forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (42) « პირველი ... 40 41 [42]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის მეტრო, ნაწილი XII
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9551
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 16:48  #51547102      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ასეთი წეწვა გლეჯვა როა მეტროში სულ მაგიტოა რომ ყიდულობს ეს ხალხი მანქანებს და მაგიტოა დედა აქ ნატირები თბილის საცობებით. ყველასთან გაიგივებულია თბილისის მეტრო გადაჭედილ ვაგონებთან ოფლის სუნთან და დისკომფორტთან .

sad.gif


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
Accident
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 33073
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 16:57  #51547154      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
და შენ რატომ მოიწყინე?

კერძო თუ გახდა, მერე უფრო იქნება წეწვა, რადგან მოგება მაშინაა მეტი, როცა ნაკლებით დანახარჯით, მეტი მგზავრი გადაგყავს.
ეგ თუ არ მოგწონს, გამოდის რომ ემხრობი, მეტი შემადგენლობის გამოყვანას და სახელმწიფოს ხარჯების ზრდას, მოვლა/ცვეთაში.


ასე რომ, მოწყენილი სმაილი შეგიძლია დაწერო, როცა ვაგონების სიძველეზე, სადგურის რემონტზე ან მსგავსს საკითხებზე დაიწუწუნებენ, ამაზე არ გამოგადგება down1.gif
SabaGEO
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1694
წევრი No.: 131531
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 17:53  #51547474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Accident
ხო მაგრამ დელისს სხვა ხმა ამბობდა
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9551
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 19:24  #51547974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Accident
QUOTE
და შენ რატომ მოიწყინე?

კერძო თუ გახდა, მერე უფრო იქნება წეწვა, რადგან მოგება მაშინაა მეტი, როცა ნაკლებით დანახარჯით, მეტი მგზავრი გადაგყავს.
ეგ თუ არ მოგწონს, გამოდის რომ ემხრობი, მეტი შემადგენლობის გამოყვანას და სახელმწიფოს ხარჯების ზრდას, მოვლა/ცვეთაში.


ასე რომ, მოწყენილი სმაილი შეგიძლია დაწერო, როცა ვაგონების სიძველეზე, სადგურის რემონტზე ან მსგავსს საკითხებზე დაიწუწუნებენ, ამაზე არ გამოგადგება


იმედი მაქვს შენ მაინც გესმის, კერძო იმიტომ მინდა რომ მარტო მაგ შემთხვევაში არის შანსი მიიღწეს უკეთესი მდგომარეობა.
ოღონდ ვერ მოვიფიქრე (ჯერ) როგორ უნდა მოეწყოს რომ გამოყენებულ იქნას კერძოობის უპირატესობა.

სახელმწიფოს კიდე უნდა მოვთხოვოთ ის რაც მისი უპირველესი მოვალეობაა - წესრიგის უზრუნველყოფა. თუ ამას არ (ვერ) ასრულებს, ან ცუდად ასრულებს, სხვა რამეზე პრეტენზიაც აღარ უნდა გქონდეს მაშინ.


This post has been edited by nforumi on 22 Oct 2017, 19:26
AUTOCRAT
Annuit Cœptis


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4442
წევრი No.: 127283
რეგისტრ.: 10-February 11

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 21:25  #51548770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
სახელმწიფოს კიდე უნდა მოვთხოვოთ ის რაც მისი უპირველესი მოვალეობაა - წესრიგის უზრუნველყოფა. თუ ამას არ (ვერ) ასრულებს, ან ცუდად ასრულებს

მაშინ ეგეც გავყიდოთ up.gif


--------------------
« המוסד למודיעין ולתפקידים מיוחדים »
« Dulce Et Decorum Est Pro Patria Mori »
« თუ ჩვენ ომის მოგება გვინდა, მაშინ უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა. ჩვენ ან უნდა მოვიგოთ ან მოვკვდეთ » © ისრაელ ტალი
« This is my rifle, this is my gun. This is for fight, and this is for fun »
JSB14BSJ
==NSDAP==


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1590
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 22:34  #51549214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nforumi
კერძო როა მარშრუტკები, მოგწონს, რო ინტერვალები აქვს დიდი, მანქანები რო მოუვლელი და გაუმართავია, 22 საათის მერე მარშრუტკას რო ვერ დაინახავ ქუჩაში, მძღოლები რო თან ეწევიან, თან ტელეფონზე ბაზრობენ და თან მოძრაობის წესები ჰკიდიათ?

ცოტა ფართოდ და აბსტრაქტულად შეხედე ყველაფერს. კერძო რო გახდეს მეტრო, ისეთი ბეზპრეძელი აიწევა მეტროში, მტრისას. თუ მიწისზედა ტრანსპორტის გაუმართავობა ნელი მოქმედების ბომბია და საბურავის ნამწვისფერი კვამლი გასდის მაყუჩიდან, რაც დროში ნელა მოქმედებს, მეტროში ერთი ასეთი ხელის მიშვება და დაკიდება და ხო იმწამსვე ადამიანური მსხვერპლით დამთავრდა ყველაფერი.

წაიკითხე წინა თემებში ან წინა გვერდებზე, ჰკითხე აქ ვინმეს ან შენით მოძებნე, რამდენი სხვადასხვანაირი უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, სამუხრუჭე, სასიგნალო და ა. შ. სისტემა აყენია და მათ მართვას და მათ მანქანური ენის "გაგებას" რამდენი ცოდნა უნდა. თქვენი მსჯელობები და კამათი არ წამიკითხავს წინა გვერდებზე, მაგრამ მიკვირს, რო მეტროს პროვატიზების მომხრე ხარ, ჩვენს დღევანდელ რეალობაში, როცა კანონით საერთოდ არაფერი - საერთოდ არაფერი არაა რეგულირებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგები:
მედიცინა
განათლება
სურსათი
კვება
არის აბსოლუტურად დერეგულირებული და თავისუფალი. აგრეთვე ტრაგიკულობამდე თავისუფალია კანონისმიერი რეგულირებისგან ტექნიკური დარგები - არავითარი კონტროლი, სრული განუკითხაობა, ხოლო მეორეს მხრივ, ის ინსტიტუციები, რამაც ტექნიკური დარგის ხალხი უნდა მოამზადოს, სრულიად გაცამტვერებული და დედაშეურაცხყოფილი. ეს იმბეცილები რაღაც ქიმერებს ეპოტინებიან და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებაში ისვრიან ფულს, როცა სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ჯერ კიდევ აქ არის და დგას (რაც დგას - ნაწილი ყოფილი დედა დედოფლისაა, ნაწილი კიდევ სხვების, ნაწილიც მგონი უფლებრივადაა დატვირთული და ა. შ.).

მშენებელს რომ რამის აშენება უნდა, აბსოლუტურად ყველაფერი ხდება ქაღალდზე და მიშვებულია თვითდინებით და ბედის ანაბარა. პროექტის შეთანხმება, მშენებლობის კონტროლი, ექსპლუატაციაში მიღება - ეს მხოლოდ ქაღალდზე ხდება და არავითარ კონტროლს და მიღებას სინამდვილეში ადგილი არ აქვს.

გაინტერესებს, რატომ?
იმიტომ, რომ მუსტაფას და აბდულას, რომლებიც იმას ჰყავდა შემოყვანილი, თავისუფალი გარემო უნდა ჰქონოდა, რომ ბრძენი ქართველი ერის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე აქ ფული ეკეთებინა და წილი იმისთვისაც მიეცა. ეს საკითხები რო დარეგულირებული და მოწესრიგებული ყოფილიყო, მუსტაფა და აბდულა აქ კი არ შემოვიდოდნენ და მსოფლიოში ყველაზე მაგარ აეროპორტს კი არ ააშენებდნენ, სადაც იმავე ზამთარს წყალი ჩავიდა. და ასე ყველა დარგში. ბენდუქიძემ კიდე ახალი სიბრძნე დააბრეხვა - რად გვინდა სურსათის კონტროლი, ვინმე რო მოიწამლება ან დაიბრიდება, ხალხი მეტი იმ პროდუქტს ხო აღარც იყიდისო - ამას ჰქვია "ბაზარი დაარეგულირებს". და ბრძენმა ქართველმა ერმა დუმილით გამოხატა თანხმობა.

ისევ ტექნიკურ დარგებს დავუბრუნდეთ. შენ იცი, რომ 2010 წელს ერთმა ადამიანმა ჯანმრთელობის ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო. ის პირი, ვისგანაც ჯანმრთელობა დაუზიანდა, საკანონმდებლო რეგულირების თვალსაზრისით, აღმოჩნდა კბილებამდე შეიარაღებული და დაცული, ხოლო დაზარალებული - უკიდურესობამდე დაუცველი და აი როგორ:
- არ არსებობდა დარგის მარეგულირებელი კანონი;
- არ არსებობდა და დღემდე არ არსებობს პასუხისმგებლობის ზომა ამ კონკრეტული დარღვევისათვის;
- არ არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც უნდა შექმნილიყო იურიდიული პირი, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა შეექმნა ამ დარღვევის ფაქტის დამდგენი იურიდიული პირი;
- წინა პუნქტში მითითებული კანონი მთავრობის დადგენილების თანახმად, უნდა შემუშავებულიყო 2019 წლისათვის (არ დაგავიწყდეს, მოქმედება ხდება 2010 წელს).

იმის თქმა მინდა, რომ აქ როგორც აგიხსნეს, თუ რატომ არ შეიძლება მეტროს პრივატიზება, იმ მიზეზების გარდა კიდევ იმიტომ არ შეიძლება, რომ ქვეყანაში, სადაც კანონი არ არის კანონი და სადაც კანონი "ზედა რგოლის" დასაცავადაა და არა ყველასთვის, არ არის ის პირობები, რომ ადგე და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფუნქციის მქონე სახელმწიფო აქტივები კერძო პირებზე გააპიროვნო. თუმცა იმან რისი გაყიდვას შეიძლებოდა, ყველაფერი გაყიდა ტიპმა, მტერი ვერ გაყიდდა ყველაფერს ისე, როგორც იმან გაყიდა, თან ვიზე გაყიდა? რუსებზე და მონღოლოიდებზე - ჰესები, ქარხნები, ქსელები, ტერიტორიები და ა. შ., მაგრამ რაღაც ხო დარჩა, არა... მეტი მაგალითი რად გინდა - ტავი შემოიყვანა ტიპმა და 50 წლის განმავლობაში თბილისიდან 150კმ რადიუსში აეროპორტის აშენების უფლება აღარ გვაქვს. ბათუმის აეროპორტი საერთოდ მისცა მონღოლოიდებს - ათხოვა რა უვადოდ.

ჩვენ ძალიან შორს ვართ ცივილიზაციისგან, ნეონის ჭყეტელა შუქრეკლამები და ქუჩებში გამოფენილი ლათინური ანბანი (რაც საკუთარი ანბანისა და ენის უცოდინარობას ნიშნავს) ნუ შეგიყვანს შეცდომაში. იმდენად შორს ვართ, რომ სიტყვა "ინვესტიციის" მნიშვნელობა არ ვიცით და "ინვესტორი" გვგონია ნებისმიერი მუსტაფა და აბდულა (აქ სხვა არავინ ჩამოდის), რომლებიც აქ საროსკიპოს და საპარიკმახეროს ხსნიან და $20000-ს ხარჯავენ ან ვინმე იურიდიული პირი, რომელიც 1000000-ს ხარჯავს, მაგრამ მოგება ეგრევე ოფშორში გააქვს. "ინვესტიცია" სხვა რამეა, ინვესტიცია არის გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთოერთობა, სადაც მოგება ისევ აქ ტრიალებს, მხოლოდ მოგების მესამედი ან მეოთხედია თავისუფალი და ეგ მესამედი თუ მეოთხედი უნდა ოფშორში გადაუქაჩია, უნდა გაუკვეხებია, უკაცრავად ფრანგულისთვის.

მერე, აქ ჩამოსულ აბდულას და მუსტაფას სხვადასხვა მიზეზთა გამო რო ბინის ქირის გადახდა გაუჭირდათ, აქაურობის მორიგმა მამამარჩენალმა იცი, რა გააკეთა? აღსრულების კანონში და სამოქალაქო კოდექსში ცვლილება შეიტანა, რითიც საპოლიციო გამოსახლება აიკრძალა და ახლა ცხოვრობენ ქართველების ბინებში "თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი", გადაუხდელი აქვთ 6 თვის ბინის ქირა და საქმე სასამართლოებშია, სასამართლომდე კი გაიტანენ აქედან კაპიტალს და მოიხევიან და ეგაა, ყველაზე კარგ შემთხვევაში გამქირავებელი გადაუხდელ ქირას მიიღებს რამდენიმე თვის დაგვიანებით, პირგასამტეხლოს და ზიანს ვინ ჩივის.

ეს სინადმვილეში გაკეთდა არა ქართველი იპოთეკით დაზარალებულების, არამედ "ინვესტორების" მოთხოვნით და გაბაზრდა და დარეგისტრირდა, როგორც ქართველი იპოთეკით დაზარალებულების მოთხოვნით გაკეთებული ინიციატივა. თუ ამაში ეჭვი გეპარება, გადაავლე თვალი სტატისტიკას - რამდენ ეთნიკურ ქართველს ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რამდენ არაქართველს ეგრევე დაუკმაყოფილეს. თუნდაც იმ ინგილო თუ ფერეიდნელი ქართველების ამბავი რად ღირს.

ამ პოლიტიკაზე დამყნობილ შინაარსებს იმიტომ გეუბნები, რომ აგიხსნა, სადაა დედამიწა და სად - ჩვენ, ბრძენი ქართველი ერი.


--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით
მზე ხარ გაბრწყინვებული
--
ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9551
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 23:40  #51549669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
JSB14BSJ
ჩვენს შორის ერთი სერიოზული სხვაობაა მთავრობისადმი დამოკიდებულებაში:
თქვენ გგონიათ რომ ნებისმიერი პრობლემური საკითხის მოგვარება უნდა გადაეკისროს მთავრობას (შესაბამისად მისი ზომა გაიზარდოს) და ის (ანუ კეთილი ძია) უზრუნველყოფს მის გადაჭრას.

მე კიდე მგონია რომ მთავრობა არ არის კეთილი ძია, ის აუცილებლად უნდა აკონტროლოს საზოგადოებამ. ამასთნ, პატარა მთავრობის კონტროლი კიდე შეიძლება, დიდი მთავრობის კი შეუძლებელია.

მთავრობამ უნდა უზრუნველყოს წესრიგი, სამართლიანი წესრიგი, ეს არის მისი უპირველესი მოვალეობა.

მესმის თქვენი ლოგიკა, მაგრამ შეეცადე გაიგო ჩემი. მაგალითად, ვინმემ მომყიდა რაღაც და სახლში აღმოვაჩინე რომ არის დაზიანებული. წავედი სასამართლოში და მეორე დღეს (და არა წლების შემდეგ, როგორც ახლაა, თუ საერთოდ მიაღწიე საკითხის გადაწყვეტას) გამყიდველი დაჯარიმდა ჩემს სასარგებლოდ. ზიანი ამინაზღაურდება სრულად. მძღოლი ეწევა 'მარშუტაკში'? ვუჩივლე და მეორე დღესვე მოუწევს ზიანის ანაზღაურება (და არა წლების შემდეგ). თუ ამ სისტემას გავმართავდით აბა თუ გაბედავდა ვინმე ან მოტყუებას, ან ზიანის მოყენებას ჩვენზე. ანუ, პასუხი უნდა აგოს ნებისმიერმა თავის ქმედებაზე, თან დაუყოვნებლივ. აგებინოს პასუხი არის სახელმწიფოს ფუნქცია, მართლა რეალურად რაც მან უნდა აკეთოს. არადა ამას აშკარად არ აკეთებს. ახლა შენ მეუბნები, თავის ფუნქციას არ ასრულებს (მე მგონი ამაში მეთანხმები რომ არ/ვერ ასრულებს) და სხვა ფუნქციებს თუ დავუმატებთ და შევუთავსებთ იმას გააკეთებს კარგად?

რა ვიცი, მე ამას ვერ დავიჯერებ. თქვენ?



Accident
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 33073
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 23 Oct 2017, 00:28  #51549945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
QUOTE
იმედი მაქვს შენ მაინც გესმის, კერძო იმიტომ მინდა რომ მარტო მაგ შემთხვევაში არის შანსი მიიღწეს უკეთესი მდგომარეობა.

ხოდა მანდ ცდები ზუსტად, რომ გგონია კერძო ჯობია სახელმწიფოს - ნებისმიერ შემთხვევაში.

არის კონკრეტული პირობები, კონკრეტული გარემოებები - როცა კერძო და თავისუფალი ბაზარი ვერ მუშაობს ეფექტიანად, ბაზრის ყველა მონაწილესთვის (უმეტესად მომხმარებელთათვის) - ასეთ შემთხვევაში დგება კონტროლის, ჩარევის და მართვის საჭიროება.


ასე რომ, შენი მიდგომა, რომ ეფექტიანობის გაზრდის წინაპირობაა კერძოობა - არასწორია.
რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ ბუნებაში შეიძლება არსებობდეს ვარიანტი, როცა კერძომ უფრო დიდი შედეგი დადოს, მაგრამ მასე, სახელმწიფო მართვის ვარიანტიც შეიძლება არსებობდეს, რომელმაც შეიძლება კერძოზე, კიდევ უფრო მეტი შედეგი დადოს.

ანუ, იმის თქმა მინდა, რომ კერძო იმთავითვე მუნიციპალურზე ეფექტიანს არ გულისხმობს-მეთქი.
მითუმეტეს ისეთი მოცემულობის პირობებში, როგორშიც მეტროა - ბუნებრივი მონოპოლიის და მომხმარებელთა დიდი რაოდენობით დაკმაყოფილების საჭიროების.



ჩვენ რომ ვლაპარაკობდეთ სმარტფონების ბიზნესზე, მაშინ კი ბატონო - დიდი ალბათობით შეიძლება გვეთქვა, რომ სახელმწიფოს ჯობია, კერძომ მართოს ეს ბიზნესიო.
რადგან, იქ მთავარი გაყიდვებიდან მიღებული მოგება იქნებოდა, არც მომხმარებელი გვედარდებოდა და ა.შ. კიდებ საჭიროა ბევრი სხვა პირობის არსებობაც.

მაგრამ მეტროს შემთხვევაში მიზანი სულ სხვა მოგების და სულ სხვა შედეგის მიღწევაა.
ამიტომ, ასეთ პირობებში, გადაჭრით თქმა, რომ კერძო აჯობებს სახელმწიფოს იქნება, რბილად რომ ვთქვათ არაკომპეტენტურობა.

იმ მიმართულებით კი არ უნდა იფიქრო, რომ აუცილებლად კერძო გახდეს, არამედ იმ მიმართულებით, თუ რა ნაწილშია მეტი ეფექტიანობის მიღება საჭირო, რა ნაწილში შეიძლება მივიღოთ ზარალი და ა.შ.
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადგინდეს, სახელმწიფო უკეთ გააკეთებს საქმეს, კერძო თუ რამე სხვა ჰიბრიდული ფორმა.
თავიდანვე გამორიცხვა და თქმა, რომ სახელმწიფოს კერძო აჯობებს, არასერიოზულობაა, რადგან ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.



QUOTE
სახელმწიფოს კიდე უნდა მოვთხოვოთ ის რაც მისი უპირველესი მოვალეობაა - წესრიგის უზრუნველყოფა. თუ ამას არ (ვერ) ასრულებს, ან ცუდად ასრულებს, სხვა რამეზე პრეტენზიაც აღარ უნდა გქონდეს მაშინ.

სახელმწიფო ძალიან ზოგადი ცნებაა, მისი მოვალეობა ფართოა და ყველაფერს შეიძლება მოიცავდეს და ერთი მიმართულების უარესობა, არ გამორიცხავს მეორეს უკეთესობას.
ეს არგუმენტი არ გამოდგება ისეთი კონკრეტული პრობლემის ისე მარტივად გადასაწყვეტად, როგორიც მეტროა.

დებულება, რომ რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს წესრიგს, ე.ი. მეტროს კერძო უკეთესად მართავს, ძალიან ბევრ ცდომილებას მოიცავს საკუთარ თავში.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (42) « პირველი ... 40 41 [42]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0217 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]