არქეოლოგიური აღმოჩენა დავით გარეჯის უდაბნოშიhttps://bm.ge/ka/article/arqeologiuri-agmoc...udabnoshi/1419725.სექტემბერი .2017 17:18
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ჯგუფმა, დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო
არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალურ სამონასტრო ჭურჭელს და შანდლების კოლექციას მიაკვლია. ექსპედიციამ,
პროფესორ ნოდარ ბახტაძის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინა XVII საუკუნის საეკლესიო ინვენტარის და სატრაპეზო ჭურჭლის 21 ნიმუში. მათ შორის
სადგარიანი შანდლები, ქვაბები, ლანგრები, ზარხუფები, თასები, ქაქფქირი, ჩამჩა და სხვა. მათი უმეტესობა შესანიშნავადაა ორნამენტირებული.
განძი ახლადგამოვლენილი გოდოლის ნაშთის დასავლეთით მოწყობილ, ამჟამად მიწით სავსე, სამალავში იქნა ნაპოვნი.
მეცნიერების ვარაუდით, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი, მონასტრის საძმოს წევრებმა, XVII საუკუნის დასაწყისში, საქართველოს ამ მხარეში ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს. აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების ლითონის ჭურჭლის ასეთი მდიდრული კოლექცია, არქეოლოგიურად
ამ დრომდე ჯერ არ აღმოჩენილა საქართველოში. წმ. დავით გარეჯელის ლავრის ეზოში, გვიანი შუა საუკუნეების საფორტიფიკაციოსი სტემების
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.