გამარჯობათ,
სერიოზულად ვარ დაინტერესებული ამ საქმით და ესე მაქვს გადაწყვეტილი პირველი შევიძინო მიწა სასინჯად 5-10 ჰა, ამ
http://gac.com.ge/ გვერდიდან ბევრი საჭირო ინფორმაცია გავიგე და ,მგონი საკმაოდ კომპეტენტური ხალხი ყავთ ამ საქმეში (სატელეფონო საუბრიდან ასე გამოჩდნენ ყოველშემთხვევაში), დავრეგისტრირდი კიდევაც ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის პროექტში და ვუთხარი რასაც ვაპირებ ჯერ ..ანუ მიწის შეძენაზე. ამაზე ასეთი პასუხი გამცეს , როცა გადაწყვიტავთ მიწის ყიდვას შეგიძლიათ სინჯი ჩვენ ლაბორატორიაში მოიტანოთო და ზუსტად განგისაზღვრავთ რამდენს მოიყვანთ მაგ მიწაზე, ან საერთოდ ღირს თუ არა დათესვაო...ნუ მოკლედ ესეც ძალიან მომეწონა ჰოდა რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან :
1) მიწაში დაახლოებით 5 ჰა-ში უნდა გადავიხადო 5000 ლარიდან 10000 ლარამდე .(საგარეჯოს და მისი შემოგარენის ფასების მიხედვით გეუბნებით), ვინც ამ საქმეში ერკვევით ხო არ ჯობია ყიდვას იჯარით აღება? და თუ ჯობია რატო ჯობია?
2)ამ პროექტთან დაკავშირებით თუ გქონიათ ვიმეს ესეთი შემთხვევა , როცა მიწის სინჯი ჩაგიტანიათ მათ ლაბორატორიაში, შეუმოწმებიათ, დადებითად შეუფასებიათ და მოსავალს ჩაუჯვია სეზონზე? ანუ რამდენად კომპეტენტურები არიან რეალურ საქმეში მათი აგრონომები?
3)რეალურად ვისაც უსარგებლია ამ პროექტით და ზუსტად დაუცვია აგროკალენდარი, როგორც აქ არის გაწერილი სადღაც 1500 ლარი ხარჯი ერთ ჰა-ზე, რეალურად მასეა??? რამე დამატებითი და გაუთვალისწინებელი ხარჯები ხო არ ამოყოფენ თავს მოსავლის აღებამდე? (აღების მერე განმარცვლას, და გამოშრობას , ტრანსპორტირებას არ ვგულისხმობ )
გმადლობთ წინასწარ