forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (81) « პირველი ... 79 80 [81]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩვენი საყვარელი ლექსები,, VII ნაწილი
POKERISBLUFF
Users Awaiting Email Confirmatio


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11262
წევრი No.: 184706
რეგისტრ.: 12-April 14

გამოგზავნილია: 16 May 2018, 13:43  #52725803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (15 May 2018 @ 13:18 )
მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას






---------------

This post has been edited by POKERISBLUFF on 16 May 2018, 13:43


--------------------
ზღვის უკიდეგანო სიღრმეში
სადაც,წყალი ბროლივით გამჭირვალეა
დგას,ზღვის ხელმწიფის სასახლე
მის უკან კი მარჯნის მთები
რომელთა ჩრდილშიც ქალთევზები ნებივრობენ.....

ბანანს+ვარდი=ყავას
დოჩანა
რიგითი მოქალაქე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 768
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17

გამოგზავნილია: 16 May 2018, 13:48  #52725832      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაც იშოვდა მაგიდაზე დაყარაო, მე მგონი რომელიღაც შოტლანდიელი პოეტის ლექსია ან ბრიტანელის
ხომ არ გახსენდებათ რომ დამიდოთ ვინმეს?


--------------------
ველოდები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს!
maiako_mao
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1158
წევრი No.: 233308
რეგისტრ.: 26-June 17

გამოგზავნილია: 16 May 2018, 21:49  #52728617      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია,
ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარსი რიცხვია 13.

ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია ფერებზე მეტი
მზიან ლოლოებს მოვეფერებით..
ჩვენს ფანჯარასთან რომ წასკდა წვეთი....
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან...
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანს
კვირტებსაც ცამეტს გვპირდება..
ცა მეტს..

მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ
დღეს მომენატრე...

მთვრალი ვარ. გზებზე ისევ რეტია...
ფეხი მე არა, - ქუჩას ერევა.
შენთან მოვიდვარ დღეს ცა მეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.

აპრილში ისევ დაიწყო თოვა,
ღრუბელმა არა - გათოვდა ვაშლი
ხვალ-ზეგ მაისის 13 მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი.

ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი,
აგვისტოს, ზღვა მეტს გვპირდება ალერსს
საღამოს, მზე მყავს ორსული ნავში.

სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ - კვირით
თარსს დღეს შევრიგდით რატომღაც..... ცამეტს
კვლავ გამეღვიძა შენ თმაში დილით
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს.

ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით
დეკემბრის ცამეტს შეგცივდა მახსოვს
და ჩვენს ქუჩაში ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.

შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია,
ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარსი რიცხვია ცამეტი.

გიორგი ზანგური


--------------------
“მე ვიცხოვრებდი თქვენთან ერთად პატარა ქალაქში, სადაც მუდმივი ბინდია და მუდმივი ზარები”
wkna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 630
წევრი No.: 203622
რეგისტრ.: 13-June 15

გამოგზავნილია: 17 May 2018, 12:11  #52731248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს...
ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს...
გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი -
გულაღმა წევხარ , იღლები ვიცი...

ძაღლი ყეფს , მუცელს ბალიშს აფარებ,
ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ...
მერე მაღვიძებ , ალბათ მოგშივდა -
შენ თავს იმართლებ "იმას მოშივდა"...

ჩემი პერანგიც აღარ გეტევა,
ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას...
ერთი კვირაც და... ივლისის ბოლოს -
მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს...

ირაკლი გაფრინდაშვილის ლექსი... love.gif


--------------------
"Playing with an Aries emotions is like playing with fire."

"She remembered who she was and the game changed"
elodin
Master


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3220
წევრი No.: 227083
რეგისტრ.: 16-December 16

გამოგზავნილია: 18 May 2018, 18:24  #52739369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"ძვირფასო ხომ იცი მე იმათ არ ვგავარ
ვინც ქალების გულის მოსაგებად ლექსებს იყენებს
უბრალდო ვწერ... თითქოს წერისას კარგად ვარ
თან ამის გარდა უკვე ყველა გზა გადამიკეტეს"


--------------------
აზრი ?
Merilen
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 373
წევრი No.: 210642
რეგისტრ.: 26-November 15

გამოგზავნილია: 20 May 2018, 01:31  #52745836      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

დაუმორჩილებელი (Invictus)

ღამის წყვდიადი თუმც მაფარია,
შავი ქვესკნელის კვნესაც სულ ისმის,
მადლობა ღმერთებს, ვინც კი არიან,
- გაუტეხელი ჩემი სულისთვის.

გარემოების მკაცრ მარწუხებში
არ დამცდენია ოხვრა და კვნესა,
კომბალს მინაცვლებს ბედი უხეში,
სისხლიან ქედს კი არ ვიხრი დღესაც.

რისხვის და ცრემლის საუფლოს იქით
გამოკრთის ზაფრა სიგრილის, ბნელის,
თუმც ბოლო წლებზე შავბნელი ფიქრი
ჩემს შეშინებას ამაოდ ელის.

და მერე რა, თუ ვიწროა ბჭენი,
თუ გზაც განსაცდელს გადაუნისლავს,
მე ვარ ბატონი ჩემი არჩევნის:
მე ვარ უფალი ჩემი სულისა.


უილიამ ჰენლი love.gif


--------------------
,,არც ერთი შვილდი და არც ცისარტყელა არ გაიჭიმება ასე ფართოდ-მოწყენიდან გაბრწყინებამდე...
როგორც თვალები ადამიანისა."
wkna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 630
წევრი No.: 203622
რეგისტრ.: 13-June 15

გამოგზავნილია: 26 May 2018, 12:02  #52781875      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როდესაც ასე ახლოა გრემი ..
როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.

და თუმცა გრემი არის ბებერი,
არის დაღლილი და დანგრეული,
მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,
როგორც საყვარელ ქალის სხეული.

მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს
სახეგაპობილ კედლის ალმური
და უკვე ვიცი, რად მიყვარს ასე
ვაზიც, ჩუქურთმაც და სალამურიც.

მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,
მე ყველაფერი მგონია ჩემი,
როდესაც ასე ახლოა გრემი,
როდესაც ასე ახლოა გრემი!


ოთარ ჭილაძე
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (81) « პირველი ... 79 80 [81]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0500 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]