წარმატებებს გისურვებთ, ღმერთმა ხელი მოგმართოთ.
თქვენც იცით ალბათ, რომ თბილისში ცოტა საცხობი არ არის და მაგ ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება იოლი არ იქნება.
ამ თემაში შემოისერნეთ ხოლმე:
ხ ა ჭ ა პ უ რ ირაც შეეხება ღუმელებს,
ხაჭაპურ/ლობიანზე მომუშავე საცხობების უმრავლესობას აქვს აქ, თბილისში, შეკვეთით დამზადებული ღუმელები. მათი უმრავლესობა არის გაზზე (ასე უფრო იაფია)
ან ძველი რუსული ელექტრო ღუმელები რომლებიც გადაკეთებულია ისე რომ გაზზე იმუშაოს.
საცხობის პოფესინალური აღჭურვილობა, რომელიც გაყიდვაშია (ჩინური/თურქული) ძირითადად არის ელქტრო.
არ გამიგია რომელიმე ელქტრო ღუმელი ისეთი ეკონომიური იყოს მუშაობაში, რომ გაზზე მომუშავე ღუმელს აჯობოს. ალბათ თქვენც გაზის ღუმელზე მოგიწევთ ორიენტირის აღება.
ხელოსნები აკეთებე ღუმელებსაც, დენზეც რომ მუშაობს და გაზზეც. საქართველოს ყოვლადუპროგნოზო სიტუაციისთვის ალბათ კარგი ვარიანტია.