Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ფალანგა /solpuga /solpugid /бихорка


Posted by: electri_chka 3 Aug 2010, 22:07
პირველ რიგში თუკი არასწორად და არასწორ ადგილას გავხსენი თემა მომიტევეთ.

მაინტერესებს რა გსმენიათ ამ არსების შესახებ smile.gif

რამდენიმე წლისწინ თბილის ახლოს წყლულეთში ღამე ტყეში მივუყვებოდი გზას და დავინახე როგორ გადამირბინა ფეხებთან ამ არსებამ დაახლოვებით 7სმ-ის მაინც იქნებოდა შემზარავი არსებაა თან თითქოს შიშინებდა smile.gif მას მერე სულ მინდა კიდევ წავაწყდე სადმე მაგრამ ამაოდ smile.gif

იქნებ იცით სად ბინადრობს smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


შხამიანი არ არის მაგრამ იმდენად ძლიერი ყბები აქვს თავისუფლად შეუძლია ადამიანს უკბინოს და ინფექციის შედეგად გართულდეს ნაკბენი. ძირითადად პატარა მწერებით და თავისი ნათესავი ობობებითა და მორიელებით იკვებება თუმცა ხვლიკებსაც ჭამენ მოზრდილი ეგზემპლარები და თაგვებს.

აი ვიდეო სადაც ერთი ფალანგა მეორეს ჭამს
http://www.youtube.com/watch?v=XGZ18hqrJco


ესეც გიგანტური ფალანგები თუ დააკვირდებით დაინახავთ ერთს მეორე ჰყავს დაჭერილი

http://www.radikal.ru




Posted by: Jaguar paw 3 Aug 2010, 22:14
სოლპუგები, ობობისნაირებს მიეკუთვნებიან. ძირითადად სტეპების და უდაბნოების ბინადრები არიან. ესპანეთში "მზის ობობა"-ს ეძახიან. ცუდათ შესწავლილი არსებაა, რადგან ტყვეობაში 1 წელიწადსაც არ ცოცხლობს (არავინ არ იცის რატომ). მეცნიერებს აქვთ ჩატარებული ექსპერიმენტი, როდესაც ფალანგას უგდებდნენ საჭმელს იმის გასაგონად, თუ რა დონის ღორმუცელაა. ფალანგამ იმდენი ჭამა, სანამ მუცელი არ გაუსკდა და მაშინაც კი ცდილობდა მანდიბულებთან ახლოს მიეწია საჭმელი biggrin.gif


Posted by: electri_chka 3 Aug 2010, 22:15
Jaguar paw

გინახია რეალურად ?

ორჯერ მყავს ნანახი ერთხელ წყლულეში მოყვითალო და დიდი ძალიან და ერთXელ ბათუმში ვნახე სულ შავი ფერის მომცრო დაახლოებით 3-4სმ მორიელების რისხვააო ამბობენ სადაც დაიჭერეს ეგრევე ესხმის თავსო

Posted by: Jaguar paw 3 Aug 2010, 22:20
electri_chka
QUOTE
გინახია რეალურად ?

სამწუხაროდ არა sad.gif
QUOTE
მორიელების რისხვააო ამბობენ სადაც დაიჭერეს ეგრევე ესხმის თავსო

რაც კი მოძრაობს, სუყველაფერს თავს ესხმიან.

Posted by: MITIATO 3 Aug 2010, 22:41

electri_chka[/b]
QUOTE
იქნებ იცით სად ბინადრობს

ნუცუბიძეზე არიანო... თუ სწორად მახსოვს, ვაშლოვანის ნაკძალშიც უნდა იყვნენ...
http://forum.ge/?f=72&showtopic=33675815&st=105[b]
QUOTE
თან თითქოს შიშინებდა

მსხვერპლზე თავდასხმის წინ შიშინებენ help.gif


Posted by: aliencat444 23 Aug 2011, 09:31
ეს არსება ჩემი მეგობრის ბინაში გვესტუმრა მე3ე სართულზე. პირველმა მე დავინახე და ისეთი შემეშინდა ლამის ფანჯრიდან გადავხტი. საერთო პანიკის ფონზე და ჩვენი ნასვამობის ფონზე საწყალი ობობა (რომლის დანახვასაც სიკვდილის დანახვა მერჩივნა) მეგობრის ძმამ მოკლა, ფეხი დაადგა sad.gif ბანკა რომ მოგვეძებნა და გარეთ რომ გაგვესვა მაგდენი ვერ მოვიფიქრეთ. ვწუხვარ მართლა ასე რომ მოხდა sad.gif

Posted by: Jaguar paw 23 Aug 2011, 09:42
aliencat444, mo.gif ერთი თვალით დამენახოს მაინც. mo.gif


Posted by: aliencat444 23 Aug 2011, 09:51
Jaguar paw ჯობია არ ნახო ისეთი შემზარავი შესახედაობა აქვს. უშველებელი ფეხები და უშველებელი ტანი(ყბებზე არაფერს აგჰარ ვამბობ), საკმაოდ სწრაფია თან. მოკლედ ბრრრრ.... მე ყველა მწერის მეშინია თითქმის და ჯობდა არ მენახა. ისე იმ საღამოსვე კიდე ვნახეთ 1 დიდი ობობა, ოღონდ ეგ უკვე გარეთ, ნაცრისფერი იყო და მუცელზე(თუ ზურგია ეგ?) 2 ზოლი ჰქონდა სიგრძეზე. ფონიჭალაში წადი მინდვრად და ყველანაირ მავნებლობებს ნახავ, გველებსაც მათ შორისsmile.gif ეს ობობები რომ მომრავლდნენ ალბათ კალიების დამსახურებაა, საკვებიაsmile.gif

Posted by: xomsika 24 Jun 2012, 20:17
რუსთავში დავიჭირეთ დღეს 2 ცალი :@ მანქანების ბაზრობასთან smile.gif

Posted by: narmonana 25 Jun 2012, 09:49
kill it,!!!!!! kill it with the fire!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!



ვინმეს შეუძლია შრიალის ხმები დადოს?


ისე ამის ჩხუბის ნახვა ერთ რამედ ეღირება

მახათას სკორპიონს დაუდება?

Posted by: Ted 25 Nov 2012, 19:17
რუსთავთან ახლოს, სოფელ სამგორთან ტბაზე არის ოხრადsmile.gif მე მიკბინა მაგრამ ჩემი ბრალი იყო ბალახზე ვიყავი წამომჯდარი და მიწაზე ხელის დადება მინდოდა და შემთხვევთ ამ ეშმაკის არსებას შევეხე და მიკბინა... 3 დღე მტკიოდა ხელი

Posted by: Jaguar paw 25 Nov 2012, 19:59
Ted, კიდევ კარგი, შხამიანები არ არიან. smile.gif
..............

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Nov 2012, 20:35
QUOTE
ორჯერ მყავს ნანახი ერთხელ წყლულეში მოყვითალო და დიდი ძალიან და ერთXელ ბათუმში ვნახე სულ შავი ფერის მომცრო დაახლოებით 3-4სმ მორიელების რისხვააო ამბობენ სადაც დაიჭერეს ეგრევე ესხმის თავსო

ეს სულ სხვა ობობაა
Jaguar paw
შენ გემახოვრება მაგის სახელი ჭრუჭუტანებში რომ ბინადრობენ მაგათ გულისხმობს უეჭველი biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 25 Nov 2012, 20:59
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ეს სულ სხვა ობობაა Jaguar paw შენ გემახოვრება მაგის სახელი ჭრუჭუტანებში რომ ბინადრობენ მაგათ გულისხმობს უეჭველი

??? ვერ ვხდები sad.gif

Posted by: ecklesiast 9 Jun 2013, 03:06
electri_chka

ერთი ათი წლის წინ ზუსტად ეგეთი სულიფუგა მოვკალი სახლში yes.gif ერთი სამი დღე ვეღარ ვიძინებდი მერე საკუთარ სახლში. მაშინ გავიგე პირველად რომ ასეთი რამ არსებობდა და ინტერნეტში გავარკვიე თუ რა იყო.

საბურთალოზე მაღალ სართულიან სახლში ვხვოვრობ კარგად მაღალ სართულზე. ზაფხული იყო. ერთხელ ნასვამი მოვედი სახლში და ტელევიზორის საყურებლად შევედი აივნიან ოთახში, რომელშიც აივნის კარები ღია იყო. ოთახს მხოლოდ ტელევიზორი ანათებდა რადგან შუქი ჩამქვრალი იყო. ამ სიბნელეში ვიგრძენი, რომ ტელევიზორის უკან კედელზე უჩვეულოდ დიდი სისწრაფით ჩამოირბინა რაღაცამ აივნის კარის მიმართულებით (მხოლოდ ჩრდილივით რაღაცას მოვკარი თვალი). იმდენად ვერ მივხვდი უცბად რა შეიძლება ყოფილიყო, რომ წამის მეასედებში გადავუღობე გზა აივნის კარებთან და აივნის კარებთან რომ აღმოვჩნდი მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემსკენ ფეხებთან მოქროდა(ანუ აივნისკენ გარბოდა). წამის მეასედებში რეფლექსურად და ბრმად ფეხი დავარტყი მის სავარაუდო ტრაექტორიას თავად მას ამ მომენტში ვერც ვხედავდი და ვერც ვხვდებოდი რა იყო,(ალბათ ქვეცნობიერს უფრო ობობა ეგონა, მაგრამ მაგის ანალიზის დროც არ მქონია). მივხვდი რომ რაღაცა მოვკალი ფეხით.

ავანთე შუქი და რას ვხედავ ups.gif მონსტრია რაღაც თან ჩემთვის აქამდე აბსოლუტურად უცნობი არსება. პატარა შოკი განვიცადე. რომ მცოდნოდა ასეთი კოშმარი რამე იყო შეიძლება თავად გამესწრო აივნიდან biggrin.gif

ჩემი ეგზემპლარი ფეხებ გაშლილი 8-10 სანტიმეტრამდე იყო სიგრძეში. ფეხებზე თითქმის სანტიმეტრიანი უამრავი უხილავი(მხოლოდ სინათლის არეკვლაზე რომ ჩანს) ბუსუსი ჰქონდა.

მოკლედ მყავდა ქილაში რაღაც პერიოდი ეს ტრუპი. კარგად გამოვიკვლიე ლუპით. მერე გავარკვიე რომ სოლიფუგა ან ფალანგიდი რომ იყო. ის რომ შხამიანი არ არის მაგრამ ძალიან მწარედ იკბინება და ჭრილობაში შეაქვს ინფექცია, რომელიც შეიძლება დაჩირქდეს.


ასე რომ ეს მონსტრი არსება თბილისის შუა გულში მაღალ სართულზე დასეირნობდა. yes.gif ახლაც მაჟრიალებს რომ ვიხსენებ. mad.gif

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

http://en.wikipedia.org/wiki/Solifugae

Posted by: Unico 10 Jun 2013, 10:29
აუ ნუ მაშინებთ.
არაფერი ისე არ მზარავს, როგორც დიდი მწერი mad.gif

QUOTE
საბურთალოზე მაღალ სართულიან სახლში ვხვოვრობ კარგად მაღალ სართულზე. ზაფხული იყო. ერთხელ ნასვამი მოვედი სახლში და ტელევიზორის საყურებლად შევედი აივნიან ოთახში, რომელშიც აივნის კარები ღია იყო. ოთახს მხოლოდ ტელევიზორი ანათებდა რადგან შუქი ჩამქვრალი იყო. ამ სიბნელეში ვიგრძენი, რომ ტელევიზორის უკან კედელზე უჩვეულოდ დიდი სისწრაფით ჩამოირბინა რაღაცამ აივნის კარის მიმართულებით (მხოლოდ ჩრდილივით რაღაცას მოვკარი თვალი). იმდენად ვერ მივხვდი უცბად რა შეიძლება ყოფილიყო, რომ წამის მეასედებში გადავუღობე გზა აივნის კარებთან და აივნის კარებთან რომ აღმოვჩნდი მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემსკენ ფეხებთან მოქროდა(ანუ აივნისკენ გარბოდა). წამის მეასედებში რეფლექსურად და ბრმად ფეხი დავარტყი მის სავარაუდო ტრაექტორიას თავად მას ამ მომენტში ვერც ვხედავდი და ვერც ვხვდებოდი რა იყო,(ალბათ ქვეცნობიერს უფრო ობობა ეგონა, მაგრამ მაგის ანალიზის დროც არ მქონია). მივხვდი რომ რაღაცა მოვკალი ფეხით.

ლავკრაფტის სამყარო biggrin.gif

Posted by: NAVARA 10 Jun 2013, 10:43
საინტერესოა კატა თუ დაბრიდავს ზრდასრულ ეგზემპლიარს.

Posted by: bekgog 10 Jun 2013, 10:43
Jaguar paw
MITIATO



მაღლივში ბინადრობს ერთი ცალი მე 1 - 2 წლის წინ ვნახე ეგ და იმხელა და ისეთი საზიზღრრობა რაღაც იყო ვერ ავღწერ ...

მაგის მერე კიდევ ნახეს რამდენიმეჯერ და სულ უფრო დიდ ზომას იძახიან , ალბათ იზრდება ...
* * *
Unico
QUOTE
არაფერი ისე არ მზარავს, როგორც დიდი მწერი




მწერიო ??? აი რო ნახავ მერე მაგ საცოდავ სახელს ნაღდად ვეღარ დაუძახებ, ისეთი ურჩჩხულია

Posted by: Unico 10 Jun 2013, 11:43
bekgog
ჯერ არ შემხვედრია და არც მინდა რომ ვნახო biggrin.gif

ერთი ამაზონის ჯუნგლების ჭიანჭველების მეშინია და მეორე უკვე მაგის...

ისედაც არ მიყვარს ეს მწერები sad.gif

Posted by: bekgog 10 Jun 2013, 11:49
Unico


ეგ გიგანტური ჭიანჭველა თბილისში არ შეგხვდება და ეს ფალანგები კი საკმაოდ ბევრია და შეიძლება ნებისმიერთან მოხვდეს ოთახში .

ეხლა თან ზაფხულია , ფანჯარა უმეტესად ღიაა და შეიძლება შემოძვრეს ოთახში და ღმე რო დაიძინებ მოგიწვეს გვერდით საწოლში biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 10 Jun 2013, 12:17
QUOTE
ფალანგა

QUOTE
მწერი

mo.gif

Posted by: Unico 10 Jun 2013, 12:33
Jaguar paw
კაი, ჰო ... ფეხსახსრიანთა ტიპის წარმომადგენელი user.gif

ჩემთვის მწერები არიან მაინც mad.gif

Posted by: gogliko777 27 Jun 2014, 13:50
ხალხნო მიშველეთ, უკვე 8 ვალი მოვკალუ ეზოში, როგორ გავანადგურო ეს საშინელუ ფალანგები? უშველებელიაა

Posted by: janbekovski 4 Jul 2014, 03:31
ერთი ყვირის წინ დავიჭირე ბოტანიკურ ბაღში, მაგრამ ძაან იშვიათად ხვდება ეტყობა.
* * *
QUOTE (gogliko777 @ 27 Jun 2014, 13:50 )
ხალხნო მიშველეთ, უკვე 8 ვალი მოვკალუ ეზოში, როგორ გავანადგურო ეს საშინელუ ფალანგები? უშველებელიაა

და თქვენ სად ცვოვრობთ? რომელ რაიონში? ერთი მაინტერესებს სად არიან ასე მრავლათ)

Posted by: gogliko777 4 Jul 2014, 08:37
janbekovski
Did digomshi!
......... risi eshiniat quslis garda?
___________

Warning:
ქართულად წერე

Posted by: janbekovski 4 Jul 2014, 16:20
QUOTE (gogliko777 @ 4 Jul 2014, 08:37 )
janbekovski

risi eshiniat quslis garda?
___________


საერთოდ ღამის ბინადრები არიან და ღამეთ გამოდიან ხოლმე სანადიროთ, დღისით ქვების ქვეშ ან სოროებში იმალებიან. მაგრამ ამასთანავე ღამეთ თუ დაინახავენ რაიმე სინათლის წყაროს იმისკენ მიილტვიან როგორც ღამის პეპლები.ასე რომ თუ ღამეთ გაქვთ სადმე გარეთ ლამფა ჩართული შეიძლება მაგი იზიდამს, და ისე საერთოდ შხამიანი და საშიში არსება არ არის, არც მოყვლა ღირს, ცოდოა) ყველაზე კარგია თუ დაინახავთ უბრალოთ ცოცხით გააგდეთ გარეთ yes.gif ))

Posted by: gogliko777 4 Jul 2014, 16:35
janbekovski
მესმის რო შხამიანი არაა მარა რავალია "არ შეგეშინდეს" 8 სანტიმეტრიანი დინოზავრი რო გადაგირბენს smile.gif)) თან ობობაა თუ მორიელის ნაირსახეობა ჯერ მეცნიერები ვერ შეჯერებულან.... 10 საცეცი აქვს.
რახანც ეგეთი გარკვეული ხარ, მითხარი, ეგენი აბლაბუდას იკეთებენ? ზამთარში სად მიდიან?

Posted by: Jaguar paw 4 Jul 2014, 19:02
gogliko777
QUOTE
თან ობობაა თუ მორიელის ნაირსახეობა ჯერ მეცნიერები ვერ შეჯერებულან....

არც ერთი და არც მეორეა. დიდი ხანია მეცნიერებმა ფალანგები ობობასნაირნის (Arachnida) კლასში ცალკე რიგის (ფალანგების რიგი (Solifugidae)) სახით მოათავსეს.
QUOTE
ეგენი აბლაბუდას იკეთებენ?

არა, აქტიური მონადირეებ არიან.
QUOTE
ზამთარში სად მიდიან?

მიწის ნაპრალებში და სოროებში იძინებენ.

Posted by: rumpleteazer 4 Jul 2014, 19:30
Jaguar paw
წინა გვერდებზე რომ წუწუნებდი, არ მინახავს არასდროსო biggrin.gif
ზოოშია (ჯერ კიდევ i guess, რამდენიმე კვირის წინანდელი ამბავია) წადი და ნახე biggrin.gif
მაგარი ისტორია აქვს, კარფურში ჩემი მეგობრის თანამშრომელს გადააბოტა ხელზე, გოგოს, ტრადიციულად არაქნოფობს და რათქმაუნდა ობობა ეგონა biggrin.gif დასჭირდათ სასწრაფო დახმარება და დამაწყნარებლები, მაგრამ ვინ უფრო დაისტრესა, ეს გოგო თუ კარტოფილებს გამოყოლილი ფალანგა ამ გოგოს კივილ-წივილზე, საკითხავია biggrin.gif
ფოტოებს ვთხოვ რამდენი დღეა მეგობარს და არ მაღირსა, თვითონ ამტკიცებდნენ "იქედან" წამოყვაო კარტოფილსო, ეს იქედან სადაა არ ვიცი ოღონდ lol.gif

პ.ს.
თავიდან როგორ მომიყვა, უშველებელი, ბუსუსებიანი ყვითელი ობობა გაგვეჩითაო biggrin.gif
მეთქი ჰა?
lol.gif
ვიმტვრიე ტავი, რა ბუსუსებიანი ყვითელი ობობა, კარგად ხო ხართთქო biggrin.gif
თურმე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gogliko777 4 Jul 2014, 19:32
მოდით ბიძია დიდ დიღომში და დავიჭერ რო გამოჩნდება და წაიყვანეთ smile.gif

სურათსაც დაგიდებთ თუ გინდა ოღონდ ტრუპის sad.gif

Posted by: Jaguar paw 4 Jul 2014, 22:10
rumpleteazer, დიდი ხნით მაგის გამჩერებლები მაინც არ არიან, მითუმეტეს თუ გადააყოლეს კვებას biggrin.gif
დღემდე არავის არ ჰყოლია წარმატებით სახლის პირობებში ფალანგა ...

ისტორია მაგარია lol.gif biggrin.gif

Posted by: rumpleteazer 4 Jul 2014, 22:31
Jaguar paw
მოდი გაგახარო
http://www.arachnoboards.com/ab/showthread.php?236533-Adventures-in-Baby-Arachnids
biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 4 Jul 2014, 22:39
rumpleteazer
QUOTE
მოდი გაგახარო

ნეეეეე...14 თვის მანძილზე ჰყავდა ერთს, მაგრამ მერე მოკვდა.
ამას კი ორსული მდედრი დაუჭერია და იმან დაუყარა კვერცხები smile.gif
დიდი არაფერია mo.gif

ყველაზე ცუდი არის ის, რომ ინფორმაციის ვაკუუმია ფალანგებზე - როგორ მრავლდებიან, როგორ ზამთრობენ (ევროპული სახეობები) და ა.შ. პრაქტიკულად შეუსწავლელია...
ეგ კი არა და ფალანგების ID key შედგენილიც კი არ არის biggrin.gif

* * *
მეტსაც ვიტყვი, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ მათ სახეობებს :თავშიხელებისრტყმა: :სირცხვილივჭამე:

Posted by: rumpleteazer 4 Jul 2014, 22:55
Jaguar paw
QUOTE
დიდი არაფერია

ნუ შეჯექი ეხლა ვირზე biggrin.gif
ასეთი ინფოებით იწყება კიპერობა
+ ამას სოლიფუგების სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგადად როგორია ხომ იცი? smile.gif
დაახლოებით იმდენი რამდენიც ტყვეობაში tongue.gif
ანუ მხოლოდ გამრავლების პრობლემა დგას, რომ არ გადაგიშენდნენ

* * *
Jaguar paw
QUOTE
მეტსაც ვიტყვი, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ მათ სახეობებს :თავშიხელებისრტყმა: :სირცხვილივჭამე:

lol.gif
ეგ არაფერი
ვერც მე ვარჩევ
პრინციპში ჩემი "ამჩემფეხება" დამოკიდებულება ფეხსახსრიანებისადმი მაძლევს ამის უფლებას, მაგრამ შენ როგორ იკადრე და არ იცი ა?
lol.gif

ეგ კი არა, მარჯების ამბავი არ გაინტერესებს? არ უნდა მოიკითხო? >:@

Posted by: Jaguar paw 4 Jul 2014, 23:08
rumpleteazer
QUOTE
+ ამას სოლიფუგების სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგადად როგორია ხომ იცი? დაახლოებით იმდენი რამდენიც ტყვეობაში

არაფერიც, დადგენილი არ არის no.gif tongue.gif სავარაუდოდ 3 წლამდე ცოცხლობენ smile.gif
QUOTE
მაგრამ შენ როგორ იკადრე და არ იცი ა?

აი, ამიტომ მრცხვენია ეხლა mad.gif mo.gif
QUOTE
ეგ კი არა, მარჯების ამბავი არ გაინტერესებს? არ უნდა მოიკითხო? >:@

რამე ახალია? tongue.gif იმის UFO-ს ვინაობა დაადგინე? biggrin.gif
მომეწერე და ფოტომასალაც მიაყოლე 2kiss.gif

Posted by: rumpleteazer 4 Jul 2014, 23:13
Jaguar paw
QUOTE
რამე ახალია?  იმის UFO-ს ვინაობა დაადგინე? მომეწერე და ფოტომასალაც მიაყოლე

kind of biggrin.gif
მოგწერ ხო
QUOTE
რაფერიც, დადგენილი არ არის  სავარაუდოდ 3 წლამდე ცოცხლობენ

მე სადაც რამე შემხვედრია 2 წელს ამბობენ სულ. გუგლსაც ვკითხე ეხლა და ნწუო biggrin.gif
და წელიწადი, წელიწადნახევრამდეც ტყვეობაში ყოლიათ.
ვიღაც ამერიკელი ტიპი მუშაობდა ამათზე სერიოზულად (კიპერი არა, მეცნიერმუშაკი biggrin.gif ) თუ გავიხსენე ვინ იყო... biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 4 Jul 2014, 23:17
rumpleteazer
QUOTE
მე სადაც რამე შემხვედრია 2 წელს ამბობენ სულ. გუგლსაც ვკითხე ეხლა და ნწუო

no.gif ბილივ მიიიიი biggrin.gif
QUOTE
და წელიწადი, წელიწადნახევრამდეც  ტყვეობაში ყოლიათ.

ხომ დავწერე, 14 თვე აცოცხლა ერთმა, ასე რომ სიმართლისგან შორს არ წასულხარ tongue.gif
QUOTE
ვიღაც ამერიკელი ტიპი მუშაობდა ამათზე სერიოზულად (კიპერი არა, მეცნიერმუშაკი  ) თუ გავიხსენე ვინ იყო.

არაქნობროუდზე ამოიკითხე? smile.gif
რავი, დიდი ხანია არ დამიძებნია ფალანგებზე განახლებული ინფო user.gif

Posted by: rumpleteazer 4 Jul 2014, 23:24
Jaguar paw
ნაჰ
წყარო: ევროპელი კოლეგები
მარა არაქნობროუდზე კი ღირს ნახვა biggrin.gif
თუ ცნობილია home კიპერებში, იქნებ მივაგნო biggrin.gif

QUOTE
ბილივ მიიიიი

ნნოოოოოოოუ biggrin.gif
სახეობებს ვერ არჩევ, აი დონ'თ ბილივ იუუუუ biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 4 Jul 2014, 23:27
rumpleteazer
QUOTE
სახეობებს ვერ არჩევ, აი დონ'თ ბილივ იუუუუ

ჰო, მიდი, დამაჭირე მტკივნეულ ადგილზე, სადისტო biggrin.gif
QUOTE
წყარო: ევროპელი კოლეგები

მერე არ უნდა დააშეარო ასეთი საინტერესო ინფორმაცია? spy.gif

Posted by: rumpleteazer 4 Jul 2014, 23:40
Jaguar paw
QUOTE
მერე არ უნდა დააშეარო ასეთი საინტერესო ინფორმაცია?

რა უნდა დავაშეარო რაც არ ვიცი/მახსოვს biggrin.gif
რამეფალანგება, ლოკოკინებს დავსდევ სანთლით და მანდოლინით lol.gif

Posted by: Jaguar paw 4 Jul 2014, 23:42
rumpleteazer
QUOTE
რამეფალანგება, ლოკოკინებს დავსდევ სანთლით და მანდოლინით

lol.gif არომასანთლები დაუნთე და მშრალი თეთრი ღვინოს დაასხი ბაკალებში tongue.gif
100% გამოიღებს შედეგს yes.gif

Posted by: rumpleteazer 4 Jul 2014, 23:48
Jaguar paw
ღვინო არა
და ლუდი მართლა რომ მოსწონთ იცი? biggrin.gif (მარტო ამათ არა, ზოგადად )
https://www.youtube.com/watch?v=QEZ3BGfPSys
პეტსნეილების ხალხი ასმევს ხოლმე ცოტ ცოტას (წვეთობით) biggrin.gif
მთვრალი არხახატინებიღა მაკლია lol.gif

Posted by: Jaguar paw 4 Jul 2014, 23:58
rumpleteazer
QUOTE
და ლუდი მართლა რომ მოსწონთ იცი?  (მარტო ამათ არა, ზოგადად )

ალკოჰოლ მწერებს რომ უყვართ, იცი? biggrin.gif
კოლექციონერი ენთომოლოგები მწერებს სწორედ რომ ლუდზე/არაყზე/ღვინოზე მომზადებულ სატყუარაზე იზიდავენ და იჭერენ biggrin.gif
QUOTE
მთვრალი არხახატინებიღა მაკლია

საინტერესო სანახაობა იქნებოდა. ახატინების რბოლა lol.gif

Posted by: evgena 7 Jul 2014, 09:08
Camel Spider დაგუგლეთ აბა

Posted by: narmonana 7 Jul 2014, 10:36
ერთადერთი მწერია რომლისაც სიკვდილივით მეშინია..

ხო ხო ვიცი რომ მწერი არ არის

Posted by: Future> 7 Jul 2014, 20:58
სააააღოლ wow.gif

ამ ბოლო დროს ისეთ უცნაურ რაღაცებს ვიგებ ამ არსებებსე , შით


აუ ეს მახსოვს სოფელში მყავდა რამოდენიმე კვირა, და მერე მოკვდა თავისით, ოღონდ პატარა იყო 5 სმ მდე ალბათ

Posted by: DEATHNESS 27 Jul 2014, 22:22
გადაობთ ძმებო ?biggrin.gif:D:D ამ ფალანგა სნემაში 20 ცალს ვკლავ biggrin.gif:D:D ჯარში ვარ და იმდენია აი იმდენი რო ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ის ემაგარი ახვარი რამეა biggrin.gif
ფონიჩალაშია ბლომად შავნაბადაზე ხო ვაბშე ბევრია ხელის გული ხელებია ცოტა დიდებიც ჩითავს თუ დავეწიე ვკლავ ხოლმე

Posted by: xecu_xecu_xecu 1 Aug 2014, 01:38
სახლში მყავს ეხლა biggrin.gif:D მესტუმრა და ჩავაგდე აკვარიუმში კალიებს , ბაგამოლს აარაფერს არ ახარებს biggrin.gif გუშინ აკვარიუმზე თითს რო ვადებდი ეგრევე საკბენად მორბოდა . დღეს კიდია თუ ჯოხი არ მივარტყი აღარ ინძრევა ან რამე საჭმელი თუ არ ჩავუგდე .. ნებივრობს biggrin.gif

Posted by: weasel 20 May 2015, 20:56
ღადაობთ? არასდროს არ შევხვედრილვარ, არადა ბევრი ყოფილა როგორ ჩანს საქართველოში.
პრინციპში არც მაქვს სურვილი შევხვდე სადმე, მაგრამ მაინტერესებს. user.gif

Posted by: BLACK_SERENADE 10 Jul 2015, 00:26
კუს ტბაზე გავაძრე დღეს :3

http://pix.ge/

http://pix.ge/




Posted by: Jaguar paw 10 Jul 2015, 14:36
BLACK_SERENADE, up.gif Galeodes araneoides love.gif

Posted by: BLACK_SERENADE 10 Jul 2015, 15:00
Jaguar paw

წინა პოსტები გადავიკითხე _ არასოდეს შემხვედრიაო იძახდი. ნახე იმის მერე ლაივში?

Posted by: Jaguar paw 10 Jul 2015, 15:01
BLACK_SERENADE
QUOTE
ნახე იმის მერე ლაივში?

არა mo.gif

Posted by: BLACK_SERENADE 10 Jul 2015, 15:29
Jaguar paw

მე გძეტა 15 წლის წინ მყავდა სახლში, ქილაში მეჯდა, მერე გავუშვით... იმის მერე არ მენახა. მაქედან ვიცანი... პროსტა გუშინ ძაან დავსტრესე, კაი ხანი ტვინი ვუ***ნი იმენა smile.gif))
ვიდეოში მაგიტო იყო ეგრე გაბოროტებული, თორე თავიდან პროსტა გარბოდა.

btw არ მომიკლავს _ გავუშვი biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 10 Jul 2015, 15:55
BLACK_SERENADE, საერთოდ, ფალანგები ტყვეობაში დაახლოებით 1 წელს ძლებენ (ისიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში).
გამრავლებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ერთს ჰყავდა აფრიკული სახეობა, რომელმაც კვერცხებიც დაუდო, საიდანაც შემდგომში რამოდენიმე პატარა გამოიჩეკა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაზარდა თაობა.

ძალიან ცუდად არის შესწავლილი მისი რეპროდუქციული ციკლი და ასევე ცოხვრების ნირიც. mo.gif

მე საერთოდ ვერ ვხდები, რაზე უნდა მოკლე რომელიმე არსება, თავს თუ არ გესხმის biggrin.gif

Posted by: BLACK_SERENADE 10 Jul 2015, 16:31
Jaguar paw
QUOTE
მე საერთოდ ვერ ვხდები, რაზე უნდა მოკლე რომელიმე არსება, თავს თუ არ გესხმის 

ხოდა მეთვითონ რო უფრო ვიყავი მოსაკლავი, იმიტომაც გავუშვი smile.gif))

ეს ისე, ხუბმრობით და იმიტო დავამატე არ მომიკლავს-მეთქი, რო რამდენი პოსტიც წავიკითხე აქ ფალანგა ვნახეო, ყველა წერდა, რო მოკლა biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 10 Jul 2015, 18:39
BLACK_SERENADE
QUOTE
ეს ისე, ხუბმრობით და იმიტო დავამატე არ მომიკლავს-მეთქი, რო რამდენი პოსტიც წავიკითხე აქ ფალანგა ვნახეო, ყველა წერდა, რო მოკლა

ვიცი, შენ რომ გიყვარს მსგავსი არსებები და მათი მომკვლელი არ ხარ biggrin.gif გველების თემიდან გავიგე smile.gif)

Posted by: electri_chka 8 Jul 2016, 21:29
გაიჩითნენ ჯიგრები ხო ? ბევრი წერს ფბ-ზე ამ ბოლოდროს ლისზე და კუს ტბაზე ოხრად არიანო

Posted by: Jaguar paw 8 Jul 2016, 22:20
electri_chka, კიი, წელს საკმაოდ მრავლად არიან love.gif თესავენ ხალხში პანიკას smile.gif

Posted by: electri_chka 9 Jul 2016, 10:50
Jaguar paw
QUOTE
თესავენ ხალხში პანიკას


ჩემი ვარაუდით "ტარანტულების შემოსვის" პანიკაც სწორედ ფალანგებს უკავშირდება. ბევრს ტარანტული ჰგონია და ინტერნეტ გამოცემებმაც / ჟურნალისტებმა პირდაპირ გაავრცელეს ინფო. არადა ნეტავ ცოცხალი "მგელი ობობა" მანახა სადმე და დიდი სიამოვნებით ჩამოვართმევდი ხელს smile.gif

Posted by: Jaguar paw 9 Jul 2016, 11:26
electri_chka. 100% მართალი ხარ! smile.gif

Posted by: narmonana 19 Jul 2016, 17:19
http://www.radikal.ru


ფეეჰ.პირველად ვნახე და ისიც ნახევრად მკვდარი......დედაც ვატირეე.ძალიაჯ მაგარი არსება


ესეც ყვეელას ობობა ეგონა.

Posted by: Jaguar paw 21 Jul 2016, 14:42
narmonana, რა ჭირდა?

Posted by: narmonana 21 Jul 2016, 17:29
Jaguar paw
რავი,ნაგვის ურნის უკან იყო და რო გამოწიეს ცოცხი მოხვდა ალბათ

Posted by: Jaguar paw 21 Jul 2016, 19:44
narmonana, აქ ნახე https://www.instagram.com/p/BHGNzWqhtN1/?taken-by=future_zoologists smile.gif

Posted by: narmonana 21 Jul 2016, 22:39
Jaguar paw
შენი გადაღებულიაააა?ვიცოდი რომ ხმებს გამოსცემდნენ.მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი როგორს.


რა ძაალიან მაგარია,ხმას როგორ გამოსცემს?

Posted by: Jaguar paw 21 Jul 2016, 23:29
narmonana
QUOTE
შენი გადაღებულიაააა

ჩემი პატარების smile.gif თუმცა წელს უვე ბევრი მინახია სხვადასხვა ადგილებში თბილისში.
QUOTE
ვიცოდი რომ ხმებს გამოსცემდნენ.მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი როგორს.


რა ძაალიან მაგარია,ხმას როგორ გამოსცემს?

ეს სახეობა, ანუ ჩვეულებრივი სოლფუგა/ფალანგა (Galeodes araneoides) ასეთ წრიპინის ხმას გამოსცემს. საერთოდ ხმის გამოცემის პროცესს ფეხსახსრიანებში სტრიდულაციას ეძახიან, მარტივ ენაზე - ჭრიჭინი. თითოეული ქელიცერის შიდა ზედაპირზე განლაგებულია ფირფიტა, რომელიც ერთმანეთზე გახახუნების შედეგად ჭრიჭინის ხმას გამოსცემს smile.gif

სტატიასაც მივაყოლებ, თუ გაინტერესებს.
ასევე საწოვრები აქვთ პედიპალპებზე )))

Posted by: narmonana 30 Sep 2016, 18:53
http://www.radikal.ru

ბოთლში ყავდათ დამწყვდეული და ცოტა გაუჭირდა გამოცოცხლება რო ვნახე.მაგრამ მაინც გაიქცა მერე

Posted by: Jaguar paw 30 Sep 2016, 18:54
narmonana
QUOTE
ბოთლში ყავდათ დამწყვდეული და ცოტა გაუჭირდა გამოცოცხლება რო ვნახე.მაგრამ მაინც გაიქცა მერე

კაი კაცი ხარ up.gif

Posted by: AraGviani 12 Jul 2019, 17:08
ბავშვობაში, წავკისში ავედი მეგობრების სანახავად. კარგად დავთვერი და დავრჩი. მაშინ ძველისძველი სახლი გვქონდა. უზარმაზარი ლოდებით და თიხით ნაშენი. იატაკის ნაცვლადაც დატკეპნილი თიხა იყო. მოკლედ, მშვიდობიანად მეძინა. დილას გავიღვიძე. ავდექი და საწოლი რომ უნდა გამესწორებინა, საბანზე დავინახე. აზრზე არ ვიყავი ვინ იყო. პირველად ვნახე "ამხელა ობობა" smile.gif პლასკაგუბცი მოვიტანე ასაყვანად და იმას ვდარდობდი, ეხლა პახმელიაზე ისე არ ჩავავლო, რო ფეხი დავუზიანო თქო და ახლოს რომ მივიტანე, ეგრევე თითონ ეცა და ჩაავლო smile.gif გამოვიყვანე და ქუჩაში დავსვი smile.gif აი მაშინ ვიფიქრე ამხელა ობობას რომ ეკბინბა და შხამისგან მოვმკვდარიყავი, ხომ იტყოდნენ ყველანი - სასმელმა მოკლაო smile.gif
იმის მერე არასოდეს შემხვედრია. წელს ვნახე ფეისბუკზე ვიდეო საქართველოს ველური ბუნების ჯგუფში და მივხვდი ვინ ყოფილა ჩემთან სტუმრად. smile.gif ეტყობა მომრავლდნენ წელს. ბევრი პოსტავს გიგანტურ ობობებზე დიდი ყბებით... wink.gif

Posted by: BLACK_SERENADE 18 Jul 2019, 14:10
სამსახურში იპოვეს და მოკვლას უპირებდნენ.

თავისუფალია

user posted image

Posted by: tarash07 25 Jul 2019, 15:43
სერიოზული ტიპია.
პატარა რომ ვიყავი ბევრჯერ დამიჭერია,ერთხელ ქვა ავწიე,ქვის ქვეშ იყო და წივილი დაიწყო.
ქილაში მყავდა და ღამე რაღაც ხმამ გამაღვიძა,ფეხებიდან წებოვან თუ მსაგავს რარაცას უშვებდა და ნელნელა ამოდიოდა.მერე გავუშვი.
ნუცუბიძეზე მივდიოდი ნათესავებტან და იქ ეზოში ცხოვრობდნენ,ეხლა აღარ იქნებიან სულ კორპუსებია ჩადგმული.

Posted by: Comp_E X P E R T I 1 Dec 2020, 01:30
თბილისში მუხათგვერდისკენ იყო ბევრი. ყოველ მეორე მესამე დღეს ვნახულობდი, ხან ყაზარმაში შედიოდა, ხან ჩემს ოთახში, მინდორშიც ბევრი მინახავს. ძირითადად მაინც ნესტიან, ბნელ შენობებში მხვდებოდა. წრიპინა ხმას გამოსცემს. საზიზღარი სანახავი კია, სულ მოსაკლავად დავსდევდი. რა მინდოდა, რას ვეჩოდი. ეხლა კი ვუფრთხილდები ბუნებასაც და მის ქმნილებებსაც.
არ შეიძლება უთავბოლოდ ხოცვა ყველაფრის რაც თვალში არ მოგვდის და არ გვიყვარს, იქნება ეს ფალანგა, ჩვეულებრივი ობობა, კრაზანა თუ სახლის მრავალფეხა და ა.შ.
ისე, ამ უკანასკნელს ისეთი შეხედულება აქვს, სიმპათიას ნამდვილად არ იწვევს, მიუხედავად მისი დამსახურებული ღვაწლისა (ანადგურებს მავნე მწერებს და ა.შ).
ერთხელ პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, ეს მრავალფეხა და ბუსუსებიანი ობობა (თუ არ ვცდები მგლისებრი ობობა ჰქვია) დავიჭირე და ბოთლში ჩავსვი. როგორც კი მრავალფეხამ თვალი მოკრა ობობას, ისეთი ეცა დანახვაც ვერ მოვასწარი წესიერად. რამოდენიმე წამში ობობა ამოტრიალებული ეგდო.
ცოტა გადავუხვიე თემას, მოდერთან და წევრებთან ბოდიში. მოკლედ მინდა გთხოვოთ, თუ სადმე წააწყდებით ფალანგას, მიუხედავად მისი ამაზრზენი შეხედულებისა, არ მოკლათ, თუ ამის აუცილებლობა არ არის. ისიც ერთ-ერთი რგოლია ჯაჭვის.

Posted by: Gochagor 9 Jul 2021, 16:05
ეს ორხევში ვნახე დღეს. გადავუგზავნე იქვე გიურზებს smile.gifuser posted image

Posted by: datvina 14 Nov 2021, 23:16
დღეს ვარკეთილის მეურნეობაში ვნახე. არ მოვკალი.
https://ibb.co/VvJkW2Y

Posted by: qishooo 18 Nov 2021, 02:01
QUOTE (narmonana @ 21 Jul 2016, 22:39 )
ვიცოდი რომ ხმებს გამოსცემდნენ.მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი როგორს.


რა ძაალიან მაგარია,ხმას როგორ გამოსცემს?

ბავშვი რომ ვიყავი, თბილისის ზღვაზე, შემთხვევით ფეხით ქვა გადავაბრუნე, ეგ არსება გადმოხტა, თან ორი, ერთი დიდი იყო შედარებით, მეორე ძალიან პატარა. ეხლაც მახსოვს ეგ ხმა.
თან ერთმანეთს ეთრახავებოდნენ
მერე ვიღაც დიდმა მუტრუკმა ჩატენა ბანკაში და წაიღო სახლში.

Posted by: giorgevich23 27 Jan 2022, 23:09
ბავშვობაში მახსოვს ჩემი უბნელები რო ყვებოდნენ,თბილისთან ახლოს ველში სათევზაოდ იყვნენ და უზარმაზარი ობობა როგორ გამოეკიდათ ყვირილით თუ კივილით,აბა ვინ დაუჯერებდა მაშინ,ეგრევე მატყუარებად შევრაცხეთ biggrin.gif
დენი მაშინ არ იყო და ინტერნეტი რომ სადმე გადაგემოწმებინა ამხელა ობობა თუ არსებობდა საქართველოში.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Jan 2022, 16:40
giorgevich23
QUOTE
ობობა თუ არსებობდა საქართველოში.

საკუთრივ ობობა არაა მაგრამ მაინც

Posted by: Bаtistuta 26 Feb 2022, 11:19
ხმას რითი გამოცემს. დაუჯერებელია

Posted by: REDWOOD 2 Jul 2022, 16:21
რა თემა გაიჩითა smile.gif და სახლში თუ ბინადრობენ როგორ უნდა მოიშორო?
ნაკვეთი მაქვს საკმაო ხრიოკზე დგას სახლი და გადავეყარე 2 ცალს..ეგრევე სტოიკაში დგებიან biggrin.gif
შხამიანი არაა მარა ცუდი კბენა იცისო მსმენია .


Posted by: °iki° 28 Sep 2023, 00:49
QUOTE
შხამიანი არ არის მაგრამ იმდენად ძლიერი ყბები აქვს თავისუფლად შეუძლია ადამიანს უკბინოს

ისა და მარტო დადიან, წყვილად თუ უარესი, ოჯახობით ეძებენ თავგადასავლებს ბნელი ღამიდან განათებულ ოთახში გადაძრომის დროს?
ან იქნებ ფლანგი არა და ობობაა სურათზე?
user posted image

* * *
QUOTE
გადავეყარე 2 ცალს

rolleyes.gif
დავუწყო ძებნა?..
ბავშვების დასაჩეკად იმედია გაზაფხულს ელოდებიან ხოლმე

Posted by: PAINKILLER 28 Sep 2023, 01:19
QUOTE
ან იქნებ ფლანგი არა და ობობაა სურათზე?

°iki°

კი ეგ ობობაა, ფალანგას სურათები წინა გვერდზე დევს, მაგ ობობაზე ბევრად დიდია ფალანგა, თან 10 გრძელი კიდური აქვს (მარწუხების ჩათვლით) და საკმაოდ წაგრძელებული სხეულიც

Posted by: °iki° 28 Sep 2023, 01:27
PAINKILLER
მადლობა. ალბათ უწყინარი ობობაა

Posted by: PAINKILLER 28 Sep 2023, 02:03
QUOTE
ალბათ უწყინარი ობობაა

°iki°

შეიძლება


ან არა


მაგდენი აღარ ვიცი smile.gif

Posted by: Jaguar paw 2 Nov 2023, 21:58
°iki°
QUOTE
ან იქნებ ფლანგი არა და ობობაა სურათზე?

სწორია, ფალანგა არ არის, არამედ ობობა Zoropsis spinimana.
ტერიტორიულად სად არის გადაღებული?

Posted by: °iki° 3 Nov 2023, 18:19
Jaguar paw
QUOTE
Zoropsis spinimana.

იგივე ნოსფერატუ? სახელიც კარგი საშიში შეურჩევიათ biggrin.gif
საქართველოში არ შემხვედრია. მეორე, ლამის ორჯერ დიდიც შემოძვრა მერე.
კრაზანასავით მწარედ იკბინებაო...


Posted by: Jaguar paw 3 Nov 2023, 20:44
°iki°
QUOTE
იგივე ნოსფერატუ?

კი smile.gif
QUOTE
სახელიც კარგი საშიში შეურჩევიათ

უყვართ პომპეზური სახელები ინგლისურენოვნებს smile.gif არც ისეთი საშიშია ეშმაკი, როგორსაც ხატავენო.
QUOTE
საქართველოში არ შემხვედრია. მეორე, ლამის ორჯერ დიდიც შემოძვრა მერე.

გასაგებია. საქართველოში შავი ზღვის პირეთიდანაა ცნობილი და მაინტერესებდა სხვა რეგიონში თუ იყო ნანახი smile.gif
QUOTE
კრაზანასავით მწარედ იკბინებაო...

შეუძლია, კი smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)