Guro_https://tiresize.com/tyre-size-calculator/ამ საიტს თუ ვენდობით 255/35 ის მაგივრად 255/45 რომ დააყენო საბურავის დიამეტრი გაიზრდება 5 სმ თი ანუ დისკის ცენტრიდან რო დათვალო 2.5 სმ თი მაღალი იქნება საბურავი.
დატევით დაეტევა თუ არა კონკრეტულად მანქანასთან უნდა ნახო. დისკის ცენტრიდან 255/45 ის შემთხვევაში საბურავის უკიდურესი წერტილი იქნება 35.55 სმ ის დაშორებით და ეგ მანძილი უნდა ნახო.
გაითვალისწინე რო წინა საბურავი შეიძლება მოედოს კრილოს მოხვევისას ან სტერჟინს ან სულაც "პადკრილნიკს".
უკანა საბურავი კი შეიძლება მოედოს თუ უკან ვინმეს ჩასვავ. როცა ტალღოვან გზაზე გადახვალ ეგეც პრობლემა იქნება იმიტომ რომ უნდა გაითვალისწინო ამორტიზატორის და პრუჟინის დაკეცვის სიგრძე.
დიდი საბურავის დაყენება გარდა იმისა რომ წვაში და გაწევაში სხვაობას მოგცემს ასევე მანქანა არასწორად გიჩვენებს გავლილ მანძილს და სიჩქარეს.
მე 18 იან დისკებზე მეყენა 255/35 ის ნაცვლად 255/40- ები და ძალიან პატარა ცვლილება მომცა სირბილეში.
სამწუხაროდ პირდაპირ რო ვინმემ გითხრას დააყენე არ არის პრობლემაო ეგეთ ადამიანს ვერ იპოვი თუ ელიავაზე მეორად საბურავებს არ ყიდის. ასევე აზოტით დაბერვას თუ ცდი და შედარებით დაბალ წნევაზე იქნებ მაგან დაარბილოს ცოტა მაინც.