მინდა აქვე დავაკოპირო 1 საინტერესო სტატია:
მეორე უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს, დაწყებული ბანალური სწავლის ჩვევიდან და დამთავრებული ძალისმიერი აუცილებლობით.
ცოტაოდენი სტატისტიკა
მეორე სპეციალობის შესწავლის თავისებურებებზე ჩატარებულ კვლევის თანახმად 61%-ზე მეტი, ვისაც მეორე უმაღლესი განათლების მიღება სურს, წარმოადგენენ უკვე საკუთარი სპეციალობით დასაქმებულ ადამიანებს. სტუდენტების უმრავლესობამ, მეორე სპეციალობის შესწავლის მთავარ მოტივად დაასახელა კარიერული წინსვლისკენ სწრაფვა.
როგორც კვლევამ აჩვენა, წარმატებული კარიერის მშენებლობისთვის აუცილებელია სპეციალიზაციის სრული ცოდნა. ამიტომ, განსაზღვრულ დონემდე მისვლის შემდეგ სპეციალისტები ცოდნის უკმარისობას განიცდიან, ხოლო კარგი სპეციალისტები ამ ცონდის უკმარისობის ლიკვიდირებას ცდილობენ.
ჩატარებულმა გამოკითხვამ ასევე გამოავლინა, რომ დამატებითი ცოდნის შეძენას მეორე სპეციალობის შეძენის მსურველები ძირითადად ასპირანტურაზე ან პროფესიულ კურესბზე სწავლით ახერხებენ.
მეორე დიპლომის მიღების თავისებურებები
როგორც ზემოთ ვახსენეთ, უმაღლესი განათლების ხელმეორედ მიღების საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს. მაგალითად, ვიღაცა აღმოაჩენს, რომ მის მიერ არჩეული პროფესია სულაც არ შეესაბამება მის ინტერესებს; ვიღაც მოეწყო კარგ სამსახურში, მაგრამ არა თავისი სპეციალობით (ხოლო კარიერული წინსვლისთვის თეორიული ცოდნა აუცილებელია), ხოლო ვიღაც დამატებითი განათლების მიღებით შემოსავლების გაზრდას პროგნოზირებს.
ხშირად ადამიანები მეორე სპეციალობის მიღებისკენ იღწვიან საკუთარი ცხოვრების ან უბრალოდ პროფესიის შეცვლის მიზნით.
უნივერსიტეტების უმრავლესობა აბიტურიენტთა ასაკობრივ ზღვარს არ აწესებს. მხოლოდ ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს აქვს ასაკობრივი ბარიერი, რომელიც უფრო ხშირად 40-45 წელს შეადგენს. ამდენად, მეორედ უმაღლესი განათლების მიღება ნებისმიერ ასაკში შეიძლება.
განმეორებითი სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან პირველი და მეორედ არჩეული სპეციალობები.
მაგალითად, თუ სასწავლო დისციპლინები არ კვეთენ ერთმანეთს, სწავლების დრომ შესაძლოა მიაღწიოს სამიდან ხუთ წლამდე. მაგრამ თუ არჩეულ სპეციალობებს ბევრი საერთო დისციპლინა აქვთ, ასეთ შემთხვევაში მეორე დიპლომის აღება დაახლოებით 1-2 წელიწადში შეიძლება. ასევე, ინდივიდუალურად არის შესაძლებებელი შესასწავლი საგნების საათების რაოდენობის შემცირება, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეს საგანი უკვე გავლილი აქვს პირველი დიპლომის ასაღებად.
როგორც წესი, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, მეორედ უნივერსიტეტში ჩაბარება გაცილებით ადვილია, რამდენადაც მისაღები პროცედურა მარტივდება. უმეტეს შემთხვევაში, ეს პროცედურა მოიცავს სათანადო საბუთების წარდგენას და გასაუბრებას, ან ტესტირებას, განსაზღვრულ საგანში.
მეორე სპეციალობაზე ჩასაბარებლად, როგორც წესი, პირველ სპეციალობას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ახლომდგომ პროფესიას, რიგ შემთხვევებში, მაინც ანიჭებენ უპირატესობას.
მეორე სპეციალობის მიღებას კიდევ ერთი მახასიათებელი გააჩნია - ამ შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია კორექტირება გაუწიოს საკუთარ ცოდნას, ფუნდამენტურ დისციპლინებზე მეტი დროის დათმობით, რომლის ათვისებაზეც არის დამოკიდებული არჩეულ პროფესიაში წარმატება.
http://news.edu.aris.ge/eduworld/3201-ra-s...-ganaTleba.html