თუ ელ-პის სახელი აქამდე არ გსმენიათ, იქნებ Run The Jewels-ზე გქონეთ რაიმე ინფორმაცია, რომლის წევრიც გახლავთ ელ-პი. თუმცა, Run The Jewels-მდე, ელ-პროდაქტომ ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში გრძელი და რთული გზა გაიარა. არტისტის ფესვები 1992 წლიდან იწყება, როდესაც მან და მისმა მეგობარმა Mr. Len-მა, ჯგუფი Company Flow დააარსეს. 1997 წელს გამოშვებული მათი ალბომი Funcrusher Plus, ანდერგრაუნდ რეპს პედესტალზე ჰყავდა აყვანილი, გასაოცარი პროდაქშენისა და კონტენტის გამო. მას შემდეგ, ელ-პის Fantastic Damage -მა (2002) და I’ll Sleep When You’re Dead-მა (2007) კვლავ დაამტკიცეს, თუ რატომ იყო რეპერი/პროდიუსერი ერთ-ერთი საუკეთესო ჟანრის ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ Cannibal Ox-ის 2001 წლის ალბომი, “The Cold Vein” გაჟღენთილია ელ-პის პროდაქშენით, რომლითაც არტისტი კიდევ უფრო ამაღლდა ჰიპ-ჰოპ ჰედების თვალში. ამ 2012 წლის ალბომით, ჯეიმი გვასწავლის როგორ უნდა შევურიოთ ერთმანეთს ელექტრონიკა და ჰიპ-ჰოპი, ხოლო როდესაც ის ამას მის დღემდე განუმეორებელ ფლოუსაც ამატებს, თქვენს წინაშეა - Cancer 4 Cure რომლის 50 წუთიანი თაიმლაინი 1 წამითაც არ მოგაწყენთ. აქვე იპოვით ზემოთ ხსენებულ დენი ბრაუნსაც, ტრეკზე „Oh Hail No”, რომელსაც კომპანიონობას უწევს Mr. Motherfucking Exquire. ბევრი ტრეკში ექსქუაიერის ვიზიტს, დეკადის საუკეთესო სტუმარ ვერსადაც მიიჩნევს. რადიოსთვის განკუთვნილი, მისამღერით გაჯერებული ტრეკებით ჯეიმი დიდად არ გამოირჩევა, თუმცა „Stay Down”, Nick Diamond-ის დახმარებით გახდა სინგლი, რომელმაც ცოტათი უფრო მარტივად შემოიტყუა მსმენელი ამ ექსპერიმენტალურ ალბომში, რომელიც გაუჩერებლად ურტყამს ყურის ნიჟარებს. მოკლედ, თუ მოტივაციური ფლეილისტის ძებნაში ხართ, ან უბრალოდ ახალი მუსიკა გჭირდებათ დარბაზში ენერჯაიზერად, ან უბრალოდ სიახლეების მოყვარულ ადამიანად მიიჩნევთ თავს, აუცილებლად სცადეთ ელ-პის “Cancer 4 Cure”.
საუკეთესო ტრეკი ალბომიდან - Drones Over Bklyn.
https://www.youtube.com/watch?v=qVVcaZpN2Tc
მიმაგრებული სურათი