Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კულინარია > ყველაზე ჩასაკბეჩი ხინკალი |
Posted by: dimaopena 9 Jan 2020, 23:39 |
ჩვენი საყვარელი ხინკალი და მისი მეორე თემა ბოდიში ჯონათან სვიფტს - ჩვენი პირველი თემის ავტორს და ახალი გემრიელი ხინკლების აღმომჩენს 2kiss.gif დღეის მდგომარეობით ჩემი და ალბათ უმრავლესი ხინკლის მოყვარულის აზრით, ეს რესტორნები არის რომლებშიც ასე თუ ისე შეგვიძლია დავაგემოვნოთ გემრიელი ხინკალი,რამოდენიმე წინა თემიდან გადმოვიტანე რადგან ბევრი ხმა ქონდა გამოკითხვაში. მთავარი ჩემი აზრით არის ის რომ ყველა რესტორანში დაცული იყოს სისუფთავე და გაყინულ ხორც კიდევ აიტანს ორგანიზმი gigi.gif ეს, კი ყველაზე საინტერესო რეცეპტია ხინკლის, რესტორანი ძველი როიალის ფბ-გვერდიდან : ვისაც დაგიგემოვნებიათ დაწერეთ, როგორია. აბა , მომრავლებულიყოს კარგი ხინკალი ქალაქში, რომელიც სანთლით გახდა საძებარი წინა თემების ლინკები: https://forum.ge/?f=82&showtopic=34804055 https://forum.ge/?f=82&showtopic=35057013 |
Posted by: iosebovich 10 Jan 2020, 00:34 |
დავფიქსირდები. კარგი თემაა. სტუმარმა რო გითხრას სადაა კარგი ხინკალიო ვიცოდეთ ქე მაინც. |
Posted by: elchi 10 Jan 2020, 00:37 |
dimaopena თქვენს ახალ თემას წინა თემების ლინკები ჩაამატეთ. მე არ მცალია, ხინკალს ვაკეთებ. P.S.აღარ შეწუხდეთ, დავამატე თქვენს პირველ პოსტს. |
Posted by: BeerLover 10 Jan 2020, 00:46 |
თელავის ზოდიაქოში კაი ხანია არ ვყოფილვარ, თუ ისევ ისაა, რაც ადრე იყო, მაშინ დავაყენებდი პირველ ადგილზე 2/3 9 მთა და კახელები, აქედან რომელი მირჩევნია ვერ გადავწყვიტე, ორივე ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან |
Posted by: yurmetal 10 Jan 2020, 10:51 |
ფიქსირ ამ გემრიელ თემაში. სახლში მომზადებულ ხინკალს არაფერი ჯობია. ეჰჰ მახსენდება ადრე ხინკლის სახლის რიგებში რომ ვიდექით, ჯაელობის დროს. ნატეი ნამდვილად კარგი იყო, თუ სხვა არჩევანი აღარ გვქონდა |
Posted by: Frankens†ein 10 Jan 2020, 11:14 | ||||
ჩემი ფავორიტი yurmetal
სვეცკობა იყო. სახინკლე შუა რუსთაველზე, მულენ რუჟის ინტერიერით |
Posted by: Keti-Ket 10 Jan 2020, 11:20 |
ამ თემაში უნდა დავფიქსირდე. თბილისის მასშტაბით ჩემთვის ამ მომენტამდე კლიკე და ზოდიაქოა N1 გემოს თვალსაზრისით, თუმცა მომსახურება ზოდიაქოს, დიდად არ უვარგა. |
Posted by: ბარბოსა 10 Jan 2020, 11:43 |
მე ყველაზე მეტად მომწონს ფასანაურში ერთი სახინკლეა. ვაი ფიზე ქავთარაძეები ეწერათ და სახელიც ეგ ქვია ალბათ |
Posted by: iosebovich 10 Jan 2020, 11:45 | ||
Keti-Ket
ნამდვილად. მივწერე კიდეც, ისეც ვუთხარი მარა არ ეშველათ არაფერი. კაცი ოფიციანტები რო გყავს აი ეგაა რაა. ტიპებს ეზარებათ მაგიდების ალაგება და დადიან გაჯგიმულები. მენეჯერი არ უვარგათ როგორც ჩანს. ერთ დღეში დავიფრენდი სუყველას ვინც საქმეს თავს აარიდებდა. ხინკალი ტრადიციულად კარგი ვერ დაიწუნებ. კლიკეში მომკალი ვერ დაგეთანხმებით. ერთი თვის წინ ვიყავი მეორედ მანდ მიმსვლელი არ ვარ, იქვე დავახურე თავზე ყველაფერი მარა რავიცი გაითვალისწინებენ ? * * * |
Posted by: მამაო ენუქი 10 Jan 2020, 13:33 | ||
Frankens†ein
გედების ტბა გახსნეს მანდ თუ რაღაც მაგდაგვარი ერქვა თავიდან, სტოლბაც ერჭოთ და 12-ის მერე სტრიპტიზი ეძრობოდა, ეხლა საიდანაც ჩამოსასვლელია მანდ რამოდენიმე ნომერი ქონდათ, ვერ გაქაჩა და სახინკლეთ გადააკეთეს |
Posted by: Frankens†ein 10 Jan 2020, 15:09 | ||||
არაერთხელ ვმდგარვარ შესასვლელში ცოცხალ რიგში, როდის გათავისუფლდებოდა მაგიდა გოგოს დაპატიჟება სხვა სახინკლეში ტეხავდა, ხინკლის სახლში კაი პონტი იყო ხინკალი ყველას უყვარს, მაგრამ ელ-დეპოში ხინკლის ჭამას არ იკადრებდა თავმოყვარე გოგო |
Posted by: iosebovich 10 Jan 2020, 15:12 | ||
ეგრე იყო კი |
Posted by: Qaja 10 Jan 2020, 15:22 |
ჩემი აზრით დღეს თბილისში ყველაზე კარგი ხინკალი ახალ ვარაზში აქვთ... |
Posted by: belimbor 10 Jan 2020, 15:25 |
Frankens†ein ელ დეპო არ ვიცი, მაგრამ ე.წ. "ველიამინოვი" შალვა დადიანზე ძალიან ხოდში იყო. ახლაც მგონი. სისაურების ხინკალი კიდევ. ეგ ხინკლის სახლი რომ გაიხსნა, მართლა ტოპ სახინკლედ ითვლებოდა. დიდი შინდისფერი კუპეებივით დასაჯდომებით. იფ იფ |
Posted by: Frankens†ein 10 Jan 2020, 15:30 | ||
მახსოვს ველიამინოვი, 2006-ში დავიწყე მუშაობა და სოლოლაკში გვქონდა ოფისი და დავდიოდით ხოლმე. ხინკლის სახლში მე და ჩემი ძმაკაცის შეყვარებულმა ლუდის ჭიქები მოვიპარეთ საშინელი მომსახურება იყო და პროტესტის ნიშნად ერთადერთი ნივთი, რაც მომიპარია მაგრად მიყვარდა ეგ ჭიქა, წყალს მარტო მაგით ვსვამდი ხოლმე |
Posted by: elchi 10 Jan 2020, 15:32 |
Frankens†ein iosebovich იგივე სიტუაცია იყო სოფელ გლდანში ოჯახური სახინკლეები რომ მომრავლდა. ამას გეუბნებით 80-იანების ბოლოს რაც ხდებოდა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ უკეთესი ხინკალის გაკეთებაში. ყველას რიგი ედგათ. მასპინძლები ძირითადად მთიული, ხევსური, კახელი ოჯახები იყვნენ. ნახალოვკიდან ავიკრიფებოდით "ბანდა" და მანდ გავდიოდით ხინკალი რომ მიგვერთვა. პ.ს. მერეა და ამ გამოთქმას კარგად გავუგე, "მაგრა დაიწყეს და გააფუჭესო". არ მიპასუხოთ, კარგად ვიცი რა ტრიალებს ჩვენი უმეტესობის ტვინში. როგორ კაცო, ამდენი ფული ჩავდე საქმეში და სადღაც ექვს დღეში ვერ უნდა ამოვიღო დახარჯული?! ე, მერე ფუჭდება "საქმე", არადა მაგ "საქმეს" ბიზნესი ჰქვია. არ შედის ბევრის თავში და ჰე. |
Posted by: Frankens†ein 10 Jan 2020, 15:51 | ||
elchi
რუსთაველის ხინკლის სახლის პარალელურად, გლდანში "თიშები" იყო სახინკლე, გოგოს დაპატიჟება რო შეიძლებოდა იყო რა, ეხლაც დგას ეგ შენობა |
Posted by: iosebovich 10 Jan 2020, 15:53 | ||
elchi
რა გითხრათ რით გაგახაროთ, ეგრეა ... |
Posted by: dimaopena 10 Jan 2020, 16:19 |
თქვენე გენაცვალეთ, კაი ხალხს ხინკლის სახლზე უკეთესი ხინკალი იყო, ელბაქიძეზე რო ჩადიოდი, მარჯვენა მხარეს, ძველი ქალაქი თუ რაღაც ერქვა იმენა თინეიჯერობისას რიტუალი და ბედნიერება იყო , მანდ წასვლა თან უბნიდან რუსთაველზე გასვლა) სორმონი აქ თუ იყო ვინმე ვერა და ვერ წავედი. და ძველი როიალი ერთს ეწერა ყველაზე კაიაო და დავინტერესდი |
Posted by: elchi 10 Jan 2020, 16:34 |
Frankens†ein ჩამოსული ვიყავი, ავახვიოთ რა უბნიდან, ჩვენ არ გვეკადრება მანქანის კაპოტზე და ბირჟაზე დალევა, სადმე კაი ადგილზე წავიდეთთქო და მანდ მივედით, კახური შინაური კონიაკი გავიყოლეთ. მაგარი გემრიელი იყო ყველაფერი, მაგრამ ერთმანეთს ვერა ვხედავდით, ისეთი სიგარეტის კომლი იდგა. ვეწევი სიგარეტს და შანსი არაა დახურულ შენობაში მოვწიო, მითუმეტეს თუნდაც არამწეველთან ტყეში ვიყვე. სად გადიხარ, დაშვებულია აქ მოწევაო. იმედია ეგ საკითხი გამოასწორეს და ის შტერი ოფიციანტები მოაშორეს მაქაურობას. |
Posted by: iosebovich 10 Jan 2020, 16:44 | ||
dimaopena
ხო ძალიან კარგი ხინკალი ჰქონდათ და კაი ზავედენიე იყო მაშინდელის კვალობაზე. |
Posted by: GEORGEXIII 10 Jan 2020, 17:03 | ||
იფფ რას გეახლებოდით თელავის ზოდიაქოს |
Posted by: FranziskanerWeissbier 10 Jan 2020, 17:28 |
ბოლო პერიოდში სადაც ვჭამე (კლიკე, ვარაზი, ზოდიაქო, ჰაკერ-ფშორი), ჰაკერ-ფშორში იყო ყველაზე კარგი. |
Posted by: iosebovich 10 Jan 2020, 17:36 | ||
FranziskanerWeissbier
თამარაშვილზე ალბათ. ყაზბეგზე მოსპეს ყველანაირად მარტო ლუდი დარჩა. |
Posted by: FranziskanerWeissbier 10 Jan 2020, 18:29 |
iosebovich კი თამარაშვილზე ------------------------------ |
Posted by: Master_Nick 10 Jan 2020, 19:02 |
FranziskanerWeissbier გუშინ ვიყავით თამარაშვილის ჰაკერში და ხინკალი ნამდვილად სუპერ! ნეკნები აქვთ კიდევ ძალიან მაგარი. ამ გამოკითხვაში ჩემი ხმა ჰაკერის ხინკალს მიაქვს. |
Posted by: iosebovich 10 Jan 2020, 20:02 |
Master_Nick FranziskanerWeissbier ვაა აბა ვეწვევით აუცილებლად. ზომა ნორმალურია ? ლარზე მეტი ხო არ ღირს ხინკალი? |
Posted by: FranziskanerWeissbier 10 Jan 2020, 20:16 |
iosebovich ხინკალი ადრე ძაან პატარები ჰქონდათ მარტო და ახლა კი ნორმალური ზომის ხინკლები დაამატეს. 1 ლარი ღირს. ხელით მოხვეულია და ახალი ხორცითაა გაკეთებული. |
Posted by: atmismuraba 10 Jan 2020, 20:22 |
ყველაზე კარგი ხინკალი კეთდება ოჯახში. საქონლის ხორცი უნდა იყოს ქონიანი. ხახვი, წითელი წიწაკა და პიმპილი/მარილი. ცომი უნდა იყოს რაც შეიძლება მაგარი. იმდენი უნდა ზილო და ფქვილი ამატო სანამ მოზელვა ლამის აღარ შეგიძლია. შიგადაშიგ საჭიროა დაასვენო ცომი მაცივარში რომ მეტად შეიზილოს ფქვილი. ამის მერე ცომი ხდება პლასტიკური, ისეთი როგორიც რესტორნებშია და არა ისეთი ოჯახში რომ არის ხოლმე საზიზღარი კონსისტენციის. მოკლედ, მოთმინება და ბევრი ზელვაა საჭირო. ერთხელ რომ გამოგივა ასეთი ხინკალი, მეორედ სახინკლეში ჭამა აღარ მოგინდება. |
Posted by: BeerLover 10 Jan 2020, 20:26 |
atmismuraba სახლის პირობებში ძალიან რთულია ეგეთი ცომის მოზელვა ერთხელ გავაკეთე და მეორედ სურვილი აღარ გამჩენია პ.ს. თამარაშვილის ჰაკერ-ფშორს რაც შეეხება ნამდვილად კარგი ხინკალია, მაგრამ რაღაცა სასწაული და გამორჩეული არ არის უბრალოდ სტაბილურად კარგია |
Posted by: atmismuraba 10 Jan 2020, 20:37 |
BeerLover ერთი შეხდვითაა რთული, იმიტომ რომ ხინკალს ოჯახში რომ აკეთებენ შეესევიან, მოზილავენ ცომს და ეგრევე იწყებენ მოხვევას. საიდუმლო კი მოთმინებაშია. ხინკლის ცომს დასვენება სჭირდება. ცომს მაცივარში შენახვა უნდა,. ცომი რბილდება, გლუტენი ვითარდება, მეტ ფქვილს იზელს და უფრო და უფრო პლასტიკური ხდება. დღეს თუ აპირებ ხინკლის მოხვევას, ცომის მომზადება გუშინ წინ უნდა დაიწყო. |
Posted by: Van10Persie 12 Jan 2020, 02:46 | ||||
ზუსტად რა ადგილზეა?
|
Posted by: <<ეგოისტკა>> 12 Jan 2020, 03:43 |
9 მთა.. ✌ |
Posted by: thug 12 Jan 2020, 04:33 |
ჩემ დროს ველიამინოვში იყო კარგი ხინკალი რაჭაშიც (ლერმონტოვზე) და ელ დეპოებში |
Posted by: Master_Nick 12 Jan 2020, 09:51 |
thug გამახსენდა მეც რაჭა და ველიამინოვი, სხვათაშორის ველიამინოვში, მაშინდელ მთაწმინდა სოლოლაკში ყველაზე კარგი ხინკალი კეთდებოდა. შენ გეცოდინედბა, აშშ ში ქართულ რესტორნებში ცალი ხინკალი მართლა 5$ ღირს? |
Posted by: thug 12 Jan 2020, 17:19 |
Master_Nick რავი მე არსად არ შემხვედრია 5$ ხინკალი 1.50-2$ ღირს უმეტესად ზოგგან პორციებია მაგალითად 6 ცალი 10-12$ ჭამა-მამაში მანჰეტენზე 3 ცალია პორციაში და 11$ ღირს მაგრამ მანჰეტენზე ვერ ეღირება ცალი დოლარი და 2 დოლარი იმიტომ რომ ქირა ექნებათ 2-3 ჯერ მეტი ვიდრე ბრუკლინში. |
Posted by: BeerLover 12 Jan 2020, 17:26 |
ყველაზე ძვირი რაც მინახავს ხინკალი 3 ფუნტი ღირდა ლონდონში |
Posted by: Master_Nick 12 Jan 2020, 17:44 |
Thug ისე ამერიკელებს ევასებათ ხინკალი? საინტერესოა როგორ აფასებენ. |
Posted by: thug 12 Jan 2020, 18:01 |
Master_Nick არ ვიცი არ მომისმენია ამერიკელების აზრი ხინკალზე იუნიკამ აჭამა მგონი წინებზე და დაევასათო რატო არ დაევასებათ? აი ეს პორტლანდშია ამერიკელებმა გახსნეს გადახედე რევიუებს უმეტესად ამერიკელები წერენ https://g.page/kargigogo?share ჭამა მამაშიც უმეტესობა ამერიკელი დადის მანჰეტენზე https://goo.gl/maps/3bR6gd6CSHvAMJBj6 |
Posted by: levani169 12 Jan 2020, 19:57 |
სახლის ხინკალს ხინკალი ვერ შეედრება...........არ დამიწყოთ დავა და კამათი,მიჭამია განთქმული "ზოდიაქოსიც" და ზოდიაქოზე უკეთესით საერთოდ არასახინკლეში. ხო კიდევ,ხინკალი არის მთიულური,ქალაქური უკვე ვარენიკ-პელმენია! გავაკეთებ და დავყრი ............ ცალს დოლარად! |
Posted by: elchi 12 Jan 2020, 20:25 | ||
ვიყავი მაგათთან, სანამ მაგ რესტორანს გახსნიდნენ, მანამდე ჯიხური ჰქონდათ. მეპატრონეები ამერიკელი ცოლ-ქმარია, იყვნენ საქართველოში და მერე უკან რომ დაბრუნდნენ ეგ "კარგი გოგო" გახსნეს. ფასები მაღალი აქვთ, თან რაც მენიუში ქართული საჭმელებია, ვერა რაა. მარტო მე არ ვარ მაგ აზრზე, სხვა ქართველებიც იყვნენ და უკმაყოფილოები წამოვიდნენ. რაც შეეხება ხინკალს და ამერიკელებს. ვისაც გავასინჯე, დაშტერებული დავტოვე, ხშირად ვაკეთებ ხოლმე. რამოდენიმემ თვითონაც სინჯა გაკეთება, მაგრამ გამოუვიდათ "ხინკლი სუპი", ჩაეშალათ. აბა ხინკალს რომ საფუარიანი ცომით გააკეთებ, რა მოუვა? თანაც ქვაბზე თავსახურის დახურება არ ავიწყდებათ და თაიმერს უყურებენ. მერე იძახიან არ გამოგვდისო. მაშინ სანამ ბგერა ხ-ს არ იტყვით ვერ ეღირსებით ხინკალს, ხაჭაპურს და ჩახოხბილს მეთქი. პირველი ორზე გაქაჩეს, მაგრამ ჩახოხბილზე გაჭედეს, მაგ სიტყვაში ორი ხ არის და მაგას რომ ვამბობთ მერე ყელი გვტკივაო. |
Posted by: <<ეგოისტკა>> 12 Jan 2020, 21:24 |
levani169 აბა რა: ))) სახლისას არაფერი შეედრება და არც ისეთი ძნელი გასაკეთებელია რასაც ზემოთ წერენ და მითუმეტეს არც საზიზღარი კონსისტენციის გამოსვლია არსსროს იმისდამიხუდავად რომ იმ დღეს ვზელ ცომს როდესაც ხინკალს ვამზადებ : ))))) საოცრად ელასტიური ცომით,უგემრიელესი შიგთავსით და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი.. |
Posted by: thug 13 Jan 2020, 01:38 | ||
მაინც კაი სახინკლის ხინკალი მირჩევნია სახლისას... elchi
საქართველოს გარეთ უმეტესად ეგრეა მითუმეთეს თუ ვაფშე არა ქართველები ამზადებენ შეიძლება იყოს კარგი მაგრამ საქართველოში გაკეთებულ ქართულ საჭმელს ვერ შეედრება რაც არ უნდა იწვალო |
Posted by: donmixo777 13 Jan 2020, 12:58 |
სადღაც ერთი კვირის უკან თელავში მოვხვდი და როგორც იქნა ზოდიაქოს ხინკლები დავაგემოვნე ხინკალს არა უშავდა, ნუ შეიძლება ვთქვა რომ კარგი იყო მაგრამ აი ნადუღისა დაა სულგუნის ხინკალი იყო საოცრება.... აი საღოლ ძმაო, მართლა დონე იყო მწვადიც ისეთი კარგი მოიტანეს რომ აშკარად არ ვინანე მაგ სახინკლეში შესვლა, და აუცილებლად კიდე ვესტუმრები როცა თელავში ჩავალ |
Posted by: Keti-Ket 13 Jan 2020, 15:28 |
donmixo777 ბოლო პერიოდში სულ მსგავსი შეფასება მესმის ზოდიაქოს ორივე ფილიალზე. ნადუღის ხინკალზე უფრო კარგი შთაბაჭდილებები რჩება ვიდრე ხინკლის კლასიკურ ვარიანტზე. |
Posted by: donmixo777 13 Jan 2020, 20:29 |
Keti-Ket აი თბილისის ფილიალში არ ვყოფილვარ, იმედია აქაც კარგი ხინკალი და ნადუღის ხინკალი ააქვთ აი მწვადიც მგონია რომ აქაც კარგი ექნებათ აი თელავის ზოდიაქოს მწვადი მართლა კარგი იყო, აი ისეთი იყო ზუსტად როგორიც მწვადი უნდა იყოს..... |
Posted by: levani169 13 Jan 2020, 20:41 | ||
ნადუღისა არ ვიცი მარა ამ "ზავიდენიების" ხინკლებისა რაც არ მომწონს და ვარესიც,საძაგლობაა,არის ცომი. ცომი რომელიც ღორის ტყავივით მაგარია,არაა მოხარშული და საოცრად უგემურია ამასთანავე. სახლის ხინკალს კუჭს არ ვტოვებ...აი მაგ ზოდიაკისას კი ნახევარ ცომს ვტოვებ ხოლმე,კიდევ ერთი მინუსი,ცომი და ხინკალი დიდია (ზომაზე გაცილებით დიდი) და ხორცი ჩვეულებრივი ხინკლის დევს კიდევ,უნდა მიიმწყვდიო ხინკლის რომელიმე გვერდზე ხორცი და ისე უკბინო,სხვა გზას არ ტოვებენ! |
Posted by: Master_Nick 13 Jan 2020, 21:14 |
levani169 აბა გვანახე შენებური ხინკალი მე ცომი არ მომწონს როგორიც გამომდის, სქელი და უფრო მუქი ფერის. აი სახინკლის ხინკალში მომწონს ზუსტად თხელი ცომი და თეთრი ფითქინა ფერი წვენიც ნაკლები მრჩება ოჯახურ ხინკალში. |
Posted by: Keti-Ket 13 Jan 2020, 22:49 |
donmixo777 ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია გითხრა, თბილისის ზოდიაქოში როგორი ცუდი მწვადიც იყო, მასეთი მართლა არასდროს მიჭამია სხვაგან. პორციაც ძალიან პატარა და ხორცის მეტი ყველაფერი იყო. levani169 ამას მეც აღვნიშნავ ხოლმე. ძირითადად გიგანტური კუჭების ხარჯზეა ისიც დიდი. |
Posted by: BeerLover 13 Jan 2020, 22:52 | ||
თითქმის ყველგან ეგრეა ცომის მინიმუმ 50%ს ვტოვებ ხოლმე სადმე ხინკლის ჭამა რო მიწევს |
Posted by: elchi 13 Jan 2020, 23:49 |
ამ დღესასწაულებზე ამდენ სტუმარს არ ველოდებოდით, თითქმის ყოველდღე გვიწევდა გამასპინძლება. მეუღლე ჩემზე მაგარი კულინარია, ხილიანზე გაზრდილი, მაგრამ წარმოშობით კახელი ქალი, /გიჟდება კახელს როცა ვეძახი. არ ვიცი რატომ.LOOOL/ ისეთ ხაჭაპურს აცხობს, დასავლეთელებს რომ გაუკვირდებათ. ქართლელები და კახელები ხორცს არ უნდა მიგვაკაროთ, სასწაული რამეების გაკეთება შეგვიძლია. გუშინაც გვესტუმრნენ ჩვენი ქართველი ბავშვები, სტუდენტები არიან, აქ სწავლობენ უნიში. დავუშვით ხინკალი, ხაჭაპური, ტოლმა, ნამდვილი ინდაურის საცივი და ა.შ. დღეს დილით გამოვაღე მაცივარი და "გასასვლელი" არ არი, გამოვსებულია იქაურობა. შევხედე და ხინკალის ცომი მე დამრჩა, მეუღლეს კიდევ ერთმანეთში გადარეული მოცარელა-ფეტასთან ერთად ყველი შემორჩენია. ავიღე და ყველის ხინკალი გავაკეთე. უბომბესი რამე გამოვიდა. არავითარი პილპილი და წითელი წიწაკა, მხოლოდ კაი მსუყე არაჟანი ზემოდან. |
Posted by: levani169 13 Jan 2020, 23:55 | ||
კაი ხინკლებია გიო მარა ეგრე თუშურად დაბრტყელებული არ მიყვარს მე. ხინკალი უნდა იყოს (საჩემო) მსხლის ფორმის,კუჭის წვერზე რომ მოკიდო თითები და ისე გააქანო პირისკენ! რომ გავაკეთებთ (მე რა სახლში,მე მხოლოდ დროს ვინიშნავ ხოლმე დუღილისას ) მეც შემოგთავაზებთ ცხელ-ცხელ ხინკლებს! |
Posted by: iosebovich 14 Jan 2020, 01:15 |
elchi levani169 არადა ეგაა ნაღდი ხინკალი. უკუჭო. სუპერ რაა. ყოჩაღ გიორგი რა კარგი მოხვეულია რაა. მრავალს დაესწარით ... |
Posted by: elchi 14 Jan 2020, 10:51 |
levani169 iosebovich მეგობრებო, სულ ასე აკეთებდნენ ოჯახში ხინკალს ჩემები, ანუ უკუჭოს. ერთია კიდევ, შვილები პატარები როცა იყვნენ, ჯერ ხომ არ მაცდიდნენ მოხვევას, ცომს "მპარავდნენ" და ინდაურებივით ყლაპავდნენ. გავაკეთებდი კუჭიანს და მარტო ცომს გეახლებოდნენ. მოგივლით მე თქვენ, ავიღე და ეგეთების გაკეთება დავიწყე. მიეჩვია ხელი და ასე, ზოგჯერ 25 ნაოჭიანზეც ავდივარ. ნათქვამია, თვალი ჭამს და თვალი სვამს. რამეს რომ ვაკეთებ, ვერ მივაფუჩეჩებ. მეუღლე მსაყვედურობს, შენი გაკეთებული ხინკალი არ იჭმევა, სამზე მეტს ვერ მივირთმევო, ხაჭაპურის ხელებია და ხორცით არის გამოტენილიო. |
Posted by: levani169 14 Jan 2020, 12:00 | ||||
iosebovich
ვიცი,კარენოი თუშურია მასეთი სტილი! * * * elchi
მართალს გეუბნება,დაგვიჯერე კახელებს,ხინკალი უნდა იყოს ორი ჩაკბეჩა. |
Posted by: Jonatahn_smith 14 Jan 2020, 12:08 | ||
+1 ბოლო 3 ვიზიტი აქ განხორციელდა და მინდა ვთქვა რომ ძაან მაგარი ხინაკლი აქვთ (საქონლის) ლუდიც უმაგრესი |
Posted by: Master_Nick 14 Jan 2020, 14:53 |
elchi მშვენივრად გამოიყურება შენი ხინკალი, ზომა, ნაოჭები, ცომის ფერი სუპერ, ერთია მეც კუჭი დამაკლდა. ფარშს როგორი პროპორციით აზავებ? ძროხა/ღორის პროპორცია მაინტერესებს და შიგნით წვიანობას როგორ ღებულობ, ? რაიმე ბულიონს ხომ არ ამატებ ფარშში? ამ დღეებში ახალი რეცეპტით უნდა გავაკეთო და შემოგთავაზებთ ჩემს ნახელავსაც. |
Posted by: <<Innamorata>> 14 Jan 2020, 15:42 |
Master_Nick გასწავლო წვნიანი როგორ გამოგივიდეს?))))) |
Posted by: GEORGEXIII 14 Jan 2020, 15:44 |
დილიდან სამსახურში ზოდიაქოს ხინკალს გავიძახი |
Posted by: Master_Nick 14 Jan 2020, 21:02 | ||
აბა გამოუშვი, უნდა მასწავლო აბა რა უნდა ქნა |
Posted by: levani169 14 Jan 2020, 21:37 |
<<Innamorata>> აქანე რა ხდება ანუშკი,ყელის გამოწევით გინდა რომ გეხვეწოთ შენი მდიდარი კულინარიული გამოცდილების გაზიარება? |
Posted by: la reine 14 Jan 2020, 21:57 |
ხვალ დიდი დღეა, დიდი გადავწყვიტე ხინკალი მოვახვიო ცოტათი კი მეშინიასავით, ვაითუ ცომი ვერ მოვზილო როგორც საჭიროა, მაგრამ მაინც უნდა ვცადო. თუ მომეწონა, გავიპრანჭები აქ. თუ არადა :/ |
Posted by: <<Innamorata>> 14 Jan 2020, 22:21 |
Master_Nick ცომს რამდენი წყალი დასჭირდება მოსაზელად ,იმდენივე წყალი დაუმატე ფარშს)) სულ ესააა) * * * levani169 არა ლევან არაა ხვეწნა საჭირო:*))))) |
Posted by: ninicool 15 Jan 2020, 00:47 | ||||
levani169
აკი მოგეწონა ნაჭარმაგევის ხინკალი? ჩემი აზრით, ზოდიაქოს ხინკალს ეგ ჯობდა. * * * levani169
ეს შარშანდელებიც იყოს აქანე კახურები ეს გორულები მე ეგეთი კარგი არ გამომდის, როგორიც ჩემს მულს, მაგრამ ხო ვცდილობ მაინც )) |
Posted by: _GHOST_ 15 Jan 2020, 02:03 |
მოკლედ, 9 მთა-ს ტყუილად არ აქებთ, მართლაც საუკეთესო ხინკალი ჰქონიათ. :დ |
Posted by: donmixo777 15 Jan 2020, 15:07 | ||
Keti-Ket
ვააა ცუდია ამის დედა ვატირე, ხომ შეიძლება ქალაქში იყოს ისეთი ადგილი სადაც კარგი ხინკალი, კარგი მწვადი და კარგი ქაბაბი, - ერთად რომ შეჭამოს ადამიანმა??? ზოგან ხინკალია კარგი ზოგან ქაბაბი ზოგანაც მწვადი და თან ცოტა ნორმალური ფასებიც იყოს.... და არა ისე რომ ერთი ხინკალი 5 ლარი ღირდეს |
Posted by: Frankens†ein 15 Jan 2020, 15:11 | ||
donmixo777
ორი ტონა როა, მანდ ეგ სამივე ძალიან გემრიელი იყო. თუმცა მუხიანი და ვარკეთილი რა ქალაქია... |
Posted by: belimbor 15 Jan 2020, 15:24 |
ამ პავილიონ გარდენს რომ აქებენ წეროვანთანაა კოკა-კოლას ქარხანასთან, საუკეთესო ხინკალი გვაქვსო, დაკეპილი ხორცითო, გაგისინჯავთ ვინმეს? |
Posted by: donmixo777 15 Jan 2020, 16:51 | ||
Frankens†ein
თუ მართლა კარგია, მაშინ რატომაც არა ღირს ნამდვილად გასვლა მთავარია ყველაფერი ჯიგრული იყოს და არა ისე როგორც ბევს ქართულ ,,ზავიდენიებშია" |
Posted by: GEORGEXIII 15 Jan 2020, 16:52 |
belimbor ვა საინტერესოა მე პირველად გავიგე. |
Posted by: iosebovich 15 Jan 2020, 16:55 | ||
belimbor
ვერ ჩავაღწიე რაა. არადა ბევრი აქებს განსაკუთრებით ხინკალს და ქაბაბს. მოკლედ სანახავია ... |
Posted by: მამაო ენუქი 15 Jan 2020, 17:06 |
მაგ პავილიონში გემრიელი აქვთ ყველაფერი, მარა აი რაღაც განსაკუთრებული არაფერი არა აქვთ |
Posted by: la reine 15 Jan 2020, 17:18 |
ბავშვებო, დღეს პირველად მოვახვიე ხინკალი. შემაქეთ თუ შეიძლება რაა უზომოდ კმაყოფილი ვარ საკუთარი შემოქმედებით |
Posted by: Frankens†ein 15 Jan 2020, 17:40 |
la reine ვიზუალურად კარგად გამოიყურება. წვენიც აქვს. ცომის სისქეც კარგია. ერთადერთი შენიშვვნასავით - სახლში გაკეთებული ხინკალი კუჭიანად უნდა იჭმებოდეს. ამ ხინკალს რესტორნის კუჭი აქვს, ჩანგალი რო უნდა გაუყარო და ისე მიირთვა... |
Posted by: la reine 15 Jan 2020, 18:30 |
Frankens†ein მადლობაა:*)))) აჰა ანუ ეს კუჭი ცუდ ტონად ითვლება? ვიცი რასაც ამბობ, მაგრამ ეგ როგორ უნდა მოვახვიო არ ვიცი. თან ეს კუჭები იმიტომ მომწონს რომ ჩანგლით შეგიძლია ჭამო არც არავინ მყავს რომ ერთი მასტერ კლასი ჩამიტაროს. ამ მეგრელებს ხინკლის არაფერი გაეგებათ |
Posted by: Amigo-Amo 15 Jan 2020, 18:38 |
ფიქსიიირ. la reine მმმ, გემრიელად გამოიყურება. ზედა იუზერს დავეთანხმები დიდი კუჭების ამბავში. ასევე, მწვანილოვანი მოჩანს გულში აღარ შვრა მწვანილოვანები |
Posted by: levani169 15 Jan 2020, 19:33 | ||
la reine
ხოდა რით ვეღარ გაგათხოვეთ კახეთში,რა ვერ გაიყავით შენ და შაქრუამ ეგეთი?! კარგი ხინკალი ჩანს...თუმცა შენ რა არ გამოგდის სხვა რო! |
Posted by: Master_Nick 15 Jan 2020, 19:47 |
la reine ყოჩაღ შენ, ეგ თუ პირველი ხინკალია შემდეგი რა იქნება ხომ წარმომიდგენია ზომა სუპერ, ეგეთი წვნიანი როგორ მიიღე აბა მითხარი. კუჭიც მომეწონა, ერთი შეხედვით ნაკლი ვერ ვუპოვე. |
Posted by: la reine 15 Jan 2020, 20:11 |
Amigo-Amo იცი რა. რაკურსია რაღაცნაირი მართლა უფრო დიდი ჩანს ეგ კუჭი ვიდრე რეალურად არის. ეხა მთლად უკუჭოც არაა, არ მოვიტყუები მწვანილი კიდე მიყვარს, რა ვი levani169 მადლობა ლევან Master_Nick კი კი პირველია. უამრავ ვიდეოს გადავხედე იუთუბზე. ყველასგან რრაღაც რჩევა გავითვალისწინე და ეგეთი გამოვიდა. თუმცა ცომმა სერიოზულად დამღალა წვნიანი როგორ და ხორცი იყო ცხიმიანი + ფარშის წონის ნახევარი უნდა დაუმატო წყალი. მაგალითად, ფარში თუ არის ერთი კილო, წყალი უნდა ნახევარი ლიტრი. და გამოდის ეგეთი წვნიანი'აუუ იცი ნიკა რა გემრიელი იყო? გამოვშტერდი არ მეგონა პირველივე ჯერზე ეგეთი გემრილი თუ იქნებოდა |
Posted by: Master_Nick 15 Jan 2020, 21:12 |
la reine ყოჩაღი ხარ, ყოჩაღი ვა წყალი ბევრი დაგიმატებია. ფარშში ღორი/ძროხა რა პროპორციით აიღე? ამ ხინკლით შთაგონებული მეც უნდა გავაკეთო ამ დღეებში ცომი მაგარი დამღლელია, ნეტა გამზადებული ცომი არ იყიდება ? მეზარება მაგ ცომის მოზელა. მწვანილი ხინკალში მეც მიყვარს, უფრო ქალაქური ვერსიაა |
Posted by: Amigo-Amo 15 Jan 2020, 21:24 | ||
არა, წყალი აპრიორი არ განსაზღვრავს წვნიანობას 50%/100%-ზე კი არა, მინ. 60%-ს მაინც ვუშვრები უმეტესწილად, თუმცა, უფრო ხშირად ნორმ. წვენით გამოდის. ვერ გაიგებ მოკლედ, ერთხელ ერთი და იგივე პროპორციებით შეიძლებაძალიან წვნიანი იყოს, მერედ და მესამედ საერთოდ არა. |
Posted by: levani169 15 Jan 2020, 21:35 | ||||
კი,მასეა.წყალი რამდენიც არ უნდა დაასხა თუ ფარში საკმარისად ცხიმიანი არ იქნება მაინც კოშტი დარჩება ხორცი. საუკეთესო ხინკალი გამოდის ღორის ნაყელურისგან,ცხიმია სხვანაირი და გემრიელი. ზოდიაქოს ხინკლის ფარშის საიდუმლოსაც გაგიმხელთ (მეზობლის ძმისშვილის ცოლის და მუშაობს დაცვაში),საქონლის ხორცი და ღორის ქონი (სალოს მასალა) ერთი-ერთზე...ეგაა და ეგ! |
Posted by: la reine 15 Jan 2020, 21:38 |
Master_Nick აუუ ხოო. ცომი არის მკვლელი, მაგრამ.რაღაც პატარა ნიუანსებია, რომელიც ცოტათი აიოლებს პროცესს. მოგწერ მერე.. , ღორი და ძროხა ერთი ერთზე... ცხიმიანი ნაწილები. მწვანილი მხოლოდ ნედლი ქინძი დავამატე...ისეთი კარგი ბუკეტი შეიკრა მოკლედ გემოები არ დახტუნავდნენ თავის ნებაზე Amigo-Amo ნამდვილად ასეა. წვნიანობას განსაზღვრავს ცხიმის რაოდენობა. წყალი ალბათ ეხმარება ცოტათი |
Posted by: ninicool 15 Jan 2020, 23:22 | ||||
la reine
კარგა ბლომად წყალს ვუკეთებ და სანამ მოხვევას დავიწყებ, ცოტა ხანს საყინულეში ვდგამ, რომ არ გაჟონოს წყალმა ხინკლიდან. აქ მასწავლა ვიღაცამ ეგ მეთოდი. ალბათ ლუტა იქნებოდა, აღარ მახსოვს. * * *
პერფექციონისტი ხარ, რაა. იმდენი ეჭიდავე, მაინც სრულყოფილება გააკეთე. #ყოჩაღმალადეც |
Posted by: la reine 16 Jan 2020, 00:22 |
ninicool ნუ მაწითლებ მადლობა:* შევეცადე მთელი ძალით საყინულის იდეა მომეწონა. |
Posted by: iosebovich 16 Jan 2020, 01:19 |
la reine ვიზუალურად ძალიან კარგია. პირველი ჯერისთვის ხო სუპერ. ეხლა შიგთავსს რაც შეეხება სურათზე რასაც ვხედავ ფარშსს მოხარშვა აკლია, სიწითლე არ უნდა გასდევდეს და წვენი ძალიან ცხიმიანია. ეგეთი ზეცხიმიანი არაა რეკომენდირებული მითუმეტეს თუ ღორის ცხიმია. მთაში საერთოდ არ ყავდათ ღორები. ეგ არაფერი, შემდეგ ჯერზე უკეთესი გამოვა აუცილებლად |
Posted by: elchi 16 Jan 2020, 02:05 |
მაინც უნდა მათქმევინოთ. ბურვაკის ნეკნებს რომ ხარშავთ, ის დარჩენილი წვენი სად მიგაქვთ? ან კიდევ ხაშლამის წვენს რატომ არ ინახავთ? ფარშში ბურვაკის ნახარში გაურიეთ და ისე გაათხელეთ, მოხარშვისას კიდევ საქონლის ნახარშში მოხარშეთ. ახლა ვერ ვნახე, 2005-ში დავწერე ემიგრანტების საითზე ხინკალის რეცეპტი, ვიპოვი და წაგაკითხებთ, ბევრს გამოადგება. |
Posted by: Amigo-Amo 16 Jan 2020, 10:24 | ||
აუ, თან რა პახმელიაზე ვააარ |
Posted by: ADUA 16 Jan 2020, 12:53 | ||
la reine
მეც გიქებ ნახელავს ყველაფერი გადასარევია |
Posted by: BeerLover 16 Jan 2020, 12:59 |
გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რო 9 მთას ხინკალი ქალაქში საუკეთესოა la reine ძალიან მაგრად გამოიყურება, ყოჩაღ ფარში რისია? პ.ს. პავილიონში ერთხელ ვიყავი და მეორედ მანდ წამსვლელი არ ვარ ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ რამე ისეთი რო მანდ მისვლა გიღირდეს არა, ქალაქში რო იყოს შევივლიდი ხოლმე ალბათ 2 თვეში ერთხელ |
Posted by: Frankens†ein 16 Jan 2020, 13:31 | ||||
la reine
არა, ცუდ ტონად არ ითვლება. უბრალოდ როგორც ამბობ, ეგ უფრო სარესტორნო ხინკლის კუჭია, ჩანგალს რო გაუყრი და ისე შეჭამ. სახლში გაკეთებულ ხინკალი მაინც უნდა მიირთვა ისე, როგორც წესია - ხელით. ხელით ჭამისას კი მაგხელა კუჭი არაა საჭირო, ხინკალს კუჭით არ უნდა აიღო. სახლში გაკეთებულო ხინკალი უფრო სიგემრიელესთან ასოცირდება და ეგ კუჭი, მაგ ასოციაციას არ იწვევს და პირველად განწყობას არ ქმნის როგორ კეთდება არასქელი კუჭი, არ ვიცი რამდენჯერაც მომიხვევია, თავისით გამოდის. რო მოახვევ, ძირშივე უნდა გააკუჭო თითებით და პატარა გამოვა. ესე ვერ ვხსნი, სიტყვებით
კუთხე, სადაც საუკეთესო ხინკალი მიჭამია და ვჭამ, კახეთია |
Posted by: Amigo-Amo 16 Jan 2020, 13:38 | ||
ძირში რომ გააკაუჭებ, მერე დიდი რისკია, რომ ჩაიშალოს/გასკდეს. ისე, საინტერესოა, მთიულების კერძს კახეთში უფრო კარგს რატომ აკეთებენ ჩემი მეუღლეც ქიზიყიდან არის და სასწაულ ხინკალს აკეთებენ სულ და საერთოდ, მაქეთ სადაც მიჭამია, ყოველთვის გემრიელია. მთიულურის ხსენებაზე, ცხვრის ხინკალი მომენატრა ისე, ცხვრის ხინკალზე გამახსენდა, რომ რამდენჯერაც გავაკეთეთ, ზე წვნიანი გამოდიოდა (ზემოთ რომ ვმსჯელობდით). |
Posted by: Frankens†ein 16 Jan 2020, 13:50 | ||||
Amigo-Amo
კი, რისკი არის. სახლშიც რო ვაკეთებთ, 20-დან ერთის კუჭი შეიძლება გაიხსნას ხოლმე ამორევის დროს. უბრალოდ დანაკარგი ღირს იმად, რასაც იღებ.
იმიტომ, რომ ღორის ხორცია კახურ ხინკალში. |
Posted by: diliskaptenachunchxa 16 Jan 2020, 14:37 |
რას წვალობთ ცომზე ამდენს?! მაღაზია ცომი ქუთაისის ქუჩაზე.ყველანაირი ცომი (პილმენის,ხინკლის ვარენიკის) გაყინულ მდგომარეობაში. მომხმარებელი ვარ მაგათი, ცუდი არ იფიქროთ... |
Posted by: Keti-Ket 16 Jan 2020, 14:38 |
და ცხვრის ხინკალი სად გეგულებათ თბილისის მასშტაბით? ერთ-ერთ დაწესებულებაში შევუკვეთე რამდენიმე თვის წინ და ჩვეულებრივი, შერეული ფარშით მომიტანეს. |
Posted by: Frankens†ein 16 Jan 2020, 14:41 | ||
კოლხეთი როა სანაპიროზე მანდ შევუკვეთე გასასინჯად და ისეთი უგემური რაღაც მოიტანეს, ცხოვრებაში აღარ მაქვს ცხვრის ხინკლის ჭამის სურვილი. გინდაც ამ კონკრეტული სახინკლის ბრალი იყოს... |
Posted by: Amigo-Amo 16 Jan 2020, 14:48 | ||
შეიძლება მაგრამ, ღორის ხორცს ყველა ხმარობს მგონი (მთიულების გარდა), მხოლოდ საქონლის ხორცით არც გამოდის კარგი. |
Posted by: Frankens†ein 16 Jan 2020, 14:56 | ||||
კახეთში ღორის ხორცის წილი მეტია, ვიდრე საქონლის. სახინკლეებში შერეული როა ხინკალი, ძირითადად ღორის წილი ცხიმზე/ქომზე მოდის, კარგ ხორცს არავინ აფუჭებს, რატო გადაიხადნონ ძვირი კარგ ხორცში. სახლში კიდე ყოველთვის კარგი ხორცისგან კეთდება. |
Posted by: ADUA 16 Jan 2020, 15:02 | ||||
Amigo-Amo
სახლში ყოველთვის უკუჭოს ვახვევთ არ სკდება მშვენიერი გამოდის
დაზუსტებით ვერ გეტყვი მაგრამ არსებობს ასეთი ჯიში “კახური ღორი“ შეიძლება ერთი მიზეზი ეგ იყოს ლაგოდეხში სასტუმრო “ვილა ლაგოდეხი“ ში გაგვიმასპინძლდენ კახური ღორის მწვადით ჰმერთოოოოოო კარქი იყო ნამეტნავად ეგეთი მწვადი არსად გამისინჯავს |
Posted by: Amigo-Amo 16 Jan 2020, 15:05 |
Keti-Ket ვერსად. თბილისში კი არა, მთიულეთში ვერ შეჭამ მგონი |
Posted by: la reine 16 Jan 2020, 15:27 |
iosebovich უი რას ამბობ ხინკალში ვარ ახალბედა, თორემ ზოგადად კულინარიაში ბევრი ვერ დამიდგება ანუ იმის თქმა მინდა რომ ხორცის მოხარშვა არ მეშლება. ამოტივტივების მერე 10 წუთი იხარშებოდა. ADUA მადლობაა BeerLover მადლობა, ზაზა:*))) შერეულია. ერთი-ერთზე ღორი და ძროხა... * * * Frankens†ein ეგრე ვცადე, მაგრამ გაიხსნა და აღარ გავაგრძელე |
Posted by: Frankens†ein 16 Jan 2020, 15:40 | ||||
la reine
მთავარია გემრიელი იყოს და შენ მოგწონდეს. ტექნიკას დახვეწავ დროთა განმავლობაში მითუმეტეს რომ გეხერხება, აქაურ პოსტებზე დაყრდნობით ნამდვილად შეიძლება მაგის თქმა
შემდეგში 60-40 სცადე აბა, თუ მისაღებია შენი ორგანიზმისთვის/რეცეპტორებისთვის მეტი ღორის ხორცი... კახეთში მარტო ღორის ხინკალიც მიჭამია... ოღონდ თითებსაც ვაყოლებ და შერეული ხორცი გამოდის მაინც პ.ს. ისე, ღორის ხორცს რომ უნდა მოვედრიდოთ და ძროხის ხორცია სასარგებლო, ეგეც სტერეოტიპია, აქაური. ჩემმა დეიდაშვილმა გერმანიაში იმშობიარა და ღორის ხორცს აჭმევდნენ სამშობიაროში, სასარგებლოაო... ჩემი სიძეც გერმანიაში მუშაობს, ექიმია და იქ არ არის მასეთი მიდგომა რომ ღორის ხორცი "მაწყინარია"... |
Posted by: Harrison Stafford 16 Jan 2020, 19:36 |
დავფიქსირდები თქვენის ნებართვით |
Posted by: levani169 16 Jan 2020, 19:40 | ||
ეხ .......... მე მაწყინოს ისევ! |
Posted by: Amigo-Amo 16 Jan 2020, 21:24 | ||
მეც მაქვს 2-ჯერ ნაჭამი, მომეწონა, მაგრამ: ხორცი იყო მშრალი და ვერ ვიტყოდი, რომ მეორედ და მესამედ კიდევ შევჭამდი დიდი სიამოვნებით, ცხიმიანია და მძიმე. |
Posted by: belimbor 17 Jan 2020, 09:40 |
გუშინ ვიყავი პირველად ზოდიაქოში და საკმაოდ გემრიელი იყო. ნადუღის ხინკალი ვარენიკს ჰგავდა, მაგრამ ერბოთი ეგეც მომეწონა, ისე ძალიან მშრალია. ხორცის ხინკალი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა რაც მიჭამია, შემდეგ ჯერზე აუცილებლად გავსინჯავ საფირმოს. ცუდი ისაა, ზედმეტად ბევრი ხალხია და მიმტანებს ავიწყდებათ რას უკვეთავ უყურადღებო მომსახურებაა რა |
Posted by: Trump 17 Jan 2020, 09:59 | ||
belimbor
მარილიანი არ იყო ხინკალი? |
Posted by: belimbor 17 Jan 2020, 11:06 |
Trump ალბათ ინდივიდუალურია, შეიძლება ოდნავ კი, მაგრამ გამაღიზიანებლად არა. თუმცა, ვისთან ერთადაც ვიყავი, იმათგან ზოგს გართულება აქვს მარილზე და არც იმათ უთქვამთ რამე. მოეწონა ყველას. შეიძლება პირველად მისვლის ეფექტი იყო, მაგრამ მაინც კარგი. თუმცა, ვერ ვიტყვი რომ მაგალითად კახელების ხინკალს ჯობდა, ერთ დონეზე დგანან ალბათ, ფასის გამო ზოდიაქოსი გამოდის უკეთესი. |
Posted by: iosebovich 17 Jan 2020, 11:18 |
belimbor რომელ ზოდიაქოში იყავი თბილისში ? ჭანტურიაზე ? მე ამჟამად მგონია რო თბილისში ერთერთი საუკეთესოა. |
Posted by: Trump 17 Jan 2020, 11:22 |
belimbor მე რასაც დავაკვირდი. კახეთშიც და აქაც ფარშზე დაყრილია მარილი ოხრად. დანარჩენი რავიცი, თუ მარილმა შთანთქა მთელი გემო, ხინკალი სადღაა.. სტაბილური ხინკალი არ არსებობს თბილისში. ეხლა ახალი გაიხსნა ვაკ-საბურთალოზე პანორამა და მანდ ამბობენ კარგი აქვთო.. გასასინჯია. |
Posted by: belimbor 17 Jan 2020, 11:37 |
iosebovich ჰო ჭანტურიაზე. კლიკესაც გავსინჯავ და ჩემს პოზიციას ვიტყვი ჯერჯერობით, ზოდიაქო და კახელები. Trump ჰოდა ძალიან ინდივიდუალურია ეგ სიმლაშე რა, შეიძლება ერთ დღეს გადაამლაშეს პირდაპირი და ირიბი გაგებით ჰო, HB-ს ხინკალი რა კარგი იყო თავიდან და ნელ-ნელა დააპატარავეს და ფასი მოუმატეს. ახლაც არაუშავს, მაგრამ გაგოიმებენ რა |
Posted by: Amigo-Amo 17 Jan 2020, 13:58 | ||
+1 ამიტომ აღად დავდივარ მანდ. რაღაცნაირი "შინაურული" პონტიაო თითქოს. ვრეკავთ, ვითხოვთ ადგილის დაჯავშნას და სულ გვპასუხობენ, რომ არ არის ადგილები. შემდგომ მიდიხარ ადგილზე და მინ. 3 ადგილი დარეზერვებულია. მენეჯერი თუ ვიღაც საღამოს 7 საათზე მეუბნება, რომ ეგ ადგილები 3 საათის უკან დაიჯავშნაო. ანუ რა გამოდის? 4 საათი ასე აჩერებენ? ასევე, პერსონალი ძალიან ცუდად გემსახურება. მიმტანი გოგონა გვესაუბრებოდა საღეჭი რეზინის ტყლაშუნით. დიდ დიღომში ვცხოვრობ და იქ გასვლას, შემდგომ ლოდინს მინ. 40 წუთი (ისიც ადგილი ან იქნება, ანა არა), მირჩევნია, რომ სახლში მოვახვიოთ. თან ჯავახები ვართ ჩვენ და ცომთან მუშაობა არ გვეზარება |
Posted by: GEORGEXIII 17 Jan 2020, 14:12 |
belimbor თბილისის ფილიალში იყავი მეგობარო? |
Posted by: BeerLover 17 Jan 2020, 14:25 | ||
არსებობს კახელებშიც და 9 მთაშიც გახსნის დღიდან 1%ით არ შეცვლილა ხინკალში არაფერი, ყოველთვის ერთნაირია |
Posted by: belimbor 17 Jan 2020, 14:39 |
GEORGEXIII კი თბილისში. Amigo-Amo რაღაც აი ძალიან უმნიშვნელოდ გრძნობ თავს. თავიდან გაგვაფრთხილეს, რომ 1 საათი დააგვიანდებოდა ხინკალს, თან სამზარეულო მალე იკეტებოდა და ხინკლის გარეშე რომ არ დავრჩენილიყავით, შევუკვეთეთ და დანარჩენს მერე გეტყვით-თქო. კარგიო და მენიუ წაიღო ძლივს დავიბრუნეთ, რაღაცები დავამატეთ და კარგიო, ეგრევე წავიდა. ფრი არ მოგვიტანეს, არადა ქვითარში ეწერა გადახდისას. ხინკალი ნამდვილად კარგი იყო. მეც კი ვარ კახელი, მაგრამ ხინკლის ცომსაც ვერ გავაკეთებ BeerLover ეგ 9 მთა ისაა, ტაბიძეზე რომაა? |
Posted by: BeerLover 17 Jan 2020, 15:03 |
belimbor კი ეგაა....... |
Posted by: belimbor 17 Jan 2020, 16:30 |
BeerLover მანდ საოცრად ცუდი ოფიციანტი შეგვხვდა და იმის მერე არ ვყოფილვარ. ხინკალი არ მიჭამია, მაგრამ რაც შევუკეთე, ყველაფერი აურია. თუ ადგილზე მოხარშული ლუდი გიყვართ და მაინდამაინც ხინკლის მიყოლება არ არის პრიორიტეტი, მე Number 8 Bar and Grill-ს გირჩევდით. სადაც ბაკალი ლუდი 4-7 ლარებში მერყეობს და არაფრით ჩამორჩება 9 მთის 15 ლარიან ლუდებს, პლიუს გემრიელი სამზარეულო აქვთ, ოღონდ ქართული არა, მე მაგალითად გირჩევდით ნაჩოსს ყველით, რომელიც ძალიან უხდება ლუდს და დიდი პორციაა. ორჯერ ვარ ნამყოფი და იმდენად კარგი მიმტანები ჰყავთ, რომ გსიამოვნებს მანდ მისვლა. პლიუს რამეს რომ უკვეთავ (ეს ქართული ფენომენი ), welcome shot-ებით გასაჩუქრებენ. |
Posted by: Keti-Ket 17 Jan 2020, 16:50 | ||
belimbor მარილიანობაზე მგონი თელავის ზოდიაქოს აქვს პრობლემა. აქაურ ზოდიაქოზე არ მსმენია მსგავსი გამოხმაურება Amigo-Amo
აი, ეს რომ შევნიშნო სადმე ცხოვრებაში აღარ კი არა უბრალოდ ვეღარ გავეკარები იმ დაწესებულებას. |
Posted by: BeerLover 18 Jan 2020, 00:12 |
belimbor რაღა 15 ლარიანს მიადექი 80ზე მეტი სახეობის ლუდია და 15 ლარი ყველაზე ძვირები ღირს უმეტესობა 7-8 ლარია, ბრიუდოგები, სტოუნები, თვითონ 9 მთა და ა.შ. |
Posted by: ilia132 18 Jan 2020, 00:23 | ||||
Keti-Ket
რამდენიმე დღის წინ გეახელით თელავის ზოდიაქოს ხინკალი და მსგავსი პრობლემა არ შემინიშნავს. ყველაფერი იდეალური იყო BeerLover
კახელები ვიცი და აი 9 მთის ხინკალი არ გამისინჯავს. კაი ხანია აღარ შემიხედავს და უნდა შევუარო უახლოს ხანში |
Posted by: BeerLover 18 Jan 2020, 00:44 |
ilia132 მე და ჩემ სამეგობროს სულ მაგაზე გვაქვს კამათი, კახელების ხინკალი ჯობია თუ 9 მთასი მე პირადად მემგონი კახელების მირჩევნია ცოტათი, მაგრამ უმეტესობა 9 მთასკენ იხრება ხოლმე ორივეგან ძვირია, მაგრამ ღირს რა... სხვაგან ეგრე სტაბილურად არსად არ არის მაგარი ხინკალი და პლიუს არამგონია მსგავსი ხარისხიანი ინგრედიენტებით სხვაგან აკეთებდნენ |
Posted by: ilia132 18 Jan 2020, 00:52 |
BeerLover მე კახელების ხინკალი დიდად ვერ მაღფრთოვანებს. აი თელავის ზოდიაქოს რო ვესტუმრები ხოლმე მავიწყდება ყველა ხინკლის გემო აუცილებლად გავსინჯავ 9 მთაშიც და ვნახავ რა ბიჭია |
Posted by: BeerLover 18 Jan 2020, 00:55 |
ilia132 თელავის ზოდიაქო სხვა სამყაროა რა თქმა უნდა კაი ხანია არ ვყოფილვარ, გააფუჭესო ამბობენ, მაგრამ სანამ ჩემით არ დავრწმუნდები, არ დავიჯერებ |
Posted by: ilia132 18 Jan 2020, 00:58 | ||
BeerLover
რამდენიმე დღის წინ ვიყავი და რავიცი გაფუჭებულის ვერაფერი შევატყე ისევ ისეთი გემრიელი იყო, როგორც ადრე სხვათაშორის ჩემმა რამდენიმე მეგობარმა და თანამშრომელმაც მითხრა იგივე და სპეციალურადაც წავედი სიმართლე რო ვთქვა, მარა კლასი იყო რა. აი კარგად ვისიამოვნე. ეგაა ლუდი არ უვარგათ კაპიკად. იმ ხინკალს რაგნარი როგორ უნდა აკადროს კაცმა |
Posted by: BeerLover 18 Jan 2020, 01:02 |
ilia132 მანდ ადრე ნაბახუსევზე მივდიოდით ხოლმე, დილით ადრე გავიდოდით, კაი ხინკალს მივცემდით და მერე ჩვენ თელაველ ძმაკაცთან ვაგრძელებდით ქეიფს კარგი ღვინო, მწვადი, ხაშლამა და ა.შ. ვრჩებოდით ხოლმე როგორც წესი, მეორე დილით ჩიხითმა ან რამე საპახმელიო, მერე ისევ ზოდიაქო და მოვდიოდით უკან... უფ მომინდა ძირითადად ვინც იტეხავდა ხოლმე ამ ამბავს, საქართველოში აღარ ცხოვრობს და მაგის მერე არც ვყოფილვართ, თან ეს ჩვენი თელაველი ძმაკაციც იშვიათად არის უკვე თელავში და მარტო ხინკლის გამო წასვლაც გვეზარება... |
Posted by: ilia132 18 Jan 2020, 01:08 | ||
BeerLover არადა რადროს ვარ შტრაფნოიზე რა შრატი მაქ გაკეთებული და 6 თვე წვეთს ვერ დავლევ. კიდევ დიეტაზე ვარ შემჯდარი. გავსკდი ამ მოხარშული კარტოფილისა და მაწვნის ჭამით დიეტა როგორც დამიმთავრდება ეგრევე უნდა დავეცე კიდევ, თან თვის ბოლოს იუბილეც მაქ და იქნება გავგაზო კიდეც ზოდიაქოში
ხო რავიცი, მე რამდენჯერაც მივედი იმდენჯერ ხოშიანი ხინკალი ვჭამე და დანარჩენზე ტავს ვერაფერზე დავდებ |
Posted by: BeerLover 18 Jan 2020, 01:10 |
ilia132 აუფ 6 თვე ტეხავს ვირუსი მქონდა ეხლა, 10 დღე არ დამილევია ლუდი და ეგ იყო ჩემი რეკორდი გამოვედი თუ არა ეგრევე მივადექი ბელგიურებს და ავინაზღაურე |
Posted by: ilia132 18 Jan 2020, 01:16 | ||||
BeerLover
მაგრად, მარა რას ვიზამ. როგორმე გადავიტან და მერე ერთ მშვენიალურ სიას შევადგენ ლუდებისას შენი დახმარებით და ერთიანად ავინაზრაურებ
ამ ბოლო დროს ბელგიურებმა ძაან დამიპყრეს. სხვას ვერაფერს ვეკარები |
Posted by: BeerLover 18 Jan 2020, 01:18 |
ilia132 სიამოვნებით ერთადაც დავლიოთ თუ გექნება სურვილი პ.ს. 13 ივნისის წყალდიდობა რო იყო, მანდ მერე ტეტანუსზე იცრებოდა ხალხი, ვინც ვეხმარებოდით შემდგომ პერიოდში და რო მითხრეს აცრის მერე ვეღარ დალევო, მეთქი ინფექცია მომკლავს თუ ულუდობა რა მნიშვნელობა აქვსთქო და აღარ ავიცერი |
Posted by: ilia132 18 Jan 2020, 01:25 | ||||
BeerLover
რა თქმა უნდა, სიამოვნებით. რა ჯობია კაი ლუდის დალევას კარგ ხალხთან კარგ გარემოში
პრინციპში სწორი გადაწყვეტილება მიგიღია. |
Posted by: BeerLover 18 Jan 2020, 01:26 | ||||
ilia132
თურმე კი გაამართლა |
Posted by: iosebovich 18 Jan 2020, 18:57 |
დიდი ხანია თელავის ზოდიაქოში არ ვყოფილვარ.ვროცა ვიყავი იყო სუპერ და რჩება ჩემთვის ნომერ პორველად. მერე აქ დაწერეს გააფუჭესო კინაღამ დავიჯერე და მაგის მერე ისეთი სახინკლეები აქეს რო მივხვდი ხინკლის თემისგან შორს არიან ძალიან. ქართული ზღაპრისა არ იყოს სანამ შენი თვალით არ ნახავ სხვისას ნუ დაიჯერებო. არაფერი ძნელი არაა თელავის დაგეგმვა, მოვიცალოთ და წავიდეთ. ილია ტყუილს არ იტყოდა |
Posted by: Master_Nick 18 Jan 2020, 20:04 |
iosebovich თელავის ზოდიაქოში როგორ ხინკალიც იყო ისევ ისეთია, არაფერი არ შეცვლილა, შეიძლება ყოველდღე ერთნაირი ვერ იყოს, მაგრამ მთლიანობაში ხარისხი უჭირავთ, ხინკალი ახალი ქართული ხორცით კეთდება და ყველაზე გემრიელია ჩემი რეცეპტორებისთვის. |
Posted by: la reine 18 Jan 2020, 20:06 |
Master_Nick ნიკოლოოოზ მართლა აკეთებ ხინკალს? გინდა გაგიზიარო ცომის ნიუანსები ისე რომ მაჯები მთელი შეგრჩეს? |
Posted by: მამაო ენუქი 18 Jan 2020, 20:07 |
Master_Nick ორჯერ ვიყავი ამ ბოლო დროს, პირველად ძალიან გემრიელი იყო, შეკრული ხორცით და წვნიანი, ბოლოს რომ ვიყავი ფარში დაშლილი იყო, გემრიელი კი იყო მარა არის განსხვავება, აი კახელებში და 9 მთაში სულ ერთნაირია. |
Posted by: Master_Nick 18 Jan 2020, 20:16 |
la reine კიიიი ხვალ მაქვს ხინკლის დღე, ჩემი და მოდის ოჯახით და ხინკალფართი გვაქვს გამოცხადებული (ნათლულებს ველოდები), მაჯებს ვავარჯიშებ დღეს მთელი დღე გამოუშვი მამაო ენუქი ვერ დავიჯერებ რომ ერთი და იგივე ხარისხის ხინკალს სადმე აკეთებდნენ ყოველდღე, წარმოუდგენელია ეგეთი რამე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თუ ყოველდღე ახალი ხორცით კეთდება ხინკალი, მარტო ხორცის სხვაობის გამო ვერ იქნება ერთნაირი. |
Posted by: მამაო ენუქი 18 Jan 2020, 20:20 |
Master_Nick სტრუქტურას ვგულისმობ, გემოში მცირე განსხვავება ყოველთვის იქნება. |
Posted by: Master_Nick 19 Jan 2020, 17:42 | ||
აბა როგორ მოგწონს ვიზუალი? გემო საოცარი აქვს. |
Posted by: MasterJC 19 Jan 2020, 20:57 |
BF გლდანი მთიულური ხინკალი. მარილი აკლია. გემო არაფერი განსაკუთრებული თხელი ცომი. 7/10 ქალაქური ხინკალი. იგივე ობიექტი ძალიან მჟავე იყო გემოზე 6/10 ამას ბევრად სჯობს ზოდიაქოს ხიბკალი დაჟე ჩემო კარგოს ხინკალი ამაზე უკეთესია ბიეფში ხინკალზე მოსვლა არ ღირს. ისე კაი გარემოა |
Posted by: la reine 19 Jan 2020, 22:57 |
Master_Nick ვიზუალი ისე რა მაგრამ მჯერა რომ გემო მართლაც საოცარი აქვს ყოჩაღ, ბევრი გიშრომია |
Posted by: Master_Nick 19 Jan 2020, 23:05 |
la reine ეხლა შენ სხვა ხელი გაქვს ცომის ჯადოქარი ხარ, შენ რას შეგედრები. ვიზუალზე მეც არ მომწონს, გემოზეც სამუშაო მაქვს. ფარშში ძირა/კვლიავი იხმარე? |
Posted by: la reine 19 Jan 2020, 23:13 |
Master_Nick ძირა ძაან ცოტა. ორ კილო ფარშზე ერთი ჩ.კ. მხოლოდ. ))) |
Posted by: ADUA 19 Jan 2020, 23:23 | ||
Master_Nick
ღმერთმა შეგარგოს სახლში როცა ვაკეთებ ვიზუალს მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ |
Posted by: max-14 20 Jan 2020, 16:41 | ||
|
Posted by: Amigo-Amo 20 Jan 2020, 17:17 | ||
ვიზუალზე შენვე გექნება პასუხი კი, გენდობი, საოცარი გემო ექნება, მაგრამ გაგვასინჯე, რომ დავწრმუნდეთ მაინც |
Posted by: iosebovich 25 Jan 2020, 11:44 |
აბა რა ხდება? ახალი არაფერი გამოჩნდა ? |
Posted by: Amigo-Amo 25 Jan 2020, 12:17 | ||
ახლა ვემზადებით. ბატი შეიწირა. ფარშს გავატარებთ და მოვახვევთ. სურათებს ჩავყრი :* |
Posted by: Мiami 25 Jan 2020, 13:59 |
კლიკე საუკეთესოა რაც გავსინჯე ხორციც და ნადუღიც თბილისის ზოდიაქო კაია მარა არაფერი განსაკუთრებული |
Posted by: Master_Nick 25 Jan 2020, 20:18 | ||
აბა ,,პანორამას" ხინკალი გასინჯე თამარაშვილზე, ორნაირი აქვთ, ქალაქური და ბებოს ხინკალი (უფრო სახლში გაკეთებულის მსგავსი). ორივე მომეწონა * * * Amigo-Amo მესხური ხინკალი? ვარძიაში მაქვს გასინჯული ბატის ხინკალი და გემო დღემდე მახსოვს ისეთი გემრიელი იყო |
Posted by: Amigo-Amo 25 Jan 2020, 20:29 |
აბა მოვიდაააა... * * * |
Posted by: Master_Nick 25 Jan 2020, 20:46 |
Amigo-Amo შეგერგოს, შეგერგოს, ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება მთლიანად ბატის ხორცით არის ფარში თუ ძროხაც გარეულია? |
Posted by: Amigo-Amo 25 Jan 2020, 21:06 | ||
შიგთავსი სრულად არის მხოლოდ ბატის. შენ რომელი მესხური ხინკალი (იგივე აპოხტი) გაქვს ნაჭამი, ეს ის არ არის მე ვარ მესხი და აპოხტზე ვარ გაზრდილი, თუმცა, შემდგომ, როდესაც ქიზიყელების სიძე გავხდი, აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლის ოჯახს ტრადიციად ჰქონდა დღესასწაულებზე ბატის ხორცისგან (ოღონდ ჩვეულებრივი ფარშისგან) მომზადებული ხინკალი. მე არ მქონდა ასეთი გასინჯული, რადგან აპოხტი სხვა ტექნოლოგიით მზადდება ( ბატი უნდა დაიკლას და გამოშრეა/დავიჩინედეს მესხური ტექნოლოგიით). |
Posted by: Master_Nick 25 Jan 2020, 21:23 |
Amigo-Amo ვარძია რესორტში მაქვს მონაწილეობა მიღებული კლასიკური მესხური ხინკლის გაკვეთილში მონაწილეობა მესხმა ბებოებმა გაგვაკეთებინეს ჩვენი ხელით ხინკალი, თუმცა იმ ხინკალში 100% ბატი არ ყოფილა როგორც მახსოვს ის აპოხტა ვიცი სხვა ტიპის ხინკალია, ძალიან გემრიელია. ვა მთლიანად ბატის ხორცით ძალიან ცხიმიანი გამოვიდოდა არა? |
Posted by: Amigo-Amo 25 Jan 2020, 21:41 | ||
კონკრეტულად ჩემ მიერ დადებულ სურათებში ცხიმიანი ბატია (ცოტა ზროსლი და კარგად ნაჭამი იყო ). უმეტესად ასეთი ცხიმიანი არ არის ხოლმე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რაღაც დოზით ცხიმიანი მაინც გამოდის ყოველთვის. მაგრამ, ეს ცხიმი არასდროსაა მსუყე და რთულად მოსანელებელი/შემაწუხებელი, როგორც სხვა ცხოველური ცხიმები. |
Posted by: iosebovich 25 Jan 2020, 23:01 |
Amigo-Amo ვაა რა კარგად გამოიყურება ეე მარა მომკალი და არ მგონია საქონლის ხორცისას ჯობდეს. ზოგადად ფრინველის ხორცი ხინკალში არაა მიღებული გინდა ბატი იყოს გინდა ფარშავანგი რავი თუ ვცდები მე მაპატიეთ ... |
Posted by: fermina 25 Jan 2020, 23:15 |
ალბათ გემრიელი იქნება, მაგრამ სავარაუდოდ ტრადიციულზე უკეთესი ვერა და ჩემი მოკრძალებული აზრით, ბატი ხინკალში არ უნდა "გაფუჭდეს" ასე მგონია, ბევრად გემრიელი იქნება შემწვარი, თავის სატენით, ან რამე სხვა კერძში, მაგ. გურიაში ბატს ნაკლებად, მაგრამ იხვს აკეთებენ ნიგოზში ან თხილში და უგემრიელესია. Amigo-Amo ხინკალი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ზოგადად, სიახლეების და ტრადიციული რეცეპტებიდან გადახვევის მომხრე ვარ. მითუმეტეს, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ კუთხეში სწორედ ბატის ხინკალია ტრადიციული |
Posted by: Harrison Stafford 25 Jan 2020, 23:25 |
Amigo-Amo ნერწყვი გადამცდა გაამოს |
Posted by: Keti-Ket 25 Jan 2020, 23:48 |
სიამოვნებით გავსინჯავდი ბატის ხინკალს, თუმცა მეც მგონია, რომ სახინკლე არ არის. ცალკე, რამე გემრიელი საკმაზთ, ღუმელში შემწვარი, კნატუნა კანით უფრო მკაფიოდ გამოხატული გემოს მქონე მგონია. |
Posted by: elchi 25 Jan 2020, 23:54 |
Amigo-Amo გიქებ ნახელავს, მშვენივრად გამოიყურება ყველაფერი. ძალუა მყავს მესხი, მოიყვანა ბიძაჩემმა და ბატები გავწყვიტეთ სოფელში, ხშირად აკეთებდა მასეთ ხინკალს. განსხვავდება სხვა კუთხეების ხინკალისგან გემოთი, მაგრამ ძალიან გემრიელია. შეგარგოთ. |
Posted by: Amigo-Amo 26 Jan 2020, 00:10 |
iosebovich fermina Harrison Stafford Keti-Ket elchi პირველ რიგში, ყველას ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მოწონებისთვის: * ბატის ხინკალს წელიწადის განმავლობაში მინ. თვეში ერთხელ მაინც ვახვევთ და ჩემი თანამშრომელი როგორც იტყვის ხოლმე: "იმდენი მაინც დატოვეთ, რომ წითელ წიგნში შეიყვანონო" თქვენ ადგილზე, ფრინველის ხორცისგან მომზადებულ ხინკალზე (მაგრამ ჩემი სიმამრი როგორც იტყვის ხოლმე: "შე კარ მო.... მფრინავი ბატი სად გინახავსო" ) მეც იგივე რაქცია შეიძლება, რომ მქონოდა, თუმცა, მინდა მოგახსენოთ, რომ ბატს კომშის შიგთავსით თონეშიც ვკიდებთ, ვავიჩინებთ კიდეც და კიდევ სხვადასხვა ვარიაციებშიც ვიყენებთ სამზარეულოშიც, მაგრამ ამის ხინკალი სულ სხვა ლეველზე დგას მაინც... მოკლედ, უნდა გასინჯო რა |
Posted by: elchi 26 Jan 2020, 00:44 |
Amigo-Amo ვიცი დამიშენენ. მონადირე ვარ, აქ კიდევ, სადაც 20 წელია ვცხოვრობ, 5 სხვადასხვა სახეობის ბატია. ერთი ეგ არის რომ მაგათი ბუმბულის გაცლა მკლაამს. ჩემები მკვლელს მეძახიან, ნანადირევი სახლში ვერ შემაქვს, მოაშორე აქედანო. ავტოფარეხში ჩემი "სამზარეულო" მაქვს მოწყობილი, ყველანაირი ჭურჭელით და უშველებელი საყინულეთი. ვაკეთებ ხოლმე ბატის ხინკალს, უმეტესს ვყინავ პორციებად და მერე მარტო მე მიწევს იმის "განადგურება". |
Posted by: Amigo-Amo 26 Jan 2020, 01:42 |
elchi რამდენადაც ვიცი, აშშ-ში ხარ ხომ? რატომ ნადირობ? ნაყიდს არაფრის გემო არ აქვს ხომ? ჩემი ნათესავები არიან აშშ-ში და სულ მაგას მეწუწუნებიან, რომ ნაყიდ პროდუქტს არაფრის გემო აქვსო ჩემი მეუღლის ძმაც ნადირობს სულ მანდ და მეუბნება, რომ სხვა გზა არაა, სურვილსაც ვიკლავ და ხორცსაც გემოს ვატანო... |
Posted by: thug 26 Jan 2020, 04:59 |
საინტერესოა იხვის ხინკალი ძაან ქონიანია? Amigo-Amo არაა აუცილებელი ნადირობა შეგიძლია ფერმებს ესტუმრო და იქიდან წამოიღო ხორცი ასევე არის ორგანიკ მაღაზიები სადაც ორგანული პროდუქციაა ზოგ ფერმებში მონადირეებსაც მოაქვთ ირმის, დათვის და ა.შ. ხორცი. |
Posted by: Amigo-Amo 26 Jan 2020, 10:14 | ||
იხვის ტოლმას ვაკეთებთ ხშირად და უმაგრესი გამოდის. ხინკალი არ გვიცდია და ვცდი აბა, ეგენიც მოშნად გვყავს |
Posted by: max-14 26 Jan 2020, 17:06 | ||
|
Posted by: thug 26 Jan 2020, 17:12 |
Amigo-Amo ბატი ვიგულისხმე ანუ წინა გვერდზე რაც დადე იმ ხინკალზე მაქვს საუბარი |
Posted by: max-14 26 Jan 2020, 18:25 |
სამწუხაროდ ბატის ხინკალს სად გასინჯავს კაცი თბილისში,ვერცერთ ''ზავეძენიაში''. |
Posted by: shavi_kheli 26 Jan 2020, 18:25 |
Comis mozela mezareba |
Posted by: Amigo-Amo 26 Jan 2020, 18:45 | ||
ეჰ, თბილისის მასშტაბით, ბატის კი არა, ნეტა გაუყინავი და კარგი ძროხის/ღორის ხორციგან აკეთებდნენ და რაღა გვიჭირს |
Posted by: max-14 26 Jan 2020, 19:12 | ||
ეგ ზღაპარია )) უბრალოდ მზარეულის ოსტატობაზეა სხვადასხვა დაწესებულებებში,რამდენად ოსტატურად შეაზავებს მაგ ''ხორცისგან'' გაკეთებულ ფარშს. რიგები დგას ხოლმე,სადაც ეგ გაყინული ხორცი იღება, ცნობილი რესტორნების მანქანების)) |
Posted by: Harrison Stafford 26 Jan 2020, 23:31 |
მცხეთაში ვიყავი ბაგინეთში კარგი მთიულური იყო საკმაოდ პროსტა ნამეტანი ბევრი ძირა ქონდა |
Posted by: dimaopena 27 Jan 2020, 01:01 |
აგროჰაბის, გაუყინავი ხინკალი მზა მოხვეული , ადრე მქონდა გასინჯული არ მომეწონა გუშინ ძალიან გემრიელი შიგთავსი ჰქონდა, წვენი ცოტა მარა ხორცი აი ძალიან გემრიელი.. და ის დუშელების ხინკალი კიდე ცინცაძეზე როა არ ქონდათ გაყინული, ეტყობა კარგად მშაობენ |
Posted by: yurmetal 27 Jan 2020, 12:28 |
კაფე დაფნა, ფეისბუქზე ისე აქებდნენ მაგათ ხინკალს მეთქი გავსინჯავთქო და აი არ წახვიდეთ მაგარი უგემური და უაზროდ ძვირიანი ადგილია |
Posted by: iosebovich 27 Jan 2020, 14:17 |
dimaopena აგროჰაბისას აქებენ სახლში წასაღებს და ავიცი რავიცი ... |
Posted by: Keti-Ket 27 Jan 2020, 15:47 |
აგროჰაბს ნახავერფაბრიკატები და საცხობის პროდუქციაც ლამის ყოველ ჯერზე განსხვავებული აქვთ. მიყიდია და მომწონებია იმ დონეზე, რომ ნაკლი ვერ მიპოვია. მაგრამ ასევე ყოფილა შემთხვევა, რომ წონის 40 თეთრიანი ხინკლისგან ვერ განმისხვავებია |
Posted by: dimaopena 27 Jan 2020, 16:32 |
iosebovich ჩემ გემოვნებას ხო ენდობიი ხოდა საოცრსდ გემრიელი იყო იმ დღეს არად ადრე 70მაქვს მიცემული არსად რო სრ იყო ეგ ფასიდა არ ვარგოდა |
Posted by: GEORGEXIII 1 Feb 2020, 23:40 |
თბილისის ზოდიაქოს ფილიალში ვიყავი და ქალაქურიც და თელავურიც კაი ქონდათ... |
Posted by: Master_Nick 2 Feb 2020, 14:12 |
Amigo-Amo ბატის ხინკალზე მაინტერესებს, ბოლომდე ცომს რატომ არ კრავენ? მოხვევის დროს ბოლო ნაკეცს ღიად ტოვებენ და რა მიზნით ხდება. |
Posted by: SR-71 2 Feb 2020, 16:19 | ||
პროტესტის ნიშნად გამოპარვა ვიცოდი-თ, სადაც მომსახურება არ უვარგათ იქ არც ნივთებია რიგიანი რომ მოსაპარად ღირდეს, თუმცა პირიქით კი ხშირადაა. * * * P.S. სახინკლე "ნაძვები" ზესტაფონში. |
Posted by: elchi 2 Feb 2020, 16:28 | ||
კუბდარივით აკეთებენ, ოღონდ ეგენი ხარშავენ, სვანები კუბდარს ღუმელში აცხობენ, მესხი-ჯავახები სტოვებენ ღიას, რომ წვნიანი გამოვიდეს, თორემ დახურული "მშრალი" გამოვა, რადგან ბატს ზედმეტ ცხიმს აშორებენ, იმიტომ რომ თავისებური სუნი აქვს ბატის ქონს . მე ასე ვიცი. შემოვა ამიგო და ის გვეტყვის რა და როგორ ხდება. |
Posted by: Мiami 2 Feb 2020, 16:29 |
კლიკეში არი მესხური ხინკალი……………………………………... |
Posted by: Master_Nick 2 Feb 2020, 16:42 |
elchi მე კიდევ პირიქით მეგონა, ბატის ხორცი ცხიმიანია საკმაოდ და ძალიან ცხიმიანი რომ არ გამოვიდეს შიგთავსი, მაგიტომ ტოვებენ ღიას. |
Posted by: Amigo-Amo 2 Feb 2020, 19:17 |
elchi Master_Nick ცხიმი და სიმშრალე არანაირ კავშირშია მანდ მანდ რა ვიდეოც დევს, ეგ არის ჩისტა მესხური აპოხტის ხინკალი და რა ხდება მანდ... ბებიაჩემსაც ვკითხე ადრე რამოდენიმეჯერ თუ რატომ არ უკრავდა თავს ბოლომდე და მეუბნებოდა, რომ თუკი თავს არ მოუკრავ, ხორცი დარჩება უმი, რადგანაც, სულ იხარშება მაქს. 15 წუთი და თუკი თავს დაუხურავ, ცომი მოიხარშება და შიგნით დარჩება ის გამომშრალი ბატი, რაც ჩადე. ჩვენთან ბატს კლავდნენ, შიგნეულს უღებდნენ და კიდებდნენ მიწურის ოთახში, სადაც სიმშრალე და დაბალი კლიმატია მუდამ. მაგ ბატს შემდეგ ჩამოიღებენ 2-3 თვის შემდეგ და არ ამუშავებენ, პირდაპი ჭრიან პატარა ნაჭრებად და იალა ცომში. ჰოდა მაგას ახლა თუ თავიც მოუკარი, არ მოიხარშება და არის არც თუ ისე სასიამოვნო საჭმელი, მაგარიცაა ამიტომ, ჩვენ ვკლავთ, ვამუშავებთ სტანდარტული ფარშის სახით და ისე ვხარშავთ. თუმცა, კარგად მომზადებული აპოხტის ჭამა და ზედ თუთის არაყი ერთ სიამოვნებად ღირს. |
Posted by: IKIN 2 Feb 2020, 19:48 |
თქვენ მოგეცეთ ჩემი ცოდვა .. ნერწყვმა დამახრჩო.. |
Posted by: Master_Nick 2 Feb 2020, 20:53 |
Amigo-Amo ეხლა ყველაფერი გასაგებია მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. |
Posted by: BeerLover 2 Feb 2020, 21:15 | ||
Amigo-Amo აუ რა კარგად დაიწყე და
რა ცუდად დაამთავრე პ.ს. ბატის ხინკალი სუპერ ორივენაირი გასინჯული მაქვს |
Posted by: masai11 2 Feb 2020, 22:23 |
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე რომ "ზოდიქოა", აი მაგათი ხინკალი ვინმეს მოსწონს? საერთოდ რატომ შედის მანდ ხალხი არ მესმის. მაგას კიდე ველიამონობის ხინკალი ჯობდეს იქნება. |
Posted by: iosebovich 2 Feb 2020, 23:10 |
masai11 კაი ეხლა ველიამინოვი იმენნა წუმპეა და აღარავინ დადის ისეა გასაზიზღრებული. რა დაუწუნე ჭანტურიას ზოდიაქოს ხინკალს? რამდენჯერაც ვიყავი კარგი იყო და მოკლეს უკვე? როდის იყავით ? |
Posted by: shavi_kheli 2 Feb 2020, 23:26 |
masai11 BeerLover Master_Nick IKIN Amigo-Amo Master_Nick Мiami აქაური სასტავი რომ შევიკრიბოთ და თავად ვიხინკლაოთ, არა? |
Posted by: masai11 2 Feb 2020, 23:52 | ||
iosebovich
ახლახანს ვიყავი. ველიამინოვში კი მგონის მე-20 საუკუნეში ვიყავი ბოლოს და ვფიქრობ, ხომ არ ვეწვიო, ზოდიაქოს ხინკალი თუ ვჭამე ველიამონოვში განა რას დამახვედრებენ მაგაზე უარესს?! shavi_kheli რავი, მე არ მიყვარს ვირტუალური ნაცნობობის რეალურში გადაყვანა. |
Posted by: Amigo-Amo 3 Feb 2020, 10:00 | ||||
მესხეთის პონტში ვთქვი (კაი თუთის არაყია იქით ხო იცი). აბა იქ ლუდი რა იციან აბა |
Posted by: belimbor 3 Feb 2020, 10:19 |
masai11 2 კვირის წინ ვიყავი, სამივე სახეობა გავსინჯე (თელავური,საფირმო,ნადუღის და სულგუნის) და ყველა მომეწონა, რა დაუწუნე? ალბათ ყველაზე კარგი ხინკალია კახელებთან ერთად |
Posted by: iosebovich 3 Feb 2020, 11:20 | ||
belimbor
ხო ვერც მე ვერ მივხვდი რა დაუწუნა. ძირითადად კარგია ხოლმე როცა მივდივარ ... |
Posted by: Amigo-Amo 3 Feb 2020, 11:49 | ||
+1 ხინკალზე არასდროს ვამბობ უარს მითუმეტეს, თქვენნაირ კარგ ხალხთან ერთად ორგანიზები ჭირდება და არც თუ ისე მარტივია. იყო წინებზე რამოდენიმე მცდელობა, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი |
Posted by: Мiami 3 Feb 2020, 11:51 |
დიდი არაფერი არაა თბილსის ზოდიაქო, კლიკეს ხინკალს უფრო თავისებური გემრიელი გემო აქ, წვენიც მეტი პროსტა კლიკეში აბსტანოვკა არ ვარგა აპოხტის ხინკალი კიდე აქვთ რომელიმე რესტორანში? თბილისში |
Posted by: masai11 3 Feb 2020, 12:03 | ||||
სუნი და გემო დავუწუნე. "კოლხეთის" ხინკალი გაგისინჯავთ? რას იტყვით? |
Posted by: iosebovich 3 Feb 2020, 14:04 |
masai11 რაღა დროს კოლხეთის ხინკალია. სპეციალურად წავედი ეხლა ზოდიაქოში.ქალაქური მივეცით , რავი ძამიკო რა სუნი რა გემო. სუპერი იყო რასაც ქვია. სავსე იყო ხალხით იქაურობა. ნამდვილად მანდ იყავი ჭანტურიაზე ? |
Posted by: masai11 3 Feb 2020, 14:39 |
iosebovich აუ ეასეთი კარგ ვიდზეც არ იყო ჩვენ რომ მოგვიტანეს. ტიპებმა მორჩენილები ხომ არ გაგვიცხელესო - ეჭვი გამოთქვეს დაჟე. აი მოსკოში უკეთეს ხინკალს ვჭამდითო მე დამბრალდა, რომ ეს ადგილი შევარჩიეა (აქაური რეკომენდაციების გათვალისწინებით) |
Posted by: BeerLover 3 Feb 2020, 14:42 |
ჩემმა თელაველმა ძმაკაცმა მაგ ზოდიაქოზე თქვა ლატარიააო, თუ ის მზარეული დაემთხვა, რომელიც თელავის ზოდიაქოში მუშაობს, მაშინ კარგია, თუ არადა დიდი არაფერი |
Posted by: მამაო ენუქი 3 Feb 2020, 14:49 |
BeerLover სესილია გაგისინჯავს კუს ტბის ასახვევში ? |
Posted by: BeerLover 3 Feb 2020, 14:50 |
მამაო ენუქი პირველად მესმის კაია? |
Posted by: მამაო ენუქი 3 Feb 2020, 14:51 |
BeerLover არ ვიცი , აქებენ და გასასინჯია . |
Posted by: BeerLover 3 Feb 2020, 14:54 |
მამაო ენუქი ისე ამ ბოლო დროს ხინკალზე რაღაცა აღარ ვგიჟდები ადრე უფრო ვეტანებოდი 1000ში ერთხელ თუ მომინდება ეხლა |
Posted by: მამაო ენუქი 3 Feb 2020, 15:00 |
BeerLover ხო, მარა არის ხოლმე მომენტი როცა ხინკლის მუღამზე ხარ უცებ, ამინდიც თუ ხელს გიწყობს, იმ დღეს სამსახურში დამარტყა ეგრე და ჩხაკუნასთან გავიქეცი, 15 ხინკალი შემომესანსლა |
Posted by: BeerLover 3 Feb 2020, 15:02 |
მამაო ენუქი ეგ კიდე არსებობს? კაი მწვადი ქონდათ ოდესღაც, ჩემ ბავშვობაში |
Posted by: მამაო ენუქი 3 Feb 2020, 15:08 |
BeerLover კი არის, მადონას მერე ცოტა ხანი გაჩერებული იყო, ეხლა დაჟე ფართოვდებიან, 3 სართულიანს აშენებენ, ბოლო სართული ღია ტერასა იქნებაო, მწვადი ისევ გემრიელი აქვთ სხვათაშორის, ხშირად დავდივარ მანდ შუადღეზე, მეტი ჩემთან წესიერი ახლოში არაფერი არ არის, ნუ კახელებს არ ვგულისხმობ |
Posted by: Amigo-Amo 3 Feb 2020, 15:11 |
BeerLover ჩხაკუნას დუქანი ხოდზეა ისევ, თუმცა, ხინკალი მანდ არასდროს მომწონებია. უფრო ქაბაბი/ტაბაკა, მწვადი და დაბალი ფასები მხიბლავდა |
Posted by: BeerLover 3 Feb 2020, 15:12 |
მამაო ენუქი ვა საინტერესოა კახელებში ყოველ დღე სიარულს რა ბიუჯეტი ეყოფა მანდ კვირაში ერთხელ შეიძლება შევლა Amigo-Amo ისევ სიიაფეა? წლებია არ ვყოფილვარ |
Posted by: მამაო ენუქი 3 Feb 2020, 15:15 |
BeerLover კაცზე 20 ლარზე მეტს ვერ დახარჯავ |
Posted by: BeerLover 3 Feb 2020, 15:16 |
მამაო ენუქი და ხარისხი რანაირად უჭირავთ მაგ ფასად არ გაეჭვებს ეგ ფაქტი? |
Posted by: მამაო ენუქი 3 Feb 2020, 15:19 |
BeerLover ხზ, მარა გემრიელი მწვადი აქვთ, ერთი ჩვენი მეგობარიც უზრდის ხოლმე ღორებს, იასნია პრემიქსზე ასუქებს, მარა ბოლო თვეები სიმნდს და რაღაც რუღაცეებს ვაძლევო, ხოდა გაყინულ ხორცზე გემრიელი კი გამოდის. |
Posted by: Master_Nick 3 Feb 2020, 15:20 |
მამაო ენუქი BeerLover სესილის ხინკალი სუპერ! გასინჯეთ აუცილებლად. |
Posted by: BeerLover 3 Feb 2020, 15:21 |
მამაო ენუქი მაინც კარგია, უმეტესობას ჯობია ესეიგი გაყინული ხორცი ნაგავია ჩვეულებრივი Master_Nick შევივლი ერთხელ რო მოვხვდები მაქეთ, საინტერესოა თუ ჯობია ჩემ ფავორიტებს |
Posted by: Amigo-Amo 3 Feb 2020, 15:26 | ||
სამსახურიდან 15 კაცი რო მივდიოდით ხოლმე ჩხაკუნა პაპასთან (ოღონდ მხოლოდ ბიჭები), ვიღებდით ყველაფერს, რაც გვინდოდა და + რაღაცეებს გაუცნობიერებლადაც 400 ლარზე მეტი არ გამოგვდიოდა არასდროს კერძები გემრიელია |
Posted by: Trump 3 Feb 2020, 15:49 |
პანორამაში მომეწონა ხინკალი.ცოტა პარაა ზომაში,მაგრამ ხარისხი კარგი |
Posted by: diliskaptenachunchxa 3 Feb 2020, 16:24 |
ზოდიაქოს ფარში ზედმეტად ცხარეა ხოლმე, რაც უკვე მინუსია სხვას რომ თავი დავანებოთ.... |
Posted by: iosebovich 3 Feb 2020, 16:48 |
მოკლედ დღეს ზოდიაქო იყო სუპერ. მე არ ვიცი იმ უზერს რა აჭამეს და დღეს ვუთხარი ესე წერენ და აბა ვნახოთ რა ბიჭები ხართ თქო და რავიცი კარგი იყო ძალიან. ჩხაკუნა პაპასთAნ ხინკალი არ ვარგა ეგ ცნობილია. აი მწვადი და კიდე რაღაცეები კი ბატონო . სესილის ხინკალი პატარებია ა ცუდი არაა მარა აი სუპერიც და გავაფრინეც არაა. პანორამაო და დღეს ვნახე იპოდრომთან ყოფილა. გავივლი აუცილებლად და ვაკის ჰაკერ-ფშორი დამრჩა სანახავი. ვინ იყავიY ბოლოს HB -ში და ხინკალი უვარგათ ან ვაჟაზე ან სანაპიროზე? ტყუილად არ მიმიყვანოთ ვინც ერკვევით დაწერეთ |
Posted by: belimbor 3 Feb 2020, 16:57 |
diliskaptenachunchxa ძალიან ინდივიდუალურია სიცხარე, ამიტომ გემოვნების ამბავია iosebovich შენ ზოდიაქოში მუშაობ? HB-ს რაც შეეხება, მოაკლეს და მოაკლეს ზომას, ისე გემრიელია |
Posted by: iosebovich 3 Feb 2020, 17:05 |
belimbor მე საბანკო სფეროში ვმუშაობ. სპეციალურად მივედი შესვენებაზე ზოდიაქოში . აი ესეთი ხინკალი მოგვიტანეს |
Posted by: Amigo-Amo 3 Feb 2020, 18:09 |
iosebovich ზოდიაქოს ხინკალთან მეც არ გამაჩნია კითხვები, ძალიან გემრიელია და თბილისის/მისი შემოგარენის მასშტაბით, 1 თავით მაღლა დგას სხვა დანარჩენებზე. რასაც სერვისზე და მომსახურე პერსონალზე ვერ ვიტყვი |
Posted by: Master_Nick 3 Feb 2020, 19:29 | ||||
მშვენიერი ხინკალი აქვთ ნამდვილად. ბებოს ხინკალიც გასინჯე? * * * iosebovich პანორამას ხინკალს ვუწევ რეკომენდაციას. კარგი ხინკალი აქვთ თუმცა სესილის მირჩევნია. ჰაკერშიც პატარა ხინკლებია სხვებთან შედარებით. * * *
+ 100, ჩემთვისაც ძალიან ცხარეა, ვერ/არ ვჭამ ეგეთ ცხარეს |
Posted by: Harrison Stafford 3 Feb 2020, 21:20 | ||
!
სადღაც აგვისტოსკენ ვიყავი მაგ სესილიში რაღაცნაირი ხორცი ქონდა წითელი შეფერილობის ტრაწი ამკიდა იასნია იმის მერე აღარც მივსულვარ :| |
Posted by: Master_Nick 3 Feb 2020, 21:45 |
Harrison Stafford ვერ მოგსვლია კარგი ამბავი, მე რომ ხინკალს კარგად გადავიტან, ესე იგი კარგი ხორცისგან არის გაკეთებული სესილის ხინკალი იშვიათი გამონაკლისია ამ კუთხით |
Posted by: max-14 3 Feb 2020, 22:17 | ||
საინტერესოა რა ხარისხია? აქებენ და ერთი ვერ მოვხვდი..........მეზარება თან ))))შორია ... |
Posted by: Amigo-Amo 3 Feb 2020, 23:34 |
აუ, ფიფლ, იცით რა გამახსენდა? რუსთაველზე რომ სახინკლე შხარა იყო, გახსოვთ? გძეტა 2012 წლამდე პერიოდს გეუბნებით. მომწონდა მაგ დროისთვის ეგ ხინკალი და თქვენც გევასებოდათ თუ ძაან პატარა და გემოვნურად ჩამოუყალიბებელი ვიყავი მაგ დროს? კარგად მახსენდებასავით. |
Posted by: BeerLover 3 Feb 2020, 23:38 |
ეს ვიპოვე ეხლა უნდა ვუყურო |
Posted by: მამაო ენუქი 3 Feb 2020, 23:46 |
BeerLover მაგათი არაფერი არ დაიჯერება |
Posted by: BeerLover 3 Feb 2020, 23:49 |
მამაო ენუქი აუ სახალხო კონტროლში ვნახე ეხლა ეგ ჩხაკუნა პაპა და მანდ აღარ მიხვიდე ძმაო, სამზარეულო კი არა მასობრივი განადგურების იარაღების საწარმო აქვთ ტიპებს |
Posted by: მამაო ენუქი 3 Feb 2020, 23:53 |
BeerLover მაგას რო უყურო, არსად აღარ შეჭამ არაფერს |
Posted by: BeerLover 3 Feb 2020, 23:54 |
მამაო ენუქი მემგონი ქართული ობიექტების 90%ში მართლა არაფერი არ უნდა ჭამო |
Posted by: thug 4 Feb 2020, 00:03 | ||
+ ეგრეა |
Posted by: elchi 4 Feb 2020, 01:45 |
BeerLover ეს რა ვიდეო დადე კაცო? ორი წუთი ძლივს გავუძელი. დასახური კი არა, დასაჭერები არიან. იმ პირველ ვიდეოზე კიდევ, თავს შევიკავებ და არ დავწერ რას ვფიქრობ მაგ პერსონაზე, ჩვენი ფორუმელია. |
Posted by: BeerLover 4 Feb 2020, 01:52 | ||||
elchi
სამწუხაროდ "ზავიძენიების" უმეტესობას ეგეთი სამზარეულო აქვს ჩვენთან
|
Posted by: IKIN 4 Feb 2020, 03:10 | ||
სიამოვნებით მაგრამ - ჩემს გარშემო უახლოესი "ზავეძენიე" >სადაც ხინალს აკეთებენ მინიმუმ 400 კმ-ია .. რომ ჩამოვალ მე ვიკისრებ |
Posted by: soccer28 4 Feb 2020, 13:58 | ||
|
Posted by: Trump 4 Feb 2020, 14:39 | ||
Master_Nick
არ მომწონს ხინკალი წვენის გარეშე. |
Posted by: dimitri89 7 Feb 2020, 15:13 |
2 ტონა !!! ნომერ 1-ლი ხინკალი და კრაფტ ლუდი აქვთ ქალაქში ! https://2tona.ge/language/en/craft-beer-tbilisi/ |
Posted by: BeerLover 7 Feb 2020, 15:22 |
dimitri89 ძალიან ხმამაღალი ნათქვამია |
Posted by: iosebovich 7 Feb 2020, 15:23 |
dimitri89 ვითომ ? რავი ცუდი არააო კი დაწერეს აქაც მარა ნომერ პირველს სერიოზული გამოცდა უნდა |
Posted by: girvan_88 7 Feb 2020, 16:50 |
ქუთაისში ჰაკერ-ფშორის ნიკალმა გამაოცა არაფერი ზედმეტი, ხორცი კარგი, წვენი მშვენიერი, ზომა მშვენიერი |
Posted by: მამაო ენუქი 7 Feb 2020, 16:54 | ||
განსაკუთრებით ლუდზე |
Posted by: iosebovich 7 Feb 2020, 17:22 |
BeerLover მამაო ენუქი აგერ მიზის გვერდით თანამშრომელი. ერკვევა რაა. 2 ტონაში ვიყავიო ერთი კვირის წინო მარა არა რააო, მაგის გამო აღარ გავალ გლდანშიო. მთლად ცუდიც არ არიო მარა ნომერ პირველი და საუკეთესო არანაირადო. ლუდზეც იგივე თქვა. მე რაც არ მინახავს არ ვიცი მარა აქ რამოდენიმე უზერს დაგეჯერებათ და ჩავხსენი სიიდან 2 ტონა |
Posted by: elchi 7 Feb 2020, 17:55 | ||
არსებობს გირვან ასეთი კერძი, რომელსაც "ნიკალმა" ჰქვია? ეტყობა არ ვიცი, იქნებ მითხრა რა არის. |
Posted by: girvan_88 7 Feb 2020, 18:05 | ||
elchi
კი, ნიკალა პაპას მიერ მომზადებული ხინკალია |
Posted by: elchi 7 Feb 2020, 18:13 |
girvan_88 რავი აბა, პოლში ხომ არ დამემატებინა? |
Posted by: girvan_88 8 Feb 2020, 00:13 |
elchi რაც გინდა ის დაამატე, მაგრამ ქუთეისში ვინც მოხვდება ტაბიძის ქუჩაზე გეიაროს და იქოურ ხინკალს გაჰკრას კბილი სხვათაშორის ლუდიც კარგი აქვთ |
Posted by: masai11 8 Feb 2020, 02:42 |
ფრიად არაკომპეტენტური და საქმეში ჩაუხედავი ქალის სტატიაა. ჩემი აზრით. https://at.ge/2020/02/07/xinkali/?fbclid=IwAR2bg1Gy1f9DiEow-MRMu0NKtHY3zdwiOuVXp-P3XedHL44oFtlranHzWYg |
Posted by: Amigo-Amo 9 Feb 2020, 01:14 | ||
შესაძლოა, რომ რამოდენიმე საკითხში არ ვეთანხმებოდე, თუმცა, "კახელები" რომ არ მოხვდა ამ სტატიაში, მაგაში კი ვერ შევეწინააღმდეგები |
Posted by: iosebovich 9 Feb 2020, 11:33 |
არა უᲨავს სტატიაა. მარა Ჩვენი Თემა რო წაეკიᲗხა უფრო კარგი და რეალური გამოუვიდოდა. Თან Ძველი ინფოები აქვს. ჰაკერ ფᲨორმა Ჩაილურის წყალი დალია დიდი ხანია ყაზბეგზე. დაფნაზე დაწერეს აქდიდი ვერაფერიო და ამო რამე არ ვიცი ეხლა რა ხდება. ფასანაურზე სწორად უწერია. ხან Ძალიან კარგია ხან კაპიკად არ ვარგა. ᲨემომეᲭამა გაპიარებულია ვაკე და რამე Თორე არაფრად არ ვარგა. ვარაზის ბაᲦი ისე რაა დიდი არაფერი. რესპიბლიკა ხო საერᲗოდ სესხი უნდა აიᲦო ისე მიხვიდე. კერა არ ვიცი. კლიკე უბანᲫესია, მანდ არასოდეს აᲦარ მივალ. 9 მᲗა პეროა Თორე ეტყობა მარᲗლა კარგი ხინკალია. საყვედურიც სწორად უწერია. Შე Ჩემა იქნებ 10 ცალი მინდა ან 6 ცალი, რას მიზᲦუდავ რაოდენობას და კალკულატორიᲗ მაიᲫულებ სიარულს. მოკლედ სირობაა. კახელები არ უწერია და სწორადაც. არაა ეგ ხინკლის საᲭმელი ადგილი და ფასიც. და სრული ᲭეᲨმარიტებაა რომ დᲦეს ნიმერ პირველი ხინკალი არის ზოდიაქო Ჭანტურიაზე. ეს უდავოა ვისაც ხინკლის რამე გაეგება საერᲗოდ. |
Posted by: masai11 9 Feb 2020, 15:27 |
ზახარ ზახარიჩის ხინკალი გახსოვთ? ერთ დროს არაუშავდა რა |
Posted by: Amigo-Amo 9 Feb 2020, 23:32 |
დღეს ვიყავი ზოდიაქოში (პირველად არა) და თვალებს ვერ ვუჯერებდი: სასტავი ცოცხალ რიგში იდგა იმისთვის, რომ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. თან განა 5-6 კაცი, კაი 15 მაინც მე მანდ თითქმის არასდრის ვჯდები უტაქტო და უკულტურო მომსახურე პერსონალის გამო (მხოლოდ გოგოებს ვგულისხმობ, ბიჭები ჯიგრები არიან ძალიან). ვურეკავ და მოსახარში მიგვაქვს. ჰოდა ამდენი ყუთით ხელში რომ ჩამოვუარე ამ ცოცხალ რიგს, "Thug life" მზერა ვტყორცნე * * * ესეც ხინკალი ვიზუალით დიდად ვერ დაიკვეხნის, რადგანაც კონვეირულია და არა ხელით მოხვეული. თუმცა, გემოვნური თვისებებით, ქალაქის მასშტაბით ყველას ჯობია. მაგრამ, ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ზოდიაქოს ხინკალი გახსნიდან პირველი ნახევარი წელიწადი გაცილებით გემრიელი იყო, ვიდრე ახლა ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ დიდი შეკვეთების გამო, ვერ ახერხებენ დაბალანსებას. ხანდახან მეტად მარილიანია, ხან ცხარეა, ხან ვიზუალით განსხვავებულია. მაგ. დღეს მოტანილი 50 ხინკლიდან რამოდენიმეში მწვანილოვანი ობიექტი შევნიშნე ძალიან მცირე ზომის (არადა თელავური/მოხევური/მთიულური შევუკვეთე და 95% ეგრეც იყო) ალბათ ესეც მაღალი ტემპის და დატვირთვის გამო ემართებათ |
Posted by: iosebovich 10 Feb 2020, 02:02 |
Amigo-Amo მაგრად მოემატაᲗ კლიენტურა. იმედია მოერევიან და მამაᲫაᲦლობას არ დაიწყებენ. Თორე ეგ ისეᲗი საქმეა ერᲗ დᲦეᲨი დაკარგავენ მომხმარებელს Თუ გააფუᲭებენ. მე Ძალიან მომწონს და იმაᲨიც მარᲗალი ხარ დასაწყისᲨი კიდევ უკეᲗესი იყო ფაქტია. ვნახოᲗ , იმედია ეცდებიან ხარისხი ᲨეინარᲩუნონ რაა. |
Posted by: Amigo-Amo 10 Feb 2020, 02:32 | ||
იმედია რაც ახლა აქვთ, იმაზე ქვემოთ თუ წამოვიდნენ, აღარ მივალ ნაღდად. ახლაც, სიმართლე რომ გითხრა, 6-7 თვის წინანდელი ზოდიაქოს ხათრით "შევიწყალე", თორემ მანამდე ათასგზის ამათი ხინკალი რომ არ მქონდეს გასინჯული, სხვებთან ერთად მოვხარშავდი ქვაბში ყველაზე მეტად ზოდიაქოს რასაც ვუფასებ არის ის, რომ ღორის ხორცი ძალიან ცოტა აქვს პროცენტულად . |
Posted by: belimbor 10 Feb 2020, 10:55 |
Amigo-Amo მე სულ 2-ჯერ ვარ ნამყოფი, ერთხელ გვიან მივედი და არ მქონია რიგის პრობლემა, მეორეჯერ მარტო ვიყავით რიგში, იმიტომ არ წამოვედით. ჯავშანიც აქვთ აშკარად, თუ დავაპირებ ამის მერე წასვლას, დავჯავშნი აუცილებლად. iosebovich 100%-ით გეთანხმები ხარისხის ამბავში, აქაური შეფასებების გამო წავედი მანდ და თუ ერთი აიშვეს, ეგრევე გადავლენ მრავალ სახელდაკარგულთა სიაში. |
Posted by: iosebovich 10 Feb 2020, 12:10 | ||
belimbor
აბა რაა. რამდენი ჩამოვწერეთ უკვე რო არ დავდივართ და საქმეც ეგრე წაუვიდათ, დაკარგეს კლიენტურა და ზიან ეხლა ისე. მე შუადღისას მივდივარ ხოლმე შესვენებაზე და მაგ დროს ადგილებიცაა და სწრაფადაც გვემსახურებიან. აი ის არ დაემართოთ ხალხი მოდის და მოდი ცოტა ღორიც გავურიოთ, მოდი ცოტა გაყინულიც სევურიოთ. ეგრევე მიხვდება ხალხი და მოუვათ რაც ჰაკერფშორს დაემართა ყაზბეგზე. ვეღარც დაიქოქნენ იმის მერე რაც ხინკალი გააუბედურეს და ინდურ ხორცზე დაიწყეს სავარაუდოდ მუშაობა. ან შეიძლება ახალიც იყოს მარა დაბალი ხარისხის. ფაქტია ხინკალი მოსპეს და შედეგიც სახეზეა. |
Posted by: Amigo-Amo 10 Feb 2020, 13:46 | ||
შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში, ფაქტიურად ვერ დაჯავშნი 2-ჯერ დავრეკე და ცოცხალი რიგია და მოდით და აქ დაელოდეთო სხვა სამუშაო დღეებში კი ისეც იქნება ადგილი, დაჯავშნა არ უნდა. |
Posted by: belimbor 10 Feb 2020, 14:24 |
დასვენების დღე არ იყო, რიგი რომ დამხვდა, სამი მაგიდა იყო დაჯავშნილი |
Posted by: Darkstalker 10 Feb 2020, 16:40 |
ეს ჩასაკბეჩი მაინც დარჩა ხო სათაურში? ვაშლი ხომ არ არის.... |
Posted by: Мiami 10 Feb 2020, 16:49 |
აპოხტის ხინკალი კაია თუ გაპიარებულია ეგეც?...………………………………….. |
Posted by: Amigo-Amo 11 Feb 2020, 00:33 | ||
რადიკალურად განსხვავებულია შესაძლოა, რომ ძალიან მოგეწონოს, შესაძლოა, რომ არა ყოველ შემთხვევაში, ისეთი არ არის, რომ აღფრთოვანდე თუკი ხინკალს წვნიანობით აფასებ, მაშინ არ მოგეწონება, რადგაანც აპოხტს არ აქვს წვენი თან შესაძლოა, რომ ჩაკბიჩო და ძვლიანი ხორცი შეგრჩეს უბრალოდ, გამომშრალ და კარგად დამუშავებულ ბატს აქვს კარგი გემო და ეგ გხიბლავს მანდ. |
Posted by: Master_Nick 11 Feb 2020, 00:35 |
Amigo-Amo მხოლოდ დამარილებულია ეგ ბატის ხორცი თუ შებოლვაც უნდა? როგორ ამზადებენ ბატს შეგიძლია დადო რეცეპტი? |
Posted by: Amigo-Amo 11 Feb 2020, 01:13 | ||
შებოლილიც მიჭამია და შეუბოლავიც. თუმცა, შეუბოლავი ჯობია, ცალსახად ზოგადად, აპოხტი უნდა შეიბოლოს, რადაგანც ეს ხორცი იმენა ხინკლისთვის გამიზნულად არ კეთდება. პაპაჩემს სულ ჰქონდა ახალქალაქში აპოხტი (მხოლოდ ბატი არა, ციკანი და ბურვაკიც) და სამზარეულოში ბევრ რამეში იყენებდა, მათ შორის ხინკალში. ამიტომ, თუკი გამიზნულია ხინკლისთვის, არ იბოლება, თუკი ყოველდღიურად გსურს, რომ მიირთვა, ისე უბრალოდ, სუფრაზე გედოს, აუცილებლად იბოლება. მომზადება მარტივია: 1. დაკლავ ბატს, შიგნეულს გამოიღებ სრულად, გაასუფთავებ კარგად, მოათავსებ ჭურჭელში (უმჯობესია თუკი ხის ჭურჭელი იქნება) და მოაყრი დიდი რაოდენობის მარილს. დაახლოებით 2 კვირა უნდა იყოს ასე 2. 2 კვირის შემდგომ ამოიღებ, გადაავლებ დიდი ოდენობის წყალს, რომ მარილი მოაშორო. შემდეგ კი აუცილებლად გაკიდებ გარეთ, რათა გაშრეს. 3. უნდა ეკიდოს დიდი ხანი, 1 თვე დაახლოებით და ყოველ დღე აუციოებლად უნდა მოხდეს ხორცის დარბილება (უნდა დაბეგვო რაიმე ნივთით). 4. 1 თვის შემდგომ ჩამოვიღებთ და თუკი ვბოლავთ, ბუხრის თავზე ჩამოკიდებ, თუ არადა მშრალ ადგილზე უნდა გაიკიდოს (უმჯობესია მიწურში და ხის ბოძზე). ასე აკეთებდა პაპაჩემი მაგეამ რა ხდება ახლა... ეგ მეთოდი ქიზიყშიც ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა და რატომ... ჯავახეთის ზეგანზე არის განსხვავებული/მშრალი ჰავა, რაც ხელს უწყობს ხორცის იდეალურად გამოშრობას და ასევე, მისი გემოვნური თვისებების შენარჩუნებას. ასევე, ამ გამომშრალს ინახავენ მიწურის ოთახებში, სადაც იდეალური პირობებია შექმნილი ხორცისთვის. |
Posted by: მამაო ენუქი 14 Feb 2020, 10:53 |
ამ ვალენტინობა დღეს გამახსენდა, ვალენტინში აქვთ კიდე ძალიან მაგარი ხინკალი, უბრალოდ ბოლოს 2-3 წლის უკან ვიყავი |
Posted by: elchi 14 Feb 2020, 11:33 |
Amigo-Amo ძალიან მაგარი რამე დაწერე. RESPECT. * * * Darkstalker თქვენ კიდევ აქ პოსტებს არ "მოგაგროვებინებთ". ლუდების ახალ თემაში თქვენი პოსტი წავშალე, რადგან უწმაწურ სიტყვებს იყენებთ, და ეს პირველი არ არის. ნუ გამხდით იძულებულს ბანი დაგადოთ, არავითარი "Worn"-ი. სერიოზული ხალხი შემოდის აქ და ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან. ვიცავ ფორუმის წესებს და თქვენგანაც იგივეს მოვითხოვ. პატივი ვცეთ ერთმანეთს. გასაგებად, მარტივი და ადვილი რამე გითხარით. |
Posted by: Besa 14 Feb 2020, 15:08 | ||
მამაო ენუქი
ეს ინჩა მამაო? |
Posted by: მამაო ენუქი 14 Feb 2020, 16:04 |
Besa ეგ ბაზალეთის ტბის გადასახვევშია |
Posted by: Master_Nick 14 Feb 2020, 17:45 |
Amigo-Amo ეხლა ვნახე ეს რეცეპტი, სუპერ მამაო ენუქი ბაზალეთი ანანურის გზაზე ხშირად მოძრაობ შენ და ლასტამბერის ხინკალი იცი? გემრიელ ხინკალს აკეთებდნენ ერთ დროს. |
Posted by: max-14 14 Feb 2020, 18:07 |
ბატის ხინკალი მესხურად https://www.youtube.com/watch?v=SyEBkeqcipg წერო ხინკალი https://www.youtube.com/watch?v=8qgYOXXYVqs&t=1278s კარგი გადაცემა იყო გურმანია,რატომ გააჩერეს......... |
Posted by: Amigo-Amo 14 Feb 2020, 19:22 | ||
მეც ვარ რამოდენიმეჯერ ნამყოფი მაგ ულვაშებიან კაცთან. ყველაფერი გემრიელია მაგ ვალენტინში. შინაურული პონტია ჩისტა და ხინკალიც უგემრიელესი იყო. |
Posted by: მამაო ენუქი 14 Feb 2020, 20:33 |
Master_Nick ლესტამბერასთან ზაფხულში ხშირად დავდივარ, ნომერიც მაქვს მწვადი აქვს მაგას კარგი, ხინკალიც კარგი აქვს, მაგრამ ყოველთვის ერთნაირი არ არის, მარა თუ გაარტყი გავარტყი კახელებისას თან ეგ შეშაზე აკეთებს და შებოლილი გემო უხდება მაგრად. |
Posted by: Amigo-Amo 14 Feb 2020, 23:11 |
მამაო ენუქი მაგასთან ბოლოს სხვა რამე-რუმეებთან ერთად, ხაჭაპურიც ავიღეთ. რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ცხიმი ჰქონდა ზემოდან წასმული და 4 კაცი 2 დღე დაგვაყენა ტუალეტის რიგში იმის შემდეგაც ვიყავით ბევრჯერ, პროსტა ხაჭაპური აღარ აგვიღია და ნორმ. ვიყავით |
Posted by: Besa 15 Feb 2020, 00:10 |
Amigo-Amo მამაო ენუქი გაიხარეთ თქვენა |
Posted by: მამაო ენუქი 15 Feb 2020, 08:34 |
Amigo-Amo ერბო იქნებოდა, მე ერბოზე ალერგია მაქვს და ადრე მეც მაწყინა, იმის მერე არც მე ვიღებ ხაჭაპურს, მენიუც არ აქვს დიდი, ყველი სალათა მწვადი ხინკალი |
Posted by: max-14 16 Feb 2020, 15:56 | ||
ლესტამბერი მაგარი სახელია ))))))სადაა ეგ დაწესებულება და მარტო ზაფხულში მუშაობს? |
Posted by: iosebovich 16 Feb 2020, 23:55 |
ლესტამბერი იᲨიფრება როგორც ლენინ სტალინ ბერია ცნობილი სახელია კომუნისტების დროს და სხვადასხვა ვარიაციები იყო. მაგალიᲗად ვილენი ნიᲨნავდა ვლადიმერ ილიას Ძე ლენინს Შემოკლებულად. მარლენი ნიᲨნავდა მარქსი ლენინი და ასე Შემდეგ ... ეგ სახინკლე არ ვიცი ისე მანდ არ ვყოფილვარ ... |
Posted by: girvan_88 17 Feb 2020, 10:54 | ||
დიდი არაფერი ხინკალი, მწვადი უფრო კარგი იყო უბედურსკის ხინკალია საუკეთესო, არმისული ჩარგალთან ხელმარცხნივ მინდორში. მე არ მიყვარს მარა ვისაც უყვარს ამბობენ რომ საუკეთესო დამბალი ხაჭოც მანდ კეთდებაო |
Posted by: GEORGEXIII 17 Feb 2020, 10:59 |
სახლში გაკეთებულს არაფერი სჯობს. |
Posted by: iosebovich 17 Feb 2020, 15:41 | ||
GEORGEXIII
ეგ კი ეგრეა მარა ვის სცალია სახლში საკეთებლად. დიდი შრომა უნდა. ისე ხინკალი ვინც დაგვიტოვა გაუმარჯოს ღმერთმა რაა. მე ძალიან მიყვარს აი ძალიან. |
Posted by: elchi 17 Feb 2020, 15:47 |
ჯერ რთული და ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს, აი ხინკალს როცა ვაკეთებ, მერე აუტანელი ვხდები, არავის ვიკარებ ახლოს, თვითონ ვაკეთებ ყველაფერს. გავაფრთხილე და დაიმახსოვრეს. მომიახლოვდებით და გესვრით. |
Posted by: GEORGEXIII 17 Feb 2020, 16:47 |
iosebovich კიი ბატონოოო.. აღარავის აღარ სცალია და ძლივს დაადგეს ჩემებმაც თავი... მარა ერთ რამედ ღირდა. |
Posted by: მამაო ენუქი 17 Feb 2020, 22:07 |
girvan_88 მაგ უბედურსკის მაგრა აქებენ, ერთი ვერ წავედი, ეზარებათ ხოლმე მაგსიშორეზე წასვლა, თან გზაც არ არის ხომ ასფალტის ? მელა ყავთო მანდ შემოჩვეული და მართალია ? |
Posted by: Amigo-Amo 17 Feb 2020, 22:16 |
ჩემებს ოღონდ კარტოფილი არ შეაწვევინო და ხინკალს მოახვევენ (ზოგადად, ცომეულს) სიხარულით |
Posted by: Master_Nick 17 Feb 2020, 22:19 |
girvan_88 ჩარგალამდე თუ ახვედი ხინკლის საჭმელად კარგი მაგარი ხინკლისტი უნდა იყო ცხვრის ხინკალი აქვთ? * * * მამაო ენუქი ქავთარაძეების ხინკალი მოგწონს ფასანაურში? * * * GEORGEXIII სახლში გაკეთებული ხინკალი მაინც სულ სხვაა აბა რა |
Posted by: მამაო ენუქი 18 Feb 2020, 01:42 |
Master_Nick ეგ რომელია, გასასვლელში რომ არის ბოლოში ? |
Posted by: girvan_88 18 Feb 2020, 09:50 | ||||||||
მამაო ენუქი
დაგებულია ბოლომდე
საღამოობით ჩამოდის, ჩვენ დილას ვიყავით Master_Nick
მივლინებით ვიყავით მაქეთ და შევიარეთ
არ მიკითხავს, ღორის ვჭამეთ |
Posted by: GEORGEXIII 18 Feb 2020, 13:10 |
Master_Nick იმენა დროს რა ვუთხარი.. თორემ რა ჯობდა ადრე სულ სახლში რომ აკეთებდნენ ხოლმე ყველაფერს. |
Posted by: Мiami 18 Feb 2020, 13:47 |
სახში რაც არ უნდა კარგად გააკეთოთ მაინც სახინკლის ხინკალი აჯობებს, ნუ კარგ სახინკლეს ვგულისხმობ ელდეპოს არა |
Posted by: Frankens†ein 18 Feb 2020, 14:12 | ||
ერთი არგუმენტი მაინც შეგიძლია თქვა რითი აჯობებს სახინკლის ხინკალი სახლისას? თან მთლიანობაში კი არა, ერთი რამით მაინც რატო აჯობებს. სახლში თუ ხინკლის გაკეთების გამოცდილება არ აქვთ და პირველად აკეთებენ ან მესამედ, ეგ არ ითვლება |
Posted by: GEORGEXIII 18 Feb 2020, 15:22 |
ისე ბიჭებო მოხარშვას აქვს დიდი მნიშვნელობა და მორევას.... |
Posted by: Мiami 18 Feb 2020, 16:01 |
Frankens†ein ფაქტია მასეა, ბევრგან მიჭამია სახლის ხინკალი, სახლშიც, სტუმრადაც, მთაშიც, ბარშიც, სახლურ რესტორნებია როა ფასანაური ანანური და მთელ სამედრო გზაზე მანდაც ბევრ ადგილას, მაგრამ კაი სახნიკლის ხინკალს ვერ შეედრება ახლოსაც კი არაა თან. გასაგებიცაა კარგ სახინკლეში მაგ საქმის სპეცი და გამოცდილი მეხინკლე აკეთებს ყოველდღე 1000 ცალ ხინკალს და რეცეპტი აქვს ცომი და შიგთავსი იდეალური როგორ მიიღოს, პლიუს ინგრედიეტებზეც თუ სათანადოდ ზრუნავს რესტორანი რაღა დარჩა. |
Posted by: Master_Nick 18 Feb 2020, 22:45 | ||||
კი გასასვლელშია, ორსართულიანი რესტორანია, გვერდით კიდევ სხვა რესტორანი გაუხსნეს. * * *
მონდომება უფრო მნიშვნელოვანია თორემ დროს გამოძებნის კაცი მე მაგალითად ზარმაცი ვარ და მეზარება ცომის ზელვა და წვალება. |
Posted by: girvan_88 18 Feb 2020, 23:06 | ||
|
Posted by: მამაო ენუქი 18 Feb 2020, 23:52 |
Master_Nick ხო რამოდენიმე რესტორანია მანდ გახსნილი ერთმანეთის მიყოლებით, შარშან გამოვიარეთ მანდ ყაზბეგიდან და ადგილი ძლივს ვიცანი იმდენი რაღაცაა მიმატებული, ზატო ხარისხს დედა უტირეს, ტურისტები სადაც მრავლათაა იქ არაფერი აღარ ვარგა |
Posted by: Amigo-Amo 19 Feb 2020, 00:07 | ||
101% ზოდიაქოს ხინკალი მევასება/მევასებოდა ძალიან და გული მიგრძნობს, რომ ეგენიც მაგ ბედს გაიზიარებენ. |
Posted by: MasterJC 19 Feb 2020, 00:28 |
თუ კეთება იცი და პროდუქტი გაქვს სახლისაც კარგი იქნება და სახინკლისაც როცა სახინკლეში რიგი გიდგას და კეთებას არ გაცლიან. ჩქარა მაჭამეღო მაშინ ჭირს ხარისხის დაცვა. 10 და მეტი საათი რომ აბრტყელებ ცომს იმიტო რო ბიდლოს სჯერა ხელით გაბრტყელებული უფრო გემრიელია ვიდრე მანქანით, მაშინაც იქნება ხარისხში სხვაობა და ა.შ. პ.ს. ამდენი წელია კვების სფეროში ვარ და კაციშვილისთვის ლუკმა არ დამნანებია. ძალიან ასწორებს როცა ხალხს გემრიელად აჭმევ და აბედნიერებ. მარა ვინც კვირას სამუშაოს დამთავრებამდე 2 წუთით ადრე გამოგზავნა დიდი შეკვეთა ღამის 12ის ნახევარზე,იმან ჭამოს ცეცხლი. დახოცილი იყო მთელი სამზარეულოს თანამშრომლები მუშობით და მაგის გამო 1ის ნახევარზე ძლივს მორჩნენ მუშაობას. |
Posted by: GEORGEXIII 19 Feb 2020, 10:09 |
Master_Nick არა ეგ არ ეზარებათ ხოლმე ჩემთან უბრალოდ დროოო და თემები... პ.ს გუშინ ფასანაურში ვიყავი რუსთაველზე და ნორმალური ხინკალი ქონდათ ქალაქური ნუ ზოდიაქოს ვერ ჯობდა |
Posted by: donmixo777 19 Feb 2020, 18:26 |
ეხლა შემოვიხედე ამ თემაში და მამინდა ხინკალი, კაი ხინკალი ან თელავის ზოდიაქოს ხინკალი, და ნადუღის ხინკალი..... ან კიდე რამდენიმე წლის უკან ვჭამე ჩარგალში რომ მიდიხარ თბილისდან ხელმარცხნივ, შემაღლებულზე იყო რაღაც ოჯახური სამზარეულო, აი ისეთი კაცი გვერდს რომ აუვლი და თვალიც არ გაგექცევა მე და ჩემი მეუღლე ვიყავით ჩარგალში და უკანა გზაზე მოვდიოდით ხინკალი და მწვადი შეუკვეთეთ.... აი მწვადი სულ ტყუილად, არ ვარგოდა მაგრამ ხინკალი იყო ძმაო ისეთი რაც არსაც მთელს ცხოვრებაში არ გამისინჯავს, უძალიანმაგრესი.... რა თელავი და რა ზოდიაქო, მართლა ძალიან მაგარი იყო, იმისი გემო დღესაც მაქვს ჩარჩენილი აი ის იყო ხინკალი და მაგის მერე მეორე ადგილზე თელავის ზოდიაქოა ამ ორ ადგილზე უკეთესი ხინკალი მე არსად მიჭამია |
Posted by: ლაშა117 19 Feb 2020, 18:40 |
ზოდიაქოში აღარ მივდივარ, 1 თვის უკან წამოვიღე ხინკალი სახლში და საშინლად მარილიანი იყო, დამეზარა უკან მისვლა, გადავყარეთ 30 ცალი არადა საუკეთესო იყო ნამდვილად, ალბათ რამე აერიათ ისევ კლიკეს ერთგული დავრჩი |
Posted by: AboveBeyond 19 Feb 2020, 20:34 |
ფასანაურში ყველაზე კარგი სახინკლე რომელი იცით? ოღონდ ეხლა რო იყოს და არა 2წლის წინ ან ადრე კაი ხანია არ ვყოფილვარ მაქეთ და არ ვიციი სად შევიდე.. |
Posted by: girvan_88 19 Feb 2020, 23:16 | ||
https://forum.ge/?showtopic=35133974&view=findpost&p=55852101 ცოლის ცრემლები ქვია ოფიციალურად |
Posted by: BeerLover 19 Feb 2020, 23:36 |
რაღაც გადამიყვარდა ხინკალი არადა ერთ დროს ტოპ 3 კერძში მყავდა, 1000ში ერთხელ თუ შევჭამ, ისიც "ზა კამპანიუ" |
Posted by: Amigo-Amo 20 Feb 2020, 11:08 | ||
აუ, მე კიდევ პირიქით ვარ აი იმენა სულ ხინკალი მინდა შაბათ-კვირას ხომ ვსკდები მინ. 3-ჯერ. მერე სამსახურშიც ავიტორღიალებ (ავტეხ) სასტავს და მივათრევ ხან სად და ხან სად |
Posted by: iosebovich 20 Feb 2020, 11:09 | ||
BeerLover Amigo-Amo ამ სიტყვებს ვაწერ ხელს
|
Posted by: BeerLover 20 Feb 2020, 12:22 |
Amigo-Amo iosebovich მომბეზრდა ეტყობა თან ფართ თაიმ ჯობი მაქვს სომელიედ საღამოობით 9 მთაში და ყოველდღე ხინკალს ვუყურებ |
Posted by: iosebovich 20 Feb 2020, 12:41 | ||
BeerLover
მესმის შენი. იმდენი ახალი რაღაცეები ეძრობა რო გადადის ყურადღება მაინც. მე უბრალოდ ძალიან მიყვარს თორე არც სხვა გემრიელობებზე ვამბობ უარს |
Posted by: MasterJC 20 Feb 2020, 16:18 |
ლუდის სახლი ვარაზი. ვარაზისხევის ასახვევში. საშინლად არ მომეწონა ხინკალი. შეუზავებელი იყო. გემო ცალკე ხორცსაც არ ჰქონდა რა |
Posted by: FoolOnTheHill 20 Feb 2020, 20:12 |
ზოდიაქო კვლავ ფორმაშია... ქალაქური, ნადუღის, შემწვარი... პ.ს. დროა გაფართოვდნენ, თორემ ვეღარ აუდის მსურველებს... |
Posted by: Zura Brasi 20 Feb 2020, 20:20 | ||
შემწვარი ცალკე თემა როდიდან გახდა? ჩვეულებრივად უნდა გაგიცხელონ შენივე ხინკლები თუ მოგინდება კიდე. ნადუღის ხინკალი არა იმის კიდე, ფუთლუხის. |
Posted by: elchi 20 Feb 2020, 23:20 |
ხინკალი ყველისგან გავაკეთე და ჩემებურად გამოვტენე, მეუღლეს ყველი ხაჭაპურზე მორჩა, მე კიდევ ცომი ხინკალზე. ძალიან მსუყეა, ხუთზე მეტს ვერ ვქაჩავ, არადა მაგარი გემრიელია. |
Posted by: Amigo-Amo 21 Feb 2020, 01:16 | ||
ეს სტანდარტული, მორჩენილი/შეუჭმელი და შემდეგ შემწვარი ხინკალი არ არის მეგობარო პირდაპირ, უმად წვამენ. ჯერ მოხარშული და შემდეგ შემწვარი არ გეგონოს. |
Posted by: MasterJC 21 Feb 2020, 08:31 | ||
ახლა ვფიქრობ მივცე კიდე ერთი შანსი ზოდიაქოს თუ არა. არ მომეწონა. ცუდიც არ ეთქმოდა. ასე მგონია იმდენი ცუდი სახინკლეა ქალაქში, რომ სხვების ფონზე ღმერთი ჰგონიათ |
Posted by: iosebovich 21 Feb 2020, 10:12 | ||
MasterJC
ძალიან ბევრი, უმეტესობა და მაგის ფონზე კარგია და ზეკარგია რაა. აბა ვარშტაინერში ვიყავით ცინცაძეზე და ღორებს არ დავუყრი ისეთი ხინკალია, მითუმეტეს 1.20 და თან პელმენის ხელა ზუსტად. ე.წ. ხელით მოხვეული. იცოცხლე შევსვი დიდი ვირზე და მე მანდ მიმსვლელი არ ვარ მეტი მარა ფაქტია, უმეტესობა სახინკლე მუშაობს გაყინულ და დაბალი ხარისხის ხორცზე რაც ეგრევე აისახება გემოზე. |
Posted by: FranziskanerWeissbier 21 Feb 2020, 10:42 |
iosebovich ჩვეულებრივი ქალაქური ხინკალი მაქვს მანდ ნაჭამი და ნორმალური ხინკალი იყო. ხელით მოხვეული არ ვიცი. |
Posted by: belimbor 21 Feb 2020, 10:44 | ||
მეც ეგრე მითხრეს ისე, პირდაპირ ერბოში ვწვავთო, მაგრამ შიგნიდან აშკარად მოხარშულია, ორ ფენად არის ცომი, შიგნიდან მოხარშული, გარედან შემწვარი. თან პირდაპირ შეწვისას ხორცს არ აქვს მოხარშვის შანსი. მგონია, რომ ოდნავ ხარშავენ და მერე წვავენ |
Posted by: iosebovich 21 Feb 2020, 10:47 | ||
FranziskanerWeissbier
ქალაქური კიდევ უფრო უარესია აი მაგ ხელით მოხვეულზე. იქ 100 პროცენტი გაყინული ხორცია. არც უარყვიათ რო ჩავეძიე. |
Posted by: FranziskanerWeissbier 21 Feb 2020, 11:01 |
iosebovich არ ვიცი ადრე ვჭამე და ნორმალური იყო. არც გადასარევი და არც ძალიან ცუდი. თუმცა პაულანერ ბრაზერჰუდს უკეთესი ხინკალი აქვს. უფრო სწორად სულ თავიდან რომ გახსნეს მაშინ იყო ძალიან გემრიელი და ახლა არ ვიცი. |
Posted by: Amigo-Amo 21 Feb 2020, 12:55 | ||||
აშკარაა, რომ სტანდარტულად მოხარშული და შემდეგ შემწვარი არ არის. რაღაც განსხვავებული ტექნიკაა. კუჭებზე შევატყე მე, რომ მოხარშული არ იყო. კუჭი უმად იყო დარჩენილი (სქელი როა, ხო არ იწვება მაინც და ) |
Posted by: iosebovich 21 Feb 2020, 14:37 | ||
|
Posted by: elchi 21 Feb 2020, 15:47 |
ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ მეგობრებო. თუ ხინკალს შეწვას ვუპირებთ მოუხარშავად ცხელ ცხიმში, ცომი მაგარი მოზელილი უნდა იყვეს და რაც შეიძლება თხელ ფირფიტებში გავახვიოთ ფარში. |
Posted by: iosebovich 21 Feb 2020, 15:55 |
elchi ეხლა თქვენ აქ არ ხართ პატივცემულო, თანაც არც სურათი გვაქვს. ანუ რა ხდება, არაა ზეთში შემწვარი ეგაა მთავარი. უფრო გამომცხვარია, სავარაუდოდ ღუმელში ... |
Posted by: belimbor 21 Feb 2020, 15:57 |
Amigo-Amo მეც ეგრე ვფიქრობ, აბა გაპიწკინებულ ხინკალს ხომ არ გაყიდიდნენ 1.45-ად elchi არ ვარ კომპეტენტური, შენ თუ გიცდია, დაწერე, მაგრამ მგონი ცოტა მოხარშვის გარეშე მარტო შეწვა არ ეყოფა ხორცს |
Posted by: elchi 21 Feb 2020, 16:32 |
iosebovich belimbor მთლიანად უნდა ჩაიძიროს ცხელ ცხიმში და მერე შეიწვება. ერთხელ გავაკეთე SF-ში რესტორანში რომ ვმუშაობდი მაშინ. მომბეზრდა ამ რესტორნის მენიუ და ერთ დღეს გადავწყვიტე ხინკალი ზეთში შემეწვა, მეთქი დავაგიჟებ ამათ. უმაგრესი რამე გამოვიდა. მენიუში შევიტანოთო. ვერა ხაართ თქვენა, ზუსტად მაგ ჭკუაზე ვარ, გავიხადო პიჯაკი და თეთრი ხალათი ჩავიცვა და სამზარეულოში დავდგე, აიღეთ თქვენ თვითონ გააკეთეთ. შარის საძებნი დეტექტორი მიყენია, კაცი მენეჯერი ვარ და როგორია, დადექი სამზარეულოშიო. |
Posted by: Amigo-Amo 21 Feb 2020, 17:13 | ||
ჩებურეკის/სხვადასხვა ნაგეტების/ფრის ვარიანტია რა |
Posted by: elchi 21 Feb 2020, 17:20 |
Amigo-Amo აბა რაა, ეგ არი, უბრალოდ ხინკალის ფორმა აქვს. |
Posted by: max-14 21 Feb 2020, 22:17 | ||
ჩებურეკია რა,ხინკლის ფორმით |
Posted by: MasterJC 22 Feb 2020, 10:05 | ||
პერსონალმა დაცხო ერთმანეთს საჭმლის მომზადებაზე. მეორე დღეს მე მოვუმზადე ლაითად საკვები. გაუხარდათ მესამე დღეს ერთს დავავალე შენ აკეთებ დღეს კერძს. ჩამოწერე რა გჭორდებათქო. მერე მეორე ჭიჭყინა გავუშვი ამ ყველაფრის საყიდლად კიდევ თუ დაცხებენ გამოსავალი ნაპოვნი მექნება. ერთი ამზადებს მეორეს მოაქვს. დანარჩენები ეხმარებიან რა რა კაი და ბულკი მენეჯერი ხარო. საყვარელიო მერე ერთ ბედოვლათს დავახურე ისე გამომიყვანა წყობიდან და ახლა ღიმილსაც ირგებენ და გაბრაზებასაც ერიდებიან. გამახსენდა რა... |
Posted by: FoolOnTheHill 22 Feb 2020, 14:33 | ||||
გაგისინჯავს? )) |
Posted by: elchi 22 Feb 2020, 17:54 |
MasterJC პერსონალთან პრობლემა არ მქონია, თუ არ მომისმენდნენ და ისე არ მოიქცეოდნენ, როგორც მე ვთვლიდი საჭიროდ, მაშინვე სახლში გავუშვებდი. რესტორნის პატრონები რუსი ებრაელები/ცოლქმარი/ იყვნენ, როგორი ძუნწები, ვერ წარმოიდგენ. აიყვანეთ ვინმე, ან მე მოგიყვანთ და ვასწავლი როგორ გააკეთოს ხინკალი, მაგასთან ერთად პელმენებს/ვარენიკებს დაამატებთ და უფრო მეტი შემოსავალი გექნებათთქო. თავი არ უმუშავებდა არცერთს, მკვდარი ბიზნესი გავუცოცხლე და ერთ ცენტს ვერ დაახარჯინებდი. როგორ გავუძელი 2.5 წელი მე თვითონ მიკვირს. ბოლოს აღარ შემეძლო უკვე მაგათთან მუშაობა, თან სხვა შტატში გადავდიოდი. წამოვედი და ამ დეგენერატებმა სამ თვეში გაყიდეს ლიცენზიაც და რესტორანიც. ვეღარ გაქაჩეს, არადა 500 კაცზე მეტი ეტეოდა, გატენილი იყო პარასკევს, შაბათს და კვირას. კაცი ლოთი იყო, ცოლი ჩერჩეტი. მაგ ქალს დაუტოვა პირველმა ქმარმა მილიონები, აუღიათ და ეგ ობიექტი უყიდიათ. მოკლედ, რესტორნის ბიზნესი არის ჯოჯოხეთი. |
Posted by: max-14 22 Feb 2020, 22:05 | ||
აშენებულა )) |
Posted by: iosebovich 24 Feb 2020, 17:46 |
დღესაც ვიყავით ზოდიაქოში სესვენებაზე. ხინკალი სუპერ რასაც ჰქვია. და საფირმო , შემწვარს რო ჰგავს. ზეთში არა ერბოში იწვებაო ესე გვითხრა მიმტანმა და იყო ძალიან კარგი. მოკლედ უჭირავთ ხარისხი ჯერჯერობით და ვნახოთ . |
Posted by: SN10248‼ 25 Feb 2020, 15:58 |
ღორის ხორცით საუკეთესო შეზავება ხორცის ხინკლისთვის როგორ შეიხლება ?? წვნიანიც რომ იყვეს |
Posted by: belimbor 25 Feb 2020, 16:20 |
iosebovich დავწერე ზემოთ, ერბოში იწვება-მეთქი, მაგრამ მაინც მგონია რომ ჯერ იხარშება ცოტათი |
Posted by: elchi 25 Feb 2020, 16:22 | ||
ფარშს დაამატეთ ხახვი, ნიორი, ძირა, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, დაფქვილი წითელი წიწაკა, შავი პილპილი და მარილი. წვნიანი რომ გამოვიდეს, პირადად მე, როცა ხაშლამას ვაკეთებ, იმ წვენს ვინახავ და მერე იმითი ვათხელებ ფარშს, ასევე იმ წვენში ვხარშავ ხინკალს, ცოტა წყალსაც ვუმატებ. ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს თუ მწვანილებს გამოაკლებთ, მიიღებთ მთის ხინკალს, ეგ კიდევ ქალაქურია. |
Posted by: belimbor 25 Feb 2020, 16:37 |
elchi შენ გაიხარე, ნერწყვი მომადგა |
Posted by: SN10248‼ 25 Feb 2020, 17:08 |
elchi ცომზეც აინტერესებთ პრიალა და მკვრივი როგორ უნდა გამოვიდესოო |
Posted by: elchi 25 Feb 2020, 18:42 | ||
ცომს ბევრი ზელვა უნდა, ზოგი კვერცხს და ზეთსაც იყენებს. მე არ მომწონს "პრიალა" ხინკალი. უმჯობესია მოზელილი ცომი მინიმუმ 2-3 საათი "დაასვენოთ". ზაფხულში მაცივრის დაბალ თაროზე ვდებ, ცივ ამინდში გადავაფარებ სუფრის ტილოს და ეგრე მიდევს თასში. მერე სადღაც 50-ჯერ კიდევ გადავახვევ და ისეთი ფირფიტები გამოდის, შანსი არ არის რომ კარგად შეკრული ხინკალი ჩაიშალოს, ანუ გაიხსნას. |
Posted by: toyota12345 25 Feb 2020, 21:46 |
ზდაროვათ, ხაშის სახლი რომ არის იგივე ფშავის ჩემპიონი მაგათი დაკეპილი ხინკალი არ გაქვთ გასინჯული? აქებენ. |
Posted by: girvan_88 26 Feb 2020, 12:01 | ||||
ყაზბეგზე როა მანდ ვარ ნამყოფი
მე არ მომეწონა |
Posted by: max-14 27 Feb 2020, 14:38 | ||
თბილისში დიდი არაფერი,აი ნატახტარში ერთი სამჯერ ვიყავი დეკემბერში და იქ მართლაც გემრიელი იყო,ახლა თუ არ გააფუჭეს. ქალაქური არ ვიცი,მაგას არსად არ ვუკვეთავ )))) |
Posted by: Amigo-Amo 27 Feb 2020, 14:44 |
ჩემმა თანამშრომელმა გამიტრაკა, რომ ამო-რამეში ძაან მაგარი ხინკალიაო და წავიდე? ყოფილხართ ამ ბოლო დროს და ნამდვილად კარგია? |
Posted by: BeerLover 27 Feb 2020, 16:11 |
ხაშის სახლის ხინკალი გურმანის ეკალში რო აქეს მაშინ გავსინჯე აბსოლუტური საშინელება იყო, ჩვეულებრივი მაღაზიის გაყინული ხინკლის დონე Amigo-Amo კარგი ხინკალია მანდ ნამდვილად |
Posted by: Beso-093 27 Feb 2020, 16:32 |
გამარჯობა მეგობრებო, სესილია რომ არის კუს ტბის გადასახვევთან, ხინკალს აქებენ მანდ და თქვენ რას იტყვით, ვარგა?? |
Posted by: BeerLover 27 Feb 2020, 16:34 |
Beso-093 ადრე ვჭამე და მომეწონა, ნორმალური იყო |
Posted by: Beso-093 27 Feb 2020, 16:40 |
BeerLover მადლობა გამოხმაურებისთვის |
Posted by: BeerLover 27 Feb 2020, 16:45 |
Beso-093 ზომაში მგონი ძალიან დააპატარავეს როგორც მახსოვს |
Posted by: iosebovich 27 Feb 2020, 17:08 | ||
Beso-093
მეც ეგრე და ერთი მინუსი აქვს ძალიან პატარებია. 20 ცალს თავისუფლად შეჭამ ერთი კაცი ... |
Posted by: BeerLover 27 Feb 2020, 17:26 |
iosebovich ტეხავს ეს პატარა ხინკლები მაგრამ ხარისხის გაფუჭებას, ზომის შემცირება ჯობია ისევ |
Posted by: elchi 27 Feb 2020, 17:28 | ||||
გამოდის რომ ცომს აჭმევენ ხალხს. რა უბედურებაა ხინკალის დაპატარავება? |
Posted by: BeerLover 27 Feb 2020, 17:33 |
elchi 3 ვარიანტი გაქ როცა პროდუქტი ძვირდება ან ზომას აპატარავებ ან ფასს წევს ზემოთ ან ხარისხს აფუჭებ მგონი პირველი ჯობია ყველას თორე კახელებში კი არის იდეალური ზომის ხინკალი და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მომზადებული, მაგრამ 2 ლარი ღირს 1 ცალი |
Posted by: elchi 27 Feb 2020, 18:01 |
BeerLover ჩვენების ნათქვამია:-თვალი ჭამს და თვალი სვამსო. ვერ ვგებულობ ქართულ ბიზნესს, რატომ უნდათ უცებ მილიონერები გახდნენ? მქონდა საკუთარი ორი ბიზნესი. რა გავაკეთე იცი? წარმოება გავზარდე, ხარისხი შევინარჩუნე და ფასები დავწიე. უფრო მეტი შემოსავალი შემომდიოდა. |
Posted by: Gubaza-Milionera 27 Feb 2020, 23:58 |
Kera•კერა ასე ქვია სოლოლაკშია. ძალიან კარგად გამოიყურება, რუხი ცომით ვაკეთებთო და ვარგა რამედ? 1,20 ღირს თითო |
Posted by: BeerLover 28 Feb 2020, 00:00 |
elchi რას იზამ, რაცაა ეგაა Gubaza-Milionera ფასიდან გამომდინარე არ აქვს უფლება რო არ ვარგოდეს |
Posted by: Gubaza-Milionera 28 Feb 2020, 00:01 |
BeerLover მეშინია პატარა არ იყოს ასე თითქოს დიდი ჩანს |
Posted by: BeerLover 28 Feb 2020, 00:02 |
Gubaza-Milionera რაღაცნაირი სურათია ყველა ისეთი ინგრედიენტი უდევს ირგვლივ, ვერ შეადარებ, ყველანაირი ზომის არსებობს ეგ ინგრედიენტები ისე საინტერესოდ გამოიყურება |
Posted by: MasterJC 28 Feb 2020, 08:13 | ||
გამიგია რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხინკალია, რაც შეიძლება გასინჯო ქალაქშიო/ ჯერ არ მიჭამია ისე რაც ვნახე, ყველგან პატარა ხინკლებია ქალაქში დიდი არის ქალაქურები, და იმასაც პატარა გულსართი აქვს შიგნით |
Posted by: GEORGEXIII 28 Feb 2020, 09:43 | ||
ვააა გასატესტი ადგილი ყოფილა. |
Posted by: girvan_88 28 Feb 2020, 10:20 | ||
ხინკალი თუ გინდათ შაბათ-კვირას მიდით, სხვა დღეებში არ აქვთ ეს კაი სტატიაა ამო-რამეზე http://georgiangourmetguide.blogspot.com/2017/06/blog-post.html |
Posted by: Amigo-Amo 28 Feb 2020, 10:28 | ||||
ამ სტატიაში ისეთი აღწერილობაა, რომ გამიქრა წასვლის სურვილი |
Posted by: belimbor 28 Feb 2020, 10:29 | ||
ზოდიაქოში და კახელებში მაგალითად საკმაოდ ნორმალური ზომის ხინკალია |
Posted by: Amigo-Amo 28 Feb 2020, 11:12 | ||||
კვირას ვიყავი ზოდიაქოში და თითქოს მომეჩვენა, რომ ხინკლის გული უფრო მეტი იყო. |
Posted by: girvan_88 28 Feb 2020, 11:25 |
დიდი (თან საკმაოდ) ხინკალი თუ გინდათ რუსთავში წადით სახინკლეა ასეთი სავანე ქვია, ეგეთი ზომის ხინკალი არ მიჭამია, ხორცზე მეტი წვენი ქონდა |
Posted by: Amigo-Amo 28 Feb 2020, 11:36 | ||
არ მითხრა 20 წელი გარდაბანში ვცხოვრობდი მე და ხინკლის და ნუ, ზოგადად, დვიჟენიის პონტი თუ გინდოდა, რუსთავი არის 10 კმ-ში და მანდ უნდა ჩასულიყავი. კარგი მოგონებები ნაღდად არ მაკავშირებს მაგ სავანესთან |
Posted by: FranziskanerWeissbier 28 Feb 2020, 12:13 |
აუ მანდ მეც მაქვს ნაჭამი ხინკალი გვშიოდა და სამმა კაცმა 30 ცალი ავიღეთ შევჭამთო და იმხელები გამოდგა ნახევარი გავქაჩეთ მგონი |
Posted by: toyota12345 28 Feb 2020, 12:20 |
ვარკეთილი, ვაზისუბანი, ისანი, სამგორი, მოსკოვის გამზირი აქეთ უბნებში რამე საკაიფო ხინკალი სად გეგულებათ? |
Posted by: Amigo-Amo 28 Feb 2020, 12:23 | ||
ვარკეთილში მხოლოდ...რესტორანი ორი ტონა. აი ძაან არ აღვფრთოვანებულვარ, თუმცა, ცუდს ვერ იტყვი. სამაგიეროდ კრაფტ ლუდები აქვთ, იხარე ერო!!! |
Posted by: toyota12345 28 Feb 2020, 12:49 |
Amigo-Amo მანდ ერთხელ ვიყავი და არ მომეწონა სიტვაცია, ძაან გაბერილი ფასებია ვარკეთილის კვალობაზე და იმის მერე ვთქვი აქ მე აღარ მოვალ |
Posted by: yurmetal 28 Feb 2020, 14:09 |
შეშელიძის ხაშის სახლში ვჭამე ნადუღის და მთიულური ხინკალი, ნუ საკმაოდ მომეწონა უბრალოდ თვითონ ინტერიერი აი იმენა სახინკლესია |
Posted by: MasterJC 29 Feb 2020, 02:02 |
რამდენს გჯერათ რომ ხელით გაბრტყელებული და მოზვეული ცომი უფრო გემრიელია ვიდრე საბრტყელებელი მანქანით გაბრტყელებული და ისე მოხვეული ცომი? სერიოზულად მაინტერესებს |
Posted by: BeerLover 29 Feb 2020, 03:19 |
MasterJC ეგ ვინმეს ჯერა საერთოდ? :დ |
Posted by: Master_Nick 29 Feb 2020, 17:58 |
MasterJC გამოგონილი ლეგენდაა, არ მჯერა |
Posted by: samisertiwutia 1 Mar 2020, 04:30 |
MasterJC პრიალა თხელი რესტორნის ხინკლის ცომი ყოველთვის სახლის მირჩევნია და ჰა |
Posted by: Darkstalker 2 Mar 2020, 00:08 |
ელჩის ხინკლის გასინჯვის მუღამი რაღაცნაირად მეკარგება ნელნელა, ალბათ კარგი ქმარი და მზარეულია, მაგრამ რას გავს თავისი არსით. ნუ ამიგომ რო ბატი, კინაღამ ბატკანზე წინ წამოაყენა, ეს სხვა ბაზარია |
Posted by: elchi 2 Mar 2020, 03:47 |
Darkstalker მოახერხე და ჩამოდი ჩემთან. თუ მტრულად მოხვალ, გაგანახევრებ, მოკეთედ თუ მოხვედი, თავს განაცვალებ. გაგასინჯებ შველის/ირემის და გარეული ღორის შერეული ხორცით გაკეთებულ ხინკალს და პირღიას დაგტოვებ. შენს პროვაკაციულ სტატუსს არ წამოვეგები, ჩემგან გამოვა პირადი სამაგიეროს გადახდა. მე ავიტან, შემიძლია მაგდენი, სხვებს არ დასცინო, იმათ დავიცავ, ყველანაირი უფლება მაქვს. არ იხმარო მომავალში უწმაწური სიტყვები და არ დასცინო სხვას. ეს ბოლო გაფრთხილებაა. აქ, წესრიგი და მშვიდობა მინდა რომ იყვეს, ვიღაცა აურევს აქაურობას, ავიღებ და გავისტუმრებ "მოუსავალში". |
Posted by: Amigo-Amo 2 Mar 2020, 11:31 | ||
ერთადერთხელ მაქვს გასინჯული, ოღონდ მხოლოდ შვლის, გარეული/შინაური ღორის გარეშე (ისიც ძლივს 6 ცალი მერგო წილად ) და ნამდვილად შემიძლია იმის თქმა, რომ ერთხელაც თუ მომეცემა საშუალება, რომ ვჭამო, კორონასაც დავეტაკებოდი მერე თუ გინდა |
Posted by: MasterJC 3 Mar 2020, 01:21 |
BeerLover Master_Nick samisertiwutia ვიზუალის სხვაობას არ ვგულისხმობ. საუბარია გემოზე გაპრიალებული ქალაქური არც არასდროს მომწონდა |
Posted by: belimbor 3 Mar 2020, 11:05 |
Amigo-Amo მაგ შემთხვევაში ალბათ თვითონ ხორცია უმაგრესი. ალბათ შვლის მწვადიც ისეთი იქნება, კორონას რომ დაგატაკებს. |
Posted by: elchi 3 Mar 2020, 11:59 |
belimbor ვიდეო მიდევს YOUTUBE-ზე, სადაც ვაჩვანებ რომ შველის მწვადი არ არსებობს. იქ მოვუწოდებ ყველა მონადირეს, რომ შველი მწვადის გულისთვის არ მოინადირონ. იმ ვიდეოს ლინკს არ დავდებ აქ, ისედაც არ მაკლია წყევლა-კრულვა შუშის უკან ამოფარებულებისგან. |
Posted by: belimbor 3 Mar 2020, 12:05 |
elchi ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური შველის ხორცის გამოყენების საკითხში, უბრალოდ არგუმენტად მოვიყვანე, რომ ხინკლის შემთხვევაში შველის ხორცი განაპირობებს გემოს დიდ ნაწილს-მეთქი. |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2020, 12:44 |
elchi ამ გარეული ცხოველების ხორცს როგორ არბილებ? რაც მაქვს გასინჯული მაგარია ყველა და შინაურს ვერ ჯობია ჩემითვის რამე სპეც მარინადებს იყენებ? |
Posted by: Frankens†ein 3 Mar 2020, 17:21 | ||
ორნაირს ვაკეთებ: მარტო ღორისას(კახეთში როგორც იციან) და შერეულს. ვნახოთ რომელი აჯობებს კახურის ფარშში მარტო ხორცი და ხახვი შერეულში +ქინძი და ძირა |
Posted by: elchi 3 Mar 2020, 20:41 |
Master_Nick არავითარი მარინადი, ერთი ერთზე ღორის ხორცს ვურევ. ისე მართლა "მშრალია". შველის და ირემის ხაშლამას დიდხანს ხარშვა უნდა. Frankens†ein ფარშში ცოტა ქონდარიც დაუშვი და წითელი დაფქვილი წიწაკა, მერე მოხარშულზე შავი პილპილი. მეუღლე მყავს წარმოშობით კახელი. უცნაური "ნაჯვარია". დედამისი თელავიდან არის, მამამისი გურჯაანიდან, ეგენი მიღებენ ბოლოს, თორემ ისე მე რა მომკლავს?! |
Posted by: Frankens†ein 3 Mar 2020, 21:22 | ||
elchi ქონდარი არ მიყვარს. წიწაკა შეიძლება, კი. წიწაკას ვუშვრებით ხოლმე, მაგრამ კახეთში პაპა წიწაკის გარეშე აკეთებს/აკეთებდა და მაგიტომ ორიგინალი ვარჩიე, რისი გემოც ყველაზე ძალიან მიყვარს. ხო, მარტო ღორის ხინკალი ბევრად გემრიელია შერეულისაზე, ჩემი რეცეპტორებისთვის...
საუკეთესო კომბინაციაა |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2020, 22:45 |
Frankens†ein რა მაგრად მოგიხვევია ყოჩაღ შენ! კახურ ფარშში ძირას და ქინძს არ უკეთებთ? |
Posted by: Frankens†ein 3 Mar 2020, 23:07 | ||
პაპას რეცეპტში არა. ისე წითელ წიწაკას. |
Posted by: Amigo-Amo 4 Mar 2020, 00:43 | ||
ბოლო 10 წელიწადიდან, ქიზიყში მაქვს გატარებული ალბათ 30-40% მაინც და ახლაც, თვეში 1-2-ჯერ მაინც ჩავდივარ და მხოლოდ ღორის ხინკალი არსად გაუკეთებიათ და არც უხსენებიათ ნუ, პრინციპში, ეგენი იძახიან, რომ არ ვართ '' წმინდა სისხლის'' კახელებიო მარა სიმართლე გითხრა, არც ყვარელში/თელავში/ლაგოდეხში მსმენია მსგავსი. ნახელავს კი გიქებ, ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება. |
Posted by: elchi 4 Mar 2020, 03:09 |
ცოტას გაგამხიარულებთ "ჩასაკმეჩ" რამეებზე. 1995წელს რუსეთში აკადემიკოსთა კონფერენცია გაიმართა. დამსწრეთა შორის სამად სამი მამაკაცი აღმოვჩნდით, რომლებმაც კონფერენციის შემდეგ დალევა გადავწყვიტეთ. პურ-მარილი სასტუმროს ნომერშივე გავაშლევინეთ და ქეიფიც გახურდა. შუა ქეიფის დროს მაგიდის თავზე დაკიდებული ასვატიანი ნათურა ჩაქრა და სართულის მორიგეს ვთხოვე მისი გამოცვლა. მორიგემ ნათურა ახლით შეცვალა, მაგრამ ძველის წაღება დაავიწყდა - იქვე, მაგიდაზე დარჩა. დალევაც მეტი აღარ გვინდოდა , ვისხედით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. ამ დროს ნათურას მოვკარი თვალი და დანარჩენებს ვუთხარი, რომ თუ ასვატიან ნათურას პირში ჩაიდებდა ვინმე, მის გამოღებას ვეღარ შეძლებდა. გაჩაღდა კამათი. ერთ-ერთი ოპონენტი, ფიზიკის აკადემიკოსი მეუბნება: "ასე არ შეიძლება" მე, მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ნათურის პირში ჩადება შეიძლება, მაშინ შეიძლება მისი გამოღებაც!" - და პირში ნათურას იდებს. ცდილობენ მის გამოღებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ საავადმყოფოში წასვლა გადავწყვიტეთ. ექთანს დავუძახე და პაციენტი ვაჩვენე. გაკვირვებული ექთანი ქირურგის დასაძახებლად წავიდა. მალე ექიმიც მოვიდა და პაციენტს მტევნის კიდით იმ ადგილზე დაარტყა, სადაც ქვედა ყბა თავის ქალას უერთდება. პირი უფრო ფართოდ გაიღო და ნათურაც თავისუფლად გამოვიდა, პაციენტი კი პირდაღებული დარჩა. ექიმმა აუხსნა, სანამ ნათურა პირში გედო, კუნთები დაძაბული გქონდა, ახლა კი ძლიერ მოშვებულია და სამიოდე საათის შემდეგ ისევ შეძლებ პირის მოკუმვასო. დამსახურებულმა აკადემიკოსებმა ექიმს მადლობა გადავუხადეთ, ტაქსში ჩავსხედით და სასტუმროსკენ დავიძარით. "მაინც ვერაფერი გავიგე, - მეუბნება მეორე აკადემიკოსი , - რატომ არ უნდა გამოდიოდეს ნათურა პირიდან?" ახლა მეორემ გამიპროტესტა: "ასეთი რამ უბრალოდ, შეუძლებელია", - სტაცა ნათურას ხელი და პირში ჩაიდო. ტაქსს ისევ საავადმყოფოსკენ ავაღებინე გეზი. დავიჭირეთ ექთანი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ქირურგის მოსაყვანად მაინც გაიქცა. ქირურგმაც ბევრი იცინა, თუმცა ნათურა მაინც გამოიღო. უიღბლოები საავადმყოფოდან გამოვიყვანე, ტაქსი გავაჩერე და ჩავსხედით. ტაქსის მძღოლი ორი პირდაღებულის დანახვაზე დაინტერესდა: "ეს დებილები სად მიგყავს?" "რა დებილები, მეცნიერებათა კანდიდატები არიან. უბრალოდ, პირში ნათურა ჩაიდეს და ვეღარ გამოიღეს". ტაქსის მძღოლმა არ დამიჯერა. დარწმუნება დავუწყე, ვერ დავარწმუნე და ნათურა მივეცი. მოკლედ, ამჯერადაც მოგვიწია საავადმყოფოში მიბრუნება. მათ დანახვაზე ექთანი შოკში ჩავარდა, ქირურგი დიდხანს ილანძღებოდა, მაგრამ ნათურა მძღოლსაც გამოუღო პირიდან და მაგიდის კიდეს მიაფშვნა! ტაქსის მძღოლმა სასტუმროსკენ წაგვიყვანა, მაგრამ გზად ავტოინსპექტორი გადაგვეღობა, რომელმაც ვითარებაში გარკვევა გადაწყვიტა - სამი პირდაღებული და ერთი მთვრალი საეჭვოდ მოვეჩვენეთ. ერთადერთი მოლაპარაკე მე ვიყავი, მაგრამ ნასვამი, მოვახერხე ყველაფერი ამეხსნა. ინსპექტორმა ზურგი გვაქცია და თავის ჯიხურში შევიდა. იქ შუქი ჩაქრა და მცირე ხნის შემდეგ მილიციელი უკან დაბრუნდა, უკანა კარი გააღო და ჟესტით გვანიშნა, ჩავწეულიყავით. ჩაჯდა. პირიდან ნათურის ხრახნი მოუჩანდა. ტაქსი კიდევ ერთხელ მივაბრუნე საავადმყოფოში. ექთანი ძლივს მოასულიერეს და ქირურგის დასაძახებლად გაგზავნეს. ექიმის კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ექთანმა დაიკივლა და გულწასული ჩაიკეცა. ოთახიდან ქირურგი გამოვიდა არაბუნებრივად დაღებული პირით... |
Posted by: iosebovich 4 Mar 2020, 09:42 | ||
elchi საღოლ კარგი იყო Amigo-Amo
ეგრეა. არც მე მსმენია არაფერი მაგდაგვარი რაც მე კახეთში მიქეიფია, ვყოფილვარ და მიპურმარილია. |
Posted by: Amigo-Amo 4 Mar 2020, 10:26 |
elchi ვკითხულობდი და სიცილისგან ცრემლები მდიოდა. ქირურგმა დაგლიჯა. |
Posted by: diliskaptenachunchxa 4 Mar 2020, 18:51 | ||
ნამდვილი ამბავია? |
Posted by: akako78 4 Mar 2020, 19:33 |
elchi კი ეგ ამბავი გამახსენდა წაკითხული მაქვს კვირის პალიტრაში იყო თუ არ ვცდები.. პ.ს.გუშინ გვქონდა ხინკალი სახლში და დედიკოებს გავუმასპინძლდით მე და ჩემი მეუღლე..ისე გაცხელებული უფრო მოეწონათ მე მგონიწითელი გამხმარი წიწაკაც ძალიან მოუხდა მთლიანად გატარებული ფარშში.. |
Posted by: elchi 4 Mar 2020, 21:08 |
diliskaptenachunchxa კი, ნამდვილი ამბავია, ის "აკადემიკოსები" ქართველი 18 წლის სტუდენტები იყვნენ. akako78 ადრე SF-ში როცა ვცხოვრობდი ერთ რუს ჟურნალისტ გოგოს ერთი ამბავი მოვუყევი და ერთ ცნობილ რუსულ ჟურნალში გამოაქვეყნა, საკერავი მანქანის შესახებ მოვუყევი ერთი ძველი ისტორია, რომელიც არ არის მოგონილი, სინამდვილეა. თუ ნებას დამრთავთ, იმასაც წაგაკითხებთ. პ.ს. მე თვითონ ვაოფებ თემას. |
Posted by: Amigo-Amo 5 Mar 2020, 00:40 | ||
დაყარე ყველგან და ყველაფრის ხინკალი განვიხილეთ და სანამ ახალი დაწესებულება/სახეობის ხინკალი გამოჩნდება, გავხალისდეთ ცოტა |
Posted by: elchi 5 Mar 2020, 06:23 |
Amigo-Amo ეგრე ვქნათ, თორემ ქართულ ენოვან ფორუმებზე შესვლა აღარ მინდა. რა დღეშია ხალხი? რაც შეიძლება მეტი დადებითი ვაჩუქოთ ერთმანეთს. ჩემგან სპორტსმენი არასოდეს გამოვიდოდა. ცურვას არ გავყევი, სწავლა ვარჩიე. დინამოს სტადიონზე კრივზე მიმიყვანა ბიძაჩემმა. გეხსომებათ ბატონი დავით კვაჭაძე, მისი სპარინგ პარტნიორი იყო ბიძაჩემი. პირველი დღეა და დამიყენეს ვიღაცა, რომელიც კაი ხანია დადის კრივზე. გამხეთქა ცემაში, ვეუბნები ნუ მირტყამ, თორემ წაგიდებ ქვეშთქო, მწვრთნელი ამბობს წესები ასეთი აქვს ამ სპორტსო. მაგრად დამალურჯა. სკოლაში არ წავედი მეორე დღეს, გასიებული მქონდა თავპირი, ზუსტად იმას ვათქმევინებდი ვინმეს ნაცემიაო. იმ ღამეს ვერ დავიძინე, ვერც მეორე ღამეს. როგორც იქნა გათენდა ოთხშაბათი. დავხვდი ამ ტარტაროზს წერეთელის ძეგლთან და წავიდე წიხლის ქვეშ. შევედით სავარჯიშოდ და ჩემზე ორჯერ დიდი თავი აქვს ამას, თვალები კიდევ გადმოცვენაზე. მწვრთნელი ეკითხება რა გჭირსო და მოაღო პირი. დამხვდა და მცემაო. შენგან მოკრივე არ და ვერ დადგება, აახვიე აქედანო. კრივის სექციიდან გამომაგდეს. * * * ძირითადად, ქალბატონები და საქალბატონეები "შამაიხედავდნენ ხოლმე იქა" და იმიტომაც დავწერე მათი "მიმართულებით". :haha: :haha: ქართველი ემიგრანტების საითი იყო, ძალიან ბევრს გამოადგა ეს რეცეპტი. ყველა ხინკალის მოყვარულ და მონატრებულ ქართველს ჩემებურად გაკეთებული ხინკალის "რეცეპტი"./ცოტა ხელი შემეშლება აბზაცების გამო, მაგრამ მაინც გაგახარებთ/ სხვადასხვანაირადაც ვიცი, მაგრამ ახლა ამას დაგიწერთ. თანაბარი რაოდენობით, საქონლის და ღორის გატარებული ხორცი, თითო კოლო ორივე "კატეგორიიდან", გააქვთ უკვე ორი კილო ხორცის მასა, რომელსაც "ქვეყანა რამე-რუმეებს" დაგამატებინებთ. მე, წითელ ხახვს ვამჯობინებ, 2 ცალი საშუალო ზომისა და 4-5 კბილი ნიორი, ნამეტანი უხდება მაგ ხორცის რაოდენობას და წიწაკა, ვისაც მწარე გიყვართ. ამასთანავე ნახევარ-ნახევარი კონა, ქინძი და ოხრახუში/"პეტრუშკა"/. ეს ყველაფერი უკეთესი იქნება, რა ჰქვია ამ "მანქანას" სახელს ვერ ვიხსენებ, მოკლედ ერთად ნაკუც-ნაკუწ აქციეთ. იცით რასაც ვგულისხმობ. გადაურიეთ ხორცში, არ დაიზაროთ, მორევა სჭირდება. ვამატებ ხოლმე უცხო სუნელსაც, დაახლოებით სამი თითით რამდენსაც ამოვიღებ, ორჯერ მოვაყრი ხოლმე, ვუმატებ ძირასაც,/ აქ ამერიკაში ვინც ხართ, ძირა არის CARAWAY, ყველგან იყიდება/, რაც უფრო მეტად გადაზელთ ერთმანეთში უკეთესია,ასევე მცირე რაოდენობის ქონდარსაც. ახლა მთლად მთავარი: ხინკალი წვნიანი თუ არ არის, მე მაგას "პერაშკს" ვეძახი. გავხადოთ წვნიანი. იმ რაოდენობას, რომელიც მოგიგროვდათ, თავისუფლად შეგიძლიათ დაასხათ, დაახლოებით 2 ლიტრი წყალი, ან შენახული ხაშლამის წვენი, თანადროულად ურიეთ ნაზავი, როცა შეატყობთ სითხე შეისრუტა ფარშმა და ფაფას დაემსგავსა, შესდექით ქართველნო და მარილზეც იფიქრეთ. მარილი გემოვნებით შეაზავეთ, მწეველებს და ყავის მსმელებს გირჩევთ, სხვას გაასინჯოთ სიმლაშე. ახლა, გააქვთ დრო ამოისუნთქოთ. გადაანაწილეთ ეს ნაზავი რამოდენიმე პატარა ქვაბში და დურთეთ საყინულეში. დიახაც საყინულეში. /მერე გეტყვით რატომ/ სულ რაღაც 5 წუთში ცომის მოზელვა უნდა დაიწყოთ. წადით გააბოლეთ, ყავა დალიეთ, დაქალს არ დაურეკოთ, თორემ ვიცი თქვენი "5" წუთი მე. მოხვედით? ეხლა დიდი შრომა მოგიწევთ. მაგ ფარშისგან დაახლოებით 120-130 ცალი უნდა გამოგივიდეთ, ეს თქვენთვის თუ აკეთებთ, თუ ვიღაცეებისთვის/ჩაცეცხლონ და წაეთრენო, მაშინ 160-ზე მეტსაც მოახერხებთ./ დაახლოებით 2 კილო ფქვილი, თბილ წყალში მოზილეთ, არავითარი კვერცხი და წებო კიდევ. მარილიც უქენით ცომს. დიდხანს უნდა ზილოთ, მანამ სანამ არ გამაგრდება ცომი, ანუ თითს რომ დააჭერთ, ცომმა უკან უნდა ამოიწიოს "დაჭერილზე". დაახლოებით 50-ჯერ მოგიწევთ გაბრტყელებულის, ისევ გადაბრტყელება. უმჯობესია სამად გაყოთ და ისე უფრო გაგიადვილდებათ ფირფიტების გასწორება. გაქვთ უკვე პირველი ფირფიტა, რომელიც კაი მოზრდილი ლავაშის ხელაა, აიღეთ ჭიქა/სასურველია პლასტმასის იყვეს, არ გატყდება დაჭერისას და მეც შარში არ გავეხვევი თქვენთან ერთად./ მიყევით და დაჭერით ცომი პატარა რგოლებათ. დაახლოებით 35 გამოგივათ, ერთი 20-ლიტრიანი ქვაბისთვის საკმარისია. დამხმარე გჭირდებათ აუცილებლად, ვინც ამ რგოლების გაბრტყელებას დაიწყებს, დაახლოებით DVD დისკის ზომაზე/შედარება არის უნიკალური და გთხოვთ არ დამიკარგოთ/ ამასობაში, სითხით ნახევრად გავსებული ქვაბი, აუცილებლად სწრაფ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, იქაც მარილის ჩაყრა მოგიწევთ. ჰო, ვიცი, გასვლა გინდათ, მოასწრებთ თითო გაბოლებას კიდევ. უკვე, ლუდის ბოთლსაც გავხსნიდი თქვენს ადგილზე რომ ვიყვე. მზად გვაქვს სიფრიფანა ცომის ნაჭრები. დავიწყოთ შეხვევა. რა ადვილია არა, შეხვევა? დიახთც=lol= ადვილია. მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელის იგივე თითებიდან მოწოდებულ ცომის წიბოებს, გამალებით ვასრისავთ ერთმანეთზე. მერე ისე გავარჯიშდებით, 10-დან 9-ას, 19 ნაოჭიანს გააკეთებთ. წყალი დუღს უკვე, წავედით ჩავყაროთ. კუჭის მხარე, ხელისგულზე დავიდოთ და ისე გაუშვათ მდუღარეში, ვეცადოთ ერთ ადგილზე არ მოვაგროვოთ ყველა. ჩაყრა და ქვაბის შემოტრიალება რამოდენიმეჯერ აუცილებელია, ამასთანავე ციცხვით/ხის გრძელი კოვზით/ თუ ისარგებლებთ მოსარევად, უკეთესი იქნება, ნაკლებად დააზიანებთ. მოგიწევთ ქვაბთან ყოფნა, მალ-მალე მორევა სჭირდება, ერთმანეთს და ძირს, რომ არ დაეკრონ. სულ რაღაც 3-4 წუთში დაიწყებენ ჩვენი ხინკლები ზედაპირზე ამოსვლას თავდაყირა, დააცადეთ დაახლოებით 2 წუთი და მერე ამოკრიფეთ ქაფქირით. მაცივარში ფარშის შენახვამ, უამრავი დრო დამიზოგა, შეხვევისას-ფარში იყო შეკრული, აღარ ვწვალობდი და ხინკალიც წვნიანი გამოვიდა. ხინკალისათვის ლუდზე და ჩვენს ჭაჭაზე საუკეთესო მისაყოლებელს, მე სხვა ვერაფერს შემოგთავაზებთ . ალალი იყვეს, ეს დახარჯული დრო, რომელიც მე ამის დაწერას მოვანდომე, ყველა ქართველისთვის, ვინც ამას წაიკითხავს. ეს ყველაფერი, ჩემით ვისწავლე, უამრავი "ექსპერიმენტების" შემდეგ, გავხდი ხინკალის კეთების "პროფესიონალი", იმიტომ რომ ხინკალის გარეშე ვეღარ ვსუნთქავდი. 2006, დეკემბერი. |
Posted by: diliskaptenachunchxa 5 Mar 2020, 11:02 |
elchi მეუღლეს წავაკითხე რეცეპტი. იმდენი არ აგიდგეს გვერდები მე რომ მაგდენი ვიჩალიჩოვოოო |
Posted by: Frankens†ein 5 Mar 2020, 11:17 | ||
elchi
ცოტაა. 10 წუთი მაინც უნდა... +- 1 წუთი. არც უმი რომ არ იყოს და არც ჩაიშალოს... |
Posted by: girvan_88 5 Mar 2020, 11:48 |
Frankens†ein elchi პირველად მერამდენე ცდიდან გამოგივიდათ სასურველი ხინკალი |
Posted by: elchi 5 Mar 2020, 12:09 |
girvan_88 რომ ჩამოვედით, მანდ ჯერ რა ვიყავი, აქ ნამეტანი უხასიათო გავხდი. გავიდა ორი თვე და ვერა ვარ. მიყურებს მეუღლე, ჩვენ თვალებით ველაპარაკებით ერთმანეთს. დედაშენს დაურეკე და მოიმარჯვე ფურცელი და ფანქარი, ხინკალს როგორსაც გიკეთებდა ისა ჰკითხეო. აფეთქთდა ტვინი. დეე, არიქა, ჩავიწერ რასაც მეტყვი. გავაკეთე ისე როგორც მითხრა, შევაზავე და არცერთი არ ჩამშლია. მაგრამ პრობლემა რაშია გირვან იცი? ძალიან დიდებს ვაკეთებ. |
Posted by: girvan_88 5 Mar 2020, 12:24 |
elchi შენ გემო თქვი თორე დიდსაც მოვერევი და პატარასაც ერთი უნდა ვცადო რა |
Posted by: elchi 5 Mar 2020, 12:44 |
ერთმანეთს სიცოცხლე უნდა გავულამაზოთ, სხვანაირად არ გამოდის, ცოტა ვართ ქართველები, დავიფანტეთ აქეთ-იქით. ესენი ჩემი სიცოცხლეები არიან. პატარები წამოვიყვანე, სალომე 5 წლის არ იყო, თეონა თითქმის 10-სა. ახალი ჩამოყვანილები მყავდა, სად აღარ დავატარებდი, მოვიარეთ ყველა რესტორანი, არაფერს ვაკლებდი. ერთი დილაა და სალომე მოღუშული გამოვიდა საძინებლიდან. ლიკა კონფერენციაზე იყო წასული სხვა შტატში, ბავშვები მე მყავდა "ჩაბარებული". სალომ კიდევ ისეთი ტირილი იცის, ხმას არ ამოიღებს, დაეკიდება თვალებზე ცრემლის კუნწულები და გულში ტირის. -რა გჭირს მამა, რატომ ხარ უხასიათოდ? პატარა იყო და ასეთ რამეს მეუბნება: -მე ქართველი ბავშვი ვარ და არ მომწონს უცხო ქვეყნების საჭმელები, ქართული გვაჭამე რამეო. ცოტაც და გული გამისკდებოდა. რა გენატრება მეთქი და ეგრევე ხინკალი მინდა და ხაჭაპურებიო. თეონამაც, კარგი რაა, დაგავიწყდა თბილისში რესტორნებში რომ დამატარებდი და ერთად ვქეიფობდითო? მოგიკვდეთ შვილებო იდიოტი მამა, გამოეწყვეთ და წავედით სამივე მარკეტში. ავიღეთ რაც საჭირო იყო და ვინ მასწავლის როგორ უნდა გავაკეთო ხინკალი ან ხაჭაპური? შეუბერეთ სამივემ, მაგრამ არ მაცდიან ეს მამაძაღლები, უმ ცომს ინდაურებივით ყლაპავენ. ის დღე იყო და არავითარი FAST-FOOD და რესტორნები, გვიყურეთ დედ-მამას და თქვენც ისწავლეთ ქართული საჭმელების კეთება, ჰოოო, არავითარი კოკაკოლა და პეპსი და ეგეთი რამეები არ გამაგონოთ, მე ხომ გიჯერებთ და დათმობაზე მოვდივარ, თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ, აქ უნდა მორჩეს ამაზე ლაპარაკითქო. ერთი კვირის შემდეგ ლიკა ჩამოვიდა, ნახა ბავშვები და რა უქენი ამათ ასეთი, გადაიყვანე შენს ჭკუაზე, ვეღარ ვცნობ ვერცერთსო.LOOOL ახლა არცერთი აღარ მყავს სახლში, გაიზარდნენ და თავისი გზა მოძებნეს ამ რთულ ცხოვრებაში, მე კიდევ კაი ხოშიანი შეფ-მზარეული დავდექი მაგათი გადამკიდე. ეს სურათი სალომეს დაბადების დღეზეა მერე გადაღებული, თეონამ გამოუცხო პატარა ტორტი. |
Posted by: iosebovich 5 Mar 2020, 12:50 | ||
elchi
კაი კაცი ხარ შენ ძამიკო, გაგიმარჯოს ღმერთმა |
Posted by: girvan_88 5 Mar 2020, 12:56 |
elchi დღეს თანამშრომლის დაბდღეზე ვიკრიბებით ბულაჩაურში, თამადა ვარ, ხოდა ემიგრანტების სადღეგრძელოს შენი ოჯახის თამადობით დავლევ |
Posted by: Frankens†ein 5 Mar 2020, 14:51 | ||
როდესმე თავიდან ბოლომდე მე გამიკეთებია ხინკალი მეთქი, მაგას არ მოვიტყუები ანუ ხორცის ყიდვიდან ქვაბიდან ამოღებამდე. ოჯახში ჯგუფურად კეთდება ხინკალი პირადად მე ცომი არასოდეს მომიზელია elchi |
Posted by: elchi 5 Mar 2020, 22:09 |
მადლობა მეგობრებო. ყველანაირად ვეცადოთ, ერთმანეთს რაც შეიძლება ბევრი სიყვარული ვაჩუქოთ. ქართველები ძლიერები ვართ, იმიტომ ვართ დღესაც დედამიწაზე. |
Posted by: Amigo-Amo 6 Mar 2020, 01:12 |
elchi თუკი საიდუმლო არ არის, წარმოშობით, საქაეთველოს რომელი კუთხიდან ხარ? მე სამცხეთ-ჯავახეთიდან ვარ (ახალქალაქის რაიონი) და შენს ბოლო პოსტებში რამოდენიმე '' ჩვენებური'' სიტყვა დავიჭირე და ამიტომ გეკითხები |
Posted by: girvan_88 6 Mar 2020, 10:37 | ||
ჩუნჩხა პტენა და კოთელია აქედან იქნები, ახალქალაქში სხვა ქართული სოფელი მე არ გამიგია |
Posted by: Amigo-Amo 6 Mar 2020, 10:44 | ||
ბებია და პაპა მყავდა მაქედან. სინამდვილეში, არც არის მეტი ქართული სოფელი მანდ |
Posted by: diliskaptenachunchxa 6 Mar 2020, 10:57 | ||||
ვაა რა სოფლები ახსენესს დილისკა? |
Posted by: girvan_88 6 Mar 2020, 11:03 | ||||
დილისკა იმენა სომხურია
ხოსპიოა კიდე ნახევრად ქართული თემა რომ არ გაოფდეს ნამეტანი ბატის ხინკალს გავსინჯავდი ჯავახურად |
Posted by: elchi 6 Mar 2020, 11:14 |
Amigo-Amo ჩემი გვარი რუისიდან არის წარმოშობით, ძირძველი რუისელი ვარ, თან მეხუთე თაობის თბილისელი გახლავარ. ჩემი წინაპრები ელჩები იყვნენ და იმიტომაც ვარ გვარად ელჩიბეგაშვილი. ვარ სუფთა ქართველი, გავიკეთე DNA ტესტი და ჩვენი, ქართველების ჰაპლოგენური კოდი დამიდეს. |
Posted by: Frankens†ein 6 Mar 2020, 11:20 | ||
elchi
არ იტანჯებიან იანკები მაგ გვარის გამო? რამდენიმე დღის წინანდელი სახალისო ისტორია ჩემი შვილი თავის ჯგუფელს ეკითხება, რა გვარი ხარო. იმან სმითიო... ჩემმა შვილმა გადაიხარხარა, რანაირი გვარი გაქვსო. იმან შენ რა გვარი ხარო და ამან ენის მტვრევით ძლივს, მაგრამ ამაყად მოურვანიდზეო |
Posted by: elchi 6 Mar 2020, 11:47 |
Frankens†ein რამდენ ხათაბალაში ვარ გარეული ჩემი გვარის გამო. ერთთან ვმუშაობდი და ჩეკის გამოწერას აპირებს, დამიმარცვლე შენი გვარის ბგერებიო, ყველა ხელფასის დროს მირეკავდა, ერთხელაც ავდექი და წავიღე მარკერი/ფლომასტერი/ მივედი იმის ოფისში, ავიღე და კედელზე დავუწერე ჩემი გვარი დიდი ასოებით. საყიდლებზე კრედიტ ან დებიტ კარტებს როცა ვხმარომ, მოლარეების ტანჯვა უნდა ნახო, ვერ კითხულობენ ჩემს გვარს. რიგი დამადგება უკან, სანამ ავუხსნი საიდან არის ჩემი გვარი და მერე ჯარის ამბებიც უნდა მოვუყვე. |
Posted by: Frankens†ein 6 Mar 2020, 12:14 | ||
elchi
და რა საჭიროა ბარათით გადახდისას გვარის წაკითხვა, არ მახსენდება მე ვინმეს წაეკითხოს და იდენტიფიცირება მოეთხოვოს... შვილებიც იტანჯებიან თუ შეიმოკლეს გვარები |
Posted by: Amigo-Amo 6 Mar 2020, 12:26 | ||
ხოსპიოში თითზე ჩამოსათვლელადღაა ქართული ოჯახები. ჩემმა სიმამრმა დასვა ახლა 7 ცალი ბატი კვერცხებზე 25-მდე ჰყავს სულ, უმეტესობა 5-6 თვემდე არიან, 2 ბატია წელიწადის თითქმის, ავწონეთ იმ დღეს 9,5 კილომდე გამოვიდა თითო. ისე, 6 თვეს არ ვაცელთ, ეგრევე ვკლავთ. |
Posted by: elchi 6 Mar 2020, 13:18 | ||||
ორეგონში ეგრეა, როცა რამეს ყიდულობ კრედიტ/დებიტ კარტით, გამოგართმევენ და გვარს გეკითხებიან. როცა ვინმეს გავიცნობ, მხოლოდ ერთ ფრაზას ვეუბნები. GEORGE FROM GEORGIA. ვერ ვასწავლე ამათ ქართული, "იძულებული" გამხადეს ინგლისური მაგათზე უკეთესად მესწავლა. |
Posted by: Amigo-Amo 6 Mar 2020, 19:00 |
აბა მოდის შაბათ-კვირა ამ ვიქენდზე, ამო-რამეს ხინკლის გატესტვა გადავწყვიტე. ვნახოთ რა შედეგს დადებს. |
Posted by: samisertiwutia 7 Mar 2020, 00:11 | ||
გემოზეც რავი, ზედმეტი მწვანილი და ხარახურა აქვს ძირითადად რესტორნის ხინკალს და ზედმეტი წვენი, მოკლედ გული მაქვს აცრუებული ბოლოს ბულაჩაურში ვჭამე და მომეწონა ძალიან, სახლის ხინკალს გავდა ვიზუალითაც და შინაარსითაც |
Posted by: Master_Nick 7 Mar 2020, 19:14 |
samisertiwutia არადა მე რესტორნის/ სახინკლის ხინკალი უფრო მიყვარს, თეთრი ფითქინა ცომით, ინდუსტრიული ხინკალი მირჩევნია სახლში უხეში ცომით მოხვეულ ხინკალს |
Posted by: samisertiwutia 8 Mar 2020, 01:18 | ||
კაცია და გუნებაო მარა ღორს ვერ ვამუღამებ საერთოდ ხინკალში რა, არც გადარეული, არც გადმორეული კაი ცხვრის ხინკალი მომენატრა, საუკუნეა არ მიჭამია |
Posted by: thug 8 Mar 2020, 02:25 |
ელ-დეპოები არსებობს კიდე? ლესელიძეზე იყო ივერიის ქუჩაზე რომ ჩაუხვევდი იქვე 67 სკოლიდან ვიპარებოდით ხოლმე და მანდ ვუბერავდით ველიამინოვში იყო კიდევ კარგი ხინკალი ველიამინოვის ცოტა ზევით იყო ყაზბეგის ზავიდენია მანდაც კარგი იყო და ლერმონტოვზე რაჭაში მაშინდელი ფასები მერყეობდა 20-35 თეთრი 35 ელ დეპოში ღირდა ყველაზე ძვირი მარა დიდი ხინკლები იყო ძაან * * * ID ზე გამახსენდა ჯერ რამდენი შემთხვევა ვიცი სიგარეტის საყიდლად რომ ID თხოვეს 60 წლის სასტავს ერთხელ მე მივეცი ID რომელსაც ვადა ქონდა გასული და არ მომყიდეს ვეუბნები დახედე დაბადების თარიღს ID ვადას რას უყურებ მაგის მიხედვით ხომ არ შეიცვლებოდა ჩემი დაბადების თარიღი არაო რა მექნა წამოვედი არადა 16 წლისას ბარებში მიშვებდნენ და ვსვავდი ალკოჰოლს რას გაიგებ. ჯორჯიის შტატში გადამხდა კიდევ ძაან ცუდი ამბავი მაგრად დამგრუზა მე და ჩემი ძმა შევედით ძაან ბევრი რამე ავიღეთ ლუდები სიგარები მაგარი მაღაზია იყო მართლა სადღაც 200$ ტავარი დაულაგეთ დახლზე მოკლედ მთხოვს ID მივაწოდე მერე ჩემ ძმას თხოვს. ჩემი ძმა 20 წლისაა ამ დროს. ვერ მოგცემთო რატო მეთქი? მე ვყიდულობ ჩემთვის მეთქი ხელში ეჭირა შენ ძმასო არადა იმდენ რამეს მე როგორ მივიტანდი მარტო დახლამდე ბლიად ბოლოს კაი სიგარებზე ხო 18 წელია ესენი მაინც მოგვეცი მეთქი დედა მოიტყნეს არაო როგორ გამიტყდებოდა ხო წარმოგიდგენიათ მარა რას იზავ? კანონი კანონია. არადა მუღამზე რო ხარ ერთი ნახევარი საათი ვიარეთ მოვაგროვეთ კარგი რაღაცები |
Posted by: elchi 8 Mar 2020, 03:18 |
thug ორეგონშიც ეგრეა და უარესი. მე თუ არასლწლოვანს ალკოჰოლური სასმელი დავალევინე, ულაპარაკოდ მივდივარ 6 წლით ციხეში და 250 000 დოლარი ჯარიმა უნდა გადავიხადო. ჩვენებური ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი. მარკეტში რაღაცეები ვიყიდე და ღვინოც ავიღე, ეს გვერდით მიდგას. მოლარემ, რომელიც ჩემს შვილებზე უმცროსია, მომთხოვა ID, და ეს ვინ არისო? ჩემთან არის, მეგობრის შვილია. მაჩვენოს თავისი ID-იო. ოცი წლისაა. არ შეიძლება, ვერ მოგყიდით სასმელს. ახლა გაზაფხულზე ხდება 21-ის და მოუწევს ყანწებით სმა. არც ახლა იკლებს, ჰყავს სამეგობროში თავისზე უფროსები და გამოტენილი აქვს სახლი ნაირნაირი სასმელებით. ერთი რამ ვერ ვასწავლე. ჰო, კვანძის გაკეთება ისწავლა. ფიზიკურად ძლიერი და გონებრივად ძალიან ნიჭიერია. ამ თემას არ ავცდები და ხინკალისთვის ცომის გაბრტყელება ვერ დავამუღამებინე. გამოვჭრი უნივერსალურ რგოლებს და ვერ ვხვდები როგორ აძლევს იმ ფირფიტებს უცნაურ ფორმებს?! იმის გაბრტყელებული ფირფიტის და შეხვეული ხინკალის სურათს არ დავდებ. |
Posted by: thug 8 Mar 2020, 03:37 |
elchi ვერ გავიგე არასრულწლოვანი თუ გახლავს არ უნდა იყიდო სასმელი ესეიგი? ნუ ეგეთ სიტუაციებში დავტოვებ უკვე მანქანაში არასრულწლოვანს ვისწავლე მწარე გაკვეთილიდან ჩემი ძმა საერთოდ არაა მსმელი შეიძლება 1 ბოთლი ლუდი დაელია იქიდან პროსტა რახან დახლამდე მომატანინა მაგის გამო მეც აღარ მომყიდეს როგორ გამიტყდა ვერ წარმოიდგენთ რა თან მაგრად გავბრაზდი არადა ახალი ჩასულები ვიყავით ჯორჯიაში NY დან და სულ იმაზე ვღადაობდით როგორი მეგობრული იყო ყველა სამხრეთელები NY დან რომ ჩადიხარ მართლა იგრძნობა ბევრგან თან ზედმეტადაც და უცბად ამათ ისეთი გაგვიძრეს ჩააჯვეს ყველაფერში რაგბის თამაშზე ვიყავით ჩასული საქართველო ამერიკა რომ იყო |
Posted by: elchi 8 Mar 2020, 05:15 |
thug იქ არ მომყიდეს. გადავედი ქუჩის მეორე მხარეს. სხვა მარკეტია, ამ ბიჭს ვუთხარი, მანქანაში დარჩითქო. როგორც შვილი ისე გვიყვარს, ყურადღებას ვაქცევთ, "მკაცრი კონტროლის" ქვეშ გვყავს. მეც მინდა შემოსვლაო. ჰოდა სალაროსთან გვერდით არ დამიდგეთქო. პ.ს. შეამოწმე სტატისტიკა, არ გაგიჭირდება ეგ შენ, რამდენი 21 წლისა გარდაიცვალა თავის დაბადების დღეზე. შედიან ბარში იმ დღეს და მიყოლებით 21 სირჩა მძიმე ლიქიორს უბრაგუნებენ ყველანაირი მისაყოლებელის გარეშე. ბევრს გული ვერ უძლებს. |
Posted by: thug 8 Mar 2020, 05:37 |
elchi რავი ალბათ სხვადასხვა კულტურაა რა 21 წლიდან დალევას თავი გავანებე ნელ-ნელა მანამდე ვსვავდი თუ ვსვავდი ))) შტატებზეა დამოკიდებული კიდევ ვიტყვი თორე NY ში წლობით ვსვავდი ბრუკლინში სადაც მინდოდა 21 რომ გავხდი სიმართლე გითხრა აღარც დავდიოდი ისეთ ადგილებში სადაც ID უნდა ანახო. |
Posted by: Keti-Ket 9 Mar 2020, 16:27 |
https://www.facebook.com/facts1234567/videos/566915760582028/ ეს წერო ხინკალი გაგისინჯავთ? |
Posted by: Amigo-Amo 10 Mar 2020, 11:52 | ||
ეგ არის ხანგალი, ე.წ. "თათრული ხინკალი" მანდ პატარა კუბიკების ფორმებად აქვს დაჭრილი, ბებიაჩემი ბრტყელ ოთკუთხედებად ჭრიდა და ისე ვხარშავდით + მაწონსაც ვასხამდით. მე ძალიან მიყვარს, ვგიჟდები. პროსტა, ბოლო დროს, რაც სუფთა ერბოს მოძიება შეუძლებელი გახდა, აღარ ვაკეთებთ, რადგან მაგის გარეშე კიდევ არაფერია. |
Posted by: masai11 12 Mar 2020, 09:23 |
თქვენ გჯერათ ასეთი რამის, რომ ხინკალს კოკა-კოლა უხდება? |
Posted by: Amigo-Amo 12 Mar 2020, 10:46 | ||
ეგი რაია? პატარა ბავშვის კუტუსავით კუჭები აქვს |
Posted by: elchi 12 Mar 2020, 12:08 |
რასაც ქართულ ენოვან ინტერნეტში სურათებს ვნახულობ, ცარიელ მოთხლიპნილ თეფშებთან და მაგ შხამთან ერთად აქვთ სურათები გადაღებული. ნუ მიეკარებით მაგ ქიმიას. არადა ზოგიერთები მეცნიერები არიან მედიცინის დარგში და ურახუნებენ "კოლას". ვიზუალურად ხინკალი, რაც სურათზეა, ეგეთს დავინახავ და სუფრიდან ავდგები. |
Posted by: max-14 18 Mar 2020, 21:48 | ||
მართლაც რას გავს ეტყობა გაყინული მოხარშეს |
Posted by: girvan_88 22 Mar 2020, 11:44 | ||
მომენატრა მუშაობს ნეტა რამე სახინკლე თბილისში? |
Posted by: elchi 22 Mar 2020, 12:06 | ||||
გადმოიარე გირვან ჩემთან, თან კოლეგები ვყოფილვართ, არ არის გამორიცხული ჩემი ყოფილი სტუდენტი იყვე. ისეთ ხინკალს მოგართმევ, მერე აქედან ვეღარ მოგიშორებ. შენით გააკეთე კაცო. თუ არ იცი, რეცეპტს დაგიწერ. |
Posted by: girvan_88 22 Mar 2020, 12:15 | ||||
სად ჩვენთან? სურათებში გნახე მარა ვერ გიცანი
დაწერე აბა, გავერთო რამით თორე დამეთხარა თვალები ამ კომპიუტერის გადამკიდე |
Posted by: elchi 22 Mar 2020, 12:46 |
girvan_88 ამავე თემაში გადმომიტანია, 2006-ში დავწერე, ორი გვერდის წინ არის. ძირითადად, ქალბატონები და საქალბატონეები "შამაიხედავდნენ ხოლმე იქა" და იმიტომაც დავწერე მათი "მიმართულებით". :haha: :haha: ქართველი ემიგრანტების საითი იყო, ძალიან ბევრს გამოადგა ეს რეცეპტი. ყველა ხინკალის მოყვარულ და მონატრებულ ქართველს ჩემებურად გაკეთებული ხინკალის "რეცეპტი"./ცოტა ხელი შემეშლება აბზაცების გამო, მაგრამ მაინც გაგახარებთ/ სხვადასხვანაირადაც ვიცი, მაგრამ ახლა ამას დაგიწერთ. თანაბარი რაოდენობით, საქონლის და ღორის გატარებული ხორცი, თითო კოლო ორივე "კატეგორიიდან", გააქვთ უკვე ორი კილო ხორცის მასა, რომელსაც "ქვეყანა რამე-რუმეებს" დაგამატებინებთ. მე, წითელ ხახვს ვამჯობინებ, 2 ცალი საშუალო ზომისა და 4-5 კბილი ნიორი, ნამეტანი უხდება მაგ ხორცის რაოდენობას და წიწაკა, ვისაც მწარე გიყვართ. ამასთანავე ნახევარ-ნახევარი კონა, ქინძი და ოხრახუში/"პეტრუშკა"/. ეს ყველაფერი უკეთესი იქნება, რა ჰქვია ამ "მანქანას" სახელს ვერ ვიხსენებ, მოკლედ ერთად ნაკუც-ნაკუწ აქციეთ. იცით რასაც ვგულისხმობ. გადაურიეთ ხორცში, არ დაიზაროთ, მორევა სჭირდება. ვამატებ ხოლმე უცხო სუნელსაც, დაახლოებით სამი თითით რამდენსაც ამოვიღებ, ორჯერ მოვაყრი ხოლმე, ვუმატებ ძირასაც,/ აქ ამერიკაში ვინც ხართ, ძირა არის CARAWAY, ყველგან იყიდება/, რაც უფრო მეტად გადაზელთ ერთმანეთში უკეთესია,ასევე მცირე რაოდენობის ქონდარსაც. ახლა მთლად მთავარი: ხინკალი წვნიანი თუ არ არის, მე მაგას "პერაშკს" ვეძახი. გავხადოთ წვნიანი. იმ რაოდენობას, რომელიც მოგიგროვდათ, თავისუფლად შეგიძლიათ დაასხათ, დაახლოებით 2 ლიტრი წყალი, ან შენახული ხაშლამის წვენი, თანადროულად ურიეთ ნაზავი, როცა შეატყობთ სითხე შეისრუტა ფარშმა და ფაფას დაემსგავსა, შესდექით ქართველნო და მარილზეც იფიქრეთ. მარილი გემოვნებით შეაზავეთ, მწეველებს და ყავის მსმელებს გირჩევთ, სხვას გაასინჯოთ სიმლაშე. ახლა, გააქვთ დრო ამოისუნთქოთ. გადაანაწილეთ ეს ნაზავი რამოდენიმე პატარა ქვაბში და დურთეთ საყინულეში. დიახაც საყინულეში. /მერე გეტყვით რატომ/ სულ რაღაც 5 წუთში ცომის მოზელვა უნდა დაიწყოთ. წადით გააბოლეთ, ყავა დალიეთ, დაქალს არ დაურეკოთ, თორემ ვიცი თქვენი "5" წუთი მე. მოხვედით? ეხლა დიდი შრომა მოგიწევთ. მაგ ფარშისგან დაახლოებით 120-130 ცალი უნდა გამოგივიდეთ, ეს თქვენთვის თუ აკეთებთ, თუ ვიღაცეებისთვის/ჩაცეცხლონ და წაეთრენო, მაშინ 160-ზე მეტსაც მოახერხებთ./ დაახლოებით 2 კილო ფქვილი, თბილ წყალში მოზილეთ, არავითარი კვერცხი და წებო კიდევ. მარილიც უქენით ცომს. დიდხანს უნდა ზილოთ, მანამ სანამ არ გამაგრდება ცომი, ანუ თითს რომ დააჭერთ, ცომმა უკან უნდა ამოიწიოს "დაჭერილზე". დაახლოებით 50-ჯერ მოგიწევთ გაბრტყელებულის, ისევ გადაბრტყელება. უმჯობესია სამად გაყოთ და ისე უფრო გაგიადვილდებათ ფირფიტების გასწორება. გაქვთ უკვე პირველი ფირფიტა, რომელიც კაი მოზრდილი ლავაშის ხელაა, აიღეთ ჭიქა/სასურველია პლასტმასის იყვეს, არ გატყდება დაჭერისას და მეც შარში არ გავეხვევი თქვენთან ერთად./ მიყევით და დაჭერით ცომი პატარა რგოლებათ. დაახლოებით 35 გამოგივათ, ერთი 20-ლიტრიანი ქვაბისთვის საკმარისია. დამხმარე გჭირდებათ აუცილებლად, ვინც ამ რგოლების გაბრტყელებას დაიწყებს, დაახლოებით DVD დისკის ზომაზე/შედარება არის უნიკალური და გთხოვთ არ დამიკარგოთ/ ამასობაში, სითხით ნახევრად გავსებული ქვაბი, აუცილებლად სწრაფ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, იქაც მარილის ჩაყრა მოგიწევთ. ჰო, ვიცი, გასვლა გინდათ, მოასწრებთ თითო გაბოლებას კიდევ. უკვე, ლუდის ბოთლსაც გავხსნიდი თქვენს ადგილზე რომ ვიყვე. მზად გვაქვს სიფრიფანა ცომის ნაჭრები. დავიწყოთ შეხვევა. რა ადვილია არა, შეხვევა? დიახთც=lol= ადვილია. მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელის იგივე თითებიდან მოწოდებულ ცომის წიბოებს, გამალებით ვასრისავთ ერთმანეთზე. მერე ისე გავარჯიშდებით, 10-დან 9-ას, 19 ნაოჭიანს გააკეთებთ. წყალი დუღს უკვე, წავედით ჩავყაროთ. კუჭის მხარე, ხელისგულზე დავიდოთ და ისე გაუშვათ მდუღარეში, ვეცადოთ ერთ ადგილზე არ მოვაგროვოთ ყველა. ჩაყრა და ქვაბის შემოტრიალება რამოდენიმეჯერ აუცილებელია, ამასთანავე ციცხვით/ხის გრძელი კოვზით/ თუ ისარგებლებთ მოსარევად, უკეთესი იქნება, ნაკლებად დააზიანებთ. მოგიწევთ ქვაბთან ყოფნა, მალ-მალე მორევა სჭირდება, ერთმანეთს და ძირს, რომ არ დაეკრონ. სულ რაღაც 3-4 წუთში დაიწყებენ ჩვენი ხინკლები ზედაპირზე ამოსვლას თავდაყირა, დააცადეთ დაახლოებით 2 წუთი და მერე ამოკრიფეთ ქაფქირით. მაცივარში ფარშის შენახვამ, უამრავი დრო დამიზოგა, შეხვევისას-ფარში იყო შეკრული, აღარ ვწვალობდი და ხინკალიც წვნიანი გამოვიდა. ხინკალისათვის ლუდზე და ჩვენს ჭაჭაზე საუკეთესო მისაყოლებელს, მე სხვა ვერაფერს შემოგთავაზებთ . ალალი იყვეს, ეს დახარჯული დრო, რომელიც მე ამის დაწერას მოვანდომე, ყველა ქართველისთვის, ვინც ამას წაიკითხავს. ეს ყველაფერი, ჩემით ვისწავლე, უამრავი "ექსპერიმენტების" შემდეგ, გავხდი ხინკალის კეთების "პროფესიონალი", იმიტომ რომ ხინკალის გარეშე ვეღარ ვსუნთქავდი. 2006, დეკემბერი. |
Posted by: Keti-Ket 22 Mar 2020, 15:25 | ||
მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით. |
Posted by: elchi 7 Apr 2020, 09:57 |
აბა დავიძრათ. ვიყვეთ სახლში, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ჩვენით გავაკეთოთ. რეცეპტი ზემოთ დავწერე. |
Posted by: AnEeEeE=]] 7 Apr 2020, 15:30 |
ხალხო საიდან შეილება რო შევუკვეთო ნორმალური ხინკალი? |
Posted by: masai11 7 Apr 2020, 15:37 | ||
პაბი კოლხეთი; ფსანაურიც .... მამენტ წავა პივაზე |
Posted by: ShinjinoUta 8 Apr 2020, 00:41 |
უკუჭო ხინკლები მიყვარს, მთლიანად რომ იჭმევა. |
Posted by: Amigo-Amo 10 Apr 2020, 15:45 |
ვფიქრობ, რომ COVID 19-ის მიმართ გატარებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა ყველაზე დიდი დარტყმა ჩემი სიმამრის ბატებს მიაყენა, იმდენჯერ გავაკეთეთ ხინკალი, რომ 25 ცალიდან 15-მდე ჩამოვიყვანეთ ამ 3 კვირაში |
Posted by: BeerLover 10 Apr 2020, 16:20 |
Amigo-Amo თბილისში გყავთ? |
Posted by: MasterJC 10 Apr 2020, 19:25 | ||
შემომეჭამა ამო რამე ესენი უეჭველად მუშაობენ წაღებაზე |
Posted by: Amigo-Amo 12 Apr 2020, 18:56 | ||
არა, ქიზიყში დისტანციურ მუშაობაზე გადამიყვანეს და დავაწექი იქით, სხვა რა გზა იყო |
Posted by: masai11 26 Apr 2020, 19:48 |
ხალხო, ამ "ზავეძენიეში" ნამყოფი ხართ ვინმე? პლეხანოვზეა, ვარანცოვის მხარეს. "აძინოკი" ხინკალი |
Posted by: დოჩანა 26 Apr 2020, 20:08 |
masai11 კი მე ვარ ნამყოფი. ხინკალი ნორმალურია რა , გადასარევიაო ვერ ვიტყოდი ალბათ. სისუფთავე კი არის იდეალური. ლაღიძის წყლებიც აქვთ. ხინკალი აქვთ ცხვრისაც. ფასი ოდნავ მეტია ვიდრე ჩვეულებრივ სახინკლეებშია. ზუსტად არ მახსოვს რა ღირს. |
Posted by: LIVE-76 26 Apr 2020, 21:06 |
ბევრ ადგილებში გამისინჯავს, მაგრამ ყველაზე გემრიელი თბილისში გრიბოედოვის 37-ში მდებარე ფასანაურშია, ქალაქური მწვანილებით... გორში კი მოკრივე გიორგი კანდელაკის რესტორან ჯოზეფშია ასევე ძალიან გემრიელი... ესენი გრიბოედოვისაა... |
Posted by: Keti-Ket 26 Apr 2020, 22:33 |
აუ რა სურათები დაიდო, გამახსენა ხინკლის ყველა ,,ზავიძენია'' ერთბაშად. კოლმეურნეობაზე რომ არის ხინკალი ფექთორი თუ რაღაც მსგავსი, მათი ხინკალი გასინჯული გაქვთ? |
Posted by: GEORGEXIII 27 Apr 2020, 04:11 |
ზოდიაქოს ხინკალი მომენატრა |
Posted by: masai11 27 Apr 2020, 07:38 | ||
როგორც ჩანს უცხოელ ტურისტებზე არის გათვლილი. აი ისეთ ტიპებზე რომ შევა და 2 ცალ ხინკალს რომ შეუკვეთავს - 1 საქონლის ხორცით და 1 სოკოთიო. რუსულ ტურისტულ გადაცემაში ჰქონდათ სიუჟეტი მიძღვნილი. ანუ მანდ ისევ ვინმე უცხოელს თუ წაიყვან თორე ჩვენ პონტში მოსაჯდომად რა პონტია ... თან ხინკალი და ლიმონათი რაღაც უცნაური კომბინაციაა |
Posted by: elchi 27 Apr 2020, 11:32 |
მოვედი ჩემი გაკეთებული ხაჭაპურის ხელა ხინკლებით. |
Posted by: shavi_kheli 27 Apr 2020, 11:44 |
elchi ეგ რაღა დიდებია, შენ თუშების მოხვეული ხინკალი არის გინახავს. |
Posted by: Lamorac 27 Apr 2020, 12:15 |
ვაა ჩამონათვალში არ არის დავიჯერო არავინ იცით დუქანი ოპერასთან? |
Posted by: elchi 27 Apr 2020, 13:10 |
shavi_kheli დააკვირდი სხვა საგნებს, თუნდაც თეფშს, თითო ხინკალში სამი კოვზი ფარშია ჩადებული. |
Posted by: iosebovich 2 May 2020, 21:49 |
ვაა მეთქი არავინ შემოდის და აქ რა ამბები ყოფილა ისე მომეატრა რო რავიცი რა. მოტანილის დედაც ვატირე რაა. აი ის მომენატრა იქვე რო მოაქვთ და ლუდი კიდე ჩამოსასხმელი. ყველაზე ძალიან ზოდიაქოს და მერე ასანაურის ხინკალი მომენატრა. რავიცი როდის რა გვეღირსება გაუგებარია რა ... |
Posted by: Frankens†ein 2 May 2020, 22:56 | ||
სოფია მელნიკოვას ფანტასტიურ დუქანზე ამბობ? გარემო კაი იყო, თავიდან რო გაიხსნა. ზაფხულში კაი იყო... ხინკალზე რა ვთქვა, არაფერი განსაკუთრებული... |
Posted by: Lamorac 3 May 2020, 06:06 | ||||
არა, მელნიკოვა არა. მელნიკოვა საბომჟეთად აქციეს ბოლოს. იმენა ოპერის გვერდით რომ ქუჩა ჩადის. ჩაის სახლი სადაცაა. ჩაის სახლის გვერდითაა რა. ძალიან კაი ადგილია. ყველაფერი აქვთ ნატურალური. იმის გამო რომ ნატურალურზე მუშაობენ მენიუში პატარა არჩევანია, მარა უგემრიელესია ყველაფერი. აი მწვადები რო ძვლით მოდის და ეგეთი ძველი შკოლა რა. მემგონი თბილისში უკვე ხალხს ჰგონია რო ღორი და ქათამი უძვლოდ დარბის. ხორცი დუშეთიდან ჩამოაქვთ და ხელით ახვევენ ხინკალს. |
Posted by: fermina 3 May 2020, 10:50 |
Lamorac https://www.facebook.com/duqani.lagidzestr2/ ამაზე ამბობ ალბათ. |
Posted by: Lamorac 3 May 2020, 12:11 | ||
დიახ, ეგაა ................... |
Posted by: masai11 6 May 2020, 09:56 |
სამცხელი კაცი მოუყვანიათ პალატაში ჩეთან, რო გავიღვიძე დამხვდა. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, როგორც ხდებე რა .... ორივე მკაცრ დიატეზე ვართ და ბოლოს მაინც ჭამა-სმის თემაზე გადავედით ადრე გამეგო, ვიცოდი, რომ სახმრეთ საქართველოში ლოკოკინების სახეობაა, როემლიც ადგილობრივი კულინარიული ტრადიციის ნაწილია. ადრე ბევრი იყო ბუნებრივად ახლა ცოტაღაა ამ კაცმა, მაგრამ რამოდენიმე ფერმა გააკეთეს ადგილობრივებმა და ყიდვა შეიძლებაო. ჰო და ხინკალსაც ვაკეთებთო მაგისგანო. კაი ჭანჭური არაყი და ეგ ხინკალი ძაან მაგარიაო. აპოხტის ხინკალს ჯოაბიაო. ხალხო, ლოკოკინის ხინკალი გაგისინჯავთ ვინმეს ? |
Posted by: GEORGEXIII 6 May 2020, 12:39 |
masai11 კაი რა ლოკოკინის ხინკალი რა მოსატანია |
Posted by: ხიხო 6 May 2020, 21:56 | ||
masai11
ასპინძაში გავსინჯე დიდი არაფერი. ხინკალს ცხიმიანი ხორცი უხდება. ჩვეულებრივი ხინკალი მირჩევნია კერძიც მოამზადეს ჯერ მოხარშეს ლოკოკინა და მერე ხახვთან მოთუშეს კბილებში რომ დაიღრჭიალა ლოკოკინამ იქ დამერხა მას მერე კიდევ მომიწია გასინჯვა მარა ვერა რა აი ბატისგან მომზადებული კერძები მშვენიერია, თუნდაც ხინკალი |
Posted by: evgena 7 May 2020, 22:02 |
ზახარ ზახარიჩი. ზომა, ფერი, გემო |
Posted by: masai11 8 May 2020, 08:08 | ||||
ჩემს წარმოგენაში, ლოკოკინის ხინკალი რაღაცით ჰგავს სოკოს ხინკალს ან ასე უნდა შთააგონო თავი და ისე გასინჯო ეგ ხინკალი მოკლედ, ადგილობრივმა აქო და ადიდა ლოკოკინის სასარგებლო თვისებები, ასთმას მკურნალობენ მისი წვენითო, სახსრებზე უებარი წამალი კიდევო. კუჭნაწლავა არ აღიზიანებს კიდე, ფაქტიურად დიეტურია ჰოდა, ვიფიქრე იქნებ კუბდარიც მოამხადოს ვინმე ლოკოკინის, სადაც ხინკალია იქ .... კუბდარიც გამოვა რამენაირი. |
Posted by: Malena_ 16 May 2020, 10:08 | ||
კი, დავაკვირდი და თუშური ხინკალი კიდევ უფრო დიდებია. პ.ს. შენც დაგაკვირდი და ძალიან ჯიუტი ხარ |
Posted by: GEORGEXIII 16 May 2020, 10:49 |
ზოდიაქოს ხინკალი მომენატრა |
Posted by: FoolOnTheHill 18 May 2020, 12:59 | ||
3 დღის წინ ზოდიაქო გაიხსნა გამოძახებით... ეგრევე გამოვიძახე.... შიგთავსი გემრიელი... (მაგრამ ჩამორჩება მაინც რაც რესტორანში იყო ხოლმე) კანი განსხვავებული... (რესტორანში მოტანილის სჯობს ბევრად) წვენი ძალიან ცოტა ჰქონდა... (რესტორანში ბევრი აქვს ხოლმე) პ.ს. სხვა რესტორანის მოტანილი ხინკალიც გავსინჯე (აგრეთვე ჩემი ფავორიტი, მაგრამ სხვა ქალაქში) და ფაქტიურად იგივეა რაც ადგილზე აქვთ ხოლმე, ზოდიაქოს რა ეტაკა არ ვიცი... |
Posted by: GEORGEXIII 18 May 2020, 15:29 |
FoolOnTheHill აჰაჰ მადლობა მეგობარო ასეთი ინფოსთვის. |
Posted by: MasterJC 20 May 2020, 23:18 |
სანამ საგანგებოა ბოლო წუთზე ნურავინ შეუკვეთავს ნურაფერს ამ ხალხმა ადამიანობა და სახე სულ დაკარგა 7ზე ვიკეტებით. ტიპი რეკავს. შეკვეთას იძლევა 15 წუთით ადრე მეთქი ჯანდაბას. გავაკეთებთ. მერე ამატებს ჩებურეკს. ამას ბევრად მეტი დრო უნდა ვერ ავიღებთქო რატოო. 7ზე უნდა დავიკეტოთ და მოსწრება ხო უნდათქო მეკაჩავება. საგანგებო 9 საათამდეა და მოვასწრებ მოსვლასო. ბლიად. ჩვენ არ გვინდა სახლში წასვლა? ჰგონიათ ობიექტზე ვცხოვრობთ.... ერთი რეკავს. ხინკალი მომენატრაო ხოდა მეზობელი ვარო. ჩამოვალ შევჭამ და არ გავაბაზრებო. სახლში ატანა მეზარებაო კიდე ერთმა შეუკვეთა და წაღება დაავიწყდა 10ჯერ მაინც დავურეკე და მითიშავდა. ხოდა მერე მეუბნება. ცივი არ მინდაო. რა პონტში უნდა გამატანოთ ცივიო. დდშვც. კიდე კაი თერმულ კონტეინერებშია და ინახავს კიდე ერთმა. დღეს რო შეკვეთა მოგცეთო. ხვალ დილის 9ზე დამახვედრებთო? მეთქი 10ზე ვიღებით და 200 ხინკალს 11მდე მაინც უნდა დროთქო და დამემუქრა იცი ვინა ვარო? დაგკეტავთო. მოდი და შენ მოახვიე გასაღებს დაგიტოვებთ მეთქი ამდენი გამოშტერებული სად ეტევა ამ ქალაქში პროსტა სადმე უნდა დამეწერა. თორე გასკდა გული. ეს კიდე პატარა მარგალიტებია იმ ნიაღვრიდან რასთან გამკლავებაც გვიწევს პ.ს. საგანგებომდე გვეკაჩავა ერთი. კაი ხინკალიაო მარა ნამდვილი მთიულური ეს არაა. ნამდვილს სხვანაირი კუჭი უნდა გაუკეთოთო. კიდე კაი ვიღაც მადლიანი ეჯდა გვერდში. მიუტრიალდა და ეუბნება. ამათ ვთხოვ რო წინსაფარი მლგცენო. და შედი ანახე როგორ უნდა მოახვიონ ხინკალიო. და მოაკეტინა ეგეთ ხალხს ვენაცვალე იუმორი და შეგნება რო აქვს :-) |
Posted by: N_e_o_N 21 May 2020, 00:21 | ||
ვახ, რა გამახსენეთ კაი ათ წელზე მეტი იქნება ალბათ, რაც ღარ მიჭამია :/ ეხლაც მახსოვს გემო, ზედ მოყრილი ზეთში მოხრაკული ხახვით |
Posted by: diliskaptenachunchxa 21 May 2020, 08:36 | ||
ეგეთებზე ალალია ჩაფსმულ ჩაფურთხებული კერძი რომ გაატანოთ... |
Posted by: Trump 21 May 2020, 10:35 |
MasterJC რომელ საკვებ ობიექტზე ხარ? |
Posted by: დოჩანა 21 May 2020, 11:12 |
რაც საგანგებო დაიწყო ხინკალი არ მიგემია. |
Posted by: elchi 21 May 2020, 16:37 |
MasterJC რატომ არ მიკვირს ჰა? ეგეთი რამეები მარტო ჩვენთან თუ მოხდება, ოღონდ თავისი გაისწორონ და სხვა ფეხებზე ჰკიდიათ. ვინც მშრომელი კაცის შრომას არ აფასებს, არაფრის ღირსი არ არის. |
Posted by: ხიხო 21 May 2020, 22:42 |
MasterJC სად ხარ? |
Posted by: girvan_88 21 May 2020, 23:11 | ||
ნეტა როდის იხსნება? საპარიკმახეროების არ იყოს მაქაც კაი რიგები იქნება ორ კაცს ერთად გვჭრიდა ტიპი იმდენი ხალხი ყავდა ჩაწერილი |
Posted by: iosebovich 22 May 2020, 10:30 | ||
FoolOnTheHill
აცალე კაცო დაიქოქოს გატანაზე მუშაობა ვერაფერი შემოსავალია რაა მაინც... აი რო გაიხსნებიან მერე ვნახოთ ... ისე მომენატრა ერთი სული მაქვს. |
Posted by: MasterJC 22 May 2020, 23:23 | ||
შანსი არაა. ეგეთ რამეს ცხოვრებაში არ ვიზავთ. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: მამაო ენუქი 22 May 2020, 23:29 |
MasterJC ბოლოს რო ვიყიდე აგროხაბში სამწვადე, პრემიქსით გაბერილი ღორი იყო, კაი ხანია აურიეს მაგათ ხორცში. |
Posted by: FoolOnTheHill 23 May 2020, 13:58 | ||||
ვაცდი აბა რას ვიზამ... ჩემი აზრით საუკეთესო ხინკალი მანდ კეთდება... )) |
Posted by: evgena 24 May 2020, 19:16 |
აგრო გაბის დდშვც, მანდ რატო უნდა იყიდო ხორცი,აცრიელი სახელია ეგ ადგილი MasterJC სად მუშაონ, რო გაიხსნება უნდა მოვიდე და შებთან ვჭამო ხინკალი |
Posted by: MasterJC 25 May 2020, 21:51 |
აგროჰაბში ყველაფერი მომეწონა გარდა ხორცისა. არც საქონელი და არც ღორი არ მომეწონა მანდ evgena ამ სიის მეხუთე ნომერში. ამო რამეს ჟილკა მაქვს. ძალიან მაინტერესებს როგორი ხინკალი აქვს. და ზოდიაქოს შეიძლება ერთი შანსიც მივცე. იქნებ მე არ გამიმართლა მაგალითად ჩვენს შემთხვევაში, რახან ხორცს არ ვაზავებთ ზედმეტად არაფრით, გემო ყოველ ჯერზე მცირედით განსხვავებულია. სოფლის ხორცია ხოლმე და გემო სხვადასხვანაირი დაჰკრავს. ასწორებს |
Posted by: girvan_88 25 May 2020, 23:32 |
ჭაშნაგირის ხინკალი გავისგრძეგანეთ დღეს... როგორ მომნატრებია |
Posted by: iosebovich 29 May 2020, 00:23 | ||
girvan_88
შეუკვეთეთ ? თუ მიხვედით. ჯერ არ იქნება გახსნილი, 8 ივნისიდანო. ზოდიაქოს ველაპარაკე ვიხსნებით 8-დანო და ვნახოთ. აი რა მომენატრა |
Posted by: girvan_88 29 May 2020, 21:58 | ||
iosebovich
უკვეთავ დარეკვით. ჩვენ მივედით და ისე შევუკვეთეთ, გარეთ ველოდებოდით |
Posted by: merciamercia 29 May 2020, 22:37 |
MasterJC ვგიჟდები თქვენ ხინკალზე, მაგრამ წვენი არ აქვს საკმარისი გაითვალისწინეთ ფლზ |
Posted by: toyota12345 1 Jun 2020, 01:01 |
გამოძახებით ყველაზე საკაიფო რომელს გაუწევდით რეკომენდაციას ორთაჭალაში რო მოიტანონ მთიულური. |
Posted by: MasterJC 3 Jun 2020, 23:07 |
merciamercia აქვს. არ გაგიმართლა ალბათ. შეიძლება ახალგატარებული ფარშის იყო, გემო ვეერ ასწრებს დაჯდომას და წვენი გასვლას, და წყალს ხომ არ დავასხავთ შენიშვნას გავითვალისწინებთ |
Posted by: elchi 4 Jun 2020, 18:20 |
სტუმრად არ მოდიხართ, არც სამტროდ, არც სამოყვროდ, ჰოდა ყველაზე გემრიელ ხინკალს მე ვაკეთებ. ორი ინგრედიენტის "საიდუმლო" უნდა გაგანდოთ. ვინახავ ბურვაკის ნეკნების მოხარშვის შემდეგ დარჩენილ წვენს და ვინახავ მაცივრის ქვედა თაროზე, ასევე ხბოს ხაშლამას როცა მოვამზადებ, იმ ნახარშსაც იგივე ბედი ელის. ბურვაკისას ფარშის "გასათხელებლად" ვიყენებ, ხოლო ხბოს/საქონლის წვენში ბომბორა ხინკლებს ვხარშავ მაღალ ცეცხლზე, ანუ აფეთქებულ მდუღარეში. პ.ს. რაოდენობით მაქსიმუმ 12-ს ვერ გადააჭარბებთ. თუ არა გჯერავთ, მობრძანდით. |
Posted by: iosebovich 5 Jun 2020, 10:21 |
ორჯერ ვიყავი უკვე ფასანაურში და ორჯერვე კარგი ხინკალი იყო. ვერანდაზე ჯერჯერობით. 8-დან იხსნება ზოდიაქო და ვემზადები , ატჟიმანიებს ვაკეთებ |
Posted by: MasterJC 5 Jun 2020, 18:19 | ||
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: iosebovich 8 Jun 2020, 10:41 |
MasterJC თქვენი ხინკალი არ გეწყინოს და არ მომწონს. ჯერ საოცრად პატარებია. მესმის პატარა ხინკალი მარა ესაა სუპერ პატარა. პატარა თეფშზე რო 10 ცალი დაეტევა იასნია. ადრე ფასზე ვჩხუბობდი ეხლა მგონი ყველგან 1 ლარია ძირითადად. მერე კიდე პატარა როა აღარც წვენი აქვს და აღარაფერი. მე რო ვჭამე პახოდუ მლაშე იყო. და მოკლედ ვერ მოვიხიბლე ვერანაირად. ქალაქური კლასიკური ხინკალი მიყვარს თეთრი პრიალა ცომით და არა ისეთი ხელებზე რო მეწებება. და გემოს რაც შეეხება ზოდიაქო არის ძალიან მაგარი. ფასანაური ხან არის და ხანაც არა. სხვა ყველა მაქვს გასინჯული ეხლა რაცაა ქალაქში და ვერ აკეთებენ ფაქტია. |
Posted by: MasterJC 8 Jun 2020, 18:15 | ||
ცუდი ცომია, გეთანხმები. ვერ შევაცვლევინე ვერაფრით. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვი. არ ვარ ობიექტით კმაყოფილი. ბევრად უკეთესი შეიძლება იყოს და ვერაფერს ვერ ვცვლი. არ აინტერესებთ და არ ესმით |
Posted by: Master_Nick 8 Jun 2020, 18:49 |
elchi გიორგის გაუმარჯოს, ირმის ხორცით როგორი ხინკალი გამოდის შენ გეცოდინება, მოგიმზადებია გარეული ცხოველის ხორცით ხინკალი? |
Posted by: elchi 8 Jun 2020, 21:12 |
Master_Nick ნიკას გაუმარჯოს. კი, ბევრჯერ მაქვს გაკეთებული ხინკალიც, ქაბაბიც, კუბდარიც და ნეკნებისგან ჩაქაფულიც ირმის და შველის ხორცით, მაგრამ ერთი-ერთზე ვურევ ღორის ხორცთან. მშვენიერი რამ გამოდის. აქ არ ვწერ ნანადირევის შესახებ, ვიცი ბევრი ვერ გამიგებს, ამიტომ თავს ვიკავებ. ცალკე, ირემი და შველი ძალიან "მშრალია", მაქსიმუმ ხაშლამა გამოვიდეს ნორმალური, ისიც ბევრი ხარშვის შემდეგ. ტყუილი და ზღაპარია ირემის/შველის სუკების შესახებ ნაამბობი წალამზე შემწვარი მწვადების ამბავიც. |
Posted by: iosebovich 8 Jun 2020, 21:36 |
MasterJC თუ მართლა ეგრე უყურებ რას ნიშნავს ვერ შეაცვლევინე ? ან ისე უნდა იყოს როგორც მეპატრონეს უნდა ან სახლებში. თუ არ ხუმრობ რათქმაუნდა |
Posted by: toyota12345 9 Jun 2020, 13:57 |
როგორ გაუძვირებიათ ყველგან ხინკალი. არადა ხორცი არ გაძვირებულა და რა მაფიაა ვერ მივხვდი. რესტორანი ორთაჭალის ხინკალი ავიღეთ სახლში წაღებით 1 ლარი კი ღირდა მაგრამ ერთი ბეწო იყო და თან გემოც დიდი არაფერი. მაგრად ტეხავს ერთ ჩაკბეჩა ხინკალში 1 ლარს რო იხდი და ისიც არ ვარგა... მწვადს ვაკეთებშ ძმაკაცთან ეზოში კერძო სახლი აქვს მაგრამ აი ამ ხინკალს ვერ გავაკეთებთ და არც ვიცით ,,ვინუჟდენი'' ვყიდულობთ სხვა გზა არ არის. |
Posted by: iosebovich 9 Jun 2020, 14:44 | ||
toyota12345
ვაა გააფუჭეს მაგათ ? არადა ძალიან კარგი ხინკალი ჰქონდათ ... საწყენია. ფასანაურიდან ან ზოდიაქოდან მოატანინე . იქაც 1 ლარია მარა ძირითადად კარგია ხოლმე ... |
Posted by: ლაშა117 9 Jun 2020, 15:13 |
ხინკალი ყველგან გაძვირდა? ====================== |
Posted by: toyota12345 9 Jun 2020, 17:16 | ||||
პატარები იყო არც წვენი ჰქონდა და არც დიდი არაფერი გემო. 1 ლარი ნაღდათ დამენანა. მაგ ფულით 43 ლარი გადავიხადეთ 40 ცალ ხინკალში + ყუთები და მაგ ფულით სამწვადე გვეყიდა საკაიფო ანტრეკოტის მწვადს შევწვავდით მაყალზე. რა დრო დადგა ამხელა ქალაქში გემრიელი ხინკალი ვერ გიჭამია კაცს |
Posted by: MasterJC 9 Jun 2020, 20:00 |
iosebovich მე ჩემი მიდგომა მაქვს, იმას - თავისი კარგი ყველას უნდა რომ გამოუვიდეს, როგორც კეთდება, ეგ არ აინტერესებს. რთული თემაა რა, ბოლომდე მტყუანიც არაა, უნდა რომ კარგი ჰქონდეს და საუკეთესო, თუმცა როგორც კეთდება, მე ეგ პრინციპი არ მომწონს, და toyota12345 ხორცი უმეტესად არ გაძვირებულა. პანდემიის მერე მეტი ხარჯი აქვთ რესტორნებს. დელივერიზე ვინც მუშაობდა, იმათ მაგიერ ფული საკურიერო ფირმებმა აკეთა (შედარებისთვის, საფასურის 30% მიაქვთ, 100 ლარიანი ჩეკიდან 30ლ რომ დელივერის მიაქვს....). პლიუს ჰიგიენის ხარჯები გაძვირდა (10 ლარიანი ხელთათMანი 14 ღირდა. და 1 კვირაა ლარი გახდა), ბევრი მანამდეც არ იცავდა ჰიგიენას და ახლა ორმაგად აქვთ ეს ხარჯები და ა.შ. |
Posted by: iosebovich 10 Jun 2020, 10:23 |
MasterJC ანუ მეპატრონე არ ხართ ეგრეა ? ნუ არ უნდა და ისე დაამთავრებს როგორც სხვებმა დაამთავრეს. |
Posted by: MasterJC 10 Jun 2020, 22:01 |
ძმრით ვინ ჭამთ ხინკალს? ვაბშე ეგ რა პონტია? |
Posted by: მამაო ენუქი 10 Jun 2020, 22:06 |
MasterJC ჩემი მეგობარი ჭამდა ძმრით ყოველთვის, ეხლა საერთოდ აღარ ჭამს ხინკალს, გავეგანდა |
Posted by: Keti-Ket 10 Jun 2020, 22:38 | ||
MasterJC
აუ აი ძალიან უხდება. ძმარი და პილპილი. ჯერ სურნელი დგება ისეთი და ნუ მომჟავოს კომბინაცია ხორცთან კი ისედაც მიყვარს. ზუსტად ამავე მიზეზით ხინკალს ტყემლითაც ვჭამ ისე რუსეთშია მიღებული პელმენის ძმრით ჭამა. ალბათ მაქედან წამოვიდა ხინკალზე ძმრის მოსხმის ვარიანტიც |
Posted by: ხიხო 11 Jun 2020, 19:33 | ||
MasterJC
მე მევასება ზოგადად ძმარი მევასება და ყველაფერში ვასხამ |
Posted by: toyota12345 11 Jun 2020, 20:12 |
თბილისის ზოდიაქოში ვაპირებ რამდენიმე დღეში წასვლას და ხო არ გააფუჭეს სხვაგან ხო არ დავგაზო? ძმაკაცი მიმყავს რომელსაც მაგრად ვუქებდი ზოდიაქოს და არ მინდა შევრცხვე |
Posted by: didi bege 11 Jun 2020, 22:28 |
ნიორწყალსაც ასხამენ ერთი ნაცნობი მყავდა შავი პურის გარეშე ხინკალს არ ჭამდა , მაგრა უხდებაო იძახოდა |
Posted by: iosebovich 12 Jun 2020, 12:22 |
didi bege ხო ეგრე კაკლის მურაბითაც შეიძლება ხინკლის ჭამა toyota12345 სამშაბათს მოვხვდები მანამდე ვერა და დავწერ. თუ მანამდე მიხვალ დაწერე რაა აქაც |
Posted by: toyota12345 14 Jun 2020, 01:38 |
iosebovich ორშაბათს მივალ მე ბრატ და დავწერ აქ. * * * iosebovich ვიყავი დღეს ახლა დავწერ რომ ხინკალი დიდი არის წვენიც საკაიფო იყო რავი მე მომეწონა. ერთი ის იყო უცნაური რომ ცომს თევზის სუნი აზდიოდა და ვერ მივხვდი რატომ. 30 ხინკალს 30 წუთი ველოდეთ. მომსახურეობა სტანდარტული რა არც ისე გადასარევი.... ლუდი 5 ლარი ერთი კათხა აი ეგ არ მომეწონა 5 ლარი რა ამბავია. |
Posted by: iosebovich 15 Jun 2020, 15:07 |
toyota12345 ვიყავით დღეს. საფირმო სუპერ. ქალაქურიც სუპერ. ვარშტაინერი კარგი. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი იყო, გვიცნობენ და ისედაც არ გაუფუჭებიათ ფაქტია. ასე რო რეკომენდაციას ვაძლევ. |
Posted by: iosebovich 23 Jun 2020, 17:42 |
რა იყო აქაოდა დაცხაო და ხინკალს აღარავინ ჭამს? ისე არც გასაკვირია, რესტორნების 50% დახურულიაო ისევო ვერ გაქაჩესო და სხვებიც სულს ღაფავენო. აი დედა მეე...ნა გრუზინულ დოლ-გარმონებს და ჭყვიტინს |
Posted by: belimbor 24 Jun 2020, 11:56 |
iosebovich მე მაგალითად ვერიდები მაინც რესტორნებში სიარულს. ხინკალი დიდი ხანია არ მიჭამია ცოტა დალაგდეს სიტუაცია და მივაკითხავ |
Posted by: BeerLover 24 Jun 2020, 12:07 |
ხინკალი ისეთი კერძია თუ უეჭველი არ იცი რო უმაღლესი ხარისხისაა არ უნდა ჭამო არსად, ყველაზე ნაგავი ხორცით და ხორცის ნარჩენებით კეთდება ფარშები საკვებ ობიექტებში |
Posted by: Uzumaki 24 Jun 2020, 16:59 |
ბოლოს სალობიეში ვჭამე კარგი ხინკალი. |
Posted by: Andy_Kaufman 1 Jul 2020, 00:19 |
ბოლოს ხინკალი ისთ ფოინთის ტაბლაში ვჭამე და ნუ გადასარევი არა მაგრამ ნამდვილად კარგი იყო ... შოპინგის მერე თუ ხინკალი მოგინდა კაცს ცუდი ვარიანტი არაა.. პ.ს იმედია მონატრებული რომ მქონდა მაგის ბრალი არაა |
Posted by: GEORGEXIII 2 Jul 2020, 16:13 |
ყაზბეგში სად მირჩევთ მეგობარო ხინლის დაგემოვნებას? |
Posted by: ხიხო 2 Jul 2020, 21:39 | ||
GEORGEXIII
პანორამა ყაზბეგი მწვანე ცხვარი ყაზბეგში კარგ ხინკალს ვერ შეჭამ რაც დავწერე მეტნაკლებად არაუშავს |
Posted by: GEORGEXIII 3 Jul 2020, 00:43 |
ხიხო ფასანაურისკენ სად მირჩევ? აბა რა შეიძლება ყაზბეგში? სანამ ფასანაურამდე ჩამოვალთ ლუკმა რომ გავტეხოთ. |
Posted by: ხიხო 3 Jul 2020, 01:17 |
GEORGEXIII ეგენი რაც დავწერე სტაბილურად ვერ ქაჩავენ კარგ ხინკალს. შეიძლება გაგიმართლოს. ფასანაურში "ჰბ" და გუდა გუდაურშია, გზაზე, ახალი რესტორანი. სახელი არ მახსოვს. მანდაც ნორმალური ხინკალია. ხო გამახსენდა, არშაშიც ნორმალურ ხინკალს აკეთებენ. |
Posted by: ბარბოსა 3 Jul 2020, 02:40 |
GEORGEXIII რამდენიმე წელია ფასანაურში გავლისას ვჭამ ხინკალს ქავთარაძეებში და ძალიან მომწონს. ხორცს ეტყობა ხოლმე რომ ახალია. მწვადიც კარგი აქვთ და ფასები ნორმალური |
Posted by: GEORGEXIII 3 Jul 2020, 08:54 |
ხიხო ბარბოსა მადლობა მეგობრებო |
Posted by: beka331 3 Jul 2020, 10:24 | ||
ულპარაკოდ |
Posted by: iosebovich 3 Jul 2020, 12:44 | ||||
beka331
100% ზოგიერთს რო ჰკითხო ნიკს არ დავასახელებ ზოდიაქოს რეკლამით ვართ დაკავებულები. არადა მარტივია. ყველაზე მაგარია. ისე ერკვევიან ხინკალში როგორც მერე იქ სხვა თემებში ერკვევიან რამეში. |
Posted by: მამაო ენუქი 3 Jul 2020, 12:53 |
იმ სახინკლის თავზე გავიარე სადაც მწვადი არ უვარგათ, ფარშში ჩადებენ ეგენი კარგ ხორცს თუ იმენა გემოზეა და არა ფასიდან გამომდინარე, თბილისში კახელებზე კაი ხინკალი არ აქვთ არსად, 9 მთაშიც კარგია, დანარჩენი არის დაბალი ხარისხი ამათთან შედარებით პ.ს. თესლ რესტორნებში არ მიჭამია |
Posted by: iosebovich 3 Jul 2020, 14:28 | ||
მამაო ენუქი
არაა ეგრე ... ზოდიაქოს გარდა აქა იქა არის ნორმალური ხინკალი 1 ლარად ან 1.20-ად. პერო პონტი რო ხინკალში 2 ლარი თხლიშო რავიცი რავიცი ... მწვადი არაა მაგათი პროფილი და რატო დაამატეს არ ვიცი. ისე მწვადი ლატარეაა. სადაც გინდა. თბილისში კაი მწვადი მე არ შემხვედრია ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. |
Posted by: MasterJC 3 Jul 2020, 15:29 | ||||
3 წლის წინ ორთაჭალაში ვიყავი რაღაც რესტორანში, ბანძი ზავიძენია იყო, ღრუზინული, საბანკეტო დარბაზი და რამე, აზრზე არ ვარ რა ერქვა. ვაბშე არაფერი არ მომეწონა მწვადი იყო, გამოვქლიავდი, სუპერრამე, თავისშებოლვა-შეწვიანად ნაღდად არ ველოდი ძმაო |
Posted by: iosebovich 3 Jul 2020, 16:13 | ||
MasterJC
ხო მაგას ვამბობ. სად გადააწყდები და როდის კაი მწვადს არ იცი. სტაბილურად სადმე კარგი იყოს გამორიცხულია თბილისში, უკრაინული პრემიქსით გაჟღენთილი ღორებიდან გამომდინარე. მარა ზოგჯერ რაღაც საოცრებას გადააწყდები ხოლმე კაცი |
Posted by: ხიხო 3 Jul 2020, 20:53 | ||
ასიანი მამაო ენუქი |
Posted by: Master_Nick 3 Jul 2020, 21:25 | ||
ქავთარაძეები ბოლო დროს ზედმეტად ტურისტებზე გადაერთვნენ და ხარისხი დააგდეს. იყო დრო რომ მართლა მაგარი ხინკალი ჰქონდათ. შარშან რამოდენიმეჯერ ვიყავი და ვერ იყო ისეთი ხინკალი. |
Posted by: Harrison Stafford 3 Jul 2020, 22:33 | ||
ბელიაშვილის კახელებზეა საუბარი ?? მანდ საცხობს არ ავცდენივარ რამდენი მივედი იმდენი ჩებურეკი ვიყიდე უხოშიანესი ჩებურეკი აქვთ ხორცს არც ცუდი სუნი უდის , არც მლაშე არ არის და არც გემო არ დაკრავს წამჟავო ანუ ავაღწიო რესტორანშიც და გავსინჯო ხინკალი თქვენ მაგას იძახით?! 1 ლარი ღირს ისე კაი გამახსენდა კორონიანობისას არ მიჭამია ჩებუ დავეცემი ამ დღეებში და წამოვიღებ გამოძახება არ მევასება |
Posted by: elchi 3 Jul 2020, 23:28 |
ვერ ვხვდები რატომ აკეთებენ ასე. დაიწყებენ ბიზნესს, ორ დღეში უნდათ ჩადებული თანხის ამოღება და მერე გამდიდრება. დაკარგავენ კლიენტს და მერე წუწუნებენ, წუნია და ძუნწი ხალხიაო. მთხლეს რომ ჩადებ კერძში, იმას დაგიწუნებენ, აბა რას იზამენ?! შე დალოცვილო ვიღაცა ხარ, გააკეთე ხარისხიანი და იხეირებ, გექნება სტაბილური შემოსავალი. მაგრამ ვერა რააა!!! პ.ს. მარტო საქართველოში არ ხდება მსგავსი რამ. |
Posted by: მამაო ენუქი 3 Jul 2020, 23:32 |
elchi ძნელია ხარისხის დაჭერა, შენი მეურნეობა თუ არ გაქვს, პროდუქტი სულ ერთი ხარისხის ვერ გექნება |
Posted by: elchi 4 Jul 2020, 01:31 | ||
გეტყვით პატივცემულო. შესაძლებელია და ადვილად გასაკეთებელი იმათთვის, ვისაც ბიზნესის ოდნავ მაინც გაეგება. "დანარჩენებზე" ზემოთ მოგახსენეთ. ფული უნდათ, მაგრამ ვერ გამოსდით ეგ საქმე. ჭკვიანი კაცი მოახერხებს ყველაფერს. |
Posted by: GEORGEXIII 4 Jul 2020, 03:10 |
Master_Nick იქნება კორონამ გონს მოაგო ტურისტი აღარაა.. |
Posted by: iosebovich 4 Jul 2020, 15:32 |
Harrison Stafford ჩებურეკი 3.50 ღირს კახელებში, ერთი ბეწო და ფენოვანი ხაჭაპური 4 ლარი გახადეს. წინა კვირას ვიყავი. ფენოვანიც ერთი მუჭა. ხინკალს ნახავ რო 2 ლარად ყიდიან. ნუ ვისაც გამოიჭერენ მაგაზე მუშაობენ რაა. კაია განა ცუდია მარა არაადეკვატურად ძვირია. მაგათზე ნაკლებს არ აკეთებენ სხვაგან მისაღებ ფასად და არა ეგრე ასტრონომიული ფასებით. |
Posted by: Harrison Stafford 4 Jul 2020, 15:45 |
iosebovich ფასებს ვაკვირდები მეც წინა წელს 2.5 ღირდა კორონამდე 3 გახადეს ეხლა 3.5 5 ცალი მარტო მე არ მყოფნის ფენოვანიც ძაან გემრიელი აქვთ ხინკალი 2 ლარი????? ნუ იასნია რო გააძვირებდნენ სტატისტიკის ცენტრში რო იკითხო ყველაფერი კარგად არის ფასები შენარჩუნებული გვაქვსო დადეს იმ დღეს სტატია ყოველ კვირას იზრდება ფასები პროდუქტებზე |
Posted by: iosebovich 4 Jul 2020, 15:59 |
Harrison Stafford ჰოდა მაგას ვამბობ. 5 ცალ ჩებურეკს რო ჭამ როგორი პატარაა უნდა წარმოიდგინო კაცმა. ფენოვანიც ეგრე. სტატისტიკა ამათი მონაა. და ისედაც ხალხს უკვე ეუბნევიან თქვენ მარტო მაკარონი და კარტოფილი და ბალახი ჭამეთო. |
Posted by: MasterJC 4 Jul 2020, 19:44 | ||
ბაზარია ასეთი, ძმაო ჩემო, სულიერო სააღდგომოდ, მარიამობის დროს და საახალწლოდ მთელ საქართველოში წყდება ყველანაირი დისტრიბუცია 3-3 დღით, საახალწლოდ საერთოდ 1 კვირა მაინც ასეთI დამოკიდებულების დროს როგორ გინდა იმუშავო? ხორცის 2 მომწოდებელი მყავდა. ვეუბნები ტიპს, ნებართვები როგორ აიღოს, სახეს იძრობდა, რომ ყველაფერი ჩემგან იყიდეო. დეტალურად ავუხსენი სად დაერეკა,რ ა ექნა, როგორ. ხოდა, გავიდა 1 კვირა. დაიკეტა თბილისი და ტიპი ნასვამი გაყვა ვიღაცა დაცვის წევრს მთავრობიდანდ ა ჩარჩა სადღაც სოფელში. მერე მირეკავს, როგორ ავიღო ნებართვა რო დისტრიბუტორი ვარო.... |
Posted by: elchi 5 Jul 2020, 20:36 | ||||
მქონდა ეგეთი ბიზნესი საქართველოში როცა ვცხოვრობდი, მაგრამ ჩვენ ნახევარ ფაბრიკატებს ვამზადებდით. გაყინული ხინკალი, პელმენი, კიევური კოტლეტები და გაუყინავი კუპატი. ჰოდა თქვენი თქმის არ იყვეს, დისტრიბუტორი მყავდა რეგვენი. წაიღო სხვადაასხვა პროდუქტი და ორი დღის მერე მირეკავენ მაღაზიების მეპატრონეები, არაფერი მოუტანიათო. ამას მივადექი სახლში და გაგლეჯილ მთვრალს სძინავს. იმის ცოლი მეუბნება, ორი დღეა ლოთაობსო. თურმე ეს ყველაფერი რაც ჩემგან წაიღო, ისევ მანქანაში ულაგია. ახლა წარმოიდგინე რა მოუვიდოდა იმ პროდუქტს?! რა უნდა მექნა ამ ლოთისთვის?, ხომ არ დავახრჩობდი? არადა თავიდან, ოღონდ დამასაქმე, შიმშილით ვიხოცებით ოჯახიო. ამოისუნთქა ბიჭმა ცოტა და მერე გაილაღა. ის ფული სახლში არ მიჰქონდა, დაეთრეოდა ბოზებში და იმათთან ხარჯავდა. პ.ს. მთიული ქალბატონები მუშაობდნენ ჩვენთან. იმათ მასწავლეს ხინკალის გაკეთება და დღესაც მათი მადლობელი ვარ. |
Posted by: MasterJC 5 Jul 2020, 21:20 | ||||||
სპლიყვი ყვებოდა ადრე ეგეთებს. ობიექტში პერსონალს ხელფასები მოუმატა და მაინც პარავდნენ, თან ისე ნაგლად, რომ ვისაც კის აწყობის უფროსობა შესთავაზა, ყველა უარს ეუბნებოდა, არ მინდაო, სხვებისთვის არ უნდოდათ გატეხვა... ხოდა ეგ ისტორია ისე დამთავრდა, რომ მესამე მომწოდებელზე გადავედით... » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Darkstalker 6 Jul 2020, 00:23 | ||||
რაღაც პონტში მართალს გეუბნება მამაო, შენ ცოტა მოწყვეტილი ხარ აქაურ რეალობას გეტყობა მაგრამ რაის ხარისხის დაჭერაზეა საუბარი, მართლა გემრიელი ხინკალი სულ რამდენიმე ოჯახში კეთდება თბილისში, დალშე გონიათ რო ხინკალს აკეთებენ. |
Posted by: elchi 6 Jul 2020, 11:24 |
Darkstalker 20 წელია წამოსული ვარ, ქართველობა არ დამიკარგავს, შვილებიც ასე გავზარდე. ჩამოსვლიდან უხასიათოდ გავხდი ორი თვის შემდეგ. რომელი ქვეყნის კერძი არ გავსინჯე, მაგრამ რაღაც-რაღაცეები მაკლდა. მეუღლე მეუბნება, გააკეთე გიორგი ხინკალი, თორემ მომიკვდებიო. თურმე რა მაკლდა?! |
Posted by: FoolOnTheHill 7 Jul 2020, 14:41 |
დღეს ვიყავი ზოდიაქოში... ხინკალი მოწოდების სიმაღლეზეა... მაგრამ, ცხელა ძალიან... გავიგუდე კინაღამ... კონდიცირების პრობლემის მოგვარებამდე თავის შეკავება მომიწევს კვლავ სტუმრობისგან... |
Posted by: iosebovich 7 Jul 2020, 16:27 | ||
FoolOnTheHill
ეგაა ერთადერთი მინუსი რაა . დალშე ხინკალი თუ გინდა მანდ უნდა მიხვიდე. რა თქვეს კონდიცირებაზე? |
Posted by: FoolOnTheHill 7 Jul 2020, 19:35 | ||||
არც მიკითხავს... ყველა ფანჯარა ღია ჰქონდათ... რა უნდა ქნან მაგ პირობებში, რა კონდიციონერი გაუძლებს... |
Posted by: მამაო ენუქი 7 Jul 2020, 21:04 |
ეხლა მოვედი ლესტამბერასგან და ხინკალი ქონდა ვერ გაძღებოდი, თან ხორცით გამოტენილი |
Posted by: iosebovich 7 Jul 2020, 21:40 |
მამაო ენუქი ეგ სადაა ლესტამბერა ? |
Posted by: MasterJC 7 Jul 2020, 21:44 |
მამაო ენუქი ეგ ვინაა? FoolOnTheHill iosebovich რეგულაციების მიხედვით კობდიციონერის გამოყენება არ შეიძლება თუ ეს შიდა ცირკულაციის კონდიციონერია. თუ ჰაერს გარედან იღებს მაშინ შეიძლება ჩართვა ჩვენ ეგეთი გვაქვს და გრილად ვართ. წარმოდგენაც არ მინდა რა საშკნელებაა ეგეთ სიცხეში უკონდიციონერობა |
Posted by: მამაო ენუქი 7 Jul 2020, 21:58 |
ანანურში არის ვაგონი |
Posted by: FoolOnTheHill 8 Jul 2020, 11:54 | ||
"თქვენ" ვინ ხართ? |
Posted by: MasterJC 8 Jul 2020, 17:36 |
FoolOnTheHill მეხუთე ობიექტი როა გამოკIთხვაში, ეგენი ხსენებას ვერიდები მაინც, რეკლამა არ გამომივიდეს |
Posted by: Darkstalker 8 Jul 2020, 19:04 | ||
მაგაზე ჩემი შვედური დიეტა გამახსენდა 3 თვიანი, მოდი მეთქი ხორცს საერთოდ აღარ შევჭამ დღეიდან, 3 თვის მერე იმენა დამბლა დავეცი მეგობარო, სერიოზული პრობლემები დამეწყო. |
Posted by: PILOTI 8 Jul 2020, 19:06 | ||
ლენ სტალ ბერ ა ლენინი სტალინი ბერიას შემოკლებული ვარიანტი ქვია მაგ კაცს |
Posted by: მამაო ენუქი 8 Jul 2020, 19:15 |
PILOTI დუქანს მ აწერია |
Posted by: PILOTI 8 Jul 2020, 19:23 | ||
კიბატონო, მაგრამ რეალობაში ეგრეა |
Posted by: მამაო ენუქი 8 Jul 2020, 19:38 |
PILOTI ისე კი არ ვიცი, შემდეგზე რო წავალ დავაკვირდები |
Posted by: ხიხო 8 Jul 2020, 20:35 |
ლესტამბერი აწერია ლენინი, სტალინი, მალენკოვი, ბერია. ვოტ ხინკალი მართლაც კარგი აქვთ |
Posted by: toyota12345 17 Jul 2020, 14:32 |
ხინკლის სახლის ხინკაზე დავწერე ფეისზე მაგათ გვერდზე რომ ხინკალი არ გივარგათ მეთქი. ხალხმა კომენტარებით გადამიარა ამას როგორ იძახიო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თბილისში უმეტესობა ხინკლის აზრზე არაა. ხინკლის სახლის ხინკალზე რო იტყვი კარგიაო 20 თეთრიანი გაყინული ხინკლის გარდა რო არ უჭამიათ ეგ სასტავია უეჭველი.... |
Posted by: iosebovich 17 Jul 2020, 14:52 | ||
toyota12345
100% გარტყმაში არ არიან რაა ... იუთუბზე რაღაც ვიდეო იყო რომელი ხინკალი ჯობიაო, თვითონაც ჭამეს და აი ეგ ხინკლის სახლი დაასახელეს. ნუ აღარაფერს ვამბობ რო რაც კარგებია იქ არც შეუხედავთ საერთოდ აი ეგრე გარტყმაში არ არიან ბევ სხვა რამეზეც დიდი მასა. არცაა გასაკვირი შაურმებს ჭამენ და მაკარონიან ფენოვანებს და ზეიკიძის ძეხვეულს კიდე ალბათ ... |
Posted by: didi bege 17 Jul 2020, 15:45 |
ხინკლის სახლში მე მგონი 2000 იანების მერე აღარ ვყოფილვარ მაშინ პრინციპში მეტი ალტერნატივა არც იყო კიდე თუ არსებობდა არ მეგონა |
Posted by: masai11 17 Jul 2020, 15:48 | ||
პეტიცია შევიტანოთ რომ მაგათ ვაფშე ხინკლის კეთება აეკრძალოთ და სახელიც გადაირქვან. |
Posted by: marimari11 20 Jul 2020, 17:02 |
ანუ თბილისში ყველაზე კარგი ზოდიაქოა? მარიოტის უკანაა? რუკაზე ეგრე ვნახე |
Posted by: Keti-Ket 20 Jul 2020, 17:06 | ||
marimari11
კი, მანდ არის |
Posted by: MasterJC 20 Jul 2020, 21:43 |
marimari11 შემომეჭამა უკეთესია ჩემი აზრით ზოდიაქო ცუდი არაა თუ პირბადეს არ გაიკეთებ და სიცხის გაზომვა გიტყდება, სჯობს საერთოდ არ მიხვიდე. მიმტან-მენეჯერებმა რა დააშავეს შემოლაგდებიან ტიპები კარში პირბადით, სიცხეს უზომავ და... დარბიან მერე ისე და პირბადეებს მაგიდაზე ტოვებენ. ძალიან ნერვების მომშლელია რა ;დ ელემენტარულს რომ ვერ აზრობენ :დ |
Posted by: PoisonnIvy 20 Jul 2020, 23:37 |
ვიყავით და ჰბ-ის ხინკალს ნამდვილად აჯობა ზოდიაქომ MasterJC ეგ შემომეჭამა ვაბშე არ მსმენია და რატოო? |
Posted by: marimari11 20 Jul 2020, 23:44 |
MasterJC არა სხვა რაღაცის გამო ვიკითხე :დ არ მიტყდება არაფერი ხინკალიც ზალიან კარგი იყო და ლობიანიც. ეგეთი ლობიანი არ მიჭამია საუკუნეა. რაღაც სუნელი ჰქონდა დამატებული, ნეტა რა იყო |
Posted by: MasterJC 21 Jul 2020, 02:06 |
PoisonnIvy იმიტო რო მეპატრონეს რეკლამა და პოსტის დადება უტყდება. ვინც საჭიროა იმათმა იციან და მოდიანო marimari11 კაი ლობიანი სულის ცხონებაა :cheer: p.s. მარი. რამდენიმე წლის წინ ერთ ჯგუფში ფორუმზე დადე ვიღაც ზანგი თუ მულატი გოგოს კლიპი. ლამაზი ხმა აქვს ძალიან და თითქოს ლექსავდა სიმღერას. იქნებ გაგახსენდეს რა ერქვა მაგ მომღერალს რა |
Posted by: marimari11 21 Jul 2020, 02:53 |
MasterJC აუ ვერ ვიხსენებ კიდე რამე გახსოვს? |
Posted by: PoisonnIvy 21 Jul 2020, 03:32 |
MasterJC marimari11 AKUA NARU ზეა საუბარი ))) |
Posted by: iosebovich 21 Jul 2020, 09:38 | ||
marimari11
ეგ სად ზოდიაქოში ? |
Posted by: MasterJC 21 Jul 2020, 10:07 |
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: marimari11 21 Jul 2020, 13:28 |
iosebovich ხო ზოდიაქოში. ხინკალი და ლობიანი გავსინჯეთ |
Posted by: Keti-Ket 21 Jul 2020, 15:29 |
კლიკეში მივირთვი რამდენიმე დღის წინ ნადუღის და ქალაქური ხინკალი. ახალი სახეობები დაუმატებიათ. არ გამისინჯავს, თუმცა სულგუნისა და კართოფილის ხინკალმა დამაინტერესა. გემო სტაბილურად კარგი ჰქონდა ორივეს, თუმცა კვლავ დიდწილად კუჭების ხარჯზე არსებული დიდი ზომა. პერსონალი კი ისეთი სახეებით, თითქოს იქ მისვლით რამე დავუშავეთ |
Posted by: Master_Nick 25 Jul 2020, 00:18 |
ორსართულიანი ხინკლის მოხვევის მასტერკლასიც გავიარე |
Posted by: elchi 26 Jul 2020, 15:33 |
Master_Nick ეს ყველაფერი კარგი და ეგეთი ხინკალი როგორ უნდა ჭამო? |
Posted by: Master_Nick 26 Jul 2020, 17:08 |
elchi კარგი კითხვა დასვი უნდა ამოატრიალო და ქვევიდან დაიწყებ. მოკლედ აიჭრა სასტავი, მთავარია დანა ჩანგალი არ გამოიყენო, დანარჩენს უკვე მოახერხებ ჭამას. |
Posted by: elchi 26 Jul 2020, 17:35 |
Master_Nick რა დანა-ჩანგალი ძმაო? ეგრე მიცნობ ნიკა? |
Posted by: Master_Nick 26 Jul 2020, 21:15 |
elchi შენ არ მიგულისხმიხარ, ვიცი შენი დამოკიდებულება ხინკალთან და ხორცეულთან ფრონცკი ხალხის საყურადღებოდ დავწერე ეგ |
Posted by: elchi 27 Jul 2020, 06:47 | ||
სტუმარმა ხინკალზე დანა-ჩანგალი რომ მომთხოვოს, გავაგდებ სახლიდან. ამერიკელებს ვასწავლე როგორ უნდა ჭამონ და სანამ ქართულად არ ვათქმევინე ხინკალი, მანამდე ვერ ეღირსებით მეთქი. |
Posted by: belimbor 27 Jul 2020, 14:52 |
ზოდიაქოს ყველაზე დიდი მინუსი ზოგადად პერსონალია ჩემი აზრით. ძალიან გულგრილი დამოკიდებულება აქვთ კლიენტების მიმართ. marimari11 ნადუღის ხინკალიც გასინჯეთ ამის მერე ერბოთი, საოცრად გემრიელია. ე.წ. საფირმო შემწვარი ჩემი პირადი აზრით, გაფიცხებულისგან არაფრით განსხვავდება. |
Posted by: diliskaptenachunchxa 27 Jul 2020, 17:58 |
მე ცომს ვყიდულობ, ხორცისგან ფარშს თვითონ ვაკეთებ,ვაზავებ და ვახვევ მერე. ყოველ ჯერზე უკეთესია. თვითღირებულება 40 თეთრს არ აჭარბებს. ცომიც თვითონ რომ გავაკეთო ალბათ 30 თეთრს არ გავცდები ცალში. პ.ს. მაგრამ მოცომვა მაგარი დამღლელია... |
Posted by: iosebovich 28 Jul 2020, 09:39 | ||
diliskaptenachunchxa
რანაირად? 10 ცალი როგორც მახსოვს ხინკლის ცომი ღირს 2.50. 50 ცალ ხინკალს უკვე უნდა 12.50 ლარი. ეგ ცომი. ახლა ხორცი მეეჭვება ნახევარი კილო ეყოს მარა კაი ეგეც 10 ლარი. უკვე 22.50. მაგას დავუმატოთ ხახვი, მწვანილი და ძირა ეგეც 2.50 ვთქვათ. უკვე 25 ლარია. შესაბამისად ხინკლის თვითღირებულება ჯდება 0.50 თეთრი ... |
Posted by: belimbor 28 Jul 2020, 10:48 |
iosebovich იქნებ მოხევური უყვარს |
Posted by: diliskaptenachunchxa 28 Jul 2020, 12:22 | ||||
ვაახ, 10 თეთრიც აღარ მომატყუებინოთ ახლა კაპიკ კაპიკ დამითვალეს რა ვარენიკის დიდ ცომს ვიყიდი, 20 ცალი 3.5 ლარი. |
Posted by: MasterJC 28 Jul 2020, 12:27 | ||||||
მა რესტორნებს რო ლანძღავთ კარგია? მეძვირეები ეგენიო ორიოდე წლის წინ წაიტრაბახა ასე ერთმა ფბ ჯგუფში, რა დაჯდა ბუგერი, ჰოდა დავათვლევინე და მერე ხელები ასწია, იმაზე მეტი დაუჯდა, ვიდრე ეგონა და იმაზე ძვირიც, რაც რესტორანს უჯდებოდა (ასე 20-40 თეთრით), და მერე ფასნამატი რომ დავათვლევინე, აღიარა, კიდე იაფად ყიდითო ;დ;დ კაი გასართობია ეგ, არასწორი წამოდგენები რომ აქვთ ფასებზე და შრომას და სხვა ხარჯებს არ ათვლიან |
Posted by: iosebovich 28 Jul 2020, 14:13 | ||||
MasterJC
ეგ სახლის პირობებში. ახლა მაგას დაემატება, გაზის , წყლის, იჯარის , მომხვევის ფული და მერე ფასნამატი იასნად. სადღაც ადის 0.65-0.70 თეთრამდე თვითღირებულება იმ პირობით რო ხორცი არის საუკეთესო , ახალი და შესაბამისად 20 ლარიანი საშუალოდ. diliskaptenachunchxa
ექსპერტად ვმუშაობდი ბანკში და თვითღირებულება უნდა დაგვეთვალა კაპიკ-კაპიკ რაც მე რესტორნების მარჟები და ხარჯები მითვლია რო რავიცი არის რაღაცეები რაზეც ძალიან პატარა მარჟაა და მოგებაც ნაკლები რჩება. ხორცზეა ეგრე გაგიკვირდებათ. აი სალათებში და უწუ -პუწუებში 1000 პროცენტიანი მარჟა აქვთ და საწებლები ტოვებს კიდე მაგარ თანხას. ერთი ბოთლი 2 ლარიანი ტყემლიდან მახსოვს ამოდიოდა 14-15 ლარი |
Posted by: Keti-Ket 28 Jul 2020, 14:44 |
iosebovich კიტრი-პომიდვრის სალათიდან, განსაკუთრებით სეზონზე, კაი შვიდმაგი მოგებაც კი რჩება რესტორანს. მექსიკური კართოფილიდანაც ბევრად ნაკლები არ გამოდის. სავარაუდოდ, ყველიანი კერძიდანაც არ რჩებათ ბევრი. ისე, ყველაზე ნაკლები მოგება მაინც რა კერძებიდან რჩებოდათ? ცოტა გადავუხვიე თემას, მაგრამ ძალიან საინტერესო საკითხია. |
Posted by: iosebovich 28 Jul 2020, 15:02 | ||
Keti-Ket
სალათებიდან , საწებლიდან, სასმელებიდან . ხორცზე ნაკლებად . იმითო რო 1 კილო ღორის ხორციდან ერთი კილო სამწვადე არ ამოდის. იქ ტყავი უნდა გააძრო, ქონი დააკლო, ძვლიდან ამოიღო . შესაბამისად ეხლა აღარ მახსოვს 3 პორცია მწვადი გამოდიოდა. მწვადი მოგეხსენებათ 250 -300 გრამი იწყობა შამფურზე. მაგას ემატება ნახშირის ფული, ეგეც ერთ ერთეულზე უნდა დაიყვანო , მემწვადე, დღეში 25 ლარს აძლევდნენ ადრე ეხლა არ ვიცი. ზოგადად ეგრე და უფრო სკურპულოზური დათვლაც ხდებოდა . ხახვი კიდევ რამდენი გადიოდა ერთ შამფურზე. ამიტომ ხორციდან არ იყო 1000 პროცენტიანი მარჟა და მოგება. სამაგიეროდ რაც ზევით დავწერე იქიდან ამოდიოდა ძალიან მაგრად. მოგეხსენებათ ქართული სუფრა ცივების გარეშე ანუ ზაკუსკის არ იწყობა. პირდაპირ ცხელი ხო არ მოვა ჰოდა ოლივიე ერთიდან 10 ამოდიოდა ანუ ერთ ზაგატოვკას რო აკეთებდნენ 10 პორცია იხსნებოდა. ვითომ არაფერი და 6 ლარი ღირდა ერთი თფში. 60 ლარია ხომ ? აი ასეთი ამბები იყო. ეხლა საწუწუნოდ საქმე არ ჰქონდათ საერთო ჯამში მარჟა 300%-მდე ჯდებოდა მაინც. ეს ისე რო იცოდეთ მომავალში. მარა მუშაობა იყო, გადავსებული დარბაზები. ეხლა რა ხდება არ ვიცი მარა წესით უნდა შემცირებოდათ შედარებით შემოსავალი მარჟის კუთხით ვამბობ. ფასები ძალიან გაიზარდა პროდუქტებზე და რესტორანი ძალიან ვერ გაიქცევა მაღალი ფასებით. აღარავინ შევა და მაგიტომ. |
Posted by: MasterJC 28 Jul 2020, 21:28 | ||
Keti-Ket iosebovich ჩემი გამოცდილებით, ძირითადი/საფირმო კერძებია ყველაზე ნაკლებად მომგებიანები. არსებობს გარკვეული ფსიქოლოგიური ზღვარი, რომლის ზემოთაც კერძში და სასმელში ფულს არ გადაიხდის ადამიანების დიდი ნაწილი. ----------- მეტ მარჟას ტოვებენ სალათები, წვრილმანები (საწებელი, პური, თუ ობიექტი თავად არ სთავაზობს უფასოდ ამას და ყიდის), სასმელები, და ალკოჰოლი, ასევე ცხელი და ცივი სასმელები (ყავა, ჩაი და ა.შ. - გამონაკლისია ყავის და ჩაის ბარები, სადაც ხარისხიან პროდუქციას იყენებენ და არა გრინფილდის ჩაის, რომელიც 3,30-3,60ლ ღირს 25 ცალიანი, და 1 ცალს ყიდიან 0,50-2,00 ლარად) პრინციპია, რომ მოდიან კერძებისთვის, და ფულს აკეთებს სასმელები iosebovich სხვათა შორის, ერთ-ერთ სამსახურში, სადაც შეფად ვმუშაობდი, და ფაქტიურად მარტოს მიწევდა ყველაფრის კეთება, აბსოლუტურად ყველა პროდუქტის ხარჯს ვითვლიდი, ხახვი, ბულგარული, ხორცი და ა.შ> ატხოდი რა რჩებოდა. და % მყავდა გამოყვანილი. მაგისი ცხრილებიც მაქვს შენახული ჰოდა მომდევნო სამსახურში გადასვლისას, კერძების კალკულაციები და რეცეპტები დავწერე ბრუტო-ნეტოს გათვალისწინებით. ნეტოთი დავწერე რეცეპტურა პერსონალისთვის, რომ არ დაბნეულიყვნენ, და ბრუტოთი შევიყვანე პროგრამაში. შესანიშნავი შედეგები მქონდა რეალურ თვითღირებულებას ვხედავდი ჩამოწერით იწერებოდა მხოლოდ ის, რაც ფუჭდებოდა, და არა ატხოდები, რასაც არასწორად აკეთებს კვების ობიექტების ნაწილი (ყველანაირი ჩამოწერა დამატებით იბეგრება)
კარგად უმუშავიათ დღესდღეობით უნდა იანგარიში დელივერის ფასიც ვოლტი და გლოვო უფლებას არ გაძლევენ, რომ კერძი მათ აპლიკაციებში გაყიდო რესტორნისგან განსხვავებული ფასნამატით მაქსიმუმ შეფუთვის ფასი დაამატეთო (შარშან გვითხრეს ასე, წელს არ ვიცი რამე თუ შეიცვალა). გუდვილი/კარფური და ა.შ. მინიმალურ მარჟაზეა და გლოვო/ვოლტისთვის სპეცფასები აქვთ, მომატებული %ით და ამის უფლებას აძლევენ რეალურად 200-300% ფარგლებში მაინც უნდა გქონდეს მარჟა, რომ იმუშავო და წაგებაზე არ იყო რა. |
Posted by: elchi 29 Jul 2020, 04:22 |
iosebovich MasterJC საინტერესო ინფოები დაწერეთ. მართალია თემას არის აცდენილი, მაგრამ დავტოვებ თქვენს პოსტებს. ბევრს გამოადგება თქვენი რჩევები. ასეთი ინფორმაციის წაშლა "დანაშაულია". |
Posted by: iosebovich 29 Jul 2020, 10:03 |
elchi მადლობთ. ხო ირიბად კავშირშია რაა. ამით დავამთავროთ და კვლავ ხინკალს დავუბრუნდეთ. ბაზარზე გამოჩნდა hinkali factory . კოსტავას 77 . ესაა არ მისული სააკაძის მოედნამდე, გპი-ის მხარეს. ხინკლის ქალაქურის და მთიულურის ფასი 1.20 ლარი. თელავური მხოლოდ ღორის ხორცისგან 1.10 ლარი. თუშური ცხვრის ხორცისაგან 1.40 ლარი. ფასანაურული დაკეპილი ხორცისგან 1.40 ლარი. მხოლოდ საქონლის 1.40 ლარი. თავებს იხოცავენ დავდეთ საუკეთესო ხინკალიო. ლუდი ჰეინეკენი (0.5) - 6.60 ლარი და LUMBERJACK IPA (0.33) -5.50 ლარი. LUMBERJACK WHITE (0.33) - 4 ლარი. LUMBERJACK DARK (0.33) - 3.60 ლარი. აქვთ სხვა ყველაფერიც ქრთული სამზარეულო. მარა ფასებია პარიზი მიმიქარავს. მე ვერ მივედი ეხლა ფინანსურად გავიჭედე ძალიან და ან ვინმე თუ ხართ ნამყოფი ან აპირებთ დაწერეთ აქაც შთაბეჭდილებები. |
Posted by: MasterJC 29 Jul 2020, 11:58 | ||
ღორი 1.10ლ მეძვირება მთიულურს და ქალაქურს გააჩნია ზომას, 1,20ლ არაა მემგონი ძვირი 0,330მლ ლუდი 4ლ არ მგონია ძვირი, ნორმალურია (შედარებისთვის, მაგხელა ლუდს ჩემთან 6-6,50ლ ვყიდიდით და ასაღები ფასი 2 ლარამდე ჰქონდა) ამბიციები კარგია, იმედია გაამართლებს. ხალხი იმსახურებს ნორმალურ კვების ობიექტებს |
Posted by: iosebovich 29 Jul 2020, 12:11 |
MasterJC ხო არა 1.20 ლარი ასე თუ ისე მისაღებია თუ კარგია და ზომაც ნორმალური . ეგ ლუდი არ ვიცი არ გამისინჯავს რომელია. ლუდისტებს ეცოდინებათ. ფეისბუქზე თუ ჩაწერთ მთელ მენიუსაც ნახავთ. მეგა ძვირია ყველაფერი და ხინკალი მართლა ნორმალურ ფასად გამოიყურება სხვების ფონზე |
Posted by: FoolOnTheHill 29 Jul 2020, 12:42 | ||
ზოდიაქოში ნამყოფი მოხვდეთ იქნებ ვინმე და შეადარეთ რომ ჩვენც ვიცოდეთ... |
Posted by: მამაო ენუქი 29 Jul 2020, 12:54 | ||
აქედან ჩანს რა სირობაც იქნება |
Posted by: MasterJC 29 Jul 2020, 13:16 |
iosebovich 1,20ლ ხინკალს ჩემთან მგონი 00.48-0.52 აქვს თვითღირებულება, და რეალურად ამგაზე მეტია, რადგანაც წესივრად არ აქვთ კალკულაცია დათვლილი. მამაო ენუქი სასმელზე უნდა ამოიღონ ფული რეალურად. ჩემთან ჰეინეკენი ღირდა 5,50 თუ 6ლ ადრე, თან 0,330მლ მაღაზია ხომ არაა რომ 20-30 თეთრიანი მარჟით გაყიდოს სასმელი ობიექტმა პ.ს. სახინკლეში რა მუსიკის მოსმენა გაგისწორდებოდათ? თავისი შეკვეთის მოლოდინიან-ჭამა-სმის პროცესიანად |
Posted by: მამაო ენუქი 29 Jul 2020, 13:18 |
MasterJC აქ წარმოებული ლუდი ჩეხურის ფასი რატო უნდა ღირდეს, თან ნაგავია . |
Posted by: iosebovich 29 Jul 2020, 13:54 | ||
მამაო ენუქი
მართალი ბრძანდებით მამაო მარა ეგრე ვერ ვიტყვით საჭმელიც არ ვარგაო. ვნახო აგერ მოხვდება ვინმე ან მე და დაიწერება. არაფერი დაიმალება. |
Posted by: MasterJC 29 Jul 2020, 14:19 |
მამაო ენუქი ასაღები ფასი? მაგალითად, შავი ლომი ბოთლით, ასაღები ფასია 5,05ლ რა ფასი უნდა დაადო ნახევარლიტრიან ლუდს, რესტორანში, ხინკალზე მისაყოლებლად? ადეკვატური იქნება 100% მაინც იყოს დარიცხვა, მაგრამ მაშინ 10,10ლ არავინ გადაიხდის ხო? |
Posted by: მამაო ენუქი 29 Jul 2020, 14:34 |
MasterJC 5 ლარად შნაიდერს იყიდი, აქ ჩამოსხმული ჰეინეკენი 2 ლარიც არ უნდა ღირდეს. |
Posted by: trendy 29 Jul 2020, 15:27 | ||||||
ზურა ხომ არ ხარ?)) კალკულაციის ღმერთკაცი ვიცი, ზურა ერქვა, მამამისმა ასწავლა, ისიც მაგარი იყო. |
Posted by: iosebovich 29 Jul 2020, 16:11 |
trendy არა ზურა არ ვარ აი ეგ ზავედენიე კი სანახავია . ხინკალი მართლაც ბრწყინვალე გამოგონებაა |
Posted by: WP-Rex 29 Jul 2020, 17:13 |
შემოვდივარ წინადადებით იუზერ iosebovich-ს მიენიჭოს ხინკლის ომბუდსმენის ტიტული! სამუდამოდ! |
Posted by: iosebovich 29 Jul 2020, 17:17 | ||
WP-Rex
დიდი მადლობა ვეცდები გავამართლო იმედები ოფისის ამბებს დავალაგებ და მერე გელოდებით ახალი წინადადებებით |
Posted by: WP-Rex 29 Jul 2020, 17:18 | ||||||
iosebovich
FoolOnTheHill
მე ვიყავი, ოღონდ კოლმეურონების მოედანზე როა, ადრე საბილიარდო რომ იყო. მთიულურს არა უშავდა. ქალაქური - დიდი არაფერი. ზოდიაქოსთან ახლოსაც ვერ მივა. თან მე მგონი, ცოტა დარტყმულის მოხვეული იყო. აშკარად ხელით იყო მოხვეული და ისეთი სიმეტრიული ნაოჭები ჰქონდა, საღ ჭკუაზე მყოფი მასე ვერ მოახვევდა. iosebovich
|
Posted by: iosebovich 29 Jul 2020, 17:38 | ||
WP-Rex
ვაა ანუ ნამყოფი ხარ ფხოვის ქუჩა უწერიათ ძირითადი ზავედენიე. ანუ პირველი სადაც გაიხსნა. ეგ უნდა იყოს კოლმეურნეობაზე კი. სურათზეც ჩნს როგორი სკურპულოზური მოხვეულია ანუ დიდი ვერაფერი. რა გასაკვირია რო კოსტავაზე უკეთესი იყოს ... თუმცა ერთი მისვლა მივალ და 5 ცალ ქალაქურს და 5 ცალ მთიულურს შევუკვეთვ გასატესტად. ვაიდა კოსტავას მზარეული ქაჩავს |
Posted by: WP-Rex 29 Jul 2020, 17:55 |
iosebovich ხო, აი აი რაღაც შერეკილი პერფექციონისტის მოხვეულს ჰგავდა))) თან უცნაურად მოაქვთ - ყველა ხინკალი სათითაოდ იყო განცალკევებულად დალაგებული პოდნოსზე. ეს ლამბერჯეკი მგონი მაგათი კრაფტია. თეთრი, გაუფილტრავი ნორმალური იყო თითქოს. |
Posted by: MasterJC 29 Jul 2020, 18:44 | ||
WP-Rex
სცდები, ტავარიშჩ :დ » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: WP-Rex 29 Jul 2020, 19:15 | ||
MasterJC
კი მაგრამ რამდენი წლის ხარ? აშკარად ვხედავდი შუშის იქით, რომ სადღაც 50 ან 60+ ქალი ახვევდა. და ეს შეხვეულებიც ნამდვილად არ ჰგავს იმას. ესენი ადმიანის მოხვეულს ჰგავს, ისინი მანქანის მეგონა თავიდან და მხოლოდ კუჭზე მივხვდი რომ არ იყო. თან პოდნოსზე იდო ერთმანეთისგან დაცილებულები, და თანაბარი დისტანციით. ამაზე სულ გადავირიე.)) |
Posted by: MasterJC 29 Jul 2020, 19:31 |
WP-Rex 33 ნუ, მანდ არ ვიცი როგორ იყო საქმე, მე ნიმუში მოგიყვანე, ჩვენ რაც მოვამზადეთ რამდენჯერმე, თანაბრად ვაშორებთ ერთმანეთს, ერთნაირს ვახვევთ და ა.შ. პროფესიული ჩვევები გიმუშავდება, თუ ფეხებზემკიდია არ ხარ ადამიანი, უკვე იცი როგორ მოქმედებას როგორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, და არ მიკვირს რომ ერთნაირი გააკეთა (ხელია მიჩვეული) და დაშორებებიც იყო რა თქმა უნდა ისიც შეიძლება რომ ვცდებოდე |
Posted by: დოჩანა 29 Jul 2020, 19:52 |
არსად არაა კაი ხინკალი თითქოს მე არსად მომწონებია თბილისში აი ფასანაურთან ხანდოსხევში მომეწონა ბოლოს ხინკალი |
Posted by: WP-Rex 29 Jul 2020, 20:30 | ||
MasterJC
მე მეგონა, მეუბნებოდი ჩემი მეუღლე მუშაობს იქო)) |
Posted by: MasterJC 29 Jul 2020, 22:10 | ||||
ნწუ, ჩემი მეუღლე მომავალ მზარეულებს ზრდის ზოგს კარგს, ზოგსაც ისე რა |
Posted by: Keti-Ket 30 Jul 2020, 15:39 |
iosebovich MasterJC მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. რაც შეეხება hinkali factory-ს მეც მაინერესებს. დიდი არჩევანი აქვთ ხინკლის. რამდენჯერმე მინდოდა კიდეც მისვლა, მაგრამ მაინც ზოდიაქო/კლიკე ვარჩიე. ისე აჭარულსაც აქტიურად აპიარებენ ეგენი |
Posted by: iosebovich 30 Jul 2020, 16:01 | ||
Keti-Ket
ხო ოთხი ყველის აჭარულიო და საინტერესოა. ფასანაურმა აწია ფასები ყველაფერზე. ხინკალი 1.10 ლარი, ქაბაბი 12 ლარი , ჩიხირთმა 9 ლარი და სუპ ხარჩო 10 ლარი. ხაჭაპურებიც თითქმის 15 ლარამდე ააგდო და სხვა ყველაფერი დანარჩენი. 5 კინკილა კაცი დადიოდა და ეხლა ეგენიც აღარ მივლენ. არაა ეგ ისეთი ზავიდენიე რო მაგხელა ფასების პირობებში მანდ მიხვიდე. მორჩენილი ამბავია ჩემთვის მანდ მისვლა. ვარშტაინერმა დააბრუნა აქციები და ხინკალიც გამოასწორა საგრძნობლად . კვირას ლუდი ნახევარ ფასში და ორშაბათობით ხინკალი ნახევარ ფასში. ხელით მოხვეულს გირჩევთ ძალიან გემრიელია. გაუფილტრავი ვარშტაინერიც ძალიან კარგია . ცინცაძეზეა კარფურის პირდაპირ. ინტერიერიც ნორმალური საკმაოდ. ფასანაურის თავზეც გავიარე |
Posted by: didi bege 30 Jul 2020, 20:49 |
გუშინ გავუშვი მანდ ფაქტორიში მეგობრები, ხინკლის დიდი სპეციალისტები არ არიან, მოეწონათ ქალაქური , მეორეო სერი ფქვილით ისე რაო რაც აღნიშნეს და რაშიც ვენდობი: ლუდი არ დაილეოდაო |
Posted by: Master_Nick 3 Aug 2020, 22:28 |
რესტორანი ,,ხორხელის" ქალაქური ხინკალი გავსინჯეთ გუშინ და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი კარგი ხინკალი დიდი ხანია არ გვიჭამია! გარემო და მომსახურეობაც სუპერ! |
Posted by: iosebovich 4 Aug 2020, 12:57 |
Master_Nick არადა უსაშინლესი იყო. შარშან ვიყავი 28 აგვისტოს. რაც ავიღეთ არაფერი არ მოგვეწონა. აი არაფერი. მერე დავუწერე რესტორნების თემაში მზარეული შეცვალეთ და გაყინული პროდუქტი მოსპეთ თქო და დავიჯერო გაითვალისწინეს ? კაია თუ ეგრეა ... |
Posted by: მამაო ენუქი 4 Aug 2020, 13:06 |
Master_Nick შარშან ვიყავი ერთორჯერ მანდ და კარგი პურმარილი აქვთ, ღვინოც ნორმალური აქვთ, ნუ ეზო 1-2 ბალს მატებს |
Posted by: Master_Nick 4 Aug 2020, 17:31 |
iosebovich მამაო ენუქი მკაცრად მხოლოდ ხინკალზე ვიყავით, მეტი არაფერი გაგვისინჯია, ამიტომ სხვა კერძებზე ვერაფერს ვიტყვი, ხინკალი კი ქართული გაუყინავი ხორცით და ხელით მოხვეული იყო, უგემრიელესი. |
Posted by: PILOTI 4 Aug 2020, 18:47 |
Master_Nick მამაო ენუქი მადლობა სტუმრობისთვის და შეფასებისთვის iosebovich რათქმაუნდა ცვლილებები იყო და დავწერე კიდეც და ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ ჩვენი სტუმრების შეფასება / რჩევები. იმ ეტაპზე, რამდენიმე კვირის გახსნილზე რთული იყო რაღაც დეტალების კონტროლი პ.ს |
Posted by: Augustiner 5 Aug 2020, 01:27 | ||
28 აგვისტო მარიამობაა, კაი ნაჭამ ნასვამები მოდიოდით სოფლიდან და დავაი რესტორანშიც შევიაროთო თუ როგორ მოხდით მანდ? |
Posted by: iosebovich 5 Aug 2020, 09:45 |
Augustiner სპეციალურად ჩავედით მარიამობის აღსანიშნავად. ანუ თბილისში ცხელოდა ძალიან და ქალაქგარეთ გავედით. სუფრაც მანდ გაიშალა და მოკლედ ძალიან უკმაყოფილოები წამოვედით. მივწერეთ მერე და აგერ გაუთვალისწინებიათ ამ კაი ხალხს და შედეგიც სახეზეა. და სოფლიდან რატო მოვდიოდეთ ეგ სად დაინახე ერთი ჰა ? თუ სოფლელებს აყენებ შეურაცხყოფას რო მამენტ გარტყმაში არ არიან რესტორნებზე და ხიხოები არიან ხო? არ იციან კარგი რა არის და უგემური რა არის ? სხვა დროს დაუკვირდი რას წერ, ახალი ხარ ჯერ , პოსტებზე გეტყობა და ისწავლე სად რა უნდა წერო. გამოგვიხტა აქ ... * * * MasterJC ხინკალი თქვენთან 1.20 გახდა? ვაა , მალადეც, წინ მიდიხართ რაა რაღა დაგრჩათ კახელების 2 ლარამდე ხორცი არ გაძვირებულა და ამიხსენი კაცურად რატო გააძვირეთ. სხვებმაც გააძვირეს და მაგიტომ გეკითხები. იმ 4 თვის ამოქაჩვა გინდათ ? უარესი გამოვა. ეხლა ცდილობთ 10 მაგიდისა 5 მაგიდიდან ამოიღოთ და ეგ უარესია. მაგ 5 მაგიდისაც აღარ მოვა. აი ფასანაურში სტაბილურად 4 კაცი დავდიოდით. ეხლა აწიეს ფასები თანაც საკმაოდ ეგრევე დავამთავრეთ მანდ სიარული. არის ზღვარი რომლის იქეთ საშუალო მომხმარებელი აღარ მოვა. და ეგენი მეტია ვიდრე ფულიანი სასტავი რომელსაც ჰკიდია ფასების გაბერვა. რავიცი ნახეთ აბაა, იქნებ ვცდები მარა ფაქტია ერთი 10 კაცმა ჩემმა ნაცნობმა რამოდენიმე რესტორანზე გადაჭრით თქვა უარი ფასების მატების გამო. |
Posted by: Augustiner 5 Aug 2020, 11:42 |
iosebovich ხშირად დავდივარ მაგ გზით სოფელში და ერთხელაც არ მოგვსვლია აზრად მარიამობა დღეს რესტორანში შევსულიყავით. შენთვის თუ უქმე დღეა დალოცვილო, იქაურებს არ უნდათ დასვენება? ოჯახში დარჩენა, ეკლესიაში მისვლა, სასაფლაოზე გასვლა. ეგეთი რა გაგიჭირდათ, თქვენი ხელით ვერაფერი გაამზადეთ და ვინმესთან აგარაკზე მაინც ვერ ახვედით? თავისავე ქვეყანაში დადიან ტურისტებივით და მერე უკვირთ, გემრიელი რატო არ იყოო. |
Posted by: iosebovich 5 Aug 2020, 11:51 | ||
Augustiner
რო არ გაგვიჭირდა დალოცვილო იმიტო წავედით ქალაქგარეთ რესტორანში აუცილებლად სახლში უნდა გაგვემზადებინა ? იქაურები რა შუაშია? რესტორანია, ღიაა და მუშაობს. ასე რო ეგ არგუმენტი არ გამოდგება. რაში მაინტერესებს რესტორნის პერსონალი სადაა წასასვლელი. მაშინ დაკეტონ მაგ დღეს. თუ არადა რახან ღიაა თავისი საქმე აკეთონ კარგად. მარტივია რაა. |
Posted by: MasterJC 5 Aug 2020, 12:03 | ||
iosebovich
კი. საგანგებოს დროს, როცა გლოვო-ვოლტის მეტი არაფერი არ მუშაობდა, მაშინ მოვუმატეთ ფასს. მე შევთავაზე, დროებით გააკეთეთ-თქო მარა აღარ დაუწევიათ ქვემოთ, ისე წამოვედი მიტანის სერვისები მთლიანი ღირებულებიდან გაჭრიან 30%-ს მაგალითისთვის, ხინკლის კონტეინერი ღირს 1,20ლ. ფასნამატში ამატებ 2 ლარად, და ამ 2 ლარიდა 60 თეთრი მიტანას მაინც მიაქვს, ანუ კონტეინერი გიჯდება 1,80ლ რეალურად ხინკალი 1,20ლ ღირს, თვითღირებულება სადღაც 55 თეთრამდეა, და კიდევ 36 თეთრი გლოვო/ვოლტისაა, გამოდის რომ 90 თეთრი მაინც აქვს ხარჯი ხელფასები, კომუნალურები და სხვ აგადასახადები მაგ 30 თეთრის გადასახდელია ჩემი აზრით სჯობდა საგანგებოს მერე ისევ დაბლა დაეწიათ ფასები, ან მიტანებს დალაარაკებოდნენ სპეც ფასზე (რესტორანშI ნაკლები ღირს, გლოვო-ვოლტზე მეტი), მაგრამ რომ ვერ შევთანხმდით ვერაფერში, მაგიტომაც წამოვედი |
Posted by: iosebovich 5 Aug 2020, 14:06 |
MasterJC ვაა ეგ არ ვიცოდი რო წამოხვედი. ეხლა ხაარ სადმე? აი ნახე რა ქნა ვარშტაინერმა. ჯერ იყო და გაითვალისწინა ბევრი კლიენტის საყვედური ქალაქურ ხინკალზე და როგორც იქნა იქაც ჩადო ახალი ხორცი. ეს ფაქტია. მერე იყო და ძალიან მალე აღადგინა აქციები ხინკალზე და ლუდზე. კვირას ხინკალი ნახევარ ფასადაა ორშაბათს ლუდია ნახევარ ფასად. ხინკლის ფასი 1 ლარი დატოვა. ამან მისცა ის ეფექტი რო შუადღისითაც კი მაგიდების უმეტესობა დაიტვირთა. გაორმაგდა გატანაზე მუსაობა და ფასანაურების და სხვა გაძვირებულების სასტავი მანდ მიაწყდა. შესაბამისად საღამოსაც დაიტვირთა სერიოზულად. ხოლო ფასანაური და სხვები იმ კინკილა 5-6 მაგიდის გარეშე დარჩნენ და უფრო დაუმძიმდათ მდგომარეობა. რავი ძმაო ბიზნესი რო გაქვს და თავი გაბია მხრებზე ზოგჯერ უნდა იფიქრო ხოლმე იმ თავით. როგორც კი 1.20-იან ნიშნულს გადასცდება ხინკლის ფასი სულ ცოტა 100 ოჯახი ვიცი ჩემ ირგვლივ ვინც ეხლავე მზადაა სახლში გადაეწყოს და იქ მოახვიონ ხინკალი და ჩამოსასხმელი ლუდი იყიდონ და ამისათვის ეხლავე ემზადებიან. ბევრმა 1 ლარი რო გახდა საერთოდ მიატოვა სიარული. რაც მაგ პოლიტიკით მოიგონ მაგათ არავის გაუყონ და ტურისტები კიდე დიდხანს არ იქნება ძალიან დიდხანს. |
Posted by: MasterJC 5 Aug 2020, 20:20 |
iosebovich აი ეგ ყველაფერი არ ესმით ვაბშე. ყველაფერი კი არა, საერთოდ არაფერი არ ესმით რატო უნდა გედოს 0,33მლ კოლაზე 3ლ ფასი? უაზრობაა, ყველას ჰგონია ავტომატურად, რომ ყველაფერს დიდი ფასნამატით ყიდი მაშინ, როცა რეალურად კერძებს ძალიან მცირე ფასნამატი აქვს. სანამ მთავარი დამკვეთ-შემკვეთი იყო გლოვო/ვოლტი, ბაზარი არაა, მოუმატე, მე ვურჩიე ეგ, სერიოზულ მინუსში ვიჯექით რამდენიმე კვირა, სანამ რაღაცეები არ მოვუწესრიგეთ და პლიუსზე არ გადავაქაჩინე მაგრამ როცა ადგილზეც უკვე მოდის ხალხი, დაუკელი რა. რამდენიმე ვარიაცია შევთავაზე. მარა არ აინტერესებდათ. ვერ დავიბრალებ, რომ იდეალურად მოვაწყვე და სუპერ გამოსავლები მივაწოდე, ამგრამ რაც მივეცი, ისიც არ სცადეს. ან დაამახინჯეს და ისე მოატრიალეს. ჰოდა პკ პკ და წამოვედი არ დავრჩები ისე, რამეს მოვძებნი, რაც მე ცოდნა მაქვს, ქუჩაში არ ყრია. იქ წავალ, სადაც ამას დააფასებენ |
Posted by: iosebovich 5 Aug 2020, 22:13 |
MasterJC აბა რაა შენი გამოცდილებით არ უნდა იყოს პრობლემა. ეეჰ კაპიტალი იყოს ჩვენსას გავაკეთებდით და ქალაქში საუკეთესო ხინკალს დავდებდით, ია ტაკ დუმაიუ |
Posted by: FranziskanerWeissbier 6 Aug 2020, 12:27 |
iosebovich ვარშტაინერში ვჭამე გუშინ ხინკალი და გემრიელი იყო, მომეწონა ძალიან. ნუ გაუფილტრავი ლუდიც დააკვდა |
Posted by: BeerLover 6 Aug 2020, 13:43 |
ეხლა დავფიქრდი და მგონი ხინკალს საერთოდ აღარ ვჭამ ხოლმე |
Posted by: მამაო ენუქი 6 Aug 2020, 13:45 |
BeerLover 9 მთაში გაუიაფებიათ ხინკალი და თან ქალაქური გაუხდიათ მწვანილიანი |
Posted by: BeerLover 6 Aug 2020, 13:51 |
მამაო ენუქი ჰო ცოტა შეუცვლიათ, არც შემიმჩნევია, რო არ ვჭამ ხოლმე ამასწინათ ვჭამე 2-3 ცალი, პროსტა სუფრაზე იყო და გავსინჯე და რავი კაი იყო |
Posted by: მამაო ენუქი 6 Aug 2020, 13:52 |
BeerLover იმ დღეს ვჭამეთ სანამ შენ მოხვიდოდი, 9 - 9 ცალი ძველი ჯობდა, ძირათი და უმწვანილო. |
Posted by: iosebovich 6 Aug 2020, 13:59 | ||
FranziskanerWeissbier
ძალიან კარგი. რომელი? ხელით მოხვეული თუ ქალაქური ? ეხლა შორიდან უყუროს ფასანაურმა და სხვებმა. კვირას თუ მიხვალ ხინკალი ნახევარ ფასადაა და ორშაბათს ლუდი ნახევარ ფასად |
Posted by: dimaopena 6 Aug 2020, 20:48 |
ფიროსმანი, ბათუმში ჩამოდით გეპატიჟებით 50წუთი ველოდე ღირდა , ძალიან კარგი იყო |
Posted by: FranziskanerWeissbier 7 Aug 2020, 10:22 |
iosebovich კი ვიცი. მე ჩვეულებრივი ქალაქური ვჭამე და გემრიელი იყო. ხელით მოხვეულსაც გავსინჯავ სხვა დროს. |
Posted by: belimbor 7 Aug 2020, 10:47 |
dimaopena ბათუმში ხინკალს არ ვჭამთ უმეტესობა ჩამოსულები |
Posted by: iosebovich 7 Aug 2020, 12:13 | ||
100% |
Posted by: sham 7 Aug 2020, 12:44 |
თბილისის ზოდიაქოში რა ხდება, ხო არ გააფუჭეს, იყავით ვინმე ბოლო დროს ? |
Posted by: iosebovich 7 Aug 2020, 14:32 |
sham ივნისის მერე აღარ ვყოფილვართ კონდიცირების არ ქონის გამო. იმედია არ გააფუჭეს რაა ... |
Posted by: 7harvey 7 Aug 2020, 18:50 | ||
+1 |
Posted by: მამაო ენუქი 7 Aug 2020, 18:51 |
ბათუმში იშვიათად ვჭამ, მაჭახელისკენ თუ გონიოსკენ ვარ და კინტრიშისკენ თუ ქობულეთისკენ, ჩირბულით და იქაური ყველით ვძღები რა ხინკალი |
Posted by: dimaopena 7 Aug 2020, 19:13 |
მამაო ენუქი გუშინ ჰბ დავამატე ფიროსმანი ჯობდა , ჰბ ბათუმის თბილისისას სჯობს |
Posted by: FranziskanerWeissbier 8 Aug 2020, 12:15 |
ბათუმში ერთხელ მაქვს ნაჭამი ხინკალი, ტაბლაში თუ რაღაც მასეთში, დიდი არაფერი იყო, მაგრამ ღამით სამმა კაცმა 23 ლიტრი გაუფილტრავი ფრანცისკანერი დავლიეთ და ძაან ცუდად ვიყავით, იმენა გამოგვიყვანა მდგომარეობიდან ხინკალმა ეგრევე |
Posted by: ხიხო 8 Aug 2020, 15:28 |
მამაო ენუქი გააბანძეს 9 მთაში ხინკალი? აღარ ღირს მისვლა? ბოლოს მარტო ხორცის დაფა ავიღეთ ლუდთან და მაგრად მივქარეთ, არაფრად ვარგოდა |
Posted by: მამაო ენუქი 8 Aug 2020, 15:30 |
ხიხო სანამ კოვიდია კრიზისი აქვთ, მანდ ლუდის მეტი არაფერი არ უნდა დალიო, ჭამა თუ მოგინდა გადადი მოპირდაპირე მხარეს ბერნარდში |
Posted by: Augustiner 9 Aug 2020, 23:45 | ||
მოიცა და კოვიდი რა შუაშია მწვადთან? ქართული ზავიძენია რო კერძებს გააფუჭებს, ის ლუდშიც მალე ჩაგიფსამს. თუ უკვე არ შვება 9 მთა არა ისა კიდე, 4 ბუბლიკი. მაგათი პარაშუტა ხინკლების სურათები კოვიდამდე გვაქვს ნანახი |
Posted by: მამაო ენუქი 10 Aug 2020, 09:31 |
Augustiner რას სვამ ეგეთს ბელგიურ ლუდს ჩაფსმულად რო მოიხსენიებ ? |
Posted by: Master_Nick 11 Aug 2020, 00:46 | ||
გუშინ სტუმრები მყავდა და თქვენთან ხინკალი შევუკვეთეთ, ამჯერად სახლში მოტანით. ამ ჯერზეც ძალიან კარგი იყო ქებამ არ გაწყინოთ და ხარისხი არ დააგდოთ ქალაქური ხინკალი გაქვთ საუკეთესო! |
Posted by: GEORGEXIII 11 Aug 2020, 14:27 | ||
|
Posted by: FranziskanerWeissbier 11 Aug 2020, 15:34 |
GEORGEXIII მაშ ეპიკური სმა იყო თირკმლები ხელში გვეჭირა დილით ------------------------------ |
Posted by: toyota12345 11 Aug 2020, 17:57 |
ვარკეთილი, ორთაჭალა, ლილო ამ ტერიტორიაზე სად შეჭამ კაცი კარგ უმწვანილო ხინკალს???? |
Posted by: girvan_88 11 Aug 2020, 19:08 | ||
ორ ტონაში ვჭამე ადრე და არაუშავდა |
Posted by: 7harvey 11 Aug 2020, 20:19 |
"არა უშავს"_ზეც თანახმა ვარ და უარესზეც, ისე მშია |
Posted by: Andy_Kaufman 12 Aug 2020, 10:12 | ||
toyota12345
კახელები და ორთაჭალაში რესტორანი ორთაჭალა რომაა ჰესთან მანდ .. ოღონდ ამ ორთაჭალაში 50/50 ზეა ... როგორც ვიცი ორი მეხინკლე ყავს და ერთი კარგს აკეთებს მეორე ვერა |
Posted by: BeerLover 12 Aug 2020, 10:15 |
2 ტონაში ვიყავით გუშინ და მშვენიერი ხინკალი აქვთ, ფასებიც საკაიფო... ლუდსაც ხვეწენ ნელნელა... მთლიანობაში ძალიან კარგია |
Posted by: Trump 12 Aug 2020, 10:54 | ||
dimaopena
მიუნხენი მომწონდა აღარ ვარგა საჭმელებნი? ხინკალი ესერიგი ფიროსმანშიაო კარგი..? ბათუმში ხინკალი მართლა კოპარტის მანქანასავით არის |
Posted by: FranziskanerWeissbier 12 Aug 2020, 22:13 |
BeerLover ვა ანუ ლუდები გაუმჯობესებულია? რომელი სახეობები? |
Posted by: Augustiner 13 Aug 2020, 05:40 | ||
მამაო ენუქი
სად მოვიხსენიე ბელგიური ლუდი ჩაფსმულად ? |
Posted by: thug 13 Aug 2020, 06:07 |
Augustiner შენი ავატარი მახსენებს პადზემკაში რომ იდგა ხოლმე სონი წუთობრივარ საათოვრივად მაგას |
Posted by: GEORGEXIII 13 Aug 2020, 10:26 |
ამ კვირას ვაპირებ ფასანაურში ჩარბენას და გამოასწორეს ქავთარაძეებმა? თუ HB- მივაწვე ან გუდას? |
Posted by: Augustiner 14 Aug 2020, 09:56 |
ყველაზე ჩასაკბეჩი პელმენი მზარეულის "ციმბირული" |
Posted by: girvan_88 14 Aug 2020, 09:56 | ||
როგორ მომენატრა ოღონდ სახლში გაკეთებული |
Posted by: belimbor 19 Aug 2020, 14:03 |
Augustiner აუ ძალიან კარგია. სტანდარტულისგან რითი განსხვავდება ვიზუალის გარდა, ვერ ვხვდები, არადა ალბათ ასჯერ გემრიელია. ის ფასის სხვაობის გადახდაც ღირს. |
Posted by: მამაო ენუქი 20 Aug 2020, 14:55 |
მაგარი ადგილი გავაძრე ბაზალეთთან, საერთოდ ყველაფერი ახუიტელნი აქვთ |
Posted by: iosebovich 20 Aug 2020, 14:59 |
მამაო ენუქი ჩვენც გვითხარი მამაო , ვესტუმრებით |
Posted by: ხიხო 20 Aug 2020, 21:56 |
მამაო ენუქი მისამართი გაგვანდე მამაო |
Posted by: მამაო ენუქი 23 Aug 2020, 13:34 |
ხიხო iosebovich https://www.facebook.com/Saltygarden ოღონდ იაფი არ არის |
Posted by: BeerLover 23 Aug 2020, 13:51 |
გუშინ კერიადან გამოვიძახეთ და ნორმალური იყო |
Posted by: masai11 23 Aug 2020, 18:32 | ||
მოკლედ ამ ხალხის, მოსკოვიდან ჩამოსულების ყბიდან ვეღარ ამოვედი მას შემდეგ დღეს ს ა ხ ა ჭ ა პ უ რ ე №1 რომ არის გალერიში, იქ აჭარულის საჭმელად შევიყვანე, მენიუში ხინკალი ნახა და მოინდომა. მე ვუთხარი სახაჭაპურეში ხინკალის ჭამა რა პონტი? გადავიდეთ აგერ "ზოდიაქში" მეთქი და არა არაო განწირული ხმით სახაჭაპურეში შევუკვეთეთ ქალაქური ხინკალი და რავი, ფრიად ნასიამოვნები დარჩნენ, მიმტკიცებდნენ აი მაშინ რომ იქ გვაჭამე, მაგას ბევრად ჯობიაო ეს ხინკალიო ხო, მე არ მიჭამია ხინკალი გარკვეული მიზეზების გამო. |
Posted by: iosebovich 23 Aug 2020, 19:53 |
masai11 და სად გყავდა მაშინ ? არ მახსოვს. აი ეხლა რაც მოყევი მაგათ ხინკალი აღარ აჭამო რაა ... |
Posted by: masai11 23 Aug 2020, 20:50 | ||
მაშინ ზოდიაქოში მყავდა, ჭანტურიაზე. სახაჭაპურეში ხიკალი ტურისტებისთვის პონტია და თან კარგი მიგნებაა, მთელს გალერიში, მთელს ამოდნა კომპლექსში მარტო მაგათ აქვთ ხინკალი |
Posted by: toyota12345 23 Aug 2020, 21:50 |
ზოდიაქოში ვიყავი საქონლის და თელავური ავიღეთ. საქონლის ხინკალით დიდატ ვერ მოვიხიბლე მშრალი იყო ცხიმიანობა რომ არ აქვს. შერეულმა უმწვანილომ გაასწორა. ზოდიაქო მოწოდების სიმაღლეზეა 1 ლარი ეკუთვნის მაგ ხინკალს!!! შემომეჭამაში წავიდეთო ძმაკაცმა და მეთქი შეჩემა 1.20 ღირს თან ერთი გადასაყლაპი ხინკალია ჩათვალე პელმენს ჭამ რა. აი ზოდიაქოს ზომა რო იყოს კიდე გაივლიდა კაცი, მაგრამ მაგ პატარა ხინკლულებში 1.20 არ გადავიხდი! |
Posted by: Camel 23 Aug 2020, 23:43 | ||
toyota12345
რა პრინციპია ეგეთი.. 10 ხინკალი რო ჭამო 2 ლარს მოგცემს სხვაობას. |
Posted by: toyota12345 24 Aug 2020, 14:00 |
Camel 10 ხინკალი შემომეჭამასი არ გეყოფა ადამიანს. მოშიებული რო მიდიხარ 20 ცალი მაინც უნდა ჭამო მაგათი რომ დანაყრდე ისეთი პატარებია და უნამუსობაა მაგხელა ფასის დადება. ზოდიაქოში კი კაი მოშნი ხინკლებია და 1 ღირს. ძალიან ხმაური იყო ერთი ეგ არ მომეწონა ზოდიაქოში. |
Posted by: BeerLover 24 Aug 2020, 14:30 |
toyota12345 მე 2-3 ხინკალს ვჭამ ხოლმე შემომეჭამაში მაქსიმუმ 5 შევჭამო |
Posted by: toyota12345 24 Aug 2020, 14:42 |
BeerLover ვაა ეაფი შესანახი ყოფილხარ))) 10 ვჭამ საშუალიო ან დიდ ხინკლებს და შემომეჭამა 15 ან 20 მინდა დანაყრებულუ რო გამოვიდე იქიდან. არ ვიცი შეიძლება ზომა გაზარდეს 2018 წელს ვიყავი მანდ ბოლოს. |
Posted by: belimbor 25 Aug 2020, 10:56 |
toyota12345 მთავარი კიდევ ისაა, მარტო ხინკალს ჭამ კაცი თუ სხვა კერძებსაც. მარტო ხინკალი მეც დამჭირდება 10, მაგრამ მწვადი/ქაბაბი ხაჭაპური თუ შევურიე, 5-ზე მეტს ვერ ვქაჩავ |
Posted by: iosebovich 25 Aug 2020, 12:16 | ||
belimbor
ეგ თავისთავად. მარა ხინკლის საჭმელად როცა მიდიხარ უნდა ჭამო ხინკალი. მაქსიმუმ ქაბაბი. უკვე სუფრა თუა იქ ხინკალი საერთოდაც ზედმეტია სხვა საჭმელებთან. შემომეჭამას რაც შეეხება იმდენად პატარა ხინკლებია რო წონით უნდა მოითხოვო ცალობით იქნებ 20 ცალიც არ ეყოს ზრდასრულ მოსულ ადამიანს |
Posted by: belimbor 25 Aug 2020, 13:47 |
iosebovich გააჩნია, სად მიდიხარ. ზოდიაქოში შეურევ თელავურს და ნადუღისას. კი ბატონო, არ გჭირდება არაფერი. სხვათა შორის, ლეონიძის ფასანაურში ვიყავი და საოცრად კარგი კერძები ჰქონდათ. აი მართლა არ ველოდი ადრე დოლიძის ფილიალის გამოცდილებიდან გამომდინარე. მწვადიც, ქაბაბიც(სულგუნითაც და კლასიკურიც) ძალიან კარგი იყო. ნუ ცომს არ ვჭამ ამჟამად და მხოლოდ შიგთავსი გავსინჯე, ისიც უგემრიელესი. უნდა მისცეთ შანსი... |
Posted by: iosebovich 25 Aug 2020, 15:20 | ||
belimbor
სულ ვაძლევდით შანსს და აქაც არაერთხელ გვიქია მარა უსაშველოდ გააძვირეს რაა ... არ ღირს ეხლა მაგათი ხინკალი 1.10 ლარი. კაია მარა არ ღირს და ვერ ჯობია ზოდიაქოსას. ქაბაბი აქვთ სუპერ მარა დააპატარავეს არნახულად და ჩიხირთმა არც ზომა შეუცვლიათ არც სოფლის დედალი ჩაუდიათ და 9 ლარზე ააგდეს. მაგათი ჩიხირთმა ყველაზე ბოლია ქალაქსი. წყალწყალა და გაყინული ქათმით შიგნით ... არც ხაჭაპური არ უვარგათ. ხინკალი, ქაბაბი კი ბატონო არ შერცხვები. |
Posted by: Camel 25 Aug 2020, 15:27 | ||
BeerLover
მეც ეგრე ვარ. ლარი ღირს ხინკალი თუ 1.20 თვლას არ დავიწყებ იმიტომ რომ მაქსიმუმ 20-30 შეიჭამოს სადაც ვიჯდები და ფასი კიდე მაქსიმუმ 4-6 ლარი მოიგო.. მთავარია ვარგოდეს. |
Posted by: FoolOnTheHill 26 Aug 2020, 17:48 | ||||
ვისთვის როგორ... "ზოდიაქოს" ხინკალს 25-ს ვჭამ და "შემომეჭამაში", როგორც ზომას აფასებთ, დამჭირდება 35... ფასის სხვაობა გამოდის 17 ლარი... პ.ს. თუ ღირს "შემომეჭამა" 17 ლარიან სხვაობად, გადამხდელი ვარ... |
Posted by: მამაო ენუქი 26 Aug 2020, 17:56 |
კონკრეტულად ხინკალზე კაი ხანია არ წავსულვარ, სასმელთან ვერ ვაწყვილებ |
Posted by: belimbor 26 Aug 2020, 18:03 |
iosebovich ხინკალი მეც ზოდიაქოსი მირჩევნია, უბრალოდ მაინც უფრო კაცური ხინკალია ზოდიაქოსი, ცხიმიანი ქალებს ფასანაურის უფრო მოსწონს. თან მწვადი+ქაბაბი ძალიან კარგი ჰქონდათ, ხინკალიც იყო იმ დონის, რომ იტყვი, კარგიაო. მომსახურება ზოდიაქოსას ბევრად ჯობია, თან გადაგყვნენ, რასაც ქვია, მაგაში ზოდიაქო ძალიან მოიკოჭლებს. ჩიხირთმა და ხაჭაპური არ გამისინჯავს, ვერ გეტყვი. საბოლოოდ, თუ ხინკლის საჭმელად მიდიხარ, ღირს ზოდიაქო და თუ სხვა რამესაც ამატებ, ფასანაური ძალიან გამისწორდა. შეიძლება, ხალხი რომ მოემატოთ, დააგდონ ხარისხი. მე პირველად ვიყავი კონკრეტულად ლეონიძის ფილიალში და შედარების საშუალება ძველთან არ მქონია. თუმცა, დოლიძის ფილიალს ბევრად ჯობდა. |
Posted by: FranziskanerWeissbier 26 Aug 2020, 19:14 |
ზოდიაქოში ერთხელ ისეთი ქაბაბი მოგვიტანეს, ქაბაბის უნახავი გაგვხადეს მაგრამ სხვა დროს ძალიან ჩვეულებრივი ყოფილა |
Posted by: toyota12345 26 Aug 2020, 19:45 |
FoolOnTheHill შეგერგოს გენაცვალე, ტანით რამხელა ხარ? მიუხედავათ ჩემი წონისა პატარა არ ვარ 25 ხინკალი ვერ წარმომიდგენია რომ ვჭამო. შემომეჭამაში პატარებია მაგრამ კარგია. ყოველშეთხვევაში 1.20 ეგ ხინკალი არ ღირს. |
Posted by: WP-Rex 26 Aug 2020, 20:47 |
ჩემი პატალოკია 15 ცალი ზოდიაქოს საფირმო. ნამეტნავად მიყვარს. |
Posted by: FoolOnTheHill 27 Aug 2020, 00:01 | ||
მადლობა... 1.90 / 105kg პ.ს. მინიმუმ 5 ცალ ხაჭო, ნადუღი, სულგუნისაც ვაყოლებ ზედ.... ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, მომცრო ხინკლებს არ ვწყალობ.. უაზროდ დიდი ხარჯი გამომდის... |
Posted by: thug 27 Aug 2020, 00:06 |
თუ კაი ხინკალია 10 ვჭამ ძაან სასწაული შეიძლება 15 ისიც ძაან მშიერზე |
Posted by: Keti-Ket 27 Aug 2020, 12:47 |
მამრობითი სქესის წარმომადგენლებისგან უფრო მიკვირს ისე 5 ხინკალზე მეტს რომ ვერ ჭამენ. უფრო ხორცისტები ხართ მაინც |
Posted by: FranziskanerWeissbier 27 Aug 2020, 13:11 |
10-14 არის ჩემი ნორმა ყველაზე მეტი მიჭამია 24 ცალი, ოღონდ იმენა პილმენების ხელა ხინკლები |
Posted by: iosebovich 27 Aug 2020, 13:33 |
10-12 ხინკალია ჩემი ნორმა ისიც მხოლოდ როცა ხინკალზე ვართ მისულები. ძალიან მშიერი თუ ვარ პლუს 1 ქაბაბი და ეგაა მაქსიმუმი |
Posted by: sham 27 Aug 2020, 13:44 |
ხინკალს ვერც მე ვჭამ ბევრს, თუ მაგრად მომეწონა და სხვას არაფერს დავამატებ 10- მდე ვქაჩავ ... თუ ქაბაბეე და მწვადებეე და ხაჭაპურებეც მივცხე, ხინკალე 2-3 ზეიდან და ეგ არის რა ... |
Posted by: BeerLover 27 Aug 2020, 14:25 |
ცომეულის ჭამას გადავეჩვიე მე და მაგ პონტში თორე ადრე კი ვჭამდი ბლომად, ეხლა მაგრად მამძიმებს |
Posted by: მამაო ენუქი 27 Aug 2020, 14:35 |
BeerLover 9 ცალს კი ერევი ხოლმე |
Posted by: BeerLover 27 Aug 2020, 14:51 |
მამაო ენუქი ეგ ისეთ მდგომარეობაში თუ ვარ რო მეორე დღეს არაფერი არ მახსოვს არ ვიცი :დ |
Posted by: მამაო ენუქი 27 Aug 2020, 17:23 |
BeerLover ხინკალი გაგდებს ეგეთ დღეში ? |
Posted by: girvan_88 27 Aug 2020, 17:29 | ||
მე ვარა ეგრე. ხუთი ჰა-ჰა ექვსი. კუჭის დანარჩენი თავისუფალი სივრცე ლუდს მიაქვს |
Posted by: BeerLover 27 Aug 2020, 17:45 |
მამაო ენუქი ნწუ როშფორის 10 ნომერი |
Posted by: elchi 1 Sep 2020, 14:26 |
სიმართლე თვალის სინათლეო. იმხელებს ვაკეთებ, მაქსიმუმ 8 ცალი გავქაჩო, ისიც ორი დღის მშიერზე. თავისუფლად შემიძლია 3-4 დღე საერთოდ არ გავეკარო საკვებს. არავითარი დიეტის გამო, უბრალო მიზეზია, გარეთ ვერ გეახლებით. სად და რა აღარ ვცადე და ვერა რა. სახლში დამცინიან, ეგ მოხარშული კუბდარი არისო.LOOOL |
Posted by: belimbor 1 Sep 2020, 15:24 | ||
პირადად მე ხორცი რომ მიყვარს, იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთ ჭამაზე გავკდე შემიძლია მაგალითად, ყოველდღე ვჭამო ხორცი, მაგრამ ერთ ჯერზე რატომ გამოვსკდე, ლოგიკა არაა. |
Posted by: Westbrook 1 Sep 2020, 18:10 |
კუჭიანად ვჭამ 10-12 საშუალოდ |
Posted by: elchi 20 Sep 2020, 17:22 |
კარაქში შემწვარი ბომბორა ხინკალი სხვა რამეა. |
Posted by: Harrison Stafford 20 Sep 2020, 22:22 |
elchi იიიფფფ მომინდა ახლა , თან იმეენა შემწვარი აუ ეგ რა ტაფაა თუ შეგიძლია მითხარი , ანუ რა მასალისაა? |
Posted by: Keti-Ket 20 Sep 2020, 22:56 |
elchi მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს შემწვარი ხინკალი, ეს ისეთი სურათი დადეთ ლამის ჩვეულებრივს ვამჯობინო |
Posted by: elchi 21 Sep 2020, 16:09 |
Keti-Ket სულ სხვა სამყაროა კარაქში შემწვარი ხინკალი, მაგრამ თავზე უნდა ედგე ტაფას. წარამარა გადატრიალება უნდა, თორემ გაიშლება და წვენს დაკარგავ. ყველა მხრიდან უნდა შეიბრაწოს. პ.ს. ახლა წინა გვერდიდან ჩვენი ფორუმელის შეკითხვას ვუპასუხებ. ეგ ტაფა 19 წლის წინ სანფრანცისკოში ვიყიდეთ, შუშის თავსახური აქვს. ჩემნაირი რომ ვერაფერს გააფუჭებს, ეგ არის გასაკვირი. ისევ სარკესავით გაწკრიალებულია. |
Posted by: girvan_88 22 Sep 2020, 17:37 |
წყნეთის ხინკალზე ვინმეს გსმენიათ? ღირს რამედ? |
Posted by: iosebovich 22 Sep 2020, 17:41 |
girvan_88 წყნეთის ხინკალზე ვინმეს გსმენიათ? ღირს რამედ? რაღაცას ამბობდა ჩემი სიმამრი კარგი ხინკალი აქვთო მარა ეგ როდის იყო უუფ. აკეთებენ კიდე ნეტა? და თანაც საკითხავია რომელ ზავედენიაზეა საუბარი ... |
Posted by: girvan_88 22 Sep 2020, 18:08 |
iosebovich ძეგლის უკანაა, ვიღაცის ხინკალიო არ მახსოვს სახელი, ძველია და წესით უნდა იყოს მევასება ეგეთი ძველი ზავედენიები |
Posted by: Camel 22 Sep 2020, 18:53 | ||
iosebovich
ოთარას ზავიძენიაზე ამბობთ ალბათ არაფრით გამორჩეული არ არის, ძალიან სრედნი. ტვინი,მწვადი,ყველი,ტოლმა,ხინკალი,კპ ეს მენიუ აქვს თუ რამე არ შეუცვლია. აქვს 90ებიდან გახსნილი აქვს ეგ ზავიძენია, ხინკალი სარეცხის მანქანა მალიუტკაში იხარშებოდა მახსოვს. |
Posted by: thug 22 Sep 2020, 19:07 |
მოკლედ ქართული სტაბილური არაფერი არ ასებობს არის ისეთი სახინკლე სადაც წლების მანძილძე მიხვალ და სულ კარგია ხინკალი? აქაც ეგრეა ქართული რესტორნები უნდა იმკითხაო ხან 1 გან არის კარგი ხან მეორეგან სტაბილურად რო იცოდე რო აი აქ მივალ და კარგი იქნება არაა არსად ეგეთი... |
Posted by: fermina 22 Sep 2020, 20:14 | ||
thug
კახელები. ოღონდ არც სახინკლეა და ხინკალიც 2 ლარი ღირს. მართლა ეგეთი ხინკალი არსად არ არის, საერთოდ ზოდიაქოს რომ ახსენებენ აქ, მიკვირს. ცომიც, შიგთავსიც, წვენიც იდეალურია. |
Posted by: girvan_88 22 Sep 2020, 21:27 | ||
Camel
ზნაჩიტ კარგი იქნება. ასწორებს ეგეთი ბომჟი ზავედენიები, როგორც წესი უფრო გემრიელად ისუსნები. თერჯოლაშია ერთი ეგეთი, 63 ბუზი დავთვალე კედელზე ერთხელ, მარა ისეთი ოსტრი გააკეთება ტიპმა პირზე კოცნით დავშორდი |
Posted by: toyota12345 23 Sep 2020, 02:28 |
ზოდიაქომ მაგრად გააფუჭა! რაღაცა ისეთი მძაფრი გემო ქონდა რომ ხორცის გემო აღარ იგრძნობოდა.... ერთი სიტყვით ზოდიაქო წავიდა მინუსებში. (თბილისის ფილიალი) |
Posted by: marimari11 23 Sep 2020, 02:44 | ||
ეგ სადაა? არადა მე მომეწონა ზოდიაქო |
Posted by: fermina 23 Sep 2020, 07:12 | ||
marimari11
ბელიაშვილზე და ლილოსკენ, ჩემი აზრით თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო აქვთ, ასევე გარემო, სისუფთავე და აშ. თბილისის ზოდიაქო არ გამისინჯავს და თელავმა ვერ მომხიბლა. |
Posted by: iosebovich 23 Sep 2020, 09:56 | ||||||||
Camel
ეგრე იქნება. ჩემი სიმამრი რო შეაქებს ესეიგი არ ვარგა girvan_88
კაი რაა ... ხორცი ექნებათ გაყინული ალბათ ... toyota12345
ბოლოს როდის იყავი ? fermina
2 ლარი ხინკალში ესაა აბუჩად აგდება და ხალხის დაგოიმება. დარწმუნებული ვარ არც ისეთი სუპერია რო 2 ლარი გადაიხადო რაა... |
Posted by: keen 23 Sep 2020, 10:45 | ||
iosebovich
ერთხელ ვჭამე, მაგრამ მეხსიერებას იმდენად განსაკუთრებულად არ შემორჩენია, გამეორების სურვილი გამჩენოდა |
Posted by: fermina 23 Sep 2020, 11:50 | ||
iosebovich
ნუ რა გითხრა აბა, გემოვნებაზე არ დავობენო, თელავის ზოდიაქოში ორჯერ გავსინჯე, აი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი. ნუ გარემო და პეროები მე არ მაღელვებს ეგეთ შემთხვევებში, მაგრამ რასაც ქვია ზაბეგალოვკა. ახლა რაც შეეხება კახელებს - მათ აქვთ საკუთარი კონცეფცია, ესაა სტაბილურად მაღალი ხარისხი, საკუთარი ჯანსაღი და ახალი პროდუქცია, უგემრიელესი სამზარეულო და ობიექტის სისუფთავე და ჰიგიენა უმაღლეს დონეზე და ამ ყველაფერს წლებია ინარჩუნებენ. ხინკალი საერთოდ ძირითადი კერძების მენიუშიც არ აქვთ, დესერტებში უწერიათ ძვირია, კი, მაგრამ ეს დაწესებულება არ არის სახინკლე და არც უნდათ, სახინკლედ იქცნენ. ესაა სასადილოს კონცეფციის რესტორანი, სადაც არც ტაშ-ფანდური და მუსიკაა და არც ხინკალზე და არაყზე ღრეობები. იკეტება მგონი 10 საათზე. ანუ, ხინკლას მანდ იშვიათად უკვეთავენ, აქცენტი არის სხვა კერძებზე. ხინკალს რაც შეეხება კი მე არ ვარ დიდი მოყვარული, და ძირითადად ფშაური, რუხი პატარა ხინკალი მიყვარს, მაგრამ ქალაქური სტილის ხინკლებს შორის კახელების არის იდეალური. ცომი უთხელესი, მაგრამ ისეთი, რომ არ სკდება და არც იტყლიზნება და ეწებება ერთმანეთს, წვენი უგემრიელესი და ბლომად და შიგთავსი უბრალოდ იდეალურად შეზავებული და რაც მთავარია, ახალი ხორცით. პ.ს. თელავშიც და კახელებშიც ორი ადამიანის შეფასებაა ეს რაც დავწერე, მარტო ჩემი არა. რა ვიცი, გემოვნებას არცერთი ვუჩივით |
Posted by: iosebovich 23 Sep 2020, 13:52 | ||
fermina
არც გიწუნებთ გემოვნებას. მარა 2 ლარი ხინკალში როცა იაპონურ 400 დოლარიან ხორცს არ დებ და დებ ქართულს გინდაც ახალს არის მიუღებელი პოზიცია. სუ რო ჩაკბეჩისას მარგალიტი ცვიოდეს მაინც. მაგის თვითღირებულება შუაზე რო გაიხნენ არ გასცდება 70 თეთრს და მერე 2 ლარის დადება და კონცეფციაა ძმაოს ძახილი არის ნონსენსი. შესაბამისად ხინკალში 2 ლარს არ გადავიხდი პრინციპიდან ამოვდივარ თორე ვინ დაობს, იქნებ გემრიელიცაა, კი ბატონო. |
Posted by: მამაო ენუქი 23 Sep 2020, 14:05 |
კახელები საერთოდ ძვირია, არა მარტო ხინკალი, უფრო მაყუთა სეგმენტზეა გათვლილი, ასეთია ეს ცხოვრება ყველა ყველგან ვერ ივლის |
Posted by: BeerLover 23 Sep 2020, 14:40 |
კახელების საჭმელები რო იდეალურია მაგას მგონი განხილვა არც ჭირდება... კი ძვირია, მაგრამ ხარისხის შესაბამისი... სალათებიც კი საოცარი აქვთ :დ |
Posted by: Trump 23 Sep 2020, 14:50 | ||
fermina
ზაბეგალოვკას ავიტან, ადრეც დამიწერია ზოდიაქოში არის მარილიანი ხან ფარში,ხან ცომი. ჩემთვის საუკეთესო,სტაბილურ ხინკალში ვერ ხვდება ზოდიაქო. საერთოდ არ მეგულება სტაბილური ხინკალი თითქმის არსად. |
Posted by: მამაო ენუქი 23 Sep 2020, 14:52 |
Trump ლესტამბერა, 15 წელია ერთნაირი აქვს, ვზროსლები ამბობენ 40 წელიაო |
Posted by: belimbor 23 Sep 2020, 15:18 |
Trump კარანტინის მერე ზოდიაქოში არ ვყოფილვარ. 2-ჯერ ვარ სულ ნამყოფი და მომეწონა ორჯერვე. მაინც მგონია, რომ როცა ბევრი ხალხი ჰყავთ, ვეღარ უქაჩავენ. მე გირჩევ: ფასანაურში წადი, ოღონდ ლეონიძის ფილიალში, მართლა ძალიან გემრიელი აქვთ ხინკალიც და სხვა რამეც. |
Posted by: fermina 23 Sep 2020, 16:29 | ||||||
BeerLover
ხო ნუ ეგ არის რა, იცი რომ სტაბილურად მაღალი ხარისხი დაგხვდები ასეთივე მაღალი ფასებით. iosebovich
ყველაფერი "ღირს" იმდენი, რამდენადაც იყიდება კახელებს კლიენტურა არ აკლიათ, მათ შორის არც ხინკლის. Trump
მეც იგივეს ვამბობ, იყოს ზაბეგალოვკა, მაგრამ ნუ საშინლად მარილიანი იყო ჩემთვისაც. თორემ მასე ფშავში ვაჟ-ფშაველას მუზეუმის გვერდით ღია ცისქვეშ გამჭვარტლულ დიდ ქვაბში ხარშავდა ქალი ხინკალს, ეგეთი გემრიელი მგონი ცხოვრებაში არ მიჭამია. |
Posted by: Trump 24 Sep 2020, 09:42 | ||||||
მამაო ენუქი
შენგან მახსოვს ეს კი პროსტა სადღაც უნიტაზშია ხო შორს? belimbor
ჰმ.. კი ვარ ნამყოფი ადრე,არაფრით დამამახსოვრდა, კიდე მივალ მუშტრის დიდი თვალით fermina
წარმომიდგენია რა იქნებოდა.. მე მიყვარს ზაბეგალოვკები, რამდენი ხანია ვამბობ,რომ თბილისს აკლია კლასიკური დუქანი (ის არა ეხლა რაც გაიხსნა საარბრუკენზე) დუქანი სადაც უნდა იყოს, ცივი დედალი, მწვადი, დოქი ღვინო,მჟვავე, შოთის პური და ასეთი მინიმალისტიკა დაჯექი ორი საათი ჭამე დალიე, გაძეხი და გადაჯექი სადმე ბარში. |
Posted by: iosebovich 24 Sep 2020, 10:08 | ||
Trump fermina
ერთზე მეტჯერ არ ყოფილხართ როგორც ჩანს ზოდიაქოში. მე იქ გადამლაშებული არასოდეს არაფერი მიჭამია. ასე რო თქვენი არგუმენტი არ გამოდგება არანაირად. თელავისა კი ბატონო ფეშენ რესტორანი არაა და არის ჩვეულებრივი სახინკლე სადაც გადასარევი ხინკალი იყო ყოველთვის თუმცა მე პირადად კაი 5 წელია თელავში არ ვყოფილვარ. ამიტომ ეხლანდელ სიტუაციაზე ვერაფერს ვიტყვი. აი თბილისისაში ნორმალური ინტერიერია, უბრალოდ ბიჭი მიმტანები ტეხავს ძალიან, ვერადავერ შევეგუე რაა თორე ხინკალი არ დაიწუნება ფაქტია. არც გემოთი, არც ფორმით და არც ზომით. მხოლოდ ხინკლას ვჭამ მანდ და სხვა რამეები როგორია არც ვიცი. ლუდს ვარშტაინერს . ასე რო მიდით და წესიერად დააგემოვნეთ , ხინკლით სიამოვნების განწყობით მანდაც ივნისის მერე აღარ ვყოფილვარ. უფრო საბურთალოზე მიწევს დვიჟენია და ამ ბოლო დროს ვარშტაინერში დავდივარ ხოლმე ცინცაძეზე როა კარფურის პირდაპირ. ნორმალურია რაა. გავგიჟდი არაა მარა ნორმალურია ხინკალი და სუპერია გაუფილტრავი ვარშტაინერი. ასევე ლანჩ მენიუ აქვთ 12 ლარად საკმაოდ ნორმალური ზახოდია . წვნიანი რამე, სალათა რამე, ცხელი რამე და პური პლუს კომპოტი. |
Posted by: მამაო ენუქი 24 Sep 2020, 10:37 |
Trump ანანურშია და დღემდე ვაგონში საქმიანობს, ზატო შეშაზე ხარშავს ხინკალს და შებოლილი გემო მაგრად უხდება |
Posted by: Trump 24 Sep 2020, 15:03 | ||
iosebovich
ოღონდაცა რა. გთხოვ,მაგას მაინც ნუ მასწავლი რამდენჯერ ვიყავი. არ გამოდგება და იარე და ჭამე მანდ, ვინ რას გეუბნება. |
Posted by: iosebovich 24 Sep 2020, 15:58 | ||
Trump
ფაქტი სახეზეა. სულ მარილიანი და მლაშე როგორ იყო და ასჯერ მეტი ადამიანისთვის არ იყო. რა ბნელაა? |
Posted by: Trump 24 Sep 2020, 16:44 | ||
iosebovich
ათი ათასზე მეტი ადამიანი ამბობს,რომ ხარებას ღვინო არის საუკეთესო. ბნელა? |
Posted by: thug 24 Sep 2020, 17:28 |
კახელების ქება-დიდება მეც მსმენია ბევრისგან ალბათ მართლა მაგრები არიან |
Posted by: girvan_88 24 Sep 2020, 17:56 | ||||
ამ ზაფხულს ვიყავი, ხინკალზე მეტად მწვადი მომეწონა, კაი ბობოლა ნაჭრები ქონდა და ცვრიანი, საწებელი და მაიმუნობები რომ არ ჭირდება ისეთI Trump
მეც მაგას ვამბობ სულ ბავშვობაში მახსოვს საბურთალოს ბაზართან იჩითებოდა, დიდ კასრები ელაგა და მაგიდის მაგივრობას სწევდა, იქ ეყარა ეგეთი რაღაცეები, დიდი თლილი ჭიქებით სვავდნენ ღვინოს იფ იფ მომინდა |
Posted by: მამაო ენუქი 24 Sep 2020, 18:41 |
girvan_88 მწვადიც კარგი აქვს მაგას, ერთი ხაჭაპური ვერ ისწავლეს |
Posted by: Trump 28 Sep 2020, 10:06 |
მამაო ენუქი ბახა ბახასთან დადიხარ ხოლმე? |
Posted by: მამაო ენუქი 28 Sep 2020, 10:38 |
Trump ეგ სადაა ? |
Posted by: Trump 28 Sep 2020, 11:05 |
მამაო ენუქი ლისზე წოდორეთთან.. მუხაწყაროს ასახვევში არის ეგ ტოჩკა ცხვარზე ორიენტირებული ადგილია, აზერული. ვიყავი გუშინ კაი ბატკნის მწვადი, კაი ლულა , კაი ბატკნის ჩაქაფული... |
Posted by: მამაო ენუქი 28 Sep 2020, 11:17 |
Trump ხო, გამიგია ეგ ადგილი, ბახაბახა თუ ექვა არ ვიცოდი, ცხვრიდან ძალიან შორს ვარ |
Posted by: Keti-Ket 28 Sep 2020, 14:28 |
ვარშტაინერის ხინკალი გავსინჯე, ხელით მოხვეული და ქალაქური. ხელით მოხვეული ძალიან მეპატარავა. ფაქტობრივად პილმენის ზომა იყო. ქალაქური ნორმალური, არაფრით გამორჩეული. მაგრამ ზოდიაქო და კლიკე ბევრად მირჩევნია. რაც შეეხება მომსახურებას, პერსონალი ძალიან სასიამოვნო. |
Posted by: iosebovich 28 Sep 2020, 17:09 | ||
Keti-Ket
ზოდიაქო ათი თავით ჯობია ფაქტია. კლიკესი რა გითხრა მე არ მომწონს. |
Posted by: მუჩა 28 Sep 2020, 18:05 | ||||
ეს რატო გევასებათ ? ამ კვირაშიც გავსინჯე , ვაიდა მაშინ შეეშალათ რამე თქო და იმენა მლაშეა მერე აფსაიტში გადავედი იქ ძააან ძააან უკეთესი აქვთ. მარა
ყველაზე ბინძურ და სვეცკ სოფია მელნიკოვას დუქანში რო ხინკალით აქვთ |
Posted by: The DoctoR 5 Oct 2020, 00:17 |
მეც ვიტყვი ჩემს აზრს )) შარშან ზოდიაქოში ჩავედი ბათუმიდან. აი იმენნო ხინკლისთვის ჩავედი, ჰოდა მომეწონა. მეორე თუ მესამე დღეს წავედი ყაზბეგში და ფასანაურში ქორბუდაში ვჭამე. გავილებით მომეწონა. ახლა რა სიტუაცია არ ვიცი. ადრე კიდევ ბულაჩაური მომწონდა სანაპიტოზე, კაი ხანი არ ვყიფილვარ. |
Posted by: DeveloperX 9 Oct 2020, 02:09 |
ფასანაურის ხინკალი გრიბოედოვზეც და დილიძეზეც. |
Posted by: Trump 9 Oct 2020, 10:55 |
პატიოსანი კაცის დუქანში ვჭამე ბოლოს, ძალიან მაგარი ხინკალი. |
Posted by: didi bege 9 Oct 2020, 15:16 | ||
ზოდიაქოსი არ ვიცი მარა , ქორბუდაში წელს ვჭამე ორი თვის წინ და ცხვრის ხინკალი იყო კლასი |
Posted by: Keti-Ket 9 Oct 2020, 16:54 |
აღარ მახსოვს თუ ყოფილხართ ვინმე აქ - Hinkali Factory. ფეისბუქზე ძალიან აქებენ, მაგრამ მაინდ ისეთებსაც აქებენ, მგონია ხოლმე რომ მეპატრონეები წერენ მაგ პოსტებს. |
Posted by: Ch1nCho 11 Oct 2020, 13:15 |
გუშინ კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ გია უბედურსკის "ცოლის ცრემლებს" ჩარგალში. ერთხმად შევჯერდით რომ ეგეთი ხინკალი არსად სხვაგან არ იჭმევა - კვლიავის გემო ულამაზესად დაჰყვებოდა თან - გზა ეხლა კეთდება და ერთი 10 კმ სედანით ცოტა წვალებაა მაგრამ ღირს <3 |
Posted by: Mochiguman 13 Oct 2020, 17:19 |
ბათუმში ფიროსმანის ხინკალს შევეჩვიე წელს ძალიან |
Posted by: Мiami 17 Oct 2020, 17:31 |
ნორმალური ცხვრის ხინკალი რომელ სახინკლეშია თბილისში? |
Posted by: ხიხო 20 Oct 2020, 00:31 | ||
დღეს ვიყვი ქორბუდაში. მშვენიერი ხინკალი მოგვართვეს, ცხვრისაც და შერეულიც ღირს ნამდვილად ჩასვლა აჭრელებული ბუნებითაც ისიამოვნებთ |
Posted by: toyota12345 26 Oct 2020, 06:34 |
რამე შეიცვალა ამ ბოლო დროს? ახალი გემრიელი ხინკალი ხო არ აღმოუჩენია ვინმეს? ხაშის სახლი იგივე ფშავის ჩემპიონი (გაბრიელ სალოსის ფილიალი) დაკეპილი ხინკალი იყო ძალიან პატარები! პელმენზე ოდნავ დიდი აი ერთ ჩაყლაპვაზე რო გადასანსლავ და ღირს 1 ლარი ბლიად!!!! თან არ ვიცით რა ხორცი იყო სამი კაცი 1 საათში ცუდათ გაგვხადა. მე მანდ მეორეთ მიმსვლელი აღარ ვარ! არც ნორმალური მომსახურება კაროჩე ელიავაზე და ნავთლუხში რომ სასადილოებია ეგეთი დონის რესტორანია. |
Posted by: belimbor 26 Oct 2020, 12:47 |
100 ხინკალი მომხვდა რამდენჯერმე რეკომენდაციებში. ახალი რესტორანია და ალბათ ჯერ კარგი ექნებათ ვინმემ გასინჯეთ? |
Posted by: toyota12345 11 Nov 2020, 15:53 |
თელავში მოვხვდით და ისე როგორ წამოვიდოდი ზოდიაქოში რო არ შეგვევლო. მაგრად გააფუჭეს არც თბილისშო და არც მანდ მე მეორედ მიმსვლელი აღარ ვარ. ეტყობა თავში აუვარდათ. რაღაცის გემო ქონდა ძალიან მძაფრე და ხორცის გემო გადაფარა. არც წვენი ქონდა და ძალიან მლაშე იყო. ზოდიაქო ამოვარდა! აბა თბილისში სხვას რას მიცემდით რეკომენდაციას??? |
Posted by: iosebovich 16 Nov 2020, 10:45 | ||
toyota12345 თელავშიც და თბილისშიც კაი ხანია არ ვყოფილავარ. თბილისისაში ივნისის მერე. არ გამოვრიცხავ რო გააფუჭეს. ასევე აღარ მიისვლება დოლიძის ფასანაურში. ხინკალი გააფუჭეს ვარშტაინერშიც. ეტყობა კლიენტურის არ მისვლის გამო ახალი ხორცი აღარაა და გაყინულზე გადავიდნენ, დიდხანს აქვთ ფარშიც მაცივარში ალბათ და აბა რაღა ხინკალი იქნება. ეხლა ვერც ვამბობ სად შეიძლება მისვლა და წესიერი ხინკლის ჭამა. სახლში ალბათ ხინკლის ფაქტორია კოლმეურნეობაზე და ფილიალი გახსნეს კოსტავაზე, გეპეის გვერდით . მარა აქ ვიღცეებმა დაწერეს რო დიდი არაფერიო. ფეისბუქზე დაუწერეს ცხარეაო და ხინკალში რო წითელ წიწაკას მუჭით ჩააყრი ესეიგი ხორცი არ ვარგა და ესეიგი ხინკლის კეთება არ იცი. მოკლედ ახალი ინფორმაცია არაფერია ჯერჯერობით. * * * belimbor
ეს იცით ვინმემ ? სადაა ტერიტორიულად ? |
Posted by: sham 16 Nov 2020, 11:22 | ||
1. ავსტრუილი სახლი დიღომში, კარფურის მოპირდაპირედ, არის მართლა ძაან მაგარი ხინკალეეე, პროსტა ზომა პატარა და ღირს 1.4 ლარი. 2. ვარშტაინერი საბურთალოს ქუჩაზე, ხელით მოხვეული. ესეც პატარა ზომის და ღირს 1.2 ლარი. თბილისში მეტი ნომრალური არ მახსენდება. |
Posted by: iosebovich 16 Nov 2020, 11:53 | ||
sham
ძალიან კარგი იყო და გააფუჭეს უკვე ეგეც, იმ დღეს ვიყავი. ავსტრიული სახლი რომელი შტელცე? |
Posted by: Trump 16 Nov 2020, 11:56 | ||
ხო.. ერთ-ერთი პირველი ვიყავი ამ თემაში, ვინც დავაფიქსირე ზოდიაქოს ხინკალი არის ძალიან ხშირად მარილიანი ნაგავი. |
Posted by: akako78 16 Nov 2020, 11:59 |
ზუსტად მაგიტომ მე პირადად დიდი ხანია არსად აღარ შევსულვარ ხინკლის საჭმელად რომ აფუჭებენ,მერე გატარებულ მასაში როგორი ხორცით აკეთებენ ფარშს-ღმერთმა იცის მხოლოდ..საბედნიეროდ სახლში მეუღლეც მიკეთებს და დედაჩემმაც კარგი ხინკლის კეთება იცის..გუშინ მოახვიეს სადღაც 140 ხინკალი..და დღესაც დარჩათ გასაკეთებელი ვერ გამოლიეს ფარშიმოკლედ ორდღიანი ხინკლის ფართი გვაქვს 9 სულიან ოჯახში |
Posted by: sham 16 Nov 2020, 12:19 | ||||
iosebovich
ძაან ცუდი თუ გააფუჭეს, მე ერთი თვის წინ ვჭამე და მაგრად მომეწონა.
https://www.facebook.com/AustrianBrewery/ |
Posted by: Keti-Ket 16 Nov 2020, 15:30 | ||
iosebovich
ზოდიაქოს ნამდვილად ვერ სჯობს. ჯამში ნორმალურია, ვარშტაინერზე უკეთესი, ვიტყოდი კარგი ხინკალია ხრტილები რომ არ მომხვედროდა ფარშში. |
Posted by: deep purple_in rock 16 Nov 2020, 18:23 |
ასი ხინკალი ძაან მაგარია, ტრადიციული და საფირმოა, საფირმო ჩაქაფულის გემოებიათაა, მარა ტრადიციული ძაან მომეწონა. ზოდიაქოს დონეზე დავაყენებდი..თაბუკაშვილზეა მგონი 43 ნომერი |
Posted by: toyota12345 16 Nov 2020, 19:36 |
ხინკლის ქვეყანაში რა გახდა ნორმალური ხინკალი რო იყოს ამ თბილისში. ფასები კი აქვთ იცოცხლე! ლარზე ნაკლები თითქმის არსად არაა და ნეტა რამდენია საერთოდ ხინკლის თვითღირებულება? ზოდიაქოში ერთი მომწონს ხინკლის ზომა რომ პატარა არ არის მაგრამ რაღაცა ან სუნელს ან არ ვიცი რას უკეთებენ ისეთს რომ ხორცის და წვენის გემოს ფარავს ის რაღაცა ვერ დავადგინე. |
Posted by: Camel 16 Nov 2020, 20:20 |
toyota12345 ძირას გემოზე ამბობ? |
Posted by: toyota12345 16 Nov 2020, 21:19 |
Camel არ ვიცი ვერ ვერკვები მაგ სუნელებში. |
Posted by: iosebovich 17 Nov 2020, 00:38 |
საინტერესოა ეს 100 ხინკალი. თაბუკაშვილის 43-ში ყოფილა. მარა ლუდი არა აქვთ. მარტო ყაზბეგია და ეგ მოგეხსენებათ ლუდი არაა. აჰა აგერ მენიუც ... |
Posted by: belimbor 18 Nov 2020, 11:57 |
iosebovich ამ კორონასიც, თორემ გასინჯავდა კაცი ახალი ცოცხები კარგად გვიან, როგორც წესი |
Posted by: deep purple_in rock 18 Nov 2020, 20:05 |
iosebovich belimbor ძალიან კარგია, კლასიკური განსაკუთეებით მაგრად მომეწონა.. საფირმო ჩაქაფულის გემოებზე ზის და დიდად ვერ აღვფრთოვანდი. მაგრამ კლასიკური ქალაქში 1-1 საუკეთესოა, თამამად ვიტყვი |
Posted by: Green ხახვი 19 Nov 2020, 10:59 | ||
ფიროსმანი ბათუმში |
Posted by: iosebovich 19 Nov 2020, 11:21 | ||
deep purple_in rock
დიდი მადლობა. მივალ აუცილებლად ... |
Posted by: ხიხო 20 Nov 2020, 06:56 | ||
|
Posted by: aschenputell-TARA 20 Nov 2020, 19:51 |
სახლში მინდა მოხუცი მამისთვის რო მოვატანინო და ხალხოოოო ვინც ერკვევით საიდნ შევუკვეთო ?? |
Posted by: iosebovich 27 Nov 2020, 19:53 |
100 ხინკალDი მივედი და ადგილზე აღარ ვყიდითო. ვერ დაგსვავთო მაგიდასთანო. მხოლოდ გლოვო და შეკვეთით გატანაო. ნუ რას ვიზავდი იქვეა ზოდიაქოც და რავიცჯ არ გაუფუჭებიათ , ნორმალური იყო. მლაშეს ნამდვილად ვერ იტყოდი. თუმცა მაინც ისეთი არ იყო როგორც გახსნისას. მთლიანობაში არ იყო ცუდი. ლუდი მხოლოდ ალხანაიძე და არც დამილევია. მენიუ გაუფართოვებიათ. ხუთშაბათს ვიყავი და აჰაა ლოქდაუნმაც მოუსწროთ, ისევ დაიკეტნენ. 1 თებერვლამდე ვერსად ვერ წახვალთ ბასტა. |
Posted by: toyota12345 27 Nov 2020, 20:41 |
iosebovich ეს გატანა და მიტანა მაგრად არ მევასება რა. სანამ სახლში მოვა ყველაპონტში ისეთი ხინკალი ვერ იქნება როგორიც უნდა იყოს და თან ცივი და მასეთი ხინკლის მუღამს ვერ ვხვდები |
Posted by: FranziskanerWeissbier 27 Nov 2020, 21:10 |
მოუხარშავი რომ შეუკვეთო პროსტა რო მოგიხვიონ და გამოგიგზავნონ და მოხარშო შენ თვითონ არაა პონტი? |
Posted by: მამაო ენუქი 27 Nov 2020, 21:13 |
FranziskanerWeissbier ეგეთი არის დუშეთში და საკმაოდ კარგი ხინკალია |
Posted by: FranziskanerWeissbier 27 Nov 2020, 21:19 |
მასე ჯობია ჩემი აზრით. კილომეტრებიდან რო მოდის პრობკაში თან და ჩახარშულ, ჩანთხლეული უნდა მოვიდეს, მაგაზე უკეთესად კი მოხარშავ სახლში და ცხელ-ცხელს ამოყრი ჯიგრულად |
Posted by: მამაო ენუქი 27 Nov 2020, 21:21 |
FranziskanerWeissbier კი მაგრამ ძალიან მალე თუ არ მიიტანე და ჩაყარე წყალში, ფუჭდება მერე, ცომი სითხეს იწოვს და ეწებება ერთმანეთს და იშლება მერე მოხარშული, გაყინული არ არის. |
Posted by: FranziskanerWeissbier 27 Nov 2020, 21:29 |
მამაო ენუქი ხო ეგეცაა. მოკლედ ადგილზე უნდა იჭამოს ხინკალი ან სახლში მომზადდეს |
Posted by: iosebovich 28 Nov 2020, 01:14 | ||
toyota12345 FranziskanerWeissbier
აი ეგაა სიმართლე. გატანა, მიტანა მოტანა არის მარაზმი. უკვე შეგრილებულია, სასაქონლო სახე დაკარგული და შესაბამისად ვერანაირ კაიფს ვეღარ იჭერ. |
Posted by: aschenputell-TARA 29 Nov 2020, 22:52 |
წინა გვედზე კითხვა დავსვი და არავინ მიპასუხეთ, ან არაფერი გაიგიათ ნორმალური და ან კიდევ დაიკიდეთ. მოდი ჩემს თავს ისევ მე ვუპასუხებ: ჩემო კარგოს შევუკვეთე და მამას მოეწონა. ეს ისე მაინც რო იცოდეთ. |
Posted by: Amigo-Amo 30 Nov 2020, 00:53 | ||
ნამდვილად, თუმცა, არამხოლოდ ეგ სარესტორნო ცომი ძალიან სპეციფიურია მოსახარშად; ბევრჯერ მოგვიტანია მოსახარში (თავის დროზე, მოხვედივდან მაქს. 20 წუთში ვყრიდით წყალში), თუმცა ამოყრას ვერ ვასწრებდით, მაინც სკდებოდა ხარშვისას; სახლში მოზელილი ცომი სქელია მაინც და ხარშვას მარტივად აკონტროლებ, სარესტორნო ცომზე წამებიც გადამწყვეტია არადა, ხინკალს როდის ამოიღებ წყლიდან, ძალიან მნიშვნელოვანია და მის გემოვნურ თვისებებსაც მნიშვნელოვნად განაპირობებს; |
Posted by: belimbor 30 Nov 2020, 11:26 |
aschenputell-TARA მე პირადად იმიტომ არ გიპასუხე, რომ პასუხისმგებლობა არ ავიღე. ამ თემას აქვს გამოკითვა, სადაც უმრავლესობის აზრია დაფიქსირებული და შეგიძლია, ისარგებლო. |
Posted by: FoolOnTheHill 7 Dec 2020, 14:39 | ||
ზოდიაქოს მოტანილი, სხვა რესტორნებთან შედარებით, უკეთესია. ცომი ცოტა სქელი აქვს და არ იხევა, შესაბამისად წვენიც მოყვება და ხინკლის გემო შერჩენილი აქვს... |
Posted by: MasterJC 7 Dec 2020, 16:54 | ||
შემომეჭამა - თითქმის ყოველთვის ძალიან კარგია, ზოგჯერ კარგი, იშვიათად- ისე რა ჩემო კარგო - ლატარეასავითაა, 4ჯერ გავსინჯე, ადგილზე- კარგი, მიტანით - 1 კარგი, 1 საშუალო, 1 ცუდი და დახეული. მხოლოდ გლდანში გამისინჯავს, ისე არ ვიცი ამო რამე- გადმოცემით ვიცი რომ ძალიან კარგია ზოდიაქო - ხალხი გიჟდება, ამგრამ პირადად მე არ გადავრეულვარ, საშუალოზე კარგი ნამდვილად არის |
Posted by: aschenputell-TARA 12 Dec 2020, 20:04 |
ბიჭებოო ვინც მიპასუხეთ ხინკალზე გაიხარეთ დიდი მადლობა ჯიგრებო. მაგეებსაც დავატესტინებ ( მოვატანინებ).....და არყით გადღეგრძელებთ. ჯანი მოგცეთ გამჩენმა და ბევრი გეხინკლაოთ. |
Posted by: Amigo-Amo 10 Jan 2021, 03:05 |
ძაან დაგვარტყა პანდემიამ მეხინკლეებს დღეს ზოდიაქოდან გამოვიძახე, მიტანის სერვისი უფასო აქვთ სხვათაშორის |
Posted by: belimbor 10 Jan 2021, 10:55 | ||
გემოზე დაარტყა ზოდიაქოს? |
Posted by: Amigo-Amo 10 Jan 2021, 22:26 | ||||
სხვათაშორის, არა კარგი იყო, უწინდებურად. უბრალოდ, ამ პანდემიის პერიოდში, სახლში ვაკეთებდით სულ და უკვე აღარ აღვფრთოვანებულვარ სარესტორნო ხინკლით |
Posted by: Keti-Ket 10 Jan 2021, 23:39 |
ჭაშნაგირის ხინკალი, ბოლო პერიოდში გაგისინჯავთ? დიდი ამბებია ფეისბუქზე მათი ხინკლის შესახებ |
Posted by: belimbor 11 Jan 2021, 10:16 |
Keti-Ket მაგ რეცეპტორში ძირითადად ნაცნობ-მეგობრები არეკლამებენ აჟიოტაჟები ეგრე იქმნება. ზოდიაქოზე პოსტი არ მინახავს მანდ , მაგრამ როცა კითხულობენ, საუკეთესო ხინკალი სად ვჭამოთო, კომენტარებში ურჩევენ უკვე ზოდიაქოს... |
Posted by: iosebovich 11 Jan 2021, 11:34 |
Keti-Ket გამოასწორეს. დიდი საშინელება იყო და ეხლა არაუშავს რაა. თუმცა თუ შევუკვეთვდი იასნად ზოდიაქოსას მოვატანინებდი. მოვასწარი პანდემიამდე ზოდიაქოში მისვლა და ან შევეჩვიე და ან იმ დღეს სუპერი არ იყო მარა არის კარგი ხინკალი მაინც ტრადიციულად. ვერ გავსინჯე ხინკალი ფაქტორის და 100 ხინკლის პროდუქცია. ორივე დაკეტილია მარტო გატანაა და ეგრე არ მინდა. ადგილზე უნდა გაიტესტოს. პანდემის დდშ რაა. ეხლაა ხინკლის დრო და სეზონი და ჰა დაკეტილია ყველაფერი. როდის რა იქნება ალახმა უწყის. ძალიან დაგვარტყა მართალია ხინკლის მოყვარულებს. ეგენიც მეცოდებიან კაცო ძალიან, სად გატანაზე მუშაობა და სად ხალხი რო დადის და ოფიციანტები დასაქმებულია, მომარაგება მუშაობს და მოკლედ საქმეა რაა. |
Posted by: belimbor 11 Jan 2021, 12:28 | ||
ერთი მხრივ სტაფის და კომუნალურების ხარჯები მცირდება, მეორე მხრივ მიტანის სერვისების საკომისიო 25-30% და თან ადგილზე მეტს ხარჯავს ხალხი აშკარად. სად მარტო ან ორნი რომ ჭამთ და სად 8-10 მეგობარი. |
Posted by: Keti-Ket 11 Jan 2021, 14:41 |
belimbor iosebovich მადლობა ორივეს მეც, ამ ეტაპზე, ზოდიაქოზე უკეთესი ხინკალი არ მეგულება. ხინკალი ფექთორიზე კი დავწერე ადრეც, რაც არ მომეწონა - ზედმეტად სქელი ცომი და ხრტილებიანი ხორციც კი იყო. გასინჯვად ღირს, თუმცა მე ზოდიაქოს არ ვამჯობინებ. 100 ხინკალი კი ეჭვი მაქვს, რომ იმ ადამიანის არის, ვის საბურგერესაც ძალიან არ აქებენ. თუმცა, რადგან მხოლოდ ეჭვია, თავს შევიკავებ ნეგატიურ კონტექსტში მათი მოხსენიებისგან. |
Posted by: iosebovich 11 Jan 2021, 16:23 | ||
Keti-Ket
ჰოდა კარგად იყვნენ, მორჩა საუბარი |
Posted by: belimbor 11 Jan 2021, 17:18 | ||
გოჩიტსის? |
Posted by: Keti-Ket 11 Jan 2021, 22:38 | ||||
ანუ გამოდის რომ ეჭვი კი არა სიმართლეა? თქვენ როგორ მიხვდით? |
Posted by: belimbor 12 Jan 2021, 10:35 | ||
ძირითადად მისი პიარი/ანტიპიარი რეცეპტორის ჯგუფში მიმდინარეობს. საკმაოდ ცნობილი ადამიანები აპიარებენ და მომხმარებლები ლანძღავენ. მეგობრებისგან ვიცი, რომ საშინელი ბურგერია, ამის გამო არ გამჩენია გასინჯვის სურვილი |
Posted by: keen 12 Jan 2021, 11:53 | ||
დავტესტე და ნამდვილად არაა ჩამოსაწერი... |
Posted by: toyota12345 12 Jan 2021, 13:39 |
გლოვო/ვოლტით გამოვიძახეთ რამდენიმე და არცერთი არ გაგვისწორდა; ფასანაური ლესელიძის ან მეიდნის იმიტომ რო ორთაჭალაში გამოვიძახეთ სადღაც ახლოდან მოიტანა კურიერმა. ფასანაური ბანძი მასპინძელო ბანძი მშრალი ხიდი ბანძი მაჭახელა ბანძი სანამ არ გაიხსნება აღარ ვუკვეთავთ არაფერს.. |
Posted by: მამაო ენუქი 12 Jan 2021, 13:42 |
კაი ხინკალი სადაცაა ის არ არის დაკეტილი კარგი ხალხისთვის |
Posted by: MasterJC 12 Jan 2021, 13:57 |
toyota12345 შემომეჭამა სცადე აბა |
Posted by: iosebovich 12 Jan 2021, 14:43 | ||
toyota12345
კატასტროფულად გააფუჭეს. აღარ იჭმევა რაა ... |
Posted by: Bizzy 13 Jan 2021, 22:29 |
პანორამადან გამივიძახე ორჯერ (თამარაშვილზე კახური, რომ იყო და მანამდე თუ მერე მეგრული, მაგის ადგილას რომ გაიხსნა). ორვეჯერ კაი იყო. გადავირიე და გავოცდი არა, მაგრამ ვერაფერი ისეთი ვერ დავუწუნე თან ცხელი მოვიდა ორივეჯერ, რაც იშვიათია. |
Posted by: laxxa 17 Jan 2021, 22:55 |
ბოლოს ვიყავი სალობიეში და მსგავსი ხინკალი და მწვადი კარგი ხანია არ მიჭამია რესტორანში , როგორც გაირკვა ქართული ხორცით ნაკეთები . მაგრამ ადრე 90 იანებში არშაა სოფელი ყაზბეგამდე არ მისული (ეხლა რესტორანია იმ ადგილას) სახინკლე იყო ცხვრის ხორცით ეგ ნამდვილი შედევრი, მსგავსი არ მიჭამია არც მანამდე არც მერე. კიდო ერთი ამერიკელი გვყავდა სტუმრად (შეძლებული ბიჭების ახლობელი) ) მეუღლემ ხინკალი გააკეთა ,გადაირია გავხსნათ ამერიკაშიო. |
Posted by: LIVE-76 19 Jan 2021, 21:26 | ||
iosebovich
მეიდანზე არც არასდროს ვარგოდა... სულ სხვა და უგემრიელესი ქონდათ გრიბოედოვის 37-ში, ქალაქური განსაკუთრებით... უთხელესი ცომი და წვნიანი ხინკალი იდეალურად შეზავებული... იმედია მანდ არ გააფუჭეს! |
Posted by: belimbor 19 Jan 2021, 21:50 |
LIVE-76 ტაბიძეზე ვჭამე მე ფასანაურის ხინკალი ზაფხულში და უმაგრესი იყო. |
Posted by: LIVE-76 19 Jan 2021, 22:01 |
belimbor არ ვარ ნამყოფი... მადლობა რჩევისთვის, იმედია ზაფხულისთვის გვეშველება და ვეწვევი დავაგემოვნებ)).. |
Posted by: iosebovich 20 Jan 2021, 10:09 | ||
belimbor
რომელ ტაბიძეზე? ფასანაური არის ლეონიძეზე, მეიდანზე, კოლმეურნეობაზე, დოლიძის დასაწყისში და გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში რუსთაველიდან ასვლისას. გაფუჭებით გააფუჭეს დოლიძეზე. ვფიქრობ ხორცი ყველგან ერთი შედის. ალბათ. სხვაგან არ მინახავს. დოლიძეზე არ შეიჭმევა ისეთი გააბანძეს. |
Posted by: belimbor 20 Jan 2021, 11:02 |
iosebovich ბოდიში კაცო, ლეონიძეზე ოღონდ ზაფხულში ვჭამე და ახლა არ ვიცი, რა არის. დოლიძეზეც მაქვს ნაჭამი და შედარებაც არაა ლეონიძესთან... |
Posted by: iosebovich 20 Jan 2021, 15:26 | ||
belimbor
მიღებულია |
Posted by: iosebovich 22 Feb 2021, 11:18 |
ესეიგი აქეთ კარგი არაფერი ხდება ხინკლის მიმართულებით ხო ? დაკეტილია ყველაფერი და გატანაზე კიდე ის ხინკალი აღარაა რაა. მოკლედ ყველაფერს დედა აქვს ნატირები რასაც ჰქვია. თუ რამე ახალი გაჩითეთ დაწერეთ, ნუ მოვკლავთ ამ თემას |
Posted by: toyota12345 23 Feb 2021, 21:10 |
ლუდის რესტორანი 2 ტონა ვარკეთილში რომ არის არ შეცდეთ და მანდ ხინკალი არ ჭამოთ.!!! მივედი წასაღებათ მინდოდა მარტო ქალაქური გვაქვსო, მე ვაბშე ქალაქურს არ ვჭამ მაგრამ მეთქი კაი 20 ცალი გააკეთეთ. ძმაკაცთან სახლში უნდა ამეტანა იმას ლუდი ჰქონდა გამზადებული. პადობნი ცუდი ხინკალი ცხოვრებაში არ მიჭამია. მეგონა ქათმის ბულიონს ვჭამდი! არანაერი ხინკლის გემო. ფარშიც სავარაუდოთ ქათმის ხორცის იყო. ბულიონს რომ ცხიმიანი წვენი აქვს მასეთი წვენი ჰქონდა ბულიონის სუნით და გემოთი. 17 ცალი ძაღლს ვაჭამეთ.... |
Posted by: iosebovich 24 Feb 2021, 10:19 | ||
toyota12345
კაია რო დაწერე. დიდი ხანია ეჭვი მაქვს რო გაკოტრებისკენ მიდიან. არადა გაშვებული ჰყავთ ხალხი დადიან რო აქონ და ადიდონ მარა მერე ერთი სენნაირი კლიენტი გაარკვევს რა ხდება და ეუბნევა ათას კაცს და შესაბამისად იძირებიან. ბევრი გაკოტრდება ძალიან. რომც გაიხსნან პანდემიის მერე ხალხში ფული აღარაა და ვინ უნდა იაროს მითუმეტეს რო პროდუქცია ძალიან გააფუჭეს მარტო ამათ არა ძალიან ბევრმა. |
Posted by: belimbor 24 Feb 2021, 10:35 | ||
ზოდიაქოსთან ავიარე იმ დღეს, გარეთ მაინც ჰქონდეთ გამოტანილი-მეთქი და არაფერი toyota12345 გავითვალისწინებ მადლობა. ისედაც შორია ჩემთვის, მაგრამ მაინც |
Posted by: xx3xx 24 Feb 2021, 14:31 |
ხინკალი 70 თეთრი გახდაო |
Posted by: toyota12345 24 Feb 2021, 15:14 |
xx3xx გაიაფდა ანუ? ბოლოს ლარზე ნაკლები არსად არ იყო |
Posted by: belimbor 24 Feb 2021, 17:35 |
xx3xx ხინკალი რომ გაიაფებდეს, მინიმუმ ხორცი უნდა გაიაფდეს და რანაირად გახდა 70 თეთრი? მე არ გავრისკავდი მაგ ხინკლის ჭამას |
Posted by: xx3xx 25 Feb 2021, 15:41 |
toyota12345 belimbor უნდა გაიაფდეს აბა რა 60 თეთრი ღირდა და 70 გახადეს ამ ბოზებმა თან ზომაშიც დააპატარავეს |
Posted by: iosebovich 25 Feb 2021, 17:11 | ||
xx3xx
ბოლოს როდის იყავი ხინკლის საჭმელად? 1.20 ლარზე ქვევით აღარსადაა და ბევრგან 1.50 ლარია უკვე. |
Posted by: belimbor 25 Feb 2021, 18:14 | ||
მგონი ღადაობს აბა გაყინული ხინკალიც 50 თეთრი ღირს ლამის და რა 70 თეთრი. |
Posted by: xx3xx 25 Feb 2021, 18:32 |
iosebovich belimbor ბოლოს ვიყავი ნატვრის ხეში რიყეზე მშვენიერი ხინკალი იყო 60 თეთრად |
Posted by: iosebovich 26 Feb 2021, 09:54 | ||
xx3xx
გვტროლავ ხო ? 10 წლის წინ ყოფილხარ დალოცვილო და რას გვეჩხუბები |
Posted by: WP-Rex 26 Feb 2021, 11:30 | ||
toyota12345
არადა შარშან სადღაც ამ დროს ვიყავი და იმდენად კარგი იყო, მეორეჯერაც წავედით და ისევ კარგი იყო. |
Posted by: toyota12345 26 Feb 2021, 13:20 |
WP-Rex ნაღდათ არ მაქვს არანაერი მიზეზი ვინმეს ცილი დავწამო ან შავი პიარი ავუგორო. ისეთი საშინელი ხინკალი იყო მაგას ყველაზე იაფიანი გაყინული 20 თეთრიანი ხინკალი აჯობებდა |
Posted by: madridiSSta1988 26 Feb 2021, 14:37 |
მეგობრებო, ახლობელი მიდის ამერიკაში და მთხოვა, შაბათს ხინკალზე წავიდეთო. რამე კარგ ადგილს ხომ ვერ მირჩევთ? მართლა ხარისხიანი ხინკალი რომ იყოს და კარგი სიტუაცია გარეთ დასაჯდომად, თუნდაც კარგი ხედით, ქალია და მთლად საქეიფო სიტუაცია თუ არ იქნება მთლად უკეთესო. |
Posted by: sham 26 Feb 2021, 21:47 |
1 კგ ხორცისგან, რამდენი ცალი შესახვრეპი ხინკალი გამოდის ? |
Posted by: xx3xx 26 Feb 2021, 21:59 |
sham არვიცი მგონი 50-100 გამოვა ? ან მეტი 300-400 ხორცისგან 20 ხინკალს ვაკეთებდი და კიდე მრჩებოდა ხორცი და კატლეტებს ვაკეთებდი |
Posted by: მამაო ენუქი 26 Feb 2021, 22:09 |
madridiSSta1988 ქალაქგარეთ გაწყობს ? |
Posted by: toyota12345 26 Feb 2021, 22:17 |
მამაო ენუქი დაგვიწერე ქალაქგარეთ სხვებსაც გამოგვადგება. |
Posted by: sham 26 Feb 2021, 22:20 |
xx3xx ანუ თვითღირებულება 40 თეთრს არ ცდება და რატომ ღირს 1.5 ლარი ? |
Posted by: xx3xx 26 Feb 2021, 22:24 |
sham ბიზნესია თან რა იცი რა ხორცისგან აკეთებენ ან რას უმატებენ რომ გაბევრდეს კაი ხინკალი რომ შეჭამო ხინკლის ქვეყანაში საჩალიჩო გაქვს რამე სტაბილური წერტილი რომ ნახო და იარო ეგ ხომ საერთოდ ზღაპარია ამიტომ ცომი 5 ლარი ღირს 10 ცალი https://www.facebook.com/tsomichef/ ხორცი ძაან ცოტა უნდა 500გ რომ იყიდო 250/გ ღორი ცხიმიანი ან ცალკე სალა ცხიმის პონტში და 250 საქონლი + მწვანილები და რაღაცეები 20 ხინკალზე მეტი გამოგივა |
Posted by: keen 2 Mar 2021, 16:32 | ||||||
ვინაა გოჩიტსის მეპატრონე, ინიციალები მაინც რომ დაწეროთ? |
Posted by: MasterJC 2 Mar 2021, 17:22 | ||||
sham
50ც საშუალოდ გააჩნია ფარშის ცხიმიანობასაც, წყალს იმატებს ფარშის ნახევრამდე, იქ ხახვი + რამეს თუ ამატებ
შმმჭმ როცა ვმუშობდი, გრუბად დავთვალე და ვითღირებულება ურტყავს 1ც ხინკლის 46-48 თეთრს, ამაში ვიანგარიშე ხორცის ატხოდიც, რაც უნდა ჩამოწერო ბუღალტრულად. იმ პონტში რო სახლში რო აკეთებდე. თან ხორცს საბითუმოში ვყიდულობდი, კარფურში მგონი 2ჯერ ძვირია როცა ყიდი, თვითღირებულების იქით უამრავი სხვა ხარჯიც უნდა დათვალო + საბოლოო ფასიდან 30% გლოვო ვოლტისაა მინიმუმ 1 ხინკალი, ვთქვათ ღირს 1 ლარი 20ც - 20ლ + ყუთი 2ლ ანუ 22ლ გადაიხადა მყიდველმა ამას გამოაკელი 20*0,48 თვითღირებულება=9,60 ყუთის თვითღირებულება 1,20ლ 30% საკურიერო სერვისი 6.60ლ 17.40ლ გამოვიდა ანუ 22ლ 20ც ხინკლიდან უნდა დაგრჩეს 4.60ლ და ამ თანხით იხდი საშემოსავლოს და ყველა სხვა ხარჯს ფარავ მთლიანი ღირებულებიდან 20,9% გრჩება რამაც ყველაფერი უნდა დაფაროს ;დ თუ ფასს გაზრდი, საკომისიო იგივე პროპორციით მიაქვს გლოვო ვოლტსაც და საშემოსავლოსაც და ა.შ. ეხლა ამ შემთხვევაში ჩამოწერები თვითღირებულებას შევტენე, დიდად არ ცვლის სურათს ხოდა რატო უნდა ყველას 1ლარზე იაფად ხინკალი და თან ნედლი ხორცით და რამე არ ვიცი keen მეაპატრონე არ ვიცი, მარა მმართველად ვინც ზის, სერიოზული ბიძაა, საინტერესო ტიპია, და მკაცრიც |
Posted by: keen 2 Mar 2021, 20:44 | ||||
MasterJC
ვინაობამ იმიტომ დამაინტერესა, ეს რომ დაწერეს წინა გვერდებზე...
|
Posted by: toyota12345 2 Mar 2021, 22:22 |
ორთაჭალა, ისანი, სამასი არაგველი, მოსკოვის გამზირი, ვარკეთილი. ამ ტერიტორიაზე ნორმალური ხინკალი რო შემეკვეთა ან ჩემით წამეღო დღეს ვერ ავარჩიეთ... იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის ამ ადგილებში ნორმალური ხინკალი. ხინკლის სახლი არ ვარგა. მაჭახელა არ ვარგა. ორ ტონაზე დავწერე მანდ ცხოვრებაში ჩემი ფეხი აღარ იქნება. თაღლაურა დაკეტილი იყო. სხვა რავი ვერაფერი ვნახეთ..... |
Posted by: Keti-Ket 2 Mar 2021, 22:54 | ||||||||
სახელწოდებაშივეა ჩადებული ინიციალები კი არა, ლამის მთლიანი გვარი რეცეპტორში, განსაკუთრებით ძველ პოსტებში გოჩიტსზე, წააწყდებით ამ ადამიანს |
Posted by: keen 2 Mar 2021, 23:13 | ||
Keti-Ket
მაშინ, "ასი ხინკალი" აშკარად სხვა პიროვნებისაა |
Posted by: Faulkner 2 Mar 2021, 23:14 |
toyota12345 მარიოტსა და ქაშვეთს შორის რო ქვაფენილია, ერთი 100 მეტრშია სახინკლე. შარშან ვჭამეთ, არ იყო ცუდი. ფასიც ნორმალური ქონდა. |
Posted by: Frankens†ein 2 Mar 2021, 23:18 | ||||
toyota12345
შემომეჭამაა ორთაჭალაში. მაგ ტერიტორიაზე კი არა საქართველოში ვერ შეუკვეთავ უკეთეს ხინკალს ვერც ერთ სახინკლეში, ჩემი გემოს რეცეპტორები ამბობენ Keti-Ket
გადავხედე ბოლო პოსტებს და ინტრიგას აქვს ადგილი? ))) ვინაა ეგეთი, პირდაპირ რო არ ასახელებთ ) ბიძინა არ გამოდის და არც მიშა და ვინაა ვინმე გოჩა ან ვინმე გოჩიტაშვილი საქართველოში ისეთი, ხმამაღლა რო არ ითქმება სახელი |
Posted by: MasterJC 3 Mar 2021, 13:31 |
Frankens†ein არ ვიცი გვარსახელი უფრო სწორად სახელი ვიცოდი და არ მახსოვს მოგუგლონ და უცებ ნახავენ რეესტრში, მაგას რა უნდა ან რა მნიშვნელობა აქვს მაგას |
Posted by: Frankens†ein 3 Mar 2021, 13:57 | ||
არაფერი, რო მაინტერესებდეს, მეც გავიგებდი უცბად უბრალოდ ისეთი პოსტები იყო, რომ გამეღიმა, ვითომ გადაკვრით რომ მიანიშნებენ იუზერები და თან არც ამბობებ პირდაპირ |
Posted by: Keti-Ket 3 Mar 2021, 17:17 | ||||
Frankens†ein
ორთაჭალაში რა ადგილას?
არა, ნამდვილად მოგეჩვენათ რომ გადაკვრით იყო ნათქვამი. საზოგადოებისთვის ცნობადი სახე ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში ე.წ. ქართული ბომონდის წევრი. სახელისა და გვარის დასახელებისგან კი იმიტომ შევიკავე თავი, ერთი რომ არ ვიცი ფორუმის წესებში თუ ჯდება და მეორე სწორედ იმიტომ რომ არ არის ცნობადი სახე. ტყუპი ძმები გოჩიტაშვილები არიან, სახელწოდებაც აქედან აქვთ აღებული. ადრე ვიდეოებს დებდნენ მომზადების პროცესისა ბურგერების და მართლა გულით აკეთებდა ერთ-ერთი ძმა, მაგრამ ქსელურობის ფონზე ცხადია სხვას გადასცემდნენ ამ საქმეს. რაღაც კულინარიული შოუც წამოიწყეს ცნობადი სახეების მონაწილეობით, თვალი მოვკარი მაგასაც ინტერნეტში. და რაც შეეხება ას ხინკალთან მათ გაიგივებას, ეს იმით არის განპირობებული, რომ ეს ადამიანი კომენტარებში ძალიან აქტიურად აქებდა ამ ხინკალს. ხანაც ცალკე პოსტებს დებდა განსაკუთრებული აღტაცებითა და მაგიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ პირდაპირი კავშირი და დაინტერესება ჰქონდა |
Posted by: Frankens†ein 3 Mar 2021, 18:00 | ||||
https://maps.app.goo.gl/wdkFWG6LnxyTK3Uk6 |
Posted by: keen 3 Mar 2021, 18:06 | ||
Keti-Ket
შეგიძლია, დამილინკო, სად აქებდა? |
Posted by: Keti-Ket 4 Mar 2021, 15:01 |
Frankens†ein მადლობა. კი არ შემინიშნავს keen ჩაწერე რეცეპტორის ჯგუფის ძებნაში ასი ხინკალი და ამოგიგდებს რამდენიმე პოსტს. კომენტარებსაც |
Posted by: keen 4 Mar 2021, 19:59 | ||
Keti-Ket
ჯერ იმდენ "რეცეპტორში" ძლივს მივხვდი, რომელი უნდა ამერჩია... მერე დახურული ჯგუფი ყოფილა... აშკარად არ ჰყავს ერთი და იგივე მფლობელი მაგ ორ ობიექტს და "ასი ხინკალის" კომენტარებში ბევრი ადამიანი აქებს და რომ აძაგებდეს, ეგეთი ვერ ვნახე |
Posted by: Keti-Ket 4 Mar 2021, 22:05 |
keen ასი ხინკლის დიდი მოწინააღმდეგესავით კი გამომდის, არადა ასე მართლა არაფერი მათი მაგათი საწინააღმდეგო. უბრალოდ ბევრი კომენტარი სანაცნობო-სანათესაოსი მგონია, რადგან თუნდაც რამდენიმე დღის წინ უარყოფითი შეფასება დაწერა ვიღაცამ მათზე და პასუხად ,,ავარდნილი'' კომენტარი მიიღო ერთ-ერთი მომხმარებლისგან, რომელსაც პირად გვერდზე ეწერა, რომ მუშაობს ზემოხსენებულ სახინკლეში და ამ დროს, რამდენიმე თვის წინ პოსტი ედო ას ხინკალზე ისეთი ტექსტით თითქოს უცხო,დაინტერესების არმქონე მომხმარებელი ყოფილიყო. მოკლედ, მთავარია კარგი პროდუქტი ჰქონდეთ და დიდი მნიშვნელობა არ აქვს დადგმულია თუ შეკვეთილი მათი კომენტარები |
Posted by: toyota12345 5 Mar 2021, 10:21 |
როცა მეთვითონ მივდივარ ხინკლის წამოსაღებად ანუ გლოვო/ვოლტს არ უხდის პროცენტს სახინკლე, ამ შემთხვევაში რატომ უნდა იყოს ფასი იგივე რაც გლოვო/ვოლტში დამიჯდებოდა? შემომეჭამა იმდენი აქეთ კი ვიფიქრე მაგრამ 1.40 ხინკლისთვის მენანება. თან გამიგია რომ პატარებია და 1.40 მგონი რომ უნამუსობაა. |
Posted by: belimbor 5 Mar 2021, 11:24 | ||
Keti-Ket keen მე საერთოდ არ მიტყდება დასახელება, უბრალოდ ზუსტად არ ვიცი. ერთი ის შევამჩნიე, რომ გოჩიტაშვილები არიან, აკავშირებ რა, როცა კომენტარებში ხედავ მაგ გვარს და ბურგერის სახელი იცი. დიდი სამეგობრო წრე ჰყავთ ან ხალხს ფულს უხდიან, იმიტომ რომ რეცეპტორში რაღაც პერიოდში ერთხელ მათი ბურგერების შესახებ ქება-დიდების პოსტი იდება, რომელსაც კომენტარები აქვს სავსე, რამდენად კარგია. არადა, ერთი და იგივე ხალხი წერს მაგ კომენტარებს და უმეტესობის მეგობრები რომ შეამოწმო, ერთ გოჩიტაშვილს მაინც იპოვი მეტი არაფერი, ცუდს თუ დაწერ, ერთ-ერთი მათგანი მაინც გეტყვის, რომ ცდები, ცოტა ირონიასაც ჩართავს და ეგაა ნუ ადრე თავად გოჩიტაშვილები მონაწილეობდნენ მაგ ირონიულ პროცესში, ახლა მიხვდნენ ალბათ რომ ტეხავს და სხვებს აწერინებენ. ას ხინკალზე აზრზე არ ვარ მაგათია თუ არა * * *
ზოგს აქვს ფასდაკლება 10-15% ადგილიდან თუ წამოიღებ. |
Posted by: keen 5 Mar 2021, 14:25 | ||
belimbor
"ასი ხინკალიდან" რომ შევუკვეთე, ბარათით გადავიხადე. შესაბამისად, ინტერნეტ ბანკში მფლობელის ვინაობაც გამოჩნდა და ნამდვილად სხვაა... რაც შეეხება ხინკალს, უკვე მესამეჯერ (უმწვანილო) შევუკვეთე... მომეჩვენა, რომ ბოლოს ხორცის რაოდენობა ცოტა შეამცირეს, თორემ ისე აქამდე რაც გამისინჯავს, ყველას მირჩევნია... თუმცა კაცია და გუნებაო... მაგ. ცომი ცოტა სქელია, სავარაუდოდ ხელით დამუშავებული. ხორციც სპეციების გარეშეა და ზოგს ეგეთი არ მოსწონს... პ.ს. არც გოჩიტაშვილი ვარ და არც "ას ხინკალთან" მაკავშირებს რამე, შეკვეთილი ხინკლის გარდა... ისიც არ მესმის, რომ არც პროდუქცია გასინჯო, არ მომსახურება მიიღო და უარყოფითი განწყობა დათესო პოტენციურ მომხმარებლებში მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე... |
Posted by: belimbor 5 Mar 2021, 14:46 |
keen გეთანხმები. მეც უნდა გავსინჯო ერთი, ჯერჯერობით ზოდიაქო და ლეონიძის ფასანაურია ჩემი ფავორიტი. Faulkner მარიოტსა და ქაშუეთს შორის ზოდიაქოა და ნორმალური კი არა, საუკეთესო ხინკალია თბილისში გამოკითხვასაც ახედე. მაგათი ნადუღის ხინკალი ერბოთი არის ცხონება ^_^ |
Posted by: keen 5 Mar 2021, 14:58 | ||
belimbor
საერთოდ არ მომწონს... ხომ ვამბობ, კაცია და გუნება თქო |
Posted by: toyota12345 5 Mar 2021, 15:40 |
belimbor მაგრად გააფუჭა ზოდიაქო სამწუხაროდ ის აღარაა რაც იყო. თელავის ფილიალმაც და თბილისმაც, ორივე გაისინჯა თვეების წინ და ორივემ გააფუჭა. |
Posted by: FranziskanerWeissbier 5 Mar 2021, 17:44 |
toyota12345 სხვათაშორის მეც შევატყე. ბოლოს რო გამოვიძახე, მართლა ვერ იყო ხოდზე რაღაც. |
Posted by: MasterJC 5 Mar 2021, 23:42 |
Keti-Ket Frankens†ein ორთაჭალის შემომეჭამა მემგონი ისევ დაკეტილია და მარტო ვაკისაა ღია toyota12345 1.40ლ გახდა? უამრავი ნაკლის მიუხედავად რასაც ვერ დავუწუნებ ხარისხზე და ხორცზე ზრუნვაა. ნეტა პერსონალზე ფიქრობდნენ მაგის მეათედს მაგალითისთვის მოვყვები რა უმადური საქმეა კვების ობიექტზე მუშაობა :-D » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: toyota12345 6 Mar 2021, 00:46 |
MasterJC გეტყობა რომ გამოცდილი ხარ ამ საქმეში. სახლში გვინდა ხინკლის გაკეთება და თუ დაწერ რეცეპტს.. ცომი ქუთაისის ქუჩაზე რო მაღაზიაა მაგათ ცომს აქებენ. ხორცის ამბავში თუ გაგვიზიარებ გამოცდილებას... |
Posted by: Keti-Ket 6 Mar 2021, 14:27 | ||
belimbor
ზუსტად ამას ვამბობ. შეიძლება მართლა ძალიან კარგი პროდუქტი გქონდეს, მაგრამ როცა შეკვეთილი კომენტარებიტ იწონებენ თავს, არ მიჩნდება ნდობა. keen არამც და არამც. პირიქით, თუ კარგი ხინკალი აქვთ მხოლოდ მივასელმები და დროთა განმავლობაში ნეიტრალური მომხმარებლის აზრიც გამოჩნდება. MasterJC ყველა ვერ შეძლებს კვების ობიექტში და კლიენტებთან მუშაობას. რთულია ყველას გემოვნებაზე მორგება. არაერთი ნაცნობი მყავს, რომლისთვისაც ის ხინკალია კარგი, რომელიც პატარაა და ცოტა ხორცით. |
Posted by: MasterJC 8 Mar 2021, 09:41 |
Keti-Ket გემოვნების ამბავია რა. ბევრს ევასებოდა ჩვენი ობიექტის ხინკალი გემრიელია მაგრამ ჩემს გემოში არ ჯდებოდა :-D toyota12345 სახლში ასე ვაკეთებთ: საქონლის ხორცი 700გ ღორის ცხიმიანი ხორცი 300გ წითელი ხახვი 200გ დაღერღილი წიწაკა პილპილი მარილი მზა ფარშის (ანუ ხორციანქონიანხახვიანად) საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარი უნდა წყალი ქალაქურის შემთხვევაში 1კგ მზა ფარშზე 50-60გ მწვანილი (ქინძი და ოხრახუში. ან რაც გაგიხარდება) და 1ც მწვანე წიწაკა 2კგ მზა ფარშიდან (წყლის დამატებამდე) დაახლოებით 100ც ხინკალი გამოდის (1ც ხინკალი 20გ ფარში) ცომი: 1კგ ფქვილი - 400-450გ წყალი -10გ მარილი ხელით თუ ზელ ოდნავ მეტი წყალი დასჭირდება. მანქანით შეიძლება ოდნავ ნაკლებიც ეყოს. ცომის მოზელასაც თავისი ტექნიკა აქვს უშუალოდ ფარშის პროპორცია და შიგ ჩამატებული წყალი შეიძლება შეცვალო ხორცის ცხიმიანობიდან და საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე. ასევე გააჩნია დიდ ხინკალს აკეთებ თუ პატარას, მაგალითად თუ კუჭებსაც გადაზელ ერთხელ, 3-3.5კგ ფქვილით მოზელილი ცომი 100 ხინკალს ეყოფა |
Posted by: iosebovich 9 Mar 2021, 10:18 |
toyota12345 კაცო შენ უკვე დიდი გამოცდილების მგონიხარ და კიდე ძიებაში ხარ? არ თქვა მეორედ ზოდიაქო გააფუჭესო. არაფერი არ გაუფუჭებიათ. თბილისზე ვამბობ. მერე კიდე ორთაჭალაში კარგი ხინკალი თუ გინდა მანდვეა რესტორანი ორთაჭალა, ჰესთან. მიდი აბა გასინჯეთ. მხოლოდ ბოლომდე ვერ ვარ დარწმუნებული იმიტო რო 1 წელია არ ვყოფილვარ და როცა ვიყავი ყოველთვის იყო სუპერ გემრიელი. ამ კაცს ვეთნხმები , MasterJC , იცის საქმე. შემომეჭამას ხინკალი მეც არ მომწონს ადრეც დავწერე , აი მლაშე ეგ იყო თუ იყო, ზუსტად პელმენის ხელა და მაშინ ღირდა 0.90 თეთრი. ეხლა თუ 1.40 გახადეს ხო საერთოდ მიუღებელია და ისედაც მანდ არ დავდივარ სწორედ ზემოხსენებული მიზიზების გამო. ზოგადად ეხლა სანამ დაიქოქებიან დიდი რისკია რო მაღალ ფასებში და დაბალი ხარისხის გაყიდონ. ეგ მოსალოდნელია. რაც შეეხება 100 ხინკალს. აღარ არიან თაბუკაშვილზე და გადავიდნენ სანაპიროს ლუდის უკან უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე. წესით უკვე უნდა იღებდნენ სტუმრებს გუშინდელი დღიდან მოყოლებული. სანამ მე თვითონ არ გავსინჯავ ვერაფერს ვიტყვი. იცოცხლე საკუთარ გვერდზე აქებენ და ადიდებენ. |
Posted by: Juventino 9 Mar 2021, 11:24 |
დოიჩ ბეერ ჰაუს, რომ იყოს ეგ იყო ძალიან ბომბა ხინკალი, ეჰ ნეტა სად გადავიდა ეგ მეხინკლე. |
Posted by: elchi 9 Mar 2021, 14:01 |
რაღაც შეკითხვა მაქვს. რომელიმეს თუ გისინჯიათ საფუარიანი ცომით პელმენის გაკეთება. იქნებ თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ. ჰო, გაყინვას ვუპირებ და მოხარშვისას ხომ არ ჩაიშლება? |
Posted by: belimbor 9 Mar 2021, 16:06 |
toyota12345 iosebovich მე მაინც პანდემიის თემა მგონია. ძირითადი საკვები ობიექტები გადარჩნენ მიწოდების სერვისით. ზოდიაქოს შეიძლება ჰქონდა მიწოდება, მაგრამ ხინკლის სახლში გამოძახება იშვიათი თემაა. შესაბამისად, სანამ კალაპოტში არ ჩადგება სიტუაცია, ვიცი რომ უჭირთ და გააფუჭეს ვერ ვიტყვი... Keti-Ket კარგი რომ იყოს, შეკვეთილი პოსტები არ დასჭირდებოდა. მაგალითს მოვიყვან: 1. მე მაგალითად ფაიფსის ბურგერი მომწონს ძალიან, უიშვიათესია რეცეპტორში მათზე პოსტი, იმათგან 90%+ ალბათ ჩემნაირი ალალი მომხმარებლის 2. ყველაზე კარგი შაურმა თბილისში არის ფრაიბურგი. მათზე საერთოდ არ მინახავს შეკვეთილი პოსტი, ჯერ იმიტომ რომ მათ მეპატრონეს მაგდენი არც ესმის მერე კიდევ თუ ცუდს წერენ, იცი რომ გემოვნების ამბავია 3. მესამე მაგალითი იგივე ზოდიაქო, რეცეპტორში მათი პიარის პოსტი არ მინახავს, მარტო რჩევებში გაიჟღერებს ხოლმე. აქ რომ არ გამეგო, არასდროს მეცოდინებოდა ეგ სახინკლე, არადა უგემრიელესი ხინკალი აქვთ |
Posted by: Keti-Ket 9 Mar 2021, 22:38 | ||||
belimbor გეთანხმები ჯამში.
არ გავაოფებ თემას, მაგრამ მეც იმათ შორის ვარ ვისაც ფრაიბურგი არ მოსწონს. სამსახურთან მქონდა ამდენი წელი და მაინც სულ რამდენჯერმე ვიყიდე. მთლად ბორში არ არის, მაგრამ უფრო დიეტური ვარიანტია, ცოტა ხორცითა და ბევრი ბოსტნეულით. სწორედ ამ მიზეზით ყიდულობდნენ მოდიეტე ჩემი ტანამშრომელი გოგოები და კიდევ აცლიდნენ ხორცს
მეც აქედან გავიგე და სავარაუდოდ, მეც არ მეცოდინებოდა მათ შესახებ. ამ ეტაპზე ჩემთვისაც თბილისში საუკეთესო ხინკალი აქვთ |
Posted by: marimari11 9 Mar 2021, 23:13 |
კარგი პილმენი სადმე კეთდება?ისე მიყვარს და გემრიელს ვერ მივაგენი |
Posted by: toyota12345 10 Mar 2021, 00:00 |
MasterJC მადლობა ყურადღებითვის კაი კაცი ხარ. iosebovich ვაბშე მუღამი დავკარგე ნებისმიერ სახინკლეში მისვლის თბილისში. ზოდიაქოს იყო დრო ვაქებდი მაგრამ რავი იმ გემოს ვეღარ სვავენ მე რო რო მომწონს. ერთადერთი ზოდიაქოში მომწონს ხინკლის ზომა და ხორცი არის ბარაქიანი. |
Posted by: FranziskanerWeissbier 10 Mar 2021, 00:53 |
marimari11 სხვათაშორის ერთხელ ვჭამე number 8 craft beer bar-ში და ძაან გემრიელი პილმენი მომიტანეს, პორცია არ იყო მაინცდამაინც დიდი მაგრამ რაც იყო, გაასწორა ძაან |
Posted by: belimbor 10 Mar 2021, 12:06 | ||||
აუ მაგათ აქვთ საოცარი ნაჩოსი ლობიოთიც და ხორცითაც. ლუდის მისაყოლებლად ცხონებაა...
ჰოდა ეგაა გემოვნების თემა, ზოგს მოსწონს მაგ ტიპის შაურმა, ზოგს არა, ცოტა ოღრაშ საჭმელთან ასოცირდება ჩვენთან შაურმა და ფრაიბურგის არამოყვარულებისაც მესმის. უბრალოდ 1.5 საათიანი რიგები მის წინ(რაც მარაზმია და ცუდი მომსახურება) ადასტურებს, რომ უმეტესობას მოგვწონს |
Posted by: J_E_N_K_O 16 Mar 2021, 15:01 |
სანამ მარხვა დაიწყებოდა მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე და ხინკალი გავაკეთე:1 კგ.ფქვილი მოვზილე 400 გრ-მდე წყალში,50/50 საქონლის/ღორის ხორცი,1 ჩ/კ წთ.ღერღილი წიწაკა,1 ჩ/კ პილპილი,2 ჩ/კ ძირა,2 თავი ხახვი,4 კბილი ნიორი,1 კონა ქინძი და მარილი გემოვნებით.ეს ყველაფერი გავატარე ხორცსაკეპში(ფქვილის გარდა რა თქმა უნდაD).კარგი გამოვიდა,კმაყოფილი ვარ ნამუშევრითD.რაოდენობა 50 მდე. |
Posted by: iosebovich 16 Mar 2021, 16:27 | ||
J_E_N_K_O
ნიორი არ შეიძლება ხინკალში. |
Posted by: J_E_N_K_O 16 Mar 2021, 18:09 | ||||
რატომ არ შეიძლება?ძალიან მოუხდა....გემოვნების ამბავია ზოგს შეიძლება არ მოწონს! |
Posted by: sham 16 Mar 2021, 20:10 | ||
marimari11
ბოკოლა ცადე აბა, ვაჟაზეა ფილიალი დელისს რო გაცდები მარცხნივ. პროსტა სახლში უნდა მოხარშო ... |
Posted by: Amigo-Amo 17 Mar 2021, 18:35 | ||||||
ეგრე ზეთისხილი გაურიე ფარშში, გემოვნების ამბავია ნიორი და მწვანილი "არ შეიძლება" ნიშნავს იმას, რომ კლასიკურად მომზადებულ ხინკალში (ისე, როგორც ამზადებდნენ დასაბამიდან მთიულები/მოხევეები), არ იხმარება არც ნიორი და არც სხვადასხვა სახის მწვანილი; |
Posted by: J_E_N_K_O 18 Mar 2021, 05:27 | ||||||||
სად ვთქვი რომ კლასიკური მთიულური ხინკალი გავაკეთე....გავაკეთე ხინკალი ჩემი გემოვნებით რომელიც მომეწონა რა არის აქ საკამათო.....ზეთისხილი რა შუაშია შეიძლება ვინმეს მოწონს, ეგეც გემოვნების ამბავია... |
Posted by: belimbor 18 Mar 2021, 12:47 | ||
ბოკოლა გასინჯული მაქვს და ნიკორას ციმბირული ჯობია. წერტის პილმენი/ვარენიკი გასინჯე, ძალიან დონეა. საბუეს აქებენ კიდევ, მაგრამ ვერ მივაღწიე, 11-ზე იხსნებიან და ვერ ვამთხვევ დროს |
Posted by: iosebovich 18 Mar 2021, 13:26 | ||
J_E_N_K_O
საკამათო არაა. წესია ეგ საუკუნეებით გამოვლილი რეცეპტი. თორე გინდაც მურაბა ჩაასხათ ვინ რას გეტყვით შესაბამისად როგორც საცივს აქვს თავის დადგენილი ნორმები ისევე ხინკალს და დანარჩენს ყველაფერს. აჯაფსანდალსაც კი არ უხდება ზედმეტი ინტერპრეტაციები არათუ ხინკალს |
Posted by: herakle 18 Mar 2021, 19:48 |
მოკლედ რაც პანდემიის მეორე ტური დაიწყო მის მერე არ ვყოფილვარ არცერთ სახინკლეში, სახლში მოტანილი კი ბატონო, მაგრამ ადგილზე რომ შეჭამ სულ სხვა გემო აქვს 2 დღის წინ ვიყავი თელავის ზოდიაქოში, არ ვიცი მე მომეჩვენა თუ მართლა მასეა , ერთერთი საუკეთესო იყო რაც კი როდისმე მიჭამია, |
Posted by: Besa 18 Mar 2021, 20:01 |
J_E_N_K_O გაამოს მეგობარო როგორც გაგეხარდეს ისე გააკეთე. |
Posted by: Camel 18 Mar 2021, 22:10 | ||
sham
წერტი. |
Posted by: Amigo-Amo 19 Mar 2021, 10:21 | ||||
წერტი ძალიან მაგარია მართლაც. არამხოლოდ პილმენის თემაში, ზოგადად, პროდუქციაში; 100% ნატურალური პროდუქტი აქვთ, საკუთარი წარმოებით; პანდემიის პერიოდში იმდენად მივეჩვიეთ სახლში მომზადებული ხინკლის ჭამას (მანამდეც ვაკეთებდით, თუმცა, ასეთი სიხშირით არა რა თქმა უნდა), რომ სარესტორნო ხინკალი "აბრატკას" მაძლევს უკვე |
Posted by: toyota12345 22 Mar 2021, 10:53 |
belimbor საბუე რო დაწერე დამაინტერესა და მაგათ ფეისბუქ გვერდზე შევედი. ძალიან ბევრი კომენტარი იყო აღფრთოვანებული ხალხის და ყველა აქებდა... გუშინ დოლიძეზე მოვხვდი და ვიყიდე მართლაც რომ გაასწორა საკაიფო პელმენია.. 1 კილოიანი 14 ლარი ღირს, არაჟანს მოასხავ და ნეტარებაა მაგარია რა.. |
Posted by: მამაო ენუქი 22 Mar 2021, 16:54 |
დღეს გავიარეთ ჩხაკუნასთან, ხინკალი დიდი ვერაფერი, მარა მწვადი აქვს ისევ ისეთი, თითებს ჩააყოლებ |
Posted by: toyota12345 22 Mar 2021, 18:35 |
მამაო ენუქი მანდ ხინკალი არც არასოდეს არ ვარგოდა.. ველოდები ამინდები რო გამოვიდეს მგონი შენ დაწერე ადრე გია უბედურსკი ჩარგალშიო.. მაგრამ გზა არ ვიცი მაქეთ როგორია. თუ ცუდი გზაა ვერ გავაფუჭებ მანქანას ხინკლის გამო. |
Posted by: მამაო ენუქი 22 Mar 2021, 20:04 |
toyota12345 მე არ ვყოფილვარ კაი ხანია და ნორმალური გზა არისო ამბობენ, ეხლა ამ თოვლებმა თუ არ გააფუჭა. |
Posted by: GEORGEXIII 4 Apr 2021, 00:34 |
ეჰ როგორ დაეტყო ამ თემას... კაფეეების და რესტორნების დაკეტვა |
Posted by: nutria-113 4 Apr 2021, 00:44 | ||
მამაო ენუქი
ჩხაკუნასთან მწვადი და ხანდახან ხაშლამა, სხვას აზრი არ აქ. მწვადზეც ძან არ უნდა დააგვიანო, თორე მერე მოიკოჭლებს მერე ნაჭრები. პ.ს. მწვადი გესაუბრება ისეთია, მიმიშვა ახლა... |
Posted by: Amigo-Amo 4 Apr 2021, 02:53 |
ხვალ უნდა დავადგე თბილისის ზოდიაქოს. ოღონდ მხოლოდ საფირმო შემწვარს ავიღებ , თელავური დიდად აღარ დამევასა ამ ბოლო დროს ცოტა გააფუჭეს. |
Posted by: FranziskanerWeissbier 4 Apr 2021, 07:42 |
Amigo-Amo საფირმო შემწვარი ძაან გემრიელი იყო მართლაც, იმ დღეს გავსინჯე და კაი რამეა |
Posted by: მამაო ენუქი 5 Apr 2021, 17:12 |
nutria-113 მე ისეთ დროს დავდივარ ხოლმე მანდ ნეკნები სულ აქვს, ძირითადად მწვადზე დავდივარ იასნია, შიგადაშიგ ბადექონსაც ვიღებთ, მამენტ ყველიც ნორმალური აქვს. |
Posted by: belimbor 5 Apr 2021, 17:25 |
დიდი ხანია ხინკალი არ მიჭამია. გუშინ დიღომში ვიყავი და კახელებში შევუკვეთე, წავიღე. აი ნეტარებაა რა მაგათი ხინკალი, ფასის გარდა უმაგრესი და უგემრიელესი იყო |
Posted by: მამაო ენუქი 5 Apr 2021, 17:31 |
belimbor კიდე 2 ლარი ღირს, თუ გააძვირეს უფრო ? |
Posted by: fermina 5 Apr 2021, 18:19 |
წლის ხინკლის აღმოჩენა - გოდეს საკალმახე კავთისხევში. თევზი ხო ძალიან გემრიელი აქვთ და ხინკალიც ძალიან მაგარი ჰქონიათ. სიტუაციაა ნუ ძალიან ლამაზი ადგილია, ტირიფებით და მდინარით, მაგრამ ტაშ-ფანდურა, ზურნა და დუდუკი ყოველთვის არა ოღონდ, ალბათ როცა ვინმეს ღონისძიებაა, მაშინ მღერიან ვიღაც უნიჭო ტიპები საშინელ სიმღერებს. ფასი - 1 ლარი, მაგრამ დიდებია https://www.facebook.com/godessakalmaxe |
Posted by: მამაო ენუქი 5 Apr 2021, 18:24 |
fermina ვა, რა მაგარი ადგილია, ვეწვევი აუცილებლათ, კომენდანტის მერე, სასმელი უვარგათ თუ იცი ? |
Posted by: fermina 5 Apr 2021, 18:31 | ||
მამაო ენუქი
სასმელზე აზრზე არ ვარ, ღვინოს გულისხმობ? ჩვენ ხინკალს ლუდს ვაყოლებთ ხოლმე, სხვა რამეს მე არ ვსვამ და თან ძირითადად მანდ ვუკვეთავთ ხოლმე და სახლში აგვაქვს ხოლმე იქვე აგარაკზე და სახლში მივირთმევთ, ასე რომ მანდ სასმელი არ ამიღია არასოდეს. თუმცა რამდენჯერმე იქვეც ვისადილეთ და საჭმელი მართლა ძალიან გემრიელია ყველაფერი, პანდემიამდე ფასები იყო აი რასაც ქვია მინიმალური, არ დაიჯერებ ისეთი იაფი. საკუთარი მეურნეობა აქვთ, თევზი ძალიან ძალიან გემრიელი, ყველანაირი ტბორის თუ შმორის გემოს გარეშე, ასევე ხინკალი გავსინჯეთ და ძაან კარგია, სხვა არ ვიცი, სტანდარტული მენიუ აქვთ რა. ისე კომენდანტის პერიოდშიც რა, მართლა 35 წუთია თბილისიდან. |
Posted by: მამაო ენუქი 5 Apr 2021, 18:40 |
fermina კი, ღვინო მაინტერესებდა, არა უშავს წავიღებთ |
Posted by: fermina 5 Apr 2021, 18:49 | ||
მამაო ენუქი
ქართლში კი იციან ისე კარგი ღვინოები მანდ ძირითადად ჩინური და გორული ალბათ.... უნდა ვკითხო გოდეს, ერთი რა ღვინო აქვთ, დამაინტერესა |
Posted by: MasterJC 7 Apr 2021, 14:44 |
2 ტონა -გლდანი 3 კაცი ვიყავით სამივეს მეტნაკლებად პრეტენზია გვაქვს რომ ხორცის თემა გვესმის. ხინკალიც. მწვადიც მომზადებაც ვიცით - ორმა მაინც ძნელია ცუდი თქვა და უფრო ძნელი -კარგი ხინკალი მხოლოდ მწვანილიანია. გემო არის რა. ძალიან ჩვეულებრივ ქალაქურ ხინკალს რომ აქვს ისეთი. ვიზუალურად ნორნალურად გამოიყურება. თავად ხორცი დაფხვნილივით იყო. ფერმის ხორცს აქვს ეგეთი სტრუქტურა ფარშად რომ გაატარებ. ვინც არ იცის ხინკალი, მგონი იმედგაცრუებული არ დარჩება მწვადი -ბევრი ხახვი. ბროწეული. შემწვარი. ძვლიანი. 4 ნაჭერი იყო მგობი სულ დავამატებდი მენიუში უძვლო მწვადს და უმწვანილო ხინკალს მრავალფეროვნებისთვის მაინც. და ოდნავ პატარა ნაჭრები ყოფილიყო და ცოტა დიდი პორცია უკეთესი იქნებოდა. ვიზუალჯ არ უვარგოდა ამ მწვადს გემოც არის რა. არც იქით და არც აქეთ ბევრად მეტის მოლოდინი რომ გვქონდა შეიძლება მაგისი ბრალიცაა |
Posted by: მამაო ენუქი 7 Apr 2021, 14:47 |
MasterJC მწვადი თუ გინდა ჩხაკუნასთან ჭამე, ეხლაც იქიდან მოვდივარ, ცოტა შორეა ვიდრე გლდანი მარა ღირს |
Posted by: toyota12345 9 Apr 2021, 12:12 |
თბილისის ზოდიაქომ გამოასწორა ხინკალი თელავური ანუ მთიულური რა. ბოლოს არ მომეწონა რაღაც ზედმეტი სუნელი ჰქონდა., რამდენიმე დღის წინ ბრატი მივიყვანე და გაუსწორდა მეც გამისწორდა. მწვადიც საკაიფო ქონდათ. ზოდიაქო ისევ ჩაჯდა ტოპში. |
Posted by: iosebovich 12 Apr 2021, 09:36 | ||||
მამაო ენუქი
რა ღირს ეხლა ჩხაკუნასთAნ მწვადი? კაი ხანია არ ვყოფილვარ. ერთი ეგა აქვს რაა, დანარჩენი არ ვარგა მანდ. * * * toyota12345
ძალიან კარგი. მიხარია. ზოდიაქო სულ ტოპშია, შეიძლება ზოგჯერ ჰქონდეს მცირე ჩავარდნა მარა მაინც ლიდერია, ფაქტია. |
Posted by: მამაო ენუქი 12 Apr 2021, 12:08 |
iosebovich 7,8,9 ლარი . |
Posted by: belimbor 12 Apr 2021, 13:12 |
ისე, ამ გადაცემას ვინც უყურეთ, ტურაშვილი ყოფილა ხინკლის კვლევის ასოციაციის წევრი. 46:42 ამ დროზე გადაახვიეთ, ფორუმზე ვერ ვსვამ პირდაპირ დროით 3 ადგილი ვიცი, სადაც ნამდვილი ქართული ხინკალი კეთდებაო. ამორამე და შემომეჭამა თქვა 2, მესამე აღარ ათქმევინეს. ძალიან საინტერესოა, რა განასხვავებს მათ ხინკალს სხვებისგან და მართლა საუკეთესოა? მაგ ორში არ მიჭამია ისე, მაგრამ ამ სიტყვების მერე ვაპირებ |
Posted by: toyota12345 12 Apr 2021, 14:44 |
belimbor ლაბაძის გამო არ ვუყურებ ამ გადაცემას მაგრად არ მევასება ეგ ტიპი. მქონია შეხება და პადობნი ჟმოტი და ნაწყლი პიროვნება იშვიათია. |
Posted by: iosebovich 12 Apr 2021, 14:53 | ||
toyota12345
ეტყობა კი რაცაა ზედვე ... |
Posted by: belimbor 12 Apr 2021, 15:03 | ||
ადრეც გაქვს ეს დაწერილი მე პირიქით, ძალიან მომწონს. შეიძლება ურთიერთობაში სხვანაირია, არ ვიცი. ამ შემთხვევაში, ხინკალზე რომ იყო საუბარი, იმიტომ დავლინკე. საინტერესო რაღაც თქვა ტურაშვილმა და გავაზიარე. |
Posted by: J4st5 12 Apr 2021, 15:03 | ||
ამო რამეს ხინკალი მიჭამია და რავი აბა რა ვტქვა ეს რა ვჭამე ტქო დაჟე ბევრ სვხაგან უფრო მომწონებია შემომეჭამა სადააა ? |
Posted by: belimbor 12 Apr 2021, 15:25 | ||||
გამოკითხვის სიაშია: 5. შემომეჭამა (მცხეთის 8) მაგ ორიდან რომელიღაცაში არ ვიცი მხოლოდ შაბათობით აკეთებენ ხინკალს მგონი
ჰოდა მაგიტომ მაინტერესებს. რა განასხავებს ამ ორს/გინდაც სამს სხვებისგან. |
Posted by: მამაო ენუქი 12 Apr 2021, 16:32 |
მაგ KFC-ზე საზიზღრობა ამერიკაში მარტო რაღაც ბურგერი გავსინჯე, ნაგავია იმენა. |
Posted by: forumistvis 12 Apr 2021, 19:47 |
პური გულიანიში დიდი ბურგერი რომ აქვთ ეგ გაგისინჯავთ,? როგორია? |
Posted by: მამაო ენუქი 13 Apr 2021, 13:07 |
ამათი ხინკალი გაგისინჯავთ ვინმეს ? კახელებისაზე ძვირი ღირს https://www.facebook.com/rigidouqan/posts/625950544748049/ |
Posted by: toyota12345 13 Apr 2021, 14:09 |
მამაო ენუქი რა მაგარი სიძვირე ყოფილა მაგათთან. ხინკალს ალბათ იაპონური ხარის ბარკლისაგან აკეთებენ.. |
Posted by: Frankens†ein 13 Apr 2021, 14:30 | ||
belimbor
ამორამეში არ გამისინჯავს, მაგრამ შემომეჭამაში ყველაზე კარგი ხინკალი იჭმევა საქართველოში, რაც შეიძლება სადმე კვების პუნქტში ჭამო... და საერთოდ, მაგრად ილაპარაკა ხინკალზე. ეს ქალაქური ხინკალი ხინკალი არააო, გადააგვარეს საბჭოთა კავშირშიო... ყოველ ფეხის ნაბიჯზე სახინკლეები გახსნეს და ნამდვილ ხინკალს ცოდნა უნდა და ამ ქალაქური ხინკლის გაკეთება ყველას შეუძლიაო. თელავში ვიყავი წინა კვირას, კახური შოთი მომინდა და ნახევარი თელავი შემოვიარე და ძლივს მივაგენი, ყველგან თბილისში რო ბანძი თონის პურები იყიდება, ისეთები იყო. იმ თონეშიც შეკვეთა მივეცი და 5-ზე მეტს ვერ ავიღებთო, წინასწარ გვიკვეთავს ყველა, ამოსული არაა იყიდებაო. მეთქი თუ ეგეთი მოთხოვნაა, ყველგან რო ბანძ ქალაქურ ლავაშებს აცხობენ, ესენი გამოაცხონ მეთქი და ცოდნა უნდა ამასო, ვერ აცხობენო... ეგრეა ხინკალიც... ტურაშვილი კაი ტიპია ბაფშე, ღვინოზეც მასე ილაპარაკა, საბჭოთა კავშირს დაა##ა. გადააგვარეს ღვინის დაყენების ტექნოლოგიაო, ყველა წყალწყალა და შაქრიან ღვინოს აკეთებდა და კარგ ღვინოს ვერ დალევდი ვერსადო. ხო და ხალხი დაბალხარისხიანი შამპანურის სმაზე გადავიდა, ყუთებით ყიდულობდნენ და მაგიტო ქონდათ თავები დასიებულიო პ.ს. შემომეჭამას ხინკალ\ი არის სუპერ. ჩემი 98 წლის კახელი პაპა აკეთებს ზუსტად ეგეთს. ოღონდ კახეთში მარტო ღორის იციან და უგემრიელესია. ცომიც აუცილებლად სქელი უნდა იყოს, ეს ქალაქური ხინკალი არის ხინკლის გადაგვარება. |
Posted by: Fredo_Corleone 13 Apr 2021, 16:23 |
შემომეჭამა გავსინჯე და ძაან მაგარი ხინკალია რა. ეხლა რო მკითხო რომელი ჯობიაო ვერცერთი ვერ ჯობს მგონი. 1. შემომეჭამა 2. დაფნა 3. კლიკე ესაა ცემი სამეული |
Posted by: რუსა_ 13 Apr 2021, 16:50 | ||
ამო რამეს ხინკალს შემომეჭამა ჯობია. რაც გამისინჯავს მათ შორის ყველაზე კარგია შემომეჭამას ხინკალი. ორივეგან ხარისხიან პროდუქტს იყენებენ, ცომი და ვიზუალი ამო რამესი ჯობია მაგრამ შეზავება შემომეჭამას უკეთესი აქვს. ზოდიაქო ახსენეს აქ და საქონლის ხორცის ხინკალი გატენილი იყო ქონდრით. შერეული რომელიცაა უამრავი ხახვი ჰქონდა და საფორმო ჩებურეკია ხინკლის ფორმაზე რაა. ნადუღის კარგი იყო იმდენი აქეს, სპეციალურად წავედი მანდ გასასინჯად )) მაგრად არ მომეწონა. |
Posted by: Harrison Stafford 13 Apr 2021, 16:50 |
და შემომეჭამაში რა ღირს ხინკალი ?? ეღირება 1.2₾ აგერ დიდ დიღომში 0.95 გახადეს 1 თთვეა აღარ გამომიღახებია შეიძლება კიდე გააძვირეს |
Posted by: iosebovich 13 Apr 2021, 17:58 | ||
Harrison Stafford
ეგრე ღირს კი. და არის პელმენნის ხელა ზუსტად. 10 ცალი ერთ ზაკუსკის თეფშზე ეტევა რაა. მარა უწი პუწიი, ვაკეე, სვეწკობაა და თხილის ხელა ხინკალი. |
Posted by: Harrison Stafford 13 Apr 2021, 18:06 |
iosebovich ნუ ისანი ბაზარია ვაკე და ლარიოცი მეთქი ბიძაშვილს გავუვლი და გავალ ისევ ძველი დუქნისას მივაწვები ცოტა ცომი არ მომწონს მარა ხორცი ხოშიანი აქვთ თუმცა ესეც დააპატარავეს ამ იდიოტ დროში 5 ლარიც რო გახდეს ხინკალი არ გამიკვირდება |
Posted by: belimbor 13 Apr 2021, 18:17 | ||
კი კი ძალიან კარგად ილაპარაკა ყველაფერი. უბრალოდ თემა აღარ გავაოფე. ძალიან მომეწონა მისი ნააზრევი და ლოგიკაც ხინკალთან დაკავშირებით. შემომეჭამას გავსინჯავ აუცილებლად. რაც შეეხება კახურ ე.წ. შოთებს(დედას პურს), მაგაზე გემრიელი პური თონიდან არ ამოდის, მაგრამ თელავიდან თბილისის გზაზე ლამის თონესთან გავაჩერე და მარტო ერთგან ვიშოვე ძლივს. ისიც ვიღაც ბაბუს მიჰქონდა და დავინახე ერთი 2-3 წლის წინ სპორტის სასახლესთან ვმუშაობდი და მაკდონალდსსა და სპორტის სასახლეს შორის არის კვერნაძის ქუჩა, მანდ ჩაყოლებაზე საცხობები და თონეა და იქ იყიდებოდა უგემრიელესი კახური შოთები 1 ლარად. ქალი აცხობდა. ახლა არ ვიცი ისე არის თუ არა. აი სადღაც აქ: https://www.google.com/maps/place/41%C2%B043'09.1%22N+44%C2%B046'48.6%22E/@41.7191932,44.7796042,19z/data=!3m1!4b1!4m5!3m4!1s0x0:0x0!8m2!3d41.7191922!4d44.7801514 რუსა_ მგონია, რომ მდედრობითი სქესის ხალხისთვის ცოტა ოღრაშულია ზოდიაქოს ხინკალი ხახვის და სუნელების თემა კიდევ მით უმეტეს სუფთა გემოვნების ამბავია. საფირმო მეც ისე რა მომეწონა, თუმცა საკმაოდ კრეატიულია პირდაპირ შეწვა. ნადუღის ხინკალი კიდევ ერბოსთან ერთად ცხონებაა |
Posted by: რუსა_ 13 Apr 2021, 23:15 | ||||
belimbor
საფრონცკაოდ არ ვყოფილვარ პროფესიული ინტერესი მქონდა და მივედი. რამდენიმე კრიტერიუმს ვუყურებ : ვიზუალი, ( ცომის სისქე, მოხვევა, ადექვატური ზომა, სიპრიალე და ა.შ) წვენის რაოდენობა და რაც მთავარია გემო. პირადად მე უმწვანილო ხინკალს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ მწვანილიანსაც არ ვიწუნებ თუ დანარჩენი კარგია. ზოდიაქოს ხინკალს ვიზუალი კარგი ჰქონდა და ნადუღის კარგი იყო ნამდვილად.
კი მაგრამ არის რაღაც გარკვეული წესები. მაგალითად ხახვმა და ქონდარმა არ უნდა გადაფაროს ხორცის გემო :დ ობიექტურად შემომეჭამას ხინკლის ცომი ხელით დამუშავებულის პირობაზეც კი ცუდია, მაგრამ შეზავება იციან |
Posted by: iosebovich 14 Apr 2021, 09:46 |
ჰეჰ სამახარობლო გვეკუთვნის. ფასანაური როა ქსელი, თბილისსი,წიპა რესტორნის , ხინკალი გაუხდიათ 1.30 ლარი . იცოცხლე დავახურე ზევიდან ყველაფერი. ისედაც აღარავინ დადის და ამხელაზე აძვირებთ თქოო? რო არ დადის არავინ მაგიტომ გავაძვირეთო |
Posted by: Trump 14 Apr 2021, 10:57 |
პანორამადან წამოვიღე ხინკალი რამდენიმე დღის წინ და ისევ გადასარევი იყო. |
Posted by: Frankens†ein 14 Apr 2021, 12:31 | ||||
გასაძღომად თუ უყურებ სახინკლეს, ხო და შემომეჭამას პატარა 10 ხინკალი ბევრად მირჩევნია ზოდიაქოს დიდ 15 ხინკალს... და სვეცკობა რატო, რახან გემრიელია? თუ რახან ვაკეშია... და 10 ხინკალი როგორაა ცოტა, საკაიფოდ დაანაყრებს ადამიანს. არც პატარა არაა, იმ ზომისაა ზუსტად, როგორი ზომისაც უნდა იყოს ხინკალი. სად იყო შემომეჭამა და სახინკლეებიც თითზე ჩამოსათვლელი იყო თბილისში, სოფელში მაგ ზომის ხინკალს აკეთებდა სულ პაპა, გადმოცემით რო ქონდა ნასწავლი ხინკლის კეთება... უბრალოდ ძაან გემრიელია შემომეჭამას ხინკალი და არ გყოფნის გემოს პონტში თორე 10 წუთის მერე ხვდები რო ის 10 საკმარისი იყო... ეგ ზოდიაქოს, ელდეპოს და სხვა ქალაქური ხინკლებია დიდი ზომის, გადაგვარებული... ერთ-ერთი ეროვნული კერძია ჩვენი ხინკალი და ამ ნამდვილი და ქალაქური ხინკლის შედარება ისეა, ღვინის სამშობლოში ქვევრის ღვინო რო მიივიწყო და ცისტერნაში ევროპულად უდედოდ დაყენებულ ღვინოებზე გადახვიდე... ღვინოს ეშველა ცოტა, მიხვდა ბევრი რა არის საჭირო და დაიწყო ბევრმა ნამდვილი ღვინის დაწურვა. 20 წლის წინ ვერ იყიდიდი ნორმალურ ღვინოს... იმედია ხინკალზეც მასე იქნება... |
Posted by: მამაო ენუქი 14 Apr 2021, 12:38 | ||
Frankens†ein
კი , არის უკვე 1-2 ადგილი სადაც ღვინო არ მიმაქვს როცა მივდივართ |
Posted by: Trump 14 Apr 2021, 12:55 | ||
მამაო ენუქი
მაგალითად? კაი ყურში მითხარი ჯანდაბას,.. |
Posted by: მამაო ენუქი 14 Apr 2021, 13:01 |
Trump ინფორმაცია, ფული ღირს |
Posted by: MasterJC 14 Apr 2021, 13:12 | ||
სტუდენტობისას ვიყავით "შემოიხედე, გენაცვალე"-ში. სასმელი არ შეგვატანინეს. ყველამ არაყი აიღო, ქალიანა-კაციანა მე და ერთმა ღვინო მოვითხოვეთ, თითო ჭიქას მოვწრუპავთ, რა უნდა გვიყოს-თქო 3 დღე ლექციებს არ დავსწრებივართ, კინაღამ დაგვხოცეს შობელძაღლებმა |
Posted by: Frankens†ein 14 Apr 2021, 13:20 | ||||
ვითომ ძერსკ რესტორნებში ძველ დროს ღვინის შეტანა არ შეიძლებოდა ბევრგან, არადა საზიზღარი ღვინო ქონდათ თვითონ. მაგრამ შეიძლებოდა რაღაც პროცენტი გადაგეხადა და შეიტანდი შენ ღვინოს ორმაგად ხეირობდნენ, თავიანთი დასპირტული ღვინო არ უთავდებოდათ და არაფერში იღებდნენ ფულს ერთი მახსოვს წისქვილში არ შეგატანინებდნენ ღვინოს არაფრის დიდებით. 10+ მეტი წლის წინ, რესტორნები რო მოდაში იყო მანდ დავდიოდით ხოლმე ხშირად საქეიფოდ თანამშრომლები. არცთუ იშვიათი კლიენტები ვიყავით და თან ვთანამშრომლობდით, ჩვენთან იყვნენ დაზღვეულები და მტკვრის ერთ-ერთი ადიდებისას კაი მაყუთი გადავუხადეთ და ჯიგრულად იყვნენ და რაღაც შეღავათებს გვიკეთებდნენ, მაგრამ ღვინოს ვერ შეგატანინებთ, მარტო ჩვენი ღვინოო. მაგრამ კაი ღვინო კი ქონდათ. ევროპული ოღონდ... |
Posted by: მამაო ენუქი 14 Apr 2021, 14:14 |
Frankens†ein წისქვილში ჩამოსასხმელი ღვინო რაც მე მახსოვს სადღაც 15 წლის წინ ქონდათ წინანდალი, მერე ბოთლის იყიდეობდა მარტო. |
Posted by: Frankens†ein 14 Apr 2021, 14:28 | ||
მამაო ენუქი
სადღაც 2009-2010 წლებზე გეუბნები მე. ჩამოსასხმელი ქონდათ. დასალევად კარგი ღვინო იყო, დალევითაც მიდიოდა და არც მეორე დღეს გისკდებოდა თავი... უბრალოდ ქართულად დასალევი ღვინო იყო, უფლის დიდებით რო იწყებ და სალოცავებით ამთავრებ მასეთი დალევისთვის ბოკალში რო დაგესხა და მოგეწრუპა, მასე განსაკუთრებული არაფერი. ბოთლის ღვინოებიც ეხლა დაიწყეს ბოლო წლებში მცირე მეღვინეებმა კაი ღვინის ჩამოსხმა გაყიდვა. 10-15 წლის წინ სად იყიდიდი კარგ ბოთლის ღვინოს, თელიანი ველის და ეგეთების ბანძ ღვინოებს მიქონდა ბაზარი.. ძაან ცოტა თუ იქნებოდა ნორმალური ბოთლის ღვინო, ნორმალურ ფასად... |
Posted by: მამაო ენუქი 14 Apr 2021, 14:43 | ||
Frankens†ein მერე ვინ ამბობს კაი ღვინო იყიდებოდაო მანდ ერთხელ კოტეხის რაღაც ქარხნის ღვინოზე დავთვერით 2 დღიანი პახმელია გვქონდა ყველას
ეგაა პრობლემა, არა ადეკვატური ფასები აქვთ ჩვენთან ბოთლის ღვინოებს. |
Posted by: Frankens†ein 14 Apr 2021, 14:57 | ||||
მამაო ენუქი
დიმედროლიანი ღვინოები იყო, პახმელიისთვის ლოდინი არც იყო სჭირო, რო სვამდი პროცესში გატკიებდა თავს
უკვე არის, ნელ-ნელა შემოდის... ბოთლი 40-50 ლარი რო ღირს კარგი ღვინო, შეიძლება ძვირია, მაგრამ ადეკვატურად ძვირია, თუ ხარისხია კარგი... იტალიაში 5 ევრო რო ღირს იაფი ღვინოები, ეგ ღვინო ახლოსაც ვერ მოვა რომელიმე პატარა მეღვინეობის ჩამოსხმულ 40 ლარიან ღვინოსთან... თელიანი ველს და ბადაგონს კი აქვთ იაფი ღვინოები, 10-15 ლარად... 8000 მოსავლის საიტზე შევედი და მაგ ფასში, რაც დავწერე, ჭოტიაშვილის ღვინო მეცა თვალში, გასინჯული მაქვს თან - https://8000vintages.ge/qvevri/qvevritetri/sawnaxelikisi2016/ ვერც ერთი 15-20 ევროიანი ღვინო ახლოსაც ვერ მოვა ამ ღვინოდან. ყველა 15-ევროიანი ღვინო არ მაქვს გასინჯული, მაგრამ რაც მაქვს დაბალფასიანი ებროპული ღვინოები გასინჯული, იქიდან გამომდინარე ვამბობ... აგერ ესეც, ჩემი შინაურების ღვინოა და ცოტას წავარეკლამებსავით https://8000vintages.ge/qvevri/qvevriwiteli/martaliwine-saperavibio2017/ ახაშენის საფერავია, ქვევრის, ბიოსერტიფიკატით, შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის გარეშეა მოყვანილი, ყველა საერთაშორისო წესის დაცვით, ოფიციალური ბიო... 58 ლარი ძვირია, მაგრამ ადეკვატური ფასია ამ ღვინისთვის. შხამ-ქიმიკატების მაგივრად ორგანული სასუქით შეწამლვა და მერე კიდე სხვა პროცესები უფრო მეტი ხარჯია, მოსავალიც ნაკლები მოდის და მასე ღირს/// მაგრამ ევროპაში რო გაიტანენ (პანდემიამ შეაჩერა მოლაპარაკებები), 80-00 ევრო მაინც ეღირება იქ... |
Posted by: Trump 14 Apr 2021, 15:03 | ||
Frankens†ein
ამაში გეთანხმები. ბევრი ქვეყნის ღვინო გამისინჯავს ნუ 79-77 ფრანგული მოსავლებს არ ვგულისხმობ ჩვენი ქვევრის ღვინო ყველას მირჩევნია, ოღონდ თეთრი, შეიძლება გემოს რეცეპტორია შეჩვეული.. რაც შეეხება ხინკალს.. მე პირადად მიყვარს რესტორნის ხინკალი, ბევრი წვენით და თხელი ცომით. ამ ფასაუნარის დაჭყლეტილ, მძიმე ხორცის ხინკალში სოკი არალი |
Posted by: iosebovich 14 Apr 2021, 15:06 | ||
Trump
ეგეთ მიყვარს მეც. გეთანხმები იმათში წვენი ცოტაა და ცომიც ხელზე რო მეკრობა ვერ ვიტან რაა. სახლში კიდე ასატანია. |
Posted by: Frankens†ein 14 Apr 2021, 15:06 | ||||
ეგ გემოვნების ამბავია. სინამდვილეზე ვამბობ მე. ნამდვილი ხინკალი რა არის და სახინკლეების 1%-შიც რო არ აკეთებენ ნამდვილ ხინკალს. თორემ ბევრი ადამიანი ვიცი ნაღდი ქვევრის ღვინო რო არ უყვარს, ქართული ღვინის მუღამი რაცაა და ევროპულად დაყენებულ ღვინოს არჩევს. გემოვნებაზე ვერ იდავებ, მაგრამ ადგე და ქვევრის ღვინო დაივიწყო საერთოდ და ევროპულს მიაწვე, ადვილად ისმევაო, არაა სწორი... |
Posted by: მამაო ენუქი 14 Apr 2021, 15:14 |
Frankens†ein ეგ დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გიყვარს ღვინის მიღება მე ღვინოზე მიყვარს ქეიფი, ეგრე ქეიფს კიდე ჩვენი ღვინო უხდება, იშვიათად რო ღვინოზე ტრაკში პერო გავიკეთო, ეგეთ შემთხვევაში 8000 მოსავალში ვწრუპავ ხოლმე |
Posted by: Trump 14 Apr 2021, 15:14 | ||
Frankens†ein
კი ბატონო. ნამდვილი ხინკალი არის მძიმე, რო ჩაკბიჩავ უსიამოვნო სუნით,ნაკლები წვენით, სქელი ცომით. მაგრამ ნამდვილი ეგ არის. |
Posted by: მამაო ენუქი 14 Apr 2021, 15:17 |
თქვენ რო გისმინოთ ხალხმა ნამდვილი ხინკალი უგემურია |
Posted by: Frankens†ein 14 Apr 2021, 15:30 | ||
Trump
ნამდვილი ღვინოც ეგ არის, მძიმეა, ქვევრის გავლენით პირს გიშუშხავს, არ მიდის წყალივით მაგრამ ნამდვილი ეგ არის რა რას იზამ თორე უდედოდ ცისტერნაში დაყენებული ღვინო ჯობია დედაზე ქვევრში დაყენებულს, როგორც თხელცომიანი და ბევრწვენიანი ხინკალი ნამდვილ სქელცომიან და ცოტათი წვნიან ხინკალს. უსიამოვნო სუნს რაც შეეხება, სადმე გაფუჭებული ხორცით გაკეთებული ხინკალი თუ გაჭამეს და ესაა ნამდვილიო, არ ვიცი, თორე რა უსიამოვნო სუნი აქვს ნამდვილ ხინკალს. მტკიცედ მოზელილ ცომს აქვს რამე სუნი? თუ პატარა კუჭს შეიძლება ხორცს ქონდეს ხორცის სუნი, ნამდვილი კარგი ხინკალი ახალი ხორცით უნდა გააკეთო და არა მაცივარში ნადები ჩალასავით ხორცით, არაფრის გემო რო არ აქვს... ხინკალს ხინკლის სუნი უნდა ქონდეს, ისევე როგორც მწვადს მწვადისა... ვიღაცას აქ გაზის მაყალზე შემწვარი მწვადი ერჩივნოს შეიძლება წალამზე შემწვარს, ბოლის სუნი აქვსო |
Posted by: მამაო ენუქი 14 Apr 2021, 15:53 | ||
Frankens†ein
ეგ არის მოუვლელ ჭურში დაყენებული ღვინო. |
Posted by: Trump 14 Apr 2021, 15:54 | ||
Frankens†ein
კარგი. ალბათ მარტო შენ იცი ამ ქვეყანაზე ნამდვილი ხორცი, ხინკალი და რესტორანი ჩვენ ვერ ვერკვევით გაფუჭებულ და ახალ ხორცშიც კი. |
Posted by: belimbor 14 Apr 2021, 16:10 |
Frankens†ein სხვათაშორის, აგროჰაბს აქვს ჩამოსასხმელი ღვინო ძალიან კარგი. ნუ ჩემთვის, არაპროფესიონალი ადამიანისათვის ძალიან გემრიელია ^_^ |
Posted by: Frankens†ein 14 Apr 2021, 16:40 | ||||||
ნამდვილი ხინკალი თუ სუნიანი(უსიამოვნოდ) გგონია, მაშინ მართლა ეგრეა belimbor
ვიცი, გამისინჯავს. ქართული დალევისთვის, ლიტრობით რო სვამ, არაა ცუდი, მსუბუქია... |
Posted by: Trump 14 Apr 2021, 17:05 | ||
Frankens†ein
ის ცხელი ოხშივარი რაც ამოდის ნამდვილი ხინკალიდან, სადაც ხორცი შერეულია - არ უნდა იყოს სასიამოვნო.. ესეც ტომ ფორდის სუნამო ხომ არ არის.. |
Posted by: MasterJC 14 Apr 2021, 21:06 |
Frankens†ein გრილ ბარში ვმუშაობდი. ღვინო გვქონდა ბოთლის უმეტესად უცხოელები მოდიოდნენ დასალევად ქარღველების დიდი ნაწილი რამე კამპოტს ეძებდა იაფიანს - იკანო ან ეგეთი ან ჩამოსასხმელი ღვინო თუ გაქვთო 2 ლარიანიო, ჩასახრჩობად კარგი ბოთლის ღვინო. კარგი საჭმელი და კარგი კომპანიონი დანაყრდებით ისაუბრებთ . დალევთ ნასიამოვნები დარჩებით ჩემი აზრით დუგლაძეებს არა უშავს. ბევრგან იყიდება. ძალიან ძვირიანიც არაა (უსახელოური კი დევს ბოთლი 120 ლარად,მაგრამ როცა მაჩუქეს და გავსინჯე ძალიან მომეწონა) უმეტესობა 20-40ლ ღირს მგონი და 2 ბოთლს ჯიბე როგორმე აიტანს 2 კაცზე და სუფრის ასაკლებად შინაური ღვინკც მაქვს. მძიმეა ტანკივით დდ |
Posted by: LIVE-76 15 Apr 2021, 23:58 | ||
Trump
აბა რას ამბობ... გრიბოედოვზე რომ ფასანაურია, იქ გასინჯე ქალაქური ხინკალი, მწვანილებით შეზავებული, უთხელესი ცომით და წვნიანი... ისეთი არომატი აქვს რომ რა დუხი რი სუნამო))... |
Posted by: Frankens†ein 16 Apr 2021, 11:11 | ||
ამაზე ლაპარაკობდა ზუსტად ტურაშვილი, ეგაა გადაგვარებული ხინკალი მწვანილს რა უნდა ხინკალში გლობალურად რო შეხედო, არაა პრობლემა, ვისაც როგორი უყვარს, ისეთი ჭამოს, მაგრამ ქვეყანაში კვების პუნქტების 1%-შიც რო არაა ნამდვილი ხინკალი და ხინკლის მოყვარულთა 1%-საც არ აქვს გასინჯული, ეგაა უბედურება... გემოვნებაც სადაოა, რასაც გაწვდიან, იმის მიხედვით გიყალიბდება გემოვნება... იმ კომუნისტების დროს თუ 90-იანებში არ აკლდა მუშტარი იმ წყალზე და შაქარზე დაყენებულ ღვინოებსაც... |
Posted by: FranziskanerWeissbier 16 Apr 2021, 11:42 |
ქალაქური ხინკალიც მაგრად ასწორებს და უმწვანილოც კარგად იყოს მომზადებული და სულ ერთია, ორივე გენიალურია. ქალაქურის ხასიათზე უფრო ხშირად ვარ ხოლმე მე. შემომეჭამას ხინკალიც მომეწონა, კარგი იყო. ზოდიაქოც კარგია თავის თემაში. წერეთლის კასუმლოს ხინკალიც ასწორებს ხანდახან. პაულანერ ბრაზერჰუდს ჰქონდა ერთხანს აი ძაან მაგარი ხინკალი, მაგრამ ახლა არ ვიცი როგორია. ყველაზე ბანძი ხინკალი რაც მიჭამია, იყო ტიფლისი ასეთი რესტორანი ვაკეში, აი თითქოს ყველაფერი ჰქონდა და ხორციც ნორმ, მაგრამ ისე უაზროდ იყო შეზავებული რომ არაფრის გემო არ ჰქონდა თითქოს. +ველიამინოვში წლების წინ ბოლოს რომ ვჭამე, ცარიელი ცხიმი იყო |
Posted by: iosebovich 16 Apr 2021, 12:15 | ||
FranziskanerWeissbier
მანდ არასოდეს მიხვიდეთ. სრული საწამლავია რაა. ან როგორ არ რცხვენიათ ქალაქის ცენტრშია და უსაზიზღრესია რასაც ჰქვია. ზოდიაქო ზოგჯერ ჩავარდნებით მაინც სტაბილურად კარგია. შემომეჭამა დავწერე უკვე რაც არ მომწონს. აი ფასანაურმა რო 1.30 ლარი გახადა ხინკალი ეს უკვე სრული პიზდეცია და მანდ ფეხის დამდგმელი არ ვარ რაა ... |
Posted by: belimbor 16 Apr 2021, 14:41 |
iosebovich ეგრე კახელების ხინკალი 2 ლარი ღირს მაგრამ ძალიან კარგია. აი ვიცი რომ ძვირია უზომოდ, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაგრად ასწორებს |
Posted by: მამაო ენუქი 16 Apr 2021, 15:13 |
საერთოდ პირველი ხინკალი იქნებოდა უხეში ცომით, არა წვნიანი და რომელიღაც კონკრეტული ხორცით, სხვა ყველა ხინკალი ხინკალი არ არის ზნაჩიტ |
Posted by: toyota12345 17 Apr 2021, 01:41 |
ბათუმის ცნობილი ფიროსმანის ხინკალი გაიტესტა. კარგი იყო მაგრამ თბილისში ზოგ ადგილას უკეთესიც მიჭამია.. ვერ ვიტყოდი რომ გადავირიე. ფასი 1 ლარი და ზომა სტანდარტული იყო არც დიდი არც პატარა, ზოდიაქოზე ცოტა პატარა იყო მაგრამ ზოდიაქო ჯობია. ბათუმლებს რო ვკითხე ბათუმში ყველაზე მაგარი ხინკალი ფიროსმანში კეთდება ამაზე მაგარი ადგილი არ გვეგულებაო.. დარწმუნებული ვარ ჭეშმარიტი ხინკლის გემო მანდ უმეტესობას არ ექნება გასინჯული რადგანაც უკეთესი არ არის მანდ... |
Posted by: belimbor 17 Apr 2021, 12:29 | ||
ნამეტანი გყვარებია ხინკალი, თორემ ბათუმში რომ ჩავდივარ, აჭარულის, აჩმის და თევზის ბაზარში არსებული მრავალფეროვანი ასორტიმენტის გარდა არაფერს ვჭამ ეგ იგივეა, კახეთში ელარჯი შეუკვეთო |
Posted by: toyota12345 20 Apr 2021, 00:14 |
belimbor არ ვარ თევზეულობის მოყვარული. არადა ვიცი რომ სასარგებლოა მაგრამ ხორცისტი ვარ. თბილისთან ახლოს რამე კარგი ზავიდენია დაწერეთ სადაც ღირს ხინკლის გამო მისვლა. |
Posted by: belimbor 20 Apr 2021, 11:34 |
toyota12345 მეც მაგარი ხორცისტი ვარ, ყოველ მეორე დღეს მაინც უნდა ვჭამო, მაგრამ ბათუმში ნაჭამ იმ ორაგულს ვერ დავივიწყებ |
Posted by: kurt. 20 Apr 2021, 11:50 |
მერიასთან როა პინგვინები, სასწაული ხინკალი და სამზარეულო აქვთ |
Posted by: iosebovich 20 Apr 2021, 12:39 | ||
kurt.
კაი რაა. გაფიცებ მანდ გემრიელი რა ჭამე. ერთხელ ვიყავი მჟავე ელარჯი ჰქონდათ. იაფფასიანი ზაბეგალოვკაა . |
Posted by: kurt. 20 Apr 2021, 12:59 |
iosebovich ვხუმრობ რა თქმა უნდა თინეიჯერობისას დავდიოდით მანდ ბომჟი დაქალ/ძმაკაცები კატლეტი და სალიანკა <3 |
Posted by: Frankens†ein 20 Apr 2021, 16:23 |
ზუსტად ასეთი ალუმინის სინი და ლუდის კათხა მაქვს სოფელში ყველა საბჭოთა ოჯახში იყო ალბათ, სოფლებში |
Posted by: მამაო ენუქი 20 Apr 2021, 16:50 |
კვირას ვჭამე ახუიტელნი ხინკალი, კახელებს რომ კონკურენციას გაუწევს ეგეთი, წითელი პილპილი, ძირა და ხახვით იყო შეზავებული, რამე კიდე თუ ქონდა მზარეულის სეკრეტი ხზ, ცომი ეგეთი დაახლოებით როგორც შემომეჭამას სურათზე, ნაკლებ წვენიანი ვიდრე სახინკლეებში, მარა ხორცის სტრუქტურა იყო შეკრული და უგემრიელესი პ.ს. ღვინოზე მშვენივრად მიდის ხინკალი, ლუდზე იმენა მკრეხელობათ მიმაჩნია |
Posted by: belimbor 20 Apr 2021, 17:00 |
Frankens†ein ოღონდ ეს სურათი არ მენახა ახლა მაგრად მშია. ეგ ალუმინის სინი მეც მაქვს, ასე 2-3 წლის წინ ვიყიდე. |
Posted by: toyota12345 20 Apr 2021, 18:21 |
მამაო ენუქი დაწერე ძმაო მერე ჩვენც გაგვანდე მისამართი მაგრად გევასება შენ ინტრიგების დატოვება. |
Posted by: მამაო ენუქი 20 Apr 2021, 18:32 |
toyota12345 რა უნდა დავწერო, კახელებს აქ ისე აგინებთ მაგათთან ნაკლები ფასები კი არ არის, ხოდა სად ვუსმინო ეხლა მე გინებას მეგობრის ზავედენიაა |
Posted by: Frankens†ein 20 Apr 2021, 19:18 | ||||
მამაო ენუქი
ლუდის შეურაცხყოფაა თუ ხინკლის
შემომეჭამას ჯობია? |
Posted by: მამაო ენუქი 20 Apr 2021, 19:24 | ||
Frankens†ein
გემოვნების |
Posted by: Frankens†ein 20 Apr 2021, 19:41 | ||||
ისე, ხინკალზე ლუდი არ მიყვარს. ღვინოც არ გამისწორდება. ხინკალი წვნიან საჭმელებში გამყავს და ლუდი და არაყი წვნიანთან არა... ლუდი ასწორებს ხორცთან - კანჭი, ძეხვეული... ხინკალზე არაყი მიდის ყველაზე კარგად... |
Posted by: მამაო ენუქი 20 Apr 2021, 19:43 |
Frankens†ein არაყს არ ვსვამ წლებია, მხოლოდ ლუდი, კონიაკი და ღვინო, და ამათში მარტო ღვინოსთან შეიძლება მაგის მიყოლება, ნუ იმ ლუდს ვგულისმობ რასაც მე ვსვამ |
Posted by: FranziskanerWeissbier 20 Apr 2021, 20:49 |
ფეიხოას ლიმონათი უხდება ხინკალს ====================================== |
Posted by: მამაო ენუქი 20 Apr 2021, 21:25 |
FranziskanerWeissbier კამპოტი ოღონდ, ყველაფერს უხდება და პახმელიაზე არის მისწრება |
Posted by: FranziskanerWeissbier 20 Apr 2021, 21:41 |
ხო კამპოტი როცაა კი და ისე ლიმონათიც მიდის ხოლმე მაგარი რამეა ეს ფეიხოა |
Posted by: Keti-Ket 20 Apr 2021, 23:04 |
მამაო ენუქი რიგი? მხოლოდ მაგათთან მეგულება კახელებზე უფრო ძვირი ხინკალი |
Posted by: Kvirila 21 Apr 2021, 08:36 | ||
რაღა დარჩა, |
Posted by: Trump 21 Apr 2021, 10:05 |
კოკა კოლას სასადილოში დადიხართ? ჯანქებში #1 ჩემთვის)) |
Posted by: მამაო ენუქი 21 Apr 2021, 10:42 |
Trump ეგ არსებობს კიდე ? კაი 15 წლის უკან ვიყავი ბოლოს Keti-Ket არა, მთლად ეგეთი სიძვირეც არ არის |
Posted by: Trump 21 Apr 2021, 10:46 |
მამაო ენუქი კი კაცო. კაი კატლეტი, კაი პიურე. დახლიდარი დგას ტომრებზე, შეუძახებს ხოლმე 3 კატლეტი გაუშვი და ერთი ხაშლამა |
Posted by: BeerLover 21 Apr 2021, 12:49 |
ამ ხინკალზე წერს მამაო |
Posted by: belimbor 21 Apr 2021, 15:37 |
BeerLover სახეზე უნდა ვიცნოთ? ობიექტი დაწერეთ |
Posted by: Frankens†ein 21 Apr 2021, 17:56 | ||
არაადეკვატურად ძვირია. ეგეთი ჩაბანძებულ ზაბეგალოვკაში 300%-იან ფასნამატზე არ უნდა მუშაობდნენ... https://www.facebook.com/watch/live/?v=325339865286670&ref=watch_permalink |
Posted by: Andy_Kaufman 21 Apr 2021, 17:56 | ||
+1 ვიდზე კარგი ჩანს ამ ბოლო დროს რესტორან ორთაჭალის ხინკალი რამდენჯერაც გავსინჯე ცუდი არიყო ..გადასარევი არაა მაგრამ ბევრსაც ვერ დაუწუნებ .. ოღონდ მთიულურს ვჭამ ხოლმე ქალაქური არვიცი როგორი აქვთ |
Posted by: iosebovich 21 Apr 2021, 18:04 |
სადაა ეგ ხინკალი და რა ფასი აქვს? 2.50 ლარი ? |
Posted by: kriketi-1985 22 Apr 2021, 22:55 |
ხინკალი ისე მიყვარს, ცუდი ხინკალი არასდროს გამისინჯავს |
Posted by: მამაო ენუქი 23 Apr 2021, 11:44 |
ნაღდათ არ ვიცი რა ღირს ხინკალი, სადღაც 1.5 ფარგლებში ალბათ, თვითონ ზავედენია არ არის იაფი მთლიანობაში თან ქალაქგარეთაა, უბრალოთ ჩემთვის სხვა ფასებია და თქვენი ამბავი რო ვიცი გადაუვლით |
Posted by: BeerLover 24 Apr 2021, 22:44 |
მამაო ენუქი არ ღირს საჯაროდ განხილვა მაგ ობიექტის თავის ფუნქციას იდეალურად ასრულებს ყველაფერი იდეალურია, ეგეთი გემრიელი სამზარეულო თბილისში არ ვიცი, მაქსიმუმ კახელებმა გაუქაჩონ |
Posted by: Master_Nick 24 Apr 2021, 23:20 |
BeerLover მამაო ენუქი საჯაროდ თუ არ წერთ ადგილს, ნაცნობობით პმ ში მაინც მომწერეთ მისამართი |
Posted by: BeerLover 24 Apr 2021, 23:36 |
Master_Nick შენ დააფასებ მაგ ადგილს ვიცი, ამიტომ არაა პრობლემა ერთადაც შეგვიძლია ვესტუმროთ |
Posted by: la reine 24 Apr 2021, 23:54 |
BeerLover მამაო ენუქი თქვწნ სულ სმა-ჭამაზე როგორ პოსტავთ ორი ლუარსაბი Master_Nick ♥ |
Posted by: BeerLover 24 Apr 2021, 23:58 |
la reine მარტო ჭამა-სმის განყოფილებაში ვპოსტავ და რა ვქნა აი მამაო პოლიტიკაშიც იგინება ხანდახან |
Posted by: la reine 25 Apr 2021, 00:24 |
BeerLover .................. |
Posted by: Master_Nick 25 Apr 2021, 17:12 |
la reine როგორ ხარ? ისე სულ მინდოდა შენთვის მეკითხა, ხინკალს არ აკეთებ? |
Posted by: donmixo777 26 Apr 2021, 15:25 |
დღეს გეახელით შემომეჭამას ხინკალი მშვენიერ მამეწონა * * * გამოვიძახე გლოვოთი ჩქარა მოიტანეს ცხელ- ცხელი ლარნახევარია ერთი ხინკალი აი 2 ლუკმაა ზუსტად მაგრამ გემრიელია |
Posted by: iosebovich 26 Apr 2021, 16:03 | ||
donmixo777
მდაა ... |
Posted by: Frankens†ein 26 Apr 2021, 16:12 | ||||
შემომეჭამას ხინკლის და სიტყვაზე ზოდიაქოს ქალაქურ ხინკალს შორის როგორი განსხვავებაა იცი? - ნაღდი კახური, თონეში შეშაზე გამომცხვარი პური რო შეადარო თბილისურ თონეების მოლავაშო მოშოთო პურს... კახური შოთი: ქალაქური შოთი: შემომეჭამას კახური ხინკალი: ზოდიაქოს ქალაქური ხინკალი: 2-3 კვირის წინ თელავში ვიყავი, დილას რო გავიღვიძე, თან გავისეირნებ და თან კახურ შოთს ვიყიდი მეთქი და ნახევარი თელავი შემოვიარე და ვერ ვნახე ვერსად. მერე ერთგან მიმასწავლეს და არ ქონდათ და წინასწარ შევუკვეთე, 1 საათში იქნება ოღონდ 5-ზე მეტს ვერ მოგყიდით, შეკვეთებიაო... ყოველ ფეხის ნაბიჯზე რო თონეებია გახსნილი, თუ ესეთი მოთხოვნაა რატო არ აცხობენ მეთქი და ამას ცოდნა უნდაო... ხო და თბილისს ვინ ჩივის და კახეთში ბანძ პურებს აცხობენ, მუცლის ამოსავსებს, გემოს რო ვერ ჩაატან... ეგრეა ხინკალიც. ყველგან ეს ქალაქური სტილის ხინკალია, ნებისმიერ პოვარს რო შეუძლია გააკეთოს. ცომსაც მანქანა ზელს, არადა ხინკლის მუღამი ხელით მტკიცედ მოზელილი ცომია... და იკარგება ნამდვილი გემო... ვაზის სამშობლოში წესიერ ქვევრის ღვინოს რო აღარავინ აყენებდა, წყალზე და შაქარზე რო აყენებდნენ ღვინოებს ლურჯ პლასტმაის "ბოჩკებში" და ნორმალურ ღვინოს ვერ იყიდიდი, ეგრეა ხინკალიც... |
Posted by: მამაო ენუქი 26 Apr 2021, 20:22 |
თბილისის ზოდიაქო ამასწინათ გავინჯე, საზიზღარი წვენი ქონდა, უვარგისი ბულიონები რო იყიდება იმისგან აკეთებენ ალბათ |
Posted by: toyota12345 26 Apr 2021, 23:19 |
რაც არ უნდა მაგარი ხინკალი იყოს მაგ პელმენი ხელა ხინკალში ლარ ნახევარს არ გადავიხდი პრინციპულად!! უნამუსობაა ტო განა რა უჯდება ხორცის ფასიც ვიცი და ყველაფრის. ზომა მაინც მოუმატოს... რავი ძმებო ჩემი აზრი ასეთია თქვენ ყველას ღმერთმა შეგარგოთ მაგრამ მე არ გავამდიდრებ მაგის მეპატრონეს... |
Posted by: Trump 27 Apr 2021, 12:05 |
Frankens†ein მართალ. კახური პური ბადიაურის გზაზე რაც არის, თელავში ვერ ვნახე ეგეთი -თონეზე ბევრია დამოკიდებული შაურმას არ ვჭამ მაგრამ, თელავში მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. თბილისში საბურთალოზეა რამდენიმე კაი კახური ერთი თარხნიშვილზე |
Posted by: belimbor 27 Apr 2021, 12:16 | ||
ერთი პერიოდი HB-ს ჰქონდა ძალიან კარგი ხინკალი, თითებს ჩაიკვნეტდი. მერე პოპულარობის გამო დააპატარავეს, დააპატარავეს, დააპატარავეს და ახლა კია მართლა პელმენის ხელა * * * Frankens†ein დაგილინკე მე შენ ზემოთ სადაც იყიდება კახური შოთი თბილისში Trump
ფრაიბურგი გასინჯე თუ ნამეტანი ოღრაში შაურმები არ გიყვარს და დააფასებ გემოს. |
Posted by: FranziskanerWeissbier 27 Apr 2021, 13:07 |
belimbor კი ძაან კაი იყო ჰბ ერთ დროს. ------------------------------------- |
Posted by: nutria-113 27 Apr 2021, 14:16 | ||
აჰა, 2015მდე ხშირად დავდიოდი. მერე წავიდა უკან-უკან. მერე სადაც სხვა ვაიცენები იშოვება, იქ ჰბ-სკენ აღარც გაიხედავ კაცი და დავიკიდე ხინკალიც და ლუდიც |
Posted by: FoolOnTheHill 27 Apr 2021, 17:25 | ||
ეგ ზომა-ფასის თემა აუცილებლად გასათვალისწინებელია შეფასებისას... მფლობელი თუ მაგ საკითხში ფულის კეთებაზე ორიენტირებულია, სხვა ასპექტებშიც მქასიმალურად შეეცდება ფული დაზოგოს, რომ მეტი დარჩეს... ჩემი გადმოსახედით, მაგ პელმენა ხინკლების მაქსიმალური ფასი 50 თეთრი უნდა იყოს, მეტი უკვე უნამუსობაა... |
Posted by: მამაო ენუქი 27 Apr 2021, 21:11 |
ვისთვის რა არის პრიორიტეტული, მე ლიჩნად საჭმელი თუ არ მომეწონა იქ მეორეთ მიმსვლელი არ ვარ სულ რო 5 თეთრი ღირდეს, ჯერ მარტო პროდუქტი რო აიღო მესტნი ახალი ხორცი ბევრად უფრო ძვირია გაყინულზე, მაგის გარდა კაი პოვარი, სერვირება, მომსახურება, გარემო ეგ ყველაფერი მაყუთია ცალკე. ჰოდა ვისაც რა უსწორდება იმაში იხდის ფულს იყო დრო კვირაში 3-4 ჯერ ვსვამდი, ეხლა თვეში ორჯერ ვსვამ, ზატო კაი ხარისხის სასმელს |
Posted by: donmixo777 27 Apr 2021, 21:19 |
გასაგებია და მისაღებია ჩემთვისაც ის რომ ხინკალი 1,5 ან 2 ლარი ძვირია ნამდვილად მაგრამ როცა გინდა, აი ხანდახან, ხანდახან შეიძლება მისცე თავს უფლება რომ დააგემოვნო შარშან ადრე გაზაფხულზე ვიყავი თელავში და ზოდიაქოს ხინკალი და ნადუღის ხინკალი ვჭამე, მართლაც მაგარი იყო, - განსაკუთრებით ნადუღის აი კარგი ხინკლის ჭამა თბილისში ცოტა გაჭირდება ვერასდროს ვერ მივედი თბილისის ზოდიაქოში, მაგათიც მაინტერესებს |
Posted by: beerbeer 28 Apr 2021, 09:44 | ||
აბსოლუტურად მართალი ხარ. ნაყიდი ცომით და ხორცით რომ იანგარიშო (თან დღგ-ს გადამხდელებისგან) თვითღირებულება 50 თეთრზე მეტი არ გამოვა. ტიპებს 1 ხინკალზე 1 ლარის ფასნამატი უდევთ. |
Posted by: Frankens†ein 28 Apr 2021, 10:33 |
ქართველებს არ გვიყვარს სხვისი შრომის დაფასება ხინკალი 50 თეთრი უნდა ღირდესო. მიდით, გახსენით სახინკლე, გააკეთეთ ნორმალური ხინკალი და დაადეთ 50 თეთრი ფასი, არ გამოგელევათ კლიენტი. მაგრამ არ გახსნით იმიტომ, რომ კაპიკების გამო არ გენდომებათ წელში გაწყდომა. სხვა უნდა გაწყდეს... |
Posted by: belimbor 28 Apr 2021, 11:37 | ||||
100% გეთანხმებით. კახელებზე რომ იძახიან სულ, რა ამბავია 2 ლარიო, ისე გაძვირდა ნედლი ხორცი, ეგენი მაგას აწვებიან და ხარისხიც უჭირავთ. მე ხანდახან ვაძლევ თავს უფლებას, მაგდენი გადავიხადო ხინკალში, რომელიც მომწონს. მით უმეტეს, მთლიანად სამზარეულო აქვთ გემრიელი და ზოდიაქოში ხინკლის გარდა ვერაფერს შეჭამ. ლეილას ხინკალს აქებენ ძალიან რეცეპტორში, ქისტი ქალია და სახლში აკეთებს, აგზავნის. ვინმეს დაგიგემოვნებიათ? |
Posted by: DeveloperX 28 Apr 2021, 11:44 |
ფასანაურის მომხმარებელი ვიყავი (გრიბოედოვის) და ბოლო დროს აღარ მომწონს. ზოდიაქოში არ ვარ ნამყოფი და გამოკითხვით აშკარად ლიდერობს. დღეს დავაგემოვნებ იმედია. |
Posted by: Andy_Kaufman 28 Apr 2021, 11:47 | ||
+1 ზოგადად ძაან ზედაპირულად ვაფასებთ ხოლმე ყველაფერს ... აი მარტო იმას რომ დავაკვირდეთ ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს როგორ გაუძვირდა მარტო დოლარის გამო და ამ ნიშნულის გამოც შეიძლება გაძვირება ხინკლის .. ვთქვათ ხინკლიდან რჩებოდა კაცს 1000 ლარი თვეში და ამით გულაობდა ეხლა მაგ ფულით მის ნახევარსაც ვერ გულაობს და თქვენ გინდათ იმან დაიკლოს და შენ გაგულაოს ... |
Posted by: beerbeer 28 Apr 2021, 13:24 |
ისე საერთოდ კაი მთქმელს კარგი გამგონე უნდაო იძახიან!! ,,ყბადაღებული" 50 თეთრი რომ გიჯდება და და ზევიდან 1 ლარს ამატებ ეგაა ღორობა, როგორც გინდა ისე ატრიალე!! რამდენიც გენებოთ იმდენი გადაიხადეთ მე მაგაზე არ ვიდარდო პ.ს. პოლონეთში ერთ ,,ქართულ" რესტორანში ხინკლის მენიუ ჰქონდათ 3 ცალი 18 ლარის ექვივალენტი ზლოტებში ღირდა (2 წლის უკან). რა იყო ვალი გაქვს მეთქი და კიო ბევრიო |
Posted by: DeveloperX 28 Apr 2021, 15:14 |
ვიყავი ზოდიაქოში და მშვენიალური ხინკალი ჰქონდათ. ნამდვილად ღირს 1,2 ლ. მეტსაც გადავიხდიდი. ქაბაბიც მომეწონა. |
Posted by: FoolOnTheHill 28 Apr 2021, 15:26 | ||
ზომა ფორმას არ გააჩნია? პელმენის ზომაზე დასულ ხინკალზე რომ 1.5 დაადებ ეგაა ღორობა, თორემ ადეკვატური თუა მასაში ვინ რას ამბობს? |
Posted by: მამაო ენუქი 28 Apr 2021, 15:47 | ||
belimbor
+ მაგას სასმელი თუ არ უვარგა იმ ზავედენიის დედა ვატირე, მე ლიჩნად საჭმელზე წინ სასმელს ვაყენებ. |
Posted by: Frankens†ein 28 Apr 2021, 15:58 | ||||
ჯერ ერთი არაფერი პილმენის ზომის არაა. ლარიანი ვაიხინკლის გულს რო შეადარო ამ ლარნახევრიანი ხინკლის გული, ალბათ ხორცის რაოდენობა ერთი იქნება, ეგ ლარიანი ვაიხინკალი ცომის და წვენის ხარჯზეა დიდი რო ჩანს. პლუს მაგას მაგ ლარიან ვაიხინკალში ცომს მანქანა ზელს, ამ 1.5 ლარიანში კიდე მეხინკლე ზელს ხელით, ცომის საზელი ვერ მოზელს ისეთ მტკიცე ცომს, როგორიც ნამდვილი ხინკლისთვისაა საჭირო. ანუ შრომაც მეტია. ასევე რო უკვეთავ, მაშინ იწყებენ ცომის გაბრტყელებას და მოხვევას და სულ სხვა გემო აქვს, განსხვავებით ვაიხინკლისგან, წინასწარ რო აქვთ გამზადებული და მაცივარში უდევთ... თუ ფასია მთავარი, მაშინ ეგ ლარიც არ უნდა გადაიხადო, ნახევარ ფასშია გაყინული ხინკლები. ლუდიც სიტყვაზე პაულანერი არაფრისდიდებით არ უნდა დალიო, ერთი კათხა რაც ღირს, მაგ ფასად 2.5 ლიტრიანი ზედაზენი მოგივა. გამოთვალე სახინკლე რო გქონდეს, რა დაგიჯდება ქირა, პერსონალის ხელფასი, კომუნალურები, სისუფთავის დაცვა, კარგი ხორცი/პროდუქტები... მოგებაც ხო უნდა დაგრჩეს რო გიღირდეს მუშაობა და მიხვდები რო იაფი ზავიდენიების დედა###### ყველასი. თუ ძვირის გადახდა არ გინდა, მაშინ სახლში გააკეთე და ჭამე, იაფიც იქნება, გემრიელიც და გეცოდინება რას ჭამ... მაფშალია რო იყო აღმაშენებელზე სიბინძურის ბუდე, რო იცი რა სიტუაციაში აკეთებენ საჭმელს, მანდ როგორ უნდა ჭამო... |
Posted by: მამაო ენუქი 28 Apr 2021, 16:10 |
Frankens†ein შენ ლესტამბერას ხინკალი უნდა გასინჯო დიდებია და ხორცით გამოტენილი |
Posted by: belimbor 28 Apr 2021, 16:16 | ||
იყო? ძმაკაცმა წამიყვანა ერთხელ მანდ, სტუდენტები დადიან მარტო და ცოდოა ეგ ქალიო. მეთქი აღმაშენებელზეა, ცუდი როგორ იქნება, ჰოდა მწვადში, ქაბაბში, აფხაზურაში, მე ლობიანი ვჭამე მგონი და 3 კათხა ლუდში 23 ლარი გადავიხადეთ. ანგარიში რომ მოგვიტანეს, პირი დავაღე. რისგან იყო გაკეთებული, ღმერთმა იცის |
Posted by: Frankens†ein 28 Apr 2021, 16:31 | ||||
მეც მაქვს ნაჭამი რამდენჯერმე, ელარჯზე და კუპატზე დავდიოდით ხოლმე ძველად. ბოლოს მახსოვს სახალხო კონტროლი როა იმათ გაატელევიზორეს, საშინელი სიბინძურე იყო სამზარეულოში და დაკეტა სურსატის უვნებლობის სააგენტომ თუ ვინცაა. მეპატრონე ჩიოდა, რო გავარემონტო და სისუფთავე რო იყოს, ფული უნდა მაგას და ამოღება ხო უნდა და გაძვირება მომიწევს საჭმლისო. და მახსოვს ხალხი აპროტესტებდა, გვკიდია სიბინძურე, იაფია და გახსენითო ერთი რესტორანი იყო/არის კიდე, გასაგები მიზეზების გამო სახელს არ დავასახელებ. მოკლედ ჩემს უბანთან ახლოს იყო/არის, ცნობილი იყო იმით რომ ძალიან გემრიელი ქონდათ ყველაფერი და ძაან იაფი. საქეიფოდ დავდიოდით ხოლმე. ხო და ერთ მშვენიერ დღეს სამსახურიდან მომიწია მისვლა დაზღვევაზე და ამ დასაზღვევი ქონების დათვალიერებისას, სამზარეულოშიც შევედი და გული თუ არ ამერეოდა არ მეგონა ყველაფერი უსუფთაოდ ეყარა, ჭუჭყიანი ტილოები, ბუზების ლენტები, ფარში წითელი ტაშტები რო იყო 90-იანებში, მაგაში... სამსახურიდან ვიყავი და არ მქონდა უფლება და ვერ გავაბაზრებდი საჯაროდ, მაგრამ უბანში კი დავაგზავნე ქსივა, აღარ მიხვიდეთ მანდ მაგათი დედა###### მეთქი... და მაქედან ორ კვირაში ამ სახალხო კობნტროლმა გაატელევიზორა მე არაფერ შუაში ვარ ოღონდ და გამოვიდა ეს დირექტორი და მართალიაო, დამნაშავე ვარო და გაარემონტა სამზარეულო. მაგრამ მაგათი ღორი დდშვც, მანდ რაღა მიმიყვანს.... |
Posted by: belimbor 28 Apr 2021, 16:53 | ||||
კი მახსოვს ეგ ამბავი. მერე ეგ ხალხი გასტროენტეროლოგიის თემაში იწერება, რა გვჭირსო
კიდევ რამდენია ეგეთი, მათ შორის მაღალი დონისებიც. მეც პირიქითაც შემხვედრია. ერთი პერიოდი მეორე სამსახური მქონდა და ლემონგრასის მფლობელი რაღაც რჩევებს მეკითხებოდა. ჰოდა ოფისში მისასვლელი გზა გადიოდა სამზარეულოზე და სულ მიკვირდა, რამდენად კარგი სიტუაცია იყო. ნუ მადონა კოიძე არ ვარ, მაგრამ ერთი შეხედვით ძალიან სისუფთავე ჰქონდათ. სახალხო კონტროლი არის თუ არა ნამყოფი, არ ვიცი |
Posted by: FranziskanerWeissbier 28 Apr 2021, 17:01 |
შემომეჭამას ხინკალი მაგრად ასწორებს. სახლშიც მასეთ სტილში ვაკეთებთ ხოლმე და მაგრად მევასება კაი ხანია არ მიჭამია ისე, მომენატრა. ნუ ფასი რავი, ისეა ყველაფერი გაძვირებული, აღარ მიკვირს. |
Posted by: MasterJC 29 Apr 2021, 10:27 | ||
+1 FoolOnTheHill სიზარმაცე ფული ღირს კომფორტი ფული ღირს კომფორტული სიზარმაცე უფრო მეტი ფული ღირს მაგ 1,50გელაში შედის როგორც მაგ ცუცქნა ხინკლის თვითღირებულება (დაახლოებით 50-55 თეთრი), ისე ხელფასები, იჯარა, დენი, გაზი, წყალი, საშემოსავლო, საპენსიო, დაცვის პოლიცია, ტუალეტის ქაღალდი, ჭურჭლის რეცხვა, დეზინფექცია და ა.შ. ასევე, რაც მეტი გაქვს გაყიდვა, რაოდენობის ხარჯზე იღებ თანხას, მაშინ, როცა ცუდი გაყიდვების დროს (საგანგებო და არგადარჩენა ჩინელებს, კომენდანტის საათი და ა.შ.), რაოდენობის ხარჯზე ვეღარ იღებ თანხას და გადადიხარ ფასის ზრდაზე თან, როცა დელივერიზე მუშაობ, მთLიანი ღირებულების 30% მიაქვს გლოვო-ვოლტს და სასმელია რეალურად ფულის დამტოვებელი,და სასმელს ვინღა ყიდულობს დელივერიზე? და აბა მიდი, მოხოდე შენი ზავიძენია და მე შეგიკვეთავ იმ ფასად, რაც გგონია რომ უნდა ღირდეს, იმედია დიდხანს გაქაჩავ |
Posted by: Trump 29 Apr 2021, 11:18 |
ეგრეა. რო კითხო ლარს ფასი არა აქვს და ხინკალი 0.50 უნდა ღირდეს დაასკვნეს |
Posted by: toyota12345 29 Apr 2021, 14:14 |
ეს რა ჩაიციკლეთ 50 თეთრზე. არავინ არ იძახის რო მასე უნდა ღირდეს. ზოდიაქოს რომ 1.20 უდევს და ხორცით გამოტანილია ცომიც კარგია ესეიგი რა წაგებაზე მუშაობს? უბრალოდ შემომეჭამას მეპატრონე მადაზეა და დიდი მოგება უნდა. |
Posted by: MasterJC 29 Apr 2021, 14:32 | ||
მადას ნამდვილად არ უჩივის მაგ ობიექტის პატრონს აქვს რამდენიმე წიკი 1. ხორცი უნდა იყოს აუცილებლად სოფლის 2. ცომი უნდა ბრტყელდებოდეს აუცილებლად ხელით 3. ხორცს ყიდულობს დარბილებულს და 10კგ ხორცზე საშუალოდ 1კგ ატხოდი რჩება. მყესებს და მსგავს სიმაგრეებს სრულად აცლიან ხორცს ადრე მგონი ცომს ხელითაც კი აზელინებდა სანამ აპარატს იყიდიდნენ მე მაგ ყველაფერს ცოტა სხვანაირად გავაკეთებდი. ნორმალურად გადავუხდიდი ხალხს ხელფასს და ახალგაზრდა,ჯანიან ბიჭებს ვამუშავებდი. უკეთესი ხარისხიც მექნებოდა და ნაკლები პრეტენზიაც მომხმარებლებისგან |
Posted by: la reine 29 Apr 2021, 21:30 | ||
მადლობა, კარგად ვარ:* როგორ არ ვაკეთებ. ამ თემაშიც დავდე ჩემი ხინკლები და მომიწონეს ცომის გასაბრტყელებელი მანქანა მაქვს და მოზელა თქვი შენ თორემ მერე სულ ლიწინით მიდის საქმე |
Posted by: მამაო ენუქი 29 Apr 2021, 22:43 |
la reine რა გიჯდება ერთი ცალი ხინკალი ? |
Posted by: la reine 29 Apr 2021, 22:54 |
მამაო ენუქი მე რა ვიცი არ მიფიქრია მაგ საკითხზე |
Posted by: Frankens†ein 30 Apr 2021, 14:22 |
1 კილოგრამი ხორცისგან გამოდის დაახლოებით 50 ხინკალი, სახლში რო ვაკეთებთ, შემომეჭამას ხინკლის ზომისა. სადღაც 50 თეთრი ჯდება სახლის ხინკალი. ოღონდ კაი საწვალებელია. ხორცის გატარება, შეზავება. ცომის მოზელა მტკიცედ, მერე უნდა დაასვენო ცოტა ხნით, ცომის დაჭრა, გაბრტყელება, მოხვევა. ჩაყრა და მოხარშვა. სახლის პირობებში კაი დრო მიაქვს, მინიმუმ 2 საათი. |
Posted by: მამაო ენუქი 30 Apr 2021, 14:32 |
Frankens†ein ერთი კგ დან 50 თუ გამოდის მარტო ხორცი ჯდება სადღაც 25 ლარის ფარგლებში, კარგ ხორცს ვგულისმობ, ბლაუნშტაინის მაგალითად |
Posted by: Frankens†ein 30 Apr 2021, 14:54 | ||
კარგი ხინკალი არ ჯდება იაფი და შრომაც უნდა. |
Posted by: toyota12345 30 Apr 2021, 18:02 |
ვერაზე სევასტოპოლზე ლეილას ხინკალი არის რაღაცა და მაგრად აქებენ ხო არ იცით რა ტოჩკაა? |
Posted by: MasterJC 30 Apr 2021, 19:13 | ||
მამაო ენუქი
16ლ-1კგ დარბილებული საქონელი 12 თუ 13ლ 1კგ დარბილებული ღორი + ტრანსპორტირების თანხა (ასე 10ლ ჯდება 20კგ ხორცის მოტანა ყოველდღე) + 10% ატხოდი აქვს საშუალოდ ორივე ხორცს თანაფარდობა აიღე 70-30 საქონელი ღOრთან ან 2:1 პროპორცია ნამეტანი ძვირი გიჯდება შენ ხორცი :დ |
Posted by: DON PEDRO SANGRE 30 Apr 2021, 23:28 |
ჩვენც ვაკეთებთ სახლში ხინკალს და 2-3 თვის წინ დავითვალე (ინსპირაცია ეს თემა იყო ), 45 თეთრი ჯდებოდა საშუალოდ. ხორცის შეზავება დაახლოებით 60% საქონელი/40% ღორი. საშუალო ზომის, აქაურების გადმოსახედით პატარა ზომის- შემომეჭამას მსგავსი. ხოდა რა თქმა უნდა რა ფასადაც ეყიდებათ სრული უფლება აქვთ გაყიდონ, მაგრამ 45-50 თეთრი რომ გიჯდება 1.50 და 2 ლარად რომ ჰყიდი არც ის უნდა გაგიკვირდეს ვინმე ღორობას რომ დაგაბრალებს. აი აქაურებს რა გრჯით ამ რესტორატორებს რომ ეფარებით ხოლმე ეგ ვერ გავიგე ოღონდ, თქვენი ოჯახის წევრები ან მეგობრები თუ არ არიან. |
Posted by: toyota12345 30 Apr 2021, 23:38 |
DON PEDRO SANGRE მეც მაგას ვიძახი ძმაო, ყველაფერი გაძვირებულია მესმის მაგრამ 1.50 რო ადებ ისეთ ხინკალს ადამიანი რო დანაყრდეს მინიმუმ 15 ცალი მაინც უნდა ჭამოს ნორმალური ტანის ადამიანმა. დაადე 1 ლარი თან როცა პატარა ზომაა.. მაგრამ არა მოგება ბევრი უნდა იყოს აქ ხო ყველას გამდიდრება უნდა... შეიძლება 2000 ლარამდე რო მქონოდა ხელფასი სხვანაირად მეფიქრა და დამეკიდა ხინკლის ფასი მაგრამ ახლა როგორც ვარ მაგ ფასიან ხინკალს ვერ გავქაჩავ და ვფიქრობ რო ფულიან მასაზეა გათვლილი... |
Posted by: Frankens†ein 1 May 2021, 00:13 | ||
50 თეთრი რო ჯდება ხინკალი, იქ ქირის ხარჯია, კომუნალურების, მზარეულის ხელფასი, გადასახადები ბიუჯეტში, ვოლტს/გლოვოს 30% მიაქვს და კიდე მოგებაც ხო უნდა დაგრჩეს, რო გიღირდეს ბიზნესის კეთება. აქ რესტორნებზე გადაფარება და დაცვა კი არ მიდის, იმის ახსნას ვცდილობ რომ კარგი ხარისხის პროდუქტი, რომელიც შრომას მოითხოვს, ძვირი ღირს. თუ არადა აკეთე სახლში ხინკალი და მიირთვი, ლარნახევარი კი არა 80 თეთრი რატო უნდა გადაიხადო, თუ 50 თეთრი გიჯდება... შენ რო უკეთეს შემთხვევაში გეზარება ხორცის გატარება, ცომის მოზელა-გაბრტყელება, ხინკლის მოხვევა და მოხარშვა და დიდი ალბათობით არ გამოგდის ისეთი გემრიელი, როგორც შემომეჭამას, ვინც შრომობს და მაგ დასაზარებელ ან საცოდინარ საქმეს აკეთებს, უნდა დაუფასდეს კიდეც შრომა. ერთმა ადამიანმა დღეში რამდენი ხინკალი შეიძლება რომ გააკეთოს თავიდან ბოლომდე და რამდენი უნდქ ქონდეს ხელფასი, მაგაზე შევთანხმდეთ ჯერ და მერე გამოვიყვანოთ ძვირია თუ არა... პ.ს. გააკეთე შემომეჭამასნაირი ხინკალი და დაადე 80 თეთრი და გაკეთებას ვერ აუხვალ, ისე გაგეყიდება... გაწყობს მაგ ფასად მუშაობა? |
Posted by: MasterJC 1 May 2021, 13:55 | ||||||
+1
+1 Frankens†ein გეფიცები, რისი თქმაც მინდა, იმას წერ, ოღონდ ჩემზე უკეთ აყალიბებ ;დ toyota12345 DON PEDRO SANGRE
კაროჩე, ფასწარმოქმნა დავიკიდოთ მთელი თქვენი უნარებით რა ფასად იმუშავებდით მეხინკლედ? დღიური ხელზე ასაღები ანაზღაურება დაწერეთ, რაზეც იქნებოდით თანახმა პირობები: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « მეორე ვარიანტს მერე დავწერ, ამის ხელფასს რომ მეტყვით |
Posted by: მამაო ენუქი 1 May 2021, 14:11 |
MasterJC ერთხელ გავაკეთე ქაბაბი იუტუბზე ვნახე ვიდეო 40 წუთი ვკეპავდი ხორცს, ორი მაგდენი ვცემდი რო პლასტელინივით მასა გამოსულიყო შამფურზე რომ კარგად გაჩერებულიყო, ხოდა 2 წუთში გააქრეს იმენა, ერთი ნაჭერი ძლივს გავსინჯე, აი 200 ლარზე ნაკლებად თუ გავაკეთო ეგ ერთი პროცედურა ტუტუცი ვიყო |
Posted by: Frankens†ein 1 May 2021, 16:37 | ||||
MasterJC
თავიანთი უნარებით რამდენზე იმუშავებდნენ ეგ ერთი და ქვეყანაში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ საუკეთესო ხინკალს რომ აკეთებდნენ, მაგ შემთხვევაში რამდენად იმუშავებენ ეგ მეორე მამაო ენუქი
შენი სიამოვნებისთვის რო აკეთებ, კიდე ხო, ღირს შრომად. და ყოველდღიური რუტინა რო ხდება ეგეთი შრომა, უკვე სხვა საქმეა - ხელფასმა უნდა მოგცეს ხალისი, კარგად რო გააკეთო... |
Posted by: beerbeer 1 May 2021, 19:52 | ||
სავარაუდოდ შესაძლოა სტოკჰოლმის სინდრომი გავრცელდა თემაში სერიოზულად: მეხინკლის მძიმე შრომის ისტორიებს რომ ჰყვებით, როგორ ფიქრობთ ამ ქვე-ყანაში ვინც ბევრს შრომობს ყველას ადეკვატური ხელფასი აქვს თავისი შრომის?! ექთანი, პოლიციელი, მეხანძრე, ავტობუსის მძღოლი, მეტროს მემანქანე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ესენი და კიდევ მრავალი სხვა ხელფასს თავიანთი დახარჯული ენერგიის შესაბამისად იღებენ? თუ მეხინკლე და ე.წ დამფუძნებლი ისეთ საზოგადოებრივ უაუცილებელესს პროდუქტს ქმნიან რომ 300% ფასნამატით უნდა გაყიდონ?! თუმცა თავიანთია და რა ფასიც უნდათ ის დაადონ, მაგრამ ბევრი ათასი ადამიანის თვალში ეგ ღორობად რომ ფასდება ნუ უკვირთ!!! |
Posted by: iosebovich 1 May 2021, 20:20 |
რა დღეში არიან ერთი უყურე , ეგრე უნდა ღირდესო. პელმენი ერთი ცალი უნდა ღირდეს თურმე 1.50 ლარი და თან ხინკალი ვეძახოთ. ჭამეთ კაცო თქვენნაირებზე აᲥვთ გათვლილი. ვაა ვაკეში ჭამენ ძმაო. მაგ შემომეჭამას მეპატრონე არის გაღორებული და ეგ ფასიც მანდედანაა. აბა ერთ პელმენში ამხელა ფასს რო იღებ და თან კიდე იქეთ ეჩხუბები არ ხართ მართლები, თვითღირებულება ძვირიაო. ჭურში ჰგონია ხალხი. არც თვითღირებულება იციან და არც ფასნამატი. ერთხელ ვიყავი და ზაკუსკის თეფშზე რო მოიტანეს 10 ცალი იმის მერე აღარც გამიხედავს. მაშინ არ ღირდა ხორცი 18-20 ლარი. ვისაც მოგწონთ იარეთ კაცო, გიშლით ვინმე? მარა ხელის დაფარება და უი პელმენი ეგრე უნდა ღირდეს უკაცრავად რაა. |
Posted by: toyota12345 1 May 2021, 20:42 |
iosebovich აქვს ამ ხალხს ფული და დაე გაამდიდრონ ეს ზაბეგალოვკები. მე და შენ კი ვიცით რო მანდ არ მივალთ და ვინც მივა შეერგოს სხვას არაფერს დავამატებ... |
Posted by: MasterJC 1 May 2021, 21:08 | ||
მამაო ენუქი
შენ გაიხარე, რაც მე ვიცინე ამ კომენტარზე » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ხალხი არა ხართ, პროსტა დაწერეთ, რო მუშაობდეთ, რამდენს გადაიხდიდით-თქო. აგე მე და ჩემი ტურფა 4 წლის ცოლ-ქმარი ვართ და სულ 4 რესტორანში არ ვყოფილვართ. რამე თუ გვემურაზება, თავად ვეზიდები პროდუქციას, და მეუღლე ამზადებს და ვეხმარები 1. მზადების პროცესი მოგვწონს 2. უფრო იაფი ჯდება 3. შრომა არ გვეზარება 4. უეჭველად ვიცით რას ვჭამთ და როგორს რამდენჯერმე ვიყავით სხვაგან და დავასკვენით რომ საკუთარი მომზადებული მეტად გვისწორდება Frankens†ein ვერ გაიგეს ან შენ რას უხსნი, ან მე რას ვუხსნი ;დ beerbeer "იმ სახინკლეში" სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონდეთ, ბევრად კარგი შემოსავალი და უფრო უკეთესი ფასები ექნებოდათ მაგრამ ის ასაკოვანი ქალები რომ გაუშვან, ვინც იქ მუშაობს კაპიკებზე, და მოზიდონ ჯანიანი ახალგაზრდები, საქმის კაი მცოდნეები. გადაუხდიან უფრო მეტ, ნორმალურ ხელფასს (ჯამში უფრო ცოტაც კი დაუჯდეთ შეიძლება), და ექნებათ კიდევ უკეთესი ხარისხი. მარა არ შვებიან მეორე მხრივ, ეგ ქალები სხვამ ვინ უნდა მიიღოს? » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ხო ხედავთ ხინკლის გარდა ვერაფრის ფასი ვერ დათვალეთ ჯერ, აი დანარჩენიც მიამატეთ აბა და მერე მიუახლოვდებით რეალურ ფასს 1,50₾ იყიდება სადაც 45 თეთრი გოლო/ვოლტისაა, და 50 თეთრი თვითღირებულებაა პ.ს. დელივერის კომპანიებს რომ არავინ არ უწყობს მიტინგს, ყველაზე დიდი ფასნამატი მაგათი დამსახურებაა, თანაც ეს ფული მათ ჯიბეებში მიდის, კურიერებთან კი არა |
Posted by: toyota12345 1 May 2021, 21:22 |
MasterJC ადგილზე როცა მივდივარ და არ ვსარგებლობ გლოვო/ვოლტი მაშინ რატოა ეგ ფასი? პლიუს მაგას მომსახურების საკომისიო ეგ ცალკე სირობაა.. ბევრი დაიწერა ხარჯებზე მაგრამ მაგ ერთი ბეწო ხინკლის ფასი არ უნდა იყოს რაც არის.. არჩევანი მარტივია არ გინდა ნუ მიხვალ ხოდა არ მივდივართ. ჩავალ ზოდიაქოში 10 ხინკალს მივცემ და ის დახარჯული ფული არ და მენანება... ვიდრე შემომეჭამას მეპატრონე გავამდიდრო... |
Posted by: MasterJC 1 May 2021, 21:57 | ||
ეს არის ყველაზე ჭკვიანური გამოსავალი თუ ადგილზე არ ჯდები და თავად მოგაქვს, აუცილებლად უნდა დაგიკლონ ფასი ამ დროს 10% მომსახურება აზის ზემოდან გუგულივით |
Posted by: მამაო ენუქი 1 May 2021, 21:59 |
ზარიძეები თუ გახსოვთ, მანდ ჩემი ინსტიტუტის პერიოდში 25 თეთრი ღირდა ხინკალი, სასმელი თუ შეგქონდა 30 |
Posted by: Frankens†ein 1 May 2021, 22:11 | ||||
MasterJC
რავიცი, ფორუმია და ყველა თავის აზრს წერს და მეც გამოვეხმაურე და დავწერე რატომაა კარგი პროდუქტი ძვირი და იაფი პროდუქტი ნაგავი. აგერ წინა გვერდზე დავწერე მაფშალია მაგალითი:
კაცია და გუნება, ვინ რას ანიჭებს უპირატესობას. სხვისი შრომის დაფასება რომ არ ვიცით ქართველებმა, ეგეც ფაქტია. ტიპებს უნდათ ვიღაც მეხინკლე წელში გაწყდეს და დღეში 20 ლარად იმუშაოს. თან იმასაც იტყვიან, დღეში 20 ლარს რას უწუნებ, აგერ ფრესკოში კონსულტანტები დღეში 10 ლარად წყდებიან წელშიო... მეპატრონემ კიდე პროდუქტები აკონტროლოს, გემო აკონტროლოს, მომსახურების ხარისხი აკონტროლოს და თვეში 1500 ლარი დარჩეს. სასტავს თან ის არ მოწონს მათხოვრული ხელფასები როა ქვეყანაში და თან სხვის შრომაში ფულის გადახდა არ უნდა, სხვა კაპიკებად უნდა მოემსახუროს. ვინც თანამშრომელს ადამიანურ ხელფასებს უხდის, ყველგან მაღალი ფასები იქნება ბაზართან შედარებით იმიტომ, რომ უმეტესობა მათხოვრული ხელფასის სანაცვლოდ ამუშავებს დასაქმებულებს, სხვა გზა რო არ აქვთ და უმუშევრობას კაპიკები ურჩევნიათ. ღორ ბიზნესმენებს არ ვიცავ არანაირად, მაგათი დედა###### ყველასი, მაგრამ ღორი ბიზნესმენები არიან მილიონებს რო შოულობენ, პროდუქტს 100=200%-იანი ფასნამატით ყიდიან და თანამშრომლებს მათხოვრულ ხელფასებს უხდიან... მაგალითად ვიღაცას რო ჩინეთიდან 10 ლარად სიტყვაზე დანები, ჩამოაქვს, 100 ლარად ყიდის და გამყიდველს 5 ლარს უხდის ეგაა ღორი. და მეორე ვიღაცა რო თავის ხელით აკეთებს ბევრად ხარისხიანს, ერთი დანის დამზადებას ერთ კვირას უნდება და 200 ლარად ყიდის, არანაირად არაა ღორი... შემომეჭამაზეც ვიტყვი კონკრეტულად. აქ თუ ვინმეს გონია რო ყოველი ხინკლის მონდომებაზე შემომეჭამაში ვიჯექი, ძაან ცდება მაქსიმუმ 2-3-ჯერ შემევლო წელიწადში, ვინმე ხინკლის მოყვარულთან ერთად, მარტო გემრიელი ხინკლის ჭამა რო მომინდებოდა... ძირითადად მეც ამ ქალაქური ხინკლების მუშტარი ვარ - ვარაზი, HB, ჰაკერ-ფშორი თუ მსგავსი სახინკლე-ბარების... იმიტომ რომ ბევრად კომფორტული გარემოა და ფართო არჩევანი, საჭმელში თუ სასმელში. ხინკალი იაფი ღირს და იაფად გამოვდივარ მეთქი, ვერ ვიტყვი აგერ ამ თვეში ვარაზში ვიყავით 4 კაცი, 500 ლარამდე მოვიდა, 1.20-ად აქვთ ხინკალი ოღონდ ფოტო გადავუღე ანგარიშს და ვნახე ეხლა გუგლ ფოტოს არქივში. ამ ფასად მაგ შემომეჭამაში იგივენაირად 10 კაცი მოილხენდა. მაგრამ შედარე შემომეჭამას ინტერიერი ვარაზის ინტერიერს. ეხლა ვიღაცა იტყვის რა ამბავიაო, ღორები არიანო. ჩემთვის არ არიან. მიღირს მე ფულის გადახდა იმ ხარისხში და მომსახურებაში, რასაც მანდ ვიღებ. თუ ფული არ მექნება, არაა პრობლემა, სახლში გავაკეთებინებ ხინკალს ან იაფ სახინკლეში შევჭამ. მაგრამ ამათ კი არ დავუწყებ გინებას, ღორები არიან, ძვირი რატოა მეთქი... ხინკლის სახლში და ვარაზში ან HB-ში ერთნაირი ფასები ხო არ იქნება... მე თუ 2000 ლარიანი სამსაუნგი მაქვს, ეფლს ღორების კანტორა უნდა ვეძახო, 5000 ლარად რა პონტში ყიდიან ტელეფონებს მეთქი? ან ტოიოტა რო მყავს, მერსედესს ვაგინო, უფრო მეტო ნაკლებად ახალი მანქანა უფრო ძვირი რატო ღირს მეთქი? ამ შემომეჭამაში აზრზე არა ვარ რა ხელფასს უხდიან პერსონალს. შეიძლება მაგათაც ღორი მეპატრონე ყავთ და მზარეულებს კაპიკებს უხდის და თვითონ რჩება მთელი მოგება, თავი როგორ დავდო ვინმეზე. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ რა ხარისხსაც დებენ, მაგ ხარისხისთვის მაგათი ფასი არანაირად არაა გაბერილი. თქვენც ვერ გაყიდით უფრო იაფად, რო ადგეთ და მსგავსი ბიზნესი წამოიწყოთ. კარგი ხელფასი რო მისცე თანამშრომელს, კვალიფიკაციის და შრომის შესაბამისი და პროდუქტიც ხარისხიანი გქონეს, ხინკლის სახლის ფასებით რო იმუშაონ, ან არაფერი დარჩებათ ან ზარალზე გავლენ. |
Posted by: მამაო ენუქი 1 May 2021, 22:31 |
Frankens†ein რა ლუდია 15 ლარზე მეტი რო ღირს ბაკალი ? ლიტრიანია ალბათ |
Posted by: Frankens†ein 1 May 2021, 22:48 | ||
კი, პაულანერი, ლიტრიანი. ძვირია კი, მაგრამ თან არაა ძვირი გააჩნია რა სიხშირით სვამ ოკტობერფესტზე 10 ევრო ღირდა ლიტრიანი კათხა გაუფილტრავ ლუდს ყოველთვის ლიტრიანი კათხით ვსვამ, ოკტობერფესტს მახსენებს |
Posted by: მამაო ენუქი 1 May 2021, 22:53 |
Frankens†ein რაც გიყვარს არაფერი არაა ძვირი, მაგდენს 1 ბოთლში ვიხდი, 0.3 იანში |
Posted by: BeerLover 1 May 2021, 23:03 |
ამდენს რა წაიკითხავს რა დაასკვენით საბოლოოდ? :დ მე ვაფშე არ ვჭამ ხინკალს 1000ში ერთხელ თუ შემთხვევით 2-3 ცალს შევჭამ, მარა მაინც :დ |
Posted by: მამაო ენუქი 1 May 2021, 23:05 | ||
BeerLover
ზოგი ზომას აწვება, ზოგი ფასს, ზოგი მომსახურე პერსონალის ხელფასს, მე ლიჩნად გემოს ვანიჭებ უპირატესობას |
Posted by: Frankens†ein 1 May 2021, 23:40 | ||||
მამაო ენუქი
ერთ კვირაში სანფრანში ვიქნები და გავაგრძელებ ლუდების დაგემოვნებას
|
Posted by: FranziskanerWeissbier 1 May 2021, 23:54 |
ყველგან დაახლოებით იგივე ღირს ხინკალი ახლა ლამის და ყველგან ძვირია, ლარის კურსთან შესაბამისობაში და ეკონომიკას რო დედის დედა აქვს მოხნული. ამიტომ ნორმალური აარჩიო მანდედან და გემრიელი ისევ ჯობია და კიდევ ცოტა მეტი გადაიხადო |
Posted by: belimbor 4 May 2021, 11:14 |
Frankens†ein ძირითადად გეთანხმები ფასის განსაზღვრის საკითხში, მეორე მხრივ თუ შევხედავთ, აგროჰაბს აქვს ნახევარფაბრიკატი ხინკალი 80 თეთრად, ვისაც გაგისინჯავთ, დამეთანხმებით, რომ 80% ქართულ რესტორნებს ჯობია, იმასაც ვერ ვიტყვით, აგროჰაბი დაბალ მარჟაზე მუშაობსო. გამოდის, სადღაც 50-60 თეთრზე მეტი არ უჯდებათ ეგ ხინკალი, მოხარშვა აკლია მარტო. |
Posted by: toyota12345 4 May 2021, 13:17 |
300 არგველებზე მეტროს ქვევით ბოჭორმის ქუჩა რომ არის მანდ კუთხეში იყო სახინკლე ვისაც გახსოვთ 2000-2005 მაგ წლებში დავდიოდით მაშინ პატარა ვიყავი. შიგნით სულ სამი მაგიდა იყო მასეთი ხინკალი დღემდე არ გამისინჯავს მთიული ქალი იყო მეხინკლე თუ არ ვცდები. |
Posted by: FoolOnTheHill 4 May 2021, 13:23 | ||||||
ხინკლის ინგრედიენტებით (რაოდენობა, ხარისხით) დაწყებული, პერსონალი და ქირის ხარჯით დამთავრებული, პირობითად ზოდიაქოზე მეტი ხარჯი აქვთ მაგ პელმენა ხინკლიანებს, მაგის თქმა გსურს? თუ ხელით მოხვევის გამო იმატებს ღირებულება, ზომას თუ გავითვალისწინებთ, ფაქტიურად ორჯერ? პ.ს. გლოვო-ვოლტის ამატებსო, ახსენეთ რამოდენიმეჯერ... ადგილზე მისულებზე რაღატომ ამატებს... ადგილზე თუ მივედი ვიღაცის გლოვოს გამოძახებულის ფულს ვიხდი? მარაზმია... |
Posted by: Frankens†ein 4 May 2021, 13:46 | ||||||||
ჭამე მეგობარო ზოდიაქოს ხინკალი. არც რამე მაკლდება და არც მემატება შენი საქმის შენ იცი |
Posted by: beerbeer 4 May 2021, 15:34 |
მოგესალმებით, გილოცავთ აღდგმის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! ქრისტე აღდგა!!! აღარ დავწერთქო, მაგრამ კაი ბოლო იყოს 1.5 ლარიანი ხინკლის თემაზე აქ საუბარი არაა რომ ვიღაცას რაღაცაში ნებისმიერი თანხის გადახდა არ ენანება. აგერ იმ დღეს მე მაინტერესებდა და 4 ბოთლ სტ. ბერნარდუსში 50 ლარი გადავიხადე და წამოვედი ბედნიერი ( სხვათაშორის ტრიპლი და აბტ 12 ჯააან კარგი ბიჭები აღმოჩნდნენ). გადაიხადეთ ძვირი ხალხო ვინ დაგიშლით, მაგრამ ამის გამო ბედნიერები კი ნუ იქნებით (სტოკჰოლმის სინდრომი) და ნუ აპრავებთ კიდე რომ ეს ასე უნდა იყოს არ უნდა იყოს ეგრე. ღორობააა ეგ. 1.5 ლარად ხინკლის გაყიდვა ღორობააააა. რბილьადაა ნათქვამი ეს მოკლედ ტყუილა წყლის ნაყვაა, აზრს არავინ იცვლის და..... პ.ს ბუღალტერია, აუდიტი და საგადასახადო საქმის მცოდნე ვარ. ბევრი კალკულაცია მინახავს და შემოტანილი საქონლის თვითღირებულება. |
Posted by: iosebovich 4 May 2021, 15:42 | ||
beerbeer
ოქროს სიტყვებია. უნდა დაუდო ამათ კალკულაცია და ნახავენ რა და რამდენია. ეგენიც ეხლა მართლა იაპონური ძროხის ხორცს არ ხმარობდნენ რაა , 400 დოლარი რო ღირს. და ამხელა ფასს რო მახდევინებ ზომა მაინც იყოს შესაფერისი. თხის კურკლის ხელა როა და კიდე აქ მაგოიმებ ძვირია ძმაუუ ესა ისა ... კერქით ერთი რაა. კარგად იციან ქართველის ფსიქოლოგია, ძვირია ესეიგი ყველაზე კარგია. მე არ ვამბობ რო ვთქვათ ველიამინოვის კონსერვისაგან გაკეთებული ჯობია არადა ის 1 ლარი ღირს და ტურისტებს წამლავენ მარა მამაცხონებულო პელმენში 1.5 ლარს მახდევინებ რა ბნელაა? აი ეგაა მაგათი ხინკალი და სინი |
Posted by: მამაო ენუქი 4 May 2021, 15:45 |
beerbeer იყიდი ხელმეორედ კიდევ მაგ ლუდებს ? |
Posted by: FoolOnTheHill 4 May 2021, 15:59 | ||||||||||
ზოგადად ადეკვატურ ხინკლის ფასზე არ მაქვს გართულება, პირიქით უპრობლემოდ გადამხდელი ვარ - საუბარი მაქვს იმაზე, რომ უაზროდ დიდ ფასნამატს აკეთებენ... მაგალითად, დაახლოებით 10-11 წლის წინ, როდესაც ხინკალი მასიურად ღირდა 50 თეთრი, მე მივაგენი რესტორანს, სადაც ფასი იყო 75 თეთრი, მაგრამ გემრიელი იყო სხვა ნებისმიერ სარესტორნო ხინკალზე (ყოველშემთხვევაში რაც მე მქონდა იმ პერიოდში გასინჯული) და ზომითაც უფრო დიდი იყო, ანუ ღირდა (ინგრედიენტების ხარისხი/რაოდენობით) იმ სხვაობად რაც ფასი ჰქონდა... |
Posted by: beerbeer 4 May 2021, 16:06 | ||
მაგ საფასო სეგმენტში (12-13 ლარი) ვიყიდი ( ვყიდულობ ) ტრიპლ კარმელიტს. ძაან მომწონს ეგ ლუდი. მაგრამ ფასის გამო ბედნიერი ვერ ვიქნები პ.ს. სასწაულ ფასნამატს ვერ დავაბრალებ მაგ ლუდების გამყიდვლებს. ინტერნეტში უამრავი საიტია სადაც იყიდება და მსოფლიოში რა ფასებია ჩანს. |
Posted by: მამაო ენუქი 4 May 2021, 16:13 |
beerbeer ევრო ნახევარზე მეტი არ ღირს ეგ ლუდები ევროპაში, ნუ რამოდენიმე კი ღირს 2 ევრომდე. თუმანი რომ ღირდეს იქნებოდა ადეკვატური ფასი , მარა იხდი იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ არის , თორე ნატახტარში და პაულანერში არ გადაიხდი მაგდენს ეგრეა ხინკალიც, ის რაც იყიდება უმეტეს ადგილებში სულ რო უფასოდ მომცე მაინც ვერ შევჭამ გემო ფული ღირს |
Posted by: beerbeer 4 May 2021, 16:21 |
პირველივე საიტი რაც ამოაგდო. 2.78 ევრო ღირს. 11 ლარზე მეტი. ამიტომ 7-8 ლარზე ნაკლები რომ იყოს თვითღირებულება არ მგონია. იყიდება 13 ლარად. სასმელია მაინც. |
Posted by: მამაო ენუქი 4 May 2021, 16:23 |
beerbeer საიტებს რა ფასები უდევს არ ვიცი, მე სადაც ვარ ნამყოფი იქ ეგ ფასებია რაც დავწერე. |
Posted by: beerbeer 4 May 2021, 16:57 | ||
რომ ჩავალ ბელგიაში მოგახსენებთ ყველაფერს. პ.ს. პანდემიას რა ვუთხარი ბელგია-ამსტერდამის ტური ჩამიშალა |
Posted by: nutria-113 4 May 2021, 17:25 |
beerbeer მართალია მამაო, კაპიკებშია ადგილზე. მაგ საიტზე უკვე სხვა ქვეყანაში იმპორტირებულის ფასია, ავსტრიაში ღირს მაგალითად ზუსტად ეგ ფასი, სტანდარტულ მარკეტებში. ეს კი ადგილზე მარკეტში (კარმელიტი არაა, მარა ორიენტირად) » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Trump 4 May 2021, 17:33 |
როცა ხინკალი მინდა, 2 ლარსაც გადავიხდი და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. 3 კაცი წახვედით დალიეთ ორ-ორი ლუდი და 30 ხინკალი.. ორი ლუდი ჰა 17-18 ლარი + 20 ლარი ხინკალი სულ 50 ლარის ამბავია კაცზე. |
Posted by: მამაო ენუქი 4 May 2021, 17:55 |
Trump კახელებში ბელგიურებიც აქვთ და 18 ლარად ორ ბაკალს ვერ დალევ |
Posted by: Master_Nick 4 May 2021, 18:35 |
რამდენი უნდა ღირდეს კარგი ქართული ხორცის ხინკალი, ვინმეს თუ გაქვთ დათვლილი? * * * მამაო ენუქი კახელებს აი ბელგიურები კი არ უნდა შეეტანათ, შიმე და როშფორი არ უხდება კახურ საჭმელებს |
Posted by: მამაო ენუქი 4 May 2021, 18:38 |
Master_Nick რათა კაცო, რო გამოძღები დაისვენებ ცოტას და მერე დააყოლებ |
Posted by: Frankens†ein 4 May 2021, 19:54 | ||
Master_Nick
გააჩნია ტერიტორიულად სადაა, როგორი ინტერიერია, როგორი მომსახურებაა და ა.შ... შემომეჭამას ხინკლის (რომელიც ყველაზე გემრიელად მიმაჩნია რაც რომელიმე სახინკლეში შეიძლება მიირთვა) თვითღირებულება არის სადღაც 50-60 თეთრი. და 50 თეთრის თვითღირებულების ხინკალი ერთი და იგივე ფასი ვერ ეღირება ვარკეთილში და ვაკეში. ვერც თბილისის ზოდიაქოში და 2 ტონაში იქნება ერთი და იგივე ფასი.] იმასაც გააჩნია რა პროფილის კვების პუნქტია. თუ ლუდის ბარ-რესტორანია, უფრო მეტი რესურსი აქვს რომ ხინკალი იაფი ღირდეს, სასმელით ნახულობენ მოგებას. მაგალითად ვარაზში 1.20 ღირს ხინკალი, მაგრამ ლიტრიანი პაულანერი 17.60 ლარი, 100%-იანი ფასნამატით ყიდიან, მეტით უფრო. მაგათ შეუძლიათ 1 ლარიც დაადონ ხინკალს, ხინკლიდან მოგება რო არ რჩებოდეთ არაფერი, თვითღირებულებაზე გავიდნენ. მოიზიდავენ ხალხს და ლუდით ამოიღებენ. ათასჯერ ნახსენებ შემომეჭამაში მარტო ხინკლის საჭმელად თუ შეხვალ და შესაბამისად ძირითადად ხინკალზე რჩებათ მოგება. შესაბამისად მთავარი აქცენტი ხინკლის ხარისხზე უნდა გააკეთონ და მოგებაც ხინკლის კარგ ფასად გაყიდვიდან დაგეგმონ... ხინკლის სახლში უფრო იაფი შეუძლიათ ქონდეთ, სამაგიეროდ ნაგავი, უდაბლესი ხარისხის ყველაზე იაფი ხორცით გაკეთებული, მანდ ხალხი აქცენტს ფასზე და რაოდენობაზე აკეთებს და არა გემოზე... სამიკიტნოს ქსელი რო იყო კიდე, ამ პანდემიის გადამკიდე აღარც მახსოვს რა არის და რა აღარ, თბილისის მასშტაბიოთ ყველაზე უგენური ხინკალი ქონდათ, მაგრამ მისაღები ფასები იყო ზავიდენიაში და არ აკლდათ მუშტარი. თან 24 საათიანი. მაგათ აქვთ ფუფუნება რომ ნაგავი ხინკალი მიყიდონ ხალხს და ფასიც ნაკლები ქონდეთ... კახელებს საერთოდ სხვა პოლიტიკა აქვთ, ხინკლით მოგების ნახვა საერთოდ არ უნდათ, სახინკლის სტატუსიც არ ეპიტნავებათ დიდად, უბრალოდ კარგი საჭმელები აქვთ და სტუმარს ხინკალი რო მოუნდეს, ქართულ სამზარეულოობაზე რო გაქვს პრეტენზია, ხინკალი არ გქონდეს, ტყეხავს. ხალხიც გადამხდელია კახელებში იმკ 2 ლარის თუ ორლარნახევრის. თუ ფული არ გაქვს, კახელებში არც უნდა შეხვიდე... მოკლედ, ხინკლის თვითღირენულებია სგანსაზღვრა შეიძლება, კარგი ხინკლის და ნაგავი ხორცით გაკეთებულისაც, მაგრამ ფასი რა უნდა ქონდეს, ეგ ინდივიდუალურია. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე. |
Posted by: belimbor 4 May 2021, 20:08 | ||
ნუ, ერთ ნაწილში არ გეთანხმები მხოლოდ: კახელებს მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მაღალი ხარისხის აქვთ და სტუმარს ყოველთვის უყოყმანოდ მიიყვან მანდ, ხინკალი მაგათი ტოპ კერძია. რითიც არის ცნობილი კახელები, არის ხინკალი და ფუნჩულა(ე.წ. პონჩიკი). |
Posted by: მამაო ენუქი 4 May 2021, 20:15 |
belimbor კახელებს ხინკალი საერთოდ არ ქონდათ თავიდან მენიუში, სუფრას რო შეუკვეთავდი მერე შეგეძლო შეკვეთა, ისე მარტო ხინკალზე ვერ მიხვიდოდი. ნაღდად არ არის მანდ ხინკალი ტოპ კერძი, საერთოდ კერძიც არ არის დესერტში უწერიათ ხინკალი ეხლა მენიუში ქაბაბი აქვთ ძაან გემრიელი, ზაქის კატლეტი, ციკანი პამიდორში, ციკნის მწვადი, ყველაფერი უგემრიელესი აქვთ, მე ლიჩნად ამეებს ვჭამ ხოლმე. ერთი რაც შეიძლება მაგათზე გემრიელი ჭამო სხვაგან ხაჭაპურია, კია ყველით გატენილი დარეჯანი მარა ბევრგან მიჭამია უკეთესი |
Posted by: Master_Nick 4 May 2021, 21:46 | ||
ეგეთ ნასვამზე ძაან არ გაიგოს ეხლა კაცმა როშფორ 10 სვამს თუ ყაზბეგის პორტერს მუქი ფერია ორივე * * * Frankens†ein გასაგებია რაც დაწერე. მაგრამ ამ თემაში ხშირად იწერება ფასზე კრიტიკული პოსტები და მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ მისაღებ ფასზე. ,,კარგი ხინკალი" ც პირობითია, ვისთვის როგორ. |
Posted by: Frankens†ein 4 May 2021, 23:58 | ||
belimbor
რავიცი, ბევრჯერ არა, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი კახელებში და არც ხინკალი მიჭამია მანდ და მითუმეტეს არც პონჩიკი. კახელებში უფრო მწვადის და ხაშლამის საჭმელად, პური, ყველი და კიტრი-პომიდვრის სალათა კახური ზეთით... |
Posted by: didi bege 5 May 2021, 21:47 |
თბილისი მოლში სახინკლე ნ1 თუ რაღაც როა, მანდ ვჭამე ხინკალი , იმდენი ხანი არ მქონდა ნაჭამი, რომ ძაან მესიამოვნა ისე ძვირი იყო 1.5 + დღგ |
Posted by: მამაო ენუქი 5 May 2021, 21:53 | ||
didi bege
ეგ სახინკლეა თუ სახაჭაპურე ? |
Posted by: didi bege 5 May 2021, 22:47 | ||||
ორივე ეწერა გვერდიგვერდ, რეალურად "ზავედენია" ერთი იყო |
Posted by: toyota12345 6 May 2021, 22:52 |
კომენდანტის საათის დროს ძმაკაცი მირეკავს რამე ხინკალი წამოაყოლეო., ორთაჭალაში ცხოვრობს ამ დროს მე ვარ ვარკეთილში. ხინკლის სახლი კი ვიცოდი რა იყო მაგრამ წლებია არ მიჭამია მეთქი იქნებ გამოასწორეს ან ბოლო ბოლო გაყინულს მაინც აჯობებს და ძმაკაცს გავუსწორო ხინკლის მუღამი. მოსკოვის გამზირის გადასახვევი რომაა მანდ კუთხეში შუქნიშანთან რომ ხინკლის სახლის ფილიალია მანდ მივედი ღია იყო. მეთქი მთიულური გააკეთეთ წასაღებად მინდა. ანუ მოხევურიო მეთქი რაც გინდა დაუძახე უმწვანილო ხინკალი იყოს. კიო უმწვანილო არისო. ჩავიტანე ძმაკაცთან ყუთი გავხსენით და ეს ხინკლები ერთმანეთზე მიკრული, რო გავაცალკევეთ ყველა დაიშალა. მწვანილით გატენილი უგემური, წვენის გარეშე. ერთი ცალი გავსინჯე და დავანებე თავი... იმანაც რამდენიმე შეჭამა და დაანება თავი.. პადობნი ცუდი ხინკალი ორ ტონას ქონდა სხვა არაფერი მახსენდება.. და კიდევ კასუმლო იყო გამრეკელის ქუჩაზე საბურთალოზე... ამათი ბიზნესი და ამათი დედის ტრაკი #####ან ასე როგორ უნდა ჩააჯვა ადამიანმა დედის ტრაკი რო გაგინოს და მეორედ შენკენ აღარ გამოიხედოს... |
Posted by: FranziskanerWeissbier 6 May 2021, 23:38 |
toyota12345 არადა კასუმლოს წერეთელზე ნორმალური ხინკალი ჰქონდა ხოლმე სულ რაღაც ასობი და რამე არა მარა ნორმალური, მსუბუქი ხინკალი. მარა გამრეკელზე ალბათ სხვა თემაა. მანდ არ ვყოფილვარ. ------------------------------------------------ |
Posted by: მამაო ენუქი 6 May 2021, 23:44 |
ორთაჭალაში ჰესის წინ რო რესტორანია მანდ ნორმალური ხინკალი აქვთ იქიდან რო არ წაგეღო |
Posted by: toyota12345 7 May 2021, 00:17 |
მამაო ენუქი გემო ნიჩეო მაგრამ დიდი არაფერია ზომაც პატარაა მაგრამ ხინკლის სახლისას კი ჯობია. ორთაჭალა ჰქვია მაგას. |
Posted by: Artgeo 7 May 2021, 10:29 |
ორი ტონის ფანი ვარ, მაგრამ გამოკითხვიდან გამომდინარე ზოდიაქოს გასინჯვა მინდა, ხო და რომელს მირჩევთ? კახური, ქალაქური, საქონლის თუ საფირმო? |
Posted by: iosebovich 7 May 2021, 10:32 | ||||
Artgeo
ყველა გასინჯე შე კაცო ცოტ ცოტა მე ქალაქურს და საფირმოს ვიღებ ხოლმე * * * მამაო ენუქი
კარგი ხინკალი აქვთ ტრადიციულად რაა. ნუ როცა ვყოფილვარ არ მინანია. |
Posted by: toyota12345 7 May 2021, 13:12 |
iosebovich მე და შენ ერთხელ ხინკალი უნდა გავაკეთოთ და კარგი არაყიც მივცეთ. |
Posted by: Artgeo 7 May 2021, 13:28 |
iosebovich შეკვეთა მინდა და ცოტ ცოტა არ გამოდის კახური რა თემაა? |
Posted by: belimbor 7 May 2021, 14:28 |
Artgeo თელავური არის უმწვანილო ხინკალი, საფირმო მოუხარშავად პირდაპირ შემწვარი (შიგნიდან მოხარშულივითაა, გარედან შეპიწკინებული). უგემრიელესი აქვთ ნადუღის ხინკალი, რომელიც ერბოსთან ერთად მოდის და რა ვიცი, საოცრად უხდება. საქონლის არ გამისინჯავს, არ ვიცი. |
Posted by: Keti-Ket 7 May 2021, 15:04 | ||
Artgeo
საქონლის დიდი არაფერი. დიდად არც მომწონს. ქალაქური მართლაც ძალიან კარგია, ერთ-ერთი საუკეთესო და აუცილებლად შეუკვეთე ნადუღის ხინკალი. ფანტასტიკაა. |
Posted by: iosebovich 7 May 2021, 15:54 | ||
Artgeo
დიდი ვერაფერია ეგ და საქონლის. მართალი მოიწერეს. ქალაქური აუცილებლად და იქ თუ მიხვალ საფირმო გასინჯე და ნადუღის. სუპერ. |
Posted by: DON PEDRO SANGRE 7 May 2021, 21:04 |
ამასობაში ქართული სამზარეულოს ერთერთი ყველაზე მარტივი და დემოკრატიული კერძი რომ ექსკლუზიურ პროდუქტად, ჰენდმეიდად და ლამის ფუფუნების საგნად შემოგვასაღეს მაგარი ღადაობაა. რუსი ტურისტების ხელიც ურევია ამ ამბავში მაგათი დედა რომ ვატირე . |
Posted by: FranziskanerWeissbier 7 May 2021, 21:36 | ||
ცვეტში ------------------------------------------------------- |
Posted by: Artgeo 8 May 2021, 01:35 |
iosebovich Keti-Ket belimbor მადლობა, ქალაქაურს, საფირმოს და ნადუღის გავსინჯავ. |
Posted by: FoolOnTheHill 8 May 2021, 13:21 | ||
ქალაქური |
Posted by: DeveloperX 8 May 2021, 14:55 |
დღეს ზოდიაქო ღიაა თუ იცით? |
Posted by: Trump 10 May 2021, 10:19 | ||
DON PEDRO SANGRE
რავიცი. მარტივია ხინკალი? ყველა დიასახლისს ვერ გამოსდის მაინცდამაინც... შეზავება, ცომი, წვენი.. სახინკლეებშიც კი არ არის დაცული სტაბილური ხარისხი, სხვადასხვა დღეს შეიძლება ერთი და იგივე დაწესებულებაში კარგი/საშუალო/ცუდი ხინკალი მიირთვა. მარტივი არის ლობიო. |
Posted by: belimbor 10 May 2021, 11:47 | ||
კი აბა ქელეხის ლობიო რატომ გამოდის აბა ყოველთვის უფრო გემრიელი ვიდრე ყველა სხვა? |
Posted by: მამაო ენუქი 10 May 2021, 11:48 | ||
მკვტარი სხვა არომატს აძლევს |
Posted by: Trump 10 May 2021, 11:52 | ||||
belimbor
დარბაზში სწორი პასუხი გაისმა
|
Posted by: belimbor 10 May 2021, 12:47 |
მამაო ენუქი მაშინ ქელეხის საჭმელი უნდა იყოს ზოგადად გემრიელი მგონი დიდი ოდენობით ერთად მოხარშვის თემაა ლობიო, თუმცა კომპეტენტური პასუხი არ მომისმენია ჯერ |
Posted by: didi bege 11 May 2021, 23:24 |
მეგობრებო ხინკალი მირჩიეთ, მცხეთის ირგვლივ, თუ რამე ნატახტარშიც გავიწევი |
Posted by: მამაო ენუქი 12 May 2021, 08:51 |
didi bege პავილიონ გარდენში გემრიელი აქვთ ყველაფერი, მარა წელს არ ვყოფილვარ, შარშან ბოლოს რო ვიყავი კოვიდის გამო გარეთ იმდენი ადგილი დაამატეს მაგ იდიოტებმა კუხნა აღარ ყოფნიდათ, ძაან გვიან მოქონდათ ყველაფერი. |
Posted by: girvan_88 12 May 2021, 19:49 |
იმ დასკვნამდე მივედი რომ გარეთ ხინკალი აღარ უნდა ჭამო, თან გააძვირეს, თან გააფუჭეს. ვისწავლი და სახლში გავაკეთებ ხოლმე. 15 %-იან მომსახურებასაც არავინ გამომართმევს. დასალევშიც იაფად გამოვალ. ნახუი ზავედენიები |
Posted by: iosebovich 13 May 2021, 09:58 | ||
girvan_88
100% |
Posted by: Fredo_Corleone 13 May 2021, 10:50 | ||
სად რესტორანში რო მიხვალ, ერთ კათხას ჩაცლი, მეორეს შუდგები და ამასობაში მოგართმევენ ცხელ ხინკალს მაქს 20 წუთში და სად 4 საათი რო უნდა იდგე სამზარეულოში ცომი ზილო, ხორცი აზავო, სათითაოდ ახვიო და მერე როცა იქნება შეჭამ დაღლილზე, დაკარგულია მთელი დღე |
Posted by: girvan_88 13 May 2021, 11:02 | ||
Fredo_Corleone
არ ვიცი ძმაო ჩემთვის მაგალითად მწვადის შეწვის პროცესი მთელი სასიამოვნო პროცედურაა რომელიც წინა დღით იწყება კარგი ხორცის ძებნით და მეორე დღეს მთავრდება ბუნებაში მაგიდაზე შამფურების დაწყობით. საერთოდ არ ვთვლი ამას დროის კარგვად სავარაუდოდ ხინკლის თემაც ეგეთი სიამოვნება იქნება |
Posted by: მამაო ენუქი 13 May 2021, 14:55 |
მწვადზე წადით ჩხაკუნასთან, დღესაც ვიყავი, განსაკუთრებული მწვადი ქონდა დღეს |
Posted by: girvan_88 13 May 2021, 21:25 | ||
მამაო ენუქი
სამჯერ ვარ ნამყოფი უხსოვარ დროში, ყოველთვის სანიმუშო ქონდათ. საღოლ მაგას თუ დღესაც იგივე დონე შეინარჩუნა |
Posted by: მამაო ენუქი 13 May 2021, 22:10 |
girvan_88 მწვადის ხარისხი არ დაუგდიათ, დანარჩენის რა მოგახსენო, თან ისეთი ბინძური ზავიდენია აღარ არის მადონა რო შევარდა, ახალი შენობა ააშენა და სუფთა სამზარეულო აქვთ , დაჟე ტუალეტში თბილი წყალი მოდის |
Posted by: GEORGEXIII 14 May 2021, 00:03 |
კაი დაკეპილი ხორცით გაკეთებული ხინკალი მომენატრა... |
Posted by: lalom84 14 May 2021, 11:11 | ||
100% |
Posted by: beerbeer 16 May 2021, 11:54 | ||
სულ რაღაც 3 ლარი დაგიჯდება თითო |
Posted by: GEORGEXIII 16 May 2021, 22:24 |
beerbeer ღირს ძმაო.... 5-6 ცალი ჭამო და ომენა კაი დაკეპილიი ჯობია. |
Posted by: ilia132 17 May 2021, 00:50 | ||
girvan_88
ხარისხის შენარჩუნებაც მაგრად გვიჭირის ყველაფერში ზოგადად. სახლშ მომზადებულს კი არაფერი სჯობს, მაგრამ სახლში ხინკლის მომზადებას რო დაიწყებ პროცესის მერე ჭამის შნო და მუღამი მაგრად ქვეითდება |
Posted by: belimbor 17 May 2021, 10:05 |
მოკლედ, თელავში ვიყავი ამ დღეებში, პარასკევს ზოდიაქოში ძაღლით არ შეგვიშვეს და კაპილონში ვჭამე ხინკალი, არაუშავდა. შაბათს და კვირას ზოდიაქოდან გამოვიტანეთ და ბუნებაში ვჭამეთ. ამართლებს რა ეგ რესტორანი ამ გამოკითხვას, მართლა სანიმუშო ხინკალი აქვთ, ძალიან კარგი იყო. მომსახურების ხარისხი ისევ პრობლემაა |
Posted by: toyota12345 18 May 2021, 11:12 |
belimbor თბილისის ზოდიაქო როგორი თემაა იცი აი მარტო ხინკლის მუღამის გამო რო უნდა მიხვიდე. ღვინო მანდ არ შეგვატანინეს და მანდ თან ისეთი გარემოა ვერ იქეიფებ რა.. |
Posted by: მამაო ენუქი 20 May 2021, 11:45 |
შეჭამდა ხინკალს კაცი, მარა მეზარება გასვლა |
Posted by: belimbor 20 May 2021, 12:41 | ||
toyota12345
კი ადრეც დამიწერია, რომ მარტო ხინკლის გამო უნდა მიხვიდე თბილისის ზოდიაქოში. მწვადი არ უვარგათ, ხაჭაპურიც ისე რა. |
Posted by: toyota12345 20 May 2021, 13:45 |
belimbor სხვათაშორის ბოლოს რო ვიყავით მე და ჩემი ძმაკაცი მწვადზე გადამერია ისე მოეწონა. მეც მომეწონა ხორცი იყო ახალი და მაგარი წვნიანი. მწვადს ძაან ხშირად ვწვავთ და ასე თუ ისე ხორცში ვერკვევით და ეგრევე შევატყე რომ ხორცი კაი ადგილიდან მოაქვთ. მაგრამ მაინც იწეწები რა ამ რესტორნებში კაცი. 40 ლარის სამწვადე ეზოში რო შევწვით სამი კაცი რასაც ქვია გავძეხით და ვიქეიფეთ თავისი ღვინოთი აი მწვადის ნიხვადკაში არცერთი არ დაგვტოვა.. 40 ლარის მწვადი რო რესტორანში შეუკვეთო მწვადის მუღამს ვერ მოიკლავ და კიდე თვალი დაგრჩება მწვადზე... თან შეწვის პროცესი კიდე სხვა კაიფია შოთის პურით შამფურიდან ცხელ მწვადს რო ჩამოაცურებ თეფშზე... |
Posted by: მამაო ენუქი 20 May 2021, 14:49 |
toyota12345 ჩხაკუნასთან 7 ლარი ღირს, 3 შამფური ორ კაცზე საკმარისია სალათასთან და ყველთან ერთად, ოღონდ ჩვეულებრივი მწვადი ყოველთვის ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, აი ნეკნი ყოველთვის კარგია, ეგ 8 ლარი, თან თბილისში ეგ რო ხორცს ჩითავს ხოლმე ძნელია მასეთი იშოვო |
Posted by: toyota12345 20 May 2021, 15:25 |
მამაო ენუქი ხო მაგის მწვადი ცნობილია მაგრამ ხინკალი ადრე რო გავსინჯე არ დამევასა. |
Posted by: მამაო ენუქი 20 May 2021, 16:34 |
toyota12345 მანდ მარტო ნეკნი უნდა ჭამო და ფენოვანი ხაჭაპური |
Posted by: belimbor 20 May 2021, 19:29 | ||
ფენოვანი ხაჭაპური აგროჰაბში კონვერტი რომ იყიდება, ეგ გასინჯე. მაგაზე გემრიელი ფენოვანი ალბათ სკოლის მერე არ გამისინჯავს (ნახალოვკაში იყო ლაზო ეგეთი კაფე და იქ აკეთებდნენ საოცარს) |
Posted by: მამაო ენუქი 20 May 2021, 19:34 |
belimbor კაი რა რა ლაზო, საზიზღარი ცხიმით აკეთებდნენ და ერთი კვირა იჟოგა იცოდა |
Posted by: belimbor 21 May 2021, 10:49 | ||
სკოლის მოსწავლეს მაგდენი არ მესმოდა, ბუსხულა იყო, ყველით და გემრიელი. 80 თეთრი ღირდა, როცა 50 თეთრზე ძვირი არაფერი იყიდებოდა ქალაქში. შეიძლება საზიზღარი ცხიმი იყო, მაგრამ მაშინ ალბათ ყველა ეგრე აკეთებდა |
Posted by: შამშიადიდი 21 May 2021, 10:53 |
ყველაზე გემრიელად ჩასაკბეჩი ხინკალი მზადდება სახლში! |
Posted by: მამაო ენუქი 21 May 2021, 11:12 |
belimbor 112-ე დაამთავრე ? ჩვენ რაიკომის წინ ვჭამდით, 30 კაპიკი ღირდა , მანეთად 3 კაცზე თითო ხაჭაპური და ლიმონათი მოდიოდა |
Posted by: belimbor 21 May 2021, 14:09 |
მამაო ენუქი მე-9 დავამთავრე, ზემოთ იყო. მე მანდ კი არ ვჭამდი, დაბ დღეზე დაგვპატიჟა კლასელმა მაგ კაფეში და ჩამრჩა მეხსიერებაში, თორემ 80 თეთრს რა მიმაცემინებდა ხაჭაპურში |
Posted by: Keti-Ket 21 May 2021, 14:37 |
მამაო ენუქი belimbor როგორც ჩანს, მრავალი წლის წინ არსებულ დაწესებულებაზე საუბრობთ. არც გამიგია, სიმართლე რომ ვთქვა. დადიანზე იყო? |
Posted by: მამაო ენუქი 21 May 2021, 15:20 |
belimbor ხო, ეგ რუსული სკოლა იყო ჩემ ბავშვობაში, 1 წელი ვსწავლობდი. Keti-Ket რაიკომს რო გაცდებოდი იქ იყო მეტროს მხარეს. |
Posted by: belimbor 21 May 2021, 16:32 |
Keti-Ket ნაძალადევის მეტროსა და რაიკომს შორის იყო, ლადო რა რეზო იყვნენ მეპატრონეები, მაგიტომ ერქვა ლაზო ნახალოვკის ცნობილი კაფე იყო მამაო ენუქი ჩემზე დიდი ყოფილხარ, 2009-ში დავამთავრე. |
Posted by: toyota12345 24 May 2021, 12:56 |
ჩხაკუნასთან რა სიიაფეა გუშინ კახეთიდან მოვდიოდით და შევიარეთ ხალხიც არ იყო ბევრი და გაასწორა. თავი მეგონა 10-12 წლის წინ თბილისში რო ფასები იყო))). მწვადი 7 ნეკნის 8 და ასე შემდეგ... ხინკალი არ ავიღე ვიცი რომ ხინკალს ვერ ქაჩავენ და სხვა ყველაფერი მაგარი იყო... ძაან იაფია თან ღვინოს შეტანაც შეიძლებაო და სამომავლოდ ჩვენი ღვინით მივალთ. |
Posted by: donmixo777 25 May 2021, 11:02 |
ზოდიაქოში შევიარე, თელავს ვსტუმრობდი და რა მექნა მშვენიერი იყო ხინკალს ვერ დაიწუნებ აი ნადუღის ხინკალი კი წინა სტუმრობის დროს უკეთესი მომეჩვენა |
Posted by: belimbor 25 May 2021, 13:24 | ||
ცოტა მარილიანია, ვისაც არ უყვარს, ჩემთვის კარგია. ერბო ჩაასხი შიგნით? |
Posted by: xx3xx 25 May 2021, 22:07 |
გამოძახებით რომელი ხინკალია კაი? აი ხორცის რომ იყოს რა ხო ხვდებით ფარშში ###ობები რო არ ქონდეს გარეული თ ან გემრიელი |
Posted by: toyota12345 26 May 2021, 00:08 |
xx3xx ერთი პერიოდი მე და ჩემი ძმაკაცი გლოვო/ვოლტით ღამის საათებში ვიძახებდით ორთაჭალის ტერიტორიაზე და არცერთი არ მომეწონა მაგრამ ზოგი მეტ ნაკლებად. რეკომენდაციას ვერავის ვერ გავუწევ რა. |
Posted by: xx3xx 26 May 2021, 00:15 |
toyota12345 სამწუხაროა მაგრად მიტყდება თბილისში ხინკალს რო ვერ შეჭამ ვერსად ნორმალურს და ვერც გამოიძახებ აი კოსმოსური მაშტაბების გატეხვაა როცა ხინკლი ნაციონალური კერძია წესით ხინკლის სახელის შებღალვისთვის 99კ უნდა იყოს ჯარიმა |
Posted by: toyota12345 26 May 2021, 00:19 |
xx3xx ადგილზე რომ მიხვიდე ზოდიაქო მგონი მაინც ლიდერია თბილისში მე ყოველშემთხვევაში მაგაზე კარგი ბოლო პერიოდში თბილისში ვერ გავსინჯე. გამოძახებით ფასანაურს არაუშავდა მაგრამ პატარებია რა ყველამ დააპატარა და ფასი გაზარდეს... კაი აძვირებ აძვირებ მაგრამ ზომას რაღაზე აპატარავებ?! ააა მეტი რო გაყიდო ადამიანი უკვე ვერ დანაყრდება 10 ხინკლით და 15 ხინკალს აიღებს ეგ თემაა რა.. ამიტოა რო ამ ღორ ბიზნესმენების ზავიდენიებში აღარ დავდივარ ან ძალიან იშვიათად.... მეც იმას მივხვდი გემრიელად ჭამა ან ქეიფი როცა გინდა უნდა გახვიდე ქალაქგარეთ. იაფიცაა და გემრიელიც, + სუფთა ჰაერი და საცობიან თბილისს მოცილდები რა. |
Posted by: xx3xx 26 May 2021, 00:33 |
toyota12345 ზოდიაქოს ხინკალი არ მიჭამია გავსინჯავ აუცილებლად კი ქალაქგარეთ ყველაზე ნაღდია |
Posted by: beerbeer 26 May 2021, 09:00 | ||
მერე ეგ როგორ შეიძლება კოლეგა? როგორ შეიძლება კარგი საჭმელი იაფი ღირდეს?! ერთი ხინკალი მინიმუმ 1.5 ლარი თუ არ ღირს ის ხინკალი ხინკალი იქნება? |
Posted by: GEORGEXIII 26 May 2021, 14:12 |
კაი დაკეპილი ხინკლის ხორცი სად შეიძლება დაითრიოს კაცმა? მაგის ნერვები არ მაქ ეგრევე რომ გააახვიო და წავიდაა... აბა ისე გამოძახებით ცალი 1.2ლარი გახდა რამის |
Posted by: donmixo777 27 May 2021, 01:22 | ||
belimbor
არ იყო მარილიანი ერბო უხდება ნამდვილად |
Posted by: toyota12345 27 May 2021, 12:44 |
მცხეთის ქუჩაზე შემომეჭამაში ხანძარი იყოო და ვინ რა იცით???? |
Posted by: FranziskanerWeissbier 27 May 2021, 13:04 |
toyota12345 ფასებს მოეკიდა? ================================ |
Posted by: westsider 27 May 2021, 16:52 | ||
toyota12345
ისე ძაან კი გამიკვირდა როცა ფასანაურის 20 ცალი გავიქნიე ყბაში ბოლოს მანდ რომ ვიყავი ნუ 8 ან 10 ან 12 კაი მარა 20? |
Posted by: Frankens†ein 27 May 2021, 23:28 |
ნეპალელებმა ხინკალი წაგვართვეს ქათმისაა ოღონდ... და საწებელი მოყვება ახლოსაც ვერ მოვა ჩვენ ხინკალთან... |
Posted by: LIVE-76 28 May 2021, 19:59 | ||
toyota12345
კი სხვათაშორის არ არის ცუდი ზავეძენია, ნუ ეხლა ვისაც ფოეფოე ადგილები უყვარს იმათთვის არ გამოდგება და აი თუ კაი ქაბაბი ან მწვადი გინდა, უბრალო კიტრო პამიდორის სალათი, იმერული ხაჭაპური... ნახევარ ფასებში აქვთ ყველაფერი, თან ღვინის შეტანის უფლებაც გაქვს, თუ არ გაქვს თან ღვინო და არც ეგ აქვთ ცუდი და არც ძვირი... ქაბაბი განსაკუთრებულად მომწონს მაგათი... წელიწადზე მეტია მანდ არ ვყოფილვარ, მაგარ მშენებლობებში იყვნენ, სამ სართულიანი რესტორანი უნდა აეშენებინათ და ალბათ ააშენეს და გახსნენ სრულად ხომ? პ.ს. ხინკლის თემაა და მანდ ხინკალი არ უვარგათ!!! ხინკალი ფასანაურში აქვთ უგემრიელესი, ქალაქური მწვანილებით იფიფიფ)) (ქონდათ წლების განმავლობაში) გრიბოედოვზე... |
Posted by: toyota12345 28 May 2021, 20:30 |
LIVE-76 კი ეგ შენობა აშენებულია პირველ სართულზე მომსახურე პერსონალი ფუსფუსებდა და შეკვეთები მაქედან გამოქონდათ. შაბათი დღე იყო ჩვენ რო მივედით და ყველა ღია სივრცეში ვიჯექით შეიძლება სხვა დღეებში მანდაც აჯენენ კაი საკაიფო ტერიტორიაა. გაუმარჯოს ღმერთმა ეგეთ ადამიანს რომელიც ნატურალურს აჭმევს ხალხს და თან არც ძალიან დიდ მოგებაზე არ მუშაობს. პომიდორის გემო იყო სასწაული, მანდვე არის სოფელი ხაშმი და ხაშმის პომიდორი მაგარი გემრიელია ეტყობა იქიდან მოაქვთ. ხინკლის თემა მანდ მართლა მოსახოდი აქვთ აზრი არ აქვს შეკვეთას არ ვარგა. |
Posted by: LIVE-76 28 May 2021, 23:02 |
toyota12345 კი, მართლა ნატურალური პროდუქტებით ამზადებენ საჭმელებს და თან ეგეთ იაფ ფასებში... ღმერთმა გაუმარჯოთ, კუპეებში წინასწარ დარეკვით თუ მოვახერხებდი ხოლმე მისვლას ტურისტებთან ერთად კახეთიდან უკანა გზაზე, თორემ სულ გადავსებული იყო მეტწილად საღამოობით... |
Posted by: Amigo-Amo 30 May 2021, 01:19 |
ჩემმა სიმამრმა მოიხარშა ხაშლამა და მაიტა, წვენ ნუ გადაიღვრი, ხინკალში გავუკეთოთ-მეთქი (არადა წვენს არც ვაჩერებთ, იგრე დავხვრიპამთ ხოლმე ) . ფარშს წყლის ნაცვლად ხაშლამის წვენი გავურიე. ეს იყო სასწაული და ნეტარება. ცხოვრებაში პირველად ახლა შევიგრძენი ნირვანა |
Posted by: beerbeer 1 Jun 2021, 11:00 |
სალამ, აბა ყაზბეგიდან მომავალი ხინკალზე სად შევიარო? იყოს 2 ლარიანი თუნდაც |
Posted by: FoolOnTheHill 1 Jun 2021, 12:27 | ||
ბულაჩაურის რესტორნამდე არ მისული--- ჩვენი ეზო... ძალიან კარგი გარემო, ფასები თბილისური , ხინკალი მთლად ვარსკვლავებს ვერ ეთამაშება, მაგრამ საერთო ჯამში კარგი გარემოა... |
Posted by: toyota12345 1 Jun 2021, 13:36 |
beerbeer ფასანაურში ქავთარაძეები. |
Posted by: westsider 1 Jun 2021, 14:45 |
მცხეთაში ვარგა სადმე ხინკალი? 30 იასნა..ოხ ტიმ ტიმ * * * Frankens†ein ცომში გახვეული ხორცი პრინციპში ყველა ერს აქვს მაგრამ ხინკალი ყველაზე ადვანსდ ვერსია მხოლოდ ხინკალია ისეთი რომ დამატწბითი პრიბამბასები არ უნდა გემოს მისა იჭებლად მანტები პელმენი ბუზა მაულტაშე ტორტელინი რა ვიცი ათასნაირია |
Posted by: forumistvis 1 Jun 2021, 18:52 |
პელმენი სად აქვთ კარგი? ______ |
Posted by: Andy_Kaufman 1 Jun 2021, 23:13 | ||
forumistvis
ისნის მეტროსთან რომ საპილმენეა მანდ მაგრამ გული არ მიგივა ისეთი "ზავიძენიაა" |
Posted by: მამაო ენუქი 1 Jun 2021, 23:16 |
westsider ნაგლიაშვილების ხინკალს აქებენ ამ ბოლო დროს, მე არ ვყოფილვარ, მამენტ მე სხვაგან აღარც დავდივარ ერთი ტოჩკა ამოვიჩემე |
Posted by: Frankens†ein 1 Jun 2021, 23:47 | ||
ცომში გახვეული ხორცი რო ბევრს აქვს ვიცი, მაგრამ ეს ნეპალური ხინკლის ვიდზე იყო ძაან, ხინკალივით 19 ნაოჭიანი ხინკალი პელეა, ბაზარი არაა... |
Posted by: Amigo-Amo 3 Jun 2021, 00:49 |
სამწუხაროდ, თბილისში არსად კეთდება ნამდვილი და გემრიელი ხინკალი; ნუ, იქ არის ზოდიაქო, შემომეჭამა და რამოდენიმე, თუმცა, ესენი იმიტომ მოგვწონს, რომ ყველაფერი შედარებითია მაინც და სხვა საზიზღრობებთან შედარებით, კარგია. ეს ყველაფერი ლოგიკურიც კი არის როგორც მაგალითდ, რომში ვერ შეჭამ იტალიის კულინარიულ შედევრს - პიცას (ნამდვილ და გემრიელს ვგულისხმობ), ისე ვერ შეჭამ აქ, თბილისში. როგორც იტალიაში, ნამდვილი პიცის საჭმელად ნეაპოლში/სიცილიაზე (პროვინციებში) უნდა ჩახვიდე და ამ ადგილებში დამატებით, უნდა ესტუმრო რაიმე საოჯახო სამზარეულოს/დაწესებულებას, ისე არის აქაც სადმე ყაზბეგიდან მომავალი მლეთაში, ფასანაურში, არაგვისპირში ან ამ კუთხის სხვა რომელიმე სოფელში თუ შეირბენ, ნამდვილად დაგხვდება კარგი ხინკალი. |
Posted by: beerbeer 3 Jun 2021, 11:29 |
FoolOnTheHill toyota12345 მადლობთ პასუხისთვის!! |
Posted by: donmixo777 3 Jun 2021, 18:14 | ||
კარგი გარემოა ძალიან, ეზო და რამე, სიმწვანეშია ჩაფლული სხვაზე არ დავიწყებ, მაგრამ კიტრი და პამიდორის სალათზე ზეთის მოსხმა რომ ვთხოვე, ანგარიშში ცალკე თანხად მოიტანეს ზეთი ხინკალს არა უშავს, ცუდი არაა, ნადუღის ხინკალსაც შეჭამს კაცი... საშუალო დონეა კიდე კარგი ხინკალზე მოსაყრელი დაფქული შავი წიწაკა ცალკე არ იყო ნაანგარიშები მაგრამ ბუნებაში და მწვანე გარემოში თუ გინდა საჭმელი შეჭამო, ერთხელ მისვლად ღირს |
Posted by: beerbeer 3 Jun 2021, 18:33 | ||
რას იზავ გაძვირდა ზეთი (ღორბიზმესმენის კიდევ ერთი მაგალითი) |
Posted by: toyota12345 3 Jun 2021, 18:35 |
donmixo777 ეგეთ უმნიშვნელო რაღაცეებზე მასეთი კრიჟანობა რატო იციან ამ რესტორნებმა? იმის მაგივრად რო ან წვენი ან კომპოტი ეს ჩვენგანო კლიენტს გაუხარდება სხვა დროსაც მოვა ან სხვას ეტყვის.. რავი აბა მე რო ვიყო რესტორნის მფლობელი მასეთ რაღაცას არ ვიკადრებდი. |
Posted by: მამაო ენუქი 3 Jun 2021, 18:59 | ||
Amigo-Amo
მანდაც გარტყმაზეა, ტურისტები სადაც მომრავლდნენ დედა აქვს ნატირები სამზარეულოს, ფასანაურში იყო რამდენიმე ადგილი სადაც კარგი ხინკალი იჭმეოდა, მიაშენ მოაშენეს , გაადიდეს და გააფუჭეს. წელს ერთი ფშავში რო აქებენ მანდ მინდა ავიდე გასასინჯათ. |
Posted by: Lallana 3 Jun 2021, 19:10 | ||
toyota12345
რო გაღორდება ადამიანი და ფულის მონა გახდება, მერე ყველაფრის მკადრებელია |
Posted by: aschenputell-TARA 3 Jun 2021, 22:06 |
საინტერესო რამე უნდა დავწერო. მე მყავს მოხუცი მამა და ვცდილობ რო გავანებივრო ხოლმე ხინკლებით. მარტო ეგ უყვარს ქართული სამზარეულოდან. ამას წინებზე ამოვუტანე 2 ტონა, მე გადავირიე და იმას ისე რა მოეწონა. ახლა უნდა შემომეჭამა და თბილისის ზოდიაქო მოვუტანო. მადლობა აქ მპოსტავ კაცებს, თქვენგან ასე წაკითხვა-წაკითხვაში კარგი რმაეები ვისწავლე....)))))) |
Posted by: Amigo-Amo 4 Jun 2021, 00:24 | ||
თუ გინდათ, რომ მართლა გაანებივროთ, თქვენი ხელი მოუმზადეთ სახლში სახლში, საკუთარი ხელით მომზადებულს, ვერცერთი სარესტორნო ხინკალი შეედრება; |
Posted by: aschenputell-TARA 4 Jun 2021, 11:30 |
Amigo-Amo გეთანხმებით, 14 საათიანი სამუშაო გრაფიკი მაქვს და ვერ ვახერხებ. ზაფხულში კი გავანებივრებ ჩემს გემოზე. ხო ეგრეა ცხოვრებაში თუ მუშაობ ბევრს- რო ფული ნორმალურად/სამყოფად გქოდნეს და სხვა რამისთვის დრო არ გრჩება. თუ არადა კაპიკი არ გაქვს და ვერც არსებეობ....ცხვორებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ისე რაიმე ადგილის რჩევა თუ შეგიძლიათ ,გისმენთ თქვენც. |
Posted by: FoolOnTheHill 4 Jun 2021, 12:13 | ||
ზოდიაქოში, ადგილზე თუ მიხვალთ, კარგი ვარიანტია... ხინკალი რამდენიმე სახეობის აქვთ, რომელიმე აუცილებლად მოერგება გემოვნებას... ზოდიაქოს მოტანილი ვეღარ არის მოწოდების სიმაღლეზე... |
Posted by: aschenputell-TARA 4 Jun 2021, 12:50 |
FoolOnTheHill მადლობა დიდი. გავითვალისწინებ აუცილებლად. |
Posted by: Amigo-Amo 5 Jun 2021, 01:24 | ||
მესმის თქვენი მთელი შეგნებით ზოდიაქო კარგია, თუმცა, სახლში მომქონდა მოსახარში ამ ბოლო დროს და არ მომეწონა რამოდენიმეჯერ; ადგილზე ნორმალურია; სახლში მომზადებულს ძალიან გავს შემომეჭამას ხინკალი, გემრიელიცაა, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დიდი ნაწილი (70% მაინც) ღორის ხორცის შიგთავსია; |
Posted by: belimbor 5 Jun 2021, 10:36 | ||
aschenputell-TARA ვარლამ ლალიაშვილი არის ეგეთი კაცი, სახლში ამზადებს ხინკალს და გიგზავნის ან შენ მიგაქვს. ფეისბუქზე მოძებნე და ძალიან ასიამოვნებ მამას. ზოდიაქო ადგილზე ჯობია ჭამო.
არადა, ზეთი აუცილებელი ატრიბუტია კიტრი/პომიდვრის სალათზე. იმას უნდა თხოვდე, არ უქნაო, თორემ უნდა ესხას |
Posted by: aschenputell-TARA 5 Jun 2021, 13:19 |
Amigo-Amo , belimbor დიდი მადლობა გაიხარეთ. სასაცილო ისაა რო წინა კვრიას 2 ტონას ხინკალზე თქვა არ გავგიჟდიო და ამ კვირასაც ეგ შემიკვეთა. თქვენს ვერსიებს გავაცნობ. ვნახოთ რას აირჩევს. მადლობა კაცებო ,ჯიგრები ხართ. ისე ასაკის ბრალიცაა რო თვითონაც უჭირს გარკვევა რა უნდა და რა არა. მადლობაააააააააააა ყველას ვინც რჩევა მომეცით, იმათაც ვინც აქ პოსტავთ ხოლმე. |
Posted by: toyota12345 5 Jun 2021, 14:36 |
2 ტონას ვარკეთილის ხინკალი მე რო წავიღე გადავაგდეთ ვერ შევჭამეთ მე და ჩემმა მეგობარმა. ამ თემაში წინა გვერდებზე მიწერია კიდევაც.. გაურკვეველი ხორცი იდო ქათმის ბულიონი ესხა წვენის მაგივრად. ფეისზე მაგათ გვერდზე რო დავწერე დამბლოკეს ტიპებმა, იმის მაგივრათ რომ მოეწერათ და დაინტერესებულიყვნენ რა მოხდაო იმენა დამბლოკეს))) |
Posted by: elchi 5 Jun 2021, 18:39 |
toyota12345 კარგად იცოდნენ რითაც იყო გამოტენილი ის "ხინკალი" და იმიტომაც დაგბლოკეს და იგნორი გაგიკეთეს. |
Posted by: მამაო ენუქი 5 Jun 2021, 18:52 |
ისე რა ხინკალი . |
Posted by: Andy_Kaufman 5 Jun 2021, 20:41 |
მამაო ენუქი ვიდზე კაი ჩანს ... სად იღება? |
Posted by: მამაო ენუქი 5 Jun 2021, 21:09 |
Andy_Kaufman არსად, ოჯახურია |
Posted by: Andy_Kaufman 6 Jun 2021, 15:33 |
მამაო ენუქი აა კაია ოჯახური ხინკალი |
Posted by: la reine 6 Jun 2021, 15:40 |
მამაო ენუქი შენი მოხვეულია?მახინჯებია ჩემები ამასთან შედარებით კრასავიცები არიან:დდდ ხო არ ვიფიქრო სახინკლის გახსნაზე:| |
Posted by: sham 6 Jun 2021, 16:11 | ||
la reine
ჯერ გაგვასინჯე და გირჩევთ |
Posted by: მამაო ენუქი 6 Jun 2021, 16:13 |
la reine მე მზარეულობიდან ძალიან შორს ვარ მაქსიმუმ კვერცხი შევწვა , დილეტანტების ხინკალია, მარა გემოზე არა უშავდა კაი ხორცისგან იყო გაკეთებული |
Posted by: la reine 6 Jun 2021, 16:14 |
sham გასინჯულიც არის და უმაღლეს ქულაზეც შეფასებული. ასე რომ რჩევა არ მჭირდება |
Posted by: მამაო ენუქი 6 Jun 2021, 19:30 |
la reine ეგრე სად არის, ამ თემის ხალხს უნდა გაასინჯო |
Posted by: la reine 6 Jun 2021, 20:40 |
მამაო ენუქი ნწ. დაგადგებათ გულზე. ისე მართლა რომ დავფიქრდი. არაა ცუდი აზრი. დიდი დავიდარაბა უნდა ამ ამბავს? თან ჩემთან ახლოს ნახევრადსარდაფი განთავისუფლდა |
Posted by: elchi 6 Jun 2021, 20:53 |
la reine დედოფალავ, გვაჩვენე ჯერ შენი მოხვეული ხინკალი და მერე ვიფიქროთ ბიზნესზე. ახლა ჩემს გაკეთებულს მოგართმევ. ზოგიერთი 23-25 ნაოჭიანიც არის, 21-ზე ნაკლები არცერთი არაა. ეს ჯერ ვიზუალი, ფარშზე მერე ვილაპარაკოთ. |
Posted by: მამაო ენუქი 6 Jun 2021, 20:56 | ||
la reine
სახინკლე რო გახსნა ? იმენა მარტო ხინკალი და არაყი მხოლოდ ზავედენიაში, თან სარდაფში, დიდხანს ვერ აიტან მაგდენ ლოთს |
Posted by: la reine 6 Jun 2021, 21:08 |
elchi ნაოჭების კუწკუწი მეზარება ხოლმე და 16 მდე ვქაჩავ მაგრამ წარმატებულ ბიზნესს ნაოჭების რაოდენობა კი არა, ხარისხი და ადეკვატური ფასი განაპირობებს პ.ს. აწი რომ მოვახვეევ, დავდებ მამაო ენუქი ჰო ჰო შემაჯანჯღარე როგორმე. ოცნებაც არ მაცალოთ:/ |
Posted by: donmixo777 10 Jun 2021, 18:33 |
აბა რა ხდება ხინკლის სამყაროში? სადაა კარგი ხინკალი თბილისში? ერთხელ ვერ გავსინჯე, ვერ მივაღწიე თბილისის ზოდიაქოს ფილიალამდე ვიცი რომ ხინკალი კარგი აქვთ, მაგრამ ისე რაღაცეებს წერთ მომსახურებაზე რომ, რამდენჯერმე გადავიფიქრე წასვლა, არადა გეზი თითქმის აღებული მქონდა |
Posted by: toyota12345 11 Jun 2021, 09:54 |
donmixo777 სხვათაშორის ნორმალური მომსახურებაა მე უკმაყოფილო არ ვყოფილვარ, ახალგაზრდა მიმტანები მუშაობენ თავაზიანები არიან თეფშებს მალ მალე ცვლიან და მეტი რა უნდა მოითხოვოს კაცმა? |
Posted by: donmixo777 12 Jun 2021, 10:03 | ||
toyota12345
ადრე დაწერეს, უჟმური მიმტანები ყავსო აბა ამერია სხვა სახინკლეში? |
Posted by: belimbor 12 Jun 2021, 12:17 | ||
ეგრეა ეგრე. უჟმურები არიან და როცა ბევრი ხალხია, მომსახურება არაა ფაქტობრივად. ახლა კორონას გამო შეიძლება პატარა ნაკადია და უმკლავდებიან. |
Posted by: toyota12345 12 Jun 2021, 19:42 |
რავი აბა მე ჯიგრულად მომემსახურნენ და რა გითხრათ ადამიანს ცილს ვერ დავწამებ ტყვილად.... ეტყობა სმენას გააჩნია |
Posted by: მამაო ენუქი 13 Jun 2021, 22:00 |
. |
Posted by: Master_Nick 13 Jun 2021, 23:03 |
მამაო ენუქი შენი ნახელავია? მადისაღმძვრელად გამოიყურება რას აყოლებ, ლუდს თუ არაყს? |
Posted by: მამაო ენუქი 13 Jun 2021, 23:05 |
Master_Nick ღვინოს |
Posted by: Master_Nick 13 Jun 2021, 23:06 |
მამაო ენუქი ხინკალზე კაცო? მეგონა კარმელიტს ან ვესტმალის ტრიპლებს უმიზნებდი |
Posted by: მამაო ენუქი 13 Jun 2021, 23:07 |
Master_Nick ლუდს მარტო ყველს ვაყოლებ და ღვინოს ყველაფერს |
Posted by: Master_Nick 13 Jun 2021, 23:10 |
მამაო ენუქი ეჰ. ეგრე იცის პეროს დევნამ აწი ყველსაც აღარ მიაყოლებ. ეხლა ახალი ტრენდია, ლუდებზე კექსებს აყოლებენ სომელიე დაგვეკარგა, ხომ მშვიდობა აქვს? |
Posted by: მამაო ენუქი 13 Jun 2021, 23:11 |
Master_Nick ნწუ, მე ჩამოყალიბებული მაქ უკვე გემოვნება, შოკოლადი ვსინჯე ერთხელ როშფორზე, მაგარი საზიზღრობაა |
Posted by: Master_Nick 13 Jun 2021, 23:13 |
მამაო ენუქი როშფორს არა, გინესს უხდება შოკოლადი და ყავის კექსი |
Posted by: მამაო ენუქი 13 Jun 2021, 23:15 |
Master_Nick მუქ სტრონგებს აყოლებენ შოკოლადს , მარა არ გასინჯო მაგარი საზიზღრობაა, საერთოდ მაღალი კლასის სასმელს მისაყოლებელი არ ჭირდება, ღვინოს იშვიათად ვსვავ მაგ კლასის, ძირითადად ქეიფი მიყვარს |
Posted by: karlsoni 14 Jun 2021, 00:13 |
30 სიმბოლო. . . . |
Posted by: belimbor 14 Jun 2021, 15:30 | ||
როგორ, მაღალი კლასის ღვინოს კარგი ყველი მეორე სიცოცხლეს უხსნის. |
Posted by: uqimerioni 15 Jun 2021, 15:56 |
თელავის არ ვიცი და თბილისის ზოდიაქოზე ჭანტურიას ქუჩაზე როა აღარავინ დაწეროთ არაფერი მშიერზე კარგია მაგრამ 4-5 ე ხინკალზე ხვდები რომ არაფერია რა. ან რანაირი ფორმები აქვს ხინკალს, ან რანაირი ცომია, თხელი, მერე მარილიანი ხორცი. ვინმე უცხოელ სტუმარს წაიყვან რო რამე აჭმევ მაგრამ არაფერია ყოფილა. თქვენ რახან წერდით მაგის მუღამით გავედი გლდანიდან რუსთაველზე მეთქი რა არის ასეთითქო. ხინკალი ქვია ფასანაურში როა ქორბუდა, პატარა ძუძუკასავით კუჭებით. |
Posted by: belimbor 15 Jun 2021, 16:43 | ||
მე თბილისის ზოდიაქოში კორონას მერე აღარ ვყოფილვარ და არ ვიცი, თელავში ვჭამე წინა თვეში და გემრიელი იყო ძალიან. ზოგადად, ჰორეკა სექტორს ძალიან დაეტყო კორონას თემა... |
Posted by: westsider 15 Jun 2021, 17:05 |
1 კვირის წინ ფასანაურის დოლიძის ფილიალიდან მომიტანეს მოუხარშავი, ჩანთხლეული და გადამარილებული ხინკალი ძალიან გამიკვირდა არ ველოდი..მიჩვეული ვიზავი უკვე თუნდაც პატარა მაგრამ კარგ ხინკალს სამწუხაროა |
Posted by: uqimerioni 15 Jun 2021, 17:33 |
სადღა ვჭამო აღარ ვიცი. მცხეთაში ხო არ ვივლი ყოველ დღე. ისე ერთი ბიჭი იჯდა ჩემს გულში რა. იმის მაგიდაზეც რომ დაისრულეს ჭამა დაუძახა მიმტანს და უთხრა წინაზე რომ ვიყავი მომეწონაო. ცომზე მისცა შენიშვნა, გემო კი კარგი აქვს მაგრამ ცომი ნიტოაო დაიმედია გაითვალისწინებთო. |
Posted by: Mariam168 15 Jun 2021, 18:23 |
კორონა მართლა დაეტყო ამ სექტორს, მაგრამ რო მიყვარს მწვადი და ხინკალი რა გავაკეთო ისეთ გემრიელს ვეღარსად ვჭამ როგორც ადრე |
Posted by: მამაო ენუქი 15 Jun 2021, 21:58 | ||
uqimerioni
გინდა თელავის აიღე, რამდენი ზედმეტი ცომი აქვს აგერ ამ სურათზეც ეტყობა, ზოდიაქო მეგონა კარგი სანამ და დუშეთი გუდამაყრისკენ და მაგ მიდამოებში მივაგნებდი ერთი-ორ კარგ ადგილს დაჟე კახელების ხინკალიც აღარ მომწონს |
Posted by: uqimerioni 15 Jun 2021, 22:22 |
მამაო ენუქი ხოო, იმენა გაწელილი ხინკლებია რაღაცნაირი ფორმის, ან რამხელა ხაფანგივით კუჭი აქვს. მართლა ეგრეა რა, ანანური ფასანაურის მხარეს რომ აკეთებენ, ეგეთს ვერსად ვერ აკეთებენ საქართველოში. პატარა ზაბიგალოვკებში რა. ხინკლის მთელი ღირსება არის წვენი, დღეს რომ ვჭამე რაღაცნაირი მლაშე გემო ჰქონდა წვენს, მარილიანი. კაროჩე მაგარ მოშიებულზე გამისწორდა, მეთქი მაგარიათქო, მაგრამ მერე უკვე აღარ. ჩემი ფავორიტი მაგალითად ქორბუდაა. ოჯახის პატრონსაც გავესაუბრე, იმიტოა გემრიელი აქვე ვკლავთ ჩვენ საკლავს სახლშივეო. რომ მივდივარ გუდაურისკენ სულ მანდ შევდივარ ხოლმე, თან წინასწარ ვრეკავ რომ მაგიდა დამიკავონ, თორემ ვერ დაჯდები. ხინკალი უნდა იყოს იმენა საყვარელი არსება, პატარა კუჭებით და ყველა ერთნაირი ფორმის. ეს რანაირი ცომი იყო რა ვნახე დღეს. ხელში რომ ვიღებდი იმენა გამირბოდა ხინკალი. ამორამე და შემომეჭამა მაქვს დასაგემოვნებელი, არ ვყოფილვარ მანდაც. ფოტოები რაც ვნახე ცომის მშვენიერი ჩანს, ცომი ალბათ ის იქნება რაც უნდა იყოს, აი გემოს კი ვნახავ. |
Posted by: iosebovich 16 Jun 2021, 10:06 |
ხო თავს ვერ დადებ რო მიხვალ მეორედ, მესამედ და ისევ ისე კარგი დაგხვდება. აგერ ფასანაურზე რო დაწერეს ზევით. დოლიძის. სანამ გააძვირებდნენ და კორონამდე საკმაოდ ნორმალური ხინკალი ჰქონდათ. აწიეს1.30-მდე და აღარ იჭმევა საერთოდ და აღარც ღირს უკვე. ასე რო დედა ეტირება მაგ სექტორს თუ ტურისტებს არ სეტენეს ეგ ნაგავი და ღირსებიც იქნებიან. ზოდიაქოს რაც შეეხება კორონას მერე მგონი ერთხელ ვიყავი და გადასარევი იყო. როგორ ვეხვეწეთ ფეისბუქზე არ გააფუჭოთ თQო და არაა მაინც ქართული ტრაკობა არჩიეს. აი ესაა ბიზნესი ქართულად. ეხლა ვინ წავა კაცო ფასანაურში ხინკლის საჭმელად თუ იქ არ მოხვდი სპეციალურად ან გავლით. ასე რო ისევ თბილისში უნდა ვეძებოთ. არავინ ჩასულხართ ამ ბოლო დროს ნატახტარში პავილიონ გარდენში? ვარგა ეგ რესტორანი გემოების მხრივ? მანდ დაკეპილ ხინკალს, ლაზურ ხაჭაპურს და ჩაქონდრილს აქებენ. |
Posted by: Trump 16 Jun 2021, 10:54 | ||
uqimerioni
დასტური. ზოდიაქოში, თელავშიც და აქაც ძალიან ხშირად არის ოხრად მიყრილი სოდიუმის ქლორიდი- მარილე არ ვიცი რისთვის აკეთებენ ამას, ზოგადად ცნობილი ფანდია მზარეულისგან ხორცში ცუდი გემოს გადასაფარად. ეგრე ერთი ორი კარგი ხინკლაი შეიძლება მაჭახელასაც გამოუვიდეს დეკადაში. თუ ყოველდღიურად ერთიდაგივიე ხალხი არ მუშაობს ხინკალთან, ვერ დაიდება ყოველდღიური ხარისხი ამიტომ თბილისის ზოდიაქო ჩემთვის არის ძალიან სრედნი ხინკალი, ფლაშუნა ცომით. |
Posted by: toyota12345 16 Jun 2021, 11:02 |
ხინკლის სახლის ხინკალზე მაგათ გვერდზე დავწერე ხინკალი არ გივარგათ მეთქი და ხალხმა გადამიარა რას იძახი ხინკლის არაფერი გაგეგებაო)))). |
Posted by: uqimerioni 16 Jun 2021, 11:18 |
Trump კიი. მორიგე ხინკალია რა. რო რამე გაჭირვებაში შეჭამ რა. მაგრამ ის არ არის რაც უნდა იყოს. toyota12345 მეგობარო მოთხოვნა მიწოდების ამბავია. ხალხი რასაც შეაჩვიეს, ხალხსაც ის გონია მაგარი. იმიტომ რომ მართლა ჭეშმარიტება არ გაუსინჯავთ. ზოგი დასავლეთიდანაა ვაბშე გურია სამეგრელო და მთა თუშეთთამ აღმოსავლეთთან არანაირი შეხება არ აქვს, იმას რასაც შეაჭმევ, ის გონია კარგი და საუკეთესო. მე დედა მთიული მყავს, მამაც მაგარი გურმანი და ბავშვობიდან ასე თუ ისე გამარჩევინეს რომელია კარგი, რომელია ისე რა. მცხეთის სალობიეზე რას იტყოდით ისე? |
Posted by: iosebovich 16 Jun 2021, 11:30 | ||
uqimerioni
კატასტროფა ყველაფერი ლობიოს თუ შეჭამ რაა. ქუდი რო შეგიგდონ გამოსატანად არ უნდა შეხვიდე |
Posted by: მამაო ენუქი 16 Jun 2021, 11:36 | ||
მანდ ბოლოს ვიყავი მიშას დროს, ისეთი ხინკალი მოიტანეს 20 იდან 21 დავტოვეთ თეფშზე , იმის მერე არც შევსულვარ, არმაზის ხეობა იყო მანდ ნორმალური რესტორანი, მანდაც წლებია არ ვყოფილვარ, ეხლა როგორია ხზ. |
Posted by: uqimerioni 16 Jun 2021, 11:52 |
iosebovich მამაო ენუქი თქვენ იქ თუ ხართ ნამყოფი ბულაჩაურში კიბეებით რომ ჩადიხარ დაბლა დაბლა, პატარა გადებული ბოგირები როა ხიდები გადასასვლელი, კუპეები, ტბის თუ მდინარის პირზე იყო გაშენებული რესტორანი. ბავშვობაში ვარ მანდ ნამყოფი. როგორია ეხლა ნეტა. არადა სალობიეს ვეჩნად ხალხი ჰყავს, ადგილის პოვნა ჭირს ხოლმე. |
Posted by: zigfried 16 Jun 2021, 13:23 | ||
uqimerioni
ხინკალი კაი აქვთ ძაან სხვა რამეები არ ვიცი |
Posted by: მამაო ენუქი 16 Jun 2021, 13:32 |
https://wander-lush.org/tbilisi-georgia-food-best-restaurants-cafes-guide/?fbclid=IwAR3t9AMG1UElWlyYufA-4f07AjfPBnhSkAMmBRVS4GOyK8Fb5D0vMu_xstI |
Posted by: uqimerioni 16 Jun 2021, 13:34 |
zigfried სადაა ზუსტად ვერ ამიხსნი? როგორ მივაგნო? |
Posted by: westsider 16 Jun 2021, 14:33 | ||
მამაო ენუქი
იგივეს ვიტყოდი ზუსტად |
Posted by: GURAMI2 16 Jun 2021, 17:51 |
წერეთელზე ხინკალო რომ არის ნახევარფაბრკატი ხომარ გაგისინჯავთ? გაუყინავი ხორცისგან აკეთებენ მოხარშვა უნდა მხოლოდ. 85 თეთრი ღირს და ღიირს ნეტა გასინჯვად? |
Posted by: fermina 16 Jun 2021, 18:43 | ||
GURAMI2
არ გამისინჯავს, მაგრამ ბევრი ნაცნობი ყიდულობს მანდ, მათ შორის ბავშვებისთვისაც და ძალიან აქებენ. |
Posted by: Keti-Ket 16 Jun 2021, 23:50 | ||
GURAMI2
გამისინჯავს და ნახევარფაბრიკატისთვის მართლაც კარგი ხინკალი აქვთ, ოღონდ გაუყინავი რომელიც არის. ერთხელ გაყინული ვიყიდე, რომ არ მიკრობოდა ერთმანეთს და უფრო ცუდი გამოდგა. თან მგონი 85 კი არა 60 თეთრი ღირს. |
Posted by: FranziskanerWeissbier 17 Jun 2021, 07:01 |
Keti-Ket ქართული ხორცის ღირს 85 და შემოტანილი გაყინული ხორცის 60 და 55 |
Posted by: foreign3r 17 Jun 2021, 22:03 |
კარგი ხინკლის ჭამა ბევრგან შეიძლება,მაგრამ ისეთი ადგილი რომელია,რომ ბევრი ხალხი არ იყოს და დიდი ხანი არ მომიწიოს მომსახურებისთვის ლოდინი? |
Posted by: zigfried 18 Jun 2021, 00:27 |
uqimerioni ბულაჩაურისკენ როგორც კი გადაუხვევ, ხიდზე გადახვალ და იქვეა, მარტივი მისაგნებია ძაან ბულაჩაურის გადასახვევი რესტორანი ჩვენი ეზო რომ არის მანდაა ზუსტად |
Posted by: uqimerioni 18 Jun 2021, 15:10 |
zigfried კიდევ რომელ სახინკლეს გაუწევდი რეკომენდაციას? ხო აზრზე ხარ როგორ ხინკალსაც ვგულისხმობ, ფორმით მაინც მინიმუმ. აი შეკრული, პატარა კუჭიანი, უმწვანილო, ცოცხალი ხინკლები როა და არა დაგრძელებული არაამქვეყნიური ფორმის. |
Posted by: FoolOnTheHill 18 Jun 2021, 15:13 |
ზოდიაქოს ხინკალი მოვატანინეთ... კიდევ ერთხელ შევცდი... საშინელებაა.... მხოლოდ ადგილზე... გამოძახებას სჯობს საერთოდ მშიერი დარჩე... |
Posted by: Somewhereintime 18 Jun 2021, 20:41 |
რომელი ჯობია გამოძახებით? ……………………….. |
Posted by: uqimerioni 19 Jun 2021, 08:01 |
ბიჭო აი გამოძახებული ხინკლის დედა ვატირე მართლა. არ გეწყინოთ. მინიმუმ რაც არ უნდა ახლო ცხოვრობდე 15 წუთი ხო მაინცც უნდა მოტანას. 5 წუთში უკვე ცივდება ხინკალი, ამოგიტანს შეგრილებულს ან გაბლიკინებულს. აი რა მუღამი აქვს? ეგ არის კარგი, ახალი ამოყრილი როა და მიმტანს 2 წუთში მოაქვს ქაფქაფა. |
Posted by: akako78 19 Jun 2021, 11:26 |
დღესაც ხინკალს ვაკეთებთ სახლში..ერთადერთი მაინტერებს ანანურიკენ და ყაზბეგის გზაზე რომ მოვხვდები იქაური დავაგემოვნო..აქ თბილისში სურვილიც არ მაქვს რომელიმე დავტესტო.. |
Posted by: girvan_88 19 Jun 2021, 13:22 |
რასაც ვაკვირდები ორ ნაწილად იყოფიან ხინკლისტები, პრიალა და როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა ოფლიანი ხინკლისტები პრიალა ხინკალს შეხვდები თითქმის ყველა რესტორანში, გატკიცინებული კანით, დიდი კუჭებით, შედარებით დიდი ზომის, თხელი ხორცით, ბევრი წვენით და მწვანილეულობით გატელის "ოფლიანს" შეხვდები ძირითად ძველ ზაბეგალოვკებში, ქალაქიდან მოშორებით, ზომით პატარა, ძალიან პატარა ზოგჯერ საერთოდ უკუჭო, ცხიმიანს, მცირედ წვნიანს და ნაკლებ მწვანილიანს მე მეორეს ვამჯობინებ, ხოდა სადაც კი გამისინჯავს ჩარგლის ასახვევთან იყო ყველაზე კარგი უბედურსკისთან, დამბალი ხაჭოც გავამზადებინეთ მარა ვერ ვიკაიფე მაგაზე, სხვებმა ლამის თითები ჩააყოლეს ხოდა გაპრიალებულ ხინკალს რაც შეეხება ამ ტურიზმმა საერთოდ დედა უტირა ყველაფერს, იმათი პირის გემოსთვის აკეთებენ უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, იმათ კიდე ცომში რაც გინდა შეუხვიე და ხინკალი დაარქვი ყველაფერზე Fანტასტიკ Fანტასტიკს იძახიან |
Posted by: მამაო ენუქი 19 Jun 2021, 13:39 |
Posted by: toyota12345 19 Jun 2021, 19:03 |
ვაკეში მრგვალ ბაღთან ახლოს სახინკლე კოლხეთი სადმე ყოფილა ოდესმე? ახლობელი მიმკტიცებს მანდ იყო ძაან მაგარი ხინკალიო და ვერ მოვდივარ აზრზე მანდ რა იქნებოდა მასეთი. |
Posted by: ხიხო 19 Jun 2021, 21:19 |
მამაო ენუქი ეუფ კარგი სჩანს სადაა? |
Posted by: მამაო ენუქი 19 Jun 2021, 22:41 |
ხიხო მე გავაკეთე |
Posted by: ხიხო 19 Jun 2021, 23:33 | ||
მამაო ენუქი
შეგარგოს მამაო ნახელავს ეტყობა ნამეტნავად გყვარებია ხინკალი |
Posted by: iosebovich 21 Jun 2021, 09:46 | ||
girvan_88
დასტური. 100% |
Posted by: Trump 21 Jun 2021, 11:14 | ||
girvan_88
ასეა, ხინკალი ნამდვილად იყოფა ორ ნაწილად: მე პირადად კუჭიანი ე.წ რესტორნის ხინკალი მირჩევნია -სადაც ბევრი წვენია, ვიდრე ხორცზე მოტკეცილი, მუქი ფასანაურის ხინკალი, უკუჭო ხინკალი. ეხლა რაც შეეხება ტურისტებზეა როა გათვლილი, მთლად ეგრეც არაა საქმე გავკადნიერდები)) და ვიტყვი,რომ ქართველ კაცს ძალიან ხშირად ეშლება ქართულ კერძში კარგი და ცუდი ხარებავას დაგოგირდებულ ღვინოზე უმრავლესობა ამბობს,რომ კარგი ღვინოა ხინკლის გამოკითხვაში, თუ სად უნდა ჭამო კარგი, ძალიან ბევრი პასუხობს რუსებისთვის განკუთვნის დაწესებუბლებსს: შემოიხედე გენაცვალე, მაჭახელა, ხინკლის სახლი აქ, ხინკლის სახლი იქ და ა.შ |
Posted by: iosebovich 21 Jun 2021, 11:31 | ||
Trump
კატეგორიულად მიუღებელი დაწესებულებები და საოცარი ისაა რო ყველაზე მეტი ხალხი მანდ დადის. მეც თბილისის პრიალა ხინკალი მირჩევნია იმ მეორეს, ცომი რო ხელებზე გეწებება, ძალიან ცხიმიანი როა და წიწაკის ხე რო აგდია შიგ და წვენი რო თითქმის არ აქვს ... |
Posted by: FoolOnTheHill 21 Jun 2021, 11:31 |
მეც ე.წ. "რესტორნის" მირჩევნია... ბევრი წვენით, კუჭიანები, შეზავებული სანელებლებით, გემრიელი ხორცით და ა.შ... ))) პ.ს. "ხინკლის სახლებს" ვერ ვიტან... |
Posted by: fernato 21 Jun 2021, 16:57 | ||
დაგვიძველდა პურმარილი ----------------------------------- |
Posted by: მამაო ენუქი 21 Jun 2021, 17:18 |
მე კიდე არ მიყვარს ზედმეტი წვენიანი ხინკალი და არც ქალაქური რეზინასავით ცომი, ხინკალი უნდა იყოს ხორცით გამოტენილი, რო ჩაკბიჩავ არ დაგჭირდეს იმაზე ჩალიჩი ცომს ხორცი მიაჭამო ყველგან ხორცი უნდა იყოს, და დიდი ზომის არა, 3 კბეჩაზე უნდა ყომარდებოდეს, ხორცის სტრუქტურა უნდა იყოს შეკრული, დაახლოებით ისეთი როგორიც კატლეტის ან გუფთის, უნდა იღეჭებოდეს, ქაშასავით თუ არის კვერცხობაა, ისე გემოზე მწვანილიანიც მომწონებია, მთავარია ხორცი იყოს გემრიელი, ეხლა სადაც ვჭამ ხინკალს, მხოლოდ ხახვი, წითელი პილპილი და ძირაა, რამე სეკრეტი თუ აქვს პოვარს არ ვიცი უბრალოდ ძალიან გემრიელადაა შეზავებული და ახუიტელნი ხორცით კეთდება. |
Posted by: LIVE-76 23 Jun 2021, 02:19 |
ოჯახში გაკეთებული ხომ წესით უკეთესი უნდა იყოს, ბლომად ხორციანი... მაგრამ უმეტესად სამწუხაროდ ოჯახში სქელ ცომიანი ხინკალი გამოდის, აი ზემოთ ოფლიანი რომ უწოდეს... მე კი რესტორნის უფრო მომწონს, ოღონდ მაგიდის კლიონკასავით პრიალა და გაპოხილი როა ეგეთი არა, აი მაგალითად გრიბოედოვზე ფასანაურში აკეთებენ ძალიან გემრიელ ხინკალს, თხელი ცომით, რომელიც ეგრევე პირში დნება და უგემრიელესად შეზავებული მწვანილებით წვენი გეღვრება პირში... იფიფიფ... )) აი სურათებსაც დავდებ ვიზუალზე შეატყობთ რომ არ გატყუებთ, ან კი რაში მაწყობს თქვენი მოტყუება)) პ.ს. გორში აკეთებენ კიდევ გემრიელ ხინკალს, მოკრივე კანდელაკის რესტორან ჯოზეფ-ში, ესეთი თხელი არ არის, მაგრამ გემრიელია ძალიან... |
Posted by: xx3xx 23 Jun 2021, 03:10 |
LIVE-76 ბაზარი არაა თხელი ცომით და ბევრი წვენით ჯობია სახინკლის ხინკალი მარა ფარში არ უვარგათ სახლში იცი რო ნაღდია და ხინკალს ჭამ და იქ კიდე ათას ###ობას ურევენ. სახლში გაკეთებას თუ მოინდომებ აი აქ იყიდება ხინკლის გაპრტყელებული გაყინული ცომები https://www.facebook.com/tsomichef/ |
Posted by: LIVE-76 23 Jun 2021, 19:05 |
xx3xx გაიხარე მეგობარო, ნამდვილად კარგი ვარიანტია, ცომის მოზელა მეზარება ხოლმე ძალიან და ამის მერე ნებისმიერ დროს ადვილად მოვახვევ ხინკალს... დიდი მადლობა!!! |
Posted by: xx3xx 23 Jun 2021, 23:03 |
LIVE-76 არაფრის, მეც ვაკეთებ სახლში ხანდახან მუღამზე როცა ვარ პროსტა ვერ დავამუღამე რამდენი ხანი უნდა ვხარშო წამოდუღებიდან? და კიდევ ბევრი წვენით ხინკალი როგორ გავაკეთო? ფარშში კი ვურევ წყალს ბევრს მაგალითად 500გ ფარში თუა 300-400გ წყალი ასევე სალასაც ვუმატებ მაგრამ მაგდენი წვენი მაინც არააქვს რომ შეხვრიპო |
Posted by: მამაო ენუქი 24 Jun 2021, 16:01 |
ა ძმაო, ხინკალი ამას უყვარს, ჩვენ დილეტანტები ვართ |
Posted by: LIVE-76 24 Jun 2021, 21:42 | ||
xx3xx
ჰო და აი მეც ეგ მომენტი მიკვირს, წყალს მეც ვამატებ რამდენსაც იწოვს, ფარშსაც ნახევარ ნახევარზე ვაკეთებ, ღორს სალიან ნაჭრებსაც ვდებ... და მაინც ისეთი წვნიანი ვერაა როგორც მაგ ფასანაურში... ეხლა მომივიდა აზრად ბევრ წყალში ხომ არ ათხელებენ ფარშს და მერე ხომ არ ყინავენ ნეტავ? ჩადე მზა ფარშის გაყინული კუბიკი, მოახვიე და ჩაყარე ქვაბში მდუღარე წყალში... არ გამოვა წვნიანი? |
Posted by: xx3xx 24 Jun 2021, 22:48 |
LIVE-76 წყლის თემაა უეჭველი ანუ ჩვენ გვებევრება ალბათ და მაგიტომ სინამდვილეში ალბათ სუპივით უნდა იყოს ფარში შენ მაგაზე მეტს თუ არ უშვები საერთოდ არ ექნება წვენი მე იმდენს ვაკეთებ რომ წყლიანია სულ ფარში და ცოტა წვენი აქვს მაგრამ მაგდენი არა როგორც სახინკლეში |
Posted by: LIVE-76 24 Jun 2021, 22:58 |
xx3xx წყალს იმდენს ვუშვები რომ მოხვეული ხინკლიდან არ გამოჟონოს, ანუ ძალიან თხელს არ ვაკეთებ... უნდა მართლა ვცადო ფარში ძალიან გავათხელო და მერე გავყინო საყინულეში 24 გრადუსზე რაიმე მრგვალ პატარა ფორმებში)) |
Posted by: trendygirl.me 24 Jun 2021, 23:08 |
ისე რა მაინტერესებს იცით? კი არ ვკითხულობ ამ თემას მაგრამ თემას ჩასაკბეჩი ხინკალი რატო ქვია და საჭმელი ან გემრიელი არა? მარტო კბიჩავთ? იმ ანეგდოტივით გამოდის - ეგე რო ორი გოგო მოდის და ნაყინს ჭამსო, ერთი ლოკავს და მეორე კბიჩავსო და რომელია მათში გათხოვილიო? |
Posted by: xx3xx 24 Jun 2021, 23:32 |
LIVE-76 რატომ ყინავ ეგრევე რომ ჩაყარო ადუღებულ წყალში ? trendygirl.me შესახვრეპი უნდა ერქვას |
Posted by: la reine 24 Jun 2021, 23:56 |
LIVE-76 რა უნდა გაყინო არ გამაგიჟო მგონი ცუდი იდეაა წყალს ვამატებ ხორცის რაოდენობის ნახევარს და ძაანაც კაი წვნიანი გამოდის. ჩასახვრეპი:დდდ თქვენ რა გჭირთ არ ვიცი |
Posted by: LIVE-76 25 Jun 2021, 01:26 | ||||||||
trendygirl.me
xx3xx
ჰო რა, უცებ მომეფიქრა ეგეთი რამ)) ძაან საჩალიჩო კი იქნება, მაგრამ თუ ნამეტანი წვნიანი გამოვიდა ღირს წვალებად la reine
ცდა ხომ შეიძლება ჩემო კარგო? თან მიუხედავად იმისა რომ რატომღაც საქართველოში გაყინული ხორცი რატომღაც ცუდ და დაბალხარისხიან ხორცად ითვლება, მე ბევრგან წამიკითხავს რომ უმაღლესი ხარისხის ხორცს თუ სწრაფი გაყინვის წესით გაყინავ - საერთოდ არაფერს არ კარგავს და მითუმეტეს არ ფუჭდება...
შენ პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ!!! მაგრამ ეხლა რატომ მომანდომე ეგ შენი ჩასახვრეპი ხინკალი? |
Posted by: la reine 25 Jun 2021, 13:33 |
LIVE-76 არ გინდა არა, დამიჯერე რა დროს ხინკალია ამ პაპანაქებაში |
Posted by: LIVE-76 25 Jun 2021, 20:26 |
la reine გეთანხმები და გიჯერებ... დაველოდები წვიმა მაინც მოვიდეს და ცოტა რომ აგრილდება მერე ვცდი, თორემ ამ 37 გრადუსში ისედაც ვდნებით |
Posted by: girvan_88 25 Jun 2021, 20:31 |
პელმენიოს ხინკალი გავსინჯე ახლა. ცოტაც და 112-ში დავრეკავ |
Posted by: la reine 25 Jun 2021, 21:46 |
LIVE-76 ვგიჟდები თვინიერ და მორჩილ ადამიანებზე girvan_88 მერე ყველგან ყველაფერი კი არ უნდა შთანთქო:/ |
Posted by: LIVE-76 25 Jun 2021, 22:35 | ||
la reine
მეც სხვათაშორის... სხვა საქმეშიც შემიძლია კაი ხალხისთვის ეგ ამბავი... |
Posted by: la reine 25 Jun 2021, 23:33 |
LIVE-76 შენ ხო არ გაჟრიალებს შემთხვევით |
Posted by: Somewhereintime 25 Jun 2021, 23:42 | ||
ხინკალი ყოველთვის კარგია |
Posted by: LIVE-76 25 Jun 2021, 23:54 | ||
la reine არა, ცოტა ნასვამი ვარ და ხუმრობის ხასიათზე უფრო მეტად... თუ ესე იძაბები აღარ ვიხუმრებ შენთან! Somewhereintime
ცივ ჭაჭასთან და ლიმონათთან ერთად სიცხეშიც მაგარია ნამდვილად! |
Posted by: beerbeer 28 Jun 2021, 10:35 |
ქუთაისში რესტორან ,,სანაპირო"-ს შორიდან მოუარეთ. ეგეთი საზიზღარი ხინკალი ძნელად მოიძებნება ალბათ. ცომი საშინელი, ხორცი საშინელი, შეზავება საშინელი........ |
Posted by: მამაო ენუქი 28 Jun 2021, 10:39 | ||
გვირაბს იქით ხინკალი და მწვადი არ უნდა ჭამო |
Posted by: iosebovich 28 Jun 2021, 11:42 | ||
მამაო ენუქი
100% მანდ უკვე ხაჭაპური, ფხალეულობა და ზოგადად იმერული მიმართულება. ეგ იგივეა კახეთში ხაჭაპური მოითხოვო და მჭადი და ყველი |
Posted by: მამაო ენუქი 28 Jun 2021, 11:47 |
iosebovich ერთი მახოა გამონაკლისი მწვადის ამბავში, მარა დანარჩენის რა მოგახსენო, მარანში გამოვიარეთ ამასწინათ ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, ვარია ქონდათ რაღაც ნიგვზიან წვნიანში ჭამით ვერ გავძეხი, არც ხარჩო იყო არც ბაჟე, რაღაც სხვანაირად იყო შეზავებული. |
Posted by: uqimerioni 29 Jun 2021, 09:36 |
არადა მალხაზიში კარგი პური იჭმევა. მაგათი ოსტრი სანაქებოა ადრე რომ იყო ფაცხები გახსოვთ? დასავლეთისკენ რომ მიდიხარ მარჯვენა მხარეს. |
Posted by: beerbeer 29 Jun 2021, 17:04 | ||||
გეთანხმებით, მაგრამ დამპატიჟეს და რა მექნა თან მეკითხებოდნენ ხომ კარგიაო |
Posted by: GEORGEXIII 29 Jun 2021, 23:37 |
რამდენიხანია კაი ხინკალი არ მიჭამია... |
Posted by: max-14 2 Jul 2021, 00:11 |
გაყინული ხინკლებიდან წერტის (რეკლამას არ ვუკეთებ) მომწონს |
Posted by: belimbor 5 Jul 2021, 10:31 | ||
წერტის ხინკალი არ გამისინჯავს, მაგრამ მაგათ პელმენზე ოფიციალურად შემჯდარი ვიყავი ერთი პერიოდი. გინდა ხორცის და გინდა ყველის საოცრება აქვთ, აი საოცრება ხინკალიც ეგრე იქნება დარწმუნებული ვარ. |
Posted by: keen 5 Jul 2021, 11:21 | ||
მინი ხინკალი გავსინჯე (მგონი ხბოს) და საერთოდ არ მომეწონა... გეგონება პურის ცომშია გახვეულიო... |
Posted by: masai11 7 Jul 2021, 02:03 |
FB -და წამოვიღე სურათები. მესხური სამზარეულო: 1. ა პ ო ხ ტ ი და აპოხტის ხინკალი 2. ლოფორთქინა და ლოფორთქინის ხინკალი |
Posted by: beerbeer 8 Jul 2021, 10:44 |
masai11 სალამი, ახალციხისკენ ან ზოგადად სამცხე ჯავახეთში კარგი მესხური სამზარეულო რომ იყოს ხომ არ იცი? |
Posted by: westsider 8 Jul 2021, 12:33 |
ლოკოკინას ხინკალი?სერიოზულად? .............. ეგ ქართველი მამრისთვის გეი პრაიდზე ნაკლები კადრება კი არაა |
Posted by: iosebovich 15 Jul 2021, 14:41 |
დთეს ვიყავით ზოდიაქოში. დასტური, ოდნავ მარილიანი იყო. რაზეც დავიბარეთ მენეჯერი და კარქებისა ვუთხარით. გამოვასწორებთ აუცილებლადო. სხვა მხრივ არ დაიწუნებოდა , ხორცი ახალი, ცომი თხელი და გემრიელი. მარა ეს ოდნავი იაღლიშიც არ ეპატიებათ. ვნახოთ უახლოეს პწრიოდში ერთი შანსი კიდე მიეცემათ. ხალხი იყო უამრავი, თითქმის სავსე იყო დაწესებულება შუადღისით. ფასი 1.20 ლარი. საფირმო 1.45 ლარი. ქაბაბი 11 ლარი. ლუდი მხოლოდ ალხანაიძე და ჩეხური ერდინგერი. დიდი არაფერი. |
Posted by: dedistraki11 15 Jul 2021, 21:06 | ||
ამაზე კარგი არსად გამისინჯავს. და, ბევრ ადგილას ვყოფილვარ, ძალიან! |
Posted by: Amigo-Amo 18 Jul 2021, 20:45 |
დღეს ვიყავი ანანურში და აქეთობისას შევედით რესტორან ხორხელში. ვაღიარებ, რომ ასეთი გემრიელი სარესტორნო ხინკალი არასდროს მაქვს ნაჭამი. ცომი არია ოდნავ მუქი, ზომა საშუალო, კუჭები ძალიან პატარა და ხელით მოხვეული. წვენი ჰქონდა N რაოდენობით და ძალიან ძალიან მომეწონა. შიგთავსი შერეული იყო (საქონელი და ღორი). მოხევურიც გვაქვსო (მხოლოდ საქონლის ხორცით) , თუმცა ამ ეტაპზე არააო. |
Posted by: Andy_Kaufman 18 Jul 2021, 22:00 |
.............................. |
Posted by: მამაო ენუქი 18 Jul 2021, 22:04 |
Amigo-Amo ანანურში თუ იყავი ლესტამბერასთან უნდა გეჭამა ხინკალი. |
Posted by: Fredo_Corleone 19 Jul 2021, 12:26 |
ცხვრის ხინკალი არის სადმე თბილისში?.................................................... |
Posted by: kriketi-1985 19 Jul 2021, 13:09 |
გაყინულებიდან, ხინკალომ გამაკვირვა სასიამოვნოდ. ჩამოთვლილთაგან ორი ტონა მაქვს გასინჯული, უკეთესს ველოდი, რადგან ნაქები იყო. ბათუმში ფიროსმანის ხინკალზე დადის ლეგენდები და მაგას გიახლებით და ვნახავ. |
Posted by: toyota12345 19 Jul 2021, 16:46 |
kriketi-1985 ფიროსმანი დიდი არაფერია მე ვჭამე 4 თვის წინ, სტანდარტული ხინკალია რაც თბილისის სახინკლეების 80 პროცენტში. |
Posted by: Amigo-Amo 19 Jul 2021, 18:55 | ||
არა, არ არის ადრე იყო რუსთაველზე, აკადემიის მოპირდაპირე მხარეს რომ რესტორანი იყო (ხინკლის სამეფო ერქვა თუ არ ვცდები). თუმცა, 100% ცხვარი არც ის იყო, ცხვარი 60-70% ექნებოდა და დანარჩენი ღორი ან ძროხა. რესტორანში ცხვრის ხინკლის გაკეთების აზრს ვერც ვხედავ მე პრინციპში 100 ვიზიტორიდან მაქს. ერთმა შეუკვეთოს, ისიც 5 ცალი ალბათ. სახლში გაგვიკეთებია ხშირად და ნუ ისეთი თემაა, ერთხელ შეჭამ, მაქს, 7-8 ცალს და ნახევარი წელი აღარ გექნება სურვილი ცოტა სენსიტიური ხორცია |
Posted by: მამაო ენუქი 19 Jul 2021, 19:00 |
კოლხეთის სახინკლეს ქონდა ცხვრის ხინკალი, კაი ხანია არ ვყოფილვარ, ასე რო ეხლა აკეთებენ თუ არა კიდე არ ვიცი. |
Posted by: forumistvis 19 Jul 2021, 19:01 |
მარტო ხინკალში იყო ცხვრის ხინკალი მარა მე არ მიჭამია არ მიყვარს ცხვრის ხორცი |
Posted by: Fredo_Corleone 19 Jul 2021, 21:49 |
hinkali factory აქაც ქონიათ......................................................... |
Posted by: შამშიადიდი 20 Jul 2021, 23:52 |
ზახარ ზახარიჩში იყო ცხვრის ხინკალი წლების წინ. ახლა არ ვიცი ) |
Posted by: S_U_S_E 21 Jul 2021, 16:15 |
შეფების მასტერკლასი დაიდო... სახლში გაკეთებას მივეძალოთ ჯობია ყველაფერს |
Posted by: margali21 21 Jul 2021, 16:34 | ||
ხინკალი მაგარი საჭმელია |
Posted by: Amigo-Amo 22 Jul 2021, 11:27 | ||
ერთი მაგასთანაც უნდა მივიდე ადრე ვალენტინში დავიოდით ხოლმე, გვევასებოდა ოჯახური გარემო ძაან და კერძებიც (მათ შორის ხინკალი, კარგი იყო ნამდვილად). ლესტამბერი აქედან რომ მიდიხარ, დუშეთამდეა თუ დუშეთის იქით? ეს ნაღდად კარგი იყო, ხალხიც ბლომად იყო (ნუ ლამაზი ადგილია თან). თბილისის ზოდიაქსო ხინკალს 10 თავით ჯობდა. ცომი სარესტორნე არ იყო და ეგ მომეწონა ძალიან. + წვნიანი იყო ძალიან. |
Posted by: მამაო ენუქი 22 Jul 2021, 11:33 |
Amigo-Amo ანანურშია ლესტამბერა, აღმართზე რომ ამოდიხარ ხიდზე ეკლესიის მერე, მარჯვენა მხარესაა, თბილისიდან თუ მიდიხარ მარცხნივ, თბილისის კი არა თელავის ზოდიაქოსაც მირჩევნია მე, ცეცხლზე აკეთებს და ცოტა შებოლილი გემო დაკრავს, ძალიან უხდება. მანდედ მქონდა კიდე ერთი ადგილი, ძალიან კარგ ხინკალს აკეთებდნენ და გააფუჭეს ამ ბოლო დროს, რატომღაც რეცეპტი შეცვალეს |
Posted by: Trump 22 Jul 2021, 15:02 |
ბათუმში რა გეგულებათ ნორმალური, ახალი დაწესებულება? |
Posted by: FoolOnTheHill 22 Jul 2021, 15:14 | ||
მე მომწონს "ხინკლის გემო პლიუსის" ქალაქური... |
Posted by: Trump 22 Jul 2021, 15:32 | ||
FoolOnTheHill
ვა არც გამიგია მადლობა, იმედია მწვადის შეწვაც იციან |
Posted by: FoolOnTheHill 22 Jul 2021, 16:54 | ||||
https://www.infobatumi.ge/places/khinklis-gemo-plus/ მე ყველაფერი მეგემრიელება ამათთან... რაც მთავარია სუფთა სამზარეულო აქვთ... |
Posted by: iosebovich 22 Jul 2021, 18:00 | ||
FoolOnTheHill
ვააჰ ხინკალი რა ვიდზეა რააა, საღოლ |
Posted by: Andy_Kaufman 27 Jul 2021, 09:38 |
მამაო ენუქი https://goo.gl/maps/nKshiDMVBD4WnEX58 რუკაზე რაცაა მონიშნული მანდაა ? |
Posted by: kriketi-1985 30 Jul 2021, 15:02 |
ფიროსმანის ქალაქური მომეწონა, მთიულური - ნაკლებად. იშვიათი შემთხვევაა, მოლოდინი რომ გამართლდა:დ |
Posted by: toyota12345 31 Jul 2021, 13:57 |
ორთაჭალის თაღლაურას ხინკალმა სამი კაცი ცუდათ გაგვხადა... რაღაცა უცნაური ცხიმის გემო ჰქონდა კიდე კაი ბავშვმა მარტო ერთი ცალი შეჭამა მაგათ უნდა #######ა პატრონი რო ჩავალ!!! |
Posted by: მამაო ენუქი 31 Jul 2021, 14:05 |
Andy_Kaufman ხო ეგ არის, წინ რაღაც ნამცხვრები და ყავა იყიდება. |
Posted by: Andy_Kaufman 31 Jul 2021, 20:56 | ||
მამაო ენუქი
აჰა გასაგებია ... მადლობა |
Posted by: sabexa 8 Aug 2021, 01:56 |
თბილისში ყველაზე გემრიელ ცხვრის ხინკალს სად აკეთებენ? ყაზახი მეგობარი მინდა დავპატიჟო, თან მზარეულია და არ მინდა შევრცხვე და მირჩიეთ აქ თუ არის რამე, თუ ლესტამბერასთან მომიწევს ჩასვლა მაინც და მაინც? |
Posted by: Andy_Kaufman 9 Aug 2021, 00:00 |
sabexa კახელებში წაიყვანე ან შემომეჭამაში ... ორივე ძვირია საკმაოდ |
Posted by: westsider 9 Aug 2021, 00:06 |
მინდა გადაგარჩინოთ სტრესისგან რესტორანი ბულაჩაური სოფელ წითელსოფელთან სრული კატასტროფა მომსახურეობა ნოლი..რიგში დგახარ რომ 80იანების სასადილოს მაცივართან შეუკვეთო მაგიდებს ყველაფრის სუნი ასდის რაც დაისხა და ელაგა მწვადი გაცხელებული უბრალოდ ხორცი და არა სამწვადე მეგრული ხაჭაპური მაკარონმოყრილი და ცხიმში ნაბამავები სადაც ყველი მიკროსკოპით უნსა ეძებო ლუდი წყალნარევი ხინკალი უბრალოდ სრული კატასტროფა გაყინულიც ბევრად ჯობს კიტრი პამიდორი იყო კარგი უამრავი ხალხი იყო იქ და საშუალოს მაინც მოველოდი არ წახვიდეთ დაზოგეთ დრო |
Posted by: keen 9 Aug 2021, 18:29 | ||||
Andy_Kaufman
ცხვრის ხორცის ხინკალს "კახელებში" აკეთებენ თუ "შემომეჭამაში"? |
Posted by: მამაო ენუქი 9 Aug 2021, 18:33 |
westsider მანდ რამ წაგიყვანა, კაი 10 წელზე მეტია აღარ ვარგა. მანდვე ჩასახვევში ჩვენი ეზო ნორმალურია, ცოტა რო გაცდები ხორხელიც კარგია მარცხნივ. |
Posted by: Frankens†ein 9 Aug 2021, 18:49 | ||
ის ბულაჩაური, თავის დროზე რო ბულაჩაურობდა, წლებია უკვე თბილისში გადმოვიდა, მარშალ გელოვანის ქუჩაზე თავის მზარეულებით და დაჟე მიმტანებითაც. ხშირად დავდიოდით ხოლმე ბულაჩაურში ხინკლის, ჯიგრის მწვადის და ტაფის ხაჭაპურის გამო, ქალაქგარეთ გასვლა რო გვინდოდა... გელოვანზე 2-3-ჯერ ვიყავი, წლების წინ, ეხლა რა ხდება აზრზე არ ვარ. როცა ვიყავი საჭმელები ისევ კარგი ქონდათ, მაგრამ ბულაჩაურში სხვა სიტუაცია იყო... |
Posted by: iosebovich 10 Aug 2021, 12:52 |
Frankens†ein აღარც გელოვანის ბულაჩაური არ ვარგა არაფრად და არც ვარგოდა გინდაც წლების წინ. ის ბულაჩაურიც უკვე საღორეა და მანდაც 10 წელი და მეტია არავინ დადის ვინც გურმანია. ხორხელიც ადგილია რაა ლამაზი, რო ვიყავით საშინელი საჭმელი იყო რასაც ჰქვია და აქ დაწერა მერე მეპატრონემ ვსწავლობთ ჯერ და გამოვსწორდებითო. თავიდანვე რო ბანძია ის მერე ვეღარასოდეს გამოსწორდება. შესაბამისად მინიმუმ 1000 კაცს მაინც ვუთხარი რო ხორხელი არ ვარგა. ასეა ძმაო, კლიენტს რო იკიდებ მერე დაკიდება ნახე როგორია. აი ჩვენ ეზოში ისე მოხდა რო არ ვყოფილვარ. საერთოდ მანდეთ 10-დან ცხრა არ ვარგა რაა. ნატახტრის ველი იყო ძალიან კარგი ეხლა არ ვიცი რა სიტუაციაა. და აქებენ იმ პავილიონ გარდენს და მანდაც ვეღარ მოვხვდი პანდემიის გამო. საერთოდ ეს 2 წელი პანდემიის გამო ვერსად გავდივარ რაა. დდშ |
Posted by: Frankens†ein 10 Aug 2021, 13:19 | ||
iosebovich
სადღაც 10 ან მეტი წლის წინ დავდიოდით ხოლმე. მერე აქ გადმოიტანეს გელოვანზე და 1-2-ჯერ ვიყავი, საჭმელი ისევ იგივე ქონდათ რაც ბულაჩაურში, მაგრამ ზავიდენია იყო ბანძი და აღარც მივსულვარ... სავარაუდოდ გაბანძდებოდა, ვინღა ივლის თბილისის ბულაჩაურში... გემრიელი ხინკალი თუ მომინდება, შემომეჭამაა, გამოძახებით ოღონდ, ზავიდენია არ მევასება. და ლუდის დალსალევად ვარაზისხევის პაულანერი. საჭმელებიც კარგი აქვთ, ლორი ღვინის სოუსში და ეგეთები... |
Posted by: მამაო ენუქი 10 Aug 2021, 13:33 |
არადა მანდ ხორხელია მარტო რესტორანი რომლის ღვინოც დაილევა, ნატახტრის ველს ქონდა ბეროზას ღვინო, ეხლაც ეგ აქვს, მარა ბეროზას გაუბანძებია მთლად. |
Posted by: FranziskanerWeissbier 10 Aug 2021, 16:10 |
ბეროზას ღვინო დამილევია ადრე და არ იყო ნაღდად ცუდი ახლა არ ვიცი როგორია |
Posted by: Andy_Kaufman 10 Aug 2021, 17:37 |
keen უი ცხვარი არ წამიკითხავს :/ მე მაპატიეთ |
Posted by: iosebovich 10 Aug 2021, 18:02 | ||
მამაო ენუქი
არადა ძალიან კარგი იყო ნატახტრის ველი რაა. ბოლოს 2019 წლის ოქტომბერში ვიყავი და ვსიო, ვეღარც ჩავედი მერე პანდემიის გამო. |
Posted by: მამაო ენუქი 10 Aug 2021, 18:51 |
iosebovich ნატახტრის ველს კი არა პავილიონ გარდენს აქვს ბეროზას ღვინო, შეცდომით დავწერე, ნატახტრის ველში არასდროს არ უვარგოდათ სასმელი |
Posted by: iosebovich 11 Aug 2021, 13:50 | ||
მამაო ენუქი
არასოდეს არ დაგვილევია მაგათი ღვინო. ყოველთვის ჩვენი მიგვქონდა. ზოგადად რესტორნების ღვინოს ცუდი სახელი აქვთ. აი საჭმელი ყოველთვის კარგი ჰქონდათ. ბოლო ორი წელია არ ვიცი რა ხდება მანდ. |
Posted by: sabexa 14 Aug 2021, 18:37 |
და ცხვრის ხინკალზე კიდევ არ ვიცით კარგი სად კეთდება თბილისში? თუ მაინც და მაინც ხინკლის წარმოშობის სათავეში უნდა ავიდე რომ ნორმალური ცხვრის ხინკალი ვჭამოთ.. |
Posted by: მამაო ენუქი 14 Aug 2021, 18:51 |
ხინკალი არ ვიცი და ბატკნის მწვადი ქონდათ ძალიან კარგი ტაბახმელაში, ხინკალი არც გამხსენებია, ღვინით ვიყავით ასულები საქეიფოთ |
Posted by: sham 14 Aug 2021, 19:20 | ||
მამაო ენუქი
რა ადგილია ? რა ქვია რესტორანს ? |
Posted by: მამაო ენუქი 14 Aug 2021, 19:45 |
sham სახელი არ მახსოვს, ტაბახმელაში რომ ადიხარ მანდ მუხები არის მარცხენა მხარეს, მაგის სახელი მახსოვს, ადრე მანდ დავდიოდით ხოლმე, ხოდა მაგას აცდები ასე ნახევარი კილომეტრი და მარცხნივ არის ეგეც, დიდი ეზო აქვთ. |
Posted by: sham 14 Aug 2021, 20:03 |
მამაო ენუქი გაიხარე, იქეთ რო მოვხვდები შევივლი უეჭველი ... |
Posted by: beerbeer 15 Aug 2021, 09:06 |
თელავის ზოდიაქო ხინკალი ,,თელავური''-საკმაოდ კარგი გემო და ზომა. ადამიანზე 7-10 ცალი საკმარისზე მეტია. ფასი 1 ლარი. ჩემგან რეკომენდაცია. ხინკალი ,,საფირმო'' (შემწვარი). ჩებურეკია შეფუთული ხინკლად და კარგ ჩებურეკამდეც ვერ მიდის. ფასი 1.25 ლარი. ჩემგან არარეკომენდირებული. |
Posted by: Trump 16 Aug 2021, 10:52 | ||
ზარები ქვია, მეც დავდივარ ხოლმე მანდ) ეხლა დაკეტილია,რამდენიც ავიარე და ჩავიარე |
Posted by: მამაო ენუქი 17 Aug 2021, 13:12 |
Trump კვირას ვიყავი არაა დაკეტილი . |
Posted by: Trump 17 Aug 2021, 14:42 | ||
მამაო ენუქი
ვახ ვახ, ეს რა მითხარი ვარგოდა? მანდ ერთხელ მასპინძელმა ღვინო დაგვალევინა თავისი ძალიან კარგი. |
Posted by: მამაო ენუქი 17 Aug 2021, 15:49 |
Trump ხორცი კარგი აქვთ, ღვინო ჩვენი იყო, შენ რო ნაკოლი მომეცი გოგებაშვილზე |
Posted by: Trump 17 Aug 2021, 17:55 | ||
მამაო ენუქი
კი, მეც მაგ ღვინოზე ვარ ისევ |
Posted by: Mr Angry 24 Aug 2021, 19:13 |
თბილისში სად შეიძლება ვჭამო ყველაზე გემრიელი ხინკალი????? ფასს არ დავეძებ... იმდენი უგემური ხინკალი ვჭამე მინდა ხინკლის რეპუტაცია აღვიდგინო გონებაში რაც ვიცი არის ჰბ ვაჟაზე, მაჭახელას ფილიალები, შემოიხედე გენაცვალე, ხინკლის ფაბრიკა, სტელა მეტეხთან ახლოს. აქ ნორმალური აქვთ და 2 წელია არ ვყოფილვარ. სადმე უკეთეს ხინკალს გავსინჯავ??? ქუთაისში ვჭამე და დღემდე მაგინებს კუჭი |
Posted by: belimbor 25 Aug 2021, 10:00 |
Mr Angry 1. ზოდიაქო 2. შემომეჭამა 3. თავისუფლებაზე რომ ფასანაურია, ისიც კარგია. |
Posted by: დაშლიი? 31 Aug 2021, 12:43 |
ახლა გავსინჯე პირველად ეს ზოდიაქოს ხინკალი და მართლა საუკეთესო ხინკალია რაც კი ოდესმე გამისინჯავს. უძაანმაგრესია. ამაზე ნაკლები ხინკალი არ უნდა იყოს! : |
Posted by: belimbor 31 Aug 2021, 19:22 |
დაშლიი? თბილისის ფილიალში თუ თელავის? |
Posted by: დაშლიი? 1 Sep 2021, 16:09 |
belimbor თელავის ფილიალში... უგემრიელესი ხინკალი იყო,.. ადრე ყველაზე მეტად ველიამინოვის ხინკალი მომწონდა და ამან ყველა კითხვა მოხსნა. საუკეთესო იყო! |
Posted by: westsider 1 Sep 2021, 16:27 |
ვიცი თქვენი რეაქცია უკვე ხაშურში..კორკოტა ჯერ მიდით |
Posted by: HanSolo 7 Sep 2021, 16:03 |
ფასანაურში რომელ სახინკლეს გაუწევთ რეკომენდაციას? |
Posted by: Frankens†ein 7 Sep 2021, 18:25 | ||
შემომეჭამაში გასინჯე საუკეთესო, უგემრიელესი, ნამდვილი ხინკლის ჭამა თუ გინდა https://goo.gl/maps/pkoRD5tLkBFgJjcS7 |
Posted by: MasterJC 7 Sep 2021, 22:26 |
ველიამინოვში არაფერი არ ჭამოთ ახლა არ ვიცი რა სიტუაციაა, ადრე რამდენიმე წლის წინ ვმუშაობდი მეზობლად, და ჩემს თანამშრომელს ანახეს სიამაყით რა ხდებოდა სამზარეულოში, გოგო დაშოკილი გამოვარდა, დაჟანგული მაცივრები და ჟანგიან ჭურჭელში თავღიად ჩაყრილი ხორცი და ბევრი სიბინძურეაო იმედია სიტუაცია გამოსწორდა |
Posted by: forumistvis 7 Sep 2021, 22:44 |
ის სად იყო აღარ მახსოვს ფანჩრის წვერები რომ აღმოაჩინეს ხინკალში |
Posted by: toyota12345 18 Sep 2021, 00:41 |
თბილისში რამე ახალი საკაიფო ხინკალი ხომ არ აღმოგიჩენიათ??? |
Posted by: მამაო ენუქი 19 Sep 2021, 23:32 | ||
ვიყავი აქ დღეს და კარგი ხინკალია, მაგრამ თელავის ზოდიაქომდე ძალიან ბევრი უკლია, არ ღირს მაგხელა გზაზე წასვლა, აგერ გზის ფული დაამატე და უკეთეს კახელებში შეჭამ ვაჟას ხბ-ში რამოდენიმე დღის უკან ვჭამეთ და ხინკალი არ იყო ეგ, რაღაც კატლეტი იყო ჩატენილი ხინკლის ცომში |
Posted by: GEORGEXIII 19 Sep 2021, 23:43 |
მამაო ენუქი ზოდიაქო იმენა თემაა... |
Posted by: beerbeer 20 Sep 2021, 13:13 |
,,შემომეჭამა"- ვაკეში. მშვენიერი ხინკალი |
Posted by: Delfistyaosani 20 Sep 2021, 14:44 |
სასტავ გუშინ ვიყავი ბულაჩაურში, ზოგადად ხო უმაგრესი ხინკალი აქვთ და ისეთი extra წვნიანი და extra thicc იყო 3 ყუთი წამოვიღე ჯიგრის მწვადი და ჩალაღაჯიც ზედ დააკვდა |
Posted by: iosebovich 20 Sep 2021, 17:54 | ||
Delfistyaosani
რომელ ბულაჩაურში? თბილისისაში თუ იქ ძველში, დუშეთის გზაზე? |
Posted by: Delfistyaosani 20 Sep 2021, 18:22 |
iosebovich იქ ძველში იასნა |
Posted by: Frankens†ein 24 Sep 2021, 19:40 |
რა მაინტერესებს, შემომეჭამას გარდა ამო რამე-შია ნამდვილი ხინკალიო და სადღაც წავიკითხე მგონი ყოველდღე არააო და მასეა? და თუ მასეა, რა დღეებში აქვთ? |
Posted by: Mikerson 24 Sep 2021, 20:48 |
ამორამეში კეთდება ყველაზე კარგი ხინკალი |
Posted by: Keti-Ket 24 Sep 2021, 23:43 | ||
Frankens†ein
კი, მასეა. ადრე მარტო შაბათობით ჰქონდათ, რადგან მაგ დღეს ცამოყავდათ რეგიონიდან მეხინკლე. არ ვიცი, თუ შეიცვალა ამ მხრივ რამე. |
Posted by: MasterJC 25 Sep 2021, 00:32 |
თბილისში სად შეიძლება წესიერი მწვადის ჭამა, ნორმალური ულუფა იყოს და თირკმელი არ დატოვო? |
Posted by: ხინკალი 25 Sep 2021, 07:13 |
ნიკსერჩს უფუნქციოდ მიტოვებთ, თქვენ ხომ ხალხი არ ხართ |
Posted by: Frankens†ein 25 Sep 2021, 09:55 | ||||
მადლობა |
Posted by: Menzoorqa 27 Sep 2021, 10:55 |
Frankens†ein ყოველდღე აქვთ უკვე ხინკალი. სპეციალურად ხინკლისთვის ცალკე ტოჩკა გახსნეს იქვე, გზის მეორე მხარეს. ერთს "ამო რამე" ქვია, მეორეს "ამო რამე ხინკალი" |
Posted by: Frankens†ein 27 Sep 2021, 12:42 |
Menzoorqa |
Posted by: FoolOnTheHill 27 Sep 2021, 12:49 |
როგორც იქნა გავსინჯე თელავის ზოდიაქოც... ქალაქური ხინკლის მოყვარულების სამოთხეა ჩვეულებრივი... |
Posted by: belimbor 27 Sep 2021, 15:49 | ||
ნადუღის და საფირმო არ გასინჯე? |
Posted by: FoolOnTheHill 27 Sep 2021, 16:03 | ||||
ნადუღის იგივეა რაც თბილისში აქვთ... ქალაქურმა აჯობა, თბილისის ფილიალისას... საფირმოს კარგი ჩებურეკი მირჩევნია... |
Posted by: belimbor 27 Sep 2021, 16:14 | ||
ბარემ კარგი ჩებურეკი გვირჩიე მაშინ. მე მაგრად მიყვარს პირადად |
Posted by: MasterJC 27 Sep 2021, 20:57 |
belimbor შემომეჭამას ჩებურეკი ასწორებს ისე ხინკლის ფარშით აკეთებენ დრო სჭირდება დიდი ასე 40 წუთამდე რომ მომზადდეს |
Posted by: manvela888 27 Sep 2021, 21:23 |
ეს შემომეჭამა ეგ რაღაცა ზაბეგალოვკაა? მე რესტორანი მეგონა |
Posted by: ტერა 28 Sep 2021, 14:44 |
რა მაგარი თემაა, თქვენ გენაცვალეთ მე! ჯიგრები ხართ! შევინახავ. |
Posted by: FoolOnTheHill 28 Sep 2021, 14:56 | ||||||
ონიაშვილი აკეთებს პერიოდულად... საკმაოდ გემრიელია, მაგრამ გულძმარვა იცის მერე... ))) იშვიათად ზოგადად რომ შევხვდე კარგ ჩებურეკს... სანთლით არის საძებარი... შემომეჭამას გავსინჯავ ახლო მომავალში, რადგან იუზერი ამბობს. |
Posted by: iosebovich 28 Sep 2021, 15:31 | ||||
ტერა
ვააჰ სალამი შენ აქ გამოჩენას თემა მართლაც კარგია FoolOnTheHill
ონიაშვილში სულ აქვთ მარა ეგეც მართალია მერე გულძმარვა იცის და წვენშია რაღაც ან ცომში. ჯერ ვერ დავადგინე არაა ჩვენი კულტურა და ვერ აკეთებენ კარგს რაა. აბა 40 წუთი რად უნდა ჩებურეკს შემომეჭამაში, ხოა საკითხავი? რა ერთი ცალის გამო ახალ ფარშს აკეთებენ თუ ცომს ზელენ? კახელების გასინჯე. ვერ დაიწუნებ. მარა პატარაა, 4 ლარი ღირს და სულ ცოტა 3 ცალი გინდა რო რამე იგრძნო დანაყრების კუთხით. |
Posted by: toyota12345 29 Sep 2021, 23:27 |
ზოდიაქოში ვიყავი დღეს ჭანტურიაზე. ვერ აუდიან შეკვეთებს იმდენი ხალხი იყო უმეტესობა უცხოელები... მწვადი გააფუჭეს! ხინკალი ისევ კარგია ოღონთ ცოტა მლაშეა! საწებელი არ გვქონდა შეკვეთილი და ბოლოს ანგარიშში გაგვეჩითა)))) ავუხსენით და მერე მაგის გული გამოგვიკლეს... მაგარი ბარდაგია ხმაური და ქაოსი... მანდ მარტო ხინკლის გამო უნდა მიხვიდე სხვა არაფერი არ მომწონს მანდ... მომსახურებაც ცუდი! |
Posted by: iosebovich 30 Sep 2021, 11:38 | ||
toyota12345
შუადღისას უნდა მიხვიდე, მარტო ხინკალი ჭამო და წამოხვიდე. საქეიფოდ და მოსალხენად არ ვარგა მანდ არაფერი. ეგ ფაქტია. შენ როგორ ხარ ჯანმრთელობით? ხო კარგად ჩაიარა ყველაფერმა? |
Posted by: Besa 1 Oct 2021, 18:59 |
ფასანაურში “გუდა“–ში გავსინჯე არა მამეწონა |
Posted by: The DoctoR 4 Oct 2021, 00:16 |
Mikerson Keti-Ket Frankens†ein ეგ ამორამე ინგოროყვაზე რომაა? და ბოლობოლო შაბათობითაა ხინკალი თუ სხვა დღეებშიც?)) |
Posted by: MasterJC 4 Oct 2021, 03:32 |
The DoctoR არის ამო რამე ამო რამე ხინკალი მეორეში სულ არის ხიკალი და გვერდიგვერდაა მგონი |
Posted by: iosebovich 4 Oct 2021, 13:57 | ||
MasterJC
რა ფასადაა ხინკალი ? ზომა ? |
Posted by: MasterJC 5 Oct 2021, 00:41 | ||||
აზრზე არ ვარ არასდროს ვყოფილვარ მანდ და არც გამისინჯავს აწ განსვენებული ჩემი ცოლი იყო ამო რამეს შეფი რამდენიმე წლის წინ და მისი შეფასებით, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ხინკალი ამო რამეს ჰქონდა, და ყველაზე კარგი - შემომეჭამას ზოდიაქო ჩვენი აზრით არის რა. ამო რამე ხინკალი როცა გაიხსნა, მანდ აღარ მუშაობდა და რუსას დაეჯერება, მაგათზე კარგს აკეთებდა ;დ;დ ნუ ნაკლებს არა ზოდიაქო კიდე არცერთს არ მოგვეწონა, სტუმარი რო წაიყვანო არ შერცხვები, მაგრამ სპეციალურად მანდ გასვლა ჩვენი აზრით არ ღირს, თბილისის ფილიალს ვგულისხმობ არაა ისეთი მაგარიც, რასაც აბრალებენ, მარა ცუდსაც ვერ დააბრალებ |
Posted by: Delfistyaosani 5 Oct 2021, 18:35 |
ეხლა მოვხვდი სუ შემთხვევით ბელიაშვილზე ოქროს კათხაში, შეზავება სასწაული იყოო ვერ იტყვი მარა იმდენი და ისეთი კაი მჭლე ხორცი იდო ხინკალში მაგდენს fuckdonalds ორმაგ ბურგერში არ დებს წვენიც იმდენი ქონდა ლამის საწრუპები შევუკვეთეთ (ეხლა ვერ ვყვები იქ რო ყოფილიყავით დაიხოცებოდით სიცილით ვიბაზრე) |
Posted by: Raven 6 Oct 2021, 00:47 |
ქვევრის ხინკალი ყოფილა მაგარი, მიშხუილას შეუსანსლავს, სანამ ჩაავლებდნენ თურმე, მაგას პირში გემო კი აქვს იდეაში გაგიგიათ აქაურებს? |
Posted by: belimbor 6 Oct 2021, 11:14 | ||
მაგას ისეთი მონატრებული ექნებოდა, შემოიხედე გენაცვალესაც შეჭამდა |
Posted by: Mr Angry 6 Oct 2021, 12:41 | ||
belimbor
ვჭამე ზოდიაქოში თბილისის ფილიალში კარგი ხინკალია მომეწონა ნამდვილად. ქაბაბი სულგუნით ძან გემრიელი ქონდათ. ერთი რაცაა ცოტა მეტი მარილი აქვს ხინკლის ცომს. როგორც ყოველთვის ლუდის მწირი არჩევანი პრობლემაა ''უი გაგვითავდა არ გვაქვს'' და ა.შ. შემდეგში როცა თბილისში მომიწევს ჩამოსვლა შემომეჭამას დავტესტავ ჯერ-ჯერობით ჩემი გამოცდილებით რაც არი ბათუმში ფიროსმანში შევჭამ ხინკალს. ქუთაისში ელდეპოში (ბჟოლებში) და თბილისში ზოდიაქოში. |
Posted by: marimari11 6 Oct 2021, 22:51 |
თელავის ზოდიაქოში ვიყავი ორჯერ და ძალიან მომეწონა. ეგეთი გემრიელი ხინკალი მგონი არსად მიჭამია სხხვა რაღაცეებიც გემრიელი ჰქონდათ |
Posted by: toyota12345 7 Oct 2021, 00:23 |
ამო რამემ დამაინტერესა დავრეკე არაყს შემოვიტანთ მეთქი და არაო არ შეიძლებაო .. ძმაკაცს მაგარი არაყი აქვს და ეგ გვინდოდა ხინკალთან.. სამწუხაროდ გაიმაზა ამო რამე! |
Posted by: Lallana 7 Oct 2021, 11:28 | ||
toyota12345
კოლა მიაყოლეთ მართლა მაგრად უხდება :დ |
Posted by: axlguns 7 Oct 2021, 12:13 | ||
რამდენადაც კარგი ხინკალი აქვთ,იმდენად ცუდი მომსახურება . ტეხავს |
Posted by: MasterJC 7 Oct 2021, 12:30 |
toyota12345 შენც ხინკალი გაიტანე და მიაყოლე იმ არაყს, რა პრობლემაა ან შემომეჭამას მიაკითხე, შეგატანინებენ არაყს ფასნამატით და ა.შ. |
Posted by: მამაო ენუქი 7 Oct 2021, 12:40 |
არაყს აღარ ვსვამ წლებია უკვე, ასე რომ ღვინოს ვაყოლებ მხოლოდ ხინკალზე |
Posted by: Andy_Kaufman 7 Oct 2021, 13:37 | ||
მამაო ენუქი
ღვინოს რამე ნორმალური ლაგერი ან გაუფილტრავი ლუდის მიყოლება არ ჯობია? |
Posted by: ORIONI 7 Oct 2021, 13:44 |
axlguns შემომეჭამა დავგეგმოთ ცოტახანში მოვრჩები დიეტას და მივცხოთ |
Posted by: მამაო ენუქი 7 Oct 2021, 14:58 |
Andy_Kaufman ლუდსაც წლებია არ ვსვამ ბელგიური სტრონგების გარდა არაფერს, ეგენი კიდე ხინკალზე არ მიდის |
Posted by: belimbor 7 Oct 2021, 15:29 | ||||
კარგი გემოს ბევრ საკვებ დაწესებულებას აქვს ეგრე, მაგალითად ონიაშვილებს, ენდორფინს, ზოდიაქოს. თუ გინდა მაგათი კერძის ჭამა, უნდა გაუყრუო მომსახურებას ონიაშვილების საცხობში რომ დაძაბო, ის ქალები თავზე ჩამოგაცვამენ ლობიანს
ნადუღის გასინჯე? საოცრად გემრიელია ერბოსთან ერთად. ზოგადად, მანდ ხინკლის გარდა არაფერი უნდა ჭამო ჩემი აზრით. |
Posted by: Andy_Kaufman 7 Oct 2021, 16:44 | ||
მამაო ენუქი
ეგ ჰო მაგრამ ღვინო ვაბშე არ მიდის ჩემი აზრით ხინკალზე |
Posted by: მამაო ენუქი 7 Oct 2021, 16:49 |
Andy_Kaufman ღვინო ისეთი ფორმით როგორც ჩვენ ვსვამთ ყველაფერზე მიდის |
Posted by: FranziskanerWeissbier 7 Oct 2021, 18:19 |
ჩემი აზრით ფეიხოას ლიმონათი უხდება ყველაზე მაგრად |
Posted by: Andy_Kaufman 7 Oct 2021, 18:22 | ||
მამაო ენუქი
ეგ კია ...გადაკრა ჩაიტანა ისე თხელი ღვინო კი წავა მამენტ მაგრამ აი რქაწითელი ტანინით ძაან არ გამისწორდება ხინკალზე |
Posted by: Mr Angry 7 Oct 2021, 21:00 | ||||
axlguns
რავიცი მე დღის 4 საათზე ვიყავი და თითქმის ცარიელი იყო. უპრობლემოდ მემსახურებოდნენ რამოდენიმე მაქცევდა ყურადღებას. თეფშიც ბევრჯერ გამოგვიცვალეს. ნუ რავი ზოგს ეგ არ მოწონს თეფშს რომ ართმევენ, ეგეთი მიზეზის გამოც მინახავს შეფასებებში დაბალი ქულების დაწერა კომენტარებით belimbor
ნადუღის ხინკალი აქვთ ერბოსთან ერთად? არ მსმენია პს. რავიცი რას უწუნებენ ამ ზოდიაქოს მომსახურებას. თქვენ ეტყობა არ გინახავთ ქუთაისში ყველაზე გემრიელი სახინკლის ელდეპოს მომსახურება. ე.წ. ''ბჟოლებში'' რომ მდებარეობს. მიმტანს უნდა ეხვეწო მენიუ მოგიტანოს და შეკვეთა მიიღოს. თუ შენით არ იპოვი ცარიელ მაგიდას ა.ჩ.ყ. იაზო სახეებით დგანან ბართან. მერე შეკვეთაც კაი ხნის მერე მოდის. შეიძლება იმის ბრალიცაა რომ სულ სავსეა დილითაც კი კლიენტები ყავთ და მობეზრებული აქვთ ალბათ კლიენტის დანახვა და გათამამებულები არიან. ''არ მოგეწონება და სხვა შემოვას თემაააქვთ'' საღამოს თუ არ დაჯავშნე მანდ ადგილი არ დაგხვდება. მაგის მერე სხვაგან ანგელოზად მოგეჩვენებათ მომსახურება უბედურება ისაა რომ სხვაგან ძან საზიზღრობა ხინკლები აქვთ და უალტერნატივოა ფაქტიურად ამხელა ქალაქში |
Posted by: belimbor 8 Oct 2021, 10:25 | ||||
ჰოდა ზოდიაქოშიც ეგრეა. საღამოს საათებში თუ მიხვალ, სულ სავსეა და კიდიათ მიმტანებს ინდივიდუალური კლიენტები. მანდ პრობლემა ისაა უფრო, რომ ზემოდან გიყურებენ
4 ტიპის ხინკალი აქვთ ზოდიაქოში: თელავური (იგივე მოხევური), ქალაქური მწვანილით, ნადუღის (რომელსაც ერბოს აყოლებენ, შიგნით უნდა ჩაასხა და სხვა განზომილებაა ) და საფირმო ( მოხარშვის გარეშე პირდაპირ შემწვარი. ცომი შიგნიდან მოხარშულივითაა, გარედან კრაწუნა. მე ეს დიდად არ მომწონს, ჩებურეკი მართლა ჯობია ). P.S. საქონლისას არ ვწერ. ახლა მენიუში "კლიკეს საფირმო" დაუმატებიათ, არ მიჭამია და არ ვარ კომპეტენტური. |
Posted by: toyota12345 8 Oct 2021, 18:27 |
ამო რამე მაინც გაიტესტა! ხინკალი არის იდეალური გემოს თვალსაზრისით! მაგრამ: არის ძალიან პატარები და 1.50 ღირს რაც მაგ ხინკლისთვის ძალიან ძვირია. შემომეჭამას თემაა რა. შეიძლება ორივეს ერთი მეპატრონე ყავს! 15 ცალი შევჭამე და კიდე მშიერი ვიყავი როვა ზოდიაქოს 10 ხინკალს რო ვჭამ მეტი აღარ შემიძლია. თან რაღაცა ლაღიძის წყლის პონტში ლიმონათი ქონდათ ისიც პატარა ჭიქებში. ერთი სიტყვით მანდ მისვლა და გემრიელად ხინკლის ჭამა არის გაწეწვა! ახლა დაწერთ ყველაფერი ძვირიაო და რესტორანი ზარალზე ხო არ იმუშავებს ხარჯი აქვსო პროდუქცია, კომუნალური, სტაფის ხელფასი და ასე შემდეგ.... მაგრამ 1.50 მაგ პატარა ხინკლისთვის მაგრად მეძვირება. გემო და ხინკალი იყო სუპერი აი არაფერზე არ მაქვს პრეტენზია. ძმაკაცმა 20 ჭამა და კიდე მშიერი იყო. |
Posted by: FranziskanerWeissbier 8 Oct 2021, 18:36 |
მე ძაან მომწონს შემწვარი ხინკალი ზოდიაქოში, ჩებურეკსაც მირჩევნია, მარა მსუყეა მაგარი და 4-5 ცალი რომ მიჭამია ეგ, მეტს ვეღარ ვქაჩავ მერე სხვა ხინკალს ისე, ზოდიაქოში ჩვეულებრივი, გინდ მწვანილიანი, გინდ უმწვანილო ხინკალიც მოშნია, 10-12 ცალი მაქსიმუმ, კაი მშიერზე. |
Posted by: iosebovich 11 Oct 2021, 11:40 | ||
toyota12345
კაია რო იყავი და აქაც დაწერე. ესეიგი პელმენის ხელებია ეგრე გამოდის და მაგხელა ფასი ადევს. მაგას ქვია ღორობა და არანაირად არ პრავდება. 1.50 ლარს რო ადებ ძველი ელდეპოს რო ჰქონდა იმხელები უნდა იყოს და ოკ 10 ცალი 15 ლარი აიტანს კაცი. ეგ უნდა ჭამო 30 ცალი და თხლიშო 45 ლარი და კიდე ლუდი ზევიდან უკვე საშინელი ძვირია 2 კაცზე 100 ლარის გადახდა. მოკლედ არ ღირს მისვლა ფაქტია. როგორც კახელებში არ ღირს პრინციპულად 2 ლარის გადახდა ხინკალში. ძალიან კარგია ზოდიაქო 1.20 ქალაქური და მისაღებია ფასიც, ზომაც და გემოც. ეს ფოეფოე ტრაკსი პერო ვერიკოები, ქეთო და კოტეები და ამო რამეები დარჩნენ მდიდრების გასაწეწად. იმ დღეს სალათა აუღიათ ქეთო და კოტეში კიტრი პომიდვრის და 18 ლარი გადაახდევინეს რაღაც მაიმუნობაში რაა, სურათიც ედოთ ფეისბუქზე. ნახევარი კიტრიც არ იქნებოდა და გაფრცქნილი პომიდორი ერთი ცალი და პური-ბულკი. ერთკაცსაც არ ეყოფოდა. ამათ იფიქრეს 18 ლარში კაი დიდი ჯამი სალათა იქნებოდა. ასე რო ეს უწი პუწი ვითომ დონე რესტორნები გადასულები არიან გაყვლეფაზე ხალხის. ანუ ევროპული სტანდარტია რაა. რაღაც ერთს რო უკვეთავ ერთი კაცის ულუფაა და სხვები ვერ გადაიღებენ. მაგ სტანდარტით სალათა თუ გინდა ოთხივემ უნდა აიღოთ და 72 ლარი თხლიშოთ. ჩაწვდით მარკეტინგს? |
Posted by: Keti-Ket 11 Oct 2021, 23:37 | ||
iosebovich
მე კი ის გამიკვირდა კომენტარებში ზოგმა რომ გაამართლა რესტორნის მიდგომა. არადა მართლა მეოთხედი თუ იქნებოდა კიტრისა და ერთი პომიდორი. თემას რაც შეეხება, მეც ვიყავი რამდენიმე დღის წინ ზოდიაქოში. საღამო იყო და პირდაპირი მნიშვნელობით რიგი იყო. მომსახურება აბსოლუტურად ნორმალური, ხინკალი (ქალაქური, ნადუღის, საფირმო) სტაბილურად კარგი. 9 ხინკალი სრულებით საკმარისი აღმოჩნდა. |
Posted by: iosebovich 12 Oct 2021, 10:50 | ||||
Keti-Ket
ნამდვილად. ეეჰ ელაპარაკე ამათა. მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, გამიშვით ცხვარი მთაში მიდისო
ეგრეა . სტაბილურად კარგია რაა. |
Posted by: ramos_4 12 Oct 2021, 20:30 |
ზოდიაქო ყველაზე გერმრიელიააააააააააააა |
Posted by: მამაო ენუქი 12 Oct 2021, 21:52 |
დღეს ვჭამე ორთაჭალაში, ესეთი კარგი ხინკალი მე მანდ არ მიჭამია ჯერ, ან მეხინკლე გამოცვალეს ან ხორცი გაარტყეს, ფასი კონკრეტულად ხინკლის არ ვიცი, 30 ხინკალი 2 ქაბაბი, ხაჭაპური, ყველი, სალათა და ლიმონათები 108 გელა |
Posted by: ჰეისან 13 Oct 2021, 04:52 | ||
საკმაოდ ძვირი გამოდის... |
Posted by: iosebovich 13 Oct 2021, 14:40 | ||
მამაო ენუქი
სასწაულად გამოასწორეს ნამდვილად. რაც აქვთ კარგია ყველაფერი რაა. კარგი ფასია. ხინკალი -1.20 (30 ცალი -36 ლარი) , ქაბაბი -12.50 (2 ცალი 25 ლარი) , ხაჭაპური 13-14 ლარი, ყველი -10 ლარი, სალათა -8 ლარი, ლიმონათი ბოთლი-3 ლარი და მომსახურეობა. კი გამოვიდოდა ზუსტად მაგდენი. |
Posted by: Amigo-Amo 13 Oct 2021, 14:53 | ||
სრული აბსურდია მეგობარო არ ვიცი როდის იყავი თუმცა, ახლა ივლისში, შემდეგ აგვისტოში და სექტემბერში 2-2-ჯერ ვიყავი და ძალიან გემრიელი ხინკალია; თბილისის ზოდიაქოს ხინკალი მომწონს,თუმცა, ამას არც კი იშევადარებ. ჯერ მარტო იმით ჯობია ხორხელის ხინკალი, რომ "შინაურული" ცომითაა მოზმადებული. შიგთავსითაც უკეთესია; P.S თემას არ ვაოფებ, თუმცა, ვისაც ჩემსავით გიყვართ ცხვრის ქაბაბი, დიღომში, პეტრიწის 1 ნომერში ამზადებენ ძალიან კარგ ქაბაბს; |
Posted by: Frankens†ein 13 Oct 2021, 14:55 | ||||
გაძვირდა ყველაფერი. 30 ხინკალი, 2 ქაბაბქი და ხაჭაპურ-ყველი-სალათ-ლიმონათები კი ეყოფა სამ კაცს, მინიმუმ ორს... აგერ ოთხმა კაცმა 450 გადავიხადეთ ორი კვირის წინ... |
Posted by: მამაო ენუქი 13 Oct 2021, 16:31 |
Frankens†ein მე და სომელიეს მაგ ფასის მარტო ლუდი გვაქვს დალეული, 40 შჩემტო ბოთლი დავლიეთ ერთხელ Amigo-Amo ხორხელი მაგ მიდამოებში ყველაზე კარგია ნაღდათ, ჩვენი ეზო აურ დაურიეს ცოტა. |
Posted by: iosebovich 13 Oct 2021, 16:46 | ||
Amigo-Amo
წელს არ ვყოფილვარ. თუ გამოასწორეს მხოლოდ მივესალმები. როცა ვიყავი მაშინ სასტიკად არ მომეწონა არაფერი და აქაც დავუწერე და სხვებიც გავაფრთხილე თავი სეეკავებინათ. იმედია მარტო მე არ ვიყავი და გამოიტანეს დასკვნები. |
Posted by: Amigo-Amo 13 Oct 2021, 17:22 | ||
პირველად ამ წელს ვიყავი და ძალიან მომეწონა; არ გამოვრიცხავ, რომ ზაფხულში, სეზონზე კარგი ხინკალი ჰქონდეთ და სხვა, ტურისტულად უფრო მკვდარ სეზონზე ცუდი. თუ მოვხვდი ახლა იქით, ვეწვევი აუცილებლად და დავტესტავ კიდევ; |
Posted by: Frankens†ein 14 Oct 2021, 08:54 | ||
გაძვირდა ცხოვრება. ცოტა ხნის წინ ამ ფასად ათკაციან სუფრას გაშლიდი რესტარანში შენი რასპუტინი(ლუდი ) სერვანდში მიდევს |
Posted by: deep purple_in rock 14 Oct 2021, 18:34 |
გუშინ ამო რამეს ხინკალი ვჭამე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო საუკეთესოა ! |
Posted by: Delfistyaosani 15 Oct 2021, 02:30 |
deep purple_in rock რაღაც დამაინტრიგე, მანდ როგორაა ყოველდღეა ხინკალი თუ გრაფიკით? |
Posted by: thug 15 Oct 2021, 02:32 |
Frankens†ein ედიკას დროს ეგ ყველაფერი დაჯდებოდა მაქსიმუმ 80 ლარი საკაიფოდ კი დაგილევიათ 4 კაცს ) |
Posted by: elchi 16 Oct 2021, 10:22 |
Frankens†ein ფრენკი, ქვითარი ვნახე და საჭმელ-სასმელის გარდა 15% მომსახურებაში გადაგახდევინეს. უთხარი ამ ხალხს SF-ში ეგეთი ქვითარი რომ მიუტანონ ამერიკელს, რა მოხდება? ხომ დაამხობს რესტორანს თავზე მეპატრონეს? რომელმა დეგენერატმა მოიგონა ეგ წესი, რომ მომსახურების საფასური სავალდებულო იყვეს? ეგ "თიფსები" ნებაყოფილობითია, კლიენტმა შეიძლება 20%-იც დაგიტოვოს, შეიძლება არაფერი. ეგ შტატებში დაუწერელი კანონია!!! შენზეა დამოკიდებული რამდენად მოგეწონა მომსახურება და მას შემდეგ მომსახურე პერსონალს გარკვეულ თანხას უტოვებ. ვინმე არ შემედავოს, SF-ში ყველაზე დიდ რუსულ-ებრაულ რესტორანში ორნახევარი წელიწადი მენეჯერად ვიმუშავე. პ.ს. ახლა ვაკეთებ ხინკალს, მეორე დღეა და არავინ მეხმარება. ყველაფერს თავად ვახერხებ. არავის ვიკარებ ახლოს და იმიტომ ვდგევარ მარტო სამზარეულოში, ეგეთები ხელს მიშლიან.LOOOL ცოტა ხანში სურათებს მოგართმევთ. დავბომბავ აქაურობას, ორასზე ვარ ასული, თან პორციებად ვყინავ. |
Posted by: Andy_Kaufman 16 Oct 2021, 19:17 |
elchi ყველაზე ცუდი მანდ ისაა რომ ეგ 61 ლარი მიმტანს არ შეხვდება მთლიანად დიდი ალბათობით და ამიტომ კიდევ ელოდებიან ხოლმე თიფებს და მერე სახესაც დაგიკერავს თუ დაგიმახსოვრა ან გაგჭორავს და ძუნწად მოგნათლავს |
Posted by: sham 16 Oct 2021, 20:24 | ||
მთლიანად კი არა, მიმტანის ანაზღაურებასთან საერთოდ არაფერ კავშირშია ეგ +10, 15 თუ 20 პროცენტი და მართლა რა მარაზმია ეგ მომსახურების პროცენტები ხ.ზ. რა ... |
Posted by: მამაო ენუქი 16 Oct 2021, 20:32 |
ეგ რამდენადაც იბოლებიან ჭურჭელი რომ გაგიტყდეს და მსგავსი იმის დაზღვევის პონტია რა, არა მარტო ოფიციანტის |
Posted by: elchi 17 Oct 2021, 04:11 |
Andy_Kaufman sham მამაო ენუქი გადამრევთ ხალხო თქვენ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მსგავსი რამის ჩაწერა ქვითარში. 2017-ში ვიყავი ჩამოსული, სამი მეგობარი წავედით "ოქროს კათხის" რესტორანში. ახალი გახსნილიაო და დამპატიჟეს. შეკვეთა მივეცით და სანამ საჭმელს მოიტან ლუდი მოგვიტანეთქო ოფიციან ბიჭს ვუთხარი. გავიდა ნახევარი საათი და არა სჩანს ეს ტარტაროზი. გავალ სიგარეტს მოვწევ მეთქი. დგააას ეს ვირი და სიგარეტს აბოლებს. -ოე ყანა,შენა სკლეროზი ხომ არა გაქვს, სად არის ლუდი? -ახლავე მოგიტანთო. მოიტანა ლუდი, ასე თუ ისე არაუშავდა, მაგრამ ქაბაბი და ხინკალი იყო სრული კატასტროფა. ქაბაბი არ იყო შემწვარი, ხინკალი კიდევ მოუხარშავი. -წავედი სამზარეულოში და მიმაქვს ესენი, პოვარს ძალით უნდა ვაჭამო. -მაიცა რა გიო შარი არ გვინდა. -ბიჯო ეს მასხარად აგდებაა ძმებო, რატომ ითმენთ? -მე ამის მჭამელი არა ვარ, აგერ ყველს და სალათას მივეძალები. მოიტანა იმ გამოდებილებულმა ქვითარი და მომსახურების 10% ეწერა. -მეთქი დაგამხობთ თავზე აქაურობას. -რა მომემსახურე შე ჩემის თვრამეტიანო? ჯერ იყო და ნახევარი საათი აბოლებდი და წყურვილით დაგვხოცე, მერეა და უმი მოიტანე ყველაფერი, გითხარი არ შემიყვანო სამზარეულოში, ნორმალური მოგვიტანეთქო და მერე სულ დაიკარგე. ახლა მესმის თქვენი, თუ რატომ წერენ მეპატრონე ღორები იმ პროცენტებს. გამოდის რომ იმ თიფსებიდან არაფერს აძლევენ ოფიციანტებს და იმიტომაც დადიან ზაქებივით და ზეთი მოსდით თავპირიდან. პ.ს. ეგ რომ გამეკეთებინა SF-ში, ახლა ამას ვერ წაიკითხავდით. |
Posted by: fermina 17 Oct 2021, 09:47 |
elchi კიდევ ბევრი განსხვავებაა ამერიკასა და საქართველოს შორის და ჩამოვწეროთ ბარემ ყველა. აქ ასეა - მიმტანს "თიფს" უტოვებ დამატებით. ის მომსახურების თანხა არის სხვა მიზნობრიობის, ცუდია, კარგია, სწორია, არასწორია, ეს სხვა საქმეა. მაგალითად რეგიონებში პატარა საოჯახო რესტორნებში საერთოდ არ აქვთ ეგ მომსახურების თანხა. |
Posted by: thug 17 Oct 2021, 16:43 | ||||
მე მეგონა არავინ არ ტოვებდა ტიპებს და მაგიტომ სავალდებულო გახადეს ეგ მომსახურების %
ეს როდიდან? ახალი ხილია მანდ ტიპები და როგორც ვიცი უმეტესობა არანაირ ტიპს არ ტოვებს... elchi
ძაან ჟმოტი უნდა იყო ან მართლა უსაზიზღრესი ოფიციანტი უნდა შეგხვდეს რომ არაფერი დატოვო. საჭმელი თუ არ ვარგა და ა.შ. ანუ ისეთი რაღაცები რაც ოფიციანტის ბრალი არ არის მაგის გამო ოფიციანტს ტიპი არ უნდა დააკლო. სან ფრანცისკოში არ ვიცი კონკრეტულად რა ხდება მაგრამ სხვა შტატებში და ქალაქებში არის რესტორნები რომლებიც სერვის ჩარჯს აკეთებენ ბილზე. იგივე ტიპია ეგ და მაგ დროს შეგიძლია აღარ დატოვო ან ცოტა მიუმატო ზევიდან და არა 10%+ სავალდებულო. |
Posted by: მამაო ენუქი 17 Oct 2021, 17:01 | ||
thug
რა ახალია, სულ ვუტოვებდით რაც თავი მახსოვს |
Posted by: fermina 17 Oct 2021, 17:24 | ||
thug
ახალი რა, ერთი 20 წელი მაინც შემოვიდა თიფები, რაც სარესტორნო ბიზნესი განვითარდა, ახლა მანამდე თიფის კი არა, ვაგზლის ფენოვანი ხაჭაპურის ფული არ ჰქონდა ხალხს საბჭოთა კავშირის დროს არ ვიცი, როგორ იყო. |
Posted by: thug 17 Oct 2021, 17:39 |
მამაო ენუქი შეიძლება 1-2 კაცი ტოვებდა ზოგადად საზოგადოებაში არ იყო ტიპების კულტურა რავი მე არაფერი ეგეთი არ მახსოვს. რასაც ვაკვირდები არც ეხლა არის მთლად ფართოდ გავრცელებული ტიპის დატოვება. fermina 2001 წელს ტიპებს ტოვებდა ხალხი რესტორნებში? რავი... 10 დან 9 საერთოდ ვერ მიხვდებოდა მაგ დროს ტიპი რა არის და რითვის რომ აგეხსნა კიდეც |
Posted by: მამაო ენუქი 17 Oct 2021, 17:46 |
thug 2004-5 იდან, რაც დავდივარ რესტორანში სულ ვუტოვებდით ოფიციანტს, ეხლა გეპეის დროს კაპიკს კაპიკზე რო ვაწეპებდით და ისე მივდიოდით მაშინ ოფიციანტისთვის ვის ეცალა |
Posted by: fermina 17 Oct 2021, 17:55 | ||
thug
მერე მე სხვა რა დავწერე 2021 წელია ახლა |
Posted by: Master_Nick 17 Oct 2021, 18:56 |
მე როგორც ვიცი, აშშ ში ნორმალურ რესტორანში თიფის არ დატოვება, ოფიციანტის შეურაცხყოფაა. 2008 ში ვიყავი ვაშინგტონში, ერთ დღეს მოხდა ისე, რომ რესტორნიდან თიფის გარეშე გამოვედით და ოფიციანტმა ,,საქმე გაგვირჩია" რა არ მოგეწონათ, რომ არ მთიფავთო. იმის მერე შეიცვალა რამე? |
Posted by: Lallana 17 Oct 2021, 19:22 |
ამ ბოლო პერიოდში უმეტესი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები მასიურად გადავიდა საბანკო ბარათით გადახდაზე, პირადად მეც ნაღდი ფული არასდროს დავდივარ, თუ ისეთ ადგილზე არ ვარ წასასვლელი ბაზარში ან სადმე სადაც მხოლოდ ნაღდი ფულით არის ანგარიშსწორება და რესტორნებში თიფებს როგორ ტოვებთ? მიმტანები ცოდოები არიან, მაგის გამო ბევრს დააკლდებოდა შემოსავლები |
Posted by: fermina 17 Oct 2021, 19:36 | ||||
Master_Nick
მეც ასე ვიცი, რომ ძალიან ცუდ ტონად ითვლება თიფის არდატოვება, ფაქტობრივად არც ხდება მსგავსი რამ, ოფიციანტების ხელფასები ძალიან დაბალია და რეალურად ცხოვრობენ თიფებზე. Lallana
კარგ რესტორნებს მგონი კი აქვთ თიფი საბანკო ანგარიშზე მიბმული, თუ კლიენტს სურვილი აქვს. თუ ამერიკაში მეშლება? იქ რომ ნამდვილად არის კი ვიცი მაგრამ თითქოს აქაც ასე მახსოვს. |
Posted by: thug 17 Oct 2021, 19:36 |
Master_Nick კი დაუწერელი კანონია ნებისმიერ რესტორანში სადაც გემსახურება ოფიციანტი ტიპი უნდა დატოვო უეჭველი. არა მარტო რესტორანში ბევრგან არის ტიპები მიღებული სერვის სფეროში სადაც პერსონალს არ აქვს დიდი ხელფასი თითქმის ყველგან ტოვებ ტიპებს. მაგალითად პროფილაქტიკაში ზეთს რომ ვაცვლევინებ უფროსს ვუხდი გამოცვლის ფულს. მექანიკს ვინც მანქანაზე იმუშავა ტიპს ვაძლევ ცალკე. მანქანის სამრეცხაოებშიც ყუთები დგას ტიპების იქ აგდებ ფულს და მერე მთელი სასტავი იყოფენ დღის ბოლოს. მოკლედ ტიპების კულტურა ძაან განვითარებულია ძაან ბევრ სფეროში აქ. Lallana მანდეთ არ ვიცი აქ ბარათითაც შეგიძლია დატოვო. ხელფასზე დაერიცხება როცა აიღებს რასაც დატოვებ |
Posted by: Lallana 17 Oct 2021, 20:30 |
fermina thug არ მსმენია მსგავსი სერვისის შესახებ, თუმცა ისიც არის რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ძაან იშვიათად ვსტუმრობ რესტორნებს გასაგები მიზეზის გამო, გამოძახების სერვისზე გადავედი ძირითადად. რამდენჯერმე უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომელიმე მიმტანი თავაზიანად და ენერგიულად რომ ვემსახურება და ჯიბეში წვრილი კუპიურა არ აღმოგაჩნდება, რომ დაუტოვო |
Posted by: didi bege 17 Oct 2021, 22:04 |
ჩვენთან რაც მომსახურების პროცენტი წერია ქვითარში, არაფერი საერთო თიფთან მაგას არა აქვს, უბრალოდ მეპატრონე კულტურულად მეტს გახდევინებს, ადრე იყო 10% ნორმა, ახლა მოუმატეს ზოგან 15% გახდა ზოგან 18% და იმ დღეს ვიღაცამ ქვითარი დადო, რესტორანი არ მახსოვს 25% ეწერა ანუ ვირეშმაკულად დამატებით გააძვირეს რესტორნებმა მენიუ, ვითომ ისე რო გაძვირდა ყველაფერი არ იყო საკმარისი. ერთ რესტორანში მენიუს ფასებში დღგ-ც არ იყო შეყვანილი ეგეც +18%, ანუ მარტივად ტიპმა მენიუში მიაწერა წვრილად, რომ დღგ არ შედისო და 18% გააძვირა მენიუ, ამ გლოვო შმოვოების გამო დამატებით გაძვირდა კიდევ რესტორნები და კაფეები, თან ადგილზეც იგივე გაძირებულ ფასს გახდევინებენ |
Posted by: samuelbeckett 18 Oct 2021, 14:01 |
ზოდიაქოში როგორი ფასებია? სტანდარტულზე მაღალი ალბათ |
Posted by: Amigo-Amo 18 Oct 2021, 14:08 | ||
არა, ზოდიაქოს ფასები მაქს. სტანდარტულია ხინკალი მაგალითად 1 ლარი ან 1 ლარი 10 თთრი ღირს შეიძლება (არ ვოფილვარ კაი 5-6 თვეა და 1 ლარი ღირდა მაგ დროს); ზომაც სტანდარტულზე დიდია; |
Posted by: Frankens†ein 18 Oct 2021, 18:39 | ||
ვიცი რასაც ამბობ და როგორცაა მანდ, უბრალოდ ეს "მომსახურების საკომისიო" არ არის ის "თიფსი" რაც მანდაა. ანუ ეს მომსახურების საკომისიო არანაირად არ მიდის მომსახურე პერსონალის ჯიბეში, არ ნაწილდება მიმტანებში, მზარეულებში და სხვა პერსონალში. რეალურად მაგით იხდიან ხელფასებს. ქართული ღორული ბიზნესია რა... მაგიტომ არაა ჩვენთან Tips კულტურა. რაღაც გაურკვეველ მომსახურების საკომისიოს რო გახდევინებენ , რომელც ზოგან 10%--ია, ზოგან 15% და ზოგან 18%, აღარ გიჩნდება სურვილი რომ ზემოდან დაუტოვო კიდე რამე... თან ჩვენთან მიმტანის მომსახურებით თუ კმაყოფილი დარჩი და ზემოდან კიდე დაუტოვე თიფსი, კონკრეტულად მაგ მომსახურე პერსონალის არაა, წესით საერთო ყულაბაში უნდა ჩააგდო და დღის, კვირის ან თვის ბოლოს გაიყოფს პერსონალი - რამდენიმე ბარ-რესტორანი ვიცი სადაც მასეა, თიფსის მოტეხვა ცუდ საქციელად ითვლება... |
Posted by: samuelbeckett 18 Oct 2021, 19:23 |
ახლა დავაგემოვნე ზოდიაქოს ქალაქური და თელავური. ძალიან მომეწონა. უბრალოდ ოდნავ მეტ წვენს ვისურვებდი შიგნით და ოდნავ მეტ ხორცსაც. გემო იდეალურია. ფრიც ძაან გემრიელი ქონიათ ხინკალთან ერთად :დ |
Posted by: elchi 19 Oct 2021, 07:43 |
თემის გაოფება გამოგვდის. მოკლედ ვიტყვი, რესტორნის ბიზნესი არის ჯოჯოხეთი, იქ უნდა იცხოვრო, თუ გინდა რომ ხალხი კმაყოფილი დასტოვო, მაგრამ ათასიდან 999-ი სახლში დაგპატიჟებს და ის ერთი ისე მოგიშლის ნერვებს მთელი ცხოვრება გაგყვება. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით. აგერ რამოდენიმე ფორუმელმა გვითხრა რომ მომსახურე პერსონალს გარკვეული თანხა უნდა დავუტოვოთ და არა მარტო რესტორნებში, ასევე პარკმახერი იქნება, თუ ბენზო-გასამართ სადგურზე, მიეცი რა ცოტაოდენი თანხა დამატებით, ისიც იგივეს გააკეთებს, როცა მოძლიერდება. ყოველთვის მაქვს მანქანებში 20$-მდე ხურდა ფული, მიეცი 2-3$ დოლარი, მანქანიდან არ გადმოდიხარ, ბენზინს გისხავს და შუშებს გიწმინდავს, იქ კიდევ თმებს როცა გჭრის გელაპარაკება და ადამიანს გამსგავსებს. არ უნდა დაინანო!!! დავუბრუნდეთ თემას. ქართული სამზარეულოს მშვენება:-ქალბატონი ხინკალი. ფარში ამჯერადაც გარეული ცხოველებისგან მაქვს გაკეთებული. ერთი სამზე გავაკეთე, ერთი შველი-სამი გარეული ღორი. /ყველანაირი ოფიციალური ლიცენზია და ნებართვა მაქვს./ ქალაქურს რომ ვეძახით ეგეთებს ვაკეთებ, ანუ მწვანილებს ვურევ, მაგრამ მთიულურებს ჰგავს, კუჭებს არ ვუკეთებ. ასევე, როცა ბურვაკის ნეკნებს ვხარშავ, ან საქონლის ხაშლამას, წვენს ვიტოვებ და მაცივარში შუშის ქილებში ვათავსებ ხინკალი წვნიანი რომ გამომივიდეს, ღორის ნახარშით ვათხელებ და მერე საქონელის ნახარშის წვენში ვხარშავ. ორი დღე მოვანდომე ამ საოცრების გაკეთებას. არავინ არ დავიხმარე და მარტომ 300-ზე მეტი ასეთი სილამაზე გავაკეთე და პორციებად გავყინე. გამოდის რომ ნამდვილ ხინკალს აქ, ორეგონის შტატში მე ვაკეთებ. ვკითხულობ გულდასმით ამ თემას და ვერა რაა. ინებეთ. |
Posted by: keen 19 Oct 2021, 08:56 | ||||||
elchi
ვიზუალურად ეგაა ნამდვილი ხინკალი და არა ის გაურკვეველი ფორმის რაღაც, ზემოთ რომ დევს...
ოღონდ, მწვანილებიანი არაა...
ყოველ კვირა ზუსტად ასეთი ვიზუალის, მაგრამ ნამდვილი მთიულური ხინკალი კეთდებოდა ჩვენ ოჯახში, მაგრამ ახლა სულ გავზარმაცდით |
Posted by: მამაო ენუქი 19 Oct 2021, 09:01 | ||
keen
იმიტომ რომ ის ხელით მოხვეული არ არის |
Posted by: deep purple_in rock 19 Oct 2021, 12:52 |
Delfistyaosani ბოდიში გვიან ვნახე შენი მონაწერი.. კი ყოველდღეა ცალკე სახინკლეა კაფის მოპირდაპირე მხარეს.. რავი ჩემთვის ნ1 ხინკალია ამორამეს |
Posted by: elchi 19 Oct 2021, 18:11 |
keen არადა სულ უმწვანილოს ვაკეთებ, მეუღლემ შემაქეზა და იმიტომ გავაკეთე მწვანილით. მამაო ენუქი უცებ მიხვდი ხომ? იმიტომ დავდე ჩემი გაკეთებული ხინკალის სურათები. შედარებაც არ შეიძლება. |
Posted by: keen 20 Oct 2021, 10:15 | ||||
ხოდა, მეც მაგას ვჩივი... თუ, ცომი, ვიზუალი და შიგთავსი (განსაკუთრებით, მწვანილით) არ შეესაბამება მის პირვანდელ სახეს, ხინკალი რატომღა ჰქვია? |
Posted by: akako78 20 Oct 2021, 10:43 |
elchi ბრავო!!!მოგესალმები-იმედია ათვისების პრობლემა არ გექნებათ ოჯახში პ.ს.ამას ჰქვია ადამიანს რომ უყვარს ხინკლის მირთმევაც და გაკეთებაც!!!ძალიან გემრიელიც იქნება დარწმუნებულივარ!!! |
Posted by: Amigo-Amo 20 Oct 2021, 11:24 | ||
ნერწყვი მამადგა, გამაუშვი DHL-თ |
Posted by: Delfistyaosani 20 Oct 2021, 21:34 |
deep purple_in rock sps ვინმეს ახლო პერიოდში შეგიდარებიათ ზოდიაქო ბულაჩაურს? |
Posted by: levani169 20 Oct 2021, 21:53 |
თელავის "მეიდანში" მართლა საუკეთესო ხინკალს აკეთებენ,რის "ზოდიაქო" და რის "აბსაიტი".გასინჯეთ თუ მოხვდებით. |
Posted by: Frankens†ein 20 Oct 2021, 22:48 | ||
ჯერ მეიდანში მაქვს გასინჯული ხინკალი და მერე ზოდიაქოში .. მეორეჯერ მე ზოდიაქოში არ წავალ. ტერიტორიული მდებარეობა გინდა, ინტერიერი, მომსახურება თუ ხორცის/ნადუღის ხინკალი თუ მწვადი, არაფრით ჯობს ზოდიაქო მეიდანს... ერთი შეიძლება იაფი იყოს, არ დავკვირვებივარ, მაგრამ სავარაუდოდ ოდნავ ძვირი იქნება მეიდანი, ადგილმდებარეობიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე... |
Posted by: .DG. 20 Oct 2021, 23:08 | ||
elchi
აი რა მინდოდა ამ შუაღამეს ამ თემაში რომ შემოვეხეტე, რა დაიძინებს ამაღამ!!! აფსუსი არაა მაგ ხინკლის გაყინვა? მერე როგორ ხარშავ, არ სკდება? ხინკლის ჯერ სწორად გაყინვაა ძნელი და მერე გაყინულის მოხარშვა. ბულიონში ხინკლის მოხარშვა კარგი იდეაა. ხინკალი არ მიცდია და პელმენს თუ ვხარშავ აუცილებლად ბულიონში (მე ნახარშის მარაგები არ მაქვს და ბულიონის კუბიკებს ვიყენებ) და გაცილებით უკეთესი გამოდის. |
Posted by: levani169 20 Oct 2021, 23:34 | ||
Frankens†ein
სულაც არა,საკმაოდ ლიბერალური ზავიდენიაა ........... ეგ და აბსაიტი,ერთი და იგივე კორპორაციის საკუთრებაა მარა სამზარეულო აშკარად ამისი სჯობს! |
Posted by: Frankens†ein 21 Oct 2021, 01:37 | ||||
თელავში უახლოესი ნათესავები მყავს და ბავშვობიდან დიდ დროს ვატარებდი მანდ, მაგრამ სახინკლეებში არ ვყოფილვარ, ისეთ ხინკალს აკეთებ(დნ)ენ მასპინძლები, რა მეიდანი და ზოდიაქო... შემომეჭამას ხინკალი არის კახური ხინკალი და ზუსტად მასეთს... პირველად რამდენიმე წლის წინ ვიყავი მეიდანში, სამსახურის საქმეზე ვიყავი და შეხვედრის მერე კარგ ხინკალზე დაგპატიჟებთო. ზოდიაქოში მეთქი? ვიკითხე და ჯობია ზოდიაქოსო და მეიდანში წამიყვანეს. მაგრად მომეწონა. ცოტა ხნის შემდეგ თელავში რო ჩავედი, ამ თემიდან ვიცოდი ზოდიაქო და ინტერესის გულისთვის წავედი და არაფრით არ ჯობდა მეიდანს, პირიქით... ე.წ. ქალაქური ხინკლის დედა######, მაგრამ მეიდანში ყველაზე გემრიელს აკეთებენ... |
Posted by: მამაო ენუქი 21 Oct 2021, 01:45 |
ორ კვირაში ვაპირებ თელავისკენ წასვლას და ზოდიაქოს ვაპირებდი, მაიდანში შესვლა ჯობი ე.ი. ? |
Posted by: zviozvio 21 Oct 2021, 02:43 | ||
თელავის ზოდიაქოში თავში აუვარდათ, ბოლოს რომ ვიყავი ჯერ ხომ საათზე მეტი მალოდინეს და თან ნაგლად გაიძახოდნენ აბა როგორ, კარგი ხინკლის ჭამა თუ გინდათ უნდა მეტიც უნდა მოითმინოთო, ბოლოს ისეთი მლაშე ხინკალი მოიტანეს ძლივს შევჭამე რამოდენიმე. მე პირადად მანდ ფეხის მიმდგმელი აღარ ვარ |
Posted by: iosebovich 21 Oct 2021, 10:00 |
ზოდიაქოს დაემართა ის რაც ემართება ყველა ქართულ სარესტორნო ბიზნესს. გაღორება და აქედან გამომდინარე პროდუქციის გაფუჭება. ფაქტია ეს. აგერ თბილისის ზოდიაქოში 1.30 გახადეს ხინკალი, ათასჯერ ვუთხარით უკვე რო მლაშეა და გამოასწორეთ თქო მარა შენც არ მომიკვდე. იასნად თბილისელებმა შევწყვიტეთ მანდ სიარული მარა ჯერჯერობით ტურისტების ხარჯზე გადიან იოლას. აი ესაა ხელიდან წასვლა რაა. მორჩენილი ამბავია მანდ. ამდენჯერ რო ეტყვი მლაშეა და გაასწორეთო უკვე განგაშის სიგნალია. სხვა ისედაც არც არაფერი ვარგოდა მანდ. მამაო ენუქი თუ არ დაგეზარება პირადში მომწერე რაა იმ გოგებაშვილზე რო ღვინოა იმათი კოორდინატები. და აქვთ კიდე? წინასწარ დიდი მადლობა ... |
Posted by: LuKzza 22 Oct 2021, 14:44 |
iosebovich ორჯერ ვიყავი ბოლო პერიოდში და მართლაც ისეთი მლაშე ხინკალი მოიტანეს მეთქი გასინჯეთ თუ არ იცით რას გვაჭმევთ თქო ყურიც არ შეიბერტყეს მე დაფნას ხინკლის მოყვარული ვარ და მაგათი დამბალხაჭოს ხინკალიც გადასარევია |
Posted by: elchi 22 Oct 2021, 17:12 |
akako78 გაუმარჯოს კაი კაცს. მართლა გემრიელია, იმიტომ რომ ყველაფერს რასაც ვურევ ფარშში, ყველაფერი ორგანულია, ანუ ნატურალური. ოჯახის წევრების რა გითხრა, ჩემები მკვლელს მეძახიან და ნანადირევს ახლოს არ ეკარებიან. მე მომიწევს მაგის განადგურება. თანაც შვილები გაიზარდნენ, კაი ხანია წასულები არიან სახლიდან. დავრჩით მე, მეუღლე და ორი კატა.LOOOL Amigo-Amo შენ მეწვიე. კანადური ბატი ჩემზე იყვეს. დავცხოთ მერე მესხური ხინკალიც. გამოგზავნისა რა გითხრა, პლანეტის მეორე მხარეს ვცხოვრობ 21 წელია. .DG. სხვანაირად ვყინავ. ჯერ თხელ ფანერაზე მაქვს გაშლილი და მერე პორციებად გადამაქვს კონტეინერებში და ცელოფნებში. დიდი საყინულე ვიყიდე და იქ ვინახავ ნათევზავებს და ნანადირევს. ამ დიდებულ ქმნილებებსაც იქ ვყინავ. არცერთი არ ჩამშლია არასოდეს. ეგ არის რომ ძლიერი ცეცხლი სჭირდება და თავზე უნდა ედგე ქვაბს. |
Posted by: westsider 22 Oct 2021, 17:21 |
მლაშე ხორცი და თან რო არ ასწორებენ პირველი ინდიკატორია იმის რომ ცუდ ხორცს იყენებენ |
Posted by: elchi 22 Oct 2021, 17:50 |
არცერთ პოსტს არ ვმაზავ ამ განყოფილებაში, განსაკუთრებით ამ თემაში ყველაფერს ვკითხულობ. არ რააა, საქართველოში სუფთა ღვინოს რომ ვერ დალევ რესტორანში და ბომბა ხინკალს ვერ მიირთმევ, რაღა უნდა ვიფიქრო? ასე რომ სახლში გაკეთებულს არაფერი სჯობია. |
Posted by: Frankens†ein 22 Oct 2021, 18:36 | ||
elchi
ღვინოზე აღარაა მასე. მაღალი კლასის რესტორნებში შეიძლება უკვე კარგი, სუფთა, ნამდვილი ღვინის დალევა. როგორც ბოთლის, ასევე ჩამოსასხმელისაც. რაც შეეხება ხინკალს, მასეა. ნამდვილ ხინკალს ვერ შეჭამ სახინკლეში. ერთადერთი ადგილი, სადაც ნამდვილი ხინკალი მიჭამია, არის "შემომეჭამა" მცხეთის ქუჩაზე. მაგრამ აქ ლანძღავენ იმის გამო, რომ პატარა ხინკალია და ძვირია. არადა ნამდვილი ეგაა. პაპაჩემი (99 წლისაა და კიდე მხნედ) აკეთებდა/აკეთებს ზუსტად ეგეთს, გადმოცემით რო იცის ხინკლის მოხვევა და თბილისურ სახინკლეში ნამყოფიც არაა მგონი. მაგ "შემომეჭამაში" კარგი ხორცი აქვთ ყოველთვის და ცომსაც ხელით ზელენ და არა მანქანით. მაგრამ ხალხს ურჩევნია 1 ლარი გადაიხადონ და დიდი ხინკალი ჭამონ და უფრო იაფად გაძღნენ, ვიდრე 1.5 ლარი გადაიხადონ თითქმის ნახევარი ზომის გემრიელ ნამდვილ ხინკალში და გემოთი ისიამოვნონ... დათო ტურაშვილი საუბრობდა ხინკალზე ერთ-ერთ გადაცემაში. ხინკლის კვლევას ატარებდა, მთელ საქართველოში. და ისტორია მოაყოლა, როგორ დაიწყო ხინკლის გაფუჭება, კომუნისტების დროს, მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან. მაგ დროს იყო გამოსვლები, პროტესტი ეროვნული ნიშნით და საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ გადაწყვიტა სხვა რამეზე გადაერთო ხალხის გონება და თბილისში მასიურად გაიხსნა სახინკლეები, ვასილ მჟავანაძის დროს. კარგი ხინკლის მკეთებელი მზარეულები კი არ იყო საკმარისი და მასე დაიბადა ე.წ. ქალაქური სტილის ხინკალი. მაგ გადაცემაშივე თქვა ტურაშვილმე, სახინკლეში ნამდვილი ქართული ხინკლის ჭამა სამ სახინკლეში შეიძლებაო - ერთი ჩემს მიერ ნახსენები შემომეჭამა, მეორე "ამო რამე" ინგოროყვას ქუჩაზე და მესამე ფშავში ერთ-ერთი სახინკლე, აღარ მახსოვს სახელი. ჩემი გემოვნებითაც ამ ე.წ. ქალაქურ ხინკლებს არ ვთვლი ხინკლად. დიდი ზომის, დიდკუჭიანი, თხელცომიანი და პრიალა, მწვანილიანი თუ უმწვანილო ხინკალი ნამდვილი ხინკალი არაა... იგივეა კახურ შოთზეც. დედის მხრიდან კახელი ვარ და ბავშვობაში მიჩვეული ვიყავი ნამდვილ კახურ შოთებს, ჩვენი თონე გვქონდა სახლში და აცხობდა ბებო. და დღეს ნამდვილი შოთის ყიდვა გაგიჭირდება, ცოტა ხნის წინ თელავში ვიყავი სტუმრად, ნათესავებთამ ფაქტიურად ოჯახის წევრებთან. და კაი სუფრა იშლებოდა და კახური შოთი არ იყო, თბილისური ლავაშები ქონდათ. მეთქი კახეთში შოთია მთავარი და წავალ და ვიყიდი მეთქი. მოვიარე ნახევარი თელავი და ვერ ვნახე ვერსად, ყველგან თბილისური ლავაშის ტიპის პურები იყო, საფუარით გაძეძგილი, უბრალოდ შოთის ფორმის. და ერთ-ერთ თონეში მიმასწავლეს ერთი ადგილი, მანდ აქვთ ნამდვილი შოთიო. მივედი და ჯერ ჩაკრული არ ქონდათ და მთელი თონე წინასწარ შეკვეთითაა გაყიდული, 6 პურია თავისუფალიო. შევუკვეთე ეგ 6 პური და გავისეირნე კიდე და დავბრუნდი დათქმულ დროს წასაღებად. და ვკითხე იქ მცხობელ ქალს, კახეთში ეს შოთია მთავარი და მთელ თელავში როგორ არსად იყიდება, წინასწარ ყიდით ეგრევე და სხვებმაც გააკეთონ და კარგი გაყიდვები ექნებათ, პური რო უფუჭდებათ გაუყიდავი მეთქი. და მასე არააო, ამ პურის ცოდნას სხვანაირი ცოდნა უნდა, ვერ აცხობენო. მთელ თელავში, კახეთის გულში ორადორი ადგილი იყო სადაც ნამდვილი შოთი ცხვებოდა... მახსოვს, ბავშვობაში ბებო რო აცხობდა პურებს, ერთი კვირა ძლებდა და გემრიელი იყო ბოლომდე, ეს საფუარით გაძეძგილი პურები კიდე გაცივდება თუ არა ცომია, ნაგავი... რას დავაბრალო არ ვიცი. ალბათ იმას, რომ ქართველები ადვილად ვეგუებით ჩვენს სიმდიდრეს ნაგვით რო გვიცვლიან, მთავარია მუცელი ამოვივსოთ. თორემ ხალხის მეტი რა არის სოფლებში, ვისაც თავიანთი თონეები აქვთ და იციან ცხობა. უბრალოდ ბიზნესს მეტის გადახდა არ უნდა ხარისხიანი პურის კარგ მცხობელში და თვითონ ხალხიც ზარმაცია. მთავარია გაყიდონ და მოიგონ. უფრო მეტი წვალება და უფრო მეტი მოგება არ უნდათ... |
Posted by: FranziskanerWeissbier 22 Oct 2021, 18:55 |
ქალაქური ხინკალიც ძაან ასწორებს და ხელით მოხვეულიც. მთავარია ხარისხიანად და გემოვნებით იყოს გაკეთებული. მე არც ერთს ვიწუნებ თუ კარგია. იმას თავისი მუღამი აქვს, ამას თავისი. ისე ლარიც უკვე აღარსად ღირს მგონი ხინკალი, 1.4+ არის მგონი ყველგან. |
Posted by: Frankens†ein 22 Oct 2021, 19:03 | ||
FranziskanerWeissbier
დაწუნებით არც მე ვიწუნებ, არ გვაქვს საქმე ასარჩევად... მაგრამ ორივეს არჩევანი რომ იყოს ყველგან, არასოდეს შევუკვეთავდი ამ ქალაქურ ხინკლებს... უბრალოდ მარტო ჭამა ხო არაა, ბანძი "ძავიდენიაა" ის შემომეჭამა. მაგალითად პაულანერის ან HB-ის დალევა რო გინდა ლუდის, იქ ქალაქური ხინკალია და ხინკლის ჭამა თუ გინდა, სხვა გზა არ გაქვს, ეგ უნდა შეუკვეთო. იმ შემომეჭამაში თუ წახვალ კიდე, რაღაც ბანძი ინტერიერის სასადილოში უნდა დაჯდე და ბოთლის ეფესი ან ჰაინიკენი მიაყოლო... უგეურია მეთქი არც მაგას ვამბობ, ბევრგანაა გემრიელი ქალაქური ხინკალი - წისქვილში, HB-ში და ა.შ... მაგრამ ნამდვილი ხინკალი არაა ეგ... და ნამდვილ ხინკალთან ახლოსაც ვერ მივა. მასე გემოთი წყალგარეული ნაჩალიჩარი ღვინოც გემრიელი იყოს შეიძლება... გემოვნების ამბავიაო, მაგასაც ვერ დავეთანხმები. იგივე ქვევრის სუფთა ღვინოზე მეტად ბევრს წყალზე და შაქარზე დაყენებული ღვინო მოწონს დასალევად. არაერთი ნაცნობი მყავს, ქვევრის სუფთა ღვინო რო ემძიმებათ და "ვტარიაკი" ღვინის დალევა ურჩევნიათ... ან მწვანილიანი ქალაქური ხინკალი. მაგრამ ობიექტურობა სხვაა. რამდენიემ წლის წინ ჩემმა მეგობარმა ჩააგდო ფოტო ახალდაბიდან, ხინკალი შეუკვეთეს და ბრინჯით და ბულგარულით იყო შეზავებული ვიღაცას შეიძლება ეგემრიელება, მაგრამ ხინკალი არაა ეგ... |
Posted by: VALETA 22 Oct 2021, 19:37 |
რავი აქ იმდენი აქეთ ზოდიაქო 1 თვის წინ თელავში შევედით 2 კაცი . ხინკალი + ქაბაბი ვჭამეთ გემრიელი კი იყო ქაბაბი უფრო მარა 2 ვე მოგვწამლა )) როც არ მოვეწამლეთ მაგ ხინკლის გამო მეორეჯერ ისედაც არ შევიდოდი. არაფერი განსაკუთრებული არ იყო + 1 საათი ლოდინი .ქაბაბი აი ბევრად ჯობდა. რომელმა მოგვწამლა ოღონდ ეგ ვერ გავარკვიე პ.ს შემომეჭამას ხინკალი 2 ჯერ გავსინჯე ადრე და ორივეჯერ ისეთი მარილიანი იყო რო მეტი ფიზიკურად არ შეიძლებოდა. |
Posted by: FranziskanerWeissbier 22 Oct 2021, 21:30 |
ყველა კერძი განიცდის ტრანსფორმაციას და პირველად როგორიც გააკეთეს მასეთი არც ერთი აღარაა. ძაანაც კარგია ხინკლის ვარიაციები რომ შეიქმნა და ყველა თავისებურად ასწორებს. ძალიან ართულებთ ჩემი აზრით. ვის როგორი უყვარს იმაზეა დამოკიდებული თორემ ეს ნამდვილია და ის ტყუილია, ძალიან გართულებაა საკითხის. პრობლემა მემგონი იმაშია რომ არ აკეთებენ ნორმალურად და ხარისხიანად ბევრგან. აქა-იქ იჭმევა ხინკალი. ეს მარილიანობა ძაან კლეობაა მართლა რა, ცუდი ხორცის გადასაფარი ჩალიჩია ცვეტში. ------------------- ფრანკენშტაინს ვეთანხმები იმაში რომ იშვიათადაა საკაიფო, ხინკალზე მისაყოლებელი ლუდი და ასევე კარგი ხინკალი ერთად დაწყვილებული არადა მევასება გაუფილტრავი ფრანცო, ჰაკერ-ფშორი, პაუ ან ვაინშტეფანერი და კაი ხინკალი ერთად. კაი ხანია არ მიჭამია ხინკალი გარეთ და ვფიქრობ რომელს დავადგე, ლუდიც რომ ისმეოდეს თან ისეთს. სულ ბოლოს ბირ თაიმში ვჭამე ასე 1 თვის წინ და ჩემდა გასაკვირად ძაან საკაიფო ხინკალი მოიტანეს |
Posted by: elchi 22 Oct 2021, 21:52 |
Frankens†ein სრული სიმართლე დაგვიწერე, რაშიც ორივე ხელით გეთანხმები. რატომ უნდა წაიღო კაცმა რესტორანში საკუთარი ღვინო? თან შეტანაში ფული უნდა გადაიხადო. რაც შეეხება შოთის პურს. ყველაფერი მაქვს ფრენკი, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ აი ეგ საოცრება, რასაც შოთს დედას პურებს რომ ეძახიან, ეგ მენატრება ყველაზე მეტად. გამომიგზავნეს NY-იდან თონეში გამომცხვარი შოთები და ალვანური ყველი თავის ტარხუნასთან ერთად. მთელი კვირა სხვას არაფერს ვეკარებოდი, მხოლოდ მაგას გეახლებოდი. დავწერ ახლა წუწურაქ კახელებზე ქ/მ-ში. მაგათი საზიზღარი სიძე ვარ 30 წელია და ნიანგს მეძახის ჩემი სიდედრი. |
Posted by: fermina 22 Oct 2021, 23:44 | ||
Frankens†ein
ერთადერთხელ მახსოვს დედოფლისწყაროდან ჩამოგვიტანეს ეგ საოცარი, სახლის თონეში გამომცხვარი ნამდვილი შოთის პური. იმის გემო არ მავიწყდება და მართლა ერთი კვირა გვქონდა შენახული და ბოლომდე უგემრიელესი იყო. იმის მერე სულ ვეძებ მეც და ვერ მივაგენი ვერსად. თელავში კი ეგ წერტილები არ ვიცოდი და მართლა ყველგან სტანდატული თონის პურები იყიდებოდა, საფუარით გაძეძგილი. ბადიაურშიც არ ვარგოდა, ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო. |
Posted by: Amigo-Amo 22 Oct 2021, 23:49 | ||||
Frankens†ein დედას პური (შოთი) კი არა, თბილისში უფრო შეიძლება, რომ უპრემიქსო სამწვადე ითრიო, ვიდრე მთელს კახეთში ყველა დანამატებით გაზრდილ ღორის ხორცს ყიდის თითქმის; * * *
რა დამთხვევაა, ჩემი სიდედრი (ქიზიყელი) ბეჰემოთს მეძახის * * *
ბადიაურში რა პურიც იყიდება, ფორმით გავს დედას პურს და იქამდე, სანამ ცხელია ცხელი პური კი ყოველთვის გემრიელია, როგორც წესი ეგ პური რომ ცივდება, ჩვეულბრივი "ჩალის" გემო აქვს. * * * ახლა რომ ვუფიქრდები, რა ხინკალიც მიჭამია თბილისის რესტორნებში, "შემომეჭამა" ნამდვილად ყველაზე კარგია მათ შორის; მას შემდეგ, რაც ოჯახში ჩვენი ხორცი გავიჩნდა (პატარა ხბოს ვყიდულობთ ხოლმე ადრეულ გაზაფხულზე, სიმამრს მივაბარებ და ახალი წლის წინ ვკლავთ), რესტორნის კი არა, ზოგადად, ვერანაირ ხორცს ვგუობ. არანაირ ღორის ხორცს ვურევთ, აქ ზემოთ, ელჩმა როგორც დაწერა (ოღონდ ცოტა სხვანაირად), ხაშლამის ნახარშს ვუკეთებთ ფარშს გასათხელებლად და არის TOP. ბატის ხინკალზე კი ბევრჯერ მაქვს დაპოსტილი აქ, ეგ არის სასწაული |
Posted by: UNEEK 23 Oct 2021, 00:56 |
ჩავინიშნე "შემომეჭამა", ახლა რო. ჩავალ გავსინჯავ. ისე უპრეტენზიო კაცი ვარ, გამოწერილი ხინკალი მომეწონა, 9 მთას ხინკალი მო.მეწონა, დიღომში (სახელი არ მახსოვს) ხინკალი, ხაჭაპური, წიწილა მომეწონა, სხვათაშორის აგროჰაბის ხინკალი მომწონს. შუ და ნაპოლეონიც. მაგრამ ერთმა მწარე ენიანმა - სავსეა მარგარინით მაგათი ნაპოლეონი, რამ მოგაწონაო)) who cares.. |
Posted by: thug 23 Oct 2021, 01:07 |
UNEEK ნუ ქართული საჭმელები საქართველოში საშუალო დონის დაწესებულებაში უკვე ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე აქ ამერიკაში აკეთებენ ქართულებში ) |
Posted by: UNEEK 23 Oct 2021, 01:14 | ||
ეგრეა. ეხლა არავინ დამძრახოს თუ ხათუნას ხინკალს რეზინის ხინკალს ვეძახი, ფილიში. არც "სუფრა"-ს ხინკალი ვარგა, სახელი ქვია მხოლოდ. არადა კარგი გემოვნების დისენტ ზომის რესტორანია, ვაშინგტონში. რა გაუჭირდათ ხინკლის სპეციალისტი.. |
Posted by: didi bege 23 Oct 2021, 09:29 |
მეგობრებო ფასანაურში რა ხდება ხინკლის მიმართულებით, შარშან ქორბუდაში ვიყავი და ცხვრის ხინკალი მომეწონა, წელს რა სიტუაციაა? HB ხო არ მოვსინჯო? ყაზბეგშიც ხო არ გეგულებათ რამე |
Posted by: Camel 23 Oct 2021, 10:27 |
VALETA მთავარი პრობლემაც ეგ არის,რაზეც შენ წერ. სტაბილური ხარისხი თითქმის არსად არ არსებობს. ზოდიაქოში, გინდა თელავში გინდა თბილისში მიჭამია,როგორც გადასარევი ხინკალი, ასევე მარილიანი,როდესაც რაღაცას მალავენ. |
Posted by: Besa 23 Oct 2021, 12:58 | ||
didi bege ქორბუდა ისევ ქორბუდობს. მშვენიერი ხინკალია მანამდე ახალი გახსნილი რესტორანია "გუდა" არ მამეწონა ყაზბეგჩი "porta caucasia" მამეწონა. მართალია ცოტა უმი მაჭამეს, მარა გემრიელი იყო. ხო და კიდო "მწვანე ცხვარი"-ის ხინკალი მომწონს, მარა მანდაც ხან ვარგა ხან არა Frankens†ein
შეგიძლია მიმასწავლო ეგ თონე? ან რომელ უბანშია? |
Posted by: Frankens†ein 23 Oct 2021, 13:55 | ||||
რუკაზე როგორც აღვიდგინე, სადღაც აქაა... ბატონის ციცხისკენ რო ადიხარ, ქვემოდან ქუჩის დასაწყისში... |
Posted by: FoolOnTheHill 23 Oct 2021, 15:21 |
ეს ხინკლის ზომის თემა, ჩემთვის (და ალბათ ჩემნაირებისთვის) მტკივნეული თემაა მაინც... ამ "შემომეჭამას" რომ წერთ, პატარაა ხინკალი და ძვირიო... მე მაგალითად რასაც აღწერთ, მარტომ უნდა გადავიხადო მხოლოდ ხინკალში 75 ლარი (თავის მომსახურებით), რომ გამისწორდეს... რეალურია თქვენი აზრით დღევანდელობაში ეგ ფასი მხოლოდ ხინკლისთვის 1 შესვლაზე?! თორემ ვინც 10-15 ცალით კმაყოფილდება, იმაზე მესმის... )) ნეტავ მეც ეგრე ვიყო... |
Posted by: Frankens†ein 23 Oct 2021, 17:59 | ||
FoolOnTheHill
მეგობარო, შენ თუ 50 ხინკალს ჭამ და ფინანსებშიც ვერ გაქვს საქმე კარგად, საერთოდ არ უნდა შეხვიდე სახინკლეში P.S. მე რო 20 ლარი მედოს ჯიბეში, მირჩევნია 10 ცალი პატარა და უგემრიელესი ხინკალი ვჭამო, ვიდრე 15 ცალი დიდი და ისე რა გემრიელი ან უგემური ხინკალი... რესტორანში იმიტომ უნდა შევიდეს კაცი ჩემი აზრით რომ გემრიელი საჭმელი ჭამოს. შიმშილის დაკმაყოფილება თუა მთავარი, იყიდე საცხობში ხაჭაპური/ლობიანი ან სულაც მაღაზიაში პროდუქტი და ბევრად იაფად მოიმზადებ სადილს.. |
Posted by: Delfistyaosani 23 Oct 2021, 19:48 |
FoolOnTheHill ცალის ფასი არ მახსოვს მარა ოქროს კათხაში ცოტა ხნის წინ უზარმაზარი ხინკალი იყო ბულიონით და ხორცით სავსე თან საკმაოდ კარგად შეზავებული |
Posted by: FoolOnTheHill 23 Oct 2021, 23:38 | ||||
რესტორანში ხინკლის საჭმელად წავიდე და მშიერი გამოვიდე? მშიერი თუ დავრჩი, აზრი არ აქვს ჩემთვის ეგეთ ხინკალს... ხოდა ზოდიაქოში თუ 40 ლარში ჩავჯდები, მანდ დამჭირდება 75 და ნორმალურია? (ზომა/ფასის ფათვალისწინებით). ზოდიაქო თუ თავის ხორცში იხდის პირობითად 20 ლარს? ეგენი ხომ ნაკლებ ხორცს დებენ და თან ძვირად ყიდიან, თითქმის ორჯერ, ყველაფრის გათვალისწინებით.... ანუ ზოდიაქო 20 ლარიანი ხორცის ფონზე ეგენი 35 ლარიანს დებენ? აი დარწმუნებული ვარ რომ იგივე ხორცს იხმარენ რასაც ზოდიაქო... ანუ ხარჯი იგივე კი არა ნაკლებიც კი ექნებათ ინგრედიენტებზე, მაგრამ ფასი გადაბერილი? შრომას წევს 2 ჯერ მეტს მზარეული? თუ რა ხდება იქ ეგეთი? გემო გავიგე, ეგეც პირობითია, ვის რა მოსწონს... ჩემი მასშტაბების გამო ჯერ არ მომიწია მანდ მისვლა, მაგრამ მივალ ადრე თუ გვიან... თუმცა წინასწარ ვაცხადებ, რომ დარწმუნებული ვარ ვერაფერი ისეთი განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი ვერ ექნება მაგ ხინკალს, რომ პირობითად ზოდიაქოში არ წავიდე და მანდ 2 ჯერ მეტი გადავიხადო... გარკვეულ პერიოდში შთაბეჭდილებასაც მოგახსენებთ პირადად რომ მივალ.. |
Posted by: Besa 23 Oct 2021, 23:47 |
Frankens†ein მადლობა |
Posted by: FranziskanerWeissbier 26 Oct 2021, 21:27 |
ზოდიაქოდან გამოვიძახე დღეს ხინკალი და აი იდეალური მოვიდა. არც დაზიანებული იყო, არც ცივი და არც მარილიანი და რამე. იმენა კლასიკური, უგემრიელესი ზოდიაქოს ხინკალი როგორიც მახსოვდა ისეთი მარა 25 ხინკალი (20 კლასიკური, 5 საფირმო) 42 ლარამდე დაჯდა, რაამბავია |
Posted by: didi bege 26 Oct 2021, 22:29 | ||||
მოკლედ მოვიარე ყაზბეგი, პორტაში ვერ მოვხვდი ადგილები არ იყო, არადა რამდენჯერმე ვცადე დაჯავშნა და საერთოდ ვერ დავრეკე შემდეგ იქვე რაღაცა პატარა ზავედენიაში შევედი, "ვიდზე" დიდი არაფერი, მარა მშვენიერი ხინკალი გვაჭამეს, რო არ ველოდი ისეთი, იქვე მოხვეული სახლურად, ცოტა სქელი ცომით და პატარა კუჭებით. უკანა გზაზე ქორბუდაში გამოვიარე , ძალიან მაგარი ცხვრის ხინკალი იყო, აი დიდი სიამოვნებიტ რომ ჩახვალ თბილისიდან მარტო ხინკლის საჭმელად რასაც ჰქვია ბავშვები ვერ მოვპირე, არადა მეგონა ცხვრის ხორცი არ მოეწონებოდათ |
Posted by: FoolOnTheHill 27 Oct 2021, 12:03 | ||||||
ცხვრის გემო ან სუნი ინტენსიურად იგრძნობა? ანუ სპეციფიკურ მახასიათებელზე ვამბობ, რომელიც ბევრს აღიზიანებს? |
Posted by: didi bege 27 Oct 2021, 14:11 | ||||||||
გემოზე მიხვდებით რომ ღორის ან ძროხის ხორცი არ არის, თუმცა რამე განსაკუთრებულად სპეციფიური ნამდვილად არ იყო როგორც დახლიდარმა მითხრა ბატკნის ხორცია და იმიტომ არის ასეთი კარგიო ცხვრის რომ იყოს სუნი ექნებოდა მძაფრიო თუმცა მე პირადად მიყვარს ცხვრის ხორციც და მწვადსაც მშვენივრად გეახლებით |
Posted by: FoolOnTheHill 27 Oct 2021, 15:00 | ||||||||||
სიამოვნებით გავსინჯავ მაგ ვერსიას... ))) ყაზბეგში ვაპირებ ახლო მომავალში ჩასვლას და შევივლი... |
Posted by: Amigo-Amo 29 Oct 2021, 01:27 | ||
ეგ არის მითი არის ასევე მითი, რომ ნამთევ ცხვარს არ აქვს ცხვრის ხორცისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნი. ყვრლანაირი ცხვრის ხორცი გამისინჯავს (ცხვარი, თხა, თოხლი, ბატკანი, ციკანი), მაგრამ მათ შორის მაქს. 20% იყოს სხვაობა. მანდ რასაც აკეთებენ არის ჩვეუელბრივი ძროხის+ღორის ფარში, რომელსაც აქვს შერეული ცხვრის დუმა, რაც აძლევს ცხვრის ხორცის არომატს, თუმცა, არა სპეციფიურს და გამოკვეთილს ლოგიკურადაც რომ დავფიქრდეთ, ბატკანი (რომლისგანაც გამოდის მაქს. 10 კილო ხორცი) ღირს 400 ლარი მაინც და ამ 10 კილოგრამიდან მაქს. 400 ხინკალი გამოვიდეს და რა მოგებაზე გავა ასე რესტორანი, როცა სხვა მრავალი ხარჯიც ემატება |
Posted by: FoolOnTheHill 29 Oct 2021, 20:06 | ||||
ეგეთი ხინკალი აბა რუსთავშიც არის სავანეში... (მაგრად მომწონს თან, მითუმეტეს ჩემი ხინკლის მოხმარების მასშტაბების გათვალისწინებით) |
Posted by: FranziskanerWeissbier 29 Oct 2021, 20:37 |
FoolOnTheHill აუ მიჭამია მანდ და ძაან ბარაქიანი ხინკალი იყო |
Posted by: Amigo-Amo 29 Oct 2021, 23:55 | ||
გარდაბანში დავიბადე-გავიზარდე (22 წელიწადი ვცხოვრობდი) და სავანე ჩვენი ბავშვობის/ჯეელობის ზავიძენია იყო ეგ რესტორანი მინიმუმ 10-ჯერ მაინც არის დაკეტილი და გახსნილი მგონი |
Posted by: FoolOnTheHill 30 Oct 2021, 11:20 | ||||
წარსულში არასტაბილური იყო შედარებით... მაგრამ ბოლო 10 წლამდე პერიოდში, ერთი და იგივე ხარისხს დებს... თავის სპეციფიკური ხაზი აქვს... დიდი ხინკლები, ბევრი წვენით და ოპტიმალური ფასით... + მადონა კოიძე იყო 3 წლის წინ და სტიკერი მისცა "სახალხო კონტროლის"... |
Posted by: forumistvis 30 Oct 2021, 21:01 |
იმ დღეს ხინლის ფაბრიკის ხინკალი გავსინჯე და არა უშავდა რა... |
Posted by: didi bege 31 Oct 2021, 11:17 | ||||
ანუ სიცრუეში მაცხოვრებენ რავი მაგრად კი მეგემრიელა და |
Posted by: Amigo-Amo 1 Nov 2021, 00:36 | ||||||
ნამდვილად გატყუებენ ბატკნის ხორცისგან ხინკალი ასე პერმანენტულად არც კეთდება შეიძლება ოჯახში დაიკლას და გააკეთოს ვინმემ, თუმცა, ასე, სარესტორნე ბიზნესის საკეთებლად არავინ გააკეთებს, რადგანაც, ბატკანი იმდენად დელიკატური კერძია, რომ ბევრად უფრო დიდ მოგებას ამოიღებს მისი ხორცისგან დამზადებულ სხვა კერებიდან. თუ ხინკლის საკეთებლად უნდა ვინმეს, მისთვისვე უმჯობესია, რომ დიდი ცხვარი იყიდო, რადგანაც წონა მეტი აქვს გაცილებით და ფასი იგივე ან ბატკანზე ნაკლები; |
Posted by: iosebovich 1 Nov 2021, 14:26 |
ფასანაური დოლიძეზე. ქალაქური. ფასი 1.30 ლარი. არი რაა. ცუდი არააო რო იტყვი. ზოდიაქოს ვერ ჯობია . ისე ზოდიაქოც 1.30 გაუხდიათ ხინკალი თბილისისაში. |
Posted by: Amigo-Amo 1 Nov 2021, 14:41 | ||
ნუ, ლოგიკურია, ასეთი ეკონომიკის ფონზე, კარგად ვართ კიდევ ბოლობოლო, კახელებში 3 მანეთი ღირს აგერ ბრად |
Posted by: iosebovich 1 Nov 2021, 16:05 | ||
Amigo-Amo
მართლა 3 ლარი გახადეს ? ვააჰ რაა არა სწორია, ეკონომიკა დუღს, ხალხი მდიდარია და წინ მივდივართ. ფასებიც პარიზულია. ლოგიკურია ძალიან |
Posted by: Amigo-Amo 1 Nov 2021, 16:43 | ||||
მე არ მივსულვარ პირადად, თუმცა, ახლობელმა მთხრა 3 ლარი ღირსო, არ მომატყუებდა |
Posted by: elchi 2 Nov 2021, 10:55 |
Amigo-Amo iosebovich მეასე გვერდზე ავედით, დაუშვით მეგობრებო რომელიმემ ახალი თემა. ძველების ლინკები არ დაგავიწყდეთ. |
Posted by: WP-Rex 2 Nov 2021, 13:17 |
ახალი თემა იმან უნდა გახსნას, ვისაც ყველაზე მეტი კუჭი აქვს ნაჭამი. |
Posted by: FoolOnTheHill 2 Nov 2021, 13:19 |
მე ხინკალი მაქვს ყველაზე მეტი ნაჭამი, მაგრამ ვინ მახსნევინებს... |
Posted by: toyota12345 2 Nov 2021, 16:13 |
ლილოსკენ ვინც მოხვდებით რესტორანი მაგნოლია ლოჭინის ხიდებთან საკმაოდ ნორნალური ხინკალი იყო. 1ლარი ღირს და ზომაც სტანდარტული. |
Posted by: iosebovich 2 Nov 2021, 16:34 |
elchi გავხსენი ოქრო კაცი ახალი თემა. ეს დახურეთ. https://forum.ge/?f=82&showtopic=35219523 |