#60800635 · 26 Oct 2023, 22:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეიძლება ვინმემ იცოდეს და დამეხმაროს კონსულტაციით
მისაღებ ოთახში ამოიბურცა პარკეტი საკმაოდ დიდ რადიუსზე დაახლოებით 2 დან 3 მეტრამდე. ერთი კედელი ესაზღვრება სველ წერტილს მაგრამ კედლები ორივე მხრიდნა მშრალია და არსად არ გამოდის წყალი. ზემოდან ჭერიდანაც არაფერი არ წვეთავს. რა მიზეზი შეიძლება იყოს და რა ამობურცავდა პარკეტს? მეზობელმა რამდენჯერმე წყალი ჩამომიშვა რამდენიმე თვის წინ და დააბრალა ცუდ ჰიდროიზოლაციას. მერე თითქოს მოაგვარა პრობლემა. ახლა რა დაასვლებდა პარკეტს როცა ირგვლივ კედლები მშრალია და ჭერიდანაც არაფერი ნესტის მსგავსი არ ეტყობა? თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა და რა იყო მიზეზი?
|