Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > ხარ თუ არა ქალზე უფრო ჭკვიანი?


Posted by: axalirevolucia 19 May 2017, 21:34
აპრიორ, თვლი თუ არა რომ მამაკაცი ქალზე უფრო ჭკვიანია?
.......................




Posted by: 2Bua 19 May 2017, 21:36
QUOTE (axalirevolucia @ 19 May 2017, 21:34 )
აპრიორ, თვლი თუ არა რომ მამაკაცი ქალზე უფრო ჭკვიანია?
.......................

ღიმილის ბიჭები - გააჩნია რა შემთხვევაში!!!!!!!!

Posted by: FLEA_ 19 May 2017, 21:39
მა რაა ,ქალები ბატი ტასიკოები არიან
smile.gif)

Posted by: Baraccuda 19 May 2017, 21:42
ნობელის პრემიის ლაურეატები:
ქალები - 40
კაცები - 750

Posted by: არმეძებო 19 May 2017, 21:44
axalirevolucia
QUOTE
აპრიორ, თვლი თუ არა რომ მამაკაცი ქალზე უფრო ჭკვიანია?


მე ყოველთვის ინტელექტუალი,ჭკვიანი ქალები მევასებოდა,მარა შტერები მეტანებოდნენ,ანუ ჩემზე ჭკვიან ქალებთან არ მომწევია სერიოზული ურთიერთობა,რომ შემედარებინაsmile.gif)

Posted by: ბეჟანბეჟანი 19 May 2017, 21:44
ჭადრაკში ვუგებ, ფეხბურთში ვუგებ, ჭიდაობაში ვუგებ, სირბილში ვუგებ, ავტომობილს უკეთ ვატარებ, რემონტს მე ვაკეთებ, კუშებს მე ვდებ. თუ დაშავებენ ბავშვებს მე ვურტყამ... მეტი რაღა გავაკეთო, რომ დარწმუნდეთ ჩემს სიჭკვიანეში?
არმეძებო
QUOTE
მე ყოველთვის ინტელექტუალი,ჭკვიანი ქალები მევასებოდა,მარა შტერები მეტანებოდნენ,ანუ ჩემზე ჭკვიან ქალებთან არ მომწევია სერიოზული ურთიერთობა,რომ შემედარებინა)

დასანახად ვერ ვიტან შტერ ქალებს/

Posted by: FLEA_ 19 May 2017, 21:46
ბეჟანბეჟანი
QUOTE
. თუ დაშავებენ ბავშვებს მე ვურტყამ.


აღიარებითი ჩვენებაა.
შსს ყურები გამოიფხეკეთ.


:პ

Posted by: ბეჟანბეჟანი 19 May 2017, 21:49
QUOTE (FLEA_ @ 19 May 2017, 21:46 )
ბეჟანბეჟანი
QUOTE
. თუ დაშავებენ ბავშვებს მე ვურტყამ.


აღიარებითი ჩვენებაა.
შსს ყურები გამოიფხეკეთ.


:პ

და არა მარტო ბავშვებს...
biggrin.gif
---------------------------------------------

Posted by: lol3r4 19 May 2017, 21:54
ჭკვიან და შრომისმოყვარე ქალებს ნუ ავურევთ ერთმანეთში

Posted by: VAMPIRE_W 19 May 2017, 21:55
ყველაზე ცნობილი მოჭადრაკეები ქალები გვყავს ....

Posted by: DATOIA 19 May 2017, 21:59
:აქ იყო ქართველი ლიბერასტის პოსტი რომელმაც დაგმო მურთაზა მენტალობა და იდეოლოგია, აღიარა ქალი როგორც ჭეშმარიტების და სიბრძნის სიმბოლო და
გულით შეიცოდა ყველა ის ვინც ასე არ ფიქრობს:


Posted by: libero 19 May 2017, 22:08
axalirevolucia
რა არი დღეს რა დღე გაქ დაქტარ, რო მარტო შენი თემები მებლანდება თვალებში ჰა. biggrin.gif
https://www.youtube.com/watch?v=pn73q9l3ILw

Posted by: matemana 19 May 2017, 22:16
ეტყობა რომ ჯერ ქალს არ მიუღია მონაწილეობა ამ გამოკითხვაში biggrin.gif

user posted image

Posted by: DORO 19 May 2017, 22:16
სისულელეების კეთების უფლებას თუ მისცემ უკვე მასზე ჭკვიანი ხარ biggrin.gif

Posted by: FLEA_ 19 May 2017, 22:23
QUOTE
მე ეინშტეინი ვარ, ის კლადოვსკაია კიური [ 3 ]  [12.00%]



ჩემს გარდა ვინ დააკლიკა ამას ,დამენახეთ რა

:*

Posted by: maxouni 19 May 2017, 22:30
QUOTE
ჭადრაკში ვუგებ, ფეხბურთში ვუგებ, ჭიდაობაში ვუგებ, სირბილში ვუგებ, ავტომობილს უკეთ ვატარებ, რემონტს მე ვაკეთებ, კუშებს მე ვდებ. თუ დაშავებენ ბავშვებს მე ვურტყამ... მეტი რაღა გავაკეთო, რომ დარწმუნდეთ ჩემს სიჭკვიანეში?

ერ გეწყინოს მაგრამ ყველაფერს თუ შენ აკეთებ ის შენი ნაკეთებით სარგებლობს საკითხავია ვინ უფრო ჭკვიანია biggrin.gif

Posted by: filth 19 May 2017, 22:43
რაში გააჩნია,ესე ცალსახად რომელი უფრო ჭკვიანია რთული სათქმელია

Posted by: ბეჟანბეჟანი 19 May 2017, 23:01
maxouni
QUOTE
ერ გეწყინოს მაგრამ ყველაფერს თუ შენ აკეთებ ის შენი ნაკეთებით სარგებლობს საკითხავია ვინ უფრო ჭკვიანია


საქმე ისაა, რომ მისი ჩემს ხელის გულზე ტარება ჩემი ჰობია.

Posted by: ladocavalera 19 May 2017, 23:05
ზუსტად იმდენით, რამდენითაც ცოლი დაუშვებს რომ ვიყო მასზე ჭკვიანი. აზრზე არ ვარ, ცოლმა დამაწერინა ეს პოსტი - პოლში ჩასვით

Posted by: ildamusa 19 May 2017, 23:10
QUOTE (ბეჟანბეჟანი @ 19 May 2017, 21:49 )
QUOTE (FLEA_ @ 19 May 2017, 21:46 )
ბეჟანბეჟანი
QUOTE
. თუ დაშავებენ ბავშვებს მე ვურტყამ.


აღიარებითი ჩვენებაა.
შსს ყურები გამოიფხეკეთ.


:პ

და არა მარტო ბავშვებს...
biggrin.gif
---------------------------------------------

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
..............................
ტირანო help.gif

Posted by: libero 19 May 2017, 23:10
QUOTE (ბეჟანბეჟანი @ 19 May 2017, 23:01 )
maxouni
QUOTE
ერ გეწყინოს მაგრამ ყველაფერს თუ შენ აკეთებ ის შენი ნაკეთებით სარგებლობს საკითხავია ვინ უფრო ჭკვიანია


საქმე ისაა, რომ მისი ჩემს ხელის გულზე ტარება ჩემი ჰობია.

სგ. ჩაგეთვალა. biggrin.gif

////////

Posted by: narikuda 19 May 2017, 23:13
აი რატომ გიჩნდებათ შედარების სურვილი? ძაან ბევრი გამოყლევებული კაცი მინახავს (მაგალითად მე) biggrin.gif და ძაან ბევრი ჭკვიანი ქალი.
ხან ისეა და ხან ასე. მოკლედ სისულელეა ამაზე ფიქრი yes.gif yes.gif bis.gif
რევოლუცია მე მგონი კლიმაქსის აქტიურ ფაზაში ხარ. მომიყევი მერე რას გრძნობს კაცი მაგ მომენტში gigi.gif

Posted by: axalirevolucia 19 May 2017, 23:14
https://www.google.ge/search?q=man%2Fwoman.iq+chart&oq=man%2Fwoman.iq+chart&aqs=chrome..69i57j69i58.40791j0j4&client=ms-android-samsung&sourceid=chrome-mobile&ie=UTF-8#imgrc=d8wbT9yJbwjeAM:


ნახეთ აბა და იფიქრეთ თავიდან.




თუ მაგ გრაფიკს დავუჯერებთ 3,5 მილიარდ ქალს 50/50 ალბათობა აქვს იყოს ნებისმიერ შემხვედრ მამაკაცზე უფრო ჭკვიანი (გრაფიკები გადაფარულია)
და მხოლოდ მამაკაცთა 3-5% არის ქალთა გრაფიკზე უფრო მაღლა.

სწორედ ის 3-5% ია ნობელის პრემიანტები და ჭადრაკის ჩემპიონები, ე.წ. სვეწილები.


ხოლო შენ, თუ არ ხარ სვეწილა, არავითარი არგუმენტი არ გაქვს თავი ჩათვალო რენდომ შემხვედრ ქალზე უფრო ჭკვიანად.


იქამც ის, რომ:
ქართველებს არ გვყავს ნობელიანტები
და პირიქით, ბლომად გვყავს ქალი მოჭადრაკე ჩემპიონები...
გამოვა რომ ერთი ქუჩაში ერთმანეთს გადამწყდარ ქალსა და კაცს შორის ქალი უფრო ჭკვიანი იყოს.

Posted by: zuken 19 May 2017, 23:16
მერე შენ, ნობელი კაცი გგონია? ქართული ანდაზა არ დაგავიწყდეს.

Posted by: sulo 19 May 2017, 23:22
ძალიან საინტერესო თემაა

აგერ ბატონო მეცნიერრული კვლევის შედეგი:
https://qz.com/956839/men-and-womens-brains-are-shaped-differently-according-to-the-biggest-brain-study-yet/

ქალებს ინტელექტის ნაწილი უფრო დიდი აქვთ კაცებზე...
სამაგიეროდ საშუალოდ უფრო პატარა ზომის ტვინები აქვთ...
smile.gif
ისე ნეანდერტალიელებს ქალებს და კაცებს მსგავსი ტვინები და ერთანირი ფუნქციები ჰქონდათ..
ჩვენ ვაჯობეთ შრომის გაყოფით და სპეციალიზაციით.
კაცი ნადირობს, ქალი ოჯახს უვლის... სხვადასხვა ამოცანა აქვთ, შრომის გაყოფა.


მეორეს მხრივ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით შემხვედრია გენიალური კაცებიც და გენიალური ქალებიც...

შტერები თუ კიდევ აგრესიულებია ნამეტანი მძიმე ხალხია ორივე..( კეთილი ორივე საყვარელია).

ანუ გენდერული საკითხი სრულებით არ მაინტერესებს.. არასოდეს მიგვრძნია ჩაგვრა ქალობის გამო...smile.gif

ხომ ასეთი თემა პარალელურ რეალობაში სადაც მატრიარქატია ასე გაიხსნა( > ხარ თუ არა მამაკაცზე უფრო ჭკვიანი?, მხოლოდ ქალებს ვეკითხები) smile.gif

Posted by: dega 19 May 2017, 23:25
ქალი ჭკვიანი??
კატასტროფაა
ქალი უნდა იყოს სულელი
უფრო უხდება და უფრო მიმზიდველია

Posted by: bgmaster 19 May 2017, 23:27
რავი აბა,

რასაც აქ ვუყურებ უმრავლესობა კაცები პოსტაობთ,

აქიდან დასკვნა,

ქალები საშუალოდ უფრო ჭკუიანები არიან.

Posted by: sulo 19 May 2017, 23:28
dega
იგივე მიდგომა აქვთ გერმანელებსაც...
ვერ იტანენ ჭკვიან ქალებს...
მაჩო ესპანელებს და ინგლისელებსაც დიდად არ უყვართ ჭკვიანი ქალები...


სამაგიეროდ ფრანგები და იტალიელები ჭკვიან ქალებზე აფანატებენ...smile.gif

Posted by: აფრასიონ_სხარტი 19 May 2017, 23:28
და რათ უნდა ამას ბევრი ფილოსოფია, სტატისტიკა ზუსტი მეცნიერებაა. ხოდა ჩამოვთვალოთ მეცნიერების დარგში და და ხელოვნებაში ქალების და კაცების წილი.
ავიღოთ მხოლოდ ამერიკის და ევროპის მაგალითზე, და 1950 წლის შემდეგ. რომ არ დაიწყონ არიქა ქალებს გასაქანი არააქვთ და შესაძლებლობებიო ისტორიულად.
ბოლო 50 წელი ქალის თვითრეალიზაციას არანაირი პრობლემა არააქვს განვითარებულ ქვეყნებში.
ხოდა აღმოვაჩენთ რომ პროცენტული შეფარდება ასეთი იქნება : კაცი 95 - 5 ქალი.

პს. ლიბერალი გლობალისტი ვარ.

Posted by: sulo 19 May 2017, 23:34
აბა ჩემო კარგო კაცებო რომელი ხართ მზად მამასახლისობისთვის...
ანუ დისახლისობისგან მაგალითად გენიალური ცოლის განთავისუფლებისათვის ???
პლიუს ასევე მისი შენახვის ტვირთის ასაღებადაც...

გენიალური მამაკაცების დიდ ნაწილს სახლში ასეთი ქალბატონი უზის..
რომელიც მას ყოველგვარი ცხოვრებისეული ზრუნვისგან ანთავისუფლებს მისი გენიალურობის სრული რეალიზაციისათვის..

მე არ მიმაჩნია ეს ქალის ჩაგვრად.. უბრალოდ შრომის განაწილებად.. რომელიც კარგ ეფექტს იძლევა...smile.gif



მატრიარქატის პარალელურ რეალობაში ყველაფერი პირიქით არის...smile.gif

Posted by: mrpitkina 19 May 2017, 23:37
უნდა დაგეკონკრეტებინა თორე ხალხს ზოგადი სტატისტიკები მოყავს

აგენ ნობელის პრემიებიც მოიშველია იუზერმა და მეორემ, მეცნიერების და ხელოვნების დარგში შეტანილი წვლილი განიხილა

თქვენი აზრით მე/თქვენ უფრო ჭკვიანები ვართ ვიდრე რომელიმე ნობელის პრემიის მფლობელი ქალი?

ნუ მე ასე გავიგე კითხვა ყოველ შემთხვევაში და შესაბამისად ამას დავაკლიკე

QUOTE
არ ვიცი ვარ თუ არა უფრო ჭკვიანი [ 10 ]  [16.39%]


Posted by: აფრასიონ_სხარტი 19 May 2017, 23:41
mrpitkina
QUOTE
თქვენი აზრით მე/თქვენ უფრო ჭკვიანები ვართ ვიდრე რომელიმე ნობელის პრემიის მფლობელი ქალი?


შეიძლება პირადად შემზე ჭკვიანი 100 მილიონი ქალი იყოს, აქ ზოგად სტატისტიკაზეა საუბარი.
ეს უფრო ფიზიოლოგიის საგანია.

Posted by: mrpitkina 19 May 2017, 23:44
აფრასიონ_სხარტი
QUOTE
mrpitkina
QUOTE
თქვენი აზრით მე/თქვენ უფრო ჭკვიანები ვართ ვიდრე რომელიმე ნობელის პრემიის მფლობელი ქალი?


შეიძლება პირადად შემზე ჭკვიანი 100 მილიონი ქალი იყოს, აქ ზოგად სტატისტიკაზეა საუბარი.
ეს უფრო ფიზიოლოგიის საგანია.


მესმის რასაც ამბობ

თვითონ კითხვა მეჩვენება ორაზროვანი

შეიძლება ვცდები და არასწორად ვიგებ

QUOTE
ხარ თუ არა ქალზე უფრო ჭკვიანი?


Posted by: 2Bua 19 May 2017, 23:45
ნობელის პრემიებზე თუ საზღვრავთ არა სწორ სტატისტიკურ სურათს მიიღებთ.

ნობელის პრემიები ეძლევათ 5 დარგში საიდანაც 4 არის მამაკაცების ინტელექტუალურ უპირატესობაზე გათვლილი (მამაგკაცები ხმარობენ ტვინის მარცხენა ნახევარს რომელიც უფრო ანალიტიკურ აზროვნებაზე ამახვილებს ყურადღებას, მაშინ როცა ქალბატონები ორივე ნახევარს ხმარობენ). ასევე გასათვალისწინებელია კულტურული ასპექტები "კანდიდატების" შერჩევისას.

მოკლედ, თუ გაინტერესებთ შორს ნუ წახვალთ. აიღეთ ქალბატონი ელენე ხოშტარია და მაგაზე ჭკვიან ქართველ პარლამენტარს თუ დამისახელებთ ხელებს ავწევ, თუ არა და "შუშ!"

Posted by: dega 19 May 2017, 23:47
QUOTE
აიღეთ ქალბატონი ელენე ხოშტარია და მაგაზე ჭკვიან ქართველ პარლამენტარს თუ დამისახელებთ ხელებს ავწევ, თუ არა და "შუშ!"

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: 2Bua 20 May 2017, 00:14
სულ ერთბაშად ნუ ალაპარაკდებით!!!!

ჰა, ველი თქვენს გამოხმაურებას!

ერთი მამაკაცი ვერ მოძებნეთ პარლამენტში?!

მოგვეჭრა თავი!!!

Posted by: tsisakura 20 May 2017, 00:25
QUOTE
ინტელექტუალურ უპირატესობაზე

არანაირი ინტელექტუალური უპირატესობები არ არსებობს, ფსიქო- გენეტიკური კონსტიტუციით კაცი ქალზე არაფრითაა მეტი ან უკეთესი. არსებულ სხვაობებზე სოციო-კულტურული თავისებურებები ახდენენ გავლენებს. ვიცი ტყუილად ვწერ ახლა ამას მაგრამ გულგრილად ვერ ავუარე თემას გვერდი givi.gif

Posted by: აფრასიონ_სხარტი 20 May 2017, 00:26
2Bua
QUOTE
სულ ერთბაშად ნუ ალაპარაკდებით!!!!

ჰა, ველი თქვენს გამოხმაურებას!

ერთი მამაკაცი ვერ მოძებნეთ პარლამენტში?!

მოგვეჭრა თავი!!!


ბოკერია

Posted by: Miss_Marple 20 May 2017, 00:28
QUOTE
მოკლედ, თუ გაინტერესებთ შორს ნუ წახვალთ. აიღეთ ქალბატონი ელენე ხოშტარია და მაგაზე ჭკვიან ქართველ პარლამენტარს თუ დამისახელებთ ხელებს ავწევ, თუ არა და "შუშ!"


ოპოზოციაში ყველა ჭკვიანია ხოლმე gigi.gif

Posted by: dega 20 May 2017, 00:30
QUOTE
სულ ერთბაშად ნუ ალაპარაკდებით!!!!

ჰა, ველი თქვენს გამოხმაურებას!

ერთი მამაკაცი ვერ მოძებნეთ პარლამენტში?!

მოგვეჭრა თავი!!!

პარლამენტი რამე ჭკვიანების თავშეყრის ადგილია თუ რა შუაშია?smile.gif
ხშტარიამ თქვა კრუფცია დავამარცხეთ და სასამართლო არ გვივარგდაო...
თქვენი აზრით ჭკვიანი ადამიანი ასეთ დეგენერატობას იტყვის??
უსამართლო ქვეყანაში კორუფცია მარცხდება?


Posted by: 2Bua 20 May 2017, 00:30
QUOTE (აფრასიონ_სხარტი @ 20 May 2017, 00:26 )
2Bua
QUOTE
სულ ერთბაშად ნუ ალაპარაკდებით!!!!

ჰა, ველი თქვენს გამოხმაურებას!

ერთი მამაკაცი ვერ მოძებნეთ პარლამენტში?!

მოგვეჭრა თავი!!!


ბოკერია

ბოკერია ჭკვიანია, მაგრამ არა მგონია ელენე ხოშტარიაზე ჭკვიანიო ითქვას. მე მგონი უფრო ერთი "წონის" არიან!!!
* * *
QUOTE (Miss_Marple @ 20 May 2017, 00:28 )
QUOTE
მოკლედ, თუ გაინტერესებთ შორს ნუ წახვალთ. აიღეთ ქალბატონი ელენე ხოშტარია და მაგაზე ჭკვიან ქართველ პარლამენტარს თუ დამისახელებთ ხელებს ავწევ, თუ არა და "შუშ!"


ოპოზოციაში ყველა ჭკვიანია ხოლმე gigi.gif

თუ ოპოზიციაში ყველა ჭკვიანია, ადვილი საპოვნელი უნდა იყოს მათ შორის ელენე ხოშტარიაზე ჭკვიანი მამაკაცი რადგან მათი რიცხვი ქალბატონების რიცხვს ბევრად აღემატება.

Posted by: axalirevolucia 20 May 2017, 00:38
რა ხოშტარია, რა ბოკერია? გედეონ ფოფხაძეა ზნატოკი და ყველაზე ჭკვიანი.

ანდა ბესელიას რას ერჩი? ნულოვანი მენტალური მონაცემებით ქე მოექცა ქვეყანას კენწეროში.

Posted by: 2Bua 20 May 2017, 00:39
ასე ადვილად თუ ჩაიჭრებოდა "ქალი ვიცი კუხნაში" სასტავი არ მეგონა!!!

სავსემ ვას ეტა გაი ნე უვაჯაეტ! ი მაშინუ ატაბრალი ი პრავა!!!

Posted by: Miss_Marple 20 May 2017, 00:40
2Bua
QUOTE
თუ ოპოზიციაში ყველა ჭკვიანია, ადვილი საპოვნელი უნდა იყოს მათ შორის ელენე ხოშტარიაზე ჭკვიანი მამაკაცი რადგან მათი რიცხვი ქალბატონების რიცხვს ბევრად აღემატება.

ეს თქვენ გაქვთ სიმპათია ხოშტარიაზე, სხვა მოქალაქეს შიეძლება სხვა ვინმე მოსწონს

Posted by: From SLUM To HeLL 20 May 2017, 00:41
QUOTE
ნობელის პრემიის ლაურეატები:
ქალები - 40
კაცები - 750

უადგილო მაგალითია. შედეგების მიხედვით რო დავითვალოთ, მაშინ ორივე სქესი თანაბარ პირობებში უნდა იყოს გარკვეული დროის განმავლობაში.
დღესაც კი, ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს განათლების მიღებაც კი აკრძალული აქვთ.

QUOTE
ხარ თუ არა ქალზე უფრო ჭკვიანი?


იმედია, მოვესწრები იმ დროს, როცა ასეთი კითხვა აღარავის გაუჩნდება.

Posted by: XVTIURI 20 May 2017, 00:42
VAMPIRE_W
QUOTE
ყველაზე ცნობილი მოჭადრაკეები ქალები გვყავს ....

გამარჯობას რომ ეუბნები და რო ფიქრობს? ცოტაზე მეტი წიკები როაქვთ? drug.gif

Posted by: brdzolisunariani 20 May 2017, 00:50
ცუდისკენ თუ კარგისკენ ,
სამყარო კაცს მიყავს ...
სპორტი,ხელოვნება,მეცნიერება,პოლიტიკა,სამხედრო საქმე/დაპყრობა...
არაა გამორიცხული რომ შეიცალოს ეს
თუმცა 21- ე საუკუნემდე და ჩათვლით ასეა ...

ზატო , ხშირად ქალია ამ ყველაფრის კეთების მუზა, დაწყებული მუსიკიდან დამთავრებული ომამდე yes.gif




Posted by: ჯარჯი 20 May 2017, 00:51
ქალს გააჩნია smile.gif


Posted by: Tasso 20 May 2017, 00:56
ბარემ ჭუჭუებიც დაატოლეთ facepalm.gif აფრასიონ_სხარტი

QUOTE
და რათ უნდა ამას ბევრი ფილოსოფია, სტატისტიკა ზუსტი მეცნიერებაა. ხოდა ჩამოვთვალოთ მეცნიერების დარგში და და ხელოვნებაში ქალების და კაცების წილი.
ავიღოთ მხოლოდ ამერიკის და ევროპის მაგალითზე, და 1950 წლის შემდეგ. რომ არ დაიწყონ არიქა ქალებს გასაქანი არააქვთ და შესაძლებლობებიო ისტორიულად.
ბოლო 50 წელი ქალის თვითრეალიზაციას არანაირი პრობლემა არააქვს განვითარებულ ქვეყნებში.
ხოდა აღმოვაჩენთ რომ პროცენტული შეფარდება ასეთი იქნება : კაცი 95 - 5 ქალი.


ბევრი წარმატებული მამაკაცის უკან ქალი დგას რომელიც მას ზურგს აძლევს.. ქალის დახმარების გარეშე ბევრი კაცი ვერ იქნებოდა წარმატებული. 1950 წელი რომ მოგყავს მაგალითად, 50იანი წლების მერე ასე თუ ისე ევროპაში გაუმჯობესდა ქალთა მდგომარეობა. 50იან წლებამდე მაგალითად გერმანიაში ქალს ოფიციალურად უფლება არ ჰქონდა ქმრის თანხმობის გარეშე ემუშავა. რამდენ მსოფლიო ქვეყანაში კი უარესი ხდება დღესდღეობითაც. გარდა ამისა ქალს უფრო მეტი გარჯა აქვს თუნდაც ბავშვები, პლუს სამსახური, პლუს ქმარი რომელიც აქეთ ელოდება ქალისგან ხელის შეწყობას. ეს მოდელი ჯერ კიდევ დამკვიდრებულია საზოგადოებაში და სანამ ასე იქნება, სანამ ქალები ნაკლებ ხელფასს აიღებენ იგივე სამუშაოში, სანამ დედა რომელსაც შვილი მთელი დღე ბაღში ჰყავს რადგან მუშაობს ცუდ დედად იქნება აღიარებული .დ.ა.შ. სტატისტიკა დიდად არ შეიცვლება. ჭკუა და ინტელექტი აქ არაფერ შუაში არ არის, როლთა განაწილების პრობლემატიკაა.

Posted by: აფრასიონ_სხარტი 20 May 2017, 01:33
Tasso

პოლიტკორექტულობა მოითხოვს დისკუსიაში არ გამოგყვე
rolleyes.gif

Posted by: 2Bua 20 May 2017, 01:54
ანუ 117 მამაკაცში ვერ მოძებნეთ 1 რომელიც ელენე ხოშტარიაზე ჭკვიანია?!

აბა ხმა კრინტი არ გავიგო ნობელის პრემიებზე, და ჭადრაკის თამაშზე!

როგორც ჩანს, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თემის შეკითხვაზე პასუხი მარტივია - მამაკაცები ქალზე ჭკვინი არ არიან!!!

იბიარდი და ფრიდონას ხაუსი იპუტავენ ალბათ ყველაფერს!!!

Posted by: borjgali1964 20 May 2017, 02:01
ჰეჰ.
======
უხერხულობამ შემიპყრო,ანაზდათ.

Posted by: meruemi 20 May 2017, 02:08
axalirevolucia
მაგრად ვკაიფობ შენზე!
smile.gif

დავიწყოთ იქიდან, თუ რას ეძახი ჭკუას?
თუ შემოქმედებით,ნიჭს, ინოვაციებისკენ ლტოლვას. ახლის ძიება გამოგონება. მაშინ მამაკაცებს ქალები კარგახანივერ დაეწევიან!
აგრეთვე სამყაროს აღქმა გვას განსხვავებული.
რეალურად, იმ ქვეყნებშიც სადაც ქალს თვით რეალიზაციის ყველანაირი საშუალება აქვს, იქაც კი რელაურად ჩამორცებიან მამაკაცებს!

Posted by: სინიორა 20 May 2017, 02:44
კი, ძალიან ჭკვიანები ხართ, მე პირადად ბევრჯერ გამომდგომია
თქვენს მიერ ოდესღაც ნათქვამი,

ზოგჯერ წლების შემდეგ დავრწმუნებულვარ თქვენს სიმართლეში,
წინდახედულებაში.

ვაღიარებ, რომ ბევრი რამ მისწავლია ყველა ბიჭისგან (მეგობრისგან,
თანაკლასელისგან, ნათესავისგან...)

დიდი მადლობა თქვენ, რომ ასეთი ვაჟკაცურები, ასეთი კარგები და ჭკვიანები ხართ!


Posted by: kea 20 May 2017, 03:42
QUOTE
ხარ თუ არა ქალზე უფრო ჭკვიანი?

მთელი ცხოვრება მეგონა რო ჭკუა თავში იყო და ამ თემამ დამაეჭვა რაღაც.

Posted by: t-90 20 May 2017, 03:45
2Bua
QUOTE
მოკლედ, თუ გაინტერესებთ შორს ნუ წახვალთ. აიღეთ ქალბატონი ელენე ხოშტარია და მაგაზე ჭკვიან ქართველ პარლამენტარს თუ დამისახელებთ ხელებს ავწევ, თუ არა და "შუშ!"

მაგალითად გედი ფოფხაძე.

Posted by: SR-71 20 May 2017, 04:02
QUOTE (Baraccuda @ 19 May 2017, 21:42 )
ნობელის პრემიის ლაურეატები:
ქალები - 40
კაცები - 750

რომელი პრემიის ლაურეატიც იყო მაგალითად შოლოხოვი, პრუსტი კი არა.
თუარვცდები ფიურერსაც ჰქონდა ეგ ბედნიერება ცოტახნით.

Posted by: The13thFloor 20 May 2017, 04:50
საინტერესოა ამ ქალზე ჭკვიანი მამაკაცი არის ამ ფორუმზე? biggrin.gif

Hedy Lamarr
(1913-2000)

Hedy Lamarr was an Austrian-American actress and mathematician. She is often referred to as the most beautiful woman in Europe, but she also had extraordinary mathematics skills. Along with composer George Antheil, Lamarr invented an early technique for spread spectrum communications and frequency hopping, which is pivotal for wireless communication from the pre-computer age to the present day. She invented and sold a communication technology to the US Navy that is still used by the entire US military to this day as well as in WiFi, GPS, Bluetooth and almost every single modern communication device.

Posted by: SR-71 20 May 2017, 05:06
rolleyes.gif

ფორუმი რა შუაშია, ზოგადად მაგ ქალზე ჭკვიანი კაცი არავინ გეგულება?...

Posted by: shepherd 20 May 2017, 05:21
axalirevolucia
QUOTE
ხარ თუ არა ქალზე უფრო ჭკვიანი?, მხოლოდ მამაკაცებს ვეკითხები

ბაია ხარ? პატარაია facepalm.gif

სუსტმა და სირმა კაცებმა გააბლატავეს ქალები,

ვეღარ მიხვდნენ რა არის მათი დანიშნულება

(გამონაკლისებზე არ მაქვს საუბარი)

SR-71
QUOTE
ფორუმი რა შუაშია, ზოგადად მაგ ქალზე ჭკვიანი კაცი არავინ გეგულება?...

სიმაღლიდან გადმოვარდნის შემთხვევაში, ქალი დრაკით ეცემა, კაცი თავით.

სიმძიმის ცენტრია სხვადასხვა ადგილას.

მიხვდი?

Posted by: datu 20 May 2017, 05:24
axalirevolucia
QUOTE
აპრიორ, თვლი თუ არა რომ მამაკაცი ქალზე უფრო ჭკვიანია?

ყველაზე ჭკვიანი მამაკაცები ყველაზე ჭკვიან ქალებზე ბევრად ჭკვიანები არიან.

2Bua
QUOTE
ანუ 117 მამაკაცში ვერ მოძებნეთ 1 რომელიც ელენე ხოშტარიაზე ჭკვიანია?!

აბა ხმა კრინტი არ გავიგო ნობელის პრემიებზე, და ჭადრაკის თამაშზე!

როგორც ჩანს, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თემის შეკითხვაზე პასუხი მარტივია - მამაკაცები ქალზე ჭკვინი არ არიან!!!

იბიარდი და ფრიდონას ხაუსი იპუტავენ ალბათ ყველაფერს!!!

ბოკერია ბევრად ჭკვიანია.

შედარებაც რომ არ შეიძლება, იმდენად.

Posted by: 2Bua 20 May 2017, 06:01
QUOTE (datu @ 20 May 2017, 05:24 )
axalirevolucia
QUOTE
აპრიორ, თვლი თუ არა რომ მამაკაცი ქალზე უფრო ჭკვიანია?

ყველაზე ჭკვიანი მამაკაცები ყველაზე ჭკვიან ქალებზე ბევრად ჭკვიანები არიან.

2Bua
QUOTE
ანუ 117 მამაკაცში ვერ მოძებნეთ 1 რომელიც ელენე ხოშტარიაზე ჭკვიანია?!

აბა ხმა კრინტი არ გავიგო ნობელის პრემიებზე, და ჭადრაკის თამაშზე!

როგორც ჩანს, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თემის შეკითხვაზე პასუხი მარტივია - მამაკაცები ქალზე ჭკვინი არ არიან!!!

იბიარდი და ფრიდონას ხაუსი იპუტავენ ალბათ ყველაფერს!!!

ბოკერია ბევრად ჭკვიანია.

შედარებაც რომ არ შეიძლება, იმდენად.

არგუმენტაცია?!

მე მათ ერთ რანგზე დავსვავ:

1. ორს შორის ვინ უფრო "გასვრილია ცხრა წელეე"-ში? ბოკერია! ხოშტარიას ჭკუა ეყო და არ გაისვარა, ჩამოცილდა.
2. არგუმენტები. ხოშტარია ლოგიკურ არგუმენტებს აკეთებს, მაშინ როცა ბოკერია არის წმინდა წყლის დემაგოგი.
3. ემოციის კონტროლი - ხოშტარია "აჭრილი" ჯერ არ მინახავს, ბოკერია კის ბევრჯერ ჩავარდნილა "ისტერიკებში" თუმცა ხელოვნურში მაგრამ მაინც.

თუმცა, ზოგიერთი ზემოთ ხსენებული "ნაკლი" პოლიტიკოსისთვის პლიუსადაც შეიძლება შეფასდეს. ამიტომაც ერთ რანგზა დავაყენებ ორივეს.

Posted by: axalirevolucia 20 May 2017, 07:24
datu
ეს რა გიქნა 2ბუამ? შენივ პირით გათქმევინა ბოკერია არსებულ პარლამენტში ყველაზე ჭკვიანი არისო. თუმცა ვაფასებ შენს ლავირების უნარს -პოლიტ საზიანოდ კონკრეტულ საკითხში მძლავრი არგუმენტი დაგიდია.
2Bua
რავი, არა მგონია რო წყლიდან მშრალად ამოსვლის ტაქტიკა მომგებიანი იყოს ყოფილი ნაცებისთვის. ბოკერიასაც იასნა რაღაცეებს შეუძლია გეემიჯნოს, მაგრამ დამიჯერე, ცუდად მოუბრუნდებათ ეს, იცის ეს და მაგიტოა ჩუმად. ანუ ამ რაკურსში ბოკერია ხოშტარიაზე უფრო ჭკვიანია.

Posted by: GEORGEXIII 20 May 2017, 08:07
ეს დამტკიცებული ფაქტია და რაღას ვდავობთ

Posted by: S A F O 20 May 2017, 08:11
გენდერული ნიშნით ჭკუის დახარისხებახე
ძალიან ვხალისობ..

Posted by: Remember me 20 May 2017, 09:35
აბა რაზე ჩამოყალიბდით? თქვენი ინტელექტის საბოლოო მაჩვენებელს დავდებ smile.gif)))


ეს კითხვა ასეთი ფორმით რომ გიჩნდებათ,თვითშეფასების პრობლემა მინიმუმ უკვე გაქვთ. ამიტომ აქედან დაიწყეთ მუშაობა. ტრაბახით და წარმოდგენების შექმნით კი არა,ეგეთი უკვე ბევრია biggrin.gif

Posted by: ELguja90 20 May 2017, 09:40
ქალი ბევრად უფრო პრატიკული არსებაა ვიდრე კაცი yes.gif


ისე კი
არ ვარ სექსისტი
მარა ამ ფემინისტებმა ჭადრაკის გაერთიანება რო მოინდომონ ვერა?!
ხინჯად მრჩება მაინც გულში ცალ-ცალკე რო თამაშობენ givi.gif

Posted by: axalirevolucia 20 May 2017, 10:00
https://www.google.ge/search?q=man%2Fwoman.iq+chart&oq=man%2Fwoman.iq+chart&aqs=chrome..69i57j69i58.40791j0j4&client=ms-android-samsung&sourceid=chrome-mobile&ie=UTF-8#imgrc=d8wbT9yJbwjeAM:


ეგერ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის უნარს გვიწუნებენ. ფორუმმა ვაჩვენოთ უპირატესობა


აბა ვინ შეძლებს ამ გრაფიკიდან შინაარსის გამოტანას?

Posted by: fat man2 20 May 2017, 10:12
ქალს ქალური ტვინი უნდა ქონდე, მამაკაცივით მოაზროვნე ქალებს ვერ ვიტან!

მამაკაცურად "ჭკვიანი" ქალი საშიშია, დაგღუპავს. old.gif

Posted by: DATOIA 20 May 2017, 10:20
გუშინ საზღვარზე გადმოვდიოდი და პასპორტში რომ ჩამირტყეს და დერეფანში გამოვედი მესაზღვრე დამხვდა (ქალი) თუ რაც ქვია მაგ პოზიციას,
აი უნიჭოდ დაზეპირებული კითხვებით, სად იყავი, როდის წახვედი და რა მიზნითო.
მეც ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და სწრაფად გავეცი პასუხები, არც მიფიქრია ამის ტვინი როგორ გადახარშავდა.

ხოდა ტიპმა რაღაც სწრაფად გამეცი პასუხები, დაზეპირებული ხომ არ გაქვსო facepalm.gif
მეთქი გონება სწრაფად მიმუშავებს როგორც ჩანს და მაგიტომთქო, ამაზეც არ მიფიქრია ეგრევე გავეცი პასუხი lol.gif
და ტიპმა facepalm.gif რაიმე ხომ არ გაქვს მიღებული, რატომ გიმუშავებს სწრაფადო lol.gif

აი ასეთების ჯერ მიმღების, მერე იქ გამჩერებლის, ჩემი გადასახადებიდან ხელფასის გადამხდელის დედას ###### მე givi.gif

ხოდა რაზე მოვაყოლე, იქნებ სწორია ის საშუალო ხელფასის თუ რაცაა სტატისტიკა, რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები.

Posted by: mouravi 20 May 2017, 10:29
QUOTE
 ხარ თუ არა ქალზე უფრო ჭკვიანი?

არ ვიცი.
ჩვენი პატრიარქი როგორც ბრძანებს,იმის მიხედვით დავაკლიკებ.

Posted by: tatusia 20 May 2017, 10:44
ნამდვილად ინტელექტუალი ადამიანი არავის არ ეჯიბრება სიჭკვიანეში და არც ესეთ აფსურდულ კითხვებს სვამს.
კომპლექსიანი და თვითშეფასება დაქვეითებული მამაკაცები შეიკრიბეთ და ყიყინებენ --კი აბა რააა ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ!!
ერთმანეთს ამშვიდებთ და თავებს იმშვიდებთ?
არავინ გეუბნებათ ამას და თქვენ მაინც უთხარით ურთმანეთს...

არ გინდათ ჭეშმარიტად ნიჭიერ და ჭკვიან მამაკაცებს გაეჯიბროთ სხვა ქვეყნებიდან?
მაგალითად იაპონელებს რობოტოტექნიკაში?
ვერა? კაი....

Posted by: datu 20 May 2017, 11:18
2Bua
QUOTE
არგუმენტაცია?!

მე მათ ერთ რანგზე დავსვავ:

1. ორს შორის ვინ უფრო "გასვრილია ცხრა წელეე"-ში? ბოკერია! ხოშტარიას ჭკუა ეყო და არ გაისვარა, ჩამოცილდა.
2. არგუმენტები. ხოშტარია ლოგიკურ არგუმენტებს აკეთებს, მაშინ როცა ბოკერია არის წმინდა წყლის დემაგოგი.
3. ემოციის კონტროლი - ხოშტარია "აჭრილი" ჯერ არ მინახავს, ბოკერია კის ბევრჯერ ჩავარდნილა "ისტერიკებში" თუმცა ხელოვნურში მაგრამ მაინც.

თუმცა, ზოგიერთი ზემოთ ხსენებული "ნაკლი" პოლიტიკოსისთვის პლიუსადაც შეიძლება შეფასდეს. ამიტომაც ერთ რანგზა დავაყენებ ორივეს.

არგუმენტი არის ის, რომ ბოკერიამ რა გავლენებსაც მიაღწია ქვეყანაში და საკუთარ პოლიტიკურ გუნდში, პირველ რიგში ინტელექტუალურ-იდეოლოგიურ გავლენებს, მაგას ხოშტარია ვერასოდეს ვერ მიაღწევს.
ხოშტარია დღემდე არის და ყოველთვის იქნება ბოკერიას ინტელექტუალური გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი.

დებადეტბშიც ბოკერია არის ბევრად ყოჩაღი, ვიდრე ხოშტარია.

axalirevolucia
QUOTE
ეს რა გიქნა 2ბუამ? შენივ პირით გათქმევინა ბოკერია არსებულ პარლამენტში ყველაზე ჭკვიანი არისო. თუმცა ვაფასებ შენს ლავირების უნარს -პოლიტ საზიანოდ კონკრეტულ საკითხში მძლავრი არგუმენტი დაგიდია.

ბოკერია რომ ჭკვიანი ტიპია, მე ყოველთვის ვამბობდი.
უბრალოდ მავნებლური იდეოლოგიური პოზიცია აქვს, თორე ჭკვიანია აშკარად.

ხოშტარიას რაც შეეხება, განსაკუთრებული ჭკუის დიდი არაფერი ეტყობა და მაგაზე ჭკვიანი პარლამენტში პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, არაერთი იქნება. უბრალოდ დღევანდელ პარლამენტს მე დიდად თვალყურს აღარ ვადევნებ და ნორმალურად არ ვიცი, ვინ რას წარმოადგენს.

ბოკერია კი დღევანდელ პარლამენტში, სავარაუდოდ, ყველაზე ჭკვიანია. სხვას რომ მისნაირი უნარები ჰქონდეს პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებოდა აქტიურად საზოგადოებაში.


Posted by: axalirevolucia 20 May 2017, 11:29
QUOTE
კი, უფრო ჭკვიანი ვარ [ 45 ]  [42.86%]
არ ვიცი ვარ თუ არა უფრო ჭკვიანი [ 16 ]  [15.24%]
50/50 [ 21 ]  [20.00%]
ქალი ჩემზე ჭკვიანია [ 10 ]  [9.52%]
მე ეინშტეინი ვარ, ის კლადოვსკაია კიური [ 13 ]  [12.38%]
Total Votes: 105

ნახე რა პროგრესულია ფორუმი? მხოლოდ 42%მამაკაცი მიიჩნევს თავს ქალზე უფრო ჭკვიანად.

იდეალში არც არავინ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ერთერთ შემთხვევით შემხვედრ ქალზე უფრო ჭკვიანია.

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 May 2017, 13:34
როგორც ჩემი მეზობელი შოთა იტყოდა (სამი ქალიშვილის მამა spy.gif ), - ქალს ჭკუა უკან აქვსო. და ოთხი ქალის გარემოცვაში ხონთქარივით იჯდა. შვილები (გოგოები) არ ამუშავებდნენ, ტავზე ევლებოდნენ, მანქანა უყიდეს, სასმელ-საჭმელკს არ აკლებდნენ. ქალებში წასასვლელ ფულს აძლევდნენ თუ არა, არ ვიცი. biggrin.gif
dega
QUOTE
ქალი ჭკვიანი??
კატასტროფაა
ქალი უნდა იყოს სულელი
უფრო უხდება და უფრო მიმზიდველია

არა ძმაო. სამდღიანი ურთიერთობებისთვის თუ არ გინდა, სულელი ქალი რატომ უნდა მოგწონდეს.
ქალი ლამაზი უნდა იყოს და ჭკვიანი. კაცი ჰაბიტუსით მაიმუნზე ცოტა უკეთესი . ჭკვიანი თუ არა, ღონიერი მაინც.

sulo
QUOTE
აბა ჩემო კარგო კაცებო რომელი ხართ მზად მამასახლისობისთვის...
ანუ დისახლისობისგან მაგალითად გენიალური ცოლის განთავისუფლებისათვის ???
პლიუს ასევე მისი შენახვის ტვირთის ასაღებადაც...

რაა სულო, საქმროს ხომ არ ეძებ? biggrin.gif
* * *
axalirevolucia
QUOTE
იდეალში არც არავინ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ერთერთ შემთხვევით შემხვედრ ქალზე უფრო ჭკვიანია.

რატომ ვითომ?
მე დარწმუნებული ვარ, რომ შემხვედრ ქალთა და კაცთა 80%-ზე ჭკვიანი ვარ.

ოღონდ გასარკვევია, რას ნიშნავს სიჭკვიანე: ცხოვრების უნარს, მათემატიკური ფორმულების ცოდნას თუ სექსუალურობას.

Posted by: mouravi 20 May 2017, 13:43
ბეჟანბეჟანი
QUOTE
მე დარწმუნებული ვარ, რომ შემხვედრ ქალთა და კაცთა 80%-ზე ჭკვიანი ვარ.

აბა შენი ადგილი ზეცში ყოფილა ანგელოზების გვერდზე და მათ თანასწორად და რას იკლავ აქ პოსტვით თავს?
biggrin.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 May 2017, 13:59
mouravi
QUOTE
აბა შენი ადგილი ზეცში ყოფილა ანგელოზების გვერდზე და მათ თანასწორად და რას იკლავ აქ პოსტვით თავს?

ახრევს ვეხმარები თავისი რევოლუციის განხორციელებაში.
აქ კი თავმდაბლობს და იძახის, თქვენნაირი ვარო, სინამდვილეში მაგას იდეები აწუხებს, შვიდი ლენინი არ იქნება საკმარისი.
პ.ს. ზეცაში ანგელოზების ადგილია.

Posted by: iliax 20 May 2017, 14:04
QUOTE
ნამდვილად ინტელექტუალი ადამიანი არავის არ ეჯიბრება სიჭკვიანეში და არც ესეთ აფსურდულ კითხვებს სვამს.
კომპლექსიანი და თვითშეფასება დაქვეითებული მამაკაცები შეიკრიბეთ და ყიყინებენ --კი აბა რააა ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ!!
ერთმანეთს ამშვიდებთ და თავებს იმშვიდებთ?
არავინ გეუბნებათ ამას და თქვენ მაინც უთხარით ურთმანეთს...

ამ აზრს აქვს არსებობის უფლება და ვეთანხმები კიდეც, უბრალოდ მე როგორც არშემდგარ მეცნიერს მაქვს იმის კომპლექსი რომ როდესაც თეთრზე ამტკიცებენ რომ შავია ჩუმად ვიყო, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათემატიკურად შეიძლება საპირისპიროს დამტკიცება.

ელო რეიტინგ სისტემა რომელიც ჭადრაკში გამოიყენება არის მათემატიკური სიდიდე რომელიც რიცხვებში გამოხატავს მონაწილეთა ძალას. ამაზე დავა იგივეა 2X2 4 არ არისო ამტკიცებდე.
http://www.2700chess.com/
http://www.2700chess.com/women

მხოლოდ ჭადრაკშია შესაძლებელი რეიტინგულად შეფასდეს ქალების და კაცების პერფორმანსი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ სხვა სფეროშიც იგივე სურათს მივიღებდით რიცხვებში გამოხატვის საშუალება რომ არსებობდეს.

ჭადრაკის მაგალითზე კი შეგვიძლია ვთქვათ:

ყველაზე მაგარი ქალი (ფენომენი), რომელიც სხვა ქალებს ერთი თავით სჯობს საშუალო დონის მამაკაცის ლეველზეა ხან მოუგებს ხან წააგებს, საშუალოზე დაბლებს (ანუ მასას თავის პროფესიაში) მოუგებს. მაგრამ ტოპ კაცებთან უშანსოდაა. დარწმუნებული ვარ იგივეა ყველა სფეროში. ქალების მთავარი პრობლემა საშუალო დონის ძალიან დაბალი კვალიფიკაციაა.

ამ ყველაფრის ფონზე ცოტა გამაღიზიანებელია როდესაც რაღაც ფსევდო ნაშრომებით ხდება იმის მტკიცება რომ ქალები არ ჩამოუვარდებიან მამაკაცებს და მეტიც ალბათობა 0.5 ია რომ ქალი უფრო ჭკვიანი იქნება შემხვედრ მამაკაცზე. ეს აგრესიული კამპანია რომელსაც ფემინისტების არაადეკვატურობაც ემატება აიძულებს ჩემნაირ მამაკაცს რომლის სფეროშიც ქალები საერთოდ არ არიან წეროს ამხელა პოსტები, ასე რომ სანამ ფსიქოანალიზს ჩამიტარებთ იქნებ დაფიქრდეთ ქალები. ხართ კი თქვენ სხვა ქალებზე ერთი თავით მაღლა მამაკაცებს რომ ეტოლებით?

Posted by: ბერმუხა 20 May 2017, 14:05
QUOTE
დასანახად ვერ ვიტან შტერ ქალებს/


მე მიყვარს შტერი ქალები, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ქართველებს ჭკვიანი ქალები გვყავს.


Posted by: ბეჟანბეჟანი 20 May 2017, 14:15
ბერმუხა
QUOTE
მე მიყვარს შტერი ქალები, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ქართველებს ჭკვიანი ქალები გვყავს.

შტერი ქალი თუ ძაან ლამაზია, მეც კი მიყვარს. მაგრამ არა ყოველდღიური მოხმარებისთვის.

Posted by: dega 20 May 2017, 14:22
sulo
QUOTE
იგივე მიდგომა აქვთ გერმანელებსაც...
ვერ იტანენ ჭკვიან ქალებს...

love.gif
იმიტომ აქვთ ძლიერი სახელმწიფო მუდამ

Posted by: axalirevolucia 20 May 2017, 14:30
iliax
არაა ეგრე ერთმნიშვნელოვანი და მარტივი ჭკვიანობის შემოწმება.
ტვინის ორი ნახევარსფერო სრულებით განსხვავდება ერთმანეთისგან ფუნქციებით.
მამაკაცებს მარცხენა უფრო განვითარებული გვაქვს, ქალებს მარჯვენა.
მარცხენა განკერძოებული აზროვნებაა, როლი, კარიერა, გრაფიკი
მარჯვენას სხვა ძლიერი მხარეები აქვს - სოციუმი, ურთიერთობები, ერთობა, სიბეჯითე, დაგროვება- მოვლა- მომავლისუზრუნველყოფა, უსაფრთხოება.

ჭადრაკით და ტრიგონომეტრიით მამაკაცის მოედანზე ამოწმებ ქალს.
ქალის სიჭკვიანე მარცხენა ნახევარსფეროს მოედანზე შეამოწმე და აღმოაჩენ რომ იქ კაცი ისევეა როგორც ვირი ყინულზე.



ზოგადადაც


ახლა ვიტყვი სიჭკვიანეს



სახელმწიფოს (ერთობის, უზრუნველყოფილი დაცული გარემოს, დაგროვების, გამრავლების, ჯანდაცვის უზრუნველყოფის) სიძლიერე ქალზე დგას და არა კაცზე.

აბა რას მივაწეროთ რომ ძლიერ სოციუმში ომით წაგებული ქვეყნები უომრად იღებენ რევანშს (იაპონია, ჩინეთი, გერმანია, კორეა, სამადლოდ გათავისუფლებული საფრანგეთი)?




და, ისე, რა პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდები?

Posted by: dega 20 May 2017, 14:39
ისე ქალს რომ ჭკუა ქონდეს კაცს გაყვებოდა ცოლად?
შეხედეთ კაცს და მერე ქალს
biggrin.gif
მართალი არიან ლესბოსელები ალბათ

Posted by: Tasso 20 May 2017, 14:40
აფრასიონ_სხარტი
QUOTE
Tasso

პოლიტკორექტულობა მოითხოვს დისკუსიაში არ გამოგყვე
rolleyes.gif


არ ჩამოგრჩები პოლიკორეკტულობაში, ისეთივე თავაზიანობით გპასუხობ biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 20 May 2017, 14:46
QUOTE
მე ეინშტეინი ვარ, ის კლადოვსკაია კიური

აინშტაინი არა, პიერ კიური ვარ biggrin.gif

ისე მარია სკლადოვსკაია-კიური უფროა ცნობილი...~
არადა ერთად მუშაობდნენ და ნობელის პრემიის ლაურეატებიც ერთად გახდნენ...

და რადგანაც მარია-სკლადოვსკაია კიური ყველამ იცის, პიერ კიური კი მეუღლეს რომ ქმარის გვარიც ჰქონდა მარტო მაქედან, შეიძლება დასკვნის გამოტანა რომ მამაკაცები გონებრივი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე არიან ჩვეულებისამებრ და მარია სკლადოვსკაია-კიური იმიტომაა ასეთი ცნობილი, რომ მამაკაცისთვის დამახასიათებელი ჭკუა-გონება აღმოაჩნდა biggrin.gif



ჭკვიანები კი ქალები არიან უფრო yes.gif
კაცებს მართავენ...

ავტომობილი ხო უფრო სწრაფია ვიდრე ადამიანი, მაგრამ ადამიანი მართავს ავტომობილს...

მასეა ქალი, კაცი და ვინ უფრო ჭკვიანია ეგ თემა biggrin.gif

Posted by: darlan 20 May 2017, 14:58
QUOTE
აპრიორ, თვლი თუ არა რომ მამაკაცი ქალზე უფრო ჭკვიანია?


50/50

Posted by: Tasso 20 May 2017, 15:09
tatusia
QUOTE
კომპლექსიანი და თვითშეფასება დაქვეითებული მამაკაცები შეიკრიბეთ და ყიყინებენ --კი აბა რააა ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ!!
ერთმანეთს ამშვიდებთ და თავებს იმშვიდებთ?
არავინ გეუბნებათ ამას და თქვენ მაინც უთხარით ურთმანეთს...

არ გინდათ ჭეშმარიტად ნიჭიერ და ჭკვიან მამაკაცებს გაეჯიბროთ სხვა ქვეყნებიდან?
მაგალითად იაპონელებს რობოტოტექნიკაში?
ვერა? კაი....


ან ათლეტურობაში ევროპელებს..
smile.gif

Posted by: axalirevolucia 20 May 2017, 15:28
QUOTE
ისე ქალს რომ ჭკუა ქონდეს კაცს გაყვებოდა ცოლად?
შეხედეთ კაცს და მერე ქალს

მართალი არიან ლესბოსელები ალბათ

ვაახ!!
მისმენდი? გუშინ ვთქვი ეგ ზუსტად. ქალად რო დავბადებულიყავი ვარდისფერი ვიქნებოდი, კაცზე რა მიმაცემინებდა მეთქი.
ვაფშე კითხვა:
კაიბიჭი ქალად რო დაიბადოდ კაცს უნდა მისცეს?
აა?

Frankens†ein
არადა სრულ სიმართლეს უბნობ. საზოგადოების პროგრესი არის ქალი.

Posted by: iliax 20 May 2017, 15:31
axalirevolucia
QUOTE
ჭადრაკით და ტრიგონომეტრიით მამაკაცის მოედანზე ამოწმებ ქალს.
ქალის სიჭკვიანე მარცხენა ნახევარსფეროს მოედანზე შეამოწმე და აღმოაჩენ რომ იქ კაცი ისევეა როგორც ვირი ყინულზე.

მორიგი თითიდან გამოწოვილი არგუმენტია რომელიც ფაქტებით არ დასტურდება, არ არსებობს სფერო რომელშიც საშუალო სტატისტიკური ქალი საშუალო სტატისტიკურ კაცს გაუწევს რეალურ კონკურენციას. კონკრეტულ პროფესიაში რა ხდება კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჭადრაკის მოდელზე.

ფაქტი ისაა რომ ჰიგიენური საფენიც კაცებმა მოიგონეს და მე ვერ ვხვდები რა არის ეს მარჯვენა ნახევარსფერო ეგ მგონი ქალური ინტუიციასავით არის, რომელიც ჭკვიანმა ქალებმა მოიგონეს სულელი ქალების გასაპრავებლად. biggrin.gif
QUOTE
სახელმწიფოს (ერთობის, უზრუნველყოფილი დაცული გარემოს, დაგროვების, გამრავლების, ჯანდაცვის უზრუნველყოფის) სიძლიერე ქალზე დგას და არა კაცზე.

ეს ნამდვილად ასეა და ქართველებს ეგ არ გვესწავლება. ეს აგრესიული ფემინიზმი მოდის იმ ქვეყნებიდან სადაც მაშინ როცა მე დაბადებული ვიყავი, ქალებს არ ქონდათ ხმის უფლება და სამსახურის დასაწყებად ქმრის ოფიციალური თანხმობა სჭირდებოდათ, სადაც რეალურად აჩმორებდნენ ქალებს ისინი დაკომპლექსდნენ და ახლა აგრესიულები არიან. მიდი აბა ქართველ ქალს უთხარი ხმის უფლებას გართმევო გამოგაჭამს თვალებს biggrin.gif ან რატომ უნდა უთხრა? ეგ არასდროს არ ყოფილა ქართულ კულტურაში პირიქით უამრავი საწინააღმდეგო მაგალითი არსებობს სხვადასხვა ეპოქიდან.


რაც შეეხება მარია კიურის ის იყო კარგ დროს კარგ ადგილზე და ამასთან არ ეშინოდა რადიაციასთან მუშაობის რამაც საბოლოოდ შეიწირა კიდეც. ქალური სამეცნიერო ინტელეკტის ზენიტი არ არის მარია კიური მიუხედავად იმისა რომ ასეთად არის მიჩნეული.

Posted by: axalirevolucia 20 May 2017, 15:38
iliax
არ დამზარდე, ted.com ზე ჯილ ბოტ ტეილორის ლექცია ნახე.
ოღონდ ყურადღებით და ბოლომდე.
მაინტერესებს შენი აზრი.

Posted by: t-90 20 May 2017, 15:42
iliax
QUOTE
რაც შეეხება მარია კიურის ის იყო კარგ დროს კარგ ადგილზე და ამასთან არ ეშინოდა რადიაციასთან მუშაობის რამაც საბოლოოდ შეიწირა კიდეც. ქალური სამეცნიერო ინტელეკტის ზენიტი არ არის მარია კიური მიუხედავად იმისა რომ ასეთად არის მიჩნეული.

სიმართლეა.
სოფია კოვალევსკაია გაციელბით უფრო კარგი მაგალითია.

Posted by: ქაფქიანა 20 May 2017, 15:43
QUOTE
კლადოვსკაია კიური


კლადოვსკაია არა განძოვსკაია...

QUOTE
ეინშტეინი


რუსული სკოლა დაამთავრე?

Posted by: iliax 20 May 2017, 16:50
axalirevolucia
QUOTE
არ დამზარდე, ted.com ზე ჯილ ბოტ ტეილორის ლექცია ნახე.
ოღონდ ყურადღებით და ბოლომდე.
მაინტერესებს შენი აზრი.

ეს რას მაყურებინე biggrin.gif
მე ფსიქიატრი არ ვარ მაგრამ მგონია რომ ამ ქალს რამდენიმე ჭანჭიკი მოშვებული აქვს. თუმცა ისეთი რაღაც გადაიტანა საერთოდ რომ ლაპარაკობს ეგეც დასაფასებელია.

რომ არ ეძებოთ biggrin.gif



თემას რაც შეეხება ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნახევარსფეროები მიზეზია, რომელიც ჩვენ არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში. ხალხი აგრესიულად ამტკიცებს რომ ქალები არ ჩამოუვარდებიან კი არა უფრო ჭკვიანებიც არიან და ვინც მთლად ამას ვერ ამბობს იგონებს მსგავს არგუმენტებს. ფაქტი კი ფაქტად რჩება. მე უბრალოდ ამ ფაქტის სხვანაირად დანახების და შავზე თეთრის თქმის, გლობალური ტყუილის კამპანიის წინააღმდეგი ვარ, თორე ქალებს შემოევლოს ჩემი თავი ინზე და იანზე რემბრანტზე და სასკიაზე ყოველ დათრობაზე ვლაპარაკობ biggrin.gif

Posted by: 110iani 20 May 2017, 17:04
QUOTE
ჭადრაკში ვუგებ



ჩიბურდანიძეს მოუგებ ბრატ ?

Posted by: axalirevolucia 20 May 2017, 17:13
iliax
ყოჩაღ რო ნახე.
ბოლომდე ნახე?
ბოლოს არჩევანს რო გაძლევს, ორივე სამყარო შენშია, მარცხენაც და მარჯვენაც, ჩააბიჯე რომელშიც გინდაო.
აი მანდ ხვდები რიმ მსოფლიო წესრიგი ქალების დაყენებულია (ყველანი ერთნი ვართ) ჩემი ცოლია მაგალითი -მულწიკში პანჯბობი რო ნაკუწდება 5 წუთი ქოთქოთებს.

Posted by: DlDGORl-GEO 20 May 2017, 17:21
axalirevolucia
QUOTE
და პირიქით, ბლომად გვყავს ქალი მოჭადრაკე ჩემპიონები...

ის ჩემპიონები ქალთა შორის არიან, ეგ გავიწყდება, თორემ ათამაშე ერთმანეთში დიდოსტატი კაცები და ქალები და ნახავ შედეგს. ქალთა შორის პოლგარები მონაწილეობდნენხოლმე კაცთა ტურნირებში, გაფრინდაშვილიც. წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ მაინც, იუდით პოლგარს თუ არ ჩავთვლით, სერიოზულ წარმატებას ვერ აღწევდნენ. კვლევებით,საშუალო სეგმენტში კაცებს და ქალებს თანაბარი ინტელექტი აქვთ, თუმცა მამაკაცების 2% სჯობნის ქალებს ინტელექტით. სწორედ ამ 2%-დან გამოდიან გენიოსები. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცები ქალებს სულელების რაოდენობითაც უსწრებენ.

Posted by: 2Bua 20 May 2017, 17:47
აინ რანდი ვისზე ნაკლებია ინტელექტით? აბა ამიხსენით ვისაც შეგიძლიათ!

ბოლო 30 წელია მისი თეორია ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი, თუ ყველაზე გავლენიანი არა, პოლიტიკური ფილოსოფიაა აშშ-ს პოლიტიკაში და ყოველ წლიურად იზრდება მისი გავლენა!

https://www.youtube.com/watch?v=0HfNxvPJgzE

Posted by: t-90 20 May 2017, 18:01
2Bua
QUOTE
აინ რანდი ვისზე ნაკლებია ინტელექტით? აბა ამიხსენით ვისაც შეგიძლიათ!

ბოლო 30 წელია მისი თეორია ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი, თუ ყველაზე გავლენიანი არა, პოლიტიკური ფილოსოფიაა აშშ-ს პოლიტიკაში და ყოველ წლიურად იზრდება მისი გავლენა!

აინ რანდი არის ღლექალა.
და მაგის თეორია რო გავლენას იკრებს ეს კიდევ ამტკიცებს გავლენიანი მეცნიერი დე სუზას მოსაზრებას რომ

Posted by: Piquecanthropus 20 May 2017, 18:21
ქალი, რომელიც რამდენიმე საათს უთმობს სარკესთან ტრიალს და კიდევ რამდენიმე საათს შოპინგებზეა (ცხოვრების სტილი, ბავშვობიდანვე შეიძლება ითქვას)
არ თქვას, რომ ჭკვიანია. მე არ მჯერა, თუნდაც ჰარვარდი დაამთავროს (ერთია სპეციფიური ცოდნა, მეორე ,,ჭკუა" როგორც მე მესმის)
და ასევე მამაკაცებზე, ვინც მანქანაში ატარებს ცხოვრების უმეტეს ნაწილს ან ქართულად რომ ვთქვათ ,,ძმაკაცობაში", არ თქვას რომ ჭკვიანია
ესენი ჩემთვის ერთი დონე არიან
და სხვები, ზოგი როგორ ზოგი როგორ biggrin.gif
თუმცა აქ დაიწერა და ,,მართლა ჭკვიანი კაცი" წინაა ვიდრე ასეთი ქალი, თუმცა ქალებმა 2 საუკუნეა ისწავლეს წერა biggrin.gif და ამას ვითვლაისწინებ. პოტენციალით არ ვიცი, შეიძლება ქალები იყონ უფრო წინ (აი დაწყებით კლასებში რაც ვლინდება ხოლმე, შემდეგ რა მოსდით რა ქვა იმას, ფროიდის ანტაგონისტი ფსიქოლოგი რომ იყო ის შეეხო ამ თემას, სხვა არ ვცი biggrin.gif)
საბოლოოდ, მაინც იმ აზრზე ვარ, რომ 1 კუტუსგან გამოთლილები ვართ და 1 ფუჩუდან გამოსულები mad.gif

აინ რენდი მაგრად წერს...იდეალურად. არც ,,მძიმე" როგორც კლასიკური და არც ,,ფუქსავატური", როგორც ბესტსელერები. ეგეთი ოსტატური მწერალი...ყოველ ფრაზა რომ ,,სამაგიდოა" საერთოდ არაა, მაგრამ თავად არის სამაგიდო biggrin.gif

კიდევ ვის შეეხეთ, ჩემთვის ქალებში ინტელქტის სახე არის გერტრუდა სტაინი

პირადად მე, ვისაც ვიცნობ იმ ქალთაგან...აი სიტყვაზე ბებიაჩემი მარაზმატიკია, მაგრამ მაგაზე ჭკვიანი ნამდვილად არ ვარ. ნაცნობ გოგოებს თუ შევეხები, სათავისოდ ყველა ჩემზე ჭკვიანია, მაგრამ ზოგადად, ერთი ორი თუ არის ჩემზე წინ biggrin.gif (თანაბრად საკმაოდ ბევრია, ბოლოს და ბოლოს ,,დურაკოვ ნეტ biggrin.gif)

ფორუმზე რემედიოსი იყო ა. ფრანსი რომ იტყოდ ა,,მომხიბლავი ჭკუა აქვსო" (საერთოდ ქალზე ამას ვიტყოდი მაქსიმუმ, კაცობა მაინც თავისას შვრება). ჰოდა ახლ ანავიტა რო არის, ის მიშლის ნერვებს, ინტელექტუალურად მთრგუნავს...ხლართავს ალბათ, თუმცა რა მნიშვნელობ ააქვს. განა ვინმე დარდობს, რომ ვინმეზე ფიზიკურად ნაკლებად ძლიერია? მაგრად მკიდია...ასევე მკიდია, ვინაა ჩემზე ჭკვიანი (წერტილოოოო)

პ.ს. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა მივხვდი, რომ სულელისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია სხვებს რომ მიიჩნევს სულელებად biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 20 May 2017, 18:38
QUOTE
აპრიორ, თვლი თუ არა რომ მამაკაცი ქალზე უფრო ჭკვიანია?

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Annabell 20 May 2017, 19:04
QUOTE
https://www.youtube.com/watch?v=0HfNxvPJgzE   


მიმინო
love.gif love.gif

Posted by: ladylike 24 May 2017, 07:50
Baraccuda
QUOTE
ნობელის პრემიის ლაურეატები:
ქალები - 40
კაცები - 750


ჭკუის კიარადა სიჭკვიანის საზომი ერთეული ნობელია? ))


axalirevolucia
QUOTE
მხოლოდ მამაკაცებს ვეკითხები


ქალის უპირატესობა თუ არა, თანასწორობა მაინც თუ აღიარა ვინმემ? ))

Posted by: axalirevolucia 24 May 2017, 08:26
QUOTE
ქალის უპირატესობა თუ არა, თანასწორობა მაინც თუ აღიარა ვინმემ? ))

ობიექტურად ასეა, 2% მამაკაცისა არის კაცობრიობაში ყველაზე ჭკვიანი. ეს ორი პროცენტი 7 მილიარდში არის 14 მილიონი.
ეს თოთხმეტი მილიონი მუდმივად ჩანს, ავსებს ტელევიზორებს, სახელმძღვანელოებს, გაზეთებს, ნობელის სიას.

ხოდა ეს ქმნის ილუზიას, რომ მოსახლეობის 50% მამრი მოსახლეობის 50% მდედრზე უფრო ჭკვიანია. რეალურად, ერთი კაცი ერთ ქალს რომ ხვდება ავტობუსის გაჩერებაზე, მხოლოდ 4% ალბათობა აქვს უფრო ჭკვიანი იყოს, ვიდრე ქალი.
და 4-ის გარდა მთელი 96% ალბათობაა იმისა, რომ ქალმა თანაბარი წინააღმდეგობა გაუწიოს აიქიუ თემაში (ჭადრაკი, ციფრები, სისხარტე, მახსოვრობა)
მაგრამ აქამდე ნათქვამი არ ითვალისწინებს ქალების ძნელად შესაფასებელ პოზიტიურ პოზიციას სოციუმში , რომელიც მოაქვს მათი თავის ტვინის მარჯვენა ნახევარის უპირატესობას.

Posted by: ladylike 24 May 2017, 09:03
axalirevolucia
ამომწურავი და ობიექტური პოსტი იყო

სასიამოვნოც. განსაკუთრებით ბოლო ფრაზა. მადლობა : )

Posted by: Katutu 24 May 2017, 09:47
თურმე რამხელა წარმოდგენა ჰქონიათ საკუთარ თავზე biggrin.gif

Posted by: Uxeiro 24 May 2017, 09:51
QUOTE (Katutu @ 24 May 2017, 09:47 )
თურმე რამხელა წარმოდგენა ჰქონიათ საკუთარ თავზე biggrin.gif

პოლიტგანყში

Posted by: _nite_ 24 May 2017, 13:25
რამდენია თქვენი თვითსეფასება რიხტერის შკალაზე? რამდენით აიწია ამ თემაში? შეგერყათ თუ გაგიმყარდათ?

Posted by: Confucius 28 May 2017, 22:12
QUOTE
ხარ თუ არა ქალზე უფრო ჭკვიანი?

როგორ ჭკვიანი, კაცს უფრო მაღალი ინტელექტი აქვს დიდი ზომის ტვინის გამო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)