Levan chარადა ყველა თამაშზე ველოდები, ახლა წავიფორხილებთ-თქო და მაინც ბოლომდე ვუბერავთ
ჯერჯერობით ძალიან გვწყალობს ბედი, რომ წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობას ჯანმრთელად ვინარჩუნებთ, მითუმეტეს ამხელა დისციპლინის და ფიზიკური მოთხოვნების ფონზე, რაც მოიესს აქვს. პლ-ში მგონი ყველაზე ცოტა ფეხბურთელი გვყავს გამოყენებული ჯამში.
3-ვე ფრონტზე გადასარევად ვქაჩავთ, მაგრამ რეალურად რას უნდა ველოდოთ ამ სეზონში, ბოქსინგის მერე უფრო დავინახავთ. იანვარშიც 2 ტრანსფერი მაინც გვჭირდება ცენტრალური ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციებზე
გუშინ ყველამ დახატა, მაგრამ რაისი-სოუჩეკი ალბათ საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი მაინც არის პრემიერ ლიგაში. რაისს წელს შეტევაშიც მომატებული აქვს, ძალიან წაადგა ევროპის ჩემპიონატი თვითრწმენის ამბავშიც, გრძელი პასებიც დაამუღამა და კარგად ანაწილებს ბურთს. სოუჩეკის ფიზიკური მომზადება კიდე არ ვიცი, სასწაულია ეს კაცი. თითქმის ყველა შეტევაზე, რომელიც ფლანგიდან მიდის, საჯარიმოში ჩადის თავით სათამაშოდ და თუ არაზუსტი ქროსია, მერე სწრაფად უწევს თავის ზონაში დაბრუნება და თითქმის ყოველთვის კარგად ახერხებს ამას. რავი მე რაისის ადგილზე მინიმუმ 1 სეზონი კიდევ არ წავიდოდი, რა იცი რა გამოდნეს ამ პროექტიდან. თან ჰყავს მწვრთნელი, რომელიც მუდმივად ავითარებს და ყავს მუშა პარტნიორი, რომელიც მუდმივად აზღვევს
იმედია, სანაკრებო კუდს არ მოიქნევს და ჯანმრთელად დაგვიბრუნდება ყველა. ევროპის ლიგაზე აწი გადახალისებული შემადგენლობაც შეგვიძლია ვათამაშოთ ეს 2 თამაში და მერე თებერვლამდე შეგვეშვება.
Moyessiah