forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (52) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ♈ ვერძი ♈, მოსიარულე ცეცხლი!
Mari Paranoid
პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2519
წევრი No.: 107904
რეგისტრ.: 29-December 09

  გამოგზავნილია: 19 Aug 2016, 16:20  #48614383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა პირველებს და დომინანტებს!!! gigi.gif

user posted image

ვერძი სიცოცხლის სიმბოლო და ზოდიაქოს პირველი ნიშანია. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბავშურია და როგორც ყველა ბავშვს სჩვევია, მთლიანად თავის საზრუნავშია ჩაფლული. მისთვის საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. მსგავსად ჩვილისა, მასაც არ აღელვებს, რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები. სველი ან მშიერი ჩვილი ყურისწამღებად ჩხავის, ყურადღებას ითხოვს. ასევეა ვერძიც. როცა რაიმე სჭირდება, დაუფიქრებლად დაგირეკავთ დილის 4 საათზე. გძინავთ? როგორ შეგიძლიათ ძილი, როდესაც მას უძილობა სტანჯავს? კეთილი ინებეთ, ადექით და მოუძებნეთ ის, რაც მას სჭირდება. ვერძი, ისევე, როგორც ბავშვი, გარესამყაროს თავის ერთგვარ დანამატად თვლის, მაგრამ ხომ არცერთი ჭკუათმყოფელი ჩვილს ეგოისტს არ უწოდებს. იგივე შეიძლება ითქვას ვერძზეც. იგი ყოველთვის ბუნებრივად იქცევა, ეს კი მის ეგოიზმსა და აგრესიულ ხასიათს რამდენადმე ფარავს.

ვერძს იოტისოდენა ეშმაკობა არ გააჩნია, მიმნდობია და მიამიტი, ნებისმიერ წყენას ივიწყებს, ოღონდ ვინმემ თანაუგრძნოს და მიუალერსოს.

ვერძი მეოცნებეა, შეუძლია ჰაერში ციხე-კოშკები აშენოს მაგრამ ამით სხვებს როდი ატყუებს, თვითონაც ღმრმად არის დარწმუნებული, რომ ეს ასეც იქნება. მისი პიროვნების შეცნობა არ გაგიჭირდებათ, მთელი სიგრძე-სიგანით თქვენს წინაშე დგას. ბავშვივით ადვილად ნაწყენდება და თითქმის ისევე უმწეოა. როცა უფროსები ან უფრო ძლიერები ცდილობენ ბავშვს საყვარელი სათამაშო წაართვან, პატარა ისეთ ალიაქოთს ტეხს, რომ ყველა უკან დახევას ამჯობინებს. ასევეა ვერძიც: მტკიცედ არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და დასახულ მიზანს აღწევს კიდეც.

user posted image

ვერძს რამდენიმე ისეთი თავისებურება გააჩნია, რომლის მიხედვითაც სხვებისგან ადვილად გამოარჩევთ, მას საკმაოდ მკვეთრი ნაკვთები აქვს. მოძრაობაში სწრაფი და მოქნილი ვერძი სხარტადაც აზროვნებს. ვერძის გარეგნობა მის უკიდურეს თავდაჯერებულობასა და ეგოცენტრიზმზე მეტყველებს. თუ ნაღვლიანად მხრებჩამოყრილი ვერძი შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მას ძალზე მძიმე და გაუხარელი ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ გონს მოსასვლელად დრო სჭირდება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, გამოცოცხლდება. ქვეყნად ისეთი რამ არ არსებობს, რაც ვერძს მწყობრიდან დიდი ხნით გამოიყვანს და ხასიათს გაუფუჭებს. პესიმისტი იგი არავითარ შემთხვევაში არ არის.

მარსის მფარველობის ქვეშ მყოფნი ყოველთვის მომსყიდველი პირდაპირობით და გული ამაჩუყებელი მიმნდობლობით შემოგცქერიან თვალებში, თქვენ ხომ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ? არა??? ტირილს აღარაფერი უკლია, თავს ძლივს ერევა. თუ მაინც მოახერხეთ მისი ატირება, იცოდეთ, შიგ გულში დაკოდეთ. ვერძი უმალ სიკვდილს ამჯობინებს, ვიდრე სხვებს თავის სისუსტეს უჩვენებს. ხანდახან სიცოცხლესაც კი სასწორზე აგდებს, ამ სიტყვის სრული გაგებით, ოღონდაც არავინ იფიქროს, რომ მას ვაჟკაცობა აკლია.

საუბრისას ვერძი თანამოსაუბრეს თვალებში უყურებს. თუ თვალს გარიდებთ, ესე იგი, მისთვის უინტერესო თემას ეხებით. ასეთ დროს მისი გონება სხვაგან ჰქრის და ამის დამალვას არც ცდილობს. ნუ გეწყინებათ, გაიხსენეთ ბავშვი, რომელიც ხან ერთ სათამაშოს ეტანება, ხან მეორეს.

user posted image

ვერძი ყოველთვის პირველობას ესწრაფვის. ხელმოცარული ვერძი ადვილი ამოსაცნობია, უკმაყოფილო იერით რომ ასრულებს სხვის ბრძანებებს. გამარჯვებული ვერძი უჩვეულოდ გულუხვი და ლიბერალურია, მაგრამ უნდა, რომ წამდაუწუმ დითირამბები უმღერონ. სამაგიეროდ, თუ ვერძში ისეთ თვისებებს დაეძებთ, როგორიცაა სიფაქიზე, ტაქტიანობა, თავმდაბლობა, ამაოდ დაშვრებით. როცა მამაზეციერი ამ თვისებებს არიგებდა, ვერძები იქ არ იყვნენ. თუ კაფეში გამხმარ ბუტერბროდს მიართმევენ, დაუფიქრებლად გამოლანძღავს ოფიციანტს, თუნდაც იგი ძალიან ლამაზი ქალიშვილი იყოს. მაგრამ თუ მომსახურება მოეწონა, დანახარჯს ორმაგად გადაიხდის და ამით გამოხატავს თავის კმაყოფილებას

ვერძი მეტისმეტად პირდაპირია, სიცრუე და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი მარსის მფარველობის ქვეშ მყოფთ საერთოდ არ ახასიათებთ. პირაპირობა და გამორჩეული პატიოსნება – აი ვერძების სავიზიტო ბარათი. თუმცა ეს თვისებები ყოველთვის დადებითად ნამდვილად არ ითვლება.

ვერძები უპასუხისმგებლოები არიან. ხანდახან რაიმე საინტერესოს თუ გადააწყდნენ, შეუძლიათ ყოველთვარი მოვალეობა გადაივიწყონ.

თუმცა ვერძი ცეცხლის ნიშანია და გამბედაობა, სიმამაცე, წინდახედულება არ აკლია, არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რისიც მას ეშინია. უზარმაზარ თოვლის კაცს ან თვით ფრანკენშტეინს იგი არ შეუშინდება, მაგრამ ფიზიკურ ტკივილს ვერ იტანს, მხდალი მას არ ჰქვია, მაგრამ უმნიშვნელო ტკივილზეც კი წუწუნს და ჩივილს მოჰყვება. კბილის ექიმები ხომ საერთოდ მოსისხლე მტრებად მიაჩნია.

მთლიანობაში ვერძს გამძლე და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, თუ, რა თქმა უნდა, ზედმეტი არ მოუვიდა. სამწუხაროდ ვერძი ზომიერებას ხშირად არ იცავს. თუ ვერძი ლოგინში მწოლიარე ნახეთ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ცუდად არის, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშიც კი, მისი საწოლში გაჩერება ძალით თუ შეიძლება. ძლიერი ორგანიზმის წყალობით ვერძი იმ შემთხვევაშიც კი უმკლავდება ავადმყოფობას, როცა სხვები იღუპებიან. სერიოზულ გართულებამდე იგი მხოლოდ საკუთარ უგუნურობას და ცხვრისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მიჰყავს. სამწუხაროდ, საკუთარ ჯანმრთელობასთან ასეთი დამოკიდებულება ვერძებისთვის ტიპიურია. მხოლოდ ცხოვრებისაგან დაბრძენებული ვერძები თუ გადახედავენ ხანდახან თავიანთ დამოკიდებულებას ამ მნიშვნელოვანი პრობლემისადმი. ვერძებს თითქმის არ გააჩნიათ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, წამლებს იშვიათად იღებენ, ყოვლად უწყინარ თავის ტკივილისა და საძილე წამლებსაც კი.

user posted image

ბუნებით უეშმაკო ცხვრები ყოვლად გამოუსადეგარნი არიან დიპლომატიურ საქმიანობაში. ერთხელ ერთმა ვერძმა თავისი ენერგიისა და წინდახედულების წყალობით მშვენიერი სპონსორი იშოვა საკუთარი პროექტის განსახორციელებლად. კონტრაქტის გაფორმების წინ სპონსორმა, ბუნებრივია, ექსპერტიზის მოწვევა შესთავაზა, რათა პროექტის ჭეშმარიტი ღირებულება შეეფასებინათ. პროექტის ავტორმა, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა , რომ საქმესთან დამოკიდებულებაში მასთან შედარებით ყველანი უვიცები იყვნენ, ვერძებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტით ჰკითხა: “სხვა ხომ არაფერს ინებებდით?”. ვგონებ ზედმეტია დავძინო, რომ სპონსორმა პროექტის მხარდაჭერა გადაიფიქრა. ასე დაასამარა ვერძმა საკუთარი ხელით მომავალი. ოდნავი ეშმაკობა რომ ჰქონოდა, საქმე ბრწყინვალედ დაბოლოვდებოდა, მაგრამ ელემენტარული დიპლომატიის შესასწავლად ვერძებს ჩვეულებრივ ნახევარი სიცოცხლე სჭირდებათ. სამაგიეროდ, თუ მან ეს მოახერხა, თანდაყოლილი ინტუიციისა და უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის წყალობით, მართლაც რომ გრანდიოზულ წარმატებას აღწევს.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ვერძები უფრო ხშირად საკუთარ თავს კი არა სხვებს ამდიდრებენ. მათი უმრავლესობა მთელი ცხოვრება ქირით ცხოვრობს. მაგრამ ყველაფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფულის შოვნა ვერძის ძირითად მიზანი არც გახლავთ.

ვერძი დამაჯერებლად მიკვლევს ცხოვრების გზას და სხვათა გრძნობებზე ნაკლებად ზრუნავს. სხვებისადმი მისი დამოკიდებულება შეიძლება ასე გამოიხატოს: “მე უწინარეს ყოვლისა…” ამის მიუხედავად, იგი ზოდიაქოს ნიშანთაგან ერთერთი ყველაზე გულუხვი და კეთილია. ვერძს სისასტიკის ნატამალი არ გააჩნია. გულწრფელად სჯერა, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთება სხვებზე უკეთ ძალუძს. სახელსა და ქონებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დაუფიქრებლად პირველს აირჩევს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ფული არ უყვარს, უბრალოდ სახელი და დიდება უფრო ეძვირფასება.

ვერძი ძალიან ფიცხია, მაგრამ მისი მრისხანება მეტად ხანმოკლეა. წუთის შემდეგ განრისხების მიზეზი აღარც ახსოვს და გულღიად გიღიმით. ამ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერთ-ერთი გამოჩენილი ვერძთაგანი – ნიკიტა ხრუშჩოვი მან ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განრისხებულმა იმით, რომ არ უსმენდნენ, ფეხსაცმელი გაიძრო და ტრიბუნას დაუშინა.

user posted image

პ.ს თემიდან გადახვევა. პირად თემებზე ეპისტოლეების წერა და ა.შ ისჯება ვერძული კანონის მე-17 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს რქების მომტვრევას!!!

user posted image


--------------------
ყოველი ჩვენგანი, ბოლოს მაინც მარტოა!
sham
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2854
წევრი No.: 151416
რეგისტრ.: 23-June 12

გამოგზავნილია: 19 Aug 2016, 16:40  #48614559      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
 ♈ ვერძი ♈, მოსიარულე ცეცხლი!



facepalm.gif givi.gif user.gif
Unico
Night and Day couple


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17143
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 19 Aug 2016, 16:41  #48614567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვსო, ახალი თემა გვაქვს ^^

ვიხტუნაოთ ^^


--------------------
"But I'm a creep, I'm a weirdo, what the hell am I doing here?
I don't belong here" (c) R.

People don't understand People like me

Leo Moon

Stay a child while you can be a child

ლატენტური ცუღლუტი ხარ (c) საილერი
ალიოშა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 396
წევრი No.: 222317
რეგისტრ.: 30-July 16

გამოგზავნილია: 19 Aug 2016, 20:45  #48616474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mari Paranoid

გილოცავთ ვერძებს ახალ თემას
აშკარად გეხერხება თემის გახსნა. მშვენიერია


P.S. ვერძები საუკეთესოები ვართ.

smile.gif


--------------------
დაშლიიი?
რომ მოთოვოს დადეეებს?
თორნიკეე
კახეთის მეფე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18990
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11

გამოგზავნილია: 19 Aug 2016, 22:23  #48617190      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Mari Paranoid
QUOTE
გამარჯობა პირველებს და დომინანტებს!!!

ჰეჰე!

ალიოშა
QUOTE
P.S. ვერძები საუკეთესოები ვართ.

აბა რაა......


--------------------
"Poker is simple, as your opponents make mistakes, you profit"
"Man is not what he thinks he is, he is what he hides."
"When you don't give up, YOU CANNOT FAIL!"
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6643
წევრი No.: 193515
რეგისტრ.: 6-November 14

გამოგზავნილია: 20 Aug 2016, 00:09  #48618074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mari Paranoid

მადლობა პარანოიდოოოო 2kiss.gif

გვეღირსააა, უმშვენიერესი თემააა, მარის გახსნილი თემები მომწონს მე smile.gif

პ.ს

აუუუ, რა ლამაზი თემააა cry.gif

This post has been edited by MySweetAudrina on 20 Aug 2016, 00:10


--------------------
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!
aca baca banci bunca
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19371
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 20 Aug 2016, 00:29  #48618235      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
sham
კაი ახლა არ შემეხო არ შეგეხების მაინც ჯობია. user.gif


--------------------
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
http://www.youtube.com/watch?v=jUnq3nSXlyI
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php
sham
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2854
წევრი No.: 151416
რეგისტრ.: 23-June 12

გამოგზავნილია: 20 Aug 2016, 09:13  #48619813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
aca baca banci bunca

ჰოოო , ეგაც ზე ფალოსობააა.

lol.gif

QUOTE
იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მიუხედავად ასაკისა,


ყველაზე ცუდი თვისება ადამიანში, რომელიც ძირითადად განპირობებულია ძლიერი ზედაპირული აზროვნებისგან.

არ მევასება რა ეს ნიშანი.
ალიოშა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 396
წევრი No.: 222317
რეგისტრ.: 30-July 16

გამოგზავნილია: 20 Aug 2016, 09:24  #48619838      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს ავტობუსში ვიჯექი და ვხედავ, რომ გოგომ წამებში ვერ მოუსწრო ავტობუსს. ხოდა დაიძრა და მიდის ეს ავტობუსი, გვერდზე გავიხედე ფანჯრიდან ეს გოგო მორბის ტრაწიანი ხარივით, რომ მეორე გაჩერებაზე მაინც მოვასწროო. მე გაშტერებული ვუყურებ ავტობუსს როგორ უნდა გაასწროსთქო. მოკლედ მორბის ეგ გოგო და გზაზე ვინც ხვდება ყველას იტანს. 1 წამით გავიფიქრე ეს ნაღდად ვერძი იქნებათქო. ხოდა, ბოლოს მაინც მოასწრო.... ამოვიდა ავტობუსში და უკან ზურგზე ვერძის ტატუ ჰქონდა. biggrin.gif
ტიპმა ავტობუსს გაასწრო. #flash
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6643
წევრი No.: 193515
რეგისტრ.: 6-November 14

გამოგზავნილია: 20 Aug 2016, 11:57  #48620364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯერემი კლარკსონი ვერძი ყოფილა biggrin.gif

როგორ გამიხარდა jump.gif lol.gif

პ.ს

ყველა კარგი ტიპი ვერძია რა biggrin.gif yes.gif

დანარჩენები მუდოები არიან help.gif old.gif

This post has been edited by MySweetAudrina on 20 Aug 2016, 11:58
Lilian
YOUR MAJESTY


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7048
წევრი No.: 116660
რეგისტრ.: 4-June 10

გამოგზავნილია: 20 Aug 2016, 16:11  #48621842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დღეს ავტობუსში ვიჯექი და ვხედავ, რომ გოგომ წამებში ვერ მოუსწრო ავტობუსს. ხოდა დაიძრა და მიდის ეს ავტობუსი, გვერდზე გავიხედე ფანჯრიდან ეს გოგო მორბის ტრაწიანი ხარივით, რომ მეორე გაჩერებაზე მაინც მოვასწროო. მე გაშტერებული ვუყურებ ავტობუსს როგორ უნდა გაასწროსთქო. მოკლედ მორბის ეგ გოგო და გზაზე ვინც ხვდება ყველას იტანს. 1 წამით გავიფიქრე ეს ნაღდად ვერძი იქნებათქო. ხოდა, ბოლოს მაინც მოასწრო.... ამოვიდა ავტობუსში და უკან ზურგზე ვერძის ტატუ ჰქონდა. 
ტიპმა ავტობუსს გაასწრო. #flash


რა იყო 80 თეთრი აღარ ჰქონდა რო მარშუტკით წასულიყო? smile.gif)) საწყალიი sad.gif ამდენი ირბინო, გული ამოიგდო, ამ სიცხეში ხო გაიოფლები თან, იმის გულისთვის რო ავტობუსს დაეწიო კარგი რააა
სადაც 50 იქაც 80, არ გამოვა ჩემგან მილიონერი მგონი sad.gif

მაგას სირბილი თუ უნდა და ძალა ერჩის გამოვიდეს რიოს ოლიმპიადაზე lol.gif




პარანოიდს შევუქებ თემას, ნამდვილად კარგი თემააა... up.gif ოღონდ ტექსტი არვიცი, გაფორმება მომეწონა


--------------------
❄❄❄
- I never worry, life is a journey
- : D
- Never give up



Unico
Night and Day couple


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17143
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 20 Aug 2016, 18:05  #48622595      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
კიდევ ზემოთასნაირი არ ვარ chups.gif ამ მიზეზიდან გამომდინარე, მაგრად მომწონს ჩემი თავი jump.gif

Я не злопамятная! просто у меня память хорошая user.gif
ალიოშა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 396
წევრი No.: 222317
რეგისტრ.: 30-July 16

გამოგზავნილია: 20 Aug 2016, 21:45  #48624033      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Unico

კიდევ კაი ზემოთასნაირი არ ხარ biggrin.gif


Lilian

პრინციპის საკითხია მორწყულო. საკუთარ თვითგამტანობაზეა საუბარი. ცხოვრებისეული ბარიერების გადალახვაზე. smile.gif ვერძი და სიძუნწე კიდევ არ არსებობს ეგეთი რამ. ყველაზე ხელგაშლილი ნიშანია ვერძი.
Lilian
YOUR MAJESTY


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7048
წევრი No.: 116660
რეგისტრ.: 4-June 10

გამოგზავნილია: 20 Aug 2016, 22:28  #48624312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალიოშა
QUOTE
ცხოვრებისეული ბარიერების გადალახვაზე.

ავტობუსის ბოლო გაჩერებამდე დევნაში თუ გამოიხატებოდა ცხოვრებისეული ბარიერები lol.gif lol.gif facepalm.gif
ცხოვრებისეული ბარიერები მე სხვანაირად მესმის. მე არ მიწევს, მაგრამ ვისაც უწევს smile.gif))
არანაირ ბარიერები არ მაინტერესებს biggrin.gif მე მარტივი ცხოვრება მხიბლავს, უღრუბლო biggrin.gif ... ქარტეხილები და ეგეთები ჩემ არ არის.

პ.ს რობი ვილიამს ლომის თავი აქვს ტატუ ლომია?
პრინციპში მე რომ მეჩქარება მეც მაგრად დავრბივარ, smile.gif))))
ოღონდ ავტობუსებს ნაკლებად დავდევ.....
არ უნდა გაეკიდო კაცს და გაქცეულ ტრავმაის იმიტომ რომ ყოველთვის მოვა შემდეგიო, არ მახსოვს სადაური გამონათქვამია იტალიური მგონი lol.gif old.gif

This post has been edited by Lilian on 20 Aug 2016, 22:50
tsisakura
შროდინგერის ცოლი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2093
წევრი No.: 132925
რეგისტრ.: 25-June 11

გამოგზავნილია: 20 Aug 2016, 22:33  #48624341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე მარტივი ცხოვრება მხიბლავს, უღრუბლო

მეც მერწყული ვარ მარა რატომღაც ეგეთი ცხოვრება არ მეჩვენება საინტერესოდ biggrin.gif

მესმის იმ ვერძის, ეჩქარებოდა, არაფერ შუაშია 50 ან 80 თეთრი smile.gif

პ.ს. გილოცავთ ახალ თემას ფსიხებო love.gif


--------------------
You can't arrest an idea !

Всегда имей в своей библиотеке новую книгу, в погребе — полную бутылку вина, в саду — свежий цветок. © Эпикур
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (52) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0225 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]