Beroname ესპანური ენა მიეკუთვნება რომანული ენების ჯგუფს. ამ ენაზე ლაპარაკობს 160მლნ.ზე მეტი ადამიანი.
რომანული ჯგუფის ენები განვითარდნენ ხალხური ლათინურიდან და დღემდე ინარჩუნებენ როგორც ლათინური ენის ნიშნებს, ისე ერთმანეთს შორის მსგავსებას ლექსიკური, სინტაქსური და მორფოლოგიური თვალსაზრისით.
რომის დაცემის შემდეგ ესპანეთი დაიპყრეს ჩრდილო გერმანულმა ტომებმა, თუმცა იბერიულ-ლათინური კულტურა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ არა თუ შეინარჩუნა თვითმყოფადობა, არამედ "შეძლო"დამპყრობელთა ასიმილირება თავის წიაღში.
711წელსთითქმის მთელი ესპანეთი მოექცა არაბთა გავლენის ქვეშ. უძლიერესმა მავრულმა(მავრიტანულმა) კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა თვით ესპანეთის მკვიდრი მოსახლეობის ენაზეც.
13-ე საუკუნეში კულტურულ-პოლიტიკური ცენტრის კასტილიაში გადანაცვლებამ გამოიწვია კასტილიური დიალექტის გადაქცევა ესპანური სალიტერატურო ენის საფუძვლად. ამითაა გამოწვეული ტერმინ-lengua castellana-ს ხმარება ესპანური ენის აღსანიშნავად.
ამჯამად ესპანურ ენაზე ლაპარაკობენ ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში(ბრაზილიის, ჰაიტის და გვიანას გარდა), სადაც ის წარმოადგენს სახელმწიფო და სალიტერატურო ენას(აგრეთვე ფილიპინებზე)
(ესპანური ენის სახელმძღვანელო უცხო ენების ინსტ. პირველი კურსისათვის. მოსკოვი.)