ღმერთის რწმენა ინდივიდისათვის ორი მიმართულებით ვლინდება: მორალური ორიენტირად და მისტიკური გამოცდილებად.
ეკლესია კი ანუ ორგანიზირებული რელიგია აუცილებლად არის სოციალური წყობის და პოლიტიკის ნაწილი.
სანამ სახელმწოფო რელიგიად გამოაცხადებდნენ ქრისტიანობა დისიდენტური მოძრაობა გახლდათ რომის იმპერიაში.. გამარჯვების შემდეგ რომის მართველობის იდეოლოგიური ქვაკუთხედი...
ეს ტრანსფორმაცია აგერ ერთ თაობაში კვლავ ვიხილეთ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემსწრეთ...
საბჭოთა კავშირში დაჩაგრულ დევნილი დისიდენტების ნავასაყუდელი დღეს პრავასლავნიკობა პუტინის ერთ ერთი ქვაკუთხედია. ეს რუსულ ეკლესიას რაც შეეხება.
ქართული ქრისტიანობა ზუსტად ირანელების ჯინაზე აღმოცენდა( იხ. "მოქცევაი ქართლისაი") და ზუსტად ჩვენს გარშემო არსებული აღმოსავლეთიდან თავის გამოყოფის და ევროპის პოლიტიკური არჩევნის გამოვლენა გახლდათ.
მეცხრამეტე საუკუნემდე ქრისტიანობა და ქართველობა იდენტიფიცირებული გვქონდა, ღვთის სამსახური ავტომატურად იწვევდა სამშობლოს სამსახურს და პირიქით. მიმდინარე რომის ანუ რუსეთის მიერ გადაყლაპვის შემდეგ ქრისტიანობა ავტომატურად ჩაგვრის იარაღად გვექცა და ჩვენც ინტენსიურად მივატოვეთ... განსაკუთრებით მწარედ ნიკოლოზ მეორე ეგზეკუცია გამოვლილ გურიაში ასწორეს მიწასთან ეკლესიები.
დღეს ჩვენი ეკლესია დგას პოლიტიკურ გასაყარზე... ან ისევ იქცეს რუსეთის მიერ საქართველოს ჩაგვრის იარაღად....
ან ევროპული არჩევნის გამოხატულებად მოწოლილი აღმოსავლეთის ფონზე....
მორალური ორიენტირის როლი მწარედ ჩააფლავა ჩვენმა ეკლესიამ, 90 წლების კაციჭამიაობიდან ამოსვლის გზა კი გვაჩვენა, მაგრამ დღევანდელ გამოწვევებს ოქროსმოყვარულობას გადამკიდე ვერ უმკლავდება.
გაგრძელება იქნება. ....
This post has been edited by sulo on 20 Aug 2017, 14:01