* * *
ჩემი აზრით ათეისტებო, ძალიან არასწორად უდგებით საკითხს, როცა მორწმუნეებს ეუბნებით რომ,
იმიტომ არ გწამთ ღმერთის რომ, თუ ღმერთი არსებობს აბა ამდენი ბოროტება რატომ ხდება, რატომ იტანჯებიან ადამიანები და ა.შ.
ასევე იმის კითხვა, რომ ვინ შექმნა ღმერთი , სრულიად უადგილოა.
ამ ყველაფერზე მათ ააქვთ დაპროგრამებული პასუხები, რომ მათი ტვინი ვერ ჩაწვდება ამ სიდიადეს.
რეალურად საქმე ხომ სულ სხვა რამეშია?
როგორია მათი ღმერთი? ესაა მთავარი საკითხი.
მათი ღმერთი, დეტალებში არის აღწერილი ბიბლიაში.
და აი ეგ ბიბლიური ღმერთი , ზუსტად შეეფერება იმ გაგებას , რაც ადამიანს ქონდა ძველ დროში. როცა აზრზე არ იყო,
რეალურად ჩვენი სამყარო როგორია.
მაშინდელი გაგებით, არსებობდა დედამიწა და ზემოთ ღრუბლებში იყო ღმერთი, მზე და ვარსკვლავები კი დედამიწისთის შემქნილი მნათობები.
და აი ეს ღმერთი იყო ამ ერთი პატარა პლანეტის მმართველი რა. ამ გაგებაში, ნამდვილად მშვენივრად ჯდება ყველაფერი, რაც ბიბლიაში წერია.
მაგრამ ახლა როცა ვიცით რეალურად , როგორია ჩვენი ხილული სამყარო, რამხელა მაშტაბებზეა საუბარი,
ახლა როდესაც ვიცით რეალურად, რა არსებობს კოსმოსში, დაწყებული, შავი ხვრელებით, პულსარებით, დროში მოგზაურობა, დროის გამრუდება, პარალელური სამყაროები, და საერთოდ რამხელა მასშტაბების ობიექტებია სამყაროში, გაალქტიკები, ვარსკვლავები, და ა.შ.
და ჩვენი ამ უზარმაზარი სამყაროს გარეთ, კიდევ რა ხდება აზრზე არ ვართ. შეიძლება მილიონობით და მილიარდობით ასეთი სამყაროროები არსებობს,
და ამ ყველაფრის შემქმნელი და მმართველი , ყოვლისშემძლე არსება ძველ აღთქმაში ზის და ამბობს:
"ამ ბატკანს თუ არ შემომწირავთ , ცოდვები არ მოგეტევებათ. "
და ბატკნების ხორცის დამწავრი სუნი რო ავა თურმე ღრუბლებში, ღმერთი შეისუნთაქვს და ნეტარებას განიცდის,
და სასაკლაოზე გადმორღვრილი სისხლით , ადამიანის ცოდვებს წმენდს თურმე,
და მერე განრისხდება გაგიჟებულივით , ეს საცოდავი ადამაინები თუ არ დაუჯერებენ და ცეცხლებს აფრქვევს მთაზე და მოსეს დასამშვიდებელი ხდება
როგორ გაუბედეს და სხვა ღმერთს სცეს თაყვანი ?!
მერე როგორ ავალებს ამ ისრაელებს გაწყვიტონ სხვადასხვა ერები, და ბავშვები აკვანში ჩააკლან და ათასი უბედურება.
მოკლედ ვისაც წაკითხული გაქვთ ბიბლია, მშვენივრად დაინახავთ რომ მაგ წიგნში აღწერილი ღმერთის პიროვნება, არანაირად არ შეეფერება იმას, ვისაც შესაძლოა ჩვენი საოცარი სამყარო შეექმნა.
სწორედ ამიტომ არის ეს ღმერთი ილუზია და სწორედ ამიტომ არ არსებობს.
ესაა რაც უნდა გავაგებინოთ ამ ხალხს.
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...