Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ★ღვინო★


Posted by: <<Innamorata>> 18 Dec 2018, 18:46
საქართველო უძველესი დროიდან მოიაზრება ღვინის სამშობლოდ და ღვინის დამზადების დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანად. ქართული ღვინის ხარისხი განსხვავდება მსოფლიოში აღიარებული ბრენდებისაგან, რასაც განაპირობებს რელიეფი, კარგი კლიმატი, მიწა, ყურძნის მრავალი ჯიშის არსებობა და საქმის კარგი ცოდნა, რითაც საქართველომ უკვე მსოფლიოშიც გაითქვა სახელი..

იმსჯელეთ,განიხილეთ, დასვით კითხვები და გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება: ))



user posted image


user posted image


user posted image

Posted by: zigmundi32 18 Dec 2018, 18:52
წელს ისეთი კარგი ღვინო გამომივიდა, აი ახლ წლამდეც ერთხელ გადავიღებ და ეყოფა
გაგასინჯებ ქალბატონო შენც

Posted by: vaho 18 Dec 2018, 18:55
ღვინო კარგია დასალევად...............

Posted by: <<Innamorata>> 18 Dec 2018, 19:09
zigmundi32
ქვევრის თუ კასრის?: ) ჭიში?


vaho
ნამდვილადsmile.gif
* * *
biboia777
ისე ძაან გადაგვედო მარანში წასვლა.. წავიდეთ რა უახლოეს მომავალშიsmile.gif)

იაგოს ღვინოზე რას გვეტყვიsmile.gif?

Posted by: zigmundi32 18 Dec 2018, 22:19
<<Innamorata>>
QUOTE
ქვევრის თუ კასრის?: ) ჭიში?


კასრის, რქაწითელი მარცვალზე დადუღებული

Posted by: Master_Nick 18 Dec 2018, 23:07
<<Innamorata>>
ფორმაში ხარ, როგორ ყოველთვის!!!

zigmundi32
მარცვალზე დადუღებული ნიშნავს რომ კლერტი გააცალეთ? მაგარი იქნება ძალიან, ინასთან ერთად მეც გამასინჯე რა biggrin.gif

Posted by: BeerLover 18 Dec 2018, 23:20
ნამდვილად ჯადოსნური სითხეა smile.gif

დალოცვილი თემაა...

ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ფაქტიურად ღვინო biggrin.gif როგორც დაწურვა და მოვლა/პატრონობა, ისე დალევაც რათქმაუნდა...

<<Innamorata>>

იაგოს ღვინო უმაგრესია... რაც გავსინჯე, ყველაფერი იდეალური აქვს... საკმაოდ სერიოზული ხარისხი უჭირავს...

Posted by: sophka 18 Dec 2018, 23:44
zigmundi32
ახალ წელს მაგ ღვინით ხვდები? :დ
გილოცავ, რადგან შენ კარგი ღვინო გამოგსვლია, რაღას ვჩივით tongue.gif



Master_Nick
შენ გიყვარს საინტერესო, ახალი და ძალიან კარგი ღვინოები, ხოდააsmile.gif

არც რეკლამაა და არც რამე სხვაsmile.gif ამბერში სულ არ ვყოფილვარ, მაგრამ გიორგი ალადაშვილის ღვინო არის საოცრება, სადმე ვერ იყიდით, ამიტომ 23 დეკემბერს ბიოვინეას საღამოა და ნებისმიერს შეგიძლიათ დაესწროთ.
https://www.facebook.com/events/236257583749137/?ti=icl
დავდებ ლინკს და გაეცანით, ინფორმაციას...


იაგოsmile.gif
user posted image

კარგი სემინარი იყო ვინერიაშიsmile.gif


Posted by: <<Innamorata>> 18 Dec 2018, 23:45
zigmundi32
სადაური რქაწითელი?

Master_Nick
მამი:*კარგახანია ჩინური არ დამიგემოვნებიაwink.gif

BeerLover
მეც ძალიან მომეწონა... ძალიან: ))

ამ ბოლოდროს თეთრ ნახევრადტკბილს ვანიჭებ უპირატესობასsmile.gif მეცვლება გრმოვნებაsmile.gif)

Posted by: BeerLover 18 Dec 2018, 23:57
<<Innamorata>>

ნახევრადტკბილები ჩემგან შორს biggrin.gif

მაგრამ იაგო სერიოზული პროფესიონალია... იცის კაცმა თავის საქმე...

პ.ს. საშენო ლუდები შემოიტანა ბათუმმა. ახალი პარტია, დიდი პროგრესით biggrin.gif ხვალ ჩამომდის ტრაპისტები და ერთი სული მაქვს ძირი გავაძრო lol.gif

Posted by: <<Innamorata>> 19 Dec 2018, 00:23
BeerLover
ხოო? ესეიგი საჩვენო ყოფილა: ))) მოიცადე წამოვალ იქით..

Posted by: BeerLover 19 Dec 2018, 00:33
<<Innamorata>>

კი ნამდვილად biggrin.gif

თან შენი გემოვნება ვიცი და კარგ ქუადებს და ტრიპლებს არაფერი ჯობია... ძლიერი არომატი, მძაფრი გემოები და ა.შ. აბვ-ც მაღალი...


Posted by: elchi 19 Dec 2018, 08:56
<<Innamorata>>

შევასწორე ძველი თემა, მივაშალე ბოლო სტატუსები.
კარგი გიქნია ახალი რომ გახსენი.

ახლა ღვინოზე მეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას.
წელს სამნაირი მაქვს, ყველა ევროპული წესით დავაყენე, ანუ ჭაჭის გარეშე.
დირბულა არ არის ქართული ყურძენი, ფრანგულია და მაგისგან გაკეთებული ღვინით დათრობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაქსიმუმ ნახევარი ლიტრია დასაშვები ხორცეულთან ერთად.
ამბობენ არც თითა არ არის საღვინე ჯიშიო, აი ვიღაცა იქნება, აუცდეს ფეხი და ჩემთან მოხვდეს, გავასინჯებ და ნახავს თუ რა არის შამპანური. წკიპურტებს ისვრის ჭიქაში დასხმისას.
მესამე კიდევ ნოემბერში მოვკრიფე, თქვენ და მეც ადესას და იზაბელას ვეძახით, სინამდვილეში კონკორდი ჰქვია და ამერიკული ჯიშია.
იმერელი მეგობარი მესტუმრა რამოდენიმე წლის წინ და ასეთი "ადესა" საქართველოში არ გამისინჯავსო.

Posted by: zigmundi32 19 Dec 2018, 14:32
Master_Nick
QUOTE
მარცვალზე დადუღებული ნიშნავს რომ კლერტი გააცალეთ? მაგარი იქნება ძალიან, ინასთან ერთად მეც გამასინჯე რა

კლერტი გავაცილე კი და მაგის გამო როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით ღვინო არ არის გაკრიალებული.
კლერტი კარგად ფილტრავს ღვინოს
შენც გაგასინჯებ აბა რა, ერთი დღე დავთქვათ და...
<<Innamorata>>
QUOTE
სადაური რქაწითელი?

დედოფლისწყაროდან. ყურძენი არ ბრწყინავდა დიდად, შაქრიანობა კი ქონდა 21 მაგრამ ქარვის ფერი არ იყო
sophka
QUOTE
ახალ წელს მაგ ღვინით ხვდები? :დ
გილოცავ, რადგან შენ კარგი ღვინო გამოგსვლია, რაღას ვჩივით

ახალ წელს ძველი ღვინით შევხვდები, იმას კონიაკის ფერი და დასტოინი ბახუსი აქვს
შენ როდის აპირებ ღვინის დაყენებას? ვნახო ერთი რა ისწავლე, პრაფესორაbiggrin.gif

Posted by: sophka 19 Dec 2018, 15:12
zigmundi32
მივაღწიე იმას რომ მამაჩემის ვენახიდან რიგი ჩემია:დ ჩავალ ახალი წლის მერე გავსხლავ, გაზაფხულზე დავიწყებ აქტიურად სამუშაოებს და მერე შემოდგმას დავაყენებ ღვინოს:biggrin.gif
რა გამოვა არ ვიცი ოღონდ ჯერ biggrin.gif
მევენახე კაცი მასწავლის, ადგილობრივი, ვინც უვლის ჩვენს ვენახს. მივებარე,
სათქმელად რა ადვილია:დ გაკეთება თქვი ამ ყველაფრის.

სწავლა სიკვდილამდეო, ხომ იცი შენ lol.gif
დრო არ მაქვს, თორემ გაატრონომიული კულინარიის კურსსაც გავივლიდიbiggrin.gif

Posted by: Aleqto 19 Dec 2018, 15:47

sophka

ანუ დაითანხმე ? რა მაგარია, გილოცავ! 2kiss.gif

ხომ გაგვასინჯებ ?


Posted by: V-B 19 Dec 2018, 16:00
მეგობრებო, ინფორმაცია მჭირდება თუ როგორ არის შესაძლებელი კახეთის შატოებში დიდი რაოდენობის ღვინის შეძენა დიდი რაოდენობით და რა ფასებში

Posted by: sophka 19 Dec 2018, 16:26
Aleqto
კი, როგორც იქნაა bis.gif
აუ, კი... მთავარია შევძლო და დავაყენო:დ :დ
იცი, როგორი თემაა, ბედს უნდა მიენდოbiggrin.gif

Posted by: Aleqto 19 Dec 2018, 19:42
sophka
ნწ, ცოდნა და მონდომებაა მთავარი და ორივე გაქვს და რატომ არ უნდა გამოვიდეს ... გამოვა კი არადა გამოგივა ძალიან კარგი !
შენი ღვინის ფონზე უნდა დავიჭირო 'იმ' ღვინის გაქცეული შაქარი, არომატი და კიდე რაღაცეები wink.gif

Posted by: sophka 19 Dec 2018, 19:44
gel@
აქ პოსტეsmile.gif
მეც ვნახე ეგ ინფო, კმაყოფილი დარჩი რა მხრივ?
რა ღვინოები იყო დეგუსტაციაზე?
რა მოგეწონა რა არა?

კიდევ აქვთ 22-ში დეგუსტაციაsmile.gif ხშირად აქვთ მსგავსი საღამოებიsmile.gif



* * *
Aleqto
დაიჭერ, როცა მუდმივად ჩაყოფ ცხვირს ჭიქაში:დ ოღონდ სერიოზულად, პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ:დ :დ
გმადლოობ:*


Posted by: მამაო ენუქი 20 Dec 2018, 14:24
ახმეტის მწვანის და რქაწითელის კუპაჟი ჩამომაქვს საახალწლოდ yes.gif

Posted by: <<Innamorata>> 20 Dec 2018, 16:11
zigmundi32
ვნახოთ რა გამოგივა: )
ტემპერატურა შეუცვალე ღვინოს და დაიწმინდება.
elchi
ხო, ამდენი ხანია ვაპირებ გახსნას და მოვაბი თავიsmile.gif)

დირბულა ბუნებრივი ჰიბრიდია ხო?
ვეღარ გავიგე ღირს თუ არა ჰიბრიდისგან ღვინის დაყენება, არადა გემო სასიამოვნო აქვს, მაგ დირბულას...
როგორც მახსოვს აშშ-ში აკრძალულია იზაბელას წარმოება.
* * *
V-B
კონკრეტულად კომპანიას უნდა დაუკავშირდე, ფასებზე და რაოდენობაზეც ისინი გაგცემენ პასუხს.

მიზანი?
* * *
მამაო ენუქი
up.gif


,

Posted by: V-B 20 Dec 2018, 20:14
<<Innamorata>>
რომელ მწარმოებელს მირჩევდი კარგი ხარისხის რომ იყოს და ასორტიმენტიც მდიდარი რომ ქონდეთ?)
QUOTE
მიზანი?

საინვესტიციო პროექტს ვაკეთებ ვინოთეკის შესახებ და შემდეგ უკვე რეალიზაციაც შეიძლება

Posted by: Master_Nick 20 Dec 2018, 21:33
QUOTE (V-B @ 19 Dec 2018, 16:00 )
მეგობრებო, ინფორმაცია მჭირდება თუ როგორ არის შესაძლებელი კახეთის შატოებში დიდი რაოდენობის ღვინის შეძენა დიდი რაოდენობით და რა ფასებში

მე ამ შატოს გირჩევ, ღვინოებიც ნორმალური აქვთ და რა მიზანიც გაქვს თემატურადაც შეიძლება მიაბა
http://www.schuchmann-wines.com/winery/2015/09/07/schuchmann-wines-georgia-2/

Posted by: zigmundi32 21 Dec 2018, 12:45
sophka
კი მიკვირს ეგ ყველაფერი როგორ არ გეზარება, მაგრამ წარმატებებს გისურვებ და აბა შენ იცი smile.gif

Posted by: <<Innamorata>> 21 Dec 2018, 13:39
V-B
მხოლოდ შატოები გაინტერესებს?

ნიკამ რაც გირჩია,მეც ვუერთდები..

Posted by: ძლივს 21 Dec 2018, 13:46
QUOTE
კლერტი გავაცილე კი და მაგის გამო როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით ღვინო არ არის გაკრიალებული.


მაგაში ყოფილა საქმე, ეს კლერტი რომ ფილტრავს რავიცი რა ასე ბუნებრივი ფილტრაცია სხვა მგონი არაფერს არა აქვს.

Posted by: elchi 23 Dec 2018, 08:14
<<Innamorata>>

დირბულას არ მიიჩნევენ საღვინე ჯიშად, არადა უმაგრესი ღვინის დაყენება შეიძლება, თუ ნამუსიანად მოექცევი და ნატურალურს დააყენებ.
ნებისმიერი ღვინო ახალ მთვარეზე უნდა გადაიღო სხვა ჭურჭელში, პაპისგან მაქვს ნასწავლი და ყოველ წელს გაწკრიალებული ღვინოები მაქვს, არავითარი ფილტრი და ა.შ.
რაც შეეხება იზაბელას, სხვა შტატში არ ვიცი და ორეგონში რამდენიც გინდა დაწურე, არაყზე შეზღუდვაა, მხოლოდ 5 გალონის გამოხდა შეგიძლია, ეგეც პირადი სარგებლობისთვის.
არაყს და ეგეთ რამეებს მე ვერ მიმაკარებ, ღვინო და ლუდი რამდენიც გაგიხარდება.
მეგობარი მესტუმრა აღმოსავლეთ კანადიდან, იმერელი კაცია, ადესა გავასინჯე და გაოცებული დარჩა, ასეთი ადესა არსად არ დამილევიაო.

Posted by: <<Innamorata>> 18 Jan 2019, 00:20
elchi
მე როგორც ვიცი, დუღილის დროს გამოყოფილი მეთილის სპირტის გამოა ცუდი..




user posted image

Posted by: elchi 20 Jan 2019, 05:53
<<Innamorata>>
შარშან გამიფუჭდა, დანარჩენი ტყის ფრინველებმა შეთქვლიფეს, ძალიან ცოტა მოვკრიფე.

არადა 2015-ში 250 ლიტრი სუფთა დირბულა მქონდა.

მე არ ვწამლავ ყურძენს, მოწამლულიდან, მოწამლული ღვინო გამოდის.

მირჩევნია სუფთა იყვეს, ვიდრე შხამ-ქიმიკატები შევასხურო.

თითაზეც ამბობენ არ არის საღვინე ჯიშიო, შეედაროს ციცქა-ცოლიკოური ჩემს თითასგან გაკეთებულ ღვინოს, სუფთა შამპანურია.

Posted by: Master_Nick 21 Jan 2019, 00:37
კახა ჭოტიაშვილის ქვევრის საფერავი - ღვინო კომენტარების გარეშე.
user posted image

Posted by: Strangelove 21 Jan 2019, 00:52
რავი, სამშობლო ეძახე და დაყენება არავინ იცის.

სორი, მარა ესპანური გვევასება

Posted by: <<Innamorata>> 21 Jan 2019, 09:02
Master_Nick
არ მაქვს გასინჯული, ჩვენთან უსიტყვოდ ვერ გამოხვალ... აგვიღწერეე.. smile.gif


Strangelove
ბევრი ძალიან კარგი ღვინი გვაქვს,რომელი გასინჯე ?

user posted image
ამ ბოლო დროს როზე მხიბლავს : )

Posted by: Master_Nick 21 Jan 2019, 14:17
<<Innamorata>>
გასინჯე აუცილებლად, ვინოტელში გვირჩიეს და ხომ იცი მიყვრას პროფესიონალებთან ურთიერთობა.
user posted image

გამორჩეულია ასევე ირმა ნიორაძის საფერავიც, არ ვიცოდი საკუთარი ღვინის წარმოება თუ ქონდა. დალევ და ცეკვა გინდება.
user posted image

Posted by: Strangelove 21 Jan 2019, 21:54
<<Innamorata>>

კარგი რა სტანდარტით? საერთაშორისო სტანდარტებით ვერ ვქაჩავთ.
მე ნახევრად ტკბილები მომწონს უფრო. ხვანჭაკარას გამოვარჩევდი, არაფერი ორიგინალური.


Posted by: <<Innamorata>> 21 Jan 2019, 23:09
Strangelove
რომელი გასინჯე და არ მოგეწონა შეგიძლია დამისახელო?smile.gif


Master_Nick
ვინოტელი❤
საინტერესოა,მე რომ ვიყავი არ შემოუთავაზებიათ ჩემთვის..

Posted by: Master_Nick 21 Jan 2019, 23:34
<<Innamorata>>
მამიsmile.gif სხვათაშორის სომელიე გოგონა იყო, თან რუსულენოვანი, კი გავბრაზდი რუსულად რომ დამიწყო საუბარი, მაგრამ ისეთი ღვინო შემოგვთავაზა რომ გაბრაზებამ მომენტალურად გამიარა.

Posted by: <<Innamorata>> 21 Jan 2019, 23:42
Master_Nick
შეუცვლიათ სომელია.: )) მხოლოდ ღვინო თუ რაიმე ახალი კერძიც აღმოაჩინე??
ორაგულის ბლინები არ მავიწყდება, საოცარი აქვთ..

user posted image

Posted by: Master_Nick 21 Jan 2019, 23:55
<<Innamorata>>
ღვინოები ხომ ემატება და ემატება, კერძებშიც სასიამოვნო სიახლეები აქვთ up.gif

Posted by: Strangelove 22 Jan 2019, 12:02
<<Innamorata>>
QUOTE
რომელი გასინჯე და არ მოგეწონა შეგიძლია დამისახელო?


არ მომეწონა არა, ჩვეულებრივი ღვინოა, არაფერი გადასარევი.

ღვინოების სმა ევროპებში დავიწყეთ ძირითადად. თელიანი ველის ევროპებში გაგზავნილი პარტიები. მეტზე ხელი არ მიმიწვდებოდა. მარტო ეგ იყო მარკეტებში :[

მე რო ქართულს ვაჩუქებდი, მერე ესპანურს ან ფრანგულს მჩუქნიდნენ და დავითრგუნე. შევეშვი მაგ საქმეს :9

Posted by: <<Innamorata>> 22 Jan 2019, 12:54

Strangelove
თელიანი ველით ნუ განსაზღვრავ..
მესმის შენი..

ბევრი ღვინოა, გამორჩეული და ძალიან კარგი ხარისხის..


Master_Nick
უნდა ვესტუმრო ამ დღეებში..: )

Posted by: Frankens†ein 22 Jan 2019, 13:49
https://8000vintages.ge/qvevri/martaliwine-saperavibio2017/?sl=ka

ცოტა ძვირი კი არის, მაღაზიებში არსებულ უკვე ნახსენებ თელიანი ველის თუ თბილღვინოს ღვინოებთან შედარებით, მაგრამ ხარისხიც შესაბამისია.

და რაც განასხვავებს ბევრი სხვა კარგი ღვინისგან, არის ე.წ. ბიო-ღვინო (ბიო სერტიფიკატის კონვერსიაზე). ყოველგვარი ქიმიური დამხმარე შესაწამლი ნივთიერებების გარეშე მოყვანილი და დაწურული.

https://www.facebook.com/MartaliWine/

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: <<Innamorata>> 22 Jan 2019, 14:15
Frankens†ein
საინტერესოა..მხოლოდ საფერავი და რქაწითელი აქვთ?

Posted by: Frankens†ein 22 Jan 2019, 14:57
QUOTE (<<Innamorata>> @ 22 Jan 2019, 14:15 )
Frankens†ein
საინტერესოა..მხოლოდ საფერავი და რქაწითელი აქვთ?

ჯერჯერობით კი.
რქაწითელი აღარც არის გაყიდვაში.

ახალი მარანია და კარგი შეფასებები ქონდათ და მაღალი მოთხოვნა იყო.
ახაშენის საფერავისგან ისედაც მაღალი მოლოდინია და რქაწითელმა გადააჭარბა მოლოდინს.

ეხლა მწვანესაც აშენებენ.
რქაწითელი+მწვანე საუცხოო გამოდის, დაახლოებით 80%-20% პროპორციით.


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Dybala 22 Jan 2019, 17:39
საღამოს წრუპვა მევასება ხოლმე და 10-20 ლარი რომ ღირდეს რომლებს მირჩევთ მშრალები. წითელი და თეთრიც.

მაგაზე მეტი მენანება 2-3 დღეში ერთხელ რომ ვიხადო biggrin.gif დაჟე 20 ლარიც მეძვირება smile.gif))

სულ სხვადასხვას ვყიდულობ , მაგრამ განსაკუთრებულად ვერცერთი ამოვიჩემე

Posted by: Frankens†ein 22 Jan 2019, 18:01
Dybala
QUOTE
საღამოს წრუპვა მევასება ხოლმე და 10-20 ლარი რომ ღირდეს რომლებს მირჩევთ მშრალები. წითელი და თეთრიც.

მაგაზე მეტი მენანება 2-3 დღეში ერთხელ რომ ვიხადო  დაჟე 20 ლარიც მეძვირება ))

სულ სხვადასხვას ვყიდულობ , მაგრამ განსაკუთრებულად ვერცერთი ამოვიჩემე

https://www.menu.ge/restaurant/teliani-valley/saperavi_88930.html#1581
https://www.menu.ge/restaurant/amber-bar-wine-shop.html
https://www.menu.ge/restaurant/vinotheca.html
https://www.menu.ge/restaurant/tsereteli-wine-and-spirits.html
https://www.menu.ge/restaurant/wine-and-dine.html
https://www.menu.ge/restaurant/decanter-wine-shop.html

ამოჩემებით რატო უნდა ამოიჩემო, ყველა გასინჯე ჯერ.
20 ლარის ფარგლებში მეეჭვება ამოსაჩემებელი ღვინო ნახო, სხვისკენ გახედვა რო აღარ მოგინდეს.
მაგრამ თუ გასინჯავ რამდენიმეს, იმათგან შეგიძლია შეარჩიო ყველაზე ძალიან რომელიც მოგეწონა.

Posted by: Dybala 22 Jan 2019, 18:55
Frankens†ein
ამოჩემებაში ვგულისხმობ რომ უკვე იცი რა, რა გინდა და ააყოლებ სახლში.

ეგ ვიგულისხმე სწორედ.

რავი 2_3 წელია მასე ბოთლის ღვინოებზე ვარ გადასული იაფიანებზე და იმდენად ერთი ჩორტია, ვერცერთი გამოვარჩიე რომ დამვასებოდა biggrin.gif


Posted by: Frankens†ein 22 Jan 2019, 19:49
Dybala
რავიცი, შენი გემოვნება შენი გემოვნებაა.
როგორ გირჩიო smile.gif
რამდენიმე აარჩიე იმ საფასო სეგმენტში, რაც გაწყობს და იქიდან გამოავლინე ყველაზე მეტად რაც მოგეწონება.
მშრალს რომელიმე რქაწითელს აარჩევ და წითელს რომელიმე საფერავს.

ასე რეგულარულად თუ სვამ, გირჩევ სადმე ჩამოსასხმელი მოიძიო.
10-20 ლარად კი უნდა იყიდო წესით 1 ლ ღვინო, იმაზე უკეთესი რაც 10-20 ლარიან ბოთლებში ასხია.


თბილისში არ ვიცი და კახეთში შეიძლება ყიდვა.
არიან საოჯახო მარნები, რომლებიც ჩამოსასხმელსაც ყიდიან.

Posted by: <<Innamorata>> 23 Jan 2019, 01:08
Dybala
ბოთლისას ამ ფასში ალბათ ყველაზე ნორმალურს,შილდას და ივერიას გირჩრვ.. თუმცა ჩამოსახმელს ბევრად კარგს ნახავ.. მაგ:ხარებას მაღაზია...



Frankens†ein
ძალიან სასიამოვნოა, იმდენად მიხარია ჩვენი ღვინის წარმატება ვერ წარმოიდგენ..
შევეცდები ახლო მომავალში დავაგემოვნო აუცილებლად...



ჩიგოგიძის საფერავი რეზერვი..
მუქი ლალისფერით. შავი ქლიავის, მწიფე ალუბლისა და მაყვლის ჯემის მკაფიო არომატები ჰარმონიულად ერწყმის დახვეწილი მუხის ტონებს. გამოირჩევა დაბალანსებული ტანინური სტრუქტურითა და სასიამოვნო სიმჟავით. არაჩვეულებრივია ❤





Posted by: Frankens†ein 23 Jan 2019, 09:34
<<Innamorata>>
QUOTE
ძალიან სასიამოვნოა, იმდენად მიხარია ჩვენი ღვინის წარმატება ვერ წარმოიდგენ..

კი, ბევრი მცირე მარანია, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს.
კაი ღვინის წარმოება ერთი სიამოვნებაა და მეორეა, რომ კაი ფულის შოვნაც შეიძლება ღვინით.
მთავარია შრომა და მონდომება.
და საწყისი კაპიტალიც, რა თქმა უნდა.



Dybala
https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9DKakhetian-Kvevri-Wine-384317692042274/

ამ ღვინოს შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია:
საფერქვი - 10 ლ
რქაწითელი-მწვანე - 5 ლ
ქისი - 8 ლ
1 ლიტრი

Posted by: <<Innamorata>> 23 Jan 2019, 20:42
user posted image


Posted by: <<Innamorata>> 24 Jan 2019, 23:21
user posted image

ჯადოსნურ სითხეს არაფერი არ სჯობს❤

Posted by: mindo90 29 Jan 2019, 14:38
?ღვინო ცოლიკაურის თეთრი და კამკამა................................................

Posted by: <<Innamorata>> 29 Jan 2019, 15:34
user posted image

რა დრო დამიდგა?!: ))))))))

Posted by: RAFAEL 3 Feb 2019, 21:30
QUOTE
კახა ჭოტიაშვილი


ერთ-ერთი ტოპ მეღვინეა


* * *

ეს არის საფერავის საერთაშორისო ფესტივალის შედეგები, ვინც კარგ ღვინოებს ეძებს აქედან შეგიძლიათ ამოარჩიოთ

http://www.gwa.ge/?17/623/&lan=ge


Posted by: vaho 4 Feb 2019, 18:05
QUOTE
ღვინო ცოლიკაურის თეთრი და კამკამა.


რა თქმა უნდა.

მითების ქვეყანაში ვცხოვრობთ, გაავრცელეს მითი, რომ კახური ღვინო ჯობია და ჯერა ყველას.

ვერც გადაარწმუნეფ...

Posted by: <<Innamorata>> 10 Feb 2019, 17:47
user posted image


მოგვწონს ციცქაც და ცოლიკაურიც: ))

Posted by: <<Innamorata>> 12 Feb 2019, 18:55
: ))


user posted image

Posted by: Kikunaa 22 Feb 2019, 11:12
გამარჯობა,
ამის მსგავსი ღვინო რომელი იქნება ჩვენთან?
https://www.callmewine.com/en/sangue-di-giuda-quaquarini-2017-P13793.htm


Posted by: Frankens†ein 22 Feb 2019, 11:39
Kikunaa
იტალიაში 10-15 ევროიანი ღვინოები რაც გამისინჯავს, იმათ ბევრად ჯობია იგივე ფასის ქართული ღვინოები.
7.5 ევროიანი ღვინო ვერ იქნება კარგი smile.gif
თელიანი ველის ღვინო იყიდე და ისიც კი აჯობებს smile.gif
ან წყალი გაურიე და მიიღებ იგივეს smile.gif
6% ალკოჰოლი ძაან ცოტაა smile.gif


ესეც წავა smile.gif

user posted image

Posted by: <<Innamorata>> 22 Feb 2019, 12:12
user posted image

Kikunaa
ივერიას ღინო სინჯე..

Posted by: anniean 22 Feb 2019, 18:11
კარგი ღვინო რომელია? მშრალი და სუფთა ნამდვილი
ვერ ვერკვევი ღვინოებში და იქნებ მირჩიოთ

Posted by: Kikunaa 23 Feb 2019, 10:55
QUOTE
იტალიაში 10-15 ევროიანი ღვინოები რაც გამისინჯავს, იმათ ბევრად ჯობია იგივე ფასის ქართული ღვინოები.
7.5 ევროიანი ღვინო ვერ იქნება კარგი
თელიანი ველის ღვინო იყიდე და ისიც კი აჯობებს
ან წყალი გაურიე და მიიღებ იგივეს
6% ალკოჰოლი ძაან ცოტაა


ესეც წავა


მადლობა
ძაან ცოტა რომ არის ალკოჰოლი ეგ მომეწონა, მსუბუქი , ცოტა შუშხუნა ღვინოა.
ეგ ჩვენი საფერავები უფრო ,,მძიმე" დასალევია smile.gif

Posted by: RAFAEL 21 Mar 2019, 23:12
QUOTE
კარგი ღვინო რომელია? მშრალი და სუფთა ნამდვილი
ვერ ვერკვევი ღვინოებში და იქნებ მირჩიოთ


მარკეტში რაც იყიდება, თელიანი ველის მუკუზანი, 9 თვეში მუხის კასრში დაძველებით - ეს არის საუკეთესო , ჩემი აზრით -მშრალებში, რაც დახლზე დევს

დანიელის ღვინოები დამევასა , კარგია - ხავერდი და ჰარმონია იგრძნობა

შატო მუხარნის შარშაწინდელი რქაწითელის გემო ეხლაც მახსოვს, სხვა ღვინოებიც კარგი ექნება

შუმსაც კარგი აქვს, ოღონდ 2016 წლის მოსავალი , 2017 წლებში ნაფარეული აქვს კარგი

კახეთის ტრადიცული მეღვინეობის - ქვევრის საფერავი
---

ჩემი 1 კვირის მონაგარი

მარანულის ღვინოების მუღამი მაქვს, მაგრამ ძვირია ოცხანური საფერე - 125 ლარი ღირს,

შემდეგ კვირას ვცდი

user posted image




Posted by: sophka 21 Mar 2019, 23:19
RAFAEL
ოცხანური საფერე მოგწონს?
მე მეორედ მისი დალევის და გასინჯვის სურვილიც არ მაქვსbiggrin.gif
სასწაულად მჟავეა, ისე რა უბედური ფასია, 125 ლარი ნამეტანია

Posted by: RAFAEL 21 Mar 2019, 23:40
sophka
QUOTE
ოცხანური საფერე მოგწონს?
მე მეორედ მისი დალევის და გასინჯვის სურვილიც არ მაქვს


მე არ გამისინჯავს და მაინტერესებს smile.gif

QUOTE
ისე რა უბედური ფასია, 125 ლარი ნამეტანია


ოფოციალურად 2017 წლის საუკეთესო ქართული ღვინოა, მსოფლიოს 150 ტოპ ღვინოში მოხვდა მარანულის საფერე, უბრალოდ მაინტერესებს რა იქნება




Posted by: C.R.E.A.M. 3 Apr 2019, 21:48
ჩინურს რატომ ეძახიან მაინც ვერ მივხვდი

Posted by: ფორცხოლი 3 Apr 2019, 22:03
C.R.E.A.M.
QUOTE
ჩინურს რატომ ეძახიან მაინც ვერ მივხვდი

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ამ ჯიშს სახელი დაერქვა თავისი შეფერილობიდან გამომდინარე.
ჩინურის მარცვლების ფერი წააგავს ზეთისხილის ფოთლის ფერს, რომელსაც ქართლში ჩინს ეძახიან.

Posted by: C.R.E.A.M. 3 Apr 2019, 22:08
QUOTE (ფორცხოლი)
ივანე ჯავახიშვილის აზრით, ამ ჯიშს სახელი დაერქვა თავისი შეფერილობიდან გამომდინარე.
ჩინურის მარცვლების ფერი წააგავს ზეთისხილის ფოთლის ფერს, რომელსაც ქართლში ჩინს ეძახიან.

ანუ ჩინეთი არაფერ შუაშია? biggrin.gif

Posted by: otosa 3 Apr 2019, 22:16
sophka
QUOTE
ოცხანური საფერე მოგწონს?
მე მეორედ მისი დალევის და გასინჯვის სურვილიც არ მაქვს

ჩემი უსაყვარლესი ღვინოა ერთ-ერთი love.gif ოჯალეშთან, ხაშმის საფერავთან და უსახელოურთან ერთად
გემოსთან ერთად საოცარი ფერი აქვს, საფერავზე ბევრად ძლიერი პიგმენტი

Posted by: Frankens†ein 3 Apr 2019, 22:22
QUOTE (C.R.E.A.M. @ 3 Apr 2019, 22:08 )
QUOTE (ფორცხოლი)
ივანე ჯავახიშვილის აზრით, ამ ჯიშს სახელი დაერქვა თავისი შეფერილობიდან გამომდინარე.
ჩინურის მარცვლების ფერი წააგავს ზეთისხილის ფოთლის ფერს, რომელსაც ქართლში ჩინს ეძახიან.

ანუ ჩინეთი არაფერ შუაშია? biggrin.gif

მე როგორც ვიცი, სახელწოდება ჩინური მოდის ჩინებულიდან.

Posted by: ფორცხოლი 3 Apr 2019, 22:22
C.R.E.A.M.
QUOTE
ანუ ჩინეთი არაფერ შუაშია?

არაფერ შუაშია ჩინეთი. smile.gif

ჩინური არის აბორიგენული, ქართული ჯიში.

Posted by: C.R.E.A.M. 3 Apr 2019, 22:59
ხო რააა, მაგატ თავიანთ საკეს მიხედონ.

Posted by: <<Innamorata>> 4 Apr 2019, 00:44
otosa
კარგი ფოტოა ,სახასიათო...

დასახელება “ჩინური” გარკვეულ წრეებში დღემდე კამათს იწვევს,ამპელოგრაფების ნაწილი თვლის რომ ჩინებულისგან მოდის ხოლო მეორე ნაწილი
მტევნის “ჩინისებრი” შეფერილობიდან..

ასე რომ ........


user posted image
გამარჯობა,გურამიშვილის ჩინურთან ერთად: ))




Posted by: sophka 4 Apr 2019, 16:37
otosa
სწორედ ამიტომ ჰქვია საფერეო, როგორც ამბობენ.
ღვინოების შესაფერადო))


თავად რომ აყენებ სხვაა ალბათ უფრო და
ამიტომაც გიყვარს.

თქვენი პოსტის მერე გავსინჯავ კიდევ ერთხელ biggrin.gif
სადმე თუ წავაწყდები ხარისხიანს))

* * *
C.R.E.A.M.
სად საკე და სად ჩინეთიwink.gif



Posted by: otosa 5 Apr 2019, 10:17
sophka
მე იმიტომ ვაყენებ რომ წლები ვეძებდი ამ გემოს...
1 წლის დაძველებით უნდა იყოს მინიმუმ.

Posted by: sophka 5 Apr 2019, 10:38
otosa
და საკუთარი ვენახებიდან?



ოცხანური საფერეც იქნება))
ვისაც გაინტერესებთ იმერული ღვინოები, 11 აპრილს, 18:00 საათზე, სასტუმროში "საქართველო"
გამოფენა-გაყიდვაა საოჯახო მარნებიდან.

დაგიდებთ ლინკს
https://www.facebook.com/402175603293222/posts/1138763466301095?sfns=mo

Posted by: otosa 5 Apr 2019, 10:43
sophka
არ იყო. ადრე საკუთარი

Posted by: biboia777 8 Apr 2019, 00:31
დავფიქირდები მაინც
........................................

Posted by: <<Innamorata>> 8 Apr 2019, 20:06
biboia777
მაინც რატომ?smile.gif)


user posted image

Posted by: biboia777 8 Apr 2019, 22:17
<<Innamorata>>
ღვინის სიახლეები კაია smile.gif
.........
ჭოტიაშვილის ღვინოები თუ გაქვთ გასინჯული? ძალიან აქებენ

Posted by: Master_Nick 8 Apr 2019, 22:33
biboia777
ჭოტიაშვილი არის ტოპ და უფრო მაღლა მდგომი მეღვინე, კახა არის სულ სხვა სიმაღლე ქართული ღვინოს წარმოებაში.
user posted image
ეგეთი ქვევრის რქაწითელი არ არსებობს, აუცილებლად გასინჯე.

Posted by: biboia777 8 Apr 2019, 22:46
Master_Nick
კაი ხანია ღვინოები არ გამისინჯავს ახლები, უნდა დავიწყო smile.gif
საგურამოში ჩამოვასხით ეხლა გორული მწვანე და შავკაპიტო ასევე აისვაინები

Posted by: <<Innamorata>> 8 Apr 2019, 23:55
biboia777
აა მე სხვაგან წავედიsmile.gif))
შენ აუცილებლად უნდა პოსტავდე ამ თემაშიsmile.gif)


Posted by: biboia777 9 Apr 2019, 00:25
<<Innamorata>>
QUOTE
შენ აუცილებლად უნდა პოსტავდე ამ თემაში)

ჩემი შემოთავაზება გურამიშვილის მარანში ისევ ძალაშია smile.gif

Posted by: <<Innamorata>> 10 Apr 2019, 04:16
biboia777
მადლობა:* იმედია ახლო მომავალში მოვახერხებsmile.gif


user posted image

Posted by: biboia777 10 Apr 2019, 11:06
<<Innamorata>>
3-4 adamiani visac namdvilad ainteresebs kargi iqneba

Posted by: <<Innamorata>> 12 Apr 2019, 22:56
biboia777
გვითხარი კვირის რომელი დღე იქნება უფრო მოსახერხებელი შენთვის და წამოვალთ... : ))

Posted by: biboia777 13 Apr 2019, 00:05
<<Innamorata>>
ნებისმიერ დღეს წინასწარ თუ დავგეგმავთ კარგი იქნება

Posted by: <<Innamorata>> 26 Apr 2019, 18:52
biboia777
კი ,წინასწარ მოგწერ აუცილებლადsmile.gif

user posted image

Posted by: simato 14 May 2019, 12:56
გამარჯობა! მაღაზიის გახსნას ვაპირებთ რომელშიც ძირითადათ ჩამოსასხმელ ღვინოს გავყიდით და ხომ ვერ მირჩევთ რომელი კომპანიებისგან ღირს შეძენა ?
საერთოდ დიდი კომპანიებისგან ჯობია შეძენა თუ მცირე მეღვინეობებისგან ?
მადლობელი ვიქნები რჩევებს თუ მომცემთ.

Posted by: vaho 17 May 2019, 12:36
QUOTE
დიდი კომპანიებისგან ჯობია შეძენა თუ მცირე მეღვინეობებისგან ?


ორივე რომ იყოს?

ოჯახებიდანაც შეიძლება ქვევრის ღვინის შეძენა, ტანინი რომ ზუმფარასავით ხალავს ყელს, აი ისეთის...

Posted by: biboia777 17 May 2019, 17:39
simato
ჩამოსასხმელ ღვინოს მხოლოდ დიდი მარნებისგან თუ იყიდი ისიც რამოდენიმეს აქვს.

Posted by: max-14 17 May 2019, 18:10
QUOTE
ტანინი რომ ზუმფარასავით ხალავს ყელს, აი ისეთის...

მაგარი შედარებააsmile.gif) up.gif

Posted by: TetGiorgsson 24 May 2019, 12:44
ჩამოსასხმელი ღვინის (წითელი biggrin.gif) მაღაზია სად გეგულებათ თბილისსში

1-2 ლიტრის ყიდვა რომ არ გამიტყდეს ისეთი biggrin.gif და კარგი ღვინო იყოს

Posted by: ROBERY 24 May 2019, 15:56
კარგი ჩამოსასხმელი ღვინო სად შევიძონო რომ არ შევრცხვე სტუმრებთან, თეთრ ღვინოზე მაქვს საუბარი, 40 ლიტრი მინდა.

Posted by: donmixo777 25 May 2019, 19:01
ROBERY
QUOTE
კარგი ჩამოსასხმელი ღვინო სად შევიძონო რომ არ შევრცხვე სტუმრებთან, თეთრ ღვინოზე მაქვს საუბარი, 40 ლიტრი მინდა.



ჩემთვის მაგალითად ქვევრის ღვინოზე უკეთესი ღვინო არ არსებობს

უპირატესობას ქვევრის მზეს ვანიჭებ, ტყუპი ძმების მარნიდან.... კახურად დაყენებულს chups.gif

Posted by: <<Innamorata>> 5 Jun 2019, 15:59
user posted image


Posted by: Trump 5 Jun 2019, 16:05
TetGiorgsson
QUOTE
ჩამოსასხმელი ღვინის (წითელი ) მაღაზია სად გეგულებათ თბილისსში

1-2 ლიტრის ყიდვა რომ არ გამიტყდეს ისეთი  და კარგი ღვინო იყოს



ჩამოსასხმელი წითელი ღვინო კარგი თანაც.. იშვიათობაა
რუსებს თუ გინდა რო მოაწონო, ხარებას ქინძმარაული იყიდე, ევასებათ.

თუ რუსები არ არიან, მაშინ უნდა იპოვო მაიმარკეტზე უდევთ ხოლმე
ხაშმის საფერავი ხაშმელებს..

Posted by: mendelsona 5 Jun 2019, 16:07
რომ იძახიან შავი ღვინო კარგი არის ორგანიზმისთვისო, ეთანხმებით?

Posted by: <<Innamorata>> 5 Jun 2019, 16:10
mendelsona
მთავარია, მისი გამოყენებისას ზომიერება დაიცვა და კი ნადმვილად სასარგებლოა..

Posted by: mendelsona 5 Jun 2019, 16:11
<<Innamorata>>
კონკრეტულად რისთვის არის სარგებლიანი?

ბებიაჩემი მახსოვს თეთრ ღვინოს სვამდა 2-2 ჭიკას დილას და საღამოს,აყოლებდა საჭმელს

Posted by: BeerLover 5 Jun 2019, 16:13
mendelsona

QUOTE
შავი ღვინო


ეგ რომელია?

Posted by: <<Innamorata>> 5 Jun 2019, 16:14
ეს მცირედი.. ვრცლადაც შეიძლება ამ თემის განვრცობა..

წითელი ღვინო შეიცავს ვიტამინებს B2, B1, C, D, რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, იოდს, მანგანუმსა და ოქროს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რაც მის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს. ასევე შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს - ფლავანოიდებს. მას ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და სამკურნალოდ იყენებენ. ღვინო სიმსივნური უჯრედების განვითარებას ორი მიზეზის გამო უშლის ხელს: პირველი - იგი იცავს ადამიანის სხეულს მავნე, ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, მეორე - იგი შეიცავს საპონინებს, კატეხინებს და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დნმ-ის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან იცავს. იგი ზრდის სისხლში "კარგი" ქოლესტერინის დონეს, ხოლო "ცუდს" გამოდევნის.ანემიის და სისხლის სხვადასხვა დაავადებების დროსაც კარგია,თუმცა არა ერთი და ორი ჭიქა: ))))


ბებიბმა და ბაბუებმა უბრალოდ იცოდნენ რომ კარგი იყო და სვამდნენ, თუმცა არასწორ დოზას... თეთრი ღვინო უფრო გულსისძარღვთა დაავადებების დროს ისმევა.))

ეს რაც მე ვიცი,შემოვა ვინმე მცოდნე და დაამატებს კიდევ ინფორმაციას..


BeerLover
smile.gif)))

Posted by: მამაო ენუქი 5 Jun 2019, 16:15
ჩამოსასხმელი ღვინო ნორმალური აგროხაბშია მარტო old.gif

Posted by: mendelsona 5 Jun 2019, 16:44
<<Innamorata>>
გაიხარე საინტერესო ინფორმაციისათვის

Posted by: BeerLover 5 Jun 2019, 16:49
<<Innamorata>>

სწორი ტერმინების გამოყენებაც ძალიან მნიშვნელოვანია არა ინა? biggrin.gif

Posted by: <<Innamorata>> 5 Jun 2019, 16:51
BeerLover
უდაოდ ციცქნიუს: ))) თუმცა სწორი შენიშვნაა საჭიროwink.gif





mendelsona
არაფრის: ))

Posted by: BeerLover 5 Jun 2019, 16:52
<<Innamorata>>

ესე უფრო დასამახსოვრებელია ხოლმე biggrin.gif პრაქტიკული გამოცდილება აჩვენებს biggrin.gif

Posted by: <<Innamorata>> 5 Jun 2019, 19:44
BeerLover
ნუ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ისე უფრო ვაღწევ მიზანს,თუმცა არ გამოვროცხავ , რომ შენიც აეთივე წარმატებული იყოს:****

Posted by: biboia777 5 Jun 2019, 21:54
<<Innamorata>>
BeerLover
მე არ მიჯერებენ და ჯიუტად მიმტკიცებენ თუ როგორ აყენებდნენ მათი წინაპრები შავ ღვინოს და არა იყო წითელიო sad.gif
რომელიღაც ბოთლის ღვინოა იმას აწერია კიდე ბლექ ვაინ sad.gif

Posted by: BeerLover 5 Jun 2019, 22:00
<<Innamorata>>

ზოგს ის მეთოდი ჭრის, ზოგზე ეს biggrin.gif ობიექტს გააჩნია lol.gif

biboia777

საიდან წამოვიდა ტერმინი შავი ღვინო საინტერესოა... ხომ არ გაქვს ინფორმაცია შემთხვევით?

შავი ვიცი ყურძენი biggrin.gif

Posted by: biboia777 5 Jun 2019, 22:05
BeerLover
ჭიქაში ბოცაში და ა.შ ფერი აქვს მოშავო და მაქედან წამოვიდა ეგ ტერმინი მეტი არაფერი ახსნა არა აქვს.
მამაჩემის თაობას დღემდე ვერ ვუმტკიცებ რო არ არსებობს შავი ღვინო biggrin.gif
რესტორნებში სპეციალურად ვეუბნები მიმტანს შავი ღვინო თუ აქვთ და მეუბნებიან კიო რო მოაქვთ სად აწერია აბა შავი თქო და შტერდებიან biggrin.gif biggrin.gif
რესტორნები თავიანთ თანამშრომლებს რო ასწავლიდნენ ძალიან კარგი იქნებოდა sad.gif
მე მირეკავენ ხალხი რომლებსაც საფერავი უნდათ და შავი მჟავე ღვინოთი იცნობენ vik.gif

Posted by: მამაო ენუქი 5 Jun 2019, 22:10
ვარდისფერ ღვინოს ეძახდნენ ჩვენთან წითელს და მუქ წითელს შავს old.gif

Posted by: BeerLover 5 Jun 2019, 22:12
biboia777

კი მაქედან წამოვიდა, უბრალოდ პირველად როდის დაიბადა ეგ მაინტერესებს biggrin.gif კომუნისტური პერიოდის წარმონაქმნი მგონია მე ეგ ტერმინი, ძველ ლიტერატურაში მგონი ყველგან წითელი ღვინოა ნახსენები და არა შავი

მამაჩემი მეღვინეა და პირველად მაგისგან გავიგე რო შავი ღვინო არ არსებობს

დაახლოებით 18-19 წლის ასაკში სუფრაზე წამოიჭრა ეგ თემა და ორად გაიყო აზრები, დავნიძლავდით მერე და დავურეკეთ მამაჩემს biggrin.gif მაშინ სმარტფონები და რამე არ იყო, რო დაგვესერჩა უცებ

მამაო ენუქი

მე წითელი და შავი გამიგია ერთად biggrin.gif ღია ფერის წითელიაო, მუქი შავიო

Posted by: <<Innamorata>> 5 Jun 2019, 23:01
BeerLover
biboia777
მეც მსმენია ბევრისგან და იცი ჩემის აზრით თეთრი რახან არის ჩათვალეს რომ შავიც სწორი ფორმაა smile.gif) ან რავი.. არ ვიცი ..


ისე თემა რომ უფრო საინტერესო და პროდუქტიული იყოს შეძლება კითხვების ჩამოწერა რაც ყველაზე ხშირად ისმევა და შემდეგ პასუხების გაცემა ..მაგ : რატომაა ან რა ფუნქციას ასრულებს ბოთლის საცობი..
ა.შ

ამის ახნსა ყველაზე ხშირად მიწევსხოლმეsmile.gif)


Posted by: BeerLover 5 Jun 2019, 23:09
<<Innamorata>>

ბოთლის სწორად დადებაზეც შეიძლება 1-2 სიტყვა

მაღაზიებშიც და საცავებშიც ნაძვის ხესავით რო არჭვია ბოთლები...

Posted by: <<Innamorata>> 5 Jun 2019, 23:12
BeerLover
ყველაზე მეტად ეგ მაღიზიანებს, მაღაზიაბეში რომ არასწორად ალაგია ღვინო.

Posted by: BeerLover 5 Jun 2019, 23:14
<<Innamorata>>

ყველაფერი დარღვეულია თან მაღაზიებში, ტემპერატურა, შუქი, არასწორად დადგმა ბოთლის

აფუჭებენ ფაქტიურად პროდუქტს

Posted by: <<Innamorata>> 5 Jun 2019, 23:17
BeerLover
გეთანხმები და არც შენიშნვნას არ იღებენsad.gif

აი კიდევ ერთი კითხვა რ არის ტანინი?
ბევრისთვის რომ მითქვამს ჩაიშიც მიგვრძნიათქო გაღიმებიათ: )))))

Posted by: BeerLover 5 Jun 2019, 23:18
<<Innamorata>>

არის მოთხოვნა მაგდენი წვალება რო ღირდეს? biggrin.gif


Posted by: <<Innamorata>> 5 Jun 2019, 23:21
BeerLover
იქნებ იყოს: )))))

ან უფრო გაზარდოს შემდგომში მოთხვნა ...



Posted by: biboia777 5 Jun 2019, 23:41
ექსპოზე იქნებით ალბათ და კტვ ს თან მოდით და ვრცლად ვისაუბროთ smile.gif

Posted by: Diversity 29 Jun 2019, 14:56
გამარჯობათ,
ასეთი შეკითხვა მაქვს:

ამ სურათზე გადაღებულია 22 ლიტრიანი შუშის ბოცის ძირი.
ღვინო არის რქაწითელი, შარშან დაწურული, როცა ვიყიდე შაქრიანობა ჰქონდა 21%,
სუფთადაა დაყენებული, ყოველგვარი წყლის ან შაქარწყლის გარეშე.
რამდენჯერმე მაქვს გადაღებული, არასდროს არ შემიმჩნევია რამე განსაკუთრებული, მხოლოდ ზომიერი ნალექი ბოთლის ფსკერზე და მორჩა.
რამდენიმე დღის წინ ბოთლები დავათვალიერე და და აბსოლუტურად ყველა ბოთლში აღმოვაჩინე ის რაც სურათზეა.
რაღაცნაირი ბამბასავით ნალექია, საკმაოდ მოცულობითი, დაახლოებით 3 სმ სიმაღლეზე ბოთლის ფსკერზე,
გადასაღებად რომ გადმოვდგი ბოთლი ისე აიმღვრა, გეგონება ბამბის ფითილები დაცურავენ შიგო, რამდენიმე დღეში ისევ დაილექა ძირზე.
გემო ნორმალური აქვს ღვინოს, ფერიც.

რა ჯანდაბა უნდა იყოს და საიდან გამოწვეული?
რა ეშველება? user posted image


Posted by: Master_Nick 29 Jun 2019, 18:56
Diversity
სოკოა ეგ დიდი ალბათობით, არაყი შეგიძლია გამოხადო.

Posted by: Diversity 29 Jun 2019, 19:10
Master_Nick

რა უნდა გააკეთოს კაცმა პრევენციისთვის?
რას შეეძლო გაეჩინა?

Posted by: Master_Nick 29 Jun 2019, 19:14
Diversity
ყურძნის ბრალი შეიძლება იყოს, ქიმიურმა შესაწამლმა პრეპარატებმაც იცის, მეც მქონია მსგავი შემთხვევა.

Posted by: elchi 30 Jun 2019, 11:42
Diversity

ასეთი რამე სინჯე თუ შესძლებ.

ეგ ბოცა გაიტანე გარეთ და მთელი დღე მზის გულზე გქონდეს, თუ გაკრიალდა, ე.ი. რკინის შემცველობა აქვს მაღალი.

ისე, მეც მეეჭვება მართლა სოკოვანი არ იყვეს.

Posted by: Diversity 2 Jul 2019, 16:51
elchi

მადლობა.
უკვე გადავიღე მეგობარო, ანუ მოვაშორე ეს რაღაც ღვინოს.
თუ ხელახლა გაიკეთა გავიტან მაშინ, მაგრამ ეხლა უკვე აღარ აქვს აზრი.
ნუ გემოზე არ ეტყობა ცუდი არაფერი.
* * *
Master_Nick

რა პრეპარატის ბრალი შეიძლება იყოს ხომ ვერ მეტყვი?
ყიდვის წინ თუ შეიძლება რამენაირად შეატყო ეს ყურძენს და თავი დაიზღვიო?

Posted by: Master_Nick 2 Jul 2019, 17:09
Diversity
ვერ გეტყვი, ეგ უფრო მევენახეებს ეცოდინებათ.

Posted by: kvantanamera 16 Jul 2019, 12:22
მოგესალმებით,
ხომ არ იცით თბილისში ჩამოსასხმელი კარგი თეთრი ღვინის ყიდვა სად შეიძლება?

Posted by: girvan_88 16 Jul 2019, 15:00
kvantanamera
QUOTE
მოგესალმებით,
ხომ არ იცით თბილისში ჩამოსასხმელი კარგი თეთრი ღვინის ყიდვა სად შეიძლება?

აგრო ჰაბში, ოღონდ შედარებით ძვირებია

Posted by: pigpig 9 Jan 2020, 22:40
სად შეიძლება რომ ქართული ღვინის სახეობებზე სწორი და დეტალური ინფორმაცია მოვიძიო?

მშრალ, წითელ ღვინოს ვეძებ, რამე უფრო მძაფრი არომატის მინდა ვიდრე მუკუზანი/საფერავი.

Posted by: biboia777 10 Jan 2020, 12:31
pigpig
შავკაპიტო. ოცხანური საფერე

Posted by: Master_Nick 10 Jan 2020, 17:44
biboia777
ოცხანური საფერე მძაფრი მშრალი ღვინო თუ იყო კი არ ვიცოდი, იმერული ღვინოა ეგ და უფრო ლაითი მეგონა, გავსინჯავ აუცილებლად

Posted by: donmixo777 13 Jan 2020, 13:01
Diversity
QUOTE
უკვე გადავიღე მეგობარო, ანუ მოვაშორე ეს რაღაც ღვინოს.
თუ ხელახლა გაიკეთა გავიტან მაშინ, მაგრამ ეხლა უკვე აღარ აქვს აზრი.



როგორ გაგრძელდა ეს ამბავი?

ეგ რაც სურათზეა სოკოს გავს, ბევრს ქონდა შარშან ეგ პრობლემა
გადაღებაც არ შველის, შემდეგ ისევ იკეთებს

დაწერე აბა შენთან როგორ გამოვიდა?

Posted by: <<ეგოისტკა>> 13 Jan 2020, 13:37
user posted image


Posted by: zigmundi32 22 Feb 2020, 16:42
Diversity
QUOTE
რაღაცნაირი ბამბასავით ნალექია,

ჩემს პრაქტიკაშიც მქონია მსგავსი და ვაბრალებ შხამქიმიკატებს
სითბო მოქმედებს უარყოფითად, რაც უფრო აიწევს გარემო ტემპერატურა მით უფრო მოიმატებს ეგ ნალექიც
გადაიღებ ვითომ გაკრიალდება რამდენიმე ხანი მერე ისევ იკეთებს მაგ ნალექს, თუ დიდხანს გააჩერებ
გემოსაც მისცემს სპეციფიურს. მოკლედ მაგის წამალია რაც შეიძლება მალე დალიო სანამ დათბება ))

Posted by: samuelbeckett 22 Feb 2020, 20:19
user posted image
ახლა მოვრჩი დალევას. იდეალურია.


Posted by: levani169 22 Feb 2020, 21:09
ფორუმელის ღვინო,კახური გრძელტარიანი.
კახაბერსკი66-ის მიმართეთ,წურწუმიას 6 ნომერში

Posted by: max-14 22 Feb 2020, 22:03
QUOTE
ფორუმელის ღვინო,კახური გრძელტარიანი.

gigi.gif

Posted by: meurneoba 23 Feb 2020, 15:43
ქვევრის ღვინოები სად შეიძლება შევიძინო/?

Posted by: donmixo777 28 Feb 2020, 11:50
meurneoba


ქვევრის მზე, - ტყუპი ძმების მარანი

ბევრგან იყიდება ამათი ღვინო, ქვევრის ფორმის გამჭვირვალე 5 ლიტრიანებშია, ასევე 2 ლიტრიანებშიც ააქვთ

Posted by: Diversity 11 Apr 2020, 23:23
donmixo777

zigmundi32

მადლობა გამოხმაურებისთვის და ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის.

ზუსტად ეგრე იყო, როგორც თქვენ თქვით, ანუ გადაღების მერე ისევ გაიკეთა ზუსტად ისეთივე ნალექი.
და პირველად ეს უცნაური ნალექი გამოჩნდა გაზაფხულზე, როცა დათბა მაშინ.

თუმცა როცა დავლიეთ ფერსა და გემოზე არ ეტყობოდა არაფერი, მშვენიერი იყო.

ანუ სოკო იყო სავარაუდოდ ??

Posted by: donmixo777 12 Apr 2020, 12:18
Diversity
QUOTE
თუმცა როცა დავლიეთ ფერსა და გემოზე არ ეტყობოდა არაფერი, მშვენიერი იყო.



არც ფერზე შეეტყობა და გემოზეც დიდ გავლენას ვერ იქონიებს
მაგრამ არაა სასურველი მაინდამაინც მაგის დალევა


ნუ ეხლა არ მოგკლავს biggrin.gif , მაგრამ კარგი არ არის.........

QUOTE
ანუ სოკო იყო სავარაუდოდ ??

დიდი ალბათობით....

Posted by: elchi 17 Apr 2020, 00:30
2015 წელი ბარაქიანი იყო.
ოთხნაირი ღვინო დავაყენე, ყველა ნატურალურია.
პირველი ჩვენი თითა და აქაური NIAGARA შევაჯვარე, სუფთა შამპანური დადგა.
მეორე "ადესაა", არადა ამ ამერიკულ ყურძნის ჯიშს CONCORD ჰქვია, ამისგან ღვინოს არ აკეთებენ, ძირითადად წვენებს ამზადებენ.
მე მაინც ღვინოდ მოვაქციე და გამოვიდა სურნელოვანი სასწაული.
მესამე RUBY RED-ი გახლავთ მუსკატთან შერეული, მშვენიერი სადესერტო ღვინო გამოვიდა.
მეოთხე კიდევ რუისული დირბულაა, ეს კიდევ ფრანგული ჯიშია, ასევე ესეც არ არის საღვინე ყურძენი, მაგრამ რას მოგვაშლევინებთ ქართლელებს, მითუმეტეს რუისელებს.
გავზომე ალკოჰოლის შემცველობა და 13.5 % დაჯდა, ანუ ლიტრა ნახევარში მამის მოკვლა რომ მოგინდება ისეთი ბომბა იყო.LOOOL

რჩევა, რომელიც ჩემი გიორგი პაპისგან ვისწავლე.
არ დაიზაროთ და ღვინო ყველა ახალ მთვარეზე გადაიღეთ სუფთა ჭურჭელში და არავითარი ფილტრი აღარ დაგჭირდებათ, იქნება სარკესავით გაწკრიალებული.

პ.ს. ადრეც დავწერე ეს.
თუ არ ვცდები ამ თემაში უნდა იყვეს.

user posted image

Posted by: Master_Nick 18 Apr 2020, 10:12
elchi
ყოჩაღ შენ, რა ღვინოები დაგიყენებია, მაღალი ალკოჰოლიც დაგიჭერია, 13.5% იქნება თოფივით wink.gif

Posted by: LIVE-76 27 Apr 2020, 03:04
elchi

ბატონ გიორგის გაუმარჯოს! ღვინო კი არა მზე არის მზეი... აი ზუსტად ეგ გამახსენდა მაგ შესანიშნავ ოთხეულს რომ შევხედე,,, smile.gif alk.gif

გამოცდილი მაქვს რამხელა ნოსტალგიაა უცხოეთში მცხოვრები ქართველისთვის ყოველივე ქართული და მითუმეტეს ღვინის თემა... ბევრი გიწვალია მაგრამ შედეგი იდეალურია!!! love.gif up.gif

მე ციმბირში ჩასვლიდან მეორე თუ მესამე წელს მომინდა ოჯახური ღვინის დაყენება ჩვენებურ ყაიდაზე, მაგრამ აბა იქ დირბულას და ქიწნურას სად ვნახავდი)), უზბეკური წითელი კიშმიშის ჯიშის 150 კილო ყურძენი ვიყიდე და ძალიან გემრიელი გამოვიდა ყველას გასაკვირად... კი დავიტანჯეთ მეც და ჩემი ბიჭიც, რადგან პირველი ცდა იყო და ვერ გავთვალე რომ არც თუ ისე ცოტა იყო 150 კილო ყურძენი, მითუმეტეს კორპუსის პირობებში, ჯერ ჩემი ბიჭი ჩავაყენე საწნახელში))) და მალევე დავიღალეო, მერე ხელით დავიწყე ჭყლეტვა და სადღაც 20 კილოზე ხელებმა ტკივილი დამიწყო და გავანებე თავი))) არა და ას კილოზე მეტი კიდევ იყო დარჩენილი... კიდევ კარგი რომ ძველებური რკინის წვენსაწური გაგვახსენდა და მაგით დავწურე სათითაო მტევანი... facepalm.gif biggrin.gif თავიდან 60 ლიტრიან პლასტმასის ავზებში მიდიოდა დუღილის პროცესი, არომატები იდგა ლამის გამასახლეს სახლიდან ))) შვიდჯერ თუ რვაჯერ გადავიღე მინის ბოცებში მქონდა ბოლოს და კამკამა გამოვიდა... smile.gif

Posted by: Ar-Pharazôn 1 May 2020, 07:22
აუ სადმე საქართველოში ხერესის (ესპანური გამაგრებული ღვინო, ე.წ. sherry) ყიდვა თუ არის შესაძლებელი? ან გამოწერა თუ შეიძლება რომელიმე ფირმის მეშვეობით?

Posted by: ElChico 18 Jun 2020, 22:48
ნუ მომანატრეთ ვენახი.

წამლა და ვენახის მოვლა არ უყვარს ზოგიერთს და
ღვინაში კი ბურნასავათ ძვრებიან ხოლმე smile.gif

Posted by: deep purple_in rock 21 Jun 2020, 15:03
ზეგაანის შატოს ღვინოები როგორია ? აქებენ ძაან

Posted by: novalisi 23 Jul 2020, 19:39
სიმჟავე შეპარებულ ღვინოს რამეს ვუშველი თუ არა აქვს აზრი არაფერს? წითელი ღვინოა უგემრიელესი, და ამდენის დაღვრა მენანება. სიცხეზე დამრჩა ოდნავ მოკლებული და გემო შეეცვალა.

Posted by: vaho 23 Jul 2020, 21:09
QUOTE
წითელი ღვინოა უგემრიელესი, და ამდენის დაღვრა მენანება. სიცხეზე დამრჩა ოდნავ მოკლებული და გემო შეეცვალა.


ძაან აქვს შეპარული?

წითელ ღვინოს სათრობად მაინც ვერ დალევ და საღამოს ვახშამზე თითო ჭიქა დალიე L' appetite...

Posted by: novalisi 23 Jul 2020, 23:00
vaho
ძაან არა მარა სასიამოვნო დასალევი იყო, ახლა დამძიმდა, დალევა რომ გინდა და ვეღარ სვამ smile.gif

Posted by: deiar123 6 Aug 2020, 04:57
ღვინის თემა და ასეთი ჩამკვდარი? ამოვწიოთ გაგვიზიარეთ ბოთლის ღვინოებზე შთაბეჭდილებები, რამე კაი განსაკუთრებული ოჯახის ღვინო თუიცით მაგაზეც ვთქვათ ერთი ორისიტყვა.

ბოლო წლებია საერთოდ სხვა თვალით დავინახე და სხვა მუღამი დავიჭირე, ჩასხმა და ღრეობა არ ყოფილა ღვინის დანიშნულება თურმე ))) მოკლედ დიდი განძი გვაქვს და ჯერ სათანადოდ ჩვენ თვითონაც ვერ ვაფასებთ.

პ.ს. - დიდი მადლობა საქართველოს სომელიეთა ასოციაციას, 5 იანზე ასრულებენ თავიანთ საქმეს უდიდესი პროფესიონალიზმით, ბრავო

Posted by: 7harvey 6 Aug 2020, 13:49
QUOTE
დიდი განძი გვაქვს და ჯერ სათანადოდ ჩვენ თვითონაც ვერ ვაფასებთ.

user posted image
ფოტო: კვირის პალიტრა

Posted by: deiar123 6 Aug 2020, 16:25
QUOTE (7harvey @ 6 Aug 2020, 13:49 )
QUOTE
დიდი განძი გვაქვს და ჯერ სათანადოდ ჩვენ თვითონაც ვერ ვაფასებთ.

user posted image
ფოტო: კვირის პალიტრა

მაგარი სურათია საღოლ კვირის პალიტრას

Posted by: მამაო ენუქი 6 Aug 2020, 16:25
ეგრე ქეიფსაც თავისი მუღამი აქვს old.gif

Posted by: 7harvey 6 Aug 2020, 17:04
QUOTE (მამაო ენუქი @ 6 Aug 2020, 16:25 )
ეგრე ქეიფსაც თავისი მუღამი აქვს        old.gif

yes.gif sometimes yes.gif

Posted by: deiar123 7 Aug 2020, 01:18
კი მაგარი მუღამიანია და მართლა კაიდროს ტარება გამოდის, ოღონდ მართლა გულიან და კაიხალხში და ისიც ხანდახან რო ხიბლი არ დაეკარგოს, იმას ვერვამუღამებ რო ჩამოჯდებიან და 3 ლიტრას ერთ სადღეგრძელოზე ჩაისხამენ და ამას რო ყოველ დღე აკეთებენ თუნდაც ყოველკვირაეგ ხო სიყალბეა და მეტი არაფერი
* * *
ვიღაც 10 ლიტრს სვამს და კიდე კაიფობს და ვიღაც 1 ლიტრის დალევაზე უკვე ძილისპირულშია, მე საშუალოდ 2.5-3 ლიტრს ვსვამ სუფრაზე როცავარ, არ გაიბღინძო და 5 კაცის მოსავლელი არ გახდე და რა ჯობს მაგას

Posted by: 7harvey 7 Aug 2020, 07:22
ბანძ სასტავთან ქეიფს ჯობია მარტო დათვრე კაცი facepalm.gif

Posted by: მამაო ენუქი 12 Aug 2020, 10:55
თბილისში ვინ ყიდის კარგ ღვინოს ? boli.gif


Posted by: The DoctoR 5 Oct 2020, 00:07
დღეს პირველად ჩავწურე ღვინო, მცირე რაოდენობით. ამიტომ ბევრი კითხვა მაქვს და ამიტანოთ უნდა )
კითხვა პირველი - ყურძენი ქისი ისეთივე "ტექნოლოგიით" უნდა ჩაიწუროს, როგორც მაგ. რქაწითელი?
თუ არის რაიმე აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხი?

Posted by: შამშიადიდი 8 Oct 2020, 15:01
QUOTE (The DoctoR @ 5 Oct 2020, 00:07 )
დღეს პირველად ჩავწურე ღვინო, მცირე რაოდენობით. ამიტომ ბევრი კითხვა მაქვს და ამიტანოთ უნდა )
კითხვა პირველი - ყურძენი ქისი ისეთივე "ტექნოლოგიით" უნდა ჩაიწუროს, როგორც მაგ. რქაწითელი?
თუ არის რაიმე აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხი?

იმედია, ვინმე უფრო მცოდნე გიპასუხებთ, მანამდე ამას გადაავლეთ თვალი, იქნებ გამოგადგეთ.

https://agrokavkaz.ge/dargebi/mevenakheoba/qisi-qarthuli-vazis-maghalkhariskhovani-jishi.html

Posted by: Gio_G83 24 Oct 2020, 01:30
The DoctoR
QUOTE
დღეს პირველად ჩავწურე ღვინო, მცირე რაოდენობით. ამიტომ ბევრი კითხვა მაქვს და ამიტანოთ უნდა )
კითხვა პირველი - ყურძენი ქისი ისეთივე "ტექნოლოგიით" უნდა ჩაიწუროს, როგორც მაგ. რქაწითელი?
თუ არის რაიმე აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხი?



შენ რას ეძახი რქაწითელის ჩაწურვის ტექნოლოგიას?

ისე ჯერ კითხვა და მერე საქმე_ო
smile.gif

ქისი - კარგია
5/10 ში ახმეტის?
ალბათ პლასტასის კასრში
ჩაწურე? რით?
რა % შაქრიანობის?
რის მიღება გაქვს განზრახული?

Posted by: The DoctoR 24 Oct 2020, 10:22
Gio_G83
QUOTE
შენ რას ეძახი რქაწითელის ჩაწურვის ტექნოლოგიას?

რას ვეძახი და ხელით ჩავწურე და ვსო, პლასმასის კასრში smile.gif
შარქიანობა რამდენი ჰქონდა არ ვიცი, მაგრამ სადაც ვიყიდე 22-24% აქვსო მითხრა.
უკვე ბოცაში გადავიღე, სულ 1 ბოცა მაქვს.
ცოტა დიდი ხანი მომივიდა ჭაჭაზე დატოვება ობიექტური მიზეზების გამო და ახლა ძალიან ცოტათი დუღს ბოცაში.

ჰოდა ახლა ვფიქრობ ხომ არ გაფუჭდა, რომ არ დუღს თქო? შაქარი და წყალი არ მიქნია 1 გრამიც

Posted by: მამაო ენუქი 24 Oct 2020, 17:52
The DoctoR
QUOTE
22-24%

24 თუ აქვს შეიძლება ტკბილი დარჩეს.

Posted by: Gio_G83 25 Oct 2020, 00:06
QUOTE
შაქარი და წყალი არ მიქნია 1 გრამიც

up.gif

QUOTE
რას ვეძახი და ხელით ჩავწურე და ვსო, პლასმასის კასრში

ბევრი ასე შვება, ასე რომ - რა პრობლემაა
ქვევრი, მუხის ან თუთის კასრი და უჟანგავი ლითონის ავზი თუ ჩანი - ფუფუნებაა

დაწურვას რაც შეეხება:
ხელით წვალობ,
საწნახელი ლამის იდეალურია, მაგრამ კლერის ჩაჩიდან/დურდოდან გამოცლა გაგაწვალებს
ე.წ. დრაბილკა მაიმუნობაა
არის კლერტსაცლელი,
კლერსაცლელი მწურავი და კლერტსაცლელი, მწურავი დურდოს ტუმბოთი

კლერტს მაშინ უნდა გაცლა თუ მოუსვლელია, ანუ ჯერ კიდევ მწვანეა - ისე ჭაჭას ეხმარება წვენს დადუღებაში, სხეულების ჩამოყალიბებასა და არომატის თუ გემოს მიცემაში

დდუღილიც რამდენიმე სტადიაა:
ჩასხმიდან მეორე დღეს რმ იწყებს და 3-4 დღე გადმმოსვლაზეა, ემდეგ 2 კვირამე შენელებული დუღილი რის მერეც ჭაჭა "ვარდება" ფსკერისკენ ეშვება, მაგრამ ესეც არ არის უღIლის დასარული, რადგან რადენი მოურევ იმდენი წვრილი ბუშტუკები ამოდის, ჩუმი დუღIლი.
არის კიდევ ხელმეორე დუღილი ე.წ. "ჩაბრუნება" - იდეალური ვარიანტია, მითუმტეს თუ ბუნებრივია

ბოცაში გადატანილი წვენი/ღვინო 4-5 დღეში იკეთბს ასე 20-25 % ლექს (მთხლე) რომელზეც დიდხანს არ უნდა დააყოვნო ამ დროს თავსახური მსბუქად უნდა ეხუროს - ანუ გადაიღო (პირველი გადაღება) რის შედეგაც 3-4 კვირა კიდევ დუღს/ყალიბდება ღვინის სხეულები, კიდვ იკეთებს ლექს (5-10%) და კიდევ უნდა გადაიღო აი ამ გადაღების მერე ბოცას პირამდე ავსებ და თავსახურსაც მჭიდროს უკეთებ და ისევ 3-4 კვირაში ერთ დაწმენდასაც აცლი - ამასობაში ახალი წელის კარს მომდგარია და პირველი გასინჯვაც შეიძლება smile.gif

The DoctoR
თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს

მამაო ენუქი
QUOTE
22-24%
24 თუ აქვს შეიძლება ტკბილი დარჩეს.

არასოდეს 22% ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი არ მიყიდია და არასოდეს ტკბილი არ დამრჩენია
მაგ ე.წ. ტკბილად დარჩენას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რომელთა მართვა ყოველთვის შესაძლებელია

Posted by: მამაო ენუქი 25 Oct 2020, 00:42
Gio_G83
22-23 რქაწითელისთვის კარგია, 24 და მეტი თუ აქვს შაქარი ბოლომდე არ გარდაიქმნება ალკოჰოლად და სიტკბო დაკრავს ღვინოს, მაგ დროს გადაურიო უნდა ნაკლებ შაქრიანი ყურძენი, ან უარეს შემთხვევაში ცოტა წყალი მისცე.

Posted by: Gio_G83 25 Oct 2020, 01:48
მამაო ენუქი
24 და მეტი შქრიანობისას შარშანაც და წელსაც მეორადი დუღილი დამეწყო
შარშან წინ კი აქტიურად 11 დღე იდუღა, კვირაც გავაჩერე და რა ვიცი
პირიქით 23.5-24 შაქრიანს ვკეფ სექტემბრის ბოლო დღეებში, მაქსიმალურად ვმართავ პროცეს - რამდენადაც ჩარევა შესაძლებელია ანუ მეტი დუღილი საამისდ კასრი ცივ იატაკზე არ უნდა იდგეს - პალეტზე მაინც
შეფუთვა (თუნდაც მარტივი ადიალა)
სადუღარი თახის ტემერატურა არაუმცირეს 17 გრადუსი, მუდმივად განიავვებადი და დღეში მინიმუმ 4 ჯერ მორევა

თუ ვატყობ რომ დუღილის პროცესი ფერხდება და ვადებზე მალე ჩერდება ვახანგრძლივებ, საფუარს არ ვხმარობ - საკუთარ ჭაჭას ვაცლი (ერთ ვედრმდე) , გამოვწურავ და მხოლოდ ჭაჭას ფოონოსზე ვშლი "ლპობისთვის" , ჰიგიენისთვის მარლას ვაფარებ და მეორე დღეს უკან ვაბრუნებ (რძემჟავა მიკრობისა და ძმარმჟავა მიკრობის იმ ბალანნსისთვის რაც დუღილს სჭირდება)

Posted by: <<ეგოისტკა>> 25 Oct 2020, 21:08
მიხარია ჩემი თემა რომ ამოგიწევიათ: )))

Posted by: The DoctoR 26 Oct 2020, 00:19
QUOTE (Gio_G83)
თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს

მადლობა. ბევრი ჩემთვის საინტერესო ვადა გიწერია smile.gif

Posted by: toyota12345 26 Oct 2020, 00:38
ალადასტური რა მაგარი ყოფილა, ძმაკაცს აქვს ტალავერი წელს ღვინო დადგა სუპერი არომატი აქვს მაგარი. ყოველ წელს წურავს მაგრამ წელს რაღაცა განსაკუთრებული არომატი აქვსო. უბრალოდ ქეიფის დროს ხორცი უნდა მიატანო ისეთი ღვინოა რა. მწვადის გარეშე ვერ მიდის კარგათ.

Posted by: Gio_G83 27 Oct 2020, 02:04
არაფრის

მე-5 წელია ჯერ კიდევ ექსპერიმენტებს ვატარებ და ამ ძიებაში ფანტასტიურ ვენახს მივაგენი მანავში - ბიო არ არის მაგრამ ბიო-ნატურალურია
რაწითელი (1)
მწვანე (2)
რაწითელი-მწვანე
და საფრავი (მშრალი) (1.8)
23 შარიანობის მერე ვკრეფ - 3 კვირაზე ნაკლები არ უდუღია, წელს 5 კვირა იდუღა ისე რომ თან ჩატრიალდა (მეორადი დუღილი)
არომატების სრული სპექტრი, ჭაჭაც კი რომ არომატულია
ქისი მომისინჯავს და კარგია, მოგყვება კიდეც 45/45 ქისი-რქაწითელი და 10% მწვენე მიეცი და ისეთ ორდინალურ ღვინოს გამოიყვან რომ შეიძლება მედალზე გაიწიო

Posted by: VeridisQuo..> 5 Nov 2020, 17:49
უფფ რა ჯობია ქართულ ღვინოს. რქაწითელი მიყვარს ყველაზე მეტად love.gif

Posted by: Gio_G83 17 Nov 2020, 02:18
წელს მასიური ხასიათი აქვს რამდენიმე პრობლემას:

უფრომეტად გურჯაანის რაიონში მოწეულ თეთრ ყურძენს რქაწითელი, ქისი, კახური მწვანე ბუერა მატლი გაუჩნდა
ზოგადად დუღილი ყველგან მოკლე იყო, მაგრამ ბევრგან როგორც იტყვიან განაახლა და ვინც "იმ" გერანული ბიო კონტაქტური საშUალებებით "წამლა" თითოქს რქაწითელმა ის ვერ მიიღო და ყველასთან რთულად იწიმნდება

თუ არადა ლაბრატორიულად (გარდა იმ დაჭიანებულისა) რაც ნატურალურია კარგ შედეგებს დებს...
უცნაური წელია მეღვინეებისთვისაც
smile.gif

QUOTE
რქაწითელი

ქართული მევენახე-მეღვინეობის ბურჯია
QUOTE
რქაწითელი


Posted by: keen 29 Nov 2020, 10:33
ღვინის გურუებს გეცოდინებათ, რომელი მარნის "უსახელაურის" ყიდვა ღირს (საჩუქრად)? user.gif

Posted by: keen 1 Dec 2020, 12:33
დავიჯერო, არავინ იცის? user posted image

Posted by: vaho 1 Dec 2020, 22:59
უსახელაურის ფასად ლიტრიან ჩივასს იყიდი...

დიდი შანსია უსახელაური ეწეროს ეტიკეტზე და ბოთლში რაღაც შვლაპი ესხას...

Posted by: keen 2 Dec 2020, 11:26
vaho
QUOTE
უსახელაური
VS
QUOTE
ჩივასი

rolleyes.gif

QUOTE
დიდი შანსია უსახელაური ეწეროს ეტიკეტზე და ბოთლში რაღაც შვლაპი ესხას...

იმიტომ ვიკითხე აქ, თუმცა რა ხეირი? sad.gif


პ.ს. ნეტავ, 8000 vintages სანდოა, წესიერ ღვინოს შემარჩევინებენ? rolleyes.gif

Posted by: Gio_G83 5 Dec 2020, 02:35
keen
საიმედოა
ისევე როგორც წინამძღვრიშვილზე ღვინის გალერეა და სლოლკში ანდერგრაუნდი

Posted by: Ras_al_Ghul 18 Dec 2020, 11:40
სალამი ფორუმელო სომელიებო )))

https://8000vintages.ge
http://bino.ge
https://allwine.ge/ka/
https://www.winemarket.ge/ka
https://www.winelibrary.ge

აქედან რომელში მირჩევთ ღვინის შეძენას? სად არის უფრო ადეკვატური ფასები და უფრო დიდი არჩევანი?


აქვე გკითხავთ, საახალწლო სუფრაზე მინდა თეთრი და წითელი ღვინის ყიდვა, თითო-თითო ბოთლი და რომელ ღვინოს მირჩევდით? თქვენი გამოცდილებიდან. უფრო ნაკლებად ცნობილი ღვინოებიდან.

Posted by: Camel 19 Dec 2020, 01:23
Ras_al_Ghul

მთავარია ღვინო იცოდე რა გინდა ,თორემ მაგ მაღაზიებს რაც ჩამოთვალე, ნაგავიც უდევთ დახლზე და კარგი ღვინოც.

განსაკუთრებულად კარგი ნატურალური ღვინის კოლეცქცია აქვს ღვინო ანდერგრაუნდს, სოლოლაკში ტაბიძეზე

40-50 ლარი ბოთლი.


Posted by: <<ეგოისტკა>> 19 Dec 2020, 08:56
keen
დაბოთლილი უსახელაური კარგახანია მე აქ არ მინახავს. ერთი ორი ვიცი მაგრამ ექსპორტზე გადის. ოჯახში თუ ნახავ რაჭაში სადმე და ფასიც შესაბამისი ექნება.


კრახუნა ხომ არ დაგიყენებიათ ვინმეს, ოღონდ გვიანი მოსავალი და ევროპულად ..


Posted by: Ras_al_Ghul 19 Dec 2020, 09:44
Camel

კი გასაგებია, მაგიტომაც რჩევაც მინდოდა კონკრეტულ ღვინოებთან დაკავშორებით.

მაგალითად მაგათმა ონლაინ სომელიემ მირჩია ბინეხის ოჯალეში, ნახევრადტკბილის კატეგორიაში საახალწლოდ და თეთრი მშრალი, კანკატელას ცოლიკაური (მოცქრიალო არისო ცოტა) და გურამიშვილის მარანის საგურამოს ჩინებული (გორულა, ჩინური).

რამე ხო არიცით ამ ღვინოებზე

Posted by: keen 19 Dec 2020, 10:10
<<ეგოისტკა>>
QUOTE
დაბოთლილი უსახელაური კარგახანია მე აქ არ მინახავს. ერთი ორი ვიცი მაგრამ ექსპორტზე გადის. ოჯახში თუ ნახავ რაჭაში სადმე და ფასიც შესაბამისი ექნება.

8000 vintages-ის სომელიემ გიორბელიძეების მარნის მირჩია (ბოთლის) და მგონი გაამართლა... yes.gif

Posted by: Camel 19 Dec 2020, 13:23
Ras_al_Ghul
QUOTE
კი გასაგებია, მაგიტომაც რჩევაც მინდოდა კონკრეტულ ღვინოებთან დაკავშორებით.

მაგალითად მაგათმა ონლაინ სომელიემ მირჩია ბინეხის ოჯალეში, ნახევრადტკბილის კატეგორიაში საახალწლოდ და თეთრი მშრალი, კანკატელას ცოლიკაური (მოცქრიალო არისო ცოტა) და გურამიშვილის მარანის საგურამოს ჩინებული (გორულა, ჩინური).

რამე ხო არიცით ამ ღვინოებზე



იმერული ღვინო ზოგადად ძალიან მოყვარულზეა მისი მჟავე გემოს და გამო, მე არ ვარ მოყვარული.
მე მიყვარს ქვევრის ღვინო, საფერავიც და თეთრებიც

გურამიშვილს აქებენ, თუმცა იქ მარანში ვიყავი ერთხელ და ძალიან მკვეთრი გოგირდის გემო ჰქონდა ჩამოსახმელს.

ჩემი ფავორიტია ჯაყელის მარანი თეთრიც და წითელიც, ორივე ქვევრის არის

Posted by: <<ეგოისტკა>> 19 Dec 2020, 14:23
keen
ეგ არ გამისიჯავს, ვერ დავწერ მოსაზრებას.


Ras_al_Ghul
გურამიშვილების ჩინური მე პირადად ძალიან მომწონდა,თუმცა წელიწადზე მეტი იქნება არ გამისინჯავს.


ეს თემა რომ გავხსენი,აქ პოსტავდა გურიშივლის მეღვინეობის თანამშრომელი.. მას ეცოდინება ახლა რა ხდება და როგორია.

Posted by: vaho 19 Dec 2020, 15:20
QUOTE
იმერული ღვინო ზოგადად ძალიან მოყვარულზეა მისი მჟავე გემოს და გამო,


იმერელი ვარ და ცხოვრებაში არ დამილევია მჟავე იმერული ღვინო.

Posted by: Ras_al_Ghul 19 Dec 2020, 21:48
მადლობა მეგობრებო love.gif

ისე რაღაც უფრო მეტად აქტიური მეგონა ღვინის მოყვარულთა თემა

ფეისბუქზეც ვერ ვნახე რამე ჯგუფი ღვინის მოყვარულთა, თქვენ ხო არიცით რამე?

ატენურზე რას იტყვით? რომელ ღვინის კომპანიას ან მარანს აქვს?

Posted by: Gio_G83 7 Jan 2021, 00:43
QUOTE
ცხოვრებაში არ დამილევია მჟავე იმერული ღვინო


შედარებით მაღალი მჟავიანობა იმერულ ჯიშებში ბუნებრივი მოვლენაა, შესაბამისად... რა ვიცი, კარგ და ნატურალურ იმერულ ღვინოს მეც იგივე დონის ქარლის ან კახური მირჩევნია - გემოვნების ამბავია

პ.ს.
ისე იმერულ ღვინოში მჟავიანობის დაძლევის მეთოდი შაქარია wink.gif

Posted by: vaho 7 Jan 2021, 18:02
მითები იმერული ღვინის მჟავიანობის შესახებ კომუნისტების დროიდან მოდის.

გეგმას ვერ ასრულებდნენ ღვინის ქარხნები და წყალს და შაქარს ასხავდნენ.

ნამდვილი ქვევრის ცოლიკაური არ დაგილევიათ. არ იცით უბრალოდ.

ეგრე ტყუპების რქაწითელი იყიდებოდა ერთხანს თბილისში, მაგის დალევას გოგირდი ცოცხლად გადაგეყლაპა, აჯობებდა...

Posted by: Gio_G83 7 Mar 2021, 00:07
QUOTE
მითები იმერული ღვინის მჟავიანობის შესახებ კომუნისტების დროიდან მოდის.

rolleyes.gif
მჟავიანობის ბალანსი რომ შეარებით მაღალია ვიდრე ქართლის ან კახურ ჯიშებში...
კომუნიზმი რა შუაშია?
smile.gif

QUOTE
გეგმას ვერ ასრულებდნენ ღვინის ქარხნები და წყალს და შაქარს ასხავდნენ.

მჟავიანობასთან რა კავშირშია?
QUOTE
ეგრე ტყუპების რქაწითელი იყიდებოდა ერთხანს თბილისში, მაგის დალევას გოგირდი ცოცხლად გადაგეყლაპა, აჯობებდა...

ტყუპები რა "მეტრია" მეღვინეობაში?
smile.gif
QUOTE
ნამდვილი ქვევრის ცოლიკაური არ დაგილევიათ. არ იცით უბრალოდ.

ზოგადად თხელ ღვინოს ქვევრი არ უხდება - რადგან შედარებით ნაკლებ სტაბილური სტრუქტრუთ და სხეულიანობით გმაირჩევა ამიტომ უფრო ე.წ. ევროპული ტიპის სასუფრე ღვინოა (ანალოგია ცოლიკოურ-ციცქისა ქართლში გორული მწვანისა და ჩინურის სეპაჯთან, სადაც ჭაჭის მასის სრული მონაწილეობა დუღლში ნაკლებად მიღებულია და უფრო წვენი დუღდება და სრული ჭაჭის გარეშე ქვევრის მუღამი დაკარგულია)
ჯიში რომლისგანაც ნახევრად ტკბილი (ტვიში) ანდა საშამპანურე მასალა ხშრიდა უფრო მაღალი ხარისხისაა ვიდრე ღვინო, ან ყურძენი რომელსაც სტაბილიზაციისთვის უხამებენ ციცქას ან კრახუნას - საქვევერე და მითუმტეს ჭაჭაზე დასავარგებელი ვერ არის

Posted by: jafoo 21 Aug 2021, 13:17
სალამი მეღვინეებს
მოდის ნელ-ნელა სეზონი და განვააახლოთ თემაც ))
წელს ვაპირებ ორნაირი ღვინის დაყენებას :
1) რქაწითრლის და ლამისყანის ჩინურის მიქსი მინდა დავაყენო
2)ჩინურის და გორული მწვანის მიქსი
რადგან პირველად მაქვს ამ ყურხნებთან შეხება მაინტერესებს ყველაფერი, დაწყებული ამ ჯიშების დაახლოებითი ფასებიდან დამთავრებული შერევის პროპორციებით
მოკლედ ვისაც პრააქტიკაში დაგიყენებიათ ეს ღვინოები ველი თქვენგან რჩევებს

Posted by: Gio_G83 14 Sep 2021, 00:10
QUOTE
კრახუნა ხომ არ დაგიყენებიათ ვინმეს, ოღონდ გვიანი მოსავალი და ევროპულად ..

გვიანი მოსაალი მაღალ შაქრიანობას (23-24) გულისხმობს, რის ევროპულად დაყენებას ბუნებრივი რისკი აქვს დაუდუღებლობის
ამ დროს სასურველია 22.5 ზე მეტი არ იყოსშაქრიანობა ან წამოდუღდეს თუნდაც 30% ჭაჭაზე (უკლეტოდ) და დავარგდეს უჭაჭოდ

QUOTE
მოდის ნელ-ნელა სეზონი და განვააახლოთ თემაც ))

სალამი!

QUOTE
2)ჩინურის და გორული მწვანის მიქსი

ე.წ მიწსის დროს აუცილებელია ერთიდაიგივე სავეგეტაციო პერიოდის ყურძენი, ან უმჯობესია ერთი იკრო ზონის, ერთი ვენახის...
რაც შეეხება
QUOTE
1) რქაწითრლის და ლამისყანის ჩინურის მიქსი მინდა დავაყენო

აქაც გადამწყვეტი - სავეგეტაციო მოწიფულობაა და ერთგვაროვნებაა და
რქაწითელი "მაგარი ხიშNიკია" ჩინური კი საკმოდ არამდგრადი და თან "ფაქიზი" და ამათი მიქსით რის მიღება გინდა?

ანუ საბოლოო მიზანი რა არის?
იქნებ სხვა "მიქსმა" აჯობოს?

Posted by: =ლაშა= 4 Oct 2021, 20:02
ესეეგი ვიყიდე შავი ყურძენი..საფერავი ეწერა მაგრამ საფერავი არაა.. გამყიდველი აზრზე არ იყო რა ჯიშია და მეც ვერ გავიგე რა ჯიშია..

წვრილი,კუნელივით კაკლები აქ და მტევანზე კარგა ბლომად ასხია.. კირკებიც მოშნად დიდი აქ biggrin.gif

ცოტა ვიყიდე.. 50კგ-20ლ ლიტრის მიღება მინდა მეტი არა და კი მომცემს მაგდენს მაგრამ რა ჯიშია დღემდე არ ვიცი

Posted by: Gio_G83 5 Oct 2021, 02:20
=ლაშა=
კლერტი თუ სრულა მწიფე არაა (ანუ გაყავისფრებული) დურდოს (ჭაჭა-წვენი) არ გააყოლო - გააფუჭებს, აამჟავებს ვიდრე არგებს
თუ სრულ ჭაჭაზე ადუღებ - გამოგივა მშრალი ან ნახევრად მშრალი ღვინო და თუ 2-3-4 დღე წამოადუღებ და მერე ჭაჭიდან მოხსნი ნახევრა ტკბილი ან ტკბილი

პ.ს.
ბევრი ფაქტორია კიდევ მაგრამ ეს ძირითადი ამბები

Posted by: =ლაშა= 5 Oct 2021, 09:38
Gio_G83
არა კარგი ტკბილი ყურძენია, არამგონია დამჟავდეს,მე ჯიშზე ვამბობ რა არის არ ვიცი ვერ დავადგინე,,
1 კვირაა მაქვს და კარგად დუღს დღეში 3 ჯერ ვურევ,,ეხლა მაღლაა უკვე ჭაჭა და ალბათ დაიწყებს უკვე ჩასვლას,,1 კვირა და ეგაა

Posted by: Gio_G83 6 Oct 2021, 01:38
რა შუაშია ყურძნის სიტკბოობა კლერტის მჟავიანობასთან
მე გითXარი რომ მწვნე კლერტს ანუ ისეთს რომელიც არ არის სიმწიფეში შესული უღილში მონაწილეობა არ მიაღებინო
ისე როგორც გინდა smile.gif
=ლაშა=

Posted by: Gio_G83 11 Nov 2021, 02:27
აბა,
ვინ დააგემოვნეთ წლევანდელი მოსავალი
smile.gif

Posted by: Gio_G83 2 Aug 2022, 15:02
ერს ღვინო ჰკიდია...





ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

Posted by: მამაო ენუქი 2 Aug 2022, 17:39
რომელ რესტორანში აქვთ კარგი ღვინო? ამას წინათ ხორხელში ვიყავით, მშვენიერი სუფრა იყო, მარა რათ გინდა, ღვინო არ დაილეოდა.

Posted by: Trump 3 Aug 2022, 10:04
QUOTE
რომელ რესტორანში აქვთ კარგი ღვინო? ამას წინათ ხორხელში ვიყავით, მშვენიერი სუფრა იყო, მარა რათ გინდა, ღვინო არ დაილეოდა.



100 დოლარიანი კითხვაა.
თბილისში ისე მოწყობილი რესტორნები: უნდა ჭამო ერთ ადგილას და დალიო სხვაგან.
კაი ღვინო (ჩამოსასხმელი) და საჭმელი ერთ რესტორანში არ მახსენდება..
იყო ვერის დუქანი, ჰქონდათ კარგი ღვინო.. აღარ არის-
იგივე მაყაშვილები..
დანარჩენი 80% ში არის ხარებავას საშინელი გოგირდიანი ღვინო..

Posted by: მამაო ენუქი 3 Aug 2022, 10:58
Trump
ეთნოგრაფი ვიცი ერთი კარგი ღვინით, მარა სულ მანდ ხო არ ვივლი

Posted by: Trump 3 Aug 2022, 12:08
მამაო ენუქი
QUOTE
ეთნოგრაფი ვიცი ერთი კარგი ღვინით, მარა სულ მანდ ხო არ ვივლი


ბელიაშვილზე?



Posted by: მამაო ენუქი 3 Aug 2022, 12:20
Trump
კი ეგ, საკმაოდ ნორმალური ქისი აქვთ, 18 გელად ლიტრი.

Posted by: iosebovich 3 Aug 2022, 12:37
Trump
QUOTE
100 დოლარიანი კითხვაა.
თბილისში ისე მოწყობილი რესტორნები: უნდა ჭამო ერთ ადგილას და დალიო სხვაგან.
კაი ღვინო (ჩამოსასხმელი) და საჭმელი ერთ რესტორანში არ მახსენდება..
იყო ვერის დუქანი, ჰქონდათ კარგი ღვინო.. აღარ არის-
იგივე მაყაშვილები..
დანარჩენი 80% ში არის ხარებავას საშინელი გოგირდიანი ღვინო..

100%
წისქვილში ჰქონდათ ჩამოსახმელი ღვინო, ლიტრი 10 ლარი და ეს იყო ნარეცხი რასაც ჰქვია. სრული წუმპე. დედის დრაგი ვაგინეთ მარა ჰა.

Posted by: Trump 5 Aug 2022, 11:02
მამაო ენუქი


მეც გამახსენდა ერთი ძალიან კარგი პატარა რესტორანი

რეტორანი ხარფუხი, ორთაჭალაში.

Posted by: მამაო ენუქი 6 Aug 2022, 01:36
Trump
ეგ ეკლესიის ქვემოთ კიდე ფუნქციონირებს ?

Posted by: donmixo777 6 Aug 2022, 22:32
Trump
QUOTE
რეტორანი ხარფუხი, ორთაჭალაში.



აუ მაგარი კაი რამ იყო
მაგრამ აღარ ფუნქციონირებს რამდენიმე წელია
მე ყველაფერი მომწონდა მანდ


Posted by: Trump 8 Aug 2022, 10:02
donmixo777
QUOTE
აუ მაგარი კაი რამ იყო
მაგრამ აღარ ფუნქციონირებს რამდენიმე წელია
მე ყველაფერი მომწონდა მანდ



რამდენიმე წელი არ მგონია...
მარტში ვიყავი.

Posted by: Trump 15 Aug 2022, 12:56
ხო კახელებს დავამატებდი სიას, ასე თუ ისე ნორმალური ღვინოა და საჭმელიც.

Posted by: vaho 15 Aug 2022, 14:09
ქობულეთშია ერთი პატარა მარკეტი, აწერია ჩამოსასხმელი ღვინო.

ტიპი ყიდის ნარინჯისფერ ღვინოს, რქაწითელი აწერია, ოღონდ მარტო რუსულად.

ძველებს გემახსოვრებათ, 90-იან წლებში ზუკოს წვენები რომ იყო, ზუსტად ისეთია. ქორფა ფორთოხლისფერი. 10 ლარი ღირს ლიტრი.

რო ვკითხე, რა არის მეთქი, შენ თუ გინდა ნამდვილს მოგცემ 8 ლარად, ამას რუსები ყიდულობენ, სულ 3-3 და 5-5 ლიტრა მიაქვთო biggrin.gif

კუჭის წყლულით უნდა დავწყვიტოოო...

Posted by: Trump 15 Aug 2022, 15:22
vaho
QUOTE
შენ თუ გინდა ნამდვილს მოგცემ 8 ლარად,


ძაან საეჭვოაsmile.gif
ცოტა მაალოქსი შენც დაგჭირდებოდა..

Posted by: donmixo777 17 Aug 2022, 01:27
Trump
QUOTE
რამდენიმე წელი არ მგონია...
მარტში ვიყავი.


წლები დაკეტილი იყო

არც გამიგია რომ გაიხსნა
შეიძლება რაღაცა გახსნეს მაგრამ ისევ ის ძველი პეწი არ ექნება

Posted by: xx3xx 22 Aug 2022, 13:50
QUOTE (vaho @ 15 Aug 2022, 14:09 )
ქობულეთშია ერთი პატარა მარკეტი, აწერია ჩამოსასხმელი ღვინო.

ტიპი ყიდის ნარინჯისფერ ღვინოს, რქაწითელი აწერია, ოღონდ მარტო რუსულად.

ძველებს გემახსოვრებათ, 90-იან წლებში ზუკოს წვენები რომ იყო, ზუსტად ისეთია. ქორფა ფორთოხლისფერი. 10 ლარი ღირს ლიტრი.

რო ვკითხე, რა არის მეთქი, შენ თუ გინდა ნამდვილს მოგცემ 8 ლარად, ამას რუსები ყიდულობენ, სულ 3-3 და 5-5 ლიტრა მიაქვთო biggrin.gif

კუჭის წყლულით უნდა დავწყვიტოოო...

აი ეგ ძააან მაგრად ტეხავს იმენა ტეხავს ტო შენ თუ გგონია არ მოგყიდის ცუდ ღვინოს ძაან ცდები
ღვინის თემა საჩალიჩო სანაცნობო და დაგინება დაფიცებაზე და შვილებს გეფიცები ნაღდიაზე რო გადის აი მანდ ძააან ტეხავს არადა განა რა არი ეგეთი ყურძნის მეტი რა არის საქართველოში facepalm.gif

Posted by: საქმიანნი 7 Sep 2022, 16:09
გამარჯობა მეღვინეებო

ჩაინიკი ვარ ამ სფეროში, მაგრამ ძალიან მომინდა სახლში რამდენიმე ლიტრი ღვინის დაყენება
მოკლედ შეგიძლიათ ამიღწეროთ, რა გავაკეთო და როდის? (
20 ლიტრიანი თუ 30 იანი ალუმინის ქვაბი მაქვს ყველაზე დიდი და მაგაში გამოვა თუ ვიყიდო რამე პლასტმასის კასრი? მუხას ვერ შევწვდები

და ზოგადად მიმართულება რომ მომცეთ, დავწურე მაგალითად მხოლოდ მარცვლები და დავაყენე დასადუღებლად, უნდა დავაფარო, არ დავაფარო- რამდენჯერ მოვურიო, რამდენი დღე გავაჩერო..

და ღვინის გადაღება რას ნიშნავს? ანუ დადუღდა და ერთხელ გადავიღე ბოთლებში, შევაგდე მაცივარში - არაა საკმარისი?

Posted by: მამაო ენუქი 7 Sep 2022, 16:15
საქმიანნი
იყიდე ჯობია old.gif

Posted by: საქმიანნი 7 Sep 2022, 16:29
მამაო ენუქი
არ მინდა ყიდვა, ჩემი ფეხით უნდა დავწურო old.gif პარდონ, ხელით :დ

Posted by: მამაო ენუქი 7 Sep 2022, 16:33
ამაზე უკეთესს მაინც ვერ დაწურავ და რატომ უნდა იწვალო ? boli.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: vaho 7 Sep 2022, 16:45
ციცქა - ცოლიკაური -კრახუნა love.gif

მარა ეგ ერთი ბოთლი 300 ლარი ღირს ალბათ... rolleyes.gif

Posted by: მამაო ენუქი 7 Sep 2022, 17:15
vaho
35 ლარი ღირს 8000 მოსავალში.

Posted by: Gio_G83 12 Sep 2022, 19:40
საქმიანნი

120 ან 60 ლიტრიანი პლასტმასის კასრი იყიდე, რომ იყიდი მომწერე და დანარ|ჩენი - მერე...
ალუმინა არ იხმარო - ჰადაჰა ემალირებული იცის თუ "ანატკეცი" არაა, მარგამ პლასტმასის კასრით დაიწყო სჯობია

Posted by: საქმიანნი 13 Sep 2022, 22:58
Gio_G83
მადლობა, გაიხარე, თვის ბოლოსკენ ვაპირებ და შენს იმედზე ვიქნები მოკლედ
რაღაცეები კი წავიკითხე, მაგრამ მაინც დამჭირდება ალბათ რჩევა

Posted by: Gio_G83 14 Sep 2022, 01:47
საქმიანნი
არ არის პრობლემა - ნებისმიერ დროს

მაგრამ პირველი წესი (!) - ჰიგიენა (!)

როგორც კი ავზს იყიდი
2-3 ჯერ აავსე, ცოტა ხანი დატოვე და დაცალე
1-2 დღე ასე გასტანს (სასურველია ავზი რომელსაც აწერა რომ ე.წ. "პისჩევოია" და შიგნიდან თეთრი ფენა აქვს გამოკრული
ამის მერე კარგს იზამ (პასაჯში სუნელებთან იყიდება) ასე 500 გრამ ლიმონმჟავას თუ გახსნი და ნახევარი დღე მაინც დატოვებ და ბოლოს (თუ ვერ იშოვე მე მოგცემ) ასე 50-100 გრამი კადეფიტი (კულტურული გოგირდი რასაც ღვინოში ხმარობენ) იმით გამორეცხე (ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში ყველგან იყიდება: გოთუაზე-ახლა რომ გლდანის ხიდებთან გადავიდნენ და მცხეთის შესასვლელში-გერმანულ მაღაზიასთან) - ისევ აავსე და მერე გააზავე - ისევ დატოვე 3-4 საათი და ამის მერე შენი ჭურჭელი იდეალურად სუფთა და მზად იქნება ღვინის მისაღებად - იმდენად რო პლასტმასის თავისებურობები ღვინოში არანარად არ გადავა

150 ლარად თუ აიღებ შინაური 2 ცალ 150 თუ 200 ლიტრიანს ყიდის რაც მხოლოდ ღვინოზეა წლების მანძლზე ნახმარი

Posted by: Ras_al_Ghul 22 Dec 2022, 12:21
ღვინის მოყვარულთა კლუბი ან რამე მსგავსი თემატიკის FB ჯგუფები თუ იცით ვინმემ? იქნებ დალინკოთ ან PM გამომიგზავნოთ love.gif

Posted by: <L A S H A> 20 Jan 2023, 18:09
ამ კომპანიზე რა იტყვით?

საიტზე პირდაპირ არის შესაძლებელი სასაჩუქრე ღვინის შეკვეთა ექსკლუზიური ეტიკეთით რომელსაც თავად ქმნით.

https://personalwine.ge/ge/main

Posted by: giorgi555 21 Jan 2023, 21:21
QUOTE (<L A S H A> @ 20 Jan 2023, 17:09 )
ამ კომპანიზე რა იტყვით?

საიტზე პირდაპირ არის შესაძლებელი სასაჩუქრე ღვინის შეკვეთა ექსკლუზიური ეტიკეთით რომელსაც თავად ქმნით.

https://personalwine.ge/ge/main

ძალიან მაგარი საიტია,.. მსგავსს სერვისს ვეძებდი

Posted by: მამაო ენუქი 23 Jan 2023, 19:44
8000-ის კლიენტი არ ხართ არავინ ? boli.gif

Posted by: Trump 24 Jan 2023, 09:36
მამაო ენუქი
QUOTE
8000-ის კლიენტი არ ხართ არავინ ?



რას გულისხმობ? ღვინოს ვყიდულობ ხოლმე ხშირად.

Posted by: მამაო ენუქი 24 Jan 2023, 12:50
Trump
სხვას რას უნდა ვგულისხმობდე biggrin.gif
იმდენი ღვინოებია ყველას რა გასინჯავს, არადა საინტერესოა, ამ გასინჯვებში კიდე არა გასასინჯი ღვინო შემოგვესმევა ხოლმე.
ხოდა ეგ რო ავიცილოთ თავიდან გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.
მე რაც მომწონს ძალიან, არის ფერაძეების მწვანე მუხაში არა ქვევრი, ბაიას ციცქა, ცოლიკაური, კრახუნას სეპაჟი და ცალკე ეგ ჯიშებიც კაია, ლაიფის შარდონე ქვევრი, ეს ფრანგული ჯიში ქართულად დაყენებული მაგარი საინტერესო გამოვიდა, ჭოტიაშვილის ქისი და ხიხვი. ეს რაც გამახსენდა უცებ.

Posted by: Trump 24 Jan 2023, 15:54
მამაო ენუქი
QUOTE
სხვას რას უნდა ვგულისხმობდე
იმდენი ღვინოებია ყველას რა გასინჯავს, არადა საინტერესოა, ამ გასინჯვებში კიდე არა გასასინჯი ღვინო შემოგვესმევა ხოლმე.



ანუ ჩაბარება ღვინის თუ ყიდვა როგორც მსმელიsmile.gif
მე ბიუჯეტურებიდან მომწონს
გიოს მარანი ქისი
ჯაყელები (ძვირია)
ფაფრის ველის საფერავი


Posted by: მამაო ენუქი 24 Jan 2023, 16:42
Trump
QUOTE
ანუ ჩაბარება ღვინის თუ ყიდვა როგორც მსმელი

ღვინის გაყიდვა მკრეხელობაა givi.gif
50 ლარის ზემოთ არ ვსვამ no.gif გიოს გავსინჯავ, საფერავის რა მოგახსენო წითელ ღვინოს საერთოდ არ ვეკარები.

Posted by: Trump 25 Jan 2023, 13:12
მამაო ენუქი
QUOTE
50 ლარის ზემოთ არ ვსვამ



ჯაყელი 50 ლარამდეა, ჩემი ფავორიტია მწვანე
ნატურალურია, ხაშმის ვენახებიდან
იფიფიფიsmile.gif

Posted by: მამაო ენუქი 25 Jan 2023, 14:13
Trump
გავსინჯავ მაგასაც, რაც ლუდი გახდა დეფიციტი, გადავერთე მთლიანად ღვინოზე, ეხლა ბევრად ხშირად დავდივარ, ადრე თვეში ერთხელ დავდიოდი biggrin.gif

Posted by: ASIMO 15 Feb 2023, 16:18
ექსპორტზე გადატანილი კახური ღვინოების მთავარი ჯიში საფერავია თუ რქაწითელი, პროცენტულად როგორი შეფარდება იქნება?
და აქვე ვიკითხავ კიდევ რომელი პოპულარული ჯიშებია კახეთში, რომელიც აგრეთვე მას-პროდუქციაში ექცევა?

Posted by: <L A S H A> 10 Apr 2023, 16:48
www.personalwine.ge-ზე შესაძლებლობა გეძლევათ შექმნათ საკუთარი ექსკლუზიური დიზაინის ეტიკეტი ღვინისთვის


Posted by: vaho 16 Aug 2023, 18:39
user posted image
...........................................

Posted by: vasovaso92 18 Aug 2023, 16:09
დილით კაი ჩაციებულ ღვინოს არაფერი ჯობია idea.gif

Posted by: Ignis 2 Oct 2023, 11:20
user posted image
გამარჯობა,
ამ რაღაცას ქართულად რა ქვია და სად ვიყიდი ?

Posted by: მამაო ენუქი 2 Oct 2023, 23:08
Ignis
გოთუაზე ნახე აბა old.gif

Posted by: Sniki 3 Oct 2023, 07:21
პირველად ვაყენებ წელს ჩემით ღვინოს

მართლა რაღაც განააკუთრებულ გრძნობას გიჩენს ეგ ფაქტი

Posted by: ფორცხოლი 7 Oct 2023, 01:10
Ignis
ქართულად ჰაერჩამკეტი ქვია, მარა ვინ ეძახის smile.gif
აირლოკს ეძახიან ხოლმე ქართულადაც.

რაც უცებ მახსენდება, აგროსფეროშიც არის ხოლმე, შვიდი ვაინშიც, გლდანიდან დიღმისკენ რომ მიდიხარ, არმისული ხიდამდე.

მამაო ენუქი
კაი ხანია, შეიცვალა მდებარეობა შვიდი ვაინმა.

Posted by: Ignis 13 Oct 2023, 11:14
მადლობა
+30 მადლობა ++++++++++++++++++++++

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 08:39
QUOTE
ღვინო

დუდუკი, ქალები/კაცები

Posted by: მამაო ენუქი 22 Dec 2023, 16:39
ეს ყოფილა ადამიანი yes.gif
user posted image

Posted by: Ras_al_Ghul 22 Dec 2023, 23:22
როგორი ჩამკვდარია ეს თემა აქ user.gif

არც ფეისბუქში არაა წესიერი ღვინის თემატიკის ბაბლები rolleyes.gif

Posted by: მამაო ენუქი 23 Dec 2023, 02:03
Ras_al_Ghul
არა მარტო ღვინო, ხარისხიანი ალკოჰოლის მოყვარული ძალიან ცოტაა საქართველოში.

Posted by: Ras_al_Ghul 23 Dec 2023, 10:28
მამაო ენუქი
აი ვისკებზე საკმაოდ მოუხოდა ერთი ჯგუფი ფეისბუქზე, დისტილერია ჰქვია. იუთუბ ჩენელიც აქვს იმ ბიჭს და ძალიან საინტერესო და შემეცნებითი კონტენტიც უდევს.


მსგავსი ტიპის მხოლოდ ქართულ ღვინოებზე რომ გაკეთდეს, რამხელა შესაძლებლობაა და არავინ იყენებს. ბოლო პერიოდია ძალიან დაინტერესებული ვარ ღვინის თემატიკით თუმცა ძალიან მწირია კონტენტი რა sad.gif((

Posted by: მამაო ენუქი 23 Dec 2023, 11:19
Ras_al_Ghul
ღვინო ასე თუ ისე იხოდება საქართველოში, 8000 ია, ღვინის ბიბლიოთეკა, გუშინ მაგალითად ყველა 8000 ფილიალი სავსე იყო ვერ მივედით.

ხო, ვიცი ეგ ჯგუფი, მაგრამ მე და ვისკი ვერ დავმეგობრდით, სადაც კონიაკი არსებობს იქ სხვა სპირტიანი ზედმეტია ჩემთვის biggrin.gif

Posted by: Ras_al_Ghul 23 Dec 2023, 16:49
მამაო ენუქი
QUOTE
ღვინო ასე თუ ისე იხოდება საქართველოში, 8000 ია, ღვინის ბიბლიოთეკა, გუშინ მაგალითად ყველა 8000 ფილიალი სავსე იყო ვერ მივედით.

ხოდა მაგიტო ვიძახი სერიოზული კონტენტის მოხოდვა შეიძ₾ება ღვინოზე + შემეცნებითი up.gif ცოდნა არ მაქვს შესაბამისი თორე მე თვითონ დავიწყებდი მოხოდვას givi.gif


Posted by: მამაო ენუქი 23 Dec 2023, 20:37
Ras_al_Ghul
შენ დაიწყე და ცოდნა მოვა ნელ ნელა biggrin.gif

Posted by: Trance In Trance 4 Jan 2024, 14:46
მუხაში დაყენებული მუკუზანი მინდა და რომელ ჩამოსხმას მირჩევთ თუ გაგისინჯავთ


Posted by: შვიდიშვიდიშვიდი 9 Jan 2024, 08:05
ღვინოზე ვგიჟდებიიიიიიი აი ძალიან

Posted by: BeerLover 10 Jan 2024, 13:31
ტიკტოკზე აქვს 1 ბიჭს ჩენელი ღვინის, გიორგი ფოცხვერაშვილი მგონი, სულიკოში მუშაობს, სომელიეა

დიდად პოპულარული ვერ ხდება ის მიმართულება რაც ხარისხიან კლიენტს უყვარს, იმიტო რო ალკოჰოლის სწორად დაგემოვნება და სწორი ურთიერთობა ალკოჰოლთან ცოტას აქვს, შესაბამისად 99%ს კიდია ეგ ხარისხი და დეტალები

ვისკის ჯგუფი რო ახსენეთ, მანდაც რედზე და ჯ&ბ ზე და ეგეთებზე ნიკორას აქციები უფრო იდება ხოლმე, ვიდრე რაღაცა კარგი პროდუქციის განხილვა

Posted by: Ras_al_Ghul 11 Jan 2024, 23:31
QUOTE
დიდად პოპულარული ვერ ხდება ის მიმართულება რაც ხარისხიან კლიენტს უყვარს, იმიტო რო ალკოჰოლის სწორად დაგემოვნება და სწორი ურთიერთობა ალკოჰოლთან ცოტას აქვს, შესაბამისად 99%ს კიდია ეგ ხარისხი და დეტალები

კი ნამდვილად ეგრეა

Posted by: Trump 12 Jan 2024, 13:24
გოგირდით ამყრალებული თელიანი ველის ღვინო უმრავლესობას კარგი ჰგონია, ან რავი ვისმინო..
ჯერ მზად არაა პუბლიკა ამ კონტენტისთვის, არ დაიჯერებენ კარგ ღვინოზე რო ეტყვი კარგიაო.
იტყვიან ფულს იღებსოsmile.gif

Posted by: მამაო ენუქი 12 Jan 2024, 13:33
Trump
დიდი მეღვინეობები ნაგავია ყველა. ჩამოსასხმელი ღვინო კახელების 5 ლიტრიანები დაილევა. მამაოებისაც არა უშავს მახათაზე.
პატარა მარნების კი გვაქვს კარგი ღვინოები.
რესტრონებში აქვთ უბრალოდ უაზრო ფასები, 30-40 ლარიანი ღვინო 8000-ში რაც ღირს, 100+ ლარად ყიდიან.

Posted by: Trump 12 Jan 2024, 13:38
კი, ქსელურ მარკეტებში რაც ღვინო დევს, ნაგავია ყველა
მე უფრო დავსდევ ხოლმე ჭაშნიკებს, ნუ 8000 შიც ვიცი და ღვინის ბირჟაზეც 30 ლარად შევარჩევ
მაგრამ მაინც მირჩევნია ლიტრი 10 ლარში და ნაღდურები სახლისsmile.gif

Posted by: მამაო ენუქი 12 Jan 2024, 13:44
Trump
QUOTE
მაგრამ მაინც მირჩევნია ლიტრი 10 ლარში და ნაღდურები სახლის

გააჩნია პროცესს, თუ ქართულად ვქეიფობ კარგი გლეხური ღვინო უხდება სუფრას.
მარა პიჟონურად როცა წრუპავ, ბოთლის ჯობია რა gigi.gif

Posted by: Trump 12 Jan 2024, 13:51
მამაო ენუქი
QUOTE
გააჩნია პროცესს, თუ ქართულად ვქეიფობ კარგი გლეხური ღვინო უხდება სუფრას.
მარა პიჟონურად როცა წრუპავ, ბოთლის ჯობია რა



თავისთავად დვაჟდი დვაsmile.gif

Posted by: ჩარლზ 13 Jan 2024, 21:46
QUOTE (მამაო ენუქი @ 22 Dec 2023, 16:39 )
ეს ყოფილა ადამიანი yes.gif
user posted image

მამაო ენუქი
ეს სად იყიდება?

Posted by: მამაო ენუქი 14 Jan 2024, 02:54
ჩარლზ
ალკორიუმში, ზელანდიური სოვინიონია, სხვანაირ ბოთლშიც აქვთ. მარა ქართული ღვინოსგან ნამეტანი განსხვავებულია, უბრალოდ სხვა არომატული კაიფი აქვს biggrin.gif

Posted by: ჩარლზ 14 Jan 2024, 08:37
მამაო ენუქი
QUOTE
ზელანდიური სოვინიონია

wow.gif

ვაახ! და ძვირია?

Posted by: მამაო ენუქი 14 Jan 2024, 10:59
ჩარლზ
სადღაც 35 ლარამდე ღირს ბოთლი.

Posted by: ჩარლზ 14 Jan 2024, 11:08
მამაო ენუქი
QUOTE
სადღაც 35 ლარამდე ღირს ბოთლი.

აჰა, ნორმ. მადლობა 2kiss.gif

Posted by: მამაო ენუქი 14 Jan 2024, 13:34
ჩარლზ
ესეთ ბოთლშიც არის, იგივეა.
user posted image

Posted by: ჩარლზ 14 Jan 2024, 18:20
მამაო ენუქი
ადრე ვიყიდე რაღაც ფრანგული ღვინო "ბორდო"; სოვინიონ ბლანისა და რომელიღაც ღვინის (ვეღარ გავიხსენე სახელი) ნარევი იყო. საოცარი არომატი ქონდა.

მაგეებსაც გავსინჯავ, მადლობა 2kiss.gif

Posted by: TRAHMINATORI 15 Jan 2024, 14:28
ჭაჭაზე შაქრის დამყრელის და მისგან გაკეთებული სითხის ღვინოდ მოხსენიებისთვის ცალკე ჯოჯოხეთი უნდა არსებობდეს,რაია სიმონ ქართველობა სულ დაჰკარგეთ? დდდ

Posted by: GEORGEXIII 15 Jan 2024, 15:01
TRAHMINATORI
შაქარს ისეთი ფასი აქვს მაგას არ ჯობია ყურძენი დაამატო?

Posted by: TRAHMINATORI 15 Jan 2024, 15:16
GEORGEXIII

სიძვირე არაა აქ მთავარი ერთი ტომარა შაქრით და 100+ კგ ჭაჭით რაც რჩებათ დაწურვის მერე კიდევ აკეთებენ და ღვინოს ეძახიან)))

Posted by: GEORGEXIII 15 Jan 2024, 16:42
TRAHMINATORI
თვითონ არ უნდა დალიონ ეგ ღვინო

drug.gif drug.gif

Posted by: მამაო ენუქი 15 Jan 2024, 17:01
მე მინახია ხარაგაულში ჭაჭას ყიდდნენ ღვინისთვის gigi.gif
პირველადი ჭაჭა ეგ არაფერი, მეორე და მესამედ რომ დააყენებენ ღვინოს ზედ ის საერთოდ რა იქნება boli.gif

Posted by: GEORGEXIII 15 Jan 2024, 17:22
მამაო ენუქი
მასე სამეგრელოში ჩამოვლაზე იყო ხოლმე ჭაჭა.

Posted by: TRAHMINATORI 17 Jan 2024, 15:06
QUOTE (GEORGEXIII @ 15 Jan 2024, 16:42 )
TRAHMINATORI
თვითონ არ უნდა დალიონ ეგ ღვინო

drug.gif drug.gif

იშვიათად,ძირითადად ყიდიან ხოლმე როგორც სუფთას

Posted by: vaho 17 Jan 2024, 15:34
QUOTE
მე მინახია ხარაგაულში ჭაჭას ყიდდნენ ღვინისთვის


ზესტაფონში იყო ღვინის ქარხანა.

ყურძენს რო წურავდნენ, დაპრესილი ჭაჭის დიდი ბრიკეტები ეზოში ეყარა ხოლმე.

ხოდა მეგრელები ჩამოდიოდნენ და მიჰქონდათ...

Posted by: მამაო ენუქი 17 Jan 2024, 15:38
vaho
ეგ იმიტომ რომ ბალახის სურნელი აეღო ხოლმე. ნარეკლიშვილის ქისს რომ დაყნოსავ მინდვრის არომატი მოყვება, მეგრელები მაგას უფრო იოლად აგვარებდნენ gigi.gif

Posted by: GEORGEXIII 17 Jan 2024, 18:07
TRAHMINATORI
ნაყიდი ღვინის არ მწამს დიმედროლსაც ურევენ შიგ და გეგონება კვალტა ჩაგარტყესო.

მეორე დღეს კვდები.

Posted by: Trump 17 Jan 2024, 18:18
GEORGEXIII
QUOTE
ნაყიდი ღვინის არ მწამს დიმედროლსაც ურევენ შიგ და გეგონება კვალტა ჩაგარტყესო.

მეორე დღეს კვდები.



ხო და ბნელ სადარბაზოებში მორფებს გიკეთებენ კიდეsmile.gif
რა დიმედროლი ხალხო?

ღვინოს ცოდნა უნდა და ყიდვასაც.

Posted by: GEORGEXIII 17 Jan 2024, 18:23
Trump
ცოდნა უნდა მარა გასაყიდად ნატურს არავინ აკეთებს. თუ აკეთებს ისეთ ფასი უჯდება რომ არ ყიდულობენ.

Posted by: მამაო ენუქი 17 Jan 2024, 18:24
Trump
QUOTE
ღვინოს ცოდნა უნდა და ყიდვასაც.

ნამდვილად.
კაკ მინიმუმ კარგი მარანი უნდა, სადაც შესაბამისი ტემპერატურაა, ჭურჭელი, ჰერმეტულობის დაცვა, დაყენების ტეხნოლოგია, ვენახი და ა.შ., მაგის ჩალიჩს ყიდვა ჯობია, მითუმეტეს კარგ მეღვინეზე უკეთეს ღვინოს მე ვერ დავაყენებ gigi.gif

Posted by: Trump 18 Jan 2024, 09:35
GEORGEXIII
QUOTE
ცოდნა უნდა მარა გასაყიდად ნატურს არავინ აკეთებს. თუ აკეთებს ისეთ ფასი უჯდება რომ არ ყიდულობენ.



არ ვიცი მეგობარო. ღვინოს დიმედროლს უშვებიანო 90 ების ქელეხების მერე, ეს ფრაზა არ მსმენია.

Posted by: TRAHMINATORI 18 Jan 2024, 16:38
დიმედროლი მართლა არ ვიცი))) ჩვენთან შესანიშნავი პირობებია სხვადასხვა ჯიშის ყურძნისთვის,ქართლში მაგალითად ჩინებული გორულა მწვანე ალადასტური დირბულა თავკვერი,ასევე მშვენიერი კახური ჯიშები,ძალიან უნდა ეცადო რომ ამათი სუფთა წვენით ცუდი ღვინო დააყენო,უნდა გიყვარდეს ყოველი დარგული ძირი მოვლა პატრონობა მის თითოეულ მტევანს პატივისცემით და სიყვარულით ექცეოდე

Posted by: მამაო ენუქი 18 Jan 2024, 16:41
TRAHMINATORI
QUOTE
დირბულა

ეს ჰიბრიდულია და მოსასპობია ისევე როგორც ადესა old.gif

Posted by: TRAHMINATORI 18 Jan 2024, 16:46
მამაო ენუქი
რიავიცი კი კაათ სვამენ ხოლმე)) ეგ და შავკაპიტო,ადესაზე კი ბატონო

Posted by: Ras_al_Ghul 19 Jan 2024, 12:42
მამაო ენუქი
QUOTE
ეს ჰიბრიდულია და მოსასპობია ისევე როგორც ადესა

ეგეთი ყურძნის ჯიშები აფუჭებენ ქართული ღვინის კულტურას ;დდ

ვაზის ჯიშები ცოტა გვაქვს ამის დედავატირე რაღა ეს ჰიბრიდულები და ფრანგული ჯიშები რომ არ მოიყვანო biggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 19 Jan 2024, 12:57
Ras_al_Ghul
ადვილი მოსავლელია და მაგიტომ, აგერ ჩემ მეგობარს მეღვინეობა აქვს ზესტაფონთან, წელს სულ გაუფუჭდა ყურძენი იმდენი ნალექი იყო.
გაუშვი ადესა ყველგან მოდის gigi.gif

Posted by: *Irresistible* 25 Feb 2024, 15:10
2017 წელს ჩამოსხმული და დაცობილი საფერავის (მშრალი) ფასი რამდენია საშუალოდ? 1 ლიტრიანი ბოთლის. რა თქმა უნდა სუფთა წვენის, ყოველგვარი შაქრის და დანამატების გარეშე.

Posted by: Trump 12 Mar 2024, 14:01
*Irresistible*
QUOTE
2017 წელს ჩამოსხმული და დაცობილი საფერავის (მშრალი) ფასი რამდენია საშუალოდ? 1 ლიტრიანი ბოთლის. რა თქმა უნდა სუფთა წვენის, ყოველგვარი შაქრის და დანამატების გარეშე.



2017 წელი გარანტირებულ დაძველებულ ღვინოს,რომელიც უნდა დაძველებულიყო ხო არ ნიშნავს
ყველა ღვინის დაძველება,მე როგორც ვიცი არც არის რეკომენდირებული და რაც დაძველდება,იმასაც თავის წესები აქვს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)