გოგოებო ესეც ახალი თემა, ახალი შემართებით!
ღმერთს ვთხოვ კარგ ხელზე გამეხსნას და ეს თემა ყოფილიყოს თქვენი ბედნიერების დასაწყისი. სულ სულ მალე აგეხდინოთ ოცნებები! ♡
არ მოეშვათ! არ დანებდეთ! იბრძოლეთ ბოლომდე! ♡ და გაუძელით, იმიტომ რომ ეს ჩვენი გზაა ბედნიერებამდე და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა ყოველთვის რთულია. ♡
მოკლე ისტორიულ რაკურსსაც შემოგთავაზებთ:
პირველად წეროების თემა, 2009 წლის 31 მარტს შეიქმნა. (ფაქტიურად 1 კვირის წინ 10 წლის იუბილე გვქონია)
სრული პასუხისმგებლობით გეტყვით რომ ყველა თემა მაქვს წაკითხული და იქ მპოსტავი არცერთი იუზერი დღეს აღარაა მომლოდინეთა სიაში, ყველა დედიკოს სტატუსითაა)) განა ეს სასწაული არ არის? ♡ ეს იმ ბრძოლის და დასახული მიზნების შედეგია, რაც ამ გოგოებმა გამოიარეს.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი ელოდებით, ბედისწერა სიურპრიზს ზოგს 2 წლის თავზე უმზადებს. ზოგს 5-ის. ♡
მიყვარხართ ყველანი, ისე როგორც საკუთარი პატარა აქაური ოჯახის წევრები. ისიც ვიცი რა რთულიცაა ეს მოლოდინის რეჟიმი და თქვენ ყველანი ხართ გმირები! დიახ, გმირები მარტო ომებში არ ხდებიან. ეს ყველაზე დიდი ომია რაც ცხოვრებამ მოგვიწყო. ომი იმედგაცრუებების გარეშე არ არსებობს,მაგრამ ამ ომს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ყავს და ეს თქვენ ხართ ♡
ზოგჯერ ძალიან მინდა, ის ძველი წლობით წეროების მომლოდინე იუზერები მოვიწვიოთ და რჩევები მოგვცენ, როგორ გაუმკლავდნენ ამ სირთულეებს და რა ტკბილი იყო მერე ამ გაწელილი და მტანჯველი პერიოდის დასასრული. ♡
დღე, რომელიც ყველა თქვენგანის ცხოვრებაში უნდა მოვიდეს და ეს თემა მხოლოდ და მხოლოდ ამ დღესთან შესახვედრად გაკეთებული ტრამპლინია.
ეს წინა თემის ლინკი:
წეროების მოლოდინში ❤️❤️❤️ამ თემაში მპოსტავი იუზერები, პოტენციური დედები:
Anabeli111
eleonoraa12345
ლილუ_
adeline
ninoonin
Fiona2018
NankA2203
ლედი1
nica277
impermeable
ბაკო
კუსკუსა
anum1a
likaka
pinny
inchiba_inchibu
Marimak122
makaaaa12
ma1ka
Anuki1995
ninucanodo
ასევე აწ უკვე დედები და ისევ მომლოდინეები
nopiahopi
tikuna22
mashusha
და სხვები, ვინც შეიძლება არ აქტიურობენ მაგრამ თვალს გვადევნებენ. შეიძლება გამომრჩა ვინმე. თუმცა ყველას გგულისხმობთ.
ყველას, აუცილებლად უნდა აგისრულდეთ წელს თქვენი ოცნებები.♡
ეს კი ჩემი საყვარელი ფრაზა:
ნუ მოგერიდებათ თქვენი ოცნებების,ბევრი იფიქრეთ თქვენს დედობაზე,თქვენს პატარა ბედნიერებაზე რომელიც მალე თქვენში უნდა ჩაისახოს და გამოიზარდოს ♡ ნერვიულობა მერეც ძალიან ბევრია, ვერ ვიტყოდი რომ ბევრით ჩამორჩება წეროს მომლოდინეთა ნერვიულობას ორსულის ნერვიულობა. ძალიან სტრესულია ეს ყველაფერი მაგრამ ყველას ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი და აუცილებლად გავივლით ♡
ნურც იმის მოგერიდებათ იკითხოთ მომავლების და აწ უკვე დედიკოების თემა, წეროების თემა ამ ყველაფრისთვის მოსამზადებელი კურსია და სხვა არაფერი.
This post has been edited by narkozeli on 8 Apr 2019, 22:40