კარგა ხანია ვუტრიალებ ამ თემას დავპოსტო არ დავპოსტოს პოტში
თემის ავტორი ავითარებს რადიკალურ აზრს , მოდი ასე ვთქვათ კითხვას სჭირდება თანმიმდევრობა, წაკითხულის გააზრებას სჭირდება ინტელექტუალური ბაზისი რაც ან გაქვს დაბადებიდან ან არა.
ყოველთვის ვამბობ რომ თვითნებურად წიგნის წაკითხვა არაა კარგი იდეა, კარგი მრჩეველი ძვირფასია ამ დროს. უნდა დაიწყო მარტივით, ბავშვობაში საბავშვოთი და მერე ნელ ნელა გაართულო, დოსტოევსკის მერე ბალზაკი ძნელი წასაკითხავია, ჰესეს მერე ნატურალისტები უაზრობაა, ტვინი ნელ-ნელა უნდა განვითარდეს და ასე შეიქმნას ლიტერატურული გემოვნება. უნდა ჩამოყალიბდე მკითხველად ან საერთოდ შეეშვა. ვისაც კითხვა უყვარს იმას ანალიზის გამოტანაც შეუძლია. ვინც ვერ აანალიზებს იმას წიგნი რად უნდა საერთოდ? ინცესტზე თუ წაიკითხე დას უნდე ეცე ? თუ როგორაა ეს ამბავი?
რაც შეეხება ,,ეიჩარებს' და შერჩევას, ეს ცოტა სხვა თემაა და ჰობის დონეზე არავინ ეძიება ჩვენთან კანდიდატს. ნორმალურმა ეიჩარმა ნაკითხობა კი არ უნდა დაიწუნოს და პახოდებში წანწალი დააფასოს, ექსტროვერტი უნდა გაარჩიოს ინტროვერტისდგან და ასე შემდეგ...
ვახ რას არ იტყვიან რა