: kanonika 25 Apr 2008, 23:37
ყოველდღე ლესელიძეზე ვხვდები და ჯერ არ შევსულვარ.

QUOTE
გოგლი-მოგლი

მე კიდევ სახელი მომწონს, ყოველ დღე კარგ ხასიათზე მაყენებს, ბებიაჩემი რომ ჰაეროვან გოგლი-მოგლს მიკეტებდა ის დრო მახსენდება.

Doloress
QUOTE
სოკოს წვნიანი

სოკოს კრემ-სუპია?

Posted by: (c)TG 25 Apr 2008, 23:41
ესეიგი პასკები მაქვს (მადლობა პატრულს და დოლორესს), კვერცხებიც შემირება დედაჩემმა. კიდევ რეები კეთდება? ჰომ რაჭული ლორიც მაქვს tongue.gif ნამდვილი რაჭული მაჩუქეს. any idea კიდევ რა გავაკეთო, სალათები და მსუბუქი ხემსები არ გავიგონო biggrin.gif რამე მამა-პაპური.........

Posted by: kanonika 25 Apr 2008, 23:44
©TG
ჩაქაფული

ეგ აღდგომის კერძია, თან მწვანილი ამ დროს ქორფაა და ტყემალსაც თავი გამობმული აქვს უკვე, ტახუნაც საღია, ხოდა ჩაქაფული უნდა გააკეთო

Posted by: Doloress 25 Apr 2008, 23:50
kanonika
QUOTE

სოკოს კრემ-სუპია?

კი.
მნიამ.. tongue.gif


©TG
სოკო გააკეთე მაშინ. ხახვი მოხრაკე, მერე ტომატი, მერე ცოტა წყალი და ჩაუშვი ოთხად გაჭრილი ქამა სოკოები, მერე დაამატე მწვანილები და შავი წიწაკა.
დღეს შენ რომ იქ იყავი, მაგას ვჭამდით. ძაააალიან გემრიელობააა....


Posted by: (c)TG 25 Apr 2008, 23:55
kanonika
თუ კარგი გამომივა, ცალკე მადლობას ჯონი უოქერს მოვახსენებ

Doloress
გულმა მიგრძნო და დღეს გოგლი-მოგლიდან გამოსულმა "ნიჟარაში" ქამა სოკოები ვიყიდე, სოკო ტომატში კარგი იდეაა, მაგრამ წყალი ნამდვილად უნდა? თავის წვენს ხო უშვებს + ტომატი

Posted by: Doloress 26 Apr 2008, 00:04
©TG
QUOTE
გულმა მიგრძნო და დღეს გოგლი-მოგლიდან გამოსულმა "ნიჟარაში" ქამა სოკოები ვიყიდე, სოკო ტომატში კარგი იდეაა, მაგრამ წყალი ნამდვილად უნდა? თავის წვენს ხო უშვებს + ტომატი

გააჩნია სოკოს. ზოგი არ უშვებს. ან მალე იშრობს. მე რომელსაც ვყიდულობ, ის უშვებს ხოლმე, მაგრამ სულ ცოტა, ნახევარი ყავის ჭიქა წყალი რომ დაამატო, არაფერია. tongue.gif

Posted by: ***tikusa*** 26 Apr 2008, 01:45
თუ ვინმეს აინტერესებს, დავპოსტავ ნამდვილი პასკის რეცეპტს, ანუ რასაც ჩვენ პასკას ვეძახით, ეგ არის ,,კულიჩი" და პასქა არის მაგ კულიჩზე წასასმელი მასა:



მასალა:
კარაქი(რაოდენობა იმის მიხედვით რამდენიც გინდათ, რომ გამოვიდეს)
მაგ; 200გრ. ხაჭო, მაგ;400გრ. შაქარი 3ჩ/ჭ და შეაზავეთ ფანტაზიით გნებავთ მუსკატის კაკლის ფხვნილით, გნებავთ ფერადი შოკოლადის ნამცეცებით, გნებავთ ქიშმიშით.


მოკლედ კარაქს ავთქვეფთ ვიდრე უკიდურესად არ გათეთრდება, ხაჭოს გავწურავთ მარლაში, ისე, რომ თითქმის ფხვიერობამდე გამოშრეს, შემდეგ კარაქს, ხაჭოს და შაქარს და ასევე იმას, რაც გვსურს, რომ ამ მასას შევუზავოთ(ზემოთ ჩამოთვლილთაგან) ავურევთ ერთმანეთში და მივიღებთ პასქაზე ანუ ,,კულიჩზე" გადასასმელ მასას, რომელსაც რუსეთში უწოდებენ ,,პასხას". ხვალ ვაპირებ გავაკეთო, იმედია გამომივა, თუ კარგი გამომივიდა და სხვებსაც მოეწონათ, დავპოსტავ, იმედია, თუ ვინმე გააკეთებს ჩემი რეცეპტით და მოეწონება, დაპოსტავს აქ ამის შესახებ.
ბედნიერ აღდგომას გისურვებთ! smile.gif

Posted by: Doloress 26 Apr 2008, 11:29
ikebana
QUOTE
ეს ნიშნავს იმას რომ მენეჯმენტი მოისუსტებს თქვენსკენ

მენეჯმენტი კი არა, მარკეტინგი და პიარი biggrin.gif

QUOTE
რატომ არ ვიცოდით აქამდე რომ ასეთი გადასარევი ნამცხვრები აქვთ? და საერთოდ რას წარმოადგენდა ეს "გოგლი-მოგლი". ასეთი კაფე არ უნდა იყოს ცარიელი.

მოიცა გახსნილდეს. შტურმით ავიღებ 

არც არის ცარიელი, ლანჩზე თითქმის სავსეა ხოლმე tongue.gif

©TG
QUOTE
ყავისფერი ხო არ გეცვა? თვალი მიმოვავლე ზერელედ

არ მახსოვს, ყავისფერი პლაში კი მეცვა, მარა მანქანაში დავტოვე. მგონი სტაფილოსფერი მაიკა მეცვა.. war.gif

QUOTE
სანამ აგატსტონის მტანჯველ პირველ ფაზაზე შევჯდები

რაზე?? baby.gif დიეტაა რამე?
აგატსტონი არ ვიცი და კარგი ენდოკრინოლოგი მირჩიეთ, თორემ თავს მოვიკლავ.... vis.gif


Posted by: ikebana 26 Apr 2008, 11:38
Doloress
QUOTE
მენეჯმენტი კი არა, მარკეტინგი და პიარი biggrin.gif

ხო, ხო, აი ზუსტად. biggrin.gif

QUOTE
არც არის ცარიელი, ლანჩზე თითქმის სავსეა ხოლმე

არ გამომივიდა მოკლედ "გოგლი-მოგლის" კომპლიმენტი war.gif
* * *
QUOTE
აგატსტონი არ ვიცი და კარგი ენდოკრინოლოგი მირჩიეთ, თორემ თავს მოვიკლავ....

რა დაგემართა?

Posted by: Doloress 26 Apr 2008, 12:11
ikebana
QUOTE
რა დაგემართა?

რაც მჭირს ბოლო ერთი წელია, ახალი არაფერი biggrin.gif
მარა ნერვებზე მოქმედებს უკვე, ჯანმრთელობაზე რო არაფერი ვთქვათ... war.gif

QUOTE
არ გამომივიდა მოკლედ "გოგლი-მოგლის" კომპლიმენტი 

ისეთო შენა!!! vik.gif


Posted by: spravedlivi 26 Apr 2008, 13:19
ოსტრის რეცეპტი მესაჭიროება

გილოცავთ დამდეგ აღდგომას

Posted by: tat 26 Apr 2008, 15:28
მოკლედ ეხლა რა ხდება-პირველად ავკეტებ ხაჭოს პასკას სგუშონიტ რომ იდო აქ რაღაც რეცეპტი ხოდა 3 საატია უკვე მაცივარში მიდევს, სიმძიმე დადებული და რაღAც სიტხე გაუშვა გამჭვირვალე-ეგრეა?sad.gif

Posted by: Anie 26 Apr 2008, 15:58
QUOTE
იტალიური პასკა ვერ ვიშოვე, რომელსაც ქიშმიშები და ჩირები არ ექნება. მარტო ბისკვიტი მინდა



გამოაცალე და ისე ჭამე (მე ეგრე ვაცლი ქიშმიშებს) yes.gif

Posted by: Summer 26 Apr 2008, 16:06
მეც ვაცლი ქიშმისებს და ისე ვჭამ biggrin.gif

Posted by: tat 26 Apr 2008, 16:34
აუ ეგ ქიშმიშები რომ შემიგროვოთ რამე ყუტში ყევლამ არშეიძლება? cry.gif პირში ვერ ჩავიდებ პასკას თუ ტარაკნებივით ქიშმიშები არ ასევია gigi.gif

Posted by: Venera 26 Apr 2008, 16:45
QUOTE
მეც ვაცლი ქიშმისებს და ისე ვჭამ

lol.gif
მე მეგონა მარტო მე ვიყავი უნირო მაგ საკითხებშიbiggrin.gif
ნუ მთლად საზოგადოებაში თუ ვარ,არ ვაცლი, მაგრამ ისე დიდად არ მ,იყვარს ქიშმიშები რომ მხვდება..
დედაჩემი სახლში აცხობს პასკებს ყოველთვის, და მართლა უმაგრესია..ხვალ მივირთმევ smile.gif)))
ახლა მშობლები აქ არ არიან და ხვალ მომიწევს ალბათ დიასახლისობა, წელიწადში ერთხელ ვდიასახლისობ biggrin.gif

Posted by: bird*mad*girl 26 Apr 2008, 17:25
გუდვილში ვიყიდე პასკა

და ხვალინდელ დღეს ველოდები
ერთი სული მაქვს
გლაზურიანი დიდად არ მომეწონა და ქიშმიშებიან-თXილებიანი მივითვისე

jump.gif

ერთი დღე მაინც ვიქნები ბედნიერი,...იმედია smile.gif)

Posted by: Breaky 26 Apr 2008, 19:07
©TG
QUOTE
უქიშმიშო იტალიური გინდა მაინცდამაინც?


ხო, იტალიური უქიშმიშ-უჩირო მინდა. აბა ჩვენებური კი მაქვს. იტალიურის ბისკვიტზე ვგიჟდები, ისე მიყვარს.
ხვალე დიღომში ვიქნები და იქნებ გუდვილში მაინც ჰქონდეთ. თუარადა, ვიყიდი მერე ჩირებიანს biggrin.gif

Posted by: killer 26 Apr 2008, 21:28
ესე იგი, მე და ჩემმა დედამთილმა გავაკეთეთ პასკა. არა მომარხულეებმა გასუინჯეს და პრინციპში უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ.
ერთი პორცია გავაკეთეთ ულიმნოდ.
მერე პორცია ლიმნით.

რეცეპტი სტანდარტული:
1 ლ. რძეში, ცოტა შაქარი და ნახევარი შეკვრა საფური. რომ ამოვა, დავამატოთ ცოტა ფქვილი. რომ ამოვა, დავამატოთ ფქვილი (წინასწარ ავურევთ 1ჩ.კ მუსკატს, ვანილს, ცუკატის) და გოგლი მოგლი (10 კვერცხის და 1 კგ შაქრის). კიდევ რომ ამოვა, მერე ჩავყაროთ კიდევ ფქვილი და ქიშმიში, კიდევ დავდგათ და რომ ამოვა (დაახლ. 40-45 წთ), მერე ვანაწილებთ ფორმებში, დაახლოებით 1 მესამედზე ოდნავ მეტს და დავდგავთ ცოტა თბილი ადგილზე, რომ ამოვა ფორმებში ცომი 2/3-ზე, შეგიძლიათ შედგათ ღუმელში, ზომიერ ცეცხლზე smile.gif


და გავაკეთეთ კიდევ ხაჭოს "პასკა":
1 კგ ხაჭო გავატარეთ საცერში,
პარალელურად 3 ცალი კვერცხის გულის და 100 გრ. შაქრის გოგლი მოგლი კეთდება ორთქლზე.
ხაჭოს ვამატებთ გამხმარს ხილს (ჩვენ დავამატეთ ქიშმიში, ალუბალი და მოხალული ნიგოზი), ვანილს, გოგლი მოგლს, 100 მლ. არაჟანს და 100 გრ. შერბილებულ კარაქს.

ყველაფერს აურევთ და ჩადებთ ისეთ ფორმაში, რომელსაც ქვემოთ გამოსასვლელი აქვს (მაგალითად საწური ან ყვავილის ქოთანი). ოღონდ ფორმაში წინასწარ ჩაუფინეთ მარლა, რომ დაიწრიტება, შედგით მაცივარში მთელი ღამით და ხვალ გეტყვით როგორი მნიამ მნიამ გამოვიდა smile.gif
ხო, მორთეთ რითიც გინდათ smile.gif სურათს დავდებ რომ გადავუღებ smile.gif

Posted by: auau 26 Apr 2008, 21:32
დღეს ტოს-კამ სააღდგომო პასკა მოგვართვა და პროსტო სლოვ ნეტ!
ვერ გავუძელით ცთუნებას და შემოგვეჭამა...........

ყველას გილოცავთ დამდეგ აღდგომას, დაესწარით მრავალს!
ძალიან მიყვარხართ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: killer 26 Apr 2008, 21:34
auau
და ყველას


2kiss.gif 2kiss.gif2kiss.gif2kiss.gif

Posted by: August 26 Apr 2008, 22:03
ყველას! ყველას! ყველას!
გილოცავთ ხალხოოოო!
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
2kiss.gif

Posted by: kanonika 27 Apr 2008, 00:00
ქრისეტ აღსდაგა!

ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!


ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, ყველაზე დიდ დღესასწაულს ამ ქვეყნად!

Posted by: BEKO 27 Apr 2008, 00:23
ჭეშმარიტად აღსდგა, გილოცავთ ყველასsmile.gif)))))

Posted by: kanonika 27 Apr 2008, 00:48
ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!

ყველა მიყვარხართ!))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: Summer 27 Apr 2008, 00:59
გილოცავთ გილოცავთ ყველას smile.gif


ქრისეტ აღსდაგა!

ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!

Posted by: (c)TG 27 Apr 2008, 01:11
Doloress
QUOTE
სანამ აგატსტონის მტანჯველ პირველ ფაზაზე შევჯდები


რაზე??  დიეტაა რამე?

სამხრეთ პლაჟის დიეტა, ფანტასტიური რამეა. ავგუსტმა ისე დაგვმოძღვა და იმდენი წერა მაგაზე................. ფაქტიურად ჭამ თითქმის ყველაფერს, ნაირ-ნარები შეგიძლია აკეთო და თან დაიკლებ, თან ჯანმრთელობას გაიუმჯობესებ
* * *
გილოცავთ ყველას, ქრისტე აღსდგა! აღდგომის მადლი შეგეწიოთ

Posted by: Doloress 27 Apr 2008, 01:51
©TG
QUOTE
თან ჯანმრთელობას გაიუმჯობესებ

აი ეს პუნქტი განსაკუთრებულად აიტერესებს chups.gif
მითხარი რა დიეტაა? tongue.gif


გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

Posted by: (c)TG 27 Apr 2008, 02:52
Doloress
არტურ აგატსტონის დიეტა, რომელსაც სამხრეთ პლაჟის დიეტა ქვია. ავგუსტმა რაც დაწერა, მეც ის ვიცი. მერე დავგუგლე, მაგრამ ამაზე მეტი მაინც არ წერია smile.gif

http://forum.ge/?showtopic=33713782&f=&st=15&#entry4855118

http://forum.ge/?showtopic=33713782&f=&st=45&#entry4868437

თუ არადა პმ-ში მოგწერ გადმოვაკოპირე დაწვრილებით

Posted by: Solveig 27 Apr 2008, 12:10
ქრისტე აღსდგა!!


გამოვაცხვე პასკა და გამოვიდა biggrin.gif რეცეპტს ვასწავლი, ვისაც სამჯერ გადაზელა და ამოყვანა ეზარება biggrin.gif biggrin.gif


გილოცავთ ყველას აღდგომას smile.gif)

Posted by: marki 27 Apr 2008, 12:38
გილოცავთ!!! ქრისტე აღსდგა!


ეჰ გუშინ დილიდან შევუდექი პოლონური პასკის კეთებას, და ჩემი კულინარიული წამოწყება სრული კრახით დავამთავრე .... ფორმა არ მიიღო, მარა ჩინური ტროტივით კი გამოვიდა. ეტყობა რაღაც დავაკელი. დღეს დილით იხტიბარი არ გავიტეხე და ოჯახის წევრებს ლამის სულ ძალით ვაჭამე ჩემი ნაჯაფი biggrin.gif

Posted by: Anie 27 Apr 2008, 13:03
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!

მრავალს დაესწარით!

Posted by: (c)TG 27 Apr 2008, 15:18
Solveig
QUOTE
რეცეპტს ვასწავლი, ვისაც სამჯერ გადაზელა და ამოყვანა ეზარება

რა თქმა უნდა გვინდა რეცეპტი user.gif

Posted by: MebenZinis dzma 27 Apr 2008, 19:15
ქრისტე აღსდგა!

სიხარულსა და წარმატებებს გისურვებთ!

Posted by: miau 27 Apr 2008, 20:17
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი!

გაიხარეთ ხალხო!

Posted by: marmed 27 Apr 2008, 20:40
ქრისე აღსდგა!!! ყველას გილოცავთ!!! 2kiss.gif

Posted by: kanonika 27 Apr 2008, 23:47
marki
QUOTE
იხტიბარი არ გავიტეხე და ოჯახის წევრებს ლამის სულ ძალით ვაჭამე ჩემი ნაჯაფი

მოძალადე მარკიbiggrin.gif


მეორედ გამოგივა, საერთოდ კაცებიუფრო კარგ ნამცხვრებს აკეთებენ wink.gif

Posted by: marki 28 Apr 2008, 00:00
kanonika
QUOTE
მოძალადე მარკი


აბა ტყუილა ვიწვალე მთელი დღე სამზარეულოში ? user.gif

Posted by: penelope 28 Apr 2008, 00:24
bird*mad*girl
QUOTE
გუდვილში ვიყიდე პასკა

და ხვალინდელ დღეს ველოდები
ერთი სული მაქვს

მე მაშინვე მივირთმევ ხოლმე, როგორც კი სახლში მოვიტან biggrin.gif
როცა ჭამა შეიძლება, მაშინ იყიდე შენც.

Posted by: bird*mad*girl 28 Apr 2008, 11:23
penelope
გუშინწინ ღამის 12-ზე გავჭერი jump.gif

ისეთი გემრიელობა იყო, შემიძლია მთელი დღე ვჭამო თავი თუ არ დავბლოკე biggrin.gif

მმმმ...ვაბოდებ პასკებზე და რა ვქნა user.gif

Posted by: radiology 28 Apr 2008, 21:01
პირველ რიგში ყველას გილოცავთ აღდგფომის ბრწყინვალე დღესასწაულს...smile.gif
აღდგომამდე პასკებზე ვწერდით,სადაა ყველაზე კაიო და ა.შ

მე პირადად გავიწეწე, ძვირიანი პასკები ვიყიდე და საშუალო ხარისხის და გემოსი გამოდგა...
ხოდა დღეს შემთხვევით პოპულში პაწუკა პასკები 1.50 ვიყიდე და ისეთი გემრიელობები იყო,დავაკვდი ზედ... tongue.gif
ასე რომ ხანდახან მაღალი ფასი არ ნიშნავს მაღალ ხარისხსს....

Posted by: bell 28 Apr 2008, 23:56
აუ მე ნიგვზიან რულეტზე ვაფრენ... რეცეპტი ხო არ იცით ვინმემ?

Posted by: annak 29 Apr 2008, 09:51
აღდგომას გილოცავთ! მრავალს დაესწარით!

QUOTE
გამოვაცხვე პასკა და გამოვიდა  რეცეპტს ვასწავლი, ვისაც სამჯერ გადაზელა და ამოყვანა ეზარება 

მე ვარ ასეთი და რეცეპტს ველოდები. უ.ს. სამჯერ გადაზელვისთვის ძალები არ მყოფნის.
QUOTE
ოჯახის წევრებს ლამის სულ ძალით ვაჭამე ჩემი ნაჯაფი

აბა რა, "ნე პრაპადატ ჟე დაბრუ"

Posted by: tata-naka 29 Apr 2008, 11:08
გილოცავთ აღდგომას
მე წელს პირველად გავაკეთე საკუთარი ხელით პასკები და ისეთი მაგარი გამოვიდა სულ დაიტაცეს და გაწეწეს. მე ერთი ცალი ძლივს მოვახერხე რომ დამეტოვებინაsmile.gif

Posted by: tos-ka 29 Apr 2008, 13:06
გილოცავთ! მრავალს დაესწარით!

დაპირებისამებრ "РАСХА" დავასურათე
* * *
მართლა გემრიელი რამეა. ამ რეცეპტით შესანიშნავი დესერტი გამოვა.
ამას უკვე მიაუსთან ერთად გავაკეთებ smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Apr 2008, 20:11
radiology
QUOTE
მე პირადად გავიწეწე, ძვირიანი პასკები ვიყიდე და საშუალო ხარისხის და გემოსი გამოდგა...
ხოდა დღეს შემთხვევით პოპულში პაწუკა პასკები 1.50 ვიყიდე და ისეთი გემრიელობები იყო,დავაკვდი ზედ... 
ასე რომ ხანდახან მაღალი ფასი არ ნიშნავს მაღალ ხარისხსს....

მე შევიძინე ,, მზის,, ,, ტკბილი ქვეყნის,, და ,,იფქლის,, პასკები. 4,50 - 5.00 ლარი ღირდა დიდები და ძალიანაც გემრიელები იყო...

Posted by: August 29 Apr 2008, 20:19
tos-ka,
ყოჩაღ!!!
QUOTE
ამ რეცეპტით შესანიშნავი დესერტი გამოვა.


yes.gif

Posted by: tos-ka 30 Apr 2008, 10:48
August
QUOTE
ყოჩაღ!!!

მაგისტრისგან ასეთი შეფასება! უღრმესი მადლობა.

WOMAN IN LOVE
მე ყველაზე მეტად მაინც პანეტერიას კულიჩები მომეწონა. განსაკუთრებულად გემრიელი საპატრიარქოსთვის დამზადებული იყო.

Posted by: annak 30 Apr 2008, 10:57
tos-ka
ეს სამი პატარა პასკა რა საყვარლობაა, სოკოებივით არიან
და ერთს მარჯვენას თითქოს ქალის სახე აქვს.

Posted by: tos-ka 30 Apr 2008, 11:04
annak

lol.gif ეგ პასკები არაა, ბეზეა გამომცხვარი. სულ პატარა "ეშმაკობა" უნდა, სანამ გამოსაცხობად შედგამ. მერე ცოტა კრემი, ფანტაზია და ბიჭუნები და გოგუცუნები მზადაა. რაც ჩემმა ნათლულებმა იხალისეს ამეებით მორთული ტორტით! სადღაც ცალკე უნდა მქონდეს სურათი, თუ ვიპოვე, დავდებ

Posted by: n_j 30 Apr 2008, 13:33
WOMAN IN LOVE
QUOTE
იფქლის,, პასკები

აუ მე საერთოდ არ მომეწონა ჩვეულებრივი ბულკია ლიმონის ესენციით

tos-ka
მასწავლე რა ეს ბიჭუნები და გოგცუნები, რა საყვარლები არიან შეჭმა დაგენანება

Posted by: auau 30 Apr 2008, 15:07
bell
QUOTE
აუ მე ნიგვზიან რულეტზე ვაფრენ... რეცეპტი ხო არ იცით ვინმემ?

ნიგვზიანი რულეტი გადასარევი გამოდის კულიჩის ცომით.შიგთავსად უკეთდება ჭაქრიანი ნიგოზი,ცოტა მსხვილად დაფქვილი.
არის კიდევ ერთი უტყუარი რეცეპტი:
200გ მარგარინი გათქვიფე 1.5ჭიქა შაქართან.+ მარილი, ვანილი, ლიმონის ცედრა + 4კვერცხი + 1ჭიქა მაწონი. 1ჭიქა ფქვილში აურიე
2/3 ჩ/კოვზი სოდა, მერე თანდათან უმატე ფქვილი დამოზილე ნაზი ელასტიური ცომი. გაყავი 4-5 ნაწილად,თითოეული ნაწილი გააბრტყელე, მოაყარე გატარებული ნიგვზის,შაქრის, ვანილის და დაკეპილი კურაგას ნარევი და გადაახვიე. მაღლიდან რომ მოიბრაწება - მზად არის. ზემოდან შეიძლება კვერცხის წასმაც. გამზადებულს,ჯერ კიდევ ცხელს მოაყარე შაქრის პუდრა.
August
QUOTE
ამ რეცეპტით შესანიშნავი დესერტი გამოვა.

არა, ეს გოგო ძალიან მაგარი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ აღდგომის დღეს გამომცხვარი კალათით ისეთი სააღდგომო ნობათი მოგვართვა, გადავირიე - ხელოვნების ნიმუში! უგემრიელესი პასხა დაულამაზესი ბეზეს თოჯინები.




Posted by: rtuli 9 Apr 2009, 22:26
მალე დადგება ბრწყინვალე დღესასწაული!

კვერცხების შეღებვის პროცესი ყველაზე სახალისოა და ყველას თავისი შეღებვის მეთოდი აქვს.
მაგალითად ბებიაჩემი ისე ღებავდა კვერცხებს რომ,ზედ ფოთლები იყო გამოსახული.


სააღდგომო ნამცხვარი,,პასკა,, ყველაზე სურნელოვანი და გემრიელი ნამცხვარია ამ დღესასწაულზე.
მოსამზადებლად რთული და ჭირვეული.

ამ თემაში გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება და მცირე საიდუმლოებები,რათა გავიადვილოთ და გავიხალისოთ სააღდგომო სამზადისი smile.gif

ვთვლი რომ სააღდგომო კვერცხი მამაპაპური წესით უნდა იყოს შეღებილი.

შტატებში ენდრო ვერ ვიშოვე მაგრამ,მთელი მარკეტები პარკით ხელში შემოვირბინე და წითელი ხახვის ფოჩებს ვაგროვებდი ,სააღდგომოთ კვერცხის შესაღებად.

ჩვეულებრივი წითელი ფერის გამომივიდა მაგრამ,ეკლესიაში რომ მივიტანე კალათით,სხვა ხელოვნურად აჭრელებულ კვერცხების გვერდით,ჩემებს მაინც რაღაცნაირი სხვა საამაყო გარეგნობა ქონდათ smile.gif .

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: nanana 9 Apr 2009, 22:54
QUOTE
მარკეტები პარკით ხელში შემოვირბინე და წითელი ხახვის ფოჩებს ვაგროვებდი ,სააღდგომოთ კვერცხის შესაღებად.

biggrin.gif : +1

ინგლისში საერთოდ არ ღებავენ არანაირ ფრად, შოკოლადის კვერცხი ურჩევნიათ yes:
ნამდვილი სლავური პასკა იქ გავსინჯე პირველად. პირამიდის ფორმისაა ხაჭოთი კეთდება და ქრიმჩიზით და ცუკატებით chups.gif

Posted by: Unfinished_Sympathy 9 Apr 2009, 23:04
QUOTE
სააღდგომო ნამცხვარი,,პასკა,, ყველაზე სურნელოვანი და გემრიელი ნამცხვარია ამ დღესასწაულზე.
მოსამზადებლად რთული და ჭირვეული.

ჩემი მეზობელი აკეთებს jump.gif უმაგრესია, მაგაზე კარგი გაკეთებული არსად მიჭამია, მითუმეტეს მაღაზიებში, მანდ რაც შემოაქვთ სულ გამომშრალია და გულზე გადგება smile.gif
კვერცხი არ მიყვარს, ამიტომ აღდგომის შემდეგ კიდე კარგა ხანი გვაქვს მაცივარი სავსე აღდგომის წითელი კვერცხებით. smile.gif

QUOTE
ამ თემაში გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება და მცირე საიდუმლოებები

საიდუმლო თქო ვერ ვიტყვი, ყველას გეცოდინებათ, ჩვენ შეღებვის შემდეგ (როცა ამოვიღებთ ქვაბიდან კვერცხს და როდესაც ცოტათი შეგრილდება) ვიღებთ ბამბას და ზეთს და ამ კვერცხებს ვაპრიალებთ tongue.gif ლამაზად ბზინავს.

სხვა ისეთი არაფერი. ხო , კიდე მიყვარს ჭინჭარი აღდგომის სუფრაზე, smile.gif

ვფიქრობ რომ, ყველა დღესასწაულებიდან აღდგომის სუფრა ყველაზე უბრალო მაგრამ მაინც ყველაზე უფრო გემრიელია smile.gif

Posted by: nikanikola 9 Apr 2009, 23:19
ამ თემაზე გამხსენდა ! გუშინწინ პასკა მიდოდა მეყიდა და არ იყო sad.gif არა და გასულ წელს ამ დროს უკვე იყო! ისე მიყვარს!

Posted by: Breaky 10 Apr 2009, 02:48
nanana
QUOTE
ნამდვილი სლავური პასკა იქ გავსინჯე პირველად. პირამიდის ფორმისაა ხაჭოთი კეთდება და ქრიმჩიზით და ცუკატებით


აქ რომელიღაც თემაში დევს რეცეპტები და შარშანწინ გავაკეთე კიდეც. მემგონი ჩვენებური პასკა არც მიჭამია იმ წელს,
ისე მივასკდი მაგ ხაჭოსებს.
* * *
rtuli

კვერცხი ხო, მაგრამ აი პასკა ყველაზე ძალიან დედაჩემის გამომცხვარი მიყვარს.
რამდენიმე წელი დაემთხვა ზედიზედ, რომ ვერ ახერხებს გამოცხობას და ნაყიდებს
ვეღარ ვჭამ გემრიელად (არადა საუკეთესო და ნაქებ ადგილებში ვყიდულობთ).
და კიდევ ძალიან მიყვარს იტალიური პასკები როა, რაღაცნაირი ძალიან არომატული
ბისკვიტები აქვთ მაგათ და თითქოს ფენოვანიაო love.gif

Posted by: helenraiz 10 Apr 2009, 04:23
საცხობი იღებს შეკვეთებს გემრიელ "პასკებზე" დიდი რაოდენობით მიტანით.იაფად.855 37 30 93

Posted by: Frankens†ein 10 Apr 2009, 09:10
rtuli
QUOTE
შტატებში ენდრო ვერ ვიშოვე მაგრამ,მთელი მარკეტები პარკით ხელში შემოვირბინე და წითელი ხახვის ფოჩებს ვაგროვებდი ,სააღდგომოთ კვერცხის შესაღებად.

უცებ თავში დამარტყა ეხლა biggrin.gif
ჭარხალი არ წავა?

არ დამცინოთ biggrin.gif

Posted by: ხორხე 10 Apr 2009, 10:05
აი ხის კვერცხით რო უჟეჟავ სხვა ბავშვებს გულდაგულ ნარჩევ კვერცხებს მაგ დროს ხარ ბოროტი და გახარებული

ძალიან მიყვარს აღდგომა user.gif

მიყვარდა ტოესტ

Posted by: natka-q 10 Apr 2009, 11:12
აუუ, რა კარგი თემაა. მიყვარს აღდგომა ძალიან. ხორბალი დავთესე თეფშზე tongue.gif ბამბის ქვეშ გუშინწინ, ოღონდაც არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, რომ ბამბით დავFარე, ყოველი შემთხვევისთვის, იმედი მაქვს, რომ აღდგომამდე ამო-ჯეჯილ-დება, თუ ძალიან გვიან არ მომივიდა დათესვა baby.gif. ლამაზია ამწვანებულ თეფშზე წითელი კვერცხები.

Posted by: radiology 10 Apr 2009, 11:28
QUOTE
ხორბალი დავთესე თეფშზე  ბამბის ქვეშ გუშინწინ, ოღონდაც არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, რომ ბამბით დავFარე, ყოველი შემთხვევისთვის

ეს მეც მაინტერესებს,რამდენი ხნით ადრე უნდა დავთესო და როგორ

Posted by: annak 10 Apr 2009, 11:35
radiology
QUOTE
ეს მეც მაინტერესებს,რამდენი ხნით ადრე უნდა დავთესო და როგორ

ჩვენ წინა კვირას დავთესეთ და ჯერ მხოლოდ ღეროები ჩანს user.gif მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ აღდგომისთვის ჯეჯილი აბიბინდება. smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 10 Apr 2009, 11:41
QUOTE (nanana @ 9 Apr 2009, 22:54 )
QUOTE
მარკეტები პარკით ხელში შემოვირბინე და წითელი ხახვის ფოჩებს ვაგროვებდი ,სააღდგომოთ კვერცხის შესაღებად.

biggrin.gif : +1

ინგლისში საერთოდ არ ღებავენ არანაირ ფრად, შოკოლადის კვერცხი ურჩევნიათ yes:
ნამდვილი სლავური პასკა იქ გავსინჯე პირველად. პირამიდის ფორმისაა ხაჭოთი კეთდება და ქრიმჩიზით და ცუკატებით chups.gif

ყოველ აღდგომაზე კეთდება ჩვენს ოჯახში სააღდგომო პასექი.
ეს, შარშანდელია

P.S.
ის რომ პასექი არის "სლავური", არის მონღოლთა აჩერედნოი მონაბოდი.
სააღდგომო პასექი არის ბერძნული ნუგბარი

Posted by: niki_ niki 10 Apr 2009, 11:57
natka-q

მოასწრებს ამოსვლას yes.gif

radiology

თეფშზე დააფინე ბამბა, თუ გინდა აიღე ერთჯერადი თეფში, დაასველე ბამბა და დაყარე ზედ ხორბალი. დაასხი ზედ ყოველდღე წყალი და მოასწრებს ამოსვლას.

მე კვერცხებს როცა ვღებავ, ბავშვებისთვის რამდენიმე კვერცხს ვადებ მწვანილის ფოთოლს, ვახვევ თხელ "ჩულკში" და ისე ვღებავ, ხან სველ კვერცხს გადავატარებ ბრიჯზე, ამასაც ვახვევ და გამოდის წერტილებიანი. smile.gif

Posted by: dali19 10 Apr 2009, 12:31
Breaky დედათქვენისეული რეცეპტი დადე თუ შეიძლება, მეც შარშან ვერ შევძელი გამოცხობა ჯანმრთელობის გამო, წელს ძალიან მინდა, თუ შევძელი. ჩემეულ რეცეპტს დავდებ საღამოთი.

Posted by: forever`s_NEVER 10 Apr 2009, 12:39
შევძვერი და სამზარეულოს იქეთ აღარაფერი აღარ მინდა smile.gif
http://gotovim-doma.ru

ეს უნდა გავაკეთო სააღდგომოდ:
http://gotovim-doma.ru/view.php?r=638-recept-Paskhalnyi-tsvetok&ftop=1

Posted by: pipa 10 Apr 2009, 13:05
ისე მიყვარს აღდგომა თავისი სურით, რომ მეტი არ შეიძლება. პასკის გამომცხობი მე არ ვარ და გემრიელი სად ვიყიდო არ ვიცი, ჩემს სამსხურთან ვყიდულობდი ბოლო 3 წლი უგემრიელეს პასკას საცხობში და ეხლა ვნახე დახურულა sad.gif
მარტო იტალიურის იმედად ვერ ვიქნები, ერთი ჩვენებურიც მინდა

Posted by: natka-q 10 Apr 2009, 13:53
niki19m
QUOTE
მოასწრებს ამოსვლას 

ვა, რა კარგი იქნება. მეგონა, ტყუილა მ,ქონდა იმედი

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Apr 2009, 14:12
ნინო, შენი ნებართვით, უკვე არსებულ თემას შევუერთებ smile.gif


Posted by: bell 10 Apr 2009, 14:19
აუ ვინმემ იცით კარგი პასკები სად იყიდება?
და კიდევ უზომოდ მიყვარს ნიგვზიანი რულეტები და არსად არ მინახია baby.gif cry.gif

Posted by: nanana 10 Apr 2009, 14:58
Dr_Zuzumbo


QUOTE
ეს, შარშანდელია

jump.gif ჰოოო, აი ეს. რეცეპტი თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ

QUOTE
ის რომ პასექი არის "სლავური", არის მონღოლთა აჩერედნოი მონაბოდი.
სააღდგომო პასექი არის ბერძნული ნუგბარი

გავითვალისწინებ smile.gif

Posted by: Breaky 10 Apr 2009, 15:02
nanana

აჰა შენ რეცეპტი, მე ამის მიხედვით გავაკეთე: http://forum.ge/?showtopic=33724761&view=findpost&p=5221384

მანდ ჩამოყევი, საინტერესო პოსტებია ბევრი, ზოგს ლინკებიც აქვს.

Posted by: Dr_Zuzumbo 10 Apr 2009, 15:05
QUOTE (nanana @ 10 Apr 2009, 14:58 )
Dr_Zuzumbo


QUOTE
ეს, შარშანდელია

jump.gif ჰოოო, აი ეს. რეცეპტი თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ

QUOTE
ის რომ პასექი არის "სლავური", არის მონღოლთა აჩერედნოი მონაბოდი.
სააღდგომო პასექი არის ბერძნული ნუგბარი

გავითვალისწინებ smile.gif

არ არის ძნელი გაკეთება. აგე, აქ ნახავ სხვადახვა რეცეპტს.
ფორმად კლასიკური პირამიდულის მაგივრად, რომელიც სპეციალური, ხისაგან დამზადებული ასაკრები ფორმისაგან მზადდება, შეგიძლია სხვა რამ იხმარო- მთავარია ქვემოდან ხვრელი ჰქონდეს, რომ ზედმეტი სითხე დაიწრიტოს. http://www.gotovim.ru/library/obryady/paskha/paskha_paskha.shtml


Posted by: Frankens†ein 10 Apr 2009, 15:30
QUOTE



დაპირებისამებრ პასკის რეცეპტი.

1კგ ხაჭოს (ჩემი აზრით ნიკორას ხაჭო კარგი იქნება ამ შემთხვევაში) გავქნით საცერში, ბლენდერი და მიქცერი არ იხმაროთ.
400გრ კარაქი ასევე გავქნათ საცერში
10 ცალი მოხარშული კვერცხის გული, ანალოგიურად გავქნათ
შემდეგ მიღებულ მასას ვუმატებთ თითო თითო ჭიქა მოხალულ და დაჭრილ თხილსა და ნუშს.
ასევე ვუმატებთ თუ გაქვთ საზამთროს მურბას, კუბიკებად დაჭრილს (სიროფი კარგათ გადაწურეთ მანამდე)
ასევე ძალიან უხდება ფერადი ჩირები რომ იყიდება, მარაკუიასი და ა.შ., ასევე კუბიკებად დაჭრილი
შაქრის პუდრა, ვანილი და კარიცა გემოვნებით

შემდეგ ვიღებთ ლამაზი ფორმის ჯამებს და ვაფენთ ნამიან მარლას. მიღებულ მასას კარგად ვტენით ამ ფორფებში და ერთი საათით მაცივრში (საყინულე არ უნდა)
შემდეგ გამოვიღებთ და მარლით ადვილად ამოვიღებთ ფორმებიდან
ზემოდან ვისაც გსურთ მოასხავთ გამდნარ შოკოლადს და შეგიძლიათ გააფორმოთ კიდევაც როგორც მოგეწონებათ
.

ხაჭო და კარაქი საცერში როგორ უნდა გაქნა?
ან კვერცხის გული?

Posted by: annak 10 Apr 2009, 15:33
QUOTE
საზამთროს მურბას

საზამთროს მურაბას სხვა რამის მურაბა ვერ შეცვლის? მაგ. წითელი ან მწვანე პამიდვრის მურაბა? rolleyes.gif

Posted by: Breaky 10 Apr 2009, 16:06
Frankens†ein

ცვეუკლებრივად და მშვეინვრად. ბადეში გავხეხე ძალიან მარტივად.
პატარა საწური ბადეები რომ არის, სახელურიანები. მაგაში გავხეხე ჩვეულებრივი სუფრის კოვზის საშუალებით.

annak
მე მურაბა საერთოდ არ მიქნია, მხოლიდ ფერადი ჩირებით შემოვიფარგლე up.gif
თუმცა მგონია, რომ ნებისმიერი მურაბა, რომელსაც ცოტა მყარი მასალა აქვს, წავა.

Posted by: nanana 10 Apr 2009, 16:10
Breaky
მადლობა smile.gif დედაჩემი ყოველ აღდგომას აკეთებს უმაგრეს კულიჩებს, რეცეპტს გამოვათმევ და დავდებ


QUOTE
ხაჭო და კარაქი საცერში როგორ უნდა გაქნა?
ან კვერცხის გული?

ბოლო ბოლო გათქვიფავ მიქსერით. ჯერ კარაქი, მერე კვერცხი, მერე ხაჭო, და მერე გაატარებ საცერში რომ უფრო ერთგვაროვანი მასა იყოს, არაა?

Posted by: Breaky 10 Apr 2009, 16:14
მემგონი ეს არის დედაჩემის რეცეპტი. შარშან კიარადა შარშანწინ დაუდია ჩემს დას:
http://forum.ge/?showtopic=33724761&view=findpost&p=5228822



* * *
nanana

არ ჭირდება მიქსერი, კოვზით და საწური ბადით მშვენივრად იქნება.

Posted by: AnselmO 10 Apr 2009, 16:21
როგორ მიყვარს პასკა jump.gif

...................................

Posted by: rtuli 10 Apr 2009, 18:39
ჩემი და რუსეთში ცხოვრობს და წარმოიდგინეთ რუსულ ფეჩში რა პასკები და პეროგები ცხვება love.gif


მასწავლა ძალიან გემრიელი პასკა,ერთი საიდუმლოთი,ცომს ზელავს სგუშონზე. ცომის სტრუკტურა არა მშრალია და გამოდის ძალიან ტკბილი პასკა.

საერთოდ ,ბევრი ცხიმი და შაქარი ამძიმებს ცომს,უშლის კარგად ამოსვლის პროცესს.ამიტომ სგუშონის დამატებით ცომი უფრო გემრიელი გამოდის.

რეცეპტს აუცილებლად დავდებ.

ახალი დროჯით გამომცხვარი უფრო კარგი გამოდის პასკა.

Posted by: bell 10 Apr 2009, 18:40
მიპასუხეთ რაა cry.gif
...................................

Posted by: Breaky 10 Apr 2009, 18:42
bell

გემრიელი პასკები პანეტერეაში იყიდება, ნუცუბიძის II მირკოში როა ცნობილი იტალიური საცხობი.

ნიგვზიანი რულეტი არ ვიცი biggrin.gif

Posted by: annak 10 Apr 2009, 18:55
QUOTE
ცომის სტრუკტურა არა მშრალია და გამოდის ძალიან ტკბილი პასკა.

"სგუშონით" პასკა ძალიან კარგი იქნება წესით, პასკას ძალიან ცოტას ვჭამ სწორედ იმის გამო, რომ მშრალია.
QUOTE
რეცეპტს აუცილებლად დავდებ.

yes.gif
ჩვენც ძალიან კარგი რეცეპტი გვაქვს პასკის და უნდა იდოს აქ წინა გვერდებზე + გვაქვს სპეც ფორმები სხვადასხვა ზომის პასკებისთვის.
მერე აუცილებლად დავდებ სურათებს. smile.gif
Breaky
QUOTE
მე მურაბა საერთოდ არ მიქნია, მხოლიდ ფერადი ჩირებით შემოვიფარგლე 
თუმცა მგონია, რომ ნებისმიერი მურაბა, რომელსაც ცოტა მყარი მასალა აქვს, წავა

მეც მგონია, რომ მურაბა საინტერესო გემოს მისცემს, ვნახოთ წელს გადაწყვეტილი მაქვს ხაჭოს პასკის /ნამდვილი პასკის გაკეთება. yes.gif
პ.ს. საერთოდ ძალიან მიყვარს აღდგომა, სააღდგომო სუფრა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეპყრობი ამას ყველაფერს (რიტუალებს ტრადიციებს და ა.შ.) smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Apr 2009, 19:36
nanana
QUOTE
გავქნით საცერში, ბლენდერი და მიქსერი არ იხმაროთოოო.


sad.gif

Breaky
მოხარშული კვერცხის გულის გარეშე არ გამოვა ეგ ამბავი?

Posted by: kato_Bato 10 Apr 2009, 19:53
bell
QUOTE
და კიდევ უზომოდ მიყვარს ნიგვზიანი რულეტები და არსად არ მინახია 

იფქლს აქვს ნიგვზიანი და თაფლიანი ნამცხვრები

Posted by: bell 10 Apr 2009, 20:58
Breaky
QUOTE
გემრიელი პასკები პანეტერეაში იყიდება, ნუცუბიძის II მირკოში როა ცნობილი იტალიური საცხობი.

ნიგვზიანი რულეტი არ ვიცი biggrin.gif


2kiss.gif რა კაია როგორ მინდაა
ხო არ იცი როდიდან იქნება?

kato_Bato
ეგ რომელია?

Posted by: radiology 10 Apr 2009, 21:10
bell
QUOTE
ეგ რომელია?

იფქლი რომელია?
წერეთელზეsmile.gif
QUOTE
გემრიელი პასკები პანეტერეაში იყიდება, ნუცუბიძის II მირკოში როა ცნობილი იტალიური საცხობი.

მანდ შარშან ვიყიდე პასკები და სიმართლე გითხრა რაც ფასი ქონდა ისეთი მაგარიც არ იყო..

Posted by: Breaky 10 Apr 2009, 21:49
WOMAN IN LOVE
QUOTE
მოხარშული კვერცხის გულის გარეშე არ გამოვა ეგ ამბავი?


გამოსვლით კ იგამოვა, მაგრამ ის არ იქნება, რაც უნდა იყოს, ძალიან უხდება გემო
* * *
bell
არა, ნამდვილად არ ვიცი. მეთვითონ არ ვყიდულობ ხოლმე, დედაჩემი ან აკეთებს, ან ყიდულობს და ის მიწილადებს ხოლმე.

Posted by: Bella Moretta9 10 Apr 2009, 22:05
ასევე ძალიან გემრიელია "ტკბილი ქვეყნის" პასკები, შარშან ვიყიდე და ძალიან მომეწონა yes.gif

Posted by: bell 10 Apr 2009, 22:06
QUOTE
წერეთელზეsmile.gif

ანუ საცხობია ხო და საიტ არის ანუ რასთანაა ახლოს?


Posted by: trout 10 Apr 2009, 22:22
ტკბილი ქვეყანა მართლაც საუკეთესოა მაგაში

Posted by: radiology 10 Apr 2009, 22:44
bell
QUOTE
ანუ საცხობია ხო და საიტ არის ანუ რასთანაა ახლოს?

ხო საცხობია 24 საათიანი,PSP ფარმა მარკეტი როა იმის გვერდითაა.

Posted by: niki_ niki 10 Apr 2009, 23:39
bell

იფქლის ქარხანა არის დიღმის მასივში სასამართლოსთან. მაგრამ თუ სიმართლე გინდათ "ტკბილი ქვეყანა" რომ არის იმის ჯობია smile.gif

Posted by: bluebird_s 10 Apr 2009, 23:47
ლიტერატურულის პასკა მიყვარს ძალიან. სახლში რომ აკეთებენ, ისეთია

Posted by: lionela 11 Apr 2009, 00:31
ხაჭოს პასკას მე ყვავილების ქოთანში ვაკეთებ. ძალიან მოსახერხებელია. ახალი ქოთანი იყიდეთ, რომელსაც ნახვრეტები აქვს ძირზე. ამოაგეთ დოლბანდი, ჩადეთ შიგნით ხაჭოს მასა, ზემოდან დაადეთ ლამბაქი და რაიმე სიმძიმე. სითხე ჩამოიწურება და ნახვრეტებიდან გამოვა გარეთ. მშვენიერი ფორმაც გამოდის.

Posted by: bell 11 Apr 2009, 00:40
radiology
niki19m
მე იცით როგორ რულეტზე ვამბობ აი პეროგს რო ეძახიან პურს გავს გარეგნულად და ნიგვზიანია, ასეთს გააკეთებენ ეგენი?
ჩემს ბავშვობაში ვაცხობდით პასკებთან ერთათ სააღდგომოთ ყოველთის არავინ იცით რეცეპტი?

Posted by: niki_ niki 11 Apr 2009, 00:44
bell

ეგეთს აცხობენ თუ არა არ ვიცი და გავიგებ ხვალე და შეგატყობინებ yes.gif დიღომში მანდ გავდივარ ყოვედღე smile.gif


მე იფქლის ნაწარმზე ვამბობ smile.gif

Posted by: bell 11 Apr 2009, 09:58
niki19m
QUOTE
გეთს აცხობენ თუ არა არ ვიცი და გავიგებ ხვალე და შეგატყობინებ yes.gif დიღომში მანდ გავდივარ ყოვედღე smile.gif


მე იფქლის ნაწარმზე ვამბობ smile.gif



ვაიმეეეეეეეეეეე როგორ გამახარეეეეეეეეეეეეებ jump.gif
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: miau 11 Apr 2009, 11:16
ჩვენ სახლში ვაცხობთ კულიჩს smile.gif პასხების გაკეთებაც გვინდა და ვნახოთ smile.gif შარშან tos-ka გაგვიმასპინძლდა და ძალიან მეგემრიელა smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Apr 2009, 11:18
lionela
QUOTE
ხაჭოს პასკას მე ყვავილების ქოთანში ვაკეთებ. ძალიან მოსახერხებელია. ახალი ქოთანი იყიდეთ, რომელსაც ნახვრეტები აქვს ძირზე. ამოაგეთ დოლბანდი, ჩადეთ შიგნით ხაჭოს მასა, ზემოდან დაადეთ ლამბაქი და რაიმე სიმძიმე. სითხე ჩამოიწურება და ნახვრეტებიდან გამოვა გარეთ. მშვენიერი ფორმაც გამოდის.

ჭკვიანურია up.gif

Posted by: miau 11 Apr 2009, 11:19
WOMAN IN LOVE
QUOTE
lionelaQUOTEხაჭოს პასკას მე ყვავილების ქოთანში ვაკეთებ. ძალიან მოსახერხებელია. ახალი ქოთანი იყიდეთ, რომელსაც ნახვრეტები აქვს ძირზე. ამოაგეთ დოლბანდი, ჩადეთ შიგნით ხაჭოს მასა, ზემოდან დაადეთ ლამბაქი და რაიმე სიმძიმე. სითხე ჩამოიწურება და ნახვრეტებიდან გამოვა გარეთ. მშვენიერი ფორმაც გამოდის.

ჭკვიანურია


მართლაც რომ ჭკვიანურია smile.gif

Posted by: rtuli 11 Apr 2009, 12:04
მე ხაჭოს პასკას ნაღებს ვამატებ!

ნაყინის გემოაქვს!
QUOTE
ყვავილების ქოთანში ვაკეთებ

იდეალური ვარიანტია!
პლასმასის საყვავილეში!
მეც გამოვიყენებ yes.gif

Posted by: allegro 11 Apr 2009, 20:56
2 დღეა ვფიქრობ რაში მოვათავსო ჩემი პასკა და აი კარგი იდეა მომაწოდეთ yes.gif lionela

Posted by: volli35 12 Apr 2009, 17:52
ძალიან გთხოვთ პასკის რეცეპტი მინდა დ აიქნებ დამეხმაროთ ... ან მიმანიშნოტ რომელ თემაში ვნახო??


Posted by: Dr_Zuzumbo 12 Apr 2009, 19:48
იმას, რასაც საქართველოში რატომღაც "პასკას" უწოდებენ, არის იტალიური Panettone
აქაა რეცეპტი http://allrecipes.com/Recipe/Panettone-I/Detail.aspx
ეს, მილანური http://italianfood.about.com/library/rec/blr0946.htm

Posted by: METAL IKA 12 Apr 2009, 19:54
რუსები კულიჩს უძახიან.
ძალიან გემრიელი რეცეპტია. მოგაშველოთ?

Posted by: volli35 12 Apr 2009, 20:11
METAL IKA
კი კი აუცილებლად .... ყველა რეცეპტი მაინტერესებს

მადლობას გიხდით ყველას დახმარებისთვის

Posted by: rtuli 13 Apr 2009, 21:37
მოკლედ ასეთი ინფო მაქვს,გუდვილში ვნახე პანეტონნე უამრავი იყო და ფასები 18 ლარიდან და 28 ლარამდე ღირს!


პ.ს. ნეტა მაგ პენეტონეებში შიგნით ოქროც ხომ არურევია boli.gif



აი რა ამოვიკითხე რუსულ საიტზე:

ყველაზე გიგანტური კულიჩი 2004 წელს გამოააცხვესНижнем Новгороде და იწონიდა 641 килограмм 200 гр.

დასჭირდათ 735 ცალი კვერცხი
200კგ. ფქვილი
50 კგ.კარაქი
50 კგ. შაქარი
200 კგ.Сливочная помадка(აი ეს რა არის არვიცი)

5000 ადამიანმა 5 საათში შეჭამეს yes.gif

და რეკორდების წიგნშიც დაფიქსირდა ეს გიგანტური კულიჩი!

Posted by: annak 14 Apr 2009, 16:26
პასკას გავაკეთებ ამ რეცეპტით, უფრო ადვილი მეჩვენება.
ხაჭო- 1 კგ,
არაჟანი- 150 გ, 30%
კვერცხი- 5 ცალი,
კარაქი- 150 გ,
შაქრის ფხვნილი - 250 გ,
ნიგოზი - 60 გ,
ქიშმიში - 100 გ,
თეთრი ბლის ან წითელი/მწვანე პამიდვრის მურაბა - 100 გ,

არაჟანს ვუმატებთ საცერში გაქნილ ან "ათქვეფილ" ხაჭოს. ცალკე ჯამში გათეთრებამდე ვთქვეფთ კარაქს და შაქარს. შემდეგ თითო-თითოდ ვუმატებთ კვერცხებს და ვთქვეფთ. ვაერთებთ ამ ორ მასას, ვუმატებთ ქიშმიშს და თხლად დაჭრილ ნიგოზსს.
რამე ქოთნისმაგვარში გახვრეტილი ძირით ვაფენთ ოთხად გაკეცილ მარლას და მჭიდროდ ვავსებთ მიღებული მასით. ზემოდან ვადებთ სიმძიმეს და ვდებთ მაცივარში დაახ. 15 საათის განმავლობაში.
შემდეგ გადავიტანთ სწორ თეფშზე (თეფშს ზემოდან ვადებთ და ვატრიალებთ ქოთანს) ვრთავთ თეთრი ბლის მურაბით.
მე ალბათ ზემოდან მოვრთავ თეთრი ბლის მურაბით და გვერდებზე დაჭრილი წითელი და მწვანე პამიდვრის მურაბით.

Posted by: pipa 14 Apr 2009, 16:31
rtuli
დედაცჰემმა ბაზრობაზე 13 ლარად იყიდა

მე 17 ლარად

გუდვილსჰი მარტო 18 ლარიანი იყო

Posted by: Dr_Zuzumbo 14 Apr 2009, 17:02
QUOTE (rtuli @ 13 Apr 2009, 21:37 )
პ.ს. ნეტა მაგ პენეტონეებში შიგნით ოქროც ხომ არურევია boli.gif

ოქრო არა, მაგრამ ნამდვილად ოქროს ფასი კი აქვს ნამდვილ ზაფრანს- Crocus sativus
სურათზე- ზაფრანი

P.S.
კულინარიაში ამ ზაფრანის კროკუსის მუქი მოწითალო "ულვაშები" გამოყენება.
რამოდენიმე ასეთი ულვაშიც საკმარისია, რომ ნებისმიერმა ნამცხვარმა, ან ბაჟემ ლამაზი ოქროსფერის გარდა, მძაფრი, სასიამოვნო არომატიც მიიღოს.
ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, 3-4 ასეთი "ულვაშიც საკმარისია

Posted by: rtuli 14 Apr 2009, 17:09
pipa
მე უნდა გამოვაცხო აუცილებლად smile.gif
ერთი ცალი არმყოფნის,სამ ოჯახზე მჭირდება.
თან მიყვარს სახლში პასკის სუნი რომ ტრიალებს smile.gif

еще пироги с орехами и вишневым повидлом хочу love.gif ,ბებია ჩემი აცხობდა რუსულ ფეჩში ლაგოდეხში.




************************
Dr_Zuzumbo
QUOTE
3-4 ასეთი "ულვაშიც საკმარისია

მაქვს ზუსტად ასეთი ზაფრანა,წყალი უნდა დავასხა და დავაყენო ნაყენი.

Posted by: pipa 14 Apr 2009, 17:15
rtuli
QUOTE
მე უნდა გამოვაცხო აუცილებლად

შენ რა გითხარი smile.gif
ერთხელ ვუყურე მეგობრის დედა როგორ აცხობდა ასე 2 დღე და კინაღამ ყურებისგან მოვკვდიsmile.gif
ამოფუვდებოდა, ამოზელდა და ასე გაუთავებლად

Posted by: ხორხე 14 Apr 2009, 17:17
rtuli
QUOTE
еще пироги с орехами и вишневым повидлом хочу love.gif ,ბებია ჩემი აცხობდა რუსულ ფეჩში ლაგოდეხში.


აუ ძაან მაგარია !!!


მეც მიჭამია იმენა ლაგოდეხური, "ფეჩის ნამცხვარს" ეძახიან, ჩემს მეზობელს აქვს სოფელი იქ და იცის რო მევასება ძაან და მოაქ ხოლმე ჩემთვის


Posted by: rtuli 14 Apr 2009, 17:22
pipa
QUOTE
ერთხელ ვუყურე მეგობრის დედა როგორ აცხობდა ასე 2 დღე და კინაღამ ყურებისგან მოვკვდი

2kiss.gif
ამიტომაც სახლში გამომცხვარი უფრო გემრიელია.
თან მე მანიაკივით მიყვარს საფუვრიანი ცომის ჭყლეტვა biggrin.gif

ეხლა ვათვალიერებდი კულიჩებს და შოკოლადის კულიჩიც ყოფილა,ვფიქრობ ეკსპერემენტი ხომ არჩავატარო rolleyes.gif

Posted by: pipa 14 Apr 2009, 17:26
rtuli

QUOTE
თან მე მანიაკივით მიყვარს საფუვრიანი ცომის ჭყლეტვა

ჩემთვის დეჟავიუსავით არის smile.gif)

შენ მაგარი ხარ!

smile.gif
რღაც ჩემთან სმაილიკებს არ ხსნის

Posted by: miau 14 Apr 2009, 17:34

rtuli
annak

ახლა წავაწყდი ძალიან საინტერესო რეცეპტს და კარგ რჩევებს და იქნებ გამოგადგეთ smile.gif
http://www.u-mama.ru/read/article_print.php?id=3350

Posted by: lionela 14 Apr 2009, 20:42
miau
მართლაც კარგი რეცეპტია. ტექნოლოგიაც დეტალურადაა ახსნილი.

Posted by: bell 14 Apr 2009, 21:49
rtuli
QUOTE
еще пироги с орехами и вишневым повидлом хочу love.gif ,ბებია ჩემი აცხობდა რუსულ ფეჩში ლაგოდეხში

აუ ხო არ იცი სადმე რო იყიდებოდეს ან რეცეპტი მითხარი
აირღუმელში გამოვა? ლაგოდეხში აცხობდა ბებო აღდგომა ჩემთვის მაგასთან ასოცირდება სად არ ვეძებე აქ ვერ ვიშოვე ამ ორსულოაში სულ გადავირიე ელა ყოველ საღამოს მაგაზე ვოცნებობ მინდააააააააააააააააა weep.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Apr 2009, 22:17
annak
შენს რეცეპტში
QUOTE
კვერცხი- 5 ცალი,

მოხარშული უნდა, როგორც ბრეიკის რეცეპტში თუ არა?
მიქსერით ათქვეფა ესე იგი შეიძლება?

Posted by: Breaky 14 Apr 2009, 22:28
რაღაც უმი კვერცხით გაკეთებული ხაჭოს პასკა არ მიზიდავს. მირჩევნია მოხარშულით გავაკეთო ხოლმე. თან გემოსაც
გემრიელს აძლევს.

Posted by: lionela 14 Apr 2009, 22:31

მე ამ რეცეპტის მიხედვით გავაკეთე შარშან და ძალიან გემრიელი გამოვიდა. უკაცრავად რუსულ ენაზე რომ გაწვდით (დამეზარა თარგმნა)
Пасха с цукатами и миндалем
Необходимые продукты: сухой нежирный творог — 500 г, цукаты и сухофрукты ( папайя, дыня, ананас, вишня, клюква, изюм и т.д.) — 100 г, миндаль — 100 г, сливочное масло — 90 г, сливки — 100 мл, яичные желтки — 2 шт., сахар — 80 г, ванильная палочка — 1 шт.
Творог протереть через сито. Палочку ванили разрезать, вынуть зернышки и добавить в творог. Цукаты изрубить, миндаль измельчить в ступке. Сливочное масло взбить вилкой или небольшим венчиком. В масло добавить сухофрукты, цукаты и орехи. Желтки взбить с сахаром. Сливки подогреть и добавить к желткам. Поставить на небольшой огонь или в микроволновку и прогреть. В творог добавить масло с сухофруктами и сливочно-желтковый крем (предварительно остуженный). Выложить форму для пасхи двойным слоем марли и наполнить ее творожной массой. Края марли завернуть крест-накрест, сверху на пасху положить груз и поставить в холодное место минимум на сутки.

Posted by: rtuli 14 Apr 2009, 22:43
bell
QUOTE
აირღუმელში გამოვა?

კი როგორ არგამოვა,მხოლოდ იმ ფეჩის და შეშის გემო აღარ ექნება smile.gif .
რაღაცნაირი მოჯადოვებული გემო აქვს რუსულ ფეჩში გამომცხვარ პეროგებს.
QUOTE
რეცეპტი მითხარი

წეღან დას ველაპარაკე და ხვალ სმსით გადმომიგზავნის სგუშონზე დამზადებულ პასკის რეცეპტს.
მითხრა რომ,ნიგვზის ვარდი გამოდის უგემრიელესი მაგ ცომით.გაგიზიარებ yes.gif

Posted by: bell 14 Apr 2009, 23:02
rtuli
QUOTE
კი როგორ არგამოვა,მხოლოდ იმ ფეჩის და შეშის გემო აღარ ექნება. რაღაცნაირი მოჯადოვებული გემო აქვს რუსულ ფეჩში გამომცხვარ პეროგებს.

ხო...მაგრამ სულ არარაბას ხო აჯობებს

QUOTE
წეღან დას ველაპარაკე და ხვალ სმსით გადმომიგზავნის სგუშონზე დამზადებულ პასკის რეცეპტს. მითხრა რომ,ნიგვზის ვარდი გამოდის უგემრიელესი მაგ ცომით.გაგიზიარებ

2kiss.gif
ერთი სული მააქვს

Posted by: CZ88 14 Apr 2009, 23:34
პასკას მე აქ ვერ ვაკეთებ. ვყიდულობ იტალიურს და ვაკურთხებინებ ხოლმე. აბა ეგ ტექნოლოგიები არ ვიცი და მგონი ასეც შეიძლება smile.gif

Posted by: SummerLove 15 Apr 2009, 00:43
აქ რო წერია ხაჭოს პასკის რეცეპტები რომლით აკეთებთ? ანუ რომელი ჯობია? მაგრამ როგორც მივხვდი დიდი განსხვავება არაა ... პირველად ვაპირებ წელს ... კულიჩი ხშირად გაგვიკეთებია და ეს პასკა არ მიცდია ჯერ biggrin.gif

Posted by: miau 15 Apr 2009, 11:06
SummerLove
QUOTE
აქ რო წერია ხაჭოს პასკის რეცეპტები რომლით აკეთებთ? ანუ რომელი ჯობია? მაგრამ როგორც მივხვდი დიდი განსხვავება არაა ... პირველად ვაპირებ წელს ... კულიჩი ხშირად გაგვიკეთებია და ეს პასკა არ მიცდია ჯერ


august - სა აქვს საკმაოდ კარგი პასკის რეცეპტები ჩვენს განყოფილებაში დაწყობილი, ასევე tos-ka -მ მოამზადა შარშან პასკა და უგემრიელესი იყო, ვიცი, რომ rtuli-ს აქვს ამ მხრივ გამოცდილება smile.gif

წელს ძალიან მინდა მოვამზადო და ვნახოთ, იმედი მაქვს, გამომივა.
* * *
http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=0

ესეც August -ის რეცეპტები smile.gif

Posted by: annak 15 Apr 2009, 13:03
WOMAN IN LOVE
QUOTE
მოხარშული უნდა, როგორც ბრეიკის რეცეპტში თუ არა?

არა "უმი" მე სწორედ ეს მომწონს ამ რეცეპტში.
როცა კარაქს და შაქარს ათქვეფ, კარგად გათეთრებამდე მერე სათითაოდ უმატებ კვერცხებს. (ერთს ჩააგდებ, მიქსერით კარგად გათქვეფ და ა.შ)
და ხაჭოს გათქვეფაც შეიძლებაო, თუმცა მე არ "გავრისკავ" და გავქნი.
Breaky
QUOTE
რაღაც უმი კვერცხით გაკეთებული ხაჭოს პასკა არ მიზიდავს. მირჩევნია მოხარშულით გავაკეთო ხოლმე. თან გემოსაც
გემრიელს აძლევს.

რატომღაც მოხარშულით ვერ წარმომიდგენია, თან რო უნდა გაქნა მერე user.gif
QUOTE
August -ის რეცეპტები

love.gif love.gif

Posted by: miau 15 Apr 2009, 17:14
annak
QUOTE
WOMAN IN LOVEQUOTEმოხარშული უნდა, როგორც ბრეიკის რეცეპტში თუ არა?

არა "უმი" მე სწორედ ეს მომწონს ამ რეცეპტში. როცა კარაქს და შაქარს ათქვეფ, კარგად გათეთრებამდე მერე სათითაოდ უმატებ კვერცხებს. (ერთს ჩააგდებ, მიქსერით კარგად გათქვეფ და ა.შ) და ხაჭოს გათქვეფაც შეიძლებაო, თუმცა მე არ "გავრისკავ" და გავქნი.


საინტერესოა ორივე ვარიანტი, მაგრამ მე რატომღაც უმი კვერცხით უფრო მაინტერესებს ამ ეტაპზე smile.gif
ისე, ხაჭო ბევრჯერ დამიბლენდერებია და საცერზე გატარების ეფექტი აქვს smile.gif აი, გათქვეფის რა მოგახსენო, არ ვიცი.

Posted by: Do-re-mi 15 Apr 2009, 17:15
მოხარშული კვერცხიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი????? ვააა, რას არ გაიგებ, ბებიაჩემი მას არ აკეთებდა aba.gif

Posted by: miau 15 Apr 2009, 17:49
Do-re-mi
QUOTE
მოხარშული კვერცხიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი????? ვააა, რას არ გაიგებ, ბებიაჩემი მას არ აკეთებდა


მოდი, გაგვიზიარე ბებიაშენის რეცეპტი smile.gif

Posted by: psevdopodia 15 Apr 2009, 20:46
იტალიური პასკები სად იყიდება ხომ არ იციით? შარშან ვჭამე, თავზე შოკოლადი ქონდა მოსხმული და გულში ძაააალიან, ძააალიან ცოტა კრემისავით რაღაც ქონდა, ძაან გემრიელი იყო. სად იყიდება და რა ღირს ხომ არ იცით?

Posted by: rtuli 15 Apr 2009, 20:59
ПАСХА «ЦАРСКАЯ» СЫРАЯ
450 г сливочного масла, 5-6 желтков, 500 г сахара, 1 кг творога, 300 г 30%-ных сливок, по 100 г изюма, миндаля, цукатов, кардамон или ванилин.
Сливочное масло растереть с сахаром добела, добавляя по одному желтки. Массу растирать до полного растворения кристаллов сахара, ароматизировать ванилином или тонко смолотым и просеянным через частое сито кардамоном. Добавить дважды протертый через сито творог, изюм, миндаль, измельченные апельсинные цукаты или натертую лимонную цедру. Тщательно перемешать, ввести взбитые сливки, перемешать сверху вниз, заполнить массой пасочницу, застланную чуть влажной марлей, закрыть блюдцем, нагрузить небольшим гнетом, поставить в холодильник на 12 час.
აი ამ რეცეპტით უნდა მოვამზადო პასხა,შეიძლება ცოტა სგუშონი დავამატო კიდე.

სხვათაშორის უმ კვერცხზე იყო ლაპარაკი და მაინტერესებს ,გოგლი-მოგლი არავის უჭამია!?
მშვენივრად შეეხამება ხაჭოს და ნაღებს კვერცხის გულები,ოღონდ უნდა კარგათ გაითქვიფოს.
ცილას აქვს სპეციფიკური გემო,აი გულებს არა,მითუმეტეს ნაყიდ კვერცხს.


დღეს შევიძინე კულიჩის გამოსაცხობათ წვრილი შაქარი და ძალიან კარგი მარგარინი,სპეციალურად ნამცხვრებისთვის ,ძალიან კარგი გემოც აქვს სხვათაშორის
http://www.radikal.ru

Posted by: Breaky 15 Apr 2009, 21:05
rtuli
QUOTE
სხვათაშორის უმ კვერცხზე იყო ლაპარაკი და მაინტერესებს ,გოგლი-მოგლი არავის უჭამია!?


ხოდა რომ ვერ ვიტანდი მაგ გოგლი-მოგლს, იმიტომაც მირჩევნია მოხარშულიანი biggrin.gif givi.gif

Posted by: rtuli 15 Apr 2009, 21:18
Breaky
ა შენ მოხარშული ვარიანტი 2kiss.gif
ПАСХА «ЦАРСКАЯ» ВАРЕНАЯ
2 кг творога, 10 яиц, 400 г сливочного масла, 800 г сметаны, 700 г сахара, 100 г ядер миндаля, 100 г изюма, ванилин.
Протереть через сито творог и сливочное масло, добавить тану, тщательно перемешать, поставить посуду на плиту и довести массу до кипения при непрерывном помешивании деревянной лопаточкой, чтобы масса не пригорела. Тотчас снять с огня и по возможности быстрее охладить, также непрерывно помешивая, в остывшую массу добавить сахар, изюм, миндаль, ванилин, все перемешать, положить в пасочницу, застланную чуть влажной марлей, плотно вминая массу, сверху положить блюдце, небольшой груз, поставить в холодильник на сутки.

* * *
ვერ გავქაჩავ ამის ნათარგმნი რომ დავდო,ვიცი გრამატიკულად ქვეყანა შეცდომებს დაუშვებ biggrin.gif ,ამიტომ გავიადვილე საქმე და აი ამ ბრწყინვალე რჩევებს დავდებ
ПРАВИЛА ВЫПЕЧКИ КУЛИЧЕЙ

При выпечке куличей необходимо помнить основные правила, от соблюдения которых во многом зависит, каким получится кулич.

Главное и непременное украшение пасхального стола — куличи, которые выпекают из сдобного дрожжевого теста, но высокими и круглой формы.
По преданиям, саван Христа, похороненного по иудейским обычаям, был круглой формы.
Этим и объясняется традиционная круглая форма кулича.
А высоким он должен быть потому, что в весеннее время Пасхи все в природе оживает и тянется вверх


• Тесто не должно быть жидким, потому что куличи расплывутся и будут плоскими, и не должно быть густым - куличи будут слишком тяжёлыми и невкусными, быстро зачерствеют. Тесто должно быть такой плотности, чтобы его можно было разрезать ножом и оно к нему не прилипало, чтобы при делении куличей не надо было бы подсыпать муки. Разрежьте вымешанное тесто ножом. Плотность в самый раз, если оно не тянется за ножом, не налипает на него. Можно раскладывать в формы.

• Месить тесто нужно долго и тщательно. По старинным преданиям, его нужно 300 раз ударить, чтобы потом гости 300 раз похвалили кулич. Месят тесто как можно дольше, чтобы оно отставало от рук, посуды или стола.

• Тесто должно подходить три раза: первый раз - когда будет растворено; второй раз - когда будет замешено, в третий - когда уже разделено и уложено в формы или на противень.

• Куличное тесто не любит сквозняков, а любит тепло, поэтому куличи должны подходить в теплом месте при температуре 30-45 градусов. В помещении, где готовится кулич, должна быть температура не ниже 25°.

• Если опара опала - это не страшно. Поднимется еще раз.

• Но вот маленький совет - если Вы уже разложили тесто в формы и оно хорошо поднялось, но при попытке поставить в духовку верх как бы сдулся и стал плоским - не надейтесь, что в духовке он снова поднимется и станет круглым. Лучше подождать с выпечкой и дождаться, когда тесто снова подрастет. Иначе кулич может оказаться с плоским верхом. если не дать куличу полностью подойти, он получится плотным и сочным. Сухофрукты нужно предварительно замочить, они после выпечки будут отдавать влагу тесту. Сухофрукты, изюм, цукаты после просушки и перед закладкой в тесто, необходимо обвалять в муке, а затем просеять(убрать лишнюю муку)

• Я вымешивала тесто для куличей руками (по консистенции тесто получилось, как на пироги), но можно сделать более легкое тесто, добавив меньшее количество муки - в этом случае тесто следует вымешивать миксером, так как по консистенции оно должно получиться гуще, чем на оладьи и более жидким, чем на пироги и легко отставать от стенок миски - такое тесто вымешивать руками не получится, а только ложкой или миксером, пока не появятся пузырьки - это значит, что тесто достаточно обогатилось кислородом

• На Руси для куличей обычно готовили много теста, так как в большом объеме оно лучше выбраживается

• Куличи выпекают в формах из тонкой жести с подвижным (съемным) дном.

• Форму эту обязательно нужно выкладывать бумагой, промасленной сливочным или топленым маслом, а не просто смазывать маслом

• Желательно изнутри форму обложить бумагой для выпечки, тогда кулич из нее легко вынется.

• Руки тоже смазать маслом. Набирать и отрывать руками куски теста и выкладывать в форму.

• Духовка перед посадкой в нее кулича должна быть предварительно хорошо нагрета, ибо только в этом случае она будет сохранять равномерную температуру во время выпечки, что очень важно

• Определяют готовность кулича к выпечке по объёму: тесто должно подняться почти до краёв формы.

• Чтобы такой кулич поднялся ровно, перед посадкой в духовку в середину его втыкают деревянную палочку. Через определённое время палочку вынимают. Если она сухая, кулич готов

• Готовый к выпечке кулич смазывают яйцом, взбитым с 1 ст. ложкой воды, и маслом, посыпают рубленым орехом, крупным сахаром и сухарями

• капризная пасхальная сдоба «не любит», когда ее беспокоят во время выпечки, так что старайтесь без надобности не открывать дверцу духовки, иначе от резкого перепада температуры пышное тесто опадет. А если вы заметите, что верхушка кулича подгорает, а сам он еще не пропекся, прикройте его сверху влажной пергаментной бумагой.

• Выпекают кулич в увлажнённой духовке, для этого на её низ помещают ёмкость с горячей водой; температура 200-240° С. (Средняя температура для выпечки куличей 210°, умеренная температура в духовке 160°-180°).

• в больших формах куличи тоже хорошо пропекаются, только, чтобы верх не подгорел, минут через 10-15 убавьте огонь градусов на 20 и затяните верх кулича фольгой.

• Продолжительность выпечки кулича зависит от его величины. Кулич массой меньше 1 кг выпекают 30 минут, 1 кг - 45 минут, 1,5 кг - 1 час, 2 кг - 1,5 часа. Если кулич сверху пригорает, его прикрывают сухой бумагой.

• Готовый кулич вынимают из духовки, кладут на боковую поверхность и сохраняют в таком положении, пока дно не остынет.

• Готовые куличи можно покрыть глазурью и украсить цукатами.

Posted by: Breaky 15 Apr 2009, 22:12
rtuli

2kiss.gif
აი, მე რომ დრო მქონდეს, დიდი სიამოვნებით გაგიცვლიდი ჩემს ხაჭოს პასკას შენს სტაფილოს ტორტში biggrin.gif biggrin.gif
ანუ დრო რომ მქონდეს პრიპასების ყიდვის და მერე კეთებისთქო. იმ წელს, როცა ხაჭოს პასკები გავაკეთე, მემგონი
გამომცხვარი პასკა არც მიჭამია biggrin.gif

Posted by: Alpinistka123 16 Apr 2009, 01:47
ეგზოტიკური და ამავდროულად იაპი სადილი მასწავლეტ

Posted by: (c)TG 16 Apr 2009, 02:17
http://forum.ge/?f=50&showtopic=33955363&st=0

Posted by: Jazzyt 16 Apr 2009, 14:06
rtuli
ესეიგი დიდი ხანია ვკითხულობ ამ განყოფილების პოსტებს, რეცეპტებითაც კი მისარგებლია და ძალიან კმაყოფილი ვარ

1. სად შეიძინეთ ეს მარგარინი თუ საიდუმლო არ არის?
2. მოუთმენდლად ველი სგუშონზე მოზელილ პასკიც რეცეპტს
3. ან თქვენ ან ვინმემ ხომ არ იცით პასკის (კულიჩის) ცომით რომ გამოვაცხო ბატკნის მძიმე (მგონი თუჯის) ფორმაში რამე პრობლემა ხო არ მექნება? კანდელაკის საკონდიტროში ვნახე ეგეთი ბატკანი და გამახსენდა რომ დედაჩემს ჰკონდა სადღაც სახლში , ბავშვებს მოწეონებათ


* * *
Breaky
მიხარია რომ დაუბრუნდი "მჭამელების" რიგებს :-) აბა შენარჩუნება და Bon Appetite 2kiss.gif

Posted by: rtuli 16 Apr 2009, 14:32
Jazzyt
QUOTE
სად შეიძინეთ ეს მარგარინი თუ საიდუმლო არ არის?

დინამოს მოპირდაპირე მხარეს სადაც ,,დოლარ სტორის,,შესასვლელია,მანდ პირველი შესასვლელი მარცხნივ,არის პროდუკტების გაყიდვა.
მანდ ვყიდულობ.ისე ზემოთ რომ ახვიდე დოლარ სტორისკენ საკონდიტრო ჯიხურია,აი მანდ ბევრი კარგი რამე იყიდება,მაგალითად კაკაო წონით და ფერით,ქოქოსი წონით,ჯელატინები,შოკოლადები და ბევრი წვრილმანი საკონდიტროებისთვის.
QUOTE
მოუთმენდლად ველი სგუშონზე მოზელილ პასკიც რეცეპტს

დღეს გამოცდას ვაბარებთ მე და სგუშონის ცომი biggrin.gif ,ვნახოთ რა გამომივა და მერე რეცეპტსაც დავდებ.
QUOTE
პასკის (კულიჩის) ცომით რომ გამოვაცხო ბატკნის მძიმე (მგონი თუჯის) ფორმაში რამე პრობლემა ხო არ მექნება?

საფუვრიანი ცომი როგორ უნდა გაანაწილო ისე რომ ,ან არდააკლდეს(ანუ სულ შეივსოს ფორმა,როცა გაფუვდება ცომი),ან მეტი არმოგივიდეს,რომ მერე ჩაცომებული არგამოგივიდეს.
არვიცი ,მე არგავრისკავდი.

Posted by: Jazzyt 16 Apr 2009, 14:35
rtuli
ხო, მეც ეგ მადარდებს მაგრამ ისელი ლამაზი ბატკნები აქვს "ცელნი" - ნეტა ვინმემ ტუ იცის როგორ გამოსდით.
კეკსის რეცეპტი რო ვცადო როგორ ფიქრობ ? დახურულ ფორმაში როგორ მოიქცევა ეგ ცომი ეგეც კაცმა არ იცის ...........

Posted by: rtuli 16 Apr 2009, 14:43
Jazzyt
«Пасхальный барашек»
250 грамм маргарина, 250 грамм сахарного песка, 250 грамм нежирного творога, 250 грамм полугрубой муки, 3 яйца, полторы чайных ложки разрыхлителя (или сода, гашенная уксусом), лимонная цедра, 50 грамм грецких орехов.
Все ингредиенты необходимо тщательно перемешать и хорошо промесить. Форму для выпечки «пасхального барашка» внутри вымажем маслом и посыпем мукой, потом зальем готовое тесто и закроем форму. Печем в заранее нагретой духовке примерно 45 минут. Готового «барашка» обильно посыпем сахарной пудрой.
ნახე რა კარგი რეცეპტი მოვიძიე

ჩეხების ყოფილა ტრადიციული თურმე.
ხაჭოთი მიყვარს მე ცომი,გემრიელი გამოდის.


************************************

полугрубой муки,
სხვა რეცეპტში,ანუ იგივეა ზუსტად უწერიათ პროსტო ფქვილი,ასე რომ შეუდექი მომზადებას, კარგი გამოგივა. yes.gif

Posted by: Jazzyt 16 Apr 2009, 14:43
rtuli
მადლობ რო ამიხსენი, დღეს ვაპირებ ზუსთად მანდ გასვლას :-) ვიცი ეგ რიგები
* * *
ვააა, გაიხარეეეე, მეც დავგუგლე მაგრამ ეს უპრო მომეწონა, ადვილი ჩანს
პოლუგრუბაია მუკა სადღა ვეძებო :-( რაც მაქვს იმით ვცდი ჯერ

* * *
rtuli
ხო, ჩეხებისაა :-)

Posted by: rtuli 16 Apr 2009, 15:01
Jazzyt
მოკლედ ჩაუწვდი რა ამ თემას,ბატკანს ვგულისხმობ wink.gif .
დამაინტერესა რატომ ბატკანი და აი რა ამოვიკითხეПасхальный барашек - символ, напоминающий о жертвенной гибели Иисуса Христа во искупление грехов всего человечества.
თურმე აუცილებელი ატრიბუტი ყოფილა ,სუფრის.იმასაც წერენ არაა აუცილებელი გამოაცხოვო,უბრალოდ კარაქისგანაც მიეცით ბატკნის ფორმა და კულიჩზე დასვითო.

საინტერესოა smile.gif

აი ეს გამოცხვარია (ფორმის გარეშე )და ბეზეთი მორთული yes.gif

Posted by: Jazzyt 16 Apr 2009, 15:09
rtuli
ეგეთები ვნახე (good-cook.ru mikvars eg saiti ratomgats ) sakvareli batknebia magram me chemi pormis mugami makvs tongue.gif
* * *
rtuli
დიდიიიი მადლობა, შედეგებს გაგაცნობთ და შენ კულიჩს ველი მოუთმენლად :-)

Posted by: rtuli 16 Apr 2009, 18:29
ეს ჩემი კულიჩების ცომი.
როგორი სურნელოვანი და მომღიმარეა wink.gif
http://www.radikal.ru

ვნახავ რას მეტყვის როცა გამოცხვება smile.gif

Posted by: balenciaga 16 Apr 2009, 19:35
წელს პირველად უნდა შევღებო კვერცხი დამოუკიდებლად და გამოცდილი ადამიანების დახმარება დამჭირდება. 20 კვერცხი უნდა შევრებო, სოფლის. რამდენი დამჭირდება ენდრო???
ცივ წყალში უნდა ჩავაწყო კვერცხები? თუ ჯერ ავადუღო ენდროიანად?

Posted by: Salvador 16 Apr 2009, 20:19
rtuli
აუ რა მაგრა გამოიყურება ტფუტფუტფუ ავ თვალს არ ენახება , ეს გრუშნევკითაა ხო ცომი?
უი მე ჯეზზი ვარ, ქმრის ნიკით შემოვედი
კსტატი მარგარინ პიშნი ვიყიდე :-) იქ სადაც მითხარი, ერთს ჰქონდა მხოლოდ

Posted by: rtuli 16 Apr 2009, 21:18
Jazzyt
QUOTE
ეს გრუშნევკითაა ხო ცომი

უჰუ
აი რა გამომივიდა.
ჯერ კიდევ კარგი პერგამეტი ჩაუფინე,ცომი სადღაც გარბოდა biggrin.gif
http://www.radikal.ru
მერე ეს გამოცხვა,ერთმა ქუდი გრილს მიადო smile.gif ,ცოტა ღია ფერის გვერდუნები აქვთ მაგრამ ახლა ვიცი რა ტემპერატურა შეუნარჩუნო,მთავარია კარგათ გამოცხვა და არდაიწია
http://www.radikal.ru
ესეც ჭრილში,ცომს როგორი სტრუკტურა აქვს
http://www.radikal.ru

ერთი კიდე მაგდენს ვაცხობ,ბევრი ცომი გამოდის ერთი პორციიდან.
ახლა დავაწითლებ გემრიელად და პუდრს მოვაყრი,ბავშვს გლაზური არუყვარს sad.gif

Posted by: faustina 16 Apr 2009, 21:22
rtuli
მმმმმმმმმმ, რა კარგიაააა, მისი სურნელი კი ჩემამდეც მოაღწია wink.gif

გოგოებოო, პასკას ცომშI ილი რომ არ ვუყო რა მე მოხდება ?? ან ძაან შეეტყობა... აქ, ესპანეთშI ვერ ვნახეეე sad.gif

rtuli
რომელი რეცპტიტ გააკეტე ???

Posted by: rtuli 16 Apr 2009, 21:35
QUOTE
გოგოებოო, პასკას ცომშI ილი რომ არ ვუყო რა მე მოხდება ?? ან ძაან შეეტყობა... აქ, ესპანეთშI ვერ ვნახეეე 

მე კარიცა უყავი და მუსკატის კაკალი,ვანილი და ქიშმიში ჩამბალი ლიქიორში,ცოტა ლიმონის ცედრაც.

Posted by: Salvador 16 Apr 2009, 22:46
rtuli
აუ რა მაგარია, აი ეგეთი სტრუქტურა მიყვარს ზუსტად ................ მმმმმმ
ელექტროყუმელში გამოვა ნეტა რამე, ნიკოლოზის დროინდელია . გამიგია მხოლოდ გაზზე გამოდის კარგი კულიჩებიო
* * *
rtuli
მაგარი ხარ რა, ხვალ ხო დადებ ამის რეცეპტს? jump.gif დღეს იდეაში მაგარი დაღლილი უნდა იყო, კულიჩები საკმაოდ შრომატევადი რამეა , იმხო

Posted by: SummerLove 17 Apr 2009, 01:16
QUOTE (rtuli @ 16 Apr 2009, 21:18 )
Jazzyt
QUOTE
ეს გრუშნევკითაა ხო ცომი

უჰუ
აი რა გამომივიდა.
ჯერ კიდევ კარგი პერგამეტი ჩაუფინე,ცომი სადღაც გარბოდა biggrin.gif
http://www.radikal.ru
მერე ეს გამოცხვა,ერთმა ქუდი გრილს მიადო smile.gif ,ცოტა ღია ფერის გვერდუნები აქვთ მაგრამ ახლა ვიცი რა ტემპერატურა შეუნარჩუნო,მთავარია კარგათ გამოცხვა და არდაიწია
http://www.radikal.ru
ესეც ჭრილში,ცომს როგორი სტრუკტურა აქვს
http://www.radikal.ru

ერთი კიდე მაგდენს ვაცხობ,ბევრი ცომი გამოდის ერთი პორციიდან.
ახლა დავაწითლებ გემრიელად და პუდრს მოვაყრი,ბავშვს გლაზური არუყვარს sad.gif

ძალიან კარგად გამოიყურება cry.gif რა რეცეპტით არის გაკეთებული?

მე სამწუხაროდ პასკის თავი ხშირ შემთხვევაში მისკდება ხოლმე და გლაზურს ვერ ვასხავ ნორმალურად sad.gif ვინმემ ხომ არ იცით რა ვქნა?

Posted by: minerva 17 Apr 2009, 02:43
პასკა მინდა user.gif
შარშან ამ თემაში დავპოსტე, პასკა მინდოდა მაშინაც..
ყველაფერი მეორდება.
გამოცხობა უნდა ვისწავლო სხვა გზა არაა yes.gif

Posted by: tos-ka 17 Apr 2009, 10:29
balenciaga
QUOTE
წელს პირველად უნდა შევღებო კვერცხი დამოუკიდებლად და გამოცდილი ადამიანების დახმარება დამჭირდება. 20 კვერცხი უნდა შევრებო, სოფლის. რამდენი დამჭირდება ენდრო???
ცივ წყალში უნდა ჩავაწყო კვერცხები? თუ ჯერ ავადუღო ენდროიანად?


კვერცხი დღეს, პარასკევს უნდა შეღებო.
ენდრო, თუ კარგი და საღია, ორი შეკვრა გეყოფა, რაც იყიდება.
ეს, რაც შეეხება "დოზებს", ახლა "ტექნოლოგია":
დაგჭირდება 2-3 ცალი ცელოფნის პარკი, სამზარეულოს ჩაქუჩი, სამზარეულოს ხის დაფა, რეზინის ხელთათმანი.
ხელზე აუცილებლად ჩამოიცვი რეზინის ხელთათმანები, დაფაზე დააფინე ერთი ცალი ცელოფნის პარკი, ზედ გაშალე ენდროს ტოტები, ზემოდან გადააფარე მეორე პარკი. შემდეგ მოიმარჯვე სამზარეულოს ჩაქუჩი ან ნებისმიერი მძიმე ნივთი, რომლითაც ენდროს ტოტების დაჩეჩქვას შეძლებ. წინასწარ მომზადებულ ქვაბში ჩაყარე დაჩეჩქვილი ენდრო, ჩაასხი წყალი და ცეცხლზე შემოდგი. სასურველია ამ წყალმა 1 საათი მაინც იდუღოს. მერე მიღებული სითხე ოთახის ტემპერატურამდე გააცივე და მასში ჩვეულებრივი წესით მოხარშე კვერცხები. 5 წუთი სავსებით საკმარისია smile.gif

Posted by: ლილუ 17 Apr 2009, 11:17
აუ ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო კარგი პასკა? ჯერ ვერ ვაცხობsmile.gif მომავალ წელს გპირდებით სახლში გამოვაცხობsmile.gif

Posted by: pipa 17 Apr 2009, 11:22
rtuli
QUOTE
ოღონდ როცა ვზელავდი ცომს,ბოლი გამდიოდა შრომატევადია


მაგაშია საქმე, მე პას 2kiss.gif
* * *
Lily
QUOTE
აუ ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო კარგი პასკა

გუდვილში, და აკადამქალაქის ტერიტორიაზე დიდი ჯღანი სახლი რომ ააშენეს იმის ქვეშ არის საცხობი აჩი-ბაჩი, 3 წელი ვყიდულობდი , მერე დაიკეტა და გაუხსნიათ ეხლახანს ვნახე

Posted by: World maps 17 Apr 2009, 12:32
კარგ პასკას რა ჯობია,კარგი თუ გინდაძვირიც უნდა გადაიხადო,ან სახლში ყველა წესის დაცვით გამოაცხო idea.gif

Posted by: ambrozia 17 Apr 2009, 13:25
წითელი კვერცხები ჯეჯილის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ახლა ბევრი საქმე მაქვს და მალე ჩავერთვები კულინარიაში. wink.gif

Posted by: მაკ-კი 17 Apr 2009, 14:29
rtuli
კარაქი ცომში გამდნარი უნდა თუ დარბილებული?

ambrozia
QUOTE
წითელი კვერცხები ჯეჯილის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ახლა ბევრი საქმე მაქვს და მალე ჩავერთვები კულინარიაში.

ჰო ძალიან ლამაზია ჯეჯილით smile.gif თითOნ მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ამ პოლიტიკური სიტუაციების გადამკიდე დროულად არ გამახსენდა და ვიყიდეთ.

Posted by: miau 17 Apr 2009, 17:08
rtuli

მაგარი პასკებია smile.gif

როგორც ყოველთვის უმაღლესი დონე ხარ! smile.gif
ბებიაჩემს არ გავუტეხე გული და მის მიერ შენახული რეცეპტით გამოვაცხვე პასკა - დიდი არაფერი, ცოტა არ იყოს, მძიმეა და სიტკბოჩ პირადად ჩემთვის აკლია wink.gif
ძალიან აფუმფულებული არ მიყვარს - მძიმე და ცხიმიანი ცომის პასკა უფრო მეგემრიელება, მაგრამ ეს რაღაც ისეთი არ არის, თუმცა მაღაზიისას მაინც გაცილებით ჯობია biggrin.gif
სააღდგომოდ ჩაქაფულის ნაცვლად აუაუ ბოზბაშს ამზადებს ჩემი რძლის შეკვეთით biggrin.gif სანდრიკოს უნდა გავასინჯოთ, ვნახოთ როგორ მოეწონება.

Posted by: Anie 17 Apr 2009, 17:13
წითელი კვერცხები მინდა დავდო ჯეჯილზე
და ხომ არ იცით რამდენ ხანში ამოდის ჯეჯილი rolleyes.gif

ჩაქაფულს კამა უნდა baby.gif

მე არასოდეს მიქნია და მეუბნებიან რომ უნდა wink.gif

Posted by: miau 17 Apr 2009, 17:16
Anie
QUOTE
წითელი კვერცხები მინდა დავდო ჯეჯილზე და ხომ არ იცით რამდენ ხანში ამოდის ჯეჯილი


ამ სამი დღის წინ დავთესეთ და კიდევაც ამოდის, ჯერ ძალიან პატარაა sad.gif

QUOTE
ჩაქაფულს კამა უნდა


არა, უნდა ბლ;ომად მწვანე ხახვი, ქინძი, ტარხუნა, ტყემალი... კამა არასოდეს გაგვიკეთებია და არც არსდად წამიკითხავს მისი საჭიროების შესახებ smile.gif

Posted by: Breaky 17 Apr 2009, 17:19
Anie

მე 7-10 დღით ადრე ვთესავ ხოლმე და ზუსტად კარგ სიმაღლეზე იზრდება აღდგომამდე.

Posted by: Anie 17 Apr 2009, 18:39
miau
Breaky


გმადლობ 2kiss.gif


აწი მეცოდინება
გუშინ დავთესე

Posted by: rtuli 17 Apr 2009, 19:21
მაკ-კი
QUOTE
კარაქი ცომში გამდნარი უნდა თუ დარბილებული?

მე დარბილებული კარაქი უყავი ,ცოტ ცოტას ვამატებდი.
თუმცა დამდნარს ხმარობენ ძირითადათ.
miau
QUOTE
სანდრიკოს უნდა გავასინჯოთ, ვნახოთ როგორ მოეწონება.

მთავარი დეგუსტატორი,მისტერ სანდრო 2kiss.gif

Posted by: miau 17 Apr 2009, 19:45

rtuli
QUOTE
მე დარბილებული კარაქი უყავი


მეც. smile.gif

ახლა მესამე პარტიის გაკეთებას ვაპირებ smile.gif არ მომწონს ეს მეორე პარტია და ამიტომ მესამეს გავაკეთებ კიდევ biggrin.gif

Posted by: rtuli 17 Apr 2009, 20:03
miau
QUOTE
ახლა მესამე პარტიის გაკეთებას ვაპირებ

დანარჩენი დაასუხარე biggrin.gif

Posted by: Jazzyt 17 Apr 2009, 20:25
rtuli
შენ გნატრულობდი ნახევარი დღე. მოკლედ ცომი მოვზილე მაგრამ იმდენი ფქვილის დამატება მომიწია და მაინც ცოტათი ეკრობოდა ხელებზე, ეხლა სამი საათია მიდგას თბილი სამზარეულოში და ცოტათი ამოფუშფუშდა. ქიშმიში და ცედრა ჯერ არ დამიმატებია. შენ რამდენს ხანს ელოდებოდი პირველ ამოსვლას?
ნახევარი პორცია გავაკეთე. ხო, მარგარინი მეც ცოდ ცოდა დავამატე არაგამდნარი, ია ვიცი ია ვიცი რა გამოვა......... უმ ცომს კი აქვს გადასარევი გემო :-)

Posted by: rtuli 17 Apr 2009, 20:51
Jazzyt
QUOTE
ქიშმიში და ცედრა ჯერ არ დამიმატებია

ქიშმიში თუ ლიქიორში გაქვს დამბალი,გადაწურე და ფქვილში ამოავლე.როცა ცომი ამოვა მერე დაამატე,კარგათ გადაზილე და ყალიბებში გაანაწილე.
QUOTE
შენ რამდენს ხანს ელოდებოდი პირველ ამოსვლას?

მე გათბობასთან მედგა შეფუთული ცომი და სამ საათში გარბოდა თასიდან.
QUOTE
მაინც ცოტათი ეკრობოდა ხელებზე

წესით კულიჩის ცომი მზად მაშინ არის,როცა დანას გადაუსმევ და არაფერი აყვება,მაშინ მზადარის და ფქვილის რაოდენობაც საკმარისი აქვს.

Posted by: Jazzyt 17 Apr 2009, 20:55
:-( ხო, მეც ამოვიკითხე რუსულ საიტებზე რო დანით უნდა იჭრებოდეს მაგრამ შემეშინდა მეტი ფქვილის დამატება , მგონი კილოზე მეტი დაუმატე ისედაც.
იმედს არ ვკარგავ ჯერ , ორჯერ არა მაგრამ აშკარად იზრდება ზომებში, ფორმებში რამდენი ხანი გედო?

Posted by: rtuli 17 Apr 2009, 21:06
Jazzyt
ფორმის 1/3 უნდა შეავსო ცომით და გააჩერო რომ ამოვიდნენ,ნახე სურათზე რომ დავდე ყალიბს ამოცდა ცომი,ისე ამოვიდა ყალიბში.
ანუ ორჯერ უნდა მოიმატოს კაკ მინიმუმ სიმაღლეში.დაახლოვებით 1 საატი მაინც უნდა.
მაგრამ კარგ ხრიკს გასწავლი.ცოტა შეათბე ღუმელი(ცხელი არიყოს,თბილი ოდნავ)დაალაგე ყალიბები ღუმელის სეტკაზე ან თუნუქის ფურცელზე და მიხერე კარი,იმ სითბოში უცებ ამოვლენ.მერე ნელა გამოიღე,გადაუსვი კვერცხის გული+ოდნავ წყალი+ოდნავ ზეთი ,ღუმელი გაახურე 200 გრადუსამდე და გამოაცხვე,თუ შეატყვე რომ ზედაპირი იწვის კაღალდი დააფარედა დაელოდე გამოშრობას.



***********************************
მთავარია არ ინერვიულო,კულიჩი არ გააბრაზო smile.gif .
უბრალოდ გვიან მოგივიდა ცომის მოზელა,დილიდან უნდა დაგეწყო,ეხლა გამოცხობა გვიან მოგიწევს.

Posted by: Jazzyt 17 Apr 2009, 21:28
rtuli
შენ გაიხარე :-) ჯერ ვაცდი აბა ერთ საათს ფორმებში , მაინც ჯერ ლოსტს უნდა ვუყურო :-)
* * *
rtuli
ბავშვი აქ არ არის, არც მეჩქარება და არც ვნერვიულობ :-) იმედია დამიფასებს კულიჩი სიმშვიდეს და უყურადღებობაში არ ჩამითვლის :-)

Posted by: rtuli 17 Apr 2009, 21:47
Jazzyt
ბატკანს თუ აცხობ?
[quote]მაინც ჯერ ლოსტს უნდა ვუყურო :-)
* * *[/quote
მე სიესაის ფანივარ
wink.gif

Posted by: da_ra 17 Apr 2009, 22:17
QUOTE
მე სამწუხაროდ პასკის თავი ხშირ შემთხვევაში მისკდება ხოლმე და გლაზურს ვერ ვასხავ ნორმალურად sad.gif ვინმემ ხომ არ იცით რა ვქნა?

ღუმელში ძირზე დადგი წყლიანი ჭურჭელი,უმჯობესია სქელკედლიანი ტაფა.შეგიძლია ცხობის ბოლოს წყალი დაამატო ,თუ ამოშრა. დატენიანება ხდება და აღარ დასკდება. ასევე გაითვალისწინე რომ ღუმელი ძლიერ გახურებული არ უნდა იყოს. ესეც უწყობს ხელს დასკდომას.

Posted by: kokogorgo 17 Apr 2009, 22:28
Lily

ინფორმაცია ზარმაცებისათვის[[მეც ვიზარმაცე ]

დღეს მთელი დღე ვეძებდი პასკას, მიყვარს მძიმე პასკა.

ვიყავი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონში არ მომეწონა და არ ვიყიდე.

ვიყიდე ერთი პასკა გაგარინის მოედანის კუთხეში პატარა საკონდიტროში. [ არ გამისინჯავს , გასულ წელს მანდ ვიყიდე და ისეთი იყო როგორც მინდოდა]

ალბათ გეცოდინებათ გამსახურდიას ქუჩაზე საკონდიტრო "მალინა". დამაინტერესა და იქაც ვიყიდე .

"მალინის" კულიჩი გავსინჯე და ზუსტად ჩემი საოცნებო აღმოჩნდა. სახლშიც ვერ გააკეთებ ისეთი გემრიელია[ ქიშმიშით და ცუკატებით]

მოკლედ გაუმარჯოს "მალინას'.

მოდერებო რეკლამას არ ვეწევი, უბრალოდ ვეხმარები ჩემნაირ ებს, ვისაც კარგიც უნდა და თან ეზარებათ.

Posted by: Jazzyt 17 Apr 2009, 22:34
rtuli
ბატკნის ფორმას ჯერ ეძებენ ჩემები მამაჩემის სახლში :-) დღეს ამოვიკითხე რუსულ საიტზე რო კულიჩი შეიძლება აღდგომის შემდეგ 50დღის განმავლობაში გამოაცხოო ასე რომ ყველაფერი წინ მაქვს.
ხო, კულიჩები კვერცხის ნაჭუჭშიც მინდა ვცადო, უფრო სწორედ უკვე ვცადე - პატარებისთვის, თუ გამომივიდა - დავდებ ფოტოს

Posted by: kokogorgo 17 Apr 2009, 22:50
rtuli
QUOTE
მაქვს ზუსტად ასეთი ზაფრანა,წყალი უნდა დავასხა და დავაყენო ნაყენი


არის ასეთი ზაფრანა საქართველოში? სად უნდა ვიშოვო ნერგი?

Posted by: rtuli 17 Apr 2009, 23:27
kokogorgo
QUOTE
არის ასეთი ზაფრანა საქართველოში? სად უნდა ვიშოვო ნერგი?

ნერგი არვიცი თუ არის,მე ვიყიდე სუნელების ჯიხურში პასაჟში,დასაწყისში სადაც ბისკვიტებს და ნამცხვრებს ყიდიან.

Posted by: express 18 Apr 2009, 00:17
მოკლედ დღეს ისეთი ბატკანი (ნახევარი gigi.gif ) ვიყიდე, რომ მაქედან მაგარი ჩაქაფული რომ არ გამომივიდეს,- ძალზედ ნაწყენი დავრჩები. თან უკვე წინასწარ ვიტრაბახე ჩემი კულინარული ოსტატობის შესახებ. არა და ჩაქაფული არასდროს გამიკეთებია. ასე რომ ველი თქვენგან ჩემი გადარჩენის დეტალურ გეგმას wink.gif

Posted by: pteranouka 18 Apr 2009, 00:35
მწვანე ხახვი, ტარხუნა, მწვანე ტყემალი, თეთრი ღვინო ....

ეს ყველაფერი თუ მოიმარაგე? smile.gif

Posted by: express 18 Apr 2009, 00:42
pteranouka
კი, აბა რა... შემდეგ? რა რამდენი, რა რის მერე, რამდენი ხანი და ა.შ.

Posted by: rtuli 18 Apr 2009, 00:57
express
ბატკნის ხორცს დაჭრი და თუშავ ძალიან დაბალ ცეცხლზე,წყალი არავითარ შემთხვევაში!
თუ დააშრა ცოტა ღვინო დაამატე,როცა შეატყობ რომ თითქმის მზადარის.
ზემოდან დააყრი(არმოურიო!):
ცოცხალი მსხვილად დაჭრილი ხახვი(ან მეოთხედ რგოლებად)+ქინძი ბლომად+ცოტა ოხრახუში+მწვანე ხახვი+ტარხუნა+ტყემალი(ისე არვარგა ეხლა ტყემალი და იყიდება ქილებში).მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მწვანილი იმდენი უნდა იყოს რომ კარგად დაფარო ხორცი(არდაგენანოს არაწყენს)+ცოტა ისევ თეთრი ღვინო და გააგრძელე მოთუშვა 10-15 წუთით.

ვსიო ეს არის smile.gif

Posted by: rockataka 18 Apr 2009, 01:09
QUOTE
ბატკნის ხორცს დაჭრი და თუშავ ძალიან დაბალ ცეცხლზე,წყალი არავითარ შემთხვევაში!

ეს დამოკიდებულია თავად ქვაბის ხარისხზეც, რადან ზოგ ქვაბში ხორცი ეწებება ქვაბს cry.gif
ყველაზე კარგია, თუ თუჯის ოვალურ ქვაბში მომზადდება yes.gif

Posted by: pteranouka 18 Apr 2009, 01:10
QUOTE
ბატკნის ხორცს დაჭრი და თუშავ ძალიან დაბალ ცეცხლზე,წყალი არავითარ შემთხვევაში!
თუ დააშრა ცოტა ღვინო დაამატე,როცა შეატყობ რომ თითქმის მზადარის.
ზემოდან დააყრი(არმოურიო!):
ცოცხალი მსხვილად დაჭრილი ხახვი(ან მეოთხედ რგოლებად)+ქინძი ბლომად+ცოტა ოხრახუში+მწვანე ხახვი+ტარხუნა+ტყემალი(ისე არვარგა ეხლა ტყემალი და იყიდება ქილებში).მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მწვანილი იმდენი უნდა იყოს რომ კარგად დაფარო ხორცი(არდაგენანოს არაწყენს)+ცოტა ისევ თეთრი ღვინო და გააგრძელე მოთუშვა 10-15 წუთით.

ვსიო ეს არის 


ჩვეულებრივ ხახვს, ოხრახუშს და წიწაკას მე არ ვუშვები_ხოლმე.
მხოლოდ მწვანე ხახვი, ტარხუნა, ქინძი, ეს ყველაფერი დაჭრილი.
მწვანილს, ტყემალსა და ხორცს ფენა-ფენა ვაწყობ ქვაბში. და დაბალ ცეცხლზე ვდგამ.
ხორცი გასინჯე, მზად იქნება + თეთრი ღვინო
ჩემი რეცეპტი ასეთია smile.gif
* * *
express

აი, შენთვის ლომიძის წიგნიდან, ჩაქაფულის კიდევ ერთი ვერსია biggrin.gif

http://radikal.ru/F/i014.radikal.ru/0904/63/ea6e54dd2326.jpg.html

Posted by: gabarzgaleba 18 Apr 2009, 01:18
აი ინებეთ კლასიკური ჩაქაფული smile.gif

http://vinoge.com/samzareulo/xorciani-kerZebi/batknis-Caqafuli

Posted by: gabarzgaleba 18 Apr 2009, 02:08
http://vinoge.com/xaWos-paska

http://vinoge.com/samzareulo/tkbileuli/namcxvari/xaWos-paska-Sesqelebuli-rZiT

http://vinoge.com/samzareulo/tkbileuli/namcxvari/saaRdgomo-paska

http://vinoge.com/samzareulo/tkbileuli/namcxvari/polonuri-xaWos-paska

http://vinoge.com/samzareulo/tkbileuli/namcxvari/krakovuri-torti-saaRdgomo


Posted by: dali19 18 Apr 2009, 05:07
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

Posted by: Jazzyt 18 Apr 2009, 11:15
rtuli
აი ჩემი ნაშრომი ნაწვალები, ღამის 2 საათამდე უდარაჯე და დიდად კმაყოფილი არ ვიყავი, დილით უფრო მომეწონა ჩემი კულიჩები. ხო, კეკსის ფორმაში რაც გამოვაცხვე მარტო მაგან მიღალატა - დაეკრო სულ მიუხედავად იმისა რომ კარაქიც წაუსვი და ფქვილიც მოვაყარე. მე ჯერ ვერ ვსინჯან, ქმარი ამბობს გემრიელიაო :-) მადლობა

Posted by: rtuli 18 Apr 2009, 11:45
Jazzyt
მშვენიერი ქუდები გაუკეთებია პასკებს,რას ერჩი
yes.gif
კვერცხის ნაჭუჭებში რა სიმპატიჩნინკებია smile.gif

მე ნახევარ პასკებს გლაზური მოვასხი:
3 ს.კ. შაქრის პუდრი გახსენი 1 .ს.კ. ლიმონის წვენში.გათქვიფე 1 კვერცხის ცილა კარგათ და ლიმნიან მასას შეურიე.
მოასხი პასკის თავზე.

Posted by: nanana 18 Apr 2009, 12:07
QUOTE
დაეკრო სულ მიუხედავად იმისა რომ კარაქიც წაუსვი და ფქვილიც მოვაყარე.

კარაქი იკრავს საფუვრიან ცომს. ზეთი უნდა წაუსვა

Posted by: SummerLove 18 Apr 2009, 12:20
რაღაც თხელი ცომი გამომივიდა sad.gif უფრო დიდხანს უნდა დავტოვო რო კარგად ამოვიდეს ... sad.gif არ ვიცი რა დაემართა ადრე ყოველთვის სქელი გამომდიოდა ხოლმე

Posted by: AnselmO 18 Apr 2009, 12:22
ეხლა დედაჩემი აკეთებს პასკას, ერთი სული მაქ როდის გამოცხვება biggrin.gif

Posted by: miau 18 Apr 2009, 13:09
tavadze
QUOTE
ფითის უღალატა?


ფითი სხვა ადამიანისთვის სხვა დროს მომზადდება wink.gif

biggrin.gif

gabarzgaleba

კრაკოვულ ტორტს ხშირად ვაკეთებთ ხოლმე და მართლა ძალიან კარგია smile.gif ძველი პოლონური კულინარიის წიგნიდან ამოვიღე smile.gif

Posted by: miau 18 Apr 2009, 13:14
express
QUOTE
მოკლედ დღეს ისეთი ბატკანი (ნახევარი) ვიყიდე, რომ მაქედან მაგარი ჩაქაფული რომ არ გამომივიდეს,- ძალზედ ნაწყენი დავრჩები. თან უკვე წინასწარ ვიტრაბახე ჩემი კულინარული ოსტატობის შესახებ. არა და ჩაქაფული არასდროს გამიკეთებია. ასე რომ ველი თქვენგან ჩემი გადარჩენის დეტალურ გეგმას


ამ თემაზე სააღდგომო სუფრაში ისაუბრეთ!
შემდეგი ასეთი თემა და ამ აღდგომის ზღურბლზე ვორნი არ ასცდება არავის!

Posted by: tikope 18 Apr 2009, 13:34
rtuli
უუულამაზესი პასკებია, ალბათ გემრიელიც
და რომელი რეცეპტითაა გამომცხვარი?
გთხოვ დადე რა რეცეპტი?

გუშინ გამოვაცხე პასკები ჩემებურად , და ჯერჯერობით ასეთი კარგები არასდროს გამომიცხვია

Posted by: Breaky 18 Apr 2009, 13:37
Jazzyt
rtuli

ძალიან მაგარი პასკებია smile.gif დარწმუნებული ვარ, უგემრიელესები იქნება yes.gif
ნეტა ოდესმე მე თუ შევეჭიდები ამ ეგზომ რთულ საქმეს biggrin.gif


სხვებმაც დადეთ თქვენი პასკების სურათებიი

Posted by: SummerLove 18 Apr 2009, 14:22
ერთი რაღაც მაინტერესებს ... პასკას უკვე ღულემში რო დებთ რას უსვამთ თავზე? spy.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Apr 2009, 16:05
tavadze
QUOTE
ფითის უღალატა?

მაგაზე პასუხი ძალიან მესიამოვნაbiggrin.gif
QUOTE
ფითი სხვა ადამიანისთვის სხვა დროს მომზადდება

tongue.gif

gabarzgaleba
როგორ ხარ 2kiss.gif

tikope
QUOTE
გუშინ გამოვაცხე პასკები ჩემებურად , და ჯერჯერობით ასეთი კარგები არასდროს გამომიცხვია

ფოტოებით დაადასტურე! biggrin.gif
* * *
Jazzyt
QUOTE
კულიჩები კვერცხის ნაჭუჭში

როგორ გააკეთე? rolleyes.gif ups.gif

Posted by: August 18 Apr 2009, 18:33
გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

gabarzgaleba © რატომ არ იცავ? gigi.gif

Posted by: nadin 18 Apr 2009, 18:50
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

rtuli
ძაან ლამაზად გამოიყურება შენი პასკები 2kiss.gif
იქნებ რეცეპტიც დადო user.gif

Posted by: gabarzgaleba 18 Apr 2009, 19:10
August
QUOTE
გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

gabarzgaleba © რატომ არ იცავ?


მომიკვდეს თავი, კოპირაიტზე გართულება მაქვს. ჟურნალისტმა მომაწოდა ერთი სტატია და იქიდან ამოვიღე... პიემში მომწერე რა და გამოვასწორებ.

Posted by: Jazzyt 18 Apr 2009, 19:57
WOMAN IN LOVE
აი ამ ლინკის მიხედვით
http://www.good-cook.ru/tort/tort_081.shtml
ოღონდ ნაჭუჭები ჯერ შევღებე და კვერცხის ფორმებშივე შევდგი ღუმელში. ბავშვებმა იხალისეს თუმცა ჩემი აზრით ზედმეტად გამოშრა ცომი :-) დიდი პასკები უფრო "სოჩნია"

Posted by: rtuli 18 Apr 2009, 20:31
მე ნიგვზის ყვავილს ვაცხობ,პასკის ცომით.გულში შეღებილ კვერცხებს ჩავალაგებ
ეს ეხლა ღუმელში უნდა შევდგა
http://www.radikal.ru

Posted by: kokogorgo 18 Apr 2009, 20:40


კულინარებო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!

rtuli

დიდი მადლობა. გილოცავ!

Posted by: Alpinistka123 18 Apr 2009, 20:50
QUOTE
ეგ გასაყიდი ფასია, მე მაგის მესამედს ვიხდი

ატომ იხდიტ ასე ცოტას ახლობელია ტუ საცხობშია განსხვავებული პასი ვიდრე მაგაზიაში?

Posted by: Johnnie Walker 18 Apr 2009, 21:21
მოკლედ, დღეს მაჩუქეს იტალიური სააღდგომო პასკა, ახლობელი ჩამოვიდა და ჩამომიტანა biggrin.gif

კამერა დამებრიდა, თორემ გაჩვენებდით ძალიან ლამაზ შეფუთვას.

რომ გავხსენით, შიგ ნაღდი ჩვენებური პასკა იყო, ფორმით, ზომით, მოყვანილობით, მაგრამ უცხო სურნელით - იტალიას უდის ეგ სუნი, ფლორენციას განსაკუთრებით smile.gif

პასკაც მინიმუმ 1 კვირის გამოცხობილია, 1 კვირის წინ იყო აღდგომა იქ. ვნახოთ, მოკლედ, ხვალ გეტყვით გემოთი როგორია biggrin.gif

Posted by: miau 18 Apr 2009, 21:25
მოკლედ ასე, დღეს ვეღარ მოვითმინე და აუაუს მომზადებული ბოზბაში მივირთვი smile.gif

WOMAN IN LOVE
gigi.gif

ფითის მსურველებმა დამირეკონ და დიალოგზე თანა ხმა ვარ! wink.gif

ესეც ჩემი პასკა, მესამე პარტია ცოდვილობს რაღაცას ახლა ღუმელში smile.gif

Posted by: miau 18 Apr 2009, 21:28

ესეც მეორე ფოტო ჩემი კულიჩის smile.gif

Posted by: miau 18 Apr 2009, 21:32
ესეც კიდევ ერთი ფოტო ჩემი პასკების კოლექციიდან smile.gif
ნახევარი უკვე შევსანსლეთ, ჩვენ და ჩვენმა ახლობლებმა, რომლებსაც დავურიგე პასკუნები biggrin.gif

Posted by: bubu1234 18 Apr 2009, 22:19
rtuli
ულამაზესიაააა,აუ მასწავლე რა რამე ეგეთი რომ გავაკეთო,პასკა არ გამიკეთებია და ცომიც არ მაქვს,და იქნებ უბრალო რულეტის რეცეპტი მითხრა? ეგეთი მინდა რომ გავაკეტო მეეეცც.

Posted by: August 18 Apr 2009, 22:22
gabarzgaleba,
არისტოფან, ვიხუმრე კაცო!

ის ცხენივით დაკრეჭილი კბილები ვერ დაინახე?

Johnnie Walker
QUOTE
ხვალ გეტყვით გემოთი როგორია

გადასაევი იყო შარშანწინ ჩამოგვიტანეს ჩვენ ... ჯერ სუნი, მერე ჯვრის ფორმა ჰქონდა და ნუშებით და თხილებით იყო მორთული აი, ზემოდან რომ დახედავდი სუფთად ძვირფასი თვლებით მოჭედილი და მოჩუქურთმებული ჯვარი გეგონებოდა, ბოლოს გემომ სულ "მომიღო ბოლო" ისეთი შინაური და მშობლიური იყო

P.S. "მოვიპარები" wink.gif და იქნებ დავბრუნდე ... თუ მიმიღებთ 2kiss.gif ყველა კულინარს!

Posted by: rtuli 18 Apr 2009, 22:45
miau
QUOTE
ესეც ჩემი პასკა

ამას გვიმალავდი აქამდე smile.gif

აი ასე დავასრულე სააღდგომო სამზადისი,კულიჩი,შოკოლადის პასხა და ნიგვზის ვარდი კვერცხებით.

გილოცავთ სუყველას აღდგომას!!!
ღმერთმა მრავალს დაგვასწროს!!!
http://www.radikal.ru

Posted by: miau 18 Apr 2009, 23:02
rtuli

ხაჭოს პასკა ვერ მოვასწარი sad.gif
არაუშავს, მერე შეიძლება მოვამზადო smile.gif

ხვალინდელი მენიუ კი ასე გამოიყურება :

პასკა
კვერცხი
ბოზბაში
ნივრით და როზმარინით დაბასტურმებული და შემწვარი ცხვრის ბარკალი
ერეკლე III - ეს მიერ გაკეთებული მოხარშული ლორი
ყველი , კიტრი, პური და კეთილი გული smile.gif
თუ მესტუმრებით, გაგიმასპინძლდებით love.gif

Posted by: gabarzgaleba 19 Apr 2009, 00:18
ქრისტე აღდგა!

მეგობრებო,ერთი თხოვნა მაქვს, იქნებ გადაიღოთ გემრიელი და ხარისხიანი ფოტოები, აღდგომის ამსახველი, აქ დაყარეთ, მერე კი ბლოგზე უკვდავყოფ, გალერეაში შევიტან თქვენი სახელით და ამბავ-ჩხუტებით smile.gif

rtuli
QUOTE
მე ნიგვზის ყვავილს ვაცხობ,პასკის ცომით.გულში შეღებილ კვერცხებს ჩავალაგებ
ეს ეხლა ღუმელში უნდა შევდგა


ეგეთი მაცდური გარეგნობის კერძი მემგონი ცომეულობაში მეორე არაა biggrin.gif

August
QUOTE
არისტოფან, ვიხუმრე კაცო!

ის ცხენივით დაკრეჭილი კბილები ვერ დაინახე?


gigi.gif 2kiss.gif დევინახე, რაფრა ვერ დავინახე, უბრალოდ ცოპირაიტი მაინც ცოპირაიტია smile.gif


Posted by: miau 19 Apr 2009, 00:36
gabarzgaleba
QUOTE
ქრისტე აღდგა!


ჭეშმარიტად!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

http://smajliki.ru/smilie-590011815.html

http://smajliki.ru/smilie-192115239.html

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Apr 2009, 00:38
gabarzgaleba
http://forum.ge/?showtopic=33944583&view=findpost&p=13454800
აქაა ჩემი ხაჭოს პასკის ფოტოები, შეგიძლია გამოიყენო კულინარის სახელის არდავიწყებით biggrin.gif

იფ, იფ, ნახე, ჭრილშიც რა ლამაზია! შედევრია!

http://www.radikal.ru
* * *
ასე შეღებილი კვერცხებიც ორიგინალურია, რას იტყვით?
http://saechka.ru/fest/ostern/ostern.php

Posted by: auau 19 Apr 2009, 01:09
gabarzgaleba
miau
gabarzgaleba
WOMAN IN LOVE
rtuli


QUOTE
ხაჭოს პასკა ვერ მოვასწარი
არაუშავს, მერე შეიძლება მოვამზადო

ხვალინდელი მენიუ კი ასე გამოიყურება :

პასკა
კვერცხი
ბოზბაში
ნივრით და როზმარინით დაბასტურმებული და შემწვარი ცხვრის ბარკალი
ერეკლე III - ეს მიერ გაკეთებული მოხარშული ლორი
ყველი , კიტრი, პური და კეთილი გული
თუ მესტუმრებით, გაგიმასპინძლდებით 

ამასთან ერთად - ვარიები ბაჟეში
შემწვარი ღორის სუკები
ბანანები კარამელში

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Apr 2009, 01:28
auau
ჩემი ხარება და გოგიათი დაგეცემით იცოდეთ biggrin.gif

Posted by: auau 19 Apr 2009, 02:07
WOMAN IN LOVE
უჰ, არ შემაშინო!
http://smajliki.ru/smilie-771433671.html http://smajliki.ru/smilie-122061255.html http://smajliki.ru/smilie-192396135.html

Posted by: rtuli 19 Apr 2009, 02:07
auau
მე სადღაც ხის კვერცხი მედო და უნდა მოვძებნო biggrin.gif

აბა თქვენიცით მიფრთხილდით sa.gif








gabarzgaleba

<<<ეგეთი მაცდური გარეგნობის კერძი მემგონი ცომეულობაში მეორე არაა >>>


smile.gif

Posted by: xorumi 19 Apr 2009, 02:41
ქრისტე აღსდგა!


ხალხო, გილოცავთ smile.gif

ამ აღდგომას მარტო შევხვდი და ცოტა მოწყენილი ვარ user.gif მარა თან მიხარია რომ შედგა ჩემი კულინარიული დებიუტი და შესაბამისად ჩემი დებიუტია ამ განყოფილებაშიც givi.gif

აწი უფო ხშირად შემოვიხედავ აქეთ, ბევრი საინტერესო რამე აღმოვაჩინე yes.gif ვგრძNობ რომ არი ჩემში რაღაც "პოვრული" givi.gif მარა ხელშეწყობა არა აქვს givi.gif არადა ბაბუა მყავდა შეფ-მზარეული yes.gif რას შვება მაინც გენები.


ხოდა აგერ ჩემი სიხარულის მიზეზსაც განახებთ baby.gif

მოკლედ მთელი ცხოვრება კვერცხის შეწვას ვერ გავცილდი და ჩაის რო ვადუღებ ჩემით გასწორებულში ვარ, მარა აგერ დღეს კვერცხები შევღებე ხახვის ფურცლებით და მემგონი დამწყების პირობაზე არაუშავს
მემგონი ნამეტანი დავზეთე თოფის ლულასავით მარა არაუშავს
http://www.radikal.ru
ნუ ახლა ხაჭაპურიც კი ვიცოდვილე და რაღაცა ისეთი გვაკეთე რო საკუთარ თავთან მუშაობა დამჭIრდა კაი ხანი რო მერე მეჭამა givi.gif მარა მაგას ნუ მივიტანთ გულთან ახლოს, ვითომ არც მომხდარა givi.gif

Posted by: gabarzgaleba 19 Apr 2009, 02:55
xorumi

QUOTE
არადა ბაბუა მყავდა შეფ-მზარეული


მოკლედ, რევოლუციური პოსტია. თუკი აქამდე "ბებია მყავდა პოვარს" ამბობდნენ, ახლა უკვე "ბაბუა მყავდა შეფ-მზარეულიც" მოსულა gigi.gif

Posted by: xorumi 19 Apr 2009, 03:17
gabarzgaleba
QUOTE
მოკლედ, რევოლუციური პოსტია. თუკი აქამდე "ბებია მყავდა პოვარს" ამბობდნენ, ახლა უკვე "ბაბუა მყავდა შეფ-მზარეულიც" მოსულა

რას იზავ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო biggrin.gif ბაბუა იყო პოვარი და არც დაუოჯახებელი დარჩენილა biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 19 Apr 2009, 04:28
ყველას ვულოცავ აღდგომის დღესასწაულს! smile.gif

Posted by: miau 19 Apr 2009, 11:21
gabarzgaleba
QUOTE
მოკლედ, რევოლუციური პოსტია. თუკი აქამდე "ბებია მყავდა პოვარს" ამბობდნენ, ახლა უკვე "ბაბუა მყავდა შეფ-მზარეულიც" მოსულა 

lol.gif რა საშინელი ენა გაქვს !


ჭეშმარიტად აღსდგა!
გილოცავთ ფორუმის მკვიდრნო! love.gif
xorumi
QUOTE

მოკლედ მთელი ცხოვრება კვერცხის შეწვას ვერ გავცილდი და ჩაის რო ვადუღებ ჩემით გასწორებულში ვარ, მარა აგერ დღეს კვერცხები შევღებე ხახვის ფურცლებით და მემგონი დამწყების პირობაზე არაუშავს
მემგონი ნამეტანი დავზეთე თოფის ლულასავით მარა არაუშავს


ძალიან ლამაზი კვერცხებია! yes.gif

Posted by: Johnnie Walker 19 Apr 2009, 13:07
gabarzgaleba
QUOTE
რევოლუციური პოსტია. თუკი აქამდე "ბებია მყავდა პოვარს" ამბობდნენ.....

up.gif lol.gif

Posted by: **DIMMU*** 19 Apr 2009, 14:12
აი ცჰემი სააღდგომო სუფრა!

ეს ჯერ სამზადისია, ჩემ გოგოსტან ერთად!
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც უკვე დღეს
http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 19 Apr 2009, 16:17
**DIMMU***
QUOTE
ჩემ გოგოსტან ერთად!

ეს რა სილამაზე შეგიქმნიათ.
ზალიან ლამაზი სააღდგომო კვერცხები გაქვთ.

Posted by: nini_blini 19 Apr 2009, 18:49
მეც ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ძალიან მიყვარს ეს განყოფილება თავისი წევრებით biggrin.gif
ღმერთმა მრავალ აღდგომას დაგასწროთ! ულამაზესი სურათებია ყველაა! user.gif

Posted by: Emily 19 Apr 2009, 19:01
წელს პირველად გავიგე ხაჭოს პასკის არსებობა, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად biggrin.gif ხოდა ისა...



რა კარგი ყოფილა, ძალიან კარგი user posted image
yes.gif love.gif


და კიდევ წელს პირველად გამოვაცხეთ დედამ და მე სახლში პასკა (ანუ კულიჩი, ანუ რაც მე მთელი სიცოცხლის მანძილზე მეგონა პასკა, ანუ... როგორცაა რა biggrin.gif)
გემრიელი გამოვიდა ძალიან,
აი, ძალიან
ყოჩაღ, დედაჩემს biggrin.gif

Posted by: ლილუ 19 Apr 2009, 19:27
ბაჯე როგორ გავაკეთო? მომწერეთ რა ან სად ვნახო?

Posted by: Unfinished_Sympathy 19 Apr 2009, 19:33
Lily
გატარებული ნიგოზი კარგად უნდა აზილო, ისე რომ თავისი ზეთი გამოუშვას, მერე ამატებ (ცოტ-ცოტას) ადუღებულ წყალს, როდესაც სასურველ სისქეს მიაღწევს, მერე გაუკეთებ მარილს, ყვითელ ყვავილს, დაფქულ წითელ წიწაკას, უცხო სუნელს და ძირას (მგონი ძირაც უნდა).

Posted by: ლილუ 19 Apr 2009, 19:38
Unfinished_Sympathy
თუ სწორედ გავიგე გატარებულ ნოგოზსვზოლავ და ვამატებ წყალს იქამდ სანამ სასუქრველ სისქეს არ მივიღებ, მარილი, ყვიტელი ყვავილი, ძირაა რომელია? უცხო სუნელი არ უნდა?

Posted by: Unfinished_Sympathy 19 Apr 2009, 19:40
Lily
კი, გატარებული ნიგოზი უნდა აზილო ზეთის გამოშვებამდე, ყვითელი ყვავილი მკვეთრი ყვითელი ფერისაა, სუნელებში დაძებნე , იქნება yes.gif საცივშიც კეთდება, ძირაას მკვეთრი სუნი აქვს და მოყავისფრო, ბაჟეს ფერი აქვს. უცხო სუნელი უნდა, ჩავამატე.


ოღონდ ძირაზე დასუტებით ვერ გეტყვი, საჭიროა თუ არა . მე ცოტას ვუკეთებ.

Posted by: ლილუ 19 Apr 2009, 19:45
Unfinished_Sympathy

წითელი წიწაკა რომ ვუქნა წავა?

Posted by: Unfinished_Sympathy 19 Apr 2009, 19:47
Lily
დაფქული წითელი წიწაკა წავა, yes.gif აბა როგორ? smile.gif ოღონდ გემოვნებით, მე ბევრს ვუშვრები, ცხარე მიყვარს, ზოგი საერთოდ არ უშვრება, არ უყვარს ცხარე და ასე. მოკლედ ძირითადი მაინც ყვითელი ყვავილი და უცხო სუნელია, დანარჩენი როგორც გაგიხარდეს.

Posted by: ლილუ 19 Apr 2009, 19:49
Unfinished_Sympathy
კაი გენაცვალე გაიხარე 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

ადრე გამიკეთებია მარა მავიწყდება,და გადავწყვიტე ან წიგნი ვიყიდო ან ჩავიწერო ხოლმე

Posted by: Unfinished_Sympathy 19 Apr 2009, 19:55
Lily
ჰო, დავიწყება იცის, მეც მასე მემართება tongue.gif შენც გაიხარე 2kiss.gif

Posted by: niki_ niki 19 Apr 2009, 20:49
ესეც ჩემი შეღებილი კვერცხები smile.gif

http://www.radikal.ru

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2kiss.gif

Posted by: annak 21 Apr 2009, 09:46
გავაკეთე ხაჭოს პასკა
რეცეპტი დავიცავი მთელი სიზუსტით,
ძალიან სასაცილოა, მაგრამ მთელი პროცესი "გავფაქტე" biggrin.gif

http://www.radikal.ru
არ მოველოდი იმდენი "წვენი" გაუვიდა თეფში მთლიანად სავსე იყო ბოლოს.
http://www.radikal.ru
ოღონდ მურაბის ნაცვლად ცუკატებით მოვრთე.
http://www.radikal.ru
გაკეთების პროცესი ძალიან მომეწონა დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ხოლმე ისეც პასკა რომ არ ერქვას . smile.gif
http://www.radikal.ru
კულიჩებიც გამოცხვა ჩვენს ოჯახში.
ჯერ ესე შეფუთვნილი იდო ჩვენი პასკები
http://www.radikal.ru
და რო გამოცხვენ ასეთები "გახდნენ" smile.gif
http://www.radikal.ru

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

http://www.radikal.ru

ბიჭი24 კარგი იდეაა ჩიზქეიქი smile.gif smile.gif
Andro_forza juve

ძალიან გემრიელი იყო yes.gif

Posted by: Andro_forza juve 21 Apr 2009, 10:31
annak

ვა, რა მაგრად გამოიყურება biggrin.gif

გემრიელი გამოვიდა? biggrin.gif

Posted by: ბაჭი24 21 Apr 2009, 10:31
annak
ძაან მადის აღმძვრელად გამოიყურება ხაჭოს პასკა love.gif
QUOTE
გაკეთების პროცესი ძალიან მომეწონა დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ხოლმე ისეც პასკა რომ არ ერქვას

შენც ადექი, ფორმა შეუცვალე, ჟელატინი დაადე თავზე და გამოვა ჩიზ ქეიქიwink.gif

Posted by: Baltimore 22 Apr 2009, 23:09
სააღდგომოდ წითელი კვერცხების შესაღებად ჩვენებური ხენდრო საქართველოს გარდა სადმე სხვაგან გეგულებათ?

Posted by: gabarzgaleba 23 Apr 2009, 00:04
Baltimore
QUOTE
ხენდრო


ხენდრო?

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Apr 2009, 01:34
Baltimore
ენდრო!




...................................

Posted by: xachapuridze 23 Apr 2009, 01:51
Baltimore
QUOTE
სააღდგომოდ წითელი კვერცხების შესაღებად ჩვენებური ხენდრო საქართველოს გარდა სადმე სხვაგან გეგულებათ?

ამ მცენარის ფესვებს ოდითგანვე იყენებდნენ ქსოვილებისა და სხვათა საღებავად ყველგან, სადაც კი ხარობდა.

Posted by: gabarzgaleba 23 Apr 2009, 01:58
xachapuridze
QUOTE
ამ მცენარის ფესვებს ოდითგანვე იყენებდნენ ქსოვილებისა და სხვათა საღებავად ყველგან, სადაც კი ხარობდა.


ხაჭაპუროვ, 18-ე საუკუნის პირველ მეოთხედში, საბა რო დადიოდა ევროპაში, იმ დროს, ჩვენებურ ენდროს იმისანა ფასი ქონდა...

(ქართულ ენდროზე და ცვილზე ოცნებობდნენ, დაკუმენტებს დავდებ თუ საჭირო გახდა smile.gif)

Posted by: xachapuridze 23 Apr 2009, 02:04
gabarzgaleba
QUOTE
ხაჭაპუროვ, 18-ე საუკუნის პირველ მეოთხედში, საბა რო დადიოდა ევროპაში, იმ დროს, ჩვენებურ ენდროს იმისანა ფასი ქონდა...

რავი აბა, შეიძლება მეტიც მომივიდა, მაგრამ, როცა მარქსიზმს ვაბარებდი, იქ ასეთი ფრაზა მახსოვს ენგელსისა: "დღეს ჩვენ საღებავისთვის მინდორში კი არ ვეძებთ ენდროს, უკვე ქიმიური საღებავები გვაქვს"(ან იქნებ დამესიზმრა). მაგრამ ენგელსი სულხან-საბას მერე იყო და ენდრომ ამასობაში მოასწრო გამრავლება, ჰა?

Posted by: gabarzgaleba 23 Apr 2009, 02:10
xachapuridze
QUOTE
რავი აბა, შეიძლება მეტიც მომივიდა, მაგრამ, როცა მარქსიზმს ვაბარებდი, იქ ასეთი ფრაზა მახსოვს ენგელსისა: "დღეს ჩვენ საღებავისთვის მინდორში კი არ ვეძებთ ენდროს, უკვე ქიმიური საღებავები გვაქვს"(ან იქნებ დამესიზმრა). მაგრამ ენგელსი სულხან-საბას მერე იყო და ენდრომ ამასობაში მოასწრო გამრავლება, ჰა?


biggrin.gif biggrin.gif

ნათელია რო მარტო ჩვენთან არიყო ეგ ფესვეული. მარა, ჩვენთან რო ამდენი არ ყოფილიყო, ასე რატო მოენატრებოდათ...


biggrin.gif

Posted by: rtuli 23 Apr 2009, 11:14
Baltimore
აი ეს სხვადასხვა ენაზე თარგმანი ენდროსი
Названия на других языках: датск. Krap, нем. Färberkrapp, нем. Färberröte, нем. Krapp, англ. Madder, англ. dyer's madder, исп. granza, исп. rubia de tintes, перс. روناس, фр. garance, фр. rouge des teinturiers, итал. robbia salvatica, яп. アカネ, груз. ენდრო, телугу మంజిష్ఠ

რავიცი აბა შესაძლებელია იმ ქვეყანაში სადაც იმყოფები იცოდნენ.

Posted by: Jazzyt 23 Apr 2009, 13:23
rtuli

და რუსულად ????? ჩემი და უკრაინაში ცხოვრობს და ყოველ წელს იხვეწება ენდროს

Posted by: Anie 23 Apr 2009, 13:29
ენდრო სპეციალურად მოყავთ ?
რგავენ ? baby.gif

Posted by: gabarzgaleba 23 Apr 2009, 14:17
Anie
QUOTE
ენდრო სპეციალურად მოყავთ ?
რგავენ ? 


რავი, ჩემთან ენდრო თავისით მოდის, გზისპირებზე smile.gif (ვაკის პარკთან)

Posted by: nadin 23 Apr 2009, 15:03
QUOTE
და რუსულად ?????

მაყაშვილის ბოტანიკური ლექსიკონის მიხედვით ენდრო - марена грузинская yes.gif

Posted by: pteranouka 23 Apr 2009, 16:01

Baltimore

ენდრო ყველა ქვეყანაში არსებობს, მწვანე აფTიაქში იყიდება ენდროს გამხმარი ფესვები

gabarzgaleba
QUOTE
(ქართულ ენდროზე და ცვილზე ოცნებობდნენ, დაკუმენტებს დავდებ თუ საჭირო გახდა )


მაინტერესებს, დადე რა ...

xachapuridze
QUOTE
ამ მცენარის ფესვებს ოდითგანვე იყენებდნენ ქსოვილებისა და სხვათა საღებავად ყველგან, სადაც კი ხარობდა.

yes.gif

ენდროს ფრანგულად გარანსი ქვია. მწვანე აფთიაქში ვყიდულობდი და წითელ პარასკევს კვერცხებს ვღებავდი.

სხვა ქვეყნების მაგალითები არ ვიცი, მაგრამ ფრა,გებმა ენდრო კარგად იციან.
პირველ მსოფლიო ომამდე ფრანგი ჯარისკაცების სამხედრო ფორმის შარვალი წითელი იყო, ენდროში იღებებოდა და ამიტომაც ჯარისკაცებს ხშირად "გარანს" ( garance )უწოდებენ. პირვლი მსოფლიო ომის დროს პირველად გამოიყენეს საჰაერო თავდასხმა, ჰოდა, ეს ჩვენი ფრანგი გარანსები თავისი წითელი შარვლის გამო კარგი სამიზნე იყო თვითმფრინავიდან გამოჭყეტილი გერმანელი პილოტებისათვის. ძლივს მიხვდნენ ფრანგები რომ სამხედრო ფორმა შეეცვალათ.

Posted by: annak 23 Apr 2009, 16:08

Jazzyt
QUOTE
და რუსულად ?????



марена (красильная)

крапп (краситель из марены ярко-красного цвета)

Posted by: Jazzyt 23 Apr 2009, 16:28
nadin
annak
pteranouka
გაიხარეთ! მადლობა ინფოსთვის

მივწერ ერთი ჩემ დას, იქნებ მაგათ მწვანე აფთიაქშიც იყოს :-)

Posted by: Baltimore 30 Apr 2009, 22:20
WOMAN IN LOVE
მართალია, შემეშალა: ენდრო.

* * *
pteranouka
ამბობდი, ფრანგებმა კარგად იციანო ენდრო. კვერცხების შესაღებადაც იყენებენ? ბარეღამ ეგეც ვითხარი, რა!
მრცხვენია, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: მწვანე აფთიაქი რა არის? და სხვა ენებზე როგორ ქვია?

Posted by: pteranouka 1 May 2009, 08:55
Baltimore


QUOTE
ამბობდი, ფრანგებმა კარგად იციანო ენდრო. კვერცხების შესაღებადაც იყენებენ? ბარეღამ ეგეც ვითხარი, რა!

ფრანგებმა იციან ენდრო, მაგრამ არა კვერცხის შესაღებად. ევროპაში კვერცხებს ფერად-ფერადად ღებავენ, მერე ბაღში აწყობენ და ბავშვები ეძებენ და აგროვებენ-ხოლმე. ფრანგები თუ ღებავენ კვერცს, (რაც იშვიათად ხდება და ძირითადად პროვინციებში), ღებავენ არა ენდროში, არამედ ისპანახში (მწვანე კვერცხები გამოდის) , და კიდევ ხახვის ფურცელში (ღია ყავისფერი)
ფრანგებმა ორი მიზეზის გამო იციან ენდრო:
1. საკუთარი სახელია -გარანსი , რაც თარგმანში ნიშნავს ენდროს. დაახლოებით ისეთი ვარიანტია ქართულად რომ არის სახელები კესანე, ბაია და სხვ.
2. ზემოთ მიზეზი ზემოთ დავწერე :

QUOTE
პირველ მსოფლიო ომამდე ფრანგი ჯარისკაცების სამხედრო ფორმის შარვალი წითელი იყო, ენდროში იღებებოდა და ამიტომაც ჯარისკაცებს ხშირად "გარანს" ( garance )უწოდებენ. პირვლი მსოფლიო ომის დროს პირველად გამოიყენეს საჰაერო თავდასხმა, ჰოდა, ეს ჩვენი ფრანგი გარანსები თავისი წითელი შარვლის გამო კარგი სამიზნე იყო თვითმფრინავიდან გამოჭყეტილი გერმანელი პილოტებისათვის. ძლივს მიხვდნენ ფრანგები რომ სამხედრო ფორმა შეეცვალათ.




მწვანე აფთიაქი ისეთ აფთიაქია სადაც გამხმარი, სამკურნალო მცენარეები იყიდება, ანუ ფიტოაფთიაქი.
თუ საფრანგეთში გაინტერესებს სად არის ეგ აფთიაქები, მომწერე და მისამართს გეტყვი პარიზში.

Posted by: Baltimore 1 May 2009, 12:19
და მწვანე აფთიაქებში ენდრო რა მიზეზით იყიდება, რაში ხმარობენ?pteranouka

Posted by: pteranouka 1 May 2009, 12:23
Baltimore
მედიცინაში იხმარება, უფრო დაწვრილებით გუგული დეიდა გეტყვის smile.gif

Posted by: Baltimore 1 May 2009, 12:48
QUOTE
გუგული დეიდა გეტყვის 

რომ არ ვიცნობ????

Posted by: pteranouka 1 May 2009, 12:50
Baltimore
www.google.com

Posted by: Baltimore 1 May 2009, 13:12
QUOTE
www.google.com

smile.gif
მართლა დავაპირე შესვლა და გუგული დეიდს აკრეფა, ოღონდ იმას ვფიქრობდი, გოოგლ.ცომ -ზე შევსულიყავი თუ გოოგლ.გე-ზე

Posted by: pteranouka 1 May 2009, 13:18
Baltimore
QUOTE
მართლა დავაპირე შესვლა და გუგული დეიდს აკრეფა, ოღონდ იმას ვფიქრობდი, გოოგლ.ცომ -ზე შევსულიყავი თუ გოოგლ.გე-ზე


lol.gif

* * *
დავგუგლე და ბევრი საინტერესო რამ წერია ენდროზე> 80სმ-სიმაღლემდე იზრდება.
საქონლის საკვებში შრეული ენდრო, საქონლის ძვალს, ისევე როგორც რძეს, წითელ ფერს აძლევს. (!)

Posted by: August 29 Jan 2010, 12:37
QUOTE (August @ 23 Apr 2008, 10:52 )
ვიპოვე მაგრამ რა ვიპოვე!
ტრუფელის ტორტი - უშაქრო, გამოცხობის გარეშე... ფუმფულა და სადღესასწაულო!
ვისაც უნდა შეუძლია შაქარიც გამოიყენოს, მაგრამ კლასიკაში - უშაქროა!

400 გრ. შავი მწარე შოკოლადი, 280 - 290 მლ. სქელი არაჟანი, 75 გრ. უმარილო კარაქი (მე აქ არაქისის კარაქს ვიხმარ) და ცოტაც ფორმის გასაცხიმად, 7 კვერცხის ცილა, 100 გრ, ნიგოზი, ნაწილი დეკორაციისათვის, 5 ჩ.კ კაკაო ზემოდან მოსაყრელად.

მსუბუქად მდუღარე წლის ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად ვურიოთ და მერე გავაცივოთ.
ცალ-ცალკე ჯამებში კარგად ავთქვიფოთ არაჟანი და კვერცხის ცილა. ფრთხილად გადავურიოთ ერთმანეთში. მიღებული მასის 3 კოვზს ვუმატებთ გადადნობილ შოკოლადს და ვურევთ... შემდეგ მთელ მასას გადავიტანთ და ერთად ავურევთ. დავამატებთ დაჭრილ და ოდნავ მოხალულ ნიგოზს.
გადაგვაქვს გაცხიმულ ფორმაში და მთელი ღამით ვდგამთ მაცივარში.
საცერით მოვაყრით კაკაოს გატანის წინ. მოვრთავთ ნიგვზებით.

ეს იყო ორიგინალური კლასიკური რეცეპტი რომელსაც მგონი არ აწყენდა გარკვეული აქცენტის შემატება ... მაგადითად მწიკვი ჩილის, ჯავზის და ა.შ. დამატებით

ამას კარგი კონიაკი და გრეტა გარბო უნდა გრძელ მუნდშტუკში გარჭობილი სიგარეტით lol.gif

svani67, აგერ სპეციალურად შენთვის

Posted by: mzi 29 Jan 2010, 13:09
August ვაი რა გემრიელიაააააააააააა
QUOTE
გადაგვაქვს გაცხიმულ ფორმაში და მთელი ღამით ვდგამთ მაცივარში.


უკაცრავად, რა ზომის ფორმაში ჩავასხა დაახლოებით?

Posted by: August 29 Jan 2010, 13:30
mzi
ფორმა, რომელიც სპეციალურად ამ ტორტისთვის მაქვს 23სმ დიამეტრისაა და გვერდი ეხსნება

Posted by: svani67 29 Jan 2010, 22:13
August

კვერცხის ცილას რომ ვთქვიფავთ, მერე მაგ ხელოვნების ნიმუშს კვერცხის სუნი არა აქვს ხოლმე ??

ალბათ დიდხანს უნდა ვთქვიფო. მასე ნედლი ცილით არაფერი გამიკეთებია არასდროს. ბეზეც კი. მგონი ლიმონმჟავასაც უმატებენ ხოლმე ცილას, რომ არ დაიშალოს. თუ მეშლება ?

Posted by: annak 1 Feb 2010, 18:22
svani67
QUOTE
კვერცხის ცილას რომ ვთქვიფავთ, მერე მაგ ხელოვნების ნიმუშს კვერცხის სუნი არა აქვს ხოლმე ??

არა smile.gif
მიქსერით უცბად ითქვიფება smile.gif
გავაკეთე
QUOTE
ტრუფელის ტორტი - უშაქრო, გამოცხობის გარეშე...

და მინდა გითხრათ უგემრიელესია და შაქრის დამატების გარეშეც საკმაოდ ტკბილი.

Posted by: Brian Griffin 17 Mar 2010, 21:31
აუ სააღდგომო კვერცხი არ მიჭამია კაი 9-10 წელია... sad.gif



Manchester.

Posted by: Deiko 17 Mar 2010, 22:54
მეგობრებო, რომელ საფუარს იყენებთ კულიჩისთვის? სააღდგომოდ სულ ამ პრობლემის წინაშე ვდგები – არ ვიცი რომელი საფუარი გამოვიყენო sad.gif
თურქული საფუარი რომ არის, აი მილიონი წელი რომ იყიდება უკვე, ძალიან მიჭირს მაგის გახსნა რძეში და სულ ვწვალობ. მირჩიეთ რამე, ძალიან გთხოვთ user.gif

Posted by: pteranouka 18 Mar 2010, 00:23
Deiko
QUOTE
თურქული საფუარი რომ არის, აი მილიონი წელი რომ იყიდება უკვე, ძალიან მიჭირს მაგის გახსნა რძეში და სულ ვწვალობ. მირჩიეთ რამე, ძალიან გთხოვთ 


ცოტა რო შეათბო რძე და ისე გახსნა, მაინც არ გამოდის?



მცირე შეხსენება :
აღდგომა უკვე კარზეა მომდგარი, ასე რომ ვისაც ჯეჯილის დათესვა გინდათ, უკვე დროა smile.gif

Posted by: Manchester. 18 Mar 2010, 01:29
Brian Griffin
QUOTE
აუ სააღდგომო კვერცხი არ მიჭამია კაი 9-10 წელია...

ია პრიჩომ spy.gif

Posted by: tasikuna-taso 18 Mar 2010, 17:49
[quote]მეგობრებო, რომელ საფუარს იყენებთ კულიჩისთვის? სააღდგომოდ სულ ამ პრობლემის წინაშე ვდგები – არ ვიცი რომელი საფუარი გამოვიყენო
თურქული საფუარი რომ არის, აი მილიონი წელი რომ იყიდება უკვე, ძალიან მიჭირს მაგის გახსნა რძეში და სულ ვწვალობ. მირჩიეთ რამე, ძალიან გთხოვთ


---------

მე სულ მაგ საფუარს ვიყენებ და არ ვუჩივი.


რძეში როცა ჩაყრი ცოტა დააცადე და თვითონ გაიხსნება

Posted by: n_j 18 Mar 2010, 18:01
კბილებს ვილესავ სააღდგომოდ biggrin.gif ვგიჟდები კულიჩსა და წითელ კვერცხზე

Posted by: annak 18 Mar 2010, 18:04
n_j
QUOTE
ვგიჟდები კულიჩსა და წითელ კვერცხზე

ესენი უკვე ისე "აღარ მიყვარს" smile.gif რატომღაც user.gif
მაგრამ მართლა 1 სული მაქვს ხაჭოს პასკას როდის გავაკეთებ

Posted by: rtuli 18 Mar 2010, 18:29
Deiko
QUOTE
თურქული საფუარი

მე ვიყენებ თურქულ საფუარს ,ოღონდ ცოცხალს.
მარგარინის ფორმა აქვს და ყველგან იყიდება,ანუ პასაჯის ტერიტორიაზე გარეთ,პატარა მარაზიებსი აქვთ.
ზალიან კარგი საფუარია+იხსნება კარგათ+სწრაფად აფუებს.

Posted by: frontushka 18 Mar 2010, 18:31
rtuli
რა ღირს ეგ საფუარი და რამდენ გრამიანია?

Posted by: rtuli 18 Mar 2010, 18:40
frontushka
QUOTE
რა ღირს ეგ საფუარი და რამდენ გრამიანია?

ბევრ რაღაცეებს ვყიდულობ მანდ და ფასი ზუსტად არმახსოვს ,დაახლოებით 2 ლარის ფარგლებში მერყეობს.
აი ასეთია ,სახლში სულ მაქვს smile.gif,500გრ.
http://www.radikal.ru

Posted by: frontushka 18 Mar 2010, 19:06
rtuli
უნდა ვცადო აუცილებლად, არ ვიცი ამ თემას შეესაბამება თუ არა, მაგრამ კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, რომელი გაზქურა გაქვთ?

Posted by: rtuli 18 Mar 2010, 19:14
frontushka
QUOTE
რომელი გაზქურა გაქვთ?

,,Bosch,, გაზქურა მაქვს,ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: frontushka 18 Mar 2010, 19:18
rtuli
ზუსტად რომელი მოდელია ვერ მეტყვით? ახლო მომავალში უნდა ვიყიდო გაზქურა და მინდა, რომ არ შევცდე არჩევაში

Posted by: rtuli 18 Mar 2010, 19:46
frontushka
QUOTE
ზუსტად რომელი მოდელია ვერ მეტყვით? ახლო მომავალში უნდა ვიყიდო გაზქურა და მინდა, რომ არ შევცდე არჩევაში

6 წლის უკან შევიძინე,არის ზემოდან 4 ქურა: ერთი ვოკისთვის,ანუ დიდი ზომის არის(ორი წრე აქვს),ორი საშვალო ზომის და ერთი პატარა.
მტავარი იყო ჩემთვის ღუმელი:დაბლა აუცილებლად მინდოდა გაზზე ყოფილიყო(და ეგრეც არის) და მაღლა გრილი აქვს დენის yes.gif

Posted by: frontushka 18 Mar 2010, 19:49
rtuli
მეც ძირითადად ღუმელის გამო მინდა ახალი გაზქურის ყიდვა, გავითვალისწინებ ყველაფერს, დიდი მადლობა

Posted by: irinka7776 18 Mar 2010, 20:51
გამარჯობათ,ჯეჯილი როგორ გავზარდო ხომ ვერ მასწავლით?

Posted by: August 18 Mar 2010, 21:28
irinka7776
QUOTE
ჯეჯილი როგორ გავზარდო ხომ ვერ მასწავლით


რაიმე ლამაზ ლანგარზე დაასხი წყალი და დააყარე ცოტა ხორბალი თავზე დააფარე დადგი თბილ და ბნელ ადგილას, რომ წამოიწვერება თავსაფარი მოხადე და სინათლეზე გაიტანე რომ ხასხასა მწვანე იყოს

Posted by: ბესიკის26 19 Mar 2010, 00:49
irinka7776
აიღე კოხტა ბრტყელი ლამბაქი,ან ტეფში...თხლად,ისე რომ თეფშის ძირი ძალიან არ ჩანდეს ბამბა ჩააფინე.ბამბა დაასველე ისე რომ წყალი ზალიან არ შეუდგეს და დააყარე გადარჩეული პურის მარცვალი.ეცადე ცარიელი ადგილი თითქმის არ დაგრჩეს.დადგი სინათლეზე ოთახში,მაგ.ფანჯრის რაფა.მორწყე ყოველ დღე.თესლს ჰაერი ჭირდება გასაღივებლად და წყალი მოზომილად დაასხი რომ მარცვლებმა არ იტივტივოს.2კვირაში ლამაზი მწვანე ჯეჯილი გექნება. 2kiss.gif

Posted by: irinka7776 19 Mar 2010, 11:27
August
ბესიკის26
დიდი მადლობა!

Posted by: rtuli 19 Mar 2010, 13:46
ანისულის დამატება არავის გიცდიათ პანეტონეში ან კულიჩში?

Posted by: gabarzgaleba 19 Mar 2010, 16:33
rtuli
QUOTE
ანისულის დამატება არავის გიცდიათ პანეტონეში ან კულიჩში?


საინტერესოა smile.gif ნოვატრი ხარ რა ჩემ თვალში biggrin.gif

Posted by: WALLON 19 Mar 2010, 16:39
rtuli
QUOTE
პანეტონეში ან კულიჩში?

ამათ შორის არის განსხვავება?

Posted by: n_j 19 Mar 2010, 17:06
მე ვამატებ მიხაკს, დარიჩინს, ვანილს, კარდამონს, ლიმონს და სახლში გაკეტებულ ფორთოხლის ცუკატებს. სუპერ გემრიელი გამოდის, არომატული

ანისული ვარსკვლავს რომ ჰგავს ისაა? ვცადო ეგეც? არადროს გამისინჯავს

Posted by: rtuli 19 Mar 2010, 17:29
gabarzgaleba
QUOTE
საინტერესოა

მეც დამაინტერესა,თან ანისულის არომატი მომწონს smile.gif

WALLON
QUOTE
ამათ შორის არის განსხვავება?

სხვაობა ცომის სტრუკტურაშია,რათქმაუნდა იტალიური პანეტონეს სიმსუბუქე კულიჩს ვერ შეედრება.
n_j
QUOTE
ანისული ვარსკვლავს რომ ჰგავს ისაა?

yes.gif
რაღაც რეცეპტი მაქვს შენახული,ანისულის გამოყენებით(პანეტონესი),პატარა პორციას მოვამზადებ საცდელად ხვალ,ვნახოთ რა გამომივა და ანისულის დამატება რას შემატებს .

Posted by: shumeri 19 Mar 2010, 20:35
კარგი, ტკბილი და გემრიელი პასკის რეცეპტი ხომ არ იცით?
რომელიც მქონდა დავკარგე, ზეპირად კი არ მახსოვს....

Posted by: CZ88 19 Mar 2010, 20:46
shumeri

QUOTE
კარგი, ტკბილი და გემრიელი პასკის რეცეპტი ხომ არ იცით?

მე არა sad.gif სხვებს ნამდვილად ეცოდინებათ. მე აქ ზემოთხსენებულ პანეტონეს ვყიდულობ და თუ ეკლესიაში მოვახერხე მისვლა წინა დღით, ვაკურთხებინებ, თუ არა და თავად ვაპკურებ ნაკურთხ წყალს.

ეს 2008 წლის აღდგომაა, სამწუხაროდ შარსანდელი არ მაქვს sad.gif

http://img65.imageshack.us/i/panetone.jpg/

Posted by: ბესიკის26 19 Mar 2010, 21:08

QUOTE
),პატარა პორციას მოვამზადებ საცდელად ხვალ,ვნახოთ რა გამომივა

rtuli
ველოდებით შედეგებს.თუმცა არ ვიცი რა არის პანეტონე,რითი განსხვავდება პასკისგან.მე მძიმე და სურნელოვანი პასკა მიყვარს.მასეთიც გამოგვდის ოჯახში.ანისული რომელი სანელებელია იქნებ რუსული სახელით მივხვდე?

Posted by: CZ88 19 Mar 2010, 21:10
ბესიკის26
QUOTE
არ ვიცი რა არის პანეტონე,

სურათზე სანთელი რომ აქვს ჩარჭობილი, ისეთია პანეტონე, გარეგნულად smile.gif გემოთი კი ასევე ძალიან გემრიელი.

Posted by: August 19 Mar 2010, 21:15
shumeri
სააღდგომო პასკის რეცეპტი

მასალა: 15 კვერცხი, 1,6 კგ შაქარი,700 გრამი კარაქი, 1,5 ლიტრი რძე, 120 გრამი საფუარი, დაახლოებით 4 კგ ფქვილი, 10 ცალი ილი ( კარდამონი), 3-4 ცალი მუსკატის კაკალი, ვანილი, დარიჩინი, 7-8 ცალი მიხაკი,ზაფრანა, 400-450 გრამი ქიშმიში, 2-3 წვეთი ლიმონის ესენცია, 2 ცალი ლიმონის ცედრა და წვენი, მაწონი და 3 კვერცხის გული.

ნახევარ ლიტრ რძეში გავხსნათ საფუარის 3/4,ანუ 100 გრამი. დავუმატოთ ცოტა შაქარი და ფქვილი. დავდგათ თბილ ადგილას. რომ აფუვდება დავუმატოთ 1 ლ. ანადუღარი თბილი რძე.

15 კვერცხისა და 1.600 გრ შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი და დავუმატოთ საფუვრიანი რძე, მოვზილოთ რბილი ცომი 3,5 კილო ფქვილით (პლუს ცოტა ფქვილიც გაითვალისწინეთ საფანელისათვის). შევფუთოთ ცომი პლედით და დავდგათ თბილ ადგილას .

ვანილი, ლიმონის ცედრა და დაფქული: ილი (კარდამონი), მუსკატის კაკალი, დარიჩინი, და მიხაკი მოვათავსოთ ღვინის ჭიქაში და დავასხათ რომი ან სპირტი.

მეორე ჭიქაში ზაფრანას დავასხათ ნახევარი ღვინისჭიქა რომი ან სპირტი. ორივე ჭიქა თავდახურული დავდგათ.

როცა ცომი აფუვდება ხელის დაკვრით დავწიოთ დაბლა. დავაცადოთ და როცა ისევ აფუვდება ისევ ხელის დაკვრით დავწიოთ.

მესამედ კი შევაზილოთ 700 გრ რბილი კარაქი (კარაქი და არა მარგარინი!), მარლაში გაწურული სანელებლებიანი რომი,ლიმონის ესენცია, 2 ლიმონის წვენი.მოვაყაროთ ის დარჩენილი 20გრ. საფუარი, ცოტა მარილი და მოტოვებული ფქვილი დიდხანს ვზილოთ სანამ ცომი ხელს არ მოსცილდება დაახლოებით 45- 60 წუთი. ამისთვის დაფაზე საფანელს მოვაყრით და ცომს ისე დავაგუნდავებთ, რომ მაინცდამაინც ზედმეტად არ შევაზილოთ ეს საფანელი. ცომი ნაზი უნდა იყოს!

კიდევ რომ ამოვა დავუმატოთ ქიშმიში და ცხიმწასმულ ფორმებში გადავანაწილებთ. საშუალო ზომის რამდენიმე ფორმა იქნება საჭირო. ფორმები ერთნაირი ზომის უნდა იყოს, რათა ცხობის დროში არ იყოს განსხვავება( ქურის კარის გამოღება პასკის საბოლოოდ გამოცხობამდე არ შეიძლება, თორემ პასკა ჩავარდება!!!). თუ ფორმები არა გაქვთ, ქვაბების გამოყენებაც შეიძლება.

ფორმას წინასწარ ძირზე ცხიმწასმული (უმჯობესია კარაქი) სქელი ქაღალდი უნდა ჩაუფინოთ. ფორმამ ცომი რომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე, რომლებზეც ცხიმია წასმული, ვაყრით წმინდად დაფქულ ორცხობილას. ფორმები ცომით 1/3-ით უნდა გაავსოთ . ისევ დავდგამთ თბილად და დავაცდით კიდევ ამოსვლას. რომ აფუვდება, ზემოდან წავუსვამთ მაწონში (ან რძეში) გახსნილ კვერცხის გულს, შევდგამთ ქურაში და საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე ვაცხობთ 1 - 1,5 საათი . ცხობის დრო ფორმების სიდიდეზეა დამოკიდებული.

გამომცხვარი პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ფორმის ძირს ვდგამთ ცივ წყალში, შემდეგ კი ნელი მოძრაობით პასკა ამოგვაქვს ფორმიდან.

სულ ბოლოს კი მოვაყრით შაქრის პუდრს. შეგვიძლია ნუშით ან მიწის თხილითაც მოვრთოთ.

ამ რეცეპტით ჩვენს ოჯახში უკვე, სულ ცოტა, მესამე საუკუნეა რაც უგემრიელესი პასკა ცხვება.ჩემამდე მას დედაჩემი, ნათელა კუპრავა, აცხობდა. უფრო ადრე - ბებიაჩემი, ბაბილინა ბულუხია, და კიდევ უფრო ადრე - ბებიაჩემის დედა,ანასტასია ჩაგანავა, რომელიც 1951 წელს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უფალო, ნათელში ამყოფე მათი და ყველა გარდაცვლილ ნათესავთა ჩვენთა სულები. მიუტევე მათ ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი თანანადებნი მათნი და დაუმკვიდრე სასუფეველი მართალთა თანა, ამინ!
http://mamuli.net/Qartlosi/bpg/publication_view.asp?InfoID=11612&iabspos=1&vjob=vsub,55&vtkid=

Posted by: shumeri 20 Mar 2010, 03:05
August
უღრმესი მადლობა....
საფუარი როგორი უნდა ფხვნილი თუ მეორენაირი?

Posted by: BadbadGirl 20 Mar 2010, 04:51
როდის არის აღდგომა?
______________________

Posted by: ninoma 20 Mar 2010, 07:51
BadbadGirl
QUOTE
როდის არის აღდგომა?

4 აპრილს.

Posted by: n_j 20 Mar 2010, 09:52
August
ეს რეცეპტი გამოვიYენე შარშან, მცირე ცვლილებებით. მართლა ძალიან გემრიელი და სურნელოვანი გამოდის. წელსაც ვაპირებ

Posted by: BadbadGirl 20 Mar 2010, 14:04
ninoma
sad.gif აუფ, მე არ ვიქნები სახლში და როგორ გავაკეთო ნეტა კულიჩი sad.gif

Posted by: rtuli 20 Mar 2010, 14:12
BadbadGirl
QUOTE
აუფ, მე არ ვიქნები სახლში და როგორ გავაკეთო ნეტა კულიჩი

არც წინა დღეებში იქნები?
იყიდე მაშინ yes.gif
ან როგორც ჩემთვის ცნობილია აღდგომის კვირის სწორსაც აცხობენ კულიჩებს.

Posted by: August 20 Mar 2010, 14:28
shumeri
QUOTE
საფუარი როგორი უნდა ფხვნილი თუ მეორენაირი?


ფხვნილია

n_j
2kiss.gif
QUOTE
მცირე ცვლილებებით

თუ გაგვიმხელ ძალიან მადლობელი დაგრჩებით მე პირადად ... მეც არ ვაცხობ ამოდენა პორციას ... ზოგჯერ კი სულ არ ვაცხობ როცა კარგ "ბაბა"-ს გადავეყრები ხოლმე ... წელს ნამდვილად ეგრე იქნება რადგან ერთად გვაქვს აღდგომა

BadbadGirl
წელს ერთად გვაქვს ჩვენ და კათოლიკებს 4 აპრილს!!!

Posted by: rtuli 20 Mar 2010, 16:57
shumeri
წელს ორი ვარიანტი უნდა გამოვიყენო ცომის ერთი შარშანდელი შესქელებული რძით უნდა მოვზილო ცომი და მეორე კვერცხის გულებით +რძის სანაცვლოდ დაბალ ცხიმიან ნაღებს გამოვიყენებ ძალიან გემრიელი გამოვა.

თუ ყალიბს შეავსებ 1/3 ცომით მაშინ ძალიან ფხვიერი გამოვა კულიჩი,თუ 2/3 შეავსებ მაშინ ცოტა პლოტნი გამოვა yes.gif .

Posted by: n_j 20 Mar 2010, 17:10
August
მოგვიანებით აქაც დავწერ , ფურცელზე მიწერია. ჩემი დედამთილი აკეთებდა ხოლმე ძველი რუსული წიგნის მიხედვით, მე ეს ორი რეცეპტი შევაჯერე და ერთი გამოვიყვანე smile.gif მაწვნის მაგივრად არაჟანს ვამატებ, უფრო ,,სველი" გამოდის და მომწონს, კიდევ ფორთოხლის ცუკატებს აუცილებლად, არაჩვეულებრივ არომატს აძლევს. სუნელებს პირდაპირ ცომში ვუმატებ დაფქულს. დანარჩენი ზეპირად აღარ მახსოვს, smile.gif

Posted by: tasikuna-taso 20 Mar 2010, 18:22
QUOTE
სააღდგომო პასკის რეცეპტი



ქალბატონო August

მაწონის დამატება ცომში თუ ჭირდება თქვენს პასკას.

Posted by: shumeri 21 Mar 2010, 01:31
rtuli
QUOTE
წელს ორი ვარიანტი უნდა გამოვიყენო ცომის ერთი შარშანდელი შესქელებული რძით უნდა მოვზილო ცომი და მეორე კვერცხის გულებით +რძის სანაცვლოდ დაბალ ცხიმიან ნაღებს გამოვიყენებ ძალიან გემრიელი გამოვა.

რეცეპტებს არ გაგვიმხელ? smile.gif

Posted by: August 21 Mar 2010, 01:39
tasikuna-taso
QUOTE
მაწონის დამატება ცომში თუ ჭირდება თქვენს პასკას.


არა, ეს არის კლასიკური რეცეპტი და მაწონი არ სჭირდება ...




Posted by: rtuli 21 Mar 2010, 15:37
shumeri
QUOTE
რეცეპტებს არ გაგვიმხელ?

კი როგორ არა,რვეული რეცეპტებით ახლობელს ქონდა წაღებული ,ველოდები დღეს სტუმრად და დავწერ მოგვიანებით.

Posted by: ბესიკის26 21 Mar 2010, 16:08
QUOTE
კი როგორ არა,რვეული რეცეპტებით ახლობელს ქონდა წაღებული

rtuli
უუუფ,შენი რვეული მომცა? wink.gif 2kiss.gif

Posted by: rtuli 21 Mar 2010, 16:16
ბესიკის26
QUOTE
უუუფ,შენი რვეული მომცა? 

სულ რვეული არავარ აქ biggrin.gif

ისე მიწერია,სპეც სამსახური თუ გაარკვევს biggrin.gif ,ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მირეკავდა და მეკითხებოდა რა გიწერიაო ვერ ვიგებ +მომზადების ტექნოლოგია არ მიწერია,სულ თავში მიდევს ყველაფერი+კომპიუტერში მაქვს დასურათებული,ასე ჯობია თორე უკვე მავიწყდება რა და როგორ.

წინა გვერდზე მიდევს ჩემი სააღდგომო პასკა(ხაჭოსი)მომკალი და აღარ მახსოვს რა ვიჯადოქრე,გემრიელი კი იყო ძალიან.
ეხლა ინტერნეტში უნდა მოვიძიო რამე კარგი რეცეპტი yes.gif


ეხლა ხარბედიას საიტზე შევიხედე და რა საინტერესო ნამცხვარი აღმოვაჩინე,აბა ნახე
http://vinoge.com/samzareulo/tkbileuli/namcxvari/fafoni-lazuri-namcxvari

ვითომ ნაპოლეონია მაგრამ მაინც სულ სხვა ტექნოლოგია აქვს.

Posted by: tasikuna-taso 21 Mar 2010, 16:16
QUOTE
უუუფ,შენი რვეული მომცა?



ვაიმე მეც მინდააა....

აქ ისეთი ჩასაფრებული ვარ, რო......

Posted by: August 21 Mar 2010, 22:16
დილიდან "გვირგვინს" ვაკეთებ ... რაც მე ეს ცომი ( ფაქტიურად გადმომღერებული და გამარტივებული "Colomba Pasquale") "ვცემე" და მაგიდაზე ვახეთქე ... მერე გავშალე მოვრთე- მოვკაზმე, დავახვიე რულეტად და გამოვაცხვე


Posted by: August 21 Mar 2010, 22:30
თუ სააღდგომოდ წითელ კვერცხებ ჩაგორებული მწვანე ჯეჯილი გულში "აუბიბინდება" ძალიან ლამაზი სანახავი იქნება
ჭრილში ასე გამოიყურება ...

Posted by: ბესიკის26 22 Mar 2010, 00:31
QUOTE
ეხლა ხარბედიას საიტზე შევიხედე და რა საინტერესო ნამცხვარი აღმოვაჩინე,აბა ნახე
http://vinoge.com/samzareulo/tkbileuli/nam...azuri-namcxvari

მართლა ნაპოლეონი მეგონა.კაი სახლაფორთო რამე ჩანს.ბაქლავასავით smile.gif
დავათვალიერე ინტერნეტი და გამოდის პანეტონი ძირითადად გოგლიმოგლისგან და კარაქისგან მზადდება,სითხე ზალიან ცოტა,ისიც დროჟის გასახსნელად.კი გამოვა ალბათ გემრიელი მასეთი ცომი.

Posted by: rtuli 22 Mar 2010, 02:22
კულიჩის ცომი შესქელებულ რძეზე

ცომის ხაში:
1 ქილა შესქელებული რძე
500მლ.თბილი წყალი
100გრ.დროჟი
1 ცალი კვერცხი
1,5 ჩ.ჭ. ფქვილი
მოვზილოთ ცომი და დავდგათ ამოსასვლელად,როგორც კი ამოვა და დაწევას დაიწყებს მაშინვე გამოვიყენოთ ცომის მოსაზელად.

მასალა ცომისთვის:
9 ცალი კვერცხი
4-4,5 ჩ.ჭ.შაქარი
2 ჩ.კ. მარილი
2 შეკვრა მარგარინი ან კარაქი(ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული და გათქვეფილი)
2,5-3 კილო ფქვილი
1 ჩ.ჭ. ქიშმიში+2 ს.კ.კონიაკი(ეს გადაურიოთ წინასწარ და დავაყენოთ)
1 ცალი ლიმონის ცედრა+2 ჩ.კ. შაქარი(წინასწარ მოვამზადოთ)
2 შეკვრა ვანილი
თუ სხვა სუნელების დამატება გინდათ გემოვნების მიხედვით დაამატეთ.

აუცილებლად კვერცხის ცილა ცალკე გათქვიფეთ.
გათქვიფეთ გულები+შაქარი.
და დაიწყეთ ამოსული ცომი-ხასში დამატება:
ჯერ გათქვეფილი კვერცხის გულები+მარილი+ცხიმი+ცილები და დავაცრათ ფქვილი+ვანილი.
ფქვილს ცოტცოტას ვამატებთ,თან ვზელავთ კარგათ.
იქამდე ვამატოთ ფქვილი სანამ ცომი ხელებიდან ადვილად არ მოგვცილდება(ეს კარგი მოზელილი ცომის შედეგი იქნება).
ბოლოს ვამატებთ სუნელებს+ქიშმიშს+ლიმონის ცედრას.კარგათ მოვზელავთ საბოლოოდ და დავაფარებთ ჩაის ტილოს,შევფუთავთ და დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად.დაახლოებით 2-2,5 საათი დასჭირდება ცომის ამოსვლას.

მოვამზადოთ ყალიბები ,ჩავდოთ ყალიბის 1/3 ში ცომი და დავდგათ საბოლოოდ ამოსასვლელად.
ამოსულ ცომის თავზე გადაუსვათ კვერცხის გულის და ცოტა რზის ნარევი,ან კვერცხის გულის+შაქრის ნარევი1გული+1 ჩ.კ. შაქარი.
გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 220 გრადუსამდე,ვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში და მერე 180 გრადუსამდე დავწიოთ სიმხურვალე.
ყალიბის მიხედვით ცხობის დროც იცვლება,ზედაპირი როცა შეყვითლდება ხის ჩხირით გაუსინჯოთ გული და თუ მშრალი ამოვიდა,გამოვიღოთ მზა კულიჩები.

გავაციოთ 10 წუთი ყალიბში და მერე ამოვიღოთ ფრთხილად.

ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი ან მინანქარი მოვასხათ.



პ.ს. კარგი შედეგისთვის მთავარია განწყობა!
იყავით მშვიდათ+ ხალისიანად მიუდექით საქმეს და აუცილებლად მიიღებთ დადებით შედეგს smile.gif

Posted by: ბესიკის26 22 Mar 2010, 11:35
rtuli
დიდი მადლობა .რამდენი გიწერია ღამის 3საათზე up.gif წელს აუცილებლად ეს უნდა ვცადო.შედეგებს გაჩვენებთ.

Posted by: shumeri 22 Mar 2010, 22:33
rtuli
დიდი მადლობა....
ძალიან საინტერესო რეცეპტია.

Posted by: kobebryant 23 Mar 2010, 12:44
rtuli
გვირგვინის რეცეფტს ვერ დაწერთ?? წინასწარ დიდი მადლობა. yes.gif

Posted by: shumeri 23 Mar 2010, 23:04
rtuli
QUOTE
როგორც კი ამოვა და დაწევას დაიწყებს მაშინვე გამოვიყენოთ ცომის მოსაზელად.

აი ეს რას ნიშნავს?
ანუ ჯერ უნდა აფუვდეს და მერე დაიწიოს?
და კიდევ ერთი შეკითხვა----თუ შეიძლება ამ ცომში ჯავზის და მიხაკ-დარიჩინის დამატება?

Posted by: n_j 23 Mar 2010, 23:32
მე ამ რეცეპტით ვაკეთებ უკვე მესამე წელია

15 კვერცხი
1,5კგ შაქარი
500გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 50/50)
500-700 გრ არაჟანი
3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -/+)
1ჩ.კ. ვანილი
1 ჩ.კ. მუსკატი
1/2 ჩ.კ მიხაკი(დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად)
1ჩ.კ. დარიჩინი
2ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი
2კანიანად გატარებული ლიმონი
500გრ ქიშმიში
ფორთოხლის ცუკატები(სასურველია)

ცალკე აიღეთ
5-6 ს.კ საფუარი
1 ჭ თბილი წყალი
1 ლ თბილი რძე
1ს.კ. შაქარი
მარილი
ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან

მომზადების წესი
ქიშმიში დაალბეთ კონიაკში.

თბილ რძეს დაამატეთ წყალი და გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება.

შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელვას: ამატებთ გამდნარ კარაქს და სანელებლებს ლიმონის ჩათვლით, კარგად გახსნით. შემდეგ ამატებთ დაახლოებით 3 კგ ფქვილს და კარგად ზელავთ. თუ ცომი ძალიან თხელი გეჩვენებათ, ნელნელა გაზარდეთ ( რომ გააკონტროლოთ) ფქვილის რაოდენობა, ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი.

ცომის მოზელვისას ხელები ისველეთ ზეთში.

მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ.

თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 2/3-ზე და ცოტა ხნით დაასვენეთ.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ.


დამატებითი ინფორმაცია
ფორმაში ძირზე ჩააფინეთ ქაღალდი, თავად ფორმაც კარგად გაცხიმეთ. კულიჩი გამოდის სურნელოვანი, ოდნავ სველი ეფექტით (არაჟნის დამსახურებით) და ძალიან გემრიელი. ინგრედიენტების ეს რაოდენობა საკმარისია დაახლოებით 8-10 საშუალო ზომის კულიჩისთვის. შესაძლებელია გაანახევროთ და ისე გააკეთოთ.

Posted by: meluzi 24 Mar 2010, 10:59
გამარჯობათ.. პასკის ფორმები სად შეიზლება ვნახოოო???/

Posted by: mamalo 24 Mar 2010, 11:39
აქ ყველანი მხოლოდ პასკის/კულიჩის რეცეპტებს, სწერთ, და თემა არის "სააღდგომო სუფრა", დავიჯერო სუფრაზე სხვა არაფერი გაქვთ ხოლმე? საინტერესოა თქვენი აზრით ტრადიციულად რა უნდა იყოს კიდევ სუფრაზე პასკის და წითელი კვერცხის გარდა.

Posted by: n_j 24 Mar 2010, 11:41
meluzi
ამის ფორმა არც ვიცი არსებობს თუ არა. მე ვიყენებ კონსერვის ქილებს, სოკო და ბარდა რომ იყიდება ხოლმე 800 გრამიან რკინის ქილებში, იმას. კარგად გარეცხავ გაასრობ და გამოიყენებ. მშვენივრად ცხვება

Posted by: fermina 24 Mar 2010, 11:44
ვინმემ ხომ არ იცით ნამდვილი პასკის (აქ რა რეცეპტებიც დევს და ჩვენ რასაც პასკას ვეძახით ხოლმე ეგ ხომ კულიჩია) რეცეპტი? ანუ ხაჭოსგან რომ მზადდება, რაღაც ბუნდოვნად მახსოვს...

Posted by: annak 24 Mar 2010, 11:46
mamalo
ნაირა გელაშვილს " დედის ოთახში" ისე კარგად აქვს სააღდგომო სუფრა აღწერილი. up.gif up.gif
"იდეალურ" საღდგომო სუფრად სულ ეგ წარმომიდგება+"ნამდვილი" ანუ ხაჭოს პასკა.

Posted by: catherina_10 24 Mar 2010, 11:51
mamalo
http://gotovim-doma.ru/view.php?r=388-recept-Paskha-TSarskaia-varenaia
იმედია რუსულ ენოვანი საიტისთვის არ მიწყენ

Posted by: mamalo 24 Mar 2010, 12:15
annak
catherina_10

გაიხარეთ

Posted by: August 24 Mar 2010, 13:46
fermina
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით ნამდვილი პასკის (აქ რა რეცეპტებიც დევს და ჩვენ რასაც პასკას ვეძახით ხოლმე ეგ ხომ კულიჩია) რეცეპტი? ანუ ხაჭოსგან რომ მზადდება, რაღაც ბუნდოვნად მახსოვს...


ამ თემის I გვერდი ნახე ...

Posted by: irinka1983 25 Mar 2010, 00:52
n_j

თქვენი რეცეპტით ვაპირებ პასკის გამოცხობას და იქნებ მითხრათ არაჟანს რა დროს ვამატებ, ვერ მივხვდი

Posted by: n_j 25 Mar 2010, 09:57
irinka1983
როცა ფქვილს ურევ იმ აფუებულ მასას, კარაქს, კვერცხებს და სხვა ინგრედიენტებს, მაშინ დაამატე არაჟანიც. ანუ ცომის მომზადების პირველ ეტაპზე. უკვე მზა ცომს მხოლოდ ქიშმიშები და ცუკატები ემატება.

Posted by: fermina 25 Mar 2010, 10:41
სახლში გამომცხვარს პასკას რომ არაფერი შეედრება, ფაქტია, მაგრამ იქნებ ისიც დავწეროთ, ვინც სახლში ვერ აცხობს მათთვის, თბილისში გემრიელი პასკა სად ცხვება?

მე მომწონს კანდელაკის და გაგარინის კუთხეში საცხობი, მგონი "ანა" ქვია, იქაური ნამცხვრებიც კარგია და პასკები ყოველ წელს ძალიან გემრიელები აქვთ, წინასწარ უნდა შეუკვეთო.

ლიტერატურულისაც გემრიელია, მაგრამ როგორც მახსოვს უძვირესი.

Posted by: Angelopulosi 25 Mar 2010, 10:49
fermina
გუდვილს თუ ექნება ყველა ვარიანტში საუკეთესო smile.gif

ანტრეც გამოაცხობს.

Posted by: fermina 25 Mar 2010, 10:56
QUOTE (Angelopulosi @ 25 Mar 2010, 10:49 )
fermina
გუდვილს თუ ექნება ყველა ვარიანტში საუკეთესო smile.gif

ანტრეც გამოაცხობს.

ჰო, ეგენი კარგი ვარიანტებია. კიდევ მგონი შარშან ამბობდნენ, რომ "ტკბილი ქვეყნის" პასკას არა უშავდა, ფასიც ზომიერი იყო.

პანეტერიაში იყო "პანეტონე", თუმცა გემრიელი, მაგრამ
არა ჩვენებური მძიმე და ცხიმიანი. ის უფრო კულიჩივით იყო, ფუმფულა.

Posted by: LKLK 25 Mar 2010, 11:00
fermina
QUOTE
სახლში გამომცხვარს პასკას რომ არაფერი შეედრება, ფაქტია, მაგრამ იქნებ ისიც დავწეროთ, ვინც სახლში ვერ აცხობს მათთვის, თბილისში გემრიელი პასკა სად ცხვება?

ლიტერატურულის პასკა მიყვარს. სახლში გამომცხვარივითაა, მძიმე და გემრიელი.

Posted by: n_j 25 Mar 2010, 11:34
meluzi
QUOTE
პასკის ფორმები სად შეიზლება ვნახოოო???/

პასკის ფორმები ვნახე დღე ვაგზალზე, ყოფილი დეზერტირების მიმდებარე ტერიტორიაზე



Posted by: Girl From Villa Villekulla 25 Mar 2010, 11:43
fermina
აქ ადრე დადეს საიტის მისამართი, იმის შემდეგ შენახული მაქვს biggrin.gif
http://www.u-mama.ru/read/article_print.php?id=3350
კარგად აქვს აღწერილი, ადვილიც ჩანს

ვეცდები მეც გავაკეთო ამ წელს

Posted by: fermina 25 Mar 2010, 12:39
QUOTE (Girl From Villa Villekulla @ 25 Mar 2010, 11:43 )
fermina
აქ ადრე დადეს საიტის მისამართი, იმის შემდეგ შენახული მაქვს biggrin.gif
http://www.u-mama.ru/read/article_print.php?id=3350
კარგად აქვს აღწერილი, ადვილიც ჩანს

ვეცდები მეც გავაკეთო ამ წელს

უფ, მადლობაა! smile.gif არასოდეს გამიკეთებია პასკა და ვფიქრობ წელს შევეჭიდო თუ ზუსტად რომ ვიცი გემრიელი რომაა იქ ვიყიდო და ამით დავკმაყოფილდე.

მაგრამ სახლში რომ სუნი ტრიალებს ის მინდაააა smile.gif აუგუსტის რეცეპტმაც მომხიბლა.

ააა, ახლა ვნახე, ხაჭოიანის რეცეოტი ყოფილა, მადლობა კიდევ ერთხელ 2kiss.gif

Posted by: Girl From Villa Villekulla 25 Mar 2010, 14:43
fermina
QUOTE
, ხაჭოიანის რეცეოტი ყოფილა,

yes.gif

QUOTE
მაგრამ სახლში რომ სუნი ტრიალებს ის მინდაააა

მეც კი ძალიან მინდა, მაგრამ ეს ძნელია, მასეთს ჯერ ხელს ვერ მოვკიდებ, ან საცდელად არასააღდგომოდ უნდა გავაკეთო, თორე სააღდგომოთ დედაჩემს გულიც გაუსკდება ექსპერიმენტების ჩატარება რომ დავიწყო, ჯერ ისე სულ ეჭვის თვალით მიყურებს, რამე ახალ რეცეპტს რომ ვნახავ და გაკეთებას ვიწყებ user.gif ახლა საერთოდ გადაირევა

არაფრის 2kiss.gif

Posted by: meluzi 25 Mar 2010, 16:48
n_j
ხომ არ დაგიფასებიააა??? tongue.gif ზომები იყო სხვადასხვანაირიიი??

Posted by: n_j 25 Mar 2010, 17:21
ზედ ეწერა ფასები, ზომების მიხედვით, თუ არ ვცდები ,1.50-2 ლარი დაახლოებით, ძვირი არ იყო

Posted by: BadbadGirl 25 Mar 2010, 20:11
პასკებს გამოვაცხობ ორშაბათს ან სამშაბათს
მეეჭვება ამით რამე დაშავდეს.

Posted by: kosta777 25 Mar 2010, 22:21
ძალიან მინდა კარგი ჩაქაფულის გაკეთება სააღდგომოთ. წელს ხბოს ჩაქაფულს ვაკეთებ, იქნებ დაწეროთ ჩაქაფულის რეცეპტის თქვენი ვარიანტები.

Posted by: ბესიკის26 25 Mar 2010, 22:51
BadbadGirl
დაშავდეს კიარადა მე სულ მასე ვაცხობ,იმიტომ რომ კვირისთვის კარგადააქვს გამჯდარი გემოები და სისველეცააქვს.პასკა რაც უფრო ძველდება ხომ უფრო გემრიელია.მთავარია არ გამოშრეს და ტავღია არ დატოვო.

Posted by: Miss_Nata 26 Mar 2010, 00:11
ძალიან მიყვარს ჩაქაფული და ამბობენ რმ გემრიელი გამომდის,თუმცა პრობლემა ისაა რომ ყველაფერს თავალის ზომით ვაკეთებ( შევეცდები მაინც ავხსნა. ერთ კილოგრამ ხბოს ხორცს ვჭრით ზომიერ ნაჭრებად( არ მიყვარს დდი ნაჭრე ბი) და ვხარშავთ, როდესაც ხორცი უკვე მოხარშულია, მაქვს დაჭრილი ბლომად მწვანე ხახვი,ქინძი და რაც მთავარია ტარხუნა, ვყრი მწვანილებს და მწვანე ტყემალს, თუ ტყემალი ზამთრისთვის გვაქვს ქილებში დახუფული, იმწ ვენსაც ვასხამ, წამოდუღდება თუ არა ერთი ჭიქა თეთრი ღვინითაც ვაკეთილოშOბილებ, მარილი,პილპილი გემოვნებით. ჩაქაფულიც მზადაა,არომატული და აღდგომისათვის როგორი შესაფერისი კერძი love.gif

Posted by: hirondelle 26 Mar 2010, 00:34
კარგით რა, ხბოს ჩაქაფულს მე ჩაქაფულად არც მოვიხსენიებდი smile.gif

Posted by: rockataka 26 Mar 2010, 00:50
hirondelle
QUOTE
ხბოს ჩაქაფულს მე ჩაქაფულად არც მოვიხსენიებდი 

ძალიან შემცდარხარ yes.gif

Posted by: Miss_Nata 26 Mar 2010, 00:58
ჩაქაფუყლის მომზადების ტექნოლოგია ყველა ხორცის შემთხვევაში ერთანირია მგონი,არა?? მე ხბოსაც მასე ვაკეთებ,ცხვარსაც და ძროხასაც smile.gif)))
* * *
ჩაქაფულის მომზადების ტექნოლოგია ყველა ხორცის შემთხვევაში ერთანირია მგონი,არა?? მე ხბოსაც მასე ვაკეთებ,ცხვარსაც და ძროხასაც smile.gif)))

Posted by: rtuli 26 Mar 2010, 01:48
kosta777
QUOTE
ჩაქაფულის რეცეპტი



Johnnie Walker

მაშ ასე: ბატკნის ჩაქაფული
ბატკნის ხორცს (მთლად ქორფა არ გინდათ!) გარეცახთ, ძვლიანად დაჭრით ნაჭრებად (არ მსხვილ, არც წვრილ, უფრო საშუალო, ან გემოვნების მიხედვით) და ჩადებთ ქვაბში, იქვე დაუდებთ ცოტა დუმის ქონს, იმას - წვრილად დაჭრილს). დადგამთ ძალიან ნელ, ლამის მბჟუტავ ცეცხლზე და ადუღებთ იმ საკუთარ წყალში, რომელიც გამოუვა. გარეშე წყალს საერთოდ არ დაასხავთ არც ერთ ეტაპზე. თუ ამოშრა ხორცის მომზადებამდე, დაუმატებთ ღვინოს. რომ ამოშრება სითხე და ხორციც მომზადდება , დაასხით ისევ ღვინო (ცოტა!). დააყარეთ ერთი ფენა ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი.
პარალელურად დაჭერით ბლომად ქინძი, იმის ნახევარი ოხრახუში და ერთი ბეწო ნიახური + ბლომად ახალი ხახვი + გრძელი კახური წიწაკა (გემოზე), აურიეთ ერთმანეთში და მოზადებულ ხორცს დაადეთ ეს ყველაფერი ფენად.
დაუმატეთ ტყემალი (მე კონსერვირებული მირჩევნია ხოლმე, მაგრამ ახალიც კარგია, თუ მწარე არ არის) გემოზე.
ბლომად ქორფა ტარხუნა დაჭერით მსხვილად, ან, თუ ღერო მაგარი აქვს, ეგ ღერო გამოაცალეთ, დატოვეთ მხოლოდ ფოთლები და აღარ დაჭრათ და ეგ ტარხუნაც ზემოდან დაადეთ ფენად.
ფენები უნდა ისეთი იყოს, რომ მათ ქვეშ ხორცი არ ჩანდეს! დაახურეთ ხუფი
თუ ცეცხლი მბჟუტავია, ჩაქაფული მზად რომ იქნება, წამოიდუღებს და ზემოდან მოადგება ქაფი!
მაგიტომ ჰქვია ჩაქაფული
ცოტა ხანი აცადეთ, იმ ქაფის მოხსნა არ დაიწყოთ!
ბოლოს ისევ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ღვინო.
ქაფის გამოჩენიდან 15-20 წუთში კერძი მზადააა, მიირთვით ცხლად.
ხო, სულ დასაწყისში მარილი არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, ვისაც უყვარს, შეუძლია მწვანილამდე ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკა დაამატოს, არომატისთვის, მხოლოდ მოუხდება.

პროპორციები - გემოზე.
ფაქტია, რომ მწვანილმა ხორცი საშუალო სისქის ფენებად უნდა დაფაროს, ტყემალი მოზომილად უყავით, თორემ დაგიმჟავებთ!დანარჩენი თქვენ იცით!


kote-1962


ჩაქაფული სასურველია ბატკნის,თოხლის,ან ცხვრისგან გააკეთოთ.ხორცი იჭრება საშუალო ნაჭრებად,მასთან ერთად იჭრება ქინძი,ტარხუნა,მწვანე ხახვი,ნიორი,წიწმატი,მწვანე წიწაკა.ეს ყველაფერი იყრება ქვაბში ერთმანეთში არეული ვუმატებთ თეთრ ღვინოს0.5ლიტრს, ცოცხალ ტყემალს 10-15 ცალს
და ვხარშავთ.ხორცი როგორც მოიხარშება ვუმატებთ მარილს გემოზე და თუ დაიშრო ცოტა ღვინოს ან წყალს.
3კგ ხორცზე-1 დიდი კონა(1ლარიანი)ქინძი,8კონა ტარხუნა,4-5კონა მწვანე ხახვი,1 კონა წიწმატი-არ არის აუცილებელი,5-6 კბილი ნიორი,მწვანე წიწაკა და მარილი -გემოზე.
მე ბევრი წვენით მიყვარს და ცხარე ,ამიტომ ღვინოს და წყალს ბევრს(1-1.5ლ)ვუშვები.ხორციც მიყვარს ჩახარშული,თითქმის ჩაქნილი.
ღმერთმა შეგარგოთ.
ვისაც ცხვარი არ გიყვართ ორგანულად,ხბოსგანაც იგივენაირად გააკეთებთ.



hirondelle
QUOTE
კარგით რა, ხბოს ჩაქაფულს მე ჩაქაფულად არც მოვიხსენიებდი 


yes.gif


ჩაქაფული მხოლოდ ბატკნის ან თოხლის არის სუპერ+ნამდვილი smile.gif


დანარჩენი ინტერპრეტაციები,პატენტია biggrin.gif yes.gif

Posted by: datiko 62 26 Mar 2010, 02:23
მეც ბატკნის ჩაქაფულს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა სოკოს ჩაქაფულიც მშვენიერი გამოვიდა, თან სამარხვო ვარიანტია. ზემოთხსენებულ რეცეპტში ხორცი იცვლება სოკოთი, მაგრამ ჩემი აზრით ბატკნის ხორცით ჩემპიონია. მე ნობელის პრემიას მივანიჭებდი ჩაქაფულის რეცეპტის შემქმნელს..... ფოტოზე სოკოს ჩაქაფულია
http://www.radikal.ru

Posted by: Johnnie Walker 26 Mar 2010, 03:41
ხო, რავიცი, ეს ხბოს და ძროხის და კამეჩის ჩაქაფული საიდან მოიტანთ... smile.gif სად გაგონილა? lol.gif

იმისი არ იყოს, ღორის (!!!!!!!) შაურმას რომ ჰყიდიან ქუჩებში givi.gif

ეგრე ხომ ტოლმის გაკეთებაც ყველაფერისგან შეიძლება, მათ შორის იხვისგან biggrin.gif კუპატისაც - ბატისგან biggrin.gif


Posted by: anatoreli 26 Mar 2010, 04:06
Miss_Nata
QUOTE
ჩაქაფუყლის მომზადების ტექნოლოგია ყველა ხორცის შემთხვევაში ერთანირია მგონი,არა?? მე ხბოსაც მასე ვაკეთებ,ცხვარსაც და ძროხასაც

შენს რეცეპტში ჩაქაფულის მთავარი პრინციპია დარღვეული,ხორცი და მწვანილი ერთად უნდა ჩაიქაფოს.....შენ რაც დაწერე ეგ მწვანილმოყრილი ხაშლამაა biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: irinka1983 26 Mar 2010, 07:30
n_j


დიდი მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif , ჯერ სათადარიგო ცდა მაქვს ამ შაბათს, მესამედ ან ნახევარ პორციას გავაკეთებ. იმედია გამომივა რამე, ისე მენატრება ქართული პასკის გემო

Posted by: aviaciis moyvaruli 26 Mar 2010, 09:44

გამარჯობათ, ჩემი პირველი პოსტია აქ, ისე მაგარი გემრიელი განყოფილება კი არის biggrin.gif.
Johnnie Walker

ყველაზე კარგი რეცეპტი იყო ეს. მაგრამ ისე გაითვალისწინეთ რომ ქალაქში ნაყიდი ბატკნისგან არ გამოგივათ კარგი ჩაქაფული, იმიტომ რომ ყოველთვის აქ ნაყიდ ბატკანს აქვს სპეციფიკური სუნი, ეს სუნი გამოწვეულია იმისგან, ერთადგილას არიან ყოველთვის გაჩერებულები და ერთადგილას აკეთებენ ყველაფერს და იქ წვებიან biggrin.gif, ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტია მთაში თუ იყიდით ბატკანს, უფრო გემრიელიც გამოვა და უკეთესიც.

ისე აქ ყველა რეცეპტებში ვნახე ქინძი უქნათო, მამაჩემი ყოველთვის უშვრება ქინძს და გემრიელიც გამოსდის, ჩემი ძმაკაცი ქინძის გარეშე აკეთებს და იმისიც გემრიელი გამოდის, მთავარია ბევრი ქინძი არ მოვიდეს და როგორც კახელები იტყვიან არ გამოვიდეს ,,ჩაქინძული''.


QUOTE
კარგით რა, ხბოს ჩაქაფულს მე ჩაქაფულად არც მოვიხსენიებდი


+1 biggrin.gif



Posted by: bachi24 26 Mar 2010, 09:59
QUOTE
მეც ბატკნის ჩაქაფულს ვანიჭებ უპირატესობას

რათქმაუნდა love.gif

Posted by: n_j 26 Mar 2010, 10:24
irinka1983
აბა შენ იცი, წარმატებები!
ფოტო გვანახე მერე, როგორი გამოგივა

Posted by: fermina 26 Mar 2010, 11:03
QUOTE (anatoreli @ 26 Mar 2010, 04:06 )
Miss_Nata
QUOTE
ჩაქაფუყლის მომზადების ტექნოლოგია ყველა ხორცის შემთხვევაში ერთანირია მგონი,არა?? მე ხბოსაც მასე ვაკეთებ,ცხვარსაც და ძროხასაც

შენს რეცეპტში ჩაქაფულის მთავარი პრინციპია დარღვეული,ხორცი და მწვანილი ერთად უნდა ჩაიქაფოს.....შენ რაც დაწერე ეგ მწვანილმოყრილი ხაშლამაა biggrin.gif 2kiss.gif

ჰოო, მეც ასე ვაკეთებ, ანუ ერთად იხარშება ეს ყველაფერი, პროფესიონალი მზარეულის მიერ გაკეთებული მაქვს ნანახი და იმის რეცეპტით.

თუ სწორად მახსოვს, ინგრედიენტები, ანუ ქვაბში ჯერ მწვანილი, მწვანე ხახვი, ტარხუნა, ტყემალი, მე ცოტა მწვანე ნიორსაც ვუშვები, იჭრება და ერთ ფენად იდება, მერე ზემოდან დალაგდება ხორცი ერთ ფენად, მერე ისევ მწვანილი, მერე ისევ ხორცი და ასე ბოლომდე, მერე ეს ყველაფერი თავის წვენს გამოჰყოფს და ერთად იხარშება ამ წვენში, ვუმატებთ თეთრ ღვინოს და ვისაც წვნიანი უყვარს, ცოტა წყალსაც. მარილი, წიწაკა თავისთავადა და თუ ხორცი არ არის ცხიმიანი, ზემოთხსენებული მზარეული უმატებდა ცოტა კარაქსაც smile.gif

Posted by: giorgitab 26 Mar 2010, 11:10
QUOTE
მეც ბატკნის ჩაქაფულს ვანიჭებ უპირატესობას



yes.gif yes.gif yes.gif

გამაჟრიალა რომ გამახსენდა უფ.........

Posted by: Miss_Nata 26 Mar 2010, 11:47
anatoreli
QUOTE
შენს რეცეპტში ჩაქაფულის მთავარი პრინციპია დარღვეული,ხორცი და მწვანილი ერთად უნდა ჩაიქაფოს.....შენ რაც დაწერე ეგ მწვანილმოყრილი ხაშლამაა

ანუ მაინც ვერ დავწერე კარგად,მწვანილი და ხორცი კარგად ასწრებს ხოლმე ერთმანეთის გაცნობას როცა ვყრიwink.gif თან გასაკუთრებით მიყვარს თუ ხორცი ძალიან კარგადაა მოხარშული, ამიტომ გემოს მაგრად აქვს ხოლმე მწვანილის გამჯდარი, თუმცა აქ წარმოდგენილი ვარიანტებიც ძალიან მომეწონა და უნდა გავითვალისწინო smile.gif
ისე მამაჩემიც ფენაფენა აწყობდა ხოლმე ხორცს და მწვანილს... sad.gif

Posted by: dali19 26 Mar 2010, 12:10
fermina
QUOTE
ტკბილი ქვეყნის" პასკას არა უშავდა, ფასიც ზომიერი იყო.


შარშან ვიყიდე გასასინჯად თევდორე მღვდლის ქუჩაზე საფირმო მაღაზია აქვთ საავადმყოფოს კედელთან და ძალიან კარგი იყო და ფასიც მისაღები.

მე თვითონ ვაცხობ ყოველთვის ჩემი ოჯახისთვის .

Posted by: fermina 26 Mar 2010, 12:12
ჰო, ფენა-ფენა როცა ყრი, ვინაიდან ხბოს და ბატკნის ხორცი ნაზია, მალე იხარშება საკმაოდ და მაინც ასწრებს მოხარშვას ისე, რომ მწვანილები არ ჩაიხარშოს. უუუფფ სუნი ვიგრძენი ახლა, რა გაძლებს ერთი კვირა.....

Posted by: hirondelle 26 Mar 2010, 12:43
Johnnie Walker
QUOTE
იმისი არ იყოს, ღორის (!!!!!!!) შაურმას რომ ჰყიდიან ქუჩებში

ღორისგან ბერძნები აკეთებენ, გიროსს ეძახიან, ძაძიკით ჭამენ

Posted by: pantazia-0 26 Mar 2010, 14:00
პიტნას არ უკეთებთ? eek.gif aba.gif

Posted by: tasikuna-taso 26 Mar 2010, 14:05
QUOTE
, რავიცი, ეს ხბოს და ძროხის და კამეჩის ჩაქაფული საიდან მოიტანთ...  სად გაგონილა?



სად გაგონილა და აქ, იმერეთში. მხოლოდ ხბოსი.

აბა აქ ვინმე თუ არ მოკვდა ცხვარს ვინ დაგვანახვებს.

ამიტომ იძულებული ვართ დღესასწაულებზე ხბოს ჩაქაFულით დავკმაყოფილდეთ.

Posted by: kosta777 26 Mar 2010, 14:09
ბატკნის მირჩევნია მეც, მაგრამ ბევრია ვისაც ცხვრის ხორცის გემო და განსაკუთრებით სუნი არ სიამოვნებს.

Posted by: tasikuna-taso 26 Mar 2010, 14:14
QUOTE
მე თვითონ ვაცხობ ყოველთვის ჩემი ოჯახისთვის


მეც ყოველთვის ვაცხობ. რაღაცნაირი რიტუალივით მაქვს ყოველ წელს პასკის დაცხობა.
ცხობის დროს რაღაცნაირად სულიერად ვმშვიდდები.

Posted by: aviaciis moyvaruli 26 Mar 2010, 14:25
QUOTE (pantazia-0 @ 26 Mar 2010, 14:00 )
პიტნას არ უკეთებთ? eek.gif aba.gif

სად ჩაქაფულში ? eek.gif wow.gif wow.gif

Posted by: rtuli 26 Mar 2010, 15:21
tasikuna-taso
QUOTE
აქ, იმერეთში

მანდ როცა ჩავდივარ ,მხოლოდ ჩემს მომზადებულ ჩაქაფულს მიირთმევენ,ისე რატომღაც ცხვრის ხორცს არ ეკარებიან rolleyes.gif

kosta777
QUOTE
განსაკუთრებით სუნი არ სიამოვნებს

გააჩნია რა ხორცს შეიძენ,ახალგაზრდას სურნელი ფაკტიურად არც აქვს,მითუმეტეს ჩაქაფულში იმდენი მწვანილი და ხახვია რომ საერთოდ ვერ შეატყობ.

ცხვრის ხორცი ღორის ხორცზე ბევრად სუფთაა და ნაზია yes.gif

Posted by: tasikuna-taso 26 Mar 2010, 16:07
QUOTE
მანდ როცა ჩავდივარ ,მხოლოდ ჩემს მომზადებულ ჩაქაფულს მიირთმევენ,ისე რატომღაც ცხვრის ხორცს არ ეკარებიან


არ უყვართ. დუმა რა იყო ამ ფორუმიდან გავიგე. თვალით არ მინახია.
გამორიცხულია რომელიმე ოჯახში ცხვრის ხორცისგან კერძი მომზადდეს.


rtuli
შენს მომზადებულზე როგორ იტყვიან უარს.

Posted by: Peppi 26 Mar 2010, 16:20
უცხოეთში ბევრს ვამზადებ ცხვრის ხორციდან (ღორი ამოვიღე საერთოდ ხმარებიდან) - აქ არანაირი სუნი არ აქვს არც ახალს და არც ძველს, სამაგიეროდ არც დუმა მოპყვება.
ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით ახალზელანდიური ცხვრის ხორცი (ეს ჩემი ახირება არ არისsmile.gif)

rtuli
QUOTE
მანდ როცა ჩავდივარ ,მხოლოდ

იმერელი ვარ, იქ გავიზარდე - ცხვარს მხოლოდ გასვენების და 40 სუფრებისთვის "აღიარებენ", ისის იძულების წესით.

ეხლა მივეჩვიე, და რომ ვახსენებ ცხვრის ხორცს - ისეთი შეშინებული შემომხედავან, ეხლა არ გააკეთოსო smile.gif



* * *
anatoreli
QUOTE
შენს რეცეპტში ჩაქაფულის მთავარი პრინციპია დარღვეული,ხორცი და მწვანილი ერთად უნდა ჩაიქაფოს.....


მეც მასე ვიცი . .
მაგრამ, აი კიდევ

QUOTE
Johnnie Walker

მაშ ასე: ბატკნის ჩაქაფული


აქაც მასე არ წერია? ამ დროს იცის ამ კაცმა გემრიელი საჭმელები . .

დავიბენი უკვე

Posted by: Johnnie Walker 26 Mar 2010, 16:52
QUOTE
იმერელი ვარ, იქ გავიზარდე - ცხვარს მხოლოდ გასვენების და 40 სუფრებისთვის "აღიარებენ", ისის იძულების წესით.

ხო, ეგ დასავლურ და აღმოსავლურ სუფრას შორის განსხვავებაა smile.gif
QUOTE
აქაც მასე არ წერია?

no.gif ეგრე არ წერია, კარგად წაიკითხე smile.gif

Posted by: hirondelle 26 Mar 2010, 17:11
rtuli
QUOTE
ცხვრის ხორცი ღორის ხორცზე ბევრად სუფთაა და ნაზია

სამაგიეროდ ჯანმრთელობისთვის ბევრად მავნებელია yes.gif

Posted by: tasikuna-taso 26 Mar 2010, 17:12
QUOTE
ცხვარს მხოლოდ გასვენების და 40 სუფრებისთვის "აღიარებენ",



იმერეთში გასვენების სუფრაზე ხორცი წარმოუდგენელია.

Posted by: Johnnie Walker 26 Mar 2010, 17:33
მოკლედ, თბილისში რომ ცხვარი პრაქტიკულად გაქრა, ფაქტია. ძალიან სპეციალურ ადგილებში უნდა მიხვიდე ალბათ, რომ იყიდო...

ყოველ შემთხვევაში მე დიდი ხანია, არ შემხვედრია. ბატკანი ჯერ არ მიჩალიჩია - ცოტა ადრე მგონია, მაგრამ ალბათ არის. მაგრამ ცხვარს რაც შეეხება, ცხვარი, აი "ჟარკოი" რასაც ჰქვია ( givi.gif ) რომ შევხრაკო ცხვრის ბარკლისგან თავის კარტოფილით და ამბებით (რაც ფანტასტიკურად გემრიელია), ან ჩანახი რომ გავაკეთო ქოთანში, რაც კიდევ მაგას სჯობია - ცხვარი მგონი 1 წელია თვალით არ მინახავს sad.gif

მე ამას ვაბრალებდი იმას, რომ თბილისის "დასავლეთიზაცია"მოხდა გასაგებ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზეზთა გამო, შეემატა ბევრი ხლხი იმერეთ-გურია-სამეგრელო-აფხაზეთიდანდან და ცხვარი აღარ გახდა რენტაბელური, ანუ ვერ იყიდება (ყასაბმაც ასე მითხრა).
ჩემი კოლხი მეუღლე, მაგალითად, კილომეტრზე ვერ იტანს ცხვრის დანახვას და სწორედ იმ სუნს, რომელიც მე აგრერიგ მიყვარს biggrin.gif

მაგრამ დღეს ერთი გონიერი ტიპისგან მოვისმინე აზრი, რომ ცხვარი კი არ გაქრა, უბრალოდ, ეს ჩვენი ონავარი გოგო-ბიჭები მამასისხლად ჰყიდიან ათასი ჯურის მუსლიმებზე და რომ ცხვრის ხორცი პრაქტიკულად, საექსპორტო საქონელია და ამიტომ არის დეფიციტიო. თანაც რა ფასადაც ესენი ჰყიდიან, მუსლიმ ქვეყნებში ეგ ფასი მონაგონიაო, მაგრამ ესენი მაინც დიდ მოგებAში არიანო biggrin.gif

Posted by: MANASE 26 Mar 2010, 18:05
QUOTE
მამასისხლად ჰყიდიან ათასი ჯურის მუსლიმებზე და რომ ცხვრის ხორცი პრაქტიკულად, საექსპორტო საქონელია და ამიტომ არის დეფიციტიო.

ეს უფრო სწორი იქნება, თორემ

QUOTE
რომ თბილისის "დასავლეთიზაცია"მოხდა გასაგებ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზეზთა გამო, შეემატა ბევრი ხლხი იმერეთ-გურია-სამეგრელო-აფხაზეთიდანდან და ცხვარი აღარ გახდა რენტაბელური, ანუ ვერ იყიდება (ყასაბმაც ასე მითხრა).


ის ძველი ცხვარიჭამია ხალხი სად წავიდოდა

Posted by: gabarzgaleba 26 Mar 2010, 18:10
hirondelle
QUOTE
კარგით რა, ხბოს ჩაქაფულს მე ჩაქაფულად არც მოვიხსენიებდი smile.gif


გეთანხმები smile.gif

kosta777

QUOTE
ძალიან მინდა კარგი ჩაქაფულის გაკეთება სააღდგომოთ. წელს ხბოს ჩაქაფულს ვაკეთებ, იქნებ დაწეროთ ჩაქაფულის რეცეპტის თქვენი ვარიანტები.


არანაირი ხბო, მხოლოდ ბატკანი, უფრო სწორად, მე ვიტყოდი 1 წლიანი თოხლი smile.gif

აი ჯონის ჩაქაფული.

http://vinoge.com/samzareulo/xorciani-kerZebi/batknis-Caqafuli

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Mar 2010, 20:32
თქვენის ნებართვით, სააღდგომო თემას მივუერთებ
* * *
Johnnie Walker
QUOTE
ცხვარი კი არ გაქრა, უბრალოდ

არაბებმა გაირეკეს yes.gif

Posted by: ninoma 26 Mar 2010, 21:26
rtuli
http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=480
ნიგვზის ყვავილი
ამის რეცეპტი დევს სადმე?
მე ვერ მოვძებნე და როცა გეცლება ვერ დამაკვალიანებ? 2kiss.gif

Posted by: rtuli 26 Mar 2010, 21:43
kobebryant
QUOTE
გვირგვინის რეცეფტს ვერ დაწერთ?? წინასწარ დიდი მადლობა. 

ninoma
QUOTE
ნიგვზის ყვავილი
ამის რეცეპტი დევს სადმე?

სააღდგომო ყვავილი
ცომი:
1 ჩ.ჭ. რძე
2 ცალი კვერცხი
50მლ. ზეთი
50გრ. კარაქი
¾ ჩ.ჭ შაქარი
მწიკვი მარილი
40გრ. საფუარი
4-5 ჩ.წ. ფქვილი
შიგთავსი:
1 ჩ.ჭ. ნიგოზი
1/4 ჩ.ჭ. შაქარი
30-40 გრ.ქიშმიში
მინანქარი:
2 ს.კ. შაქრის პუდრი
1-2 ჩ.კ. ფორთოხლის წვენი

მოვზილოთ ნაზი საფუვრიანი ცომი და დავდგათ გასაფუებლად,თბილ ადგილას.
1-2 საათში როცა ამოვა ,
თხლათ გავშალოთ,მოვაყაროთ გულსართი,მოვახვიოთ რულეტივით.
ბოლოები შევაერთოთ(კარგათ რომ სეერთდეს ცოტა ნაპირებზე კვერცხის ცილა წაუსვით),გამოგვივა რკალის ფორმის ცომი.
ჩაუწრათ ნაპირები(არა ბოლომდე!),დავიცვათ თანაბარი მანძილი.
დავდოთ ამოსასვლელად 30-40 წუთით.
გადავუსვათ ზემოდან :კვერცხის გული+1 ჩ.კ. რძე გათქვებილი.
გამოვაცხოთ 200გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
გამომცხვარს და გაგრილებულს გადავასხათ მინანქარი.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


shumeri
QUOTE
როგორც კი ამოვა და დაწევას დაიწყებს მაშინვე გამოვიყენოთ ცომის მოსაზელად.


აი ეს რას ნიშნავს?
ანუ ჯერ უნდა აფუვდეს და მერე დაიწიოს?

კი როგორც კი დაწევას დაიწყებს(ანუ მომდგარი ქუდი დაბლა ცაწეული დაგხვდება),ხაში მზად არის.

QUOTE
და კიდევ ერთი შეკითხვა----თუ შეიძლება ამ ცომში ჯავზის და მიხაკ-დარიჩინის დამატება?

ყველა კულიჩს სუნელების დამატება ჩვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული,შეგიძლია რათქმაუნდა.


პ.ს. ჟურნალ რეიტინგშიც იქნება საინტერესო სააღდგომო რეცეპტები smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Mar 2010, 22:01
QUOTE (gabarzgaleba @ 26 Mar 2010, 18:10 )
hirondelle
QUOTE
კარგით რა, ხბოს ჩაქაფულს მე ჩაქაფულად არც მოვიხსენიებდი smile.gif


გეთანხმები smile.gif

kosta777

QUOTE
ძალიან მინდა კარგი ჩაქაფულის გაკეთება სააღდგომოთ. წელს ხბოს ჩაქაფულს ვაკეთებ, იქნებ დაწეროთ ჩაქაფულის რეცეპტის თქვენი ვარიანტები.


არანაირი ხბო, მხოლოდ ბატკანი, უფრო სწორად, მე ვიტყოდი 1 წლიანი თოხლი smile.gif

აი ჯონის ჩაქაფული.

http://vinoge.com/samzareulo/xorciani-kerZebi/batknis-Caqafuli

ვახ, უნდა გავაკეთო. არადა, აქაურ მაღაზიებში ყოველთვისაა ახალზელანდიური ბატკნის ძალიან კარგი როსტბივის ნაჭრები. აქამდე ჩიხირთმას ვაკეთებდი ხოლმე ამით. ახლა ჩაქაფულს დავამუღამებ

Posted by: ninoma 26 Mar 2010, 22:43
rtuli
შენ გაიხარე.
გაჭირვების ტალკვესი ხარ love.gif

Posted by: Varvara 26 Mar 2010, 23:38
Johnnie Walker

გუშინ ვნახე ცხვრებს ვაკე-საბურთალოს გზაზე ყიდიდნენ - ზაკვოს გაყოლებაზე ზემოთ კლდეებისკენ

Posted by: BadbadGirl 26 Mar 2010, 23:43
hirondelle
QUOTE
სამაგიეროდ ჯანმრთელობისთვის ბევრად მავნებელია yes.gif

პირველად გავიგე რომ ცხვრის ხორცი მავნებელია. მე პირიქით ვიცი რომ ღორის ხორცი ყველაზე მავნებელია ქოლესტერონის მაღალი შემცველობის გამო.

rtuli
ძალიან ლამაზი ყვავილია.

Posted by: shumeri 27 Mar 2010, 00:17
rtuli
ძლიან მაინტერესებს ერთი რამ კულიჩები თუ გამოვა ელექტროღუმელში? და რომელ სართულზე უნდა შევდგა ფორმები, კიდევ ----გრილს ურთავ თუ არა?
ეგ გვირგვინი არ გამოვა შენი კულიჩის ცომიდან? ცოტა რომ მაგისთვის გამოვიყენო?

Posted by: Johnnie Walker 27 Mar 2010, 00:22
BadbadGirl
QUOTE
პირველად გავიგე რომ ცხვრის ხორცი მავნებელია

არა, ხალხო, არ დაიჯეროთ,

ეს ცხვრის ხორცი ფანტასტიკურად მარგებელია და (გააჩნია როგორ მოამზადებ) უსაზღვროდ გემრიელია, თავის ყველა გამოვლენაში biggrin.gif

კახელი მაინც ვიყო, ან ქართლელი, დასავლეთელი კაცი ვამბობ მაგას - უბრალოდ, გემო გაუგეთ, სასწაულია biggrin.gif

მე იმის იმედი მაქვს, რომ დასავლური სამზარეულოს ქურუმები არ დამზრახავენ: დიდია, ძალიან დიდი, საცივი და ტაბაკა, ეკალას ფხალიც, მაგას არავინ არ უარჰყოფს, მაგრამ ჩაქაფულიც სასწაულია smile.gif

ჩაქაფულის ყველაზე დიდი პოვრები (თბილისში) რაჭველები იყვნენ, რაც უცნაურია იმიტომ, რომ ცხვარი არ არის რაჭული, რაჭული არის ხბო biggrin.gif

ალბათ საქმე ისაა, რომ რაჭველები საერთოდ დიდი, ძალიან დიდი პოვრები არიან და ეგ სხვა საქმეა wink.gif biggrin.gif

Posted by: August 27 Mar 2010, 00:54
QUOTE
პირველად გავიგე რომ ცხვრის ხორცი მავნებელია.


მავნებელი შეიძლება არ არის მაგრამ მე ცხოვრებაში ერთხელ მაქვს ნაჭამი ... 6-ე კლასში ვიყავი და ისეთ დღეში ჩამაგდო რომ თუ გადავრჩებოდი არავის ეგონა ... პედიატრიის კორიფეებმა ჩაიქნიეს ხელი ... კონსილიუმს კონსილიუმზე იწვევდნენ თურმა ... მე არაფერი გამიგია უგონოდ ვიყავი ...
მთელი მეოთხედი არ მივლია სკოლაში ...
ის იყო ჩვენს ოჯახში ცხვრის ხორცის პირველი და უკანასკნელი "გასტროლები" ... gigi.gif

Posted by: anatoreli 27 Mar 2010, 01:27
Peppi
QUOTE
შენს რეცეპტში ჩაქაფულის მთავარი პრინციპია დარღვეული,ხორცი და მწვანილი ერთად უნდა ჩაიქაფოს.....



მეც მასე ვიცი . .
მაგრამ, აი კიდევ


QUOTE
Johnnie Walker

მაშ ასე: ბატკნის ჩაქაფული



აქაც მასე არ წერია? ამ დროს იცის ამ კაცმა გემრიელი საჭმელები . .

დავიბენი უკვე


ვოლკერს მთლად მასე არ აქვს.....მე ცაქაფული ისე მიყვარს ყველანაირს მივესალმები
biggrin.gif

Posted by: rtuli 27 Mar 2010, 01:51
BadbadGirl
2kiss.gif
რა რეცეპტით აცხობ კულიჩებს გადაწყვიტე boli.gif

shumeri
QUOTE
ძლიან მაინტერესებს ერთი რამ კულიჩები თუ გამოვა ელექტროღუმელში? და რომელ სართულზე უნდა შევდგა ფორმები, კიდევ ----გრილს ურთავ თუ არა?

შუა სართულზე ვდგავ ყალიბებს.
ელეკტრო ღუმელში რატომ არგამოვა,უბრალოდ შენ გეცოდინება მისი საშვალო სიმხურვალე რომელი იქნება,მე არმქონია შეხება.
რაც უფრო დიდი ყალიბია, მით უფრო დიდი დრო სჭირდება გამოცხობას.

გრილს არასოდეს ურთავ,თვითონ წითლდებიან smile.gif

QUOTE
ეგ გვირგვინი არ გამოვა შენი კულიჩის ცომიდან? ცოტა რომ მაგისთვის გამოვიყენო?

როგორ არგამოვა,უბრალოდ გულსართს შაქარი დააკელი რომ ძალიან ტკბილი არგამოგივიდეს.

Johnnie Walker
QUOTE
უბრალოდ, გემო გაუგეთ, სასწაულია

+10000000000000
ყველაზე გემრიელ ჩაქაფულს ამზადებენ ჩემ ნათლულის ოჯახში,სადაც ცხვარს თვითონ ზრდიან(მანავში smile.gif).
ნიკო ძია გარეთ შეშის ცეცხლზე ამზადებს.........სასწაულ ჩაქაფულს,სასწაულს..........და კიდე ყაურმას можно умереть user.gif
ამას ყველაფერს კი მანავის მწვანე ამშვენებს user.gif

მომინდა cry.gif

Posted by: Miss_Nata 27 Mar 2010, 02:18
rtuli
მანავში ვის ოჯახში მიდიხართ ხოლმე?? მე ყოველ ზაფხულს ვისვენებ,სახლი გვაქვს იქ და ეხლა ისე მომინდა უცებsad.gif დიდი ალბათობაა რომ არ ვიცნობდე,დიდი სოფელია, მეც რამოდენიმე წელია რაც აქტიურად ჩავდივარ, თუმცა მიყვარს ძალიან love.gif

Posted by: tavadze 27 Mar 2010, 02:53
rtuli
QUOTE
ნიკო ძია გარეთ შეშის ცეცხლზე ამზადებს.........სასწაულ ჩაქაფულს,სასწაულს..........და კიდე ყაურმას можно умереть

მე არ ვიცი, ძია ნიკო როგორი მზარეულია და იქნებ კარგი კულინარია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მისი მომზადებული იმიტომაც გამოდის კარგი, რომ ცეცხლზე აკეთებს და არა გაზზე. საჭმელი ცეცხლზე უფრო გემრიელი გამოდის.
ჰოდა, კიდევ - გურული ვარ, მაგრამ ცხვრის ხორციც მაგრად მიყვარს და ყველს ხომ ვაფასებ და ვაფასებ. biggrin.gif თუმცა ვაღიარებ, რომ იქ ჩემნაირი მოყვარული სანთლითაა საძებარი.
ეტყობა, წინა ცხოვრებაში მთიელი ვიყავი, ან - ქართლელი ბებიის გენების გამო ხდება ასე. biggrin.gif გუდის ყველი მაგრად უყვარდა ცხონებულს და ”ჩერეზ” იმითი შემიყვარდა მეც.

Posted by: Johnnie Walker 27 Mar 2010, 11:11
rtuli
QUOTE
ამას ყველაფერს კი მანავის მწვანე ამშვენებს 

ალბათ შიგ ჩAქაფულშიც მანავის მწვანეს უკთებს და ეგ მართლა სასწაულია.... smile.gif

უცნაური ის არის, რომ ჩაქაფულს თეთრი ღვინო უყვარს, შავი არა smile.gif და უყვარს სწორედ გლეხური წესით დამზადებული, ტანინინანი, ქვევრიდან ამოღებული, მადლიანი.... smile.gif

მაშინ, როდესაც ხორციან კერძებს წითელი უფრო უხდება - ყოველ შემთხვევაში, ევროპულ სამზარეულოში.

Posted by: August 27 Mar 2010, 12:16
QUOTE
უცნაური ის არის, რომ ჩაქაფულს თეთრი ღვინო უყვარს

არაფერი უცნაურობა მაგაში არ არის ...
"თეთრი თვინო უყვარს" ყველაფერს რაშიც "ფაქიზი" ხორცი და იმდენი ნაზი და ცოცხალი მწვანე მწვანილია როგორც ჩაქაფულში ...

წითელი ღვინო კი უყვარს მძაფრ სუნელებს და "ღონიერ" ხორცს ....

Posted by: BadbadGirl 27 Mar 2010, 14:48
rtuli
biggrin.gif
ჯერ ჩამოვდე ბუდაპეშტიდან და მერე გადავწყვიტავ, გადავათვალიერებ აქაურობას და შეგაწუხებთ რეცეპტებით smile.gif

QUOTE
ქაურ მაღაზიებში ყოველთვისაა ახალზელანდიური ბატკნის ძალიან კარგი როსტბივის ნაჭრები.

ჩვენთან არაბები ყიდიან ადგილობრივი წარმოშობის ხორცს smile.gif
მაღაზიებშიც არის რათქმაუნდა, მარამ არაბების გაყიდულს ვამჯობინებ smile.gif

Posted by: August 27 Mar 2010, 21:51
სუფრა არ არის მაგრამ სააღდგომოში გადის მაინც ...

ეს მოვრთე ჩემი ბზა, რომელიც პატარა ქოთანში მაქვს ... ამ თეფშზე წთ.პარასკევს კვერცხებს შემოვუწყობ ...

Posted by: shumeri 28 Mar 2010, 00:45
rtuli
გაიხარე და დიდი მადლობა.....
გილოცავ ბზობის დღესასწაულს.
და ყველას გილოცავთ აგრეთვე, ბზობის მადლი არ მოგკლებოდეთ.

Posted by: rtuli 28 Mar 2010, 01:35
Miss_Nata
QUOTE
მანავში ვის ოჯახში მიდიხართ ხოლმე??

ჯავახიშვილების ოჯახში smile.gif

shumeri
QUOTE
გაიხარე და დიდი მადლობა.....
გილოცავ ბზობის დღესასწაულს.

არაფერს smile.gif
მეც გილოცავ ბზობას.
მრავალს დაგვასწროს უფალმა!



ყველას გილოცავთ ბზობის დღესასწაულს yes.gif

Posted by: Peppi 28 Mar 2010, 02:09
tasikuna-taso
QUOTE
იმერეთში გასვენების სუფრაზე ხორცი წარმოუდგენელია.


ხო, გასვენება არ უნდა დამეწერა ... 40-ს მივაყოლე ავტომატურად ეტყობა;


ცხვარს, ასე 20 წლის წინ (ეხლა არ ვიცი რა ხდება) 40-ზე და წლისთავზე კლავდნენ ნამდვილად, სულის მოსახსენიებლად, თუ რატომღაც, თან აუცილებალდ 1 ან 3 , ანუ კენტი უნდა დაეკლათ . .

Posted by: anatoreli 28 Mar 2010, 02:13
August
ადრე მახსოვს თქვენ დადეთ ლინკი ხაჭოს პასკის......ერთხელ მაქვს გასინჯული თბილისსში და დღემდე მახსოვს უმაგრესი რაღაც იყო...სად ვიპოვე ის რეცეპტები ხო არ გახსოვთ?....

უი უი ეს თემა მაგით იწყება თურმე,მე მაპატიეთ.....იფ იფ მაგარი რამეა yes.gif

Posted by: BadbadGirl 28 Mar 2010, 02:17
ისე დასავლეთში იშვიატად იციან ცხვარი.
რაც მახსოვს სულ ყავდა ბებიაჩემს ცხვარი და ერთხელაც არ დაუკლავთ, გინდა რამე უბრალო წვეულება ყოფილიყო, გინდა ქორწილი. ასევე არ მახსოვს ჩვენ სამეზობლოში დაეკლათ. სალოცავში კი აყავდათ ხოლმე და უშვებდნენ იქა, მერე რა ემართებოდა იმ ცხვარს არ ვიცი.

August
ძალიან ინდივიდუალურია რაიმე პროდუქტზე მასეთი რეაქცია.
ელემენტარულს გეტყვი მსხალს ვჭამ ჩვეულებრივად, მაგრამ ყვთელი ჩინური მსხლები რომაა (იქნება მანდ მაღაზიაში შანსი არაა) მკლავს. არადა ჩემ გარშემო ყველა ჩვეულებრივ მიირთმევს, მაგრამ მე ვერა.

Posted by: August 28 Mar 2010, 12:18
BadbadGirl
მართალი ხარ.
ჩემს გარდა ხომ მთელმა ოჯახმა ჭამა ის სადილი და არავის არაფერი არ დამართნია ...

არის ეგ მსხალი აქაც ... კიდევ კარგი არ გამისინჯავს ჯერ და აწი ხომ მით უფეო არ გავეკარები ...

anatoreli
2kiss.gif
მეც ძალიან შემიყვარდა ეგ ხაჭოს პასკები და ყოველ წელს ვაკეთებ

Posted by: tikunia-teiko 28 Mar 2010, 13:03
მწვანე ჯეჯეილი როგორ გავზარდო?------------------------

Posted by: meluzi 28 Mar 2010, 13:11
tikunia-teiko
QUOTE
მწვანე ჯეჯეილი როგორ გავზარდო?------------------------

თეფშზე დააფინე ბამბა, ამ ბამბაზე დაყარე ხორბალი, არც ძალიან ბევრი და არც ცოტა.. კარგად გაანაწილე. და დაასხი წყალი ანუ ბამბა დაასველე.. მალე რომ გაიზარდოს სითბო უყვარს, მზე მითუმეტეს და ამიტომ სადმე მასეთ ადგილას დადგი smile.gif)))

Posted by: Johnnie Walker 28 Mar 2010, 13:21
WOMAN IN LOVE
QUOTE
არაბებმა გაირეკეს 

კი, ეგ დღეს დილით ჩემმა ყასაბმა ვასიკომ დამიდასტურა. მართლა ეგრეა....

არ მინდა პოლიტიკა შევთხარო ამ ჩვენს ტკბილ და მურაბა თემაში, მარგამ როდის მოგვშორდებიან ეს მუტანტები..... ნუთუ არასდროს? sad.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Mar 2010, 13:31
ბებიაჩემი ღუდუშაურის ქალი იყო, სნოდან, ხევიდან. მიუხედავად ამისა, დასანახად ევრ იტანდა ცხვრის ხორცს.
სუნზეც კი ცუდად ხდებოდა- ასე ვიყავით ყველა და ცხვრის ხორცის ჭაჭანება არ იყო ჩვენს ოჯახში.
არც ახლა ვარ დიდი ენთუზიასტი- ახალზელანდიურს ზოგჯერ იმიტომაც ვეკარები, რომ სპეციფიკური სუნი არა აქვს.

Posted by: tasikuna-taso 28 Mar 2010, 13:40
QUOTE
ცხვარს, ასე 20 წლის წინ (ეხლა არ ვიცი რა ხდება) 40-ზე და წლისთავზე კლავდნენ ნამდვილად, სულის მოსახსენიებლად, თუ რატომღაც, თან აუცილებალდ 1 ან 3 , ანუ კენტი უნდა დაეკლათ . .



ახლაც ასეა. მხოლოდ სამს ვეღარ წვდებიან და ერთს კლავენ.

Posted by: UK_addicted 28 Mar 2010, 13:53
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 28 Mar 2010, 13:31 )
ბებიაჩემი ღუდუშაურის ქალი იყო, სნოდან, ხევიდან. მიუხედავად ამისა, დასანახად ევრ იტანდა ცხვრის ხორცს.
სუნზეც კი ცუდად ხდებოდა- ასე ვიყავით ყველა და ცხვრის ხორცის ჭაჭანება არ იყო ჩვენს ოჯახში.
არც ახლა ვარ დიდი ენთუზიასტი- ახალზელანდიურს ზოგჯერ იმიტომაც ვეკარები, რომ სპეციფიკური სუნი არა აქვს.

ბებიაჩემიც სნოდან იყო smile.gif ალიბეგაშვილის ქალი და ისიც დასანახად ვერ იტანდა ცხვარს. რა დამთხვევაა smile.gif ხოდა ჩვენს ოჯახშიც არასოდეს მომზადებულა ცხვარი ან ბატკანი და შესაბამისად არასოდეს გამისინჯავს და ალბათ ვერც ვერასოდეს გავსინჯავ

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Mar 2010, 13:57
QUOTE (UK_addicted @ 28 Mar 2010, 13:53 )
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 28 Mar 2010, 13:31 )
ბებიაჩემი ღუდუშაურის ქალი იყო, სნოდან, ხევიდან. მიუხედავად ამისა, დასანახად ევრ იტანდა ცხვრის ხორცს.
სუნზეც კი ცუდად ხდებოდა- ასე ვიყავით ყველა და ცხვრის ხორცის ჭაჭანება არ იყო ჩვენს ოჯახში.
არც ახლა ვარ  დიდი ენთუზიასტი- ახალზელანდიურს ზოგჯერ იმიტომაც ვეკარები, რომ სპეციფიკური სუნი არა აქვს.

ბებიაჩემიც სნოდან იყო smile.gif ალიბეგაშვილის ქალი და ისიც დასანახად ვერ იტანდა ცხვარს. რა დამთხვევაა smile.gif ხოდა ჩვენს ოჯახშიც არასოდეს მომზადებულა ცხვარი ან ბატკანი და შესაბამისად არასოდეს გამისინჯავს და ალბათ ვერც ვერასოდეს გავსინჯავ

ბებიაჩემი ღუდუშაური იყო, ბაბუაჩემი კი ალიბეგაშვილი. დედა ალიბეგაშვილი მყავს.
პატარაობისას სულ ყაზბეგში დავყავდი ბებიაჩემს. ახლაც მახსოვა, ადგილობრივ ბიჭებს ცოცხალი კალმახი რომ მოჰქონდათ ბებიაჩემთან დილაობით- თქვენი შვილისშვილისთვისო.

ეეეჰ, იმ დიდი სახლის ნანგრევები ახლაც მახსოვს- ბოლშევიკებმა რომ დააწერეს ბებიაჩემის ოჯახს

Posted by: UK_addicted 28 Mar 2010, 14:40
Dr_Zuzumbo
მაგარია smile.gif მე სნოში არ ვყოფილვარ სამწუხაროდ. ჩვენც ჩამოგვართვეს სახლი. რაღაცნაირი ნათესავები კი გამოვედით smile.gif
ხო რაც შეეხება სააღდგომო სუფრას - ბატკნის, ღორის ხორცის გარდა რა შეიძლება გაკეთდეს ამ დღეს? ნუ პასკა და კვერცხები ეს თავისთავად...

Posted by: tavadze 28 Mar 2010, 14:51
Johnnie Walker
QUOTE
არ მინდა პოლიტიკა შევთხარო ამ ჩვენს ტკბილ და მურაბა თემაში, მარგამ როდის მოგვშორდებიან ეს მუტანტები..... ნუთუ არასდროს?

ვერ დაგეთანხმებით, სერ! თუშეთი ერთ-ერთი ყველზე დიდი ცენტრი იყო მეცხვარეობისა და რამდენიმე წლის წინ ისეთი მდგომარეობა იყო, ხალხი ცხვარს ჰყიდდა და აღებული ფულით საზღვარგარეთ მიდიოდა. არ ჯობია, ისეთი პირობები შეიქმნას, ცხვარი გავიდეს და ხალხი დარჩეს? კი, ძნელია, ცხვრის ფასმა რომ მოიმატა - ჩვენს ჯიბეს ცუდად ურტყამს, მაგრამ ეგ ცხვარი ჩვენთვის დელიკატესია, იმ ხალხისთვის - საარსებო წყარო. წლიდან წლამდე მაგ ცხვარით ირჩენენ თავს. გამოსავალი იმაშია, ისეთი პირობები შეიქნას, ხალხმა რაც შეიძლება მეტი ცხვარი იყოლიოს. ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა გადასახადმა საქონელზე, საძოვრებზე, ამას ემატება კატასტროფულად გაზრდილი საწვავის ფასი, რაც ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას, საარსებო მინიმუმს, ცხოვრების დონეს... ამ ყველაფრის შედეგად ბოლო წლებში დაქირავებული მწყემსის ფასმაც საგრძნობლად იმატა... ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და პირიქით, კარგია, ადგილობრივ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ფასი თუ დაედება. ოღონდ რეალური და არა ისეთი, ქორვაჭრები რომ ადებენ ბაზარში.
UK_addicted
Dr_Zuzumbo
მომკალით და სუნიანი ცხვრის ხორცი არ მახსენდება, როგორც - გუდის ყველი. თუმცა ეგ შეიძლება ინდივიდზეც იყოს დამოკიდებული ანუ ერტი და იგივე ფარაში ერთ ცხვარს ჰქონდეს სუნი, მეორეს - არა.

Posted by: Drakula 28 Mar 2010, 17:57
ბზობას გილოცავთ, კულინარებო. smile.gif

ალბათ დაწერილა კიდეც ამის შესახებ, მაგრამ იქნებ დაახლოებით მითხრათ სად მოვძებნო: ხაჭოს პასკის რეცეპტი მაინტერესებს. ძალიან მიყვარს და წელს პირველად უნდა გავაკეთოთ.

P.S. აქ ცხვრის ხორცზე იყო/არის საუბარი და უბრალოდ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, თუ რამდენად მიყვარს ცხვრის ხორცი. ღორის ხორცი ვერც კი შეედრება. ოჯახში ჩემთან ყველას უყვარს, მაგრამ ახლობელთა 99% არც კი ეკარება და ვერ ვუგებ, რანაირად არ უნდა მოგეწონოს ასეთი გემრიელი ხორცი. love.gif

Posted by: August 28 Mar 2010, 17:59
Drakula
QUOTE
დაახლოებით მითხრათ სად მოვძებნო: ხაჭოს პასკის რეცეპტი

http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=0

Posted by: ele7 28 Mar 2010, 18:00
პასკა როგორ მოვამზადო? იქნებ რეცეპტი დამიწეროთ ფლიზზზზზზზ

Posted by: Drakula 28 Mar 2010, 18:03
August
დიდი მადლობა! smile.gif

Posted by: August 28 Mar 2010, 18:06
ele7
QUOTE
პასკა როგორ მოვამზადო? იქნებ რეცეპტი დამიწეროთ ფლიზზზზზზზ


ნახევარ ლიტრ რძეში გავხსნათ საფუარის 3/4,ანუ 100 გრამი. დავუმატოთ ცოტა შაქარი და ფქვილი. დავდგათ თბილ ადგილას. რომ აფუვდება დავუმატოთ 1 ლ. ანადუღარი თბილი რძე.


15 კვერცხისა და 1.600 გრ შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი და დავუმატოთ საფუვრიანი რძე, მოვზილოთ რბილი ცომი 3,5 კილო ფქვილით (პლუს ცოტა ფქვილიც გაითვალისწინეთ საფანელისათვის). შევფუთოთ ცომი პლედით და დავდგათ თბილ ადგილას .

ვანილი, ლიმონის ცედრა და დაფქული: ილი (კარდამონი), მუსკატის კაკალი, დარიჩინი, და მიხაკი მოვათავსოთ ღვინის ჭიქაში და დავასხათ რომი ან სპირტი.

მეორე ჭიქაში ზაფრანას დავასხათ ნახევარი ღვინისჭიქა რომი ან სპირტი. ორივე ჭიქა თავდახურული დავდგათ.

როცა ცომი აფუვდება ხელის დაკვრით დავწიოთ დაბლა. დავაცადოთ და როცა ისევ აფუვდება ისევ ხელის დაკვრით დავწიოთ.

მესამედ კი შევაზილოთ 700 გრ რბილი კარაქი (კარაქი და არა მარგარინი!), მარლაში გაწურული სანელებლებიანი რომი,ლიმონის ესენცია, 2 ლიმონის წვენი.მოვაყაროთ ის დარჩენილი 20გრ. საფუარი, ცოტა მარილი და მოტოვებული ფქვილი დიდხანს ვზილოთ სანამ ცომი ხელს არ მოსცილდება დაახლოებით 45- 60 წუთი. ამისთვის დაფაზე საფანელს მოვაყრით და ცომს ისე დავაგუნდავებთ, რომ მაინცდამაინც ზედმეტად არ შევაზილოთ ეს საფანელი. ცომი ნაზი უნდა იყოს!

კიდევ რომ ამოვა დავუმატოთ ქიშმიში და ცხიმწასმულ ფორმებში გადავანაწილებთ. საშუალო ზომის რამდენიმე ფორმა იქნება საჭირო. ფორმები ერთნაირი ზომის უნდა იყოს, რათა ცხობის დროში არ იყოს განსხვავება( ქურის კარის გამოღება პასკის საბოლოოდ გამოცხობამდე არ შეიძლება, თორემ პასკა ჩავარდება!!!). თუ ფორმები არა გაქვთ, ქვაბების გამოყენებაც შეიძლება.

ფორმას წინასწარ ძირზე ცხიმწასმული (უმჯობესია კარაქი) სქელი ქაღალდი უნდა ჩაუფინოთ. ფორმამ ცომი რომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე, რომლებზეც ცხიმია წასმული, ვაყრით წმინდად დაფქულ ორცხობილას. ფორმები ცომით 1/3-ით უნდა გაავსოთ . ისევ დავდგამთ თბილად და დავაცდით კიდევ ამოსვლას. რომ აფუვდება, ზემოდან წავუსვამთ მაწონში (ან რძეში) გახსნილ კვერცხის გულს, შევდგამთ ქურაში და საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე ვაცხობთ 1 - 1,5 საათი . ცხობის დრო ფორმების სიდიდეზეა დამოკიდებული.

გამომცხვარი პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ფორმის ძირს ვდგამთ ცივ წყალში, შემდეგ კი ნელი მოძრაობით პასკა ამოგვაქვს ფორმიდან.

სულ ბოლოს კი მოვაყრით შაქრის პუდრს. შეგვიძლია ნუშით ან მიწის თხილითაც მოვრთოთ.

ამ რეცეპტით ჩვენს ოჯახში უკვე, სულ ცოტა, მესამე საუკუნეა რაც უგემრიელესი პასკა ცხვება.ჩემამდე მას დედაჩემი, ნათელა კუპრავა, აცხობდა. უფრო ადრე - ბებიაჩემი, ბაბილინა ბულუხია, და კიდევ უფრო ადრე - ბებიაჩემის დედა,ანასტასია ჩაგანავა, რომელიც 1951 წელს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უფალო, ნათელში ამყოფე მათი და ყველა გარდაცვლილ ნათესავთა ჩვენთა სულები. მიუტევე მათ ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი თანანადებნი მათნი და დაუმკვიდრე სასუფეველი მართალთა თანა, ამინ!
yes.gif

ეს ძველი დროის პროპორციაა როცა ეკლესიაშიც მიჰქონდათ უპოვრებისათვის და ერთმანეთსდაც მოუკითხავდნენ ხოლმე ....
შენ თვითონ მოირგე ... პროპორციულად შეამცირე ...

Drakula
QUOTE
დიდი მადლობა!


2kiss.gif

Posted by: irinka1983 28 Mar 2010, 21:50
გამოვაცხე როგორც იქნა პასკა, უგემრიელესი გამოვიდა, უბრალოდ ცოტა შაქარი აკლდა, იმ კვირაში კიდე უნდა გამოვაცხო და ლიმნის მაგივრად ლიმნის და ფორთოხლის მურაბა მაქვს და ის უნდა ვუქნა.

უღრმესი მადლობა N_Jის რეცეპტისთვის

ესეც ჩემი პასკა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 28 Mar 2010, 22:12
irinka1983
QUOTE
ესეც ჩემი პასკა

ნამდვილი კულიჩია up.gif

შაქარს რაც შეეხება,აქ ჩვენი საქარი ხომ შაქარი არ არის რა sad.gif
მეც ვზრდი შაქრის რაოდენობას ყოველთვის .

Posted by: irinka1983 28 Mar 2010, 22:42
rtuli


გამიხარდა რომ მოგეწონათ. ცოცხალი ლიმნის მაგივრად რომ ლიმნის და ფორთოხლის მურაბა ვუქნა ცომს ცო არ ჩამიგდებს?

Posted by: rtuli 28 Mar 2010, 22:44
irinka1983
QUOTE
ცოცხალი ლიმნის მაგივრად რომ ლიმნის და ფორთოხლის მურაბა ვუქნა ცომს ცო არ ჩამიგდებს?

თუ წვრილად დაჭრი და ეცდები ზედმეტი სეროფი არ შეაყოლო არამგონია,ცუკატების ფუნქციას შეასრულებს.

Posted by: n_j 28 Mar 2010, 23:09
irinka1983
მომინდა smile.gif
მე ძალიან ტკბილი არ მიყვარს და ალბათ ამიტომ. მაგალითად, ის რაც ჩემთვის ტკბილია, დედაჩემისთვის უშაქროა ხოლმე. თან შაქარზეც არის დამოკიდებული, ზოგი ტკბილია, ზოგი ნაკლებად

მიხარია რომ მოგეწონა, ძალიან სიმპატიურები გამოგსვლია

Posted by: shumeri 29 Mar 2010, 00:29
irinka1983
ძალიან ლამაზები გამოგსვლიათ...გილოცავთ.
მაინტერესებს, რომელ დროჟს უკეთებთ?

Posted by: irinka1983 29 Mar 2010, 01:02
n_j

არც მე მიყვარს ძაან ტკბილი, მაგრამ ჩემს ქმარს უყვარს. ერთი რომ გამოცხვა გავსინჯე და მერე ცოტა დავამატე შაქარი. მთავარია პასკა აღარ მენატრება, იმდენი ვჭამე ამ 2 დღეში biggrin.gif

shumeri


დიდი მადლობა
მე ვერ დაგეხმარებით, საქართველოში არ ვცხოვრობ

Posted by: lucky555 29 Mar 2010, 17:07
რჩევებში ვიკითხე და აქაც დავწერ...
მაინტერესებს კორკოტის (ტკბილის) მომზადების წესი, ასევე პროპორციები
იქნებ დამეხმაროთ, დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: rtuli 29 Mar 2010, 17:44
lucky555
QUOTE
მაინტერესებს კორკოტის (ტკბილის) მომზადების წესი, ასევე პროპორციები

თაფლით და ქიშმიშით ,თუ ნიგოზი+თაფლი+ქიშმიში?

ხორბლის ბურღული-2 კგ.
ერბო-100გრ.
შაქარი ან თაფლი-200გრ.
ნიგოზი-1 ჩ.ჭ.
ქიშმიში-100-150გრ.

ხორბლის ბურღული მოათავსე ჯამში და დაასხი ნელთბილი წყალი,გააჩერე მთელი ღამე.
გადაწურე წყლისგან და ტაფაზე ერბოში ცოტა მოხალე.
აადუღე ქვაბით წყალი და ჩაყარე მოსახარშად,ხარშე 2-2,5 საათი.ბურღულეული კარგათ უნდა ჩაიხარშოს.
მერე შეანელე თაფლით+ქიშმიშით+ნიგვზით.

Posted by: S_H_I_N_Y 29 Mar 2010, 17:51
rtuli
ახლა მინდა ვცადო პასკა შესქელებული რძით, რეცეპტი ვნახე წინა გვერდზე. როგორი გამოდის, რით განსხვავდება რძეზე მოზელელილი პასკისგან? smile.gif
მომკლა ინტერესმა punch.gif
biggrin.gif

Posted by: Jkzzz 29 Mar 2010, 17:53
ფასკა
კვერცხი

!


smile.gif რა ჯობია smile.gif

Posted by: rtuli 29 Mar 2010, 17:58
S_H_I_N_Y
QUOTE
ახლა მინდა ვცადო პასკა შესქელებული რძით, რეცეპტი ვნახე წინა გვერდზე. როგორი გამოდის, რით განსხვავდება რძეზე მოზელელილი პასკისგან?
მომკლა ინტერესმა 

ცომს სხვანაირი სტრუკტურა აქვს+უფრო ტკბილია smile.gif
გამოაცხე საცდელად და ნახე თუ მოგეწონება.მე შარშან გამოვაცხე და მომეწონა ძალიან.

წელს ეკსპერიმენტს ვატარებ და 3 სხვადასხვა პასკა მინდა გამოვაცხო
yes.gif

Posted by: S_H_I_N_Y 29 Mar 2010, 18:20
rtuli
QUOTE
გამოაცხე საცდელად და ნახე თუ მოგეწონება.მე შარშან გამოვაცხე და მომეწონა ძალიან.


ჩემი გამოცდილებით რაც თქვენ მოფწონთ მეც მომწონს ხოლმე biggrin.gif
გამოცხობიტაც ზუუსტად ასე ვაცხობ მე, მაგრამ შესქელებული რძის მაგივრად რძეს ვიყენებ და ქიშმიშს ვყრი ბეეევრს smile.gif

QUOTE
წელს ეკსპერიმენტს ვატარებ და 3 სხვადასხვა პასკა მინდა გამოვაცხო


მეც ეგრე გამომივა, ადრე არაჟნით არ მიცდია და ეგეც მინდა ვნახო და ხაჭოს პასკასაც აუცილებლად გავაკეთებ. იმედია ცუკატების კეთებაც დამთავრდება ამასობაში. ნამეტანი ხანგრძლივი პროცესია smile.gif

Posted by: rtuli 29 Mar 2010, 18:34
S_H_I_N_Y
QUOTE
გამოცხობიტაც ზუუსტად ასე ვაცხობ მე, მაგრამ შესქელებული რძის მაგივრად რძეს ვიყენებ და ქიშმიშს ვყრი ბეეევრს

ქიშმიში მეც მიყვარს ბევრი და საერთოდ კექსის სტრუკტურის კულიჩი მიყვარს ,მშრალი კულიჩით ვიხრჩობი,ვერც ვღეჭავ yes.gif

Posted by: lucky555 29 Mar 2010, 19:32
rtuli
დიდი მადლობა smile.gif
ნიგოზი, თაფლი და ქიშმიშით მინდა, მასე გავაკეთებ.
შტატებში ვარ და ვიყიდე wheat berry, ხორბალია, მაგრამ ცოტა უფრო პატარებიაო ვიდრე საქართველოშიო მითხრეს მეგობრებმა. იმედია გამოვა

Posted by: rtuli 29 Mar 2010, 22:00
lucky555
QUOTE
wheat berry

მეც მაგას ვყიდულობდი smile.gif
სალათას ვიმზადებდი ხშირად yes.gif
დიდი განსხვავება არ არის ჩვენი ხორბლისგან და მოშუშვა ძალიან უხდება მოხარშვის წინ,უფრო გემრიელი ხდება.

Posted by: ბესიკის26 29 Mar 2010, 22:34
მეც სგუშონის პასკის გამოცხობას ვაპირებ,ვნახოთ რა გამომივა.უკვე გავამზადე ყველაფერი(3პორცია უნდა გავაკეთო,ოჯახშიც ბევრი ვართ და სტუმრადაც მიგვაქვს ხოლმე თითო).ადრე სულ რძეზე ვაკეთებდით და ნამდვილად კარგები გამოდიოდა.გადავიღებ და შედეგებს დავდებ.

Posted by: rtuli 29 Mar 2010, 23:20
ბესიკის26
QUOTE
3პორცია უნდა გავაკეთო

ერთნაირად არმოზილო,თორე ყალიბებში ჩალაგებული ცომი (რომელიც ვერ დაეტევა ღუმელში)გადამჟავებაზე გადავა და გემოზე დაეტყობა,ანუ შეეცვლება.
წესით რაც არ ეტევა ღუმელში დანარჩენ ყალიბებს მაცივარში ათავსებენ,იქ ცომი შეანელებს ამოსვლას და ასე შეინარჩუნებს თავის გემრიელ თვისებებს.

Posted by: ბესიკის26 30 Mar 2010, 00:18
rtuli
აუცილებლად გავითვალისწინებ ნინო შენს რჩევას.2kiss:

Posted by: forumeli007 30 Mar 2010, 11:56
გოგოებო პასკისათვის მინდა ცუკატების ყიდვა, და რომელი ხილის ცუკატები ვიყიდო? რომელი ჯობია პასკისთვის??? ან საერთოდ ვუქნა ცუკატები პასკას??? რას მირჩევთ?

Posted by: Peppi 30 Mar 2010, 14:04
ესეც სააღდგომო კვერცხი-ლაბუ (ხალადეცი)
ორი წლის წინ გავაკეთე და ზუსტად არ მახსოვს რეცეპტი, + სხვისი სამზარეულო იყო . .

ვფიქრობ, შეიძლება ტკბილი ვარიაციის მომზადებაც, მაგ - ხილის ჟელე, ან ბლომანჟეsmile.gif

Posted by: djindjidrinji 30 Mar 2010, 14:17
ხალხო, პანეტონეს ცომის რეცეპტი გააქვთ ვინმეს?

Posted by: trendy 30 Mar 2010, 15:01
djindjidrinji
http://belonika.livejournal.com/147728.html#cutid1
თითქმის პანეტონე
ეს კი პანეტონეს რეცეპტები
http://elladkin.livejournal.com/277148.html#cutid1

http://elladkin.livejournal.com/274588.html

Posted by: August 30 Mar 2010, 15:36
djindjidrinji
QUOTE
პანეტონეს ცომის რეცეპტი გააქვთ ვინმეს


თუ არ იჩქარებ ... ზეგ გამოდის სპეციალური სააღდგომო ძალიან იტალიურ-ბერძნული "მადიანი" და იქ იქნება მართლა კლასიკური რეცეპტები ...

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 16:51
djindjidrinji
QUOTE
ხალხო, პანეტონეს ცომის რეცეპტი გააქვთ ვინმეს?

იტალიური საიტიდან ამოვიღე 2 წლის უკან პანეტონეს რეცეპტი და გამოვაცხე,შედეგი:
ვაზნი მნოგო,არ არის ტკბილი(უფრო ჩვენი შაქრის დამსახურებაა) და მომზადების სპეციფიკა უნდა დაიცვა კარგათ რომ ნამდვილთან იყოს მიახლოვებული(ფქვილი არც ისე გვიწყობს ხელს)+ იმდენად ჰაეროვანია რომ ,თავის სიმძიმისგან ჯდება,ანუ უნდა თავდაყირა მდგომარეობაში გააციო.
მოკლედ ასეთ შემთხვევაში მე ნაყიდს ვამჯობინებ.

ჩვენი კულიჩი მირჩევნია.

Posted by: trendy 30 Mar 2010, 16:53
rtuli
QUOTE
ჩვენი კულიჩი მირჩევნია.

ჩემები კულიჩს საერთოდ არ ჭამენsad.gif
ვყიდულობ ასე 4 ცალ პანეტონეს, რომელიც ცეცხლის ფასი ადევს წელს aba.gif

August
QUOTE
იქ იქნება მართლა კლასიკური რეცეპტები

ბოლო 2 რეცეპტი , არის კლასიკური პანეტონეს რეცეპტი

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 17:02
trendy
QUOTE
ვყიდულობ ასე 4 ცალ პანეტონეს, რომელიც ცეცხლის ფასი ადევს წელს 

ხომ იცი მაგას გემრიელი გემო რატომ აქვს,ისილიტელ ვკუსა და სპეციალურ სუნელებს იყენებენ+მაინც მომზადების ტექნოლოგია სხვა იქნება,ამდენხანს რომ დევს და არფუჭდება yes.gif

მეც მომეწონა ძალიან პირველად როცა გავსინჯე+კრემიანი გულსართი ქონდა,ძალიან ვისიამოვნე.

აქ არის ეგეთი კრემის გულსართით?

Posted by: forumeli007 30 Mar 2010, 17:05
rtuli
როგორ ფიქრობთ ცუკატები შეიძლება ვუქნა პასკას??? და რომელი ხილის ცუკატები ვიყიდო????

Posted by: trendy 30 Mar 2010, 17:11
rtuli
QUOTE
აქ არის ეგეთი კრემის გულსართით?

გუდვილში ვნახე შოკოლადის კრემის გულსართით, ქიშმიშით და ცუკატებით.სხვაგანაც უნდა ვნახო, იქ 22-25 ლარი ღირს


QUOTE
ხომ იცი მაგას გემრიელი გემო რატომ აქვს,ისილიტელ ვკუსა და სპეციალურ სუნელებს იყენებენ+მაინც მომზადების ტექნოლოგია სხვა იქნება,ამდენხანს რომ დევს და არფუჭდება 

ხოsad.gifარ ჭამენ საერთოდ

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 17:14
forumeli007
QUOTE
როგორ ფიქრობთ ცუკატები შეიძლება ვუქნა პასკას??? და რომელი ხილის ცუკატები ვიყიდო????

გემოვნების ამბავია smile.gif
ჩემს შვილს არუყვარს,მე მომწონს ოღონდ ის კიარა ვითომ დაფერილი ცუკატები სხვადასხვა ხილის რომ იყიდება,მე ვხმარობ დაჩირებულ მინი ლიმონს,ფორთოხალს და ალუბლის ჩირს,ძვირი სიამოვნებაა 18 ლარი ღირს კილო,მაგრამ ცოტა უნდა ფაკტიურად და 5 ლარის ნარევი რომ შეიძინო უნდა გეყოს.

მერე ერთს ავღნიშნავ გამომცხვარ კულიჩს(პასკას რომ ეძახიან) ბევრი სხვადასხვა სურნელების არევა გემოს უკარგავს ,გაფანტული გემო აქვს,ამიტომ საჭიროა ზომიერება.

მე შოკოლადის კულიჩს ვაცხობ და მაგას მოუხდება ალუბლის ჩირი.
სხვაში(ანუ ჩვეულებრივში) კი ფორთოხლის და ლიმონის დაჭრილ ცუკატებს შეურევ(უფრო მინი ხილია დაშაქრებული და გამოყვანილი)+ნუში ძალიან მოუხდება yes.gif

Posted by: forumeli007 30 Mar 2010, 17:17
rtuli
2kiss.gif ძალიან დიდი მადლობა!!! ვაპირებ შენ დადებულ საღდგომო ყვავილის გაკეთებას და მაშინ მას ვუზამ... შედეგებს აუცილებლად დავდებ smile.gif
და შენ სად ყიდულობ ამ შირებს? პოპულში რომ იყიდება კარგია თუ იცი??? ჩემთან ახლოს არის პოპული და მეთქი იქ ხო არ ვიყიდო თქვა...

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 17:22
forumeli007
QUOTE
შენ სად ყიდულობ ამ შირებს?

როგორც ყოველთვის პასაჟის ტერიტორიაზე,ანუ სანამ შიგნით შეხვალ გარეთ ყიდიან ფქვილს,მაკარონს და ა.შ. მანდ მაცივრებიც აქვთ სადაც დროჟს ვყიდულობ და კარაქს,მანდ ჩაყოლებაზე არის ერთი მხოლოდ ადგილი სადაც ჩირს,ნუშს,ქიშმიშს და ა.შ. ყიდიან.
ან აგურის შენობა რომ არის ყოფილი დეზერტირების ტერიტორიაზე,შეხვალ თუარა რუსი გოგოები დგანან და ჩირებს+კიდე უამრავ რაღაცეებს ყიდიან.

Posted by: n_j 30 Mar 2010, 17:28
Peppi
რა ლამაზი კვერცხია!

ესეც იდეები სააღდგომოდ, ადვილი და ლამაზი, + გემრიელი, ბავშვებს მოეწონებათ
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: forumeli007 30 Mar 2010, 17:30
rtuli
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif რა კარგი გოგო ხარ!!! უღრმესი მადლობა!!!

n_j
რა ლამაზუკებიაააააა

Posted by: marilis 30 Mar 2010, 17:31
rtuli
QUOTE
მეც მომეწონა ძალიან პირველად როცა გავსინჯე+კრემიანი გულსართი ქონდა,ძალიან ვისიამოვნე.

აქა იქ რომ გხვდება კრემი, როგორ მიყვარს,
ისე დიდი არაფერი, სახლში გამომცხვარი პასკა მირჩევნია!
საშობაოდ იმდენი პანეტონე ვჭმე, რომ საკუტარ თავს პირობა მივეცი, ამ აღდგომას აღარ გავეკარები

Posted by: djindjidrinji 30 Mar 2010, 18:05
b]rtuli[/b]
QUOTE
ვაზნი მნოგო,არ არის ტკბილი(უფრო ჩვენი შაქრის დამსახურებაა) და მომზადების სპეციფიკა უნდა დაიცვა კარგათ რომ ნამდვილთან იყოს მიახლოვებული(ფქვილი არც ისე გვიწყობს ხელს)+ იმდენად ჰაეროვანია რომ ,თავის სიმძიმისგან ჯდება,ანუ უნდა თავდაყირა მდგომარეობაში გააციო. მოკლედ ასეთ შემთხვევაში მე ნაყიდს ვამჯობინებ.


ნაყიდს კი ვამჯობინებ მამენტ, მარა ერთ დაჯდომაზე ლამისაა ერთი პანეტონე შემომეჭამოს ხოლმე და ნამეტანი ძვირი აღდგომა გამოდის biggrin.gif

მაგის გემოზე იმდენად არ მაქვს გართულება, რამდენადაც ფაქტურაზე, ნაფლეთოვანი ჰაეროვანი ცომი რომ აქვს, შაქრის ბამბასავით რომ დნება, ეგ მთიშავს და ეგეთი თუ გამომივა, მისია შესრულებული იქნება biggrin.gif

პასკის ფორმაში გამოცხვება?

trendy

გამოგიყენებია ეგ რეცეპტები?

Posted by: WOMAN IN LOVE 30 Mar 2010, 18:24
rtuli
კულიჩის ცომს რომ ვზელთ, იქიდან საშუალოდ 8-10 კულიჩი გამოდის და მაგდენს ერთბაშად ხომ ვერ შევდგამთ გამოსაცხობად, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ცომი არ ამჟავდეს?

Posted by: trendy 30 Mar 2010, 18:32
djindjidrinji
QUOTE
გამოგიყენებია ეგ რეცეპტები?

არა, მაგის ტავი არ მაქვს, მაგრამ ორივე ძალიან ცნობილი კულინარები არიან და სავარაუდოდ ძალიან კარგი იქნება

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 18:49
QUOTE
მაგის გემოზე იმდენად არ მაქვს გართულება, რამდენადაც ფაქტურაზე, ნაფლეთოვანი ჰაეროვანი ცომი რომ აქვს

djindjidrinji
ცომის სტრუკტურას ცვლის კარაქის და შაქრის რაოდენობა,რაც უფრო ტკბილი და ცხიმიანი კულიჩი გვინდა მით უფრო ცომის სტრუკტურა კექს მიუახლოვდება+მოზელის ამბავიც არის აქ მნიშვნელოვანი.რაც უფრო დიდხანს და სწორედ იზილება მით უფრო ცომის სტრუკტურა სხვანაირი ხდება yes.gif
პროფესიონალისგან ამოვიკითხე რომ როცა გინდა მიაღწიო იმ სტრუკტურას რაც შენ იგულისხმე,ჯერ იზილება საფუარი+მთლიანი სითხე+მარილი და ფქვილი იმდენი რომ რბილი ცომი მოიზილოს დაახლოებით 70-80% მთლიანი ფქვილიდან(მოცემულიდან),იდგმევა ამოსასვლელად და ცალკე ითქვიფება კვერცხი+ცხიმი+შაქარი.
ამოსული პირველი ცომი მაგრად უნდა გადაიზილოს თან ამატებ ცხიმიან კვერცხიან შაქრიან მასას ცოტცოტას+თან მორჩენილ ფქვილს აწვდი.
ბოლოს სანელებლები და არომატიზატორები.
დგავ ისევ ამოსასვლელად და ბოლოს ყალიბებში ანაწილებ.
სუპერ შედეგი ექნება!
მე ასე ვაპირებ ამჯერად.

ნუ მოკლედ მთელი რამბავია,სამაგიეროდ შედეგი ძალიან მაგარი იქნება.

WOMAN IN LOVE
QUOTE
კულიჩის ცომს რომ ვზელთ, იქიდან საშუალოდ 8-10 კულიჩი გამოდის და მაგდენს ერთბაშად ხომ ვერ შევდგამთ გამოსაცხობად, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ცომი არ ამჟავდეს?

ცარიელი ყალიბები შეალაგე ღუმელში,მიხვდები რამდენი ზედმეტი გექნება.
მერე ცომს როცა გადაანაწილებ ყალიბებში,ის რომლებიც უნდა შედგა ღუმელში დატოვე ოთახში ამოსასვლელად(მე ცოტას ვათბობ ღუმელს და მანდ ვდგავ ,უფრო სწრაფად ამოდიან),დანარჩენებს ცელოფნის პარკი გადააფარე და მაცივარში შედგი,იქ ნელა დაიწყებენ ამოსვლას,სანამ პირველ პარტიას გამოაცხობ.
მაცივრიდან გამოიღე 10 წუთი დაასვენე და გამოაცხე დანარჩენიც. wink.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 30 Mar 2010, 18:54
rtuli
ამასობაში ფორმებიც ვიშოვე bis.gif 2kiss.gif

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 19:19
WOMAN IN LOVE
QUOTE
ამასობაში ფორმებიც ვიშოვე

გილოცავ!პირველ გამომცხვარ კულიჩს მე გამასიჯებ wink.gif
მე მიქსერის ყიდვაზე ვფიქრობ rolleyes.gif
ძალიან მინდა ის ნახევრად პროფესიონალური,თუმცა ხელითაც მსიამოვნებს ცომთან ,,თამაში,, smile.gif

Posted by: trendy 30 Mar 2010, 19:26
rtuli
QUOTE
მე მიქსერის ყიდვაზე ვფიქრობ

ნინა, kitchenaid ან kenwood!ვფიქრობ, რომ გამოვიწერო, აქ იმუშავებს?

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 19:39
trendy
QUOTE
ნინა, kitchenaid ან kenwood!ვფიქრობ, რომ გამოვიწერო, აქ იმუშავებს?

ორივე მაგარია,kenwood ვნახე მე აქ,ანუ მალაიზიაშია მგონი აწყობილი,არა ჩინური და ღირდა მინიმუმ 350 ლარი(ეხლა ფასი არვიცი)+ჟამის და ფუნქციების მიხედვით ფასი იზრდება.
მე აქ ტექნიკა რაც შევიძინე ყველა გამომადგა და ორივე მხრიდან პატივის ცემის მომენტი გვაქვს ჩამოყალიბებული(ანუ მე და ტექნიკა) biggrin.gif

ჰოდა გამოწერით მე არ მიფიქრია,თუმცა შესაძლებელია.ოღონდ გადამყვანი დაგჭირდება თუ ამერიკის ბაზრისთვის არის გათვლილი და დენის სტაბილურობას არვენდობი,ამიტომ ფაკტიურად ყველა ტექნიკაზე ის რაღაც დამარიგულირებელზე მაქვს ჩართული yes.gif

Posted by: djindjidrinji 30 Mar 2010, 19:40
rtuli




ვტირი biggrin.gif

ხოდა მგონი იმის გარდა რასაც შენ ამბობ, ვიდეოში ფორმებში რომ ჩაალაგებს ცომის ბურთებს, კიდე 6 საათი ვაცდიო ამოსვლასო და მერე დგავს ღუმელში. კაროჩე, 2 დღის ბაზარია კაკ მინიმუმ...

მე მიყვარს "სველი" პასკა, გააქვს ეგეთის რეცეპტი?

* * *
trendy
QUOTE
ნინა, kitchenaid ან kenwood!ვფიქრობ, რომ გამოვიწერო, აქ იმუშავებს?


მეც ნინა ვარ და გიპასუხებ biggrin.gif ვოლტაჟი უნდა ნახო, თუ არ არის მითითებული internatinal voltage არ იმუშავებს და მაგასთან ერთად კარგი გადამყვანი უნდა გამოიწერო და საბოლოო ჯამში უაზრო მანილუპაცია გამოგივა იმიტორო ნორმალური გადამყვანი ღირს სადღაც 100$მდე, + შიფინგის ფული დაამატე და საბოლოო ჯამში აქაც იყიდი მაგ ფასად ოღონდ 220Vზე გათვლილს. ძაან მომხიბვლელი ფასებია ხოლმე ტექნიკაზე ამაზონზე მარა რავიცი რა... სულ მგონია რომ "არასრულფასოვან" ნივთში გადავყრი ფულს...

თუ მაგას არ კითხულობდი? biggrin.gif

Posted by: asiko 30 Mar 2010, 20:00
djindjidrinji

რატო სუნავს ცომს თავისი წვერულვაშით?

Posted by: djindjidrinji 30 Mar 2010, 20:17
asiko
QUOTE
რატო სუნავს ცომს თავისი წვერულვაშით?


რავიცი, ფეტიშისტია biggrin.gif

Posted by: ninoma 30 Mar 2010, 20:30
rtuli
სააღდგომო ყვავილში თეთრი შაქრის ნაცვლად, რომ ყავისფერი შაქარი გამოვიყენო შეიძლება?

Posted by: asiko 30 Mar 2010, 20:33
djindjidrinji
smile.gif ...

Posted by: rtuli 30 Mar 2010, 20:50
djindjidrinji
QUOTE
ვტირი

+1
კვერცხის გულებზე მოზილეს და ზემოდან ვიცი რა გლაზურიც გადაუსვეს yes.gif
ისე განსხვავდებოდა აქ გაყიდვაში რაც გვაქვს იმისაგან.

QUOTE
მე მიყვარს "სველი" პასკა, გააქვს ეგეთის რეცეპტი?

,,სისველეს,,ცხიმი აძლევს ფაკტიურად ცომს.

ჩემი რეცეპტი საშვალოდ სველია და ნჯიმ დადო სადაც ცომში არაჟანი+ნაღებიც აქვს და ისიც კარგი სველი იქნება,წინა გვერდებზე არის რეცეპტები ორივესი.

ninoma
QUOTE
სააღდგომო ყვავილში თეთრი შაქრის ნაცვლად, რომ ყავისფერი შაქარი გამოვიყენო შეიძლება?

რატომაც არა ,გულსართში ანუ ნიგოზთან უფრო გემრიელი იქნება.

Posted by: trendy 30 Mar 2010, 21:48
djindjidrinji
rtuli
http://www.overstock.com/Home-Garden/KitchenAid-KSM150PSWH-Artisan-Series-5-quart-Mixer/4379470/product.html

თავზეც ეხურება, შხეფებით რომ არ დასვაროსsad.gif

პ.ს. გუდვილის საცხობის კულიჩი ვიყიდე, 18 ლარი ღირს-უგემრიელესია yes.gif , ზემოდან ნუშის ფირფიტები აქვს მოყრილი, მინანაქარი.შიგნით ქიშმიშ-ცუკატები

Posted by: djindjidrinji 30 Mar 2010, 22:00
trendy
QUOTE
.ს. გუდვილის საცხობის კულიჩი ვიყიდე, 18 ლარი ღირს-უგემრიელესია yes.gif , ზემოდან ნუშის ფირფიტები აქვს მოყრილი, მინანაქარი.შიგნით ქიშმიშ-ცუკატები


აუ არ მომწონს მე გუდვილის პასკები, არც პასკაა და არც პანეტონე, ვერ ვიტან ხოლმე საშუალო არითმეტიკულ კერძებს.


QUOTE
http://www.overstock.com/Home-Garden/Kitch...70/product.html



http://www.amazon.com/KitchenAid-KSM150PSWH-Artisan-5-Quart-Mixer/dp/B00005UP2K/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=home-garden&qid=1269971901&sr=8-1

აჰა, ორმოცდაათიოდე დოლარით იაფად biggrin.gif არ ვიცი არა... აქ არ იყიდება? ქიჩენეიდი არა, რამე სხვა, კარგი?

Posted by: perfectstranger 30 Mar 2010, 22:34
აუ პასკის ცომის სუნი მეც მაგრად მიყვარს

Posted by: trendy 30 Mar 2010, 22:38
djindjidrinji
QUOTE
აქ არ იყიდება? ქიჩენეიდი არა, რამე სხვა, კარგი?

არა
მარტო კენვუდი

Posted by: Lene :) 30 Mar 2010, 22:40
ეხლა რომ "დავთესო" ჯეჯილი ვერ მოასწრებს ამოსვლას ხო?

Posted by: djindjidrinji 30 Mar 2010, 23:20
trendy

აუ მგონი მე ბოშიც მინახავს, ოღონდ დიდი ხნის წინ.

და რას ერჩი კენვუდს? რა ღირს კენვუდი?


Posted by: trendy 30 Mar 2010, 23:22
djindjidrinji
QUOTE
რა ღირს კენვუდი?

დზვირია ეგეცsmile.gifარაფერს, ხორცის გასატარებელი მანქანა მაქვს-ზვერ!

Posted by: djindjidrinji 30 Mar 2010, 23:25
trendy
QUOTE
დზვირია ეგეც


ძვირი რამდენი? biggrin.gif

QUOTE
არაფერს, ხორცის გასატარებელი მანქანა მაქვს-ზვერ!


ხორცის მანქანა ჩემი ტკივილია, უნიჭო შვილი რომ გეყოლება ისეა, ფილიპსია ეს cry.gif
* * *
trendy

აი შენი ქიჩენეიდი 220V-ზე. http://focususa.com/kitchenaid5ksm1505quartstandmixer220volt.aspx




Posted by: meluzi 30 Mar 2010, 23:53
Lene smile.gif
დღეს მესამე დღეა რაც "დავთესე" და ოდნავ გამოყეს წვერები შესამჩნევი არაფერი.. ასე რომ არამგონია მოასწროოოს sad.gif

Posted by: Lene :) 30 Mar 2010, 23:57
meluzi
ხოდა მაშIნ შევეშვები

Posted by: meluzi 31 Mar 2010, 00:44
Lene smile.gif
უი ისე იმ დღეს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვნახე უკვე გამზადებულ ჯეჯილს ყიდდნენ biggrin.gif მართლა ოღონდ პლასტმასის თეფშებზე ქონდათ smile.gif

Posted by: likaterine 31 Mar 2010, 01:26
djindjidrinji

QUOTE
ვტირი


აუუუ, მაგ ბიძია კონდიტერის გამოწერა არ შეიძლება თავისი ინვენტარით, გამიკეთეოს ეგ გემრიელობები და გავუშვებ მერე ისევ სახლში biggrin.gif


Posted by: djindjidrinji 31 Mar 2010, 01:56
likaterine
QUOTE
აუუუ, მაგ ბიძია კონდიტერის გამოწერა არ შეიძლება თავისი ინვენტარით, გამიკეთეოს ეგ გემრიელობები და გავუშვებ მერე ისევ სახლში biggrin.gif


კი და ტრეფიკინგი ქვია მაგას biggrin.gif ბიძია არ მინდა, ის ცომის საზელი აპარატი მინდა მე და ღუმელი help.gif

Posted by: trendy 31 Mar 2010, 09:46
djindjidrinji
QUOTE
ძვირი რამდენი?

რთულიმ დაწერა 350 ლარიო, მაგრამ კენვუდისთვის არ ღირს მგონი, გრუხუნა და ხმაურიანებია ძალიან მაგისი მიქსერები


Posted by: Lene :) 31 Mar 2010, 09:52
meluzi
QUOTE
უი ისე იმ დღეს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვნახე უკვე გამზადებულ ჯეჯილს ყიდდნენმართლა ოღონდ პლასტმასის თეფშებზე ქონდათ

ქუთაისელი ვარ,აქ კიდე ნაღდად არ ყიდიან მასე biggrin.gif

Posted by: djindjidrinji 31 Mar 2010, 10:18
trendy
QUOTE
რთულიმ დაწერა 350 ლარიო, მაგრამ კენვუდისთვის არ ღირს მგონი, გრუხუნა და ხმაურიანებია ძალიან მაგისი მიქსერები


ნა ბეზრიბიი ი რაკ რიბა, თან კატასტროფული ფასიც არაა. გრუხუნა კიდე, სულ უნდა ამუშავო? biggrin.gif
მარა მე თქვენ გეუბნებით, ბოში მაქვს სადღაც ნანახი !

Posted by: trendy 31 Mar 2010, 10:27
djindjidrinji
QUOTE
მარა მე თქვენ გეუბნებით, ბოში მაქვს სადღაც ნანახი !

მოვძებნი, დუბაიში შეიძლება დააბარო ადამიანს კონკრეტული მოდელი, სადაც ტექნიკას ყიდიან.

QUOTE
გრუხუნა კიდე, სულ უნდა ამუშავო?

ფაქტიურად biggrin.gif
რაღაც პერიოდები მაქვს სულ ვაცხობ,კაკ რაზ ეგ დრო დგება, ტარხუნის და ალუბლის ღვეზელის love.gif

Posted by: djindjidrinji 31 Mar 2010, 10:40
trendy
QUOTE
დუბაიში შეიძლება დააბარო ადამიანს


და ეგეთი ადამიანი სად უნდა მოძებნო? ვსმისლე დადიან ვიღაცეები და შეგიძლია დააბარო რომ წამოიღოს?

Posted by: trendy 31 Mar 2010, 10:46
djindjidrinji
QUOTE
და ეგეთი ადამიანი სად უნდა მოძებნო?

ვინც ტექნიკას ყიდის, რომ დავაბარო ვითომ არ ჩამომიტანს?ბე რომ მივცე?
არა და მაქვს კრუპსის მიქსერი, მშვენივრად მუშობს, მაგრამ ფეხსდგამიანი მინდა, ეგრე უფრო გაიიოლებ საქმეს

Posted by: djindjidrinji 31 Mar 2010, 11:05
trendy
QUOTE
ვინც ტექნიკას ყიდის, რომ დავაბარო ვითომ არ ჩამომიტანს?ბე რომ მივცე?


ენდობი? ან მის ინტელექტს, რომ იმას ჩამოგიტანს რასაც დააბარებ და არა "ეგეთივეს" , ან იმას, რომ ფულს არ გამოგართმევს და არ გადაგაგდებს? თორე ხო...
მიქსერი მეც მაქ ხელის, ფილიპსია ეგეც და წავა რა, მიქსერია, მარა ეს სტაციონარული მართლა ძაან მოსახერხებელია და გამიჯდა ჭკუაში, ახალი ბინისთვის ვიყიდი jump.gif

Posted by: მაკ-კი 31 Mar 2010, 11:09
რა სუნელები უნდა დაემატოს კულიჩში?

Posted by: djindjidrinji 31 Mar 2010, 11:19
მაკ-კი

კარდამონი, დარიჩინი, ვანილი, მუსკატი, მიხაკი (მე არ მიყვარს), ყვითელ ყვავილსაც უშვებიან, თუ ყვითელი გული გინდა რომ ქონდეს. ქიშმიში, ცუკატები.

Posted by: მაკ-კი 31 Mar 2010, 11:54
djindjidrinji
გმადლობ. smile.gif
კარდამონი, მიხაკი, მუსკატი უკვე ვიყიდე, ახლა ვიყავი გასული. დაფქული არა, ნაყოფი, იმიტომ რომ უფრო არომატულია. დარიჩIნი არ გამახსენდა. ალბათ ხვალ დავამატებ. ხვალ უნდა მოზილო თუ დღეს, ხომ არ იცი როგორი ტრადიციააა?

Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 12:44
ვაშა! უკვე გავაკეთე სააღდგომო პასკები.მე ზალიან კმაყოფილი ვარ.რთულის რეცეპტით გავაკეთე.სგუშონზე.გემოთი დღეს გავსინჯე.ზალიან კარგია!არომატული.ყველაფერი უქენი:სუნელები,ცუკატები,ცედრები,ქიშმიში ნამდვილ ამარეტოში დავალბე.გადანაწური დავლიე.არაა მშრალი.სველია,მზიმე ცომია.სურათები ცხელს გადაუღე.ცელოფნებში ვინახავ სათითაოდ და მერე მოვაყრი პუდრას.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
რთულის მინდა შევეკითხო.თეთრი გლაზური მერეც ხო შეიზლება წაუსვა.ჯერ ადრეა აღდგომამდე.
* * *

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
რთულის სურათზე ვნახე ერთხელ,როგორ ჰქონდა ქაღალდი სიმაღლეზე აყვანილი ფორმაში.ადრე "ქუდიანი"პასკები სულ მიფუჭდებოდა ამოღების დროს.მივხვდი ასე უნდა მექნა.სამაგიეროდ ლამის ნახევარჯერ ასცილდა ფორმას და ლამაზად ამოვიღე.მადლობა რთულის 2kiss.gif
* * *
სურათზე ღია ფერისაა პასკის ჭრილი.ისე გაცილებით ყვითელია.4პორცია მოვზილე და სულ შინაური კვერცხით.დოლის 9ზე ოპარა დავადგი და საგამოს12ზე ბოლო პასკა გამოვიღე.ცარმატებებს გისურვებთ თქვენც გოგოებო 2kiss.gif

Posted by: mariaa 31 Mar 2010, 12:58
ბესიკის26
ბრავო უკვე გიშრომია smile.gif
კულიჩის სურნელი მაგარია და გემოც..(ისე წელს პირველად გავიგე პასკის ეს სახელი biggrin.gif )

Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 13:24
rtuli
პასკები უკვე დავაცხვე და თეთრი გლაზური დაახლოებით პარასკევს რომ გაუკეთო ხო შეიძლება?ხვალ დედაჩემს უნდა მივეხმარო და ვგეგმავ არაჯნით გავაკეთებინო და თან შენ რომ თქვი ისე,ანუ მოვზილავ ჯერ ფქვილს,საფუარს და რძეს და მერე რომ ამოვა შევაზელ გოგლიმოგლს და არაჯანს და კარაქს.ცოტა ფქვილის დამათებით.მეც ექსპერიმენთის საშუალება მომეცა და მაგას გაუშვებ ხელიდან?მგონინ არ უნდა გამოვიდეს ცუდი,პირიქით მაგარი იქნება.

Posted by: djindjidrinji 31 Mar 2010, 14:14
მაკ-კი
QUOTE
ხვალ უნდა მოზილო თუ დღეს, ხომ არ იცი როგორი ტრადიციააა?


რისი ტრადიცია? spy.gif

Posted by: August 31 Mar 2010, 14:38
მაკ-კი
QUOTE
ხვალ უნდა მოზილო თუ დღეს, ხომ არ იცი როგორი ტრადიციააა?

ტრადიციულად პასკის ცომი იზილება დიდ ხუთშაბათს, წითელ პარასკევს ცხვება, შაბათს მზა პასკა "ისვენებს", რადგან სულ ცოტა 6 სთ მაინც უნდა გავიდეს პასკის გამოცხობასა და მოხმარებას შორის ...

Posted by: meluzi 31 Mar 2010, 14:41
პასკის ელექტრო ღუმელში გამოცხობაა შეუძლებელიააა??? ერთს ვკითხე და შავ ფრებში დამიხატაა არ გამოვაოოო... და იქნებ ვინმემ იცოდეთ გამოცდილებო sad.gif

Posted by: August 31 Mar 2010, 14:46
meluzi
მე თბილისში გაზქურის ნაცვლად მქონდა ელექტრო ქურა (ღუმელით) და ძალიან კარგ პასკას ვაცხობდი ... უბრალოდ ღუმელს უნდა "იცნობდე" კარგად

Posted by: meluzi 31 Mar 2010, 14:49
August

და კიდევ ერთი... ორივეს რთავდი ხო? ანუ ზედა და ქვედა სპირალს? თუ შენაცვლება უნდოდა შენთან ანუ ჯერ ქვედა მერე ზედა და ასე?

Posted by: tasikuna-taso 31 Mar 2010, 14:53
QUOTE
ქუთაისელი ვარ,აქ კიდე ნაღდად არ ყიდიან მასე 


კი ყიდიან. გუშინ ვნახე ბაზრის უკან ''ოკეანესთან'' ყველის გამყიდველებს ქონდათ გამოტანილი.

QUOTE
ვაშა! უკვე გავაკეთე სააღდგომო პასკები.


ადრიანად გაგიკეთებია, თანაც რა კარგებია.

ქუდების პრობლემა მეც მაქვს ყოველთვის. ამჯერად თქვენს გამოცდილებას გავიზიარებ.
* * *
QUOTE
პასკის ელექტრო ღუმელში გამოცხობაა შეუძლებელიააა??? ერთს ვკითხე და შავ ფრებში დამიხატაა არ გამოვაოოო... და იქნებ ვინმემ იცოდეთ გამოცდილებო 


მე ყოველთვის ელექტრო ღუმელში ვაცხობ.
გააჩნია რომელი ღუმელია.
წითელ, თურქულ ღუმელებს თუ გულისხმობ რა გითხრა, ცოტა გაჭირდება.
ისე ყველაფერს გამოცდილება და დამუღამება უნდა.
სოფლებში ტორტის ბისკვიტებს და პასკებსაც თონეში აცხობენ,თურმე.

Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 15:37
meluzi
მეც სულ ელექტროში ვაცხობდი და კარგებიც გამოდიოდა.4კუთხა ფორმის თურქულიღუმელები როა ის.ტემპერატურის რეგულირებაც აქვს.ჯერ ქვედა უნდა ჩართო აუცილებლად და როცა შეწყვეტს ამოსვლას და თავი თითის მიდებით ცოტა შემკვრივდა ზედათი შეაწითლე(არ შეგეშინდეს გაღება,არ ჩავარდება,მე ნებისმიერ ეტაპზე ვაღებ).ოღონდ ზალიან მაღალ ფორმებს,თითქმის ღუმელის სიმაღლეს ნუ შედებ თOრე მერე ზედა Dაგიწვავს.საშუალო ზომებში გააკეთე.მე პირადად კარგი გამომდის პატარა ზომის ალუმინის ქვაბებში,ემალშიც,ჩაის და ყავის ჭიქაშიც კი yes.gif

Posted by: მაკ-კი 31 Mar 2010, 15:45
ბესიკის26
არაჟანი არ ვიცოდი, დავფიქრდები ამაზეც smile.gif

ბესიკის26
QUOTE
ჩაის და ყავის ჭიქაშიც კი

ფაიფურის ჭიქებში?

ზემოდან დაწვას რაც შეეხება, რომ არ დაიწვას თავზე დააფარებთ ვერცხლის ქაღალდს, ქათმის და გოჭის შეწვის დროსაც კარგია ეგ მეთოდი, რომ არ დაიწვას კიდურები
August
QUOTE
ტრადიციულად პასკის ცომი იზილება დიდ ხუთშაბათს, წითელ პარასკევს ცხვება, შაბათს მზა პასკა "ისვენებს", რადგან სულ ცოტა 6 სთ მაინც უნდა გავიდეს პასკის გამოცხობასა და მოხმარებას შორის ...

გმადლობ. მაშინ ხვალ მოვზილავ smile.gif ვნახოთ, დედაჩემსაც შევუთახმდები. ხომ არ იცი, კვერცხი პარასკევს დღის საათებში უნდა შეღებო არა?

Posted by: meluzi 31 Mar 2010, 16:14
ბესიკის26
გაიხარეეეეეე... smile.gif) დიდი მადლობაა.. ასეთი სრული პასუხისთVის

Posted by: tasikuna-taso 31 Mar 2010, 17:13
QUOTE
ზემოდან დაწვას რაც შეეხება, რომ არ დაიწვას თავზე დააფარებთ ვერცხლის ქაღალდს,



ეს რა კარგი რამე მასწავლეთ.

Posted by: nite 31 Mar 2010, 17:24
ვფიქრობ გამოვაცხო პასკა თუ ვიყიდო, ბევრი დრო მიაქვს და პრეტენზიული გამოსაცხობია თუ ადვილი?

Posted by: BadbadGirl 31 Mar 2010, 18:27
meluzi
QUOTE
პასკის ელექტრო ღუმელში გამოცხობაა შეუძლებელიააა??? ერთს ვკითხე და შავ ფრებში დამიხატაა არ გამოვაოოო... და იქნებ ვინმემ იცოდეთ გამოცდილებო sad.gif

აბა როგორ ელექტრო ღუმელში?
მე ელექტროში ვაცხობ აგერ უკვე მეხუთე წელია და ჯერ პრობლემა არ შემქმნია, გარდა იმისა რომ გამოცხობის მერე მალევე ვჭამ biggrin.gif biggrin.gif


QUOTE
ზემოდან დაწვას რაც შეეხება, რომ არ დაიწვას თავზე დააფარებთ ვერცხლის ქაღალდს, ქათმის და გოჭის შეწვის დროსაც კარგია ეგ მეთოდი, რომ არ დაიწვას კიდურები

ქათმის ან გოჭის შეწვისას კი აკრგია ეს მეთოდი მაგრამ, პასკას როგორ აფარებდი? სულ ამომდის მე ფორმებიდან.

პ.ს. ზევიტაც და ქვევითაც ვუნთებ დაბალ ცეცხლს, და ფორმას ვდებ საშუალოზე დაბლა.

Posted by: shilaida 31 Mar 2010, 18:31
QUOTE
მოვზილავ ჯერ ფქვილს,საფუარს და რძეს და მეთრე რომ ამ პასკა და ამისათვის უოვა შევაზელ გოგლიმოგლს და არაჯანს და კარაქს.ცოტა ფქვილის დამათებით

მოკლედ აი აქ დავფიქრდიიიsmile.gifვაპირებ ნ.ჯ -ის რეცეპტი გამოვაცხო სააღდგომო კულიჩი!
შეკითხვა: ანუ, ჯერ ვზელთ რზიტ, მარილით, საფუარით ცომს და უკვე ამოსულს, როგორც პანატონეს ვამატებთ დარჩენილ ინგრედიენტებს?ღამით რომ მოვზილო ცომი, დილამდე მაცივარში შევაბრძანო და დილით დავუმატო კვერცხი, შაქარი და კარაქი, შეიძლება?და კვერცხის გულები მხოლოდ და მთლიანად?

Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 19:21
meluzi
QUOTE
ზევიტაც და ქვევითაც ვუნთებ დაბალ ცეცხლს, და ფორმას ვდებ საშუალოზე დაბლა.

ჩემს შემთხვევაში მასე ვერ ვშვები იმითომ რომ არა აქვს საშუალოზე დასადები .ვდებ ძირზე ჩვეულებრივ,ოღონდ(გაითვალისწინე)Fორმებს ვუდებ ძირში თვითონ ღუმელის ''ჟარუნას".და ასე ვდებ ღუმელში. პასკისთვის უმჯობესია თბილ ღუმელში შედო(არა ძაან გახურებულში) და მერე გაცხელდეს.ნელ ნელა ამოვა.მე ვრტავდი190.200გრადუსს.გააჩნია ღუმელს.ჩემი ისე ამოდიოდა სპირალს ეხებოდა ზემოთ და შანსი არ იყო ზედა ჩამერთო და მერე გაზში გადავიტანე და იქ დავაწითლე.

Posted by: rtuli 31 Mar 2010, 20:01
ბესიკის26
QUOTE
პასკები უკვე დავაცხვე

ვა რა სწრაფად გიშრომია up.gif
კარგი ამოსული გული უჩანს yes.gif
QUOTE
თეთრი გლაზური დაახლოებით პარასკევს რომ გაუკეთო ხო შეიძლება?

რატომაც არა.

QUOTE
საფუარს და რძეს და მერე რომ ამოვა შევაზელ გოგლიმოგლს და არაჯანს და კარაქს

ამის პრინციპია მხოლოდ გოგლიმოგლი+კარაქი და მორჩენილი ფქვილის ნაწილი,არაჟანიც პირველ ცომს უნდა უყო.
როცა გოგლიმოგლს გათქვეფავ შაქარი ფაკტიურად დადნება და უპრობლემოდ შეერევა პირველ ცომს.
ხო ზოგ კულიჩს დამსკდარი აქვს თავი და ცხარე ღუმელის ბრალი იქნებოდა.

გატყობ ხასიატზე დადექი ცხობის smile.gif
შოკოლადის კულიჩი მინდა გამოვაცხო+შავი ღვინის დამატებით თუ გარისკავ რეცეპტს დაგიდებ smile.gif
ან მე დამელოდე როცა გამოვაცხობ შედეგს მოგახსენებ
yes.gif

ნუში უხდება ზემოდან მოყრილი პასკებს .

QUOTE
მადლობა რთულის 
* * *

არაფერს smile.gif
ღმერთმა შეგარგოთ!


აქაც გადმოვიტან რჩევებიდან ჩემს პოსტის ნაწილს(იქნებ ვინმეს გამოადგეს):
თუ მითითებულია მშრალი მაშინ ეს ფორმულა გამოიყენე:
მშრალი საფუარის რაოდენობა გამრავლებული 2,42 ზე=დაწნეხილი(,,ცოცხალი,,) საფუარის რაოდენობას!
თუ დაწნეხილი(,,ცოცხალი,,) საფუარია მითითებული და გინდა მშრალი გამოიყენო მაშინ ანგარიშობ ასე:
დაწნეხილი საფუარის რაოდენობა გამრავლებული 0,41 ზე= მშრალ საფუარის რაოდენობას

Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 20:17
rtuli
QUOTE
ხო ზოგ კულიჩს დამსკდარი აქვს თავი და ცხარე ღუმელის ბრალი იქნებოდა.

ხო,დაუსკდა.ადრე არასდროს უქნია,მაგრამ არაუშავს დავფარავ ზემოდან,პუდრა/გლაზურით და მორჩა
.
QUOTE
გატყობ ხასიატზე დადექი ცხობის

მე რაც აქ შემოვედი მას მერე დავდექი ცხობის ხასიათზე
smile.gif
QUOTE
შოკოლადის კულიჩი მინდა გამოვაცხო+შავი ღვინის დამატებით თუ გარისკავ რეცეპტს დაგიდებ

რათქმა უნდა გავრისკავ.აბა დადე.ისე ჩემები თეთრს ამჯობინებენ,(ნაყინიც თეთრი უყვართ)მაგრამ მე ვგიჟდები შოკოლადზე.შენ გამოგიცხვია,Gაგისინჯავს,თუ სადმე ამოიკითხე

Posted by: rtuli 31 Mar 2010, 20:24
ბესიკის26
QUOTE
შენ გამოგიცხვია,Gაგისინჯავს,თუ სადმე ამოიკითხე

ამოვიკითხე და მოდი ჯერ მე მოვსინჯავ,ისე კი გემრიელი შეხამებით წერია smile.gif
მიყვარს ღვინის ცომი,უგემრიელესია.

კულიჩს რაც შენ გამოაცხე ჩემი რეცეპტით შაქარი ეტყობა კარგათ?
მე არმიყვარს ძალიან ტკბილი და რეცეპტიც ჩემს გემოზეა მორგებული+ჩვენი შაქარი ხომ შაქარი არ არის რაsad.gif

Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 20:26
მაკ-კი
QUOTE
ფაიფურის ჭიქებში?

აი,ჩვეულებრივ ჭიქებში.ჩაის კერამიკული და ყავისაც.ცოტა მოძველო თუ მოგეპოვება გამოიყენე.თუმცა არც აშავებს და არც აფუჭებს.ერთი თიხის მომინანქრებული ჭიქა მქონდა და ის დაბზარა ოდნავ შიგნიდან.ყავის პატარებს ძალიან უხარიათ.

Posted by: rtuli 31 Mar 2010, 20:42
djindjidrinji
პანეტონეზე იმდენი ილაპარაკე მომანდომე მოკლედ და ერთ ცალს გამოვიცხობ აუცილებლად თუ გინდა შენც გამოიყენე ეს რეცეპტი,მარტივი ჩანს.
მე მხოლოდ შაქარს გავზრდი 200გრამამდე.ფორთოხლის ლიქიორიც მაქვს smile.gif
http://gerbera1.livejournal.com/78903.html

Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 21:12
rtuli
QUOTE

კულიჩს რაც შენ გამოაცხე ჩემი რეცეპტით შაქარი ეტყობა კარგათ?

ე.ი.4სგუშონი და 2ლ.სითხე ხო არანორმალურად ტკბილი მასაა,+კიდე თითოზე 4ჭ.შაქარი,ანუ ჩემთან16ჭ.ეს დაახ.3კგ გამოვიდა.პასკაზე ვერ იტყვი სითკბო მეტი აქვსო,მაგრამ არც აკლია.ზომიერია ძალიან

Posted by: nanana 31 Mar 2010, 22:03
ბეკეკებს ვაცხობთ bis.gif bis.gif bis.gif chups.gif

Posted by: rtuli 31 Mar 2010, 22:17
ბესიკის26
კულიჩს ზემოდან რა გლაზურს მოასხავ?
მე ასეთს ვასხავ,უფრო ვუსმევ smile.gif
1 კვერცხის ცილა+შაქრის პუდრი დაახლოებით 200გრ.-დე ვათქვეფავ+2 ჩ.კ.კრახმალი+1 ჩ.კ.ლიმონის წვენი(ეს შეიძლება 1 ს.კ. გაზარდო)
ანუ შაქრის პუდრს ვამატებ იმდენს რომ შემეძლოს კულიჩზე წასმა.

Posted by: meluzi 31 Mar 2010, 23:01
ხვააალ საღამოდან დავიწყეეებ ცომის მზადებას, ღამესაც გავათენებ ჩაზილვა ამოზელვისთVის, პარასკევს დილით გამოვაცხოოობ დაა იმედიაააა კარგი და გემრიელიი გამოვაააა smile.gif))) იმდენი კითხვა დავსვი მგონი მთელი ინფორმაცია შევაგროვე რომ არაფერი შემეშალოს... ასე რომ "ტაკ დერჟაწ" biggrin.gif

Posted by: shumeri 1 Apr 2010, 00:03
rtuli
ვაპირებ შენი რეცეპტით გამოცხობას და შეიძლება შეგაწუხო შეკითხვებით 2kiss.gif შენი გულისხმიერების იმედი მაქვს....
უკვე გამიჩნდა ასეთი კითხვა------შენი რეცეპტით რამდენი პასკა გამოდის და როდესაც რეცეპტში წერია შედედებული რძე, იგულისხმება ერთი ქილა თუ მეტი? და კარაქი 2 შეკვრა სჭირდება, ანუ 400 გრამი? და კიდევ შედედებული რძე ხაშში უნდა დავუმატოთ?

Posted by: ბესიკის26 1 Apr 2010, 00:09
rtuli
QUOTE
კულიჩს ზემოდან რა გლაზურს მოასხავ?

ადრე სქელ,კარგად ვანილიან სიროპს ვამზადებდი,იმას უსმევდი,რომ ფერადი,ლამაზი ფორმიანი მოსაყრელები დაწებებოდა თავზე(მოსწონდათ ბავშვებს).ეხლა ბეზეს გლაზური მინდა.ზუსტად მასე ვიცოდი მე,ოღონდ კრახმალის გარეშე.ეხლა დავამატებ კრახმალსაც.

Posted by: shumeri 1 Apr 2010, 00:18
ბესიკის26
QUOTE
მეც სულ ელექტროში ვაცხობდი და კარგებიც გამოდიოდა.4კუთხა ფორმის თურქულიღუმელები როა ის.ტემპერატურის რეგულირებაც აქვს.

მეც ზუსტად მასეთი ღუმელი მაქვს და მაინტერესებს, რომელ სართულზე დებთ პასკებს და კიდევ , დიდი ზომების შედგმა თუ გიცდიათ, თავს ხომ არ ურტყამს ზედა გრილს?

Posted by: djindjidrinji 1 Apr 2010, 00:27
rtuli
QUOTE
მე მხოლოდ შაქარს გავზრდი 200გრამამდე.ფორთოხლის ლიქიორიც მაქვს


უი მომეწონა ეგ რეცეპტი, ადვილი ჩანს. და ისა, რომ არ ვუქნა ლიქიორი რა მოხდება?

Posted by: ბესიკის26 1 Apr 2010, 00:31
shumeri
QUOTE
რომელ სართულზე დებთ პასკებს

ჩემს არაა აქვს საშუალება სადმე შუაში დავდგა პასკა.ვდებ ძირში.ოღონდ პასკის ფორმები ღუმელის ჟარუნაზე დევს.
QUOTE
დიდი ზომების შედგმა თუ გიცდიათ, თავს ხომ არ ურტყამს ზედა გრილს?

მიცდია და არც გამოვიდა კარგად.პასკა რომ ამოვიდა მიედო ზედა სპორალს.თან დამახინჯდა,ზედაც ვეღარ ჩაურთე.მიიტრუსავდა.და გადავიტანე დასაწითლებლად გაზში.
* * *

rtuli

QUOTE
1 კვერცხის ცილა+შაქრის პუდრი დაახლოებით 200გრ.-დე ვათქვეფავ+2 ჩ.კ.კრახმალი+1 ჩ.კ.ლიმონის წვენი(ეს შეიძლება 1 ს.კ. გაზარდო)

მაგ გლაზური ხმება ნელნელა თავისით თუ უნდა თბილ ღუმელში შედება?

Posted by: rtuli 1 Apr 2010, 01:05
shumeri
QUOTE
შენი რეცეპტით რამდენი პასკა გამოდის და როდესაც რეცეპტში წერია შედედებული რძე, იგულისხმება ერთი ქილა თუ მეტი? და კარაქი 2 შეკვრა სჭირდება, ანუ 400 გრამი? და კიდევ შედედებული რძე ხაშში უნდა დავუმატოთ?

დაახლოებით 6-8 ზომას გააჩნია,ეს საშვალო ზომაზე მაქვს საუბარი 400-500გრ.
საფუარი იზილება შესქელებული რძე(მთლიანი ქილა)+წყალი+1 ცალი კვერცხი+საფუარი+ფქვილი.
რამდენად ვიცი მარგარინი 250 გრ.-ნია და შესაბამისად კარაქიც მაგდენი უნდა.
მე კარაქს ვიყენებ უფრო მომწონს smile.gif

ბესიკის26
QUOTE
,ოღონდ კრახმალის გარეშე.ეხლა დავამატებ კრახმალსაც.

კრახმალს ამატებენ იმ შაქრის პუდრას რომელიც გაყიდვაშია(მაღაზიებში) ,ჰოდა ამოვიკითხე სადღაც როცა შაქრის პუდრს სახლის პირობებში ამზადებთ(ანუ რეცეპტი ითხოვს)მაშინ უნდა დაამატოთ კრახმალიც.
არუნდა ღუმელში შედგმა.

djindjidrinji
QUOTE
რომ არ ვუქნა ლიქიორი რა მოხდება?

თუ არაგაქვს კონიაკით ჩაანაცვლე,ან რომით ან რამე სპირტიანი გემრიელი სასმელით უხდება.

Posted by: djindjidrinji 1 Apr 2010, 02:54
rtuli
QUOTE
თუ არაგაქვს კონიაკით ჩაანაცვლე,ან რომით ან რამე სპირტიანი გემრიელი სასმელით უხდება.


კონიაკს ვგლიჯავ მაშვინ, ფორთოხლის ლიქიორს ნაღდად არ ვიყიდი მაგის გულისთვის, კაციშვილი მაგის დამლევი არაა მერე. ისე შერიდანსი არ მოუხდება?

Posted by: Baltimore 1 Apr 2010, 08:16


ვერ გავიგე 2 რამე:
1. პასკები/პანეტონები გამოცხობის მერე (ეგრე არაა?) თავდაყირა რატომ უკიდია?
2. ფორმა/ყალიბი ქაღალდისაა და რა ქაღალდია ამისთანა გამოცხობას რომ უძლებს და არ იწვის?

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Apr 2010, 10:57
Baltimore
1. თავდაყირა იმიტომ კიდებენ, რომ სანამ ცხელია არ დაჯდეს- გაგრილების დროს ნაღდად ჯდება დაკვირვებული ვარ
2. ეგ ქაღალდი მაღალი ტემპერატურების გამძლეა. აქ, ნებისმიერ ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება. ვითომ თბილისში არაა?

Posted by: kartveli gogo 1 Apr 2010, 10:58
Baltimore
QUOTE
2. ფორმა/ყალიბი ქაღალდისაა და რა ქაღალდია ამისთანა გამოცხობას რომ უძლებს და არ იწვის?

ადრე მეც სულ ქაღალდის ფორმაში ვაცხობდი. ჩვეულებრივ პერგამენტზე სქელი ,ფერადი საცხობი ქაღალდია.თუ გინახავს ტარტალეტკებიც ცხვება მასეთში,რა თქმა უნდა პატარაში.მე სადაც ვცხოვრობდი იქ აქცია იყო პასკის წინ და რაზრიხლიტელთან ერთად იყიდებოდა ეს, ქაღალდის შეკვრაში.

Posted by: annak 1 Apr 2010, 11:03
QUOTE
ეგ ქაღალდი მაღალი ტემპერატურების გამძლეა. აქ, ნებისმიერ ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება. ვითომ თბილისში არაა?

მეც დამაინტერესა ამ ქაღალდამა, ჩვენ სპეციალური ფორმები გვაქვს პასკისთვის, მაგრამ ქაღალდი გაცილებით უფრო პრაქტიკულია.

kartveli gogo
თბილისში იყიდება სადმე?
თუ არაა
ნეტა შემოიტანონ მომავალი წლისთვის მაინც..

Posted by: rtuli 1 Apr 2010, 11:16
annak
QUOTE
თბილისში იყიდება სადმე?
თუ არაა
ნეტა შემოიტანონ მომავალი წლისთვის მაინც..

მთელ ევროპას და რუსეთშიც კი,მიაქვს მაგ პანეტონეს საცხობ ქარალდს,ჩვენთან როგორც ყოველთვის გვიან შემოდის ყველაფერი.

ჩვეულებრივი კალკაა ეგ ქარალდი სქელი ფაკტურის,დაზეთილი.


djindjidrinji
QUOTE
კონიაკს ვგლიჯავ მაშვინ

+სანახევროდ ფორთოხლის წვენთან და ზუსტად გამოვა რაც გვინდა smile.gif

Posted by: catherina_10 1 Apr 2010, 11:20
მე სააღდგომო ყვავილის გაკეთება მინდა და ვნახოთ რა გამოვა

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Apr 2010, 11:20
არაა, ჩვეულებრივი ქაღალდი/ ზედ აწერია, რომ არის "საცხობი ქაღალდი", რომელიც დიდ ტემპერატურებს უძლებს. შემადგენლობაში მგონი სილიკატის მაგვარია რაღაცაა. ასეთ ქაღალდზე უცხიმოდა ვწვავ თევზსაც.

ისე, ქაღალს, ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელებული სილიკონის ფორმები ჯობია. ადვილადაც ვარდება ფორმიდან ყველაფერი, არ იკრავს და ნებისმიერ ტემპერატურებს უძლებს

Posted by: rtuli 1 Apr 2010, 11:40
catherina_10
QUOTE
მე სააღდგომო ყვავილის გაკეთება მინდა და ვნახოთ რა გამოვა

გამოვა კარგი და გემრიელი smile.gif
წარმატებები!.


Roshen-is კანფეტები ,ცოტა ვიყიდე მეთქი მე არვჭამ(არმიყვარს)ბავშვებს და სტუმრებს ეყოფათ.
ერთი რბილი ნუგაა სხვადასხვა დანამატებით+შოკოლადში ამოვლებული,მეორე სიგარეტებს გავს,თხელი ვაფლის გარსით+გულსართით(ესეც სხვადასხვა დანამატებით)+შოკოლადში ამოვლებულია.
მოკლედ იმის თქმა მინდა დღეს სულმა წამძლია და ყავაზე ერთი ცალი გავსინჯე,შედეგი:
ვნანობ რატომ არვიყიდე მეტი,ძალიან გემრიელებია+თავის ფასსაც ამართლებენ yes.gif

Posted by: tasikuna-taso 1 Apr 2010, 12:55
QUOTE
კულიჩს ზემოდან რა გლაზურს მოასხავ?

ეს გლაზური პასკაზე გადასობის შემდეგ შრება თუ წებოვანი რჩება.

Posted by: pantazia-0 1 Apr 2010, 13:47
აბა, კულინარიის ჯადოქრებო, გამანდეთ თქვენეული კვერცხის შეღებვის ტექნოლოგიები smile.gif ენდრო( რამდენი, რა ფორმით) ხახვის ფურცლები + ბებიის რჩევები smile.gif ერთ წელს ისეთი კარგი ფერი გამოვიდა, არავითარი ლაქები და ანემიადაავადებული კვერცხები, ყველა ხასხასა მუქი წითელი ( მოშინდისფრო) იყო, იმის მერე არაფრით არ გამოდის ის ფერი sad.gif.

ერთი დღეღა დარჩა, თქვენი იმედი მაქვს smile.gif

Posted by: keto22 1 Apr 2010, 13:58
პასკა რამდენ გრადუსზე გამოვაცხოო?
მაქსიმალური 250 გრადუსიაქვს ჩემს ღუმელს
rtuli


Posted by: Jazzyt 1 Apr 2010, 14:16
forumeli007
რა მაგარი ხარ! მე შარშან რთულის რეცეპტით პირველად გავაკეთე კულიჩი და დიდი მოწონება მოიპოვა, წელსაც მინდა გავიმეორო!
ნეტა ბაზარზე იმ ძველ დროჯს ვიყიდი, ბებიაჩემი პურს რომ აცხობდა ? ეს რიტორიკული კითხვაა უფრო

Posted by: catherina_10 1 Apr 2010, 14:23
rtuli
გმადლობ! თუ მოვახერხე სურათსაც დავდებ მერე

Posted by: forumeli007 1 Apr 2010, 15:19
Jazzyt
2kiss.gif 2kiss.gif bis.gif შევიფერო smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Lene :) 1 Apr 2010, 18:59
tasikuna-taso
QUOTE
კი ყიდიან. გუშინ ვნახე ბაზრის უკან ''ოკეანესთან'' ყველის გამყიდველებს ქონდათ გამოტანილი.

ხოო? ვაყიდინებ აბა დედაჩემს

Posted by: ASIA 1 Apr 2010, 19:03
Peppi

QUOTE
იმერელი ვარ, იქ გავიზარდე - ცხვარს მხოლოდ გასვენების და 40 სუფრებისთვის "აღიარებენ", ისის იძულების წესით.


გადევირიე - იმერეთში, გასვენებაში, რა უნდა ხორცს ???????

საზანოსა და არგვეთის ცხვარი ცნობილია ზემო იმერეთში - მომცრო ზომისაა და ხორცსაც განსაკუთრებული გემო აქვს, რაც მთავარია სუნი არ აქვს!


Posted by: shilaida 1 Apr 2010, 19:29
მოკლედ დიდი კულინარივით გადავწყვიტე სააღდგომოდ პასკის გამოცხობა gigi.gif მოვზილე ჯერ რძით, არაჟნით, მარილით საფუარიანი ცომი , როცა ამოვიდა შEვაზილე დარბილებული კარაქი და დანარჩენი ინგრედიენტები, ცომი რატომგაც მაგარი გამომივიდა, ვერ მოვზომე ფქვილის რაოდენობა...ავდექი და ტბილი რძით გავათხელე საჭირო კონსისტენციამდე, გამოვა რამე?

Posted by: shumeri 1 Apr 2010, 19:40
rtuli
QUOTE
საფუარი იზილება შესქელებული რძე(მთლიანი ქილა)+წყალი+1 ცალი კვერცხი+საფუარი+ფქვილი.
რამდენად ვიცი მარგარინი 250 გრ.-ნია და შესაბამისად კარაქიც მაგდენი უნდა.

ანუ თუ ორმაგი პოცია მინდა საფუარში ყველაფერი უნდა გავაორმაგო და შედედებული რძეც 2 ქილა დასჭირდება, არა?
ასევე 1 კილო კარაქი უნდა? ძალიან ბევრი ხომ არ იქნება?ფქვილიც 7 კილომდე უნდა გავზარდო?
ვიცი შეგიწუხე გული, მაგრამ ორი პორცია მინდა და თითქოს ფქვილის და კარაქის გაორმაგება ძალიან მებევრა, გამოვა ასე რამე?
გამოგიცხია ორი პორცია ან მეტი?

Posted by: WOMAN IN LOVE 1 Apr 2010, 20:06
დღეს მოვზიდე ყველაფერი
ახლა ვფიქრობ, კულიჩის ცომი ამაღამ მოვზილო და თუ ხვალ დილას

Posted by: Baltimore 1 Apr 2010, 20:11
kartveli gogo
QUOTE
ადრე მეც სულ ქაღალდის ფორმაში ვაცხობდი. ჩვეულებრივ პერგამენტზე სქელი ,ფერადი საცხობი ქაღალდია.თუ გინახავს ტარტალეტკებიც ცხვება მასეთში,რა თქმა უნდა პატარაში.მე სადაც ვცხოვრობდი იქ აქცია იყო პასკის წინ და რაზრიხლიტელთან ერთად იყიდებოდა ეს, ქაღალდის შეკვრაში.


კარგი სახმარია?ანუ არჩევანი რომ გქონდეთ ახლა ასეთ ქაღალდის ყალიბსა და ტრადიციულ,მეტალისაში,რომელს აირჩევდით?

Dr_Zuzumbo

დიდი მადლობა პასუხისათვის.

ეგება არ დაიზარით და მითხრათ ინგლისურად,იტალიურად,ნებისმიერ ევროპულ ენაზე,რა ქვია ამ ტიპის ქაღალდს. და ისეთი დიდი ზომის ყალიბი თუ გინახავთ, პასკისათვის რომ ვარგოდეს?

Posted by: upwave 1 Apr 2010, 20:14
rtuli
QUOTE
40გრ. საფუარი
4-5 ჩ.წ. ფქვილი

რა გემრიელი იქნება!!!
სააღდგომო ყვავილს საფუარი მშრალი უნდა 40 გრ.?

Posted by: WOMAN IN LOVE 1 Apr 2010, 20:15
Jazzyt
QUOTE
ნეტა ბაზარზე იმ ძველ დროჯს ვიყიდი, ბებიაჩემი პურს რომ აცხობდა ?

დღეს ვიყიდე ვაგზალზე 500 გრამიანი შეკვრა 2,30 ლარად smile.gif

Posted by: August 1 Apr 2010, 20:25
Baltimore
QUOTE
ეგება არ დაიზარით და მითხრათ ინგლისურად,იტალიურად,ნებისმიერ ევროპულ ენაზე,რა ქვია ამ ტიპის ქაღალდს. და ისეთი დიდი ზომის ყალიბი თუ გინახავთ, პასკისათვის რომ ვარგოდეს?


Panettone Paper Mold
სხვა არაფერი სპეციალური სახელი არა აქვს

Posted by: August 1 Apr 2010, 20:37
აქ შეგიძლია ნახო
http://www.culinarykitchenware.com/baking-molds-and-pastry-molds-4/baking-paper-molds.html

თუმცა მე ვყიდულობ საცხობ ქაღალდს (აწერია კვარცი აქვს გარეულიო) და თვითონ ფორმას (ქვაბს) ვამაღლებ იმით ... ან შეგიძლია რამე ფორმისაც გამოჭრა და ისეთი გამოაცხო როგორიც გინდა ...

Posted by: BadbadGirl 1 Apr 2010, 20:44
August
აუ მასეთი ქაღალდი მეც მინდა.
სად ვიყიდო?
სუპერმარკეტში ნამდვილად არ მინახავს თორემ დამამახსოვრდებოდა.

Posted by: Jazzyt 1 Apr 2010, 21:30
WOMAN IN LOVE
შენ გახარებას უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვი სად იყიდე???? დრეს ვიყავი "სუნელების ბუტიკში"-ც, პასკის სუნელებზე იმხელა რიგი იდგენა - თვალებს არ ვუჯერებდი და მაინც ვიდექი. მაცივრებში ვიჭყიტებოდი და არავის მსგავსი არაფერი არ ედო. ისევ მშრალი საფუარი ვიყიდე და მერე ვნახე რომ აწერია" არ გახსნათ თბილ წყალშიო, ფქვილში აურიეთო", ვერ გავრისკავ მაგითი პასკის გაკეთებას :-(

help.gif

Posted by: Baltimore 1 Apr 2010, 21:38
August
მადლობა.
smile.gif
-------------------

Posted by: meluzi 1 Apr 2010, 21:50
Jazzyt
შენ რომელ საფუარსაც ეძებ დღეს ვიყიდეე.. იცი სააად? აუ რთულმა რომ გვირჩია თევდორე მღვდილის ქუჩა.. ვაგზალთან რომ ქუჩა მოკლეედ.. მანდ სადღაც 30დან 35 ნომრამდე ვიყიდე.. ყველას არ ქონდაა.. მაგრამ რამოდენიმეს ქონა.. რომ ვიკითხე ერთგან მიმასწავლა დაჟე smile.gif

Posted by: Baltimore 1 Apr 2010, 22:17
rtuli
QUOTE
მთელ ევროპას და რუსეთშიც კი,მიაქვს მაგ პანეტონეს საცხობ ქარალდს,ჩვენთან როგორც ყოველთვის გვიან შემოდის ყველაფერი.



ახლა ვათვარიელებდი. ამაზონზეც კი კაპიკები ღირს: 50 ცენტი,25 ცენტი, 75 ცენტი...
http://www.surlatable.com/product/id/128866.do?mr:trackingCode=659EEB84-AD11-DF11-BAE3-0019B9C043EB&mr:referralID=NA

ჩვენთან შემოიტანენ და ცეცხლის ფასს დაადებენ, 16 ლარიანია ავოკადოსი არ იყოს.

Posted by: nanana 1 Apr 2010, 22:48
QUOTE
ცეცხლის ფასს დაადებენ, 16 ლარიანია ავოკადოსი არ იყოს.

და 50 ცენტიანი 6 და 8 ლარიანი ყავისფერი შაქრის არ იყოს biggrin.gif. . .

Posted by: Girl From Villa Villekulla 1 Apr 2010, 22:54
აუ რა ყოჩაღები ხართ 2kiss.gif ხვალისთვის საერთოდ არაფერი გვაქვს შეძენილი, ნი ტო შტო მომზადებული, ვერც ხვალ მოვასწრებთ კვერცხების შეღებვის გარდა რამეს sad.gif მაგაროები ხართ.

მარა ხაჭოს პასკა მაინც უნდა გავაკეთო , შაბათს ან კვირას მაინც yes.gif

Posted by: Peppi 1 Apr 2010, 22:57
პასკა ხვალ რომ გამოვაცხო? ასე მახსოვს ცემები ხუთშაბათს ზელდნენ და პარასკევს აცხობდნენ, მოუვა რამე ღამე რომ დავტოვო?


ASIA
QUOTE
გადევირიე - იმერეთში, გასვენებაში, რა უნდა ხორცს ???????

ეუფ, რა ამბავია ამდენი კითხვის ნიშანი, ასე დაგზაფრე?


მერეც გაგეგრძელებია კითხვა ...



Posted by: djindjidrinji 1 Apr 2010, 23:29
Peppi
QUOTE
მოუვა რამე ღამე რომ დავტოვო?


რა უნდა მოუვიდეს, გარდა იმისა, რომ ვიმეს შემოეჭმევა?

ჩვენთან ყოველთვის შაბათს აცხობდნენ, ზემოხსენებული საფრთხის გამო biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 1 Apr 2010, 23:31
ხვალ რომ კვერცხი შევღებო და ორშაბათამდე არ შევჭამო, რამე მოუვა? (მაცივარში რომ შევდო)

Posted by: rtuli 1 Apr 2010, 23:38
shumeri
QUOTE
ანუ თუ ორმაგი პოცია მინდა საფუარში ყველაფერი უნდა გავაორმაგო და შედედებული რძეც 2 ქილა დასჭირდება, არა?
ასევე 1 კილო კარაქი უნდა? ძალიან ბევრი ხომ არ იქნება?ფქვილიც 7 კილომდე უნდა გავზარდო?
ვიცი შეგიწუხე გული, მაგრამ ორი პორცია მინდა და თითქოს ფქვილის და კარაქის გაორმაგება ძალიან მებევრა, გამოვა ასე რამე?
გამოგიცხია ორი პორცია ან მეტი?

წინა გვერდზე დევს დასურათებული პოსტი ბესიკი26 გამოაცხო 3მაგი პორცია smile.gif
ყველაფერი მრავლდება!
ოღონდ!!!
თუ ერთნაირად ვერ გამოაცხობ ცომი გადაგიმჯავდება ლოდინში,მაშინ ყალიბებში გადაანაწილე და რაც დაეტევა ღუმელში დატოვე ამოსასვლელად,დანარჩენი მაცივარში შედგი რომ შეანელო ამოსვლა,პირველ პორციას როცა ნახევრად გამოაცხობ ის მაცივრიდან ცომი ყალიბებში გამოიღე და სანამ პირველი პარტია გამოცხვება,ესეც ამოვა.
ისე დიდი ჟურჟელიც დაგჭირდება მოსაზელად+გაგიჭირდება ხელით კარგათ მოზელა smile.gif
ამიტომ მე თითო პორციას ცალცალკე მოვზელავდი 1 საათის ინტერვალით.

რაც შეეხება ფქვილს იმდენი დაამატე რომ ცომი რბილი იყოს და ხელიდან ადვილად ცილდებოდეს,ეს კი მოზელვის დროზეა დამოკიდებული,ანუ რაც დიდხანს იზილება მით უფრო მორჩილი+რბილი ცომი ხდება,ფქვილის გადამეტება ამძიმებს კულიჩს.
ანუ ცომი ეკრობასავით ხელებს მაგრამ არ რჩება ხელებზე,ისეთი უნდა იყოს.

upwave
QUOTE
მშრალი უნდა 40 გრ.?

არა,,,ცოცხალი,, დაჟე მე ნაკლები უყავი 25 გრ.საკმარისია

Posted by: Girl From Villa Villekulla 1 Apr 2010, 23:39
BadbadGirl
no.gif ჯერ ერთი, მაცივარში არაფერი მოუვა, მერე კიდე, ხშირად გამიგია, აღდგომის კვერცხი არ ფუჭდებაო (რატომ არ ფუჭდება, მეცნიერულად ვერ დაგიმტკიცებ, მაგრამ ჩვენს გამოცდილებაზე გეტყვი, მართლა არ ფუჭდება, მე კვერცხს არ ვჭამ და დედა 1 კვირის მანძილზე ასაღებდა მარაგს და არ გაფუჭებულა yes.gif )

Posted by: rtuli 1 Apr 2010, 23:41
Peppi
QUOTE
მოუვა რამე ღამე რომ დავტოვო?

ეხლა 12 გადასცდება და მეც მოვზელავ,მერე გარეთ გავდგავ და ნელა ამოვა.
შენც აივანზე დადგი smile.gif


დღეს ყველაფერი შევიძინე+სოფლებიც შემოვირბინე+საფლავებს მივხედე ,რა ყოჩაღი ვარ biggrin.gif

Posted by: Peppi 1 Apr 2010, 23:48
djindjidrinji
rtuli

მოუვიდა უკვე . . გადასაფარებელშI მქონდა შეხვეული და ელენემ ამოაყირავა, უკვე ფორმებში ჩალაგებული . .
ვნახავ, ეხლა ნახევარ საათში თU არ ამოვიდა საკმარისად, დილისთვის გადავდებ . .

djindjidrinji
ბავშვზე გკითხე და ვნახე უკვე, შაბათს ველოდები

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2010, 00:29
rtuli
იმხელა ტაშტი ვიყიდე დღეს მაგ ცომისთვის, რომელ მაცივარში შეეტევა biggrin.gif
ახლა ოთახში მიდგას შეფუთული და ე.ი. სიცივეში გავიტანო? sad.gif ხვალ დილას ვაპირებ ცხობის დაწყებას...

Posted by: rtuli 2 Apr 2010, 00:30
Peppi
QUOTE
ეხლა ნახევარ საათში თU არ ამოვიდა საკმარისად

ოდნავ ღუმელი შეათბე და მანდ შედგი ყალიბები,მალე ამოვლენ smile.gif

პ.ს. მოკლედ შარო საიდან მოდიხარო sad.gif
არაუშავს გამოგივა კარგი კულიჩები yes.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2010, 00:33
Jazzyt
დეზერტირის მხრიდან რომ შედიხარ პასაჟში, სწორედ იქ, სადაც ბისკვიტებს და ა.შ. ყიდიან, მანდ ვიყიდე, სუნელების სახელგანთქმული კაცის გვერდითა დახლზე. იკითხე და მიგასწავლიან, კარაქივითაა შეფუთული ქაღალდში smile.gif დაწნეხილი საფუარი აწერია ქართულად smile.gif

Posted by: Peppi 2 Apr 2010, 00:38
rtuli
QUOTE
ოდნავ ღუმელი შეათბე და მანდ შედგი ყალიბები,მალე ამოვლენ

1 საათზე მოვზილე და თან გადაზელილიც მქონდა ერთხელ, შემეშინდა დატოვება მთელი ღამით.
ხო, გათბობას ავუწიე და ბატარეაზე შემოვდე, გაორმაგებული კი იყო ცომი, ღუმელში რომ შევდგი . .
ვნახავ რა გამოვა, ერთს ლიმონის არომატით ვაცხობ, მეორეს სხვადასხვა ჩირით ...

ხო, ყავის რძე რომ არის, იმაზე მოვზილე და ერთი სული მაქვს ვნახო რა გამოვა ღუმლიდანsmile.gif

Posted by: rtuli 2 Apr 2010, 00:44
Peppi
QUOTE
ხო, ყავის რძე რომ არის, იმაზე მოვზილე და ერთი სული მაქვს ვნახო რა გამოვა ღუმლიდან

ეკსპერემენტატორ 2kiss.gif
რამდენი მოზილე ამდენხანს რომ მოუნდა?

Posted by: Peppi 2 Apr 2010, 01:22
rtuli
QUOTE
რამდენი მოზილე ამდენხანს რომ მოუნდა?

2 ცალი 20 სმ დიამეტრის გვერდებ-ხსნადი ფორმა, მეტი იყო, მაგრამ ნახევარი ცომად შემომეჭამაsmile.gif

რავიცი აბა, ასე მახსოვდა, რომ ერთ დღეს ზელ და მეორე დღეს აცხობ . . და პატიოსნად ველოდებოდიsmile.gif

Posted by: Baltimore 2 Apr 2010, 02:48
August
QUOTE
თუმცა მე ვყიდულობ საცხობ ქაღალდს (აწერია კვარცი აქვს გარეულიო) და თვითონ ფორმას (ქვაბს) ვამაღლებ იმით ... ან შეგიძლია რამე ფორმისაც გამოჭრა და ისეთი გამოაცხო როგორიც გინდა ...


ამ პროცედურაზე მინდა გკითხოთ:
ასე საცხობი ქაღალდით რომ ავამაღლებ ფორმას, პასკის მასა სადამდე უნდა ესხას შიგ? ქაღალდი და პასკის მასა ერთ სიმაღლეზე უნდა იყოს თუ ქაღალდი უფრო მაღალი უნდა იყოს? მიხვდით, რასაც გეკითხებით?

ეს საცხობი ქაღალდი ახლა არა მაქვს და შეიძლება, რომ ჩვეულებრივი პერგამენტის ქაღალდი ვიხმარო თუ დაიწვება? მით უფრო, თუ ქაღალდი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ყალიბში ჩასხმული პასკის მასა.
ბოლის დაყებენისა მეშინია, მეხანძრეები არ დავიყენო თავზე.
smile.gif

Posted by: nanana 2 Apr 2010, 02:54
Baltimore
QUOTE
ეს საცხობი ქაღალდი ახლა არა მაქვს და შეიძლება, რომ ჩვეულებრივი პერგამენტის ქაღალდი ვიხმარო თუ დაიწვება



ჯობია არ გამოიყენოთ მარტო პერგამენტი იმიტომ რომ ის ქაღალდი სილიკონებს და სხვა ნივთიერებებსაც შეიცავს, ჩვეულებრივი პერგამენტი არ არის

Posted by: meluzi 2 Apr 2010, 02:59
ვიძინეეებ... პირველი ამოსვლა ამოვიდა ცომი და პირველი ჩაზელვაც ჩავზილე smile.gif ახლა ამოვიდეს მეორეედ მანამდე მე ნანანანა smile.gif წარმატებები ყველააას

Posted by: August 2 Apr 2010, 05:56
Baltimore
მოგწერე PM-ში მაგრამ ალბათ დამიგვიანდა, რადგან სანამ ჩემი პასქა ამოდიოდა მე ცოტა წავუძინე და მაღვიძარამ ახლა გამაღვიძა...
საუცხოოდ ამოვიდა ჩემი პასქა...
ახლა ყველაფერი ღუმელზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს არ დამაღალატებს ...

პერგამენტი შეგიძლია გამოიყენო. ფორმას შიგნიდან შემოახვიე და დაახლოებით 5 თითის სიმაღლეზე ააცილე ფორმას ...

კალკა არ იხმარო და პეგამენტი არ დაიწვება არ შეგეშინდეს ...

აგერ ნახე დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს... ეს რომელიღაც რუსულ საიტზე ვიპოვე

Posted by: August 2 Apr 2010, 06:02
აგერ ეს ნახე კიდევ
http://gotovim-doma.ru/view.php?r=647-recept-Kulich-shafranovyi-na-zheltkakh

Posted by: natali kalandadze 2 Apr 2010, 07:26
რა საინტერესოა ოდესმე თუ ვიქნები ასეთი ოჯახის ქალი რომ ამ დროს სპეციალურად გავიღვიძო რაღაცეების მოსამზადებლად biggrin.gif

ეხლა კი მღვიძავს და ვიწერ რეცეპტებს, დღეს რამე გემრიელის გამოცხობა მინდა, მაგრამ ეს იმიტომ რომ ღამე არ დამეძინა smile.gif
კარგია ბებიები და დედები, ჯერ ისევ ისინი აკეთებენ ყველაფერს smile.gif

Posted by: August 2 Apr 2010, 08:22
ესეც პირველიიიი ... 2,5 კგ-ია და ზუსტად 2 სთ ცხვებოდა
შუაში სპეციალურად ჩავაღრმავე რომ კვერცხის ჩასადები ადგილი გამეკეთებინა და თან გემო გავუსინჯე ... უგემრიელესი რამეა!!!
სახლში სუნია ისეთი, რომ რა დამაძინებდა ამის გაუსინჯავად ... :მსუნაგი:

ასეთი კვერცხი ცხოვრებაში პირველად გავაკეთე და უნდა გითხრათ უმარტივესი რამე ყოფილა ... სპეციალური ქაღალდები იყიდება, რომელსაც მოხარშულ კვერცხს წამოაცობ და 3 წამით ჩადებ ცხელ წყალში ... ეკვრება როგოირც ჩამოსხმული ...

Posted by: Jazzyt 2 Apr 2010, 10:23
ბესიკის26
rtuli
ბოდიშს გიხდით თუ ეს კითხვა უკვე დაისვა, პასკა შესქელებულ რძით რეცეპტში 100გრ მშრალი საფუარია თუ დაპრესილი???????????

მე დაპრესილი მეგონა და მერე წავიკითხე რჩევებში ერთმა გოგომ დაწერა 100გრ მშრალი გავუკეთეო და არ ამოდის ცომიო, ცხობის დროს ამოვიდა მერე.......... დავიბენიიი

* * *
ვინმემ მიპასუხეთ პლზ , უნდა დავიწყო ცომის კეთება help.gif

Posted by: meluzi 2 Apr 2010, 10:53
natali kalandadze
QUOTE
ასეთი ოჯახის ქალი რომ ამ დროს სპეციალურად გავიღვიძო


მე რომ ვიოჯახის ქალე იმიტომაა ფეხზე ვერ ვდგავარ ახლაა biggrin.gif

Posted by: tatusia 2 Apr 2010, 11:00
კვერცხი როგორ შევღებო მასწავლეთ ვინმემ რა

Posted by: Peppi 2 Apr 2010, 12:21
Baltimore
QUOTE
რომ ჩვეულებრივი პერგამენტის ქაღალდი ვიხმარო თუ დაიწვება



მე ჩვეულებრივი პერგამენტით გამოვაცხვე, მშვენივრად გამოცხვა . .
ვის ქონდა აქამდე ეს სპეციალური ქაღალდი?

პ.ს. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბებიაჩემი მემგონი კარაქ წასმულ კონსერვის ქილებში აცხობდა, საერთოდ უქაღალდოდ


***
აი, ჩემი პასკის ფრაგმენტი, უმარტივესია


Posted by: tos-ka 2 Apr 2010, 12:22
tatusia
QUOTE
კვერცხი როგორ შევღებო მასწავლეთ ვინმემ რა


კვერცხი დღეს უნდა შეღებო.
ხახვის ფურცლები არ გექნება შეგროვებული, ამიტომ მხოლოდ ენდროთი შეღებე.
1 ან 2 შეკვრა ენდროს ღერები ჩადევი ერთჯერად პარკში და სამზარეულოს ჩაქუჩით დაჩეჩქვე. მერე ეს მასა ჩაყარე ქვაბში, დაასხი სასურველი ოდენობის წყალი და საშუალო ცეცხლზე ადუღე ნახევარი საათი მაინც. გამორთე და აცალე წყალი ოთახის ტემპერატურამდე შეგრილდეს. მერე ჩააყარე ცოტა მარილი და ძმარი, ჩააწყვე კვერცხები და ხარშე ჩვეულებრივად, 10 წუთი საკმარისია. კვერცხი რომ არ გაგისკდეს, აუცილებლად ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს.
მოხარშული კვერცხს, თუ დრო გაქვს, ოდნავ ზეთიანი ბამბა გადაუსვი, იპრიალებს. სულ ესაა smile.gif


Posted by: rtuli 2 Apr 2010, 12:52
Jazzyt
QUOTE
ბოდიშს გიხდით თუ ეს კითხვა უკვე დაისვა, პასკა შესქელებულ რძით რეცეპტში 100გრ მშრალი საფუარია თუ დაპრესილი???????????

დაწნეხილი საფუარია 100გრ.
მშრალი საფუარი 100გრ. ზალიან ბევრია

ყველა რეცეპტში სადაც არწერია მშრალი საფუარიო,ყველგან ვიყენებ დაწნეხილს.


პ.ს. ელემენტარულად ვიტყვი 1-2 კილომდე ფქვილს საკმარისად ყოფნის 10 გრ. არცკი მშრალი საფუარი,ანუ ჩვეულებრივ საფუვრიან ცომს ვგულისხმობ.
როცა კარაქია+შაქარი ცომში ის მძიმდება და ამიტომ საფუარს საჭიროებს მეტს.
ანუ დასკვნა:100გრ. მშრალი საფუარი არის გათვლილი კაკ მინიმუმ 10 კილო ფქვილზე.smile.gif

Posted by: August 2 Apr 2010, 12:56
დაიჯერებთ, აი, ეს დარჩა იმ 2,5 კგ-იანი პასქიდან ... 6 საათი სჭირდება აცალეთ მეტქი მაგრამ ვინ გისმინა ... კიდევ აქეთ დამადანაშაულეს: ისეთი გემრიელია და ისეთი ფაფუკი რომ "ბეზ სვიაკოვო საპრატივლენია" იჭმევა და ვერ გებულობ როგორ სემოგეჭამაო ...
თავიდან უნდა გამოვაცხო მაგრამ ახლა უკვე ჭკუანასწავლი... ხვალ გამოვაცხობ

ბოლო ნაჭერს მივასწარი ...

Posted by: tasikuna-taso 2 Apr 2010, 13:17
QUOTE
საზანოსა და არგვეთის ცხვარი ცნობილია ზემო იმერეთში - მომცრო ზომისაა და ხორცსაც განსაკუთრებული გემო აქვს, რაც მთავარია სუნი არ აქვს!



თურმე ფარაში გაზრდილ ცხვარს ახვს ის სპეციფიკური სუნი.

Posted by: n_j 2 Apr 2010, 13:19
წუხელ მივაკვდი ცომის ზელვას და ეხლა ვაცხობ, ერთიცალი უკვე შევჭამეთ თბილი, თუმცა ცივი უფრო გაგემრიელდება ხოლმე. ჩემმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ნაჩვრეტებიანი, ფაფუკი და არომატული კულიჩები გამოდის. კვერცხებიც შევღებე ერთი პარტია.

Posted by: Peppi 2 Apr 2010, 13:27
n_j
QUOTE
წუხელ მივაკვდი ცომის ზელვას და ეხლა ვაცხობ

შენი და პომპადურის დედის რეცეპტით გამოვაცხვეsmile.gif

მართლაც გემრიელი და ფაფუკიაsmile.gif

Posted by: August 2 Apr 2010, 13:29
წლევანდელი ეს პასქა რაღაც საშუალო გავაკეთე პასქასა და პანეტონეს შორის გამოცდილებას გაგიზიარებთ იქნებ ვინმეს გამოადგეს ... მართლა ძალიან მარტივია. უბრალოდ დრო სჭირდება ამოსასვლელად ...

1 ჩ/ჭიქა თბილი რძე+ 1ჩ/ჭ შაქარი + 200 გრ კარაქი + 0,5 ჩ/კოვზი მარილი დაბალ ცეცხლზე გავადნე და დავაცადე გაცივება
7 გრ საფუარი +0,5 ჭიქა წყალი + 1 ჩ/კ შაქრი ვურიე მანამ სანამ საფუარი სულ არ გაიხსნა, დავდგი 5 წთ და ჩავასხი კარაქიან ხსნარში. ჩავახალე 2 ცალი კვერცხი და 3 ცალი კვერცხის გული. შევაზილე ჯერ 2 ჩ/ჭიქა პურისფქვილი და მერე კიდევ 2,5 ჩ/ჭიქა. ვზილე 5 წთ და დავუმატე ცუკატები, ქიშმიში, ფორთოხლის და ლიმონის დაშაქრული კანები (თავისი წვენით) + 1 სირჩა კარგი კონიაკი + მოზრდილი შეკვრა ვანილის შაქარი და ვზილე კიდევ 5 წთ. თბილად შეფუთული დავდგი თბილ ადგილას 1,5 სთ ... მოცულობაში 2 -ჯერ მოიმატა.
გადმოვიღე ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე და მოვაყარე 7 გრ მშრალი საფუარი. შევაზილე დაახლოებით 0,5 ჩ/ჭიქა ფქვილი ვაგუნდავე დაახლოებით 10 წთ ხელებს ოდნავ ვიფქვილავდი. ისევ თბილად დავდგი დაახლოებით 1,5 სთ ისევ 2-ჯერ გაიზარდა
მსუბუქად ამოვაგუნდავე ( გამოვიდა 2,5 კგ) და ჩავდევი გაცხიმულ ქვაბში ( ძირში გაცხიმული სქელი მუყაო ჩავუფინე) კარგად შევფუთე პლედით და დავდგი თბილ ადგილას 3 სთ.
ღუმელი გავახურე 200 გრ-ზე.
პასკას თავი დანით ჯვრის გამოსახულებით დავუსერე და ამ ჯვარში გამდნარი კარაქი ჩავასხი. მთელ თავზეც შემოვუსევი კარაქიანი ფუნჯი. შევდგი პასქა გამოსაცხობად და 10 წთ-ის სემდეგ ცეცხლს დავუწიე 160 გრ-მდე.
ზუსტად 2 სთ-ში მზად იყო.
გამოვრთე ღუმელი კარი გამოვუღე მაგრამ გარეთ არ გამომიტანია ...
10 წთის შემდეგ გამოვიტანე და ქვაბი თავდაღმა დავდგი (სახელურები წიგნზე ჩამოვადებინე) ... ქვაბი ამითაა კარგი biggrin.gif . 15 წთ-ის შემდეგ ამოვიღე ფორმიდან, მოვასხი ჟოლოს მინანქარი, მოვაყარე ცოტა დარიჩინ გარეული შაქრის პუდრი. მოვაყარე ფერადი წინწკლები. ჯვრის შუაგულში ჩავდგი "მოხატული" კვერცხი ...

თუმცა ჩემმა ქმარმა "ძალიან არაპრაქტიკულია - შემოგვეჭამა"-ო lol.gif

ჰო ეს კიდევ კათოლიკების აღდგომასაც მივაგე პატივი ... საღამოს ჩვენებურ წითელ კვერცხებს შევღებავ

Posted by: kukuni27 2 Apr 2010, 13:29
საზღვარგარეთ ვინც ხართ კვერცხს როგორ ღებავთ?ვერ ვიშოვე ვერანაირი საღებავი,მარტო ხახვის ფურცელი მაქვს.მირჩიეთ რამე.გთხოვთ

Posted by: n_j 2 Apr 2010, 13:31
Peppi
მართლა? მიხარია რომ მოგეწონა.

რომ გაცივდება ჩემები, გადავუღებ ფოტოს

Posted by: August 2 Apr 2010, 13:36
kukuni27
QUOTE
მარტო ხახვის ფურცელი მაქვს.მირჩიეთ რამე.გთხოვთ


მარილი და ძმარი ხომ გაქვს? თუ არა არც მაგით დაიქცევა ქვეყანა ...
ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ. ვაგროვებ ხოლმე ხახვის ნაფცქვენს. ვარჩევ რომ სუფთა და საღი ფოთლები იყოს. ვასხამ მას ცივ წყალს ( 3-3,5 ლიტრი) და ვადუღებ ფართე ბრტყელძირიან ქვაბში დაახლოებით 30 წთ. გადმოვდგამ. გავწურავ.
დავამატებ ცოტა მარილს (1 ჩაის კოვზი) და ძმარს (1 სუფრის კოვზი). კარგად რომ გაცივდება, ჩავაწყობ 30 კვერცხს (უფრო მეტი ერთად არც კარგად შეიღებება და შეიძლება დასკდეს კიდეც). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, იმდენ წყალს ჩავამატებ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ვხარშავ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოვიღებ, ცივ წყალში გადავაწყობ და იქ 10-15 წუთი დავტოვებ, რადგან ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება. ასეთი საღებავის მეორედ ( მესამედაც ) გამოყენებაც კი შეიძლება .

Posted by: kukuni27 2 Apr 2010, 13:38
ძალიან დიდი მადლობა.პირვე;ლად ვღებავ კვერცხს აქ და არვიცოდი რა მექნა.ხახვის ფურცელი დაახლოებით რამდენი უნდა,?ასე 20 ცალი კვერცხი მინდა შევღებო.

Posted by: August 2 Apr 2010, 13:45
kukuni27
მაგას ბევრი არც ფოთოლი დასჭირდება რადგან წყალი 1,5 ლ გეყოფა ანუ 2 ლიტრი წყალი დაასხი ...
ფოთოლი კი რაც მეტი მით უფრო ინტენსიური ფერი ექნება საღებავს.
სუპერმარკეტში მოაგროვე ან სთხოვე და მოგცემენ ...

Posted by: GIMME 2 Apr 2010, 13:51
მგონი უგემრიელესი პასკები გამომდის, ცომი ბრწყინვალე გამოვიდა და უკვე მესამედ ვზელ, მაგრამ კარგი გლაზურის ან თეთრი შოკოლადის რეცეპტი ვერ ვიშოვე sad.gif ისეთი უმი ცილისგან რომ არ მზადდება. თუ ასეთი იცით მასწავლეთ რა

Posted by: Jazzyt 2 Apr 2010, 14:09
rtuli
მადლობ, თონეს პურის საცხობში მაჩუქეს დაწნეხილი საფუარი bis.gif , გაიხარონ მაგათმა, საუკეთესო პურიც მაგათ აქვს მთელ უბანში და მეც კარგი პასკა უნდა გამომივიდეს ,შენი რეცეპტით კვლავ. როგორც იქნა ყველაფერი მაქვს, ეხლა ოჯახის წევრები გავყარე სახლიდან და უნდა შეუდგე საქმეს


Posted by: shumeri 2 Apr 2010, 14:14
rtuli
გაიხარე, დიდი მადლობა.....
მეც ჯერ ერთ პორციას მოვზელ, რომ რამე ფარსაგი არ დამემართოს.
* * *
August
თქვენი რეცეპტიც ძალიან მომეწონა და კულიჩიც გარეგნულად, მინდა ეგეც გამოვაცხო.....
მაგრამ რამდენიმე კითვა გამიჩნდა.....
ხომ არ იცით ზუსტად რამდენი კოვზია 7 გრამი მშრალი საფუარი?
ფორთოხლის და ლიმნის წვენი რამდენი სჭირდება?
და კიდევ, როგორც რეცეპტიდან სჩანს არ სჭირდება არანაირი სუნელები?
წინასწარ დიდი მადლობა....

Posted by: Peppi 2 Apr 2010, 14:33
n_j
QUOTE
მართლა? მიხარია რომ მოგეწონა.

ხო, რაოდენობა იმ რეცეპტიდან ავიღე, ტექნოლოგია შენგან და რძესა და არაჟანს შორის საშუალო ავიღე - ყავის რძე, (ანუ დაბალ ცხიმიანი ნაღები) და მიქსერით ავთქვიფე ეს ყველაფერი;

Posted by: August 2 Apr 2010, 14:51
shumeri
QUOTE
ზუსტად რამდენი კოვზია 7 გრამი მშრალი საფუარი

ავრწყე ახლა და სუფრის კოვზი მთლად ვერ გაავსო ... აი, დესერტის კოვზს რომ ვეძახით ისაა ალბათ...

QUOTE
ფორთოხლის და ლიმნის წვენი რამდენი სჭირდება

ეს თვითონ ფორთოხლის და ლიმონის წვენი არ ცამისხამს . მე ლიმონის და ფორთოხლის კანებს არ ვყრი. ვჭრი და შაქარს ვაყრი ასე ვინახავ ქილებში დროთა განმავლობაში უშვებს წვენს რომელიც არის საიცრად არომატული და ქარვისფერი ...

1 კაი თავიანი სუფრის კოვზი ასეთი ფორთოხლის კანები ჩავაყარე და ერთიც ლიმონის წვენი ჯამში ერთად 50 მლ

მართალი ხარ არანაირი სუნელი ... ზემოდან მოვაყარე უკვე გამომცხვარს დარიჩინგარეული შაქრის პუდრი



Posted by: natsu 2 Apr 2010, 15:14
გუშინ დავაცხვე პასკები/კულიჩი/ რუსული საიტიდან ამოღებული რეცეპტით. გამოვიდა ძალიან გემრიელი...ყველაზე მეტად მეშინოდა არომატიზატორების პროპორციის...იქნებ ვინმეს გამოადგეს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე,10 კვერცხიან ცომს სჭირდება ნახევარი ჩაის კოვზი ფორთოხლის ცედრა,დაფქვეული დარიჩინი, ჯავზის/მუსკატის/კაკალი, ილი/კარდამონი/, მიხაკი 2 ცალი,2 პ.ვანილინი...

Posted by: rtuli 2 Apr 2010, 15:19
Peppi
QUOTE
აი, ჩემი პასკის ფრაგმენტი, უმარტივესია

რა ჩასაკბეჩი ფრაგმენტია ,კარგი გამომცხვარია yes.gif
თანაბრად ამოსულია,არც გული აქვს ცავარდნილი არც ამობერილი up.gif
ფერზე გადავირიე!

მე რა რთული ვიქნები რომ გავიმარტივო საქმე user.gif
ჩემი ახალი მეთოდით მოვზილე ცომი ჩვეულებრივი ტკბილი კულიჩებისთვის და მეორე ცომი შოკოლადის+ჟოლოსი(მალინის)+ალუბლის ჩირებით უკვე ყალიბებიდან მიღიმიან smile.gif,ამოვლენ და გამოვაცხობ.
არვიცი რა გამოვა,ცომი შავი ღვინით+ლიქიორით+ნაღებით მოვზილე tan.gif
ქვაბს შვილი დაეწაფა და სულ ამოლოკა,ბურტყუნებდა :ეს რა ცოტა დაგიტოვიაო biggrin.gif
მე კი სურნელებით გაბრუებული ვერცკი ვსინჯავ ცომს.


Jazzyt
shumeri
გულშემატკივრობთ smile.gif

Posted by: ბესიკის26 2 Apr 2010, 15:27
QUOTE
შოკოლადის+ჟოლოსი(მალინის)+ალუბლის ჩირებით უკვე ყალიბებიდან მიღიმიან ,ამოვლენ და გამოვაცხობ.
არვიცი რა გამოვა,ცომი სავი ღვინით+ლიქიორით+ნაღებით მოვზილე 

rtuli
რომ გამოაცხობ და დაისვენებ ველი ამის რეცეპტს 2kiss.gif
* * *
August
არაჩვეულებრივად გამოიყურება თქვენი პასკის ჭრილი.არ მიკვირს რომ შემოეჭამათ. yes.gif

Posted by: WALLON 2 Apr 2010, 16:19
ახლა ანა აცხობს პანეტონეს, მაგრამ რადგანაც ის უკვე მართლმადიდებელია და არა კათოლიკე ეძახის პასკას biggrin.gif

Posted by: shumeri 2 Apr 2010, 17:34
August
გმადლობთ ამომწურავი პასუხებისთვის...
.rtuli
QUOTE
გულშემატკივრობთ 

გმადლობ.....
ვაპირებ პასკის გამოცხობას ორი რეცეპტით.....შენი და ავგუსტასი+ ხაჭოსიც მინდა ვცადო...
შედეგებს მოგახსენებთ.

Posted by: Peppi 2 Apr 2010, 17:41
rtuli
ოხ რა დახასიათებაა 2kiss.gif

ისე ველი შენს პასკას, მეტი რომ არ შეიძლებაsmile.gif
დროზე მოიტა სურათიsmile.gif


პ.ს. ეხლა კვერცხიც უნდა შევღებო . . ესეც პირველადsmile.gif


* * *
tasikuna-taso
QUOTE
თურმე ფარაში გაზრდილ ცხვარს ახვს ის სპეციფიკური სუნი.

ვა, ეს ვინ თქვა? რა საინტერესოაsmile.gif
ისე, ვინ ზრდის ბრიტანეთში ან ახალ ზელანდიაში სათითაოდ ცხვარს? მთელი წარმოების უდიდესი ნაწილი მოდის ახალ ზელანდიაზე, მაქაურ ცხვარს არანაირი სუნი არ აქვს, (ნუ სპარსეთის ყურეში და ავსტრალიაში არ ვიცი ყავთ თU არა სუნიანი ცხვრები) . .

მე რომ მკითხო, ჯიშზეა ეგ და არა ცხვრის რაოდენობაზე 1 კვ. მეტრ მიწაზეsmile.gif

Posted by: Snow Crash 2 Apr 2010, 18:01
Peppi
August
ორივე პასკა ერთმანეთს წააგავს და არაჩვეულებრივი ჩანს. up.gif
ველოდებით rtuli -ს.
ჩემს სურათს მერე დავდებ, II ხარისხი რომ წამოვა.

Posted by: shumeri 2 Apr 2010, 18:30
rtuli
ქიშმიში რომ მაქვს კონიაკში ჩამბალი, მასეთივე სახით უნდა ჩავაყარო ცომში? ანუ კონიაკთან ერთად თუ გადაწურული და გამშრალი? ან ფქვილში ამოვლებაარ სჭირდება?
და კიდევ ნინო, როდესაც საფუარს შევურევთ და მოვზელთ ცომს, უნდა გავაჩეროთ თუ მაშინვე უნდა გადავურიოთ ქიშმიში?

Posted by: tasikuna-taso 2 Apr 2010, 18:41
QUOTE
და კიდევ ნინო, როდესაც საფუარს შევურევთ და მოვზელთ ცომს, უნდა გავაჩეროთ თუ მაშინვე უნდა გადავურიოთ ქიშმიში?



როგორც ვატყობ ნინოს არ ცალია ჯერ. მაგის პასკებს ველოდები.

თუ გინდა მე გიპასუხებ.

ზედმეტი კონიაკი არ შეაყოლო და მნიშვნელობა არა აქვს ამოსულ თუ ამოუსვლელ ცომში შეურევ,
მე მაგალითად პირველი გადაზელვის დროს შევურიე.

Posted by: Lene :) 2 Apr 2010, 19:15
პასკაააააააააააა chups.gif chups.gif
______________________________________________

Posted by: meluzi 2 Apr 2010, 19:18
ესეც ჩემი პასკები.. მგონი არ არის ცუდი ხოოომ? პირველად გამოვაცხე ცხოვრებაში.

user posted image

user posted image

ძალიან გემრიელი გამოვიდაა.. ზუსტად ისეთი როგორიც მიყვარს smile.gif დიდი მადლობა n-j -ის რეცეპტისთვის smile.gif)) და კიდევ ყველას მადლობა რჩევებისთვის

Posted by: natali kalandadze 2 Apr 2010, 19:19
meluzi
საღოლ smile.gif
გვერდით თემაში სარძლოს ეძებენ და ხომ არ შევუერთდე ა? smile.gif

Posted by: meluzi 2 Apr 2010, 19:30
natali kalandadze
QUOTE
გვერდით თემაში სარძლოს ეძებენ და ხომ არ შევუერთდე ა?


ეს პასკები ნუ მოგატყუებეენ მააარ :* biggrin.gif

Posted by: CZ88 2 Apr 2010, 20:02
kukuni27
QUOTE
საზღვარგარეთ ვინც ხართ კვერცხს როგორ ღებავთ?ვერ ვიშოვე ვერანაირი საღებავი,მარტო ხახვის ფურცელი მაქვს.მირჩიეთ რამე.გთხოვთ

მე გერმანიაში ვარ და იყიდება სარებავები, სხვადასხვა ფერის , ცხადია წითლებიც და ალუბლისფერიც. ისე კი მეც ხახვის ფურცლებში ვღებავ smile.gif

პ.ს. თუმცა, ალბათ სარებავები აწი აღარც იქნება გაყიდვაში, დღეს ყველგან დასვენებაა და ხვალ კიდევ ეჭვი მეპარება ქონდეთ გამოწყობილი. დავრჩეთ ხახვზე smile.gif აქამდე არ უღალატია smile.gif

პ.ს. მომწონს პასკები, ყველანი მშვენიერია, თითქოს სუნიც მცემს არომატის smile.gif გაიხარეთ .

მე არასოდეს სგამიკეთებია და ვფიქრობ ეგ მხოლოდ პროფესიონალების საქმეა smile.gif ვერ ვბედავ. ხვალ ვიყიდი პანეტონეს და ნაკურთხ წყალს დავაპკურებ, როგორც ყოველთვის რაც "სახლში" აღარ ვარ.

Posted by: Peppi 2 Apr 2010, 20:16
პასკის შემდეგ გამოცხობაზე ცომს სიროფს შევაზელ-კონიაკიანს და ვფიქრობ ივარგებს . .


shumeri
ქიშმიში და ჩირები მეც ამოვიღე, გავამშრალე და ისე შევურიე, მეც პირველი გადაზელვისასsmile.gif



meluzi
QUOTE
ესეც ჩემი პასკები

ვახ, რამდენი დაგიცხვიაsmile.gif აი, ყოჩაღsmile.gif


პ.ს. წამიერად შემოვირბინე, კვერცხები იხარშება და ქათამი - საცივისთვისsmile.gif

Posted by: kokogorgo 2 Apr 2010, 20:33


როგორ შევცდი პასკა რომ არ გამოვაცხე.

გასულ წელს "მალინაშI" ვიყიდე პასკები . ძალიან გემრიელი იყო.

წელსაც ვიფიქრე, რატომ ვიწვალო, "მალინაში" ვიყიდიმეთქი.

შევცდი. წელს რომ ვიყიდე ქვასავით მაგარია და გემრიელიც არ არის.

მოკლედ, სიზარმაცემ დამაზარალა. biggrin.gif


Posted by: meluzi 2 Apr 2010, 21:22
Peppi
QUOTE
ვახ, რამდენი დაგიცხვია აი, ყოჩაღ


მანდ ყველა არ არის.. biggrin.gif 11 ცალი გამოვაცხვე.. ერთი პორციით smile.gif

Posted by: pteranouka 2 Apr 2010, 21:46
CZ88
QUOTE
მე გერმანიაში ვარ და იყიდება სარებავები, სხვადასხვა ფერის , ცხადია წითლებიც და ალუბლისფერიც. ისე კი მეც ხახვის ფურცლებში ვღებავ 

პ.ს. თუმცა, ალბათ სარებავები აწი აღარც იქნება გაყიდვაში, დღეს ყველგან დასვენებაა და ხვალ კიდევ ეჭვი მეპარება ქონდეთ გამოწყობილი. დავრჩეთ ხახვზე  აქამდე არ უღალატია



მე საფრანგეთში როცა ვცხოვრობდი, გამხმარი ენდროს ფესვებს ვყიდულობდი მწვანე აფთიაქში. ისეთი ლამაზი კვასკვასა ფერის კვერცხები იღებებოდა

მანდაც იქნება ასეთი აფთიაქი და იქ იკითხე ენდრო

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2010, 21:59
meluzi
ყოჩაღ! ძალიან მაგარი პასკებია! მე პატარა ფორმები ვიშოვე და პასკებიც, შესაბამისად, პატარები გამოვაცხვე - სულაც არაა ძნელი, ტყუილად ვუფრთხოდი biggrin.gif

Posted by: meluzi 2 Apr 2010, 22:22
WOMAN IN LOVE

QUOTE
ყოჩაღ! ძალიან მაგარი პასკებია!


ვერ წარმოიდგენ როგორ მიხაარიიაა... ამას რომ მეუბნებით biggrin.gif

ჭრილში ხვალ დავდებ აუცილებლად, არ მაქვს ხარისხიანი პოტოაპარატი დაა ახლა ბნელა და არ ჩანს smile.gif

ძნელი ნამდვილად არაა, ცოტა შრომატევადია ცომის ზელვის პროცესი, თორე მეტი აარაფერი smile.gif

Posted by: radiology 2 Apr 2010, 22:23
მომავალში აუცილებლად შევეჭიდები პასკის გამოცხობას, თორე დღეს გუდვილში საშუალო ზომის პასკა 20 ლარმადე ღირდა vis.gif
არაფერს ვამბობ იტალიურებზე

Posted by: n_j 2 Apr 2010, 22:27
meluzi
up.gif up.gif up.gif
ყოჩაღ! მშვენიერია, თან რამდენი!

Posted by: Mako Subladze 2 Apr 2010, 22:28
meluzi
QUOTE
ესეც ჩემი პასკები.. მგონი არ არის ცუდი ხოოომ? პირველად გამოვაცხე ცხოვრებაში.

ყოჩაღი გოგო ხარ. yes.gif 2kiss.gif yes.gif 2kiss.gif

Posted by: meluzi 2 Apr 2010, 22:32
n_j
Mako Subladze

მადლობთ.. smile.gif სახლში დავამტკიცე რომ არც ისეთი დებილი ვარ biggrin.gif

Posted by: S_H_I_N_Y 2 Apr 2010, 23:08
ძალიან მაგარი პასკები გამოგვივიდაა bis.gif

წელს ექსპერიმენტული პასკებიც გამოვაცხეთ ახალი რეცეპტებით, მაგრამ ჩვენი ძველი რეცეპტით პასკა გამოდგაა სუუპერ chups.gif , კიდევ ერთხელ დავაფასე love.gif

Posted by: ბესიკის26 2 Apr 2010, 23:11
S_H_I_N_Y
QUOTE
ჩვენი ძველი რეცეპტით პასკა გამოდგაა სუუპერ

რეცეპტი?

Posted by: S_H_I_N_Y 2 Apr 2010, 23:21
ბესიკის26

დავდებ ახლავე თუ დაგაინტერესა smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2010, 23:24
S_H_I_N_Y
მეც მაინტერესებს, დადე smile.gif
აი ჩემი პაწაწუნა პასკებიც smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: tatusia 2 Apr 2010, 23:26
მეც მინდა გამოვაცხო...
მარა მე შუ არ გამომივიდა.... პასკა გამომივა?!...

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2010, 23:30
tatusia
ვიღაცას თუ გამოსდის, შენ რატომ არ გამოგივა? smile.gif

Posted by: ბესიკის26 2 Apr 2010, 23:32
tatusia
გამოგივა აუცილებლად,მიყევი გამოცდილთა ინსტრუქციებს რომელიც მრავლადაა აქ. yes.gif
შუს ხელის შეჩვევა უნდა.მეც არ გამომდის,მაგრამ პასკებს სულ მე ვაცხობ და წელსაც კმაყოფილი ვარ.

Posted by: tatusia 2 Apr 2010, 23:33
WOMAN IN LOVE
QUOTE
ვიღაცას თუ გამოსდის, შენ რატომ არ გამოგივა? 

რა ვიცი, სამზარეულოში თითებზე ჩამოსათვლელი რაღაცეები გამომდის მარტო...

დღეს მაგალითად კვერცხი დავდგი შესაღებად, რატომღაც მეგონა რომ გამოვრთე , თურმე სხვა კანფორა გადავატრიალე მექანიკურად, ხოდა იმდენი იდუღა ჩაიშრო, და თითქმის შავი კვერცხები გამოვიდა biggrin.gif
* * *
ბესიკის26
QUOTE
შუს ხელის შეჩვევა უნდა.მეც არ გამომდის,მაგრამ პასკებს სულ მე ვაცხობ და წელსაც კმაყოფილი ვარ.

ე.ი. ვცადო? smile.gif
სულ სულ ჩვეულებრივი პასკა მინდა , გემრიელი, ყვითელი.

Posted by: meluzi 2 Apr 2010, 23:40
tatusia
QUOTE
პასკა გამომივა?!...


მაგას ვამბობდიი.. ძალიან მარტივი კექსი არ გამომივიდა ამას წინათ.. და პასკა გამომივა ახლა მეთქო? მაგრამ მივხვდი რომ განწყობაზეა ბევრი რამე დამოკიდებული.. აი იმდენად გულით მინდოდაა გამომსვლოდა.. მთელი ღამე გავუთენე 3ჯერ ჩავზილე.. მართლა ზედ გადავყევი.. სიტყვიერადაც ლამის ვეფერე ცომს biggrin.gif biggrin.gif ხოდა ალბათ გულით მონდომებას+ აქაური გამოცდილი ადამიანების რჩევები= ძალიან გემრიელ და ლამაზ პასკებს, რომლებიც ახლა სახლში მიწყვია smile.gif

ასე რომ თავიდანვე ხელს ნუ ჩაიქნევ :*

Posted by: S_H_I_N_Y 2 Apr 2010, 23:55
ესეც ჩემი პასკა smile.gif
ისეთი არომატი აქვს.... მნიააამ love.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


Posted by: ბესიკის26 2 Apr 2010, 23:57
S_H_I_N_Y
QUOTE
ესეც ჩემი პასკა

აი პასკაა! up.gif up.gif
სადაა დაპირებული რეცეპტი??!!! idea.gif

Posted by: S_H_I_N_Y 3 Apr 2010, 00:08
დედაჩემის პასკა

8 კვერცხი, 400 გრ. კარაქი, 4-6 ჩჭ შაქარი, 1 ლ რძე+ 1ჩჭ წყალი, 2სკ. საფუარი, მარილი, ვანილი, კარდამონი, ჯავზი, ლიმონი, შაფრანი, 1სკ. ზეთი.

2სკ. საფუარი უნდა გავხსნათ 1 ჩჭ. თბილ წყალში+1სკ. შაქარი. დავდგათ თბილ ადგილას. 1 ლიტრი თბილი რძე, 400 გრ. თბილი (არა ადუღებული) კარაქი (ჩვენ ერბოს ვამატებთ), 8 კვერცხი, 6 ჩჭ. შაქარი, ცოტა მარილი (გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, ავურიოტ კარაქი, რძე, მარილი) დავამატოთ საფუარი, ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას მთელი ღამე.
მეორე დღეს ჩავყაროთ ვანილი, კარდამონი გახეხილი ჯავზი, ლიმონის ცედრა, სპირტზე დაყენებული შაფრანი, 1 სკ. ზეთი. ეს ყველაფერი შეიზელს 10-15 ჭიქა ფქვილს. უნდა მოიზილოს ისე, რომ ცომი ხელზე არ გეკვროდეს. ისევ უნდა დავდგათ თბილად და დავაცადოთ ამოსვლა. ისევ ჩავზილოთ და დავამათოს კონიაკში დამბალი ქიშმიში. გაფუების შემდეგ ჩავდოთ ფორმებში ისე რომ 1/3 გაივსოს. კარგად რომ ამოვა გამოვაცხოთ.
ესაა.... და ნამდვილად ღირს წვალებად smile.gif

Posted by: vasasi 3 Apr 2010, 00:11
ვაიმე, წავედი, დავიძინე, თორემ მაცდუნებთ თქვენ....




user posted image

Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 00:24
S_H_I_N_Y
გაიხარე.რეცეპტი ჩემნაირია მაგრამ აი ის შუა პროცესია უცხო.
QUOTE
დავამატოთ საფუარი, ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას მთელი ღამე.

უფქვილო მასას ვტოვებთ მთელი ღამე? არ მომაკითხავს? biggrin.gif
უნდა ვცადო შემდეგში

Posted by: WOMAN IN LOVE 3 Apr 2010, 00:35
S_H_I_N_Y
მაგ დოზებით რამდენი პასკა გამოდის?

Posted by: tikunia-teiko 3 Apr 2010, 00:47
QUOTE
დავამათოს კონიაკში დამბალი ქიშმიში


მაინტერესებს ეს ქიშმიში რამდენ გრამ კონიაკში უნდა ჩავლბო , რამდენ ხანს და გაშრობა თუ უნდა ცომში შერევის წინ?? თუ ისევე სველი ჩავყარო ცომში? დიდი მადლობა

Posted by: rtuli 3 Apr 2010, 00:57
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


ყველას კულიჩები მომეწონა ძალიან და რაც მთავარია,ბევრმა ადამიანმა მოინდომა გამოცხობა და არშეშინდა smile.gif,ბრავო გოგოებო! 2kiss.gif

Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 00:58
tikunia-teiko
QUOTE
ქიშმიში რამდენ გრამ კონიაკში უნდა ჩავლბო , რამდენ ხანს და გაშრობა თუ უნდა ცომში შერევის წინ??

120 -150გრ.ქიშმიშს 2,3ს|კ კონიაკი ან კარგი ლიქიორი ყოფნის.თვალით:კარგად ჩააყურყუმალავე არ აწყენს ნუ გეშინია.2,3,საათი უნდა.მერე პატარა საწურზე დაყარე,დაწდეს.ფქვილში ამოსვარე ხმარების წინ,ისე რომ ზედმეტი ფქვილი ჩამოაფერტხე.

Posted by: tikunia-teiko 3 Apr 2010, 00:59
ბესიკის26

დიდი მადლობა რჩევისთვის

Posted by: faustina 3 Apr 2010, 01:01
rtuli
ლამაზები გამოსულაან ,
მეც მსგავსად მოვრთე დღეს smile.gif
სურატებს მოგვიანებით დავდებ smile.gif

Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 01:03
rtuli
რატო არ თქვი "აი მეც მოვედიიი" არ დავწექი,ამ სილამაზეს ველოდებოდი?
ხომ მოგვიყვები როგორი გემო აქვს,როცა დეგუსტაციას ჩაუტარებ? up.gif up.gif

Posted by: tikunia-teiko 3 Apr 2010, 01:06
rtuli

რა ლამაზებიაააააა.... ის თეთრი გლაზური როგორ კთდება? მადისაღმძვრელი......

Posted by: S_H_I_N_Y 3 Apr 2010, 01:13
ბესიკის26
QUOTE
უფქვილო მასას ვტოვებთ მთელი ღამე? არ მომაკითხავს? biggrin.gif



ნუ გეშინია, არ მოგაკითხავს biggrin.gif

WOMAN IN LOVE
QUOTE
მაგ დოზებით რამდენი პასკა გამოდის?


ალბათ დაახლოებით 5 კილო პასკა გამოდის. დღეს 10 პატარა და 2 მოზრდილი გავაკეთეთ smile.gif

Posted by: rtuli 3 Apr 2010, 01:31
S_H_I_N_Y
QUOTE
ნუ გეშინია, არ მოგაკითხავს 

საინტერესო რეცეპტია ძალიან,ანუ უფქვილო პირველი ცომი.
პირველად გავიგე და წელს არა მაგრამ შემდეგში მოვსინჯავ ცოტას smile.gif

ბესიკის26
QUOTE
ხომ მოგვიყვები როგორი გემო აქვს,როცა დეგუსტაციას ჩაუტარებ?  

თეთრი კულიჩები არგამიჭრია,ხვალ გაუსმევ დანას smile.gif
შოკოლადის საცდელმა კულიჩმა,მანერვიულა sad.gif
ღუმელში შევდგი უკვე ამოსული კულიჩები,ნახე
http://www.radikal.ru
და 15 წუთის მერე რა ჭირმა მიბიძგა ღუმელის კარი გამომეღო არვიცი,ასეთი რამ არასოდეს დამმართვია,ჰოდა ჩემო ბატონო,სანამ გონზე მოვედი რაც ჩავიდინე,თავებმა დაიწია sad.gif.
გადავირიე,ეს რა მომივიდა.ჩემი ბრალია 1000 საქმეს ერთდროულად ვეჭიდები და ვითიშები,ავტომატზე ვმუშაობ.

მოკლედ მაინც დავასრულე ცხობა, ზედაპირი შეულამაზე და ეგ არის.
სურათის გამო გავჭერი +ისედაც მაინტერესებდა რა იყო მაგრამ,პირის დაკარება არმინდა.
შვილმა შოკოლადის გემო აქვსო +სველია
* * *
tikunia-teiko
QUOTE
თეთრი გლაზური როგორ კთდება? მადისაღმძვრელი

კარგი გლაზურია,ერთს ბოლოში ეტყობა ცოტა,მეორე პირიც გადავუსვი,ანუ რა მომივიდა smile.gif:
ერთი პირი წაუსვი და მეზობელი მოვიდა,სანამ მეჭორავა გავიდა ასე 15 წუთი,მოვბრუნდი,სხვებს გადავუსვი გლაზური და ვაყრი ახლა ფერად დაშაქრებულ მარცვლებს,ყველას მიეწეპა და პირველს არა smile.gif,გლაზურის ზედაპირი შეშრა და არ მიიკრო smile.gif.
მეორედ გადავუსვი და დავაყარე.

გათქვეფილი კვერცხის ცილას შეათქვიფე 1 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი+1 ჩ.კ. კრახმალი,მერე შეურიე 2 ს.კ. ლიმონის წვენი.

Posted by: Snow Crash 3 Apr 2010, 01:41
rtuli
რას ერჩი ლამაზები და მაღლებია, საფუარი რამდენი აქვს შოკოლადიანს? ფაქტურა აქვს უცნაური.

Posted by: rtuli 3 Apr 2010, 01:44
Snow Crash
QUOTE
ფაქტურა აქვს უცნაური

ფაკტურის გულისთვის მოვიხიბლე და ვცადე გამოცხობა smile.gif
საინტერესო რამ არის,თვითონ ცომი რატომღაც თხელია,კულიჩის ცომისგან განსხვავებით+1 ჩ.ჭ. ღვინო აქვს ცომს.
საფუარი ცოტა 50 გრ.დაწნეხილი.

S_H_I_N_Y
ეხლა დავაკვირდი რომ ფაკტიურად სგუშონიან რეცეპტს გავს შენი რეცეპტი,განსხვავება ტექნოლოგიაშია .
მგონი გინდოდა გამოგეცხო და რა შედარებას გააკეთებდი,ანუ ცომის ფაკტურა ძალიან განსხვავდება?

Posted by: Snow Crash 3 Apr 2010, 01:49
rtuli
ძალიან მაგარი ხარ up.gif ღვინით და 50 გრ. არადაფხვნილი საფუარით ასეთი შედეგი?
მოკლედ, დავეცი.

Posted by: rtuli 3 Apr 2010, 02:01
Snow Crash
QUOTE
ძალიან მაგარი ხარ

დიდი არაფერი,ეკსპერემენტატორი ლუბიტელი ვარ უფრო smile.gif

Posted by: marilis 3 Apr 2010, 02:34
WALLON
QUOTE
ახლა ანა აცხობს პანეტონეს, მაგრამ რადგანაც ის უკვე მართლმადიდებელია და არა კათოლიკე ეძახის პასკას biggrin.gif

პასკისა და ანას სურათი დაიდოს!
გული მინათდება, ისეთი გოგოა!
2kiss.gif

Posted by: tikunia-teiko 3 Apr 2010, 02:41
rtuli
QUOTE
კარგი გლაზურია,ერთს ბოლოში ეტყობა ცოტა,მეორე პირიც გადავუსვი,ანუ რა მომივიდა :
ერთი პირი წაუსვი და მეზობელი მოვიდა,სანამ მეჭორავა გავიდა ასე 15 წუთი,მოვბრუნდი,სხვებს გადავუსვი გლაზური და ვაყრი ახლა ფერად დაშაქრებულ მარცვლებს,ყველას მიეწეპა და პირველს არა ,გლაზურის ზედაპირი შეშრა და არ მიიკრო .
მეორედ გადავუსვი და დავაყარე.


ვერც ვერაფერი შევამჩნიე, ისე ლამაზად და მადიანად მიღიმიან იქიდან. wink.gif შოკოლადის პასკას რა უცხო ფაქტურა აქვს? ასეთი მგონი არც მინახია.

Posted by: SkitterZ 3 Apr 2010, 02:44
user posted image
ესეც ჩვენი პასკა jump.gif

Posted by: marilis 3 Apr 2010, 02:49
rtuli
შენი შოკოლადიანი პასკა მინდა!!!!!!!!!!!!! weep.gif weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: faustina 3 Apr 2010, 04:40
ესეც ჩემი პასკა და კვერცხები და იასამანი, რომელიც მეზობლის ხეს ჩამოვატეხე ჩუმად smile.gif
პირველად გავაკეტე...
მომავალში უკეტესი გამომივა ალბატ, გავითვალისწინებ შეცდომებს smile.gif



ყველას გილოცავთ წინასწარ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს !!!
ღმერთმა მრავალს დაგასცროთ ყველა!!!

http://www.radikal.ru

Posted by: natali kalandadze 3 Apr 2010, 05:38
WOMAN IN LOVE
გაითვალისწინე რომ meluzi 20 წლისაა მაქსიმუმ smile.gif

Posted by: irinka1983 3 Apr 2010, 08:21
მეორე პარტია პასკებიც გამოვაცხეეე bis.gif ბევრად გემრიელი გამოვიდა, შაქარი მეტი ვუქენი. თან ცოტა ფქვილი დავაკელი და რაღაცნაირი სველი პანეტონის სტრუკტურის გამოვიდა, ლიმნის მაგივრად კი ფორთოხლის და ლიმნის მურაბის ნაჭრები ჩავაკოლე. მოკლედ ძაან მოვინდომე, ჩემმა ქმარმა ცხელი გამაჭრევინა და ნახევარი შესანსლა.

სურატებს რომ გათენდება მერე დავდებ

Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 09:02
rtuli
QUOTE
,თავებმა დაიწია .

QUOTE
შოკოლადის საცდელმა კულიჩმა,მანერვიულა

იმიტომაა აქვს უცნაურად სწორი ბრტყელი ზედაპირი?ხელად მომხვდა თვალში ასე სწორები როგორ გააკეთა მეთქი.ჭრილზე მაგას არაფერი ჩაგდებულის არ ეტყობა. yes.gif ზაან მაგარია.თხელი ცომი რომ გამოდის იმიტომაა ეტყობა" კაპრიზნი".გემო მაგარი უნდა ქონდეს,თან შენი ჩირები-ალუბლის და ჟოლოსიო ხო?
საერთოდ მაგარი ქუულ ვინმე ხარ რა.არ გეშინია არაფრის (კულინარიაში).ღმერთმა ძალა და ენერგია არ მოგაკლოს. 2kiss.gif

Posted by: Carmen13 3 Apr 2010, 10:49
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ესეც ჩვენი პასკა, რამოდენიმე რეცეპტის კომბინაციის შედეგი და წითელი კვერცხებით დამშვენებული.

http://www.radikal.ru

საკმარისი ფორმების არ ქონის გამო მორჩენილი ცომით ფუნთუშების ყვავილი გავაკეთე.

http://www.radikal.ru

Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 11:08
Carmen13
ძალიან საყვარელი პასკები გამოგიცხვია,სტრუქტურაც მომეწონა.როგორც ვატყობ ბევრი კვერცხს არ უსმევს თავზე და მასეთი '
"მატოვი"ფერი უფრო მომწონს.რას უსმევთ?კარაქს?

Posted by: Carmen13 3 Apr 2010, 11:18
QUOTE (ბესიკის26 @ 3 Apr 2010, 11:08 )
Carmen13
ძალიან საყვარელი პასკები გამოგიცხვია,სტრუქტურაც მომეწონა.როგორც ვატყობ ბევრი კვერცხს არ უსმევს თავზე და მასეთი '
"მატოვი"ფერი უფრო მომწონს.რას უსმევთ?კარაქს?


didi madloba.

comi mTeli suliT da guliT movzile, magram Rumeli ar mivarga. temperaturis maregulirebelia gafuWebuli da sul pantapuntiT gamocxva naxevar droSi! sabednierod yvela gamoSra. struqturac momwons.

paskebisTvis Tavze araferi wamisvia. funTuSebs ki tkbili rZe gadavusvi.




* * *
QUOTE (ბესიკის26 @ 3 Apr 2010, 11:08 )
Carmen13
ძალიან საყვარელი პასკები გამოგიცხვია,სტრუქტურაც მომეწონა.როგორც ვატყობ ბევრი კვერცხს არ უსმევს თავზე და მასეთი '
"მატოვი"ფერი უფრო მომწონს.რას უსმევთ?კარაქს?


didi madloba.

comi mTeli suliT da guliT movzile, magram Rumeli ar mivarga. temperaturis maregulirebelia gafuWebuli da sul pantapuntiT gamocxva naxevar droSi! sabednierod yvela gamoSra. struqturac momwons.

paskebisTvis Tavze araferi wamisvia. funTuSebs ki tkbili rZe gadavusvi.




Posted by: rtuli 3 Apr 2010, 11:26
marilis
QUOTE
შენი შოკოლადიანი პასკა მინდა

მაგას დავხვეწავ, არ მოვეშვები ,იდიალურამდე მინდა მივიყვანო smile.gif
როცა ჩამოხვალ სრულყოფილს გამოგიცხობ და გაგასინჯებ smile.gif

სულ ვფიქრობ პანეტონეში კრემს რომ ამატებენ ,ჩვენც რომ დავამატოთ რა ,არგამოგვივა boli.gif

natali kalandadze
QUOTE
გაითვალისწინე რომ meluzi 20 წლისაა მაქსიმუმ 

ჩემი თავი გამახსენდა,ზუსტად მაგ ასაკის ვიყავი როცა პირველი პასკები დავაცხე+თან მაშინ მამამთილის 40 იყო.ბევრი პასკები ვაცხე და უნდა გენახა რა ენთუზიაზმით smile.gif

faustina
QUOTE
ესეც ჩემი პასკა და კვერცხები და იასამანი, რომელიც მეზობლის ხეს ჩამოვატეხე ჩუმად

რა ლამაზად გამოგივიდა+იასამანმაც დაამშვენა smile.gif

ბესიკის26
QUOTE
არ გეშინია არაფრის

გატყობ მაგაში არც შენ აძლევ ზადნს smile.gif

Carmen13
QUOTE
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ესეც ჩვენი პასკა

გაიხარე!
რა მშვენიერი სადღესასწაულო განწყობა მოდის მაგ სურათიდან smile.gif
კარგი ნაშრომია up.gif

რადგან პასკის ცომი(ანუ ახალი რეცეპტი გამოვიყენე)+გლაზურიც საცდელი იყო ,მე მინდა ავღნიშნო რომ გამომივიდა ის გემო და სტრუკტურა რაც მინდოდა:
ტკბილი,სუნელები ზომიერი+არამშრალი(მახრჩობელა)+გლაზური არიმტვრევა ლამაზად იჭრება+არეკრობა არსად(პარკებში მოვათავსე მშვენივრად).
ესეც გავჭერი,ვერ მოვისვენე მინდოდა გასინჯვა smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: S_H_I_N_Y 3 Apr 2010, 11:29
rtuli
QUOTE
ეხლა დავაკვირდი რომ ფაკტიურად სგუშონიან რეცეპტს გავს შენი რეცეპტი,განსხვავება ტექნოლოგიაშია . მგონი გინდოდა გამოგეცხო და რა შედარებას გააკეთებდი,ანუ ცომის ფაკტურა ძალიან განსხვავდება?



კი, გამოვაცხეთ შესქელებული რძითაც, მაგრამ ვერ გამოვიდა ისეთი როგორსაც ველოდი smile.gif. შეიძლება იმიტომ, რომ პირველად ვცადეთ და ალბათ რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ. შესქელებული რძით გამოვიდა უფრო მშრალი და მძიმე, გემროელი კი არის, მაგრამ მე მშრალი პასკის ჭამა მიჭირს user.gif ცომიც უფრო წებოვანი იყო მოზელისას.
ჩვენი ძველი რეცეპტით არის ძალიან ფუმფულა და ისეთი ლამის ცომის ეტაპიდანვე რომ შემოგეჭამოს chups.gif არადა არ ვარ მე ტკბილეულის დიდი მოყვარული.
თუ გინდა მერე ორივეს გადავუღებ სურათს და დავდებ smile.gif

Posted by: Peppi 3 Apr 2010, 12:17
rtuli
გადასარევიაsmile.gif
რა გემრიელი იქნება წარმომიდგენოაsmile.gif

შოკოლადიანს რას არჩი? ამდენი ნერვიულობა ვის გაუგია 2kiss.gif

faustina
შენი მომზადებული ხოო, მაგრამ სურათები "მთიშავს":)


Carmen13
QUOTE
ესეც ჩვენი პასკა,

რა ლსამაზი ნატურმორტიაsmile.gif

გამომიგზავნე რეცეპტიsmile.gif


***
რა ლამაზია გლაზურიანიsmile.gif

ამ დროს პირს არ დააკარებენ ჩემები...

Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 12:18
S_H_I_N_Y
შემდეგი კვირისთვის ალბათ აუცილებლად მოვსინჯავ მაგ ტექნოლოგიას
* * *
rtuli
QUOTE
პასკის ცომი(ანუ ახალი რეცეპტი გამოვიყენე

მეტყვი მერე რა არის ახალი და სხვანაირი შიგ? user.gif რაღაც კარგი სტრუქტურა ჩანს.შემდეგი კვირისთვის დავაცხობ.
თეთრი გლაზური კი გადასარევი გამოვიდა შენ რომ მასწავლე,წუხელ გვიან წაუსვი,დღეს ადრიანად პარკებში ჩავალაგე.

Posted by: marilis 3 Apr 2010, 13:02
rtuli
QUOTE
სულ ვფიქრობ პანეტონეში კრემს რომ ამატებენ ,ჩვენც რომ დავამატოთ რა ,არგამოგვივა boli.gif

მიდი, შენ მოინდომე და რეცეპტს მე მოგიძებნი! alk.gif

Posted by: meluzi 3 Apr 2010, 13:34
ესეც ჩემი პასკის შიგთავსი.. ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორც რეცეპტში იყო ცოტა სველი ეფექტით smile.gif სურათი უხარისხოა, უხარისხო კამერის გამო biggrin.gif

user posted image

rtuli

შენი პასკებიი სუუპერ! შოკოლადიანზე გავგიჟდი.. სურათს ეტყობა როგორი გემრიელია..

ახლა ვიწყებ შენი ნიგვზიანი ყვავილის გაკეთებას.. იმედია კარგი გამომივაა smile.gif

Posted by: perfectstranger 3 Apr 2010, 13:44
მე ქიშმიშიანი პასკა არ მიყვარს, ისე მირჩევნია, უქიშმიშოდ smile.gif

Posted by: leva1990 3 Apr 2010, 14:03
წესირეი პასკები სად იყიდება, ქიშმიში რო ქონდეს კარგად და არა ერთიორი.....

Posted by: tikope 3 Apr 2010, 15:39
S_H_I_N_Y
QUOTE
8 კვერცხი, 400 გრ. კარაქი, 4-6 ჩჭ შაქარი, 1 ლ რძე+ 1ჩჭ წყალი, 2სკ. საფუარი, მარილი, ვანილი, კარდამონი, ჯავზი, ლიმონი, შაფრანი, 1სკ. ზეთი.

2სკ. საფუარი უნდა გავხსნათ 1 ჩჭ. თბილ წყალში+1სკ. შაქარი. დავდგათ თბილ ადგილას. 1 ლიტრი თბილი რძე, 400 გრ. თბილი (არა ადუღებული) კარაქი (ჩვენ ერბოს ვამატებთ), 8 კვერცხი, 6 ჩჭ. შაქარი, ცოტა მარილი (გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, ავურიოტ კარაქი, რძე, მარილი) დავამატოთ საფუარი, ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას მთელი ღამე.
მეორე დღეს ჩავყაროთ ვანილი, კარდამონი გახეხილი ჯავზი, ლიმონის ცედრა, სპირტზე დაყენებული შაფრანი, 1 სკ. ზეთი. ეს ყველაფერი შეიზელს 10-15 ჭიქა ფქვილს. უნდა მოიზილოს ისე, რომ ცომი ხელზე არ გეკვროდეს. ისევ უნდა დავდგათ თბილად და დავაცადოთ ამოსვლა. ისევ ჩავზილოთ და დავამათოს კონიაკში დამბალი ქიშმიში. გაფუების შემდეგ ჩავდოთ ფორმებში ისე რომ 1/3 გაივსოს. კარგად რომ ამოვა გამოვაცხოთ.
ესაა.... და ნამდვილად ღირს წვალებად

აი , შენი რეცეპტით მოვზილე ცომი, ოღონდ მთელი ღამე არ დამიტოვებია და ასე შემდეგ, მოვზილე ეგრევე და მეორედაც ჩავზილე, ახლა კარგად რომ ამოფუვდება, დავამატებ ქიშმიშს და სანელებლებს, ასევე დავჭერი ახალი ლიმნის და ფორთოხლის კანი და კარამელში მოვადუღე, ისინიც უნდა შევურიო. ვნახოთ რა გამოვა.
მეც ძალიან ომწონს სველგულიანი პასკები, და ასევე ყვითელი გული რომ რჩება. ვერასდროს გამოვაცხე ისეთი, რომ არ გამუქდეს შიგნით.
ვნახოთ , ახლა რა გამოვა. ცომი კი უგემრიელესია . ხო კიდევ ერთი, ცომს არაყი დავუმატე.
სველი გულით რომ გამოვიდეს, რამე განსაკუთრებული უნდა?
კაი დროს ვკითხულობ..

Posted by: S_H_I_N_Y 3 Apr 2010, 16:03
ბესიკის26
QUOTE
შემდეგი კვირისთვის ალბათ აუცილებლად მოვსინჯავ მაგ ტექნოლოგიას


მიხარია რომ მოგეწონა, წარმატებებს გისურვებ 2kiss.gif

tikope

QUOTE
აი , შენი რეცეპტით მოვზილე ცომი, ოღონდ მთელი ღამე არ დამიტოვებია და ასე შემდეგ, მოვზილე ეგრევე და მეორედაც ჩავზილე, ახლა კარგად რომ ამოფუვდება, დავამატებ ქიშმიშს და სანელებლებს, ასევე დავჭერი ახალი ლიმნის და ფორთოხლის კანი და კარამელში მოვადუღე, ისინიც უნდა შევურიო. ვნახოთ რა გამოვა. მეც ძალიან ომწონს სველგულიანი პასკები, და ასევე ყვითელი გული რომ რჩება. ვერასდროს გამოვაცხე ისეთი, რომ არ გამუქდეს შიგნით. ვნახოთ , ახლა რა გამოვა. ცომი კი უგემრიელესია . ხო კიდევ ერთი, ცომს არაყი დავუმატე. სველი გულით რომ გამოვიდეს, რამე განსაკუთრებული უნდა? კაი დროს ვკითხულობ..


რა გითხრა აბაა.... საერთოდ თითქმის ყველა პასკას იგივე პროდუქტები უნდა, ტექნოლოგია განსხვავდება ხოლმე. ჩვენ ღამე ყოველთვის ვტოვებთ, არაყიც არასდროს დამიმატებია. ყვითელი კი იმიტომაა, რომ ნამდვილი შაფრანის ნაყენი დავუმატე, არომატსაც არაჩვეულებრივს აძლევს. ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა, მერე დაწერე რაა 2kiss.gif

Posted by: Romina 3 Apr 2010, 16:31
rtuli

QUOTE
სააღდგომო ყვავილი
ცომი:
1 ჩ.ჭ. რძე
2 ცალი კვერცხი
50მლ. ზეთი
50გრ. კარაქი
¾ ჩ.ჭ შაქარი
მწიკვი მარილი
40გრ. საფუარი


იცით რა მაინტერესებს აქ რომ წერია საფუარი 40 გრამი, მე ფხვნილი საფუარი მაქვს და ის რამდენი უნდა?
sad.gif

Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 18:35
QUOTE
შაფრანის ნაყენი დავუმატე,

S_H_I_N_Y
ეს შაფრანი აქ გავიგე რომ რაღაც უცხო მცენარეა და ჩვენთან არ მოდის.ჩვეულებრივი კაი ზაფრანა რომ დავაყენო სპირტზე არ იქნება?

Posted by: S_H_I_N_Y 3 Apr 2010, 18:40
ბესიკის26
QUOTE
ეს შაფრანი აქ გავიგე რომ რაღაც უცხო მცენარეა და ჩვენთან არ მოდის.ჩვეულებრივი კაი ზაფრანა რომ დავაყენო სპირტზე არ იქნება?


შარშან ვიყიდეთ პასაჟის სუნელების კაცთან smile.gif ლამაზ ყუთში იყო. გვქონდა დარჩენილი. ცოტა სპირტი უნდა დაასხა და დააყენო. დაკმაოდ ინტენსიური ფერის ნაყენი გამოდის, ამას ვამატებთ ცომში. ზაფრანა არ მგონია ცვლიდეს, არ ვიცი.

Posted by: rtuli 3 Apr 2010, 18:51
Romina
QUOTE
იცით რა მაინტერესებს აქ რომ წერია საფუარი 40 გრამი, მე ფხვნილი საფუარი მაქვს და ის რამდენი უნდა?

10-13 გრ.
მეც ვაცხობ მაგ რეცეპტით,ოღონდ სხვა უზორს მივცემ smile.gif

tikope
QUOTE
სველი გულით რომ გამოვიდეს, რამე განსაკუთრებული უნდა?

როგორც კი მზად იქნება უნდა გამოიღო ღუმელიდან,თორე რაც უფრო დიდხანს რჩება უფრო შრება.
ასე რომ ის ოქროს შუალედია დასაჭერი ,რომ ისეთი გამოვიდეს როგორიც გინდა,ანუ ,,სველი,,

Posted by: trendy 3 Apr 2010, 18:54
rtuli
ჯადოქარკა 2kiss.gif
--------------------------------------

Posted by: Miss_Nata 3 Apr 2010, 19:10
თეთრ გლაზურს რომ გადავუსვამ გაზში კიდევ უნდა შევდო პასკა???? გეხვეწებით მომწერეთ რაააააააა :გეხვეწებითძალიანსმაილიკი:

Posted by: Romina 3 Apr 2010, 19:15
rtuli

დიდი მადლობა 2kiss.gif
თუ კარგი გამომივიდა ხვალ სოფელში წავაცუნცულებ smile.gif

Posted by: irinka1983 3 Apr 2010, 19:21
rtuli


შენი შოკოლადის პასკით გახალისებულმა მოვზილე მეორე ცომი და შაქარის გავითვალისწინე, ხოდა უმაგრესი პასკა გამოვიდა, თან ფორთოხლის მურაბა ჩავაყოლე. რაც მთავარია ბევრი გამოვიდა, ხოდა დღეს დავარიგებ აქაურ ქართველებში biggrin.gif

Posted by: saba444 3 Apr 2010, 20:09
http://www.radikal.ru
ამ კომპოზიციით ყველას მოგილოცავთ აღდგომას!

Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 20:11
Miss_Nata
არ უნდა გაზი.როგორი გააკეთე.მე გავაკეთე(რთულიმ მასწავლა)1კვერცხის ცილა+200 გრამამდე შაქრის პუდრი+ 2ს\კ კრახმალი+1ს|კ ლიმონის წვენი.გვიან ღამით რომ წაუსვი დილით ცელოFნის პარკებში ჩავალაგე>{გახმა)

Posted by: saba444 3 Apr 2010, 20:13
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
პასკები არ გამომივიდა კარგები.მაგარია და რა შეიძლება იყოს მიზეზი?ფქვილის ზედმეტობა?

Posted by: miau 3 Apr 2010, 20:16
ყველას ულამაზესი კულიჩ-პასკები დაგიცხვიათ. smile.gif
ესეც auau-ს ნამუშევრების ნაწილი.

ქიშმიშიანი პასკა
http://img717.imageshack.us/i/picture046vj.jpg/
ნიგვზიანი პასკა გაჭრილი
http://img37.imageshack.us/i/picture009sv.jpg/
ნიგვზიანი პასკა
http://img405.imageshack.us/i/picture043sg.jpg/
* * *
CZ88
QUOTE
მე არასოდეს სგამიკეთებია და ვფიქრობ ეგ მხოლოდ პროფესიონალების საქმეავერ ვბედავ.


კარგი რააა!
შენ მაგას როგორ ამბობ! შენი შეუძლებელი მე პირადად არაფერი წარმომიდგენია biggrin.gif

Posted by: natsu 3 Apr 2010, 20:31
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!!http://www.radikal.ru

Posted by: CZ88 3 Apr 2010, 20:41
saba444
ბესიკის26
saba444
miau
natsu
და სხვებს, წინა გვერდებზე ვინაც გვაჩვენა თავიანთი შემოქმედება , უდიდესი კომპლიმენტი ჩემგან , გმერთმა შეგიწიროთ ეგ გარჯა chest.gif

miau
QUOTE
შენ მაგას როგორ ამბობ! შენი შეუძლებელი მე პირადად არაფერი წარმომიდგენია

მიხარია, რომ მასე მაფასებ, მაგრამ იცი რომ მე მირჩევნია სხვისი ანუ პროფესიონალების ნახელავით მოვიხიბლო და მიხაროდეს მათი შეძლება, ვიდრე რაც სხვის საქმედ მიმაჩნია იქ ვიბოდიალო biggrin.gif ვტკბები თქვენი პასკებით აქედან, თავად კი პანეტონე ვიყიდე დღეს და ამითაც კმაყოფილი ვარ. ცხობას რაც შეეხება, მხოლოდ 2-3 ნამცხვარია, რაშიც დასპეციალისტებული ვარ და ესეც მიხარია smile.gif ხო, ამჯერად არც არაფერი გამომიცხვია, "შვარცვალდური" შევუკვეთე საცხობში და ის მოვიტანე დღეს. სამწუხაროდ, ჟოლოს ტორტზე უარი მითხრეს, დააგვიანეო და ამას დავჯერდი. კარგი სადილის სუფრას გავაკეთებ ხვალ, მაინც ვინ მეყოლება სტუმრად და ტიტიკოს ქორწილივით რომ არ გამომივიდეს, ჩემი ბიჭები და მათი საძმაკაცო იქნებიან და ეგაა.

Posted by: djindjidrinji 3 Apr 2010, 20:51
Peppi
QUOTE
ბავშვზე გკითხე და ვნახე უკვე, შაბათს ველოდები


მადლობა გულშემატკივრობისთვის biggrin.gif თემაში დავწერე უკვე.

Posted by: kisa1 3 Apr 2010, 20:52
ულამაზესი კულიჩები გამოგსვლიათ გოგოებო - ბრავო!
ოღონდ - ის რასაც აცხობთ, მას ქვია კულიჩი.
პასკას აკეთებენ ხაჭოსგან
თუ გაინტერესებს შემიძლია დავდო რეცეპტი smile.gif
* * *
ხაჭოს პასკის რეცეპტი ( გამოცხობა არ სჭირდება)

1 კგ ცხიმიანი გაწურული ხაჭო, 200 გრ.კარაქი. 2 კვერცხის გული, 1/2 ჭიქა შაქრის პუდრი, მუსკატი, ილი, დარიჩინი, ვანილი, ცოტა მარილი

ხაჭო 1 დღით ადრე დაკიდეთ მარლაში ( თუ მშრალია შეიძლება არ გაწუროთ), გაატარეთ ბლენდერში ან საცერში, კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად, შემდეგ შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი + სანელებლები, შეურიეთ ხაჭოს მასას.
დაამატეთ გემოვნებით ან - ქიშმიში, ცუკატები, გახეხდილი შოკოლადი, ნუში, თხილი ან ნიგოზი ( თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული)
ჩაალაგეთ ეს მასა წინასწარ გამზადებულ ფორმაში ( შეიძლება გამოიყენოთ ლამაზი ღრმა სასალათე), ჩააფინეთ მიტკალი ისე რომ არ გაიკეთოს ნაოჭები და ჩაალაგეთ ხაჭოს მასა - შედგით მაცივარში ( საყინულეში არა)
მეორე დღეს გადმოაბრუნეთ თეფშზე, მოაცილეთ სალფეთკი და მორთეთ თქვენი გემოვნებით , ძალიან უხდება გამდნარი შოკოლადი, ცუკატები, შაქრის პუდრა.
შეიძლება ლამაზად დაჭრათ მარმელადი და გააწყოთ მზა პასკა smile.gif
სამწუხაროდ ვერ ვდებ სურათებს, არ მაქ დაინსტალირებული პროგრამა

Posted by: miau 3 Apr 2010, 21:09
kisa1
QUOTE
ოღონდ - ის რასაც აცხობთ, მას ქვია კულიჩი.


ამის წინ ინტერნეტში ვიქექებოდი, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა მომეძიებინა მასალები და რას წავაწყდი იცი? - კულიჩს აცხობდნენ რუსეთში, ხოლო უკრაინასა და რუმინეთში ასეთ "სააღდგომო პურს" უწოდებდნენ პასკას, ის ე.წ. პასხა, გნებავთ პასკა, რომელიც ხაჭოთი მზადდება და არ ცხვეება, კიდევ სხვაა. მანამდე თავგამოდებით ვამტკიცებდი, რომ პასკა მხოლოდ ხაჭოსგან მზადდეება-მეთქი. smile.gif


Posted by: Baltimore 3 Apr 2010, 21:10
rtuli
QUOTE
სულ ვფიქრობ პანეტონეში კრემს რომ ამატებენ ,ჩვენც რომ დავამატოთ რა ,არგამოგვივა boli.gif


რთული, ეგ უკვე პანეტონეს სახელით კი არა, პანდოროს (pandoro) სახელით ეძებეთ, განსხვავებული რამეა. თქვენ ისეთი ხელი გაქვთ, არა მგონია რამე არ გამოგივიდეთ.


http://www.google.it/#hl=ka&source=hp&q=Bauli+Pandoro+Photo&btnG=Google+%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%90&fp=5852afeaa21692e7


http://img444.imageshack.us/i/bauli8.gif/

http://img35.imageshack.us/i/baulipandirolimonce.jpg/

Posted by: kisa1 3 Apr 2010, 21:26
miau
smile.gif
თუ არ გამიბრაზდებით შემიძლია დავდო რუსული რეცეპტები
ძალიან ბევრი მაქ შეგროვილი. ეს რაც დავწერე ეხლა დედაჩემს ასწავლა ერთმა რუმინელმა ქალმა, უკრაინაში ვცხოვრობდით მაშინ.
ბერძნებიც აკეთებენ ხაჭოს პასკას ( პასექი უნდა ერქვას)
ვერ დავიწყებ დავას, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მე ესე ვიცი დედაჩემისგან დე ბებოსგან smile.gif

Posted by: CZ88 3 Apr 2010, 21:32
Baltimore
QUOTE
რთული, ეგ უკვე პანეტონეს სახელით კი არა, პანდოროს (pandoro) სახელით ეძებეთ, განსხვავებული რამეა. თქვენ ისეთი ხელი გაქვთ, არა მგონია რამე არ გამოგივიდეთ.

მაგარი ძვირია მაგ ფირმის პანდორო, დრეს ვნახე და 24 ევრო ღირდა ერთი ცალი . აღდგომის მერე ჩამოფასდება იმედია biggrin.gif

Posted by: miau 3 Apr 2010, 21:51
kisa1
QUOTE
თუ არ გამიბრაზდებით შემიძლია დავდო რუსული რეცეპტები
ძალიან ბევრი მაქ შეგროვილი. ეს რაც დავწერე ეხლა დედაჩემს ასწავლა ერთმა რუმინელმა ქალმა, უკრაინაში ვცხოვრობდით მაშინ.
ბერძნებიც აკეთებენ ხაჭოს პასკას ( პასექი უნდა ერქვას)
ვერ დავიწყებ დავას, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მე ესე ვიცი დედაჩემისგან დე ბებოსგან


რას ამბობ, პირიქით, გაგვიხარდება ახალი რეცეპტები smile.gif

რაც შეეხება დავას - ამ ინფორმაციით მეც გაოცებული დავრჩი. smile.gif პრინციპში, ან რა არის სადავო? - ვისაც უნდა პასკა დაუძახოს და ვისაც უნდა - კულიჩი biggrin.gif მთავარია ძალიან გემრიელია biggrin.gif

Posted by: kisa1 3 Apr 2010, 22:04
miau
smile.gif
რამოდენიმეს დავდებ, მათლა ძალიან ბევრი მაქ
Пасха обыкновенная
Творог выдержать под прессом, протереть через сито, добавить сметану и растертое свежее сливочное масло, соль, сахарный песок, перемешать и выложить в форму. При желании можно добавить ваниль, лимонную цедру или изюм.
творог 3 кг, сливочное масло 200 г, сахарный песок 1 стакан, сметана 1 стакан, соль 2 чайные ложки
Пасха с изюмом
Творог протереть через решето, растереть с маслом, всыпать в него сахарную пудру, влить сметану, положить изюм, все размешать, сложить в форму, застланную изнутри влажной чистой тонкой тряпочкой, положить под гнет на сутки.
800 г творога, 200 г сливочного масла, 1/4 стакана сахарной пудры, 1/2 стакана сметаны, 1/2 стакана изюма.
Пасха
творог жирный - 1 кг яичный желток - 5 шт. масло сливочное - 200 г сливки - 250 г сахар - 300 г ванилин - на кончике ножа изюм - 100 г миндаль - 100 г
Яичные желтки растирают с сахаром добела, вливают сливки и прогревают, помешивая, до растворения сахара, но не кипятят. Миндаль ошпаривают, очищают от кожицы, обсушивают и мелко рубят. Творог протирают через сито. Изюм перебирают, промывают и обсушивают. В горячую массу из желтков и сливок добавляют масло, размешивают до однородной консистенции. Вводят творог, миндаль, изюм, разведенный горячей водой ванилин, тщательно перемешивают и кладут в специальную форму или дуршлаг, застеленный полотняной салфеткой. Сверху кладут легкий пресс (или прижимают дощечкой) и ставят в холодильник на 6–8 часов, чтобы отжать сыворотку. В массу для пасхи можно добавлять тертый шоколад или какао-порошок.
Пасха запеченная
творог отжатый и протертый - 1,5 кг яичный желток - 6 шт. масло сливочное - 300 г сахар - 400 г сметана густая - 400 г изюм - 100 г ванилин - 3 г
Масло разотрите с сахаром, добавьте сметану, желтки, творог и разотрите. Введите изюм и ванилин, хорошо перемешайте, выложите в форму. Поставьте пасху на сковороду и запекайте в слабо разогретой духовке в течение 5 часов до красного цвета. Пасху остудите и выложите из формы. Такая пасха хранится дольше обычной.
Пасха розовая
творог - 800 г варенье малиновое (без сиропа) - 200 г сахар - 100 г яйцо - 3 яйца масло сливочное - 100 г сметана - 400 г
Масло выдержите при комнатной температуре и взбейте. Творог протрите через сито, смешайте с сахаром и вареньем. Добавьте яйца, подготовленное масло и сметану, хорошо перемешайте. Уложите в выстланную тонкой полотняной салфеткой форму для пасхи или дуршлаг, накройте концами салфетки и положите под пресс. Через сутки осторожно выньте пасху из формы и переложите на блюдо.

Posted by: meluzi 3 Apr 2010, 23:15
ყველას გილოცაავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს (ცოტათი ადრე)

გფარავდეთ ღმერთი..


ესეც ჩემი ნიგვზის ყვავილი. მადლობაა rtuli-ს.....

ცოტათი გამებზარა სიმხურვალე ვერ მოვზომე smile.gif მაგრამ მაინც ლამაზია მგონია smile.gif

user posted image



Posted by: Baltimore 3 Apr 2010, 23:38
CZ88
QUOTE
მაგარი ძვირია მაგ ფირმის პანდორო, დრეს ვნახე და 24 ევრო ღირდა ერთი ცალი . აღდგომის მერე ჩამოფასდება იმედია biggrin.gif



sad.gif არა მგონია იტალიაში ასე ძვირი ღირდეს.
წარმოიდგინე, ჩვენთან რომ შემიიტანონ, რა ფასს დაადებენ! smile.gif ავოკადო 16 ლარი, პანდორო - ??? მგონი, პირდაპირ ევროზე გაყიდიან. smile.gif
ბაული საუკეთესო ფორმაა პანროდოსათვის, ვერონულია და თავად ეს ნამცხვარიც ჩრდ. იტალიურია.

Posted by: ბესიკის26 4 Apr 2010, 00:04
გილოცავთ აგდგომას.ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად

Posted by: rtuli 4 Apr 2010, 00:15
QUOTE
ქრისტე აღსდგა!!!

ჭეშმარიტად!!!

გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: miau 4 Apr 2010, 00:21
"ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი
და საფლავებსა შიგანა სიცოცხლის მიმნიჭებელი!"
გილოცავთ ქრისტიანული სამყაროს ამ დიდებულ ზეიმს, ღმერთი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!


Posted by: Gansflim 4 Apr 2010, 00:34
ჭეშმარიტად აღსდგა!










-------------------------

Posted by: CZ88 4 Apr 2010, 00:56
Baltimore
QUOTE
არა მგონია იტალიაში ასე ძვირი ღირდეს.

ძვირი იქნება იქაც . რამდენიმე წლის წინ ვიყავი და პროდუქტი ბევრად ძვირი ღირდა ვიდრე გერმანიაში.ახლა როგორაა არ ვიცი.

გილოცავთ ყველას აღდგომას. მრავალს დაესწარით, უფალი გფარავდეთ მუდამ 2kiss.gif

Posted by: August 4 Apr 2010, 02:59
ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ ყველას!
მრავალს დაგასწროთ უფალმა!

ეს ჩემი ხაჭოს პასკა ცოცხალი ჟოლოთი, ჟოლოს ჯემით, ატმითა და ჟოლოს ვაჟინით ...

Posted by: August 4 Apr 2010, 03:03
წესითა და კანონით გამომცხვარი I პასკა ჩემებს რომ შემოეჭამათ კი მოგახსენეთ უკვე ...
დღეს II პარტია გამოვაცხვე და ისე გავთავხედდი, რომ ყველაფერი თვალის ზომით და გუმანით გავაკეთე. ვითომ ეს კმაროდა ჩვეულებრივი კარაქის ნაცვლად არაქისის კარაქი გამოვიყენე ... სუნი აქვს წაქცევა და ღუმელიდან ძლივს გამოვიტანე იმხელაზე ამოვიდა ...
ერთი ჯერ კიდევ ღუმელშია .

Posted by: SkitterZ 4 Apr 2010, 03:21
მეც გილოცაავთ
ქრისტე აღსდგა jump.gif

user posted image

Posted by: tikunia-teiko 4 Apr 2010, 03:23
ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ ყველას!

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


ეს ჩემი პასკები და ვაშლის პეროგი. სურათის ცუდი ხარისხის გამო ბოდიშს გიხდით

Posted by: August 4 Apr 2010, 12:04
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!

ესეც ბოლო პასქა ...
არაქისის კარაქმა ძალიან გაამართლა ... საუცხოო გემო შემატა თან მთელ-მთელი ნუშები ჩავაყოლე, ცოცხალი ლიმონი, ფორთოხლის ცედრა, ცუკატები, ქიშმიში, ილი, ჯავზი და კონიაკი ბეევრი ...
მართლა ძააალიან კარგი რამე გამოვიდა ...

Posted by: WALLON 4 Apr 2010, 14:35
ქრისტე აღსდგა !!! გილოცავთ !!! მრავალს დაესწარით !!!

Posted by: tos-ka 4 Apr 2010, 15:14
ქრისტე აღსდგა!!!!!
გილოცავთ!!!!!
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
http://www.radikal.ru

Posted by: August 4 Apr 2010, 15:31
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

Posted by: miau 4 Apr 2010, 15:40
tos-ka

ხაჭოს პასკაზე ასომთავრული ანბანი! up.gif


Posted by: upwave 4 Apr 2010, 15:44
ქრისტე აღსდგა!!
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღე!!!

Posted by: shumeri 4 Apr 2010, 16:42
ქრისტე აღსდგა....
ჭეშმარიტად აღსდგა.
გილოცავთ ჩემო ქართველებო.
ესეც ჩემი სააღდგომო ტკბილეული
http://www.radikal.ru
შესახედად დიდი ვერაფერი, მაგრამ გემრიელებია ძალიან....

ესენი რთულის რეცეპტით
http://www.radikal.ru


ეს ქალბატონი ავგუსტას რეცეპტით
http://www.radikal.ru
ოღონდ მინანქარს არ ვუკეთებ პასკებს, ისე უფრო მომწონს...


ესეც ხაჭოს პასკა
http://www.radikal.ru
მართლა უგემრიელესი იყო ყველა რეცეპტი.....
ამიტომ ყველას დიდი მადლობა რეცეპტებისთვის და რჩევებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ.

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Apr 2010, 17:40
ქრისტე აღსდგა!

http://www.radikal.ru

ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაგასწროთ უფალმა!
როგორ გიტრიალიათ და გიბზრიალიათ ყველას, სიტყვები არ მყოფნის, როგორ შეგაქოთ 2kiss.gif bis.gif

გარდა პასკებისა, რომლებიც პარასკევს გამოვაცხე და რაც დრო გადის, უფრო გემრიელი ხდება, გუშინ და დღეს გავაკეთე

ხაჭოს პასკა
http://www.radikal.ru

სააღდგომო ყვავილი (იდეაში თეთრი მინანქარი უნდა ამშვენებდეს, მაგრამ როგორც ყველა მინანქარი, ესეც ოსტატურად ააცალეს ბავშვებმა biggrin.gif )
http://www.radikal.ru

უზბეკური პლოვი
http://www.radikal.ru

დამარინადებული და შემწვარი ქათამი მინისებურ ვერმიშელთან ერთად ტკბილ-მჟავე სოუსში
http://www.radikal.ru

Posted by: kokogorgo 4 Apr 2010, 18:44


ქრისტე აღსდგა!!!

გილოცავთ! გაიხარეთ!

love.gif

Posted by: CZ88 4 Apr 2010, 19:28
კიდევ ერთხელ გილოცავთ smile.gif უფალი გფარავდეთ მუდამ.

ესეც ჩემი მწირი სააღდგომო "ასესუარები" smile.gif ვარდის გვერდით ინდაურის კვერცხია შეღებილი :

http://img20.imageshack.us/i/sunp0252.jpg/

ბარემ სალოცავი კუთხეც იყოს:

http://img63.imageshack.us/i/sunp0259.jpg/

სუფრა ჯერ არ გამიშლია, საღამოს ველოდებით ჩემი შვილების მეგობრებს, გავაკეთე: ჩვენებურ გუფთას მსგავსი ცუკინის, სოკოს და მწვანე ბულგარულის პამიდვრიან სოუზში, ციურიხული "ნათალი" ინდაურის ფილეებისგან ჩემებური ვარიაციით , ჩემი "საფირმო" სალათი ( გავს მოსკოვურს, ოღონდ ჭარხლის გარეშე და მეტი მწვანილეულობით + ვაშლი), ბადრიჯნები ჩაწყობილი ქინძ-ძმარის მსგავს წვენში, ქათმის ბარკლები და ღორის სტეკები, გერმანული შესაწვავი ძეხვი გრილზე შემწვარი, ფენოვან ცომში გამომცხვარი ქაშაყი ფეტა ყველითა და ისპანახის გულსართით. + ტკბილეულობა. მე მგონი საკმარისია . თუ მოვახერხე საღამოს გადავიღებ სურათს.

August
პირამიდებს რომ გავს თეთრები, ისინი რა არის? რაღაც ძალიან უცხოდ ჩანს , ალბათ გამომრჩა მე და იქნებ კი გიწერიათ სადმე smile.gif

Posted by: Girl From Villa Villekulla 4 Apr 2010, 20:17
ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ აქაც, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა! 2kiss.gif

shumeri
WOMAN IN LOVE
CZ88
August
meluzi
rtuli
SkitterZ
tikunia-teiko
tos-ka
miau
saba444
natsu

ძალიან მაგრები ხართ, აი ძალიან! რომ არ მეთქვა, ვერ გავძლებდი.
თქვენი პასკების შემყურე, ნაყიდ პასკას არ მივკარებივარ, და აღდგომა ისე მოვიდა რომ ჯერ არ მიჭამია პასკა sad.gif
ხოდა შემდეგ წელს მეც შემოვამატებ ჩემს გამომცხვარ პასკებს თქვენებს 2kiss.gif

Posted by: CZ88 4 Apr 2010, 20:21
Girl From Villa Villekulla
QUOTE
ხოდა შემდეგ წელს მეც შემოვამატებ ჩემს გამომცხვარ პასკებს თქვენებს

მეც არ გამომიცხვია პასკა, პატარავ 2kiss.gif პანეტონე ვიყიდე. მე ნუ მიმათვლი პროფესიონალი მეპასკეების სიას smile.gif მე მხოლოდ ვტკბები მათი ნახელავით. იცოცხლე და იხარე chest.gif

Posted by: Girl From Villa Villekulla 4 Apr 2010, 20:57
CZ88
გაფორმება ხომ არის თქვენი? ვარდმა დაგლიჯა! love.gif

და კიდე ფაუსტინას იასამანმა love.gif

ძალიან ლამაზი გაზაფხული დაგვიდა კულინარიულ განყოფილებას, 2kiss.gif

Posted by: shumeri 4 Apr 2010, 21:34
Girl From Villa Villekulla
გაიხარე ჩემო კარგო.....
გამომცხვარი მართლა გემრიელია, მართალია ერთი ღამე შეიწირა, მაგრამ ღირდა.

Posted by: CZ88 4 Apr 2010, 23:33
ჩემს დედამთილს გავუგზავნე თქვენი ნახელავების სურათები და გასასვენებელია როგორც ჩანს, 15 წუთია ხმა არ ამოუღია biggrin.gif ნიზლავს დავდებ, მიწას გათხრის და მაგის ცხობას დაიწყებს biggrin.gif ლოოოლ

Posted by: tos-ka 5 Apr 2010, 08:35
miau
QUOTE
tos-ka

ხაჭოს პასკაზე ასომთავრული ანბანი!


ეგ უკვე ტრადიციციაა smile.gif

CZ88
QUOTE
ჩემს დედამთილს გავუგზავნე თქვენი ნახელავების სურათები და გასასვენებელია როგორც ჩანს, 15 წუთია ხმა არ ამოუღია  ნიზლავს დავდებ, მიწას გათხრის და მაგის ცხობას დაიწყებს  ლოოოლ



lol.gif lol.gif lol.gif
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 13:18
ქრისტე აღსდგა! ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დრესასწაულს smile.gif


ჩამოვედი მე და ვიწყებ პასკის გაკეთებას. რეცეპტი არ მაქვს!
კულინარიის დედებო და მამები, მმეცონთ რაიმე მარტივი რეცეპტი რომ გამოვაცხო გემრიელი პასკა.


Posted by: rtuli 5 Apr 2010, 18:48
shumeri
QUOTE
ესეც ჩემი სააღდგომო ტკბილეული

შენი კულიჩები ანათებენ მზესავით smile.gif up.gif

CZ88
QUOTE
ნიზლავს დავდებ, მიწას გათხრის და მაგის ცხობას დაიწყებს  ლოოოლ

gigi.gif
საინტერესოა რაქნა,გამოაცხო rolleyes.gif

Posted by: CZ88 5 Apr 2010, 19:28
QUOTE
საინტერესოა რაქნა,გამოაცხო

rtuli
არა, ვუთხარი მაგას საკრალული მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ აღდგომის წინა დღეს კეთდება მეთქი. შემეცოდა საწვალებლად smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Apr 2010, 19:42
CZ88
ძალიან გთხოვ, აღარაფერი დაწერო იქ, ხომ ხვდები, რომ მათთან თავის გაყადრება არ ღირს. მე პრინციპულაად არ ვცემ პსუხს არავის და შენ კიდევ ჩემს გამო გიტევენ.

Posted by: CZ88 5 Apr 2010, 21:26
WOMAN IN LOVE
QUOTE
ძალიან გთხოვ, აღარაფერი დაწერო იქ, ხომ ხვდები, რომ მათთან თავის გაყადრება არ ღირს. მე პრინციპულაად არ ვცემ პსუხს არავის და შენ კიდევ ჩემს გამო გიტევენ.

ახლა წავიკითხე ეს პოსტინგი , მაპატიე .

თუ შენ არაფერი გაკლდება მაგით, მე შემომიტიონ, არ არის პრობლემა, სიტყვა-პასუხი არ მეშლება და მათთნაირად არ ვუზრდელობ, სხვა რა უნდა დამაკლონ. არც ვორნია პრობლემა, თუნდაც დაუმსახურებელი იყოს smile.gif მერე რა. მათნაირი ინტრიგანი კი არ გავხდები თემები ვხსნა მაგაზე და ხაფანგები ვუდო ხალხს.

ვუმენ, შენ არაფერ შუაში ხარ, სხვამ თუ არა, შენ მაინც იცი, რომ ისევე გიცნობ შენც, როგორც სხვებს აქ, მხოლოდ ფორუმიდან. ნებისმიერ ჩვენს გოგონაზე მექნებოდა ასეთი რეაქცია, სულერთია ვინ იქნებოდა. მე დიდგორზე ფილმს ვეძებდი და შემთხვევით აღმოვჩნდი იმ განყ-ში, თორემ თავად იცით სადაც ვარ.

Posted by: shumeri 5 Apr 2010, 21:41
rtuli
QUOTE
შენი კულიჩები ანათებენ მზესავით 

ვაიიი, დიდი მადლობა......
შენი კომპლიმენტი ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის. 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Apr 2010, 23:09
CZ88
უბრალოდ არ მინდა ჩემს გამო შეუარცხყოფა აიტანო. მე არ ვწერ და არც დავწერ მანდ. აწი იმედია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ თუ კიდევ მომაყენებს შეურაცხყოფას, ისევ საკადრის პასუხს მიიღებს.

Posted by: auau 5 Apr 2010, 23:23
BadbadGirl
უმარტივესია და გემრიელი.
1.5ჭიქა ფქვილში აურიე 2 ს/კ მშრალი საფუარი. 1.5 ჭიქა თბილ რძეში გახსენი ყავის ჭიქით შაქარი და მერე საფუვრიან მასას შეუერთე. დადგი ასაფუებლად.
5 კვერცხი + 300გ კარაქი ან მარგარინი + 4 ან 4.5 ჭიქა შაქარი + 2ს/კოვზი ილი(კარდამონი)+ დანის წვერზე მარილი, 1 ცალი დაფხვნილი მუსკატის კაკალი გათქვიFე და როცა საფუვრიანი მასა ამოვა, შეაზილე გაცრილ ფქვილთან ერთად. ფქვილი ნელ-ნელა შეაზილე და კარგად მოზილე ცომი. დადგი ასაფუებლად. რომ ამოვა, ერთხელ ჩაზილე, მეორედ ამოსვლის შემდეგ შეაზილე 200გ ქიშმიში, ჩადე ფორმებში 1/3-ზე და ფორმებში რომ კარგბად ამოვა - გამოაცხე.

Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 23:26
auau
2kiss.gif 2kiss.gif

მოვზილე უკვე და ამოვიდნენ კიდეც ქვაბებში smile.gif

ყველაფერი თვალის ზომით მივეცი, და ერთადერთი შემთხვევაა როცა რამე კერძო რეცეპტი არ გამომიყენებია smile.gif
ხოდა კარგი რომ გამოვიდეს, გაჭირდება იგივე ცომის მოზილვა, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენი რა მივეცი.

Posted by: volli35 5 Apr 2010, 23:52
auau
QUOTE
უმარტივესია და გემრიელი.
1.5ჭიქა ფქვილში აურიე 2 ს/კ მშრალი საფუარი. 1.5 ჭიქა თბილ რძეში გახსენი ყავის ჭიქით შაქარი და მერე საფუვრიან მასას შეუერთე. დადგი ასაფუებლად.
5 კვერცხი + 300გ კარაქი ან მარგარინი + 4 ან 4.5 ჭიქა შაქარი + 2ს/კოვზი ილი(კარდამონი)+ დანის წვერზე მარილი, 1 ცალი დაფხვნილი მუსკატის კაკალი გათქვიFე და როცა საფუვრიანი მასა ამოვა, შეაზილე გაცრილ ფქვილთან ერთად. ფქვილი ნელ-ნელა შეაზილე და კარგად მოზილე ცომი. დადგი ასაფუებლად. რომ ამოვა, ერთხელ ჩაზილე, მეორედ ამოსვლის შემდეგ შეაზილე 200გ ქიშმიში, ჩადე ფორმებში 1/3-ზე და ფორმებში რომ კარგბად ამოვა - გამოაცხე.

ფქვილის მთლიანი რაოდენობა არ გიწერია და შეგიძლია დაწერო????? ...... პასკების რეცეპტებს ვაგროვებ და შენი რეცეპტიც მომეწონა

Posted by: CZ88 6 Apr 2010, 00:46
WOMAN IN LOVE
QUOTE
უბრალოდ არ მინდა ჩემს გამო შეუარცხყოფა აიტანო.

ჩემზე არ იდარდო smile.gif რომ რამე, შენს გამოც ავიტან და ნებისმიერი ჩვენი გოგონას გამო, სულერთია ვინ იქნება (თუნდაც ნანანა, რომელმაც ვითომ მეჩხუბა, მაგ კუდრაჭამ, სულ მიყვარდა თან და ახლაც მიყვარს 2kiss.gif ). თუმცა, მე აღარ მახსენებენ, მეტად მშვიდად გავეცი არგუმენტირებული პასუხები და ალბათ მერიდებიან, რა ვიცი. ეგონათ წამოვეგებოდი ინტრიგას და გამაზეს.

Posted by: annak 6 Apr 2010, 11:11
ყველას გულითადად გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს!
მრავალს დაესწარით!

თქვენი სააღდგომო ნახელავით მოვიხიბლე up.gif

ჩემი ხაჭოს პასკა
სხვანაირად მინდოდა მომაერთო, მაგრამ დრო არ მქონდა ბევრი და ისევ "ტრაფარეტულად" მოვრთე...
http://www.radikal.ru
ეს დედას გამომცხვარი პასკის "ზედხედი" biggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: Peppi 6 Apr 2010, 12:39
ესეც პუდინგი ნარჩენი პასკისგანsmile.gif
სუფრის გამრავალფეროვნება გადავწყვიტე, კიდევ უფრო გემრიელი იყოsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=228&Itemid=55

Posted by: saba444 6 Apr 2010, 19:02
rtuli
თქვენი "გვირგვინომანია" მეც შემეყარა და გავაკეთე, სოფელში ვიყავი და აი ეხლა დავდებ.დიდი მადლობა რეცეპტისთვისუგემრიელესი
იყო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა,ფორმითაც მგონი არაუშავს,არა?


Картинка в тексте
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 6 Apr 2010, 20:38
saba444
QUOTE
დიდი მოწონებაც დაიმსახურა,ფორმითაც მგონი არაუშავს,არა?

სასიამოვნოა რომ მოგეწონათ smile.gif
ძალიან ლამაზად გაქვს გაფორმებული up.gif

Posted by: tikunia-teiko 6 Apr 2010, 21:14
rtuli

თქვენი ყვავილის რეცეპტი ვერ ვიპოვე და სადმე წერია? წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: saba444 6 Apr 2010, 21:30
rtuli
მიხარია რომ მოგეწონა , გულსართის მრავალფეროვნებაც მოუხდება,შემდეგში სხვა შიგთავსს გავუკეთებ 2kiss.gif

Posted by: rtuli 6 Apr 2010, 21:35
tikunia-teiko
QUOTE
თქვენი ყვავილის რეცეპტი ვერ ვიპოვე და სადმე წერია? წინასწარ დიდი მადლობა

შენობით მომმართე 2kiss.gif
http://forum.ge/?showtopic=33724761&f=&st=660&#entry18700810

saba444
QUOTE
გულსართის მრავალფეროვნებაც მოუხდება

მე წელს სხვადასხვა გულსართით მოვამზადე და ფორმაც შევუცვალე
http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=975

Posted by: tikunia-teiko 6 Apr 2010, 21:39
რთული

QUOTE
შენობით მომმართე


smile.gif ასე იყოს 2kiss.gif ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი სიმპათიით 2kiss.gif

Posted by: rtuli 6 Apr 2010, 21:47
tikunia-teiko
2kiss.gif

saba444

აი ერთერთი უმარტივესი ვარიანტი:
გაშლი თხლად ცომს,მე ცოტა კარაქიც გადავუსვი და მოვაყარე ჩირების+სოკოლადის +ნუშის ნარევი
http://www.radikal.ru
მოვახვიე რულეტივით და დავჭერი,მერე ასე დავალაგე
http://www.radikal.ru
დავდგი ამოსასვლელად 30-40 წუთით,გადავუსვი კვერცხის გულის და რძის ნარევი,შევდგი ღუმელში და გამოვაცხე.
გამოვიდა ასეთი ფორმის
http://www.radikal.ru
დაჭრა აღარ უნდა ,პირდაპირ მოაცლი ნაჭერს smile.gif
http://www.radikal.ru


პ.ს. რაც შეეხება გვირგვინს და მსგავსი ფორმის ,,ნაწარმს,,,გირჩევთ პერგამენტ მოხვეული(უფრო ფოლგა მოხვეული,ადვილად დაეხვევა) ტომატ პასტის ან სხვა ცარიელი რკინის ყუთი ცაუდოთ შუაში,ცომი როცა გასაფუებლად დადგავთ არსეავსებს სივრცეს+ფორმას შეინარჩუნებს yes.gif

Posted by: S_H_I_N_Y 6 Apr 2010, 22:05
rtuli

მართლა სრუალიად გენიალურად მარტივი ყოფილა და ულამაზესია bis.gif
თან ისე გემრიელად გამოიყურებააა .....
user.gif

არაჩვეულებრივი ხელი გაქვთ 2kiss.gif

Posted by: miau 6 Apr 2010, 22:16
volli35
QUOTE
ფქვილის მთლიანი რაოდენობა არ გიწერია და შეგიძლია დაწერო????? ...... პასკების რეცეპტებს ვაგროვებ და შენი რეცეპტიც მომეწონა


პასკა ხომ ტორტი არ არის და ფქვილის ზუსტ რაოდენობას ვერ გათქვლი - უნდა იყოს ნაზი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა და შესაბამისად დაუმატებ ფქვილს. უნდა ზილო 1 საათი მაინც.

Posted by: ninoma 6 Apr 2010, 22:25
rtuli
მესამე სურათზე რომ არის, იმას როგორ მიეცი ფორმა,
ჩაჭერი და გადაგრიხე?
რამდენი ხანია ვაკვირდები და ვერ მივხვდი მაინც.

Posted by: likaterine 6 Apr 2010, 22:37
გააკეთეთ სააღდგომო ყვავილი თუ გვირგვინი თუ რაც ჰქვია მოკლედ, ძაალიან გემრიელია. მე გავაკეთე აღდგომას და ერთ საათში ბრდღვნა არ იყო biggrin.gif რაღა დაგიმალოთ და ყველაზე მეტი მე მივირთვი ყოველგვარი ზედმეტი სინდისის ქენჯნის გარეშე biggrin.gif
რაღა თქმა უნდა მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა რთულის გემრიელი რეცეპტისთვის smile.gif

Posted by: rtuli 6 Apr 2010, 23:16
S_H_I_N_Y
likaterine
QUOTE
კიდევ ერთხელ მადლობა რთულის გემრიელი რეცეპტისთვის

მადლობთ გოგოებო smile.gif
ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის,მე ვსწავლობ ჟურნალებიდან+წიგნებიდან, რათქმაუნდა ინტერნეტიდანაც +უფროსი დისგან ვისწავლე და უკრაინელი ბებიის დამსახურებაც არის yes.gif
ჩემს გემოზე დამყავს რეცეპტები და თქვენც გიზიარებთ smile.gif

ninoma
QUOTE
ჩაჭერი და გადაგრიხე?
რამდენი ხანია ვაკვირდები და ვერ მივხვდი მაინც.

smile.gif
ძალიან მარტივია:
ცომის ორ საშვალო გუნდას შლი თხლად(სათითაოდ),აყრი ნიგვზის ან სხვა რაიმე გულსართს,ახვევ რულეტივით.
გამოგივა ორი რულეტი.
ბოლოებს შეუერთებ,მეცოტა კვერცხის ცილით ვასველებ და კარგათ ერთდებიან ბოლოები,მერე გადაგრიხავ ერთმანეთზე,ბოლოებს ისევ შეუერთებ.
დადებ თუნუქის ფურცელზე და დანით ჩაუჭრი გვერდებს(ბოლომდე არა),როცა ამოსასვლელად დაასვენებ მაგ გრეხილს ასე ლამაზად ჭრილი იშლება smile.gif
გადაუსმევ კვერცხის გულს+რძეს და გამოაცხობ.
ამას გულისხმობ ხომ:
http://www.radikal.ru
ასეც ჭრილში:
http://www.radikal.ru

Posted by: saba444 6 Apr 2010, 23:21
rtuli
მოკლედ ძალიან ყურადრებიანი ხარ და დიდი მადლობა! 2kiss.gif მართლაც არაჩვეულებრივი ფორმებია
თან ძალიან მარტივი ერთი შეხედვით,მაგრამ ულამაზესი.რკინის ყუთი როგორ უნდა ჩაუდო,ეგ ვერ მივხვდი....

Posted by: rtuli 6 Apr 2010, 23:33
saba444
QUOTE
რკინის ყუთი როგორ უნდა ჩაუდო,ეგ ვერ მივხვდი....

ანუ,თუნუქის ფურცელზე როცა დადებ ცომის რკალს(ანუ რულეტს რკალის ფორმას ხომ მისცემ),ჰოდა იმ სივრცეში ჩადგი რკინის ყუთი smile.gif

Posted by: ninoma 6 Apr 2010, 23:43
rtuli
კი მაგას ვგულისხმობდი.
არ ყოფილა რთული.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის, უნდა ვცადო.
გვირგვინი გამოვაცხე პარასკევს და 2 დღე თვალები ებრიცებოდათ ბავშვებს(მე დედა ვარ?),
კვირას როგორც კი დავჭერი 1 საათში გააქრეს, მართლაც რომ გემრიელი იყო.
შუათანამ მირჩია, რომ შემდეგისათვის ქიშმიში აღარ ვუყო და ნიგვზის რაოდენობა გავზარდო.(ქიშმიში არ უყვარს)

Posted by: saba444 6 Apr 2010, 23:49
rtuli
აჰააა, გასაგებია. გავითვალისწინებ აუცილებლად


Posted by: rtuli 6 Apr 2010, 23:56
ninoma
QUOTE
შუათანამ მირჩია, რომ შემდეგისათვის ქიშმიში აღარ ვუყო და ნიგვზის რაოდენობა გავზარდო.(ქიშმიში არ უყვარს)

ჩემს უმცროს გოგოს გავს smile.gif
ეგ გრეხილი მაგას მოუმზადე,მხოლოდ ნიგვზის გულსართით:
გატარებული ნიგოზი+1 კვერცხის ცილა გავთქვიფე+დარიჩინი ოდნავ+შაქარი(რაოდენობა გემოთი და თვალის ზომით).

არდაგვაკარებინა პირი,ცოტცოტას 3 დღის განმავლობაში მიირთმევდა biggrin.gif

Posted by: ninoma 7 Apr 2010, 00:07
rtuli
QUOTE
გატარებული ნიგოზი+1 კვერცხის ცილა გავთქვიფე

ცილის გარეშე არ გამოვა?
ცილიანი ნიგვზის გაშლა მთლიან ცომზე ძნელია და ამიტომ მაინტერესებს.
განსხვავება არის რამეში(ცილის დამატება რას ცვლის)?
დღეს ნამეტანი შეგაწუხე კითხვებით, ჯერჯერობით მეტს აღარ ვიზამ. no.gif

ხარებას გილოცავთ ყველას!!!

Posted by: ბესიკის26 7 Apr 2010, 00:15
QUOTE
შობას გილოცავთ ყველას!!!

ninoma
??? biggrin.gif

Posted by: rtuli 7 Apr 2010, 00:16
ninoma
QUOTE
ცილიანი ნიგვზის გაშლა მთლიან ცომზე ძნელია და ამიტომ მაინტერესებს.
განსხვავება არის რამეში(ცილის დამატება რას ცვლის)?

ჯერ ცილა მაინც გრჩება იმ კვერცხის გულისგან რომელიც ზემოდან უნდა გადაუსვა.
მერე სისველეს აძლევს ნიგვზის გულსართს+კრავს.
გაშლით კიდე როგორც ზემოთ მაქვს ნაჩვენები ისე ვაყრი,არ აქვს მნიშვნელობა რომ პავიდლოსავით ესვას,მაინც რულეტივით მოახვევ და ის ნიგოზი განაწილდება ყველგან smile.gif.

არვწუხდები საერთოთ,ეხლა ვისვენებ დღეს სახლი გადავატრიალე,ვალაგებდი
yes.gif smile.gif

Posted by: ninoma 7 Apr 2010, 00:26
rtuli
QUOTE
ჯერ ცილა მაინც გრჩება იმ კვერცხის გულისგან

ამ დღეებში 2 პორცია ქოქოსიანი ბეზეს ცილა მოვაგროვე და უნდა გამოვაცხო.
უფროსს ძალიან მოსწონს.
დიდი მადლობა და ტკბილი ძილი. kiss.gif

ისე თქვენც მასე ხართ ხალხნო, სამივეს ისეთი განსხვავებული გემოვნება აქვთ,
თითქოს სხვადასხვა დედის გაზრდილები არიანო smile.gif

Posted by: rtuli 7 Apr 2010, 01:09
ninoma
QUOTE
გილოცავთ ყველას!!!

ხარებას smile.gif
მეც გილოცავთ ყველას!

Posted by: ninoma 7 Apr 2010, 01:19
ბესიკის26
rtuli
ჩავასწორეეეეეეეეეე(ესრამომივიდათავშიხელებისცემისსმაილაკი)

Posted by: faustina 7 Apr 2010, 01:45
rtuli
QUOTE
ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის,მე ვსწავლობ ჟურნალებიდან+წიგნებიდან, რათქმაუნდა ინტერნეტიდანაც +უფროსი დისგან ვისწავლე და უკრაინელი ბებიის დამსახურებაც არის 
ჩემს გემოზე დამყავს რეცეპტები და თქვენც გიზიარებთ

ერეს უნ ხენიოოო ი არტისტა!!!!___ ესპანელი ასე გეტყოდა და ქართველი კი __ გენიოსი და ხელოვანი ხარ!!!
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: tikunia-teiko 7 Apr 2010, 01:52
რთული

QUOTE
რადგან პასკის ცომი(ანუ ახალი რეცეპტი გამოვიყენე)+გლაზურიც საცდელი იყო ,მე მინდა ავღნიშნო რომ გამომივიდა ის გემო და სტრუკტურა რაც მინდოდა:
ტკბილი,სუნელები ზომიერი+არამშრალი(მახრჩობელა)+გლაზური არიმტვრევა ლამაზად იჭრება+არეკრობა არსად(პარკებში მოვათავსე მშვენივრად).
ესეც გავჭერი,ვერ მოვისვენე მინდოდა გასინჯვა


ეს პასკა სგუშონიანი პასკის რეცეპტია თუ სხვა?

Posted by: ბესიკის26 7 Apr 2010, 13:37
QUOTE
რადგან პასკის ცომი(ანუ ახალი რეცეპტი გამოვიყენე)+გლაზურიც საცდელი იყო

rtuli
რთული_ მინდა რომ ეხლა კვირისთვის სულ რამოდენიმე პასკა გავაკეთო,შენი წლევანდელ ახალ რეცეპტს გამიზიარებ?რა აქვს სხვა,და რამე პრინციპული განსხვავება თუ აქვს.თეთრი მინანქარი კი, 1კვერცხი+200გრ.პუდრი+2ს/კ სახამებელი+1ს/კლიმონი ზალიან კარგად გაშრა მაგრამ დაჭრის დროს სულ ბრტყლა-ბრტყლად მოძვრა.რამე სხვანაირად ხომ არ გაგიკათებია შენ,თუ შოკოლადისას გულისხმობდი?
QUOTE
გლაზური არიმტვრევა ლამაზად იჭრება


Posted by: tikope 7 Apr 2010, 14:39
S_H_I_N_Y
QUOTE
. ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა, მერე დაწერე რაა

QUOTE
აი , შენი რეცეპტით მოვზილე ცომი, ოღონდ მთელი ღამე არ დამიტოვებია და ასე შემდეგ, მოვზილე ეგრევე და მეორედაც ჩავზილე, ახლა კარგად რომ ამოფუვდება, დავამატებ ქიშმიშს და სანელებლებს, ასევე დავჭერი ახალი ლიმნის და ფორთოხლის კანი და კარამელში მოვადუღე, ისინიც უნდა შევურიო. ვნახოთ რა გამოვა. მეც ძალიან ომწონს სველგულიანი პასკები, და ასევე ყვითელი გული რომ რჩება. ვერასდროს გამოვაცხე ისეთი, რომ არ გამუქდეს შიგნით. ვნახოთ , ახლა რა გამოვა. ცომი კი უგემრიელესია . ხო კიდევ ერთი, ცომს არაყი დავუმატე. სველი გულით რომ გამოვიდეს, რამე განსაკუთრებული უნდა? კაი დროს ვკითხულობ..

დიდი ბოდიში, რომ დავაგვიანე სურათის დადება, ვერ მოვახერხე
ეს კი ის პასკაა, რომელიც ჩემს ოჯახს გადაურჩა
biggrin.gif
http://www.radikal.ru

ვერც შევალამაზე, კვერცხებიც გამქრალია ოჯახიდან..
დღეს სკოლაში წავიღე და საკმაოდ მოეწონათ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი რეცეპტი დადე.
ცოტა რაღაცეები შევცვალე , მაგრამ მაინც გამოვიდა

Posted by: rtuli 7 Apr 2010, 19:28
faustina
QUOTE
ერეს უნ ხენიოოო ი არტისტა!!!!___

ვერ შევიფერებ no.gif
შენგან კოცნის სმაილს მივიღებ 2kiss.gif

tikunia-teiko
ბესიკის26
ეს რეცეპტი რადიო პალიტრის მსმენელს წავუკითხე,აქ ეხლა ვდებ რადგან გამოცდილი მაქვს და კმაყოფილიც დავრჩი შედეგით:

1 კგ.ფქვილი(მაგრამ მე ოდნავ მეტი დამჭირდა)
50გრ.დაწნეხილი საფუარი
3/4 ჩ.კ. მარილი
300გრ. კარაქი(ან მარგარინი,მე სანახევროდ ვხმარობ)
450 გრ. შაქარი
6 ცალი კვერცხი(ოთახის ტემპერატურის,თან 1 ნომერის ზომის)
1 ,5 ჩ.ჭ. რძე
250 გრ.ქიშმიში
50გრ.ცუკატები
50გრ.ნუში
ვანილი
ილი+დარიჩინი+მუსკატის კაკალი 1 ჩ.კ

თბილ რძეში გახსენით საფუარი და დააცერით 4 ჩ.ჭ. ფქვილი,მოზილეთ ცომი.
გათქვიფეთ კვერცხის გულები+შაქარი.
გათქვიფეთ კვერცხის ცილები.
ცხიმი ორთქლის აბაზანაზე ოდნავ გაადნეთ(ან მე უბრალოდ ოთახში მედო და დარბილებული გამოვიყენე).
მოზელილ ცომში დავამატოთ:
მარილი,მერე ვამატებთ გათქვეფილ კვერცხის გულებს(თავ ვზელავთ ცომს),მერე ცხიმს ვამატებთ და როცა ყველაფერი შეიზილება ვამატებთ კვერცხის ცილას.
ამ მასას ზემოდან მოვაყრით ცოტა ფქვილს,დავაფარებთ ,დავდგავთ მყუდრო,თბილ ადგილას მთელი ღამით ამოსასვლელად.

დილით ამოსულ ცომს შევაზელთ დანარჩენ ფქვილს+ვანილს და ისევ დავდგავთ ამოსასვლელად.
ცომი რბილი უნდა იყოს,ოდნავ ხელს ეკიდებოდეს.

მეორედ ამოსულ ცომს ვამატებთ ქიშმიშს+ცუკატებს+ნუშს+სუნელებს,მოვზილავთ და ყალიბებში გავანაწილებთ.ცომი 1/3 ყალიბს უნდა ფარავდეს,ამოსული ცომი უნდა იყოს ყალიბის 3/4 დამდე.
დავდგავთ ამოსასვლელად,გადავუსვათ კვერცხის გულის+1 ჩ.კ. რძის ნარევი და გამოვაცხოთ 45-50 წუთის განმავლობაში 180-190 გრადუსზე.
http://www.radikal.ru

გაციებულ კულიჩს წაუსვათ მინანქარი:
150-200გრ. შაქრის პუდრი+1 ჩ.კ. კრახმალი შევათქვიფოთ კვერცხის ცილას+1 ს.კ. ლიმონის წვენი(ლიმონის წვენის ცოტა მეტით დამატებით უფრო ვათხელებთ მინანქარს).
ცოტა შაქრის პუდრი რომ დააკლოთ უფრო რბილი იქნება.
მე ცოტა სქლად გადავუსვი მინანქარი და არმემტვრეოდა როცა გაშრა.

პ.ს. კულიჩების გამოცხობის დრო ყალიბზეა დამოკიდებული.
პატარა ყალიბში 30 წუთი ყოფნის გამოცხობა .
საშვალოში 40-45 წუთია საკმარისი.
800გრ.კულიჩისთვის50-60 წუთია საჭირო.
მოკლედ ზედაპირს როცა დაატყობთ რომ უკვე შელამაზებულია და დროც თითქმის მიახლოვებულია საშვალო გამოცხობის სტანდარტებს,გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გაუსინჯეთ გულის სიმშრალე.
როცა კულიჩი დიდხანს ცხვება(ცოტა მეტი მოსდის)მშრალი გამოდის.

Posted by: S_H_I_N_Y 7 Apr 2010, 19:47
tikope

ძალიან მიხარია თუ მოგეწონა და გამოგადგა ჩვენი პასკის რეცეპტი 2kiss.gif

Posted by: tikunia-teiko 7 Apr 2010, 20:14
rtuli

ძალიან დიდი მადლობა. ისეთი კმაყოფილი და ბედნიერი ვარ თქვენი ნაცნობობით და ყველა გოგონასი ვინც აქ არის, რომ სიტყვები არ მყოფნი, ძალიან კეთილები და ყურადღებიანები ხართ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

P.S. ამ პასკის რეცეტით სააღდგომო ყვავილი რომ გამოვაცხო ხომ არაუშავს?

Posted by: rtuli 7 Apr 2010, 21:03
tikunia-teiko
QUOTE
ამ პასკის რეცეტით სააღდგომო ყვავილი რომ გამოვაცხო ხომ არაუშავს?

ეს ცომი ძალიან ტკბილია,მაშინ ნიგვზის გულსართს უნდა დააკლო შაქარი .

ამ რეცეპტით 3 ცალი 18 სმ დიამეტრის კულიჩი გამომივიდა.

QUOTE
დიდი მადლობა

არაფერს smile.gif

Posted by: forumeli007 8 Apr 2010, 09:55
დილა მშვიდობისა გოგოებო, გილოცავთ დაგვიანებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ხარებას!

ერთი კითხვა მაქვს... მგონია რომ უფრო rtuli დამეხმარება, არ ვიცი როგორ გითხრად ზუსტად... მოკლედ პასკები გამოვაცხვე, უგემრიელესები გამომივიდა, მართლა უგემრიელესები, მაგრამ დღეს დილით რომ გავჭერი, ცოოოტა დაიფხვნა... sad.gif დღეს დილითვე ვჭამე იტალიური პასკები რომ იყიდება ის, ხოდა ის რატომ არ იფხვნება??? თან უგემრიელესია ისიც... როგორ მივაღწიო რომ ჩემი პასკებიც არ დაიფხვნას??? და თუ იცი rtuli როგორ კეთდება ის იტალიური პასკა, ყუთებით რომ იყიდება???
არ ვიცი როგორ დავწერე და ზუსტად გამოვხატე თუ არა ჩემი სათქმელი... მაგრამ საგონებელში ჩავვარდი მართლაც... არ ინდა რომ ჩემი პასკებიც დაიფხვნას და მინდა რომ იტალიური პასკებივით მყარი და ასე ვთქვათ წელვადი იყოს... sad.gif რაში დავუშვი შეცდომა???

Posted by: August 8 Apr 2010, 11:31
forumeli007
თბილისში თუ ცხოვრობ იუიდე "მადიანი" სააღდგომო ნომერი იტალიურების რეცეპტებიცაა და ბერძნულსაც ... სწორედ ყუთებში რომ იყიდება და რომ არ იფხვნება ისეთების


Posted by: faustina 8 Apr 2010, 18:33
rtuli
QUOTE
QUOTE
ერეს უნ ხენიოოო ი არტისტა!!!!___


ვერ შევიფერებ 

სხვებიც დამეტანხმებიან ამაზე yes.gif yes.gif

QUOTE
შენგან კოცნის სმაილს მივიღებ

აი კიდევ 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
ცუკატები რა არიის?

მაპატიეთ ჩემი უცოდინრობა???
დარცმუნებული ვარ ვიცი,მაგრამ არ მახსოვს....

Posted by: ბესიკის26 8 Apr 2010, 19:18
faustina
QUOTE
ცუკატები რა არიის?

დარწმუნებული ვარ გინახავს ფერადი ჩირები ათასნაირი ხილის:ანანასის,საზამთროს ლიმნის და ფორთოხლის ქერქი გამხმარი,..
* * *
QUOTE
rtuli

QUOTE
QUOTE
ერეს უნ ხენიოოო ი არტისტა!!!!___


ვერ შევიფერებ 


სხვებიც დამეტანხმებიან ამაზე 

+1
უსიტყვოდ! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Miss_Nata 9 Apr 2010, 17:23
http://www.radikal.ru
* * *
გვიანია,მაგრამ ძლივს ვისწავლე სურათის ატვირთვა wink.gif ხარისხზე დიდი ბოდიშიიიიიი,მობილით მაქვს გადაღებული
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: tasikuna-taso 9 Apr 2010, 18:16
Miss_Nata


საბოდიშო რა არის.

მშვენიერი პასკებია.

თეთრი მინანქარი რთულის რეცეპტით გააკეთე თუ სხვა რამეა.

Posted by: Miss_Nata 9 Apr 2010, 18:31
tasikuna-taso
2kiss.gif
კი მინანქარი რთულის რეცეპტითაა,დიდი მადლობა რთულს 2kiss.gif

Posted by: rtuli 9 Apr 2010, 18:52
forumeli007
QUOTE
მაგრამ დღეს დილით რომ გავჭერი, ცოოოტა დაიფხვნა

ჩვეულებრივი მომენტია ,ანუ როცა გამომცხვარი ნაწარმი დევს რამოდენიმე დღე ,ის მერე იფხვნევა ცოტათი დაჭრის დროს.
არის კიდევ სხვა ფაკტორებიც,არასაკმარისად მოზელილია ან ცხიმი აქვს ცოტა ცომში(მითუმეტეს ჩვენი კარაქი არ არის 82% ცხიმისგან შედგენილი,მარგარინიც ცპეციალური ჭირდება მცენარეული ცხიმებით შედგენილი,მაღალცხიმიანი).
იძახიან კვერცხის გულებზე მომზადებული კულიჩი არიფხვნევა.
მომოვალ წელს მე მოვამზადებ ეგრე საცდელად.
რეცეპტს გამოვიყენებ წინა გვერძე დადებულს,ოღონდ 6 სრული კვერცხის სანაცვლოდ გამოვიყენებ 6 კვერცხის გულს+3 კვერცხის ცილას.

არვიცი რომელი იტალიური პსკა გაქვს გასინჯული,თუ იტალიაში დამზადებულია,მაშინ მერწმუნე მაგაში არის გამოყენებული სპეციალური ,ხელოვნური დანამატები+სტაბილიზატორები.

ვერასოდეს ვერ გამოაცხობ ისეთ საკონდიტრო ნაწარმს რომელიც ცხვება საცხობ ქარხნებში,მაგათ თავისი ტექნოლოგია აქვთ,რომელსაც სახლის პირობებში ფაკტიურად შეუძლებელია განახორციელო.

იტალიურ პანეტონს(რასაც შენ გულისხმობ) რეცეპტები არსებობს უამრავი და ძალიან შრომატევადია+დიდი დრო სჭირდება.
მე არგამომიცხვია და ლინკებს დაგიდებ სხვა ბლოგებიდან თუ შეეჭიდები რათქმაუნდა.

Miss_Nata
მშვენიერი ნახელავია smile.gif

Posted by: ბესიკის26 9 Apr 2010, 20:35
http://www.radikal.ru
დღეს გავაკეთე სააღდგომო ყვავილი რთულის რეცეპტით.


Posted by: rtuli 10 Apr 2010, 19:28
ბესიკის26
QUOTE
დღეს გავაკეთე სააღდგომო ყვავილი

რა ფუმფულა გამოგსვლია up.gif

ეკსპერემენტი ჩავატარე სააღდგომო კულიჩზე,ერთი ცალი შევინახე საცდელად+უფროსი შვილი დღეს ჩამომივიდა და გავჭერი,რა კარგათ შეინახა+უფრო გაგემრიელდა+არიფხვნეოდა გაჭრის დროს.შემიძლია თავისუფლად შევინახო 10 დღის განმავლობაში.
არც დაობებულა და არც გამხმარა,ოღონდ პარკში მქონდა ჩადებული yes.gif

Posted by: faustina 10 Apr 2010, 20:27
rtuli
QUOTE
.შემიძლია თავისუფლად შევინახო 10 დღის განმავლობაში.

მეც შენახული მაქვს, მხოლოდ ქვაბში და მსვენივრად გამოიყურებიან smile.gif

Posted by: levanovna 11 Apr 2010, 08:25
rtuli
faustina
ჩემი ექსპერიმენტი პასკის შენახვის უფრო დიდი ხანი იყო. შარშან გამოვაცხვე და რაც დამრჩა პარკში ჩავდე და მაცივარში დავდე. ერთი ცალი უკან გადავარდნილა ვერ შევამჩნიე,(დიდი მაცივარი მაქვს,რრმა და მაღალი,მე კიდე არ ვარ შესაბამისი სიმაღლისsmile.gif) ხოდა ერტი ტვენახევრის შემდეგ აღმოვაჩინე, ისევ ფუმფულა და გემრიელი wink.gif
ჩემი პასკების პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ. სანამ ცხობას დავიწყებ ერტი ან ორი კვირით ადრე ვამზადებ ქილაში შემდეგ ნარევს...მოკლედ ყველანაირი სუნელი თუსურნელი რაც მოგწონთპასკაში იქნება ჯავზი, ილი, მიხაკი და ასე შემდეგ +ქარტული ლიმონის ცედრა+ვანილი+სულ ცოტა შაქარი, ერტი ჩაის კოვზი+კარგი კონიაკი, არ დაინანოთ...დაახურეტ ქილას და ხანდახან შეანჯრიეთ. თუ ფერიც გინდათ ამაშივე დაუმატეთ ცოტა საფრანი.გამოყენების წინ ისევ შეანჯღრიეთ და ჩაუშვით პასკაში რამდენიც მოგესურვებათ\
კიდევ მაქვს ერთი საიდუმლო, შემდეგისთვის შემოვინახავ wink.gif

Posted by: miau 11 Apr 2010, 11:30
პასკის ბოლო ნაჭერი დღეს უნდა შევჭამო biggrin.gif

რა ვიცი, მინიმუმ 3 კვირა პასკა არა თუ ძლებს, უკეთესი ხდება. smile.gif

დედაჩემის წვალების შემდეგ ახლა მე ვიწყებ შრომას - უნდა კიდევ გამოვაცხო პასკა tongue.gif


Posted by: ბესიკის26 11 Apr 2010, 15:37
rtuli
QUOTE
რა ფუმფულა გამოგსვლია 

შენგან ჩემს ნახელავზე ყველანაირი დადებითი შეფასება ბევრს ნიშნავს.
QUOTE
ეკსპერემენტი ჩავატარე სააღდგომო კულიჩზე,ერთი ცალი შევინახე საცდელად+უფროსი შვილი დღეს ჩამომივიდა და გავჭერი,რა კარგათ შეინახა+უფრო გაგემრიელდა+არიფხვნეოდა გაჭრის დროს.შემიძლია თავისუფლად შევინახო 10 დღის განმავლობაში.
არც დაობებულა და არც გამხმარა,ოღონდ პარკში მქონდა ჩადებული 

მე ეხლაც მაქვს აი 30 მარტს რომ გამოვაცხე ის პასკა,1,2 ცალი.მინდა ვთქვა რომ გაცილებით გემრიელი(უფრო არომატული)
,მასაც სველი და მოკლედ მაგარია რა.მე კიდე გავაკეთე შენი ბოლოს დადებული რეცეპტით.ესეც კარგი გამოვიდა,ეს უფრო დნება პირში ვიდრე პირველი.

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: aranormaluri 16 Jun 2010, 00:01
rtuli
QUOTE
მინანქარი:
150-200გრ. შაქრის პუდრი+1 ჩ.კ. კრახმალი შევათქვიფოთ კვერცხის ცილას+1 ს.კ. ლიმონის წვენი(ლიმონის წვენის ცოტა მეტით დამატებით უფრო ვათხელებთ მინანქარს).
ცოტა შაქრის პუდრი რომ დააკლოთ უფრო რბილი იქნება.
მე ცოტა სქლად გადავუსვი მინანქარი და არმემტვრეოდა როცა გაშრა.


გული გაგიწყალე მაგრამ მაინც ერთი კითხვა უნდა დაგისვა: კრახმალის ანუ სახამებელის გარეშე გამოვა რამე? გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?

Posted by: miau 8 Apr 2011, 17:20
გავააქტიუროთ ეს თემა, დროა უკვე, კარს მოგვადგა აღდგომა - იჩქარე ნელაო, წინაპრებს უთქვამთ wink.gif

მე პირადად 1 კვირით ადრე უნდა დავიწყო კულიჩების სამზადისი და რომის ბაბას გამოცხობასაც ვგეგმავ.

Posted by: iren765 8 Apr 2011, 17:31
თუ გაქვთ ,,კულიჩის,,რაიმე იოლი რეცეპტი,გთხოვთ გაგვიზიაროთ.ჩემი რეცეპტები შრომატევადია,მიქსერითაც კი დამღლელია.ცომის მომზადებას მთელი დღე მოვანდომე.

Posted by: kactus 8 Apr 2011, 17:34
QUOTE
თუ გაქვთ ,,კულიჩის,,რაიმე იოლი რეცეპტი,გთხოვთ გაგვიზიაროთ.


Posted by: kakuniko 8 Apr 2011, 17:36
nj
შენი სააღდგომო კულიჩის რეცეპტი მინდა რაა.
2kiss.gif

Posted by: Bala 8 Apr 2011, 17:36
გამარჯობა smile.gif

ვინც საქართველოში არ ხართ საღდგომოდ კვერცხებს რითი ღებავთ წითლად?

Posted by: miau 8 Apr 2011, 17:37
iren765

იოლი არ ვიცი და ყოველ წელს ახალ-ახალი რეცეპტებით ვაცხობთ biggrin.gif დავდებ იმ რეცეპტს, რასაც ავარჩევთ. smile.gif

Posted by: iren765 8 Apr 2011, 17:42
QUOTE
miau

QUOTE
დავდებ იმ რეცეპტს, რასაც ავარჩევთ

დაველოდები თქვენს რეცეპტს. wink.gif იოლს და გემრიელს.

Posted by: kakuniko 8 Apr 2011, 17:53
Bala
QUOTE
გამარჯობა

ვინც საქართველოში არ ხართ საღდგომოდ კვერცხებს რითი ღებავთ წითლად?

ხახვის კანს ვაგროვებ და იმით.
ფანტასტიური ფერი გამოდის, მუქი შინდისფერი.

Posted by: Bala 8 Apr 2011, 17:55
kakuniko

მადლობა. smile.gif

ხახვის კანს და ჭარხალსაც ხომ არა?

Posted by: ninoma 8 Apr 2011, 18:12
Bala
ჭარხალი არ დაუმატო. გააფუჭებს. გამოცდილებით გეუბნები.
უკეთესია, თუ წითელი ხახვის ფურცლებს შეაგროვებ.
ამის შემდეგ საქართველოში ყოფნისას ვიყიდე ბევრი და წამოვიღე.
ენდროთი შეღებილ კვერცხს, გემოც უფრო გემრიელი აქვს, ფერზე აღარაფერს ვამბობ.

kakuniko
QUOTE
nj შენი სააღდგომო კულიჩის რეცეპტი მინდა რაა.

შარშან გავაკეთე და ძალიან მომეწონა.
წელსაც ამ რეცეპტით ვაკეთებ.
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=196&Itemid=55

Posted by: lucky555 8 Apr 2011, 18:33
Bala
მე ვღებავ საჭმლის საღებავის წვეთები რომაა იმით. წყალში ვამატებ შინდისფერ საღებავს. ფერით არაფრით განსხვავდება ენდროთი შეღებილი კვერცხისგან, გემოთი - რა თქმა უნდა...

Posted by: nanana 8 Apr 2011, 19:38
გული მიძგერს სიყვარულით პასკა რომ მახსენდება biggrin.gif

Posted by: irinka1983 8 Apr 2011, 20:30
nanana

ვაიიი მეც და წელს ბევრი უნდა გამოვაცხო, ცუკატებით და გემრიელობებით, იამ

Posted by: nanana 8 Apr 2011, 20:44
irinka1983
QUOTE
წელს ბევრი უნდა გამოვაცხო, ცუკატებით და გემრიელობებით, იამ


საოცრებები უნდა ჩავიდინო bis.gif biggrin.gif

Posted by: irinka1983 8 Apr 2011, 20:46
nanana


როგორი აბა? მეც მასწავლე რააა, პლიიიზ

Posted by: n_j 8 Apr 2011, 20:48
kakuniko
დაუდიათ უკვე ზემოთ smile.gif
nanana
irinka1983
ვაიმე, მეც ასე ვარ, წინასწარ გავაკეთე ფორთოხლის ცუკატები, სპეციალურად კულიჩისთვის, ერთი სული მაქვს ...

Posted by: nanana 8 Apr 2011, 21:24
irinka1983
QUOTE
როგორი აბა? მეც მასწავლე რააა, პლიიიზ

ჯერ არ მომიფიქრებია biggrin.gif შეგატყობინებთ


n_j
QUOTE
გავაკეთე ფორთოხლის ცუკატები, სპეციალურად კულიჩისთვის, ერთი სული მაქვს ...

მეც biggrin.gif

Posted by: tasikuna-taso 8 Apr 2011, 21:40
QUOTE
გული მიძგერს სიყვარულით პასკა რომ მახსენდება



მეც იგივე მემართება. დიდი სიამოვნებით ვაცხობ ყოველთვის.

Posted by: pteranouka 9 Apr 2011, 12:30
Bala
QUOTE
ვინც საქართველოში არ ხართ საღდგომოდ კვერცხებს რითი ღებავთ წითლად?



ევროპაში ყველგან იშოვება ენდრო

იკითხეთ მწვანე აფთიაქებში, მთავარია იცოდეთ ადგილობრივ ენაზე რა ქვია ენდროს.
ყველა მწვანე აფთიაქში იყიდება ენდროს გამხმარი ფესვები და ღებავს იმაზე უკეთესად ვიდრე ნედლი ენდროს ფესვები.

საფრანგეთში მცხოვრებთათვის: ენდრო - გაღანს (garance), მწვანე აფთიაქი - herboristerie ყველა ქალაქში არის



Posted by: rockataka 9 Apr 2011, 12:54
QUOTE
ვინც საქართველოში არ ხართ საღდგომოდ კვერცხებს რითი ღებავთ წითლად?

ხახვის ფუჩეჩით შეიძლება შეღებვა smile.gif

Posted by: pteranouka 9 Apr 2011, 13:33
rockataka
QUOTE
ხახვის ფუჩეჩით შეიძლება შეღებვა


მხოლოდ ხახვის სურცელი წითლად არ ღებავს, მოყავისფრო-ოხრა გამოდის smile.gif


Posted by: rockataka 9 Apr 2011, 17:23
pteranouka
QUOTE
მხოლოდ ხახვის სურცელი წითლად არ ღებავს, მოყავისფრო-ოხრა გამოდის

რავი აბა.. სულ არარაობას, ალბათ ეგ სჯობს smile.gif

აბა, ენდრო სად უნდა იშოვო უცხო ქვეყანაში?!

Posted by: shilaida 9 Apr 2011, 17:28
tos-ka
QUOTE
4. ქიშმიში სულ ბოლოს ჩაამატე და პირდაპირ ფორმებში გადაიტანე, რომ იქ ამოფუვდეს.

კარგი ბესთ-სელერივით ვკითხულობ ეხლა ამ თემასsmile.gif
ამ პუნქტმა დამაინტერესა,ანუ ცომი მოზელვის შემდეგ,პირდაპირ გადაგვაქვს ფორმებში??

Posted by: დოლორეს 9 Apr 2011, 17:47
pteranouka
QUOTE
(garance

ესპანურად როგორაა ნეტა.
გოოგლს ვათარგმნინე და rubia დამიწერა.
არადა ესპანურად რუბია ქერას ნიშნავს rolleyes.gif


rockataka
გიცდია ხახვის ფურცლებით და შეიღება?



პ.ს. როდისაა აღდგომა? user.gif

Posted by: rockataka 9 Apr 2011, 18:00
დოლორეს
QUOTE
გიცდია ხახვის ფურცლებით და შეიღება?

ბებიაჩემი, სულ მასე ღებავდა და მშვენიერი ფერი ჰქონდა კვერცხს.

Posted by: gloneli 9 Apr 2011, 18:39
QUOTE
გიცდია ხახვის ფურცლებით და შეიღება?

მეც სულ ხახვის ფურცლებით ვღებავ,თანაც ყვითელნაჭუჭიანი მქონდა შარშან კვერცხი.ძალიან ლამაზი,მუქი წითელი გამოვიდა,ოღონდ წინასწარ მოხარშე ფურცლები და ძმარი ჩაასხი შიგ ცოტა+მარილი.მერე რომ გაცივდება,ჩააწყვე კვერცხი და მოხარშე.

Posted by: shilaida 9 Apr 2011, 18:41
WALLON
და ქალბატონი ავგუსტა რატომ აგარ ჩანან ნეტა ამ განყოფილებაში?????

Posted by: gloneli 9 Apr 2011, 18:43
QUOTE
მხოლოდ ხახვის სურცელი წითლად არ ღებავს, მოყავისფრო-ოხრა გამოდის


რავი აბა.. სულ არარაობას, ალბათ ეგ სჯობს

არ თქვა ეგ,აგერ დავწერე როგორიც გამოვიდა.ხახვიც არ იყო წითელ ფოთლიანი,ჩვეულებრივი თამბაქოსფერი იყო.

Posted by: rockataka 9 Apr 2011, 18:49
gloneli
QUOTE
აგერ დავწერე როგორიც გამოვიდა.

ვიცი ვიცი.. მუქი წითელი გამოდის smile.gif

ისე! ერთი რაღაც მაინტერესებს. ჩემი სომეხი მეზობლები, ნაირნაირ ფერებათ ღებავდნე ხოლმე კვერცხებს. რატომ? გრიგორიანელებს, სხვა წესი აქვთ?

Posted by: gloneli 9 Apr 2011, 18:57
QUOTE
ნაირნაირ ფერებათ ღებავდნე ხოლმე კვერცხებს. რატომ? გრიგორიანელებს, სხვა წესი აქვთ

ალბათ.მე ვიცნობ სომხებს,არ ღებავენ საერთოდ.შოკოლადის კვერცხებს მიირთმევენ-ევროპულად. wink.gif
წელსაც ემთხვევა კათოლიკების და მართლმადიდებლების აღდგომა?

Posted by: saba444 9 Apr 2011, 19:20
დოლორეს
მე ვთარგმენე და granza- გამოვიდა
rolleyes.gif

Posted by: pteranouka 9 Apr 2011, 19:56
rockataka
QUOTE
აბა, ენდრო სად უნდა იშოვო უცხო ქვეყანაში?!


დავწერე ზემოთ სადაც უნდა იშოვნო, მაგაზე ადვილი არაფერია smile.gif

QUOTE
იკითხეთ მწვანე აფთიაქებში, მთავარია იცოდეთ ადგილობრივ ენაზე რა ქვია ენდროს.
ყველა მწვანე აფთიაქში იყიდება ენდროს გამხმარი ფესვები და ღებავს იმაზე უკეთესად ვიდრე ნედლი ენდროს ფესვები.

საფრანგეთში მცხოვრებთათვის: ენდრო - გაღანს (garance), მწვანე აფთიაქი - herboristerie ყველა ქალაქში არის


დოლორეს
QUOTE
ესპანურად როგორაა ნეტა.
გოოგლს ვათარგმნინე და rubia დამიწერა.

სწორია რუბია, რას ერჩი ?

აი, აქ ნახე:

http://es.wikipedia.org/wiki/Rubia_tinctorum


Posted by: rockataka 9 Apr 2011, 19:58
pteranouka
QUOTE
იკითხეთ მწვანე აფთიაქებში

და რა დაავადებისთვის იყენებენ? smile.gif

Posted by: pteranouka 9 Apr 2011, 20:18
rockataka
QUOTE
და რა დაავადებისთვის იყენებენ? 


ენდროს ფესვების ნაყენს უამრავი დაავადებისათვის იყენებენ, დიარეა, ანთებითი პროცესი თირკმელებში, ნეფრიტი, ცისტიტი, რევმატიზმები

ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის მწვანე აფთიაქში უპრობლემოდ იყიდი.

მე სამი აღდგომა მაქვს საფრანგეთში გატარებული. მწვანე აფთიაქში ვყიდულობდი ხოლმე, პატარა შეკვრას და უალამაზესი კვასკვასა წითელი კვერცხები გამოდიოდა smile.gif

Posted by: tos-ka 10 Apr 2011, 12:46
shilaida
QUOTE
tos-kaQUOTE
4. ქიშმიში სულ ბოლოს ჩაამატე და პირდაპირ ფორმებში გადაიტანე, რომ იქ ამოფუვდეს.


კარგი ბესთ-სელერივით ვკითხულობ ეხლა ამ თემას
ამ პუნქტმა დამაინტერესა,ანუ ცომი მოზელვის შემდეგ,პირდაპირ გადაგვაქვს ფორმებში??



ჩემი ვარაუდით პასკის ცომზე მეკითხები. smile.gif

პასკის ცომს 3 ჯერ მაინც ჩავზელ ხოლმე, ზეთში დასველებული ხელით. ქიშმიშს სულ ბოლო ჩაზელვაზე ვამატებ და პირდაპირ გადამაქვს გამზადებულ ყალიბებში. 20-25 წუთს ვაყოვნებ, ყალიბშივე რომ ამოფუვდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შევდგამ ღუმელში.
კიდევ ერთი რჩევა - გარეცხილ-გამშრალებული ქიშმიში ცომში ჩამატებამდე ფქვილში ამოგანგლე და ისე ჩაამატე.

Posted by: Dr_Zuzumbo 10 Apr 2011, 13:55
ენდროს ლათინური სახელია Rubia tinctorum
შემოკლებით Rubia, ან Madder. ფერმწერები ნატურალური კრაპლაკის სახელით იცნობენ. მეც ვიყენებ, როგორც პიგმენტს, კვერცხის გულის ტემპერაში. ცალკე, რაფინირებულ პიგმენტად, საკმაოდ ძვირია, მაგრამ ფესვები ალბათ იქნება აფთიაქებში.
http://en.wikipedia.org/wiki/Rubia

Posted by: shilaida 10 Apr 2011, 14:46
tos-ka
QUOTE
ჩემი ვარაუდით პასკის ცომზე მეკითხები

yes.gif
მადლობაsmile.gif

Posted by: farfallina 12 Apr 2011, 17:16
იტალიური პანდორო
საჭირო მასალა:
170 გრამი კარაქი
450 გრამი ფქვილი (ფქვილი უნდა იყოს ცილებით მდიდარი იტლიელები იყენებენ სპეციალურ ფქვილს რომელასც მანიტობა ქვია ეს არის მაღალი წებოვანების მქონე ფქვილი გლუტეინის შემცველობა აქვს 14%-15 %)
რძე 60 მ/ლ + 3 სუფრის კოვზი
საწნეხილი საფუარი 18 გრამი
მწიკვი მარილი
3 საშუალო ზომის კვერცხი+ ერთი კვერცხის გული
შაქარი 125 გრამი + 1 სუფრის კოვზი
ვანილი

ჯამში ჩაასხით 60 მ/ლ თბილი რძე დაუმატეთ ხელით დაფშვნილი 15 გრამი საფუარი 1 კოვზი შაქარი ბუშტუკების გაჩენის მერე + ერთი კვერცხის გული და ავთქვიფოთ ჩანგლით შემდეგ დავუმატოთ 50 გრამი ფქვილი და ცელოფან გადაფარებული დავდგათ ასაფუებლად სანამ მასა არ გაორმაგდება ( დაახლოებით 1 საათი უნდა)
როდესაც გაორმაგდება 3 კოვზ თბილ რძეში გახსენით 3 გრამი საფუარი და დაამატეთ გაორმაგებულ მასას+ 100 გრამი შაქარი 1 კვერცხი დააცერით 200 გრამი ფქვილი და მოზილეთ. მასა რომ შეიკვრება შეაზილეთ 30 გრამი დარბილებული კარაქი. კარგად მოზილეთ კიდევ ერთხელ და დადგით ასაფუებლად ტბილ ადგილას( 1 საათი დაჭირდება დაახლოებით) უნდა გაორმაგდეს მასა. მეორე ჯამში გაცერით 200 გრამი ფქვილი გადმოტანეთ გაორმაგებული ცომი დაამატეთ 2 კ ვერცხი 25 გრამი შაქარი მწიკვი მარილი ვანილი და კიდევ გადაზილეთ. შემდეგ გადაიტანეთ კარაქ წასმულ თასში და აცალეთ გაფუება მასის გაორმაგებამდე. შემდეგ შევდოთ მაცივარში 12 საათI
შემდეგ გავშალოთ ცომი მაგიდაზე. გულში ჩავუდოთ დაჭრილი დარბილებული 140 გრამი კარაქი და დავხუროთ კონვერტისებურად. შეერთების ადგილებზე კარგად დავატკეპნოთ თითით. კარაქი არავითარ შემტხვევაში არ უნდა გამოვიდეს გარეთ. ნაზად გადავატაროთ საბრტყელებელი ზემოდან და დავკეცოდ სამად.15 -20 წუთი დავასვენოთ მაცივარში. ეს პროცედურა გავიმეოროთ კიდევ 2 ჯერ. ანუ საერთო ჯამში გამოვა 3 ჯერ. მაცივარში შედებისას ჩავსოტ ცელოფანში. საბოლოოდ რომ გამოვიღებთ მაცივრიდან გავშალოდ და დავკეცოთ კონვერტისებურად . ამ კონვერტის ბოლოები კიდევ წავიღოთ ცენტრისაკენ. უნდა საბოოლოდ გავაკეთოთ ბურთი. ბურთის სახეს რომ მიიღებს კარაქიანი ხელებით ვაგორაოთ სამუშაო მაგიდაზე. ფორმას წავუსტავათ ცხიმი ( 20 სმ სიმაღლე და 3 ლიტრი ტევადობა) ჩავოდთ ცომი და გავჩეროთ სანამ არ გაფუვდება ფორმაში. ფორმა ბოლომდე უნდა შეავსოს გაფუებულმა. წინასწარ გავახუროთ ღუმელი 170 გრადუსზე და ვაცხოთ 15 წუთი მერე დავუწიოთ 160 მდე 50 წუთი. ცხობისას უმელში პანდოროსტან ერთად დავდგათ რკინის პატარა ჯამით წყალი. გამომცხვარი გადმოვიღთ ფორმიდან და მოვაყაროთ შაქრის პუდრა
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

* *
სუართის დადება ხო მე ვერ ვისწავლე რაა ... ჯანდაბა
მაგრამ მაინც იქნებ ვინმეს გამოადგეს ეს რეცეპტი. მე თვიტონ გამიკეტებია ამით და ძალიან კარგი გამოდის . არ უნდა დაირღვეს რეცეპტურა smile.gif smile.gif

აჰა და ფოტოებიც ჩანს smile.gif

Posted by: miau 12 Apr 2011, 18:14
pteranouka
QUOTE
ენდროს ფესვების ნაყენს უამრავი დაავადებისათვის იყენებენ, დიარეა, ანთებითი პროცესი თირკმელებში, ნეფრიტი, ცისტიტი, რევმატიზმები


ერთმა ძალიან კარგმა ჰომეოპათმა ენდროს ნაყენი დაუნიშნა ბიძაჩემს და ნაღვლის ბუშტში დაუშალა კენჭები. 2 წელი გავიდა და მშვენივრად გრძნობს თავს.
გვაქვს ძველი ენდრო, გამხმარი და საინტერესოა, ფერს გამოსცემს, მასში რომ შევღებოთ კვერცხები?

Posted by: Maykuna 12 Apr 2011, 19:02
QUOTE
საწნეხილი საფუარი 18 გრამი

farfalina

და მშრალი საფუარის შემთხვევაში რამდენი გრამი უნდა ავიღო?

და ამ ინგრედიენტებით რამდენი ნაჭერი გამოდის? იქნებ შევეჭიდო smile.gif

Posted by: farfallina 12 Apr 2011, 19:13
არ გირჩევ მშრალი საფუარით ჩანცვლებას. საქართველოში მე რამდენადაც ვიცი არის დაწნეხილი საფუარი . და ჯობია ის გამოიყენო. ფქვილს მიაქციე ყურადღება მაღალი წებოვანების მქონე უნდა იყოს . ნუ ტუ მანიც და მანიც გინდა მშრალით ჩაანაცვლო ამ საღამოს დაგიდგენ და მოგწერ. მე პირადად არასოდეს ჩამინაცვლებია

Posted by: Maykuna 12 Apr 2011, 19:19
QUOTE
მაღალი წებოვანების მქონე უნდა იყოს


რა ვიცი აქ ძირითადად მზეკაბანს იყენებენ ბისკვიტებისთვის, რამდენად მაღალი წებოვნების არის არ ვიცი. კულიჩის ტიპის ნამცხვართან არ მქონია საქმე ძალიან შრომატევადია.
და კიდევ რა მინდა ვიკითხო მე მაქვს სილიკონის ფორმა ასეთი ტიპის ოღონდ შუაში აქვს ამოწეული (კექსის ფორმაა ) ეს ფორმა რომ გამოვიყენო დასავდება რამე?

Posted by: ablabudaablabuda 12 Apr 2011, 19:24
farfalina
QUOTE
ფორმა ბოლომდე უნდა შეავსოს გაფუებულმა

ცხობის დროს აღარ ფუვდება? ხომ არ გადმოვა ფორმიდან?

საფუართან დაკავშირებით, ეს არის "რთულის" რჩევა, ადრე ვნახე და შევინახე. მე რთულის ვენდობი და თქვენც იგივეს გირჩევთ yes.gif მოკლედ: თუ მითითებულია მშრალი საფუარი მაშინ ეს ფორმულა გამოიყენე:
მშრალი საფუარის რაოდენობა გამრავლებული 2,42 ზე=დაწნეხილი(,,ცოცხალი,,) საფუარის რაოდენობას!
თუ დაწნეხილი(,,ცოცხალი,,) საფუარია მითითებული და გინდა მშრალი გამოიყენო მაშინ ანგარიშობ ასე:
დაწნეხილი საფუარის რაოდენობა გამრავლებული 0,41 ზე= მშრალ საფუარის რაოდენობას


Posted by: pteranouka 12 Apr 2011, 20:03
miau
QUOTE
ერთმა ძალიან კარგმა ჰომეოპათმა ენდროს ნაყენი დაუნიშნა ბიძაჩემს და ნაღვლის ბუშტში დაუშალა კენჭები. 2 წელი გავიდა და მშვენივრად გრძნობს თავს.


რა საინტერესოა! smile.gif ჩვენთან ნეტავ რატომ არ გამოიყენება აქტიურად ჰომეოპატიაში?

QUOTE
გვაქვს ძველი ენდრო, გამხმარი და საინტერესოა, ფერს გამოსცემს, მასში რომ შევღებოთ კვერცხები?

მე რამდენიმე წელი მხოლოდ გამხმარ ფესვებში ვღებავდი, პარიზში ვყიდულობდი მწვანე აფთიაქში. წინასწარ არ ვალბობდი, პირდაპირ ვყრიდი ქვაბში, წყალ ს ვამატებდი და კვერცხებს ვაწყობდი.
ისეთი ლამაზი მუქი წითელი გამოდიოდა, თბილისში არასდროს გამოგვსლია სახლში ეგეთი ლამაზი smile.gif


Posted by: farfallina 12 Apr 2011, 21:07
არა ცომმა უნდა შეავსოს ფორმა . საერთოდ ჩემი ქმრის ბიძამ რომელიც მარავლი წელია ამ საქმეს ემასხუხრება ასეთი რჩევა მომცა ოდნავ აცალე რომ ფორმის გვედებიდან გადმოვიდესო მერე რომ გამოცხვებაო და ამოატრიალებო რუშივით ექნება დაბლაო. ზემოდან შაქრის პუდრსასაც რომ მოაყრიო ამ რუშზეო ლამაზად ჩამოიპნევაი და თან ძირს არ დაიყრებააო . მომავალში მე მინდა ამ მეთოდით ვცადო. მე როდესაც ვაკეთებ ვაცლი რომ ამოვიდეს ფორმაში. ეს რუში არასდროს გამიკეთებია. ანუ პორმა სავსეა მაგრამ არა გადავსებული. რომ გამოაცხობ გააცივე და ისე გამოიღე ფორმინდან

Posted by: ablabudaablabuda 12 Apr 2011, 21:11
farfalina
QUOTE
რომ გამოცხვებაო და ამოატრიალებო რუშივით ექნება დაბლაო

უი რა საინტერესოა, მართლა ლამაზი იქნება
* * *
rtuli
აქაც დავწერ. რა ვიცი, წესებს ხომ არ ვარღვევ სხვა თემაში რომ ვსავამ სააღდგომო თემაზე შეკითხვას wink.gif მოკლედ, გასულ შაბათს თავიდან ბოლომდე გადავიკითხე სააღდგომო სუფრის შესახებ თემა, გადავწყვიტე კულიჩი რომელიმე შენი რეცეპტის მიხედვით მოვამზადო და რომელს მირჩევ? აი, მშრალი რომ არ იყოს, რომელია მასეთი? ერთი შესქელებული რძით გეწერეა, ეგ უფრო სველი ხომ არ გამოდის? მოკლედ რომელს მირჩევ?

Posted by: farfallina 12 Apr 2011, 21:37
http://pix.ge/x/b/v/7jpqv/ აი ამ რუშზეა ლაპარაკი

Posted by: Maykuna 12 Apr 2011, 22:03
farfalina
თამუნა
QUOTE
და კიდევ რა მინდა ვიკითხო მე მაქვს სილიკონის ფორმა ასეთი ტიპის ოღონდ შუაში აქვს ამოწეული (კექსის ფორმაა ) ეს ფორმა რომ გამოვიყენო დაშავდება რამე?

smile.gif

Posted by: farfallina 12 Apr 2011, 22:09
არაფერი არ დაშავდება უბრალოდ შენი პანდორო სხვა ფორმის ინქბა smile.gif smile.gif ეს ამოწეული ნაწილი თავის პორმას მისცემს

Posted by: rtuli 12 Apr 2011, 22:25
ablabudaablabuda
QUOTE
საფუართან დაკავშირებით, ეს არის "რთულის" რჩევა, ადრე ვნახე და შევინახე. მე რთულის ვენდობი და თქვენც იგივეს გირჩევთ  მოკლედ: თუ მითითებულია მშრალი საფუარი მაშინ ეს ფორმულა გამოიყენე:
მშრალი საფუარის რაოდენობა გამრავლებული 2,42 ზე=დაწნეხილი(,,ცოცხალი,,) საფუარის რაოდენობას!
თუ დაწნეხილი(,,ცოცხალი,,) საფუარია მითითებული და გინდა მშრალი გამოიყენო მაშინ ანგარიშობ ასე:
დაწნეხილი საფუარის რაოდენობა გამრავლებული 0,41 ზე= მშრალ საფუარის რაოდენობას

2kiss.gif

QUOTE
ერთი შესქელებული რძით გეწერეა, ეგ უფრო სველი ხომ არ გამოდის?

არაა მშრალი,საშვალოა smile.gif
ისე რჩევა მხოლოდ ერთია,არუნდა გამოშრეს ღუმელში ძალიან კულიჩი,ეს იწვევს სიმშრალეს+ცხიმიანობის ნაკლებობამ კიდე.
ანუ ჩვენი ვაი კარაქები რაც იყიდება,ჩათვალე რომ 80% ცხიმიანობის სანაცვლოდ შეიცავს კაკ მაქსიმუმ 50% sad.gif....ამიტომ კარაქის შერჩევაში დააკვირდი ბრენდს....ვალიოს კარაქი ძალიან კარგია მაგრამ,ძვირია sad.gif.

farfalina
რა კარგი პანდოროა!
რა მაინტერესებს როგორი გემო აქვს?ანუ ჩვენს კულიჩს რომ აქვს გემო ისეთია,თუ უფრო მოკექსოა ?

Posted by: farfallina 12 Apr 2011, 22:40
არა ჩვენ კულიჩს არ გავს . ჩვენ კულიჩს გავს პანეტონე . ამას უფრო ნაზი სტრუქტურის ცომი აქვს ფუმფულაა. მაწვნიანი კექსები რო არის იმას გავს .
მაქვს პანეტონეს რეცეპტიც და ტუ ვინმე დაინტერესდება შემიძლია დავდო
* * *
წყლის შედგმა ცხობისას აუცილებელია ნესტიანობისტვის . არაა გადამშრალი ბისკვიტი. ჩვენი კულიჩის ცომი უფრო მძიმეა . ეს კიდე უპრო ჰაეროვანია.
მე პირადად ძალიან მომწონს . გემოვნების ამბავია smile.gif

Posted by: SkitterZ 13 Apr 2011, 02:53
QUOTE (rtuli @ 6 Apr 2010, 21:47 )
tikunia-teiko
2kiss.gif

saba444

აი ერთერთი უმარტივესი ვარიანტი:
გაშლი თხლად ცომს,მე ცოტა კარაქიც გადავუსვი და მოვაყარე ჩირების+სოკოლადის +ნუშის ნარევი
http://www.radikal.ru
მოვახვიე რულეტივით და დავჭერი,მერე ასე დავალაგე
http://www.radikal.ru
დავდგი ამოსასვლელად 30-40 წუთით,გადავუსვი კვერცხის გულის და რძის ნარევი,შევდგი ღუმელში და გამოვაცხე.
გამოვიდა ასეთი ფორმის
http://www.radikal.ru
დაჭრა აღარ უნდა ,პირდაპირ მოაცლი ნაჭერს smile.gif
http://www.radikal.ru


პ.ს. რაც შეეხება გვირგვინს და მსგავსი ფორმის ,,ნაწარმს,,,გირჩევთ პერგამენტ მოხვეული(უფრო ფოლგა მოხვეული,ადვილად დაეხვევა) ტომატ პასტის ან სხვა ცარიელი რკინის ყუთი ცაუდოთ შუაში,ცომი როცა გასაფუებლად დადგავთ არსეავსებს სივრცეს+ფორმას შეინარჩუნებს yes.gif

rtuli
ამის დაჭრა ასეთი ადვილი იყო როგორც აქ ჩანს? eek.gif

ასე მგონია აიწელ დაიწელება სულ sad.gif არა?

Posted by: Dr_Zuzumbo 13 Apr 2011, 08:38
QUOTE
rtuli
ამის დაჭრა ასეთი ადვილი იყო როგორც აქ ჩანს? 

ასე მგონია აიწელ დაიწელება სულ  არა?


მაცივარში შეაგდებთ, ცხიმი გაცივდება და გამაგრდება, დაჭრისას არ "აიწლ-დაიწელება" smile.gif

P.S.
სხვათაშორის, როცა ნედლი ხორცის ძალიან თხლად დაჭრა მინდა(იაპონური ერთ-ერთი კერძისათვის), საყინულეში შევაგდებ და გაყინული ისე სიფრიფანად იჭრება, რომ სინათლე გასდის.

Posted by: rtuli 13 Apr 2011, 10:32
SkitterZ
QUOTE
ამის დაჭრა ასეთი ადვილი იყო როგორც აქ ჩანს? 

yes.gif

QUOTE
ასე მგონია აიწელ დაიწელება სულ  არა?

no.gif
თუ ცწორედ მოზელილი ცომია და მისი კონსისტენცია კარგია,არარსებობს დაჭრის დროს აიწელდაიწელოს.
ნუ ბლაგვი დანით თუ დაჭერი,მხოლოდ დაგეტყიპნებასავით smile.gif

QUOTE
მაცივარში შეაგდებთ, ცხიმი გაცივდება და გამაგრდება, დაჭრისას არ "აიწლ-დაიწელება"

ზედმეტი მოქმედებაა საფუვრიან ცომთან მიმართებაში yes.gif smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2011, 12:51
ვფიქრობ, წელს რომელი რეცეპტით გამოვაცხო პასკა...
ხაჭოს პასკას, თან ორნაირს - ჩვეულებრივსა და შოკოლადიანს, აუცილებლად გავაკეთებ

Posted by: guruliqali 13 Apr 2011, 13:16
ძალიან გთხოვთ, დამაკვალიანეთ, პასკისთვის ფორმები საიდან მოგაქვთ? სადმე იყიდება თუ თუნუქის ქილებს აგროვებთ ?
რა ვქნა, ამდენი ქილის შეგროვება ვერ მოვახერხე ...

Posted by: tos-ka 13 Apr 2011, 13:23
guruliqali
ქილებსაც ვაგროვებთ და ქვაბებშიც ვაცხობთ smile.gif))
ალუმინის ქვაბებია ძალიან კარგი. თავისთავად ცილინდრის ფორმის ქვაბებს ვგულისხმობ. ბავშვებისათვის "სგუშონკის" ქილებში ვაცხობ პაწუკებს.
კიდევ კარგი, შემოვიხედე ფორუმზე . . . . ხორბლის გაღივების დროა უკვე, სააღდგომოდ ხასხასა ჯეჯილი მექნება smile.gif


WOMAN IN LOVE
QUOTE
ვფიქრობ, წელს რომელი რეცეპტით გამოვაცხო პასკა...
ხაჭოს პასკას, თან ორნაირს - ჩვეულებრივსა და შოკოლადიანს, აუცილებლად გავაკეთებ



მე მაინც ტრადიციული მირჩევნია, თუმცა რთულის "სგუშონკიანმა" დამაინტრიგა შარშან.

წელს ხაჭოს პასკას კარამელით გავაკეთებ. თუ დაგაინტერესებთ ძალიან კარგი მაღაზია გაიხსნა ბაზრობაზე, კიდობანის უკან. კარგი ფასები და საინტერესო ასორტიმენტი აქვთ. მზა კარამელი და კიდევ ბევრი რამ მანდ შევიძინე და ძალიანაც კმაყოფილი დავრჩი

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2011, 13:54
tos-ka
QUOTE
მზა კარამელი

ლიტრიან ბოთლებში რომაა?

Posted by: n_j 13 Apr 2011, 14:25
guruliqali
მე მინახავს ბაზრობაზე რომ იყიდება ხოლმე, აღდგომის წინა დღეებში smile.gif
QUOTE
კიდობანის უკან. კარგი ფასები და საინტერესო ასორტიმენტი აქვთ. მზა კარამელი და კიდევ ბევრი რამ მანდ შევიძინე და ძალიანაც კმაყოფილი დავრჩი

აბა, უფრო დაწვრილებით დაწერე, სად კონკრეტულად smile.gif

Posted by: Maykuna 13 Apr 2011, 15:02
QUOTE
ხაჭოს პასკას, თან ორნაირს - ჩვეულებრივსა და შოკოლადიანს

WOMAN IN LOVE
აი შოკოლადიანი წერია სადმე?

Posted by: tos-ka 13 Apr 2011, 15:38
WOMAN IN LOVE
QUOTE
ლიტრიან ბოთლებში რომაა?

არა, ასაწონია და რამდენიც გინდა იმდენს აგიწონის. ნახევარ კილო კარამელში და ნახევარ კილო შოკოლადში (კექსებისთვის) 9,45 გადავიხადე.

n_j
QUOTE
აბა, უფრო დაწვრილებით დაწერე, სად კონკრეტულად

რა იოლი დავალებაა ჩემისთანა "ორიენტირებადი" პერსონისთვის?! smile.gif))))
თევდორე მღვდლის ქუჩიდან ბაზრობაზე კიბეებით ჩასასვლელი გეცოდინებათ. ამ კიბეებით როგორც ჩახვალთ, მოპირდაპირე მხარეს დიდი მაღაზიაა, ჟელეები დიდი თეთრი ქილებით უწყვიათ, ძნელია ვერ შეამჩნიო.
აქვთ შოკოლადი- რამოდენიმენაირი (ცხობისთვისაც და მოსართავიც), მარციპანი სხვადასხვა გემოსი (ნუში არ იგრძნობა, გავსინჯე!), (ამის ფასი ვიცი -1 კგ 12 ლარი), ფიგურების დასამზადებელი მასა (პასტა), პასტის შესაღები ჟელეები, კრემის შესაღები სითხეები, გამზადებული მოსართავები. და რაც უფრო საინტერესო და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩემთვის, გეგმავენ სემინარს დაინტერესებული პირებისათვის.

Posted by: guruliqali 13 Apr 2011, 15:45
n_j
tos-ka
მადლობა, ქილებსაც შევაგროვებ, ქვაბებშიც გამოვაცხობ, ბაზრობასაც დავლაშქრავ smile.gif

Posted by: n_j 13 Apr 2011, 16:29
tos-ka
QUOTE
თევდორე მღვდლის ქუჩიდან ბაზრობაზე კიბეებით ჩასასვლელი გეცოდინებათ

ეს პროდუქტების რიგი რომაა, გადახურული, იქ?

Posted by: tos-ka 13 Apr 2011, 16:51
n_j
QUOTE
ეს პროდუქტების რიგი რომაა, გადახურული, იქ?


კი, მანდ. ოღონდ დაბლა უნდა ჩახვიდე კიბეებით.

guruliqali
QUOTE
მადლობა, ქილებსაც შევაგროვებ, ქვაბებშიც გამოვაცხობ, ბაზრობასაც დავლაშქრავ

არაფერს. smile.gif
ბარემ ერთ რჩევასაც დავამატებ - პასკა "მოქცეულ ქუდიანი" რომ არ გამოგივიდეს, ყალიბში - მხოლოდ გვერდებზე, კალკა დაატანე. რამდენიც არ უნდა აცდეს კულიჩი ყალიბს, სწორი ფორმა ექნება.

Maykuna
QUOTE
აი შოკოლადიანი წერია სადმე?


რეცეპტი ერთია, უბრალოდ ჩირების ნაცვლად შოკოლადს დაამატებ. დატეხილს, "ღილებს" . . . არჩევანი დიდია

Posted by: Dr_Zuzumbo 13 Apr 2011, 16:52
QUOTE (rtuli @ 13 Apr 2011, 10:32 )
ზედმეტი მოქმედებაა საფუვრიან ცომთან მიმართებაში yes.gif smile.gif

... და გაფუებამდე გაციება, დაჭრა და შემოლაგება ვერა? user.gif

Posted by: SkitterZ 13 Apr 2011, 18:12
Dr_Zuzumbo
rtuli

აჰაა გავითვალისწინებ, დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: n_j 13 Apr 2011, 19:31
tos-ka
დიდი მადლობა smile.gif
--------------------------------------------

Posted by: rtuli 13 Apr 2011, 19:58
Dr_Zuzumbo
QUOTE
და გაფუებამდე გაციება, დაჭრა და შემოლაგება ვერა? 

ცომი რომ საფუვრიანია უკვე smile.gif
როგორ ვერა მაგრამ,ზედმეტია,ისეთი კარგად დასაჭრელი ცომია 2kiss.gif

tos-ka
ეგ ახალი გახსნილია ,დაახლოებით ერთი თვის smile.gif
ისე თევდორე მღვდლის ქუჩაზეც არის კიდე ერთი მაღაზია...
მე ჯერ არაფერი შემიძენია,შოკოლადს თავად დავამზადებ,აი კარამელს გავსინჯავ,რამდენად მომეწონება yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 13 Apr 2011, 20:49
QUOTE (rtuli @ 13 Apr 2011, 19:58 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
და გაფუებამდე გაციება, დაჭრა და შემოლაგება ვერა? 

ცომი რომ საფუვრიანია უკვე smile.gif
როგორ ვერა მაგრამ,ზედმეტია,ისეთი კარგად დასაჭრელი ცომია 2kiss.gif

საფუვრიანის ცომის მაცივარში შედება პრობლემა არაა- საფუარს არაფერი არ ემართება. პიცის ცომის შემთხვევაში კი პირიქითაცაა- მთელი ღამით როცა ვტოვებ, მეორე დღეს გაფუებულიც კია, მიუხედავად სიცივისა. უბრალოდ, პროცესი დიდხანს გრძელდება.

ეგ ცომი გამაგრების გარეშეც თუ კარგად იჭრება, მაშინ არაა პრიბლემა 2kiss.gif

Posted by: n_j 13 Apr 2011, 20:50
rtuli
მაგის რეცეპტი დევს სადმე ? გულში ჩამივარდა smile.gif

Posted by: rtuli 13 Apr 2011, 21:07
n_j
QUOTE
მაგის რეცეპტი დევს სადმე ? გულში ჩამივარდა

ნინ საარდგომო ყვავილის რეცეპტით არის ცომი :
http://forum.ge/?showtopic=33724761&f=&st=660&#entry18700810
უბრალოდ გულსართი შევუცვალე და ფორმა smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33724761&f=&st=1020&#entry18892825

Dr_Zuzumbo
QUOTE
პიცის ცომის შემთხვევაში კი პირიქითაცაა- მთელი ღამით როცა ვტოვებ, მეორე დღეს გაფუებულიც კია, მიუხედავად სიცივისა. უბრალოდ, პროცესი დიდხანს გრძელდება.

პიცის ცომს ყოველთვის ღამით ვზელავ და აუცილებლად მაცივარში ვაფუებ,რატომღაც უფრო გემრიელი ცომი გამოდის,ვიდრე სწრაფად აფუებული smile.gif
მგონი არ მეჩვენება....რას იტყვით?გემო ხომ უმჯობესი აქვს? smile.gif

Posted by: n_j 13 Apr 2011, 21:20
rtuli
დიდი მადლობა ნინო, ძალიან ლამაზი კია smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 13 Apr 2011, 21:21
QUOTE (rtuli @ 13 Apr 2011, 21:07 )
მგონი არ მეჩვენება....რას იტყვით?გემო ხომ უმჯობესი აქვს? smile.gif

არ გეჩვენებათ-სწორედ ამიტომ ვტოვებ მთელი ღამით yes.gif

Posted by: მაკ-კი 13 Apr 2011, 21:26
n_j
QUOTE
წინასწარ გავაკეთე ფორთოხლის ცუკატები

სახლის პირობებში კეთდება? რეცეპტს ხომ ვერ გაგვიმხელ?

Posted by: ablabudaablabuda 13 Apr 2011, 21:50
rtuli
QUOTE
ვალიოს კარაქი ძალიან კარგია

კიიი, ეგ მართლა კარგია. მადლობა რჩევებისთვის
2kiss.gif

Posted by: n_j 13 Apr 2011, 22:33
მაკ-კი
QUOTE
სახლის პირობებში კეთდება? რეცეპტს ხომ ვერ გაგვიმხელ?

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=230&Itemid=55

Posted by: მაკ-კი 13 Apr 2011, 22:55
n_j
მაგარია smile.gif)) გაიხარე როგორც მე გამახარე .........

Posted by: miau 13 Apr 2011, 22:56
guruliqali
QUOTE
ალიან გთხოვთ, დამაკვალიანეთ, პასკისთვის ფორმები საიდან მოგაქვთ? სადმე იყიდება თუ თუნუქის ქილებს აგროვებთ ?
რა ვქნა, ამდენი ქილის შეგროვება ვერ მოვახერხე ...


ქილები გვაქვს, ჩემმა რძალმა შეაგროვა, ბავშვის საკვების ქილები, საშუალო ზომის სოკოსა და სხვა კონსერვის ქილები. smile.gif ძალიან ნორმალური ზომაცა აქვს და კარგიც გამოდის. ვაცხობთ კექსის მოზრდილ ფორმებშიც, ტორტის ფორმაშიც გამოვაცხეთ შაშან (სტანდარტული, 10 კვერცხიანი ფორმა), ყველაში მშვენიერი გამოვიდა.

შაბათ-კვირას მე და დედაჩემი გადავდივართ "ოცეულის თავდაცვის ფუნქციაზე", ანუ, ვიწყებთ ოპერაციას "კულიჩი!"
biggrin.gif

* * *
ცუკატებით არ ვაპირებ, მაგრამ ექსეპრიმენტი უნდა ჩავატარო - კულიჩის ერთ ვარიანტში უნდა გავუკეთო დაჭრილი საზამთროს მურაბა, ჩემის ჰაზრიოთ კარგი უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ მურაბაც იმ სანელებლებს შეიუცავს, კულიჩს რომ ჭირდება.

Posted by: nanana 14 Apr 2011, 00:10
miau
QUOTE
კულიჩის ერთ ვარიანტში უნდა გავუკეთო დაჭრილი საზამთროს მურაბა, ჩემის ჰაზრიოთ კარგი უნდა იყოს,


ძაან გემრიელია მართლა. ჩვენ გავაკეთეთ ერთ წელს, მაგრამ იმდენად მძიმეა ეს მურაბა რომ ცომი ჩააგდო. ან ძაან წვრილად უნდა დაჭრა და არა ჩვენსავით ქიშმიშისხელა კუბიკებად. იმ წელს მოხალული ნიგოზი და ეგ შევურიეთ პასკას და პირველაც ცხვრებაში გამოვიდა ჭადივით, ოღონდ გემრიელი იყო ძაან.

Posted by: guruliqali 14 Apr 2011, 09:43
QUOTE
ბავშვის საკვების ქილები

ეგ არ გამახსენდა, დიდი მადლობა 2kiss.gif , მოვიძიებ ჩვილბავშვიან ნაცნობ-მეგობრებში.
ამ შაბათ-კვირას დაწყება ადრე ხომ არ არის? ბიზნეს-გეგმას ხომ ვერ გამანდობდით, როდის რა კეთდება? დამოუკიდებლად პირველად ვაკეთებ წელს და შეგაწუხებთ...

Posted by: tos-ka 14 Apr 2011, 10:06
guruliqali
QUOTE
ამ შაბათ-კვირას დაწყება ადრე ხომ არ არის? ბიზნეს-გეგმას ხომ ვერ გამანდობდით, როდის რა კეთდება? დამოუკიდებლად პირველად ვაკეთებ წელს და შეგაწუხებთ...


ადრე არ არის. პასკამ, წესით, ორი-სამი დღე უნდა "დაისვენოს". მერეა უფრო გემრიელი.

ჩემი ტრადიციული ბიზნეს-გეგმა ასეთია: (აქ გათვალისწინებულია ის მომენტი, რომ საღამოს 8-9 საათამდე ვმუშაობ, განსაკუთრებით წინასადღესასწაულო დღეებში და ყველაფრის გაკეთება ღამით მიწევს) smile.gif
აღდგომამდე 10 დღით ადრე ხორბლის გაღივება. მიყვარს ჯეჯილში ჩაწყობილი კვერცხები.
პასკის ცხობას ოთხშაბათობით ვიწყებ, (ძირითადად პატარა პასკებს ვაცხობ და ცომის ერთნახევარი პორცია მყოფნის)
ხუთშაბათ დილით ვამზადებ ენდროს, საღამოს კვერცხები რომ შევღებო
პარასკევს ან შაბათს ხაჭოს პასკის, წანდილის და სხვადასხვა სიახლეების დატესტვის დღეა

Posted by: viko 14 Apr 2011, 10:11
farfalina

QUOTE
მაქვს პანეტონეს რეცეპტიც და ტუ ვინმე დაინტერესდება შემიძლია დავდო


დადევით თუ შეიძლება,
რამდენჯერმე მაქვს მომზადებული.
არ დამიკიდია თავდაყირა, სტარტერი არ მომიზადებია, სხვა ყველაფერი რეცეპტურის მიხედვით მოვამზადე.
გამოვიდა კულიჩივით, თქვენი რეცეპტით თითქოს რომ უფურცლება ისეთი სტრუქტურის გამოდის?

Posted by: mzi 14 Apr 2011, 10:36
n_j

http://perfectcook.org/index.php?option=co...d=230&Itemid=55
ამ რეცეპტით ციტროს ქერქი თუ შეიძლება მოვამზადო 2kiss.gif

Posted by: farfallina 14 Apr 2011, 12:00
პანეტონე:
საჭირო მასალა :
160 გრამი კარაქი
60 მ/ლ რძე
დაწნეხილი საფუარი 12 გრამი
ფქვილი 500 გრამი( სასურველია ამ ფქვილის ნახევარი იყოს ცილებით მდიდარი)
შაქარი 160 გრამი+ 1 სადილის კოვზი შაქარი
4 დიდი კვერცხი + 3 დიდ კვერცხის გული
ვანილი
მწიკვი მარილი

ფორთოხლის ცუკატები 40 გრამი
ქიშმიში 120 გრამი
1 ლიმნის გახეხილი ცედრა.
ტკბილი ლიმონის ცუკატი ( Цитрон ) 40 გრამი ან რაიმე სხვა ხილის ცუკატი გემოვნების მიხედვით

ქიშმიში დავალბოთ რომში არ სხვა ლიქიორში ისე რომ დაიფაროს ან კიდევ წყალში და გავჩეროთ გამოყენებამდე
ჯამში მოვათავსოთ 60 გრამი თბილი დავამატოთ 1 სადილის კოვზი შაქარი და დავაფშვნად 10 გრამი საფუარი. როდესაც საფუარი გააქტიურდება დავამატოდ 100 გრამი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. უნდა შეიკრას ბურთივით . დავდებთ თბილი ადგილას გასაფუებლად სანამ მასა არ გაორმაგდება .
ამ გაორმაგებულ მასას დავაცრათ ფქვილი 180 გრამი 2 გრამი საფუარი 2 მთლიანი კვერცხი და კარგად ავზილოთ. შემდეგ შევაზელთ 60 გრამ შაქარს და ბოლოს 60 გრამ დარბილებულ კარაქს მოვზილავთ კიდევ ერთხელ კარგად ჯამის კედლებს ადვილად უნდა ცილდებოდეს. გადავაფაროთ ცელოფანი დავდგათ თბილ ადგილას მასის გაორმაგებამდე.
როდესაც გაფუვდება დავუმატოთ 2 მთლიანი კვერცხი და 3 კვერცხის გული დავაცრათ 220 გრამი ფქვილი და ვზილოთ 10- 15 წუთი სანამ ცომი არ გახდება ელასტიური. შემდეგ დავუმატებთ 100 გრამ შაქარს და მწიკვ მარილს. მოვზილავთ კიდევ. 100 გრამ დარბილებულ კარაქს გავყოფტ 2 ნაწილად და შევაზელთ პორციებად .
კარაქის შემდეგ დავუმატებთ ფორთოხლის ცუკატებს ქიშმიშს ლიმონის კანს Цитрон ს ვანილს და კიდევ ერთხელ კარგად მოვზილავთ. დავდებთ ასაფუებლად თბილ ადგილას მასის გაორმაგებამდე. კარგად წავუსვათ ფორმას კარაქი ( 18 სანტიმეტრი დიამეტრი და სიამღლე 10 სანტიმეტრი ) ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი . გაპუებული მასა გადმოვტანოთ მსუბუქად ფქვილოყრილ მაგიდაზე და მივცეთ ბურთის ფორმა . ანუ გვერდებიდან ცენტრის მიმართულებით. ჩავდოთ პორმაში და დაველოდოთ აფუებას. ცომმა თიტქმის უნდა შეავსოს ფორმა . სანამ გამოსაცხოხბად შებდებთ დავტოვოთ თავღია 15-20 წუთი რათა თავი ცოტათი მოუხმეს. თავზე გავუკეტოთ დანის წვერით ჯვრის პორმა . შუაში დავადოთ კარაქის კუბიკი კაკლის ოდენა . გავახუროთ ღუმელი 200 გრადსუზე. შევდოთ პანეტონე და ვაცხოტთ 10 -15 წუთი . შემდეგ დავიწევთ 190 მდე 10-15 წუთი. თუ გარედან გამუქდა კიდევ დავუწევთ 180 გრადუსამდე. თუ არა და ვტოვებთ 190 ზე. საერთო ჯამში ცხვება 1 საათი. ცხობის როს ღუმელში ვდებთ ჯამით წყალს.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: viko 14 Apr 2011, 12:11
farfalina
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: farfallina 14 Apr 2011, 12:16
გაიხარე 2kiss.gif 2kiss.gif მოდერს ვტხოვ სურათები ჩამისწოროს და მერე უფრო სრულყოპილი ინებაა ორი რეცპტი ამერია ერტმანეტშI sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: viko 14 Apr 2011, 12:27
farfalina

ეხლა ვნახე ფქვილი, 100გრ-ში ცილა 10,3 .

ცილებით მდიდარს რამდენი აწერია?


Posted by: S_H_I_N_Y 14 Apr 2011, 12:37
viko
მე როგორც ვიცი 12-14% მაინც უნდა იყის ცილებით მდიდარ ფქვილში smile.gif
აქ უფრო კარგად წერია
http://whatscookingamerica.net/Bread/FlourTypes.htm

Posted by: farfallina 14 Apr 2011, 12:38
14 - 15 % 100 გრამში . ეს განსაზღვრავს პქვილის სიძლიერეს . და ასეთი ტიპის ცომისტვის საჭიროააა . აქ ნახევარი ნახევარზე მიდის . პანდოროში კი მთილანად ცილებით მდიდარია საჭირო

Posted by: viko 14 Apr 2011, 12:57
S_H_I_N_Y
farfalina

გასაგებია
2kiss.gif 2kiss.gif
მე ,,მზარეული,. ვნახე, სხვებსაც დავაკვირდები.

Posted by: rtuli 14 Apr 2011, 13:02
farfalina
იცი რა მაინტერესებს,ხომ არიცი კრემიანი გულსართით პანეტონეს რეცეპტი rolleyes.gif
როგორ მომწონს შიგნით ვანილის ან შოკოლადის კრემი როცა უდევს love.gif

Posted by: farfallina 14 Apr 2011, 13:03
დიდიი მადლობააააააა ჩავასწორეეეეეე 2kiss.gif ეხლა უკვე სრულყოფილიაააა

Posted by: nanana 14 Apr 2011, 13:19
მარია , maria , მალტაზე თუ კვიპროსში რომ ცხოვრობს. გემრიელ რეცეპრებს დებდა, სად დაიკარგა?

Posted by: farfallina 14 Apr 2011, 13:22
QUOTE (rtuli @ 14 Apr 2011, 13:02 )
rtuli
იცი რა მაინტერესებს,ხომ არიცი კრემიანი გულსართით პანეტონეს რეცეპტი rolleyes.gif
როგორ მომწონს შიგნით ვანილის ან შოკოლადის კრემი როცა უდევს  love.gif


მე როგროც ვიცი აკეთებენ კრემს და მერე ქუდზე უკეტდება ნახვრეტები და გრძელი სპეციალური შპრიცით იდება კრემი შიგნით. მერე ზემოდან ფარავენ ან შოკოლადის გლაზურით ან კიდე შაქრის პუდრით. თუ თავად შოკოლადიანი გინდათ მოგრძო ფილა იყინება. საბოოლოოდ რომ ჩავდებთ ფორმაში გასაფუებლად უნდა ჩავუდოთ. იყინება იმიტომ რომ ცომის გაფუებას დრო უნდა და ფილამ ფორმა უნდა შეინარჩუნოს. გაფუებას ხელს ეს ცივი ფილა არ უშლის . იგივე ხდება პანდოროშიც. პანდოროს კიდევ საერთოდ ჭრიან ვარსკვავისებურად ფენებად. როგორი ფორმაც აქვს თავად და აწყობენ კრემით. ძალიან გემრიელიააა

Posted by: EXHALATING 14 Apr 2011, 13:48
მაქვს კექსის რეცეპტი, რომელიც ზალიან ჰგავს კულიჩს. გადავწყვიტე კულიჩად გამოვაცხო, მაგრამ ფორემბში გავიჭედე
სად შეიძლება შევიძინო?
სუნელების კაცტან ვიყიდე, მაგრამ ძალიან დაბალია

Posted by: viko 14 Apr 2011, 14:15
EXHALATING
ქვაბში რომ გამოაცხო?
ან ჩააფინე საცხობი ქაღალდი და აამაღლე ფორმა.

farfalina

ფორუმული საშინაო დავალება smile.gif
გამოიყენე ნათესაური კავშირი smile.gif გამოკითხე შენი ქმრის ბიძა და გაგვიზიარე ცოდნა smile.gif

Posted by: farfallina 14 Apr 2011, 14:44
viko
დავალება შესრულებული ინება yes.gif yes.gif

მანამდე კი იმას გაგიზიარებთ რაც მე გამიზირა . მომამზადებინა და გერიელია smile.gif

ბაბა :
საჭირო მასალა :
კარაქი 125 გრამი
ფქვილი 250 გრამი
რძე 50 მ/ლ
საწნეხილი საფუარი 20 გრამი
30 გრამი შაქარი
4 დიდ კვერცხი
მწიკვი მარილი

ჯამში დავფშვნათ საფუარი დავამატოთ 2 ჩაის კოვზი შაქარი და დავასხათ 50 მ/ლ თბილი რძე დაველოდოთ ამოფუებას. მეორე ჯამში გავცრათ ფქვილი . კვერცხებს დავამატოთ მარილი ავთქვიფოთ ჩანგლით და შევირიოთ ფქვილს მიქსერით ( ცომი მოსაზელი რობოტით) დაბალ სიჩქარეზე. მერე დავამატოთ საფუვრიანი მასას და ვთქვიფოთ სანამ კურჯუშალები არ გაიხსნება სრულიად. ტქვეფის სიჩქარეს მოვუმატოთ დარბილებული კარაქი შევათქვიფოდ პორციებად დარჩენლ შაქართან ერთად . ცომი არის არაჟნის სისქის.ამ ცომს გადმოვიტანს ცხიმ მოსმულ ჯამში და გავაჩერებთ ასაფუებლად 1 საათი 30 წთ თბილ ადგილას. ფორმებს წავუსვამთ ცხიმს ( 6 სმ სიმაღლე 4,5 დიამეტრის) უნდა დაახლოებით 12 ცალი გაფუებული ცომით გაავსეთ ნახევრამდე. ცომი რომ გაფუვდება და მერე შეეხებით ფორმებში ჩასახმელად ძირს ჩავარდება და არ შეგეშინდეთ
ფორმებში ავაფუოთ 20 წთ. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსი 15 წთ. გამომცხვარი გავაციოთ ფორმებში. 500 გრმი წყალი და 500 გრამი შაქარი გავაკეთოთ სიროფი და დავუმატოთ 1 ჭიქა რომი . გამოცხვარი ბაბა დავასველოთ ამ სიროფში. (ცხელში) გარგარის ჯემი გავადნოთ 1 კოვზ წყალთან ერთად და ფუნჯით წავუსვატ ბაბას. ეს უკანასკნელი მატებს სიპრიალეს.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ბაბა შეგიძლიათ გაჭრათ შუაზე და ჩაუდოთ ნაღების კრემი . სურვილისმებრ ვისაც ალკოჰოლიანი არ უნდა

Posted by: viko 14 Apr 2011, 14:52
farfalina
ძალიან კარგი რეცეპტებით მოხვედი 2kiss.gif

რა დამთხვევაა, გუშინ ჩავინიშნე ბაბას რეცეპტი. ამ დილით კი მექავებოდა ხელები, მაგრამ გავუძელი. smile.gif



Posted by: gloneli 14 Apr 2011, 14:58
farfalina
QUOTE
ჯამში დავფშვნათ საფუარი დავამატოთ 2 ჩაის კოვზი შაქარი და დაველოდოთ ამოფუებას.

აქ არის უზუსტობა.მხოლოდ შაქარი და საფუარი ასე მშრალად როგორ გაფუვდება.ან რძე გამოგრჩა,ან წყალი და ფქვილი

Posted by: farfallina 14 Apr 2011, 15:04
gloneli
მადლობა რომ მიმითითე მექანიკურად გამომრჩა წერის დროს smile.gif

Posted by: maka:) 14 Apr 2011, 16:32
გამარჯობა,ახალი მოვედი...იმედია მიმიღებთ yes.gif yes.gif wink.gif

Posted by: guruliqali 14 Apr 2011, 16:38
maka:)
მობრძანდი smile.gif კარგ დროს მოხვედი, სააღდგომო ფაცი-ფუცში ვართ 2kiss.gif

Posted by: miau 14 Apr 2011, 22:08
nanana
QUOTE
ძაან გემრიელია მართლა. ჩვენ გავაკეთეთ ერთ წელს, მაგრამ იმდენად მძიმეა ეს მურაბა რომ ცომი ჩააგდო. ან ძაან წვრილად უნდა დაჭრა და არა ჩვენსავით ქიშმიშისხელა კუბიკებად.

მადლობა კარგი რჩევისთვის. 2kiss.gif


Posted by: keto22 15 Apr 2011, 00:53
EXHALATING
მეც ვიყიდე ეგ ფორმები
ყველა საკონდიიტრო მაგ ფორმებში აცხობს
პერგამენტი უნდა ჩაუფინო გვერდებში.ანუ ცომის გუნდას რომ ჩადებ შიგნიდან აამაღლე პერგამენტით
შარშან რომელიღაზა არხზე იყო მემგონი გუდვილი აცხობდა და მასე ჩააფინეს სიმაღლისთვის

Posted by: Dr_Zuzumbo 15 Apr 2011, 01:13
farfalina
ჯეელობაში ვერთობოდი ბაბას კეთებით. კარგად გაკეთებული გემრიელი რამეა

Posted by: miau 15 Apr 2011, 02:22



QUOTE
აქვს კექსის რეცეპტი, რომელიც ზალიან ჰგავს კულიჩს. გადავწყვიტე კულიჩად გამოვაცხო, მაგრამ ფორემბში გავიჭედე
სად შეიძლება შევიძინო?
სუნელების კაცტან ვიყიდე, მაგრამ ძალიან დაბალია


keto22-მ კარგი რამე გირჩია. კულიჩებს კექსის ფორმაშიც ვაცხობ და მშვენიერია, მეტიც - დიდ ფორმაში გამომცხვარი უფრო გემრიელი გამოდის აშკარად.

Posted by: Dr_Zuzumbo 15 Apr 2011, 09:20
90 წლებში მანამდე უცნობმა იაპონურმა ფირმამ Funai-მ გააკეთა პირველად პურის საცხობი აი ეს აპარატი. მაშინვე ვიყიდე და მრავალი წელი მუხლჩაუხრელად მემსახურა "პატარა რაჭველუკა". ამ აპარატში ვაცხობდი კულიჩებს და საოცრად კარგი გამოდიოდა. ყველაფერს თვითონ აკეთებდა- უბრალოდ, მეორედ აფუების წინ ქიშმიშს ჩავუმატებდი და თვითონ იცოდა თავისი საქმე.
user posted image

Posted by: mzi 15 Apr 2011, 10:31
n_j

http://perfectcook.org/index.php?option=co...d=230&Itemid=55
ამ რეცეპტით ციტროს ქერქი თუ შეიძლება მოვამზადო love.gif

Posted by: Baltimore 15 Apr 2011, 11:20
farfalina
ნათარგმნი რეცეპტებისათვის, მით უფრო კეთების პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ დასურათებულებისათვის, ეგება ლინკი მაინც მიგვეთითებინა?
ასე მაინც ვცეთ პატივი საავტორო უფლებებს.
* * *
http://ricette.giallozafferano.it/Baba-al-rhum.html

Posted by: EXHALATING 15 Apr 2011, 14:45
keto22
QUOTE
პერგამენტი უნდა ჩაუფინო გვერდებში.ანუ ცომის გუნდას რომ ჩადებ შიგნიდან აამაღლე პერგამენტით შარშან რომელიღაზა არხზე იყო მემგონი გუდვილი აცხობდა და მასე ჩააფინეს სიმაღლისთვის

მადლობა smile.gif
კედლები ამოვიყვანო ე.ი. პერგამენტით smile.gif

miau
QUOTE
კულიჩებს კექსის ფორმაშიც ვაცხობ და მშვენიერია, მეტიც - დიდ ფორმაში გამომცხვარი უფრო გემრიელი გამოდის აშკარად.

რა ვიცი ვიფიქრე თუ კულიჩია კულიჩი იყოს მეთქი biggrin.gif
აღდგომამდე ვცდი ერთი

Posted by: n_j 15 Apr 2011, 21:42
mzi
QUOTE

http://perfectcook.org/index.php?option=co...d=230&Itemid=55
ამ რეცეპტით ციტროს ქერქი თუ შეიძლება მოვამზადო 

ბმულს არ მიხსნის და ვერ ვხვდები რომელ რეცეპტზე მეუბნები sad.gif
და ციტრო რა არის?

Posted by: temotemuka 15 Apr 2011, 21:47
რაში ჯობია შეღებვა საEწბავში თუ ენდროში cry.gif

Posted by: keto22 15 Apr 2011, 22:29
EXHALATING
ხო
მართალია ერთჯერადია ეს ფორმა მაგრამ მოსახერხებელია
იტალიური რაცმიყიდია კულიჩი ყველა ესეთში დევს

Posted by: WOMAN IN LOVE 15 Apr 2011, 22:35
keto22
EXHALATING
ქაღალდის ფორმაზე ამბობთ? სად იყიდება და რა ღირს?

Posted by: keto22 15 Apr 2011, 22:39
WOMAN IN LOVE
კი
პასაჟში სუნელების კაცთან
80 თეთრი ერთი ცალი

Posted by: WOMAN IN LOVE 15 Apr 2011, 22:47
keto22
დიდი მადლობა smile.gif მაგას გაცხიმვა ჭირდება ნეტავ? rolleyes.gif

Posted by: keto22 15 Apr 2011, 23:02
WOMAN IN LOVE
არა
ქაღალდი ძვრება ჩვეულებრივდა
არ უთქვია რომ გაცხიმეო ჩემი აზრით არა
პერგამენტის ქაღალდია და რატომ დასჭირდება

Posted by: მაკ-კი 15 Apr 2011, 23:11
keto22
QUOTE
პასაჟში სუნელების კაცთან

ზუსტად სად არის ვერ მეტყვი, ვინ არის სუნელების კააცი ვერ გავიგე. პასაჟი რომელია, დიდ ბაზრობას რომ ეძახდნენ ადრე იმის გვერდზე შუშებიანი მაღაზიების მწკრივი არა?

Posted by: miau 15 Apr 2011, 23:45
temotemuka
QUOTE
აში ჯობია შეღებვა საEწბავში თუ ენდროში


ენდროს ის დიდი სიკეთე აქვს, რომ თან ღებავს და თან ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

Posted by: temotemuka 15 Apr 2011, 23:50
miau
და ყოველთვის ყავისფერი რატო გამოგვდის მთელ ოჯახს? weep.gif

Posted by: მაკ-კი 15 Apr 2011, 23:58
temotemuka
მე ხარშვის დროს ხახვის ფოთლებსაც ვყრი. ასევე ვუმატებ მარილს და ძმარს

Posted by: SeleneS 16 Apr 2011, 02:24

მოდის აღდგომა, მოდიის wink.gif

http://pix.ge/

Posted by: LKLK 16 Apr 2011, 11:50
პასკისთვის რომელი ფქვილი გამოვიყენო, ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: miau 16 Apr 2011, 12:35
LKLK

გამოიყენე უმაღლესი ხარისხის "მზეკაბანი". მე პირადად ტომრით ვყიდულობ ხოლმე. ასე დაზღვეული ვარ ფალსიფიკაციისაგან.
* * *
temotemuka
QUOTE
და ყოველთვის ყავისფერი რატო გამოგვდის მთელ ოჯახს?


არ ვიცი... ხახვის ფოთ;ლებსაც ვამატებთ ჩვენ, ძმარსაც. ისეთი კაშკაშა წითელი გამოდის ხოლმე smile.gif დავდებ, როცა შევღებავ.

Posted by: orchidea 16 Apr 2011, 18:15
LKLK
QUOTE
ასკისთვის რომელი ფქვილი გამოვიყენო, ხომ ვერ მირჩევთ?

მეც მზეკაბანს ვხმარობ უმაღლესს ყველაფერში ,მაგრამ :თბილისსაც : აქებენ უმაღლესს ძალიან

Posted by: LKLK 16 Apr 2011, 19:01
miau
orchidea
მადლობა

Posted by: mzi 16 Apr 2011, 22:28
n_j
QUOTE
mzi
QUOTE

http://perfectcook.org/index.php?option=co...d=230&Itemid=55
ამ რეცეპტით ციტროს ქერქი თუ შეიძლება მოვამზადო 

ბმულს არ მიხსნის და ვერ ვხვდები რომელ რეცეპტზე მეუბნები
და ციტრო რა არის?

ეს არის ფორთოხლის ცუკატები, ციტრო კიდევ გრეიფუტია, ჩვენსკენ ასე ეძახიან http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D1%80%D0%B5%D0%B9%D0%BF%D1%84%D1%80%D1%83%D1%82

Posted by: irinka1983 17 Apr 2011, 07:09
საცდელად დღეს გამოვაცხე პასკა(კულიჩს ვერ ვეგუები), გამოვიდა უმაგრესი, მაგრამ გატარებულ ლიმონი ადგილ-ადგილ მომწაროდ შემხვდა, ვინმეს დაგმართნიათ ეგრე, თუ "ამერიკული" ლიმნის ბრალია? საერთოდ რომ არ ვუქნა?

Posted by: n_j 17 Apr 2011, 11:50

mzi
გაკეტებით გაკეთდება, უბრალოდ გემო და არომატი ექნება სხვა smile.gif გრეიფრუტს ბევრი თეთრი გარსი აქვს შიგნით და მოაცილე
irinka1983
ამერიკული ლიმონი როგორია არ ვიცი, მაგრამ სიმწარეს აძლევს ყვიტელი კანის ქვეშ რომ თეთრი ნაწილია ის, ამიტომ შეგიძლია ყვითელი ცედრა შემოახეხო და ისე დაამატო ცომში, ასევე ლიმონს ის თეთრი კანი და კურკები მოაცილე და დააბლენდერე, ან სულაც მარტო წვენი უქენი smile.gif

Posted by: natelikaaa 17 Apr 2011, 14:25
QUOTE
საცდელად დღეს გამოვაცხე პასკა(კულიჩს ვერ ვეგუები), გამოვიდა უმაგრესი, მაგრამ გატარებულ ლიმონი ადგილ-ადგილ მომწაროდ შემხვდა, ვინმეს დაგმართნიათ ეგრე, თუ "ამერიკული" ლიმნის ბრალია? საერთოდ რომ არ ვუქნა?


ლიმონს მე გახეხილს ვუშვები და ყოველტვის კაი გამოდისსს rolleyes.gif

Posted by: miau 17 Apr 2011, 14:45
irinka1983
QUOTE
საცდელად დღეს გამოვაცხე პასკა(კულიჩს ვერ ვეგუები), გამოვიდა უმაგრესი, მაგრამ გატარებულ ლიმონი ადგილ-ადგილ მომწაროდ შემხვდა, ვინმეს დაგმართნიათ ეგრე, თუ "ამერიკული" ლიმნის ბრალია? საერთოდ რომ არ ვუქნა?


ჩემი რჩევა იქნება, რომ გაუკეთო ან მხოლოდ ლიმონის ცედრა, ან ფორთოხლის ან ლიმონის ცუკატები . კიდევ ერთი - როდესაც ვიყენებთ მიხაკ-დარიჩინს, ილსა და ჯავზს (მუსკატის კაკალი), არ შეიძლება ვანილის გაკეთება. კონდიტერები თვლიან, რომ ეს არომატები ერთმანეთს არ ეთვისება. smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 17 Apr 2011, 15:45
http://forum.ge/?showtopic=33724761&view=findpost&p=9298182

აქ 1 კგ ფქვილი წერია და ამ რეცეპტით ნეტავ რამდენი პასკა გამოდის?


Posted by: murzakani 17 Apr 2011, 15:55
ისა, მწვანე ტყემალი შამევიდა?
....................................................................
ჩაქაფული მინდა...

Posted by: shilaida 17 Apr 2011, 16:39

დედაჩემის პასკა

8 კვერცხი, 400 გრ. კარაქი, 4-6 ჩჭ შაქარი, 1 ლ რძე+ 1ჩჭ წყალი, 2სკ. საფუარი, მარილი, ვანილი, კარდამონი, ჯავზი, ლიმონი, შაფრანი, 1სკ. ზეთი.

2სკ. საფუარი უნდა გავხსნათ 1 ჩჭ. თბილ წყალში+1სკ. შაქარი. დავდგათ თბილ ადგილას. 1 ლიტრი თბილი რძე, 400 გრ. თბილი (არა ადუღებული) კარაქი (ჩვენ ერბოს ვამატებთ), 8 კვერცხი, 6 ჩჭ. შაქარი, ცოტა მარილი (გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, ავურიოტ კარაქი, რძე, მარილი) დავამატოთ საფუარი, ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას მთელი ღამე.
მეორე დღეს ჩავყაროთ ვანილი, კარდამონი გახეხილი ჯავზი, ლიმონის ცედრა, სპირტზე დაყენებული შაფრანი, 1 სკ. ზეთი. ეს ყველაფერი შეიზელს 10-15 ჭიქა ფქვილს. უნდა მოიზილოს ისე, რომ ცომი ხელზე არ გეკვროდეს. ისევ უნდა დავდგათ თბილად და დავაცადოთ ამოსვლა. ისევ ჩავზილოთ და დავამათოს კონიაკში დამბალი ქიშმიში. გაფუების შემდეგ ჩავდოთ ფორმებში ისე რომ 1/3 გაივსოს. კარგად რომ ამოვა გამოვაცხოთ.
ესაა.... და ნამდვილად ღირს წვალებად

შინის -- ამ რეცემპტით ვაპირებ გამოვაცხო სააღდგომოდ კულიჩები,დღეს დაწნეხილი საფუარი შEვიძინე და 2ს.კ-ის ნაცვლად დაწნეხილი რამდენი უნდა გამოვიყენო?
მადლობა


Posted by: irinka1983 17 Apr 2011, 17:43
n_j

დიდი მადლობა, მარტო ცედრას და წვენს ვუზავ შემდეგ ჯერზე.

miau

ზუსტად ესე ვქენი, ვანილი არ ვუქენი, დამავიწყდაbiggrin.gif

Posted by: დოლორეს 17 Apr 2011, 18:50
QUOTE
მიხაკ-დარიჩინს, ილსა და ჯავზს (მუსკატის კაკალი

მიხაკ-დარიჩინი
ილი
ჯავზი
მუსკატი

ეგენი მაინტერესებს ესპანურად ვერ ვათარგმნინე გუგლს sad.gif

დარიჩინი ვიცი მარტო - canela

დამეხმარებით ვინმე?


faustina სად ხარ biggrin.gif

Posted by: Paranormal 17 Apr 2011, 18:53
რამე კულინარიის ქართული საიტი არავინ არ იცით სადაც პასკის რეცეპტს ვნახავ?

Posted by: დოლორეს 17 Apr 2011, 19:10
QUOTE
რამე კულინარიის ქართული საიტი არავინ არ იცით სადაც პასკის რეცეპტს ვნახავ?

მეც მინდა კარგი რეცეპტი პასკის ...

თუ რა თქმა უნდა გავარკვიე ესენი და მოვიძიე

QUOTE
მიხაკ-დარიჩინი
ილი
ჯავზი
მუსკატი


უამათოთ რა აზრი აქვს აბა :|



Posted by: WOMAN IN LOVE 17 Apr 2011, 19:15
Paranormal
დოლორეს
სააღდგომო რეცეპტები აქ

http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7596910

Posted by: n_j 17 Apr 2011, 20:17
Paranormal
http://perfectcook.org/

დოლორეს
ჯავზი და მუსკატი ერთი და იგივეა smile.gif ესპანურად აქ
http://es.wikipedia.org/wiki/Nuez_moscada

მიხაკი Clavos de olor.
http://es.wikipedia.org/wiki/Syzygium_aromaticum

ილი ანუ კარდამონი
http://es.wikipedia.org/wiki/Cardamomo

აბა შენ იცი ეხლა, დატრიალდი biggrin.gif

Posted by: miau 17 Apr 2011, 20:20
ახლა დააყენა დედამ კულიჩის ცომი. თამამად დავუმატე ირანიდან საგულდაგულოდ ჩამოტანილი ზაფრანა. smile.gif ვნახოთ რა გამოვა... wink.gif
WOMAN IN LOVE

ირმა, ერთ ჩვენს საერტო ნაცნობს ვკითხე და მაქედან გამოდის 4 ცალი ბავშვის რძის ფხვნილის ქილა რომაა, იმხელა და რამდენიმე შესქელებული რძის ქილაში რომ ჩაეტიოს იმხელა კულიჩებიო. smile.gif

Posted by: guruliqali 17 Apr 2011, 20:20
murzakani
QUOTE
მწვანე ტყემალი შამევიდა?

მეც ვეძებ, დღეს დეზერტირებზე ვერ ვნახე.

მზა ცუკატები ვიყიდე დაჭრილ-დაფასოებული სხვადასხვა ფერის (ვერ ვასწრებ სახლში გაკეთებას) და მაცივარში ვინახავ,
პასკის ცომში ჩვეულებრივად ქიშმიშთან ერთად უნდა დავამატო? ცოტა მოსველო სტრუქტურის არის.

Posted by: miau 17 Apr 2011, 20:22
guruliqali
QUOTE
მეც ვეძებ, დღეს დეზერტირებზე ვერ ვნახე.


სამწუხაროდ, არ არის მწვანე ტყემალი sad.gif ამიტომ, დაკონსერვებულს უნდა მივეძალოთ sad.gif
ახლა მამაჩემი ამბობდა, იქნებ საერტოდაც ჩანახი მოვამზადოთ და არა ჩაქაფული, სუროგატს და დაკონსერვებული ტყემლით გაკეთებულს ნაღდი ჯობია და ჩანახიო biggrin.gif

Posted by: დოლორეს 17 Apr 2011, 20:24
WOMAN IN LOVE
გმადლობ.



Paranormal
მე ეს შევარჩიე,შედარებით ადვილი ჩანს biggrin.gif
მოკლედ სანელებლები თუ ვთარგმნე/ვიშოვე გამოვაცხობ yes.gif


პასკა
© BEKO

მე ღამით ვზელ. დილით კიდევ ვაცხობ
მოზელას მაქსიმუმ 15 წუთს ვანდომებ, ცხობას კი უნდა დიდი დრო, მაგრამ იმდენად გემრიელია, მიღირს

1ლ რძე.
10 კვერცხი
1კგ შაქარი.
0,5 კგ კარაქი.
3 სუფრის კოვზი საფუარი.
ქიშმიში გემოვნებით.
ვანილი, მუსკატი, ილი, მიხაკი, ლიმონის ესენცია ან ცედრა.

რძეში გახსნი საფუარს, ცოტა შაქარს, და ცოტა ფქვილს. დააყენებ ნახევარი საათით.
გააკეთებ გოგლიმოგლს, ჩაასხამ გამდნარ კარაქს. და შეურევ ამოსულ მასას. დაუმატებ ფქვილს და მოზელ ნაზ ცომს. რომ ამოვა, მერე შეურევ ქიშმიშს და სუნელებს.

გამოცხობის წინ აუცილებელია ფორმებში გავაჩეროთ ცომი. ფორმებში თავიდან უნდა ამოფუვდეს.

ცხვება ნელ ცეცხლზე. სულ ცოტა 40 წუთი. გააჩნია, რამხელა პასკებს აცხობთ, პატარებს 40 წუთი ყოფნის დიდებს ერთი საათი მაინც უნდა.

პ.ს. უი, მართლა, მარილი დამვიწყნია. მარილი უნდა პასკის ცომს.


Posted by: miau 17 Apr 2011, 20:25
guruliqali

როცა ქიშმიშს დაამატებ, მაშინ დაამატე ცუკატებიც. მაცივრის გარეთაც მშვენივრად ძლებს. wink.gif

მეორე პარტიას პირადად მე ვგეგმავ იგივე ცომითა და ქიშმიშის ნაცვლად საზამთროს მურაბით. love.gif
მოთმინებით ველოდები იმ დღეს, როდესაც მსუქან-მსუქანი კულიჩები უკვე გამომცხვარ-გამოპეწკილი, შეგრილებული და შაქრისპუდრაწაყრილი დაიჭრება და სურნელს მოსდებს არემარეს... love.gif
* * *
დოლორეს
QUOTE
პასკა
© BEKO


ამ ადამიანს ყველა რეცეპტი ერთიმეორეზე უკეთესი აქვს. smile.gif შემდეგს მაშIნ ამას გამოვაცხობთ.

Posted by: დოლორეს 17 Apr 2011, 20:27
n_j
QUOTE
დოლორეს
ჯავზი და მუსკატი ერთი და იგივეა  ესპანურად აქ
http://es.wikipedia.org/wiki/Nuez_moscada

მიხაკი Clavos de olor.
http://es.wikipedia.org/wiki/Syzygium_aromaticum

ილი ანუ კარდამონი
http://es.wikipedia.org/wiki/Cardamomo

აბა შენ იცი ეხლა, დატრიალდი 

ვაი რა გოგო ხარ jump.gif

ვერ ვისწავლე მოკლედ ეს ვიკიზე ტარგმანით ძებნა როგორ უნდა ? sad.gif

მადლობა დიდიიი 2kiss.gif

Posted by: BEKO 17 Apr 2011, 20:35
დოლორეს
miau

გავიბადრე გოგოებო!

ერთი შესწორება - ლიმონის ესენცია მქონდა ძველი, ლამის კომუნისტებისდროინდელი და ძალიან კარგი იყო.
ახლა ორჯერ ვიყიდე და ორივე გადავყარე - ხელოვნური, სინთეთიკური სუნი ჰქონდა. ეგ გაგიფუჭებთ კულიჩებს. ამიტომ სჯობს ლიმონი უქნათ. ალბათ ორი ლიმონი ეყოფა, ოღონდ - წვენი და ცედრა. რბილობი გაამწარებს.

Posted by: guruliqali 17 Apr 2011, 20:35
miau
QUOTE
მსუქან-მსუქანი კულიჩები უკვე გამომცხვარ-გამოპეწკილი, შეგრილებული და შაქრისპუდრაწაყრილი

რა სურნელი დაატრიალე ... 2kiss.gif ხო ვამბობ, კულინარიას და პოეზიას ბევრი აქვს საერთო ...
მადლობა რჩევისთვის, მაცივარში იმიტომ შევუძახე, რომ საკმარისად გამომშრალი არ მომეჩვენა და შემეშინდა არ ჩაობდესავით-თქო.
მეც რამდენიმე პარტიად ვაპირებ გამოცხობას, ჩემი შვილების შეკვეთაა - უქიშმიშო, უცუკატო, უუუუ ვარიანტი, ხოდა რა მომათმენინებს, საზამთროს მურაბა კარგი აზრია, მოგვწერე მერე შედეგები ...

Posted by: დოლორეს 17 Apr 2011, 20:38
miau
QUOTE
შემდეგს მაშIნ ამას გამოვაცხობთ.

ანუ ამას,მე რომ დავაკოპირე?
დაახლოებით რამდენი დაჭირდება ნეტა ფქვილი?არ წერია რაოდენობა (((
აზრზე არ ვარ,ცხოვრებაში პირველად ვაპირებ პასკას გამოცხობას და ისიც დედაჩემისგან დამოუკიდებლად biggrin.gif
არადა დედაჩემი პასკის პროფესიონალია და მე ფორუმზე ვეძებ რეცეპტს biggrin.gif love.gif



BEKO
უი თქვენც მოხვდით love.gif
ლიმონი რომ არ ვუქნა არ ივარგებს?
ასე მგონია სხვა გემოს მისცემსთქო და არ მინდა :შ



ფორმები სად ვიშოვო ახლა ესაა საქმე,აქ სად იციან პასკა biggrin.gif

რამე მიმსგავსებულ ფორმებს ვიყიდი. user.gif

Posted by: n_j 17 Apr 2011, 20:49
დოლორეს
არაფრის smile.gif
========================

Posted by: მაკ-კი 17 Apr 2011, 20:52
miau
QUOTE
ზაფრანა

წითელი ფერის არა? მე მომყიდა ბაზარში ერთმა ქალმა, წყალში უნდა ჩადო და მერე წვენი დაუმატო ცომსო, სწორად მითხრა თჲ იცი?

Posted by: BEKO 17 Apr 2011, 21:46
guruliqali
QUOTE
ჩემი შვილების შეკვეთაა - უქიშმიშო, უცუკატო, უუუუ ვარიანტი,


ჩემებისაცsmile.gif
რა უცნაურია ისე!

დოლორეს
QUOTE
ლიმონი რომ არ ვუქნა არ ივარგებს?
ასე მგონია სხვა გემოს მისცემსთქო და არ მინდა

როგორ არ ივარგებს!:)))

Posted by: miau 17 Apr 2011, 22:08
დოლორეს
QUOTE
ანუ ამას,მე რომ დავაკოპირე?
დაახლოებით რამდენი დაჭირდება ნეტა ფქვილი?არ წერია რაოდენობა (((
აზრზე არ ვარ,ცხოვრებაში პირველად ვაპირებ პასკას გამოცხობას და ისიც დედაჩემისგან დამოუკიდებლად
არადა დედაჩემი პასკის პროფესიონალია და მე ფორუმზე ვეძებ რეცეპტს


რა გიტხრა, ალბათ 3 კგ-ზე მეტი არა მგონია. თვალის ზომით და კონსისტენციის მიხედვით უნდა დაამატო ფქვილი.BEKO
QUOTE
გავიბადრე გოგოებო!


2kiss.gif
მაკ-კი
QUOTE
წითელი ფერის არა? მე მომყიდა ბაზარში ერთმა ქალმა, წყალში უნდა ჩადო და მერე წვენი დაუმატო ცომსო, სწორად მითხრა თჲ იცი?


მოწითალო ფერის ღერებია, რომლის მომზადებაც ასე მასწავლეს ფერეიდნელმა მეგობრებმა: შაქართან ერთად ვნაყავ როდინში, ვასხამ 50 მლ მდუღარე წყალს და ვხსნი , შემდეგ თბილად ვფუთავ, უშვებს ფერს და ვუმატებ რასაც გამიხარდება იმას. smile.gif
guruliqali
QUOTE
მეც რამდენიმე პარტიად ვაპირებ გამოცხობას, ჩემი შვილების შეკვეთაა - უქიშმიშო, უცუკატო, უუუუ ვარიანტი, ხოდა რა მომათმენინებს, საზამთროს მურაბა კარგი აზრია, მოგვწერე მერე შედეგები ...


ვაი, რამდენი ვიცი,რ ომ არ უყვარს ქიშმიშითა და დანამატებით კულიჩი. მე ძალიან მიყვარს smile.gif აუცილებლად დავდებ შედეგს! yes.gif ნანანამ მომცა ერთი რჩევა - პატარა ნაჭრებად დაჭერიო და აუცილებლად გავითვალისწინებ.

Posted by: ladywin 17 Apr 2011, 23:41
იქნებ ვინმემ კარგი პასკის რეცეპტი დამიწეროთ, როგორც უმეტესობას რომ მოსწონს ეს მძიმე პასკა , მე ჰაეროვანი და მსუბუქი მირჩევნია, და ცოტა ტენიანი, ანუ არ მინდა რომ გამომშრალი იყოს rolleyes.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 17 Apr 2011, 23:58
ჩამი ბავშვები ჩიჩქნიან ქიშმიშებს და ყრიან, არ უყვართ biggrin.gif მე კი ქიშმიშით და ხმელი ხილით მდიდარი პასკა მიყვარს. დღეს დავიწყე სამზადისი - ფქვილი და შაქარი მოვზიდე, ხვალ სანელებლებზე გავალ.

Posted by: guruliqali 18 Apr 2011, 00:05
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩიჩქნიან ქიშმიშებს და ყრიან

რა საყვარლები არიან ხოლმე, პატარა ხელუკებით რომ უტუნტულებენ ქიშმიშებში 2kiss.gif
QUOTE
ხვალ სანელებლებზე გავალ.

დღეს კილომეტრიანი რიგი იყო პასაჟში სუნელების კაცთან, ვერ დავდექი, დამეზარა.


Posted by: rtuli 18 Apr 2011, 00:24
guruliqali
QUOTE
დღეს კილომეტრიანი რიგი იყო პასაჟში სუნელების კაცთან, ვერ დავდექი, დამეზარა.

მე აღარ ვყიდულობ დაფქვილ სუნელებს.
ვყიდულობ მარცვლეულის სახით და თავად ვფქვავ.სულ სხვა გემო აქვს და სურნელი,აღარ მესაჭიროება ნ-რაოდენობით დაფქვილი სუნელების დამატება კერძებში,რადგან რატომღაც აღარ ყოფნიდა 1ჩ.კ. და მეტის დამატებას ითხოვდა sad.gif.

ამ საქმისთვის დენის საფქვავს ვიყენებ წარმატებით smile.gif

Posted by: guruliqali 18 Apr 2011, 00:29
rtuli
QUOTE
ნ-რაოდენობით დაფქვილი სუნელების დამატება კერძებში

ეგ მეც შევნიშნე, ნეტა რატომ? ალბათ რამე დანამატებია? კარგი აზრია მარცვლეულის ყიდვა.

Posted by: rtuli 18 Apr 2011, 01:02
როგორ მოვზილოთ,კარგი კულიჩის ცომი :


guruliqali
QUOTE
ალბათ რამე დანამატებია?

smile.gif

Posted by: guruliqali 18 Apr 2011, 01:14
rtuli
რა კარგი ვიდეოა, ბევრ ჩვენგანს დაეხმარება.
QUOTE
8 წევრი ათვალიერებს ამ თემას (2 სტუმარი და 2 უჩინარი წევრი)
4 წევრი: guruliqali, anuka555, მაკ-კი, tikunia-teiko

წარმატებებს გისურვებთ, თანასეანსელებო 2kiss.gif

Posted by: მაკ-კი 18 Apr 2011, 01:34
guruliqali
იგივეს გისურვებთ ყველას smile.gif) ძალიან მომეწონა მეც, მადლობა rtuli

Posted by: iren765 18 Apr 2011, 01:44
QUOTE
rtuli

მადლობა,რომ ვიდეო დადეთ.რა კარგები გამოუვიდა.მახსოვს შარშან რა კარგი პასკები დავდეთ!!!წელსაც მინდა გავაკეთო.ჩემთვის ყველაზე ძნელი და შრომატევადი კულიჩი და ბაქლავაა.ქედს ვიხრი ყველას წინაშე,ვინც მთელი გულით,დიდი სიყვარულით და უდიდესი შრომით აცხობს.

Posted by: tikunia-teiko 18 Apr 2011, 01:56
QUOTE
წარმატებებს გისურვებთ, თანასეანსელებო


მეც,მეეეც smile.gif 2kiss.gif

Posted by: likaterine 18 Apr 2011, 02:04
BEKO

ღამით რომ ზელთ პასკის ცომს, მაცივარში აჩერებთ დილამდე თუ მაცივრის გარეთ?

Posted by: BEKO 18 Apr 2011, 08:19
likaterine


გარეთsmile.gif ცომი თბილად უნდა იყოს, რომ კარგად ამოვიდეს. კარგად უნდა დაახუროთ და დიდ ჭურჭელში უნდა ჩადოთ, თორემ შეიძლება გადმოვიდეს გარეთ.

Posted by: guruliqali 18 Apr 2011, 09:31
BEKO
QUOTE
დიდ ჭურჭელში უნდა ჩადოთ

ჩემი ბებო ემალის სათლში დებდა, ვიწრო და მაღალ ჭურჭელში უფრო კარგად ამოდისო.

Posted by: farfallina 18 Apr 2011, 10:51
მეორე დღეა დავკანკალებ თავზე ბუნებრივ საფუარს. ამ დილით რომ ვნახე სასწაულად იყო გაფუებული bis.gif bis.gif bis.gif
პანეტონი მინდა მოვამზადო სტარტერით. როცა ვაკეთებ ყოველთვის დაწნეხილ საფუარს ვხმარობ კარგი გამოდს ძალიან
ეხლა გადავწყვიტე გავაკეთო სტარტერით. მაინტერესებს როგორი გამოვააააააა

Posted by: miau 18 Apr 2011, 11:26
guruliqali
QUOTE
დღეს კილომეტრიანი რიგი იყო პასაჟში სუნელების კაცთან, ვერ დავდექი, დამეზარა.


სუნელების კაცის გარდა ზემოთ, ბაზრობაზე იყიდება იგივე სანელები. smile.gif
მე პირადად სანელებლების ყიდვა არ მჭირდება, ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ დანარჩენს სადაც მომხვდება , იქ ვყიდულობ. smile.gif
* * *
მოკლედ, მივხვდი რააა, სტანდარტულად რა შაქარიც უკეთდება კულიჩებს, ჩემთვის აშკარად ცოტაა sad.gif წავიდა იმპროვიზაცია - ბლომად შაქარი და ცხიმი!!
"მეორე ნორმას დაველოდები თუნდ მთელი დღე და მთელი ღამე...
დაველოდები თვეობით და წელიწადობით,
აფუვდეს ცომი, ოღონდ აფუვდეს!"

gigi.gif

Posted by: tos-ka 18 Apr 2011, 12:06
guruliqali
QUOTE
მზა ცუკატები ვიყიდე დაჭრილ-დაფასოებული სხვადასხვა ფერის (ვერ ვასწრებ სახლში გაკეთებას) და მაცივარში ვინახავ,
პასკის ცომში ჩვეულებრივად ქიშმიშთან ერთად უნდა დავამატო? ცოტა მოსველო სტრუქტურის არის.


ზუსტად ეგენი მაქვს მეც და ჩვეულებრივ კონტეინერში ვინახავ უკვე მე-3 წელია. მაცივარი არ უნდა. ქიშმიშთან აურიე, სასურველ ზომაზე დაჭრილი, მერე ან სახამებლით ან ფქვილით შესვარე, არ ერთმანეღს მიეკრობა და ცომშიც თანაბრად გადანაწილდება

Posted by: guruliqali 18 Apr 2011, 12:49
tos-ka
მადლობა, მასე მოვიქცევი.
miau
QUOTE
"მეორე ნორმას დაველოდები თუნდ მთელი დღე და მთელი ღამე...
დაველოდები თვეობით და წელიწადობით,
აფუვდეს ცომი, ოღონდ აფუვდეს!"

love.gif
ჩემი მეგობარი კულინარიას ჯაზს ადარებს - არომატების "თამაშის", რეცეპტორების გათამამების და კიდევ სხვა რამე-რუმეების (ეხლა არ მახსენდება) ამბავში ... biggrin.gif

Posted by: likaterine 18 Apr 2011, 13:32
BEKO

მადლობა smile.gif ცომთან ურთიერთობა დიდად არ მხიბლავს და არც ბევრი გამეგება, მაგრამ პასკის მუღამი მაქვს, მინდა გავაკეთო და აი უკვე ორი კვირაა ვემზადები მორალურად smile.gif

farfalina

ეს
QUOTE
ბუნებრივ საფუარს

და ეს
QUOTE
დაწნეხილ საფუარს


ერთი და იგივეა, თუ კი სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: farfallina 18 Apr 2011, 14:56
არა არ არის ერთიდა იგივე ბუნებრივი საფუარი მზადდება სახლში .
ასე :
1 სუფრის კოვზი თაფლი
1 სუფრის კოვზი ზეთი
200 გრამი ფქვილი ( უმაღლესი ხარისხის)
90-100 გრამი წყალი
ამ ყველაფერს მოზელ კარგად გადაიტან სამუშაო მაგიდაზე და დაამუშავე კარგად 10 წუთი. მერე მინის ქილაში ჰერმეტულად თავდახურულში და ზეთწასმულში გააჩერე თბილ ადგლიას 48 საათი. ამის შემდეგ მზად არის გამოყენებისათვის.
იხმარება პურის ცომში პიცის ცომში ბულკის ცომში და კულიჩის ცომში .
თუ გინდა რომ მუდმივად გქონდეს სახლში ყოველ 2 -3 დღეში უნდა გნაახლო: ყოველ 100 გრამ საფუარს ემატება 100 გრამი ფქვილი 45-50 გრამი წყალი აურევ ერთმანეთში კარგად .

Posted by: Maykuna 18 Apr 2011, 15:16
QUOTE
farfalina

და ამ დოზებით რამდენი გრ საფუარი მიიღება?

Posted by: farfallina 18 Apr 2011, 15:36
აწონვით არ ამიწონია მაგრამ საკმაოდ ბევრია. დღეს ამოვიღებ ქილიდან და ელექტრო სასწორზე ავწონი. მე მაგალითად გავაკეთე ნახევარი პორცია . ანუ ვიხმარე 100 გრამი ფქვილი და კარგა ბლომად ჩანს ქილაში. ავწონი და ზუსტად გეტყვი.

Posted by: mia_nano 18 Apr 2011, 16:14
დამეხმარეთ რა გოგონებო, ჩემი გაზქურა ვესტელია და გრადუსები არ აქვს. რომელ სიჩქარეზე გამოვაცხო პასკა? ეგ თუ ვერ გავიგე წასულია ჩემი საქმე help.gif

Posted by: tos-ka 18 Apr 2011, 16:38
mia_nano
QUOTE
დამეხმარეთ რა გოგონებო, ჩემი გაზქურა ვესტელია და გრადუსები არ აქვს. რომელ სიჩქარეზე გამოვაცხო პასკა? ეგ თუ ვერ გავიგე წასულია ჩემი საქმ

ძალიან მინდა დაგეხმარო, მაგრამ შენს გაზქურაზე დამატებითი ინფორმაცია დაგვჭირდება. თუნდაც მარეგულირებელს რამდენი დანაყოფი აქვს, რომ იმის მიხედვით მაინც გირჩიოთ რამე.

Posted by: mia_nano 18 Apr 2011, 16:48
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აქვს მინიმუმი , 7 დანაყოფი და მაქსიმუმი . ასევე ზედა ცხობაც

Posted by: დოლორეს 18 Apr 2011, 16:49
QUOTE
პასკა
© BEKO

მე ღამით ვზელ. დილით კიდევ ვაცხობ
მოზელას მაქსიმუმ 15 წუთს ვანდომებ, ცხობას კი უნდა დიდი დრო, მაგრამ იმდენად გემრიელია, მიღირს

1ლ რძე.
10 კვერცხი
1კგ შაქარი.
0,5 კგ კარაქი.
3 სუფრის კოვზი საფუარი.
ქიშმიში გემოვნებით.
ვანილი, მუსკატი, ილი, მიხაკი, ლიმონის ესენცია ან ცედრა.

რძეში გახსნი საფუარს, ცოტა შაქარს, და ცოტა ფქვილს. დააყენებ ნახევარი საათით.
გააკეთებ გოგლიმოგლს, ჩაასხამ გამდნარ კარაქს. და შეურევ ამოსულ მასას. დაუმატებ ფქვილს და მოზელ ნაზ ცომს. რომ ამოვა, მერე შეურევ ქიშმიშს და სუნელებს.

გამოცხობის წინ აუცილებელია ფორმებში გავაჩეროთ ცომი. ფორმებში თავიდან უნდა ამოფუვდეს.

ცხვება ნელ ცეცხლზე. სულ ცოტა 40 წუთი. გააჩნია, რამხელა პასკებს აცხობთ, პატარებს 40 წუთი ყოფნის დიდებს ერთი საათი მაინც უნდა.

პ.ს. უი, მართლა, მარილი დამვიწყნია. მარილი უნდა პასკის ცომს.

აი ამ რეცეპტის ნახევარი დოზა მინდა გავაკეთო,დაახლოებით რამდენი ფქვილი დასჭირდება? BEKO
და 40-45 წუთი რომ გიწერიათ ცხობაზე,რამდენ გრადუსზე უნდა დავაყენო ღუმელი?
ასევე მაინტერესებს გახურებულ ღყმელში უნდა შევალაგო ხომ?
და ფურცლის დაფენა სჭირდება ძირში? (დედაჩემი მხოლოდ ცხიმს უსვამდა,ცხელ გამოღებულ ფორმებით ალაგებდა დაწვენილად სანამ გაგრილდებოდა და მერე ძალიან იოლად ამოდის ფორმიდან).თქვენი რეცეპტის ვარიანტში როგორაა?


პასკა ცოტა დელიკატური გამოსაცხობია და ამიტომ ჩაგეძიეთ ამდენი კითხვებით smile.gif


პ.ს. ჯერჯერობით მხოლოდ ჯავზი(იგივე მუსკატი) და ილი(იგივე კარდამონი) მაქვს.მიხაკი ვერ ვიშოევ და ენდრო ჯერჯერობით biggrin.gif

სხვა ერბორესტერიებსაც დავივლი....

Posted by: orchidea 18 Apr 2011, 16:58
მე როცა პასკის ცხობას ვიწყებ აუცილებლად ვიკეთევ წინსაფარს( სხვა დროს იშვიათად არ მიყვარს და არც ვისვრები)
თავზე თავშალს ვიკრავ და სანთელს ვანთებ და ამდროს ვიწყებ მოზელას . რაღაც ერთგვარი რიტუალი მაქვს

Posted by: დოლორეს 18 Apr 2011, 17:27
იქნებ ვინმემ იცოდეს?

ენდრო თუ ვერ ვიშოვე,მსმენია რომ საკონდიტრო საღებავითაც ღებავენ კვერცხს და როგორ შეიძლება (რა დოზებით) მაგალითად თხევადი საღებავის გამოყენება დაახლოებით 30 ცალი კვერცხისთვის?

ასევე მარილი და ძმარი ვიცი,ამათ კი გავუკეთებ.


orchidea
QUOTE
აუცილებლად ვიკეთევ წინსაფარს

მე სულ biggrin.gif
მიყვარს წინსაფარი და ფერების მიხედვით მაქვს ხელთათმანი და წინსაფრები biggrin.gif
დედაჩემისგან გამომყვა მიდრეკილება ალბათ chups.gif

Posted by: tos-ka 18 Apr 2011, 17:47
mia_nano
QUOTE
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აქვს მინიმუმი , 7 დანაყოფი და მაქსიმუმი . ასევე ზედა ცხობაც


ზედა ცხობა არ გვჭირდება. ეცადე პასკა ღუმელის შუაში მოათავსო.
ეხლა რაც შეეხება დანაყოფებს. ანუ გვაქვს მინიმუმი, მერე 7 დანაყოფი და მერე მაქსიმუმი. მაჩვენებელი დააყენე მიმიმუმიდან ორი დანაყოფის შემდეგ. ხელითაც შეგიძლია მოსინჯო, ღუმელს რომ გაახურებ, ღუმელის შუაგულისკენ გააჩერე ხელი, ცეცხლი არ უნდა "იკბინებოდეს". და კიდევ, თუ ჰაერის გამოსასვლელი აქვს შენს ღუმელს (ელექტრო ღუმელებს აქვს და სიფრთხილეს თავი არ სტკივა) მაგ ჭრილზე რამოდენიმეჯერ გადაკეცილი ტილო გადააფარე.
მგონი გამართულად დავწერე smile.gif))))
თუ კიდევ რამემ დაგაინტერესა, ვეცდებით დაგეხმაროთ

დოლორეს
QUOTE
ენდრო თუ ვერ ვიშოვე,მსმენია რომ საკონდიტრო საღებავითაც ღებავენ კვერცხს და როგორ შეიძლება (რა დოზებით) მაგალითად თხევადი საღებავის გამოყენება დაახლოებით 30 ცალი კვერცხისთვის?


დოლორეს
პასკას ღუმელში ამოსვლა ნაკლებად ჭირდება, ის ყალიბში ამოდის, ამიტომ დაბლითა წვა საკმარისია. თუ მაინცდამაინც, ზედაპირის დასაბრაწად ჩაურთე ზედა წვა, ისიც რამოდენიმე წუთით, სასურველი ფერის მიღებამდე.
კი, ვენტილატორი შიგნით აქვს, ღუმელში, აი, ზედა ჭრილი კი ნამდვილად ისაა, რაზეც მე ვამბობ. მაინც შეამოწმე, მრავლობითში არ უნდა იყოს, ერთია და დაახლოებით 7-8 სმ სიგრძით და 2-3 სმ სიგანით

ამ შემთხვევაში მოხარშული კვერცხი უნდა შეღებო. საკონდიტრო საღებავებს არ უყვართ თერმული დამუშავება sad.gif ენდროს თუ ვერ იშოვნი, ერთჯერადი ხელთათმანები მოიმარაგე და ცელოფნის წინსაფარი smile.gif და კიდევ სადგამები, კვერცხზე საღებავი რომ შეშრეს და არ გაითხაპნოს.
რაოდენობას რაც შეეხება . . . ეს ალბათ უფრო იმაზეა დამოკიდებული რგორი ფერი გინდა. რაც უფრო ნაკლებ სითხეში გააზავებ, მით უფრო მუქი ფერი გექნება

Posted by: დოლორეს 18 Apr 2011, 17:53
tos-ka
QUOTE
ზედა ცხობა არ გვჭირდება

ანუ მარტო დაბლითა ჩავურთო?
ხომ არ დააგდებს ან შეუსწრებს ძირი?
QUOTE
კიდევ, თუ ჰაერის გამოსასვლელი აქვს შენს ღუმელს (ელექტრო ღუმელებს აქვს და სიფრთხილეს თავი არ სტკივა) მაგ ჭრილზე რამოდენიმეჯერ გადაკეცილი ტილო გადააფარე.

მე ელექტრო მაქვს მაგრამ აზრზე არ ვარ თუ აქვს გამოსასვლელი.
გვერდზე ზემოთ აქვს ჭრილები და ეგ იქნება ალბათ.ვინტილიატირიც აქვს მგონი შიგნით :|
როგო მოვიქცე მე?

Posted by: დოლორეს 18 Apr 2011, 18:11
tos-ka
QUOTE
მრავლობითში არ უნდა იყოს, ერთია და დაახლოებით 7-8 სმ სიგრძით და 2-3 სმ სიგანით

აი ესე აქვს გვერდიდან.ეს არ არის საჰაერო?

http://pix.ge/

QUOTE
ამ შემთხვევაში მოხარშული კვერცხი უნდა შეღებო. საკონდიტრო საღებავებს არ უყვართ თერმული დამუშავება  ენდროს თუ ვერ იშოვნი, ერთჯერადი ხელთათმანები მოიმარაგე და ცელოფნის წინსაფარი  და კიდევ სადგამები, კვერცხზე საღებავი რომ შეშრეს და არ გაითხაპნოს.
რაოდენობას რაც შეეხება . . . ეს ალბათ უფრო იმაზეა დამოკიდებული რგორი ფერი გინდა. რაც უფრო ნაკლებ სითხეში გააზავებ, მით უფრო მუქი ფერი გექნება

დიდი დიდი მადლობა :*:*

Posted by: farfallina 18 Apr 2011, 19:59
Maykuna
ეხლა ამოვიღე ქილიდან და ავწონე ნახევარი პორციით გამოდის 170 გრამი საფუარი

Posted by: კარტერა 18 Apr 2011, 20:20
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩამი ბავშვები ჩიჩქნიან ქიშმიშებს და ყრიან, არ უყვართ

givi.gif

ჭკვიანები, არც მე მიყვარს biggrin.gif

Posted by: miau 18 Apr 2011, 20:28
მოკლედ ასე - გამოვიდა მშვენიერი კულიჩი, რომლის გულშიც ქიშმისიც ჩავდეთ, საზამთროს მურაბაც და ცხიმი და შაქარიც დავუმატეთ.

500 მლ. რძე
8 კვერცხი
2 ს.კ. არაჟანი
500 გ. შაქარი (რეცეპტით ჰქონდა 350გ)
500 გ. კარაქი ან მარგარინი (რეცეპტით ჰქონდა 400 გ.)
1 ჩ.კ. მარილი, 200 გ. ქიშმიში
100 გ. საზამთროს მურაბა (დაჭრილი პატარა კუბებად)
ფქვილი - რამდენსაც შეიზელს
სანელებლებს რაც შეეხება - 30 მლ. მდუღარე წყალში დაყენებული 4-5 ღერი ზაფრანა, 2-3 ს.კ. დაფქული ილი, ჯავზი და ცოტა ჯანჯაფილიც
გირჩევთ, ჯანჯაფილის გამოყენებას - აძლიერებს არომატს და უძლიერესია!
საფუარი - ფქვილში ასარევი 3 ს.კ.

მოგვიანებით დავდებ ფოტოებსაც

Posted by: glamo 18 Apr 2011, 21:21
დოლორეს
QUOTE
მიხაკ-დარიჩინი ილი ჯავზი მუსკატი



მიხაკ-დარიჩინი -Clavos,Canela de Ceilán
ილი-cardamom
ჯავზი-Nuez moscada & Macis
მუსკატი-იგივეა რაც ჯავზი biggrin.gif აი უკვე საყიდლად რომ მიხვალ და იკითხავ გაგვიზიარე როგორი თვალებით შემოგხედავენ biggrin.gif ვანილი ძლივს ავუხსენი და წარმომიდგენია ამეებზე სულ გაშტერდებიან biggrin.gif

Posted by: Maykuna 18 Apr 2011, 21:26
QUOTE
miau


ამ ინგრედიენტებით რამდენი გამოდის?

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Apr 2011, 21:31
დღეს ვიყავი სუნელების კაცებთან smile.gif ვიყიდე პასკის სანელებლები და ერთჯერადი ფორმები, ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მაინც ვიყიდე ჭერმის ჩირი და ქიშმიში. შოკოლადის წვეთები სახლში მაქვს და ვნახოთ რა გამოვა.
* * *
miau
QUOTE
30 მლ. მდუღარე წყალში დაყენებული 4-5 ღერი ზაფრანა, 2-3 ს.კ. დაფქული ილი, ჯავზი და ცოტა ჯანჯაფილიც

მაიხედე აქეთ, მე პირდაპირ ვყრი სანელებლებს და წინასწარ უნდა დავმდუღრო? ზაფრანა მაქვს ინდური, ეს სპირტზე უნდა დავაყენო.

Posted by: miau 18 Apr 2011, 22:50
Maykuna
QUOTE
ამ ინგრედიენტებით რამდენი გამოდის?


ჩვენ გამოგვივიდა 12 ცალი ბავშვის რძის ფორმა.

WOMAN IN LOVE
QUOTE
მაიხედე აქეთ, მე პირდაპირ ვყრი სანელებლებს და წინასწარ უნდა დავმდუღრო? ზაფრანა მაქვს ინდური, ეს სპირტზე უნდა დავაყენო.


ყველაფერი მხოლოდ დაფქვი, არ დამდუღრო არაფრისდიდებით. ზაფრანა თუა წითელი მშრალი რერები, 3-4 ცალი დანაყე 0,5 ჩ.კ. შაქართან ერთად, დაასხი 30-50 მლ. მდუღარე წყალი, გახსენი და დააცადე, რომფერი გამოვიდეს. სპირტი ვერ ქაჩავს, ეს ვარიანტი კი ამართლებს - გამოცდილია საუკუნეების განმავლობაში. მდუღარეს რომ დაასხამ, ცოტა ხნით კარგი იქნება შეფუთო, უფრო გამუქცება. ფერეიდნელებმა ასე მასწავლეს.

Posted by: orchidea 18 Apr 2011, 23:09
miau
QUOTE
ზაფრანა თუა წითელი მშრალი რერები, 3-4 ცალი დანაყე 0,5 ჩ.კ. შაქართან ერთად, დაასხი 30-50 მლ. მდუღარე წყალი, გახსენი და დააცადე, რომფერი გამოვიდეს. სპირტი ვერ ქაჩავს, ეს ვარიანტი კი ამართლებს - გამოცდილია საუკუნეების განმავლობაში. მდუღარეს რომ დაასხამ, ცოტა ხნით კარგი იქნება შეფუთო, უფრო გამუქცება. ფერეიდნელებმა ასე მასწავლეს.

კი ეგრეა მე მასე ვაკეთებ ზაფრანას ნაყენს ფახლავასიც ვხმარობ

Posted by: likaterine 18 Apr 2011, 23:39
farfalina

დიდი მადლობა და როცა რეცეფტში მითითებულია ჩვეულებრივი ანუ მშრალი საფუარის გარკვეული რაოდენობა, ბუნებრივი საფუარის იგივე რაოდენობა შემიძლია გამოვიყენო? თუ აქაც უნდა გავყო, გავამრავლო და პროცენტები გამოვიყვანო? smile.gif

კიდევ ერთი კითხვა მაქვს, კულიჩი რომ გამოცხვება ცხელივე უნდა გამოვიღო ღუმელიდან? თუ შიგნითVE უნდა გაგრილდეს?

მადლობა

Posted by: Dr_Zuzumbo 18 Apr 2011, 23:45
QUOTE (likaterine @ 18 Apr 2011, 23:39 )
farfalina

დიდი მადლობა და როცა რეცეფტში მითითებულია ჩვეულებრივი ანუ მშრალი საფუარის გარკვეული რაოდენობა, ბუნებრივი საფუარის იგივე რაოდენობა შემიძლია გამოვიყენო? თუ აქაც უნდა გავყო, გავამრავლო და პროცენტები გამოვიყვანო? smile.gif

კიდევ ერთი კითხვა მაქვს, კულიჩი რომ გამოცხვება ცხელივე უნდა გამოვიღო ღუმელიდან? თუ შიგნითVE უნდა გაგრილდეს?

მადლობა

ჩემი მრავალი წლის დაკვირვებით, კულიჩი უკეთესი გამოდის ნედლი საფუარით.

Posted by: BEKO 19 Apr 2011, 00:06
დოლორეს

QUOTE
აი ამ რეცეპტის ნახევარი დოზა მინდა გავაკეთო,დაახლოებით რამდენი ფქვილი დასჭირდება?


მაქსიმუმ კილონახევარი. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი. ნაზი, მაგრამ მკვრივი ცომი უნდა გამოვიდეს.

თუ ელექტროღუმელი გაქვთ თავიდან 200 გრადუსზე ვაცხობ. სადღაც 20 წუთის შემდეგ ვუწევ 180–ზე. გაზის ღუმელშიც გამომიცხვია – თავიდან საშუალოზე ოდნავ მაღალი ალი უნდა, შემდეგ – საშუალოზე დაბალი.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად დავწერე.

Posted by: farfallina 19 Apr 2011, 01:28
likaterine
დამოკიდებულია ფქვილის რაოდენობაზე. კულინარიულ წიგნში ერთ ერთ რეცეპტში ეს პროპორციებია მითითებული : 550 ფქვილი 225 საფუარი
პურის ცომში კი ასე იხმარება 1 კგ ფქვილზე 250 საფუარი
მაგრამ საფუარს ხმარებამდე კულიჩში პროცედურები აქ გასავლელი. ეგრევე არ იხმარო

Posted by: დოლორეს 19 Apr 2011, 01:52
GLAMOROUS
QUOTE
მიხაკ-დარიჩინი -Clavos,Canela de Ceilán
ილი-cardamom
ჯავზი-Nuez moscada & Macis
მუსკატი-იგივეა რაც ჯავზი  აი უკვე საყიდლად რომ მიხვალ და იკითხავ გაგვიზიარე როგორი თვალებით შემოგხედავენ  ვანილი ძლივს ავუხსენი და წარმომიდგენია ამეებზე სულ გაშტერდებიან

დიდი მადლოაბ :*
მიტხრეს წინა გვერდებზე და მოვიპოვე სამივე მათგანი.
მიხაკს მეგობარი დამპირდა,ესპანელი,ქონა მას სახლში biggrin.gif
ვანილი არის სუპერმარკეტებში,მე რომ არ ვიცოდი ბაზარში ვიკიტხე სუნელების ქალტან და გრძელი ვანილი მომცა biggrin.gif
ესპანეტში ხართ?


BEKO
დიდი დიდი მადლობა :*
კი ელექტრო მაქვს.
წინა გვერდზე მითხრა ტოსკამ მარტო დაბლითა ჩაურთეო,თქვენ როგორ აცხობთ ელექტოში,ორივე ზედა/ქვედას თავდიანვე ჩართული გაქვთ თუ მხოლოდ დაბლითას ურთავთ?
არ მინდა გამიფუჭდეს და დაგღალეთ კითხვებით sad.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Apr 2011, 02:18
დოლორეს
QUOTE
ვანილი არის სუპერმარკეტებში,მე რომ არ ვიცოდი ბაზარში ვიკიტხე სუნელების ქალტან და გრძელი ვანილი მომცა

მერე, ეგ არ ჯობია? smile.gif შუაზე გაჭერი, დანის წვერით მოჩიჩქნე გული (შავია) და ისე დაუმატე ცომს.

Posted by: likaterine 19 Apr 2011, 02:30
farfalina
QUOTE
მაგრამ საფუარს ხმარებამდე კულიჩში პროცედურები აქ გასავლელი. ეგრევე არ იხმარო


აუუ შეგაწუხე რა კითხვებით, მაგრამ იქნებ მასწავლოთ რა პროცედურები უნდა გაიაროს ხმარებამდე?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: დოლორეს 19 Apr 2011, 02:58
WOMAN IN LOVE
QUOTE
შუაზე გაჭერი, დანის წვერით მოჩიჩქნე გული (შავია) და ისე დაუმატე ცომს

მასწავლა ეგრე,მაგრამ კრემში აბა როგორ?
მაინც ვამჯობინე ის შაქრიანი.
დღეს სულაც რუსულ მაღაზიაში ვიყიდე ვანილი,მაინც ჩვენებურია და ახლობელი biggrin.gif



likaterine
QUOTE
იქნებ მასწავლოთ რა პროცედურები უნდა გაიაროს ხმარებამდე?

აი ეს ვიდეო ნახე,რთულიმ დადო წინა გვერდზე და დააკვირდი მანდ როგორ ამზადებს წინასწარ საფუარს.

http://www.youtube.com/watch?v=qSRZjD0k6X8&feature=player_embedded

Posted by: WOMAN IN LOVE 19 Apr 2011, 03:16
დოლორეს
სად მაღაზიის ვანილინი და სად ეგ, ნატურალური rolleyes.gif

Posted by: დოლორეს 19 Apr 2011, 03:23
WOMAN IN LOVE
შავი როა კრემში რათ ივარგებდა ? http://www.SmileS.ge
რა ვიცი სუნმაც არ მომხიბლა და გადავაგდე.ვერ გამოვიყენე სწორად http://www.SmileS.ge

Posted by: glamo 19 Apr 2011, 04:11
დოლორეს

QUOTE
ესპანეტში ხართ?

კი ესპანეთში ვართ smile.gif ბასკეთში

Posted by: ladywin 19 Apr 2011, 08:55
tos-ka
გამარჯობათ, თუ შეიძლება მითხარით პასკის ცხობის დროს ფორმები ღუმელის ძირზე უნდა დავდო თუ შუა თაროზე? ( არ ვიცი რამდენად გასაგებად ვიკითხე wink.gif) ანუ რა მაინტერესებს იცით ჩემს ელექტრო ღუმელს აქვს მარტო ერთი შუა თარო და ის ოდნავ მაღლა მეჩვენება ასე მგონია ძირი არ გამოუცხვება და ზედა მხარე დაეწვება თქო, მირჩიეთ რა რამეეე 2kiss.gif

Posted by: BEKO 19 Apr 2011, 10:18
დოლორეს

QUOTE
წინა გვერდზე მითხრა ტოსკამ მარტო დაბლითა ჩაურთეო,თქვენ როგორ აცხობთ ელექტოში,ორივე ზედა/ქვედას თავდიანვე ჩართული გაქვთ თუ მხოლოდ დაბლითას ურთავთ?
არ მინდა გამიფუჭდეს და დაგღალეთ კითხვებით


არა, კარგი კითხვაა, იმიტომ რომ დამავიწყდა დაწერა. თავიდან ორივეს ვურთავ. ოღონდ კულიჩებს უფრო ქვემოთ ვდებ და აუცილებლად თუნუქის ფურცელზე და არა ცხაურზე. შემდეგ ვტოვებ მარტო ქვემოთას. smile.gif)))

Posted by: tos-ka 19 Apr 2011, 11:09
დოლორეს
QUOTE
აი ესე აქვს გვერდიდან.ეს არ არის საჰაერო?


smile.gif)) ჰერმეტული ყოფილა, რას ერჩი? არაფრის "ჩალიჩი" არ გჭირდება, გემრიელი პასკების გამოცხობას გისურვებ smile.gif
* * *
დოლორეს
QUOTE
მასწავლა ეგრე,მაგრამ კრემში აბა როგორ?
მაინც ვამჯობინე ის შაქრიანი.
დღეს სულაც რუსულ მაღაზიაში ვიყიდე ვანილი,მაინც ჩვენებურია და ახლობელი


ვაიიიი sad.gif თუ მაგ ვანილზე მიგიწვდება ხელი, ის, შაქრიანი არ იყიდო!

ladywin
QUOTE
os-ka
გამარჯობათ, თუ შეიძლება მითხარით პასკის ცხობის დროს ფორმები ღუმელის ძირზე უნდა დავდო თუ შუა თაროზე? ( არ ვიცი რამდენად გასაგებად ვიკითხე ) ანუ რა მაინტერესებს იცით ჩემს ელექტრო ღუმელს აქვს მარტო ერთი შუა თარო და ის ოდნავ მაღლა მეჩვენება ასე მგონია ძირი არ გამოუცხვება და ზედა მხარე დაეწვება თქო, მირჩიეთ რა რამეეე


თუ ერთი შუა თარო გაქვს, ეგ ნამდვილად მაღლაა. ერთი ვარიანტია, თუ გაქვს რკინის ცხაური, ოდნავ "ფეხებზე" რომ დგას და შენს ქურაში შეეტევა, ეგ დადევი ძირზე და ისე გამოაცხე, თუ არა, მაშინ მოგიწევს ფორმების ღუმელის ძირზე დაწყობა sad.gif ნუ, პასკის ძირი რომ არ დაიწვას, რამოდენიმე ფენა გაზეთი ჩაუფინე, როგორც ტორტისთვის ვაკეთებთ, და სიმხურვალეც ოდნავ დაბალი გამოიყენე. დრო ცოტა მეტი დაჭირდება გამოსაცხობად, მაგრამ წესით და კანონით არ უნდა დაიწვას
კიდევ ერთი ვარიანტი შემიძლია გირჩიო თუ ძველებური თუჯის ტაფა მოგეპოვება, უსახელურო. ამოტრიალებული დადე ღუმელის ძირზე და მაგაზე დააწყვე ყალიბები.

Posted by: miau 19 Apr 2011, 12:15
დოლორეს
QUOTE
ა ვიცი სუნმაც არ მომხიბლა და გადავაგდე.ვერ გამოვიყენე სწორად


ვაი-მეე! biggrin.gif გული მიგრძნობს, საქართველოში არ უნდა იყო, თორემ მაგ ვანილის შოვნა (ანუ ნამდვილი ვანილის და არა ქიმიურად გამოყვანილი ვანილინის) აქ არც ისე ადვილი საქმეა.

* * *
ladywin
tos-ka
QUOTE
კიდევ ერთი ვარიანტი შემიძლია გირჩიო თუ ძველებური თუჯის ტაფა მოგეპოვება, უსახელურო. ამოტრიალებული დადე ღუმელის ძირზე და მაგაზე დააწყვე ყალიბები.

ჩემი რძალი მასე აცხობს ელექტრო ღუმელში ნამცხვრებს. ტორტის ბისკვიტიდან დაწქყებული კექსით დასრულებული (რომელიც უფრიო პრეტენზიულია ამ მხრივ, ვიდრე კულიჩი) ყველაფერი მშვენივრად გამოსდის. ტემპერატურასაც დაბალს ყუყენებს და შიგადაშიგ რთავს ხოლმე ზოგჯ შემთხვევაში.

Posted by: guruliqali 19 Apr 2011, 13:47
ჩემო მეგობრებო, პირველად ვაცხობ სააღდგომო კულიჩს ("პასკად" წოდებულს) და ჯერ თეორიულად ვემზადები, არც იმის დრო მაქვს, საცდელი ვარიანტი მოვამზადო, რამდენიმე "მამალი"-რეცეპტი მაქვს, რომელთა ხარისხში ეჭვი არ მეპარება და არჩევანის გაკეთებაც რთულია, პროპორციების და ტექნიკის შედარებისას რამდენიმე კითხვა გამიჩნდა და თქვენგან ველი დახმარებას:
როგორც მივხვდი "კულიჩის" მომზადების ძირითადი ეტაპები დაახლოებით მსგავსია, განსხვავებაა ინგრედიენტების პროპორციებში, ასევე მივხვდი, რომ მომზადების ორგვარი ტექნოლოგია არსებობს" კვერცხის ცილების გარეშე (მხოლოდ გულებით) და ათქვეფილ-ცილებიანი მასის დამატებით.
ასევე - არაჟნიანი და მის გარეშე.
სანალებლების კომპექტაცია და რაოდენობა, გასაგებია, რომ გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ამ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, კულიჩი მძიმე სტრუქტურის იქნება თუ ჰაეროვანი, იქნებ დამაკვალიანოთ, ვისაც გამოცდილება გაქვთ, რომელი ტექნიკა რა შედეგს იძლევა?

* * *
miau
QUOTE
საფუარი - ფქვილში ასარევი 3 ს.კ.

ეს საფუარი რომელია, მშრალი, მარცვლებიანი "პაკმაია"?

Posted by: miau 19 Apr 2011, 13:57
guruliqali
QUOTE
ეს საფუარი რომელია, მშრალი, მარცვლებიანი "პაკმაია"?


არა, პაკმაიოა რძეში ერევა. ცალკე იყიდება ფქვილში ასარევი მშრალი საფუარი. ფაქტურა იგივეა, რაც პაკმაია, მაგრამ გამოყენების წესი აქვს განსხვავებული - ფქვილში ურევ და მერე აკეთებ აპარას.

Posted by: mia_nano 19 Apr 2011, 14:11
QUOTE
tos-ka

გავითვალისწინე თქვენი რჩევა და ისე გამოვაცხვე, გამოვიდა ძალიან კარგი bis.gif დიდი მადლობა.

Posted by: tos-ka 19 Apr 2011, 14:36
mia_nano
QUOTE
გავითვალისწინე თქვენი რჩევა და ისე გამოვაცხვე, გამოვიდა ძალიან კარგი



აი ასეთი კომენტარები მიყვარს ნამეტნავად http://smajliki.ru/smilie-560584263.html როცა გამოსდით, მეც მიხარია
წარმატებებს გისურვებ

guruliqali
QUOTE
ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ამ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, კულიჩი მძიმე სტრუქტურის იქნება თუ ჰაეროვანი, იქნებ დამაკვალიანოთ, ვისაც გამოცდილება გაქვთ, რომელი ტექნიკა რა შედეგს იძლევა?

კულიჩის სიმძიმეს უფრო მეტად მასში გამოყენებული ცხიმის რაოდენობა განსაზღვრავს.
რამდენადაც მე "პანეტონე"-ს ცხობის ტექნოლოგიას ვიცნობ, ეგ სახლის პირობებში თითქმის მიუღწეველი რამეა.
ათქვეფილ-ცილებიანი, თუ სხვა რეცეპტებში ეს უკანასკნელი არ გამოიყენება, შედარებით ფაფუკი უნდა იყოს. ასე ვარაუდით ცოტა ძნელია რა ინგრედიენტის საფუძველზე უნდა "ამოიწიოს" მხოლოდ კვერცხის გულებიანმა პასკამ.

Posted by: guruliqali 19 Apr 2011, 15:08
miau
QUOTE
ცალკე იყიდება ფქვილში ასარევი მშრალი საფუარი

მადლობა 2kiss.gif ვნახე შენი რჩევა და უკვე ყიდვაც მოვასწარი შესვენებაზე smile.gif ოპერატიულიგოგოსსმაილიკი smile.gif
tos-ka
მადლობა გამოხმაურებისთვის, თქვენ ცილებიან ვერსიას მიიჩნევთ უფრო ოპტიმალურად (სიფაფუკის ვარიანტში)?

Posted by: tos-ka 19 Apr 2011, 15:35
guruliqali
QUOTE
tos-ka
მადლობა გამოხმაურებისთვის, თქვენ ცილებიან ვერსიას მიიჩნევთ უფრო ოპტიმალურად (სიფაფუკის ვარიანტში)?


არაფერს. ჩემი აზრით მაინც ცილებიანი ჯობია

Posted by: Housewife 19 Apr 2011, 17:55
QUOTE (rtuli @ 18 Apr 2011, 00:24 )
guruliqali
QUOTE
დღეს კილომეტრიანი რიგი იყო პასაჟში სუნელების კაცთან, ვერ დავდექი, დამეზარა.

მე აღარ ვყიდულობ დაფქვილ სუნელებს.
ვყიდულობ მარცვლეულის სახით და თავად ვფქვავ.სულ სხვა გემო აქვს და სურნელი,აღარ მესაჭიროება ნ-რაოდენობით დაფქვილი სუნელების დამატება კერძებში,რადგან რატომღაც აღარ ყოფნიდა 1ჩ.კ. და მეტის დამატებას ითხოვდა sad.gif.

ამ საქმისთვის დენის საფქვავს ვიყენებ წარმატებით smile.gif

რთული, უკვე გამომცხვარი კულიჩის გასაფორმებლად რას ხმარობ?

Posted by: n_j 19 Apr 2011, 20:48
დოლორეს
QUOTE
შუაზე გაჭერი, დანის წვერით მოჩიჩქნე გული (შავია) და ისე დაუმატე ცომს

მასწავლა ეგრე,მაგრამ კრემში აბა როგორ?
მაინც ვამჯობინე ის შაქრიანი.
დღეს სულაც რუსულ მაღაზიაში ვიყიდე ვანილი,მაინც ჩვენებურია და ახლობელი


ეგ არის ნამდვილი ვანილი, შუაზე გაჭერი სიგრძეზე და დანის წვერით ააფხიკე შიგნით შავი წერტილებივით მასა, შეგიძლია ცომშიც და კრემშიც თამამად გამოიყენო, დარჩენილი ქერქი შეგიძლია შაქრის ქილაში ჩააგდო, კარგ არომატს მისცემს smile.gif მოკლედ, ეგ ვანილი არაფრით არ გადააგდო. და თუ მაგ ვანილზე მიგიწვდება ხელი, მოეშვი ''მშობლიურებს''

Posted by: ladywin 19 Apr 2011, 21:43
tos-ka
დიდი მადლობა თუჯის ტაფის ვარიანტს გამოვიყენებ ალბათ 2kiss.gif

Posted by: irinka1983 19 Apr 2011, 22:02
დოლორეს

მაგ ვანილს მე იცი როგორ ვუშვრები კრემში(თუ მოხარშული კრემისთვის გინდა)? შუაზე ვჭრი და მოსათუხთუხებელ მასაში ვაგდებ და კრემთან ერთად იხარშება, მერე ვიღებ და ვაგდებ

Posted by: rtuli 19 Apr 2011, 23:58
guruliqali
QUOTE
მომზადების ორგვარი ტექნოლოგია არსებობს" კვერცხის ცილების გარეშე (მხოლოდ გულებით)

ძალიან ნაზი კულიჩი გამოდის.
QUOTE
ათქვეფილ-ცილებიანი მასის დამატებით

უფრო ჰაეროვანი...
QUOTE
ასევე - არაჟნიანი

კეკსის კონსისტენციის გამოდის,ანუ ძაფი არააქვს პრაკტიკულად ...

Housewife
QUOTE
რთული, უკვე გამომცხვარი კულიჩის გასაფორმებლად რას ხმარობ?

1 კვერცხის ცილა+0,5ჩ.ჭ შაქრის პუდრი გათქვეფილი....ვამატებ ზოგჯერ ლიმონის წვენსაც,მაშინ შაქრის პუდრი ცოტა მეტია საჭირო.

წელს თუ არდამეზარა გავაფორმებ ცოტა სხვანაირად,უფრო გაზაფხულის სტილში smile.gif

Posted by: Housewife 20 Apr 2011, 00:12
QUOTE (rtuli @ 19 Apr 2011, 23:58 )
guruliqali
QUOTE
მომზადების ორგვარი ტექნოლოგია არსებობს" კვერცხის ცილების გარეშე (მხოლოდ გულებით)

ძალიან ნაზი კულიჩი გამოდის.
QUOTE
ათქვეფილ-ცილებიანი მასის დამატებით

უფრო ჰაეროვანი...
QUOTE
ასევე - არაჟნიანი

კეკსის კონსისტენციის გამოდის,ანუ ძაფი არააქვს პრაკტიკულად ...

Housewife
QUOTE
რთული, უკვე გამომცხვარი კულიჩის გასაფორმებლად რას ხმარობ?

1 კვერცხის ცილა+0,5ჩ.ჭ შაქრის პუდრი გათქვეფილი....ვამატებ ზოგჯერ ლიმონის წვენსაც,მაშინ შაქრის პუდრი ცოტა მეტია საჭირო.

წელს თუ არდამეზარა გავაფორმებ ცოტა სხვანაირად,უფრო გაზაფხულის სტილში smile.gif

ფლორენციაში გავსინჯე, მთლიანი ნუშები ჰქონდა მიკრული კულიჩებს რაღაც გამჭირვალე, პრიალა მასით, ნეტა რა იყო? ძალიან უხდება მთთელ-მთელი ნუშები კულიჩს.

Posted by: rtuli 20 Apr 2011, 00:35
Housewife
QUOTE
პრიალა მასით

სეროფია მოდუღებული და კულიჩზე წასმული smile.gif...

Posted by: farfallina 20 Apr 2011, 02:40
Housewife
ნუშია დაფქული კარგად. არეულია ცილაში (მუსუბუქად ათქვეფილი)სიმიდის სახამებელი და შაქარია . მერე აწებებენ ნუშებს ზემოდან

Posted by: guruliqali 20 Apr 2011, 09:50
rtuli
უღრმესი მადლობა, ამომწურავი რჩევები მომეცი 2kiss.gif
ახლა უკვე შემიძლია თამამად დავგეგმო "კულიჩომანიის" ერა ჩემს სამზარეულოში - ჯერ მხოლოდ კვერცხის გულებიანი ვერსია (სააღდგომოდ) + ხაჭოს "პასხა" (ცხობის გარეშე). შემდეგ - კვირაცხოვლობისთვის - ცილებიანი და ბოლოს შესქელებული რძით (თუ მანამდე ოჯახის წევრებმა სამზარეულოს კარები არ "ამიჭედეს" მომატებული კილოგრამებისა გამო) smile.gif

პ.ს. იმ საკონდიტრო მაღაზიაში, წერეთელზე, გუშინ მიიღეს საქონელი - მათ შორის პასკის სხვადასხვა ზომის ერთჯერადი ფორმები და კიდევ ბევრი საინტერესო რამე-რუმეები, საღამოს 8-ის ნახევრამდე მუშაობენ. ტელ. მგონი დავწერე უკვე.

Posted by: S_H_I_N_Y 20 Apr 2011, 10:41
guruliqali
QUOTE
პ.ს. იმ საკონდიტრო მაღაზიაში, წერეთელზე, გუშინ მიიღეს საქონელი - მათ შორის პასკის სხვადასხვა ზომის ერთჯერადი ფორმები და კიდევ ბევრი საინტერესო რამე-რუმეები, საღამოს 8-ის ნახევრამდე მუშაობენ. ტელ. მგონი დავწერე უკვე.


სად არის ეგ მაღაზია? მე ვერ ვნახე სად გეწერა smile.gif
წარმატებები კულიჩების ცხობაში 2kiss.gif

Posted by: shilaida 20 Apr 2011, 10:54
S_H_I_N_Y
მე თქვენი რეცეპტით ვაპირებ გამოცხობას!
შეკითხვა მაქვს: შაფრანი დავაყენე უკვე და რა რაოდენობით უნდა გამოვიყენო???
მადლობა წინასწაარsmile.gif

Posted by: guruliqali 20 Apr 2011, 11:02
S_H_I_N_Y
წერეთლის 89-ში, შირნჰოფერთან, "კაპაროლს" და "ევროეზოს" შორის, გარედანაც შეამჩნევ ვარდისფერ ფონზე თაღიანი შესასვლელი აქვს ტორტებმიხატული, მაღაზიის ტელ. ნომერია 35 41 71 ან მაღაზიისვე მობ. 891 51 72 15 პატარა ფორმები 35 თეთრად, დიდი - 70. გუშინ საღამოს საქონელს იღებდნენ და არ გაყიდეს, მე დღეს საღამოს ვაპირებ ყიდვას, ისე 8-ის ნახევრამდე მუშაობენ.

Posted by: shilaida 20 Apr 2011, 11:16
S_H_I_N_Y
ხო კიდევ ერთი რამ მაინტერესებს: რძის შესახებ --ადუგებული და გაგრილებული უნდა იყოს თუ,უბრალოდ შEმთბარი?smile.gif
guruliqali
QUOTE
პატარა ფორმები 35 თეთრად, დიდი - 70


მე პატარაში 70 თეთრი გადავიხადე ცნობილ "სუნელების კაცთან" და დიდებში 1ლარიsmile.gif))

Posted by: guruliqali 20 Apr 2011, 11:42
shilaida
ეხლახანს დავრეკე და მითხრეს, რომ მაღალი ფორმები (ანუ ე.წ. "პასკის") აქვთ მხოლოდ პატარა ზომის - 35 თეთრად, დიდი "პასკის" ფორმები არ აქვთ, აქვთ მხოლოდ დაბალი კულიჩის - მრგვალი და სხვადასხვა ოთხკუთხედი ფორმები, მე ყიდვას ვაპირებ და მერე დაწვრილებით ფოტოებით "მოგიყვებით" smile.gif

Posted by: S_H_I_N_Y 20 Apr 2011, 11:56
guruliqali
დიდი მადლობა smile.gif ერთი ეგ მაღაზია უნდა დავლაშქრო, ადრეც გამიგია და ვერ გავაღწიე მანდამდე biggrin.gif

shilaida
QUOTE
შაფრანი დავაყენე უკვე და რა რაოდენობით უნდა გამოვიყენო???

ახლა ვფიქრობ და შაფრანის ნაყენს თვალით ვასხამთ ყოველთვის, შეხედე თუ მუქია და კონცენტრირებული უფრო ცოტა დაჭირდება თუ ღიაა მეტი. ცოტა ფერი და არომატი რომ მიცეს ისე დაასხი, ძალიან ბევრიც არ მოგივიდეს smile.gif

QUOTE
ხო კიდევ ერთი რამ მაინტერესებს: რძის შესახებ --ადუგებული და გაგრილებული უნდა იყოს თუ,უბრალოდ შEმთბარი?

დედა რძეს ადუღებს ხოლმე და მერე ცოტას აგრილებს და ცხიმს ასხამს პირდაპირ და ის აგრილებს და თან დნება smile.gif ისე ეგ პუნქტი მგონი ასე მნიშვნელოვანი არაა, როგორც მოგიხერხდება ისე გააკეთე smile.gif
წარმატებები 2kiss.gif
ჩვენც ამ ღამეს უნდა დავდგათ და იმედია კარგი პასკუნიები გვექნება სააღდგომოდ, რთულის ყვავილსაც აპრებს დედა love.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Apr 2011, 12:58
ცოცხალი საფუვრისთვის ვაგზალზე გასვლა მეზარება და ცომი ჩვეულებრივი ე.წ. პაკმაიათი რომ გავაკეთო, რამე მოხდება? rolleyes.gif

Posted by: guruliqali 20 Apr 2011, 13:48
WOMAN IN LOVE
ენჯი წერდა მგონი, რომ ჩვეულებრივი "პაკმაიათი" აკეთებს და კარგი გამოდის.

Posted by: დოლორეს 20 Apr 2011, 14:06
S_H_I_N_Y
shilaida
QUOTE
შაფრანი დავაყენე უკვე და რა რაოდენობით უნდა გამოვიყენო

ზაფრანზეა საუბარი?
როგორ უნდა დავაყენო?
მიყვარს მოყვიტალო ფერის პასკა.

Posted by: shilaida 20 Apr 2011, 15:18
S_H_I_N_Y
2kiss.gif
მადლობა
იმედი მაქვს გავართმევ თავს როგორმე პასკის ცხობას! ბავსჰვებს ხვალ წაიყვანს დედა და მეც საგამოს შევუდგები მზადებასsmile.gif
QUOTE
იმედია კარგი პასკუნიები გვექნება სააღდგომოდ

აბა რაააsmile.gif)
დოლორეს
QUOTE
ზაფრანზეა საუბარი?

yes.gif
ყვავილის ფურცლებს ასხამ კონიაკს ან არაყს,ან სპირტს,აფარებ ჰერმეტულად და ინახავ,მე კვირას გავაკეთე და ხვალ გამოვიყენებ,დანარჩენ სითხეს,მომავალი წლისთვის შევინახავ!თუ სასწრაფოდ გინდა,"სუნელების კაცმა"მასწავლა -- უნდა დაასხა ცხელი რძე,დააცადო ფერის გამოშვება,გადაწურო და გამოიყენო!ეგაა და ეგsmile.gif
წარმატებები 2kiss.gif

Posted by: S_H_I_N_Y 20 Apr 2011, 17:32
დოლორეს
QUOTE
ზაფრანზეა საუბარი?


არა ეგ სხვა სუნელია, ზაფრანა ანუ ყვეითელ ყვავილს თუ გულისხმობ.
შაფრანი არის ეს მცენარე http://en.wikipedia.org/wiki/Saffron და საქართველოში არაა ფართოდ გავრცელებული, მე სუნელების კაცთან ვიყიდე smile.gif
სპირტს ვასხამთ ხოლმე და კარგა ხანს ინახება ასე გაკე|ტებული ნაყენი

Posted by: shilaida 20 Apr 2011, 18:15
QUOTE
დოლორეს

მე მაპატიე sad.gif

Posted by: S_H_I_N_Y 20 Apr 2011, 18:35
shilaida
კარგი რაა, ეგეთი სმაილიკი აღარ დაწერო იცოდე 2kiss.gif
დიდი გარჩევა იყო მაგ თემაზე და მაშინ გავიგე შაფრან-ზაფრანს შორის სხვაობა მე biggrin.gif

Posted by: shilaida 20 Apr 2011, 18:43
S_H_I_N_Y
ხო მახსოვდა მეც თითქოს მაგ გარჩევის ამბავი,მაგრამ ცუდად მხსომებიაsmile.gif))
არ მიყვარს ადამიანის შეცდომაში შეყვანაsad.gif




Posted by: laliko 20 Apr 2011, 18:45
გოგოებო აბა დამეხმარეთ ვიყავი დრეს სუნელების კაცთან და ვიყიდე შაფრანიც და დაასხი არაყიო და მერე ცომში უქენიო და რამდენი არაყი უნდა და მერე რამდენი უნდა ჩავასხა ცომში მითხარით რა

Posted by: miau 20 Apr 2011, 21:09
laliko

არ ქნა ეგ! წინაზეც დავწერე - მასე ადრე გვასწავლეს და ბევრი არაფერი ფერი არ გამოუყვია. 2-3 ღერი დანაყე 0,5 ჩ.კ. შაქართან ერთად, დაასხი 50 მლ. მდუღარე და თბილად დადგი. ფერი კარგად გამოვა.
* * *
http://pix.ge/
ეს ჩვენი კულიჩის პირველი პარტიიდან.

Posted by: TAMTAD 20 Apr 2011, 23:48
miau
ძალიან გემრიელად გამოიყურება love.gif

ამ რეცეპტით დაახლოებით რამდენი ცალი გამოდის და რა დიამეტრის?

Posted by: gloneli 21 Apr 2011, 00:25
miau
კარგი გამოგსვლიათ.
აქ ალბათ არ დაგიმატებიათ შაფრანი,ხომ?

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Apr 2011, 01:30
ხაჭოს პასკა შევდგი უკვე მაცივარში chups.gif

Posted by: kiwiii 21 Apr 2011, 01:47
WOMAN IN LOVE
აუცილებლად დადე სურათები და გემოს შესახებაც მოგვიყევი biggrin.gif
QUOTE
WOMAN IN LOVEაუცილებლად დადე სურათები და გემოს შესახებაც მოგვიყევი biggrin.gif


Posted by: rtuli 21 Apr 2011, 01:52
miau
QUOTE
ეს ჩვენი კულიჩის პირველი პარტიიდან.

კარგი ჩანს....
ქეთი ვისი რეცეპტით მოამზადე?რაღაც წინა გვერდებზე წავიკითხე ,აჯვარებდი რეცეპტებს biggrin.gif yes.gif

WOMAN IN LOVE
QUOTE
ხაჭოს პასკა შევდგი უკვე მაცივარში 

კვირამდე ბოქლომი უნდა დაადო მაცივრის კარებს rolleyes.gif biggrin.gif

Posted by: მაკ-კი 21 Apr 2011, 01:58
rtuli
QUOTE
ქეთი ვისი რეცეპტით მოამზადე?რაღაც წინა გვერდებზე წავიკითხე ,აჯვარებდი რეცეპტებს

ზუსტად იგივე გავაკეთე დღეს, რეცეპტები შევაჯვარე, გამოვიყენე და მერე როცა გადავხედე 99%-ით დაემთხვა miau-ს შეჯვარებულ რეცეპტს, ფაქტიურად ველოსიპედი გამოვიგონე თავიდან, თU ერთდროულად გამოვიგონეთ, მე ხვალ უნდა გამოვაცხო, იმედია ჩემიც ასეთი ლამაზუნები იქნება

Posted by: markes 21 Apr 2011, 02:37
WOMAN IN LOVE
QUOTE
შოკოლადის წვეთები სახლში მაქვს და ვნახოთ რა გამოვა.

მე ვცადე ეს "წვეტები" კეკსში და არ მომწენოა sad.gif

Posted by: likaterine 21 Apr 2011, 03:32
rtuli

თქვენი კულიჩების რეცეფტებიდან, რომელი უფრო ჰაეროვანი და სველი ეფექტით გამოდის, შესქელებულ რძეზე რომ მზადდება თუ მეორე?

ასევე მაინტერესებს ეს ზაფრანა თუ შაფრანი როდის ემატება ცომში იკნებ დაწეროთ

მადლობა წიანსწარ

Posted by: guruliqali 21 Apr 2011, 07:56
WOMAN IN LOVE
ხაჭოს პასხისთვის ადრე არ არის? მე შაბათს მქონდა დაგეგმილი, რამდენიმე დღე უნდა იყოს მაცივარში?
* * *
miau
QUOTE
კულიჩის პირველი პარტიიდან

რა კარგი გამოგსვლია, ზუსტად მასეთი მინდა გამომივიდეს love.gif

Posted by: miau 21 Apr 2011, 10:11
TAMTAD
rtuli შეჯერებული რეცეპტი არ არის, შეუჯერებელია biggrin.gif დავდებ მოგვიანებით, ახლა გავრბივარ.
რაც შეეხება რაოდენობას - 10 ცალი ბავშვის რძის ფხვნილის ქილა და 1 ცალი 10 კვერცხიანი ტორტის ფორმა.

gloneli
ზაფრანა აქვს მაგრამ, დანარჩენი სანელებლები იმდენი აქვს, რომ ფერს ანეიტრალებს (ილი კანიანად დავფქვი, გავცერი და რა მუქი იყო, უნდა გენახათ)biggrin.gif

Posted by: guruliqali 21 Apr 2011, 12:50
ფორმები ვიყიდე, ესენია
http://www.radikal.ru
პატარაში 35 თეთრი მივეცი, დიდში 1.2. ჭიქა პროპორციისთვის მივუდგი გვერდით smile.gif
სააღდგომო "კულიჩის" ინგრედიენტები მოვიმარაგე: რძე - "სანტინო", ფქვილი "მზეკაბანი", სუნელები - დასაფქვავი... მოკლედ, ნედლეულის ხარისხი უზრუნველყოფილია, რეცეპტურა - გამოცდილი და უტყუარი, წესით კარგი უნდა გამომივიდეს smile.gif

Posted by: S_H_I_N_Y 21 Apr 2011, 12:58
guruliqali
QUOTE
ფორმები ვიყიდე, ესენია


რა კარგებია smile.gif
წერეთლის მაღაზიაში იყიდე? მე გუშინ ვიყავი საღამოს, ასე 7 საათისთვის და მარტო ძალიან პატარები ქონდათ, არადა ისე მინდოდა ეგ ცოტა მოზრდილი ფორმები... მომიწევს ისევ რკინის ფორმებში გამოცხობა

Posted by: bancala 21 Apr 2011, 13:32
პასკისთვის თეთრი მინანქარი როგორ მოვამზადო??

Posted by: guruliqali 21 Apr 2011, 14:27
S_H_I_N_Y
კი, წერეთლის მაღაზიაში ვიყიდე დღეს დილით, ძალიან ცოტა ჰქონდათ დარჩენილი, სხვა რამეებიც დაათვალიერე? მოგეწონა რამე? მე მანდ რომ შევდივარ, დავდივარ, ვათვალიერებ, გამოსვლა აღარ მინდა smile.gif
* * *
bancala
QUOTE
პასკისთვის თეთრი მინანქარი როგორ მოვამზადო??

რთულის უწერია და ვიდეოც დადო, გადაიკითხე, ამ თემის ბოლო გვერდებზეა სადღაც.

Posted by: n_j 21 Apr 2011, 14:42
რჩევა მჭირდება ხალხო smile.gif
კულიცს მინდა გავუკეთო თეთრი გლაზური ცილა+შაქარი, მერე რომ შრება და აგრდება ის, კულიჩებს ცელოფნის პარკში ვინახავ ხოლმე, რბილი რომ დარჩეს და ეს გლაზური ხომ არ მოადნება? პუდრა დნება მაგალითAდ

Posted by: shilaida 21 Apr 2011, 15:15
საღამოს უნდა მოვზილო ცომი და უკვე ვნერვიულობsmile.gif))

Posted by: S_H_I_N_Y 21 Apr 2011, 15:23
guruliqali
QUOTE
კი, წერეთლის მაღაზიაში ვიყიდე დღეს დილით, ძალიან ცოტა ჰქონდათ დარჩენილი, სხვა რამეებიც დაათვალიერე? მოგეწონა რამე? მე მანდ რომ შევდივარ, დავდივარ, ვათვალიერებ, გამოსვლა აღარ მინდა smile.gif * * *


გუშინ საღამოს არ ქონდათ დიდებიsad.gif(
მართლა უამრავი რაღაც აქვთ მაგ მაღაზიაში, კიდე კარგი იკეტებოდა უკვე და კარგად ვერ მოვასწარი დათვალიერება, მაგრამ მაინც გამოვაყოლე ხელს დაუგეგმავი სიახლეებიbiggrin.gif

n_j
QUOTE
კულიცს მინდა გავუკეთო თეთრი გლაზური ცილა+შაქარი, მერე რომ შრება და აგრდება ის, კულიჩებს ცელოფნის პარკში ვინახავ ხოლმე, რბილი რომ დარჩეს და ეს გლაზური ხომ არ მოადნება? პუდრა დნება მაგალითAდ


ჩვენ ვაკეთებთ ცილა+პუდრი+ლიმონის წვენი და მაგრდება. დრო კი ჭირდება დასაშრობად, მაგრამ ნამდვილად მაგრდება. მაგრამ დაჭრისას იფშვნება და მე ეგ არ მომწონს. დადნობას კი ჯობს ალბათ biggrin.gif. ნეტა რომ არც დნებოდეს და არც იფშვნებოდეს ეგეთი რამის მოფიქრება შეუძლებელია? biggrin.gif

Posted by: marisha-mari 21 Apr 2011, 15:27
QUOTE
ნეტა რომ არც დნებოდეს და არც იფშვნებოდეს ეგეთი რამის მოფიქრება შეუძლებელია? biggrin.gif

ნუ შესაჭმელათ თუ გინდა ალბათ არაsmile.gif

Posted by: n_j 21 Apr 2011, 16:18
S_H_I_N_Y
პეჩენიებს გავუკეთე ერთხელ და არ იფშვნებოდა მახსოვს
მე მაინტერესებს ცელოფნის შიგნით ხომ არ დადნება, თორემ გარედან რომ გაშრება და ფორმას ინარჩუნებს კი ვიცი

Posted by: miau 21 Apr 2011, 16:42
bancala
QUOTE
პასკისთვის თეთრი მინანქარი როგორ მოვამზადო??


2 კვერცხის ცილა ძალიან კარგად ათქვიფე ბეზესავით და შეათქვიფე 1 ჭიქა შაქრის პუდრა + ცოტა ვანილი. შეგიძლია შეღებო კიდეც მინანქარი სხვადასხვა ფერად.

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Apr 2011, 17:27
kiwiii
QUOTE
აუცილებლად დადე სურათები და გემოს შესახებაც მოგვიყევი

უკვე მესამე წელია, ტრადიციულად ვაკეთებ სააღდგომოდ smile.gif

rtuli
QUOTE
კვირამდე ბოქლომი უნდა დაადო მაცივრის კარებს

ჩემი ბავშვები მაინცდამაინც არ გიჟდებიან მაგაზე, მე უფრო გამომცხვარ პასკას ვმალავ ხოლმე biggrin.gif

markes
QUOTE
მე ვცადე ეს "წვეტები" კეკსში და არ მომწენოა

მე შოკოლადის ღილები ჩავაყოლე ერთხელ ბლომად და სულ დადნა, საერთოდ არ ეტყობოდა კექსს. ეს წვეთები ფორმას ინარჩუნებს.

guruliqali
QUOTE
ხაჭოს პასხისთვის ადრე არ არის? მე შაბათს მქონდა დაგეგმილი, რამდენიმე დღე უნდა იყოს მაცივარში?

24 სთ. წუხელ ღამე არაფერი საქმე არ მქონდა, ვიფიქრე, ხაჭოს საცერში გავატარებ, გავამზადებ მეთქი და ბოლოს მთლიანად შემომეკეთა biggrin.gif

QUOTE
პატარაში 35 თეთრი მივეცი, დიდში 1.2

პატარები 70 თეთრად, დიდები კი - ლარად ვიყიდე სუნელების კაცებთან.



პასკის ცომი მოზელილი მაქვს, ხვალ გამოვაცხობ.

Posted by: S_H_I_N_Y 21 Apr 2011, 17:53
n_j
QUOTE
მე მაინტერესებს ცელოფნის შიგნით ხომ არ დადნება, თორემ გარედან რომ გაშრება და ფორმას ინარჩუნებს კი ვიცი

ცელოფანში მქონდა შენახული შარშან და არ გამდნარა ნამდვილად, მაგრა მე ლიმონის წვენიც დავუმატე smile.gif. დაჭრისას იფშვნება, თორემ ისე არის ძალიან ლამაზი და საერთოდ არ იცვლება smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Apr 2011, 18:40
მე შოკოლადს მოვასხამ პასკებს

..........................

Posted by: serafita_asuli zevaxisa 21 Apr 2011, 18:44
WOMAN IN LOVE


ხაჭოს პასკა რომელი რეცეპტის მიხედვით მოამზადე?????

Posted by: shilaida 21 Apr 2011, 18:45
ერთი რამ მაინტერესებს,ღამე ვაპირებ ცომის მოზელას,ესე 10საათისთვის და ხვალ დილამდე ჩაზელა ან მაგდაგვარი რამე ჭირდება?გადმოსული ხომ არ დამხვდება დილით???smile.gif)

Posted by: rtuli 21 Apr 2011, 19:17
shilaida
QUOTE
ერთი რამ მაინტერესებს,ღამე ვაპირებ ცომის მოზელას,ესე 10საათისთვის და ხვალ დილამდე ჩაზელა ან მაგდაგვარი რამე ჭირდება?გადმოსული ხომ არ დამხვდება დილით???)

იცი რა ხდება,ინდივიდუალურია ყველაფერი.ანუ ოთახის ტემპერატურაზეა დამოკიდებული+საფუარზე და როდის ამოვა ცომი დაზუსტებით არავინ გეტყვის,მინიმუმ 4 საათი ივარაუდო უნდა და ზემოთ.

როცა ცომი ამოვა,მთავარია არ გქონდეს დიდხანს,მერე იწყებს გადამჟავებას და კულიჩებს არასასიამოვნო საფუვრის სურნელი სდის+ცომის სტრუკტურაც ირღვევა.

Posted by: shilaida 21 Apr 2011, 19:51
rtuli
ისევ თქვენ დაგეკითხებით!:)

დედაჩემის პასკა

8 კვერცხი, 400 გრ. კარაქი, 4-6 ჩჭ შაქარი, 1 ლ რძე+ 1ჩჭ წყალი, 2სკ. საფუარი, მარილი, ვანილი, კარდამონი, ჯავზი, ლიმონი, შაფრანი, 1სკ. ზეთი.

2სკ. საფუარი უნდა გავხსნათ 1 ჩჭ. თბილ წყალში+1სკ. შაქარი. დავდგათ თბილ ადგილას. 1 ლიტრი თბილი რძე, 400 გრ. თბილი (არა ადუღებული) კარაქი (ჩვენ ერბოს ვამატებთ), 8 კვერცხი, 6 ჩჭ. შაქარი, ცოტა მარილი (გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, ავურიოტ კარაქი, რძე, მარილი) დავამატოთ საფუარი, ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას მთელი ღამე.
მეორე დღეს ჩავყაროთ ვანილი, კარდამონი გახეხილი ჯავზი, ლიმონის ცედრა, სპირტზე დაყენებული შაფრანი, 1 სკ. ზეთი. ეს ყველაფერი შეიზელს 10-15 ჭიქა ფქვილს. უნდა მოიზილოს ისე, რომ ცომი ხელზე არ გეკვროდეს. ისევ უნდა დავდგათ თბილად და დავაცადოთ ამოსვლა. ისევ ჩავზილოთ და დავამათოს კონიაკში დამბალი ქიშმიში. გაფუების შემდეგ ჩავდოთ ფორმებში ისე რომ 1/3 გაივსოს. კარგად რომ ამოვა გამოვაცხოთ.
ესაა.... და ნამდვილად ღირს წვალებად


აი ამ რეცეპტით ვაპირებ მომზადება,ისე ფქვილის გარეშე,არა მგონია ძალიან გაფუვდეს...

Posted by: S_H_I_N_Y 21 Apr 2011, 20:18
shilaida
ეს მგონი ჩემი დადებული რეცეპტია. შეგიძლია თამამად დადგა ღამე და არ გადმოგივა ნამდვილად, იმიტომ რომ ღამე რასაც დგამ იქ ფქვილი არაა და ძალიან არ ამოდის smile.gif. ჩვენ გუშინ ღამე დავდგით, დღეს დილით შევაზილეთ ფქვილი, ერთხელ უკვე გადავზილეთ და უკვე მეორეთაც ამოვიდა თითქმის. ახლა ფორმებში ჩავაწყობთ და ალბათ გვიან მოვრჩებით ცხოვას. ხვალ დავწერ როგორი გამოვიდა და სურათებსაც დავდებ smile.gif

Posted by: rtuli 21 Apr 2011, 22:39
shilaida
რეცეპტის ავტორმა გიპასუხათ უკვე smile.gif

S_H_I_N_Y
QUOTE
ჩვენ გუშინ ღამე დავდგით, დღეს დილით შევაზილეთ ფქვილი, ერთხელ უკვე გადავზილეთ და უკვე მეორეთაც ამოვიდა თითქმის. ახლა ფორმებში ჩავაწყობთ და ალბათ გვიან მოვრჩებით ცხოვას. ხვალ დავწერ როგორი გამოვიდა და სურათებსაც დავდებ

აუ,რამდენი დრო სჭირდება ამოსასვლელად rolleyes.gif

ვნახოთ მე რამდენი დრო დამჭირდება,ჩემი რეცეპტის მიხედვით.დროს დავნიშნავ smile.gif

Posted by: likaterine 21 Apr 2011, 23:18
miau
QUOTE
ზაფრანა თუა წითელი მშრალი რერები, 3-4 ცალი დანაყე 0,5 ჩ.კ. შაქართან ერთად, დაასხი 30-50 მლ. მდუღარე წყალი, გახსენი და დააცადე, რომფერი გამოვიდეს. სპირტი ვერ ქაჩავს, ეს ვარიანტი კი ამართლებს - გამოცდილია საუკუნეების განმავლობაში. მდუღარეს რომ დაასხამ, ცოტა ხნით კარგი იქნება შეფუთო, უფრო გამუქცება. ფერეიდნელებმა ასე მასწავლეს.


აი ამ ზაფრანის შემდგომი გამოყენების წესი მასწავლეთ რა, ანუ რომ დავაყენებ მერე რა უნდა ვუქნა, ღერები ჩავყარო ცომში თუ ნაყენი ჩავასხა, მე მაპატიეთ ჩემი უვიცობა....

Posted by: irinol-ka 21 Apr 2011, 23:44
guruliqali
WOMAN IN LOVE

წერეთელზე მაღაზიაში რომ არის 0.35ლარიანი ზომის ფორმა არის ძალიან პატარა, ეგეთი სუნელების კაცს არ აქვს, 0.7 ლარიანი უფრო საშუალო ზომაა და 1ლარიანი დიდი ზომისაა. მე სამივე მაქვს ნაყიდი და ხვალ ვემზადები რომ გამოვაცხო კულიჩი პირველად ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ ფოტოაპარატი არ მაქვს თორემ დავდებდი ფორმების სურათს

Posted by: miau 21 Apr 2011, 23:46
likaterine

QUOTE
აი ამ ზაფრანის შემდგომი გამოყენების წესი მასწავლეთ რა, ანუ რომ დავაყენებ მერე რა უნდა ვუქნა, ღერები ჩავყარო ცომში თუ ნაყენი ჩავასხა, მე მაპატიეთ ჩემი უვიცობა..


შაქართან ერთად ძალიან წმინდად იფქვება, წყალი რომ ესხმება, მერე ფერს უშვებს და მთლიანად ასხამ ცომში მაშინ, როცა სანელებლებს დაუმატებ.

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Apr 2011, 23:50
serafita_asuli zevaxisa
QUOTE
ხაჭოს პასკა რომელი რეცეპტის მიხედვით მოამზადე?????

http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=0

აქ რომ მეორე რეცეპტი დევს, მაგის მიხედვით.

irinol-ka
მე ვიყიდე საშუალოები და დიდები, ესე იგი. ქაღალდის ფორმებში პირველად ვაცხობ smile.gif
შევდგი უკვე და იმედია, შედეგით კმაყოფილი დავრჩები smile.gif




* * *
http://pix.ge/

Posted by: nanana 21 Apr 2011, 23:55
ბლენდერის გამოყენება ხაჭოსთვის რატომ არ შეიძლება?

Posted by: orchidea 22 Apr 2011, 00:01
guruliqali
QUOTE
ტყუარი, წესით კარგი უნდა გამომივიდეს smile.gif

კარგი გამიგივა ნუ გეში
n_j
მე ზემოდან ნაწილს ცილის გლაზურს უკეტებ და ნაწილს თეთრი შოკოლადის მინანქარს უკეთებ

Posted by: irinol-ka 22 Apr 2011, 00:19
WOMAN IN LOVE
up.gif
მშვენიერი პარტიაა, მე ხვალ დილიდან ვაპირებ შევეჭიდო და ვნახოთ რა გამომივა


Posted by: miau 22 Apr 2011, 00:19
nanana
QUOTE
ბლენდერის გამოყენება ხაჭოსთვის რატომ არ შეიძლება?


ერთხელ კრემისთვის მინდოდა და დაბლენდერებული ძალიან გათხელდა. საცერზე გატარება უფრო კარგია, მითუმეტეს პასკისთვის, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ამ სააღდგომო საოცრებისათვის ხაჭოს ნადუღი ჯობია.

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Apr 2011, 00:25
nanana
ბლენდერში ძალიან იტყიპნება მასა - ასე ამობობენ, მე არ მიცდია, სულ საცერში ვატარებ და ფუმფულა, ნაზი გამოდის

irinol-ka
დატრიალდა სუნი, დატრიალდა smile.gif

Posted by: likaterine 22 Apr 2011, 00:44
miau
QUOTE
შაქართან ერთად ძალიან წმინდად იფქვება, წყალი რომ ესხმება, მერე ფერს უშვებს და მთლიანად ასხამ ცომში მაშინ, როცა სანელებლებს დაუმატებ.



მადლობა, გაიხარე smile.gif





































2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Apr 2011, 00:52
http://pix.ge/

Posted by: miau 22 Apr 2011, 01:20
likaterine

არაფერს. smile.gif

WOMAN IN LOVE
up.gif
არა რა, ღამით სულ სხვა მუღამი აქვს კულიჩის ცხობას! :ცხობის რომანტიკა:
ახლა ბიცოლაჩემს ველოდები - ის აცხობს და შედეგები უნდა შემატყობინოს smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Apr 2011, 01:26
miau
საცხობის პასკებს სულ ერთიანად გლუვი თავები რომ აქვთ, მაგ ეფექტს ვერ მივაღწიე, რა!

Posted by: meluzi 22 Apr 2011, 01:28
ხვაალ შევუდგები ცხობააას.. იმედიაა ისეთივე წარმატებული იქნება როგორიც შარშან. შედეგს აუცილებლად მოგახსენებთ სურათებითურთ smile.gif

რეცეპტს უცვლელს ვტოვებ და ამისთვის დიდი მადლობა n_j -ის smile.gif

Posted by: EXHALATING 22 Apr 2011, 01:50
WOMAN IN LOVE
ძალიან კარგებია smile.gif

ფორმები სუნელების კაცთან იყიდე?
რაღაც პატარები მეჩვენება ჩემები და შენტან დიდები ჩანს smile.gif

Posted by: kukurie 22 Apr 2011, 01:53
QUOTE
რეცეპტს უცვლელს ვტოვებ და ამისთვის დიდი მადლობა n_j -ის

შარშან გავაკეთე მეც n_j -ის რეცეპტით და ყველა გადარია ვინც გასინჯა.. ვსარგებლობ შემთხვევით მადლობას ვუხდი მას რეცეპტისათვის, მქონდა კარგი რეცეპტები, მაგრამ ამან ყველას აჯობა
აქვე კულინარიის ძალიან თბილ ,,ოჯახს" ვულოცავ დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

Posted by: guruliqali 22 Apr 2011, 02:10
WOMAN IN LOVE
love.gif love.gif
ძალიან კარგებია, ძალიან...

Posted by: tos-ka 22 Apr 2011, 10:22
WOMAN IN LOVE
QUOTE
miau
საცხობის პასკებს სულ ერთიანად გლუვი თავები რომ აქვთ, მაგ ეფექტს ვერ მივაღწიე, რა!


ფორმაში ჩასადებად რომ მოჭრი ცომს, დაფაზე გადაზილე, ფენოვანს რომ ვკეცავთ მაგ პრინციპით შეკარი ბურთივით და ფორმაში ისე ჩააგდე. ზემოდან კვერცხის გულისა და რძის ნაზავი გადაუსვი. სულ ესაა smile.gif)))

ეხლა ვნახე სურათები გამოსაცხობი პასკის. აშკარად ის მიზეზია, რომ მოჭრილი ცომი პარდაპირ გაქვს ჩადებული ყალიბში. არა და ეგ ოღრო-ჩოღრო პასკები მე უფრო მიყვარს, მაგრამ ისე მაქვს გამჯდარი რომ ზემოდან კვერცხის გადასმას რომ მოვრჩები მერე მახსენდება smile.gif)))
ყოჩაღი ქალი ხარ, მე ვერ გავრესკე ქაღალდის ყალიბებში გამოცხობა. დღეს თუ მოვხვდი წერეთელზე, აუცილებლად უნდა ვიყიდო ეგ პატარა ფორმები!

Posted by: miau 22 Apr 2011, 10:29
tos-ka

შენ მორჩი მარათონს? biggrin.gif იმდენი რამის გამოცხობას აპირებდი, კინაღამ გული წამივიდა.

Posted by: tos-ka 22 Apr 2011, 10:36
miau
QUOTE
tos-ka

შენ მორჩი მარათონს?იმდენი რამის გამოცხობას აპირებდი, კინაღამ გული წამივიდა.


პასკები გამომცხვარი და დაბინავებულია, ნამცხვრების ფირფიტები გამომცხვარი, ტორტის ბისკვიტები გამზადებული, უნგრული ხაჭოს ნამცხვარი გამომცხვარი და შეიძლება სანამ სახლში მივალ ათვისებულიც დამხვდეს smile.gif შუ და ეკლერი მომეხასიათა და ეგენიც მივაყოლე . . . დღეს დაკრემვა, მორთვა, ზიზილ-პიპილოების Dღე მაქვს და ხაჭოს პასკას ვაპირებ, კიდევ. ნაპოლეონი მეთქი და მედიკოს კივილი არ ჩამოსულა თქვენამდე? smile.gif)))))) რა ვქნა, ზოგი ქსოვა-ქარგვაში ისვენებს და მე კიდევ სამზარეულოში smile.gif

Posted by: miau 22 Apr 2011, 10:50
tos-ka
QUOTE
პასკები გამომცხვარი და დაბინავებულია, ნამცხვრების ფირფიტები გამომცხვარი, ტორტის ბისკვიტები გამზადებული, უნგრული ხაჭოს ნამცხვარი გამომცხვარი და შეიძლება სანამ სახლში მივალ ათვისებულიც დამხვდესშუ და ეკლერი მომეხასიათა და ეგენიც მივაყოლე . . . დღეს დაკრემვა, მორთვა, ზიზილ-პიპილოების Dღე მაქვს და ხაჭოს პასკას ვაპირებ, კიდევ. ნაპოლეონი მეთქი და მედიკოს კივილი არ ჩამოსულა თქვენამდე? )))))) რა ვქნა, ზოგი ქსოვა-ქარგვაში ისვენებს და მე კიდევ სამზარეულოში


შენ დროა ამერიკის საუკეთესო კონდიტერში მიიღო მონაწილეობა biggrin.gif თან მარტო მუშაობ და ეგეთები ჭირდებათ biggrin.gif

Posted by: n_j 22 Apr 2011, 11:26
meluzi
kukurie
გმადლობთ გოგოებო smile.gif ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ smile.gif

tos-ka
ეს ყველაფერი გააკეთე და აქ წერის ენერგია შემოგრჩა? მე მიმკვდარებული ვიქნებოდი

Posted by: serafita_asuli zevaxisa 22 Apr 2011, 11:27
WOMAN IN LOVE


გმადლობ.. smile.gif

Posted by: tos-ka 22 Apr 2011, 11:46
n_j
QUOTE
tos-ka
ეს ყველაფერი გააკეთე და აქ წერის ენერგია შემოგრჩა? მე მიმკვდარებული ვიქნებოდი


თან სამსახურში ვარ და ვმუშაობ smile.gif))))) (უნამუსოდ თავს ვიქებ)

Posted by: tikope 22 Apr 2011, 12:06
S_H_I_N_Y
შესანიშნავები გამოვიდა შარშან შენი რეცეპტით გამომცხვარი პასკები, ასე რომ გირჩევთ და წელსაც ასე ვაპირებ.
rtuli
QUOTE
უ,რამდენი დრო სჭირდება ამოსასვლელად

რა თქმა უნდა მე ამხელა ნებისყოფა არა მაქვს და ცვლილებები შევიტანე რეცეპტში, ძალიან მალე ამოვიდა, ჩავზილე , მეორედაც ამოვიდა და ჩავდე ფორმებში,მოკლედ ნახევარ დრესი გამოვაცხე თავიდან ბოლომდე. biggrin.gif
ხო მაშინ დავამატე ასეთი რამ, წვრილად დავჭერრი ლიმონისა და ფორთოხლის კანი და კარამელში მოვადუღე ცოოოტა ხნით. სხვა სუნელებთან ერთად შევურიე და ისე გამოვაცხე, რომ გავჭერით , მერე დადგა არაჩვბეულებრივი სურნელი და ყველა მოიხიბლა.smile.gifსცადეთ...

Posted by: n_j 22 Apr 2011, 12:57
tos-ka
მართლა ყოჩაღ smile.gif))

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Apr 2011, 12:57
tos-ka
ახლა მეორე პარტია პასკების გამოცხობას ვაპირებ, ეგრე მოვიქცევი და ვნახოთ. თავზე არაფერს ვუსვამ, მერე შოკოლადს ვასხამ ხოლმე და ამიტომ აზრი არ აქვს.

Posted by: upwave 22 Apr 2011, 13:06
n_j
ისე აქეს შენი პასკა (ეჭვი არ მეპარება), მინდა გამოვაცხო (პირველად) და პერფეკტზე რომ რეცეპტია არაჟნით ეგაა ხო?
და მანდ რომ 5-6 კოვზი საფუარი გიწერია, ალბათ მშრალი იგულისხმება

Posted by: shilaida 22 Apr 2011, 13:19
tos-ka
QUOTE
ფორმაში ჩასადებად რომ მოჭრი ცომს, დაფაზე გადაზილე, ფენოვანს რომ ვკეცავთ მაგ პრინციპით შეკარი ბურთივით და ფორმაში ისე ჩააგდე. ზემოდან კვერცხის გულისა და რძის ნაზავი გადაუსვი. სულ ესაა )))

მშვენიერი რჩევაა,აუცილებლად ესე მოვიქცევი!
უკვე მეორედ ჩავზილე ცომი და 2საათში ფორმებშიც გადავიტანsmile.gif)
პერსონალური მადლობა ჩემგან 2kiss.gif

Posted by: *Snow* 22 Apr 2011, 13:22
კვერცხები რომ არ დატყდეს მარილი ვუქნა ხომ წყალში? smile.gif

Posted by: S_H_I_N_Y 22 Apr 2011, 13:45
WOMAN IN LOVE
QUOTE
საცხობის პასკებს სულ ერთიანად გლუვი თავები რომ აქვთ, მაგ ეფექტს ვერ მივაღწიე, რა!


დედაჩემმა გადმოგცა, რომ თუ უნდა რომ გლუვი გამოვიდეს ცოტა ნაკლები ფქვილი უნდა დაამატოს ცომსო. აუ ცომი უნდა იყოს ცოტა უფრო თხელი და ფორმებში რომ ჩადებ მერე კარგა ხანი უნდა დააწყო რომ ფორმაში ამოვიდეს, მინიმუმ ვაორმაგებთ ხოლმე ფორმაში, ლამის ვასამმაგებთ და იქნება შემ რომ გინდა ისეთი smile.gif
2kiss.gif

tikope
QUOTE
რა თქმა უნდა მე ამხელა ნებისყოფა არა მაქვს და ცვლილებები შევიტანე რეცეპტში, ძალიან მალე ამოვიდა, ჩავზილე , მეორედაც ამოვიდა და ჩავდე ფორმებში,მოკლედ ნახევარ დრესი გამოვაცხე თავიდან ბოლომდე. biggrin.gif


გეხვეწები მითხარი რაა რა შეცვალე რომ ასე ჩქარა ამოვიდა. ეგ ლოდინი მტანჯავს ზუსტად. დიდ მოთმინებით არც მე გამოვირჩევი biggrin.gif

Posted by: n_j 22 Apr 2011, 13:53
upwave
კი ესაა
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=196&Itemid=55

საფუარი მშრალი მიწერია

Posted by: volli35 22 Apr 2011, 14:01
*Snow*
QUOTE
კვერცხები რომ არ დატყდეს მარილი ვუქნა ხომ წყალში?

კიკი აუცილებლად .... მაგრამ ისე კვერცხის ნაჭუჭის სისქეზეცაა დამოკიდებული ეგ ... მე სპეციალურად სქელკანიანები ვიყიდე შესაჭებად ....

Posted by: ბურზო 22 Apr 2011, 14:05
პასკის რეცეპტი მომეცით რა sad.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2011, 15:12
ბურზო
QUOTE
პასკის რეცეპტი მომეცით რა

http://www.perfectcook.org/

აქ არის რამოდენიმე რეცეპტი.......


ჩემი ცომი smile.gif
http://pix.ge/

Posted by: miau 22 Apr 2011, 15:12
კვერცხები გამოვიდა კვასკვასა წითელი. ენდროს ავუმატეთ ფერა-ფერა (მცენარეა, რომელსაც აგროვებენ და შაქარში ინახავენ). ჩემმა რძალმამოაგროვა ამ ზაფხულს, დააყენა და არაჩვეულებრივი ფერია.

Posted by: tikope 22 Apr 2011, 15:50
S_H_I_N_Y
QUOTE
გეხვეწები მითხარი რაა რა შეცვალე რომ ასე ჩქარა ამოვიდა. ეგ ლოდინი მტანჯავს ზუსტად. დიდ მოთმინებით არც მე გამოვირჩევი

არაფერი ისეთი, რეცეპტის წესი სევცვალე თქო, ეს ვიგულისხმე, ისე დროჟი დავამატე ცოტა.
მოკლედ ეხლა გთავაზობთ S_H_I_N_Y-ის რეცეპტის ჩემეულ ინტერპრეტაციას. biggrin.gif

დავიწყე იმით რომ გავამზადე ლიმონისა და ფორთოხლის კარამელი, ზემოთ მიწერია მგონი...
მერე გავაკეთე დროჟი-ერთი ჭიქა თბილი წყალი+ 3 ს-კ დროჟი, 2 ს-კ შაქარი
ავთქვიფე 8 კვერცხის ცილა და ცოტა მარილი მერე დავამატე 7 ჩ-ჭ შაქარი და დრო და დრო ვუმატე კვერცხის გულები, შემდეგ არაყი, 400 გრამი გამდნარი კარაქი და ერთი ჭიკა ზეთი ( ცხიმი დავამატე და ვფიქრობ რომ 500 გრ მაინც უნდა ცხიმი) + ერთი ლიტრი რძე+ დროჟის მასა+ არაყი,ლიქიორი,ვანილი,პასკის სუნელები და ლიმონისა და ფორთოხლის კარამელის ნახევარი.სანამ შემეძლო სპეციალური კვერცხის სათქვეფით შევაზილე ფქვილი , მერე გადავიტანე დიდ თასზე და მოვზილე ცომი, თან ეს თასი მედგა ქვაბზე , რომელშიც ენდრო და ხახვის ფურცელი მქონდა დილით წამოდუღებული biggrin.gif ჰოდა , ამ ცხელ ქვაბზე გავაგრძელე მოზელა( ჩემი დაკვირვებით ეს პატაარა დეტალი აჩქარებს ცომის ამოსვლას yes.gif ) შემდეგ გადავაფარე ცელოფანი ,თბილი პლედი და მივდგი კუთხეში,,ერთი საათია რაც დავამთავრე და წეღან ვნახე , უკვე ამოსულა love.gif

Posted by: meluzi 22 Apr 2011, 16:43
n_j
სველი საფუარი რომ არის ეგ რამდენი ვუქნაა ხომ ვერ მეტყვიი??? დაახლოებIთ გრამებით tongue.gif

Posted by: n_j 22 Apr 2011, 17:00
meluzi
რთილმა დაწერა წინა გვერდებზე, თუ სწორად მახსოვს ნახევარი დოზა, გადახედე მაინც


ეს წლევანდელი კულიჩი
http://pix.ge/

Posted by: momentary 22 Apr 2011, 17:06
დედაჩემი აკეთებს პასკას მე ვეხმარები, რა გამოვა არ ვიცი უამრავი სხვადასხვა ფერის ჩირი ვიყიდე და წვრილად დაჭრილი ჩავაყარე, სულ ჭრელია.

Posted by: ninavia 22 Apr 2011, 17:17
ბეკო-- მადლობა პასკის რეცეპტისთვის, პირველად გამოვაცხე და კარგები გამოვიდა 2kiss.gif bis.gif

Posted by: tasikuna-taso 22 Apr 2011, 17:17
QUOTE
უამრავი სხვადასხვა ფერის ჩირი ვიყიდე და წვრილად დაჭრილი ჩავაყარე, სულ ჭრელია.



უამრავი არ უნდა. ხელს შეუშლის ამოსვლაში

Posted by: womanly 22 Apr 2011, 17:25
მითხარით თუ შეიძლლება პასკის გამოცხობა მანდამაინც ალუმინის მასალის ქვაბში შეიძლება თუ შეიძლება რომ ემალისაში გავაკეთო? შარშან გავაკეთე და რავიცი კარგი გამომივიდა და ეხლა მითხრეს არ შეიძლება ემალისაში ცხობაო..........

Posted by: tasikuna-taso 22 Apr 2011, 17:29
QUOTE
მითხარით თუ შეიძლლება პასკის გამოცხობა მანდამაინც ალუმინის მასალის ქვაბში შეიძლება თუ შეიძლება რომ ემალისაში გავაკეთო? შარშან გავაკეთე და რავიცი კარგი გამომივიდა და ეხლა მითხრეს არ შეიძლება ემალისაში ცხობაო..........



ქვაბი გაფუჭდება. მოძველებული თუა და არ გენანებათ, შეიძლება.

Posted by: Miss_Nata 22 Apr 2011, 17:34
QUOTE
ქვაბი გაფუჭდება. მოძველებული თუა და არ გენანებათ, შეიძლება.

შარშან მეც გამოვაცხე ერთი ცალი ემალის ქვაბუკაში,წელს ვისაც ვუთხარი ყველა მეუბნება არ გამოგივიდოდაო,არადა აშკარად გამოცხვა მშვენიერი პასკა smile.gifდა ქვაბს დღესაც ვხმარობ ჩვეულებრივად smile.gif

Posted by: womanly 22 Apr 2011, 17:40
Miss_Nata
მეც გავხეხე სოდით და ეხლაც იმ ქვაბებში ვაპირებ......... თეთრები რომაა ტარიანი........ არ მეგულება ოჯახი საქართველოში ეგეთი ქვაბი არქონდეს სახლში biggrin.gif

Posted by: *Snow* 22 Apr 2011, 17:44
აი,როგორი წითელი კვერცხები გამომივიდა smile.gif

ცივი წყალი არ გადავასხი მოხარშვის შემდეგ და უნდა გადამევლო? user.gif






user posted image

Posted by: volli35 22 Apr 2011, 18:11
*Snow*
QUOTE
ცივი წყალი არ გადავასხი მოხარშვის შემდეგ და უნდა გადამევლო?

წესით და კანონით უნდა გადაგევლო ... აბა რა .... თან უნდა დაგეტოვებინა რაღაც დროის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ
აი ჩემი კვერცხიც
http://www.radikal.ru

Posted by: gloneli 22 Apr 2011, 18:14
*Snow*
QUOTE
ცივი წყალი არ გადავასხი მოხარშვის შემდეგ და უნდა გადამევლო?

გადაგევლო უნდა,გაფრცქვნა გაგიჭირდება,ნაჭუჭს გაყვება მოხარშული ცილა.

Posted by: *Snow* 22 Apr 2011, 18:21
volli35
gloneli


ჯერ კიდევ ძალიან ცხელი იყო და შევუშვირე გამდინარე ცივ წყალს user.gif

რატომ ვიფიქრე რომ არ უნდა გადამევლო არ ვიცი....

Posted by: upwave 22 Apr 2011, 18:57
n_j
QUOTE
upwave
კი ესაა
http://perfectcook.org/index.php?option=co...d=196&Itemid=55

საფუარი მშრალი მიწერია

ეხლა ვაკეთებ და რაღაც წებოვანი ცომია, არა და ბევრი ფქვილი დავამატე.
ხელს მაინც ეწებება. შესაძლებელია პირველი ამოფუების და ჩაზელვის შემდეგ აგარ იყოს წებოვანი, თუ ეხლავე დავუმატო ფქვილი (3,5 კილო ფქვილი გიწერია, 1/3 პორციას ვაკეთებ და 1,200 გრ. მაგივრად 1,600 გრ. მეტი ფქვილი დაჭირდა)?

Posted by: womanly 22 Apr 2011, 19:27
გოგოებო 3,5 საათიადავდგიამოსასვლელად ცომი დარაღაც ოდნავ იყო ამოწეული........ ეხლა ჩავზილე ცოტა თავიდან........ ნეტა უფრო მეტი დრო უნდა?
QUOTE
_j
QUOTE
upwave
კი ესაა
http://perfectcook.org/index.php?option=co...d=196&Itemid=55

საფუარი მშრალი მიწერია

ამ რეცეპტით გავაკეთე შარშანაც და ეხლაც..............

Posted by: **DIMMU*** 22 Apr 2011, 19:32
ამის გამოცხობა მინდა ხომ არ იცით კვერცხის ფორმები არსებობს და სად იყიდება? ისე პასკის ფორმებიც მაინტერესებს.

http://www.radikal.ru

Posted by: EXHALATING 22 Apr 2011, 20:29
2 ცალი პასკა გამოვიღე უკვე
კარგებია smile.gif
ზემოდან რა შეიძლება მოვასხა?

Posted by: Miss_Nata 22 Apr 2011, 20:49
ვეღარ გავიგე როგორ მოვიქცე...სუნელბი და ქიშმიში პირველი მოზელვისთანავე შევაზილო თუ დილით რომ ამოფუვდება??? და რძის,ცხიმის და კვერცხის შეზელვას რაიმე თანმიმდევობა სჭირდება???

Posted by: n_j 22 Apr 2011, 20:51
upwave
დიდ ხანს ვზელ ხოლმე ცომს, ხელები სანამ არ მომძვრება smile.gif მეორე გადაზელვისას, კარაქს რომ ვამატებ, სტრუქტურას იცვლის, ელასტიკურობას იძენს. შენ რა ეტაპზე ხარ ახლა?

Posted by: womanly 22 Apr 2011, 20:51
n_j
3,5 საათია დავდგი ამოსასვლელად ცომი დარაღაც ოდნავ იყო ამოწეული........ ეხლა ჩავზილე ცოტა თავიდან........ ნეტა უფრო მეტი დრო უნდა?

http://perfectcook.org/index.php?option=co...d=196&Itemid=55


ამ რეცეპტით გავაკეთე შარშანაც და ეხლაც..............

Posted by: nebiera28 22 Apr 2011, 21:02
n_j
პერფექტზე რომ რეცეპტი გიწერიაhttp://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=196&Itemid=55
ამით ვაპირებ გამოცხობას და რამდენიმე კითხვა მაქვს და თუ გცალია მიპასუხე გთხოვ smile.gif

1.ქიშმიშის სანამ კონიაკში დავალბობ ხომ უნდა გავრეცხო?
რამდენი ხანი უნდა იყოს კონიაკში და ცომში პირდაპირ კონიაკიდან ამოღებული უნდა
შევურიო? დაწდობა ან გამშრალება არ უნდა?

2. 500გრ ქიშმიში 200გრ კონიაკში ხომ მაინც უნდა დაალბო და აქედან 100გრ მაინც არ შეიწოვს და კონიაკი ბევრი ხომ არ იქნება?
3.ყალიბის ძირზე ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი რომ გამოვიყენო? და რომ გავცხიმავ ფქვილი არ უნდა მოვაყარო??

პირველი მცდელობაა და არ მინდა ცუდი გამოვიდეს.smile.gif

Posted by: ladywin 22 Apr 2011, 21:25
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: upwave 22 Apr 2011, 21:40
n_j
QUOTE
upwave
დიდ ხანს ვზელ ხოლმე ცომს, ხელები სანამ არ მომძვრება  მეორე გადაზელვისას, კარაქს რომ ვამატებ, სტრუქტურას იცვლის, ელასტიკურობას იძენს. შენ რა ეტაპზე ხარ ახლა?


ეხლა დავგი პირველად ამოსასვლელად და მაგდენი ნამდვილად არ მიზელია, რადგან წებოვანია და რაღაცნაირად იზილება, ანუ არა პურის ცომივით

Posted by: dali19 22 Apr 2011, 21:43
miau
რამდენჯერმე ვიკითხე და ვერავინ ვერ გამცა პასუხი, ეხლა ვნახე ფერაფერაზე თქვენი პოსტი. როგორ ინახავთ შაქარში და როგორ იყენებ კვერცხის შესაღებად დამიწერე გთხოვ. ადრე ერთმა ნ\მეგრელმა ქალმა მითხრა კომბოსტოს წნილისთვის გამხმარს ვინახავთო. კვერცხი რომელიც გფატყდება მოხარშვის დროს საშიშინ ხომ არ იქნება შესაჭმელად. ეხლა დატვირთული იქნები, აღდგომების შემდეგ მიპასუხეთ. გი;ლოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით თწვენი დიდი ოჯახით.


ყველას, ყველას, გი;ლოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით

Posted by: killer 22 Apr 2011, 21:52
ცივი წყალი აუცილებლად უნდა გადავავლო კვერცხებს?


Posted by: upwave 22 Apr 2011, 21:54
killer
კი. უბრალოდ, უფრო ადვილად იფრცქვნება

Posted by: volli35 22 Apr 2011, 21:58
killer
კი არ უნდ აგადაავლო ცოტა ხანი უნდა დატოვო ცივი წყლის ქვეშ

Posted by: miau 22 Apr 2011, 22:01
dali19

რაც შეეხება ფერა-ფერას - მარიკას დეტალურად ვკითXავ. ისე, მე როგორც ვიცი, მოაგროვა ნაყოფი და დააყარა შაქარი. ეს ფერი იმდენგან გამოვიყენე, დაწყებული კრემებიდან დასრულებული ნამცხვრებით, რომ რა სისულელეა smile.gif არაფერს ვნებს ნამდვილად. smile.gif
ladywin
მოგიხატია კვერცხები smile.gif up.gif

Posted by: rtuli 22 Apr 2011, 22:03
http://pix.ge/

Posted by: killer 22 Apr 2011, 22:06
upwave
volli35
მადლობა smile.gif

Posted by: iren765 22 Apr 2011, 22:21
rtuli
რა სილამაზე და გემრიელობაა!გავმეორდები-ეს კულინარია კი არა,ხელოვნებაა!
* * *
QUOTE
ladywin

რა კარგებია!!!!!!!!!!!!

Posted by: meluzi 22 Apr 2011, 22:26
n_j

მეც ისევ თქვენი რეცეპტით ვაკეთებ.. ახლა დავდგი ჯერ პირველად ასაფუებლად.. დიდხანს ვზილე საკმაოდ, სულ ცოტათი მაინც მეკრობოდა ხელზე, მაგრამ მაგას მგონი არაუშავს ხომ? კარაქს რომ შევაზელ შეიცვლის სტრუქტურას ასე ვფიქრობ.

კარაქს ნაჭრებად აზელავ?? თუ გამდნარს?

Posted by: n_j 22 Apr 2011, 22:27
nebiera28
QUOTE
n_j
პერფექტზე რომ რეცეპტი გიწერიაhttp://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=196&Itemid=55
ამით ვაპირებ გამოცხობას და რამდენიმე კითხვა მაქვს და თუ გცალია მიპასუხე გთხოვ

1.ქიშმიშის სანამ კონიაკში დავალბობ ხომ უნდა გავრეცხო?
რამდენი ხანი უნდა იყოს კონიაკში და ცომში პირდაპირ კონიაკიდან ამოღებული უნდა
შევურიო? დაწდობა ან გამშრალება არ უნდა?

2. 500გრ ქიშმიში 200გრ კონიაკში ხომ მაინც უნდა დაალბო და აქედან 100გრ მაინც არ შეიწოვს და კონიაკი ბევრი ხომ არ იქნება?
3.ყალიბის ძირზე ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი რომ გამოვიყენო? და რომ გავცხიმავ ფქვილი არ უნდა მოვაყარო??

პირველი მცდელობაა და არ მინდა ცუდი გამოვიდეს.


მე ვრეცხავ ქიშმიშს,შენც გარეცხე, მით უფრო წონით რომ იყიდება, შეუფუთავი.
რამდენიმე საათი მაინც გააჩერე, ამოღების მერე დაწურე, საწურზე დაყარე, ცოტა შეშრეს, გამშრალება არ უნდა, ამდენსაც ნუ იწვალებ. 200 გრ ბევრია, მაგის ნახევარი დაასხი, მაგრამ ამოურიე ხოლმე ქიშმიშს პერიოდულად,ყველა მხარეს რომ მოხვდეს ალკოჰოლი, მთავარია არომატი აიღოს, ძალიან გაჟღენთვა საჭირო არ არის
ქაღალდი შეგიძლია თაბახის გამოიყენო, მე მარტო ძირში ვაფენ, გვერდებზე არა, უბრალოდ მერე ფრთხილად დანას შემოვატარებ ხოლმე გვერდებზე, ცხიმის წასმის შემდეგ კი მსუბუქად ვაყრი დაფქულ სუხარს, საფანელს, გვერდებზე და ძირზეც.
წარმატებები ცხობაშI smile.gif

Posted by: iren765 22 Apr 2011, 22:28
QUOTE
*Snow*

რა კარგებია!
QUOTE
**DIMMU

QUOTE
ხომ არ იცით კვერცხის ფორმები არსებობს

მერე ამ სილამაზეს შესაჭმელად ვინ გაიმეტეებს?
* * *
QUOTE
voll

ძალიან მოუხდათ ასეთი სერვირება.
* * *
http://www.radikal.ruცხვარი ვიყიდე.

Posted by: rtuli 22 Apr 2011, 22:51
iren765
ბატკანი smile.gif...მაგის ყალიბი არამაქვს...თუმცა ისედაც შეიძლება რაიმე მსგავსი შექმნას ადამიანმა smile.gif
წელს არა და მომავალ წელს ვცდი .


ჩემი ღუნღულა კულიჩი love.gif
http://pix.ge/


ძალიან კმაყოფილი ვარ,ძალიან.

Posted by: iren765 22 Apr 2011, 22:57
QUOTE
rtuli

QUOTE
ჩემი ღუნღულა კულიჩი

love.gif love.gif წარმიმიდგენია რა სურნელი ტრიალებს თქვენს სახლში.

Posted by: tikope 22 Apr 2011, 23:11
rtuli
და ის ყვავილი არაა ჯერ მზად?????/
ულამაზესი რამეა და რა ჰქვია???

Posted by: likaterine 22 Apr 2011, 23:12
rtuli

ფორმებში რომ ჩავდებ ცომს, ბოლომდე უნდა ამოვიდეს? ანუ უნდა შეავსოს ფორმები? მიდევს აგერ უკვე რა ხანია და არ ამოდის, ნუ ცოტა კი მარა ბოლომდე არ ამოსულა. დაველოდო კიდევ თუ უკვე გამოვაცხო?

Posted by: volli35 22 Apr 2011, 23:13
likaterine
QUOTE
ფორმებში რომ ჩავდებ ცომს, ბოლომდე უნდა ამოვიდეს? ანუ უნდა შეავსოს ფორმები? მიდევს აგერ უკვე რა ხანია და არ ამოდის, ნუ ცოტა კი მარა ბოლომდე არ ამოსულა. დაველოდო კიდევ თუ უკვე გამოვაცხო?

არა ბოლომდე არ უნდა ამოვიდეს ფორმებში .... და რამდენი ხანია რაც ფორმებში ჩადე???

Posted by: likaterine 22 Apr 2011, 23:32
volli35

ერთი 45 წუთი იქნება დაახლოებით...

Posted by: volli35 22 Apr 2011, 23:35
likaterine
QUOTE
ერთი 45 წუთი იქნება დაახლოებით...

1 საათამდე აცალე და გამოაცხე ... მანამდე ამოდიოდა ცომი სანამ ჩაზილავდი???

Posted by: nebiera28 22 Apr 2011, 23:35
n_j
მადლობა 2kiss.gif

ახლა გავამზადე ყველაფერი და ვიწყებ, თან ოჯახმა დაიძინა და სიწყნარეში ვიქნები.

ნახევარ პორციას ვაკეთებ.

rtuli
QUOTE
ჩემი ღუნღულა კულიჩი
ს სუნი მოვიდა ჩემთან და გადავყირავდიი სურვილისგან.

როგორც ყოველთვის სუპერsmile.gif

Posted by: n_j 22 Apr 2011, 23:45
nebiera28
ეხლა თU იწყებ,ხვალ დილამდე დატოვე ცომი და დილით ჩაზილე მეორედ+ კარაქი,მერე 3-4 სთ-ში კიდევ, ტემპერატურას გააჩნია ოთAხში,

Posted by: tikunia-teiko 22 Apr 2011, 23:46
rtuli

QUOTE
ჩემი ღუნღულა კულიჩი


ვაიმე რა მაგარიააააააააააააააააა

Posted by: upwave 22 Apr 2011, 23:53
n_j
5 საათი ხდება რაც ასაფუებლად დავდგი (I აფუებაა), ცოტათი ამოიწია. 1 საათს კიდევ დაველოდები და მეორედ ჩავზელ:
1) ასე ცოტათი უნდა ამოწეულიყო? (ძალიან დიდ ჯამზე მაქვს და ნორმალურად ვერ გავიგე, რამდენზე ამოვიდა)
2) ე.ი. შეიძლება, რომ პირველი ჩაზელის მერე (არ შევურევ ქიშმიშს და ცუკატს) დილამდე დავტოვო ხო?
3) კარმასთან მიდგას და ცოტა მოშორებით ხომ არ დავდგა?
იმედია, არაფერი მოუვა.
ძალიან მეძინება sad.gif

Posted by: მაკ-კი 23 Apr 2011, 00:08
upwave
მაცივარში ჩადე და ისე დატოვე ღამით. არაფერიც არ მოუვა თUკი რამე სერიოზული დაღღვევა არ იყო მომზადების დროს,

Posted by: likaterine 23 Apr 2011, 00:19
volli35
QUOTE
მანამდე ამოდიოდა ცომი სანამ ჩაზილავდი???


კი კი ამოვიდა პირველ ჯერზე დზაან კარგად, მარა მერე რომ ჩავზილე ცოტა გამიცივდა ა მაგას ვაბრალებ. ახლა ერტი პარტია შევდგი, ამოვიდა ორი ცალი, სამმა დაიცკო ამოსვლა, ვნახოთ რა გამოვა

Posted by: volli35 23 Apr 2011, 00:22
likaterine
QUOTE
კი კი ამოვიდა პირველ ჯერზე დზაან კარგად, მარა მერე რომ ჩავზილე ცოტა გამიცივდა ა მაგას ვაბრალებ. ახლა ერტი პარტია შევდგი, ამოვიდა ორი ცალი, სამმა დაიცკო ამოსვლა, ვნახოთ რა გამოვა

ჰოდა ძალიან კარგად ყოფილა საქმე .... ველი ფოტოებს

Posted by: n_j 23 Apr 2011, 00:23
upwave
მე რაც მიწერია იმ რაოდენობის საფუარით კარგად ამოიწეოდა 5 საათში. ჩაზილე და დატოვე დილამდე, ოღონდ ძალიან არ ჩაფუთნო, არც კარმასთან დადგა, ცომი არ გადმოვიდეს მაგდენი ხნით რომ დადგავ სითბოში

Posted by: upwave 23 Apr 2011, 00:34
n_j
ოკ. მადლობა. smile.gif
ჩავზილავ და ნეიტრალურ ადგილას დავდგამ.
შეიძლება ამოვიდა კიდეც. უბრალოდ, შეუსაბამოდ დიდ ჯამზე გავაკეთე და დიდ სხვაობას ვერ ვატყობ, ანუ უფრო სიგანეში წავიდა, ვიდრე სიმაღლეში ჩემი აზრით.
ისე მომატებული კია, შეიძლება ეგრეც უნდა მოემატებინა და მე კიდევ მეტს ველოდი, არასოდეს გამიკეთებია და...

Posted by: n_j 23 Apr 2011, 00:37
upwave
smile.gif ნუ ღელავ, დარწმუნებული ვარ გემრიელი გამოგივა smile.gif

Posted by: rtuli 23 Apr 2011, 00:37
likaterine
QUOTE
ფორმებში რომ ჩავდებ ცომს, ბოლომდე უნდა ამოვიდეს?

რაც ჩადე ცომი მის ნახევარზე მაინც უნდა ამოვიდეს.
QUOTE
ერთი 45 წუთი იქნება დაახლოებით...

იცი რაშია საქმე როცა ყალიბები ცოტა დიდია და ცომის რაოდენობა 1/2 ზეა ჩადებული,მძიმედ ამოდის.

პ.ს. ნუ ჩქარობთ კულიჩის ცომის სწრაფად ამოსვლაზე,პირიქით რაც მძიმედ ამოდის უკეთესია.

მე საფუარის რაოდენობა სპეციალურად დავაკელი ცომს,სამაგიეროდ მძიმედ ამოდიოდა.

ჩემი გამოცდილება ასეთია:
2,5ჩ.ჭ. შაქარი+400 გრ.-მდე კარაქი+1,2 კგ.ფქვილზე ასეთი მძიმე ცომის მოზელვიდან გამოცხობიანად დამჭირდა ზუსტად 15 საათი.
ამ დროს.ღამე მოვზილე და მშვიდათ მეძინა.დილით გადავზილე და სხვა საქმეებს ვაკეთებდი სანამ ცომი ამოდიოდა.
თან არ შემიფუთია ცომი.მხოლოდ ღუმელში მედგა(ოდნავ შევათბე სანამ შევდგავდი).

QUOTE
ამოვიდა ორი ცალი, სამმა დაიცკო ამოსვლა, ვნახოთ რა გამოვა

გამოვა აუცილებლად.
ზედა თავები როცა გამოცხვება კულიჩის ,ხის ჩხირით ნახე მზად თუ არის(ნუ ჩხირი დიდი ზომის უნდა იყოს).

tikope
QUOTE
ის ყვავილი არაა ჯერ მზად?????/

yes.gif
გავაფორმებ და სურათს გადავუღებ smile.gif

Posted by: upwave 23 Apr 2011, 00:41
n_j
შეგჭამე მოკლედ.
მგონი იძახი, ნეტა სულ არ დამედო ეგ რეცეპტიო biggrin.gif
ბოლო შეკითხვა:
1) უბრალოდ ჩავზილო, თუ კარაქი შევურიო მთლი ღამით რომ ვტოვებ.
2) კარაქი სულ გავადნო, თუ რბილიც წავა?

Posted by: n_j 23 Apr 2011, 00:48
upwave
biggrin.gif თუ კარგი შედეგი გექნება და მოგეწონება მეც კმაყოფილი ვიქნები smile.gif

ერთი გამოცხობისას დამავიწყდა და კარაქი პირველივე მოზელვისას რძეში გავადნე, რაღას ვიზამდი და მოვზილე ჩვეულებრივად,მშვენიერი გამოვიდა smile.gif
წელს მეორე ჩაზელვისას შევაზილე. თუ ეს მეორე ჩაზელვაა, დაამატე კარაქიც მე ვადნობ ნახევრად ძალიან დაბალ ცეცხლზე, რომ არ ადუღდეს, დარჩენილი ნახევარი თვითონვე ჩადნება ხოლმე.

და კიდევ, ზეთში ისველე ხელები და ისე ჩაზილე ხოლმე ცომი

rtuli
მაგ ყვავილის ნაბიჯ-ნაბიჯ ფოტოებიანი ლინკი მეც მქონდა შენახული, გაკეთება მინდოდა და სულ გადამავიწყდა, ეხლა გამახსენდა შენი რომ დავინახე smile.gif ძალიან გემრიელი იქნება ნიგვზებით smile.gif

Posted by: upwave 23 Apr 2011, 00:54
n_j
გაიხარე.
წავედი მივხედო საქმეს.
მეორე ჩაზელვაა 2kiss.gif

Posted by: rtuli 23 Apr 2011, 01:24
n_j
QUOTE
მაგ ყვავილის ნაბიჯ-ნაბიჯ ფოტოებიანი ლინკი მეც მქონდა შენახული

ეგ ვნახე შარშან და დავკარგე სადღაც...
გადავაბრუნე ინეტი ვერ ვნახე sad.gif
ჰოდა ავაწყე ჩემი ვარაუდით smile.gif
ცომი უცვლელია,ჩემი სააღდგომო ყვავილის smile.gif

Posted by: likaterine 23 Apr 2011, 01:28
rtuli

გამოცხვა, ამოვიდა და ტავებიც შეუკვითლდა და გული მაინც არ უცხვება, რა ვქნა?sad.gif

Posted by: miau 23 Apr 2011, 01:31
likaterine

თუ მაღალი გაქვს ცეცხლი, ჩაუწიე და გამოცხვება smile.gif თავები ხომ უნდა მოებრაწოს love.gif

Posted by: rtuli 23 Apr 2011, 01:48
likaterine
QUOTE
გამოცხვა, ამოვიდა და ტავებიც შეუკვითლდა და გული მაინც არ უცხვება, რა ვქნა?

დაუწიე ტემპერატურას 160-170გრადუსამდე და გააგრძელე ცხობა.
მეც ასე მეგონა ჩემებზე და კიდე 15 წუთი ვაცხე.....

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Apr 2011, 01:59
rtuli
ნინო, სგუშონიანი ცომით გააკეთე პასკა?


გაბარებთ ანგარიშს: 28 საშუალო და 2 დიდი ზომის პასკა გამოვაცხვე bis.gif

Posted by: rtuli 23 Apr 2011, 02:09
WOMAN IN LOVE
QUOTE
ნინო, სგუშონიანი ცომით გააკეთე პასკა?

არა ირმა....ვიპოვე ის ერთადერთი რასაც ვეძებდი smile.gif
შესქელებულ რძეზე მოზელილს კი გავს ცოტათი მაგრამ,ეს რაღაცნაირი ნეჟნია,სულ არიფხვნება,ფუმფულა და ამ დროს სველივით არის.
კვერცხის გულებზეა და მის ნახევარ ცილებზე,რძის რაოდენობა დაკლებული და რათქმაუნდა ფქვილიც.
მოკლედ ეს არის ის რაც მე მინდოდა yes.gif

QUOTE
გაბარებთ ანგარიშს: 28 საშუალო და 2 დიდი ზომის პასკა გამოვაცხვე

აუფ,მაგრად გიშრომია !

მე აღარ გამოვაცხობ პატარა ზომის კულიჩსს .15სმ.დიამეტრის ყველაზე პატარა იქნება.ასე უფრო პლოტნია და სოჩნია yes.gif

Posted by: guruliqali 23 Apr 2011, 02:11
WOMAN IN LOVE
QUOTE
28 საშუალო და 2 დიდი ზომის პასკა

ხარისხი ვნახეთ ფოტოებით, რაოდენობა - გასაოცარი!.. მაგარი ხარ!
იცი რა მაინტერესებს, შენ რომ ხაჭოს "პასკხ"ა გააკეთე, ალუბლებით არის, პეპისთან რომ დევს რეცეპტი? მე ხვალ ვაპირებ და მაინტერესებს.

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Apr 2011, 02:11
rtuli
ორ პარტიად მოვზილე ორი სხვადასხვა რეცეპტით. შენი რეცეპტი მაინტერესებს, რა, მომწერე rolleyes.gif

Posted by: guruliqali 23 Apr 2011, 02:14
WOMAN IN LOVE
QUOTE
28 საშუალო და 2 დიდი ზომის პასკა

ხარისხი ვნახეთ ფოტოებით, რაოდენობა - გასაოცარი!.. მაგარი ხარ!
იცი რა მაინტერესებს, შენ რომ ხაჭოს "პასკხა" გააკეთე, ალუბლებით არის, პეპისთან რომ დევს რეცეპტი? მე ხვალ ვაპირებ და მაინტერესებს.

Posted by: volli35 23 Apr 2011, 02:16
წკაპო აკლია აშკარად აქაურობას biggrin.gif



Posted by: rockataka 23 Apr 2011, 02:23
ხვალ მივდივარ იერუსალიმში, თუ არ ჩამეძინა sleep.gif

Posted by: rtuli 23 Apr 2011, 02:24
rockataka
QUOTE
ხვალ მივდივარ იერუსალიმში

ჩემს სახელზე სანთელი დაანთე რა smile.gif
QUOTE
თუ არ ჩამეძინა

mad.gif

Posted by: volli35 23 Apr 2011, 02:27
rockataka
QUOTE
ხვალ მივდივარ იერუსალიმში, თუ არ ჩამეძინა

აი ერთადერთია რაც მშურს სხვისი sad.gif ......... როგორ მინდოდა წელს ჩამოსვლა ვინ იცის

ჰოდა წადი დაიძინე და აბა შენ იცი smile.gif

Posted by: rockataka 23 Apr 2011, 02:28
rtuli
QUOTE
ჩემს სახელზე სანთელი დაანთე რა

აუცილებლად smile.gif აქ მპოსტავ იუზერების სახელზეც yes.gif

ფეის ბუქზე ამიხსნეს, თუ როგორ ხდება ეგ ამბავი smile.gif

პ.ს. 5 საათში უნდა გავიდე უკვე და წავედი მოვასწრო დაძინება sleep.gif smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Apr 2011, 02:35
guruliqali
QUOTE
იცი რა მაინტერესებს, შენ რომ ხაჭოს "პასკხა" გააკეთე, ალუბლებით არის, პეპისთან რომ დევს რეცეპტი? მე ხვალ ვაპირებ და მაინტერესებს.

http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=0

აქაა ხაჭოს პასკის რეცეპტები, მე მეორე რეცეპტის მიხედვით გავაკეთე smile.gif

rockataka
შენი იმედი გვექნება smile.gif

Posted by: guruliqali 23 Apr 2011, 02:39
WOMAN IN LOVE
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: volli35 23 Apr 2011, 02:50
http://www.radikal.ru

Posted by: murzakani 23 Apr 2011, 03:24
ისეთი შთაბეჭდილებაა ამ თემიდან, რომ კვირას ყველანი პასკებით უნდა გამევიბესტოთ... სხვას არ აკეტებთ არაფერს ხალხო?
biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Apr 2011, 03:29
murzakani
QUOTE
სხვას არ აკეტებთ არაფერს ხალხო?

ხვალ შემოიარე, გენაცვალე biggrin.gif

Posted by: Parabellum_ 23 Apr 2011, 05:13
აუ ისეთი გემრიელი "შიკალადნი" პასკა ვჭამე იმინა იF,იF არადა მაგრად არ მიყვარს ტკბულეულობა : ) პასკა მითუმეტეს : )

Posted by: Chihiro 23 Apr 2011, 11:39
rtuli
პასკის რეცეპტის თქვენი ვერსია იქნებ დაწეროთ baby.gif

Posted by: nebiera28 23 Apr 2011, 12:32
n_j
დღეს გავაკეთეში შეიხედე და ჩემს გასაჭირზე იქნებ რამე მითხრა weep.gif
* * *
volli35
მგონი არასდროს გამომივა ეგეთი...

ფორმა აქვს იდიალური და დარწმუნებული ვარ უგემრიელესი იქნება smile.gif

Posted by: Jazzyt 23 Apr 2011, 12:42
აი ჩემი კულიჩიც (на желтках) ამ რეცეპტიც მცირე ვარიაციებით (მეტი შაქარი, შაფრანი არ გამიკეთებია, ცხიმი დავამატე)
http://gotovim-doma.ru/view.php?r=647-recept-Kulich-shafranovyi-na-zheltkakh


* * *
სხვა რეცემტიტაც მინდა ვცადო ამ დღეებში, ძალიან ვინერვიულე - არ ამოდიოდა ისე როგორც ველოდი - ღულემში ამოიწია და წყნარად დავიძინე 3 საათზე. WomaninLove - შენ რომელი რეცემტის გააკეთე შეგიძლია მითხრა, ვიცი რომ ორი სხვადასხვა სცადე და მაინტერესებს რომელი უფრო მოგეწონა??


* * *
rtuli
პირველად თქვენი შემართებით შთაგონებულმა გამოვაცხე პასკები ორი თუ სამი წლის წინ
2kiss.gif
ეხლა ეგეთი პასკის გამოცხობა მინდა ზუსთად თქვენ რომ არწერეთ:
"ეს რაღაცნაირი ნეჟნია,სულ არიფხვნება,ფუმფულა და ამ დროს სველივით არის."[QUOTE]
რეცეპტი შეიძლება??

Posted by: volli35 23 Apr 2011, 12:58
nebiera28
QUOTE
მგონი არასდროს გამომივა ეგეთი...

გამოგივა როგორ არ გამოგივა ... http://www.SmileS.ge

Posted by: ოპტიმისტი 23 Apr 2011, 13:25

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

აქაც დავყრი


პ.ს დედაჩემის გამომცხვარი და გალამაზებული კულიჩები =))))

Posted by: guruliqali 23 Apr 2011, 13:55
ჩემო მეგობრებო, ძალიან კარგი კულიჩები გამომივიდა, ძალიან კმაყოფილი ვარ - ცოტა სველია და არ იფხვნება (ჩემმა შვილებმა ეს აღნიშნეს უპირველეს პლიუსად smile.gif). გავაკეთე უქიშმიშო, ქიშმიშიანი, შოკოლადის მინანქრით, კვერცხის ცილის მინანქრით და პუდრამოყრილი ვარიანტები

http://www.radikal.ru
ცოტა ქაღალდის ფორმების უკმაყოფილო დავრჩი, შეიძლება ჩემი ღუმელის თავისებურებებიც იყო "დამნაშავე", ამიტომ ვინც ვერ- ან არ იყიდა, გული არ დაგწყდეთ smile.gif

Posted by: upwave 23 Apr 2011, 14:14
n_j
შევდგი, უკვე თითქმის 2 საათია ცხვება.
გარედან დაიბრაწა და შიგნიდან სველია სამწუხაროდ sad.gif
რა ვქნა?
180 გრადუსზე იყო და ჩავუწიე 150-160-ზე.
ეშველება ნეტა რამე?

Posted by: volli35 23 Apr 2011, 14:16
guruliqali
მომწონს http://www.SmileS.ge
upwave
QUOTE
ეშველება ნეტა რამე?

ვააა ამდენი ხანი რატო??? ძირი გაუმაგრდება უფრო ეს იქნება რა ... თორემ გამოცხობით კი გამოცხვება

Posted by: guruliqali 23 Apr 2011, 14:19
volli35
2kiss.gif
"დედა რეცეპტი" - ვოლის იყო, ჩემი თვითშემოქმედების ელემენტებით smile.gif მადლობა, ვოლიკო... 2kiss.gif

Posted by: volli35 23 Apr 2011, 14:26
guruliqali
QUOTE
"დედა რეცეპტი" - ვოლის იყო, ჩემი თვითშემოქმედების ელემენტებით

ვხვდები გაამართლა თვითშემოქმედებამ smile.gif ... მიხარია http://www.SmileS.ge

ჩემები წელს განსაკუთრებულად მაგრობები გამოვიდა ... გემოთიც და ვიზუალითაც ....
უბრალოდ მე არ მიყვარს მორთულ მოკაზმული კულიჩი ... ამითომ პუდრს თუ მოვაყრი მხოლოდ და ეს იქნება

Posted by: meluzi 23 Apr 2011, 14:32
user posted image

ესეც ჩემი პასკაა, ჯერ გაფორმებული არ არის.. ოჯახის წევრებმა მომიწონეს, მე არ გამისინჯავს

Posted by: upwave 23 Apr 2011, 14:38
volli35
ხოო, არა და ისე კარგად გამოიყურება, ეგაა თავი აქვს ცოტა დამსკდარი

Posted by: Dr_Zuzumbo 23 Apr 2011, 14:54
აჰა, როგორც იქნა სააღდგომოდ დავამთავრე. წარწერა და ოქროს ზოლი უნდა გარშემო. მაგას აღდგომის შემდეგ ვიზამ, თორემ მაგრა დავიღალე user.gif
user posted image

Posted by: miau 23 Apr 2011, 15:21
სულ ოდნავ დააპატარავე ფოტოები, წელავს კადრს. smile.gif
მშვენიერი ნამუშევრებია! smile.gif

* * *
QUOTE
rockataka
ხვალ მივდივარ იერუსალიმში


აუ, რა მაგარია ! smile.gif

Posted by: upwave 23 Apr 2011, 15:34
Dr_Zuzumbo
აღდგომის და წმინდა სამების მადლი გეწეოდეს.
რა ბედნიერი ადამიანი ხარ!
* * *
volli35
n_j
მშვენიერი გამოვიდა, მიუხედავად იმდენი ცხობისა chups.gif
ფორმას კარგა დიდზე აცდა სიმაღლეში.
მე ვფიქრობ, დიდხანს ცხობა ქაღალდის ფორმების ბრალია, მეტალის ფორმებია ალბათ უფრო ხუდება და შედეგად მალე ცხვება (ნუ, ეს რა თქმა უნდა, ჩემი აზრია) smile.gif
გემო არ ვიცი ვიცი როგორი აქვს, მაგრამ ცუდი რატომ იქნება biggrin.gif

Posted by: shilaida 23 Apr 2011, 16:36
S_H_I_N_Y-ს მადლობა,მისი რეცეპტი გამოვიყენე!:)
გამოვიდა არაჩვეულებრივი კულიჩები!1პორციით 5დიდი და 3 პატარა ზომისsmile.gif
სახლში 2ცალი დავიტოვე((ამასაც ბავშვები დააგუნდავებენ))),დანარჩენი დავარიგე და შქებაც მივიღე!:)

Posted by: volli35 23 Apr 2011, 16:43
upwave
QUOTE
მშვენიერი გამოვიდა, მიუხედავად იმდენი ცხობისა

ვიცოდი http://www.SmileS.ge ... აი რატომ უნდა გამოსულიყო ცუდი???

ქაღალდის ფორმებზე არ მიზრულია რაღაც ....
მეტალის ფორმები შევიძინე ის რაოდენობა რაც მე მჭირდება ...
და ვარ ძალიან კმაყოფილი საკუთარი არსებობით http://www.SmileS.ge

Posted by: kakuniko 23 Apr 2011, 16:58
მომიტევეთ, სურათის ზომა თუ დიდია.
http://pix.ge/

დავაპატარავო იქნებ,არ მეჩხუბოთ.

Posted by: nanana 23 Apr 2011, 17:04
kakuniko
მშვენიერია, მოიცა გადავიღებ ჩემსას biggrin.gif ეგეთი Fენსი დეკორაციები არ მაქვს, მაგრამ ძალიან გემრიელია biggrin.gif

Posted by: kakuniko 23 Apr 2011, 17:06
ახლოდან კადრში ვერ ვატევ,შორიდან ათას სისულელეს ვაფიქსირებ.დავიტანჯე,მძაგს სურათები!

ველი,ველი.jump.gif

Posted by: volli35 23 Apr 2011, 17:15
kakuniko
QUOTE
ახლოდან კადრში ვერ ვატევ,შორიდან ათას სისულელეს ვაფიქსირებ.დავიტანჯე,მძაგს სურათები!

ნერვებს რომ გაუფრთხილდე ... ვერა??? http://www.SmileS.ge

მომწონს შენი პასკუნიები .... შენსავით ვარდისფერები და დახვეწილები http://www.SmileS.ge

Posted by: kakuniko 23 Apr 2011, 17:15
გავკადნიერდები და ჩემს სხვა ნამუშევრებსაც დავდებ.
http://pix.ge/

user.gif

მადლობა ვოლიკო 2kiss.gif .

Posted by: tikope 23 Apr 2011, 17:17
rtuli
QUOTE
გავაფორმებ და სურათს გადავუღებ

როგორ ველოდები რომ იცოდე love.gif

Posted by: miau 23 Apr 2011, 17:22
Dr_Zuzumbo

ღმერთი შეგეწიოთ! ძალიან ლამაზი ხატია.

Posted by: n_j 23 Apr 2011, 17:24
upwave
არადა რამდენს ნერვიულობდი smile.gif ძალიან მიხარია smile.gif

მინდა გითხრათ, რომბყველას პასკები მომეწონა ძალიან, ძალიან, ბრავო ყველას, ლამაზები და გემრიელებია(იგრძნობა smile.gif)

ყველას ბედნიერ აღდგომას გისურვებთsmile.gif)

* * *
nebiera28
შევიხედე და საფუარის ბრალი მგონია, საერთოდ არ ჰგავს ცომი აფუებულს, იქ დაგიწერე ჩემი ვარაუდი sad.gif

Posted by: nanana 23 Apr 2011, 17:49
kakuniko
აჰა, დიდი არაფერი, ზედაპირზე ამოჩიჩქნილ ქიშმიშებს და ცუკატებს შაქრის პუდრა დაფარავს biggrin.gif სამაგიეროდ ძალიან ღუღუნა და ნაზი ცომია. ნიგვზებიც ბლომად აქვს. გემრიელია.

დანარჩენები დედაჩემმა გადაახვია ცელოფნის პარკებში რომ არომატები გაუჯდეს და კონსისტენცია შეიცვალოს


http://pix.ge/

Posted by: kakuniko 23 Apr 2011, 17:59
პენეტონეს სტრუქრურიანი ცომის შეხედულება აქვს.გაგვიმხილე რეცეპტი რა.
ძალიან განსხვავებულია სხვა პასკებისგან,მაგარიაup.gif .

Posted by: n_j 23 Apr 2011, 18:00
nanana
ლამაზია, smile.gif

ბატკანმა მომხიბლა, ბანტი უხდება ძალიან smile.gif

Posted by: iren765 23 Apr 2011, 18:01
QUOTE
kakuniko

QUOTE
nanana

რა ლამაზი სერვირებაა!ბატკანი უსაყვარლესი,ბაფთა განსაკუთრებით მოიხდინა.

Posted by: nanana 23 Apr 2011, 18:06
QUOTE
ბატკანმა მომხიბლა, ბანტი უხდება ძალიან 

biggrin.gif მადლობა, აბა პასკა კია შეუხედავი, მაგრამ იცი რა ფაფუკი და გემრიელია, აი სუპერ biggrin.gif

kakuniko
ჩვეულებრივი რეცეპტია, უბრალოდ მარმელადი გავაკეთე მსხვილად დაჭრილი ფორთOხლის ქერქებისგან და მერე ცუკატებად გამოვიყენე და კიდევ ძალიან ბევრი მოხალული ნიგოზი აქვს.
7 კვერცხი
500 გრ შაქარი
200 გრ არაჟანი
300 გრ კარაქი
100 გრ ზეთი
700 მლ რძე
1.500 ფქვილი
ვანილი
სუნელები
ცუკატები
ქიშმიში


iren765
მადლობა smile.gif

Posted by: kakuniko 23 Apr 2011, 18:26
QUOTE (nanana @ 23 Apr 2011, 18:06 )
QUOTE
ბატკანმა მომხიბლა, ბანტი უხდება ძალიან 

biggrin.gif მადლობა, აბა პასკა კია შეუხედავი, მაგრამ იცი რა ფაფუკი და გემრიელია, აი სუპერ biggrin.gif

kakuniko
ჩვეულებრივი რეცეპტია, უბრალოდ მარმელადი გავაკეთე მსხვილად დაჭრილი ფორთOხლის ქერქებისგან და მერე ცუკატებად გამოვიყენე და კიდევ ძალიან ბევრი მოხალული ნიგოზი აქვს.
7 კვერცხი
500 გრ შაქარი
200 გრ არაჟანი
300 გრ კარაქი
100 გრ ზეთი
700 მლ რძე
1.500 ფქვილი
ვანილი
სუნელები
ცუკატები
ქიშმიში


iren765
მადლობა smile.gif

ამ კვირაში თუ 2 კგ მეტს არ მოვიმატებ,2 კვირის მერე ამ პასკას გამოვაცხობ. ქიშმიშს ალბობ სასამელში ?

Posted by: nanana 23 Apr 2011, 18:30
kakuniko
კი ქიშმიში დავალბე კაპიტან მორგან სფაისდ გოლდში ძააან მიყვარს ეს რომი. მერე რაც მორჩა იმაში გავხსენი სუნელები და ისე შევურიე ცომს და ძაან შევცდი. ცოტა გაამუქა ცომი. მაგრამ გემო სუპერ

Posted by: miau 23 Apr 2011, 20:45
ეს ჩვენი ფერა-ფერათი და ენდროთი შეღებილი კვერცხები

http://pix.ge/

ესეც ჩვენი აჭარლების სააღდგომო საჩუქარი, აჭარული ბაქლავა, რომლისთვისაც ვილესავ კბილებს biggrin.gif

http://pix.ge/

Posted by: marisha-mari 23 Apr 2011, 21:38
რა ტკბილი და თბილი სურატებია love.gif

Posted by: iren765 23 Apr 2011, 21:48
QUOTE
miau

QUOTE
ესეც ჩვენი აჭარლების სააღდგომო საჩუქარი, აჭარული ბაქლავა, რომლისთვისაც ვილესავ კბილებს

love.gif love.gif love.gif კომპლიმენტები!!! ძალიან კარგია!!!!/ ძალიან მინდა ვისწავლო/

Posted by: S_H_I_N_Y 23 Apr 2011, 22:03
shilaida
QUOTE
S_H_I_N_Y-ს მადლობა,მისი რეცეპტი გამოვიყენე!:) გამოვიდა არაჩვეულებრივი კულიჩები!1პორციით 5დიდი და 3 პატარა ზომისsmile.gif


როგორ მიხარია რომ იცოდე 2kiss.gif
ჩვენც დავამთავრეთ კულიჩების ცხობა, ძალიან კარგები გამოვიდნენ წელს smile.gif რაც მთავარია პატარა იბუბნება გემრიელად

Posted by: volli35 23 Apr 2011, 22:13
ყველაზე ძალიან რაც მიყვარს ქვეყანაზე
http://www.radikal.ru

Posted by: tikope 23 Apr 2011, 22:22
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს


Posted by: miau 23 Apr 2011, 22:24
iren765
QUOTE
კომპლიმენტები!!! ძალიან კარგია!!!!/ ძალიან მინდა ვისწავლო/


smile.gif
ეს რეცეპტი - http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=7287033
ჩემდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ მე და დედას გაგვიკეთებია და მშვენიერიც გამოსულა smile.gif
აი, მარტო ნამდვილად ვერ გავწელავ ცომს biggrin.gif

Posted by: glamo 23 Apr 2011, 22:48
user posted image
user posted image
user posted image
გამოვიდააა როგორ მიხარია biggrin.gif პირველი მცდელობაა და მეშინოდა მარცხის user.gif

Posted by: volli35 23 Apr 2011, 22:53
GLAMOROUS
QUOTE
გამოვიდააა როგორ მიხარია biggrin.gif პირველი მცდელობაა და მეშინოდა მარცხის

კარგობებია ძალიან

Posted by: rockataka 23 Apr 2011, 22:55
მოკლედ! ამ განყოფილების წევრები, ყველა მოგიხსენიეთ სანთლის ანთებისას smile.gif
და რომ არავინ გამომრჩენოდა სახელებით, მთლიანი ფორუმიც smile.gif

საკმაოდ ბევრი ქართველები ვნახე..

ეხლა მოკლედ ვწერ, რადგან ძალიან დაღლილი(სულ ეხლახანს დავბრუნდი) ვარ და ხვალისთვის დასვენებულზე სურათებსაც დავდებ და შედარებით ვრცელ მიმონხილვას smile.gif

Posted by: miau 23 Apr 2011, 22:56
rockataka
QUOTE
მოკლედ! ამ განყოფილების წევრები, ყველა მოგიხსენიეთ სანთლის ანთებისას


2kiss.gif
გფარავდეს ბრწყინვალე აღდგომის მადლი!

Posted by: catherina_10 23 Apr 2011, 22:58
URL=http://www.radikal.ru]user posted image[/URL]
ეს ჩემი ნაწვლები სააღდგომო ყვავილი
http://www.radikal.ru
ეს სააღდგომო კუთხე
http://www.radikal.ru
და ეს კიდევ საჩუქრად

Posted by: volli35 23 Apr 2011, 23:02
rockataka
QUOTE
მოკლედ! ამ განყოფილების წევრები, ყველა მოგიხსენიეთ სანთლის ანთებისას

შენ გაიხარე http://www.SmileS.ge

დამდეგ აღდგომას გილოცავ!

Posted by: iren765 23 Apr 2011, 23:03
QUOTE
rockataka

QUOTE
მოკლედ! ამ განყოფილების წევრები, ყველა მოგიხსენიეთ სანთლის ანთებისას
და რომ არავინ გამომრჩენოდა სახელებით, მთლიანი ფორუმიც

ძალიან დიდი მადლობა!!!! ყველაზე მეტად მჭირდება/ჯანმრთელობა.../ ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ!!!ათასად დაგბრუნებოდეთ ეს მადლი.

Posted by: rtuli 23 Apr 2011, 23:04
rockataka
QUOTE
ამ განყოფილების წევრები, ყველა მოგიხსენიეთ სანთლის ანთებისას
და რომ არავინ გამომრჩენოდა სახელებით, მთლიანი ფორუმიც

love.gif

kakuniko
QUOTE
ჩემს სხვა ნამუშევრებსაც დავდებ

რა კარგი ნამუშევარია yes.gif

nanana
აი კულიჩი !
კარგი ბარაქიანი ჩანს.
სხვათაშორის დიდი ზომის კულიჩები უფრო გემრიელიაო yes.gif

ეს კი სააღდგომო კოლექციისთვის smile.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: Miss_Nata 23 Apr 2011, 23:06
rockataka
QUOTE
მოკლედ! ამ განყოფილების წევრები, ყველა მოგიხსენიეთ სანთლის ანთებისას
და რომ არავინ გამომრჩენოდა სახელებით, მთლიანი ფორუმიც

მადლობაა,შეგეწიოთ აღდგომის მადლი და გაგაძლიეროთ smile.gif

Posted by: iren765 23 Apr 2011, 23:06
QUOTE
GLAMOROUS

QUOTE
catherina_10

ძალიან ლამაზებია!!!!

Posted by: nanana 23 Apr 2011, 23:08
rockataka
QUOTE
და რომ არავინ გამომრჩენოდა სახელებით, მთლიანი ფორუმიც

რა საყვარელი ხარ. დიდი მადლობა smile.gif


rtuli
QUOTE
აი კულიჩი !
კარგი ბარაქიანი ჩანს.
სხვათაშორის დიდი ზომის კულიჩები უფრო გემრიელიაო 

დიდი მადლობა smile.gif კია დაბრეცილი და ჩემს სტილში მაგრამ ნოტიოა და ძაან მძიმეც არ არის. იდეალური კონსისტენციისაა ჩემთვის. ნიგვზები კი არ დავჭერი დავტეხე ხელით. ხელით დაჩეჩქვილი ნიორივით თურმე ხელით დატეხილ ნიგოზსაც სხვა გემო აქვს.

Posted by: iren765 23 Apr 2011, 23:11
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
* * *
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენ ოჯახებს!!!
* * *
QUOTE
rtuli

QUOTE
ეს კი სააღდგომო კოლექციისთვის

შესანიშნავია!!!

Posted by: volli35 23 Apr 2011, 23:20
http://www.radikal.ru

Posted by: orchidea 24 Apr 2011, 00:00
ყველას ძალიან კარგი ნახელავი გაქვთ ცალ-ცალკე აღარ მოვიხსენიებ
აბა სხვანაირად ვერც იქნებოდა
rockataka
დიდი მადლობა ასეტი მზრუნველობისათვის ღვთის მადლი არ მოგკლებოდეს
შენც და შენს ახლობლებს ,კარგი ადამიანი ხარ

და ყველას ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს
http://www.radikal.ru

Posted by: tikunia-teiko 24 Apr 2011, 01:46
ქრისტე აღსდგა!!!! გილოცავთ ყველას!!!

Posted by: miau 24 Apr 2011, 01:48
წელს ყველას კარგი გამოსვლია სააღდგომო პასკები და კულიჩები smile.gif ეს კარგს ნიშნავს ალბათ smile.gif

მიყვარს და მომკალით! smile.gif love.gif

http://pix.ge/

Posted by: saba444 24 Apr 2011, 01:54
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
http://www.radikal.ru

ცალ-ცალკე ვერ შეგიფასებთ რადგანაც ყველას ნაყოფიერად გიშრომიათ
გადავირიე ამდენი სილამაზეებია. love.gif love.gif
ეს კი ჩემი პასკები. მაგრამ შიგნით არაა ისეთი ფუმფულა ,უფრო მძიმეა
შეიძლება იყოს ღუმელის ბრალი?რადგანაც არაფერი დამიკლია და ცომიც ბუშტუკებიანი იყო
http://www.radikal.ru

Posted by: guruliqali 24 Apr 2011, 11:29
QUOTE
ქრისტე აღსდგა!!!!

ჭეშმარიტად აღსდგა, გილოცავთ ყველას!
ძალიან კარგები ხართ, რა გემრიელობები გავაკეთეთ ყველამ ერთმანეთის მხარდაჭერით და შეგულიანებით, გილოცავთ ყველას - "წამქეზებლებსაც" და "შემსრულებლებსაც" აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს !!!

QUOTE
rockataka

დიდი მადლობა, შეგეწიოს დღევანდელი დღის მადლი 2kiss.gif

http://www.radikal.ru

Posted by: upwave 24 Apr 2011, 11:30
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!!
აღდგომის მადლი გვეწეოდეს და უფალი გვფარავდეს 2kiss.gif
rockataka
გაიხარე, დიდი მადლობა

Posted by: n_j 24 Apr 2011, 13:43
miau
QUOTE
მიყვარს და მომკალით! 

მეც შენთან ერთად biggrin.gif

გილოცავთ ყველას smile.gif

Posted by: rtuli 24 Apr 2011, 17:19
გილოცავთ აღდგომას ჩემო კარგებო 2kiss.gif
უფლის წყალობა არ მოგკვლებოდეს!!!


პ.ს. ყვავილს დანა დაუსვი smile.gif
http://pix.ge/

Posted by: saba444 24 Apr 2011, 17:40
rtuli
QUOTE
პ.ს. ყვავილს დანა დაუსვი

.......მერედა არ დაგენანა??? biggrin.gif

Posted by: gloneli 24 Apr 2011, 17:48
ქრისტე აღსდგა,გილოცავთ,თქვენს სულებში შემოსულიყოს მისი მადლი.
* * *

* * *
http://pix.ge/x/a/j/mqwxt/http://pix.ge/x/a/p/5r72b/

Posted by: guruliqali 24 Apr 2011, 18:52
gloneli
რა სილამაზეა, თქვენი ნახელავია?

Posted by: orchidea 24 Apr 2011, 22:45
gloneli
რა ლამაზი და საყვარელი გაფორმებააა!

Posted by: miau 24 Apr 2011, 22:57
საბოლოოდ ასეთი მენიუ გვქონდა გუშინ ღამით:



ხიზაბავრული "ბატისტა" (იტალიური პარმეჯანოს საფუძველზე მომზადებული ქართული ნატურალური ყველი, ძალიან გემრიელი, მინდა გითხრათ!) და ბიო საფერავი - ჯაყელების ვენახის ნობათი.

http://pix.ge/

დღეს სააღდგომოდ ისევ ბატისტა დავაგემოვნეთ. ამჯერად ექსპერიმენტის სახით ტრადიციულ ღომთან ერთად მივირთვით და მშვენიერი იყო შედეგი!

http://pix.ge/

ეს კი ჩემი კვერცხი სუფლეები შუა-შუა გაჭრილი. ზედ მოსხმული აქვს გაცხელებული მაყვლის ჯემი.

http://pix.ge/

ორიგინალურმა მენიუმ ნამდვილად გამახალისა. smile.gif

Posted by: orchidea 24 Apr 2011, 23:13
miau
QUOTE
ორიგინალურმა მენიუმ ნამდვილად გამახალისა.

მეც გამახალისა შენმა მენიუმ და ფოტოებმა განსაკუთრებიტ კვერცხი სუფლე
და ყველმა და ბიო ღვინომ დამაინტერესა
ბარემ აქაც დავდებ ჩემს მენიუს ბევრი არაფერი მაგრამ იყოს
ცეზარი და ხაჭაპური რუბლევსკოიტ
http://www.radikal.ru
ჩაქაფული ოლივიე
http://www.radikal.ru
ნუ პასკა რა თქმა უნდა და სხვა დანამატები კიდო კადრში არაა
http://www.radikal.ru

Posted by: miau 24 Apr 2011, 23:43
orchidea

ცეზარი მიყვარს ძალიან... ნეტა დღეს გამეკეთებინა, რატომ ვერ მოვიფიქრე smile.gif სალათაზე ვფიქრობდი და რაღაც ჰიბრიდი შევქმენი biggrin.gif

კულიჩზე მჭირს სიხარბე - სადაც დავინახავ, ყველა მინდა! biggrin.gif

Posted by: orchidea 25 Apr 2011, 00:07
miau
მეც რაღაც სპონტანურად მომივიდა აზრი არადა დიდი ხანია ეგ არ გამხსენებია. და კულიჩზე იგივე მჭირს
ყველგან მინდა დაყველა მომწონს

Posted by: gloneli 25 Apr 2011, 14:20
guruliqali
orchidea
კი,გოგოებო,ჩემი ნახელავია
2kiss.gif

Posted by: **DIMMU*** 26 Apr 2011, 00:20
ესეც ჩემი მოკრძალებული სააღდგომო სუფრა!, ჩემი შვილები გავახარე დზალიან ზუსტად ვიცი chups.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 26 Apr 2011, 00:28
miau
QUOTE
(იტალიური პარმეჯანოს საფუძველზე მომზადებული ქართული ნატურალური ყველი, ძალიან გემრიელი, მინდა გითხრათ!

მეც მომწონს smile.gif
პ.ს. შემოდგომით წამოღებული,ჯერ კიდევ ნახევარი მაქვს smile.gif...სალათებზე წარმატებით ვხმარობ და ცხელ პურზე love.gif

orchidea
ანათებს შენი ნახელავი!
ვამაყობ რომ ჩემი კლასელი იყავი 2kiss.gif

**DIMMU***
QUOTE
ესეც ჩემი მოკრძალებული სააღდგომო სუფრა!, ჩემი შვილები გავახარე დზალიან ზუსტად ვიცი

მშვენიერი სააღდგომო სუფრა გაგიწყვია,საზეიმო ფერებში!
რა კარგები ხართ 2kiss.gif

Posted by: volli35 26 Apr 2011, 00:38
**DIMMU***
QUOTE
ესეც ჩემი მოკრძალებული სააღდგომო სუფრა!, ჩემი შვილები გავახარე დზალიან ზუსტად ვიცი

ლამაზია ძალიან .... მოკრძალებულის რა გითხრა smile.gif

Posted by: miau 26 Apr 2011, 00:44
**DIMMU***

ძალიან ლამაზი სუფრა გაქვს love.gif

rtuli
QUOTE
შემოდგომით წამოღებული,ჯერ კიდევ ნახევარი მაქვს

რას ამბობ, იმის მერე იმდენი პარმიჯანო გვიფეშქაშა მისმა პატრონმა და გაქრა, აორთქლდა biggrin.gif

Posted by: **DIMMU*** 26 Apr 2011, 00:49
miau
rtuli
დიდი მადლობა! ისე უხაროდა ჩემ გოგოს


volli35
QUOTE
ლამაზია ძალიან .... მოკრძალებულის რა გითხრა

ხო რავიცი, ფერებია ბევრი თორე ვერაფრის მომზადება ვერ მოვასწარი ამ პატარის ხელში

Posted by: gloneli 26 Apr 2011, 00:52
**DIMMU***
ისეთი სილამაზეა,მისალოცი ბარათის ყდას რომ დამ\შვენდება

Posted by: orchidea 26 Apr 2011, 00:53
**DIMMU***
QUOTE
სეც ჩემი მოკრძალებული სააღდგომო სუფრა!, ჩემი შვილები გავახარე დზალიან ზუსტად ვიცი chups.gif

რა ლამაზად გაგიწყვია ! მეც გამიხარდებოდა ეგეთ ფერებში მარტო ბავშვს კიარა
მართლა საზეიმო არის .
პ.ს. ნახე ის ლინკი ცომის რომ მთხოვე?
rtuli
QUOTE
ვამაყობ რომ ჩემი კლასელი იყავი 2kiss.gif

მადლობა ნინო1 რატომ ვიყავი-ვარ! 2kiss.gif

Posted by: nanana 26 Apr 2011, 01:12
miau
QUOTE
იტალიური პარმეჯანოს საფუძველზე მომზადებული ქართული ნატურალური ყველი, ძალიან გემრიელი, მინდა გითხრათ!)


გახსნეს ბოლობოლო მაღაზია? სად ვიყიდო ეგ ყველეული. თბილისობაზე ვერ მივუსწარი ეგზოტიკას და ეხლა მაინც შემაძენინეთ biggrin.gif

Posted by: tasikuna-taso 26 Apr 2011, 10:26
გილოცავთ ღდგომას. ღმერთი გფარავდეთ.


ძალიან მომეწონა ყველას ნახელავი.

Posted by: ambrozia 26 Apr 2011, 12:01
miau
QUOTE
ხიზაბავრული "ბატისტა" (იტალიური პარმეჯანოს საფუძველზე მომზადებული ქართული ნატურალური ყველი, ძალიან გემრიელი, მინდა გითხრათ!) და ბიო საფერავი - ჯაყელების ვენახის ნობათი.

შენსავით გემრიელი რამეები გიკეთებია სააღდგომოდ!

Posted by: miau 26 Apr 2011, 12:40
nanana
QUOTE
გახსნეს ბოლობოლო მაღაზია? სად ვიყიდო ეგ ყველეული. თბილისობაზე ვერ მივუსწარი ეგზოტიკას და ეხლა მაინც შემაძენინეთ


ელკანას მაღაზიაში იყიდება ხოლმე ნანას ყველი smile.gif ჯერ არ გახსნილა ყველის სახლი
* * *
ambrozia
QUOTE
შენსავით გემრიელი რამეები გიკეთებია სააღდგომოდ!


biggrin.gif მალьობა!

Posted by: nanana 26 Apr 2011, 12:45
miau
სად არის ელკანას მაღაზია?

Posted by: miau 26 Apr 2011, 13:19
nanana
QUOTE
სად არის ელკანას მაღაზია?


ნუცუბიძეზე არის, ზუსტად გაგიგებ თუ გინდა.

Posted by: guruliqali 26 Apr 2011, 13:45
nanana
"ელკანას" საიტიდან:
"გაიხსნა მაღაზია "ბიო ველი"!
მაღაზია "ბიო ველი" გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, რომლებიც წარმეობულია სოციაცია "ელკანას" წევრი ფერმერებისა და სხვა ადგილობრივი მწარმოებლების მიერ. მაღაზიაში იყიდება პირველი ქართული ბიოპროდუქტები.
აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ უცხოური წარმოების ეკოლოგიური სარეცხი და გამწმენდი საშუალებები, ხის ეკოლოგიური ქართული სათამაშოები, სოციალური თერაპიის სახლის ნაწარმი და სხვა პროდუქცია.

მისამართი: თბილისი, გაზაფხულის ქ. #16 (ყოფილი დელისის III ქუჩა, ასოციაცია "ელკანას" ოფისთან)

მაღაზია მუშაობს 10-დან 20 სთ-მდე
დასვენების დღე: კვირა

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:
(+995 32) 537685, (890) 999545 "

მეტრო დელისის ზემოთ, ნუცუბიძიდან ზემოთ ასახვევია, მეც თეორიულად ვიცი.





* * *
**DIMMU***
რა თბილი და კეთილი სააღდგომო სუფრა გაქვს, პაწაწუნებიც რა საყვარლები არიან love.gif სულ სხვა ხალისი აქვს პატარებიან ოჯახში სააღდგომო სამზადისს smile.gif

Posted by: nanana 26 Apr 2011, 14:00
guruliqali
მადლობა smile.gif
.........................

Posted by: miau 26 Apr 2011, 15:23
nanana
guruliqali
QUOTE
მისამართი: თბილისი, გაზაფხულის ქ. #16 (ყოფილი დელისის III ქუჩა, ასოციაცია "ელკანას" ოფისთან)


ესაა biggrin.gif

Posted by: mia_nano 26 Apr 2011, 15:58
**DIMMU***


ბედნიერი გამყოფოს ღმერთმა ოჯახთან ერთად, პატარები კი არა მეც გავხალისდი smile.gif



ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, უფალი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს, ჯანმრთელობა და ბარაქა მოგვცეს ღმერთმა, რათა შეძენაც შეგვეძლოს და კეთებაც. 2kiss.gif

Posted by: LTB1948 26 Apr 2011, 16:13
მარტივი პასკა.....

უგემრიელესი და უმარტივესი პასკაა

500 გრამი დარბილებული კარაქი მიქსერით ათქვიფეთ, დაუმატეთ 8 კვერცხი ცილიან-გულიანად... 400 გრამი შაქარი, ცოტა მარილი, ვანილი და ლიმონის ცედრა (1-2 ლიმნის, გემოვნების მიხედვით)....
შემდეგ დაუმატთ 200 გრამი ნელ-თბილი რძე+ ილი, კარდამონი, დაფქული მუსკატი და წინასწარ დაყენებული შაფრანის ნაყენი (3 კოვზი შაფრანი დაფარეთ სპირტით და 2-3 დღE დააყენეთ)....

ან ყველაფერს დაუმატეთ 800 გრამი ფქვილის, 2 გრამი სახამებლის და 2 პაკეტი ცომის საფხვიერებლის ნაზავი (ბაკინგ პაუდერ, იყიდებს სუპერმარკეტებში)....

ცომი მზად გექნებათ სადღAც 10 წუთში (საფუაიან ცომს ხალ დღენახევარი ვუნდებოდი ხოლმე, ჩაზელვა-გადაზელვებით), ძალიან მარტივი მოსამზადებელია და უგემრიელესი... თAნ ფუნთუშას არ გავს, რომ გამოცხვება დიდი ფორები არ აქვს ფუნთუშასავით.... ძალიან ნაზი და გემრიელი ცომია....

მოკლედ, ცომს რომ მოზელთ, შეგიძლიათ ჩააყაროთ ქიშმიში (მე წინასწარ ვალობობ ცხელ წყალში რამდენიმე საათით და მერე ზეთიან ტაფაზე დავყრი ხოლმე და კარგად დაიბურთება და აღAრაა დაჭმუჭნული)...

შემდეგ ცომს ვათAვსებ ცხომწასმულ და და საფანელმოყრილ ფორმაში, სადღAც ნახევარზე მეტი უნდა იყოს ცომი ფორმაში, მერე კარგად ავსებს კი არა და გუმბათსაც კარგს იკეთებს....

ძალიან ლამაზი და გემრიელი გამოდის, და თან რაც მთAვარია მარტივია....
მთელლი საიდუმლო კი საფხვიერებელშია, საფურს ცვლის.... დროს დაზოგავთ და თან საფუარი მავნეა ჯანმრტელობისთვის.....

Posted by: miau 26 Apr 2011, 16:27
LTB1948

ეს კექსს უფრო გავს, ვიდრე კულიჩს smile.gif ისე, ნამდვილად კარგი იდეაა, ვისაც ეჩქარება. smile.gif

Posted by: LTB1948 26 Apr 2011, 17:02
miau
ნამდვილად გავს კექსის ცომს მცირედი მოდიფიკაციებით.... ძალიან გემრიელი და მარტივია, რეალურად პასკის რეცეპტიდან დიდად არ განსხვავდება.... უგემრიელესია და თან ძალიან მარტივი.... მე სირთულის გამო უკვე რამდენიმე წელია მეზარებოდა პასკის გამოცხობა, სამსახურიდან ისეთი დაქანცული მოვდივარ როომ საფუარიანი ცომის ჩაზელ-გადაზელის თAვი არ მაქვს და ეს კიდევ 15 წუტში ცომს მოზელ და 1 საათში გამომგხვარია.....
უი სახამებელი 2 გრამი კი არა 200 გრამი უნდა დამეწერაsmile.gif)))

Posted by: tasikuna-taso 26 Apr 2011, 18:07
QUOTE
მარტივი პასკა.....



მართლაც საინტერესოა ვისაც ეჩქარება, მათთვის.

Posted by: Maykuna 26 Apr 2011, 18:51
LTB1948
QUOTE
სადღAც ნახევარზე მეტი უნდა იყოს ცომი ფორმაში, მერე კარგად ავსებს კი არა და გუმბათსაც კარგს იკეთებს....

ფორმაში ჩადების შემდეგ თუ აჩერებთ ამოსასვლელად თუ პირდაპირ აცხობთ

Posted by: rtuli 26 Apr 2011, 20:29
LTB1948
QUOTE
თAნ ფუნთუშას არ გავს, რომ გამოცხვება დიდი ფორები არ აქვს ფუნთუშასავით.... ძალიან ნაზი და გემრიელი ცომია....

QUOTE
მარტივი პასკა.....

smile.gif
ფუნთუშები საფუვრიანი ცომით მზადდება.
ეს კექსია ჩვეულებრივი.
კულიჩამდე ძალიან შორს დგას smile.gif

QUOTE
მე სირთულის გამო უკვე რამდენიმე წელია მეზარებოდა პასკის გამოცხობა

საერთოდ არაა რთული,უბრალოდ ყველა რატომღაც მარტივ-ზარმაცულს ეძებს sad.gif....მაშინ არუნდა ერქვას კულიჩი, დაერქვას სხვა სახელი smile.gif

საფუვრიან ცომს სულ სხვა სურნელი აქვს+ხელით გამთბარს და თბილი სულით ჩაბერილს yes.gif love.gif
მე ლოცვები არვიცი(ჩემდასამარცხვინოდ),ამ დროს როცა ბებია კულიჩის ცომს ზელავდა ლოცვას კითხულობდა.ასე უნდა იყოს კიდევაც,მომავალ წელს ვეცდები ლოცვაც წავიკითხო yes.gif

Posted by: shumeri 26 Apr 2011, 20:36
rtuli
QUOTE
დროს როცა ბებია კულიჩის ცომს ზელავდა ლოცვას კითხულობდა.ასე უნდა იყოს კიდევაც,მომავალ წელს ვეცდები ლოცვაც წავიკითხო 

მართალია....
მე სანთელი მენთო და ნაკურთხი წყალიც ჩავუმატე, რაღაც რიტუალივით მაქვს პასკების ცხობა.

Posted by: mia_nano 26 Apr 2011, 21:12
rtuli
QUOTE
საერთოდ არაა რთული,უბრალოდ ყველა რატომღაც მარტივ-ზარმაცულს ეძებს


მართალი ხარ, მეც ვცდილობდი '' მეთაღლითა'' , იმიტომ რომ ერთხელ ვცადე და არ გამოცხვა შიგნიდან, წელს კი ფორუმელების დახმარებით კარგი გამოვიდა. ასე რომ გავჭერი ლენტი
და ეგ არის smile.gif

Posted by: tasikuna-taso 26 Apr 2011, 21:51
QUOTE
აერთოდ არაა რთული,უბრალოდ ყველა რატომღაც მარტივ-ზარმაცულს ეძებს


რთული არა, მაგრამ შრომატევადია. თანაც მე ორ პორციას ერთად ვაცხობ და მომდევნო ორი დღე ისეთი დაღლილი ვაააარ

Posted by: **DIMMU*** 26 Apr 2011, 22:23
mia_nano
guruliqali
გაიხარეთ ხალოხ ამ სითბისთვის და ასეთი თბილი სიტყვებისთვის , რომელიც ასე მჭირდება, ჩემ ერთფეროვან ცხოვრებაში


ეს კიდე სარშანწინდელი სამზადისი!
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: orchidea 26 Apr 2011, 22:41
rtuli
QUOTE
მე ლოცვები არვიცი(ჩემდასამარცხვინოდ),ამ დროს როცა ბებია კულიჩის ცომს ზელავდა ლოცვას კითხულობდა.ასე უნდა იყოს კიდევაც,მომავალ წელს ვეცდები ლოცვაც წავიკითხო yes.gif

მეც ასე ვაკეთებ ,დავწერე აქ კიდევაც რომ მთელი რიტუალი მაქვ-თქო

Posted by: SeleneS 27 Apr 2011, 01:24
მოგვიანებით გილოცავთ ყველას აღდგომის დღესასწაულს!
ქრისტე აღსდგა! გაიხარეთ! 2kiss.gif

Posted by: LTB1948 27 Apr 2011, 11:51
rtuli
ნამეტანი ჩახლართეsmile.gif) რეცეპტს თუ დააკვირდები, სხვაობაა ის რომ კლასიკურ რეცეპტში საფუარის დაყენება არის საჭირო, ამ რეცეპტში კი საფუარისბ ფუნქციას ასრულებს საფხვიერებელი, დანარჩენი კი ყველაფერი იგივეა, კვერცხი, რძე, კარაქი, ფქვილი და სანელებლები.... სახამებელი არა აუცილებელი, მაგრამ მე თითქმის ყველაფერში ვხმარობ, მათ შორის ბიკვიტებშიც, უბრალოდ მომწონს ასეთი ცომის სტრუქტურა....
ვისაც უნდა ეფეროს ცომს, რა პრობლემააsmile.gif) მე არ მომწონს საფუარიანი ცომი დიდად, გემოვნებაზე არ დავობენ, თან არც რამდენიმე საათი მაქვს რომ პასკის კეთEბას დავუთმო.... 4-5 წლის წინ მეც საფუარით ვაკეთებდი, ახლა არ მაქვს ფიზიკურად ამდენი დრო, თAნაც ძალიან მომწონს ეს ცომი და რატომ არ უნდაგავაკეთო?
უგემრიელესი გამოდის დამიჯერეთ, მე მიყვარს როდესაც პასკა ცოტა მძიმეა და არა ფუნთუშასავით აფუებული დიდი ფორებით....
გინდა კექსი უწოდეთ და რაც გინდათ, რელაურად იგივე პასკის ცომია, უბრალოდ საფხვიერებლლით, მეტი არაფერი, თAნ უგემრიელესი....
ვისაც როგორ უნდა ისე გააკეთოს, ლოცვაც შეიძლება წაიკითხო თუ გინდა, ცომს საფუარით მოზელ თუ არა რა მნიშვნელობა აქვს, მთAვარია სიყვარულით გააკეთო და არა დოგმების შესაბამისად....
* * *
Maykuna
არანარი გაჩერება არ სჭირდება, პირდაპირ ცხვება.... ფორმის ნახევარზე ცოტა მეტი ცმონით უნდა შეავსოთ და პირდაპირ ჰაერღუმელში....
უგემრიელესი რეცეპტია, დამიჯერეთ და თან ვისაც დრო არ აქვს და ოჯახში გამომხვარი პასკა უნდა, მშვენიერია....
კი ცოტა სტანდარდები დარღვეულია, მაგრამ კულინარიაში ჩარჩოების დარღვევას და ექსპერიმენტებს რა სჯობსsmile.gif)
მე ყოველთვის ექსპერიმენტების მომხრე ვარ, ხშირად გამომდის, იშვიათად არა, რაც გამომდის იმას ვწერ აქ მარტოsmile.gif)

Posted by: agentivar 27 Apr 2011, 14:45
LTB1948
momecona tqveni recipe, aromat nozdri laskaet. dava bookmark e

realno, naxodka, kogda vremeni katastroficheski ne xvataet


a mne ne xvataet tut Avgusti - neprevzaidennogo metra, i Wallon

q-ni Avgustas gameoreba arc micdia--to bilo nerealno dlya menya

Wallonma ki bevrjer gamaxara


Dimmu ra silamazea:) Poistine Svetlaya Pasxa:)


mapatiet fonti jer ar maqvs:)

Posted by: rtuli 27 Apr 2011, 16:27
LTB1948
QUOTE
თAნაც ძალიან მომწონს ეს ცომი და რატომ არ უნდაგავაკეთო?

სწორად რომ წაიკითხო ჩემი პოსტი მიხვდები რომ,არ მიწერია არგააკეთო smile.gif

QUOTE
უგემრიელესი გამოდის დამიჯერეთ

მე მიყვარს კექსები yes.gif


მე უბრალოდ ის ავღნიშნე რომ ეგ არაა კულიჩი smile.gif

Posted by: guruliqali 27 Apr 2011, 16:40
**DIMMU***
QUOTE
ჩემ ერთფეროვან ცხოვრებაში

უკომენტაროდ ვერ დავტოვებ, ძალიან მრავალფეროვნად გამოიყურება შენი "ერთფეროვანი ცხოვრება" yes.gif რომც მოინდომო, როგორ შეიძლება ამ საოცარ არსებებთან მოიწყინო, რა საყვარლად გვეპრანჭება 2kiss.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)