ეს რა ვნახე! რა უბედურებაა. გუშინ ღამე მომიწია აეროპორტში წასვლა.
ხოდა გავიგე რო ახალი მანის კომფორტული ავტობუსი მიდის თურმე და მეთქი რატომაც არა, რატო ვყარო ტაქსში ფული როცა მშვენიერი ახალი კომფორტული რბილი გამთბარი ავტობუსით შემიძლია წავიდე.
ხოდა რაც იქ ვნახე, შოკში ვარ! ბომჟები წვანან ნახევარ ავტობუსში და როგორც ჩანს იქ ათენებენ ღამეს.
რა საახაობაა რო ნახოთ, გული აგერევათ. უკანა მხარე ბომჟებისაა, წინა მხარე კი ჩვეულებრივი მგზავრების.
რა სუნი დგას, უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ!
წარმომიდგენია ეს საწყალი მძღოლები რა დღეში არიან.
მგზავრობას დაახლოებით 45 წუთი დაჭირდა და ეს 45 წუთი იყო საზიზღრობა და სრულიად გულისამრევი.
მეორედ მაგ ავტობუსში ამსვლელი არ ვარ.
იქიდან აღარც კი დავფიქრებულვარ მაგით წამოსვლაზე, ტაქსს მივეცი 100 000 ლარი და წამომიყვანა
ხოდა მოაშორეთ ეს ბომჟები საზ. ტრანსპორტს, რომელშიც მილიონებია გადახდილი და რომელიც უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას!
არა არს დაფარულ...