https://www.facebook.com/1stchannel/videos/...MTI4Nzk3Njc1OQ/„აზარტის მძევლები" - „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი ⤵️„აზარტის მძევლები" - „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი ⤵️
აზარტული თამაშები, რომლებიც ახალგაზრდების თვითმკვლელობით მთავრდება. პირდაპირ სახლებში შემოჭრილი ონლაინკაზინოები – კაზინოები ჩვენს პერსონალურ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში. ელექტრონული თამაშების კლუბები ყველა ფეხის ნაბიჯზე, ზღვარდაუდებელი რეკლამა, რომელიც ფეხდაფეხ დაგვდევს და თამაშისკენ მოგვიწოდებს. თამაშები, რომლებშიც ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეს კომპიუტერული პროგრამა განსაზღვრავს და არა თამაშის ლოგიკა. „გამომძიებელი რეპორტიორის“ რამდენიმე ექსპერიმენტი ელექტრონულ კლუბებში და აღმოჩენილი მძიმე კანონდარღვევა; აზარტული ბიზნესის მხარდაჭერის ინტერესი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში იკვეთება; ჩვენ მიერ აღმოჩენილი საეჭვო სქემა, მანკიერი ფინანსური წრე, რომელსაც ეროვნული ბანკი ვერ ხედავს
* * *
არ ითამაშო აზარტული თამაშები და მოიგე ცხოვრება!!!
This post has been edited by დოჩანა on 17 Jan 2020, 17:47