ლაკონური წინათქმა -- უტყუარი, მაგრამ ბლომად ინფო
ვორენ’ბოლი ვეღარ გაჭრისოშაბათს იწყება წლის მთავარი რაგბული მოვლენა -
ბრიტანეთის "ლომების" 10-მატჩა და 3-ტესტა ზელანდიური ტურნე(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ განრიგი, რაზმი და წარსული -- ქვემოთაა ))
მსოფლიო თასის შემოღებამ (1987) "ლომების" განრიგიც მოაწესრიგა - სრულიად ბრიტანეთის (ინგლისი უელსი შოტლანდია ირლანდია) ნაკრები 4-წლედში ერთხელ, ციკლის შუა, კენტ წელს’ღა დგება და "სამი ერიდან" (ავსტრალია ზელანდია აფრიკა) იმაში მიემგზავრება, რომელსაც რიგი იმჟამად უწევს, რის გამოც თითო ეს ქვეყანა ბრიტებს 12 წელს ელის ხოლმე
წინა ტურნე ავსტრალიაში მოეწყო. ბრიტებმა სერია 2-1 მოუგეს "ვოლაბებს". ლომებს იმ ტურნედან შემორჩნენ უელსის ზელანდიელი გურუ ვორენ გეთლენდი, უელსისვე აწ უკვე ექს-კაპიტანი სემ ვორბერთონი და კიდევ 6-6 ბექი და ფორვარდი, ანუ სულ 13 მორაგბე
ერთად’ ერთხელბრიტები დომინიონ ზელანდიას პირველად 1888 წელს ეწვივნენ, მაგრამ ნაკრებს 1904 წელსღა შეებნენ. კივური კამპანიები მოეწყო 1908, 1930, 1950, 1959, 1966, 1971, 1977, 1983, 1993 და 2005 წლებშიც, მაგრამ სტუმრებმა სერია აქამდე ერთად’ერთხელ, 3-ქულიანი ლელოს ხანაში, 1971 წელს მოიგეს, შორეთში ბოლო ჩასვლაზე კი 0-3 მოისრნენ
38 ტესტის ჯამია 29-6*3 (634:345) მასპინძელთა სასარგებლოდ. "ოლ ბლექსმა" 2011 და 2015 წლებში ზედიზედ შემართა მსოფლიო თასი. კივური კლუბები ზე’რაგბში წლეულს ერთობ ჯაბნიან ოდინდელ მეტოქეებს - ოზებსა და იაპებს, მაგრამ ბრიტანეთს მაინც იმედი ასულდგმულებს - აკი ირლანდიამ 111-წლიანი ნავსი გატეხა შარშან!
სამხრეთი დაიჩაგრატურნე საგულდაგულოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ მომზადდა:
* 2014 წლის 30 ივლისს მენეჯერად დაინიშნა ინგლისელი ჯონ სპენსერ’ი
* 2015 წლის 10 ივლისს გამოქვეყნდა 10-მატჩა განრიგი. ჰოდა, რაგბეთმა შეიტყო, რომ მხოლოდ ორი თამაში მოეწყობა სამხრეთ კუნძულზე, მიწის ძვრით სამუდამოდ დაზარალებული ქრაისთ’ჩერჩის ტესტი კი ერგო ოქლენდს, რითაც ორი (!) მოუგროვდა
* 2016 წლის 8 სექტემბერს მწვრთნელად ისევ გეთლენდი დაინიშნა, სამ თვეში კი შეირჩნენ თანა’შემწეებიც: რობ ჰაული (შეტევა), სთივ ბორსვიქ (ფორვარდები), ენდი ფარელ (დაცვა), ნილ ჯენქინს (ფეხი), გრემ რაუნთრი (შერკინება)
თითოს - 64 ნივთი* 2017 წლის 19 აპრილს გამოქვეყნდა 41 რჩეულის სია. მერე და მერე მოხდა ოდენ ორი, იძულებითი ცვლილება, რის შედეგადაც რაზმში მოხვდა 15 ინგლისელი, 12 უელსელი, 11 ირლანდიელი და 3 სქოთი
* 2017 წლის 8 მაისს დარიგდა აღჭურვილობა - თითოეულ მორაგბეს64 ნივთი ერგო
მანამდე მედიაში გაჟონა ჰონორარის სიდიდემ და ეგეც ითქვა, რომ სამოყვარულო ხანაში, იმ, სანიშანსვეტო, 1971 წელს, დღიური სარგო 75 პენსი (!) იყო. განახლდა სპონსორთა სპექტრიც: "ქენთებრის" კვართმა აჯობა "ადიდასისას", ვინაც ლომებს 18 წელი იყო, მოსავდა
პოფირი და ჰაკაგუნდმა 11 ათასი მილი იფრინა ოზური "ქვონთასით" და 31 მაისს, მელბურნის გავლით უწია ოქლენდს, სადაც გაუმართეს ტრადიციული მაორული სალამ’ქალამი - პოფირი და ჰაკა
ექსპერტები ფიქრობენ, რომ პირველ ტესტამდე გასამართი 6 მოთელვა ოპტიმალური გუნდის დასადგენად ვეღარ იკმარებს. არადა, 2020 წლიდან რომ შემოვა "გლობალური სეზონი", იმაში ლომების ტურნეს თურმე 8 მატჩამდე (5 მოთელვა + 3 ტესტი) შეკვეცავენ
ზელანდია სამოასთან მოითელება 16 ივნისს. "ოლ ბლექები" ეყოლებათ ბლუზსა და ქრუსეიდერზს, დანარჩენ სამ ფრანჩაიზს კი - ვეღარ. სათუოა ჰარიქეინზის ტვინ’შერყეული კვაჭის, დეინ ქოულზის დროულად მოკეთება, მარბიელთა - ქიარან რიდისა და ჯერომ კაინოს მკურნალობა კი თურმე გრაფიკით მიმდინარეობს
20 ათასი ქომაგიტურნეს სტარტზე, 14 პროვინციის ნახევრად’პროფთა კრებულში - ბარბაროსობაზე რომა აქვს პრეტენზია - მგეზავად მოხვდა გეთლენდის ვაჟი ბრინი. ტესტებს განსჯიან აფრიკელი იაკო პეიპერ’ი და ფრანგები: ჟერომ გარსეზ’ი და რომენ პუატ’ი
მედია იუწყება, გუნდს ბარემ 20 ათასი ქომაგი დაემგზავრება, კივეთს 250 მილიონით ახეირებს და კავშირს 25-ითო, ინგლისის ავსტრალიელი გურუ, ედი ჯოუნზი კი ვარაუდობს, რომ ბრიტებს, წინა ტურნესგან განსხვავებით, ვეღარ გამოადგებათ ნაცადი "ვორენ’ბოლ"ი:
ხეირის ხაზზე ზორბა ბიჭების ჯიქურ მიშვება, შერკინებაში მაგრად მიწოლა და (სათუო) ჯარიმათა გატანა - რადგან "ოლ ბლექსი" უღონო ავსტრალია როდია!
ბრიტანეთის "ლომები" @ ზელანდია 2017(( ეს ნაკვეთი უკეთ -- ფერადად -- ჩანს საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2017/R6/02_LOMEBI-00.htm ))
განრიგი [ყველა თამაში 11.35 საქართველოს დროით]
# დღე თრღ მეტოქე ქალაქი სტადიონი
1 შაბ 03/06 ბარბაროსები ფონგარეი ოკარა პარქ
2 ოთხ 07/06 ბლუზ ოქლენდ იდენ პარქ
3 შაბ 10/06 ქრუსეიდერზ ქრაისთ’ჩერჩ რაგბი ლიგ პარქ
4 სამ 13/06 ჰაილენდერზ დანიდინ ფორსაით ბარ
5 შაბ 17/06 მაორი როტორუა ინთერ’ნეშენალ
6 სამ 20/06 ჩიფს ჰემილთონ ვაიქათო
7 შაბ 24/06 ზელანდია (1ტ) ოქლენდ იდენ პარქ
8 სამ 27/06 ჰარიქეინზ ველინგთონ "ქეიქ თინ"
9 შაბ 01/07 ზელანდია (2ტ) ველინგთონ "ქეიქ თინ"
10 შაბ 08/07 ზელანდია (3ტ) ოქლენდ იდენ პარქ
სთრიმები http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.htmlრაზმი [ = გამოაკლდა, * დაემატა]
# მოთამაშე წლ ქვეყ კლუბი კეპ ლმ
15-12 ჯარედ პეინ 31 ირლ ალსთერ 20 .
15-11 ლი ჰაფ’პენი 28 უელ ტულონ_სფრ 71 3
14-11 თომი სიმორ 28 შტლ გლაზგო 36 .
15-11 ლიამ ვილიამს 26 უელ ჰლანეჰლი 38 .
14-11 ჯორჯ ნორს 25 უელ ნორსჰემპთონ_ინგ 69 3
15 სთიუართ ჰოგ 24 შტლ გლაზგო 53 .
15-11 ჯექ ნოულ 24 ინგ ექსეთერ 23 .
15-11 ენთონი ვოთსონ 23 ინგ ბას 26 .
13-12 ბენ თეო 30 ინგ ვუსთერ 8 .
13-12 ჯონათან დევის 29 უელ ჰლანეჰლი 64 3
13-12 ჯონათან ჯოზეფ 26 ინგ ბას 33 .
13-10 ოუენ ფარელ 25 ინგ სარასენს 52 1
14=11 ელიოთ დეილი 24 ინგ ვოსპს 13 .
13-12 რობი ჰენშოუ 23 ირლ ლენსთერ 24 .
10 ჯონათან სექსთონ 31 ირლ ლენსთერ 66 3
10 დენ ბიგარ 27 უელ ოსპრეიზ 56 .
9 გრეიგ ლეიდლოუ * 31 შტლ გლოსთერ_ინგ 58 .
9 ქონორ მარი 28 ირლ მანსთერ 58 2
9 რის ვებ 28 უელ ოსპრეიზ 28 .
9 ბენ იანგს = 27 ინგ ლესთერ 70 .
1-3 დენ ქოულ 30 ინგ ლესთერ 74 3
1-3 ჯექ მაკ’გრას 27 ირლ ლენსთერ 41 .
1-3 ჯო მარლერ 26 ინგ ჰარლიქვინზ 51 .
1-3 მაკო ვუნიპოლა 26 ინგ სარასენს 42 3
1-3 თეიგ ფურლონგ 24 ირლ ლენსთერ 16 .
1-3 ქაილ სინქლერ 24 ინგ ჰარლიქვინზ 8 .
2 რორი ბესთ 34 ირლ ალსთერ 104 .
2 ქენ ოუენს 30 უელ ჰლანეჰლი 50 .
2 ჯემი ჯორჯ 26 ინგ სარასენს 17 .
4-5 ალინ-ვინ ჯოუნზ 31 უელ ოსპრეიზ 110 6
4-5 ქორთნი ლოზ 28 ინგ ნორსჰემპთონ 58 .
4-5 ჯორჯ ქრუზ 27 ინგ სარასენს 20 .
4-8 იენ ჰენდერსონ 25 ირლ ალსთერ 32 .
4-8 მარო ითოჟე 22 ინგ სარასენს 12 .
6-8 ჯეიმზ ჰესქელ * 31 ინგ ვოსპს 75 .
6-8 შონ ო’ბრაიენ 30 ირლ ლენსთერ 49 2
6-8 სემ ვორბერთონ^კაპ 28 უელ კარდიფ 73 2
6-8 ჯასთინ თიპურიქ 27 უელ ოსპრეიზ 51 1
6-8 პითერ ო’მანი 27 ირლ მანსთერ 40 .
6-8 სი’ჯეი სტანდერ 27 ირლ მანსთერ 15 .
6-8 ტაულუპე ფალეტაუ 26 უელ ბას_ინგ 66 1
6-8 ბილი ვუნიპოლა = 24 ინგ სარასენს 34 .
6-8 როს მორიართი 23 უელ გლოსთერ_ინგ 17 .
ლომების ლაშქრობანი მსოფლიო თასის ხანაში
წელი სად ტურნე სამ’ტესტა სერია
1989 ავს 12: 11-1 2-1 12:30 სიდ 19:12 ბრი 19:18 სიდ
1993 ზელ 13: 7-6 1-2 18:20 ქრს 20:07 ველ 13:30 ოქლ
1997 აფრ 13: 11-2 2-1 25:16 ქეპ 18:15 დურ 16:35 იოჰ
2001 ავს 10: 7-3 1-2 29:13 ბრი 14:35 მლბ 23:29 სიდ
2005 ზელ 11: 7-4 0-3 03:21 ქრს 18:48 ველ 19:38 ოქლ
2009 აფრ 10: 7-2*1 1-2 21:26 დურ 25:28 პრე 28:09 იოჰ
2013 ავს 10: 8-2 2-1 23:21 ბრი 15:16 მლბ 41:16 სიდ
ავს: ბრი ბრისბენ, მლბ მელბურნ, სიდ სიდნი
აფრ: დურ დურბან, იოჰ იოჰანეს’ბერგ, პრე პრეტორია, ქეპ ქეიპთაუნ
ზელ: ველ ველინგთონ, ოქლ ოქლენდ, ქრს ქრაისთ’ჩერჩ
@