#60861806 · 25 Nov 2023, 19:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი,
ბოლო რამდენიმე თვეა მიჭირს ცხვირიდან სუნთქვა, განსაკუთრებით ღამით. დილით გაღვიძებისას საშინლად მაქვს პირი და ყელი გამომშრალი. ექიმთან ვიზიტის შემდეგ დადგინდა, რომ მაქვს ძგიდის გამრუდება (თუმცა არა იმ ხარისხით, რომ სუნთქვაში ასე მიშლიდეს ხელს) და გადიდებული ნიჟარები. ამ ეტაპზე, უკვე რამდენიმე დღეა, რაც გადიდებული ნიჟარების მკურნალობა დავიწყე ცხვირის ღრუს ზღვის წყლით გამორეცხვებით და სტეროიდული სპრეით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შედეგი არ მაქვს. თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი ჩივილები იქნებ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება. მადლობა.
|