Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > თბილისის გადარჩენა შეიძლება მისი გაზრდის შეჩერებით


Posted by: temart 12 Oct 2017, 09:59
საქართველოში 3.7 მილიონი მოსახლეობაა ------------თბილისში 1.1 მილიონი
შვეიცარია 8 მილიონი---------------------------------ბერნი 128 ათასი
დანია 5,6 მილიონი --------------------------------კოპენჰაგენი 1.1 მილიონი
შვედეთი 9.8 მილიონი ------------------------------სტოკგოლმი 900 ათასი.
საფრანგეთი 66 ილიონი---------------------------------პარიზი 2.2 მილიონი
გერმანია 80 ილიონი -----------------------------------ბერლინი 3.4 მილიონი


კომუნისტების დანაშეულებრივი პოლიტიკის ბრალია თავკომბალა თბილისი.
მიშას მცდელობა განეტვირთა თბილისი და თანაბრად განაწილებულიყო მოსახლწეობა ქვეყანაში ბიძინას ბედოვლათებმა შეაჩერა.



ახალმა მერმა უნდა შეაჩროს თბილისის ზრდა და ყველაფერი გააკეთოს მოსახლეობის რეგიონალურ ცენტრებში დასაბრუნებლად.



სამწუხაროა რომ ამ ჭრილში იმედზე გამართულ დებატებზე მერობის კანდიდატებიდან მხოლოდ კუკავამ ისაუბრა.



Posted by: AUTOCRAT 12 Oct 2017, 11:03
QUOTE
კომუნისტების დანაშეულებრივი პოლიტიკის ბრალია თავკომბალა თბილისი

ნებისმიერი ფინანსურად და ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი თავკომბალაა, აქ სავოკი არაფერ შუაშია.
QUOTE
მიშას მცდელობა განეტვირთა თბილისი და თანაბრად განაწილებულიყო მოსახლწეობა ქვეყანაში

ბულშით
QUOTE
ახალმა მერმა უნდა შეაჩროს თბილისის ზრდა და ყველაფერი გააკეთოს მოსახლეობის რეგიონალურ ცენტრებში დასაბრუნებლად

ეკონომიკის, სამუშაო ადგილების, ინფრასტრუქტურის, ცხოვრების ხარისხის ქვეყნის მასშტაბით განვითარების კომპეტენცია თბილისის მერს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არ აქვს.
QUOTE
კუკავამ

facepalm.gif

Posted by: temart 12 Oct 2017, 12:30
QUOTE
ნებისმიერი ფინანსურად და ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი თავკომბალაა,


ეს მაგალითბი არაფერს გეუბნება?

შეადარე პროპორციული თანაფარდობა ჩვენსა ევროპის ქვეყნებს შორის.


საქართველოში 3.7 მილიონი მოსახლეობაა ------------თბილისში 1.1 მილიონი

შვეიცარია 8 მილიონი---------------------------------ბერნი 128 ათასი
დანია 5,6 მილიონი --------------------------------კოპენჰაგენი 1.1 მილიონი
შვედეთი 9.8 მილიონი ------------------------------სტოკგოლმი 900 ათასი.
საფრანგეთი 66 ილიონი---------------------------------პარიზი 2.2 მილიონი
გერმანია 80 ილიონი -----------------------------------ბერლინი 3.4 მილიონი

Posted by: Mick-el-Angelo 12 Oct 2017, 12:40
temart
QUOTE
კომუნისტების დანაშეულებრივი პოლიტიკის ბრალია თავკომბალა თბილისი

კომუნისტების ბრალია, რომ საქართველოში სხვაგან სამუშაო აღარაა და ხალხი მასობრივად აქ მორბის.. კაი ეხლა.. smile.gif თავკომბალა კი, ზუსტად გითხრეს, ნებისმიერი ეკონომიკურად ძლიერი ქალაქია, ჩვენთან უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ სხვა ქალაქი საქართველოში პრაქტიკულად არაა და პარლამენტის ქუთაისში, მთავრობის კი თერჯოლაში გადატანით ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ. თბილისშია ფულის მოძრაობა, სანამ სხვა ეკონომიკურად მეტნაკლებად წარმატებული პუნქტი საქართველოს რუკაზე არ შეიქმნება, მოსახლეობის შემცირებაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

Posted by: temart 12 Oct 2017, 12:55
Mick-el-Angelo
QUOTE
კომუნისტების ბრალია, რომ საქართველოში სხვაგან სამუშაო აღარაა და ხალხი მასობრივად აქ მორბის..



კომუნისტების დროს გახდა თავკომბალა და ეს ტენდეცია დარჩა ძალაში დღესაც.


QUOTE
თბილისშია ფულის მოძრაობა, სანამ სხვა ეკონომიკურად მეტნაკლებად წარმატებული პუნქტი საქართველოს რუკაზე არ შეიქმნება, მოსახლეობის შემცირებაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.



თუ არ დაიწყე სხვა ქალაქების გაძლიერება თავისით არაფერი მოხდება.

პარლამენტის და სხვა საზოგადოებრივი ძლიერი ორგანიზაციების გადატანა სჭირდებოდა ქუთაისში და
არა პირიქით პარლამამენტის ისევ თბილისში დაბრუნება




Posted by: Ambitious_Person 12 Oct 2017, 14:22
მე რეგიონების გადარჩენის და "გაშენების" ეფექტურ გზას ამაში ვხედავ


შესწავლილ იქნას თბილისში სამუშაო ძალის რესურსები,
საწარმოები ბანკები

მაღაზიები
პირველი ავიღოთ საწარმოები
რადგან პირველი უნდა გადავიტანოთ ის რასაც მომხმარებელთა სეგმენტი არ სწირდება იმდენად ,
ანუ თბილისში 1.5 მილიონია და შესაბამისად მაღაზიების გახსნა აქ უღირთ.
გავუკეთოთ შეღავათები რეგიონებს.
რეგიონების მიხედვით დავსვათ "ეკონომიკის დონე"
ანუ სად "იშოვება" და ბრუნავს ფული?
შევისწავლოთ იმპორტი , რა შემოგვაქვს და რისი წარმოება შეგვიძლია .
მაგის გარეშე ფული სულ გავა ქვეყნიდან და შიგნით ვერ დარჩება

Posted by: temart 12 Oct 2017, 19:00
Ambitious_Person
QUOTE
პირველი ავიღოთ საწარმოები


ამასთანავე მგონი კანონი უნდა გამოვიდეს თბილისში ბინათმშნებლობის შეჩერებაზე .



* * *
QUOTE
გავუკეთოთ შეღავათები რეგიონებს.


საწარმოებს რომლებიც რეგიონებში გაიხსნება გადასახადი გაუნახევრდეს


Posted by: nforumi 13 Oct 2017, 10:26
AUTOCRAT
QUOTE
ეკონომიკის, სამუშაო ადგილების, ინფრასტრუქტურის, ცხოვრების ხარისხის ქვეყნის მასშტაბით განვითარების კომპეტენცია თბილისის მერს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არ აქვს.

ასეა, მაგრამ გასაკვირი რატო უნდა იყოს ეს ვინმესთვის?

Mick-el-Angelo
QUOTE
პარლამენტის ქუთაისში, მთავრობის კი თერჯოლაში გადატანით ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ. თბილისშია ფულის მოძრაობა, სანამ სხვა ეკონომიკურად მეტნაკლებად წარმატებული პუნქტი საქართველოს რუკაზე არ შეიქმნება, მოსახლეობის შემცირებაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

აზრს მოკლებული არაა, პირიქით.

temart

QUOTE
საწარმოებს რომლებიც რეგიონებში გაიხსნება გადასახადი გაუნახევრდეს

ცენტრალურ ბიუჯეტში არ უნდა მიდიოდეს ყველა გადასახადი, ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს საშუალება არეგულიროს. ეს გამოიწვევდა იმას რომ ის თვითმმართველობა, რომელიც თავისი რეგიონისთვის სწორ პოლიტიკას აირჩევდა, დაწინაურდებოდა ეკონომიკურად. ვინ იცის იქნებ თბილისზე მეტადაც კი.
არის კი ჩვენი ხელისუფლება ასეთი ნაბიჯების გადამდგმელი?


Posted by: temart 13 Oct 2017, 11:06
nforumi
QUOTE
ცენტრალურ ბიუჯეტში არ უნდა მიდიოდეს ყველა გადასახადი, ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს საშუალება არეგულიროს.


ესეც მნიშვნელოვანია,კომპლექსური ხედვაა საჭირო.

მაგრამ თბილისის გაზრდის შეჩერებაზე რომ მარტო კუკავა საუბრობს ეს არის პრობლემა.
სხვა ვერ ხედავს დავიჯერო?




Posted by: AUTOCRAT 13 Oct 2017, 11:10
temart
QUOTE
ეს მაგალითბი არაფერს გეუბნება?

ეგ მაგალითი მეუბნება იმას, რომ
1. არაზუსტი მონაცემები გაქვს
2. ადარებ თბილისი-ჭიათურის ტანდემს ბერნ-ციურიხს, რომლებიც ერთმანეთში ტოლს არ დებენ

user posted image

Posted by: nforumi 13 Oct 2017, 12:45
temart
QUOTE
ესეც მნიშვნელოვანია,კომპლექსური ხედვაა საჭირო.

მაგრამ თბილისის გაზრდის შეჩერებაზე რომ მარტო კუკავა საუბრობს ეს არის პრობლემა.
სხვა ვერ ხედავს დავიჯერო?

კომპლექსური ხედვაა საჭირო და სწორედ ამიტომ არის რომ მერი და ადგილობრივი თვითმმართველობა ვერაფერს იზამს, სანამ საკანონმდებლო დონეზე არ გადაწყდება და მიეცემათ შესაბამისი ბერკეტები.

კუკავა არ ვიცი რა მეთოდით აპირებს პრობლემის მოგვარებას. საუბრით კიდე მარსზე გაფრენაზეც შეიძლება ისაუბროს, თუკი ამით ხალხის გულს მოიგებს.


Posted by: temart 13 Oct 2017, 12:50
AUTOCRAT
QUOTE
1. არაზუსტი მონაცემები გაქვს


ეს ვიკიპედიის მონაცემებია
საქართველოში 3.7 მილიონი მოსახლეობაა ------------თბილისში 1.1 მილიონი - დედაქალაქში ცხოვრ. ქვეყ. მთლიან. მოსახ. 30%

შვეიცარია 8 მილიონი---------------------------------ბერნი 128 ათასი - დედაქალაქში ცხოვრ. ქვეყ. მთლიან.მოსახ. 2%
დანია 5,6 მილიონი --------------------------------კოპენჰაგენი 1.1 მილიონი - დედაქალაქში ცხოვრ.ქვეყ. მთლიან. მოსახ. 20%
შვედეთი 9.8 მილიონი ------------------------------სტოკგოლმი 900 ათასი - დედაქალაქში ცხოვრ. ქვეყ. მთლიან.მოსახ. 10%
საფრანგეთი 66 ილიონი---------------------------------პარიზი 2.2 მილიონი - დედაქალაქში ცხოვრ. ქვეყ. მთლიან.მოსახ. 4%
გერმანია 80 ილიონი -----------------------------------ბერლინი 3.4 მილიონი - დედაქალაქში ცხოვრ. ქვეყ. მთლიან.მოსახ. 4.5%


შენი ცხრილი კი ვერ გავიგე ,გადმოგვითარგმნე თუ შეიძლება



Posted by: AUTOCRAT 13 Oct 2017, 13:24
temart
https://translate.google.com/translate?hl=en&sl=sv&tl=en&u=https%3A%2F%2Fwww.scb.se%2Fhitta-statistik%2Fstatistik-efter-amne%2Fbefolkning%2Fbefolkningens-sammansattning%2Fbefolkningsstatistik%2Fpong%2Ftabell-och-diagram%2Fkvartals--och-halvarsstatistik--kommun-lan-och-riket%2Fkvartal-2-2017%2F&sandbox=1

Posted by: temart 13 Oct 2017, 13:37
QUOTE
შვეიცარია 8 მილიონი---------------------------------ბერნი 128 ათასი - დედაქალაქში ცხოვრ. ქვეყ. მთლიან.მოსახ. 2%



https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

Posted by: AUTOCRAT 13 Oct 2017, 14:12
temart
შვეიცარიის სტატისტიკის ფედერალური სამართველოს ოფიციალური მონაცემები. ექსელის ცხრილია
https://www.bfs.admin.ch/bfsstatic/dam/assets/194662/master

- Zürich 1 446 354
- Bern / Berne 1 009 418
- Genève 477 385
- Bezirk Andelfingen 30 654
- Bezirk Bülach 141 242

Posted by: temart 13 Oct 2017, 16:22
AUTOCRAT
QUOTE
შვეიცარიის სტატისტიკის ფედერალური სამართველოს ოფიციალური მონაცემები. ექსელის ცხრილია

QUOTE
- Bern / Berne 1 009 418



ამ ცხრილითაც ბერნში შვეიცარიის მთლიანი მოსახლეობის 12% ცხოვრობს


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)