#54669064 · 17 May 2019, 04:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ გაგაცნობთ ვითარების არსს.
პაციენტი გახლავთ 60 წლის მდ. სქესის, დიაგნოზით - მარცხენამხრივი ჰემიფიციალური სპაზმი, თანმხლები დაავადება არტ. ჰიპერტენზია.
პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია 1 მაისს. (თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში) 4 მაისს იქნა გაწერილი.
პოსტ ოპერაციული პერიოდი წარიმართა პოზიტიურად. მანამ, სანამ იქნა ამოღებული ნაკერები (ეს გახლავთ ყურს უკან, კეფისკენ უბანი - საიდანაც მოხდა შეღწევა და ნერვისა სისხლძარღვის განცალკევება).
ნაკერების ამოღების შემდეგ (ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ) პაციენტს აღენიშნა მაღალი სიცხე. [აღსანიშნავია, რომ ოპერაციის ასე ვთქვათ გაიდლაინის მიხედვით მათი ამოღება უნდა მომხდარიყო 13 დღის შემდეგ, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ამ ძალიან რთულმა ოპერაციამ, კარგად ჩაიარა და პოსტ-ოპერაციული მდგომარეობაც პაციენტისა დადებითი და დამაკმაყოფილებელი იყო, ჩვენი აზრით ექიმებს მისცა იმის გამბედაობა და იმაში დარწმუნების საშუალება რომ ყველა ეპიზოდმა - საოპერაციო და პოსტ- ოპერაციულმაც კარგად ჩაიარა და აქედან გამომდინარე მისცეს თავს საშუალება დროზე ადრე განეხორციელებინათ პოსტ-ოპერაციული პერიოდის დასრულება - ანუ ძაფების ამოღება.
როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, ნაკერების ამოღება ნაჩქარევი იყო და შედეგაც ნაოპერაციები უბანი დაინფექცირდა.
დათესვამ გამოავლინა არა-იდენტიფიცირებადი ბაქტერია, ინფექცია. რომლის მიმართ საბრძოლველი ანტიობიოტიკი უნივერსალურია და არა კონკრეტული. თუ საჭირო იქნება რა თქმა უნდა დავწერ იმ ანტიბიოტიკსაც რისი საშუალებითაც ამ მომენტისთვის ხდება მკურნალობა (უბრალოდ არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მიმაჩნია ეთიკურად მისი დაკონკრეტება იმდენად რამდენადაც მისი დასახელების შემთხვევაში შესაძლოა კლინიკაც გახდეს ცნობილი და მიუხედავად იმისა რომ არსებობს ჩემი, როგორც ოჯახის წევრის მხრიდან მცირე მაგრამ მაინც პრეტენზიები, არ მინდა ასე ვთქვათ გამოვდო და არაეთიკურად გამომივიდეს აღნიშნული კლინიკის მიმართ დამოკიდებულება), თუმცა ვიტყვი რომ ეს ანტიბიოტიკი რა თქმა უნდა გახლავთ საერთაშორისო და მაღალი სტანდარტების მქონე ანტიბიოტიკის ქართული ანალოგი [ ანუ დაახლოებითი დამოკიდებულება არის გერმანიაში აწყობილი მერსედესი და საქართველოში აწყობილი მერსედესი].
რა თქმა უნდა პროცესი მიმდინარეობს კლინიკის ინფექციონისტის ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა გადაზღვევის მიზნით მე საჭიროდ ვთვლი რომ აღნიშნული ანალიზები და ზოგადად პაციენტის ისტორია გავაცნო სხვა ინფექციონისტსაც, სხვა ნეიროქირურგსაც და ყველას აი ამ კონკრეტულ თემასთან ახლოს იდგეს თავისი მაღალი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით,
გთხოვთ მირჩიოთ ვისთან შემიძლია გარდა იმ კლინიკისა სადაც მიმდინარეობს პაციენტის მკურნალობა გავიარო კონსულტაციები და გავაცნო არსებული სურათი.
ასევე არანაკლებ მაინტერესებს თქვენი აზრი საქართველოში წარმოებულ ანტიბიოტიკებსა და მსოფლიო სტანდარტების მქონე ანტიბიოტიკებს შორის სხვაობასა ან იდენტურობის შესახებ/
დიდი მადლობა!
--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
|