Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > წაბლი, თხილი, კაკალი, ნუში


Posted by: August 26 Jun 2009, 17:59
წაბლის სუპი
მასალა: 1 კგ წაბლი, 1 ლიტრი ნებისმიერი ბულიონი (სოკოსიც შეიძლება), ცოტა ზეთი და მუსკატის კაკალი, 1 მოზრდილი პრასის ღერო (მოყვითალო ნაწილი), გამოყენებული ბულიონის შესაბამისად ფრინველის, საქონლის ღვიძლი 150 – 200 გრ ან 3 –4 ცალი სოკო. 1ლ-მდე რძე ( სუპის სისქეს გააჩნია – ვის როგორ უყვარს), 1 კვერცხი, 2 –3 ღერი ქინძი, მარილი და შ/წიწაკა გემოვნებით (თუ ბულიონის კუბიკს ვხმარობთ ნაკლები დასჭირდება)

მოხარშული წაბლი ( რამოდენიმე ცალის გარდა) დავამიქსეროთ კვერცხთან და ერთი ლიმონის წვენთან ერთად. ზეთში მოვშუშოთ რგოლებად დაჭრილი პრასის ღერო დაფქულ მუსკატის კაკლთან და შ/წიწაკასთან ერთად. წაბლის პიურე და მოშუშული პრასი ბულიონში გავქნათ. წამოვადუღოთ. თუ საჭიროა დავუმატოთ მარილი და წიწაკა. 10-დე წუთი ვაცალოთ დუღილი და დავუმატოთ ანადუღარი რძე. მივიყვანოთ ადუღებამდე მაგრამ აღარ ავადუღოთ.
სუპი თეფშზე მოვრთოთ დაჭრილი წაბლით ( რომელიც გადანახული გვქონდა), მოხარშული ღვიძლის ( სოკოს) თხელი ნაჭრებითა და 1-2 ფოთოლი ცოცხლი ქინძით.

წაბლის სუპი II
ხახვი დავკეპოთ ძალიან წვრილად და ზეთში კარგად მოვშუშოთ. მერე დავასხათ 6 ჩაის ჭიქა წყალი, რომელშიც შერეულია 1 სუფრის კოვზი წაბლის ( ან მჭადის) ფქვილი და ძმარი. 10 წუთი დუღილის შემდეგ შევაზავოთ მარილით და გადმოვდგათ ცეცხლიდან. დაჭრილი ოხრახუში, კამა, ქინძი და მთლიანი კვერცხები შევაზილოთ მოხარშული წაბლის პიურეს. ეს მასა ცალკე ჯამში გავხსნათ რამოდენიმე კოვზი გაციებული სუპით და ფრთხილად ჩავასხათ დანარჩენ სუპში ისე რომ არ აიჭრას. ერთი წამოავდუღოთ. შეგვიძლია მოვრთოთ ცოცხალი კამით და მაგრად მოხარშული კვერცხის ¼ ნაჭრით
მასალა:
წაბლი - 1 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
წყალი - 6 ჭიქა
წაბლის ( ან მჭადის) ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
კვერცხი - 2 - 3 ცალი
მწვანილი, ძმარი, მარილი - გემოვნებით

Posted by: auau 30 Jun 2009, 09:33
August
სხვათა შორის, ბათუმში გამასინჯეს წაბლის მურაბა. არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ ჭამა შეიძლებოდა.

ისე, მე მასწავლეს ასეთი რამ: 1ჩაის ჭიქა ნიგოზი, ამდენივე თხილი და ამდენივე ნუში გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, კარგად ავურიოთ, დავყოთ 17 ნაწილად და ყოველ დილით თითოეული ნაწილი მივიღოთ უზმოზე.ჯერ ერთი, უგემრიელესი საუზმეა, მეორეც, სისხლს ასუფთავებს და სასარგებლო მინერალებით ამდიდრებს ორგანიზმს, კალიუმის საბადოა. ამ 17 დღიანი კურსის შემდეგ, პირადად მე შაქარი 300-დან 120-ზე ჩამომივიდა და მეტი აღარც შევუწუხებივარ. წელიწადში რამდენჯერმე ვაკეთებ
ასეთ პროფილაქტიკას. მიუხედავად იმის, რომ ქოლეცისტიტი მაქვს, არ მწყენს, რადგან მარილთან, შაქართან და სხვა პროდუკტებთან ერთად კომბინაციაში არ არის მაწყენარიო, ასე მითხრეს.

Posted by: August 30 Jun 2009, 11:55
auau,
აი, შენი დანახვა ძალიან გამიხარდა...
სამწუხაროა, რომ ბევრი რამ რაც ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ დღეს უკვე დავიწყებულია ... იმედია რომ არა საბოლოოდ და ახალგაზრდებს აღმოაჩნდებათ თუნდაც მხოლოდ კომერციული ალღო-გამჭრიახობა და მიხვდებიან, რომ წაბლის ტყეების არა მხოლოდ "შეშად" გამოყენება შეიძლება...
სხვაგან არ ვიცი და პოლონეთში 1კგ წაბლის ფქვილი თითქმის 15 დოლარი ღირს... საფრანგეთიდან ჩამოაქვთ დაკონსერვებული წაბლი, ჯემი, მურაბა, მუსი, ფქვილი ...

ნუ რომ მაინც კულინარიაში დავრჩეთ აგერ წაბლის "ჩაროზი":
მოხალული წაბლი მოვათავსოთ მოხარშული წაბლის პიურე + თაფლის მასაში და მივცეთ რაიმე ფორმა (მაგ. გავაკეთოთ ბურთები) _ ამოვგინგლოთ კაკაოში, მოვაყაროთ შაქრის პუდრი, ამოვავლოთ გამდნარ შავ, ან თეთრ შოკოლადში ...

Posted by: August 30 Jun 2009, 17:53
ნაყინი თაფლში და კონიაკით (რომით) კარამელიზირებული წაბლით ...


Posted by: August 6 Oct 2009, 16:14
იხვის მკერდი წაბლით, ლეღვითა და კომშით ( 4-6 ულუფა)

12 ცალი წაბლი, იხვის 4 მკერდი, 12 ლეღვი, 1ს/კ შაქარი, 1 კომში, 1 ჭ. ქათმის ბულიონი, 1ს/კ ბალსამიკო ( ან სსხვა ძმარი), მარილი, წიწაკა, მწიკვი ქონდარი

მოვხარშოთ წაბლი, იხვის მკერდი სევწვათ ტაფაზე 4 - 4 წთ ორივე მხრიდან (ჯერ კანიანი მხარე). გამომდნარი ცხიმი გადავწუროთ. ხორცი თბილად შევინახოთ. წვენს ვინახავთ. იხვის ცხიმში დაბალ ცეცხლზე შევწვათ ლეღვები 10 წთ-ის შემდეგ მოვაყაროთ შაქარი და დავუმატოთ წინასწარ მოხარშული და დაჭრილი კომში..
იხვის ხორცი თხლად დავჭრათ. ქვაბში გავაცხელოთ ბულიონი, დავუმატოთ ძმარი და იხვის სენაწვავი წვენი, რომ გაცხელდება ცავამატოთ ლეღვი, კომში და წაბლი ბოლოს ხორცი. სულ ბოლოს მარილი, წიწაკა და ქონდარი. ლანგარზე გადავიტანოთ მოვრთოთ

Posted by: August 9 Mar 2010, 16:20
ამ წაბლიან ფრანგულ საშობაო ნამცხვარს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ... ცოტა მოგვიანებით იქნებ დავდო თარგმანი ...

Posted by: August 11 Mar 2010, 13:31
ეს "განცხრომა-ნეტარება" კი არ ითვალისწინებს წაბლს, მაგრამ ასეთი "უკიდეგანო" შესაძლებლობების რეცეპტურა ბევრი არ მოიძებნება ...

Posted by: forumeli007 11 Mar 2010, 14:54
August


რა მაგარიააააააააა და ეს რა არის??? ნამცხვარია ხო როგორც ვხვდები??? მაგრამ წაბლი??? თან გასარჩევი???

Posted by: mariaa 11 Mar 2010, 16:25
forumeli007
QUOTE
მაგრამ წაბლი??? თან გასარჩევი???

შოკოლადში ამოვლებული იქნება და არა კანით smile.gif

Posted by: forumeli007 11 Mar 2010, 17:26
mariaa
აააააააააააა რა ჭუკი ვარ biggrin.gif:D:D:D:D

Posted by: sofia_bad 11 Mar 2010, 19:17

QUOTE
შოკოლადში ამოვლებული იქნება და არა კანით


იტალიაში იყენებენ ძალინ ხშირად როგორც ახლობლისგან ვიცი. კიდევ იძახიან წაბლის პიურე გადასარევიაო. rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: cheese1 6 May 2010, 16:28
user posted image

user posted image

Posted by: ქაფქიანა 27 Jul 2010, 11:50
http://www.panoramio.com/user/2168120

Posted by: rockataka 27 Jul 2010, 12:24
ახლობელმა ქალმა დაამთავრა ჯანსაღი კვების კურსები. სერთიფიკატიც აიღო და შეუძლია მუშაობა მაგ სფეროში.

მისგან გავიგე, რომ დამბალი ნუშის ჭამა ძალიან სასარგებლო ყოფილა ორგანიზმისთვის.
smile.gif

Posted by: surrealisti 3 Aug 2010, 07:53
წაბლი love.gif
ოღონდ წაბლის სუპი რა უბედურებაა biggrin.gif

Posted by: upwave 3 Aug 2010, 22:03
წაბლი მეც მიყვარს, მაგრამ მოუხარშავი love.gif

Posted by: rockataka 3 Aug 2010, 22:52
ნედლ თხილს. როცა ისევ მწვანე ქურქშია, ვერაფერი შეედრება!
ასევე როგორც ნედლ კაკალს იმ მომენტში, როცა ნებალს ქერქი ეცლება!
ასევე ნუშს!
ნუ! ეს სამი მიყვარს ნედლად.
მაგრამ, წაბლი მიყვარს მოხარშული.. love.gif

Posted by: nikanikola 16 Nov 2011, 01:53
ვინმემ არ იცის როგორ უნდა გავაცალოთ წაბლს კანი რომ არ დაიშალოს.. არის წაბლის ტიპები რომელსაც კანს ვერ ააგლიჯავ და ამიტომ მაინტერესებს.

Posted by: saly 16 Nov 2011, 02:31
მოხალე და უპრობლემოდ გააცლი .

Posted by: shtori 16 Nov 2011, 02:42
nikanikola
არ მიცდია არასდროს, მაგრამ ვფიქრობ ადუღებული წყალი რომ დაასხა და ცოტა ხანი გააჩერო გაძვრება კანი. ნუშს ასე ვფცქვნი და ადვილად იფცქვნება.
ახალვა თხილს უხდება რადგან თხელი კანი აქვს, ნიგოზსაც...


Posted by: taleiran-perigori 16 Nov 2011, 14:25
ადუღებული არ უნდა, ცივ ჭყალში ჩადებ ნუშს და 5 წუთში ააძრობ თავისუფლად კანს

Posted by: gokieli69 16 Nov 2011, 19:24
წაბლს ამდენი თუ შეეძლო არ მეგონა.....

Posted by: nikanikola 16 Nov 2011, 19:29
ცხელი წყლით არა არ გაეცალა. რომ ტეხავ მაინც მიმხმარი აქვს.. ვნახო აბა ცივ წყლით ვცადო smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)