ეს ამერიკის 30-იანი წლების განქსტერული ქრონიკა არ გეგონოთ, სადაც ალფონსო კაპონემ ჩიკაგოს და ჩარლი ლუჩიანომ კი ნიუ-ორკის კრიმინალური სამყაროს ლიდერობა, კონკურენტების ფიზიკური განადგურების წყალობით ჩაიგდეს ხელში. ეს 70-იანი წლების საქართველოა, სადაც პატრიარქის ტახტისათვის ბრძოლა მიდიოდა, ყველანაირი მეთოდების გამოყენებით. აქ არ ერიდებოდნენ კონკურენტების დაშინებას, დაპატიმრებას, მოწამვლას და მკვლელობებსაც კი. ეს ყველაფერი კი, საბჭოთა რეჟიმისა და სუკის მონაწილეობით, მათი მეთვალყურეობითა და კონტროლით მიმდინარეობდა.
ეხლა გაეცანით წერილს, რომელიც საერთო გაზეთში გამოქვეყნდა.
საერთო გაზეთი: " საეკლესიო წრეებთან დაახლოებულმა პირმა საქართველოს ყოფილი მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგური საბჭოს წევრის წერილი გადმოგვცა:
" 1976 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიურ საბჭოში. ჩვენი მოვალეობა იყო მთავრობასა და ეკლესიას შორის კავშირი დაგვემყარებინა. ჩვენი ნებართვის გარეშე ვერც ერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი ვერ იკურთხებოდა. ჩვენი საბჭო ყოფილი უშიშროების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, თითოეული სასულიერო პირის ვინაობა დაწვრილებით ვიცოდით, ისიც კი ცნობილი იყო ჩვენთვის, პატრიარქს ვის სახელზე ჰქონდა ანდერძი დაწერილი, რომელიც ინახებოდა მისივე ხელით დალუქულ სეიფში.
1977 წელს, როცა პატრიარქი დავით V გარდაიცვალა, ვიცოდით, რომ პატრიარქს ანდერძი დაწერილი ჰქონდა მთავარეპისკოპოს ილარიონ სამხარაძეზე. ისიც ვიცოდით, პატრიარქობას მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს ჰპირდებოდა. პატრიარქის გასაიდუმლოებულ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დალუქული სეიფი რომ გახსნეს, ანდერძში ილია II-ის გვარი იყო მოხსენიებული. საბჭოს წევრები გაოგნებული დავრჩით, გაგვიკვირდა, ვის შეიძლებოდა გაეხსნა დალუქული სეიფი და შეეცვალა ანდერძი.
ასე იყო თუ ისე, 1977 წელს 25 დეკემბერს ანდერძის საფუძველზე ილია II პატრიარქად აკურთხეს. ამის შემდეგ ეკლესიაში დაპირისპირება დაიწყო. მეუფე ილარიონი (სამხარაძე) სიმართლის დადგენას მოითხოვდა, ხოლო მიტროპოლიტი გაიოზი პატრიარქობისთვის იბრძოდა, რადგან ის იყო ქორეპისკოპოსი, ე.ი. პირველი პირი პატრიარქის
შემდეგ ჯერ კიდევ ეფრემ II-ის დროს. დავით V-ის გარდაცვალების მერე კერატიშვილი ხატების ქურდობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს, ხოლო ილარიონ სამხარაძე გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს.
მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს. 1982 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა. ხუთი ეპისკოპოსის მოთხოვნით თბილისში გავრცელდა პროკლამაციები, რომელსაც არიგებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში. ისინი მოითხოვდნენ მამათმავალი ეპისკოპოსების განკვეთას. მთავრობამ დაგვავალა შეგვეცვალა პატრიარქი ილია II იმ მოტივით, რომ ეკლესიაში მომრავლდნენ მამათმავლები.
კანდიდატურაც კი იყო წარმოდგენილი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეკავებინა პატრიარქის სავარძელი, მაგრამ საქმეში ჩაერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ვარლამ შადური (როგორც ამბობენ, ილია II-ის ნათესავი. - ი. კ.) და მისი კატეგორიული მოთხოვნით ილია II პატრიარქად დარჩა. მეუფე დავით ჭკადუა კი რამდენიმე ხნის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.”
როგორც ამბობენ, რაც მეუფე ილარიონი მოწამლეს, კარგა ხნის განმავლობაში იგი საავადმყოფოში მკურნალობდა, მერე დაბრუნდა მამაპაპისეულ ეზოში. მას შემდეგ კაცთაგან გარიყული ცხოვრობს 74 წლის მთავარეპისკოპოსი. სრულ მდუმარებასა და უკიდურეს გაჭირვებაში უსახლკაროდ, უსახსროდ…
თუმცა ის არ გახლავთ ეკლესიიდან დევნილი და მიტოვებული, გაურკვეველი მიზეზების გამო სააქაოში სასტიკსასჯელდადებული ერთადერთი უმაღლესი სამღვდელო პირი. სულიერებისგან და სარწმუნოებისაგან განძარცვულ ქართულ ეკლესიაში, სადაც, როგორც ამბობენ, ახლაც უშიშროების აგენტები და სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები წყვეტენ თუნდაც უბრალო მღვდლების ხელდასმის საკითხებს, დღეს და გუშინ არ დაწყებულა სულიერი კრიზისი.
დღეს საზოგადოებამ არაფერი იცის იმის შესახებ, რითი, რა ვითარებაში, ვინ მოწამლა დავით V ანდერძში პატრიარქად დასახელებული მთავარეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე და რატომ გააძევეს ის საერთოდ ეკლესიიდან. არაფერია ცნობილი პატრიარქობის კანდიდატი მიტროპოლიტის დავით ჭკადუას იდუმალებით მოცული გარდაცვალების თაობაზე.
მას შემდეგ, რაც პატრიარქი დავით მეხუთე დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა (სავარაუდოდ, ისიც მოწამლეს), ხოლო პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოველში ჩატარდა, ბევრ უმსგავსობას და სიბილწეს დაედო სათავე,ამას ამტკიცებდნენ და გაჰყვიროდნენ ის უმაღლესი სამღვდელო პირები, რომლებიც დღეს მიცვალებულნი არიან. სხვათაშორის, ეს "მამხილებელი" - სამღვდელო პირებიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ.
ასე რომ, ჩვენ მიცვალებულთა “ლაპარაკს” ვუსმენთ ახლა, ცოცხალთაგან ზოგი დაამუნჯეს და ზოგმა თვითონ გადაწყვიტა მდუმარება, ერთი გასაგები მიზეზის გამო, არავის სურს მკვლელის სასტიკი ხელით მოუსწრაფონ სიცოცხლე ან შხამით მოწამლონ, დააბრმავონ და დაამუნჯონ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა… " წერილის დასასრული.
ამ წერილის სრული ვერსია და პატრიარქ დავით მეხუთის ანდერძით, პატრიარქობის კანდიდატ მთავარეპისკოპოსს მეუფე ილარიონ სამხარაძესთან ინტერვიუ, რომელიც თავის დროზე მოწამლეს, რის გამოც ძლივს გადაურჩა სიკვდილს და რის გამოც მან მეტყველების უნარი სრულიად დაჰკარგა, სწორედ მასთან ინტერვიუ იხილეთ შემდეგ ბმულზე ქვემოთ:
http://saertogazeti.wordpress.com/2011/09/...-გზა-ს/ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე–12 საეკლესიო კრება, მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად არჩევა–აღსაყდრება.
http://iberiana2.wordpress.com/segm/iverieli/ http://iverieliblog.wordpress.com/2012/06/...95%E1%83%94-16/ იხ. სურათი: სასულიერო ელიტისაგან მოძულებული და მიტოვებული მთავარეპისკოპოსი მეუფე ილარიონ სამხარაძე.
This post has been edited by HIBERNIA on 19 Mar 2014, 08:21
მიმაგრებული სურათი